შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(26)


31-08-2017, 17:37
ავტორი lile-eli
ნანახია 3 057

26.
-მიბრაზდები?
გიგის სევდიან თვალებს შევხედე, ყველა გადატანილი ემოცია მის თვალებში და ხმაში ისე იგრძნობოდა, როგორც ზღვის ნაპირზე თავმოყრილი დიდი და პატარა ტალღები, მისი სახის შემყურეს ცრემლები მომადგა, ასე მარტივად ტირილი არ გამომდიოდა, მაგრამ როცა ჩემი სიუს ბედნიერებაზეა საუბარი ყოველაფერი კონტროლგარეშეა, ისიც ასეთია და ალბათ ამიტომ..
-არა. ასე რატომ ფიქრობ?
-მაპატიე..
-მორჩი გთხოვ, ჩემს გამო შეგექმნა პრობლემები და პატიებას შენ ითხოვ? თავს უფრო უხერხულად ვგრძნობ..
-მიყვარხარ!!!
საუბარი შემაწყვეტინა, ისე მომხვია წელზე ხელი, მეგონა გავიგუდებოდი, მაგრამ „ხელოვნური სუნთქვაც“ გამოიყენა სამკურნალოდ, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ამ სამყაროს უკვე აღარ ვეკუთვნოდი და იქ ვიყავი სადაც მხოლოდ ბედნიერებაა, მაგრამ ეს შეგრძნება უფრო მეტად ღრმავდებოდა, ჩემი და გიგის თურქეთში ყოფნისას, სანამ გიორგი მკურნალობას აგრძელებდა კლინიკაში, მე „სიურპრიზების“ დათვლას უშედეგოდ ვცდილობდი..
უცებ წამოხტა ხელი გამომიწოდა საწოლზევე წამოვდექი და ხელები მხრებ ქვეშ შემიცურა, ისე გადმომსვა:
-თბილიად უნდა ჩაიცვა!
მაკოცა მოწყვეტით და კარადისკენ მიბრუნდა, თბილი რაც იპოვა ყველაფერი საწოლზე დადო..
-სად მივდივართ?
უკვ სხეულში სისხლის მოძრაობა ამიჩქარდა იმის მოლოდინში რომ რაღაც გიჟური აზრი ჰქონდა და ერთი სული მქონდა როდის მეტყოდა:
-სტამბული უნდა დავათვალიეროთ, მაგრამ ცოტა ცივა, ეს ყველაფერი უნდა ჩაიცვა!..
-და ნაძვისხეს რომ დავემსგავსები არაუშავს?
-არა, სამაგიეროდ არ გაცივდები.
-მოდი ამ ჯემპრს, ჯინსს და ქურთუკს ჩავიცვამ..
დაბალი ბათინკებიც მოვირგე, გიგისკენ შევბრუნდი და უცებ თბილი ქუდიც დამახურა, გაშლილი თმის ნახევარი მკერდზე დამაყარა ხელი რამდენჯერმე დაუსვა, შემდეგ მანაც მსგავსი ქუდი მოირგო, ხელი მაგრად მომკიდა და რამდენიმე წუთში ავტო სადგომში აღმოვჩნდით, ეზოში მყოფებმა სანამ ეზოს კარი გაიღებოდა, გიგიმ აივანზე მდგომ ემირს თურქულ ენაზე რაღაც უთხრა და წავედით..
-ემირს რა უთხარი?
-რომ არ გველოდონ.
-სახლში არ მოვალთ?
-არა.
-რა უნდა ვნახოთ?
-„ბოსფორის ხიდზე“ გავისეირნებთ, მერე ცხელ ყავას დავლევთ, რომ ძილი არ გაბედო და კიდევ რამდენიმე ადგილს ვნახავთ..
-გამოდის დღეს „სტამბულის შემოვლას“ ვაპირებთ?
-შემოვლას ვერ შევძლებთ, იმ ადგილებს ვნახავთ, რაც მოგეწონება.
-ძალიან კარგი.
მარტის თვის სუსხი ქალაქში საკმაოდ იგრძნობოდა, მაგრამ ერთმანეთს ხელებით და მზერით ვათობდით.. რამდენიმე წუთში მივუახლოვდით კიდეც ხიდს:
-რა ლამაზია!!
სუნთქვა შეკრულმა დავიყვირე..
-ნამდვილად ლამაზია.
-მემგონი, ეს ხიდი „ფათიჰ მეჰმედ სულთანის“ სახელობის არის ხომ?
-ასე ამბობენ.
ღიმილით მითხრა, უკვე ხიდზე ვიყავით, როცა გიგის ვთხოვე მანქანის „ლუქის“ გახსნა და ნელა ევლო, ფეხები სავარძლის სახელურებზე მოვათავსე, გავიმართე მხრეში, ხელები მაღლა გავშალე, რომ სტამბულის სუსხიანი ჰაერი უკეთ შემეგრძნო, თან ხიდის თვალიერებას ვაგრძელებდი..
-ელი გაცივდები, დაჯექი მანქანაში.
სიცილით ამომძახა, თუმცა იცოდა ამ შანს ხელიდან არ გავუშვებდი, ისეთი ლამაზი სანახაობა იყო, რომ თუ იქ მოხვდები არა, მართტო ნახო, არამედ უნდა განიცადო კიდეც..
-გიგი ყოველთვის იცი, როგორ მომანიჭო ბედნიერება!
-გაცივდები გადარეულო, და...ჯე.. ქიიი!
ჩემს ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია და სიცილით მთხოვა, მეც დავუბრუნდი სავარძელს..
-ძალიან ლამაზია.. სუნთქვა მეკვრის, როცა ამ სივრცეს ვხედავ..
ჩემს ხელს აკოცა, თითები ერთმანეთში ახლართა და ღიმილით მისაყვედურა:
-ხელი გაყინული გაქვს და იმედია არ გაცივდები..
-არ გავცივდები.
-ძალიან კარგია ასე დარწმუნებული რომ ხარ და მიხარია რომ მოგწონს..
-იცი პირველად ამერიკიდან რომ ვბრუნდებოდით მე და საბა, ილუმინატორიდან ეს ხიდი ისე მომეწონა მაშინ გამოვუცხადე საბას, ერთხელ მაინც აუცილებლად ღამით ამ ხიდზე გავისეირნებდი!
-ესეც გამოვიცანი, რომ მოგეწონებოდა..
-ყოველთვის იცი რას ვფიქრობ და სურვილების გამოცნობაც არ გაგიჭირდება!..
იცი, საბა სულ დამცინოდა, თურქეთში დაგტოვებ, ვინმე კარგ სასიძოს ვიპოვიო, ამ ხიდის გამო დათანხმდებიო..
-გამოდის გამიმართლა, რომ მოვასწარი საბას არჩევანს..
-არა, ეს მე გამიმართლა!!!
თითებზე მომიჭირა მისი თითები ისე, რომ მეტკინა და მის თვალებს რომ შევხედე გამეცინა..
-ეგ არ თქვა, იცოდე გავბრაზდები!
-რატომ? იცი რამდენი ფიქრობს ასე?
-როგორ?
-მე, რომ გამიმართლა.
-უკვე ვბრაზდები!
-გიგი რაზე ვკამათობთ იცი?...
-ელი, ახლა ქალაქში შევალთ და ვინც შეგვხვდება ვკითხოთ კარგი?
-რა უნდა ვკითხოთ?
-რომელს გაგვიმართლა.
უნდა ვაღიარო მაინტერესებდა, ეს „გიჟი“ თუ გააკეთებდა ამას, ცოტა ბევრი ვიარეთ და ისეთ უბანში აღმოვჩნდით სადაც, დროის მიუხედავად ხალხი საკმაოდ იყო, თუმცა წყნარი უბანი.. ავტოსადგომზე მანქანა გააჩერა და ხელჩაკიდებული მივყავდი. უცებ ერთ ქალს ეკითხება, ჯერ ინგლისურად, შემდეგ რუსულად თუ შეეძლო საუბარი, მანაც რუსულად უპასუხა თანხმობა და კითხვამაც არ დააყოვნა:
-თქვენი დახმარება მჭირდება?
-გისმენთ.
-ეს არის ჩემი მეუღლე, ხომ მოგწონთ? ხომ ლამაზია? თქვენი აზრი მითხარით ხომ გამიმართლა?
ქალმა თვალები ისე ფართოდ გაახილა, რომ სულ მალე მისი ბროლების ძებნა მოგვიწევდა სიბნელეში. სიცილის შეკავებაც მიჭირდა როგორი მონდომებით უხსნიდა გიგი:
-მას არ სჯერა, რომ ლამაზია და ამიტომ გკითხეთ..
-ის მართლა ლამაზია!.. შენი თვალები ისეთი ღია და გულწრფელია..
მომმართა ქალმა, ღიმილით.
-აი ხომ გითხარი?!
ყურთნ ახლოს მაკოცა და მიჩურჩულა.
-შენი სილამაზე დააფასე შვილო!
ღიმილით მითხრა ისევ, მაგრამ ალბათ გულში ფიქრობდა, რომ ორი „გიჟი“ შეხვდა და ყველა ვინც ჩვენ გავაჩერეთ ასე იფიქრებდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, ძალიან ლამაზი ღამე იყო, ცოტა გიჟური, ზოგისთვის ალბათ ბანალურიც.. დაახლოებით ათი ადამიანი გავაჩერეთ, რომლებსაც შეეძლოთ თურქული ენის გარდა სხვა ენაზე საუბარი, აქედან ორი იყო მამაკაცი და ისიც მე გავაჩერე (გიგი მხოლოდ ქალებს ეკითხებოდა), რომ გიგიზე მეკითხა, ერთ-ერთმა შეკავებული სიცილით წარმოსთქვა:
-ოი, ოი..
ხელის ქნევით „ვაი თქვე საწ....ბო“-ს მნიშვნელობით წავიდა. მეორემ მომღიმარი სახითა და დანანებით გააქნია თავი, ისე გაგვშორდა:
-შევებრალე ხომ?
გიგი ხარხარებდა, რადგან მართლა სასაცილო ვიყავი, ბევრი ახსნის შემდეგ მეგონა გაიგო რა პასუხის მოსმენა მინდოდა მისგან და მან, უხმოდ დაგვტოვა ორი გადარეული..
-რა გაცინებს? აი ხომ ხედავ ქალები ყურადღებას გაქცევენ, იმიტომ რომ შენ მოსწონხარ, მე კი არცერთი კაცი არ გამიჩერდა..
სიცილს უფრო უმატა, ხელი გადამხვია, საფეთქელთან კოცნა დამიტოვა და ამაყად ამბობს:
-ქალები „ლოიალურები“ ხართ და იმიტომ.
-კარგი ერთი... ნუ იცინი!
იდაყვი ვკარი, ისევ მაკოცა და მხარზე მოხვეული ხელი წელზე მომხვია, უფრო მონდომებით მიმიხუტა, საუბარი გააგრძელა:
-თან კაცი რომ არ გაგიჩერდება და სხვა კაცზე არ გეტყვის „ლა-მა-ზიიაა“-ს, (დაამახინჯა სიტყვა) ეს უნდა იცოდე! ასეთ დროს რას გეძახის დიტო?..
-გიგი!..
გავჩერდი და გაბრაზებას ვცდილობდი, ისე ვუყურებდი, სახე ხელებით დამიჭირა, ისე მიყურებდა, რომ არა ვითომ გაბრაზება ვაკოცებდი:
-მაკოცე და არ ვიტყვი! (გიგი)
-მე, შენ ჭკვიანი და დინჯი მეგონე!.. (ლილე)
ცაში აიხედა და ისე ახარხარდა, შემრცხვა ყველა გამვლელი გვიყურებდა.. სტამბული იმდენად დიდი და ხალხმრავალია, რომ მსგავის რამ შეიძლება არ უკვირთ, მაგრამ ყურადღებას მაინც იქცევ, ღამის თერთმეტ საათზე, ერთ-ერთი პარკის შუა გულში დგახარ, გოგოს სახე გიჭირავს ორივე ხელით და ბოლო ხმაზე იცინი..
-მე კიდე შენ მეგონე ეგეთი.
-ამხელა კაცი და ასეთი არასერიოზული? გხედავდეს მამაშენი..
-შენ კიდე „ბოთე“ ხარ!
-ასე რამ აგაცანცარა?!
პასუხის გაცემას კოცნა არჩია.. ტუჩებთან მიჩურჩულა
-ელი, ხომ იცი?
-რა?
-მიყვარხარ!
-მართლა?
-სულის სიღრმემდე!
-შენ იცი?
-კი.
-რა იცი?
-გიყვარვარ!
-გონიერების ამოწურვამდე!
კოცნით და მთელი გრძნობით მივენდე მის მკლავებს.. უცებ, ხელი მომკიდა, და დამქაჩა:
-წამო ტკბილეულის დროა, უნდა მივასწროთ!
ბედნიერი ბავშვივით გავყევი მის ჩქარ ნაბიჯს, რომელმაც იმაზე მეტად დამღალა ვიდრე ველოდი, ჯერ კიდევ მახსენებს სისუსტე თავს.. კაფის შესასვლელთან კედელს მივეყრდენი, სუნთქვა გამიხშირდა და ვცდილობდი თანაბრად მესუნთა.. გიგიმ ისეთი შეშინებული სახით შემომხედა გამეღიმა, ხელები მომხვია და კაფეში შემიყვანა, მიმტანმა წყალი მომიტანა, რამდენიმე წუთში უკეთესად ვგრძნობდი თავს, რასაც გიგიზე ვერ ვიტყვი, ჩემს ფეხებთან იყო მუხლებზე ელაგა ხელები და თითებზე მეფერებოდა, მის ხელებს ვაკოცე:
-გიგი, კარგად ვარ, დაჯექი გთხოვ.
-გინდა სახლში წავიდეთ?
-შენთან ერთად მინდა და არ აქვს მნიშვნელობა სად.
ცხვირზე ორი ითი მომიჭირა, შემდეგ მაკოცა, ჩემს პირდაპირ დაჯდა, შეკვეთაც გააკეთა და შეშინებული, მაგრამ მზრუნველი თვალებით შემომხედა, აი მე რომ მათბობს ისეთი:
-მაპატიე, ძალიან ჩქარა ვიარე..
-კარგად ვარ. ასე როცა მიყურებ, უფრო კარგად ვხდები.
-შენ ეხლა სიყვარულს მიხსნი?
თვალები დააწვრილა და მარცხენა ხელს დაეყრდნო ჩაფიქრებული სახით.
-თითქმის.
-ანუ კიდევ აპირებ რამის თქმას?..
-კი ბევ...
შეკვეთა მოიტანეს და იმდენი, რომ თვალები მაგიდაზე დამცვივდა თითქმის, დამავიწყდა რაზე ვსაუბრობდი..
-ასე ნუ უყურებ, მიგვაქვს.
-სად?
-საიდუმლოა!.
ტელეფონმა დაურეკა, ემირი იყო თურქულად საუბრობდა, ყავა მან დალია, მე მხოლოდ წვენი რადგან ჯერ ისევ ვუფრთხილდები სასმელებს, საოცრად გემრიელი ტკბილეულიდან მხოლოდ „ფახლავა“ დავაგემოვნეთ, დანარჩენი, შეგვიფუთეს და კაფეც დავტოვეთ:
-შეძლებ სიარულს? გინდა ხელში აგიყვან?
გამეცინა, მაგრამ ეს თვალები ხომ საერთოდ მაგიჟებს.
-შემიძლია, მაგრამ ასეთი თვალებით ნუ მიყურებ, თორემ მოგატყუებ რომ ცუდად ვარ.
-დაგავიწყდა, რომ შენი თვალები ყველაფერს მიყვება?
-არ შემოგხედავ..
ჩაიცინა, ხელი გადამხვია და კოცნით იჯერა გული.
-მაშინ გაკოცებ ხოლმე.
-გიჟი ხარ!
-სიყვარულის.
მანქანასთან მივედით, მოვთავსდით ჩვენი ტკბილეულით და მზა ცომეულით, შემდეგ გზაზე გადავედით,კიდევ სადღაც გავჩერდით, თუმცა მე არ გადავსულვარ, მალევე დაბრუნდა ჩანთებით ხელში გიგი.. რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ, მანქანა ერთ-ერთ ნავსადგომთან გააჩერა, გაოცებულმა შევხედე გიგის, მან კი ტუჩებთან თითი მიიდო, მანიშნა არაფერი მეთქვა, ჩანთები ხელში დაიჭირა, მანქანა ჩაკეტა და რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ იახტასთან აღმოვჩნდით, გიგი ზურგიდან მომეხუტა, ყურთან კოცნასთან ერთად ჩურჩულიც მოაყოლა:
-მხოლოდ ჩვენ, მზე, ზღვა, შენი აისი და ზღვის დაისი!
ვერაფერი ვერ ვთქვი, ვერაფერს ვერ ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა ან რა მეფიქრა, არ ვიცი როგორ და რა სიტყვებით შეიძლება აღწერო მსგავსი განცდა, რასაც იმ წუთას განვიცდიდი, მისი კმაყოფილი ღიმილი კი იმის დასტური იყო, რომ მე სახეზე მეწერა ყველა ემოცია, იახტას „ადილა“ ეწერა ლათინურად დახრილი ასოები, მეორე მხარეს თურქულ ენაზე. კაცი, რომელიც დაგვხვდა, გასაღები მისცა გიგის, რამდენიმე მითითების შემდეგ დაგვემშვიდობა, საბას ესაუბრა, რომ „გამიტაცა“ თუმცა უკვე იციდა ემირს უთქვამს.. რამდენიმე წუთიანი, თავბრუს ხვევის შემდეგ, გიგიმ ძრავა გამორთო და იახტის დათვალიერებას შევუდექით:
-ეს წარწერა მე და ადილამ შევღებეთ, მხოლოდ კონტურები იყო თავიდან, იმდენჯერ შეგვეშალა შეღებვისას, რომ ემირი მოსაკლავად დაგვდევდა..
-კარგად ეწყობით ერთმანეთ შენ და ემირი.
-ასეა, ის საუკეთესო მეგობარია.
-მიხარია შენი მეგობრები!
-მეც მიხარია, რომ ერთმანეთს ეწყობით, მოდი დაბლა ჩავიდეთ, გაჩვენო როგორია, თან ჩანთები დავალაგოთ.
იმდენად კარგად იყო მოწყობილი იახტა, რომ შეგეძლო სამუდამოდ გეცხოვრა, პატარა სამზარეულო, ასევე პატარა, მაგრამ გემოვნებით მოწყობილი საძინებელი და ყველა საჭირო ნივთი.. სამზარეულოში ჩვენი „ნობათი“ დავაბინავეთ, შემდეგ გარეთ ვიდექით და სიბნელეში, მხოლოდ ზღვის პატარა ნაწილი ირეკლავდა, იახტის შუქს.. გიგი ზურგიდან მომეხუტა და ყურთან კოცნის შუალედებში სიტყვებს აყოლებდა:
-ჩემი ცუღლუტი სიყვარულს მიხსნიდა და არ აცადეს მემგონი..
ჩემი ფიქრების წაკითხვა, მართლა კარგად გამოსდის, გიგისკენ შევბრუნდი, მის თვალებში ჩავიძირე და დაგროვილ ემოციას, თუ გრძნობებს მივეცი გზა სიტყვების სახით:
-გიგი, მიყვარხარ და იცი როგორ?
-აბა გისმენ?
წელზე მომხვია ორივე ხელი და ერთმანეთის “ საკუთრებაში“ ვიკარგებოდით, მე საუბარი გავაგრძელე:
-როგორც ამ ზღვას უყვარს ხმაური, თავისებური ჩუმი ხმაური. როგორც დილით ამ ზღვაზე მფრინავ თოლიებს უყვართ მისგან ბოძებული საზრდო, ჩემთვისაც საზრდო ხარ, ცხოვრებისეული ბედნიერებისა და სულიერი ძალის საზრდო! ბედნიერი ვარ იმით, რომ ის უკმარისობის გრძნობა, რომელიც მქონდა უშენობით გამოწვეული წარსულში დარჩა და საშუალებას მაძლევს „კუბიდონი“ რომ შენი ბედნიერებით ვბედნიერდებოდე, მე ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ, რაც გავაკეთე ათასჯერ გავიმეორებ და არ ვინანებ, უფრო მეტადაც მოვინდომებდი.. ვიბრძოლებ შენი ბედნიერებისთვის და ვიქნები ბედნიერიერი შენით.. კიდევ არსებოს სიტყვები რასაც ჩემგან იმსახურებ და გეტყოდი, მაგრამ ჩვენი სიჩუმეც მიყვარს აი ის სიჩუმე ტაძრის ეზოში, რომ გითხარი გახსოვს?..
-მახსოვს: „ზოგჯერ სიჩუმე ყველაზე კარგი მოსაუბრეა!“
გიგიმ გაიმეორა სიტყვები, ჩემი საყავრელი, მაცოცხლებელი ღიმილით. ყველა მისი ემოცია, მისი ხელი, ჩემს ზურგზე ნაზად დასმული, მმატებდა გამბედაობას, მაგრამ ჩემგან თქმული არ იყო საკმარისი იმისა, რასაც მე განვიცდიდი, თუმცა ეს გიგის „საკუთრება“ მზერაში იკითხებოდა და ამას ვგრძნობდი. კიდევ ერთი დასტური იმისა რომ მესაკუთრეები ვართ ადამინები!..
-სიჩუმე, რომელიც მხოლოდ ჩვენია! (ლილე)
-მიყვარხარ! (გიგი)
-მე უფრო! (ლილე)
მხოლოდ კოცნით და სიჩუმით მიპასუხა, რომელიც ერთმანეთის სულიერი ბედნიერებიდან ხორციელ ბედნერებად იქცა.. ეს იყო მისი სინაზით სავსე გრძნობების გამოხატვა და სიამაყის შეგრძნება, რომ საყავარელ მამაკაცს ეკუთვნი შენი მთელი არსებით..
მის მკერდზე მედო თავი და თმაზე მეფერებოდა, პერიოდულად შუბლზე მკოცნიდა, თითქოს დატოვებულ კოცნას გაციების საშუალებას არ აძლევდა და კოცნით ცეცხლს აღვივებდა. მის თავისუფალ ხელს შევეხე და თითები ერთმანეთში ავხლართე..
-როგორ ხარ? მეგონა გეძინა.
თავი ნიკაპით ამაწევინა, იმ ხელით, რომლითაც თმაზე მეფერებოდა.
-კარგად.
ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე, მაგრამ ისევ დამიჭირა ნიკაპით და კოცნა უფრო მომთხოვნი, ვნებიანი იყო. მეც ავყევი და ჩემს ჟრუანტელზე კმაყოფილმა ჩაიღიმა, უცებ ზემოდან მომექცა და ვნება შერეული სიყვარულით, მის მკლავებში ჩავიკარგე,..
მისი თბილი ტუჩები, თბილი სუნთქვა და ჩურჩული მაღვიძებს, ჯერ კიდევ სუსტად მყოფს, რომ ჩამეძინა, თუმცა როდის არ მახსოვს..
-ელი გაიღვიძე რა.. მალე გათენდება და სანახაობას გამოტოვებ.
ღრმად ჩავისუნთქე საყვარელი სურნელი, რომელიც მხოლოდ ჩემი „სიუ-სეულია“! გამეღიმა და მანაც ხვირის წვერი გამისვა ცხვირზე:
-მეც მიყვარს შენი სუნი!
-მე უფრო!
-ნუ მიწვევ, თორემ დარჩები აქ და მზე შენს გარეშე ამოვა!
-კარგი, კარგი.
ვცადე ისევ გვერდზე დაბრუნებულიყო და ავმდგარიყავი, მაგრამ სანამ გული არ იჯერა, არ გამიშვა..
პლედებ მოხვეულები თბილი ყავა-ჩაით ხელში ვისხედით მოზრდილ „პუფში“ და ველოდით, „სინათლის სხივს“ სითბოსა და სიცოცხლის წყაროს, რომელიც ჩვენი გაუაზრებელი, მაგრამ მნიშვნელოვანი თანამგზავრია.. გიგის მკლავქვეშ, მისი გულისცემის ხმას აყოლილ ზღვის ხმას ვუსმენდი, ქვემოდან ავხედე, კოცნით მიპასუხა და სივრსეში დაკარგულ მზერას ამოვაყოლე სიტყვები:
-განთიადი ყველგან სანახაობაა! სადაც არ უნდა იყო, მაგრამ როცა მზე სივრციდან და მით უფრო ზღვის გულიდან ამოდის, ეს ის ერთადერთი სანახაობაა, რომლის ნახვის დროსაც გეუფლება ცხოვრების საწყისის და სამყაროსეული არსებობის განცდა..
ღრმად ჩავისუნთქე საყვარელი სუნი, იოდით გაჯერებულ ჰაერთან ერთად და ამოსუნთქვას ამოვაყოლე:
-საოცრებაა!
-ელი, შენ ხარ საოცრება!
შუბლზე მაკოცა.
-ეგ რაღაც ახალია. რას გულისხმობ საოცრებაში? თან მე..
-ყველაფერი ხარ, თან არაფერი!
-მაბნევ..
-ერთი შეხედვით, უბრალო მშვიდი და გონიერი, მაგრამ...
გაჩუმდა და სახეზე მოთამაშე ღიმილის ყურებაში გართული ველოდი, როდის გააგრძელებდა ჩემზე საუბარს, მის თვალებში ყურება კი სასიამოვნო იყო, რადგან მზის სხივები, რომელიც ჯერ ზღვის ზედაპირზე ირეკლებოდა, შემდეგ მის შავ ბურთებში, რაც უფრო ლამაზს ხდიდა მის ღიმილს, მის მზერას და მთელს სივრცეს, რომელიც საოცრად მელამაზებოდა!
-მაგრამ, ძალიან ლამაზი, ენერგიული, ემოციური და თუ საჭიროა თავზე ხელაღებულიც!
-ღმერთო რას ამბობს?..
ცისკენ ავიხედე, მანაც აიხედა და ისე წარმოსთქვა:
-მადლობას.
-რაა?
გაოცებული და გაფართოებული თვალებით, შევხედე, თან მისი თვალების ფსკერისკენ დავეშვი.
-მადლობა ღმერთს რომ არსებობ და ჩემი ხარ.. გულით, გონებით, სულით, სხეულით მხოლოდ მე, გიორგი ლომიძეს მეკუთვნი! ყველაფერ ამას ვგრძნობ ერთი გამოხედვით, ერთი შეხებით და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სამყაროა, სამყაროთაშორის!
....შენი თვალები ისეთივე აისია, რომელიც შენ გიყვარს მთაში!
....შენი ღიმილი კი ისეთივე დღეა ნათელი და კაშკაშა, როგორც მზის ანარეკლი ზღვის ზედაპირზე.
მხოლოდ ვაკოცე და ეს კოცნა იყო ყველაფერი, რაც ჩვენ ორს შორის იყო, ყველა გრძნობა რასაც ერთმანეთის მიმართ განვიცდიდით და ერთ მთლიან არსებად გვაყალიბებდა დროის სვლასთან ერთად!
ჩვენი საკვებით და გიგის ნაყიდი ტანსაცმლით სამი დღე ვიყავით ზღვაში და საკუთარ გრძნობებში დაკარგულები, დილით გაღვიძებულს გიგი ოთახში არ დამხვდა ძრავაც ჩართული იყო, ყავა გავუკეთე და გარეთ გავედი, ტელეფონზე საუბრობდა:
-ჩამოვიდნენ?
---
-შეგიძლია იქ მოხვიდეთ? ემირს უთხარით და მძღოლი მოგიყვანთ, ვიცი შეხვედრაზე მეც უნდა მივიდე.
---
რომ დამინახა ნაჩქარევად დაემშვიდობა და გათიშა ტელეფონი.
-მშვიდობაა?
-როგორ ხარ ცუღლუტო? კარგია ყავა. მადლობა..
-რატომ არ მპასუხობ?
-საიდუმლოა.
-არ დასრულდა სიურპრიზები?
-არა, მალე მივალთ და ნივთები ჩაალაგე რა..
მაკოცა და მეც დავუბრუნდი ოთახებს, მილაგებას როცა მოვრჩი გიგი დამადგა, ზურგიდან მომეხვია, კისერი დააგემოვნა და გარეთ გავედით, მიწაზე ფეხის დადგმა და სესეილის კივილი მესმის...
-ელიიიი.
ჩემი გაოცებული თვალები და გიგის წელზე ხელის მოხვევა ერთი იყო.. საბამ გურამი, სალო, ნინია, სესილი, ანდრია და დათა ჩვენსკენ მოდიან:
-ღმერთო გიგი..
ცრემლიანი თვალებით შევხედე, მან ღიმილით ჩამიხუტა:
-მათ ძალიან ენატრებოდი.
შუბლზე მაკოცა.
-მეც...
ყველას ჩავეხუტე, უფრო სწორად ყველამ ჩამიხუტა და კიდევ უფრო დავრწმუნდი იმაში, რომ უნდა მებრძოლა, მხოლოდ იმ წუთისთვის მაინც როცა შენი სიცოცხლით ამდენ ადამიანს ახარებ და ეს ყველაფერი გულწრფელი სიყვარულით გამოწვეული სიყვარულია..
გურამმა იმდენი თბილი ჩახუტება და თბილი სიტყვები მითხრა, ცრემლები უკონტროლო გახდა და სესილიც კი ტიროდა..
-ჩემო პატარა ქალბატონო, როგორ მახარებს შენი ბედნიერი თვალები, უფალს უყვარხართ ორივე და მთავარი ეს არის! მიყვარხართ ორივე...
ორივეს ერთად გვეფერებოდა და ღიმილთან ერთად ცრემლებს გვიზიარებდა. მამა-შვილმა მოიკითხა ერთმანეთი, შემდეგ მე მომმართა:
-ლილე შვილო, ანასთვის მგზავრობა არ შეიძლება და დიტომ ვერ დატოვა, ამიტომ გთხოვა არ გაგვიბრაზდესო..
-თან დიტოს დავალება აქვს შესასრულებელი.
გიგიმ ლოყაზე კოცნით მითხრა.
-როგორ არიან? ყველა მენატრება, ყველაზე მომიყევი..
მკერდზე მიმიხუტა გურამმა და მანქანისკენ წავედით თან მაყვალას და ლიას დანაბარებს მიმეორებდა..
გიგი ბიჭებთან ერთად მოდიოდა და საუბრობდნენ, დათასგან იგებდა საქართველოში რა სიტუაცია იყო, სანამ მანქანებში გავნაწილდებოდით დათას ხმა გავიგე:
-გიგი, რუხმა ყველაფერი მოაგვარა, მაგრამ გელოდება შენი ნახვა უნდა.
-ხო და დამელოდოს, აუცილებლად ვნახავ!
ისეთი სიბრაზით თქვა, ამ შეხვედრას კარგი არაფერი მოყვება, შეშინებული თვალებით მივბრუნდი მათკენ და გიგი ჩემთნ მოვიდა მანქანის კარი დაკეტა, სანამ დავჯდებოდი წელზე ხელი მომხვია და ჩუმად მითხრა:
-ასეთი თვალებით ნუ მიყურებ.
-გიგი...
მაკოცა და ტუჩებთან მიჩურჩულა:
-პირობას გაძლევ, ყველაფერს მშვიდობით დავამთავრებ.
-აუუუუ....
შეძახილის ავტორს შევხედეთ, გიგის გაეღიმა, მანქანას მიეყრდნო ისე, რომ ხელები არ გამიშვა, ანდრიამ ვერ მოითმინა და სესილიზე გაილაშქრა:
-რომ უშტვენდი ვიცოდი, მაგრამ საქვეყნოდ მაინც არ მეგონა!..
-მე პატარა ვარ და ჩემთვის არ შეიძლება ამის ყურება.
სესილის მსახიობური მანერებით თავის მართლება ძალიან ახალისებდა გიგის, ყურში ჩუმად მითხრა:
-ეს ორი ერთად მომწონს!
-მეც მომწონს და მემგონი მათაც..
-კარგი სესილი გაგაფრთხილებენ თვალები რომ დახუჭო.
დათამ ხელი გადახვია სიცილით, მეორე ხელი თვალებზე ააფარა და განაგრძო:
-გიგი ისარგებლე სანამ არასრულწლოვანმა თვალები გაახილა..
თავზე აკოცა და ხელი გაუშვა, ანდრიას გამოხედვაზე ონიანის სიცილი ხარხარით შეიცვალა.
-წავედით ბავშვებო შეხვედრაზე ვაგვიანებთ.
გურამმა ჩვენს მანქანაში დაიკავა ადგილი, მე კი ჩემი სალო, სესილი, და ნინი გვერდით მომისხდნენ, ოთხივესთვის საკმარისი იყო ყოველთვის მანქანის უკანა ნაწილი, იმდენად სუსტები ვართ, ცოტა სესილის მრგვალ ფომებზე ვხალისობთ ხოლმე.. სალოს მოვეხვიე და ერთმანეთს ვკოცნიდით, საუბარი არ მაცალა სესილიმ, სანამ გიგიმ მანქანას მოუარა და საჭესთან დაჯდა, თითქოს უნდოდა მოესწრო რის თქმასაც ცდილობდა, ისე მექაჩებოდა მკლავზე:
-რა გინდა?
-გოგო, კარგია ზღვაში სექ*ი?
-სესილი!
კისკისი დაიწყო, ყველა იცინოდა ჩემს გარდა, გიგი მანქანაში მოთავსდა და გამოგვხედა, სესილი უცებ გაჩუმდა და თმაზე ხელი გადაისვა, ყურადღების გადასატანად, გიგის ჩაეღიმა, თავისქნით დაძრა მანქანა, არ ვიცი სიბრაზისგან თუ სირცხვილისგან, სახე მიხურდა, ეს გადარეული არავის ერიდება, არც გურამს, მერე რა რომ ვერ გაიგო რა მკითხა, ხომ მიხვდა..
სანამ გიგი, გურამი და ემირი შეხვედრაზე იყვნენ გიორგი მოვინახულეთ, ნინი ისეთი თვალებით უყურებდა გიოს, ძნელი მისახვედრი არ არის რომ უყვარს! აი გიოს კი დათას დანახვა არ გახარებია, მაგრამ თავი შეიკავა და პალატიდან გასვლისას ორივეს თვალებ ჩამქრამა გააყოლა მზერა და როცა მარტო დავრჩით ვუთხარი:
-ჰეი, როგორ ხარ?
-რავი ვარ რა..
სევდიანად გამიღიმა.
-რა გჭირს?
-არაფერი, შენ როგორ ხარ?
-მე კარგად ვარ და შენც კარგად უნდა იყო.
-აუ სიგარეტი მინდა იცი როგორ?
-არა, არ გინდა!.. ნუ ნერვიულობ გიო, ის აქ ნინის გამო არ არის, იმ ცანცარას გამოაყოლეს, დედამისმა იცის საოცრებებს ჩაიდენს და იმიტომ.
-მართლა?
-მართლა, თან ანდრეას და სესილის მემგონი მოსწონთ ერთმანეთი და ბატონი ონიანი ამაში უნდა დარწმუნდეს!
-კაი.. ანდრიასაც? ესეიგი კატასტროფას უნდა ველოდოთ..
-მეც ასე ვფიქრობ. ახლა კი წავალ კარგი?
-რა გენაღვლება, წახვალ და მაგარ ვახშამს მიირთმევ..
-მიდი დროზე წამოხტი და კუბდარს დაგახვედრებ.
-იმას როდის უნდა ასწავლო?
-იცის უკვე.
-იმედია მეორედ არ მომიწევს აქ მკურნალობა.
-რომ იცოდეს მასზე ასე ფიქრობ აქვე დაგტოვებს.
ახლად შემოსულმა გიგიმ ჩაახველა და ყურადღება მიიქცია, გიორგის მიესალმა, ისე გვკითხა:
-ვისზე ერთობით?
-ნინიზე.
გავუცინე და ისე მოვეხვიე
-მაგრამ ჯერ არ იცის.
გაეღიმა გიორგის..
-რა მაგარია, მემგონი არც ის არის გულგრილი?..
მე შემომხედა გაღიმებულმა და შუბლზე მაკოცა.
-ასეა, მაგრამ არაფერს არ იმჩნევ!
სიცილით ვეუბნები და გიორგის ვემშვიდობებით სახლში მისულმა, სალოსთან ბევრი ვისაუბრე პატარებზე ვეკითხებოდი.. ადას რაც შეეხება მხოლოდ გიგის ტელეფონით მოვიკითხე და მეორე დღეს ახალი ტელეფონის საყიდლად წავედით ყველანი, სავაჭრო ცენტრში შესულმა სესილიმ დათას გახედა თვალებ გაბრწყინებულმა და სანამ რამეს იტყოდა, საბამ მოაასწრო დათას და გიგის გაფრთხილება:
-ბარათები გადამალეთ, სესილი სამიზნეს არჩევს!
-საბა კარგი რა!.. აუ დათა, შენ ხომ ბევრი „კარტა“ გაქვს?
გიგიმ დაასწრო დათას პასუხის გაცემა.
-დღეს რაც მოგწონთ და გინდათ ყველაფერს ირჩევთ! ისე რომ არავინ ფულზე არ საუბრობს!
არავის ხმა არ ამოუღია რადგან სესილი ისე დაიბნა ყველა მას უყურებდა, რათქმაუნდა ის არასოდეს იბნევა მაგრამ მემგოი გიგისი ცოტა ერიდება.
-მეჩვენება თუ ამას გიგისი ერიდება?
საბა გვეჩურჩულება და გიგი გაოცებული გვიყურებს:
-ჩემი რატომ?
-ფაქიტა, მაგრამ არ ვიცი რატომ..
მხრები ავიჩეჩე.
-სესილი აქ ვართ შენ მხოლოდ აარჩიე.
დათამ კოცნაც დაიმსახურა.
-აუ ეგ არ უნდა გეთქვათ, ამას აქედან ვერ გავიყვანთ!
ნინიმ უსაყვედურა ონიანს და ლომიძეს.
-შენ სულ არ გიყვარს ხომ საყიდლები?..
თვალები დააწვრილა სესილიმ.
-შენ ვერ შეგედრები სესილი.
ნინიმ ენა გამოუყო.
-ძალიან კარგია, თუ ერთი ჩემნაირი ვიპოვე!
სიამაყით თქვა ხათუნამ და ხელი დაავლო სესილის, ჩქარი ნაბიჯით დაწინაურნენ..
-ორი კოკო შანელი დღეს სავაჭრო ცენტრს დახურავს...
საბამ სიცილით გადახვია ხელი სალოს და მთელი სავაჭრო ცენტრი არ დავხურეთ, მაგრამ ჩვენ გვიყურებდა ყველა ისე ხალისობდნენ სალო, საბა, სესილი და პერიოულად ჩვენც... მთელი ოცი წლის მანძილზე რაც ტანსამელი არ ჩამიცვამს და გამიხდია სესილიმ და ხათუნამ იმ ერთ დღეში გამაკეთებინეს, მე მამიდას გემოვნების და „ჰობის“ გამო ამის აუცილებლობა არ მქონია, ის მანებივრებდა მუდამ.. ხათუნამ მის მაღაზიებშიც შეგვიყვანა სადაც ქალის და მამაკაცის „ხაზი“ ისეთი დახვეწილი იყო, რომ თვალს ვერ ვაშორებდი, რამდენიმე კაბა ხელში დამაჭერინა სესილიმ და ჩაცმულზე ხელითვე შეიტანა ცვლილებები, სამკაულებიც კი გამიკეთა და ისინიც ხელითვე გადააკეთა, უმეტესობას დანიშნულება შეუცვალა, თან სესილი კოკო შანელის ციტატებს გვიმეორებდა და ხათუნას გულს ყოველ ქმედებაში იგებდა:
-„თუ გინდა იყო უბადლო, აუცილებლად უნდა იყო განსხვავებული.“ კ.შ
„აქსესუარი უნდა იყოს ბევრი – რაც მეტი, მითუკეთესი.“კ.შ
ხათუნამ სიხარულით კოცნა რა ნიჭიერი ხარო, მე კი ფოტო გადამიღეს და გიგის სთხოვა ხათუნამ რომ სარეკლამო „ბანერს“ დაამზადებდა იმ ფოტოთი,“მე არაფერს მეკითხებით? არ მინდას“ თქმით დავდიოდი მუქ შინდისფერ კაბაში გამოწყობილი, რომელიც სიგრძის მიუხედავად იმდენად ნაზი და სასიამოვნო იყო რომ დისკომფორტს საერთოდ არ მიქმნიდა, სესილიმ ბიჭები: ანდრია და საბა აიძულა, გიგის რამდენჯერმე შეხედა, მაგრამ ვერ გაუბედა, გამოაწყო კლასიკურად და შუაში მდგომს ფოტო გადამიღეს, შემდეგ ნინიას ჯერი დადგა, ის ლურჯ კაბაში გამოაწყო და ისევ ბიჭების გარემოცვაში „აპოზიორა“, ონიანი კმაყოფილი, მაგრამ სევდიანი თვალებით უმზერდა, ქალბატონს.. შავკაბაში გამოწყობილ სალოსათან ფოტოების გადაღება უფრო მარტივი აღმოჩნდა ის ამისთვის არის დაბადებული, მაგრამ არ ინდომებს, გოგონებმა სამივემ გადავიღეთ ერთად ფოტო და სესილის იდეა, რომ კატალოგი გააკეთოს ხათუნამ მოწონება დაიმსახურა, ის ისე გადაეშვა საქმეში ცანცარი სულ დაავიწყდა და მაღაზიის „დიზაინშიც“ შეიტანა ცვლილებები და ისიც იმწუთასვე ხელითი გააკეთა, ნაჭრებით და ფარდებით გააფორმა, ემირი და გიგი ხათუნას აწვალებდნენ:
-ხათო ერთი თუ და ხარ მითხარი, მაღაზიის გაფორმებაში რამდენი გადაიხადე?
გიგიმ ხელი გდადახვია და ცდილობდა სიცილის შეკავებას..
-მემგონი ორი ნოლი..
ჩაფიქრებული სახით უპასუხა ემირმა..
-მეტი არა? მაშინ არაუშავს, მაგრამ აბა ცნობილი დიზაინერიო და მაღალ ანაზღაურებადიო..
გიგი სიცილს უმატებდა და ხათუნას ხელს არ უშვებდა..
-არ მორჩებით!?
იდაყვი კრა ხათუნამ გიგის, გვერდში..
-გიგი ორი კი არა ექვსი ნოლი იყო და წინა ციფრი კიდევ კარგი არ მახსოვს..
ემირი ხარხარებდა, ხათუნას გამომეტყველებაზე, გაბრაზებას რომ ცდილობდა, მარამ ახალი სტილით კმაყოფილი იყო და ვერ ბრაზდებოდა..
-ჩემი ფული იყო და თქვენ ნუ ნერვიულობთ! (ხათუნა)
-ხათო, არ ინერვიულო ყველაფერეს ისე გავაკეთებ რომ დავშოკო ხალხი.
სესლი თან დიზაინს ცვლიდა და თან საუბრობდა.
-ეს არ გაგიჭირდება.. (ნინია)
-ყველარის უფლებას ნუ მისცემ არ დაანგრიოს!.. (ანდრია)
-ანდროო მოკეტე! აუცილებელი არ არის ისაუბრო, თუ სათქმელი არ გაქვს ნურაფერს იტყვი. აი ონინას უყურე რა ჭკვიანი ბიჭი მყავს, ყველაფერს მიჯერებს..
თვალი ჩაუკრა დათას.
-მანდ დავიღუპე, შენ რომ გიჯერებ..
ჩაიცინა დათამ.
-დათა..
სესილიმ თვალები დააბრიალა..
-არადა ყურადღება მიაქციოე გითხრეს!
ნინიმ წარბი აუწია დათას, ონიანმა ღიმილით უპასუხა მხოლოდ.. ფოტოებს სახლში გამოგზავნიან და სესილიმ ამაშიც ცვლილებები შეიტანა და დამუშავებისას კონკრეტული მითითებები მისცა, კმაყოფილი ხათუნა და სესილი ჩემს გამო წამოვიდნენ მაღაზიიდან, დავიღალე და ისევ სისუსტემ იჩინა თავი, სავაჭრო ცენტრის კაფეში დავსხედით, გიგიმ მკერზე მიმიხუტა და მეფერებოდა, მალ-მალე მეკითხებოდა როგორ ვიყავი, ცოტა უკეთ რომ გავხდი, ადასთან ჩემი ახალი ტელეფონით დავრეკე და მისაყვედურა რომ ტელეფონი ამდენი ხანი არ მქონდა, გიგიმ გაანეიტრალა ადა და ბევრი ხვევნა კოცნის გამოგზავნის შემდეგ დავემშვიდობეთ:
-ფორმშია ყოველთვის..
ამოვიოხრე..
-მაგარი ქალია მამიდაშენი!
მუცელზე ხელი მომხვია და მის მკერდს მივეყრდენი ზურგით, მან კი მხარზე დამადო თავი.
-გადარეულია და ყველას გადარევას ახერხებს.
მის პროფილს შევხედე და ლოყაზე ვაკოცე..
-იმიტომ რომ ნერვიულობს. ნუ ბრაზობ მეთქი!..
-ყოველთვის მის მხარეს ხარ!..
-იმტომ რომ ორივეს გვიყვარხარ!
სახლში ახალი შენაძენით დავბრუნდით, სესილი პატრა ბავშვივით ცქმუტავდა და მისი დიშვილის ტანსაცმლი რამდენჯერმე შეამოწმა ხომ მოერგება და მოეწონებაო..

ერთ საღამოს სახლში სერიოზული დიდი სუფრა გაიშალა, თურქულ კერძებს უცხოურიც უმშვენებდა გვერდს, მიზეზი არავინ ვიცოდით, შუა სუფრიდან გიგი და ბიჭები გაქრნენ და უცებ გიორგი შემოდის მისაღებში.. ყველანი გავჩუმდით მაგრამ გულები არ ჩუმდებოდა, სრული ბედნიერება რა არის თუ ვინმე იკითხავს თამამად ვიტყვი, ბევრი მეგობარი და მათი სიყვარული, ერთი დიდი წერე ჯაჯვის, რომელსაც ვერაფერი ვერ გაწყვიტავს, თუ ეს რგოლები მხოლოდ გულწრფელობით არის გადაბმული.
საუცხოო დროსტარების შემდეგ, საქართველოში დაბრუნების დროც დადგა, ემირმა წამოსვლის წინა ღამეს დაამთხვია ახალი ბარის გახსნა და კიდევ ერთი სანახაობა მოაწყვეს გოგონებმა, სესეილი, სალო და ნინია ისე ცეკვავდნენ ჩვენს ბიჭებთან, რომ ბარში მყოფი მოწვეული სტუმრები ოვაციებს და ტაშს არ იშურებდნენ, მე და გიგიმაც ვიმღერეთ, სალომ და საბამაც.. განსაკუთრებული ოვაციები გიოს და ნინის „ტანგოს“ მოჰვა, რამაც ორივეს გრძნობები აშკარა გახადა და დათამ სევდიანი ჩამქრალი თვალებით დატოვა დარბაზი, გიგის მხრებზე მოხვეული ხელი გავაშვებინე და ვანიშნე რომ დათას გავყვებოდი, თავი დამიკრა თანხმობის ნიშნად და კიბეზე ჩასული დათა შევაჩერე გასასვლელში:
-დათა, მოიცადე!
-რა არის ელი?
იმ წუთას დათას თვალები მეტკინა.. ისეთი გამოხედვა ჰქონდა სულის სიღრმემდე რომ აღწევს..
-ასე, არ უნდა წახვიდე.
-არც მივდივარ, რომ წახვიდე უნდა იყო და მე არც ვყოფილვარ, რომ წავიდე..
-არ ვიცი რა გითხრა, მაგრამ ეს მისი არჩევანია და..
-ვიცი ელი ნუ მიხსნი! ამდენი ხანია ვიცნობ და ნიას ერთხელ მაინც, რომ ისე შემოეხედა ჩემთვის, როგორც გიორგის უყურებს გეფიცები ყველაზე ბედნიერი კაცი მე ვიქნებოდი, მაგრამ ეს მისი არჩევანია და მე მას პატივს ვცემ..
-ამიტომ მიყვარხარ დათა..
მოვეხვიე, მანაც ჩამიხუტა.. გიგი და სესილიც შემოგვიერთნენ რადგან ყველანი მალე დაიშლებოდნენ და დათა ნასვამი იყო სასტუმროში გაცილება გადავწყვიტეთ, მეც მერჩია წასვლა, ლაშას გამო ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს, ისიც ჩვენთან ერთად ბრუნდებოდა საქართველოში.. სასტუმროს მისაღებში ბიჭები დასხდნენ, მე და სესილი საპირფარეშოში წავედით, რატომღაც მეგონა, რომ მათ მარტო უნდოდათ საუბარი, იქედან დაბრუნებულს სანამ ბიჭებთან მივიდოდით, ვიღაც ქართულად იძახის:
-სესილი, ჩემო სიცოცხლე!
ორივე ერთბაშად უკან შევბრუნდით და კიბეებზე ჩამორბის გოგონა, როცა მოგვიახლოვდა, სესილიმ ყვირილი დაიწყო:
-ნატა, აქ როგორ? საიდან? ესპანეთიში რატომ არხარ? შე გარყვნილო უჩემოდ რატომ ისვენებ? გეთქვა და ჩამოვიდოდი!
-ნატა როგორ ხარ? (ლილე)
-კარგად ლილე შენ როგორ ხარ?
-კარგად მადლობა. (ლილე)
-გოგო, მარიც აქ ისვენებს და მე როგორც ყოველთვის ვეხმარები, ცოტახნით მარტო უნდა ყოფნა.. (ნატა)
-მარიც აქ არის? საქართველოში არ მოდიხართ? სად არის? წამო უნდა ვნახო ჩემი მოდელი გოგო! (სესილი)
-მე ბიჭებთან დაგელოდებით. (ლილე)
-წამო ლილე, მარის გაუხარდება შენი ნახვა. (ნატა)
-გიგის გავაფრთხილებ და მოვალ. (გიგი)
ბიჭებისგან თანხმობა მივიღე და უკან დავბრუნდი. სესლი კი ჩემზე ესაუბრებოდა:
-უკვე მოასწრო ყველაფრის მოყოლა? თუ ცოტა დამიტოვა სათქმელი?
სიცილით ვუთხარი ნატას.
-ხო და ჩემო ნატა იმას ვამბობდი, რომ ჩვენი ლილე გათხოვდა და იცი რა ბიჭი „ააგდო“?.. მმმმ.. „კამფეტ“
-გილოცავ ლილე, ბედნიერებას გისურვებ!
ჩამეხუტა და მაკოცა.
-მადლობა ნატა, სესილი „აგაგდებ“ შენ.. ერთხელ მოვიცლი შენთვისაც!
მუქარით კიბეს ავუყევით და ერთ-ერთ ნომერში შევედით, ძალიან დიდი მისაღები და გემოვნებით მოწყობილი ოთახი იყო. მარის მართლა გაუხარდა ჩვენი ნახვა:
-როგორ ხარ ლილე? როგორ გამიხარდა თქვენი ნახვა. აქ ისვენებთ? (მარი)
-უკვე კარგად ვარ. არ ვისვენებ, ვმკურნალობდი. (ლილე)
-გადარეულო აქ რომ გნახავდი რას ვიფირებდი?.. (მარი)
-ელის სანახავად ჩამოვედით და ხვალ ვბრუნდებით. (სესილი)
-აქ რატომ მკურნალობდი? (მარი)
-რატომ და ძველი ცოდვები გაუხსენა რუსლანმა, ეგ ამბები ხომ გახსოვთ? მერე, ყველაზე მაგარი ბიჭის ცოლი გახდა და იმისმა „ნაშობამ“ ბუჰ უნდა მოვიშოროთო და ასე შემდეგ..
სესილიმ მხიარულად და მოკლედ მოყვა ამბავი, რის გამოც ბევრიც იტირა ალბათ..
-რას ამბობ გოგო, ცოტა მაინც არ უნდა დასერიოზულდე?
მარი სიცილს ვერ იკავებდა..
-მართალს ვამბობ, თურქებს სცენარი სჭირდებათ და მსახიობები ჩამოვედით სცენარიც ჩამოვიტანეთ რა..
-მართალს ამბობს მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის და ხვალ წავალთ საქრთველოში. (ლილე)
-თქვენ როდემდე ხართ აქ? როდის ჩამოხვედით? რომ იცოდე ვინ არის აქ მარი? თან ამ სასტუმროში..
-ვინ?..
უცებ საძინებლიდან ბავშვი გამოვიდა, რომელიც დათა ონიანის დაპატარავებული ვარიანტი იყო და სესილიმ კივილის დასაფარად ხელები პირზე აიფარა და ყავის ჭიქა ხელიდან გაუვარდა..
-დედა, რა ხდება?
მეც დავიბენი და მარის კი მართლა შეეცვალა სახე, ისე შეეშინდა და ისეთი დაბნეული მიყურებდა, ხან მე, ხან სესილის, რომ აშკარა იყო ყველაფერი, ის რომ დათასგან შვილი ჰყავდა და დათამ არ იცოდა, თან სესილის დიშვილზე დიდი იყო 4 წლის, სახელიც მამამისის ჰქონდა:
-არაფერი დედი, სესილი დეიდა მოვიდა ჩვენს სანახავად, ეს კი ლილეა.
სესილიმ ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და დედის მუხლებზე მჯდომ ბავშვთან მივიდა:
-ჰეი, როგორ ხარ? (სესილი)
-კარგად, შენ? (დათა)
-ქართული რა კარგად იცი, რამდნი წლის ხარ?
-ოთხის გავხდები.
-რა გქვია?
-დათა.
-აი კიდევ ერთი სერიალი!..
-სესილი, ახლა მაინც მორჩი!.. გამარჯობა, მე ლილე ვარ, მიხარია რომ გაგიცანი.
-მეც უნდა გამიხარდეს?
ჰკითხა დედას და მან თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, მომდგარ ცრემლს კი ვერაფერს უხერხებდა, დრო და დრო ხელის ზურგით იწმენდდა.
-მოხვალ ჩემთან?
ვკითხე პატარას და ხელები მისკენ გავიშვირე, ისი ჩამოხტა დედის მუხლებიდან და საძინებელში შესვლაზე, თანხმობის შემდეგ უფროსები მარტო დავტოვეთ, რადგან ბევრი კითხვა და პასუხი იყო მოსასმენი, რაც ბავშვისთვის და ჩემთვის „შემთხვევითი სტუმრის“ გასაგები არ უნდა ყოფილიყო..
-უნდა ილაპარაკონ?
ბავშვმა უცებ მომახალა კითხვა და ცოტა დავიბენი:
-დიახ, უნდა ისაუბრონ, ცოტა ხნით.
-მე, მას ვიცნობ!
-სესილის?
-დიახ.
-კარგია.
-რა არის კარგი?
-სესილის რომ იცნობ და ქართული იცი.
-მამას რომ ვნახავ, უნდა ველაპარაკო.
-რა უნდა უთხრა?
-არ ვიცი, ფეხბურთს ვეთამაშები!
-ოჰო, გაუხარდება რომ ფეხბურთი გიყვარს.
-იცნობ ჩემ მამას?
-კი და ის ყველაზე კარგი ადამიანია!
-გიყვარს?
-ძალიან მიყვარს.
-მერე, დედასაც რომ უყვარს?..
თვალებ დაწვრილებულმა შემომხედა.
-დედას რომ უყვარს ისე არა.
გაეღიმა და თითქოს დათა მიღიმოდა, იმის წარმოდგენა რომ დათა ამ ამბავს გაიგებს, რომ ნათლულზე დიდი შვილი ჰყავს, არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ დათას და მარის ორივეს ექნება თვისი სიმართლე, ეს ორივემ უნდა გაარკვიოს.. ჩემი ტელეფონი აღარ გაჩერდა და იძულებული გავხდი გავსულიყავი, სანამ ტელეფონს ვუპასუხებდი სესილი, აკანკალებულ მარის საყვედურობდა, სმს გავაგზავნე გიგსთან, რომ დავურეკავდი და კარგად ვართ:
-შენ ეს არ უნდა გეგქნა, ამას რას ერჩი? უფლება აქვს იცნობდეს მამას! (სესილი)
-მან კატეგორიულად მთხოვა დაშორება და ეს იცი.. (მარი)
-არაფერი არ გამართლებს, ოთხი წელი ეს ცოტა დროა? საკუთარი შვილი ჰყავს კაცს და სხვის ბავშვებს უვლის, ღმერთოოოო მარი!.. (სესილი)
-სესილი დაწყნარდები თუ წყალი დაგასხა!? (ლილე)
-ელი არ მითხრა, რომ ამართლებ!.. (სესილი)
-უბრალოდ, მოუსმინე და დასკვნები მერე გააკეთე, როცა ქალი ასე იქცევა ამის მიზეზიც ექნება. (ლილე)
მარიმ იმედიანი თვალებით შემომხედა და ამოიხრიალა:
-ვუთხარი, წერილი დავუტოვე და იქ მეწერა, რომ ორსულად ვიყავი დარწმუნებული ვარ ისე გადააგდო არც გაუხსნია..
-წერილობანა უნდა გეთამაშა, როცა ბავშს ელოდები?
-სესილი, რა უნდა მეთქვა, ნინი ვერ გეყვარება შენგან ორსულად ვარ მეთი?.. მეც მაქვს თავმოყვარეობა, არ მინდა კაცი, რომელსაც არ ვეყვარები!.
-თავმოყვარეობაზე, მანამდე გეფიქრა..
-სესილი არ გაბედო და არ თქვა ახლა რასაც ფიქრობ! ეს მარის არჩევანია და დარწმუნებული ვარ შენც ასე მოიქცეოდი.
-როგორ ელი?
-მაშინ ნინი არ არსებოდა და მათ ერთმანეთი მოსწონდათ.
-ელი მე ბავშვზე ვსაუბრობ..
მიხვდა, რომ უხეშად გამოუვიდა, მარის გულს სტკენდა და თემა შეცვალა..
-მე, ბავშვს არ დავუმალავ მამას და მთელ სანათესაოს..
-არ იცი რას გრძნობს, ვერც გავიგებთ, თუ არ გამოვცდით და ნურც განვსჯით გთხოვ..
მივედი მარის ჩავეხუტე და მისი დამშვიდება ვცადე, ტელეფონმა ისევ დარეკა, ტელეფონს ვუპასუხე, გოგონებს ვანიშნე გაჩუმებულიყვნენ..
-სად ხართ? რატომ მანერვიულებ?
-გიგი მალე მოვალთ.
-კარგი გელოდები.
-გიგი, დათა შენთან ერთად არის?
-კი. რა არის?
-შეძლებ დაიყოლიო და ჩვენ გამოგყვეს?
-ელი რა ხდება?
-გიგი გთხოვ..
-კარგი, ვეცდები.
ტელეფონი გავთიშე და მარიმ ამოიკნავლა:
-დათა აქ არის?..
მოწყვეტით ჩაჯდა სავარძელში და ტირილი დაიწყო, პატარა მივარდა, დედის მუხლებზე მოთავსდა და ჩეხუტა, ღმერთო რა თბილი ბავშვია..
-მარი, ჩვენ წავალთ და დათას წავიყვანთ, მაგრამ ეს მან უნდა იცოდეს!..
-სესილი გთხოვ..
-დედა მამა აქ არის?
მარიმ ფერი დაკარგა და სესილიც იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა, ნატა მივიდა და პატარა ხელში აიყვანა:
-დათა შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ?
-დედამ არაო.
-დედამ არ იცის და იმიტომ, შენ ძალიან ჭკვიანი ბიჭი ხარ, ამიტომ ერთი რაღაც უნდა გითხრა, წამო ოთახში შევიდეთ და იქ ვისაუბროთ..
-ისევ ოთახში?.. კარგი.
-მოიცა დაგემშვიდობო პატარა კაცო!
-სესილი დეიდა მე შენ გიცნობ და მართალია, რომ ცელქი ხარ?
-ასე ამბობენ.
ცრემლები ვერ შეიკავა სესილიმაც კი..
-ნათია და ნიკუშა მომიკითხე.
-ღმერთო რა კარგი ბიჭი ხარ! აქამდე, რომ არ გიცნობდი მაპატიებ?
კისერზე ხელები მოხვია და ლოყაზე ხმაურით აკოცა პატარამ..
-თუ ერთად ვიცელქებთ კი.
-აუცილებლად ვიცელქებთ!
ჯერ პატარას მერე მარის და ნატას დავემშვიდობეთ, მარიმ ბოდიშები არ დაიშურა, მაგრამ მთავარი პრობლემა მე, ან სესილი კი არა დათა იყო.. დათა ჩვენთან ერთად წამოვიდა, უკვე ბარგით ხელში, გიგი რაღაც გეგმაზე ესაუბრა, მოკლედ ბიჭებმა ბევრი ისაუბრეს და რადგან ფერენა ადრე იყო აღარც დაუძინიათ, ჩვენ კი სესეილის საძინებელში ვიყავით და მის დაბნეულ, გაოგნებულ სახეზე ყველა გაოცებული კითხულობდა რა დაემართა, მაგრამ ისევ სესილი ხუმრობდა და ფანტავდა ეჭვებს:
-სესილი რა გჭირს, რატომ ხარ ასე?
ოთახში შემოვიდნენ ბიჭები და დათამ ჰკითხა..
-რა ვიცი დათა, ერთი თურქის მოტყუებაც კი ვერ შევძელი და ვბრუნდები ჩემს ბედკრულ საქართველოში ისევ ისეთი..
-არა რა, შენი გამოსწორება? შანსი არ არის!
ჩაილაპარაკა დათამ, თავზე აკოცა და ოთახს სანამ დატოვებდა დაამატა:
-არადა რა ბიჭის მოსწონხარ.. მეცოდება!
თვალი ჩაუკრა და გავიდა..
-რაო? რა თქვა? მე-ზე თქვა? ე.. ვის?
წამოხტა და გაეკიდა, მისაღებ ოთახში სავარძელში მჯდომს მუხლებზე დაახტა და სახე დაუჭირა:
-ახლავე მეტყვი რას გულიხმობ, თორემ სიცოცხლეს გაგიმწარებ!
-ოჰო, მუქარა ნახე, ისედაც ასე არ იქცევი? მთვრალ კაცს მუხლებზე რას მიზიხარ ადექი გოგო!
სიცილს ძლივს იკავებდა დათა..
-სესილი არ ვიყო, შენ თუ არ გაწუწუნო! არ მეტყვი ხომ?..
-არა! მან უნდა გითხრას და არა მე!
-ვინ უნდა მითხრას და მე ვაიძულებ?! ემირ, ვინმე შენს დაცვას მოვწონვარ და მე, არ ვიცი? ეგ როგორ ვერ შევამჩნიე? აუ იცი რომელი მომწონს?
-აბა რომელი?
ემირი უკვე ხარხარებდა, რადგან ეს ცანცარა ასე ფარავს თავის ემოციებს და ყველას ამხიარულებს..
-აი ის მაღალი და..
-ყველა მაღალია აქ დაცვა!
-მაცადე საბა! აი ის უფროსი, ყველაფერს რომ ავალებ! ლამაზია და ალბათ ჭკვიანი..
ბედნიერი ელოდება ემირის პასუხს და მანაც არ დააყოვნა..
-მას ცოლი ჰყავს სესილი... მაგრამ მეორე ცოლად შეგიძლია გაყვე..
-აუ ძმა ხარ ემირ!
საბამ ხელი დაარყა ემირს, რაგდან მიუხვდა მინიშნებას, სესილიც არ დარჩა ვალში.
-არა ემირ ამდენი იმიტომ ვიცადე, რომ მეორე ცოლის სტატუსით დავბერდე?.. თუმცა შენ გამოგყვები ჰაა? ლამაზი ხარ და ფულიანი!
ემირმა სუნთქვა გააჩერა და გაფართოებული თვალებით გახედა, ჯერ სესილის მერე ხათუნას, აშკარად დაიბნა და სესილმ უფრო გაამწვავა..
-თან მე და ხათუნას ერთნაირი საქმე გვიყვარს, მკოლედ გავუგებთ!
საუბრობდა სესილი და ხათუნასთან ახლოს დადგა, ჩუმად უთხრა ახლა თუ არ იჩხუბებ გავგიჟდები.
-ემირ რაზე საბურობთ?!
გაოგნებულმა მხრები აიჩეჩა, მაგრამ ემირი ანდრიას საქციელმა იხსნა, წამოხტა სესილის ხელი დაავლო მხარზე გადაიკიდა და გაიყვანა სახლის იმ ნაწილში სადაც დახურული აუზი ჰქონდათ, ჩვენც გავყევით სანახაობის საყურებლად:
-ძალიან „ხურხარ“ და უნდა გაგაგრილო, ხალხის ნერვებზე თამაში როგორია გასწავლი!
-რას აკ..
ჯერ სესილი ჩააგდო, მერე თვითონ ჩახტა, სახეში უნდა დაერტყა სესილის, მაგრამ ხელი დაუკავა და მთელი ძალით დაუყვირა:
-გაჩერდი და მომისმინე!
-გამიშვი, ვინ გეკითხება მე როგორ ვიქცევი?..
-მომისმინე მეთქი, თორემ ჩაყვინთავ!..
-შემეშვი! საბა მომეხმარე რა..
კიბის საფეხურზე დადგა ფეხი და ხელი გაიშვირა, მაგრამ სანამ საბამ დაიჭირა, ანდრიამ ხელი მოკიდა კიბიდან ჩამოაცურა, თავისკენ შეაბრუნა, მისი სახე ხელებში მოიქცია და დაიწყო:
-არავინ არ მეკითხება, შენ როგორ მოიქცევი!
არავინ არ მეკითხება შენი არანორმალური საქციელი შევაფასო!
არ მაქვს უფლება შენი ქმედება ვაკონტროლო!
არ მაქვს უფლება დაგიშალო სხვებს ნერვებს რომ უშლი!... მაგრამ მინდა ამის უფლება მქონდეს! ეს უფლება შენ მომცე, არ იფიქრო რომ შენს შეცვლას შევეცდები, ყველაფრის მიუხედავად მიყვარს შენი საქციელი, შენი ღიმილი, შენი თვალები მიყვარს, როცა წვრილდება და რაღაც საშინელებას ფიქრობს, თან იმ წამსვე ახორციელებ ნაფიქრ საძაგლობას. მიყვარხარ ასეთი გიჟი და გადარეული, როგორიც ხარ უბრალოდ ესენი მეცოდებიან ყვავებივით რომ გვადგანან და ელოდებიან რას მეტყვი..
-ვგრძნობ უნდა დამარტყა ამიტომ მოვასწრებ...
ხელებში მოქცეული სახე თავისკენ მიიზიდა და ვნებიანად აკოცა, სესილი პირველად იყო უმოქმედოდ პიველად ვნხაეთ ასე ერთ ადგილას გაჩერებული...
-დათას რომ კითხოთ ყურადღება უნდა მიექცია სესილისთვის და ამან გაათხოვა თითქმის, ისე რომ რეაქცია არ აქვს..
ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა ნინიმ..
-მოიცა შტურმი ახლა იწყება!..
საბამ სალოს მოხვია ხელი და ხმაურით აკოცა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა დათამ მშვიდი და სერიოზული სახით ჩასძახა, წყალში მოფართხალე პოტენციურ წყვილს:
-მე ბიჭი მომწონს და აი გოგოს უკან არ ვიბრუნებ, თუ რამე მიქარა!
ემირმა დამხმარე ქალს ღვინო და ჭიქები მოატანინა, კარგად ააქაფა ისე ჩასძახა:
-გაგწუწოთ თუ დავლიოთ?
-ვინმე ამომიყვანს?!
სესილიმ ყველაფერი უყურადღებოდ დატოვა, ისე გავბრაზდი, სურვილი გამიჩნდა ანდრიას მაგივრად მე ვყოფილიყავი წყალში..
-ანდრია არ ამოუშვა სანამ კი-ს არ იტყვის!
გიორგიმ დამასწრო თქმა, მე კი გიგის ვკითხე:
-ემირი ამ ღვინის დალევას აპირებს?
-არა წუწაობას!
მართლაც ყველას გადაგვავლო და წყვილს შემდეგ დაასხა, როგორც იქნა სესილიც გატყდა და ვეღარ შეიკავა თავი, მისი სერიოზული სახის გამომეტყველება ამდენი ხნით მიღწევა იყო:
-იცოდე ნერვებს არ მიშლი და ჩემთან სახლში მობრძანდები როგორც წესია!
-ო.. ეგ წესი აღარ არის! რომელი საუკუნეა?
აბუზღუნდა ანდრია..
-არ ვიცი მე საუკუნე და მოდა, მოდას მე ვქმნი! არ მითხრა არაფერი ჯერ სახლში!
-კარგი, მაგრამ ერთიც..
აუზიდან ამოსულმა ისევ აკოცა და სესილმ თავი მკერდზე მიადო ანდრიას:
-ამდენი ემოცია ერთი დღისთვის საკმარისზე ბევრია..
-ერთი კი არა ორი დღისთვის და უკვე წასვლის დროა ბავშვებო.
გურამი უკვე გამზადებული იყო და გვაჩქარებდა, წყვილი დავკოცნეთ, მივულოცეთ და მოვწესრიგდით, თუმცა ჩემი, გიოს და გიგის წასვლა ერთი დღით გადაიდო ახალი გეგმა შემოგვთავაზა გიგიმ, რომელიც დიტომ მოიფიქრა და ბიჭებთან ერთად კარგად დაგეგმა..
გეგმა ის იყო, რომ ჩემი და გიორგის გამოჯანმრთელების ამბავი არავის არ უნდა გაეგო, პირიქით იმდენად მძიმედ ვიყავით, რომ იმედი აღარ იყო გადარჩენის, ეს თემოსთვის უნდა მიეტანათ ისე რომ მეტი თავისუფლება ეგრძნო, თან დიტოს და გიგის დეპრესიის ამბავიც უნდა მოეგონათ, ისე რომ მისთვის ჯერ ვერ მოიცლიდნენ.. ამან გაამართლა კიდეც.

პ.ს. ესეც შემდეგი თავი და კიდევ იქნება, მაგრამ შაბათ-კვირას ვერ დავდებ, ეგ დღეები ყოველთვის დატვირთული მაქვს და ბოდიშს გიხდით ყველას..
მადლობა შეფასებისთვის და იმისთვის, რომ კითხულობთ.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dzaan magariaaaa....
Gelodebi moutbenlad....

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაიმეე რა კარგი იყო. როგორც იქნა გვეღირსა ლილე და გიგი. ძალლიან ტკბილი და სახალისო თავი იყო. სესილიზე ვგიჟდები, ცეცხლი გოგოა.

 


№3  offline წევრი lile-eli

Chikochiko
ვაიმეე რა კარგი იყო. როგორც იქნა გვეღირსა ლილე და გიგი. ძალლიან ტკბილი და სახალისო თავი იყო. სესილიზე ვგიჟდები, ცეცხლი გოგოა.



როგორ მიხარია, შენი თბილი შეფასებები და რომ მოგწონს..
მადლობა დიდი.

nawkas12345
Dzaan magariaaaa....
Gelodebi moutbenlad....


მახარებ შენი კომენტარებით. დიდი დიდი მადლობა ერთგულო.

 


№4  offline აქტიური მკითხველი Anuki96

მომენატრა ეს ისტორიაა. ♡♡♡ ძლივს გვეღირსა♡♡ ყოჩაღ!!!

 


№5  offline წევრი lile-eli

Anuki96
მომენატრა ეს ისტორიაა. ♡♡♡ ძლივს გვეღირსა♡♡ ყოჩაღ!!!


დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის, მერიდება და მიზეზებს ვერ ჩამოვთვლი მაგრამ აუცილებლად ვეცდები ეს ისტორია ღირსეულად დასრულდეს. .
დიდი მადლობა რომ კითხულობ და აფასებ, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

 


№6 სტუმარი Guranda

Moutmenlad velodeboo momdevno tavss...dzan magariaa

 


№7  offline წევრი lile-eli

Guranda
Moutmenlad velodeboo momdevno tavss...dzan magariaa



დიდი მადლობა ჩემო კარგო, მიხარია რომ მოგწონს და ელოდები..
დღეს უნდა დამედო შემდეგი, მაგრამ ვერ შევძელი ბოდიშს გიხდით ყველას, ხვალ დავდებ აუცილებლად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent