შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულამდე (ნაწილი მეორე)


2-09-2017, 14:30
ავტორი Neptun
ნანახია 1 189

ნაწილი მეორე
ამ დღის მერე მე და ფრედის ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა..რათქმაუნდა უკეთესობისკენ..უფრო დავახლოვდით.. ამის შემდეგ აღარ მიწევდა სამსახურამდე ოცი მეტრით შორს ჩამოსვლა,რადგან მე და ფრედი აღარ ვმალავდით იმას რაც იყო..კი არააფერი იყო ურთიერთ მოწონების გარდა,მაგრამ ესესც რაღაც იყო ორივე ჩვენთაგანისთვის. არცერთი დღე არ გადიოდა მასთან რომ არ ვყოფილიყავი..ყველაფერი კარგად მიდიოდა,მე ბედნიერი ვიყავი,მაგრამ ჯერ არ მინდოდა მეტი,გესმით? არმინდოდა ტვინი ამრეოდა გამოცდებამდე.. რვა გამოცდა მქონდა 3 ჩავაბარე კიდევ სამი დამრჩა და მე ვიქნები სრულფასოვანი იურისტი..დიახ,დიახ...ერთი სული მაქვს საბუთი როდის მექნება ხელთ..ჩემ ცხოვრებაში ამ წელს ორი რამ მოხდა იდეალური ერთი რომ კოლეჯს ვამთავრებ და მეორე ის რომ მე ფრედი გავიცანი..ემილი გილოცავ! შენმა სიტყვებმა გაამართლეს..ხვალ მოვდივარ რომ გითხრა ჩემი საწყალი ხმით „მართალი იყავი“ შენ არასდროს ცდები ჩემო მეგობარო.
ბოლო გამოცდის დღე იყო,ძალიან ვნერვიულობდი,დღეს წყდებოდა ჩემი ბედი ..დედაჩემიც ჩემზე არანაკლებ ღელავდა,მოკლედ ყველა ფეხზე იდგა..ამ დროსაც ჩემ გვერდით იყო ფრეედი..დედას ეს ახარებდა,მაგრამ ამავდროულად ღელავდა,მხოლოდ იმის გამო რომ სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები ვარ,რაღაც მხრივ მესმი მისი..
-აბა,მზად ვართ დავუმტკიცოთ ხალხს,რომ შენ საუკეთესო სტუდენტი ხარ?-ომახიანად შემოვარდა ფრედი..შემეშინდა და შევხტი.
-კაი რა იყო შეგეშინდა?
-ცოტა,არვარ მიჩვეული უცბათ რომ ყვირიან..-ანერვიულებული ხმით ვუთხარი და თან წიგნებს ვეძებდი.. დამინახა ფერი რომ არ მედო სახეზე მომიახლოვდა,ხელები დამიჭირა და მითხრა:
-ნუ ღელავ!შენ ხარ ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ხარ ვინც კი შემხვედრია ამ ხნის განმავლობაში,შენ ამას შეძლებ..შენ უნდა დაუმტკიცო ყველას რომ ღირსი ხარ დიპლომის და ღირსი ხარ ამ პროფესიის..მერწმუნე შენ ამას შეძლებ..მე შენი მჯერა!
თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენად მნშვნელოვანი იყო იმდროს ფრედის ეს სიტყვები ჩემთვის..ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ მე მოტივაცია მომეცა ,ძალა ,იმედი,მაგრამ ნერვიულობა კვლავ არ მტოვებდა,პრიციპში ეს ბუნებრივია.. დედაც არანაკლებ მამხნევებდა,ემილიც ყველაჩემთან იყო ..როგორია უყურო ამდენი ადამიანის იმედიან თვალებს და შენ ეს იმედი გაუცრუო? ამის გაფიქრებაც არმინდოდა..კოლეჯამდე ფრედმა მიმიყვანა..
-შენ წადი.გამოცდა დიდიხანი იქნება. და არგინდა წადი სამსახურში.
-როგორ შეიძლება? მე აქ ვიქნები ბოლო წუთამდე სანამ გამოცდიდან არ გამოხვალ.
-არვიცი,რითი გადაგიხადო მადლობა,ძალიან მიხარია რომ ჩემთან ხარ ასეთ რთულ პერიოდში,შენ დიდ როლს ასრულებ ჩემ ცხოვრებაში.
-მადლობის გადახდაზე მერე ვისაუბროთ.. და ხო მე ყველაფრის მიუხედავად ყოველთვის შენთან ვიქნები.ყოველთვის!
-კარგი წავედი..
-აპ,აპ აპ.. რა დაგავიწყდა?-უნდა მეკოცნა მეც ლოყაზე ვაკოცე ..ეს მას არ ესიამოვნა..მეტს ელოდა მაგრამ ვფიქრობდი რომ ამის დრო ჯერ არიყო..
გამოცდაზე შევედი და რეალურად გითხრათ ამას მე ვერ დავწერ რავქენი იმიტომ რომ საგამოცდო ფურცელი რომ დამიდეს ჩემი ტვინი მიმართული იყო მხოლოდ ფურცელზე და გათიშული მქონდა ყველანაირი გრძნობა, ფრედიც კი დამავიწყდა იმ მომენტში..
ფრედ !არ გეწყინოს..იცი როგორც მიყვარხარ.
გამოცდიდან გამოვედი სრულიად გათიშული,მაგრამ კმაყოფილი.. იმდენად გათიშული ვიყავი რომ ფრედის მანქანა ვერ დავინახე,რომელიც ჩემ წინ იდგა,მეგონა წავიდა და ბოლოს როდესაც გავცდი მანქანას ფრედი გადმოვიდა მანქანიდა.
-ანა! ვერ მხედავ? სად მიდიხარ? -გაკვირვებულმა მკითხა ეტყობა ეგონა დავაიგნორე ან რაიმე მაგდაგვარი..
-ფრედ! ვერ დაგინახე,მაპატიე..
-არაუშავს გეპატიება..გამოცდის მერე გადაღლილი იქნები,გეშიება..მევიცი როგორ გამოგიყვანო ასეთი მდგომარეობიდა..
-როგორ?
-არგეტყვი..ეგ უგკვე სიურპრიზი არ იქნება..
ზღვის სანაპიროსთან მივედით .. ნაპირზე დავსხედით და უკიდეგანო ზღვას გავცქეროდით..
-რალამაზია!
-ზღვა? მაგრამ შენ ზღვაზე ლამაზიხარ.
-ნუ სულელობ.ზღვაზე ლამაზი არაფერია.
-იცი,როცა ცუდად ვარ სულ აქ მოვდივარ და ვფიქრობ..
-ოჰო,რამდენი რამე არ მცოდნია შენ შესახებ კიდევ...-ვუთხარი ხუმრობით.
-ჩემი ცოლი რომ გახდები,ჩემ ყველა საიდუმლოს გაიგებ..
-რატომ ახლა არა?
სამწუხაროდ ამკითხვაზე პასუხი ვერ მივიღე რადგან მუსიკოსების ხმაურმა შეგვაწყვეტინა ჩვენი მშვიდი დიალოგი.. დიდი ყუთი მოიტანეს..
-რახდება? -ვკითხე ფრედს.
-გეგონა დამავიწყდა?
-რა დაგავიწყდა?
-შენი დაბადების დღე..
-მაიცადე ის დღეს არის?
-შენ რა სერიოზულად არ გახსოვდა?
-არა,მართლა არ მახსოვდა..
-ამ გამოცდებმა სერიოზულად გამოგფიტეს. მიდი მოდი ნახე საჩუქარი.
ძალიან გამახარა მისმა ასეთმა სიურპრიზმა..ფრედი სიურპრიზებით სავსე პიროვნებაა,გამოირჩევა იუმორით, მე მასში ყველაფერი მიყვარს..მისი მინუსებიც მიყვარს..არ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება მის გარეშე..არა ,წარმოდგენაც არმინდა..
ფრედ!თავში არ აგივარდეს..
მან პატარა ლეკვი მაჩუქა ..ყუთი რომ გავხსენი ბუშტები ამოფრიდნენ ..
-ფრედ,ეს რა საყვარლობაა..მადლობა დიდი.. -ცრემლები წამომივიდა..
-რა გაატირებს სულელო..
-უბრალოდ,უბრალოდ ასეთი რამ ჩემთვის არასდროს არავის გაუკეთებია...ეს საოცარია ფრედ! მიყვარხარ!
ამდროს მე მას პირველად ვუთხარი სიტყვა მიყვარხარ..მას გაუკვირდა მაგრამ მალევე მიპასუხა..
-ღმერთო,შენ ეს თქვის..მეც მიყვარხარ ანა..
მითხრა და ზღვის ფონზე და იმ მუსიკის ფონზე რომელსაც ის საოცარი მუსიკოსები ურავდნენ მე და ფრედმა ერთმანეთს ვაკოცეთ..ეს ჩვენი პირველი ფიზიკური სიახლოვე იყო..გამოგიტყდებით და ჩემი პირველი კოცნაც არ დამცინოთ,(მერე რა რამდენი 23 წლის გოგოა ვისაც არუკოცნია ჯერ არავისთვის..)ჩვენ მთელი დღე ზღვის ნაპირზე გავატარეთ..

-როდის იქნება შედეგები?
-არვიცი,იძახიან ხვალ დაიდებაო..
-რას აპირებ შემდეგ?
-კომპანიის გახსნა მსურს..მაგრამ იქმდე სამსახური ვიშოვო უნდა ფული რომ შევაგროვო კომპანიისთვის..
-მე გაგიხსნი
-არა,არა ეგ აზრადაც არმოგივიდეს..
-რატომ? მამაჩემის კომპანია დაგეხმარება..
-არა,არმინდა მეთვითონ მინდა ყველაფრის გაკეთება..იცოდე რამეს თუ გააკეთებს გეუბნები ცხოვრებაში ხმას არ გაგცემ.
-კარგი კარგი..არაფერს ვიზამ..
კი მეუბნებოდა რომ არაფერს იზავდა მა ვიცი რომ მაინც გააკეთბდა რაღაცას,მაგრამ მე გავაფრთხილე..
ელ ფოსტაზე წერილი მომივიდა კლეჯიდან.. წერილს სანამ გავხსნიდი ერთი საათის განმავლობაში ვუყურებდი,მეშინოდა რა პასუხს ამოაგდებდა არ ვიცოდი..ბოლოს როგორც იქნა გავხსენი და....
„მოგესალმებით,ძვირფასო ანა თქვენ წარმატებით ჩააბარეთ ყველა გამოცდა,თქვენ ახლა უკვე იურისტი ბრძანდებით .გილოცავთ! თუ შეიძლებათ ხვალ მობრზანდეთ 17;00 კოლეჯში რათა დიპლომები გავცეთ. მადლობა ყურადღებისთვის.“
:კოლეჯის ადმინისტრაცია.
ღმერთო,მე ეს შევძელი.. მე ჩავაბარე..ვერ ვიჯერებდი..სახლში შევარდი დედასთან და ვუყვუროდი
-დე,დე ჩავაბარე...შენი შვილი იურისტია!
-კაი ნუ ყვირი სირცხვილია..არავინ გაგიგოს..
-დაე გაიგონ რომ იურისტი ვარ..
- წამოდი სახლში. ეიფორიაში ხარ..
გასვლის დროს ფრედი შეგვეჯახა..
-რახდება? ხმაური მომესმა და ვიფიქრე რამე მოხდა./.
-ჩავაბარე!
-მართლა>? ხომ გეუბნებოდი? გილოცავ ..სულ ასეთი წარმატებები მთელ ცხოვრებაში..
დედამ მარტო დაგვტოვა ჩვენ სიხარულისგან ერთმანეთს ვეხუტებოდით..ამდროს დედამისი შემოვიდა და ფრედს მკაცრი ტონით უთხრა
-ფრედ!გამოდი სალაპარაკო მაქვს..
-ხო ხედავ არ მცალია?
ამდროს ფრედის დედამ მე შემომხედა და ამხედა დამათვალიერა და ფრედს უთხრა ისე რომ ჩემთვის მისი ზიზღიანი თვალები არ მოუცილებია.
-როდესაც გეუბნები სალაპარაკო მაქვს ეს იმას ნიშნავს,რომ ყველა შენი საქმე უნდა გადადო და განაკუთრებით ასეთი უმნიშვნელო საქმეები..
-კარგი მოვდივარ.. მაპატიე ექვსზე შემოგივლი გავიდეთ.
-კარგი..
ვიგრძენი,რომ დედამისს რაღაც არ ესიამოვნა,ან მე არ ვესიამოვნე..გასვლისას მისაღებში გავედი და საუბარს მოვკარი ყური.
-რაგინდა იმ გოგოსთან? ის ხომ დიასახლისის შვილია? არ შეშვენის ჩვენ ოჯახს ასეთი გოგო? რამდენჯერ გითხარი რამდენჯერ დაგაირგე?
-დედა ! მე ეს გოგო მიყვარს.სრულიად დიდი ვარ რომ მეთვითონ მივიღო გადაწყვეტილებები და შენ ამას ვერ შეცვლი..ცოლადაც რომ მოვიყვანო შენ ვერ დამიშლი გამიგე?
-ცოლად თუ მოიყვან შეგიძილია აქ არც შემოხვიდე მე ამ გოგოს აქ ცხოვრებას ვერ ავიტან!
-ეჭვიც არ შეგეპაროს..ახალ სახლს ვიყიდით და იქ ვიცხოვრებთ..
-ნეტა ვისი ფულებით?
-იმის ფულებით ვისი ფულებითაც შენ ამდონემდე ხარ..
უკვე დრო იყო წამოსვლის..არავის უნდა დავენახე მერე ამინდოდა რამე მოეწერათ ამიტომ მელევე შევედი ოთახში..ფანჯრიდან დავინახე როგორ გარბოდა გაბრაზებულიფრედი სახლიდან..მინდოდა მივსულიყავი მაგრამ მარტო სურდა ეტყობა დარჩენა ამიტომ აღარ გავყევი..ძალიან რთული იყო ჩემთვის ეს სიტუაცია.. წარმოგიდგენიათ ფრედი დედამისს ჩემ გამო დაუპირისპირდა..
ღამე მაღვიძებს ძლიერი კაკუნი კარებზე.. და ყვირილი..
-მალე გამოდი შე არამზადავ..
ფრედის დედა იყო..მალევე გავაღე კარები და კარების გაღება და სილის შემორტყმა ერთი იყო..
-რაუქენი ჩემ შვილს? -ნასვამი იყო..სპირტის სუნს ვგრძნობდი ..
-რაუქენი გეკითხები? სახლში არაა..რამე ხომარ დაემართა? იცოდე,იცოდე მას რამე რომ დაემართოს შენ ვერ გადამირცები გესმის? არ გაცოცხლებ.
ეს თქვა და კარები გაიხურა.. მე ვნერვიულობდი ფრედის გამო..სად იყო? ან რატომ არმოვიდა ? და უცბათ დამარტყა თავში
-სანაპირო! სწორედაც.ის იქ იქნება..მალევე ჩავიცვი და ფეხით წავედი სანაპირომდე..ახლოს იყო ჩვენი სახლიდან..
-მივედი თუარა დავინახე ფრედის მანქანა და ფრედი რომელის მანქანის „კაპოტზე“ იჯდა..მივუახლოვდი..
-ვიცოდი რომ აქ იქნებოდი..
-რატომ მოხვედი ამ შუა ღამეს ..ეს ხომ საშიშია?
-შენ გამო ! ვინერვიულე დედაშენმა რომ... -ენაზე ვიკბინე..
-რა დედაჩემმა?
-არა არაფერი უბრალოდ მკითხა სად იყავი,ეგონა ვიცოდი..-მერე მეც ვინერვიულე და წამოვედი შენთან./
-არა,რაღაც გითხრა ხომ?
-არა,არაფერი..
-ნუ აფარებ დედაჩემს ხელს..ვიცი რაც არის..
-მისმინე,არმინდა ჩემ გამო დედაშენს აუმხედრდე..არღირს არავის გამო დედასთან ურთიერთბის გაფუჭება.
-შენ გამო ღემრთსაც კი ავუმხედრდები..ოღონდ შენ ჩემთან იყო და ჩემი გერქვას..
ეს რომთქვა ისე გამიხარდა რომ ჩავეხუტე..ასე არასდროს ჩავხუტებულვარ...მაინც არ მაძლევდა ეს სიტუაცია ბოლომდე მოსვენებას..
-იცი რა?
-რა?
-მოდი დავქორწინდეთ..
-ფრედ,რას ამბობ? გასულელდი? რადროს მაგაზე ფიქრია?
-რატომაც არა? სრულიად დიდებიი ვართ და გადაწყვეტილება თავისუფლად უნდა მივიღოთ ყველანაირი ზეწოლის გარეშე.. ერთადერთი შენი თახმობაა საჭირო..
-იცი,არვიცი ფრედ..
-ყოყმანობ ეს იმას ნიშნავს რომ სათანადოდ არ გიყვარვარ.. და არ ხარ მზად ჩემგამო გიჟური საქციელი რომ ჩაიდინო..
-ეგ როგორ გაიფიქრე რომ სათანადოდ არ მიყვარხარ?
-მაშინ დამთანხმდი..
-თანახმა ვარ.. მაგრამ მერწმუნე ძალიან დიდი დაპირისპირება იქნება..
-არმაღელვებს..მთავარია ხელი მომკიდო და ერთად ვიყოთ და ამ დაპირისპირებასაც ავიტანთ..
დღითი დღე მაოცებდა ფრედი..მისი სიტყვები მისი ქცევები.. მე ვთხოვდები! არარსებობს..
-დედა უნდა გავაფრთხილო,არმინდა გაუფრთხილებლად გამოვიდეს ეს ყველაფერი..
-მხოლოდ დედაშენი..სხვა არავინ!-მითხრა ფრედმა.
მეორე დღეს დილითვე როდესაც იღება ყველა ქორწინების სახლი მაშინვე მივედით და მოვაწერეთ ხელი..დედაჩემი იმდღესვე გავაფრთხილე და მითხრა..
-ეგ შენი გადასაწყვეტია შვილო..შენ დიდიხარ და შენზეა ყველაგადაწყვეტილება..შენ თუ თვლი რომ ეს სწორია და ეს ბედნნიერებას მოგიტანს,მაშინ გააკეთე..მე რაც არუნდა უარზე ვიყო ვერ დაგიშლი..
დედაჩემი მსოფლიოში ყველაზე გამგებიანი ქალია,მეგობარია და ადამიანია.. მეჯვარეები ემილი და ფრედის მეგობარი ჯეკი იყვნენ..ყველაფერი სწრაფად მოხდა..სულ რაღაც 15 წუთში მე და ფრედი ვიყავით ცოლ-ქმარნი..ნუთუ ეს ჩემ თავს ხდება? არ მჯერა ... სიზმარში ვარ..
-ახლა,კი ცოლ-ქმარს მოგზაურობა ელის..
-რა მოგზაურობა?
-სახლში ვბრუნდებით..
მივხვდი რომ დედამისს გულისხმობდა.. სახლში მივედით..ფრედმა ხელი მომკიდა და სახლში შესვლისას დიდასახლისს უთხრა.
-ყველას მოუხმე აქ..რაღაც საქმე მაქვს..
ოჯახში დედამისი,მამამისი თავისი და და დეიდა ცხოვრობდნენ..
-მოკლედ,-დაიწყო ფრედმა..-ფრიად სასიხარულო ამბავი მაქვს თქვენთვის..ნუ შეიძლება აქ მყოფთაგან ზოგს არ გაუხარდეს მაგრამ არ მანაღვლებს..
-ნუღარ წელავ ძმაო რა ხდება?-ჰკითხა თავისმა დამ..
-არაფერი..მოკლედ ცოლი მოვიყვანე..აი ეს სილამაზე,რომელიც ყველანაირად გვერდში მიდგას და მაბედნიერებს..ვინმე თუაწინააღმდეგი ადგეს ახლავე და გავიდეს..
ყველას გაუხარდა ფრედის ეს ბედნიერება..დედამისის გარდა..
-რახან ეგრეა საქმე მაშინ მე საჩუქარი უნდა გაგიკეთოთ ორივეს..-თქვა ფრედის მამამ
-ვაიმე არ რირს..-ვუთხარი შეწუხებული ხმით ..რას ნიშნავს არ ღირს..
-აი თქვენ ბილეთები..წინა თვეს ვიყიდე ფრედისთვის და დისთვის..მაგრამ ახლა ეს თქვენია.. ბედნიერ დასვენებას გისურვებთ ..
-მამა მეც მინდა ჰავაიზე..-უთხრა ფრედის დამ ჯესიკამ..
-შენ გგონია შენ ისე დაგტოვე? ჩვენც წავალთ აუცილებლად,მაგრამ ცოტა მოგვიანებით..
-ძალიან დიდი მადლობა..-ვუთხარი მე და გადავეხვიე..
-ნუ იხდი მადლობას..არაა სამადლობელი..
-კარგით,ჩვენ ოთახხში ავალთ.. ანა უნდა მოემზადოს კოლეჯშია დაბარებული ბანკეტისთივს..
-კარგით..მიდით.-გვითხრა ფრედის დეიდამ..
ოთახში ავედით..და ფრედამ მითხრა..
-ანუ შენ უკვე ჩემი ცოლი ხარ?
-დიახ..და შენ ჩემი ქმარი..
-არ მჯერა!
-არც მე ..
-მიდი გაემზადე დღეს შენთვის მნიშვნელოვანი დღეა..
მალევე გავემზადე და როდესაც გამოვედი ფრედმა თქვა..
-როგორც ჩანს ცოლში არ შევმცდარვარ..
ძალიან ამაღელვებელი დღე იყო ..ჯერ „ქორწილი“ შემდეგ ბანკეტი..არვიცი რამდენად გავუძლებდი... როდესაც გამოაცხადეს ჩემი სახელი და გვარი და მე ავედი ტრიბუნაზე მეგონა რომ დავარდებოდი მაგრამ ფეხზე ფრედი მაყენებდა.იმხელადარბაზში მხოლოდ მის მოციმციმე თვალებს ვხედავდი რომელიც იმედით მიყურებდა და სიყვარულით..



№1 სტუმარი NINI

რა კარგია <3 გაგრძელება როდის?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent