შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დუ-დიკო (თავი 5)


2-09-2017, 15:37
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 098

იმ წამს მოსმენილი დუდას ნალაპარაკებიდან მხოლოდ ის ერთი ფრაზა დაიჭირა, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს გარდაქმნის იმქვეყნიურად და ასრულებს ამ ქვეყნიურ გზას. აცრემლიანებული თვალები მიაპყრო მისაღებში გამოსულ ნიას. ნახევრად ესმოდა კიდეც მისი. 5 წლის ასაკში მოკლა სიტყვა მამა, ცოცხლად დამარხა და მიწაც მიაყარა. ლევანი ეზიზღებოდა განსაკუთრებით მაშინ, როცა სკოლაში მის თანატოლებს მამები აკითხავდნენ. ძნელი იყო დიკოსთვის უმამობა. ახლა კი ორმაგად სტკენდა ეს ფრაზა გულს - უმამობა, უდედობა, უმშობლობა და ნიას გულწრფელი, სიცოცხლით გაბრწყინებული თვალების დანახვისას თავის შეკავება ვერ შეძლო, ცუდად გახდა, სუნთქვა გაუჭირა, თვალები აუცრემლიანდა, ხელები აუკანკალდა.. გულზე ხელი მაგრად მიიდო მჩხვლეტავი ტკივილი, რომ ჩაეხშო და გიჟივით გავარდა ბინიდან..
***
ყველაფერი იცვლება დედამიწის ტრიალთან ერთად.
აფსოლიტურად ყველაფერი.
ჩვენ, დიახ ჩვენ ადამიანები, ამ ცინიკურ ცხოვრებას თითქოს ვეწევით, ვუსწორდებით, ვუტოლდებით მაგრამ არა, ის ორი ნაბიჯით ყოველთვის წინ არის და ასე ირონიული გამომეტყველებით დაგვცინის.
დიკო იმაზე კარგი იყო ვიდრე სხვა ნებისმიერი ადამიანი ამ სამყაროში. თავისებური ნაკლითა და დადებითი დატვირთვით. გულუბრყვილო ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც სწამდა დედამიწაზე გაჩენილი სიკეთისა და სასწაულის.
***
დუდა გაურკვევლობაში მყოფ ნიას მიუახლოვდა და ხელში აიყვანა. ფანჯარასთან მივიდა, ფარდა გასწია და ქვევით გადაიხედა. სადარბაზოდან გასულ დიკოს გადახედა.
-დაბლუნდება? ძმას ყელზე მოეხვია.
-ვნახოთ. ცხვირზე საჩვენებილი თითი ღიმილით დაკრა.
***
მანქანას მიუახლოვდა, ზურგით მიეყრდნო და დამშვიდება სცადა. ყველაფერი ერთად გაახსენდა რაც კი გამოუვლია მამის წასვლის შემდეგ.
უმამობა ყოველთვის თან სდევდა მის ყოველ გადადგმულ ნაბიჯს..
ახლა, იმ წამს, სწორედ იმ დროს, ნიას ტკივილს განიცდიდა.
-რატომ წაართვი? ცაში აიხედა დიკომ და ხელით ლოყაზე ჩამოვარდნილი ცრემლი მოიშორა. -ეს ცხოვრრბაც თუ ცხოვრებაა. ძირს დაიხედა.. -ვარსებობთ და აღარ ვარსებობთ.. თავი გადააქნია..
ემოციისგან დაცლილი, ტკივილისგან დათრგუნული და გამოფიტული ჩაჯდა მანქნაში. ავტომობილი დაქოქა მაგრამ წასვლა ვერ შეძლო. თვალწინ წარმოუდგა დუდას სევდიანი, ტკივილიანი და დაღლილი სახე. საჭეზე დადო თავი და რამდენიმე წამი გაიყუსა, თითქოს სამყარის მოსწყდა.
მანქანიდან გადმოვიდა და სწრაფად აირბინა კიბეები.
კარი დუდამ გაუღო.
დიკოს არც შეუხედავს ბიჭისთვის მისაღებში, დივანზე მჯდომ ნიას მივარდა და გულში ჩაიკრა. მალევე მოსცილდა და მაშინვე დუდას ჩაეხუტა.
-რა ემოციური ყოფილხარ ტო. გაეღიმა მამაკაცს.
-ხო. ამოისლუკუნა.
-კაი ნუ ტირი.. საფეთქელზე აკოცა თბილ სხეულს. წამო მთაწმინდაზე ავიდეთ, შენც დაწყნარდები, ნიაც გაერთობა და თან უკეთ გაგიცნობს. სიტუაციის განმუხტვა სცადა.
-დუდა
-ხო
-ჩამეხუტე, უბრალოდ ჩამეხუტე. თვალები მაგრად დახუჭა დიკომ.
-დიკო, მე უკვე შევეჩვიე, ის ცუდიც დავძლიე და ეს ცხოვრებაც ნულიდან, აი ამ პატარასთან ერთად დავიწყე.. მე აღარ მტკივა იმდენად რამდენადაც მაშინ.. შევეჩვიე. დიკო ჩვენ ყველა ვეჩვევით, უბრალოდ გვიჭირს. ხო, გვიჭირს წარსულს გავატანოთ ამ სამყაროშიაღარ არსებული ადამიანები.
***
მთაწმინდაზე ასულები გაღიმებულები ადევნებდნენ თვალს მომცინარ ნიას.
დიკომ იმდენი ქნა ნია მანც დააინტერესა თავისი თავით და ასე დაუახლოვდა პატარა პრინცესას.
-მჩია..ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა ნიამ
-მალე მივალთ სახლში და გაჭმევ რამეს. თავზე ხელი გადაუსვა ფეხებზე მოხვეულ დას.
-დუდა, შენ რომ გაფრინდები ნია მე დამიტოვე კაი? გაღიმებულმა დიკომ ისე კითხა დუდას მისთვის არც შეუხედავს.
-ჭირვეულია
-არაუშავს
-მაშინ კარგი, შენთან დავტოვებ ხოლმე.. გაუღიმა დიკოს.. -გენდობი, არ ვიცი რატომ მაგრამ მე შენ გენდობი. ნია ხელში აიყვანა და გზას დაუყვნენ.
***
დღეები გადიოდა, დიკოს და ნიას თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, ეგ კი არა ნია დიკოს გარეშე ვეღარც იძინებდა.
ნიკოლოზისა და თეკოს ქორწილამდე ერთი დღე რჩებოდა.
-დიკო ხო დამეხმარები? სამზარეულოში შესულ დას მიმართა ნიკამ
-რაში?
-რაში და ჩემი ოთახის მოწყობაში.. ანუ აი ჩემებურ თეკოსებური რო გამოვიდეს.. ანერვიულებული ხელებით უხსნიდა დიკოს სიტუაციას..- ხო ხვდები რა რაც მინდა? მე არ ვიცი როგორი ოთახი მოეწონება.. არა ის კი ვიცი ჩემი ჩაშავებული ოთახი რო არ მოეწონება და მაგ...
-ცოტა რო გავაღიაოთ? სიტყვა გააწყვეტინა ძმას და თავისი იდეა მიაწოდა.
-სულ ცოტა.. ნუ რავი რა რაც გინდა ის ქენი მთავარია კომფორტულად იგრძნოს თავი, მარა ჩემ გარდირობს არც მიეკარო.
-ფარდებს?
-ეგენიც შეცვალე, ხვალ ჩემი ბინიდანაც გადმოვიტან რაღააცებს.. აჰა კარტა და გადი საყიდლად.
-ზეგ რომელზეა ქორწილი?
-12 ზე გავალთ თეკოსთან, მერე ავალთ მცხეთაში იქვე დავიწერთ ჯვარს, ერთ-ორ ფოტოსაც გადავიღებთ ისტორიას დარჩება რა და მერე რესტორანში გავლთ. უემოციოდ თქვა და მონოლოგის დასასრულს წყალი მოიყუდა.
-იმ ნინიმ გაიგო?
-მე რავი.. მხრები აიჩეჩა ნიკამ.. -რაც თეკოს ცოლად მოყვანა გადავწყვიტე არც მილაპარაკია მაგასთან.. მოწყენილმა დახარა თავი.
-ეჰ ნიკუშ რა .. თმები აუბურდა ძმას და ლოყაზე აკოცა. -თეკო კაი გოგოა, აი ნახე შეგიყვარდება.
-იმედია..
***
მთელი დღე ნიკას დავალებულ საქმეს აკეთებდა. ცისფერ-ნაცრისფერში გარდამავალი საღებავი და ლურჯი ბარხატის ფარდები იყიდა..
სახლში კმაყოფილი მივიდა.
-ივუუ
-ჰა?
-მოდი მომეხმარე საღებავები გადმომატანინე მანქანიდან.
-რა საღებავი?
-ნიკას ოთახის.
უხმოდ აატანინა ნიკას ოთახში რამდენიმე საღებავი და გასვლა დააპირა.
-ივა
-ეხლა რაღა გინდა?
-ეს თარო გამოწიე, აი ეს კომპიუტერის მაგიდაც და კიდევ ეს ტუმბოც.. ბიჭებიც მოვლენ და დაიწყეთ შეღებვა..
-რააააა?
-რაც გაიგე..
-მეღადავები?
-რამე მეტყობა?
-მე უნდა შევღებო?
-არა, რატომარტო შენ . აკო, გეგა და იაკობიც მოვა, ნუ შეილება ვიკოც მოტიალდეს მეტი რა საქმე აქ მაგას?.
-შანსი ნოლი.
-ბევს ნუ ლაპარაკობ წადი ქვევით პარკი რომ დავდე ის ამოიტანე ფუნჯები დევს.
ბიჭებიც მოვიდნენ.
რათქმაუნდა იუარეს და იუკადრისეს ეს ყოველივე, მარა დიკო რისი დიკო იყო..
ორ საათში შეღებილ ჯერ ჯერობით ორ კედელს კმაყოფილი უყურებდა..
-აკო ნუ წუწავ მაგ საღებავით იატაკს. შეუბღვირა კიბეზე მდგომ ბიჭს.
-აბა რანაირად შევღებო ტო? ქვევიდან ჩამოხედა დიკოს.
-ფეთხუმი ხარ რა..
-არ იღელვო დუდიკ მოსცილდება აი იმ ხსნარით. გეგამ დაამშვიდა გაბრაზებული.
-ისე ნიკა სადაა ? იკითხა იაკობმა
-თეკოს მამასთან ერთად არის წასული რესტორნის სანახავად.
-მგონი მართლა კაი გამოდის ე.. ვიკომ აათვალიარა კედლები..
-ხო კაია.. დაეთანხმა გადაღლილი ივა.
***
საღამოს ყველა საქმე, რომ მოიშორა და განთავისუფლდა დუდასთან გავიდა.
-შემო.. გაუღიმა კარებში მდგომს.
მისაღებში შესულს ორი ბიჭი დახვდა დივანში მსხდომი. ერთ ერთი დიკოს დანახვაზე შეცბა. დიკო აათვალიერა და თვალების ცეცება ნერვიულად დაიწყო.
-გაიცანით ეს დიკოა. დუდამ წარუდგინა ბიჭებს მათთვის უცნობი გოგო.- დიკო გაიცანი ეს ვაჩე თაბაგარია.
-სასიამოვნოა.. შავგვრემანი ბიჭი ფეხზე ადგა და ხელი ღიმილით ჩამოართვა.
-ჩემთვისაც. ახლა მეორეს მიუბრუნდნენ.. ქერაც წამოდგა და გოგოს ხელი მაგრად ჩაჭიდა .. დიკოს ეუცნაურასავით მისი მოქმედება.
-ეს კი ლუკა ჯანელიძია.. ამ სახელის და გვარის გაგონებაზე ყველაფერმა ტრიალი დაიწყო და თავი ვეღარ შეიმაგრა ადგილზე..
დუდამ გონდაკარგული გოგო ხელში აიტაცა და თავის ოთახში შეიყვანა. ანერვიულებული ლუკაც თან გაჰყვა, კარებში დადგა და თვალი უგონოდ მყოფ დიკოს გაუსწორა.
-რა დაემართა? ვაჩემ დუდას გახედა.
-არ ვიცი. სახეზე ხელს უსვავდა გოგოს.
-სასწრაფოში დავრეკოთ. თვალებში ცრემლჩამდგარმა თავი დამნაშავესავით დახარა.. -ჯობს დავრეკოთ.. თავისთვის ჩაიჩურჩულა ლუკამ.
ტირილის ხმაზე ვაჩე ნიას ოთახში გავიდა.
დიკომ თვალების გახელისთანავე ლუკას მიაპყრო მზერა.
-კარგად ხარ?
-ლუკასთან მარტო დამტოვე..დუდას კითხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე თქვა. დუდა დაბნეული გავიდა ოთახიდან და კარი მოხურა.
-არ მეგონა ასეთ სიტუაციაში თუ შეგხვდებოდი. ფეხზე წამოდგა დიკო.
-მე მინდოდა შენი ნახვა, მაგრამ შენ არც კი დამირეკე. ნაწყენმა გახედა გოგოს.
-რატომ უნდა დამერეკა? მე არც ლევანის გახსენება მჭირდება და არც...
-არც ჩემი ძმობა. დიკოს მონოლოგი ლუკამ დაასრულა და სევდიანად გახედა -მაგრამ შენ მაინც ჩემი და ხარ, რაც არ უნდა უარყო ეს ასეა.
-ჩემს ადგილზე როგორ მოიქცეოდი? გულწრფელად კითხა.
-არ ვიცი.. ალბათ ისე როგორც შენ ან შეიძლება პირიქით. გაუღიმა წინ მდგომს.
დიკომ ბიჭის სახეზე თავისებური ღიმილი დაინახა, ის ღიმილი, რომლითაც თავის თავს მიამგვანა უმცროსი ჯანელიძე. უცნაურად აათვალიერა.. თეთრი კეტები, მუქი ლურჯი დახეული ჯინსი და შავი როლინგი ეცვა.. ხელზე შავი საათი ეკეთა.
ქერა თმით და ცისფერი თვალებით..
პატარა ცხვირითა და ყურებით.
სიმპატიური ახალგაზრდა იყო.
-მე წავალ. თუ მოგინდება ჩემი ძმობა მე აქ ვარ.. თავი გადახარა, რამდენიმე წამი უყურა დიკოს, მერე კი ოთახი დატოვა.
-დიკო რა ხდება ? ოთახში შესულმა დუდამ კითხა ფანჯარასთან მდგომს.
-ლუკა ჩემი ნახევარ ძმაა..
-არ ვიცოდი ლუკას და თუ ყავდა.
-არც თვითონ იცოდა.
-ვერ გავიგე.
-არაუშავს. ნელ ნელა ყველაფერს გაიგებ. გუცინა ბიჭს .
-რაღაცნაირი ხარ..
-მაინც?
-არ ვიცი, როგორ ვთქვა. გაეღიმა დუდას.
-როდის გაქვს ფრენა?
-ხვალ საღამოს.
-მერე ნია?
-ვაჩესთან ერთად იქნება.
-მე წავიყვან..
-არა იყოს. თან საქმეები გაქვს შენ. უბრალოდ გამოუარე ხოლმე და ეგ იქნება. ლოყაზე სწრაფად აკოცა
-როდის ჩამოხვალ?
-არ ვიცი რეისს როდის დანიშნავენ, ალბათ ორ დღეში.
-მომენატრები. დუდას გაეცინა.
-აი ხო გეუბნები რაღაცნაირი ხართქო. ჩაეხუტა და მაგრად მიიკრა გულზე.
***
მეორე დღეს უნიში გავიდა, ლექცია ჩაატარა და მაშინვე დუდასთან ავარდა.
-არ მეგონა თუ მოხვიდოდი. გახარებულმა შეხედა დიკოს.
-აბა არ მოვიდოდი? ნია ნახე რა მოგიტანე. პატარა ფუმფულა დათუნია გაუწოდა ძმის წასვლით დადარდიანებულს.
-ლალაზია. ვარდისფერი დათუნია ჩაიხუტა ნიამ.
-შენზე ლამაზი მანც არაა. ვაჩემ გაუღიმა პატარას.
-ბიჭო იმ გარდირობში დევს ნიას სათამაშოები და ტანსაცმლები და აი იქ კიდე...
-აუ ნუ შეჭამე ტვინი რა, უკვე ასჯერ გამიმეორე და მეც დავიზეპირე. მივხედავ არ ინერვიულო..
-ნია მოდი პაწუ ჩაგეხუტო.. და ხელსი ააფრიალა და ჩაკოცნა. დიკოსაც გადაეხვია, ბარგს ხელი მოკიდა და წავიდა.
-დიკო ხო დარჩები ვახშამზე?
-კი. გაუღიმა ბიჭს და თავის მოზუზუნე ტელეფონს უპასუხა.
-ხო ივა..
-დიკო ჩემი შავი ფეხსაცმელი შენ რო მაჩუქე ხო არ იცი სად დევს?
-შენს ოთახში ვერ ნახე?
-ვერა.
-მაშინ მანჩოს ექნება დადებული სადმე და კითხე იმას.
-არაა სახლში. ისე შენ არ მოდიხარ?
-მოვალ რამოდენიმე საათში.
-ხო შენ რა გენაღვლება კაბა კი გაქვს უკვე გამზადებული. ნიკამ სახლში შეიაროს და ჩემი შავი საათი წამომიღოსო.
-კაი წამოვუღებ. შენ კიდე წადი მიდი მოძებნე ის ფეხსაცმელები თორე ფეხშიშველი წამოხვალ ქორწილში.. გადაიკისკისა დიკომ და ტელეფონი გათიშა.
ივახშმეს, ნიასთანაც ითამასეს და კინოსაც უყურეს.
-ჩაეძინა. გაიღიმა ვაჩემ და დივანზე ჩაძინებული ხელში ფრთხილად აიყვანა, თავის ოთახში მოათავსა და დიკოსთან დაბრუნდა.
-ვაჩე მე წავალ, ხვალ ვერ შევძლებ მოსვლას და ზეგისთვის კი გნახავთ.
-არ იღელვო მოუვლი ნიას. თვალი ჩაუკრა გოგოს და კარამდე გააცილა.
***
მეორე დღეს ივას ქოთქოთმა გამოაღვიძა ჩაძინებული.
-დიკო დაგვაგვიანდება მალე ადექი.. საბანს ექაჩებოდა უკვე ჩაცმული ივა.
-რომელია?
-8საათია.
-გადი და გამოვალ.
-მალე ქენი.
სწრაფად წამოდგა მოწესრიგდა, კაბა ჩაიცვა, მაკიაჟიც გაიკეთა, აქსესუარებიც მოირგო და ფეხსაცმელშიც ჩაყო ფეხი. თმები უბრალოდ კოსად გაიკეთა და დაასრულა კიდეც შედევრი..
-ნიკა აბა რას შვები? მისაღებში გასული ძმას მიუბრუნდა.
-მოდი რა ეს ბაბთა დამიმაგრე.
-რა უნდა მაგის გაკეთებას.. მომე.
-დუდიკ რა ლამაზად გამოიყურები ტო. გაუღიმა აკომ.
-მადლობა შენც ასევე.
-რა ასევე? მეც ლამაზი ვარ? გაიოცა აკომ
-შენ სიმპატიური ხარ სულელო. ბიჭს ლოყაზე აკოცა დიკომ .
-დედუ რა კარგად გამოიყურები. მისაღებში შესულ მანჩოს მიუბრუნდა.
-გავიდეთ ტო არ დაგვაგვიანდეს.. იაკობმა საათს შეხედა.
სახლი მალევე დატოვეს და თეკოსკენ გაემართნენ.



№1 სტუმარი სტუმარი lia

შაუკეტესო მოტხრობაა. Dადე ახალი ტავი რატომ აგვიანებ.❤❤❤

Aრ სეაცერო წერა

 


№2 სტუმარი Sali

Am motxrobas rodis gagrdzelebb

 


№3  offline წევრი tatiachelo

სრულად დავდებ ძალიან მალე ))

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიშკა

როდის დადებ სრულაად?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent