შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(25)


30-08-2017, 17:26
ავტორი lile-eli
ნანახია 2 979

ზოგჯერ არის მომენტი როცა გრძნობ რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთე და ყველა რესურსი ამოწურე, აი ეს დროც დამიდგა..
სწრაფად დავტოვეთ წეროვანი და უხმოდ მივდიოდით დასავლეთის მიმართულებით, რომ ქუთაისიდან შევძლებდითსტამბულში წასვლას, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ გიორგიმ შენიშნა ორი მანქანა, რომელიც ჩვენ მოგვყვებოდა და სიჩქარეს უმატა იმისთვის რომ თავი დაგვეღწია, თუმცა ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა.. შევამჩნიე გიორგი ტელეფონზე რეკავდა და ყურში მისი ხმაც გავიგე:
-საბა უნდა ჩამოხვიდე ქუთაისის აეროპორტისკენ მოვდიდვართ და იქ დახვდი ელის!.
-შენ სად აპირებ წასვლას?
გაოცებულმა ვკითხე, გამიღიმა და პასუხმაც არ დააყოვნა:
-მე გავიქცევი.
-რაა?
პირი იმაზე დიდზე გავაღე ვიდრე საჭიროიყო და გიორგის გაეღიმა..
-შენ აქ ჩამოგსვამ, რათქმაუნდა შეუმჩნევლად და მერე გავიქცევი.
მდევარს თვითონ გაიყოლებს და მე თავისუფლად გამიშვებს, მაგრამ მე ამაზე თანახმა არ ვარ..
-არა!
-კი ელი და კამათის დრო არ არის! მანქანა მოგაკითხავს დიტომ გამოგზავნა და ის წაგიყვანს..
ეს როგორ მოახერხა არ ვიცი, გააზრებაც კი ვერ მოვასწარი, მოსახვევში ისე უცებ შეანელა მოძრაობა და კარი გამიღო ღვედი უკვე შეხსნილი მქონდა, ხელი მკრა და გადამაგდო, დაბლა დავგორდი ისე რომ გამვლელი მანქანა ვერ შემამჩნევდა მითუმეტეს იმ სისწრაფით მოძრავი რა სიჩქრითაც მოგვდევდნენ.. ემოციურად ისე ვიყავი დაბნეული, რომ ვერაფერი გავიგე, ჩემი ჩანთაც გადმოაგდო და კარი მიიხურა... მე რომ წამოვდექი და გზაზე ავედი, გიორგიც და მდევარიც უკვე შორს იყვნენ, ფეხებთან გაჩერებულმა მანქანამ ისე შემაშინა გვერდზე გადავხტი, მხარი და გვერდი მტკიოდა, რომელითაც დავეცი, მაგრამ არც ისე, რომ ფეხზე დგომა არ შემძლებოდა, მანქანიდან გადმოვიდა, ჩემი ყოფილი ექიმი, რომელსაც დიტო არ გამოაგზავნიდა...
-ლაშა....
ხმა გამიწყდა ვერ მივხვდი რა უნდოდა ლაშა სამადაშვილს იმ დროს იქ სადაც მე ვიყავი, მითუმეტეს დიტო მას არ გამოუშვებდა, ან ისეთი რაღაც მოხდა რამაც დიტო აიძულა ეს გაეკეთებინა..
-ლილე წავიდეთ და გზაში აგიხსნი..
-გამიშვი, აქ რა გინდა?!
-დიტომ იცის და გთხოვ სანამ მიხვდებიან..
ხელი მომკიდა და მანქანაში დამსვა, არც მე მქონდა არჩევანის საშუალება, დავემორჩილე და უხმოდ გავაგრძელეთ გზა, მაგრამ ვეღარ გავუძელი მანქანაში გამეფებულ სიჩუმეს, სიჩუმეს რომელიც მე მხოლოდ გიგისთან ერთად მიყვარს!..
-დიტოს რა შეემთხვა?
-დიტოს არაფერი,გუშინ ვინც მოგდევდათ იმათ ნინი დაიჭირეს გამთენისას როცა სახლში მიდიოდა თქვენი სახლიდან და მისი ტელეფონის სმს-ბით მიხვდნენ სადაც იყავით..
-ნინი... ახალა სად არის? როგორ არის?
-კარგად არის ნუ გეშინია, ბაიკიდან სანამ გადმოაგდეს დარეკვა მოასწრო, შეუმჩნევია რომ უთვალთვალებდნენ და მალევე იპოვეს..
-რა.. გადმოაგდეს? ღმერთო რას ამბობ ლაშა?..
-დამშვიდდი ლილე, კარგად არის მე გავსინჯე არაფერი სჭირს, ჩემთან მოიყვანეს საავადმყოფოში და მაშინ გავიგე ეს ამბავი,დიტოს დასაკითხად იბარებენ ხვალ სასამართლოა, დავითმა დაანიშნინა ხვალისთვის, თან დათა ონიანთან ერთად უნდა შეხვდეს იმ ვიღაცეებს.. ახლა ყველაფერი კარგად არის, უკეთესად იქნება თუ აეროპორტში მალე მივალთ და საბასთან ერთად წახვალ..
-ყველაფერი ჩემი ბრალია..
-ლილე სად „აიკიდე“ ეს ხალხი?
ღიმილით მკითხა, მაგრამ ისეთი სისწრაფით მიდიოდა ლაშა, გიორგის დავეწიეთ კიდეც, მიხვდა რომ ლაშას დისტანცია უნდა დაეცვა და შესამჩნევი არ ყოფილიყო, ჩვენი მანქანა, ასეც იქცეოდა.. უცებ გიორგიმ მანქანა „კუნძულისკენ“ დაძრა რომელიც საპირიპირო მიმართულებით გადასვლის საშუალებას იძლევა,მთავარი გზის ქვემოთ გაკეთებული წრისკენ წავიდა (მობრუნებას აპირებდა) და მდევარმა მუხრუჭის გამოყნება არ ვიცი ვერ მოასწრო თუ არ გამოიყენა, გიორგის მანქანას მთელი სისწრაფით შეეჯახა....
-ოხ ამათი დე*..
ლაშას ხმა გავიგე.. სავალი გზიდან გადავიდა, მანქანა ერთხელ დატრიალდა ისევ საბურავებით დაეცა, მაგრამ უკვე გზის ქვედა მხარეს „კუნძულის“ ახლოს მინდორზე, მდევარმა გზა განაგრძო, ლაშას მივუბრუნდი:
-ლაშა გააჩერე ჩქარა!
ისედაც ამას აკეთებდა მაგრამ მე ყოველი წამი საუკუნედ მეჩვენებოდა..
-აუ ელი შეგვამჩნიეს..მანქანა უკან ბრუნდება..
მაგარამ მე უკვე გზაზე გავრბოდი რომ გიორგი მენახა როგორ იყო, მის სახელს ვყვიროდი, როცა საშინელი სისიწრაფით მომავალი მანქანა და ლაშას ხმა ერთმანეთში აირია...
-ლილე ჩქარა გადახტი!
ლაშას ხმაზე შევბრუნდი და დიდი სიჩქარით უკან მომავალი მანქანა დავინახე (მდევარი), ლაშას ხელები თავზე ჰქონდა მოჭერილი, ისე დაეცა მუხლებით, როცა უკვე დიდი ტკივილი და უაზროდ დიდი ხმა გავიგე მუხრუჭის, შეგრძნება დამეუფლა თითქოს სიმსუბუქემ მოიცვა ჩემი სხეული, მაგრამ დაცემისას უფრო მეტი ტკივილი ვიგრძენი და მხოლოდ ერთი რის დანახვაც შეძლო გონებამ გიგის სახე იყო, მხოლოდ მის მომღიმარ სახეს ვხედავდი, ყოველგვარი მოქმედების გარეშე, როგორ იღიმოდა და ვგრძნობდი ეს ღიმილი მხოლოდ მე ლილე გელოვანს მეკუთვნოდა, მის გრძელ თმიან გოგოს რომელიც, მისით იყო ბედნიერი, უცებ მისი სახე დაიბურა და საერთოდ გაქრა...

.....
ძალიან შორიდან მესმის ხმები, რომელიც, თითქოს ჩურჩულია, მაგრამ ამავე დროს ყვირილი, რომ მე გავიგო, თუმცა ჩემი გონებისათვის რთული აღსაქმელია რა ხდება.. მხოლოდ სიტყვები მესმის:
-შედი გიგი. უკეთესი იქნება, თუ შეხვალ!
-კარგი ლაშა.
..... არავის ხმა აღარ ისმის, სიცარიელის შეგრძნებას მიმძაფრებს სიჩუმე, მაგრამ ხმაურის ხმა ფარავს ყოველგავარ ემოციას იმ წუთას განცდილს და ხმა რომელიც მე ყველაფერზე მეტად მიყვარს თითქოს ცოტა ახლოს მესმის..
-ელი... მე შენთან ვარ...
ჩუმდება, მაგრამ სმენა უფრო ახლოვდება და მისი სუნთქვაც კი მესმის, ისეთი შერგძნება მაქვს, ყოველი მისი სიტყვის გაგება მასთან მაახლოვებს და მინდა კიდევ მითხრას, არ აქვს მნიშვნელობა რა მაგრამ მითხრას.. გახშირებულ სუნთქვას კიდე უფრო ახლოს ვგრძნობ, რატომ არ მეხება?.. გონება პირველი ამ კითხვას სვამს.
-ხელები ისევ ცივი გაქვს, მაგრამ გაგითბობ.. შენი „სიუ“ გაგითბობს!
მეხება კიდეც, მაგრამ ვერ ვგრძნობ, ნუთუ მხოლოდ სიზმარია? სიმწრისგან თვალებში წვას ვგრძნობ..
-ელი... ტირი? შენ ჩემი ხმა გესმის... ჩემი შავთვალა ტირის, მინდა ეგ თვალები დავინახო თუნდაც ცრემლიანი, გთხოვ ელი... შემომხედე..
რატომ ვერ ვგრძნობ მის ხელებს დარწმუნებული ვარ მკოცნის, მაგრამ სად? რატომ ვერ ვგრძნობ?
-გიგი უნდა გამოხვიდე..
არ ვიცი ვინ არის, თუმცა ხმა მეცნობა.. მინდა ვუთხრა რომ არ გაუშვას, მაგრამ ვერაფერს ვახერხებ და ეს შეგრძნება, მაფორიაქებს ისე, რომ რაღაც ხმა უფროხმამაღლა და ჩქარა წიკ-წიკებს ვიდრე აქამდე ხმაურობდა გიგის შემოსვლისას..
-კარგი ლაშა..
-მოიცა გიგი არ გახვიდე!..
-რა ხდება?.. ლაშა!..
-ის რეაგირებს შენი ხმა ესმის, ექიმს დავუძახებ და შენ ესაუბრე, რაც შეიძლება მეტი..
ვგრძნობ გიგი, როგორ მიახლოვდება, მაგარამ სმენის გარდა არაფერზე არ რეაგირებს ჩემი არცერთი ორგანო, მინდა თვალები გავახილო და ჩემი „სიუ“დავინახო.. მაგრამ ვერ ვახერხებ, მინდა მას მთელი ძალით ჩავეხუტო... არც ეს გამომდის..
-მე შენთან ვარ! ელი,ამდენი ბრძოლის შემდეგ უფლება არ გაქვს.... შენ უნდა დაბრუნდე, ჩვენ ერთად უნდა დავბრუნდეთ!..
-გიგი ცოტა ხნით გავიდეთ...
ჩემთვის გაურკვეველ ენაზე საუბარი მესმოდა და ვცდილობდი, მათში გიგის ხმა, მისი სიტყვები გამერჩია, მაგრამ უშედეგოდ.. ვყვიროდი გიგის დაუძახეთ, თუმცა ვგრძნობდი, ეს შინაგანი ყვირილი იყო, მხოლოდ გონებისა და გულის ყვირილი, რომელიც არავის არ ესმოდა და რამდენიმე წამში ყველაფერი ბურუსში ჩაიკარგა..
კარის ხმამ გამაღვიძა, თუმცა ისევ ისეთ მდგომარეობაში არაფერი შეცვლილა, ჩემი „სიუ“ მოვიდა, წამლების სუნი ჩემმა საყვარელმა სუნმა შეცვალა, როგორ მომენატრა.. მინდა ეს ყველაერი ვუთხრა, ვაგრძნობინო, მაგრამ ვერ ვახერხებ, ნეტა როდემდე?..
-როგორ ხარ პატარა ქალბატონო? ელი გთხოვ შეეცადე...
ცოტახანი გაჩუმდა, მაგრამ ვგრძნობ ჩემთან ახლოს არის და მეფერება, ალბათ მკონის კიდეც..მე კი, ისევ ვერაფერს ვგრძნობ და საუბარს აგრძელებს:
-იცი? შენი დღიური მე მაქვს..
გაჩუმდა და თითქოს სუნთქვა შემეკრა, რომ წარმოვიდგინე რა სახით კითხულობდა, მაგრამ მხიარული ხმით აგრძელებს საუბარს და ეს მამშვიდებს:
-მიხარია რომ ყველაფერს წერდი, მაგრამ უნდა დაასრულო და ის ჩვენ ერთად უნდა დავასრულოთ..
ცოტა ხანი ჩუმად იყო.. უცებ მარცხენა ხელზე ვიგრძენი სითბო ერთ წერტილზე.. მკოცნიდა! გულის ცემამ იმატა და ამას აპარატიც კი ადასტურებდა რადგან ჩემს გულთან ერთად ისიც ახმაურდა..
-ელი.. ელი.. ექიმს დაუძახე საბა!..
-რა ხდება? (ლაშა)
-არ ვიცი ლაშა, უცებ გულისცემა..
-საშიში არაფერია, შენს ხმაზე რეაგირებს და კარგი იქნება საბაც თუ შემოვა, ახლა ექიმი მოვა და გარეთ გადით ისედაც სულ ჩხუბობს, ეგ კაცი..
უკვე ყველაფერი გარკვევით მესმოდა, მაგრამ სხეულს რატომ ვერ ვგრძნობდი ამის გაგება მინდოდა, მაგრამ ვერაფერს ვახერხებდი..
ჩემთვის გაურკვეველ ენაზე, უხეში ტონით მოსუბრე ექიმი შემოვიდა და ორივეს საყვედურობდა, გიგიმ ხელის გაშვება, რომ დააპირა ვცადე მომეკიდა, ეს ექიმმაც შენიშნა, გიგის რაღაც უთხრა და მანაც უპასხა, მაგრამ რა ვერ გავიგე, როგორც მერე მივხვდი ჩემი უხასიათო ექიმი თურქი იყო და თურქულად საუბოდნენ ის და გიგი, სიცილის ხმა მომესმა, ჩემი „სიუ“ იცინოდა“:
-ჩემი „ცუღლუტი“ გოგო, ახლაც კი შეძელი და მიმახვედრე რომ არ გინდა წავიდე, შენი ექიმიც მიხვდა, რომ ჩვენ ვართ ერთმანეთის „წამალი“...
უცებ.. მარცხენა ხელზე შეგრძნება გამიჩნდა თითქოს მძიმე „ჰანტელები“ მეკიდა, მთელს მტევანზე და მთელი ძლით მაწვებოდა, შემდეგ მთელი სისწაფით ჭიანჭვებმა იწყეს სიარული, რაც ხელიდან ფეხებზე გადავიდა და მთელი სხეული მოიცვა.. ვგრძნობდი ეს კარგი იყო, უნდა გამხარებოდა, მაგრამ იმდენად უსიამოვნო იყო რომ თვალებიდან გამჭვირვალე სითხე უკონტროლოდ მოდიოდა, ხელის შეხებას ვგრძნობდი შუბლზე, რომელიც თითქოს შორიდან მეფერებოდა, საკუთარი თავი იმდენად დიდი მეჩვენა..
-ელი, თხოვ შემომხედე ვგრძნობ რომ გესმის.
„ამოკერილი“ თვალების ერთმანეთზე დაშორებას ვცდილობდი, როცა თვალის კუთხესთან თითი ვიგრძენი, ცრემლს მწმენდდა, ვიცოდი როგორ მელოდებოდა და მეც ვებრძოდი საკუთარ სხეულს, რომელსაც თითქოს მოსწონდა ასე უმოქმედოდ ყოფნა.. როგოც იქნა მესამე მცდელობაზე თვალები გავახილე, მაგარამ პირველად ქუთუთოების სიმძიმე ვიგრძენი დამეხუჭა, ისევ გავახილე და ოთახში ლურჯ ფორმაში გამოწყობილ ხალხს ვხედავდი, რომელთა სახეები არ ჩანდა, რამდენიმე წამში პირზე აფარებული პირბადეები და მათი თვალები გამოკვეთილად გამოჩნდა, ერთ-ერთმა ბადე მოიხსნა და რაღაც მითხრა, მაგრამ ვერ გავიგე, თუმცა გაიღიმა, მერე ლაშამ მოიხსნა ბადე:
-დაბრუნებას გილოცავ ლილე.
გული ამიჩქარდა, როცა გიგის თვალებს შევხედე, ის ჩემთან ახლოს იდგა, თავზე ხელი გადამისა, მაკოცა ჯერ შუბლზე, შემდეგ ტუჩებზე დამიტოვა კოცნა და სიტყვები ამოაყოლა:
-გამაბედნიერე შავთვალა!
მისმა ხმამ სითბო ჩამიღვარა გულში და გამეღიმა, თვალებმაც უკეთ აღმა დაიწყეს გარემოსი, მეც გიგის ყურებით გავერთე, გადაპარსული თმა ოდნავ გაზრდია, სახე კი უფრო მეტად გამხდარი ჰქონდა ვიდერე ჩვენი ბოლო შეხვედრისას, იმდენად რომ ოდნავ მოშვებული წვერის მიუხედავად სახის ნაკვთები უფრო გამოკვეთილი მოუჩანდა, გადატანილ ტკივილს თვალზეჩრდილები ჰქონდა გაჩენილი, მაგრამ ისევ ისეთი მიმზიდველი ღიმილი ჰქონდა მე რომ ბედნიერებით მავსებს,უცებ ყველაფერი ამერია გონებაში და ვცდილობდი დალაგებას, თან გახსენებას რა მოხდა.. აპარატმა ისევ უმატა ხმას, ლაშაც დაიხარა და მითხრა:
-ცოტახანივერაფერს გაიხსენებ ღრმად ისუნთქე და ყველაფერი ნელ-ნელა გაგახსენდება.
გასწორდა და წვეთოვანს დაუწყო ყურება, მერე აპარატს მიუბრუნდა თან ღიმილიანი სახით მესაუბრებოდა:
-ძალიან მაგრი გოგო ხარ! ეს უჟმური კაციც კი გააცინე, ისეთი სახით დადის ვემალებით ხოლმე..
ნათქვამი წარმოვიდგინე როგორ იმალება ეს ამხელა კაცი და გამეღიმა.
-ნუ დამცინი, შენი ძმაც და მეუღლეც ემალებიან ამას, შეხედე რა სახე აქვს?..
-მართალს ამბობს.
სიცილით მითხრა და ხელზე მაკოცა ჩემი სიუს ღიმილიან სახეს ვუყურებდი,მისი თვალები როგორ მენატრებოდა, როგორ მინდა ავდგე და მის მკლავებში ჩავიკარგო სამუდამოდ, მაგრამ ხელების მოძრაობა ისეთი შენელებული მაქვს ფილმის გმირი მეგონა თავი.. ოთახში მდებარე აპარატები ლაშამ, ექიმმა და მედდამ შეამოწმეს ყველაფერი ისტორიაში ინიშნავდა ექიმის მითითებებს მედდა, შემდეგ ხელით ანიშნა გავიდეთო უკვე უჟმურად ხსენებულმა ექიმმა:
-ხომ გითხარი, უჟმურია თქო?!
ხელები გაშალა ლაშამ მოწყენილი სახით და მორჩილად გაყვა.. მე და გიგი მარტო დავრჩით, ერთმანეთს ვუყურებდით ჩვენს შავ ბურთებს, რომლის სიღრმე, მხოლოდ მე და მას გვეკუთნოდა, პირველი რაც ვთქვი, გულში დიდი ხნის წინ გაჩენილი მონატრება იყო:
-მო..მე..ნატრე..
-მეც მიმენატრე.. უსასრულოდ და სამუდამოდ მიყვარხარ!
-მოდი..
ჩემთან ახლოს მოსვლა ვთხოვე და ჯერ კიდევ დაბუჟებული ხელებით მისი სახეზე დავიჭირე, თვალებში ყურებისას გამიღიმა და ვცადე თავი ამეწია, რომ მეკოცნა, მაგრამ ვერ შევძელი, თვითონაც არ მომცა ამის უფლება დაიხარა და ისევ ისეთი გრძნობით მაკოცა როგორც აქამდე, მხოლოდ მონატრება იყო ბევრი მასში..
-ცოტახნით გავალ საბას შემოვუშვებ, თორემ შემოვარდება.. მე მამას დავურეკავ.
-კარგი.
-მალე მოვალ.
მომაძახა კარებში მდგომმა და გავიდა, მალევე საბა შემოვიდა, საწოლზე ჩამომიჯდა, თავზე მეფერებოდა უსიტყვოდ და ცრემლიანი თვალებით, მაგრამ ვიცოდი როგორ უჭირდა, ვგრძნობდი, მე მას გულით ვგრძნობდი, ხელები მისკენ გავიშვირე და ვანიშნე ჩამხუტებოდა, მანაც არ დააყოვნა, მთელი მონატრება ერთ ჩახუტებაში როგორ შეიძლება ჩაატიო, შეიძლება იკითხოს კაცმა მაგრამ ეს საბა იყო, ჩემი საბა, რომელიც ყოველთვის ყველაფერს მიკეთებდა და ყველა კუთხეში აღმოჩენილ სიცარიელეს უსიტყვოდ მივსებდა.. ძალიან ბევრი ცრემლი მდიოდა თვალიდან მაგრამ ეს იყო ბედნიერებით სავსე ცრემლი, რომელიც თავის დროზე საბათი იწყებოდა, დიტოთი გრძელდებოდა და გიგი ასრულებდა, მათ ყველა დანარჩენი მოყვებოდა ისე, რომ ეჭვიც არ მეპარებოდა იმაში, როგორ ვუყვარდი და ამ სიყავრულისთვის უნდა მებრძოლა მე, ლილეს. მათ მიერ ჯიუტად, გიჟად და ცუღლუტად წოდებულს!..
-როგორ მომენატრე.. მაპატიე.. აწი აღარ დაგტოვებ.
-მიყვარხარ საბა.
ჩურჩულით ნათქვამი გამომივიდა, შუბლზე მაკოცა და მხრებში გაიმართა, ისე მიყურებდა, თითქოს დარწმუნებას ცდილობდა, რომ ნამდვილად მე ვიყავი, ნეტა რამდენი ხანი მეძინა?
-საბა, რა რიცხვია?
ხმა ცოტა დამიბრუნდა.
-14 თებერვალი.
-რაა? ამდენი ხანი..
ხმა ისევ გამიქრა, თითქმის ერთი თვე ვიყავი „კომაში“, მაგრამ თურქეთში?..
-გიგიმ გადაწყვიტა შენი თურქეთში ჩამოყვანა..
თვითონვე გამცა პასუხი, რაზეც მე ვფიქრობდი.
-ლაშა?..
ვეღარ გავაგრძელე საუბარი, მაგრამ საბა მიმიხვდა:
-ლაშა, რომ გამოკეთდა ჩამოვიდა და წინა ავარიის გამო მიღებული ტრამვების ისტორია ჩამოიტანა, რაც არავის გახსენებია, თუმცა ექიმებს გამოადგათ, თავიდან გიგი გაბრაზდა აქ რომ დაინახა, მაგრამ მე დაველაპარაკე და ექიმებს გააცნო ის, ახლა მემგონი მეგობრობენ კიდეც..
სიცილი დავიწყე, საბასაც გაეცინა:
-ნუ იცინი! მართალს ვამბობ, ლაშას უფრო ხშირად ეძახის, ვიდრე მე ან შენს ექიმს.
-მთავარია არ იჩხუბონ.
-რა უნდა იჩხუბონ? ლაშას გამო ხარ ცოცხალი და ეს გიგიმ კარგად იცის.
-ლაშას რა სჭირდა?
-შენ რომ დაგეჯახნენ ლაშას ესროლეს და მხარში იყო დაჭრილი მსუბუქად, მალევე გამოკეთდა.
-გიო როგორ არის? სისინი?..
-.... კარგად არის. ყველაფერი მოგვარდება, არ ინერვიულო.
თითქოს ნერვიულობდა ისე მითხრა, კიდევ მაკოცა საბამ და ოთახი ისევ გიგის დაუთმო, შემდეგ ყველამ მინახულა სათითაოდ: ემირი, ხათუნა და ადილა (მათი პატარა ბიჭი) ადა ახალი წასული იყო თურმე და ველოდებოდით ერთ კვირაში, როგორც კი დროს გამონახავდა სამსახურში, სადაც ისეთივე პაციენტები ელოდა, როგორიც მე ვიყავი, რადგან თურქეთში ვიყავით საქართველოში რა ხდებოდა მაინტერესებდა, გიგისგან ზოგადი პასუხი მივიღე ყველა კარგად არის აქ იყვნენ და მალე ჩამოვლენ საქმეებს რომ მოაგვარებენო, დიტოს და გურამს ტელეფონზე ვესაუბრე, ანას გამო ჯერ ვერ ჩამოვალო მითხრა დიტომ, შემდეგ პალატაში გადამიყვანეს და დაიწყო ყველაზე მტკივნეული კვირა როცა ფეხზე უნდა გამევლო, მევარჯიშა, თუმცა ამაში დიდი მოთმინებითა და სითბოთი მეხმარებოდნენ ექთნები, გიგი სულ ჩემს გვერდით იყო, ყოველ ნაბიჯს და მოძრაობას ისე უყურებდა, როგორც საბამ შეხედა ანასტასიას პირველად რომ გაიარა და მისკენ გაიქცა ხელებ გაშლილი.. არა ეს უფრო მამა-შვილური სიხარული იყო, მაგრამ გავდა იმ სიხარულს..
პალატაში ფანჯარასთან ვიჯექი და ეზოში მყოფ ხალხს ვაკვირდებოდი, გიგი შემოვიდა, წამოვდექი ისე ნაზად ჩამიხუტა, თბილად დამიარა სხეულში ჭიანჭველების არმიამ, რომელიც ბოლო პერიოდში ხირად მაწუხებდნენ, რაც გამოჯანმრთელების წინა პირობა იყო, როგორც ლაშა მიხსნიდა:
-ელი როგორ ხარ? ხომ არ ბრაზობ დამაგვიანდა, მხოლოდ სპორული ტანსაცმელი გიყიდე დანარჩენის საყიდლად ერთად წავიდეთ, უკეთესად სიარულს როცა შეძლებ.
-მომენატრე.
-მე უფრო!
ნიკაით თავი ამაწევინა და ისეთივე სინაზით, მეხებოდა ტუჩებზე, როგორც სხეულზე მოხვეული ხელი.
-შენი დღიური მოვიტანე.
შემრცხვა და თავი დავხარე სახე ისე გამიხურდა, გავწითლდი კიდეც, ჩემი სიუს ღიმილს მოვკარი თვალი, მაგრამ არ შემიხედავს მკერდზე დავადე შუბლი, როცა სცადა თავი ამეწია:
-ელი შემომხედე.
ღიმილიანი ხმით მითხრა, მაგრამ უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
-ნუ გრცხვენია, მიხარია, რომ წერდი და უფრო მეტად მიხარია მე, რომ ვნახე.. შემომხედე! თვალებში მიყურე!
თითქოს მკაცრად მითხრა, ჩახუტებული ხელები გამიშვა და ჩემი სახე მოიქცია მის გრძელ თითებში, მაგრამ მთლიანად თავი ეჭირა.
-ეს დღიური, რომ არსებობს მე მიხარია და ამ დღიურს ერთად დავასრულებთ! ახლა სანამ აქ ხარ შეგიძლია წერო.
-როდის წავალთ სახლში?
-ჯერ ვერა, კარგად რომ იქნები ცოტა ხნით ემირის და ხათუნას კეილგანწყობით ვისარგებლებთ და მერე წავალთ.
-ჩვენები მომენატრა, მამა როგორ არის, დიტო, ანა.. გიო სად არის იმ დღეს ძალიან დაშავდა?
-ყველანი კარგად არიან და ნუ ნერვიულობ, ნახე ხელები გიკანკალებს, მოდი დაჯექი.
სავარძელში დამსვა და გვერით მოთავსდა, მის მკერდზე დავდე თავი, მისი სუნით დავიწყე ტკბობა, რომელიც სულის სიღრმემდე მენატრებოდა, მისი თითებით მეფერებოდა თმაზე, ეს ისე მამშვიდებდა, სუნთქვაც კი ღრმა და მშვიდი გამიხდა, იმის შეგრძნება მამშვიდებდა რომ მისი სუნი ფილტვებს მივსებდა, მისი მკლავები მეხებოდა, მათბობდა.
-გიგი, ყველაფერი მაინტერესებს..
ღრმად ჩაისუნთქა წამლებით გაჟღენთილი ოთახის ჰაერი და პასუხმა რომ დააგვიანა, თავი ავწიე ისე, ხელით მის მკერდს ვეყრდნობოდი და თვალებში ვუყურებდი, ჩემ შავ ბურთებს რომელშიც ყველაზე დიდი სითბოს პარალელურად დიდი ტკივილი და დაღლა იგრძნობოდა, გამიღიმა:
-ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ჯერ შენ უნდა იყო კარგად და მერე სხვა ყველაფირი.
-გიგი, ხდება რამე?..
შუბლზე მაკოცა, ჩემს მზერას თავი აარიდა და ისე მიპასუხა:
-არაფერი.
მის ყელს ვაკოცე საძილე არტერიაზე, გამეღიმა რადგან კანი შესამჩნევზე მეტად შეერხა ისე აუჩქარა პულსაცია.
-ჩემი ცუღლუტი ფორმას უბრუნდება?
თავი დავუქნიე და ნიკაპით დავეყრდენი, მის მკერდს.
-ჩემი სიუ მომენატრა.
-ოჰო, იცოდე ახლავე დავტოვებთ საავადმყოფოს და მერე ნახავ რაც მოგივა..
ცხვირზე მაკოცა მოწყვეტით.
-საინტერესო იდეაა..
-აშკარად მეცუღლუტები და მიწვევ ხომ?..
ხელის ერთი მოძრაობით მუხლებზე დამისვა და მთელი ყელი ნიკაპის ჩათვლით დამიჭირა, მკოცნიდა ისეთი სინაზით მეგონა გული წამივიოდა, გაეღიმა ჩემს რეაქციაზე..
-ჩემი შავთვალა აღელდა?..
არ მკოცნიდა მაგრამ ხელი არ გაუშვია და ცხვირის წვერს დაასრიალებდა ჩემს ლოყაზე, ყელზე, ჩემი სუნთქვის სიხშირეზე ერთობოდა, ჩემი სიუს ღიმილიანი სახე მაკვირდებოდა, რომელიც საკუთრებად და სულის წამლად მექცა.
-ნუ მაწვალებ..
ხმის კანკალით ვამბობდი, უცებ პალატაში კაკუნით შემოვიდა ექიმი, რომელმაც გაიღიმა, რადგან ისეთი სისწრაფით წამოვდექი გიგის მუხლებიდან, ხელი რომ არ შეეშველა დავეცემოდი, გიგიმ წელზე ხელი მომხვია და თურქულ ენაზე მოსაუბრე ექიმს პასუხი გასცა, თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, მერე მე შემომხედა ანთებული თვალებით მახარა:
-მივდივართ სახლში! გილოცავს!
ცხვირზე მაკოცა..
-მადლობა.
მივმართე ექიმს, მანაც თავი დამიკრა რაღაც მითხრა, მეგონა გიგი მითარგმნიდა, მაგრამ გიგის ჩურჩულმა გამაწითლა მხოლოდ:
-მე მადლობას სახლში მეტყვი?..
მოწყვეტით მაკოცა და ექიმს გაჰყავა:
-გამოიცვალე, მე მალე მოვალ დანიშნულებას გამოვართმევ.
-კარგი..
ოთახში მარტო დარჩენილს უცნაური შეგრძნება მქონდა, ვერ ვიგებდი რა თითქოს სიხარულს რაღაც აკლდა, მაგრამ რა? ამ ფიქრებში გართულმა გამოვიცვალე ნიჟარასთან თმა გავისწორე და პასუხიც გამცა გონებამ.. „ბავშვი“! ერთხელაც არ უხსენებია ამ ერთი კვირის მანძილზე ისე ცდილობდა მხოლოდ ჩემს ჯანმრთელობაზე მეფიქრა ყველა კითვაზე პასუხს გაურბოდა და ცდილობდა მხიარული სახით ჩემი ყურადღება გაეფანდა ცუდი მოგონებებისაგან.. მისი თვალები გამახსენდა შავ თვალებში მიმალული სევდა, რომ მიმზერდა ისე თითქოს არ სურდა დამნახებოდა, მაგრამ გულით ვგრძნობდი მას.. კარზე კაკუნი იყო გამოვედი აბაზანიდან და საბა იდგა ოთახში:
-როგორ ხარ?
-კარგად საბა შენ?
-უკვე კარგად. ლაშამ მითხრა სახლში მივდივართ, გილოცავ ჩემო ლამაზო.
ჩამეხუტა, ისეთი ძალით მიკრავდა გულში, თითქოს სადღაც გაქცევას ვაპირებდი და არ მიშვებდა..
-გიგი სად არის? (საბა)
-ექიმთან, დანიშნულებას გამოართმევს. (ლილე)
-წავედით მაშინ! (საბა)
გავედით ოთახიდან, დერეფანში მივდიოდით და ექიმის კაბინეტს ვუახლოვდებოდით ლაშას, გიგის და ჩემი ექიმის ხმა მომესმა, კარი ღია იყო და დავინახე გიგი მოწყვეტით ჩაცურდა კედელზე, ისეთი წაშლილი სახე ჰქონდა, სუნთქვა შემეკრა..
-ელი წამო გარეთ დაველოდოთ..
-საბა რაღაც ხდება.
აჩქარებული ნაბიჯით წავედი და ოთახს მივუახლოვდი, როცა ლაშას სიტყვები გავიგე:
-გიგი, კიდევ ერთი კვირა და მერე უნდა გამოვრთოთ აპარატი..
ამ დროს საბამ ხმამაღლა თქვა:
-ყველა აქ ყოფილა.
მიახვედრა ოთახში მყოფები, რომ უნდა გაჩუმებულიყვნენ..
-რა ხდება? გიგი....
ხმა გამიწყდა ისეთი თვალებით ამომხედა, სულ დანისლული შავი ბურთები არაფრის მთქმელი და საერთოდ განადგურებული, ძლივს წამოდგა, ხელები მომხვია, მაგარამ ისეთი დაუძლურებული იყო, მე დამეყრდნო, ჩემგან უნდოდა მიეღო, არ ვიცი რა ენერგია თუ უფრო იმედი, ისეთი მზერა ჰქონდა გული ყელში მომაწვა და სუნთქვაც გამიჭირდა:
-გიგი რამე მჭირს?
-არა!...
ამჯერად მაგრად მომხვია ხელები, ჩემი დასმული კითხვა გაიაზრა და ამით მაგრძნობინა რომ ასე არ უნდა მეფიქრა..
-გიგი ვუთხრათ, ნუ ტანჯავ..(საბა)
-საბა რა უნდა მითხრათ?...
ფეხბში ძალა დამეკარგა და სავარძელში ჩამსვა სიუმ, ჩემს წინ მუხლზე დაეყრდნო, ხელებზე ცერა თითებით მეფერებოდა, ისე მიყურებდა, გულს ვერაფერს ვუხერხებდი, ისე მიხუთავდა სულს, მისი თვალები..
-ელი, გიორგი ძალიან მძიმედ არის და შეიძლება..
-რა?...არა! ხომ მითხარით.. გიო..
-ლილე, მე ვთხოვე არ ეთქვათ, რადგან შენი ნერვიულობა არ შეიძლება..(ლაშა)
-ლაშა რას ამბობ? ის ჩემს გამო არის ცუდად... ნახვა მინდა!
-ელი, არ შეიძლება.. (გიგი)
-გთხოვთ..
ექიმს შევხედე, თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, უკვე იმდენი ხანია იქ ვიმყოფებოდით, რომ ქართული ენაც ესმოდა თითქმის.. რეანიმაციის შესაფერისი ტანსაცმლით შევედი, მაგრამ კარიდანვე დანახულმა ცუდად გამხადა, იმდენი აპარატი და ნივთი იდგა, საწოლი ძლივს მოჩანდა, რომელზეც გიო იწვა და ისე იყო შეცვლილი, დასუსტებული, სახის ნაკვთებს სიყვითლე დაჰკრავდა, თუმცა თანდაყოლილი სილამაზე მაინც იწონებდა თავს, მუხლების კანკალმა წონასწორობა დამაკარგინა და კედელს მივეყრდენი, რამდენიმე წამში გავსწორდი და ახლოს მივედი, აპარატის ხმა ისე გამაყრუებლად ისმოდა, გონებაში არსებულ ქაოსს, უფრო აღრმავებდა და მთელ სხეულს ისაკუთრებდა.. ყველაფრის თქმა მინდოდა რასაც ვგრძნობდი, იმის გააზრებამ რომ მე გიგის ხმა მესმოდა, საუბრის სურვილი მეტად გამიჩნდა და ნინია ვინატრე, ჩემი ნინია, რომ დალაპარაკებოდა:
-გიო.. არ ვიცი რა ვთქვა.. შენ ჩემს გამო ხარ ასე და უფლება არ გაქვს ასე მომექცე.. შენ იცი, რომ მთელი ცხოვრება დავიტანჯები ამაზე ფიქრით, რომ ჩემს გამო ცუდად ხარ.. არ გაქვს უფლება, იცი რატომ? იმდენი რამ გააკეთე ჩემთვის, შენ იმდენი იბრძოლე ჩემს გამო, გიგის გამო, რომ ასე არ უნდა მომექცე, თუ ჩემი სიკვდილი არ გინდა შენ უნდა გამოფხიზლდე.. უნდა დაბრუნდე!
სახეზე სისველე, ისეთი რაოდენობით მომდიოდა, რომ თვალებში მხედველობას სრულიად დამიბურა, ცრემელები მოვიწმინდე და ხელზე შევეხე, მაგრად მოვუჭირე, ისეთი ცივი და უსიცოცხლო იყო, მუხლები მომეკვეთა, მის საწოლს იდაყვებით დავეყრდენი..
-ვიცი რომ გესმის, მე მესმოდა.. იცი გიგის ხმა მესმოდა და მინდა რომ ნინი აქ იყოს.. ნინის გამო გთხოვ, მას ხომ უნდა დალაპარაკებოდი? რომ დაბრუნდებოდი ხომ უნდა გეთქვა რომ მოგწონს და ახლა აქ არ უნდა იყო!.. ნინის უყვარხარ და მან არ იცის რომ მოგწონს, ისე ვერ წახვალ თუ არ ეტყვი!... გიო..
უკვე ისე ცუდად ვიყავი, რომ ხმა საერთოდ დავკერგე და ვერ ვუძლებდი გულიცემას, რომელიც ყელში ისეთი სიმძლავრით მაწვებოდა უჰაერობას იწვევდა და ყურებში ხმას მიხშობდა, ამას ისიც მოწმობდა, რომ აპარატებისგან გამოწვული გამაყრუებელი ხმა საერთოდ არ მესმოდა..
-არ... ვე..ტყვი, თუ კუ..ბდა..რის... კე..თე..ბას... არ ასწ..ავლი!
ყელში მომჯდარი გულით ვიყავი მუხლებზე და ნახევრად საწოლს მიყრდნობილი ეს სიტყვები ძლივს მისწვდა ყურს, მერე გონებას, მერე ისევ ყურს და თავი უცებ ავწიე, თვალებით ვცდილობდი დარწმუნებას, რომ არ მომესმა, ხმა საერთოდ დავკარგე ვერ გავაცნობიერე, მომეჩვენა თუ მართლა თქვა რამე, ხელზე მოვუჭირე ხელი და..
-მტ..კი.ვაა.
-გიო შენ...
-ელი უნდა გავიდეთ!
დიდი ხნის შემოსულმა ლაშამ წამომაყენა, გაღიმებულ ექიმს შევხედე და კარებთან გიგის თვალები, რომ დავინახე, გახარებულმა მხოლოდ ორი სიტყვა ვთქვი:
-გონს მოვიდა..
მეტი არაფერი არ მახსოვს, ემოციურმა დატვირთვამ იმდენად იმოქმედა რომ ორი დღე ისევ მომიწია საავადმყოფოში ყოფნა, რაც დიდად არ მანაღვლებდა, რადგან გიორგის ხშირი სტუმარი ვყავი.. გიორგის დედა კი მთელი ორი დღის მანძილზე დიდი სითბოთი მეფერებოდა, მადლობებს მიხდიდა, რომ ჯერ გიგიმ დაუბუნა შვილი წლების წინ და ახლა მე გავაკეთე იგივე, ამ ყველაფრის გააზრება რომ შენ შეძელი მისი „დაბრუნება“ ვიღაცისთვის სულ პატარას, მაგრამ მაინც მნიშვნელოვან ადგილს იკავებ ცხოვრებაში, ეგ სტიმულია ცხოვრების, მითუმეტეს რაც გიორგიმ ჩემთვის გააკეთა იმსათან შედარება არც შეიძლება არაფრის და თუ სიყვარულით სავსეა შენს ირგვლივ ადამიანების გული, რომლებსაც უხარიათ შენი არსებობა და შენ მათით ხარ ბედნიერი ეს არის ცხოვრება, არსებობა სამყაროში, სადაც მცირედი წვლილი შეგაქვს და არ აქვს მნიშვნელობა ვინ მეტი გაიღო მეგობრობისთვის მთავარი სიცოხლეა და ამ სიცოცხლეში დამსახურებული სიყვარული და თუ იმსახურებ სიყვარულს, ესეიგი იმსახურებ სიცოცხლეს, ამაში კი ვერავინ ლება, რადგან თუ გიყვარს ღმერთსაც უყვარხარ!...
პალატაში გადაყვანის შემდეგ გიორგი ნელ-ნელა გამოკეთდა, მაგრამ ჯერ კიდევ სჭირდებოდა რეაბილიტაცია და ამიტომ ექიმი ტოვებდა, მე კი მაიძულა სახლში წასვლა.. სახლში ვიყავით ემირთან და ხათუნასთან ერთად, დიდი სახლი, ძალიან ლამაზი, გემოვნებით მორთული და კომფორტული იყო, მხოლოდ სამნი იყვნენ ოჯახისწევრები, ხოლო დამხმარე ხალხი და დაცვა იმაზე მეტი ვიდრე სამ ადამინს სჭირდება, მაგრამ ალბათ ამის საჭიროება იყო, თორემ ემირი ნამდვილად არ ჰგავს ისეთ ადამიანს, რომელსაც სახელად ან სათქმელად ყავდეს ამდენი ხალხი, მართალიც აღმოვჩნდი.. საბა, გიგი ემირი და ხათუნა ისე მანებივრებდა, რომ ზოგჯერ უხერხულად ვგრძნობდი თავს, ვცდილობდი ადილასთან ერთად ვყოფილიყავი, მათგან თავი დამეღწია, ერთ საღამოს ხათუნამ ლამაზი სუფრის თანხლებით ახალი ამბავი გვახარა, რომ ბავშვს ელოდებოდა და ემირის სახე რომ დავინახე, როგორი ბედნიერი ყვიროდა, გულში სიბოთი ამევსო და გამეღიმა ტკივილ ნარევი სითბოთი:
-გოგო მინდა ხომ იცი?!..
ხელში აიყვანა და სახე დაუკოცნა, ერთმანეთს ბედნიერებას უზიარებდნენ, მე გიგისკენ გავიხედე, ის მე მიყურებდა, თვალები დავხარე, თეფშს დავაშტერდი ცრემლების დასამალად, ვერ გავუძელი მის სევდიან თვალებს, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოლოდინითა და ბედნიერებით სავსე იყო.. საბამ ხელი გადამხვია, თავზე მაკოა:
-ყველაფერი კარგად იქნება ელი.
მხოლოდ გავუღიმე, რადგან საბას სიტყვები მესიამოვნა, შემდეგ ყველამ მივულოცეთ, ღმერთმა იცის როგორ მიჭირდა და მიხაროდა ამ ამბის გაგება, მაგრამ არ ვიცი რა გრძნობა იყო, ვერ აღვწერ მეც მინდოდა მყოლოდა ჩემი პატარა ჩემში, რომელიც უკვე დიდი იქნებოდა და შესამჩნევიც.. ჩემი ხელი თავისასში მოიქცია გიგიმ, მაკოცა თითებზე და მანიშნა გავსულიყავით, სუფრიდან გავედით, საბაც გამოგვყვა პატარას ეთამაშებოდა, ბედნიერი წყვილი მარტო დავტოვეთ, რომ ცოტა მეტი სიყვარული გამოეხატათ, ჩვენ საძინებელის აივანზე გავედით და ეზოში ბურთით მოთამაშე საბას და ადილას შეძახილებს ვუსმენდით.. ჩემი სიუ ზურგიდან ჩამეხუტა, ხელები მუცელზე მომხვია, მხარზე ნიკაპით დამეყრდნო, რამდენიმე წუთი ჩუმად ვიდექით, მხოლოდ ჩვენი სუნთქვა ისმოდა, მერე მაკოცა ყურთან და საუბარი დაიწყო, უკვე დრო იყო ყველაფერი გაგვერკვია:
-ელი მაპატიე.. არ მინდა ინერვიულო და არ მინდა შენს თვალებში დანაშაულის გრძნობას ვხედავდე.
-იცი აუზში რომ გადავხტი იმიტომ..
თავისკენ შემაბრუნა მკლავები მომხვია ისე რომ დავიმალე, თავზე მკოცნიდა და მეფერებოდა.
-კარგი ნუ ტირი, არ შეიძლება ის ანგელოზია და ჩვენი სიყვარულის მარადიული გაგრძელება.
თავი ავიღე მისი მკერდიდან და თვალებში შევხედე, გულით მინდოდა მეთხოვა პატიება, რომ ჩვენ შვილს ვერ გავუფრთხილდი, ეს ასე რთული ჩემთვის იმიტომ იყო, რომ ვიცოდი როგორ ძალიან უნდოდა ბავშვი და ვიცოდი როგორ უყვარდათ ბავშვებს ის:
-მაპატიე..
-ელი, რას ამბობ?! ჩემო შავთვალა, რაც ჩვენ შეგვემთხვა ჩემი ბრალია, იცი რატომ?.. ჩვენი პატარას არსებობამ ისე გამახარა, რომ თემო და მისი კონტროლი თავიდან ამომივარდა თან, არ მეგონდა ამდენს თუ გაბედაბდა.
თემოს ხსენებაზე ხელები დაეჭიმა, რომლითაც ჩემი სახე ეჭირა, უნებურად მოვუჭირე ხელები მის თითებს, მეგონა ამით დავამშვიდებდი, თუმცა ჩემშიც იგივე გრძნობას იწვევდა და მეც მძიმედ გადავაგორე ყელში მომდაგარი სიბრაზის ბურთი.
-შევიდეთ რა.. მცივა.
სუნთქვა არეულმა ვუთხარაი, არცერთი არ ვიყავით ემოციურად კარგად, ორივეს გვიჭირდა ამ საკითხზე საუბარი, თუმცა აუცილებელი იყო, შუბლზე მაკოცა, მკერდზე მიმიხუტა და ოთახში შევედით, თან ჩემი დამშვიდება დაიწყო:
-არ მინდა ინერვიულო.
-მაშინ არც შენ ინერვიულო.
-მიყვარხარ უღლუტო!
-ჩემი ძილისგუდა ხარ!
კოცნასთან ერთად მიიღო პასუხი და საწოლზე ჩამოვჯექით, ერთმანეთის პირისპირ, ჩემი ხელები დაიჭირა, თან მეფერებოდა:
-ელი წარსული უნდა გავიხსენოთ, შენგან მინდა გავიგო, რა მოხდა და სამუდამოდ წარსულად იქცეს, რადგან ყველაფერი მოგვარდეს და მხოლოდ ერთმანეთით ვიცხოვროთ..
-ვიცი გიგი და რაც მალე გავარკვევთ ყველაფერს უკეთესი იქნება..
ღრმად ჩავისუნთქე ოთახში არსებული ჰაერი, რომელშიც გიგის სურნელი გამოკვეთილად იგძნობოდა და ეს მათბობდა მთელი არსებით მავსებდა.. მას ვუყურებდი ისე დაიწყე საუბარი:

მოგონება..
-წლების წინ რუსლანის დაჭერის მიზეზი მე ვიყავი!
ყველაფერი 2013 წელს, ავარიამდე და ჩემი მშობლების გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა, მაშინ როცა სესილის და ნათია თურმანიძე მოიტაცა რუსლანმა.. კაფეში მომხდარი ამბის შემდეგ დაჩქარდა მოვლენები, ნათიას და მათეს ნიშნობა დაგეგმეს, იმაზე ადრე ვიდრე ნათიას სურდა, (გამოცდების შემდეგ უნდოდა, მაგრამ მათემ არ დააცადა) სწორედ ნიშნობისთვის ემზადებოდა ნათია, რადგან სესილი ნიშნობის საქმეებს აგვარებდა მე მთხოვა გავყოლოდი საყიდლებზე, ნინი დედამისს ახლდა საავადმყოფოში. ნათიას კი მეგობრები არ ჰყავდა, მიზეზი მისი ზედმეტად ნაზი და ჩაკეტილი ხასიათი იყო, ნათიას ბიძაშვილი ნატა, მათე და დათა, კლასელები იყვნენ, რუსლანი კი „სკოლელი“ ამიტომ მეგობრობდნენ, ნათია მის ბიძაშვილებთან ნატა და მარიამ თურმანიძეებთან იყო დაბადების დღეზე, როცა მათემ გაიცნო, თავიდან სესილის დაუახლოვდა, შემდეგ კი ნათიას სიყვარული აუხსნა და არ მოასვენა სანამ თანხმობა არ ათქმევინა გოგოს..
ნათია ბებიასთან „დიღმის მასივში“ ცხოვრობდა, რადგან ჩვენთან შედარებით დიდი იყო ბებოს სახლის საქმეებში ეხმარებოდა, თან ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ამიტომ გადაწყვიტა, რაც ვიყიდე უნდა ვაჩვენოო, ჩვენც ჯერ ბებიას ვნახავდით და მერე წავიდოდით სახლში (დიღომში), შებინდების მიუხედავად, დრო გვქონდა.. სახლში მისვლამდე ცოტა გვიკლდა, პოლიციის განყოფილებას გავცდით, რომ კორპუსებს შორის უნდა გაგვევლო და ჩიხის გავლის შემდეგ იყო ნათიას ბებიის კორპუსი, მაგრამ უცებ პირზე ხელი ამაფარეს, ვერაფერი გავიგე ჰაერის უკმარისობამ დამაბნია და შემაშინა, უცებ მანქანაში აღმოვჩნდით, ისე რომ არ მახსოვს ალბათ გონებაც დავკარგე, მაგარმ მანქანის კარის დახურვის ხმაზე შევხტი და ნათიას დავუწყე ძებნა თვალებით, ნათიას უკვე გონება დაკარგული ჰქონდა რადაგან მას ისე ვერ წაიყვანდნენ, სანამ მანქანის წინა ნაწილში „გამტაცებლები“ დასხდებოდნენ კარი ისევ გავაღე, მათ არ შეუმჩნევიათ, თან თავს ვიმშვიდებდი მათეს ბიჭები ახლოს იქნებიან და როგორც კი საშუალება ექნებათ დაგვეხმარებაინ, მაგრამ ამ ფიქრებიდან სწორედ მათეს „მეგობარმა“ გამომარკვია (ეს ბიჭი მათესთან ხშირად მყავდა ნანახი) ისე მომმართა:
-ეი ლამაზო ელი, ახლა მომისმინე ჩვენ ერთად მივდივართ! ნათიას რუსლანი ელოდება და შენ კი ჩმთან ერთად წამოხვალ..
-არა!
ფეხი მივარტყი მისი სავარძლის საზურგეს..
-აბა, აბა, ეგეთები არ იყოს! ვიცი შენი ხასითი და იმიტომ გიხსნი, მივდივართ მშვიდად და შენი ონიების გარეშე!
ხმას თანდათან უწევდა საუბრისას..
-მათეს რას ეტყვი?!
-მათეს ეტყვიან, რომ რეზიმ მოიკითხა (თავისი თავი იგულისხმა).
----
ვერაფერი ვუპასუხე, კბილები ერთმანეთს დავაჭირე, სიბრაზისგან თავი რომ შემეკავებინა და უსუსურობის შეგრძნებამ კონტროლი დამაკარგინა ცრემლები ისე წამომივია..
-კარგი გოგო ხარ.
გაიცინა, საჭისკენ შებრუნდა, რომ დაეძრა მანქანა და შეამჩნია, რომ ჩემი კარი ღია იყო, სწრაფად შემობრუნდა ჩემსკენ:
-ელი, არ გაბედო!...
მე უკვე, გადასული ვიყავი და ვიმალებოდი, ისევ იმ ჩიხში, საიდანაც გამომიყვანეს, „ბუკერის“ პატარა ჩარჩოში ჩავძვერი, სადაც ვინმეს რომ ეთხოვა არც კი გავიფიქრებდი, ისე მეშინია მღრღნელების და ახლა ყველაზე კომფორტული სამალავი მეგონა, თან მათი ხმა კარგად მესმოდა და მანქანის ნომერს მოვკარი თვალი, გონებაში ვიმეორებდი არ დამვიწყებოდა..
-ოხ შე პატრა კა*ა, სად წახვალ მაინც გიპოვი! (რატი)
-რატი, მოკეტე და მოძებნე დროზე!(რეზი)
-ტელეფონი რეკავს, ვნახავ ვინ არის.. (რატი)
მანქანისკენ დაბრუნდა რატი, მე გული ისე მიცემდა, ცოტა ახლოს რომ მოსულიყო რეზი შეიძლება გაეგო სად ვიყავი.
-რეზი რუსლანი რეკავს, მოვდივართთქო ვუთხარი..
-ოხ ამის დ*ა, სად ხარ ელი, სად?!
ისეთი ხმით დაიყვირა შევხტი.
-წავიდეთ რა რეზი..
მანქნის ნომერი და ფერი, მანქნის ნომერი და ფერი, ჩემი გონება იმეორებდა ხშირად, აბა მოდელებში გარკვევა და დამახსოვრება ჩემგანან მაშინაც შორს იყო...
სამალავიდან გამოსული პირველივე შემხვედრ ქალს, მხრებში ჩავაფრინდი და ტელეფონი ვთხოვე, მაგარმ ცივად მომიშორა, როგორც შეურაცხადი ისე შემომხედა:
-ტელეფონი მათხოვეთ, გთხოვთ..
-წადი შვილო, თავი დამანებე!
ისე სწრაფად მომშორდა, საკუთარ ჯანმრთელობაში ეჭვი მეც შემეპარა, ტირილი დავიწყე და უკნიდან ვიღაც ქალი მომადგა:
-შვილო რა მოხდა, მე დაგეხმარები, სახლში წაგიყვანო?
-არა. სახლში არ მინდა, ტელეფონი მათხოვეთ რა.. მოიტაცეს, უნდა დავეწიოთ.. ის მოკვდება..
-ვინ მოკვდება? სად წაიყვანეს?
ისეთივე გაურკვეველ კითხვებს მისვამდა როგორც მე ვსაუბრობდი, მაგრამ იმის გაგება შევძელი რომ ტელეფონი არ ჰქონდა და მანვე შემომთავაზა პოლიციაში შევსულიყავით, მეც გავყევი, დიდი მოთმინებით მომისმინა პოლიციელმა, მე კი ვცადე მშვიდად ამეხსნა რაც მოხდა და მანქანის ნომრის გადამოწმებისას მარტივად დაადგინა მანქანის მდებარეობა. ვიდეო კამერებითა და საპატრულო „ეკიპაჟის“ დახმარებით, მაშინ ვერც მე ვიფიქრებდი რა საქმეს ვაკეთებდი და გამომძიებელს მითუმეტეს წარმოდგენა არ ჰქონდა იმისა, რომ იმ საქმეს გახსნიდა, რომელსაც რამდენიმე თვე იძიებდა მთელი განყოფილება..
წასვლამდე მოვახერხე და გამომძიებლის ტელეფონით ჯერ მამას დავურეკე მერე, სესილის, რომ მათესთვის ეთქვა ყველაფერი. მამა სამსახურიდან მოდიოდა და გზიდან მალევე მოვიდა, ჩვენ ორივე პოლიციელს გავყევით, მამას კონტაქტების დახმარებით. იქ სადაც ჩვენ ვიყავით მათე თავის ბიჭებთან ერთად მოვიდა, ქალაქ გარეთ იყო ის სახლი, რომელიც რუსლანს ეკუთვნოდა და საწყობი ჰქონდა, თან იმ დროისთვის დატვირთული იყო არა რეგისტრირებული (უკანონოდ შეძენილი) ალკოჰოლური სასმელით (არამარტო სასმელი, მე არ მახსოვს კიდევ რა ტვირთი ჰქონდათ) და რომლის გატანაც იგეგმებოდა ზუსტად იმ საღამოს, როცა ნათია გაიტაცეს. გეგმაც ასეთი იყო: არსებულ ტვირთს გააგზავნიდა და თან გაყვებოდა ჯერ მანქანით გადავიდოდნენ, საქართველოს საზღვარს გადაკვეთდნენ, ნათიას დააძინებდნენ, ვითომ გზაში დაიღალა. შემდეგ ტვირთს მიიტანდა დანიშნულების ადგილზე და საფრანგეთშიც გაფრინდებოდა უკვე „მეუღლესთან“ ერთად.. ეს ყველაფერი მისი დაკავების შემდეგ გავიგე და დამემუქრა კიდეც, რომ ცხოვრებას ჯოჯოხეთად მიქცევდა, ერთი პერიოდი ავარია მისი მოწყობილი მეგონა, მაგარამ საბამ და დათამ გაარკვიეს, რომ რუსლანთან ავარიას არაფერი აკავშირებდა..
სიტუაცია ასეთი დაგვხვდა, მოლაპარაკება მიმდინარეობდა, ჯერ კიდევ გარიგების პროცესში იყო რუსლანი, როცა გამომძიებელი თავის რამდენიმე ბიჭთან ერთად, სახლის მიმდებარე ტერიტორიას ათვალიერებდა შეუმჩნევლად, საჭიროზე მეტმა შეიარაღებულმა ხალხის დანახვამ ეჭვი გაუჩინა და სასწრაფოდ გამოიძახა დამხმარე ჯგუფი, რომელიც მათ აყვანაში დასჭირდებოდა, დამხმარე ჯგუფთი და მათე ძალიან გაბრაზდა, ამ საქმეში პოლიციის ჩარევა ვერ მაპატია, ახლაც მიკვირს რომ არ დამარტყა, მაგრამ ძალიან მეჩხუბა..
გამომძიებელთან მოლაპარაკებას ცდილობდნენ ძმადნაფიცები, რომ ჯერ თვითონ შევიდოდნენ, რადგან ნათიას საფრთხე ემუქრებოდა, ჩემდა გასაოცარად მამამ მათეს პოზიცია დაიჭირა, მაგრამ პოლიციამ ამის უფლება არ მისცა და მალევე ყველანი აიყვანა, სამშვიდობოს გამოყვანილი და გონს მოსული ნათია, მათეს ეხუტებოდა, მანქანიდან გადავედი, მოვეხვიეთ ერთმანეთს, ვცდილობდი მის დამშვიდებას როცა რუსლანმა გვერდით ჩაგვიარა და მისი ხმა მომესმა, შედარებით ჩუმად თქვა, ისე რომ სხას არ გაეგო:
-ლილე გელოვანო, აუცილებლად შევხვდებით და ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ!..
-რომ იცოდე როგორ მეზიზღები, შენს ადგილას თავს მოვიკლავდი!
ისეთი ზიზიღით თქვა ნათამ, მეც კი შემეცოდა რუსლანი და მისი ფერ დაკარგული სახე, როცა ეს სიტყვები გაიგო.. მართლაც ასე მოიქცა, პოლიციელს იარაღზე დაეჭიდა და სანამ გამოართმევდა გამართული იარაღის ხმაც გავიგეთ, ნათია ხრიალით ჩიაკეცა, იმის მოლოდინში რომელი დაეცემოდა მიწაზე, ძლივს მოვასწარი მისი დაჭერა, მათემ ხელში აიყვანა, მამამ კი მიწაზე მყოფი რუსლანი გასინჯა და ფეხში იყო დაჭრილი:
-სასწრაფდ საავადმყოფოშია გადასაყვანი, სასწრაფოში დარეკეთ, მე მხოლოდ სისხლდენას შევაჩერებ, მეტი არაფერი შემიძლია ახლა!
გამომძიებელი და მთელი საგამოძიებო ჯგუფი, ხელმძღვანელებთან ერთად სწრაფად მუშაობდა, ვინც მოლაპარაკებაზე იმყოფებოდა ყველანი დააკავეს და დამნაშვეებთან ერთად რეზიც გამოჰყავდათ ეზოდან, შემომხედა უკვე კარგად ნაცემი თვალებით, ალბათ მათესგან ან დათასგან ჰქონდა მიღებული მუშტი, როცა ნათიას გამოსაყვანად შევიდნენ და მეც გამიჩნდა სურვილი, ჩემგანაც მიეღო იგივე, იმ საქციელისთვის რაც გააკეთა და გაბრაზებული მივვარდი, სანამ პოლიციელი დამიჭერდა გაშლილი ხელის დარტყმა მოვასწარი:
-მოღალატე, ვნანობ რომ გადაგაჩინე! ყველა ჭრილობას თავიდან გაგიხსნიდი რაც მოგიშუშე...
-გოგონა ხელს ნუ მიშლი! „გაიწიე“!
უხეშად მკრა ხელი პოლიციელმა და ზვიადმა შეაჩერა, თორემ დავეცემოდი, ღიმილით შემომხედა:
-ელი ნუ ღელავ, მთავარი ჭრილობა შენ და მათემ ღიად დატოვეთ და ის მომიღებს ბოლოს!..
-შენთვის ელი არ ვარ! და კარგად დაიმახსოვრე!
-ვიცი. სამწუხაროდ..
ისევ გაიღიმა და მანქანაშიც ჩასვეს, მას შემდეგ, იქ რა მოხდა არ ვიცი, „უკანონო საქმიანობისთვის“ ბევრი დააკავეს მე და ნათია მხოლოდ ერთხელ ვიყავით დაკითხვაზე, დანარჩენი მამამ მოაგვარა..
მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი ის იყო, როცა სახლში მივედით ნათიასთან და მათეს საყვედურების მოსმენა მომიწია, ყველაზე მეტად იმან მატკინა გული, რომ არ მომისმინა და მოყოლის საშუალება არ მომცა, რატომ აღმოვჩნდი პოლიციაში და რატომ მოუწია მას პოლიციაში სიარული, მისი პრინციპებსის საწინააღმდეგოდ რომ მოვიქეცი ვერ მაპატია:
-მათე მაპატიე, არ მიფიქრია რომ ასეთი სიტუაცია იქნებოდა იქ და მე მხოლოდ ნათიაზე ვფიქრობდი...
-ელი, შენ იცი რა დამოკიდებულებაც მაქვს მსგავს სიტუაციაზე, ალბათ იმასაც ვერ ხვდები რა დააშავე და საერთოდ რის თქმას ვცდილობ. კაცს რომელსაც საცოლე მოტაცეს პოლიციით მოაგავარა საქმე, როცა პოლიციის ჩარევისთვის ხალხი მიცემია და რა გამოდის, საქმე გახსნეს ნათიას საშუალებით და მეც ისეთივე ნაბ*ი ვარ?!
-მათე მორჩი, ყვირილით რას უშველი? ან ეგ რა არის? ელის როგორ ელაპარაკები?!
მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა დათამ, რომელიც ჩუმად გვისმენდა, მთელი საყვედურების დროს, მან მხოლოდ ერთხელ მითხრა, რომ პოლიციაში არ უნდა წავსულიყავი, მას შემდეგ არაფერი არ უთქვამს, მიუხედავად იმისა, როგორც ახვლედიანის ისე ონიანის „ავტორიტეტს“ ეხებოდა საქმე, რაც ჩემთვის იმდენადვე არასწორი იყო, როგორც მათთვის ჩემი საქციელი, ალაბათ ამ დამოკიდებულებას ყოველთვის გრძნობდა მათე და ამიტომაც იფეთქა, თან ისე რომ ბოლომდე რასაც ფიქრობდა ყველაფერი მითხრა, რამაც მე, ნათიას, სესილის და ნინიას დამაშორა..
-იმას ვუშველი, რომ თუ ჩვენ მიუღებელი ხალხი ვართ გზა თავისუფალია!.
ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მიწა გამომეცალა, ცივი წყალი გადამასხეს და ყველას თვალებში ვეძებდი გაგონილის გააზრებას, იქნებ არასწორად გავიგე, მაგრამ მათი გაოცებული თვალები იყო ისეთივე როგორიც დათასი, ამას არცერთი არ ელოდა, ხელი უხეშად ჩაავლო მათეს მხარში დათამ და თავისკენ შეაბრუნა:
-მათე რა გჭირს? დამშვიდდი და მერე ვილაპარაკოთ!
-ამას ვისზე ამბობ მათე?.. ელიზე, რომელსაც არასდროს არაფერი ეშლება და გუშინ რომ ეკითხათ შენთვის, ელისთვის უნდა მიგვებაძა ჩვენ ყველას არა?!..
სესილი ისე გამოვიდა წყობიდან, მისი სიცელქე სადღაც კუთხეში იდგა და ელოდა, როდის გადაუვლიდა გაბრაზება, რომ მერე ისევ ეცელქათ..
-დაასრულოს, რისი თქმაც უნდა თქვას!
სესილის საუბარი შევაწყვეტინე, მათემ კი ისეთი თვალებით შემომხედა, მეტკინა „რატომ გიკვირსო?“ ეწერა სახეზე, აი აქ როგორც დიტო იტყოდა მე „გავსვანდი“ ნაპერწკლები ამენთო, რომელიც თვალებიდან ცდილობდნენ გადმოსვლას, ჩემს სიბრაზეს აშკარას ხდიდა..
-გინდა მე დავასრულო რასაც შენ ფიქრობ და რისი თქმაც გინდა?
-------
თვალებში ვუყურებდი და ისე წარმოვთქვი მისივე სათქმელი:
-„სადაც ერთხელ შეეშალათ, მეორედაც ეშლებათ და არ უნდა დაინდო!“
ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდა ხოლმე და არ იყო ძნელი მისახვედრი, რომ ასე ფიქრობდა, ფილტვები სრული დატვირთვით გავბერე და გავაგრძელე საუბარი:
-მადლობა მათე ყველაფრისთვის, რაც გამიკეთე. იმისთვის რომ საბას და დიტოს აქ არყოფნას მივსებდით შენ და დათა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა აქ დასრულდა!..
-მათე მორჩი! ელი გთხოვ... რას ამბობ, ხომ იცი როგორ მიყვარხარ?..
მხრებში მაგრად მიჭერდა ხელებს ნათია და დაკარგული ხმით კნაოდა, ისედაც შოკში მყოფი, უფრო ცუდად ხდებოდა, მაგრამ ლილეს სიჯიუტეზე დიტოს და საბას საუბარი არასოდეს ბეზრდებოდათ, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი მაგალითის მოყვანა შეეძლოთ. გავუღიმე და გავაგრძელე:
-იქ სადაც არ მენდობიან და „არასწორი“ ვგონივარ არ ვრჩები და ეს ძალიან კარგად იცი ნათი!..
მისივე სიტყვების გამეორებაზე მათეს სახე შეეცვალა, მაგრამ არ ვიცი რას ფიქრობდა მისთვის სინანული უცხოა, ალბათ ნანობდა მაგარამ ამის გამოხატვას სწავლა უნდა, მან კი არ იცოდა..
-ერთი რამ კარგად დაიმახსოვრე მათე, ესეც იმისთვის რომ არ ინანო შენი საქციელი, რადგან მე არ ვნანობ რაც გავაკეთე ხვალაც, ზეგაც და ერთი კვირის შემდეგაც ასეთ სიტუაციაში რომ აღმოვჩნდე ისევ იგივეს გავაკეთებდი, არ ვნანობ რომ პოლიცია ჩაერია რადგან ახლა ნათია აქ არის და მე მეგობრის მოვალეობა შევასრულე, მე სხვა არჩევანი არ მქონდა და ამის გარკვევა შენ შეგიძლია, რაც შეეხება შენს „ავტორიტეტს“ დარწმუნებული ვარ არ შეგელახება, ეგეც იცი როგორ მოაგვარო!..
წამოვედი სესილის და ნათიას სახლიდან ისე, რომ ჯერ კიდევ სიბრაზე მახრჩობდა და ვერ ვიაზრებდი სინამდვილეს, მაგრამ სახლში მისულს ყველაფერი დამილაგდა გონებაში, რაც უფრო მტკივნეული აღმოჩნდა ჩემთვის, იმდენად გამიჭირდა პატიება, რომ ნიშნობაზე არ ვიყავი. დავპირდი, მაგარამ არ მივედი და ყველამ იცოდა რომ არ მივიდოდი, ძალიან ბევრი ვიტირე და სახლში მოსულმა მამამ რომ დამინახა გაოგნებულმა ვერც მკითხა, რატომ ვიყავი სახლში ნათიას ნიშნობაზე, მომავალი მეჯვარე და ბავშვის ნათლია, მაგრამ მიშამ კარგად იცოდა თუ საუბარი არ მინდოდა ამას ვერავინ მაიძულებდა, დედას ჰკითხა და იმან ყველაფერი უამბო, ამიტომ ჩემი მშობლები მაგდა აბაშიძე და მიშა გელოვანი იყვნენ საპატიო სტუმრები იქ, სადაც მეც უნდა ვყოფილიყავი.. იმ დღეს როცა ჩემები წავიდნენ ნიშნობა სანამ დაიწყებოდა დათა მოვიდა ჩემთან, მეგონა დედას რაღაც დარჩა, მაგრამ დათა იყო კარს მიღმა:
-დათა აქ რა გინდა?
სიცილით ვკითხე, მაგრამ ეს ნამტირალევი სახის დასაფარი სიცილი უფრო იყო ვიდრე გულიდან წამოსული ემოცია და ეს არ გამოპარვია ონიანს.
-შენ აქ ტირი, ჩვენ კი ქეიფით ავღნიშნოთ, ის რაც შენი დამსახურებით გრძელდება და დასასრულისკენ მიდის?
-კარგი დასასრულისკენ.
ჩაილაპარაკე და სახლში შემოვუშვი, მისაღებისკენ წავედით, სავარძელში მოთავსდა და დაიწყო საუბარი:
-ელი, ვიცი ახლა რაც არ უნდა გითხრა აზრი აღარ აქვს და წამოსვლაზე ვერ დაგითანხმებ, მაგრამ მინდა იცოდე შენზე რას ვფიქრობ, მე შენ გენდობი და მიყვარხარ როგორც საკუთარი და მეყვარებოდა! შენ იცი ასეთი საუბრები არ მიყვარს და არც გამომდის, ამ სიტყვებს ყველას არ ვეუბნები, ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნიას (ნინი-ს ნია-ს ეძახდა დათა და როცა მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გვინდოდა ნინიას ვეძახდით) შემდეგ შენ და სესილი ხართ, თქვენთვის არაფერი მენანება და მინდა ეს იცოდე. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში უბრალოდ დამიძახე, კარგი?
ცრემლები ვერ შევიკავე, მის გევრით დავჯექი და დათას ჩავეხუტე, თავზე ხელი გადამისვა, რამდენჯერმე მაკოცა და სავარძლიდან ადგა:
-ახლა წავალ, თორემ მათე არც მე დამინდობს..
-მადლობა დათა..
ფეხზე წამოვდექი ხელი გადამხვია, მას დავეყრდენი და გასასვლელისკენ წავედით:
-მადლობები არ გვინდა რა, პირიქით ბოდიშს გიხდი.. იმ „ვირის“ გამო.. მე მაპაიე, ვიცი ნანობს მაგარამ ამას მთვრალი თუ გეტყვის..
გამეცინა რომ წარმოვიდგინე მათე მთვრალი და პატიების მთხოვნელი სახით, არა მართლა სასაცილო იქნებოდა..
-ვირს რას ერჩი მშვენიერი ცხოველია! (ლილე)
-ვირი კი, მაგრამ აი მათე ერთად გავიგოთ და დავადგინიოთ ცხოველის რომელი კაეგორიაა.
თვალი ჩამიკრა გასვლისას და ვერ მოვითმინე..
-დათა შენ მართლა კარგი ბიჭი ხარ! ყველაფრის მიუხედავად (მისი ცხოვრების წესი ვიგულისხმე), ნინიას გვერდით თუ იქნები გამიხარდება.
-ისე ნუ იზამ დღესვე მოვიტაცო..
თითი მკრა ცხვირზე.
-შენ ამას არ გააკეთებ!
თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და დამემშვიდობა..
მას შემდეგ მხოლოდ რამდენჯერმე ვნახე გოგონები, ჩემთან იყვენენ მოსულები მათეც და დათაც, მაგრამ მხოლოდ საუბარი იყო ჩვენი ურთიერთობის ფორმა, ყოველგავრი მეგობრობისა და ხუმრობის გარეშე, მამა ცდილობდა ურთიერთობის გამოსწორებას, მაგრამ მე არ შემეძლო მათესთვის იმის პატიება რაც მითხრა, მითუმეტეს არც უთხოვია, თან სიტუაცია გაარკვია და მერე მოვიდა ჩემთან, ამაზე გავბრაზდი, არ მენოდობა და მე ასეთი მეგობარი არ მჭირდებათქო გამოვაცხადე..
-არადა მეც ზუსტად ისევე მოვიქეცი, როცა ავარიისა და შენი ერთმანეთთან კავშირი გავიგე, სანამ ადვოკატთან არ მივედი და მასალას არ გადავხედე, სანამ არ დავრწმუნდი ყველაფერში, შენთან ურთიერთობის გაგარძელება ვერ შევძელი, კიდევ ერთი მაგალითი ცხოვრებისა, რომ სხვისი განსჯა მარტივია, მანამ სანამ იგივეს არ გამოსცდი საკუთარ თავზე..
-მეც ასე მოვიქცეოდი.
მაკოცა გიგიმ და მკითხა:
-თუ მეგობრები იყვენენ, რატომ იჩხუბეს ნათიას გამო?
არა ხომ ვიცი რომ იცის ეს ამბავი, მაგრამ ჩემგან უნდა გაგაება:
-ძმადნაფიცებისა და რუსლანის დაპირისპირების მიზეზი კი საერთო ბიზნესისა და თანხების მითვისება იყო რუსლანის მხრიდან, ეს გახლდათ რესტორნების ქსელი, რომელიც მოიცავდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალაქებსა და რეგიონებს, რომელიც კანონის ყველა დაცვით ჰქონდათ რეგისტრირებული, ასევე გადაწყვიტეს შესაბამის სასტუმროების აშენება, როცა რუსლანმა ხელშეკრულება თვითნებურად გააფორმა, ისეთ სამშენებლო კომპანიასთან, რომელზეც ინფორმაცია არ ჰქონდათ და დათამ გაარკვია, რომ ახალი დარეგისტრირებული კომპანია იყო, მის უკან კი ისევ რუსლანი იდგა, რუსლანს თანხა უკან დააბრუნებინეს და წილიდანაც გაუშვეს, მაგრამ წილის თანხა არ მისცეს, ამას ნათია დაემატა და სიძულვილმა ფესვები ისე გაიდგა ადამიანურ გრძნობიერეას გასცდა ისე, რომ სისიხლის ღვრასაც არ ერიდებოდა, ერთი თუ ესხმოდა, მეორე თავს იცავდა და შემდეგ სამაგიერო იერიშზე გადადიოდნენ.. ხშირად მომიწია, ჩხუბში მიღებული ტრამვების დამუშავება და მკურნალობა, რაც მამას და დედას პროფესიის გამო ვიცოდი, ჩემთვის ეს საქმე იმდენად ჩემეული იყო, რომ არსოდეს მიჭირდა. ხშირად ხუმრობდნენ ელი პრაქტიკებზე დადისო, მაგრამ ქირურგია აღარ მხიბლავდა იმდენჯერ მომიწია უკანონოდ ამის კეთება..
შემდეგ იყო მათეს და ნათიას ქორწილი, მაგრამ მეჯვარე მე არ ვიყავი, მხოლოდ მივედი მივულოცე და ბევრი თხოვნის მიუხედავად მაელევე დავბრუნდი სახლში, მაშინ ნათიაც გამიბრაზდა, ამით კიდევ ერთხელ დავამტკიცე საკუთარი „სიჯიუტე“, რასაც დღემდე არ ვუტყდები საკუთარ თავს ხმამაღლა.
მალევე მშობლების კორპორატიული საღამო იყო და ავარიაც მოხდა, საბამ სცადა ყველაფრის გარკვევა და როგორც უკვე ვთქვი ამაში დათა დაეხმარა ალბათ მათეც, მაგრამ ცდილობდა ჩემთან შეხვედრას მორიდებოდა, მე ის პერიოდი არ მახსოვს რაც მახსოვს ნაწილი მოყოლით, ნაწილი კი ფრაგმენტებად. ამერიკაში ვიყავი, როცა გავიგე რუსლანის ამბავი, ციხიდან ექვს თვეში გამოუშვეს საპროცესო გარიგებით, მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, ალბათ კანონ დარღვევით რადგან საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ მისცემდნენ, იქაც მალე დაუჭერიათ, თუმცა მე იმდენად დათრგუნული ვიყავი საკუთარი უბედურებით, რომ მაშინ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია ამისთვის..
..........მოგონების დასასრული.

ამ ყველაფერს ისე უსმენდა ღიმილი არ მოშორებია სახეზე, ხელებზე მეფერებოდა, თან მკოცნიდა თითებზე და ეს სულს მითბობდა ბედნიერებით, უცებ მომინდა მასზე მეთქვა, რაღაც რომ მის რეაქციას დავკვირვებოდი, რამდენად გააზრებულად მისმენდა:
-მერე ამერიკიდან საქართველოში დავბრუნდი და შევხვდი დიდ სიყვარულს, რომელიც ცხოვრებისა და სიცოცხლისთვის ბრძოლის აზრს მაძლევს ეს არის „ჩემი სიუ“!..
მისმა სახემ უფრო მეტად გაიღიმა, ტუჩებზე უეცრად მაკოცა და რამდენიმე წამით ისე მკოცნიდა, ეჭვი შემეპარა იმაში, რომ ჰაერით ვარსებობდი, მე მისით ვარსებობ!..
-რატომ ხარ ცუღლუტი და რატომ გეგონა, რომ არ გისმენდი?
ისე მკითხა სიტყვებს შორის კოცნას აგრძელებდა, დავიბენი ამასაც მიმიხვდა, ჩემს აზრებს რომ ასე მარტივად კითხულობს ეს ძალიან მაშინებს..
-ნუთუ ასე მარტივია შენთვის ჩემი აზრების გამოცნობა?
-იცოდი რომ თვალები მორზეს ანბანივით არის? რომლის წაკითხვა ყველას არ შეუძლია, მაგრამ ყველა საიდუმლოს მთქმელია, რაც გულისა და გონების სიღრმეშია!
-ღმერთო გიგი..
ვაკოცე ისე, როგორც ჟანგბად გამოცლილმა.
-მე „სიუ“ უფრო მომწონს..
თვითონ გაიმეორა იგივე, ისე რომ ხელებში სახე მოიქცია
-იცი რას ნიშნავს? (ლილე)
-კი. სიმპატიური ხომ? (გიგი)
ჩაიცინა..
-ოღონდ ლამაზი არ თქვა და დანარჩენი რაც გინდა.. (გიგი)
-კარგი, მაგრამ.. (ლილე)
-იმიტომ, რომ ლამაზი ხარ შენ! (გიგი)
რამდენიმე წამით ერთმანეთის მოფერება და კოცნა იყო დადებითი ემოციებით დატვირვა, ისევ ისე ვიჯექით, მხოლოდ ცერა თითებით მეფერებოდა სახეზე, ცოტა მოვშორდი მის ტუჩებს ისე, რომ შუბლით ერთმანეთს ვეხებოდით, ისე ვკითხე:
-დარჩა კითხვა რომელიც გაინტერესებს?
-არა, მაგრამ..
ვნება შეპარული ხმით ამბობდა სიტყვებს, ვგრძნობდი უჭირდა თავის შეკავება, მაგრამ საუბრის გაგრძელება არჩია:
-მაგრამ მინდა მეც მომისმინო.
-კარგი, მაგრამ ბალიშს დავიდებ, წელი მეტკინა.
-მოიცა, მე მოგცემ.
თვითონ დამიდო ბალიში გაასწორა და საწოლის თავს მივეყრდენი, მკითხა კარგად თუ მოვეწყვე, თვითონაც ისე დაჯა ჩემს გვერდით, როგორც მე, ცდილობდა თავალებით ესაუბრა და რაც უნდა გამეგო ყველაფერი თალებში უნდა დამენახა, ხშირად მიჩნდება კითხვა ასეთი მგრძნობიარე რატომ არის და უკმარისობის გრძნობა მეუფლება საკუთარი თავის მიმართ, რადგან მას ჩემგან იგივეს მიღება არ შეუძლია, ვერ გამოვხატავ..
-ელი, მოსაყოლი ბევრი არაფერია, რადგან არის საკითხები რაზეც შენთან ვერ ვისაუბრებ, იმიტომ არა რომ რამეს გიმალავ, უბრალოდ ჩემს წარსულში მყოფ ქალებზე შენთან საუბარი არასწორია, ეს გარემოება რომ არა არც არასოდეს ვისაუბრებდით..
ირინა კანდელაკი აქ სტამბულში გავიცანი, საერთო ბიზნესის გამო, ახალი პროექტის წარდგენა გვქონდა და დროებით მისი ძმის ბიზნესის წარმომადგენელი იყო, ვიღაც ქართველი ახლდა შეხვედრაზე, „წამალზე მაგ ტიპმა შესვა“ აივნიდან დავინახე როგორ ეჩხუბებოდა ირინას, ფულს სთხოვდა, ქართული საუბარი რომ გავიგე დაბლა ჩავედი და ის ბიჭი საბოლოოდ ჩამოვაშორე, თან ისე რომ საქართველოში დაბრუნდა, რადგან ირინა ფულს აღარ აძლევდა, მე ავუკრძალე, ახლოს ვეღარ ეკარებოდა, იცოდა მეტ შარში გაეხვეოდა, ირინას კი მხოლოდ იმ დროის მანძილზე ვაქცევდი ყურადღებას, სანამ ის ტიპი (მამუკა) ჩამოშორდებოდა და ამ დრის მანძილზე, ისე შეტოპა, რომ ყველა და ყველაფერი მოინდომა, ჩემთან ყოფნაც და ემირის ოჯახის დანგრევა, ამიტომ მისი ძმა დავიბარე ბიზნესი მან ჩაიბარა და ირინა ევროპაში გაუშვა, როგორც აღმოჩნდა ძმასაც ეწყინა, ბოდიშების მოხდა, რომ მოუწია და შანსი ხელიდან არ გაუშვეს, როცა დამიჭირეს შურისძიება სცადეს ჩემი ბიზნესიდან გაშვებით..
-რუსლანი და ირინა ერთმანეთს „წამალმა“ შეახვედრა?
-ასეა, რუსლანი ამარაგებდა და ერთადაც „კაიფობდნენ“.
-რუხი რა შუაშია, მათთან რა აკავშირებ?
-ნინი (გიგის ყოფილი) იცი რა გვარია?
-არა.
-რუხაძე.
-რაა? ნინის ნათესავია, ის „რუხი“?
-ბიძაშვილია, თან რუსლანის პარტნიორი, ყველა საქმეში.. რუხმა თემოთი სცადა ჩვენთან პრობლემების შექმნა და გამოუვიდა კიდეც, მაგრამ შენზე დაკვირვებამ გეგმები შეუცვალა...
-რა გეგმებს გულისხმობ?
-პრობლემების გამო ჩვენი დაშორება, ნინის სურვილი იყო, უფრო აკვიატება. ეს რუსლანის ყურამდეც მივიდა და გეგმაც შედგა, რომ პრობლემებით კუთხეში მოგიცევდნენ, მერე გაქცევას გაიძულებდნენ, მაგრამ შენს მიმართ გრძნობები გაუჩნდა რუხს და ჩვენი დაშორების შემდეგ, კი არ გაიქცეოდი არამდედ ის დაგეხმარებოდა, თან მისი საქმის „ლიდერი“ იქნებოდი, თან „საყვარელი ქალი“!..
სიბრაზისგან სუნთქვა გაუხშირდა, კისერზე ძარღვები ისე დაებერა, რომ დაითვლიდი რამდენი ჰქონდა მთლიანობაში, ხელები გამიშვა და ყურადღების გადასატანად სიგარეტის მოწევა დაიწყო..
-ხომ არ გაწუხებს, გარეთ გავალ და შემოვალ კარგი?
-არ მაწუხებს. აქ იყავი, გთხოვ..
მხარზე თავი დავადე, მკერდზე ვაკოცე და მანაც მომხვია ხელი.. აფორიაქებული სუნთქვა, ცოტა ხნით გავჩუმდით და ნელ-ნელა დამიმშვიდდა, თვალებში ისე შევხედე მისი მხრიდან თავი არ ამიღია, მხოლოდ მივაბრუნე და ისეთი დაბურული ჰქონდა მზერა, რომ გული შემეკუმშა.. ისევ მე დავიწყე საუბარი:
-ახლა რა ხდება საქართველოში?
-სიტუაცია გარკვეულია, მე და დემე თავისუფლები ვართ, რუსლანი და ირინა საერთოდ წავიდნენ მოსკოვში, იციან მეორედ რომ რამე სცადონ „ჩავარდებიან“ თან ისე, რომ ვეღარაფერი უშველით, მათზე ყველაფერი მაქვს, რასაც აკეთებენ, ნიკამ ყველა ფაილი გაუყეხა და ანდრიას ფოტოებზეც ბევრი საინტერესო ფაქტია და იქ მოხვდება სადაც საჭიროა, ხოლო რუხი ჯერ კიდევ აგვარებს რუსლანის გაფუჭებულ საქმეებს და ისიც წავა, ნინისაც წაიყვანს, ესეც მოთხოვნაა! თემო კი დამემალა, რომ გაიგო ციხიდან გამომიშვეს სადღაც დაიკარგა. არც მიძებნია, რადგან ექიმებმა უფლება მოგვცეს შენი და გიოს გადმოყვანის აქეთ წამოვედით.
-თემოს რას უპირებ?
-არაფერს პოლიცია ეძებს, ეგეც საკმარისია მისთვის.
-ბიზნესიდან გაუშვი?
-არა, როცა ჩავალთ გავუშვებთ ერთად!
-ერთად?..
სუნთქვა ისევ გამიხშირდა, როცა წარმოვიდგინე მასთან შეხვედრა მომიწევდა, მიმიხვდა გიგი, თავი ამაწევინა და შუბლზე მაკოცა:
-შენ თუ არ მოგინდება არ შეხვდები, ნუ ნერვიულობ, კარგი? უბრალოდ მინდა ისევ ისეთი ძლიერი ლილე ნახოს როგორიც აქამდე იყავი!
ისეთივე დაძაბული ჰქონდა ხელები, როგორიც რუხის ხსენებისას, გამეღიმა და ვაკოცე, ისე მათბობს მისი სუნთქვა, მისი ყოველი მოძრაობა, შეხება, რომ ძალასაც მმატებს და მაბედნიერებს.
-„მეწილედ“ რატომ გყავს კანდელაკები, თურქეთში მომხდარი ამბის გამო ხომ შეგეძლოთ გაგეშვათ, თან ემირსაც პრობლემები შეუქმნეს?
-არც ეგეთი მარტივია გაშვება, მათი წამოწყებულია, ბაქოში არსებული ფილიალების გახსნა და შესაბამისად, „კომპანიონობაც“ კანდელაკების მეშვეობით მოხდა ბაქოში, მაგრამ იმ ამბის მერე დაყვება ხათუნა ემირს, ემირმა აიძულა ამ ბიზნესის წილის თანამფლობელი გამხდარიყო..
ღიმილით ამბობდა მათ სახელებს, კამათის სცენებს იხსენებდა გონებაში.
-რატომ იცინი, ერთობოდი ხოლმე მათი კამათით?
-ცოტას.
-ბოროტო.
-შენ გაქვს კითხვები?
ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ისე ვკითხე:
-რუხაძე, კანდელაკის ნაირი ქალები კიდევ არიან?
-არა.
სევდიანად გაიღიმა და ისევ სიგარეტის მეშვეობით სცადა ყურადღების გადატანა, უხერხულად გრძნობდა თავს და ამ კითხვის გამო საკუთარ თავზე გავბრაზდი, ასე დაუკვირვებლად და პირდაპირ ემოციების კონტროლის გარეშე არ უნდა მეკითხა, ამას არ იმსახურებს, ის ჩემი სიუა, რომელიც გაცნობის დღიდან მავსებს და მათბობს.. რამდენიმე წუთი ჩუმათ ვისხედით, ისევ იგივე მდგომარეობაში ვიყავით, თავი მის მკერდზე მედო, სიგარეტს ეწეოდა და თმაზე მეფერებოდა, მერე ნიკაპით თავი ამაწევინა, კითხვა ისე დასვა:
-მიბრაზდები?


პ.ს. ჩემო ძვირფასებო როგორც იქნა დავბრუნდი და იმედი მაქვს, რომ აღარ დავიკარგები.. ამ ისტირიას კი არ ვასრულებ ამ თავით, რადგან ვითვალისწინებ მკითხველის აზრს, რომელმაც მთხოვა გამევრცო და იმედი მაქვს კარგად გამომივა..
ყველას დიდი მადლობა ვინც კითხულობთ და კომენტარებს წერთ, Facebook- ზე პასუხებს ვერ გწერთ, რადგან არ მაქვს, მაგრამ ყველას კომენტარი მახარებს და მადლობა თქვენ. მიყვარხართ! ლილე



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

აი გულმა მიგრძნო რომ დღეს ახალ თავს ვიხილავდი. სიახლეები შევამოწმე, ხომ არ გამომრჩა-თქო ახალი თავი. ძალიან მიყვარს ეს ისტორია. მიყვარს ლილესნაირი ძლიერი ქალი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი შუალედი გამოდის და ვითარებაც ძალიან ჩახლართული იყო, დეტალურად მახსოვდა წინა თავები. უმაგრესი გოგო ხარ ლილე

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ar mjeraa
Momenatree

 


№3  offline წევრი lile-eli

როგორ მახარებს თქვენი სიტყვები.. მეც მომენატრეთ და მაბედნიერებს თითოეული თქვენი სიტყვა..
სტიმულია ჩემთვის თქვენი შეფასებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent