შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არითმია (თავი 1)


4-09-2017, 22:43
ავტორი Oximated
ნანახია 1 330

ვერ მოეღო ამ რიგს ბოლო! მზერამოუშორებლივ მივჩერებივარ ჩემ წინ გაშეშებულ მოხუცს,
რომელიც უსაშველოდ ნელა მოძრაობს და ვცდილობ, ღრმად ვისუნთქო. მოულოდნელად, გვერდში
მუჯლუგუნი მხვდება და უცნობი განზე მწევს. აღშფოთებული ვაჩერდები უხეშ კაცს, რომელიც,
როგორც აღმოჩნდა ქალი ყოფილა, თანაც - მოხუცი. პირს ვკუმავ და უკანასკნელი ძალის ფასად
ვაკავებ საკუთარ თავს რომ ბრაზისგან არ დავიყვირო. სავარაუდოდ, აქ მომიწევს ღამის გათენება,
მაშინ, როდესაც ჭაღარათმიანი ქალი თბილი ღიმილით აწვდის კონსულტანტ ბიჭს თავის ჩანთას და
თავს ისე აჩვენებს, თითქოს უსუსური, კეთილი ბებო იყოს. ეტყობა, ბიჭმა ვერ დაინახა როგორ
თავაზიანად ჩაეკვეხა რიგში ჩემ წინ, თორემ დახმარებას არ შესთავაზებდა. მაგრამ, არა. მაინც
შესთავაზებდა. საშინლად ზრდილობიანი ბიჭია. გამაღიზიანებლად ზრდილობიანიც კი. რა ვქნათ,
ყველა ჩემნაირი ვერ იქნება.
ბიჭი, რომელსაც ორივე ხელში სამ-სამი პარკი უკავია, ფეხით აღებს კარს და მოხუც ბებოს
ატარებს, შემდეგ მასთან ერთად ჭრის ტროტუარს. ბოლოს, მოხუცი უბრუნდება და შთამომავლობას
ულოცავს, ბიჭი კი ქუჩაზე გადმორბის. სწრაფი ნაბიჯით შემოდის მაღაზიაში და თავის საქმეს
უბრუნდება.
ყუთების გადმოწყობას იწყებს თაროდან, მაგრამ ჩემს დაბნეულ გამომეტყველებას ამჩნევს,
მიბრუნდება და იმავე ღიმილით, მოხუცის დახმარებისას რომ ჰქონდა, მეკითხება:
- რით დაგეხმაროთ? - მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე, თვალი რომ მქონდა მასზე გაშტერებული.
- ველოდები. - თავით მოლარისკენ ვანიშნებ, რომლამდე მისაღწევადაც ჯერ კიდევ სამი ადამიანი
მაკავებს.
- გასაგებია. - მეუბნება მოკლედ და საქმეს უბრუნდება.
ნერვიულად ვიხედები მაჯის საათზე. ხუთი წუთი აკლია რვას. მალე დაიკეტება ეს მარკეტი და
დავრჩები ასე პროდუქტებით ხელში.
ისევ ბიჭს ვუყურებ. 18-19 წლის უნდა იყოს, რადგან სახეზე ჯერ კიდევ ეტყობა მოზარდობის
მძიმე კვალი. თბილი, თაფლისფერი თვალები აქვს, რომელიც ღიმილისას უბრწყინავს. მოგრძო,
წაბლისფერი თმა ყურებზე ჩამოჰფარებია. ამ დროს ის ბოლო ყუთსაც დებს, ჩემკენ იხედება და მზერას
იჭერს.
სასწრაფოდ ვრგავ თავს პროდუქტებში და ვცდილობ აწითლებული ლოყები არ დავანახვო.
თვალის კუთხიდან ვამჩნევ რომ ეღიმება.
- მობრძანდით. - გადაღლილი ხმით მეუბნება მოლარე. ბედნიერია, რომ დღეს უკანასკნელი
კლიენტი ვარ.
მაღაზიიდან ჩემი გამოსვლისთანავე გამოდიან ბიჭი, ერთი გოგო და მოლარე, რომელიც კარს
კეტავს და ნახევრად განათებულ მარკეტს ზურგსუკან იტოვებს. ის და მეორე გოგო ხელის ქნევით
ემშვიდობებიან ბიჭს, რომელიც ჩემკენ მოდის და უდარდელად ჩაუწყვია ხელები შარვლის ჯიბეებში.
მაღაზიის ფორმა აღარ აცვია, მხოლოდ ფართო, ლურჯი მაისური, რომელიც სულ მცირე სიოზეც კი
დროშასავით ფრიალებს.
- ერთი წუთით, თუ შეიძლება... - ხმამაღლა ამბობს ჩემ უკან. გულის ცემასთან ერთად ნაბიჯსაც
ვუჩქარებ. - ერთი წუთით... - იმეორებს კვლავ და ისიც უჩქარებს ნაბიჯს.

არ ღირს მარათონის გამართვა, ისედაც ვიცი, ვინ გაიმარჯვებს, ამიტომ, უხალისო სახით
ვბრუნდები უკან და ყურებამდე გაკრეჭილ ბიჭს ვაჩერდები, რომელიც ხელს ჩამოსართმევად მიწვდის,
მაგრამ, როგორც კი ჩემს ბარგს ავლებს თვალს, უხერხულად ცდილობს გაამართლოს საქციელი, ვითომ
ჰაერში გაიქნია, უბრალოდ.
- შემიძლია, დაგეხმარო... - მეუბნება წყნარად. თავის კედებს დაჰყურებს და არად აგდებს
გახსნილ ლანჩებს.
- არაა საჭირო, გმადლობ. - ვეუბნები ცივი ღიმილით და სიარულს ვაგრძელებ. მგონია, თავი
დამანება.
მოულოდნელად, სიმსუბუქეს ვგრძნობ ხელებში. პირდაღებული უკან ვიხედები დამნაშავის
დასანახად, რა დროსაც მხიარული სიცილი მესმის ზურგსუკან.
- არაა სასაცილო! - ვეუბნები უკმეხად და ისიც მაშინვე ჩუმდება. ხელში ჩემი პროდუქტის
პარკები უკავია და ყურადღებით მაკვირდება.
- მე ლექსო მქვია.
- რაღაც, არ მახსოვს, მეკითხოს. - არც კი ვიცი, რატომ მაქვს ამ ბიჭის მიმართ სიძულვილი. ვითომ
მოხუცი ქალი? ჰმმ...
დატუქსული ლეკვივით იყურება და ისევ თავს ხრის.
- შემიძლია, გაგაცილო, თუ ამ ქუჩაზე მოდიხარ.
- არა, მე იმ ქუჩაზე მივდივარ! - პარკებს სასწრაფოდ ვტაცებ ხელს და თითს საპირისპირო
ქუჩისკენ ვიშვერ.
ლექსოს ეღიმება და მე ისევ მის მოციალე თვალებში ვიკარგები.
- მშვენიერია, მეც! მანდეთ ვცხოვრობ.
გაბეზრებული გამომეტყველებით ვუბრუნდები:
- თავს არ დამანებებ? - ვცდილობ, ხმაში მთელი ბრაზი ჩავაქსოვო, მაგრამ შედეგი მხოლოდ
ცერცეტი გოგოს ხმაა.
- არა. - ისევ იღიმის.
შეწყვიტე! როგორ ვუთხრა, რომ აზროვნებას ვწყვეტ, როცა იღიმის. ასე მგონია, სამყაროს
მხოლოდ მისი ღიმილი ანათებს. არა, არა, არა! ეს როგორ ვიფიქრე, ის ერთი აბეზარა ბიჭია, რომელსაც
გოგოს დაკერვა უნდა მხოლოდ.
- კარგი... - ვეუბნები და პარკებს ისევ ხელში ვაჩეჩებ, შემდეგ თმას უკან ვიწევ და გზას
ვაგრძელებ.
უკან არ ვიხედები, მაგრამ გუმანით ვგრძნობ, ისევ ეღიმება, ოღონდ, თავისთვის.
ცუდი ბიჭი არ უნდა იყოს, თავაზიანია, მაღალი, კეთილი. ეს სამი კრიტერიუმი კი ჩემს, როგორც
გადამკვდარი წიგნის ჭიის თვალში, მას კლასიკური რომანების მიმზიდველ მამაკაცად, ან, სულაც,
თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცად აქცევს. მაინც არდადეგების პირველი კვირაა, წინ მთელი სამი
თვეა, ასე რომ...

- მე გვანცა. - ვტრიალდები და ხელს ვუწვდი, თუმცა, ახლა მე მიწევს ჩემი მოძრაობის
უგერგილოდ გამართლება, რადგან მას აქვს ორივე ხელი დაკავებული.
- სასიამოვნოა. - და აი, ისევ. ეს სამყაროს გამაცისკროვნებელი ღიმილი.



№1 სტუმარი მოცინარი

რა კარგი იყო.... მართლა, პირველი თავისთვის ძააალიან კარგი. იმედია შემდეგ თავს არ დააგვიანებ და უფრო დიდს დადებ

 


№2  offline წევრი Oximated

მოცინარი
რა კარგი იყო.... მართლა, პირველი თავისთვის ძააალიან კარგი. იმედია შემდეგ თავს არ დააგვიანებ და უფრო დიდს დადებ

უღრმესი მადლობა! <3 <3 <3 ამ კვირაში დავდებ მეორე თავს, ბევრად დიდს! ^_^

 


№3 სტუმარი Sparky

Es tu happy end-it ar dantabrdeba guli gamiskdeba

 


№4  offline წევრი Daniela

ზედმეტად კარგი დასაწყისია, ვინედოვნებ,რომ დასასრულიც ზედმეტად კარგი იქნება! <3 <3

 


№5  offline წევრი Oximated

Daniela
ზედმეტად კარგი დასაწყისია, ვინედოვნებ,რომ დასასრულიც ზედმეტად კარგი იქნება! <3 <3

ძალიან დიდი მადლობა! ♥ ♥

 


№6 სტუმარი Leporela

Shegidzlia gvitxra zusti tarigi rodis dadeb xolme axal tavs? *_* didi xnis shemdeg dzlivs kargi istoria vipove am gverdze da mxolod amistvis shemovdivar yoveldge rom vnaxo xom ar dadebula axali...mokled gelodebi gulis fancqalit *_*

 


№7  offline წევრი Oximated

Leporela
Shegidzlia gvitxra zusti tarigi rodis dadeb xolme axal tavs? *_* didi xnis shemdeg dzlivs kargi istoria vipove am gverdze da mxolod amistvis shemovdivar yoveldge rom vnaxo xom ar dadebula axali...mokled gelodebi gulis fancqalit *_*

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! <3 <3 სავარაუდოდ, ორშაბათობით იქნება ხოლმე თავები ^__^ შეიძლება, უფრო ადრეც, მაგრამ ერთ კვირაზე მეტს არასდროს გალოდინებთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent