შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიგდებული "პატარძალი" (5)


18-08-2017, 21:06
ავტორი elenee))))
ნანახია 4 264

თქვენ წარმოიდგინეთ რა დღეში ჩავვარდებოდი დედაჩემის ხმა, რომ გავიგონე შემოსასვლელიდან! ნინა გულს უხეთქავს ლაშხს, მეც ვყვები სერიოზულ ამბებში ვართ და როცა ყოველთვის აგვიანდება ნიცას სახლში მოსვლა ეხლა მოვიდა მაინცდამაინც დათქმულ დროზე! წამიც არ გადაუცდენია! ჩვენსკენ მოდის და თორნიკეს ხელს ართმევს:
-შენ ალბათ თორნიკე ხარ ხომ?-დაღლილი უღიმის.
-დიახ..თქვენ..?-ასეთი დაბნეული ლაშხი ჯერ არ მინახავს. ნუ სად ვნახავდი პრინციპში, მაგრამ მაინც.
-მე ნიცა ვარ , ნენეს დედა.-ისევ უღიმის დედაჩემი და ამ დროს რატომღაც მკლავი მეწვის. უი, რამხელაზე ჩაუვლებია თავისი დიდი ტორი ამ იდიოტს!
-გაიცანი ლაშხ..გაიცანი დედა ეს თორნიკე ლაშხია , ჩემი საქმრო და ნინას დეიდაშვილი.-ახლა მთლად დაიბნა, მგონი ჯერ კიდევ ვერ გაერკვია ბოლომდე მოცემულ სიტუაციაში , მაგრამ ბოლოს მიხვდა და გაეღიმა, ვაი ამ ღიმილს! იმედია ამასთან ერთად მარტო არასდროს არ დავრჩები თორემ შანთით თვალებს დამთხრის!
-სასიამოვნოა. ისეთი ახალგაზრდა ხართ ვერ მივხვდი , რომ ნენეს დედა იყავით.-უღიმის ლაშხი.
-თქვენობით ნუ მელაპარაკები კაცო, მაინც შენი სიდედრი ვარ.-ხელს იქნევს და სამზარეულოში გადის. არა დედა! ოღონდ ახლა არ დამტოვო!-სასმელს და ტკბილეულობას მოვიტან მოვალ ახლავე.
-გამოგყვები დეე.-ადგომას ვაპირებ დედაჩემის ხმა , რომ მაჩერებს.
-იჯექი რად მინდა გამოყოლა.-დედა, რომ გაგწირავს ასე! რა დავაშავე ასეთი?! ლაშხი კისერს იგრძელებს და როგორც კი ხედავს , რომ ნიცა სამზარეულოშია და ვეღარაფერს გაიგონებს მამისმკვლელი თვალებით გვიყურებს მე და ნინას:
-არვიცოდი ორი დედა თუ გყავდა!-ბოლოს ასკვნის და სკამს ეყრდნობა.
-კი, მამა არ მყავს არცერთი და სამაგიეროდ განგებამ ორი დედა მაჩუქა.-ისე ვამბობ, თითქოს სრულ სიმართლეს ვღაღადებდე. ტიტინის გაგრძელებას ვაპირებ ნინა , რომ მაწყვეტინებს:
-მეც შენი სიდედრი გამოვდივარ, არ გეგონოს ნაკლებად მკაცრი ვიქნები.-ისევ იგივე სახეს იღებს რაც წეღან ქონდა.
-ღმერთო შენ მიშველე.-თავს აქნევს აქეთ-იქით ლაშხი.-რა მეშველება შენ ხელში?!-მერე მე მიყურებს.
-ეგ პირიქითაა თორნიკე! მე რა მეშველება?!
-საერთოდაც ჩემ ხელში რა გეშველებათ?!-ნინა გვაწყვეტინებს საუბარს-მე სულ თქვენთან უნდა ვიჯდე.
ამ დროს ნიცა ბრუნდება ოთახში. ჯერ ჭიქები შემოაქვს და შემდეგ დანარჩენი რაღაცეები.
-რამდენი წლის ხარ თორნიკე?-ნიცა თან ლუდს ასხავს და თან ლაშხს უწყობს დაკითხვას.
-26.
-სად გაიცანით ერთმანეთი შენ და ნენემ?
-დედა, ხომ გითხარი ნინასთან თქო.-ლაშხს ხელს ვუჭერ, რომ რამე არ წამოაყრანტალოს.
-ხო, ნინასთან. ნინა ხო ჩემი დეიდაშვილია და..-დაბნეული ლუღლუღებს ლაშხი და ახლა უკვე ისე მაგრად ვუჭერ ხელს ლამისაა აღრიალდეს. არაუშავს, ღირსია!
კიდე ცოტახანი იყო ლაშხი ჩვენთან. დედაჩემმა იმდენი კითხვა დასვა თვალები ბრიალისგან კინაღამ ამომივარდა! გიორგისთვისაც კი არ დაუსვამს ამდენი კითხვა რა უბედურებაა!
-კარგი, ჩემი წასვლის დროა.-იღიმის ლაშხი და ფეხზე დგება.
-ქორწილს როდის აპირებთ?-დედაჩემი გვეკითხება.
-ორ კვირაში.-პასუხობს თორნიკე ღიმილით.-მანამდე ყველაფერი მზად იქნება.
-ძალიან კარგი.
-ნენე გამაცილე რა.-ხომ ვიცი რატომაც ამბობს ამას! სახლიდან გავალთ თუარა ან ლიფტში მიმაკლავს და სადმე გადამალავს ჩემს გვამს ან სადარბაზოსთან მიმაგდებს და ძაღლები შემჭამენ!
-მარტო ვერ ჩახვალ?-ბოლო იმედს ვებღაუჭები , მაგრამ წარბაწეულ ნიცას , რომ ვხედავ ეგრევე მივყვები-წავედით!
ლაშხი დედაჩემს ემშვიდობება. უკან მომყვება და თვალს , რომ ვაპარებ მისკენ ვხედავ ეშმაკურ ღიმილს , რომელიც კარგს არაფერს უნდა ნიშნავდეს!
-კიბით ჩავიდეთ!-ვცდილობ თავს ვუშველო , მაგრაამ ვინ გაცდის?! ღმერთო ჩემო! ნეტა ლიფტში ვინმე იყოს! ოღონდ ვინმე იყოს! კიბისკენ მივდივარ , მაგრამ მკლავში ხელს მკიდებს და ლიფტთან მაყენებს. მე ხომ ბედი არაფერში არ მაქვს! თავისუფალია ლიფტი! შევდივართ და თითქოს არაფერი უწყინარი სახით შემოდის ლიფტში, მაგრამ მე ხომ ვიცი , რომ ეს სახე რაღაცის გაფუჭებაზე მეტყველებს?! უკვე ვიცი! კარი იხურება თუარა ჩემსკენ იწევა. ოღონდ ახლა არა! კედელზე მაყუდებს და თავის ხელებს შორის მაქცევს. თვალებში მიყურებს და ტუჩებისკენ მოიწევს. ნუ ყოველშემთხვევაში მე მგონია , რომ ტუჩებისკენ მოიწევს, მაგრამ ეს ადამიანი ხომ ყოველმხრივ ბილწია?! ქვემოთ იწევა და ჩახსნილი კაბიდან პირდაპირ მკერდზე მკოცნის! უხხ, ამას განანებ! ამ დროს კარიც იღება და ვითომ არაფერი ისე იწევა , დამჯერი ბიჭივით! მანქანისკენ მიდის და მეც სადარბაზოს კარების იქით აღარ მივყვები. მანქანა ახლოს უყენია სადარბაზოსთან. ჩაჯდომას აპირებს, მაგრამ ჩერდება მიღიმის, ისეთი ღიმილით მიღიმის ნერწყვს, რომ გადაგაყლაპინებს და პირს დაგაღებინებს, ჩემსკენ მოდის და ახლა ტუჩებში მკოცნის, ძალიან ნელა , თითქოს ჩემი წამება უნდა, მაგრამ თითქოს? ჰაჰ! ტუჩებს შორდება და ყურთან ხავერდოვანი ხმა მესმის:
-შენი აზრით ვინ მოიგებს?-თან ყურის ბიბილოზე გამომწვევად მკბენს , თან ძალიან სასიამოვნოდ, მომენტალურად ტუჩზე ვკბენ:
-რას?
-თამაშს.
-რა თამაშს?-კარგად ვიცი რა თამაშსაც , მაგრამ რატომღაც დროს ვწელავ.
-ვნახავთ შენ უფრო დიდხანს ამიტან თუ-მე!-ბოლოჯერ მკოცნის წამიერად ტუჩებში და მანქანისკენ ისე მიდის, თითქოს არც ყოფილიყოს აქ..

არ ვაპირებ არანაირ თავის გამართლებას იმის გამო, რომ დამაგვიანდა. შეიძლება ვერ გამიგოთ , მაგრამ ვინც ისტორიებს წერთ როგორც წესი გამიგებთ. მუზა-არის რაღაც რაც ყველაზე მთავარია წერის დროს. ჩემი მუზა ხანდახან იჭედება. მირჩევნია თავები დაგიგვიანოთ და პატარა თავები დაგიდოთ ვიდრე ჩემი მუზის გამო ყველაფერი საგრძნობლად გავაფუჭო. ისტორიას ყოველდღე ვერ დავდებ , მაგრამ ყველანაირად შევეცდები დღეგამოშვებით დავდო. ეს თავი აუცილებლად მინდოდა , რომ ასეთი ყოფილიყო, პატარა და დამაინტრიგებელი. შემდეგი თავებიდან ყველანაირ ზღვარს გადავდივარ ისე ვიწყებ წერას..არა, ცუდი მხრივ კიარ გადავდივარ ზღვარს! პირიქით, ყველანაირად გადავალ ზღვარს და ძააალიან მაგარ თავებს შემოგთავაზებთ! დიდ და ძალიან მაგარ თავებს..მადლობა ვინც ჩემთან ერთად ხართ.



№1 სტუმარი Nini

Dade male gaagrdzelee :-*superrr

 


№2 სტუმარი მეც მწერალი ვარ

აბა აბა, ეს ტუტუცი მუზები :დდდ

 


№3  offline წევრი elenee))))

Nini
Dade male gaagrdzelee :-*superrr

მადლობასაყვარელო <3

მეც მწერალი ვარ
აბა აბა, ეს ტუტუცი მუზები :დდდ

:DD

 


№4  offline წევრი matrakoca

აუ როგორი კარგია რაა ♥

 


№5 სტუმარი Guest ელი

ცოტა დიდი თავი დადე რა, უცებ ამთავრებ და არ მყოფნის რაა ეს

 


№6  offline წევრი p♥♥h ^^

Yoveli istooriis bolos erti da igive ragacis miwerit ar iglebi??
Tu chven gvadebileebb da ar ggonia rom maxsovroba gvaqvs??
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№7  offline მოდერი ენემი

გააგრძელე და შეეცადე ამის მერე მუზა ხშირად დაიჭირო :D

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

მეტი მინდოდააა.პატარა თავი იყო ძაან.მომწონს ეს ისტორია და იმედია მოახერხებ მალე დადო ახალი თავი
--------------------
ლანა

 


№9 სტუმარი lalka

es raa migdebuli patarzali ki ara mogdebuli nawarmoebis tavia an gazarde cota roca agvianeb an ra vici.

 


№10  offline წევრი elenee))))

matrakoca
აუ როგორი კარგია რაა ♥

შენზე კარგი მაინც ვერ არის <3

Guest ელი
ცოტა დიდი თავი დადე რა, უცებ ამთავრებ და არ მყოფნის რაა ეს

გეფიცები ვცდილობ :X მართლა ვცდილობ გაზრდას :X

p♥♥h ^^
Yoveli istooriis bolos erti da igive ragacis miwerit ar iglebi??
Tu chven gvadebileebb da ar ggonia rom maxsovroba gvaqvs??

არმგონიხარ დებილი შეგიძლია დაწყნარდე <3

ენემი
გააგრძელე და შეეცადე ამის მერე მუზა ხშირად დაიჭირო :D

ვერც კი წარმოიდგენ რა ცუღლუტია ეს ჩემი მუზა :DDD

La-Na
მეტი მინდოდააა.პატარა თავი იყო ძაან.მომწონს ეს ისტორია და იმედია მოახერხებ მალე დადო ახალი თავი

მადლობა საყვარელო <3 ხვალ დავდებ <3

lalka
es raa migdebuli patarzali ki ara mogdebuli nawarmoebis tavia an gazarde cota roca agvianeb an ra vici.

ვცდილობ , უნდა გესმოდეს , რომ როცა მინდა მაშინ ვერ დავწერ და ყოველთვის არაა ჩემი მუზა მზად <3

 


№11  offline წევრი Mari-Mariami.16

იმედი მაქვს მუზა მალე გეწვევა და ახალი თავიც დაიწერება, თორემ შეიძლება სული განვუტევო.
ეს ისტორია ძალიან მომწონს დღეს წავიკითხე თითოეული თავი და ნასიამოვნები ვარ ბოლო დონეზე, ამაზე მეტი არც შეიძლება. სახალისოც იყო, ემოციურიც, სევდიანიც, ვნებების ქარცეცხლშიც შესაძლებელია გაეხვე...
მოკლედ ამ ისტორიით ვარ ნასიამოვნები და ველი შემდეგ
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№12 სტუმარი mari

ra vegar dadet momdevno tavi.gvaglaxavebt tu ra ari

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

არის ამ ისტორიაში რაღაც რაც მომწონს, მაგრამ არის კიდევ რაც უფრო მეტად მიშლის ნერვებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent