შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხელი სუნთქვა -8-


31-08-2017, 03:33
ავტორი Frigga
ნანახია 2 058

საზიზღარი სუნი და უხეში კანი, საშინელი შეგრძნება იყო მისი ყოველი შეხება საშინელ ზიზღს იწვევდა ჩემში, მინდოდა მეკივლა, მეფართხალა, მაგრამ ვერა, ხელი პირზე მქონდა აფარებული, ხელი გამიშვა თუ არა, მაშინვე საწოლზე დამანარცხა, ხელები მაგრად დამიჭირა და მისი ბინძური ტუჩებით ჩაჰყვა ჩემს ტანს, ცრემლები ღვარივით მომდიოდა, ხელები მტკიოდა, საშინელება იყო, თთქოს გული უნდა ამომვარდნოდა, როგორც იქნა ცალი ხელი გავინმთავისუფლე და იქვე კომოდზე მდგარ ვაზას ძლივს ძლივობით მივწვდი, მაგრამ ძირს ჩამივარდა, ხმის გაგების თანავე,ძალადობაზე გადავიდა, სახეში შემომარტყა, მეტი აღარ შემეძლო, ცოტაც და მიაღწევდა საწადელს, მაგრამ ამ დროს ალექსმა შემოაღო კარი.
იმ წამიდან გავითიშე, თვალები ღია მქონდა, ვხედავდი რა ხდებოდა, მაგრამ განძრევა არ შემეძლო, არც საუბარი...
ალექსმა ძირს დააგდო და მთელი ძალით ურტყამდა სახეში, სანამ დაცვა არ შემოვვარდა და ხელებიდან არ გამოგლიჯეს...
ნელა მოვიდა ჩემს საწოლთან ჩამოჯდა და წამომაყენა, მთელი ძალით მომხვია მკლავები და მამშვიდებდა...
- ნუ გეშინია, წავიდა, მორჩა...
- ჰმმმ
ამის თქმის მეტი არაფერი შემეძლო.. უბრალოდ მის კალთაში ჩავდე თავი და ცრემლებად ვიღვრებოდი, ის კი თმაზემეფერებოდა, ვგრძნობდი როგორ უკანკალებდა ხელბი, თავი ავწიე და მის სისხლიან ხელებს შევეხე, საშინლად გამოიყურებოდნენ, მათ დანახვაზე ტანში შემაჟრიალა, ხმას ვერ ვიღებდი, ამიტომ არაფერი მითქვამს, ეგრევე ტუმბოდან ბინტი ამოვიღე და ხელების შეხვევა დავიწყე, გაკვირვებული ალექსი ტკივილისგან გატრუნული მიყურებდა და დრო და დრო შეხტებოდა ხოლმე, ოთხივე თითი ცემისგან დაბერილი და დასისხლიანებული ჰქონდა, თვალშიც მოერტყა იმ ცხოველს ხელი ამის დანახაზე საერთოდ ცუდად გავხდი, საშინლად ჩალურჯებული და შეშუპებული ჰქონდა, წამოვდექი ბამბა უნდა მომეტანა, მაგრამ ალექსმა თავისკენ მიმქაჩა და თავი კალთაში ჩამადებინა..
- არაა საჭირო, ამასმემივხედავ, შენ დაისვენე...
თმებზემეთამაშებოდა ისეთი სასიამოვნოო იყო, რომ მალევე ჩამეძინა, თუმცა რამდნჯერაც თვალი დავხუჭე იმდენჯერ სიბნელისაც კი შემეშინდა და წამოვვხტი, ალექსი ყოველ წამოდგომაზე მამშვიდებდა, ბოლოს ძალიან დავიღალეთ, ორივე მივწექით, ალექსს ჩემს წელზე ჰქონდა მკლავები მოცვეული და მოკუნტულიყო, მე კიდევ უბრალოდ გაშხლართულს მეძინა, არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა მის გვერდით ვარ მინდაუბრალოდ მეძინოს.. იმიტომ რომ მის გვერდით საშინელებები არ მესიზმრება, მხოლოდ მაშინ როცა მის გვერდით ვარ ვმშვიდდები, ეს ბიჭი ჩემთვის არარსებული წამალივითაა...
დილის შვიდი საათია, ხმაური მაღვიძებს, საშინლად არმინდა გამეღვიძოს, მაგრამ როგორც ჩანს სხვა გზა არმაქვს...
ალექსი უკვე ფხიზლადაა, ჩემს საწოლზე ზის და ისევ წითელ წიგნს კითხულობს...
- დილამშვიდობისა...
- ჰმ
- კაი რა ამოიღე ხმა...
ცრემლები ჩემდაუნებურად გადმომვარდა და მერეუვე თავის შეავებაც გამიჭირდა... ავქვითინდი დედაბერივით,სუნთქვაც მიჭირდა და ლაპარაკიც, ძლივს მოვაკოწიწე სიტყვები, რომ ალექსისთვის მეთქვა..
- მადლობა ყველაფრისთვის...
ისევ ტირილი ამიტყდა და სააბაზანოში შევვარდი, კარები ჩავკეტე და უნიტაზზე დავჯექი...
ალექსიუკან მომყვა...
- ლიზა გააღე კარი, აქ ვარ მე...
- ვიცი რომ აქ ხარ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ყელში ამომივიდა,სულ პატარა ბავშვივით ვიქცევი, შენთან კიდე ისე თითქოს ჩემთის ვინმე იყო...
- დამშვიდდი გესმის? გამოდი თორემ კარს შემოვამტვრევ...
- ასე ძალიან რატომ განაღვლებს რას გაავაკეთებ? მე უბრალოდ შენი პაციენტი ვარ, თუ ახლა ვენებს გადავიჭრი, არც შენმოგიწევს წვალება და არც მე...
- კარიდან გაიწიე...
კარი ერთი დარტყმით შემოამტვრია დაჩემს გვერდით დაჯდა...
- მოდი...
- რა?
- ჰო
- რა ჰო?
- მოდი ერთად გავაკეთოთ ეს..
ხელი ჯიბისენ წაიღო და მისი დასაკეცი დანა ამოიღო...
- შენამას არ უნდა აკეთებდე, შენ არაფერ შუაში ხარ, რატომ განაღვლებს ასე ძალიან რას გავაკეთებ? უბრალოდ აქედან გადი..
დანა ხელტან მიაქვ, მაჯას ატრიალებს და დანის გასმას იქყებს, მაშინვე კივილს ვიწყებ და დანას ხელიდან ვაშორებ, შემდეგ კი მთელი ძალით ვეხუტები...
- გთხოვ არ გინდა... შენ არაფერ შუაში ხარ...
ჰაერში ამიტაცა და ჩემი ფართხალის მიუხედავად მაინც გამომიყვანა სააბაზანოდან...
- ეს შენ არ უნდა გააკეთო, ამის უფლება არ გაქვს...
- მართლა? და რატო?
ამოვისლუკუნე და მისი მხრებიდან ხელები ჩამოვასრიალე..
- არ ფიქრობ რომ საკმაოდ ბევრი გადამატანინე?
თვალებში ისემიყურებდა თითქოს ვერაფერს ამჩნევდა გარშემომათგარდა...
- სწორედ ამიტომ ვცადე დამესვენებინე...
- დაგესვენებინე? შენ სრულ ჭკუაზე თუ ხარ?
- რამემეტყობა რომ არ ვარ?
თითისწვერებზე აწეული ველაპარაკებოდი ალექსს, მის წინ ვიდექი და თვალებში ვუყურებდი...
- ჯერ კიდევ ფიქრობ რომ... კარგი დაივიწყე... უკვე გვიანია უკეთესია დაიძინო.
- ახლა არ მეძინა? დავიღალე უკვე, დღეში მაქსიმუმ ოთხი საათი მღვიძავს, კოფეინსაც არმაძლევ, თითქოს პატარა ბავშვი ვიყო..
- საკუთარი თავი დიდი ხომ არ გგონია?
- ზუსტადაც, რომ დიდი ვარ...
თითის წვერებიდან დავეშვი და საწოლში შევხტი...
- შეგიძლია წახვიდე...
- კარგი...
ალექსი უყოყმანოდ გაბრუნდა კარსკენ და ნელი ნაბიჯით წავიდა გასაღებად...
გავიდა, მეშინოდა,მაგრამ საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი და ამაში გამყავდა დრო...
როგორ შეგიძლია ასეთი დაუნი იყო, გამოკეთდი და დაბრუნდი რა ამ დაწყევლილ სახლში...
დავწექი, ისევ კედლისკენ გადავბრუნდი და თვალები დავხუჭე, თვალების დახუჭვა და იმ კაცის შეხების გახსენება ერთი იყო...
გიჟივით წამოვხტი და ვიკივლე, როგორც ჩანს ალექსი კარს უკან იდგა, იმდენად შეეჩვია ჩემს უმწეობას , რომ იცოდა მაინც მოუწევდა მოსვლა, ეს უფრო მეტად მიშლიდა ნერვებს...
- დიდი გოგო...
გაეღიმა ალექსსროგორც კი კარები შემოაღო...
- ნუ დამცინი დამპალო...
- არ დაგცინი..
ახლოს მოდის, ისევ ჩემს საწოლზე ჯდება და დებილი ბავშვივვით მიყურებს...
ავდექი და მუშტებს ვურტყამ მთელი ძალით, ის კიდევ ხარხარებს ...
- დამპალო, დამპალო, საზიზღარო...
მე მართლა არ ვხუმრობდი, საშინლადმტკიოდა ის ფაქტი რომ არანორმალურად ცუდად ვიყავი, ის ფატიც მაფიქრებდა, რომ ვიღაც უცხო კაცი ჩემთან მოაგზავნეს ან თვითონ მოვიდა, ამას რა დიდი მნიშვნელბა უნდა ჰქონდეს...
ბოლოს კი როცა უკვე ვეღარ მოითმინა, მუშტები დამიჭირა და გულში მაგრად ჩამიკრა...
- ალექს, იცოდე გამიშვი თორემ...
- თორემ რა? მცემ?
- არა..
- აბა...
- ალექს გამიშვი თორემ ისევ ვიტირებ, შენთან რაღაცნაირად დაუცველი ბავშვივით ვგრძნობ თავს...
- იტირე...

@@@

ღამით ალექსს ჩემთან ეძინა, რაც გაიგო, რომ მასთან ყოფნისას სიზმრები აღარ მაწუხებდა იმ წამიდან, ხან სკამზე ათენებდა, ხან საწოლზე მჯდარი და ხან ჩემს უკენ ჩემს ზურგს მკლავებით მოკრული...
ხმაურმა გამაღვიძა, შუაღამის თორმეტი იყო, ალექსი ჩემ უკან აღარ იწვა, საშხაპე ღია იყო... ღია სივრცემ ჩემში ალკე შიში გამოიწვია.... ფანჯრებიდან ქარი უბერავდა და თეთრ გრძელ ფარდებს აფრიალებდა, საკმაოდ ბნელოდა, ვერც ფეხზე ავდექი, რომ შუქი ამენთო, ბუნდოვანი ჩრდილები კედლებში იკარგებოდნენ... ეს რეალობა იყო.... კარებში ვიღაციის დიდი და ბუნდოვანი ჩრდილი ჩანდა...



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მაგარია მალე დადე რაააა

 


№2  offline წევრი Frigga

ანი ანი
მაგარია მალე დადე რაააა

ვერ წარმოიდგენთ როგორ მაბედნიერებს ეს სიიტყვები... <3 ვეცდეები მალე დავდო <3

 


№3 სტუმარი Guest nata

ukacravad saitze ver vregistrirdebi da shegidzliat damexmarot???vinmee damexmaret raa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent