შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჟურნალისტო! შარში ხარ...(თავი 4)


3-09-2017, 21:12
ავტორი Yagami
ნანახია 2 828

როგორც კი სიცილი შევწყვიტე და დედამიწას დავუბრუნდი ლევანი კითხვებით დავღალე.
-ანუ ახალ წელს შენთან ერთად შევხვდები?-ამ კითხვას უკვე იმდენჯერ ვუსვამ ნერვები ეშლება.
-კი და ბედობასაც-მეუბნება ჯერ კიდევ როგორღაც წყნარი ხმით.
-და შენ არ გინდა რომ წახვიდე და გაერთო? მე რაში გჭირდები?
-ახალ წელს ჩემი ბავშვობის მეგობრები ჩამოდიან და წარმოდგენა მაინც თუ გაქ რამდენ სამარცხვინო ისტორიას მოგიყვებიან ჩემზე?-სიცილნარევი ხმით მეუბნება.
-ნუ მაინტიგებს რა... და ხო ისე შენს ვარჯიშს შემიძლია დავესწრო?-მანქანა დიდ შენობასთან ჩერდება და ჩვენც გადავდივართ.
-კი, მაგრამ იცოდე რომ მე მაიკის გარეშე მიყვარსს ვარჯიში-თვალების თამაშით შედის შენობაში.
-აქ ვერ დაგნებდები ბიჭოოო-ხელს დემონსტრაციულად ტანზე ვიფარებ, ჩემ ამ საქციელზე თვალებს ატრიალებს და ლიფტის ღილაკს თითს აჭერს. რაღაც ეს არ გავს სავარჯიშო დარბაზს.
-ისადა შენადა სად მიგყავარ? ჯერ ესე სავარჯიშო დარბაზი არ მინახავს.
-და ვინ გითხრა მერე სავარჯიშო დარბაზში მივდივარ ეგრევეო?-ალმაცერად მიყურებს და მეკითხება.
-აბა მიტაცებ?.... მიშველეთ, მიშველეთ მიტაცებენ-ვკივი თან ხმაში სიცილი მეპარება, უცებ ლევანი პირზე ხელს მაფარებს და სიცილით მეუბნება.
-გაჩუმდი გოგო, მამაჩემის კომპანიაში ვართ-ეხლა უკვე გასაგებია. ლევანის მამა ცნობილი ბიზნეს მენია, მას შემოაქ სხვადასხვა სახის მანქანები და მოტოები საქართველოში, ასევე აქ თავისი სასტუმროების მრავალი ქსელი სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში... და ხო ეს კაცი ჩემი კუმირია.
-მოიცადე მამაშენს შევხვდები?-გაოცებული ვეკითხები ლევანის, მაგრამ ვინ გისმენს? არავინ! ლევანი ვიღაც შავგვრემას მიდგომია და უკვე ნომრის გაგებაზეც მიდგა საქმე, ნეტა ამდენი ხანი ვფიქრობდი? ამან რო უკვე გოგოც დაკერა და ნომერიც გაიგო.... მოიცადე ლეა, ეს არ ქნა, არა მიდი ლეა შური იძიე... მაგრამ რაზე უნდა ვიძიო შური? აა ხო ჭიანჭველა რომ მიწოდა მაგაზე. თმას ხელით უკან ვიყრი, ცრემლებს ოდნავ ვიგუბებ თვალემში და მათკენ მივიწევ. ლევანს უკან ვუდგები და ზურგზე ხელს ვურტყავ, ისიც აშკარად გაკირვებული ბრუნდება უკან.
-ამას რატომ მიკეთებ?-გოგონა დაბნეული გვიყურებს- რადგან კიბო მაქ, იმიტომ? იმიტომ რომ მალე მოვკვდები? შენ კი... აქ დგახარ და სხვას ეჩალიჩები... იცი ამას გაპატიებდი, რომ არ გეთქვა რომ გიყვარდი და სხვა გოგოები უბრალოდ გასართობები იყვნენ, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია, ამას არ გაპატიებ და თუ მოვკვდები მინდა იცოდე, რომ ეს შენი და ამ ქალბატონის ბრალი იქნება... კარგად ლევან-ლევანი გაშტერებული დგას და მიყურებს, ის გოგო კი ლევანისკენ გაბრაზებული ბრუნდება და სახეში წყალს ასხავს, მერე კი მე მიბრუნდება. უი მგონი ზედმეტი მომივიდა.
-შენი მესმის და ძალიან ვწუხვარ, არ იმსახურებს არც ერთი ბიჭი შენს თავს-მადლობის ნიშნად თავს ვუკრავ, ის კი გაშეშებული ლევანისკენ ბრუნდება-გრცხვენოდეს რა-ეუბნება და მიდის. ლევანის კი სახეზე სიბრაზე ესეხება.
-ვაიმეეეე ეს რა ვქენი, მე ვიყავი? მომიკვდეს თავი დავტოვე ბიჭი დაუკმაყოფილებელი.
-და რო რამე იყო შენ ამინაზღაურებ ან სიამოვნებას?- სახეზე გაბრაზე უქრება და გამომცდელად მიყურებს.
-ანანოს ნომერი მაქ გინდა?-ვეუბნები თუ არა სახე მაშინვე ეცვლება-ხო არა, შეგაძულა ქალთა რასა?
-მაგას ჯერ-ჯერობით მხოლოდ შენ ახერხებ.
-ჩემნაირ კარამელ გოგოს ეუბნები მაგას ბიჭო არ გცხვენია?
-არა-ღიმილით მიმიძღვის წინ.
-გულს მტკენ, მაგრამ გაპატიე თუ მამაშენს გამაცნობ-ხელზე ვეხვევი და ვცდილობ რომ გული მოვულბო, რავი თეოსთან ჭრის ხომლე და...
-რას მეკნუტები გოგო-დაძაბული ღიმილი დასთამაშებს სახეზე, მეც მეტი რა მინდა.
-მიაუ, მამაშენი გამაცანი, მიაუ.
-რათ გინდა მამაჩემის გაცნობა?
-ის ჩემი კუმირია-ვამბობ გაბრწყინებული, მაგრამ რაღაც შავი ნათება მაჩერებს, აუ დედა ლევანი ყოფილა, რატო მიყურებს ნეტა ესეთი სახით?
-რა პრობლემაა კაცო გაგაცნობ-მეუბნება ირონიული ღიმილით. ლევანი რაღაც ოფისის კარებს აღებს და წინ მიშვებს, მერე კი თვითონ მომყვება უკან, ოთახი დიდი და ნახევრად ცარიელია. თვალები მიბრწყინდება, როდესაც ფანჯარასთან მდგარ ბატონ კახაბერს ვხედავ, სწორედ ისეთი როგორიც წარმომედგინა, ეს კაცი ჯერ კიდევ ჩემი ბავშვობის კუმირია. ბატონი კახაბერი ჩვენკენ ოდნავ ბრუნდება და გვანიშნებს, რომ ერთი წუთით მოვიცადოთ, ცოტახანი მე მაკვირდება მერე კი ისევ ტრიალდება, ღმერთო რა სირცხვილია, ალბათ რა გიჟის სახით ვდგავარ. კახაბერის ყურებაში ლევანის ხმა ბუნდოვნად ჩამესმის, მხოლოდ და მხოლოდ იმას ვიგებ, რომ იმ გოგოზე ბურტყუნებს; რა კარგი გოგო იყოო, კიდე ის გავიგე რომ სამი ყავა შეუკვეთა და თვითონ თურმე უშარო უყვარს, კიდე ის გავიგე რომ უნდა დავმჯდარიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი გავიგე მარტო მეტი კი არა. ლევანი ხელს მავლებს და დაჰიპნოზებული მივყავარ სავარძლისკენ, არა უფრო მიმათრევს. კახაბერი როგორც კი ბრუნდება ფეხზე ვხტები, ჩემ საქციელზე ჯერ სიცილისგან გალურჯებულ ლევანის უყურებს მერე კი ეცინება.
-გა...გამარჯობათ ბატონო კახაბერ-ბურტყუნით ვესამბები და ხელს ვართმევ.
-გამარჯობა, შენ ალბათ ლევანის...
-ხო ჩემი ახალი გოგოაა-არ აცლის ლევანი დასრულებას ისე ამბობს და ხელს წელზე მხვევს. ჰაჰაჰაჰა, რაო? ღიმილი სახეზე მახმება და ლევანის ვუყურებ გაშტერებული.
-რ..რა?-ის კი არ მიყურებს და ლაპარაკს აგრძელებს.
-ხო, ძალიან მთხოვა შენთან ერთად, ერთ დღეს გავატარებ და მერე თუ გინდა დამიკიდეო და უარი ვერ ვუთხარი-ვშეშდები, აი სამაგიეროც ამას ქვია, დამაცადოს ამან როგორც კი ჰიპნოზიდან თავს დავახწევ რას ვუზავ. ღმერთო, ბატონი კახაბერი როგორი სახით მიყურებს, რა სირცხვილია, ვგრძნობ რომ მიწითლდება სახე და როგორ მიწყლიანდება თვალები.
-არა..-ხმის კანკალით ვიწყებ თავის მართლებას ჩემ კუმირთან-არა, მე... ის ხუმრობს, მე...
-მოიცა გრცხვენია?-იცინის ლევანი და თავზე ხელს მისევს, დამპალო ეხლა ბატონი კახაბერი არ იყოს აქ რას გიზავდი.-კარგი რა გოგო.-ესე გემრიელად იცინის ეხლა საკუთარ კბილებს ვაჭმევ!-კარგი, კარგი ვიხუმრე, ჩემი პირადი ჯურნალისტია.
-ა შვილო ბოდიში-ხელს კიდევ ერთხელ მართმევს ბატონი კახაბერი-მე გიხდი ბოდიშს ამ დებილის გამო, არ იცის რა სად უნდა თქვას, შენ ხარ...?
-ლეა, ლეა ინასარიძე-სწრაფად ვეუბენები ჩემ სახელს და გვარს.
-ხო ლეა, გახსენა ამ ვაჟბატონმა, კარგი ჟურნალისტიაო.
-რა ტაპივია-ცალყბა ღიმილით ვუბრუნები გაბრწყილებულ ლევანს.
-ხო როგორც კი გახსენა შენი ყველა სტატია წავიკიხე, სხვათაშორის ამ ბოლო დროს ძალიან ცოტა ჟურნალისტია ვინც ესე საინტერესოდ წერს, შედა და გარე თემებზე. ყველა გენდერულ თანასწორობაზე და საყვარელ კატებზე წერს, შენ კი ქართველი და უცხოელი სამხედროების შეიარაღებაზე, ეს ძალიან დასაფასებელია. ასევე ისეც წავიკითხე თუ როგორ ექცეოდნენ ქალებს ჯარში და ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა ჩემზე, ქალები არ იმსახურებნ ასეთ მოპყრობას და ისიც აღსანიშნავია რომ შენ მათ პირადად ეწვიე და ისე დაწერე ეს სტატია- მომეჩვენა თუ ეხლა ჩემმა კუმირმა მითხრა რომ ჩემი სისულელე სტატიები აქ წაკითხული.
-კაი ნუ დარჩები ეგრე თქვი რამე-ლევანის ირონიუ ხმას მოვყავარ გონს.
-არც კი ვიცი რა ვთქვა ბატონო კახაბერ არ მოგონა თუ ვინმე კითხულობდა მათ.
-ბატონო კახაბერ?-გაეცინა კახაბერს-მარტო კახა შვილო, ეგრე რო მეძახიან თავს ბებრად ვგრძნობ-„ხარ კიდეც“ გავიფიქრე. მაგრამ თქმას როგორ გავბედავდი.
-კარგი კახა მომეცი ის და წავედი ვარჯიში მაქ-ლაპარაკს გვაწყვეტინებს ლევანი და თვითონ ერთვება მთქნარებით. კახაბერი თავის მაგიდასთან მიდის და რაღაც კონვერტს აწვდის შეწუხებული სახით.
-აიღე-ლევანი სწრაფად ართმევს და შიგნით ცხვირს პატარაზე ყოფს, სახეზე ოდნავი სიბრაზე ესახება, ჩემკენ ბრუნდება და მკვახედ მახლის:
-წავედით-კახას ვემშვიდობები და ლევანს უკან მივყვები. მანქანაში ისე ვჯდებით და მივდივართ, რომ ხმას არ ვიღებთ, სახეზე ეტყობა, რომ გაბრაზებულია, ამიტომ სამაგიეროს გადახდაზე ჯერ არ ვფიქრობ. ჩემთვის უკვე ნაცნობ შენობასთან ვჩერდებით და გადმოვდივართ. ლევანი წინ ისე მიდის მე არც მიყურებს, ნეტა რა იდო ესეთი იმ კონვერტში? უკან კუდისავით მივყვები და წარმოდგენა არ მაქ სად მისი, ოღონდ გასახდელში არ შემიყვანოს და... კარს აღებს და ჩემსკან გაბრაზებული ტრიალდება.
-ყველგან უნდა მდიო? თუ გინდა, რომ იმ გოგოების სიაში გაგამწესო უკან, რომ დამდევენ? შეგიძლია დარბაზში დამელოდოო-კბილებში ცრის ლევანი, არ ვიცი რისი ემედი აქ, მაგრამ მგონი თავის ადგილის შეხსენა ჭირდება და ერთად-ერთი ვინც მისი ადგილი კარგად იცის აქ მე ვარ.
-აი ეხლა კარგად მომისმინე-წარბებს წევს და კარებს ეყრდნობა-ეს ჩემი სამსახურია ბიჭუნი და მეტიმც არ მინდა რამე პრობლემა შემექმნას სამსახურში შენს გამო! შენ თქვი, რომ ინტერვიუს მომცემდი და მეც სწორედ, ამიტომ ვარ აქ! ჩემი სამსახურისთვის! არამგონი იცოდე სამსახური რას ნიშნავს, რადგან მამიკოს ფულით აკეთებ ყველაფერს, მაგრამ გეტყვი რომ ეს ფუფუნება სხვებს არ გაგვაჩნია და თუ შეიძლება რა! ეგ შენი გაბრაზებები და მაგარი ბიჭის იმიჯი ერთ ადგილას...-ცოტა ხანი ვჩერდები და ჩემ ბოლოს სიტყვებს ვასწორებ- არავის ჭირდება რა. თუ გაბრაზება გინდა იმას გაუბრაზდი და დაამხე ყველაფერი ვინც შენ აგიტანს და აი მე ნამდვილად არ ვაპირებ კიდევ ერთი ფსიხი ავიტანო, ამიტომ მოჯექი და ნება მომეცი რომ ჩემი საქმე ვაკეთო, თორე როგორც მამაშენმა თქვა წერის კარგი ნიჭი მაქ და აბა წარმოიდგინე რეების დაწერა შემიძლია?! ისე ჩაგძირავ ამოსვლის თავიც აღარ გექნება!-კბილებში ვცრი სიტყვებს და ერთი ნაბიჯით ახლოს ვიწევი მისკენ, ის კი დგას და ცალყბა ღიმილით მიმზერს-რამე სასაცილო დაინახე? თუ არ გგონია რომ შენთან ერთი-ორი საუბრის შემდეგ ამის გამკეთბელი არ ვარ? ძალიან ცდები ლამაზო... და არც ის გეგონოს, რომ მე იმ შენ ერთჯერად გოგოებს ვგავარ, მე ჩემი პრინციპები და თავმოყვარეობა მაქ, მათნაირ ერთ რამეზე მოაზროვნე არ გეგონო-არაფერის თქმას არ ვაცლი ესე ვტრიალდები და მოვდივარ. ესღა მაკლდა რა, კიდევ ერთი ნარცისი იდიოტი, რა გონია ნეტა ვინ ვარო, ან ვის ველაპარაკებიო? რატომ გონია ამ ხალხს, რომ თუ მხიარლი ხარ და მათ ყოველ შეხვედრაზე თავიანთი საქციელის გამო თავზე არ ა*ვავ, ანუ ეს არ შეგიძლია თუ რა? აი ეხლა აცოდინება რა შემიძლია და რა არა, მე ძალიან კარგად ვიცი სადაა ზღვარი და ამ ხალხმაც რომ ისწავლოს არა? გამწარებული შევდივარ დარბაზში, თვალები ისე მაქ დაბნელებული სიბრაზისგან , რომ ვიღაცას ვეჯახები.
-აუ მე თუ არ ვიწევი შენ ხო მაინც ხო უნდა გაიწიო რა!!!-ვაყრი სწრაფად და მხოლოდ მერე ვიყურები ზემოთ ორ მეტრიანი სხეული, რომ დამცქერის ლაღად, არა მართლა ორ მეტრიანი კი არა უბრალოდ ჩემზე მაღალია რა. გიორგი კანდელაკი! ვაიმე მე ეხლა გიორგი კანდელაკს დავეჯახე??? აი, სულ ლევანის ბრალია რა! ღმერთო რატო მიღიმის? ვაიმე რა კარგი ღიმილი გაქ. ვასი ხარო შენო ვისი? ეხლა გული წამივა.
-უკაცრავად, აწი მე გავიწევი ხოლმე- თბილი სიცილნარევი ხმით მეუბნება გიორგი და ლამისა დავდნე, ღმერთო რა დროს ბრაზი იყო? ვაიმე, ნეტა როგორ გამოვიყურები? აუ ვიცოდი მაკიაჟი რომ არ უნდა წამესვა რას ვგავარ ალბათ!
-არა, მე ... ჩემი ბრალი იყო-თავს ვხრი და სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ წინ. ამ დროს ტვინი: „აააააააააააააააააააააააააააააააააააააა, რა უნდა აქ?! რა რა უნდა აქ გოგო კალათბურთელია! ღმერთო ალბათ რას ვგავარ, აუ ეხლა მასთან შეხვედრის დრო იყო? ვაიმე ნეტა ჩემი საუბარი ხო არ მოისმინა? ღმერთო, წნევა მიფანფალებს“ იმის შიშით, რომ ამჯერად მაკრეგოს არ დავეტაკებოდი თავს ვწევ და ისე მივდივარ. ცარიელ დარბაზში შევდივარ და წინა ადგილებს ვიკავებ, აქიდან უკეთ ჩანას ხომლე. ტელეფონს ვიღებ და საბას ვურეკავ.
-ვაიმე შენ უნამუსო ლაწირაკო! ეგრე უნდა ხო ჩემი დავიწყება? ვაიი დაგავიწყებ მე შენნნ! რატო არ მირეკავ ჰა? ეხლა არ მითხრა არ მცალიო თორე თავს გაგიპობ! და ხო ისე, რა არ მოგეწონა ესპანეთში მაკასთან? რატო გადახვედი ბიძასთან საბერძნეთში? გინდა გააგიჟო ეგ კაცი?! მაგ ადამიანს თავი შვილებიც ყავს შენ რომ არ აეკიდო!... რა ხო როგორ ხარ, რას შვები? არის რამე ახალი შენკენ? როგორ მომენატრე იცი?-უცებ ვაყრი იმ ყველაფერს რაც მახსენდება და ჩემი უნამუსო ლაწირაკი ძმის პასუხს ველოდები.
-ესე რო იცოდე სპიკერზე მაქ ჩართული და გიამ ყველაფერი გაიგო, და ხო რავი ვართ, არაფ....
-ვაიმე, გია ბიძა როგორ ხარ?-საბას არც ვუსმენ ისე ვრთავ კამერას. ღმერთო ეს ჩემი ვირი ძმა რამხელა გაზრდილა. როგორ გასიმპატიურებული ღმერთო რა პატარა იყო არადა. პირზე ხელს ვიფარებ და აწყლიანებულ თვალებს ვმალავ.-ღმერთო რამხელა გაიზარდე შე მამაძაღლო.
-ხო დიდი ბიჭია ბიძო უკვე-გიას საბას თმებს უჩეჩავს და კისერში უწერს-მართლა რა მამაძაღლია იცი? დღე არ გავა ახალი გოგო რო არ ყავდეს.
-ვაიმეეე... საბა ინასარიძე ფეხით არ ჩამომიყვაო მანდ და არ მაცემინო თავი თორე,... რა გოგოები აგიტყდა ბიჭო? რისთვის ჩახვედი შენ მანდ სასწავლათ თუ გასავთობად? იცოდე რო გავიგო სწავლას უკლოო, რო ჩამოგივყვან და განახებ როგორა გულაობა და კაი ცხოვრება.
-კაი რა, რა სწავლას ვუკლო არა ის... მეტი საქმე არ მაქ გოგოს გამო დავინგრიო ცხოვრება-მებუზღენება საბა და სახეს მანწავს.
-აბა რას გადნებიან გოგოები ბიჭო-სიცილით კითხა გიამ და უფრო წაუჭრა კისერში, საბაც წამოდგა და გიას მარტივი მოძრაობით დაუსხლტა ხელიდან, მაგრამ რად გინდა ეხლა მაქსი დაახტა საბას, გიამ კი დრო იხელთა და ეკრანთან მოცუცქდა.
-აბა რას შვები შვილო როგორ ხარ? ვინმე კაი ბიჭი ხო არ გიპივნია?
-იცოდე დავკიდებ-ვებუქრები.
-კაი, კაი. ისინი რას შვებიან კიდე გირეკავენ?-სახე მოეღუშა გიას, ეკრანზე ნათლად გამოჩნდა საბას გაბრაზებული და გაცეცხლებული სახე.
-არა, არ დაურეკით-ვატყუებ, რომ საბამ არ გაჭედოს და ისევ არ წამოიწყოს ამ თემაზე ლაპარაკი.
-კაი რა ლეა რას გვატყუებ სახეზე მაინც არ გეწეროს-სევდიანი ხმით კბილებში ცრის საბა-არ ვიცოდეთ მაინც რომ თუ რამე მოხდა რო არ გვეტყვი...! მეც დავიღალე უკვე ახალ ამბებს სულ თეოსგან ან მარისგან როგორ უნდა ვიგებდე? მაინც გავიგებ და რას მატყუებ ჰა? ან შენ მაინც არ დაიღალე ამდენი რამის შენახვით და შიგნიდან დახრჩობით? აი მე კიდე მაგრა ამომივიდა ყელში უკვე ყველაფერი და იცოდე ან მეტყვი ყველაფერს ან ჩამოვალ და სულ ძალით წამოგათრევ აქ, ან მაგათ მოვკვა!
-საბა კარგი რა სად უნდა ჩამოვიდე? გია ბიძიას დავაწვეთ ყველა ტვირთად?
-კაი ბიძია რა ტვირთი?-იწყინა გიამ.
-კაი რა ბიძო შენ მაინც ხო იცი, რომ არა ადვილი ოჯახს და კიდე ნათესავებს მიხედო და უპატრონო. მე კი ასი წელი არ დავაწვები ტვირთად არავის! ამიტომ მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს!
-აი ნახავ რა-მესმის საბას მრისხანე ხმა- ხო ვმუშაობ ეხლა მიმტანად რესტორანში? კიდე მეორე სამუშაოსაც ვიშოვი და ფულს შევაგროვებ.... სახლს ვიყიდი და აქ სულ ძალით ჩამოგათრევ.
-როდის გამეზარდე ამხელა?-სევდა მეპარება ხმაში- საბა კარგი რა შენ მაინც იცხოვრე წესივრად მანდ, მე აქაც კარგად ვარ. და არანაირი მეორე სამუშაო და ღამის ცვლები ზედმეტად! შენ ჯერ უნდა ისწავლო და მერე რო ისწავლი უკვე შენი თავის შენახვა შენ მოგიწევს და ნუ მეუფროსები ბიჭოოოოოოოო-ბაბულიკი სასტავისავით ვიბოხებ ხმას,მაგრამ ხველება მიტყდება, ამაზე კი დამცინიან. კარები იღება და დარბაზში მოთამაშეები შემოდიან-ვაიმე საბა დღეს იცი ვინ ვნახე? გიორგი, გიორგი კანდელაკი... ნუ ვნახე რა დავეტაკე, გაბრაზებული მივდიოდი და...
-ვა აუ კიდე თუ მანდაა მიდი კამერაში მანახე რა-მეხვეწებიან გია და საბა. მოთამაშეებში ნაცნობ სახეს რომ ვხედა ტელეფონს ოდნავ ვწევ მაღლა და კამერა გიორგისკენ ვატრიალებ, ის დგას და ერთ-ერთ მოთამაშეს ელაპარაკება- ვააა ეგ შენ საინად ნახე?-მეკითხება საბა, აუ სულ დამავიწყდა ამათვთვის ლევანიზე მეთქვა.
-ლევან კვიციანთან უნდა ვიმუშაო ორი კვირა ჟურნალისტად და მერე მასზე სტატია უნდა დავწერო-უსახლოსად ვამბობ, საბა კი შოკშია.
-რაა ლევანთან? აუ მიდი რა ახლოდან მანახე-მეხვეწება საბა, მოცლია რა.
-არა-მკვახედ ვეუბნები და კამერას ვატრიალებ.
-აუ შენ სულ მაგასთან იქნები და მე აქიდან რო ველაპარაკო არა?-ჯანდაბას შენი თავი საბა. დარბაზში ლევანს ვუწყებ თვარიელებას, სკამზე ზის და სახე ხელებში აქ ჩარგული. აუ როგორ არ მინდა ეხლა ამასთან ლაპარაკიი! გაბრაზებული ვუახლოვდები სკამზე მჯდარ ლევანს, წინ ვუდგები და ისიც ეგრევე თავს წევს.
-ჩემ ძმას უნდა შენთან ლაპარაკი-ეგრევე ვამბობ და უკმაყოფილოდ ვატრიალებ კამერას, ის კი დამნაშავის მზერით მიყურებს, მე კი ვაიგნორებ და თვალებით გიორგის ვეძებ.
-აუ ძმა მაგარი ტიპი ხარ რა, რა უქნი ჩიკაგოს გუნდს ტო მაგარი კაცი ხარ, აუ ეხლა მანდ ვიყო რა...-იღრიჭება საბა ეკრანიდან, მის სახეზე მეც ჩამეცინა, მაგრამ ლევანის მზერას რომ ვაწყდები მაშინვე ისევ გაბრაზებულ ლეად ვბრუნდები, ამაზე კი ეღიმება.
-მადლობა ძმა-ეუბნება ლევანი საბას, მერე კი მე მიტრიალდება და მეკითხება-რა ქვია?-არ ვპასუხობ, მაგრამ რა უნდა ვუყასუხო საბა ყროყინებს უკვე.
-საბა , საბა...
-მე კიდე გია მქვია, ლეა ბიძა ვარ-ეკრას გია ბიძიას თავი ფარავს.
-ხო სასიამოვნოა, შეიძლიათ ლეას უთქვათ მერე რომ დამელაპარაკოს, არა კი დამნაშავე ვარ მაგრამ ესე ჩემი სულიერად გატახვაც არ იყო საჭირო-თბილი და სევდიანი ღიმილით მიღიმის ლევანი, ეკრანს კი სულ არ უყურებს, ეს ამბობს ამას.
-ხო სულიერად განადგურება მაგის ჰობია-დასკვნა გამოაქ საბას, ეს ჩემი ძმაა თუ დათვის?
-საბა-კბილებში ვცრი.
-ხო ხო კაი, მოკლედ ლევან თუ გინდა, რომ ლეას გული მოიგო მოტოთი აკატავე და საშაურმეში წაიყვანე...-ნელა იწყებს და სწრაფად აყრის საბა, მე კი გამწარებული ვშიშავ და ბოლოს საბას ვეუბნები;
-კარგად საბა... დაგერხევა-ვაყოლებ ჩუმად ბოლოს და ვთიშავ. ლევანი კი მიღიმის, აი იმ საოცარი ღიმილით, მაშინ პარკში რო მიღიმოდა, თბილი, მზრუნველი და ცოტა სევდიანითაც, მე კი მის ღვთაებრივ ღიმილს არ ვიმჩნევ და ჩემ ადგილას ვბრუნდები. ვაიმე, სულ არ მინდა ამის მოტო და შაურმა, უბრალოდ ესე იღიმოდეს და ეგაა. ღმერთო, რა გიორგი რის გიორგი ამის ესე ღიმილს ვისი გაღიმება მოუჯოკრავს, არა რატომაა ესეთი კარგი რა უნდა? სულ არ ვეცოდები? როგორ გავუბრაზდე ეხლა მე ამას? ჩემ ადგილას ვჯდები. გიორგი და ლევანი სხვა და სხვა გუნდებში არიან, აი ეხლა დაიწყებ რაც დაიწებაა. ლევანიც და გიორგიც ერთი და იგივე პოზიციაზე თამაშობენ, ბურთს პირველი გიორგის გუნდი იღებს და სამიანსაც აგდებენ, შემდეგ რამოდენიმე ტყორცნასაც გიორგის გუნდი აკეთებს, ლევანი კი ამაზე ფიცხდება და ბურთს იღებს, ეხლა ვაანალიზებ რომ ლევანს თამაშს ესე პირველად ვუყურებ, მართალია ეს მხოლოდ ვარჯიშია, მაგრამ ლევანი მაინც შეუდარებლად თამაშობს. ფართან მიახლოვებულიც არაა ისე ხტება ჰაერში და ბურთს ისე ტენის, თავს დავდებ ამაზე დიდებული სანახაობა დიდი ხანია არ მინახავს. ლევანი ისე დაძაბული თამაშობს, რომ ჩემს თვალში მხოლოდ ის ჩანს, მის გარდა მოედანზე ვერავის ვხედავ.
პირველი ტაიმი მთარდება გიორგის გუნდის სასარგებლოდ, ლევანი გაცეცხლებულია. შეიძლება დებილი ვარ, მაგრამ ვხვდები, რომ პრობლემები აქ და ამის გამო უფრო იძაბება თამაშისას. სკამიდან ვდგები და გარეთ გავდივარ, აპარატში ფულს ვაგდებ, ცივ სასმელს ვიღებ და უკან ვბრუნდები, დარბაზში ყველა ლაპარაკობს, ლევანი კი ზის, თვალები აქ დახუჭული და ღრმად სუნთქავს, მასთან მივდივარ გვერზე ცივ ქილას ვუდებ , მაშინვე ხვედება, რომ მე ვარ მაგრამ თვალებს არ ახელს.
-შენს თამაშს პირველად ვესწრები ესე ახლოდან და იმედებს ნუ გამიცრუებ, ისედაც ნანახი მყავხარ თამაშებში და ვიცი რომ ესეთ სუსტი არ ხარ, ამიტომ ერთი ადგილი აამუშვე-ჩემი აზრით გასამხნევებელ სიტყვას ვამთავრებ და უკან ვტიალდები, შეტრიალებისას კი მის ზეციურ ღიმილს ვხედავ და მეც მეღიმება, მიხვდა რაც ვუთხარი. ამჯერად უფრო ახლოს ვჯდები და ისე ველოდები მეორე ტაიმს. მეორე ტაიმის დასაწყისში ლევანი უბრალოდ იდგა და თითქოს რაღაცას აკვირდებოდა, მერე კი ჩაიღიმა და თამაშში დაბრნდა. მეორე ტაიმი კიდევ უფრო დაძაბული იყო, მაგრამ მხოლოდ გიორგის გუნდისთვის, ლევანი სრულიად გამოფხიზლდა და თამაში ისე გააგრძელა. მეორე ტაიმში გაიმაჯვეს და საბოლოოდ 56-78 დამთავრდა. ფეხზე ღიმილით წამოვდექი და ჩემი ნივთების აღება დავიწყე, გიორგის ღრიალი , რომ გავიგე თავი წამოვყავი და ბოლო რაც დავინახე გაგიჟებული გიორგის ნასროლი ბურთი იყო.
გონს მალევე მოვედი ხუთი წუთიც კი არ დამჭირვებია მგონი, თვალები რომ გავახილე დარბაზში ჩხუბი იყო. კაცების ჩხუბების ყურება კი მიყვარს მაგრამ ამათ რა მოუვიდათ ესე ეწყინათ წაგება? ფეხზე წამოვდექი, მაგრამ მაშინვე თავბრუსხვევა და ტკივილი ვიგრძენი. ცხვირი საშინლად მტკიოდა.
-არა, ოღონდ ცხვირი არა-წავიწუწუნე ჩემთვის და ადგომა კიდევ ვცადე, ადგომისას თვალებში ცოტა დამიბნელდა, მაგრამ მაინც მოვახერხე და ბრბოსაკენ წავედი. ბიჭები რომლებიც იდგნენ და სეირს უყურებდნენ გვერძე გავწიე და ჩხუბის ცენტრში მდგარი, ლევანი დავინახე, რომელსაც სამი ბიჭი აკავებდა, რომ გიორგი არ ეცემა. ნათქვამია გამშველებელს ბერვი ხვდებაო, მაგრამ ამ ჯერად წინასწარ მომხვდა, ამიტომ ჩემ თავში გაჟღრებული არა მიხვიდე დავაიგნორე და ლევანთან მივედი.
-რა გინდა შე *ლეო, მერამდენ უნდა გცემო ჭკუა რო ისწავლო?-გამწარებული უყვიროდა ლევანი გიორგის, რომელსაც სისხლიან ცხვირზე ქონდა ხელი აფარებული, აუ ჩემნაირი. ბიჭები რომლებიც ლევანს არ უშვებდნენ ნელ-ნელა უკან იხევდნენ და ლევანი დარბაზიდან გაყავდათ, მეც მათ გავყევი.
-კაი დაწყნარდი ბიჭო რა იყო ტო?-ეს ბიჭი ბექა იყო, გუნდში ყველაზე მაღალი, ისეც ასე თუ ისე ცნობლია.
-რა რა იყო ბიჭო?-არ ცხრებოდა ლევანი და ხელებს აქეთ-იქით იქნევდა- რა უნდა საერთოდ? რას თამაშაობს თუ არ იცის... ანდა სულ წაგების მერე როგორ უნდა ჭედავდეს? შემომაკვდება ერთხელ და არა ამიტომ... აი რატომაც შენ ძაან კარგად იცი-ხელბით ლაპარაკობდა გაბრაზებული ლევანი, მერე კი მე შემომხედა და თმაში შეიყო ხელი. ბიჭბმა ერთმანეთს ანიშნეს რომ გასულიყვნენ, მალე მე და ლევანი მარტო დავრჩით.
-როგორ ხარ?-მომიახლოვდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია, ისე დამიწყო თვალიერება, ჩემ ცხვირს რომ დააკვორდა თვალები აენთო-ძაან გტკივა?-ხმა დაირბილა და ისე მკითხა.
-არა, კაცო შენ მე ესეთი ფაიფურით ნაკეთები ნუ გგანოვარ, რა ალმასი ვარ შენ არ იცი ჯერ-სიცილნარევი ხმით ვუთხარი, მას კი დაძაბულად გაეღიმა.
-ჩემი ბრალია-გამოიტანა წლის დახკვნა, ჩემი სახე ისევ ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა-მე არ ვევასები სულ, რო ვუგებ და რახან შენ ჩემთან იყავი მაგიტო ქნა ეს.
-და იქნებ შემთხვევით მოუვიდა და შენც არაფერ შუაში ხარ?-ღიმილით შევთავაზე უკეთესი ვარიანტი, რომლისაც მეც არ მჯეროდა.
-კაი რა, თუ ვერ ხედავვვ ვაფშე რა გინდა კალათბურთში-გაღიზიანებულმა შემომხედა.
-ხო რა მაგარი ხარ, არ მაცადო გამხნევება-გაეცინა და თავი გააქნია.
-შენნაირი თუ ვინმე შემხვედროდეს რა-გადაიხარგარა და კარებთან მივიდა-გაბრძანდით მადამ უნდა გამოვიცვალო, მაგრამ თუ გინდა დარჩის აქ კარგი საშხაპეა-თვალების თამაშით მითხრა და შემათვარიელა.
-ფუუ, შე გარყვნილო-ვიღაცის ქუდს ვტაცე ხელი და თავში ჩავარტყი-სულ არ გწირდება შენ გამხნევება.
-კაი დამინდე-ხარხარით მეუნბედა და კარებში დგება-მალე გამოვალ და მერე ჩემ ზემოთ ნახსენებ თავხედობას გამოვასწორებ.
-არც იფიქრო იმაზე, რომ შენ გენდობი და მოტოზე დაგიჯდები და საერთოდ ნუ ცდილობ ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ.
-კი კი, როგორ არა-თვალს მიკრავს და კარებს სიცილით ხურავს. სახეზე უნებური ღიმილი მესახება, გარეთ გავდივარ და სუფთა, ცივ ჰაერს ფილტვებში ვუშვებ. ჩანთიდან ისგარეტს ვიღევ და ვუკიდებ, ფილტვებში დატრილებულ კვამლს ცხვირიდან ვუშვებ და ცოტა ტკივილს ვგრძნობ. იქვე მდგომ სკამზე ვჯდები და თვალებს ვხუჭავ. ცოტა ნახში ვიღაცის მოახლოვებას ვგრძნობ, ვიცი რომ ლევანი არ იქნება, ამიტომ თვალებს ვახელ და ჩემ წინ მდგარ გიორგის შევცერი.
-ძაან გტკივა?-მეკითხება ურეაქციოდ და ჩემ გვერძე ჯდება.
-კი-მის სახეზე დანაშაულის გრძნობის ასახვას ველოდები, მაგრამ არაფერია.
-ხოო, ბოდიში რა ძალით არ მინდოდა, როცა ვბრაზდები თავს ვერ ვაკონტროლებ.
-შენ წარმოიდგინე და ვერც მე-კბილებში ვცრი და სიგარეტის ახალ ნაპასს ვურტყავ.
-ესე რა უნდოდა ამას ტო რას მეტაკა? შემთხვევითობა არ იცის რა არის?
-ადამიანის ნამდვილი სახეც სწორებ შემთხვევითობაში არ ვლინდება?-მისკენ არ ვბრუნდები ისე ვსვავ კითხვას.
-ვერ გავიგე?-წინ იწევა და დაძაბული მეკითხება.
-მე ჟურნალისტი ვარ, ვიცი ადამიანის ხასიათები და შენ არც ისე შემთხვევითი პიროვნება ხარ… და ხო, ჩემი სახით ფანი დაკარგე-სიგარეტს ვაქრობ და თვალებს ისევ ვხუჭავ, ჩემ გვერდით მჯდომ გიორგის სუნთქვა გახშირებოდა და მთელი სხეულით დაძულიყო.
-ფანები არც ისე მაკლის საყვარელო!!!
-კაი ერთი და შენ გგონია თუ შენზე ლაპარაკს დავიწებენ შენი გუნდელები ეგ ფანობა დიდიხანი გაგიგრძელდება?
-მემუქრები?-ვბილებში ცრის გიორგი.
-დავიჯერო მუქარას და გაფრთხილებას ვერ არჩევ? დაოკდი და გაბრაზების მაგივრად ივარჯიშე, იქნებ შემდეგზე მოიგო კიდევ-ბოლოს ირონიით დავაყოლე, გიორგი კი წამოდგა.
-შენ თავზე დიდი წარმოდგენა გაქ ჟურნალისტო და ცოტა ფრთხილად-მის ნათქვამზე გამეცინა და უკვე წასულ გიორგის უკნიდან მივაძახე;
-კარგი იქნება მაგ ფრაზის შინაარს შენც თუ ჩაწვდები...-გიორგი მიდის, მე კი თვალ დახუჭულ პაზაში კიდე სადღაც 5 წუთი ვრჩები, ბოლოს ლევანის ხმას მოვყავარ გონს.
-ხო კარგად ხარ?-თვალებს ვახელ და საგულდაგულოდ შეფუთულ ლევანის ვუცინი.
-მე კი, მაგრამ შენ რას მოგისხია ნაბადი? აქვე აპირებ რომ დამნებდე? არადა მე ისითი ბიჭები მომწონს ეგრევე რო არ მდენბდებიან და ცოტა მეწიდავებიან...
-დაძაბულობის მერე კარგად მიდის ხო?-სიცილით მეუბნება და მანქანის კარებს მიღებს.
-ეგ შენ უნდა გკითხო, დღის გეგმაში უკვე გყავს რომელიმე ქერა ჩასმული თუ ეხლა აპირებ გაჩითვას?
-ჯერ მაქდონალდში მივდივართ და მერე ერთი რუსი მიცდის-კმაყოფილი სახით მეუბნება ბიჭი.
-რუსი ნაშა უკვე დონეა-სიცილით ვეუბნები და მხარს გვერდულად ვკრავ, მასაც ეცინება და მანქანას ძრავს. მთელი გზა ხმას არ ვიღებ, მაგრამ დღეს იმფორმაციის გარეშე წასვლას არ ვაპირებ. ნეტა რა იყო იმ კონვერტში ესეთი? ლევანის გავხედე, სახეზე არანაირი ემოცია არ ეხატა, მაგრამ ხელები უაზროდ დაჭიმვოდა და საჭეს მაგრა უჭერდა.
-რომელი მაქში მივდივართ?-ვეკითხები დაძაბულ ლევანს.
-ისთ-ფინთის-მოასუხობ მოკლედ, მანქანას მალევა აყენებს პარკინგზე, გადმოდის და თავზე დიდ კეპკას იფარებს.
-ეგ რად გინდა?
-გინდა რომ ყველა გოგო მე მესეოდეს?-ირონიელი ღიმილით მკითხა.
-არა, კაცო ამხელა მონაზონ კაცს როგორ გაკადრებდი მაგას-არც მე ვაკლებ სარკაზმს. სალაროსთან მივდივარ, წინ ერთი შუა ხნის ქალი დგას და მოლარეს აგიჟებს, საწყალი ბიჭი მალე იტირეს მგონი.
-კაცო მე მინდა პიცა-მოლარე ბიჭი ქუდს იხდის და თვალების ზელით ეუბნება.
-ქალბატონო მერამდენედ უნდა გითხრათ, რომ ჩვენ პიცას არ ვყიდით აქ.
-ჩემმა შვილმა მითხრა იქ საუკეთესო პიცა აქვთო და რას ქვია არ გაქვთ? აბა მომატყუებდა?
-არ ვიცი რა გითხრათ თქვენმა შვილმა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ , რომ პიცას არ ვაკეთბთ-ქალის და მოლარის ლაპრაკი კიდევ დიდიხანი გრძელდება, მე და ლევანი სიცილს ძლივს ვიკავებთ ქალი რომ შვილს ურეკავს და ის ბიჭიც, რომ ეუბნება მე მანდ ვჭამე პიცაო ბოლოს ბიჭი ქუდს დაბლა აგდებს და ბოლო ხმაზე ყვირის „მე მივდივარ მეტი აღარ შემიძლიაო“... ქალი კი მეორე სალაროსთან ინაცვლებს და ეხლა მას უჭამს ტვინს, ბოლოს წყობილებიდან გამოვდივარ, გარეთ გავდივარ, დომინოში პიცას ვუკვეთავ და ისევ მაქდონალდში ვბრუნდები, რა თქმა უნდა ქალი ისევ იქ მხვდება, მეც ქალს წინ ვუდგები და გაბრაზებული ვეუბნები.
-აქ ქალბატონო თქვენი პიცა! კარგად ბრძანდებოდეთ-ქალი კმაყოფილად იღიბს და გარეთ გადის, მოლარე ბიჭი კი ბრუნდება და მადლობას მიხდის. ჩვენ შეკვეთას ვიღებთ თუ არა კუთხეში მოფარებული ადგილას ვჯდებით.
-ეხლა რომ გკითხო რა იყო იმ ფაილში მეთქი არ მეტყვი ხო?-პირგამოვსებული ვეკითხები ლევანის.
-არა.
-კარგი მაშინ ის მითხარი გიორგი ესე ძალიან რატო არ გევასება?
-რო გითხრა მაშინ ფალში რაც იდო ისიც უნდა ვთქვა ამიტომ თავსშევიკავებ.
-რა ბოროტებაა...-ვბურტყუნებ ჩემთვის, მას კი ეცინება.
-სამუშაო საათები როდის გიმთავრდება?
-ძირითადად 8ზე & 9ზე, რა იყო?
-არაფერი-წყნარად მეუბნება და წამას ამათავრებს-რომელი საათია?
-7.
-კაი მაშინ ჩემ საყვარელ ადგილს განახებ, მალე ჭამე-ამის გამონებაზე, ჩისბურგერის ახალ შეკვრას ისევ ვახვევ, ფრის და კოლას ხელში ვითავსებ და ვდგები
-მოვრჩი წავიდეთ-წყნარად იცინის და ფეხზე დგება. მაქანში ჩაჯდომიდან სულ რაღაც ოც წუთში ქალაქ გარეთ, ერთ გარეულ ადგილას მყოფ პატარა შენობას ვუახლოვდებით. თბილისის შემოგარენში იშვიათად თუ ნახავ ესეთ, ცარიელ და წყნარ ადგილს, დანარჩენ ადგილებში თითქმის ყველგან დანგრეული შენობებია, სადაც ძირითადან ნარკომანები იკრიბებიან , ან სექტანტები კატებს წირავენ. ამ ადგილს კი განათბები მიუყვება, ბოლოში პატარა შენობა, რომელიც ძალიან გავს რესტორანს. ლევანი მანქანას შენობასთან ახლოს აჩერებს და მანქანიდან გადმოდის.
-რა ადგილია?-ვეკითხები ცნობისმოყვარედ და ლას უკან მივყვები.
-გაიგებ.-მოკლედ მიჭრის და პატარა შენიბის ლამაზ მოჩუქურთმებულ ხის კარებს მიღებს. შიგნით შესვლისას სიბნელეს ვაწყდები, მაგრამ სიბნელეშიც კი იგრძნობა სიმყუდროვე. ლევანი მშორდება და საიდანღაც შუქს ანთებს. აქაურობა უბრალოდ, ულამაზესია. შენობა შიგნიდან მთლიანად ხით არის აშენებული, კედელებიც კი ხისია, მათზე ასევე ლამაზი ორნამენტებია გამოსახული, კარების პირდაპირ კი კიბეებია, ერთი ქვემოდ სავარაუდოდ სარდაფში მიუყვება, მეორე კი ზევით ადის. ზედა სართულიდან ოდნავი ხმაური ისმის, ლევანიც ღიმილით არბის კიბეებზე, მე ერთა ადგილას ვდგავავ, არ ვიცი რა ვქნა ესე ადამიანს უცხო ადგილიას არ წავუყვანივარ, დიდად არც არავინ იკლავს თავს ჩემი სადმე წაყვანით ამიტომ არ ვიცი რა ვქნა.
-ნორიტა-მესმი ლევანის ომახიანი ხმა, ვაიმე იმ რუსთან ხო არ მომიყვანა?? სახიდან გაუგებრობა და დიდი კითხვის ნიშანი ქალის რბული ხმის გაგონებისას მცილდება.
-ლევანი ბებო-მაშინ ვხვდები სად ვომიყვანა, კიბეებზე მალევე ჩნდება ლევანის ხელში აყვანილი მოხუცებული ქალი, რომელიც ლევანის მთელ სახეს გუმმოდგინედ უკოცნის-დედა როგორ მომენატრე ბებო, ესე უნდა დამივიწყო ხოლმე?
-კაი რა ნორიტა შენ მაინც არ იცოდე რა დაკავებული ვარ-ლევანი ქალს დაბლა სვავს, ქალი მაშინღა მამჩნევს მე. მე ორისანი ბავშვით ვდგავარ კუთხეში აწურული და გაუგებრად შევცქერი ორივეს, ქალი ჯერ ლევანის მომღიმარ სახეს შეცქერის მერე კი მე.
-ეს ვინაა ბებია?-იმერული აქცენტით ამბობს მოხუცი და ჩემკენ იწევს.
-ლეა-პასუხობს ლევანი და ეხლა მე შემმომცქერის ღიმილით.
-დედა შვილო პირველი გოგო ხარ ვინც ლევანიმ გამაცნო-ჩემკენ მოდის ჭაღარა შერეული მოხუცი ბებო და გულში მიხუტებს. ვიბნევი, თვალები მიშეშდება. თურმე რამდენი ხანია არავის ჩავხუტებივარ, რა კარგი შეგრძნება ყოფილა. უნებურად მეც მეღიმება და ნორას ხელებს მაგრა ვხვევ. მერე მშორდება და მათვარიელებს-დედა ბებო რა კარგი გემოვნება გაქ ეს რა ლამაზი გოგოა.
-არა , მე...-ვხვდები, რომ ნორა ბებომ სიტვაცია არასწორად გაიგო და ახსნას ვიწყებ-არა, არასწორად გაიგეთ მე ჯურნალისტი ვარ და მასთან ინტერვიუ მაქ, ჩვენ ერთად არ ვართ-უხერხული ღიმილი მესახება სახეზე.
-არა შვილო მე კარგი თვალი მაა, აი ნახე თუ არ შეგიყვარდეთ ერთმანეთი-ნორა ბებოს სიტყვებზე ჯერ ვიბნევი მერე კი აცანცარებულ ლევანს ვუყურებ.
-კარგი რა ბებო რა შემაყვარებს ამ არანორმალურს-სიცილით ამბობს და ნორასგან თავში გემრიელ თქაფანსც იღბს, უჰჰ რა მომეფხანა გული.
-წესივრად ბიჭო-ხმას იმკაცრებს ნორა, მერე კი ურბილდება-წავალ შვილო რამეს მოგიტანთ გეშიებათ.
-არა ბე ეხლა ვჭამეთ-ეუბნება ლევანი და სავარაუდოდ მისაღებისკენ მივყავარ.
-რატო მოდიხარ მერე აქ ესე ნაჭამი? არ მაინტერესებს, ეხლავე გავამზადებ ყველაფერს-ამბობს ნორა და სადღავ ქრება.
-ძალიან თბილი ქალია ხო?-მეკითხება ლევანი ჩემ ღიმილის რომ ამჩნევს.
-კი, დიდიხანია ესე არავის მივუღივარ.
-ხო, ეგ მოეწონე და იმიტომ აბა სხვა მომეყვანა? სულ თმების წეწვით გააგდებდა იქიდან-სიცილით მეუბნება და კარადიდან ბოცით ღვინოს იღებს-ხო დალევ- მეც თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.
-ესე იმ რუსს რას ეტყვი?
-რა ვალდებული ვარ?
-აუ როგორ არ მიყვარს კაცების ეგეთი საქციელი, გოგო რო გელოდებათ და თქვენ კიდე იკიდებთ.
-ეგ შენ არ მოგწონს თორე იმისთვის სულ ერთია ახალს ორ წამში იპოვის.
-მერე?... კაცებს რატომ მოგწონთ ეგეთი ქალები?
-არ მოგვწონს ვერთობით, სიმართლე რომ ვთქვათ ეგეთი ქალები ვერ პოულობენ ბედნიერებას, მხოლოდ ის აინტერესებს ამაღამ ვისთან იქნებიან და მეტი არაფერი, ესეთები ვერც თხოვდებიან და თუ თხოვდებიან ქმრად მხოლოდ ღიპიანი და მდიდარი კაცები ხვდებათ. ეგეთ ქალეს არც ისინი უყურებენ სერიოზულად უბრალოდ, ყოველდღიური წყვურვილის მოსაკლავ მანქანებად იყენებენ.
-საზიზღრობაა-მის ნათქვამზე უსიამოვნო ტალღა მირტყავს სხეულში.
-ეგ შენნაირებისთვის ვისაც ვირული შრომა ურჩევნიათ ესეთ საქციელს, თორე აბა იმათ კითხე.
-მოკლედ რა , რა ხართ ეს კაცები მაინც ესეთები რომ სულ ერთ რამეზე ფიქრობთ-ჩემ ლაპარაკზე გულიანად იცინის და ღვინოს გემოს უსინჯავს.
-იცოდი, რომ ქალს დედამიწაზე ბევრი რამ ახარებს, მაგალითად; ახალი ფეხსაცმელი, გემრიელი საჭმელი, რამის შექმდნა და ბევრი რამ, ქალები მარტივად იღებენ სიამოვნებას, ეს მათი ორგანიზმის ბრალია. კაცებთან კი ეს ძნელადაა, ჩვენი ორგანიზმი მხოლოდ ამის დროს იღებს სიამოვნებას, და მაინც რაც არ უნდა კაცმა გითხრას რომ ეს არ აინტერესებს დამიჯერე ერთი სული აქვთ, სანამ მაგ პერიოდამდე მივლენ, თან მერე ქალის სხეულიც მალე ბეზრდებათ და სხვა რამეებზე გადააქვთ ყურადღბა, ამაზე კი ნაკლებად ფიქრობენ-ლევანი ესე საინტერესონ ყვებოდა ამ ყველაფერს, რომ ცოტა შევშინდი.
-რის მიხწევას ცდილობ? გინდა რომ საჭმელი ვეღარასდროს ვეღარ შევჭამო?-ეცინება და მეც მიყოლიებს. მისაღბში ნორა შემოდის და სუფრას აწყობს.
-გემრიელად მიირთვით შვილებო მე ავალ და ლოგინს გაგიმზადებთ-მისი ნათქვამი უცნაურად მხვდება ყურში მაგრამ არ ვიმჩნევ. მე და ლევანი ერთი საათი ვლაპარაკობთ, სხვადასხვა თემებზე, ომზე, კალათბურთზე, მის ბავშვობაზე, ჩემი ჯერი რომ მოდის ვთხოვ, რომ არ შემეკითხოს და დრო რო მოვა ალბათ მერე ვეტყვი, საუბარში თან კარგათაც შეგვაბუჭუნა ღვინომ. ბოლოს ლევანის ვეუბნები, რომ მე სახლში ტაქსით უნდა დავბრუნებულიყავი ის კი ჯერ მიყურებს მერე კი იცინის და მეუბნება რომ წეხან ნორამ კარები ჩაკატა და თან წაიღო, რომ არ წავსულიყავით. კარები შევამოწმე და მართლაც ადკეტილი იყო, მერე ათი წუთის განმავლობაში გასაღბს ვეძებდი, არა ისე კი არ ვეძებდი ლევანის ვართობდი, რადგან ჩემ არეულ ნაბიჯებზე სიცილით სკდებოდა, მერე მე შევთავაზე, აბა შენ გაიგრე უკეთ მეთქი, ისიც წამოდგა და სამჯერ დატრიალდა თავიდან ვერ მივხვდი რას შვებოდა მაგრამ მერე ხაზ სწორად რომ გაიგა მივხვდი რომ მთვრალი მარტო მე ვიყავი.
-აუ რა სირცხვილია ქალთნ პირველად მოვედი და უკვე გათხლეშილი მთვრალი ვარ-თავი ხელებში ჩავდე და დივანზე ჩამოვჯექი.
-ნორას ღვინოს რომ გაუძლო რაღაც საოცრება უნდა იყო-ვითომ მამხნევებს ლევანი.
-აბა შენ რატო არ ხარ?
-მე ბავშვობიდან ვარ მიჩვეული, პატარაობაში ღვინოს ვყარავდი და ყოველ დღე ვსვადი ხოლმე, ამიტომ უკვე ვეღარ მათრობს, წამო წამო აგიყვანო ზემოთ-ფეხზე მაყენებს, მეც ხელს კარგი ძმაკაცივით ვხვევ მხარზე და ისე მივყვები კიბეებზე. რაღაც პატარა ოთახში შევყავარ და ლოგინზე მაწვენს, ფეხზე გახდავ ვხდილობ, მაგრამ ვერ ვხსნი თასმებს მას კი ეცინება და თურმე უთასმო ფეხსაცმელს მხდის ფეხიდან. ლოგინში შეწოლას კი ჩემით ვახერხებ, ესეთი გათუშული როდის ვიყავი არ მახსოვს, ლევანი თითქმის ოთახიდანა გასული რომ ტრიალდება და მეკითხება.
-ისე მართლა პირველი გოგო ხარ ვისაც არ მოვწონვარ და ვერ ვხვდები რატომ? იქნებ შენ მაინც მითხრა?
-ეჰ შენ რა მამაძაღლი ხარ, იცი ხვალ რომ ვერ გავიხსენებ და იმიტომ მეკითხები ხო?-თითის ქნეით ვეუბნები- არ ვიცი, ჯერ არასდროს მომწონებია ვინმე, რომ გითხრა რატო არ მომწონხარ, მაგრამ ძმაო... თუ გავიგე აუცილებლად გეტყვი.-საბანში კომფორტულად ვთავსდები და თვალებს ვხუჭავ.
-მართლა გიჟი ხარ, ძილინებისა ლეა-ხმაში ღიმილი ეპარება და კარებს იხურავს, მისი ნაბუჯების ხმა ბუნდოვნადღა მესმის, რადგან უკვე სიზმრენბში ვარ წასული.



------------------
ცოტა სულელური თავი იყო ვიცი, მაგრამ სამჯერ წამეშლა და ბოლოს რაღაც სულელობები გამომივიდა////



№1  offline წევრი buterfly

სულაც არ იყო სისულელე. პირიქით . შენი ისტორია იმ რამოდენიმე ისტორიაში შედის რომელთაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ. წარმატებები შენ.. heart_eyes

 


№2 სტუმარი Nam nam

Oh yeah ! Gvegirsaaa :)) aba sad vbrdzandebodito amden xanso da ratom valodinebdit aqamde ertgul mkitxvelsooo haa :D momewona ar vici ratomgac damevasa dzaan da ro shemovdivar da ar mxvdeba guli mwydeba :( malmale dade ra . Sxva mxdiv motxroba aris kamfeti ,,shikolati'' rogorc ityvian soflurad:D kargi gogo xar kargad wer! velodebi shemdeg tavs))))

 


№3  offline აქტიური მკითხველი Yagami

buterfly
სულაც არ იყო სისულელე. პირიქით . შენი ისტორია იმ რამოდენიმე ისტორიაში შედის რომელთაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ. წარმატებები შენ.. heart_eyes

კარგია თუ მოგეწონა მე რაღაც არეული მეჩვენა(((მაგრამ უღრმესი მადლობა"-"<3

Nam nam
Oh yeah ! Gvegirsaaa :)) aba sad vbrdzandebodito amden xanso da ratom valodinebdit aqamde ertgul mkitxvelsooo haa :D momewona ar vici ratomgac damevasa dzaan da ro shemovdivar da ar mxvdeba guli mwydeba :( malmale dade ra . Sxva mxdiv motxroba aris kamfeti ,,shikolati'' rogorc ityvian soflurad:D kargi gogo xar kargad wer! velodebi shemdeg tavs))))

არ ვიცოდი ესე თუ ელოდნენ თორე უფრო მოვინდომებდი^^ არ ვიცი რა გითხრა უბრალოდ ძალინ დიდი მადლობა<3))

 


№4 სტუმარი ჟუჟუკა

ძალიან კარგია ❤❤ იმედია ახალ თავს მალე დადებ ❤

 


№5 სტუმარი Nam nam

Madloba shen kargi istoriistvis <3 damijere dzalian bevri elodeba prosta komentarebs ar weren xolme ratomgac. Ecade male dado gelodebii ))))

 


№6  offline აქტიური მკითხველი Yagami

ჟუჟუკა
ძალიან კარგია ❤❤ იმედია ახალ თავს მალე დადებ ❤

ყველა ნაირად ვეცდები;))მადლობა^^

Nam nam
Madloba shen kargi istoriistvis <3 damijere dzalian bevri elodeba prosta komentarebs ar weren xolme ratomgac. Ecade male dado gelodebii ))))

თქვენ ოღონდ წაიკითხეთ და აბა რას ვიზავ:დდდდ

 


№7  offline წევრი Kalina

არა, რატო.
საყვარელი.
^_^
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№8  offline აქტიური მკითხველი Yagami

მარიკუნაა♥️
არა, რატო.
საყვარელი.
^_^

მადლობა მარიკუნაა (^¬^)

 


№9 სტუმარი Eleonora1515

Erti suli makvs rodis ganvitardeba mat sjoris movlenebi, velodebi velodebi velodebi rac sheizleba male axal tavs

 


№10  offline აქტიური მკითხველი Yagami

Eleonora1515
Erti suli makvs rodis ganvitardeba mat sjoris movlenebi, velodebi velodebi velodebi rac sheizleba male axal tavs

ყველანაირად შევეცდები მალე დათბემ*-*

 


№11  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

სულაც არა მაგარი თავი იყო

 


№12 სტუმარი კნოპკა

Auuertdgeshi wavikitxe otxive tavi dadzalian momewona mitumetes meotxe tavidasulacariko areuloba da velodebi shemdegs rodis dadeb??

 


№13  offline აქტიური მკითხველი Yagami

კნოპკა
Auuertdgeshi wavikitxe otxive tavi dadzalian momewona mitumetes meotxe tavidasulacariko areuloba da velodebi shemdegs rodis dadeb??

მადლობა^^ არ ვიცი როდის მაგრამ დაწყებული მაქ წერა ამიტომ მალე იქნება<3

 


№14 სტუმარი მოცინარი

ჩასაყლაპი იყო <3 ნორა რა მაგარი ქალია, ვიცინე ბევრი <3

 


№15  offline აქტიური მკითხველი Yagami

მოცინარი
ჩასაყლაპი იყო <3 ნორა რა მაგარი ქალია, ვიცინე ბევრი <3

ვაიმე მადლობა სიხარული^^<3

ანი ანი
სულაც არა მაგარი თავი იყო

დიდი მადლოვა<3 არც კი იცი როგორ მახარებს ესეთი კომენტარები, რომ მხვდება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent