შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთელი ცხოვრება და სამი თვე (თავი 8)


3-09-2017, 00:15
ავტორი თაკუნა86
ნანახია 1 876

არ მახსოვდა არაფერი,არც ხალხის აზრი,არც ჩემი მორალი,,, ეს იყო მშვენირეი განცდა,რაც კი ოდესმე განმიცდია... აქამდე ყოველთვის ვფიქრობდი რო გამეგებოდა სექსის ხელოვნება, მაგრამ თურმე ვცდებოდი...ყველაფერი მასთან გავიგე.. ყველა სიამოვნება რაც შეიძლება განიცადო მასთან განვიცადე.
მახსოვს როგორ სასიამოვნოდ სრიალებდა მისი სხეული ჩემს სხეულზე, როგორ ვნებით და გამალებით ვკოცნიდით, მახსოვს მისი ბიძგები და ჩემი ვნებიანი კვნესა, სიამოვნების ჟრუანტელი ტანში,ის ისტი ძლიერი და ამავდროულად ნაზი იყო, უხეში მაგრამ ნაზი...ყველა შეგრძნება ერთად აირია და როგორც ამბობენ გადავეშვი ვნების სიღრმეში...მახსოვს ჩემი ხმამაღალი კვნესა მისი ხვნეშა და მოწყვეტილი სხეულები....
--ყველაზე მაგარი ქალი ხარ!--ვაკოცე და გადმოვედი ავტომობილიდან.სახლში კმაყოფილი,ბედნიერი და დადებითი ემოციებით სავსე მივედი.. რაც არ უნდა გამეკეთებინა მახსენდებოდა ფრაგმენტები იმ საოცარი დროის.მახსენდებოდა მისი სხეული,ალერსი,ჩახუტება...დაე რაც იქნება იყოს
--ასე ჩამთავრდა ჩვენი პირველი შეხვედრა..
--არ შეთანხმდით შეხვედრაზე?
--არა.. ჩვენ არაფერზე შევთანხმებულვართ...არაფერი დაგვიგეგმავს და არც არაფერზე გვისაუბრია...დანარჩენს დრო გვიჩვენებდა
--საინტერესოა...-მა მაღლა გავიფიქრე
-მაინც?--თითქოს ეჭვი ეპარებოდა ჩემს აზრებში
--თქვანი ასეთი დამოკიდებულება
--მართალი ხართ... რაღაც ყოველთვის ხდება პირველად ნათქვამია და ალბათ ეს მომენთი ამას შეესაბამება.. ეს თითქოს დაუფიქრებელი ნაბიჯი, უფრო გაურკვევლობის დალაგება იყო
--შემდეგ როდის შეხვდით კიდევ?!
--მოდით ცოტა წავიხემსოთ და სემდეგ განვაგრძოთ-შემომთავაზა..მოშიებული კი ვიყავი მაგრამ "რა დროს წახემსებაა" კი გავიფიქრე.
სანამ "ჩემი გმირი" სამზარეულოში ფუსფუსებდა,ფანჯარასთან მივედი მაინტერესებდა გარეთ რა ხდებოდა...ჩამობნელებულიყო...ცაზე არ ჩანდა მთვარე...მაგრამ მაინც ღიაფერის იყო ცა და სერი ფერი დაჰკრავდა...შიგადაშიგ "გრუხუნის" ხმა ისმოდა... "იწვიმებს". გარეთ
ისეთი ამინდი იყო ფიქრისკენ გიბიძგებდა... რა არის ადამიანი?? ერთხელ მოდიხარ ამ ქვეყნად და მთელი ცხოვრება "ვიღაცეების"აზრები უნდა ითვალისწინო?! ვინ რას იტყვის,როგორ გაიგებენ ამათუიმ საქციელს...რა უაზრობაა...ვინ დაწერა ადამიანის ცხოვრების წესები??... ჩემს ცხოვრებას რომ გადავავლო თვალი, არაფერი ყოფილა გარდა სწავლისა და სამსახურისა...და მე ეს მინდოდა?!..ეს ჩემი არჩევანი იყო? ავირჩიე პროფესია რომელზეც არც კი მიფიქრია, არამც თუ მიოცნებია..პრაქტიკულია..გამოგადგება...დღეს ძალიან პოპულარულია...თავს ვიკლავდი ღამეების თენებით დიპლომისთვის...მერე სტაჟიორობა...ახლა ქაოსი სამუშაო.. და რა მივიღე მას სემდეგ რაც ცხვრების თუ ხალხის ეთიკას ავყევი?არ ვიცი,შეიძლება სამაგალითოა "ჩემი გმირის" საქციელი,სითამამე...მან ხომ ის გააკეტა რაც უნდოდა...რა მოიგო??... აუცილებლად ვკითხავ ..მაგრამ მე რას ვიგებ ჩემი ცხოვრებით??...... გაიელვა...წვიმა დაიწყო...ფანჯარა გამოვარე,მონდოდა სველი ასფალტის სუნი შემეგრძნო...
-შენც გიყვარს წვიმა?/-მომესმა ხმა
--ძალია...გაზაფხულილს წვიმა მიყვარს ძალიან.
--მეც...წამოდი ვივახშმოთ...
ძალიან მომწონდა მისი სახლი. სადა და მყუდრო იყო,ყველაპერი სერ,ცისფერ და კრემისპერში იყო გაწყობილი. მისაღები ოთახის ერთი კედელი "ყრუ" და თეთრი იყო. მესამედ მოვდიოდი მასთან სტუმრად და ეს კედელი ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში,მაგრამ რატომღაც არ ყოფილა მომენტი მეკითხა თუ რა დანიშნულება აქვს ამ კედელს,აშკარა იყო რაღაცა აკლდა მაგრამ იყო და აღარ არის თუ ჯერ არ მოუტანიათ რომ შეივსოს სიცარიელე და სითეთრე ვერ ვხვდებოდი.
--ოჯახი რატომ აღარ შექმენით?- ორი ლუკმის სემდეგ ჭამა აღარ მინდოდა,არც თავად უჭამია რაიმე,ჩაის სვამდა. ფინჯანი ხელში ეკავა ორივე ხელით და ჩაის სულს უბერავდა;ლამაზი ხელები ჰქონდა,უფროსწორად თითები. ლამაზი მოყვანილობის და მოვლილი. მხოლოდ ახლაღა დავაკვირდი და თვალი შევავლე მის გარეგნობას. როგორც იტყვიან "ყელმოღერებული"-ო,აი ასეთი ჯდომის მანერა ჰქონდა,გამართული იჯდა დახვეწილად,შავი ფერის მაისური ძალიან უხდებოდა, მის ნაკვთებს სხეულზეც და სახეზეც უფრო მკვეთრად აჩენდა. სახე ლამაზზე მეტად სანდო ჰქონდა. ცალცალკე რომ დაკვირვებოდით არ მოიწონებდით არც ჩხვირს არც ტუჩს და არც ტვალებს,მაგრამ მთლიანობაში ისეთ ეფექტს ქმნიდა,უცხო ვიზუალის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მაგრამ თმები საოცარი ჰქონდა, ხშირი,მბზინვარე წაბლისფერი. არასოდეს მინახავს გაშლილი როგორია,ყოველთვის აკეცილი თმებით მხვდებოდა.
--არც მომცემია საშვალება სიმართლე გითხრა- მოკლედ მიპასუხა და მივხვდი თემის გაგრძელება არ ღირდა,თუ კი რაიმე მნიშვნელოვანი იქნებოდა, თავად იტყოდა. რა უნდა მეფიქრა ამ ქალზე?... ისტორიის დასასრული არ ვიცოდი,შინაარსით კი დასკვნის გაკეთება ძნელი იყო,, იყო მინუსები მის სიტყვებში,ქმედებებში,მაგრამ როგორც კი ეს მინუსები "ანტიპატიურად" განმაწყობდა მის მიმართ, ისეთი საპასუხო ქმედება და სიტყვას ამბობდა, რომ მიქარწ....ბდა "ანტიპატიას". მე, ასეთი გამოუცდელი,რომელსაც სწავლის და სამუშაოს გარდა მემგონი არაფერი მინახავს ცხოვრებაში, უნდა დამეწერა წიგნად მისი ამბავი. ცოტა მეშინოდა... პასუხისმგებლობასარასოდეს გავქცეულვარ,მაგრამ პასუხისმგებლობის სიმძიმესაც ხომ გააჩნია?!
--ორი არათემატური კითხვა მაქვს თქვენთან
-- ბრძანე!
--პირველი; რატომ არის მისაღებ ოთახში კედელი ცარიელი და განსხვავებული ფერის,რაც არანაირ კონტექსტში არ ჯდება თქვენი სახლის ინტერიერთან?
--მეგონა ვერ შეამჩნევდი-ფინჯანი მაგიდაზე დადგა და სიგარეტს გაუკიდა-ის კედელი ჩვეულებრივი იყო როგორიც სხვა დანარჩენი, არც არაფერი ყოფილა იმ ადგილას, მაგრამ მე გადავწყვიტე რო იმ კედელზე დამეხატა ჩემი აუხდენელი ოცნება,რომელიც ძალიან მინდა მაგრამ არ სრულდება
--თქვენ ხატავთ? გავიოცე
--არა მე არა, ვინც ხატავს, ვისაც შეუძლია დახატოს ის მოვა და დახატავს
--ალბათ პირადული ოცნებაა არა??--- ინტერესი მკლავდა რა შეიძლება ყოპილიყო ოცნება რომელიც იხატებოდა
--ბოლოს..ჩემს ოცნებაზე ბოლოს-მაგიდის ალაგებას შეუდგა,ვიფიქრე ცოტა მივეხმარებითქო,მაგრამ ვარჩიე სტუმრად ყოპნა ვიდღე "გავშინაურებულიყავი".რამდენიმე წუთში მილაგებული სამზარეულო დავტოვეთ და ისევ მისაღებში გადავინაცვეთ. მე ჩემს ადგილას მოვკალათდი და კალამი მოვიმარჯვე ხელში. დაჯდმას აპირებდა... კარზე ზარია..ცოტა შევცბი... უხერხულობამ ამიტანა..ნელი ნაბიჯებით გავიდა... გავიგონე ქალის ხმა, ძალიან ემოციური,ენერგიული ქალის ხმა. არ ვიცი რატომ მაგრამ მამაკაცს ველოდი.რატომ? ძალიან ბევრი ვიფიქრე ამაზე თუ რატომ "მამაკაცს" მაგრამ პასუხს მაინც ვერ მივაგენი. რა ვარიანტები არ ვიფიქრე: იქნება რახან მარტო ცხოვრობს მეგონა რომ მარტო მამაკაცი შეიძლებოდა სტუმრებოდა? იქნება თავისი მონაყოლიდან გამომდინარე,როგორც თავისუფალი ქალი? მაგრამ შემრცხვა ჩემივე თავის ასე რომ ვფიქრობდი. დამავიწყდა აშკარად მისი 4 წესი მამაკაცებთან ურთიერთობისას.
ენერგიული ქალბატონი ოთახში შემოიჭრა და აშკარად დაარღვია სიმშვიდე. გავბრაზდი რა დროს ეს იყო. მომესალმა და "ქოთქოთით" დაჯდა "ჩემი გმირის"ადგილას. საუბრობდა ერთბაშად ყველაფერზე,აზრი ვერ გამოვიტანე რა უნდოდა საერთოდ?! :) ჩუმად ვისხედით ჩვენ... საბოლოოდ როგორც მივხვდი,წუწუნებდა თავის მეუღლეზე.იმდენად უინტერესო თემა იყო, იმდენად უინტერესოდ ყვებოდა წამოსულა დავაპირე. მივხვდი მისი "ლაყბობა"დიდხანს გასტანდა და ჩემს იქ ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა.
-- მე წავალ- წამოვდექი და თხოვნასავით ვთქვი ეს ფრაზა.
-- ნუ წახვალ-თხოვნა იყო მის ხმაში და გაოცების თვალები.- ნუ წახვალ თუ შეგიძლია იყავი..-ანერვიულდა, ეუხერხულა-იყავი...დარჩი თუ შეგიძლია?!....
მარტო არ უნდოდა დარჩენა,ალბათ მობეზრდა მარტოობა,ყველაფერი მოსაბეზრებელია... მობეზრდა მარტოობა,ერთი და იგივე გარემო,ერთი და იგივე ხალხი... მე კი მისთვის სიახლე ვიყავი, "იმედი" რაღაც მომენტში. არ დამიწყია თავის დაფასებები, მობილური ამოვიღე სახლში გადავრეკე და გავაფრთხილე რომ არ მივიდოდი.სტუმარმა სანამ ნამცხვარი არ მიირთვა და ყავა არ დალია არ წასულა.როგორც იქნა დაგვემშვიდობა ამის სემდეგ
--მეზობელია... ფსიქოლოგის როლი მაქვს შეთავსებული, ესე მოდის და თავის პრობლემებს ყვება--ძალიან მხიარულად თქვა
-- და თქვენ რას ურჩევთ ხოლმე?--მეც მხიარულად ვუპასუხე რადგან მახსენდებოდა "სტუმრის" ლაპარაკის მანერა
--მე არაფერს..თუ არ მკითახა ან არ მთხოვა რჩევა მომეციო მე რა უფლება მაქვს მას რაიმე ვუთხრა.
--მართალია....... შემდეგ რა მოხდა??

"დილა გათენდა. რომ გითხრათ გამახსენდათქო მოგატყუებთ..."რომელი საათია" გავიფიქრე და მობილურ ტელეფონს დავხედე. ხუთი ტექსტური შეტყობინება დამხვდა. ხუთივე მისგან იყო.
1) სიზმარში გნახე... სასიამოვნოდ მეძინა..
2)საოცარი ქალი ხარ, ვიცოდი არ ვცდებოდი შენში
3)ახალგაზრდობა გამახსენე,
4)შენ ჩემი ახალი სიცოცხლის საწყისი ხარ.....გამომაფხიზლე.. სტიმული ხარ
5) როგორც კი გაიღვიძებ მომწერე
გამეცინა რცა წავიკითხე. მართლაც რომ პატარა ბიჭს გავდა :) დილა კარგად დაიწყო. ავკრიპე მისი ნომერი
--დილამშვიდობისა ჩემო პრინცესა--პირდაპირ ასეთი სიტყვებით გავიგონე მისი ხმა.
--დილამშვიდობისა,მაგრამ პრინცესის გვირგვინი რომ დავკარგე??- იუმორით ვუპასუხე,ხალისიანი საუბარი მინდოდა ყოფილიყო
--არაუშავს... აღარც ჭირდება-დამამშვიდა :)
--რატომ კი მაგრამ? თუ კი პრინცესა ვარ გვირგვინი არ მჭირდება???
--შენ დედოფალი ხარ უკვე და დიადემას მე დაგადგავ თავზე -- მიხაროდა რომ მას ესმოდა რასაც ვამბობდი
--აჰააა,ე.ი შენ მეფე ხარ?--გავიგონე როგორ გაეცინა და მეც გამეცინა--მასე გამოდის....ადექი? შენს სადარბაზოსთან ვდგავარ და გელი
--და რატომ??
--ყავა არ დავლიოთ დილით??...
ავდექი,გავემზადე,თავს შესანიშნავად ვგძნობდი,ცხოვრების ხალისი დამიბრუნდა,არც აქამდე უჩიოდი ცხოვრებას,მაგრამ ეს სულ სხვა შეგრძნება იყო..ყველაფერი ცხადი იყო, ეს არ იყო უბრალოდ ჟინი ჩემდამი, აქ ბევრად მეტი იყო ვიდრე პიზიკური სიახლოვე. აბა რომელი კაცი დაივალდებულებს თავს ასეთი გაგრძელებით,როდესაც "მისაღები მიღებულია"?? თავისუფლად ჩავიცვი,შპორტული ფეხსაცმელი,ჯინსის შარვალი და მაისური.ჟაკეტი ხელში ავიგე და გავედი. მარტის თვე არც ისე სანდოა,გარეთ გრილა,მაგრამ შეიძლება წუთებში მზემ გამოანათოს. გარეთ სიმშვიდე იყო, კვირა დილაა,ალბათ ჯერ კიდევ ნებივრობენ ლოგინში დასვენების დღით,ისვენებენ ბავშვები სკოლებიდან,უფროსები სამსახურებიდან.პადიეზდიდან გავედი და ისეთი სასიამოვნო დღე დამხვდა, მართალია მზე არ ანათებდა მაგრამ არაჩვეულებრივი დღე იყო.როგორც უკვე ვთქვი მშვიდი, ახალი და ნელთბილი. სადარბაზოსთან იყო, ისევ გადმოვიდა მანქანიდან ჩამეხუტა და მანქანაში ჩამსვა. რაგაც ძალიან არანაცნობ ადგილას წავედით,ქალაქის ცენტრს ძალიან არ გავშორებულვართ,ბევრჯერ გამივლია იმ ადგილას მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა ამ დაწესებულების არსებობის. ღია შემოღობილი სივრცე, გარეთ ლამაზად განლაგებული მაგიდები,ხალხი ფაქტიურად არ იყო,მხოლოდ ორ მაგიდაზე იჯდნენ.ჩვენც მათ მოშორებით მაგიდას მიუსხედით."
--ეს სინამდვილე თუ არის მაშინ...-რა უნდა მეთქვა არ ვიცი,უბრალოდ მიკვირდა,ნუთუ არსებობენ ასეთი მამაკაცები
--კი არის.. მე არ ვიცი რას გულისხმობ "მაშინ"-ში, მაგრამ არის... აი ზუსტად მაგიტომ მინდოდა ამ ყველაფრის გამზეურება,ზუსტად ამიტომ მინდოდა ჩემი მონაყოლის შემდეგ ვინმეს პასუხი გაეცა ან რატომ მოხდა ასე,ან ბრალი მარტო ჩემია?? მე არაფერი მითხოვია მისთვის,..-შევატყე როგრ დანაღვლიანდა.აშკარად იმედგაცრუებული იყო,მაგრამ რატომ,მან ხომ თავიდანვე იცოდა რო ის მას არ ეკუთვნდა?!--მაგრამ მე მადლობელი ვარ რომ ის იყო ჩემს ცხოვრებაში.
--ახლა სად არის?
--არ ვიცი..-გაეღიმა- არ ვიცი ალბათ სახლში?... არც დავინტერესებულვარ,არც მინახავს,და არც გამიგია
--ეგ როგორ?--იმდენჯერ დავუსვი ეს კითხვა აშკარად მიხვდებოდა რომ ძალიან მეუცნაურებოდა მისი საუბარი
--ჩვეულებრივად...--სიცილი დაიწყო........., იცინოდა... ამ სიცილში მალავდა დარდს რომელიც ყელში ჰქონდა მობჯენილი...იცინოდა რადგან ტირილს სიცილი ამჯობინა...ის ხომ ძლიერია და ესეც მისი "ფარი" ერთერთი.
--მაპატიე გიჯი არ გეგონო,უბრალოდ რაღაც უმნიშვნელო გამახსენდა და ავყევი ემოციებს
--მესმის-მოკლედ ვუთხარი,თითქოს დავიჯერე მისი სიცილის ალიბი.-- გავაგრზელოთ?-ვკითხე როდესაც საათს დავხედე და უკვე 2 იყო დაწყებული
-- თუ არ გეძინება ....
--არაა... უბრალოდ არ მინდა ძალიან დაგღალოთ... მე შემიძლია გისმინოთ
-- ეს უკვე კარგია-- თქვა თავდაჯერებულმა-რახან შენ მაინც უკვე ინტერესში ხარ ამ ამბის ე ი ბევრი დაინტერესდება
-- მე მინდა არ მინდა უნდა ვიყო.არა??- გავახსენე რომ უბრალოდ მისი სიტყვების ციტირება უნდა გამეკეთებინა
--კი, მართალი ხარ, მაგრამ პასუხისმგებლობის გარდა ინტერესიც არის...რომ არ იყოს,მაშინ სხვანაირად მომისმენდი
--ალბათ--მაინჯც არ დავეთანხმე,არ მინდოდა ჩემი პირადი დამოკიდებულება მისთვის ნატელი ყოფილიყო--რამდენი ხანი გასტანა ამ ურთიერთობამ?
--სულ რაგაც რამდენიმე თვემ-ცერად გაიღიმა ისევ-2თვეზე მეტი და 3ზე ნაკლები
--და ნახვების სიხშირე როგორი იყო? რა სისტემატიურობით ნახულობდით მას?
--ყოველდღე... ეს პერიოდი დილა მისით იწყებოდა და ღამე მისით მთავრდებოდა,
-- და "ცოლი"?
-- ეგ მეც მიკვირდა.. როგორ შეიძლება ვერ შეემჩნია ასეთი ცვალებადობა,,,ყოველითავისუფალ დროს ჩემთან ატარებდა.. როგორ შეეძლო თავად მასაც მოესწრო ყველაფერი თუ დაუშვათ ოჯახშიც წესრიგში ჰქონდა ყველაფერი?? .. რაღაც პერიოდის შემდეგ მქონდა მასთან საუბარი ამ თემაზე. ვკითხე თუ როგორ ახრეხებდა, მაგრამ სრული პასუხი მაინც ვერ მივიღე, ეს ჩემი პრობლემა შეიძლება არ იყო,როგორც თავად მითხრა,მაგრამ მე მაინც მარელვებდა მისი სიტუაცია ოჯახში. ზუსტად ამიტომაც,ამ საუბრის შემდეგ გადავწყვიტე დამესრულებინა ყველაფერი.
--ასე მარტივად?
--ეს არ იყო მარტივი,მაგრამ ვხვდებოდი ურევდი ცხოვრებას,სიტუაციას,.... ეს ხომ დროებითი ურთიერთობა იყო რომელიც ადრე თუ გვიან დასრულდებოდა და მე ამას საღად ვაანალიზებდი
--და თქვენ?
--მე რა?! მე არაფერი,მე ისევ ისე როგორც ადრე,თავს ვიმშვიდებდი რომ ალბათ ადრე თუ გვიან გამოჩნდებოდა ისევ ვინმე მისი ცოტა მსგავსი მაინც
--და ასე დაასრულეთ ყველაფერი??-რაღაც ფინალი არ მომწონდა
--ნეტავ ასე დასრულებულიყო...
"დილა იყო. უკვე აპრილის ბოლო.ამინდები უკვე ძალიან კარგი იდგა გარეთ. მზიანი და შესაბამისად თბილი.ქალაქს გამოცოცხლება და სიხალისე ეტყობოდა..ფართოდ გამოვაღე ფანჯარა და ოთახში გაზაფხულის სუფთა ჰაერი შემოვუშვი,...ოთახში მაისურის ამარა დავდიოდი..მეზარებოდა ჩაცმაც,თავის მოწესრიგებაც... მძიმე ხასიათზე ვიყავი..გადაწყვეტილება სისრულეში უნდა მომეყვანა...რათქმა დარეკა,...როგორც ყოველთვის.... უხეშად ან მძიმედ არ მიპასუხია,მაგრამ მაინც მკითხა განწყობის არ ქონის მიზეზი... ცუდად ძილს დავაბრალე და შეხვედრაზე შევთანხმდით...დილის რიტუალი ჩავამთავრეთ,ყავა მივირთვით და სამსახურში მიმიყვანა.მანქანაშივე დავუწყე საუბარი..მინდოდა ეს ბოლო ნახვა ყოფილიყო მისი... არც ბევრი ახსნა განმარტებები მინდოდა და არც იყო სჭირო ვიცოდი... ის ისედაც გაიგებდა იმას რის თქმასაც ვაპირებდი.
--უნდა დავამთავროთ -- პირდაპირვე დავიწყე,-- მინდა რომ დავამთავროთ და შენც ხვდები რატომ
-- არ მედნობი... -- ძალიან არა შესაბამისი პასუხი იყო იმ აზრის კითხვასთან რაც მე დავსვი-- არ მენდობი...გგონია რომ რამე შეიცვლება,
-- პირიქით, არაფერი შეიცვლება ვიცი...უბრალოდ ასე ჯობია ძედმეტ პრობლემებს....
-- ასე გიყვარვარ რომ ჩემს პრობლემებზე ღელავ??-- ძალიან, ძალიან უცხო კითხვა იყო...რა შუაში იყო სიყვარული, ან კი შეიძლებოდა შემყვარებოდა ადამიანი რომელიც მე არ მეკუთვნოდა და არც იქნებოდა არასოდეს ჩემი?!
-- მე შენ რას გელაპარაკები და შენ მე რაკითხვას მისვამ?!...რა შუაშია აქ სიყვარული....
--არის!!-- ისე შემომიყვირა, თავადაც მიხვდა ზედმეტად მამაღლი იყო და ემოციების გაკონტროლებდა მართებდა- არის და თანაჩ თავშია...
-- ლოგიკურად იაზროვნე... როგორ შეილება მე შენ მიყვარდე... კარგი რა...მე საკუთარი თავი უფრო მიყვარს, ვიდრე შენ და ამიტომ ვაკეთებ ამას...
-- ისევ შენი ეგოიზმი...მის გარეშე ხომ ვერ ცხოვრობ...გასაგებია რაც გინდა მითხრა... გადადი არ დაგაგვიანდეს...--- შეიძლება ვთქვა მომიშორა თავიდან, გამაგდო, მაგრამ მე მასზე არ გავბრაზებულვარ... მე მესმოდა და დღემდე მესმის ყველასი და ყველაფრის... მე ყველაფერს ჩემებურ ახსნას ვუძებნი.
--თქვენ არ გქონიათ მიჩვევა??
--რა თქმაუნდა კი,როგორ არ მექნებოდა...გგონია ჩემთვის ადვილი იყო?! მაგრამ ამ მომენტსაც მე ჩემებურად ვხსნი. მე რეალისტი ვარ და მჯერა იმის რასაც ვხედავ და რასაც ვეხები
--ღმერთის გწამთ?--დამაინტერესა მისი პასუხი რა იქნებოდა, ჩაეცინა
--ჩემებურად კი
--მაინც?
--მე არ ვარ ეკლესიური ადამიანი, არ დავდივარ სხვებივით ყოველკვირა ეკლესიაში, ვერ ვიცავ მარხვებს არ მყავს მოძღვარი... მაგრამ მწამს უფლი, მწამს ის ჩემს გულში და არა ისე რომ ვინმეს დავანახო
--უბრალოდ რომ ახსენეთ რასაც ვხედავ და ვეხებიო მაგიტომ გკითხეთ
--კი მესმის... მივხვდი.. მე უბრალოდ ასე აღვიქვამ.. ჩემებურად აღვიქვამ ყველაფერს....არა ისე როგორც ყველა... რაც შეეხება საკითხს მე გამიჭირდა?...კი,.. და მე ეს მონატრება ჩემი ეგოიზმით ავხსენი...როგორ??... როდესაც ადამიანი გენატრება,ეს ეგოიზმია...გენატრება მაშინ როდესაც მასთან კარგად ხარ და არა პირიქით შემთხვევაში,,,ანუ რა გამოდის?? ეგოისტები ვართ ყველანი, თავს ვიკლავთ მონატრებით და არ ვაცნობიერებთ,რომ ეს მონატრება ჩვენი ცუდად ყოფნიდან გამომდინარეოს,ეს ცუდად ყოფნა უკვე კავშირშია ეგოიზმთან...--დავფიქრდი.არც დავეთანხმე,არც მიუარყვია, გააზრება და დაფიქრება მჭირდებოდა ყველაფერზე
--მაგრამ ხომ იყო ისტორიაში სიყვარული,რომლის გამოც თავს წირავდნენ?
--რომეო და ჯულიეტა??--თავად დამასწრო-კი იყვნენ... მაგრამ აღარ არიან..ასეთი ახლა აღარ ხდება,,, მაშინ ისე აღიქვამდნენ სიყვარულს,დროის ცვლასთან ერთად აზროვნებაც იცვლება და ალბათ ამიტომ აღარ არიან...სიყვარული სიკვდილით არ მტკიცდება,--გაჩუმდა და მივხვდი თემას ძალიან გადავუხვიეთ
" ჩვეულებრივად განვაგრზე ყოფნა. მ,იჭირდა ძალიან,მაკლდა მისი ყურადრება და სითბო, მაგრამ ყოველთვის როცა ეს აზრები შემომაწვებოდა,მაშინვე საწინააღმდეგო აზრს ვახვედრებდი გონებას,"არასწორი ურთიერთობა". სამი დღე გავიდა ასე..
შინ ფეხით წასულა გადავწყვიტე.მშვებიერი საღამო იყო. ყოველთვის როდესაც ფეხით სადმე მივდივარ აუცილებლად ყურსასმენით ვირთობ თავს. არაპერი მესმოდა ჩემი საყვარელი მუსიკის გარდა,ირგვლივ კი ხალხი მიდი-მოდიოდა,ავტომობილები მოძრაობდნენ.ალბათ ვიგაც ყვიროდა,ვიღაც საუბრობდა,რაღაც გრუხუნებდა მაგრამ მე არ მესმოდა, მე ჩემს სამყაროში ვიყავი... ცემი უბნის მაღაზიაში შევიარე, სიგარეტი მქონდა საყიდელი,მეზობლის ქალს გადავეყარე.(რატომ არის რომ ასაკში სესულ ხალხს ბევრი ლაპარაკი უყვართ? ალბატ არავინ უსმენს ოჯახში და იმ ენერგიას ლაპარაკისას გარეთ შემხვედრებზე ხარჯავენ,). მომიკითხა,როდის ვთხოვდები აინტერესებდა,კიდევ რაღაცეები გამომკითხა, დავაკმაყოფილე მისი ცნობისმოყვარეობა ბოლომდე. "დღეს ვიღაც კაცი აკაკუნებდა შენს კარზე,რამდენიმე ხნის უკან"-მამცნო მეზობელმა. რა თქმა უნდა მივხვდი "ის"იყო. ისევ ყურსასმენები მოვირგე და სადარბაზოსკენ წავედი. სიმართლე გითხრათ გულის სიღრმეში ვიცოდი რომ მოვიდოდა,მაგრამ რისთვის ეს არ ვიცოდი."
--გიყვართ?-- ვკითხე და გავაწყვეტინე საუბარი,
-- როდესაც გრძნობაში ეჭვი გეპარება ეს უკვე სიყვარული არ გამოდის ალბათ ხომ?... ხანდახან მეგონა მიყვარდა,ხანდახან არა...ეს რაღაც ისეთი იყო რაც დღემდე ვერ გამირკვევია...თუ კი მიყვარდა სად წავიდა გრძნობა??... არ მიყვარდა?? მაშინ რა იყო ის ემოცია,ის განცდა,ის გულის აჩქარება როცა მას ვხედავდი??.... შენ იცი რა არის ისყვარული??
--მე?.. მე...-დავიბენი....-მე არა ,არვიცი ვიცი თუ არ ვიცი... იცით მე ცოტა ...
--გასაგებია....მეტყვი არ გამომიცდიაო.... -გაჩუმდა,,,ჩაფიქრდა..აშკარად მნიშვნელოვანზე ფიქრობდა... ისიც ფიქრობდა და მეც...უყვარდა?? რას გრძნობდა?.. იქნება წყენის გამო აღარ უყვარდა? იქნება მალავდა? მაგრამ არ დამალავდა...ამდენი არ დამალა და ამას რატომ დამალავდა?!.......
გარეთ უკუნითი ღამე იდგა. სავსე მთვარე ანათებდა ჩაბნელებულ ქალაქს,ნაწვიმარი ქალაქი სიჩუმეს და სიბნელეს მოეცვა.... წარმოვიდგინე შენობა სადაც ვიყავი გარედან... ალბათ რა ლამაზი სესახედი იკნებოდა გარედან...ამხელა შენობა,ამდენი ფანჯრები და მხოლოდ ერთ ფანჯარაში ანთია სინათლე...მხოლოდ ერთი ფანჯრიდან გამოდის ნათელი და არ აძლევს საშვალებას წყვდიადს,შთანთქოს არემარე... ამ ღია ფანჯრის მიმა ზის ორი მანდილოსანი,რომელიიც არკვევს რა არის სიყვარული... აი რომანტიკა ამას ქვია :) შუაღამე, წვიამიანი ღამე, სიბნელე,სიჩუმე,გრილი სუფთა ჰაერი,დიდი ოთახი და ოთახში თემა "სიყვარული",,,,,, მივხვდი გამიჭირდებოდა ახლა მის გრძნობების აღქმა რომ რაიმე დასკვნა გამეკეთებინა,ამიტომ ვამჯბინე გაეგრძელებინა თხრობა.
"როდესაც ჩემთან მოვიდა,უკვე დასვენებული და გამოცვლილი ვიყავი შინ. ჩვეულებრივად ვკითხე
--შემოხვალ?-და კარი შევაღე. უსიტყვოდ შემოვიდა,სამზარეულოში გავიდა პირდაპირ.
--ყავა გამიკეთე ..-სამზარეულოში მაგიდასთან იჯდა. მივტრიალდი გაზქურასტან და ყავის მოდუღება დავიწყე. რომ ამბობენ "დასჯილი ბავშვივით იჯდაო" მასე არ ყოფილა,მაგრამ სანამ საუბარს დაიწყებდა ფიქრობდა თავისთვის,ყავა დავუდგი და წინ დავუჯექი--არ მკითხავ რატომ ვარ აქ??-კითხვის დასმით დაიწყო საუბარი
-- კითხვა რა საჭიროა,როცა ისედაც მეტყვი...რა მოხდა?!
-- ცუდად ვარ.....უშენოდ ცუდად ვარ-მითხრა და ყავა მოსვა,არც თავის მამაკაცური თავმოყვარეობის შელახვა უნდოდა,არ უნდოდა სისუსტე ეჩვენებინა და არც გრძნობების დამალვა უნდოდა.ცუდ დღეში იყო.--ცუდად ვარ,,არ ვიცი რა როგორ,არ ვიცი...უფრო სწორად ვიცი ყველაფერი,მაგრამ...არ შემიძლია ასე... მაკლიხარ,მენატრები.....მისმინე...
--სიყვარულს მიხსნი?-ვკითხე,მინდოდა შეეწყვიტა ახსნები თუ როგორ იყო უჩემოდ,არ მინდოდა ის სიმაგრე დამეკარგა მისი საუბრის შემდეგ რაც იმ მომენტში ჩემ თავში მოვიძიე..არ მინდოდა გაეგო რომ არც მე ვყავი კარგად,დაე ეფიქრა რომ მე ყველაფერი კარგად მაქვს...
--შენ მაგის ახსნა არ გჭირდება,ისედაციცი,ისედაც ხვდები,...მე იმას გიხსნი რომ სიყვარულზე მეტი ხარ
--ეგ როგორ?-გამიკვირდა...რა სეიძლებოდა ეთქვა რომ იმაზე მეტი სეილება უწოდო?!
-- სენ სტიმული ხარ...ჩემი ცხოვრების,ჩემი არსებობის.....-გაგიკვირდებათ და მე ზუსტად ვიცოდი რასაც მეუბნებოდა.წარმოიდგინეთ ადამიანი რომელიც ცხოვრობს და ყველაფერს აკეთებს უბრალოდ,და არ აქვს სტიმული,ესე ცხოვრება ხომ უაზრობაა??....წარმოიდგინეთ გაქვთ სტიმული და ამ სტიმულს კარგავთ ესეც ხომ უაზრობაა??... მე მივხვდი ჩემს მნისვნელობას...მე მივხვდი მის მდგომარეობას...მე თუ მისთვის სტიმული ვიყავი,ის ჩემთვის ბედნიერება იყო...იყო კი,მის გვერდით ყოფნისას მუდმივად ბედნიერების გრძნობა მქონდა..... ე.ი. ის იყო..
იმ ღამეს არ დარჩენილა მაგრამ ძალიან გვიან გავაცილე. თითოეული ჩვენი ინტიმური ურთიერთობა ახალი,უცხო და უფრო და უფრო კარგი ხდებოდა. ვეფერებოდით ერთმანეთს მანამდე სანამ ამის ძალა შეგვწევდა. იყო მხოლოდ ჩემი და მისი სხეული,რომელიც ერთ მთლიანად გარდაიქმნა,ყოველი მისი ალერსი და მოფერება,მუდმივად იცვლებოდა და უფრო და უფრო მიზიდავდა და მაგიჟებდა. ის იყო კაცი,რომელმაც ყოველგვარი ინტერესი დამაკარგინა სხვა მამაკაცებისა,მან მოახერხა ის, რომ კომპლიმენტი საჩუქარი და ყურადრება სხვებისა, ჩემთვის ძალიან უმნიშვნელო გახდა და საერთოდ არაფრად ვაგდებდი. ჩემთვის დაიხურა მამრობითი სქესი მის გარდა... ის მაძლევდა იმას, რაც ქალს უნდა და რა მიზეზიღა მექნებოდა სხვისკენ გამეხედა?!.. ის მაძლევდა სითბოს,ყურადღებას,ზრუნვას,ბედნიერებას...როდესაც ხვდები რომ მისთვის უძვირფასესი ხარ,უმნიშვნელოვანესი ეს უნდა "შეირგო".
--ანუ გააგრძელეთ ურთიერთობა..
--კი გავაგრძელე... მეც მიჭირდა მის გარეშე...წუთებში გადავწყვიტე "რაც იქნება იყოს"და დარჩენა შევთავაზე. ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყო,დილა მისით იწყებოდა ღამე მისით მთავრდებოდა...
--ალბათ ძალიან ფრთხილობდით
--თავიდან კი მაგრამ მერე აღარ... ალბათ ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა , მაგრამ ისრაც მოხდა, რომ არ მომხდარიყო, ეს ურთიერთობა არასოდეს დამთავრდებოდა ალბათ...
--თქვენმა სამეგობრომ იცოდა?..ოჯახის წევრებმა?
--იცნობდნენ და იცოდნენ რომ ჩემს გვერდით იყო,.."ცოლი" თუ ჰყავდა რათქმა უნდა არ მითქვამს
--შეგრცხვათ?
-- ჩემების კი,მართლაც შემრცხვებოდა...სამეგობროში არ დამიმალავს
--და რეაქცია?,,,
-- თავად ურთიერთობა რომ ძალიან დიდი რისკი იყო და ბევრი რამ იდო ამ ურთიერთობაზე ესეც ცხადია...აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა რათქმა უნდა,მაგრამ საბოლოოდ ყველამ ფრთხლად ყოფნა მირჩია
-- თქვენი "უცხო"? მასთან არ გქონიათ პრობლემა?
--არანაირი.როგორც გითხარი ჩვენ გარკვეული გვქონდა ურთიერთობა.მაგრამ რომ აღარ გამოვჩნდი ერთხელ მომიკითხა თავად
--უთხარით რომ სხვა გყავდათ?-მივხვდი უხეშად გამომივიდა მაგრამ სიტყვებს უკან ვერ დავაბრუნებდი
--არა მასე არ მითქვამს,..უბრალოდ ცვლილებები რომ იყო ჩემს ცხოვრებაში ვუთხარი და რომ აღარ დავურეკავდი. ძალიან მშვიდად და გაგებით მოეკიდა და იმის მერე მართლა არ დამირეკავს.
--ახლა მარტო ხართ?
--არა, მარტო ყოფნა არარის იოლი... არსებობს ადამიანი...მაგრამ ეს ის არარის რაც მინდა მაგრამ იმათ ჯობია რა ვარიანტებიც იყო-სიგარეტს გაუკიდა და ღრმა ნაფასი დაარტა.
--რამ აგირიათ ურთიერთობა?
--ცოლმა...-დაუფიქრებლად და მალევე მიპასუხა-უკვე აშკარად ხვდებოდა რარაცას,ან როგორ არ მიხვდებოდა,როცა 24 საათის განმავლობაში მეუღლეს სახლში 6 საათი ნახავ და ისიც მძინარეს...უკვე მძიმე სიტუაცია ჰქონდა ვხვდებოდი...ტელეპონი მუდმივვად რეკავდა, ალბათ უსიამოვნებებიც იყო სახლში და ძალიან ვდარდობდი,მაგრამ ტავად მამხნევებდა..."თავად მოვაგვარებ ყველაფერს",ასეთი იყო მისი პასუხი.
--არ გაგჩენით სურვილი რომ სამუდამოდ ერთად ყოფილიყავით?
--ანუ მისი ცოლი გავმხდარიყავი......ეს უბრალოდ ჩემი ფიქრები იყო... ჯერ ერთი ეს უღტიერთობა არ ყოფილა იმ ხანგრძლივობის და იმ სიტუაციაში რომ მაგაზე მელაპარაკა,მაგრამ ვფიქრობდი ჩემთვის,ნეტა რა იქნება? და ამდროს თავს ვაჯერებდი და არ ვავიწყებდი რომ დროებითია ის სენი არარის...ერთხელ ვისაუბრეთ ამ თემაზე და დავხურეთ თემა
-- სანტერესოა...
-- მე ალბათ იმის უფრო მეშინოდა ის პოზიცია არ დამეკარგა მის ცხოვრებაში, რაც მქონდა, თავადაც ძალიან არეული იყო... არ იცოდა რა უნდოდა
--საიდან დაასკვენით?
--სასეირნოდ ვიყავით,საღამო იყო და თბილისის ქუჩებზე გავისეირნეთ მანქანით. არ მახსოვს რამ მოიტანა თემა მაგრამ მოკლედ გეტყვით როგორც იყო. ავტომობილი გააჩერა და საუბარი დავიწყეთ,მობილურმა ტელეფონმა დარეკა,დახედა და გათიშა. მივხვდი "ცოლი" იყო.
--გავშორდებოდი, მაგრამ ბავშვი მეცოდება-- თქვა როდესაც თემა დისკუსიაში შევიდა.მე არც ვიკადრებდი და არც დაძალებას დავუწყებდი ან შანტაჟს, რომ ოჯახიდან წამოსულიყო.მაგრამ ამ სიტყვებით მივხვდი რომ ის ოჯახს არასოდეს მიატოვებდა.თან მას ჩემნაირი "მეუღლე"ნამდვილად არ სჭირდებოდა
--რატომ ამბობთ მასე?
-- ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა მაგრამ ჩვენი ოჯახური თანაცხოვრება, მუდმივი კონფლიქტები იქნბეოდა. მას ზუსტად ისეთი ცოლი ჰყავდა რგორიც სჭირდებოდა
--მაშინ თქვენთან რა უნდოდა?
--ის რაც მე...ურთიერთობა
--ისეთი ცოლი როგორიც უნდოდა...როგორი?
--მორჩილი, მასზე დამოკიდებული და სუსტი,...სუსტი იმ გაგებით რომ დამოუკიდბლობა აკლდა,და არა იმიტომ რო მეოჯახე ქალი იყო,ზოგადად
--ჰმ..-ჩემთვის ამოვიოხრე, ნუთუ "ჩემი გმირის"დამოუკიდებლობა და სიძლიერე იყო დამნაშავე იმაში რომ თავს არასაჭირო მეორენახევრად თვილდა მისთვის?!
--გიკვირს??..მეც მიკვირს საკუთარი თავის დამიჯერე.... მას უყვარდა ცოლი, უყვარდა ისეთი როგორიც იყო, მაგრამ მეც ვუყვარდი ასეთი როგორიც ვარ
--ორი სიყვარული???-ძალიან გავიკვირვე
--კი ორი..-დარწმუნებულად თქვა- მას ჰყავდა ორი ქალის კატეგორია,რომელსაც ერთ ქალში ვერასოდეს იპოვნიდა. ორივე უყვარდა,ვერცერთს თმობდა,მაგრამ არც ორივეს ყოლა იყო მართებული.... მისი „ცოლის“ სახით შეიძლება ითქვას იდეალური მეოჯახე ქალი, რომელსაც მუდმივად ჰქონდა ოჯახში სადილი, ზრუნავდა ოჯახზე და პირნათლად ასრულებდა „ცოლის“ მოვალეობას....ჩემი სახით საინტერესო ქალი, რომელიც აძლევდა სტიმულს, რომლის იმედი მუდმივად და ყველაფერში შეიძლება გქონოდა, რომელთანაც არაჩვეულებრივად ატარებდა დროს ყველა ასპექტში, როგორსაც ვერ მიღებდა „ცოლისგან“.
--და თქვენ ამ ყველაფერს ასე მსუბუქად უყურებთ? მე თუ კი რამ მსმენია ასეთ თემაზე, ყოველთვის სხვაგვარი შინაარსით, ჩხუბებით, შეწუხებებით, მუქარებით და ა.შ.
--კი,მასეა...მასეა უმრავლესობასთან ვისაც ასეთი ურთიერთობა აქვს ,მაგრამ ...ახლა ხვდებით რატომ გადავწყვიტე ამის მოყოლა?
--ახლა ყველაფერი გასაგებია ჩემთვის.



№1  offline წევრი თაკუნა86

ეს არარის რომანი და არც ისტორია ეს უფრო ფსიქოლოგიურია და ნუ მტხოვთ მოქმედებები გავზარდო. ვერც ყველა ასაკი გაიგებს აქ რა წერია... რთულია და იმიტომ

 


№2  offline წევრი თაკუნა86

რაღა მე მოგკლა :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent