მიგდებული "პატარძალი" (6)
-და მაინც რა გინდა ნენე?! -თორნიკე სად ჯანდაბაში მიდიხარ?!-მივზდევ , მაგრამ ამ საშინელი ფეხსაცმლით ეჭვი მაქვს ვერ დავეწევი! -ლაშხი!-ახლა კი ბრუნდება ჩემსკენ. ახლოს მოდის და თვალებში მიყურებს. -როცა შენ თვითონ გაიგებ რა ჯანდაბა გინდა მერე დამირეკე! გაერკვიე შენ თავში! -მე ვიცი რაც მინდა! მისკენ ვიწევი და.. *** ქორწილის წინა დღეს ნინას ხელს ვავლებ და მაღაზიების სალაშქრავად მივდივართ. ნინას აქედანვე ვაფრთხილებ ჯერ შენს კაბას ვიყიდით და მერე მივხედავთ ჩემს კაბას-თქო. 2 საათიანი მტანჯველი სიარულის შემდეგ ნინა ხედავს კაბას , რომლის დანახვისასაც თვალებში ბრწყინვალება უბრუნდება, ძლიიივსსსს! -ახლა წამოდი ჩემს კაბაზე თორემ დაიკეტება ყველა მაღაზია! მაღაზიაში შევდივართ და ნინა ეგრევე , რომელიღაც კაბისკენ მიმათრევს, საოცრად ფუშფუშა კაბისკენ: -საახალწლოდ მორთული გოჭი კი არ ვარ ეს რაღაც ჩავიცვა,-ამრეზით ვუყურებ და სასწრაფოდ ვშორდები. არასდროს მიყვარდა ფუშფუშა კაბები. არასდროს! დავიარე მთელი მაღაზია , მაგრამ როგორც ჩანს აქ ნაყიდი კაბით მხოლოდ საახალწლო ნაძვისხისავით თუ მოვირთვები, სხვანაირი კაბები არ გააჩნიათ. კიდევ ძალიან ბევრ მაღაზიაში შევდივართ , მაგრამ სასურველ კაბას ვერ ვპოულობ. -სტილი , რომ აირჩიო და ანუკის ან ვინმეს შეაკერინო? -ჰო, მგონი მასე ჯობს. ოღონდ ანუკი და ეგეთი ვინმეები არ მინდა. მე ვიცი ძალიან მაგარი მკერავი და ის შემიკერავს. -შენი ნებაა,-მხრებს იჩეჩავს. -ოღონდ ეხლა სახლში წავიდეთ რა.-შეწუხებული ვეუბნები. -აჰამ. ტაქსს ვაჩერებთ , მაგრამ სანამ ტაქსიში ჩავჯდებით გვერძე ვიხედები რას ვეძებ მე თვითონაც არვიცი, მაგრამ ფაქტია ვპოულობ! -ნინა, გადმოდი დროზე!-ისე ვეუბნები თვალს არ ვაშორებ ინტერესის ობიექტს. -რა იყო?-თვალებ-გაფართოებული მეკითხება ნინა. -იმ მაღაზიის ვიტრინაში შეიხედე. -რომელ კაბაზე მანიშნებ ნენეე? -ოო, წამოდი რა დროზე! მძღოლს ბოდიშს ვუხდით გაჩერებისთვის და ნინას მაღაზიაში მივათრევ. -ხომ თქვი შევაკერინებო?-შეწუხებული მეკითხება. -აღარ მინდა შეკერვა, ეს მინდა მე! სპილოს ძვლისფერი, სწორი, გაშვებული, მკერდთან ამოღებული და მარჯვენა ფეხთან ჩაჭრილ კაბაზე ვანიშნებ, თან კაბას ხელს ვტაცებ და გასახდელში შემაქვს. უკვე ჩაცმული სარკეში ჩემს თავს ვუყურებ. ზუსტად ასეთი მინდოდა, არც ფუშფუშა, არც ზედმეტად გრძელი, არც ზედმეტად შეკრული..ნუ ძალიან კარგია! გასახდელიდან გავდივარ და ნინას წინ ვტრიალდები: -ძალიან გიხდება.-მეუბნება და ჯერ კიდევ კარგად მაკვირდება. -ამას ვიღებ. გავიხდი და გამოვალ. კაბა კონსულტანტთან მიმაქვს. ფულს ვიხდი და გამოვდივართ. -ახლა კი შეგვიძლია წავიდეთ.-კმაყოფილი ვამბობ. -ფეხსაცმელი!-თავში ხელს ირტყავს ნინა. -ვიცი უკვე რასაც ჩავიცვამ ახალი ნაყიდი მაქვს და თან ჯერ არც მცმია, ამ კაბას კიდევ ძალიან მოუხდება. ტაქსს ვაჩერებთ და სახლისკენ მივდივართ. -წავედი და საღამოს გამოგივლი დღეს შენთან ვრჩები ხომ იცი.-მეღრიჭება. -რათქმაუნდა.-ვუღიმი და სახლში სასტიკად დაღლილი შევდივარ. ოოო, არა! ამას აქ რაუნდა?! რამდენჯერ უნდა მიწევდეს ამის კითხვა?! სულ აქ როგორ მხვდება ვერ გაძლო უჩემოდ თუ რა სიკვდილი უნდა აქ! -რა გინდა ლაშხი, ქორწილის წინ გინდა , რომ სიცოცხლე გამიმწარო ხო?! -ჩემს მეგობრებს არ იცნობ შენ ხო? ბოროტულად მიღიმის. ახლა რაღა უნდა გამიკეთოს?! კარგს არაფერს ველი. ნეტავ რა მოიფიქრა.. სიმართლე გითხრათ ამ მოთხრობის გაგრძელებას აღარ ვაპირებდი. უბრალოდ უპასუხისმგებლობა იქნებოდა, რომ არ გამეგრძელებინა. არვიცი როდის დავდებ შემდეგ თავს და არც ვუარყოფ. რთულია დაჯდე და დაიწყო წერა , როდესაც არიცი რა დაწერო ისეთი რითაც ხალხის მოწონებას, ანუ ამჯერად თქვენს მოწონებას დავიმსახურებ. მართლა რთულია, ყოველშემთხვევაში დამწყებისთვის მაინც. მინდა, რომ გამიგოთ , მაგრამ ისიც მესმის, რომ უნამუსო გეჩვენებით. უბრალოდ ხანდახან მართლა არვიცი როგორ დავწერო ისეთი თავი, რომ მოგეწონოთ. რაც შეეხება შემდეგ თავს, უცნაური? არა, ალბათ უფრო გამაოცებელი თავი იქნება. დარწმუნებული ვარ არცერთი არ ელით მსგავს თავს. ამჯერად მართლა ვიცი, რომ გაგაოცებთ. ნუ მოკლედ რა. იმედია ძალიან არ გაბრაზდებით. მადლობა ყველას ვინც კითხულობთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.