შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსი და სუში (ნაწილი 1 სრულად)


5-09-2017, 14:51
ავტორი Auroram
ნანახია 7 671

გათანგული გადაწვა თავის მხარეს და ამაზრზენი სახით ახედა ღამის პარტნიორს,რომელიც ისევ ვნებიანი თვალებით აკვირდებოდა მის გამოძერწილ სხეულს.
-რას მიყურებ შეგიძლია წახვიდე-ხელი აუქნია ბიჭს და გადმობრუნდა. თვალები დახუჭა და კარის მიჯახუნებას ირონიული ღიმილით შეხვდა.

მთელი ღამე არ შერხეულა,ტკბილად ეძინა და მშვიდად სუნთქავდა. ხვალ რთული დღე ელოდა ამიტომ საჭიროც კი იყო გართობის შემდეგ დასვენება. ფანჯრის იქით კი ქარი ნაზად დაქროდა და თავის ენაზე სასიამოვნო მელოდიას ღიღინებდა. ესეც მისი ყოველდღიურობა თუ ყოველღამურობა? არ ვიცი,არ ვიცი...

მეორე დღეს თვალები ბედნიერმა ჭყიტა,ფეხზე სწრაფად წამოდგა და სააბაზანოსკენ დაიძრა. პირში კბილის ჯაგრისი ჩაიდო,როდესაც კარზე კაკუნი გაისმა,ნელ-ნელა კი ყოველივე ეს ბრახუნსა და ყვირილში გადავიდა,გოგონამაც ნება იბოძა და შემოსასვვლელისკენ დაიძრა. კარი გახსნა და ფართოდ გააღო. ცალი ხელით კარს დაყრდნობოდა,ცალით კი ჯაგრის ამოძრავებდა პირში.

გაოცებული შესცქეროდა მის მენეჯერს რომელიც გაშმაგებული უყურებდა,ვერ ითმენდა ისე სურდა,რომ ეყვირა,ეკივლა,ეჩხავლა,მაგრამ მამაკაცმა თავი შეიკავა,რადგან გაახსენდა დადებული პირობა,ის მხოლოდ მენეჯერი იყო. სწრაფი ნაბიჯით შევიდა სახლში და ოთახებში სიარული დაიწყო. თითქოს ვიღაცებს ეძებდა და ეს გაოგნებულ გოგონას კიდევ უფრო აოცებდა.

-შეიძლება ვიკითხო რას აკეთებ?-მამაკაცის სირბილს მთელი სხეულით ადევნებდა თვალს და გაგიჟებულმა ძვლივს გააჩერა მოქინჩილე თავი.

-ღამის პარტნიორს!-მანაც არანაკლებ სიმკაცრით დაუყვავა გოგონას და ისევ სიარულს მიჰყვა. გოგონას ჩაეცინა და ირონიული ღიმილით ახლა თავად ჩაეშვა ტახტში,ხელში კი კბილის ჯაგრისი ეჭირა და აბუშტუკებულ პირის ღრუს ოსტატურად არ იმჩნევდა.

-წავიდა უკვე და შენი წასვლის დროც არის დღეს რთული დღე მაქვს და შესაბამისად შენი თავი არ მაქვს!-ისევ წამოდგა ფეხზე კარისკენ დაიძრა და მენეჯერს გარეთ გაუძახა. გარედან ესმოდა ლამაზი სიტყვები,მაგრამ საპირფაროშოს კედლებმა მისი ხმა მთლიანად ჩაახშო.

მოწესრიგებული გამოვიდა სააბაზანოდან და ღიღინ-ღიღინით მიადგა კარადას. მისი საყვარელი ტანსაცმელი, ვარდისფერი ქვედაბოლო,რომლის უკანაც შორტი იმალებოდა,თეთრი ღრმა დეკოლტიანი, ვიწრო,ტანზე მომდგარი მაისური და თამაშისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელები გადმოიღო და ჩაცმას შეუდგა. საკუთარ თავს სარკეში,რომ შეხედა კიდევ უფრო გაიბადრა ბედნიერებისგან და კიკინის ქნევით,რომელიც თავზე მოეთავსებინა გაუყვა დერეფანს,რომლის ბოლოში მისი მენეჯერი ელოდა. ისევ!

-მოგესალმებით ძვირფასო მაყურებელო,როგორც მოგეხსენებათ დღეს არის გოლფის ნახევარ ფინალი სადაც ერთმანეთს ლანა ვალენტოვა,ფიგარო სმიტი და ყველასთვის ცნობილი,საყვარელი და მუდამ გამარჯვებული ლილია ვალიძე შეეჯიბრებიან. ნამდვილად დაძაბული თამაში იქნება,ვნახოთ ისევ ლილია იქნება ჩემპიონი თუ სხვა შეცვლის მის პოზიციას.-წამყვანმა დაასრულა მონოლოგი-ახლა კი გთავაზობთ პირდაპირ ჩართვას მწვანე გაზონიდან,როგორც თავად მოთამაშეები უწოდებენ მას გრინიდან.-ჩართულ კამერას გაუღიმა და ეკრანს შეხედა.

გრინზე მშვიდი სახით იდგა ლილია და სულაც არ ნერვიულობდა არაფერზე,ღიმილით გაჰყურებდა ფოსოებს და თვალით ზომავდა,რამდენ დარტყმაში მოახვედრებდა ბურთს . თვალების მოჭუტვით და გაფართოებით ცდილობდა ზუსტი განსაზღვრებები გაეკეთებინა.

-გაიღიმე,ვერ ხედავ ფოტოებს,რომ გიღებენ?!-შეუბღვირა მენეჯერმა და ხელი მკლავზე გაკრა. ლილიამ თვალები უხეშად გადაატრიალა და კამერას ყალბი ღიმილი შეაგება.

-მოთამაშეები გამოცხადდნენ სასტარტო ადგილას-გაისმა ხმა სივრცეში და წრეც შეიკრა. პირველი ფიგარო სმიტმა მოიმარჯვა ხელში გოლფის ჯოხი-ყვანჭი და ფოსოს გახედა. რამდენიმეჯერ მოიქნია და ბურთს დაარტყა.პირველ ჯერზე მიზანში ვერ მოახვედრა,მაგრამ შემდეგი დარტყმით აუცილებლად ჩააგდებდა. ასე გრძელდებოდა მთელი სამი საათი. ნახევარ ფინალი დასასრულს უახლოვდებოდა და ლიდერი რა თქმა უნდა ლილია ვალიძე იყო. არავის არ გაკვირვებია,მაგრამ აღსაღნიშნავია ისიც,რომ მეტოქეები ტოლს არ უდებდნენ გოგონას.

-ბოლო დარტყმა! თუ ახლა ლილია ერთი დარტყმით ჩააგდებს გადავა ფინალში,რაც ნიშნავს იმას,რომ უკან მოიტოვებს ყველაფერს-გაჰკიოდა ბოლო ხმაზე რეპორტიორი და ხელით გოგონასკენ უთითებდა.-ახლა სწორედ მას ხედავთ,როგორ აკეთებს მობილიზებას-ქალიც გაჩუმდა და დაელოდა,როდის ისვრიდა ბურთს. ორი მოქნევა და მესამეზე დარტმა ეს იყო მისი სტრატეგია(სავით),რომელიც მუდამ ამართლებდა და ახლაც არ უმტყუვნია,დაარტყა და პირდაპირ ფოსოში მოახვედრა-და ლილია ვალიძე ფინალშია ფიგარო სმიტთან ერთად,ვულოცავთ მათ!-ღიმილით უყურებდა კამერას ქალი-ხვალ კი ვიხილავთ ვინ იქნება 2017 წლის გამარჯვებული, უძლიერესი ლილია თუ ახლად გამომცხვარი ბისკვიტი ფიგარო,ხვალ პირდაპირი ჩართვით დაგიბრუნდებით,ნახვამდის!-ეს გადაცემა ყველაზე მაღალ რეიტინგული იყო,მთელი წლის განმავლობაშ,ამიტომ წამყვანები,რეპორტიორები და გადამღები ჯგუფები ხელიდან არ უშვებდნენ ამ შანსს.
მატჩის დასრულებისთანავე ყველა ლილიას მიახტა. მიუხედავად იმისა,რომ დაცვა გარშემო იდგა ჟურნალისტები მყარად იდგნენ და კითხვას კითხვაზე აყრიდნენ. ლილია გაჩერდა და ერთ-ერთს შეუბრუნდა

-მხოლოდ მას ვაძლევ უფლებას დამისვას შეკითხვა-არ იცის რატომ,მაგრამ ეს ნორჩი გოგონა მოეწონა და თვალებში შეხედა,მიხვდა,რომ ზედმეტად სუფთა იყო ამ პროფესიისთვის და შეეცოდა კიდეც.

-მე?-გაუკვირდა ჟურნალისტს,მაგრამ მალევე მოეგო გონს და იკითხა-რამდენი შეკიხვის დასმის უფლება მაქვს?-მანაც ახედა ლილიას და თვალების ხამხამს მოჰყვა.

-უკვე ოთხის-ღიმილით გადააქნია თავი და ყურადღებით მოუსმინა.

-ეს არ არის თქვენი პირველი გამარჯვება და არც უკანასკნელი,რა ბედნს
უწინასწარმეტყველებდით საკუთარ თავს?-თან კითხვას სვამდა თან რაღაცას ინიშნავდა.

-ყოველთვის მგონია,რომ გრინს დამარცხებული დავტოვებ,მაგრამ ბედი ჩემ მხარეს არის და იმედია ხვალაც არ მიღალატებს-თვალი ჩაუკრა და თავით ანიშნა შემდეგი შეკითხვაო.

-ნამდვილად არ არის სასიამოვნო იმის გაგება,რომ თქვენზე ფული იდება,როგორ ხვდებით ყოველივე ამას?-გაისმა შემდეგი შეკითხვა.ლილიას გაეღიმა და გადააქნია.

-გეთანხმები,არ არის სახარბიელო ფულს ,რომ დებენ,მაგრამ მე რა შემიძლი,რომ გავაკეთო?-გოგონასკენ გადაიწყია და ცხვირზე ხელი დაკრა-მომწონხარ მე შენ!-ამაყად გამოაცხადა და ბლოკნოტი ხელიდან ააცალა,რაღაც ჩაწერა და ისევ გოგოს დაუბრუნა,თვალი ჩაუკრა და მანქანისკენ დაიძრა. ყველა გაოცებული დატოვა მათ შორის ის პატარა გოგონა,რომელიც ეშმაკური ღიმილით დაჰყურებდა ქალბატონი ლილიას ტელეფონის ნომერს და წარწერას : ,,ინტერვიუსთვის დამირეკე“.

ჩემპიონი მანქანაში ჩაჯდა თავი საყრდენს მიადო.
-სუში მინდა თანაც ძალიან!-ამოიოხრა და მენეჯერს გახედა,რომელიც მის წინ დასკუპებულიყო. ძალიან უკვირს ამ მამაკაცის ქცევები,მიუხედავად იმისა,რომ ქალებით არ არის დაინტერესებული მაინც საოცარი მანერები აქვს და ეს აგიჟებს კიდევაც ლილიას.

-შეგვიძლია რესტორანში წაგიყვანოთ-შესთავაზა მამაკაცმა იდეა,რომელზეც გოგონამ ცხვირი აიბზუა და ფანჯარას გახედა.

-მე რატომ უნდა მივიდე?-ზედმეტად ამპარტავანი,ამაყი და ქედმაღალი იყო ლილია. -მინდა,რომ რესტორნის შეფ-მზარეული დავიქირავო,ხშირად მინდება სუში და ყოველწამს რესტორნებში სიარულის დრო არ მაქვს!-ხელის მოძრაობით ანიშნა მენეჯრს,რომ უნდა მოეგვარებინა ყველაფერი-დღეს საღამოს მზარეული ჩემ სახლში უნდა იყოს და პირობებზე შემდეგ მოველაპარაკები-ირონიულად გაუღიმა მენეჯერს და გაჩერებული მანქანიდან პირველი გადავიდა.




***
-გასაოცარი პირდაპირ,როგორ თუ გაგექცათ! როგორ შეიძლება ოცდათვრამეტ კაცს ერთი შეუიარაღებელი,ლაწირაკი გაგქცეოდათ?! რომ მიადგეს ეხლა ის ბიჭი თავის მსხვერპლს რა ვქნათ მერე ჩვენ! თქვენი ბრალი იქნება,თუ ახალი მკვლელობა მოხდება! აორთქლდით ახლა აქედან და ყველაფერი იღონეთ,რომ ის პატარა მათხოჯი დაიჭიროთ,გასაგებია?!-საგამომძიებლო ბიურო ინგრეოდა! ბატონი კონსტანტინეს ხმა ქუჩაშიც კი ისმოდა. ასეთი გაცოფებული ჯერ არ ყოფილა! მართალიც იყო,მისმა ხალხმა ის დააღალატეს და თავზე ლაფი დაასხეს–ასე ვთქვათ.

მხოლოდ ის გაეკიდა,მხოლოდ მან მოიფიქრა გზა გადაეჭრა მკვლელისთვის და მხოლოდ მას მოხვდა ტყვია მკლავში–ბედის ირონიაა. რთული არაფერი არ ყოფილა და არც მტკივნეული იყო მისთვის ეს,მაგრამ ტვინში სისხლი აწვება,მისი ხალხის უმოქმედობა,რომ ახსენდება!
სუნთქვა გახშირებული ჩაჯდა სავარძელში და ამოიოხრა. შუბლზე ხელი მოისვა და მაგიდისკენ მიიწია. რაღაცის წერა უნდა დაეწყო კარზე კაკუნი,რომ გაისმა.

-მობრძანდით!-გაისმა გამყინავი,მკაცრი ხმა. ოთახში ლილიას მენეჯერი შემოვიდა. შეშინებული და დეტექტივის მამაკაცურობით მოხიბლული. ნაზი მიმოხვრით მიუახლოვდა კონსტანტინეს და მის წინ მდგომ სკამზე მოთავსდა. ფეხი ფეხზე გადაიდო და მისკენ გადაიწია.

-რა გსურთ-ფორმალურობას ინარჩუნებდა დეტექტივი და მისთვის მიუღებელ მამაკაცს თვალს არიდებდა-რაიმე მოხდა?-დაამატა კითხვა,როდესაც მიხვდა მენეჯერი გამოშტერებული სახით უყურებდა.

-იცით, ლილიას სუში ძალიან უყვარს-გაიწელა კაცი-და ახლა მან გადაწყვიტა,რომ-გამაღიზიანებლად ატრიალებდა ენას პირში-რომ-კონსტანტინეს ნერვები აწყდებოდა-რომ შეფ-მზარეული დაიქირაოს და სახლში ყოველ საღამო გაუკეთოს სუში,ვიფიქრე უნდა გცოდნოდათ.-კიდევ უფრო გადაიწია მამაკაცისკენ და კოცნა გაუგზავნა. რამდენადაც შეუვალი და მამაკაცური იყო ლილიასთან,იმდენად ქალური და ნაზი იყო კაცებთან.

-თავისუფალი ხარ!-უკვე ვეღარ ძლებდა კონსტანტინე ამ კაცის მანერებს. ფეხზე წამოდგა და მენეჯერს კარი გაუღო,თავით ანიშნა, გადი აქედან სანამ ცოცხალი ხარო და გასულ მამაკაცს თვალი გააყოლა. კარი მიაჯახუნა. პირვანდელ პოზას დაუბრუნდა.

ქარივით შემოფრინდა ოთახში კონსტანტინეს მეგობარი-დამიანე. ჭკუამხიარული და მუდამ მომღიმარი.

-სუში? შეფ-მზარეული?კაი მართლა? შენ გიმთხვევს ის გოგო ყველაფერს! ბედი კარზე მოგდგომია ბიჭო და შენ აქ გოდებ!-ისე სწრაფად მიაყარა ყველაფერი ერთმანეთს წესიერად ვერც გაიგო რა უთხრა.

-მე რა შუაში ვარ-გაოგცებულს აღმოხდა და თავის მეგობარს ახედა.

-შენ იქნები ის შეფ-მზარეული,რომელსაც დაიქირავებს,თან დაიცვავ და თან შეგიყვარდება-სიცილით აყრიდა სიტყვებს ერთმანეთს და კონსტანტინეს გაოცებულ სახეს ოსტატურად არ იმჩნევდა.

-ჯანმრთელად ხარ?მე რატო უნდა ვიყო იმის შეფ-მზარეული?-წარბები შეკრა.

-სიყვარულზე თანახმა ხარ? კარგი ბატონო ჩემო-აროხროხდა ისევ დამიანე.-ეხლა სერიოზულად ვამბობ, ისევ ჯობს ჩვენიანი შევიდეს მაგის დასაცავად თან უცხო რა იცი ვინ იქნება ყველაფერთან ერთად იცი იაპონური სამზარეულო და უფრო მაგარია ის,რომ იაპონიაშიც გიცხოვრია და იქაურებმა გასწავლეს ყველაფერი. სუში მასტერი ხარ კოსტა ბატონო!-ფეხზე წამოხტა და კარისკენ დაიძრა-იფიქრე კონსტანტინე არ ვხუმრობ!-ბოლოს სერიოზული ხმით დაამატა და ოთახიდან გავიდა.

კონსტანტინე ფიქრმა მოიცვა. ერთი ქარაფშუტა გოგო უნდა დაეცვა და თან საჭმელები გაეკეთებინა მისთვის? ყოველ საღამოს,რომ სუში მოენდომებინა უნდა წამომხტარიყო პატარა ბიჭივით და გაეკეთებინა? თავი ასტკივდა ამდენი ფიქრისგან. შეხვეულ მკლავს დახედა და ისევ აეშალა ნერვები! მეორე ხელი წითელ ღილაკს დააჭირა და დამიანე იხმო ოთახში

-მოდი გინდა დაგენიძლავები,რომ ახლა მთანხმდები და ,რომ ის გოგო შეგიყვარდება?-შემოსული არ იყო ქოთქოთი,რომ დაიწყო დამიანემ. კონსტანტინე თვალებს ატრიალებდა და ყურადღებას არ აქცევდა.

-ნიძლავი რაში მჭირდება ისედაც მოიხიბლება ჩემით და იმას შევუყვარდები მე კი არა-ეს ერთი და მეორე ის,რომ ლილიას მენეჯერს დაელაპარაკე და უთხარი,რომ ვიპოვეთ შეფ-მზარეული. მე კიდე-ამოიოხრა-მე კიდე მზარეულის ფორმა მომიტანე,ოღონდ იაპონური, გადავრიოთ პატარა ქალბატონი!-ირონიულად ჩაიღიღინა რაღაც და დამიანეს ანიშნა თავისუფალი ხარო.

გოგონას ფოტო კიდევ ერთხელ ნახა საქაღალდეში და გაიღიმა.
-აბა ორმაგო მსხვერპლო ფრთხილად იყავი მოვდივარ!-ხმა მაღლა თქვა და სკამზე გადაწვა. თავი აღარ სტკიოდა. გაუარა!







***
-რა მაგარაია! ჩემი შეფ-მზარეული მეყოლება,ყოველ საღამოს სუშის შევჭამ და არ მომიწევს ალთა-ბალთა სიარული! ის ხომ უთხარი საღამოს აქ,რომ უნდა მოვიდეს?პირობებზე უნდა შევუთანხმდე,ნეტა როგორი არის? ფოტო ვერ გამოართვი?-მოუთმენლად ცქმუტავდა და შეფ-მზარეულს ელოდა. რატომღაც ქალი ეგონა,ისეთი რომელიც დედის ადგილს დაიკავებდა მის ცხოვრებაში და არა დამცველ დეტექტივს,რომელსაც არ ეხალისებოდა მასთან თამაში.

-ვარჯიში გაქვთ სამი საათისთვის-შეახსენა მენეჯერმა და მის საქციელზე თვალები აატრიალა.

-დღეს არ მივდივარ! მეზარება-ამოიოხრა,თითქოს ძალიან დაღლილი იყოს და ტახტზე გაწვა. ისეთი ლამაზი და სექსუალური იყო ამ დროს მენეჯერმა გაიფიქრა სად არ მომწონს ქალებიო,მაგრამ სურვილი არ გაუჩნდა მისულიყო და ეკოცნა მაინც ამიტომ მანაც ამოისუნთქა და თვალები დახუჭა. დეტექტივის ტუჩები გაახსენდა და საკუთარ ფიქრებზე ანცად ჩაიღიმა.

-კი მაგრამ ხვალ..-ვინ გაცდის წინადადების დამთავრებას.

-წინა დღეს,რომ არ ვვარჯიშობ ახალია შენთვის?-ირონიულად გახედა მამაკაცს და მისკენ შებრუნდა-მირო მითხარი ერთი შენ, შეყვარბული გყავს?-საყვარლად გაუცინა ლილიამაც და უფრო მიუახლოვდა

-აუ ერთი ბიჭი მომწონს-უცებ გაინაზა და მისი მთლიანი მამაკაცურობა წყალში მოისროლა-სულ მწერს და მირაკევს,დამპატიჟა კიდეც რესტორანში,მაგრამ ეს ორი დღეა არ მოუწერია არაფერი და არ მინდა,რომ მე გადავდგა პირველი ნაბიჯი-გაწელა ბოლო სიტყვები და თავი საზურგეს მიადო-არადა მომენატრასავით-ჩაიცინა,მაგრამ მერე დეტექტივი გაახსენდა მისი მიმოხვრა და მკლავები. თვალები დახუჭა და ტუცები გაილოკა,შეიჭრებოდა კიდეც ფანტაზიებში ლილიას სიცილი,რომ არ გაეგო

-გემრიელია?-სიცილით წამოდგა ფეხზე და მხარზე ხელი დაარტყა-ეს კვირა თავისუფალი ხარ, შენ სატრფოს მიხედე-კიდევ აუტყდა სიცილი და ასე შევიდა ოთახში,კარს მიღმა კი გაოცებული მირო დატოვა,რომელიც ქალურად წამოხტა ფეხზე და სირბილით გავიდა კარში,მაგრამ მალევე შემობრუნდა,ჩანთა დარჩა და იმიტომ.






შემოსკდომაზე აქვს იაპონური ფორმა. წითელი ფერი კიდევ უფრო მკვეთრად აჩენს მის სხეულს. მკლავი ისევ შეხვეული აქვს,მაჯების ბოლოს კი შავი ნაჭერი,რაც კიდე უფრო აგრძელებს მის ისედაც გრძელ და განიერ მხარ ბეჭსა თუ მკლავებს. შავი ფართო შარვალი აცვია და ხელში შეფ-მზარეულის ქუდი უჭირავს,რომლის გარეშეც წარმოუდგენელიც კი იქნებოდა მისთვის სამზარეულოში ტრიალი. ასეთ ჩაცმულობას მიჩვეული,მეტიც სამი წლის განმავლობაში არც კი გაუხდია,მაგრამ ახლა იმ პატარა თავნება გოგოს გამო აცვია -მოიხდინა ეს ტანსაცმელი და ეს სულაც არ მოსწონს.

კარზე ფრთხილად დააკაკუნა. ზღურბლს მიღმა ნაზი ნაბიჯების ხმა გაიგო,რომელიც მანძილს ამოკლებდა მათ შორის. მალე კარის სახელური ჩამოიწია და გაიღო.
ულამაზესი ხუჭუჭა თმა, შავი თვალები და მაღალი სექსუალური სხეულიც გამოჩნდა. აღფრთოვანებული ათვალიერებდა მამაკაცს ლილია და თავით ისე დაუქნია შემოდი სახლშიო,რომ სულ მცირე ტვინის შერყევა დაიმართა.

-შენ ხარ?-თვალების ფახურით შეეკითხა გოგონა-ჩემი შეფ-მზარეული?-სიტყვა „ჩემი“ გამოკვეთა და სამზარეულოსკენ გაუძღვა.-შენ აქ იმუშავებ,რომ დაგიძახებ მოხვალ,გეტყვი სუში მინდათქო, გამიკეთებ და თუ საჭირო იქნება მაკოცებ კიდეც კუსი-ცხვირი მომანჭა და მისას აკრა ხელი-უი,რა გქვია?-სხვათაშორის იკითხა.

-კონსტანტინე-წარბშეუხრელად უპასუხა.თითქმის ბოლს უშვებდა ყურებიდან მის საუბარზე. თავს ძვლივს იკავებდა,რომ არ მიეხრჩო ადგილზე,მაგრამ ეს გოგო მისი სამსახური არის და მეტი არაფერი.

-ჩემთვის კოსტა იქნები-თან საუბრობდა,თან სამზარეულოში ტრიალებდა-მე ლილია მქვია, ლი,ლილი ოღონდ არა ლილუ,სხვა რაც გინდა ის დამიძახე.-გამომწვევად გაუღიმა მის შეფ-მზაერეულს და გასვლას აპირებდა ხმა,რომ გაიგო უკვე მეორედ

-კარგით ქალბატონო ლილუ-ირონიული ჩაცინება და მის ზურგსუკან კარის მიხურვა ერთი იყო.

-ახლა მან ის სახელი დამიძახა,რაც ვუთხარი არ დამიძახო თქო?-ხმხმაღლა ამოიჩურჩლა და უკან შებრუნება დააპირა კარზე კაკუნი,რომ გაისმა. ღრმად ჩაისუნთქა და კარის გასაღებად დაიძრა.

-შეფ-მზარეული მოვიდა? როგორია? ქალია?კაცია?-შემოსვლისთანავე მიაყარა მენეჯერმა ყველაფერი ერთმანეთს და ლილიას პირის გაღებაც კი არ აცალა.-აუ მითხარი რამე-ბოლო სიტყვა სასაცილოდ გაწელა და ლილიას თვალები აუპკურა.გეგონება ვერ ხვდებოდა ვინ დახვდებოდა სამზარეულოში.

-რა სასაცილო ხარ მირო,წამო გაგაცნობ ჩემ შეფ-მზარეულს,ისეთი ბიჭია შენ,რომ მოგწონს პირდაპირ ტუჩებს დაიკვნეტ-თან სიცილით ეუბნებოდა და თან სამზარეულოს კარისკენ მიიწევდნენ. შეუმჩნევლად,დაუკაკუნებლად გააღო კარი და მირო წინ შეუშვა.

-ღმერთო,რა ბიჭი ხარ-აღმოხდა ვითომ გაოცებულს და დეტექტივიკენ გააპარა თვალი-შეყვარებული გყავს?-უნებურად წამოსცდა მენეჯერს ის რაც დიდი ხანია აინტერესებს მაგრამ ,არ უყვარს ხოლმე ასე თავის სააშკარაოზე გამოტანა.თავი ჩახარა და გოგოსავით გაწითლდა.

-არა არ მყავს შეყვარებული-კბილებში გამოცრა და იქვე სკამზე შესკუპებულ გოგოს დააკვირდა,რომელსაც თავისი გრძელი ფეხები მეორე სკამზე შემოეწყო და მათ დიალოგს გულისყურით უსმენდა თან გარგარს ჭამდა,რაც შეიძლება გამომწვევად და სექსუალურად.
პირველად,რომ დაინახა იფიქრა ხუმრობა არისო,მაგრამ სახლში,რომ შემოვიდა და იმ მიხვრა-მოხვრით გამოყვა უკან მანდ უკვე მიხვდა,რომ დიდ შარში გაყოფდა თავს. თან უცნაურად ესიამოვნა მისი სიახლოვე. მაქსიმალურად ცდილობდა არ შეემჩნია ის რასაც გულში გრძნობდა და ის რასაც თავში ფიქრობდა. ამიტომაც ლაპარაკობდა ბევრს და არც უყურებდა ზედ. უნდოდა ხელით შეხებოდა იმ ფორმას,რომელიც გახევას ლამობდა,თავისი ხელით გაეხადა და მის მუცლის პრესზე ნელა აესრიალებინა თითები,მაგრამ ხვდებოდა,რომ ეს კაცი ისე მარტივად არ აჰყვებოდა,როგორც ყველა მისი ღამის პარტნიორი. სხვა წესებით გადაწყვიტა ეთამაშა,მიზნად დაისახა მისი ფუმფულა ტუჩები,რომელსაც გემრიელად უკბენდა და გაიფიქრა კიდეც

-ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო,ჩემო შეფ-მზარეულო-ირონიულად ჩაიცინა თავისთვის და ისევ დიალოგში მყოფ კონსტანტინესა და მიროს შეხედა. გარგრის ჭამას,რომ მორჩა ისევ დასწვდა შემდეგს და ისევ ისე დაიწყო ჭამა გამომწვევად და ვნებიანად. ენის მოძრაობებს არ იშურებდა და ხვდებოდა,როგორ ინთებოდა შიგადაშიგ კოსტა,ოღონდ ვერ ხვდებოდა იმიტომ,რომ მიროს მიზნებს ჩაწვდა თუ იმიტომ,რომ ასე აღაგზნო მისმა საქციელმა. ორივე შემთხვევაში ლილეს ეცინება,რადგან ამ ბიჭმა არც კი იცის სად მოვიდა ,არც კი იცის ვისი შეფ-მზარეული გახდა,არც კი წარმოუდგენია რისი გამოვლა მოუწევს მასთან ერთად.

ფეხზე წამოდგა და კონსტანტინეს მიუახლოვდა.

-მირო გადი სამზარეულოდან-ისე თქვა ეს წინადადება,რომ თვალი კოსტასთვის არ მოუშორებია. გაოგნებულმა მირომ ,რაღაც ჩაიფრუტუნა და იქაურობა დატოვა,კარი ძლიერად მოიჯახუნა და ლილიას სახლიც უკან მოიტოვა.

-სუში მინდა-ჯიუტი ბავშვივით ჩაილაპარაკა და ხელი მის ფორმას ააყოლა. გამოცდილი იყო მამაკაცებთან ურთიერთობაში,მაგრამ იმდენად არა,რომ ამხელა კაცი მოეცელა და მოედრიკა. ვერაფერს ვერ ხედავდა მის თვალებში,ვერც ვნებას,ვერც სურვილს,ვერაფერს საერთოდ ვერაფერს.

-ინგრედიენტები გაქვთ ქალბატონო ლილუ?-სრული სერიოზულობით აგრძელებდა მის ნერვებზე თამაშს კონსტანტინე და თან მაქსიმალურად ცდილობდა თავი შეეკავებინა ზედმეტი მოძრაობისგან,რადგან ეს პატარა გოგო ისედაც დიდი ვნებას აღძრავდა მასში.

-არ ვიცი დღეიდან შენი საქმეა სამზარეულოში ტრიალი,ნეტა იცოდე,როგორ მიზიდავს მამაკაცი სამზარეულოში და თანაც ფორმიანი-ყურში ჩასჩურჩულა ვნებიანი ხმით და,რომ მიხვდა,საპსუხო რეაქცია საერთოდ არ ჰქონია,ლამის ბოლი ამოუშვა ყურებიდან,მაგრამ ემოციების დამალვა კარგად გამოსდიოდა ამიტომ არც ეს გაუჭირდა. ხელი უკნა გაწია ლილიამ და შებრუნდა. სამზარეულოს კარისკენ გაემართა მოულოდნელად,რომ შემობრუნდა და თქვა

-ახლა ჩავიცვავ და საყიდლებზე წავალთ-მაგიდაზე ბარათი გაასრიალა-ეს დღეიდან შენი იქნება,როცა რამე დაგჭირდება შეგიძლია იყიდო მხოლოდ საჭმელი-ვნებიანად ახედა ენა კბილებს მიადო და იქაურობა კმაყოფილმა დატოვა.

-დამიანე!-ტელეფონში ჩურჩულით ჩაყვირა მეგობარს-ეს ვინ არის,ეს რა ქალია!-დაბნეული ელუღლუღებოდა ბიჭს და თან კარისკენ იყურებოდა,ხომ არ მისმენსო

-რა იყო დაგატყვევა უკვე?-თან დასცინოდა მეგობარს და თან ხარხარებდა.

-რაებს აკეთებს იცი? გამაგიჟა ძვლივს ვიმორჩილებ სხეულს,ამან ასე თუ გააგრძელა იმპოტენტს გამხდის!-მკაცრად ჩაისისინა და მის სიცილს ყურადღება აღარ მიაქცია

-უკვე ნებდები?-გაოცებული ხმა გაისმა ტელეფონს მიღმა.

-არ არ ვნებდნები,დავიცავ ბოლომდე ოღონდ ასე თუ გააგრძელებს მოქცევას-ამოისუნთქა და ხელები სახეზე აისვა-უნდა შევძლო,უნდა შევძლო-ებუტბუტებოდა თავის თავს.

-იცი რა ქენი? დისტანცია დაიჭირე და ყურადღება არ მიაქციო, კამერები და ხმის ჩამწერები დააყენე? საქმე არ დაგავიწყდეს შენ სუშის კეთებაში-ირონიულად მიუგდო რამდენიმე სიტყვა და ისევ ახარხარდა.

-ჯერ ვერ დავაყენე არ მომშორებია,სულ თავზე დამტრიალებს! და ვინ მოვიდა კიდე იცი? ამის მენეჯერი!-აღშფოთებულმა ამოიძახა და სკამზე დაჯდა-გიჟი გამოვალ ამ საქმის მერე!-ბოლოს ჩაიბუტბუტა და ტელეფონი გათიშა.

ბარათს ხელი დაავლო და საგულდაგულოდ დამალა, არ აპირებდა ამ სულელი გოგოს ფულების ფლანგვას,თვითონაც აქვს არა თუ ცოტა არამედ,ზომაზე მეტი,ამიტომ თავად იყიდდა ყველაფერს.

მისაღებში გავიდა,ჯიბეებიდან პატარა ვიდეო კამერები ამოიღო და შეუმჩნეველ ადგილას დააყენა,საიდანაც მხოლოდ მნიშვნელოვანი ფრაგმენტები გამოჩნდებოდა, მეორე მხარეს კი ხმის ჩამწერები დაამონტაჟა , მხოლოდ ლილიას ოთახი დარჩა დასაფიქსირებელი. გაეღმა,რომ გაახსენდა გოგონას რეაქცია,მისთვის არასასურველი სახელი ,რომ დაუძახა. აბა ის კარგი იყო თქვითონ,რომ ორ წუთში შეუმოკლა სახელი?!

-კოსტა,რატომ კოსტა მაშინ,როდესაც მშვენიერი სახელია კონსტანტინე-გაიფიქრა თავისთვის და დივანზე ჩამოჯდა. სახლში მარტო,რომ იქნებოდა მერე დააფიქსირებდა ლილიას ოთახს. ახლა ზედმეტად სახიფათო იყო.

ერთ ადგილას ვერ ისვენებდა,ისევ წამოხტა ფეხზე და ფანჯარას მიუახლოვდა, წინ კორპუსი არ იყო,შესაბამისად ახლოში სნაიპერი ვერ იქნებოდა,გამვლელები არ ჩანდნენ,ზედმეტად მაღალ სართულზე ცხოვრობდა გოგონა. მისაღების ფანჯრიდან თითქმის ყველაფერი ნორმაში იყო,ისევ გოგონას ოთახი დარჩა მოსაგვარებელი.

-იმედია არეული არ ექნება,თორემ იმ ალიაქოთში არ ვაპირებ გავლას-ფიქრობდა თავისთვის და კიდევ ერთი ხმის ჩამწერი მიაკრო ნათურის ქვეშ. ამასობაში ლილიაც გამოვიდა. უმოკლესი სპორტული შავი შორტი ეცვა,ბრეტელებიანი მაიკა და აშკარად მიხვდა კონსტანტინე,რომ ამ გოგომ ბიუსჰალტერის ცნობა არ იცის.

თავისუფლად მიხტოდა კარისკენ და თან რაღაც სიმღერას ღიღნებდა. კარის გაღებას,რომ აპირებდა მიხვდა,რომ კოსტა არ მიჰყვებოდა და უკან გაიხედა,ბავშვური ღმილით გაუღმა და მიაძახა

-ჰე ეხლა არ მოდიხარ კოსტა?-თავით კარისკენ ანიშნა და გარეთ გავიდა.

კონსტანტინეც მისკენ წავიდა,თან საკუთარ თავს ამხნევებდა,რომ ეს მხოლოდ საქმეა და სხვა არაფერი, ბოლოსდაბოლოს აკრძალული აქვს მსხვერპლთან სექსუალური კავშირის დამყარება,ფლირტი თუ რაიმე მსგავსი,მას კი არ სურს კაპიტნის პოსტიდან ჩამოაქვეითონ. მას შემდეგ რაც მშობლები დაუხოცა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაზინოს მეპატრონემ და მფლობელმა ვახტანგ მინიძემ გრძნობები გაუქრა,ყველაფრის და ყველას მიმართ! იმდენი გააკეთა,რომ ბატონი ვახტანგი არამხოლოდ მკვლელობაზე,არამედ ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვისთვისაც დაიჭირა და სამუდამო პატიმრობაც მისაჯევინა მოსამერთლეებს. თავდაუზოგავად შრომობდა,სურდა გამხდარიყო კაპიტანი,სურდა უნაკლო განყოფილება ჰყოლოდა და ჰყავდა კიდეც მაგრამ ის უფრო მეტს მოითხოვდა!

გარეთ ფოტოგრაფები იყვნენ ჩასაფრებულები,საკმარისი იყო გაედგა ფეხი გარეთ ლილიას,რომ ყველა მას მიახტა. მანაც მშვიდი გამომეტყველებით შეაჩერა სვლა,კონსტანტინეს ანიშნა შენ წადი მარკეტში მეც დაგეწევიო,ხოლო თავად ჟურნალისტებსა თუ ფოტოგრაფებს უღიმოდა.

-ხვალინდელ დღეს,როგორ წინასწარმეტყველობთ?

-გეშინიათ,რომ ჩემპიონი ვერ გახდებით?

-პირად ცხოვრებაში სიახლე ხომ არ არის?

-რატომ გამოიჩინეთ იმ ჟურნალისტის მიმართ ინტერესი?

-რატომ არასდრო არ გაურბიხართ ჩვენ კითხვებსა თუ ჩამჭრელ თეზისებს?

-მოდით ახლა მე ვისაუბრებ და ყველას გაგცემთ პასუხს-ანცად გაიღიმა და დაიწყო-ხვალინდელი დღის არ მეშინია,თუ წავაგებ არც ეს იქნება პრობლემა,მჯერა და ვიცი, რომ ჩემი მოწინააღმდეგე ძლიერი არის და სხვათაშორის ეჭვქვეშაა ჩემი ჩემპიონობა წელს,მაგრამ მე ძალღონეს არ დავიშურებ. პირად ცხოვრებაში არაფერი არ ხდება, ჯერ არ მცალია სიყვარულობანასთვის,რაც შეეხება იმ ჟურნალისტს,თქვენ იცით,რომ არ გაგირბივართ და მიყვარს თქვენთან გულახდილი საუბარი,გოგონამ მომხიბლა და მას შანსი მივეცი,შეიძლება თქვენგანიც იყოს ერთდღეს იმ გოგოს ადგილას და არ გაგირბივათ არასდროს იმიტომ,რომ არ ვთვლი საჭიროდ. ახლა კი საყიდლებზე წავალ თქვენის ნებართვით-ღიმილით გაეცალა იქაურობას და მარკეტში ამაყად შეაბიჯა.

კონსტანტინეს ეძებდა რიგებს შორის,ვიღაც კაპიუშონიანი ბიჭი,რომ დაეჯახა.

-უკაცრავად-ბოდიში მოიხადა და გავლა დააპირა ბიჭმა მკლავზე,რომ დაქაჩა და აიძულა დახმარებოდა,გოგონაც რაც შეიძლება სწრაფად აკეთებდა ყველაფერს,უნდოდა გასცლოდა.ცოტა არ იყო და შეაშნა იმ კაცმა და კონსტანტინეს ახლა უფრო დიდი მონდომები ეძებდა. ბოლოს ბრინჯების განყოფილებაში მიაგნო იდგა და სუშის ბრინჯს არჩევდა ბიჭი! ერთი ერთ ხელში ეჭირა მეორე მეორეში და ისე აკვირდებოდა თითქოს დიდი გასაჭირის წინ იდგა. ბოლოს ბედნიერმა დადო ერთ-ერთი ისევ დახლზე მეორე კი კალათში ჩადო.

-კოსტა,დამიცადე-მირბოდა ლილია მისკენ.-ვიღაც ბიჭი დამეჯახა,გამიხეთქა გული-ქოთქოთებდა თავისთვის,კონსტანტინემაც გაიგო თუ არა მისკენ შებრუნდა

-როგორი ბიჭი იყო?-ჩამჭრელად კითხა და თვალებში ჩააშტერდა.

-რავი, ჩვეულებრივი შავი კაპიუშონიანი ზედა ეცვა,სახე ვერ დავინახე,ბოდიში,რომ მოვუხადე,მადლობაც კი არ უთქვამს უზრდელი, პირიქით აქეთ ავაყენე და გავასწრე წელში,სულაც არ ჩანდა არადა ბებერი-ჩაიფრუტუნა გაბუტულმა და კონსტანტინეს შეანათა აციმციმებული თვალები-რა იყო?-გაკვირვებულმა შეეკითხა.

-ისე ვიკითხე-მიხვდა,რომ ძალიან ჩაკითხვა გამოუვიდოდა და გაჩუმდა. ისევ სუშის ინგრედიენტებს მიუბრუნდა.

-რა უნდა ვიყიდოთ?-იკითხა ლილიამ. უნდოდა ,რომ დახმარებოდა და მასთან ახლოს ყოფილიყო. სიამოვნებდა ის სითბო რაც მისი სხეულიდან მოდიოდა. თავს ასე თუ ისე დაცულად გრძნობდა და ეს ახარებდა. მას ხომ არავინ არ ჰყავს ამ ქვეყანაზე! საერთოდ არავინ.

-შაქარი,წყლამცენარე ნორი,ოღონდ აქ რამდენად იქნება არ ვიცი,შეიძლება სხვა მაღაზიაში მოგვიწიოს წასვლა,თინუსის ფილე ან ორაგული, ორივეს ვიყიდი,სოიოს სოუსი ან ვასაბი,რომელი გიყვართ თქვენ ქალბატონო ლილუ?-არც შეუხედავს ისე იკითხა კონსტანტინემ. გოგონას აკიაფებული და ცეცხლჩამდგარი თვალები,რომ ვერ დაინახა ეს ფაქტია.

-ჯერ ეს ერთი მე ლილია მქვია და არა ლილუ! მერე მეორე ვასაბიზე ალერგია მაქვს და ჩემი საავადმყოფოში დაწვენა მოგიწევს,თუ მაჭმევ ვასაბის, სასუნთქი გზები მეკეტება და ფაფუ შენი ჰაერი, თევზივით ვარ წყლის გარეშე,სოიოს სოუსი ბევრი უნდა ვიყიდოთ იმიტომ,რომ ვგიჟდები ისე მიყვარს.-ნელ-ნელა დაცხრა და მშვიდად დაუწყო საუბარი-და ქალბატონოთი ნუ მომმართავ, თავი ბებერი მგონია-ჩაიცინა-შენ რამდენი წლის ხარ კონსტანტინე?-პირველად წარმოთქვა მისი სახელი ბოლომდე და ბედნიერებისგან გაიბერა ისე ესიამოვნა მისი მშვიდი და რეაქცია დახატული სახის ხილვა

-მე 25წლის ვარ შენ?-ინტერესით იკითხა ბიჭმა

-25? მე უფრო დიდი მეგონე,არ გეწყინოს ოღონდ-ლაღად გაიღიმა-23 წლის ვარ მე! არ გაგიკვირდეს იურიდიულზე მაქვს ჩაბარებული და მაგისტრატურაც დასრულებული მაქვს. მაგრამ მივხვდი,რომ გოლფი უფრო ჩემი იყო და თამაში,რომ დავიწყე 18 წლის ვიყავი,დავიწყე და ვეღარც გავანებე თავი. ახლა კი ყველა მიცნობს,რა სჯობ ცნობილი ადამიანი,რომ ხარ დადიხარ წვეულებებზე ყველა გცნობს და გიცნობს,უყვარხარ და პატივს გცემენ-ღიმილით დახატა თავისი ცხოვრება და არ გაამახვილა ყურადღება იმაზე,რომ მარტოსულად აღარ იგრძნობდა თავს.

-ან ცნობილი,რომ ხარ აიკიდებ ვინმე მანიაკს შენი მოკვლა მოუნდება,ფულს გამოგართმევს, მერე ისე თავისუფლად და თამამად გამოგჭრის ყელს,დაგისერავს მკლავებს და ამოგჩიჩქნის თვალებს ვერც კი წარმოიდგენ-მომენტალურად ჩააშავა ყველაფერი კონსტანტინემ,რა ქნას რა მისი ბრალია,ესეთია მისი ცხოვრება და როგორსაც ხედავს ის თქვა. არ დაფიქრებულა მისი საქმე,რომ გააახმოვანა და არც იმაზე დაფიქრებულა ლილიას გაკვირვებულ სახეს,რომ გამოიწვევდა მისი სიტყვები.

-ყველა თავისებურად ხედავს-გაოცებულმა ამოთქვა რამდენიმე სიტყვა და ისევ გაჩუმდა. არასდროს არ დაფიქრებულა ამ მხრივ მის ცხოვრებაზე,მაგრამ ვის უნდა მოუნდეს მისი მოკვლა,ვის რა დაუშავა. ზედმეტი ფიქრებისგან თავი ასტკივდა, გააქნია,თითქოს ფიქრები გაფრინდებოდნენ.

-რა დაგვრჩა კიდევ საყიდელი-თავის თავს შეეკითხა კონსტანტინე-ვასაბი,აქ არ არის, სხვა მაღაზიაში მოგვიწევს წასვლა-ამოიოხრა და სალაროსკენ დაიძრა.
-მე არ მინდა ვასაბი!

ყველაფერი ამოალაგა და საკუთარი თანხა გაუწოდა. მოლარე უშნოდ იკლაკნებოდა და ხშირად უღიმოდა ბიჭს,თვითონ კონსტანტინე არ აქცევდა ყურადღებას,მაგრამ ლილიას აღიზიანებდა ეს ფაქტი. ბოლოს გოგონამ დიალოგის გაბმა,რომ ცადა ლილია კონსტანტინეს ხელს დაეყრდნო მისკენ ჩამოსწია და ლოყაზე იმდენად გემრიელად აკოცა,ნებისმიერი სხვა კოცნა აღმოფხვრული იქნებოდა. მოლარე გაჩუმდა და საბოლოო თანხა უთხრა.

კონსტანტინემაც,მიხვედრილმა იმით თუ რატომ გააკეთა ეს გოგონამ,მაგრამ მისთვის გაურეკვეველი მიზეზის გამო,ფული კმაყოფილმა მიაწოდა სალაროსთან მდგომს და ჩეკს არც კი დალოდებია ისე გამოვიდა იქიდა. ჩეკს? მხოლოდ ჩეკს არა,ლილიასაც კი არ დალოდებია ისე გააჭრა მაღაზიიდან და თანაც წავიდა იქ სადაც დარწმუნებული იყო ლილია ვერ იპოვიდა,იქ სადაც მხოლოდ სუში არის და მისი ინგრედიენტები.

მაგრამ შეცდა! ლილია ელვის სისწრაფით გაეკიდა კონსტანტინეს,ჯერ კიდევ კაპიუშონიანი ბიჭით შეშინებული და მაქსიმალურად ცდილობდა მის ნაკვალევს გაჰყლოდა. ბოლოს ისევ კონსტანტინეს მოუწია დაუღალავი ჭიჭინის მოსმენა ლილიასგან,იმის შესახებ თუ,როგორ გაბედა და დატოვა მარტო! პირველად,რომ დაფიქრდა კოსტა მიხვდა არასწორად მოიქცა,მხოლოდ იმიტომ,რომ სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა,მაგრამ მისი საქციელი,რომ გაახსენდა სულ დაივიწყა ყველაფერი.

-ძალიან დიდი ბოდიში ქალბატონო ლილია,მაგრამ ჩემი ცხოვრება ჩემი ცხოვრებაა! მინდა ვინმეს გავეპრანჭები და მინდა არა! თქვენ კი არ გაქვთ უფლება იეჭვიანოთ! მესმის,რომ იმ კატეგორიას მიეკუთვნებით,რომელსაც ბავშვობიდან ყველა ყველაფერს უსრულებდა,ყველა თავს ევლებოდა და დარწმუნებული ვარ განებივრებული იყავით და დღემდე ასე ხართ! ერთი ჩვეულებრივი გოგო ხართ,რომელიც მხოლოდ თამაშზეა კონცენტრირებული და,რომ გავა ამის დროც მშრალზე დარჩებით ქალბატონო ლილია-პირველად იყო ასეთი მკაცრი,ირონიული, არა საღად მოაზროვნე,ცხელ გულზე აჭიკჭკებული კონსტანტინე,მაგრამ ვერაფერს ვერ ვიტყვით! სიმართლე თქვა,სიმართლე რომელიც ლილიას ძალიან ეწყინა-ეწყინა და გული გაუტეხა. ისიც ხომ ადამიანია მასაც ხომ სტკივა,მასაც ხომ აქვს გრძნობები,ემოციები,შეუცნობელი დეტალები. თვალებში უყურებდა და ხვდებოდა,როგორ აჭერდა ფეხს,ვიღაც შეფ-მზარეული,როგორ ეუბნებოდა ცხვირ წინ ამ სიტყვებს.

-არაუშავს,ბოდიშს მივიღებ ზოგადად კეთილი გულის პატრონი ვარ! მე მე ვარ შენ კი შენ! ვიეჭვიანე? მე? ეჭვიანობენ იმაზე ვინც უყვართო მემგონი ეგრე არის ნათქვამი. შენ ჩემზე ხარ დამოკიდებული და ფულს მე იმაში არ გიხდი,რომ სხვა გოგოებს თვალები უჟუჟნო სამსახურის გარეთ რაც გინდა ის ქენი მაგრამ,როდესაც სამსახურში ხარ არ გაბედო და ზედმეტი მოძრაობაც კი არ გააკეთო,თორემ ისე აგაორთქლებ არც კი დაგესიზმრება! განებივრებული ბავშვები შენკენ მოიკითხე,ზრდილობა ესწავლათ ჯობდა,ქალთან საუბარი არ იცი და დანა-ჩანგალი არ ლაპარაკობს სამწუხაროა!-ვითომ სევდიანი ხმით დაუყვავა და საკუთარი თავის გაუკვირდა ასე მყარად,როგორ იდგა ფეხზე. პირველად არ დაუცვავს თავისი თავი და არც პირველად უთქვამთ,რომ გოლფის თამაშს,რომ მორჩება ჰაერში დარჩება,მაგრამ იურიდიული დამთავრებულია და ნებისმიერ დროს შეუძლია აისრულოს ბავშვობის სურვილი,ოცნება თუ ახირება.

კონსტნანტინეს აღარაფერი უპასუხია,ეხლა აქ კამათს გამართავდნენ ამიტომ ისევ დუმილი ამჯობინა. ნერვები აღარ ყოფნიდა. უკვე ტვინში სისხლი აწვებოდა და გადმოფრქვევას ლამობდა. ისე აღიზიანებდა ეს გოგო. ვერ გაერკვია საიდან მოდიოდა ამხელა აგრესია. ვერც იმას ხვდებოდა კონკრეტულად რა აღიზიანებდა მასში,უბრალოდ აღზიანებდა და მორჩა.არც იმაზე უფიქრია,რომ დაუახლოვდეს,არც იმაზე უფიქრია,რომ ცოტა რბილი გამხდარიყო მასთან,მაგრამ ეს ხომ კონსტანტინეა! ის ასეთია ბოლოსდაბოლოს გამომძიებელია და მისი ხასიათიც შეეფერება მის საქმეს. დღე თუ ღამე მკვდარ სხეულებს უყურებს,ლურჯ და ამაზრზენ გაშეშებულ ადამიანებს,რომელთა გულიც სულ გაჩერებული და გაყინულია. ვერ წარმოუდგენია საკუთარი თავი ამ სამსახურის გარეშე,ეს მისთვის ცხოვრება უფროა ვიდრე სხვა დანარჩენი. გართობის მოყვარული არის და არაერთ ქალთან ჰქონია ურთიერთობა,მაგრამ ბოლოს მისმა ოცნების ქალმა არა მხოლოდ მისი ცხოვრება არამედ თავად კონსტანტინეც დაანგრია. ქორწილის დღეს, თეთრ კაბაში გამოწყობილი ლამაზმანი სიძის მეგობართან ერთად გაიქცა, გაიქცა და თან სამუდამოდ. არ უცდია მოძებნა,რომ ეცადა იპოვიდა კიდეც,მაგრამ არ უნდოდა!

ამსგავსებდა! ლილიას ამსგავსებდა ადელაიდას. მისნაირი თვალის ჭრილი და მანერები ჰქონდა,მაგრამ გოლფის მოთამაშე უფრო სუსტის და დაუცველის შთაბეჭდილებას ტოვებდა,ადელაიდა კი ჩამოყალიბებული ქალი იყო, თავისი მიხვრა მოხვრითა თუ მამაკაცთან ფლირტაობით. კონსტანტინემ საკუთარი თავი გამოიჭირა იმაში,რომ ამდენი წლის შემდეგ პირველად გაიფიქრა ადელაიდაზე და პირველად შეადარა ვინმეს! იმასაც მიხვდა,რომ ამ შემთხვევაში თვით ადელაიდას მანერებიც კი უძლურნი იყვნენ ლილიასთან,რადგან ეს გამოცდილი,უსუსური გოგო ბევრად ჯობს მატყუარას და მოღალატეს. რაღაც მხრივ ეს მოეწონა კიდეც,მაგრამ ფაქტი,რომ ისინი ერთმანეთს გვანან ნერვებს აწიწკნიდა.

ასეთუისე მოეშვა,დაწყნარდა და ხასიათზეც მოვიდა, მოუნდა სუშის ჭამა,პირველად ამდენი ხნის განმავლობაში,მოუნდა ეტრიალა სამზარეულოში და დაევიწყებინა ყველაფერი,მხოლოდ ის და ინგრედიენტები მხოლოდ ის და სუში. მაღაზიაში შევიდნენ,კონსტანტინე პირდაპირ იმ ადგილისკენ წავიდა სადაც ვასაბი ეგულებოდა. ლილია კი ინტერიერით გაოცებული და მოხიბლული დარჩა. ბოლოს ბარს მიუახლოვდა და მოხუც კაცს მოკრა თვალი.

-გისმენ შვილო-თბილად მიმართა მამაკაცმა. დახლზე რამდენიმე სახის სუში ეწყო და დიდი ასოებით ეწერა ,,დეგუსტაცია“.

-სუშის გასინჯვა მინდა-ბავშვურად წამოიძახა და კაცს თვალები შეანათა მანაც თბილი ღიმილი შეაგება და დაიწყეს ბაასი იმის შესახებ თუ,რომელი გაესინჯა პირველი. სანამ ლილია სუშის ჭამდა და სანამ მოხუცი კაცი მას ასწავლიდა სწორი ჭამის მანერას,კონსტანტინე ამასობაში ვასაბის არჩევდა. ვასაბი მხოლოდ იაპონიის მთებში მოიპოვება და იცოდა,რომ ამ ადგილის მფლობელს ყველაფერი იქიდან აქვს ჩამოტანილი,ფასებიც შესაბამისი და ადეკვატური აქვს,სწორად ამიტომ უყვარს ეს ადგილი კონსტანტინეს.

დახლთან აპირებდა გასვლას კისკისი,რომ გაიგო და გაოცებულმა შეხედა ლილიას და ვან დე ლის. არასდროს არ უნახავს ასე ლაღად იცინოდეს ვინმესთან ბებერი ლომი. ყოველთვის თავს იკავებს უცხო ხალხისგან.

კონსტანტინე მივიდა ბართან. ლილიას გვერდით ჩამოუჯდა და ვან დე ლის შეხედა,მოხუცმაც გახედა ბიჭს და ადგილზე გაქვავდა. უყურებდნენ ერთმაინეთს და თითქოს მსოფლიო იყო მათ შორის. არავინ და არაფერი არ აინტერესებთან ახლა ერთმანეთის გარდა. მამა-შვილივით იყვნენ. ვან დე ლი უყურებდა მის გაზრდას,ვან დე ლი აძლევდა რჩევებს,ვან დე ლი იყო კონსტანტინესთვის მამაც და ოჯახიც.

-კონსტანტინე,ჩემო ბიჭო-გახარებულმა მოუარა დახლს ვან დე ლიმ და ბიჭს ჩააფრინდა. მანაც მოხვია ხელები და რაც შეეძლო ძლიერად მოუჭირა. კონსტანტინეზე ბედნიერი
არავინ არ იყო მთელ დედამიწაზე.

-მოხვედი,რამდენი ხანია აქ არ მოსულხარ,როგორ ხარ?-სინანულით სავსე თვალებით შეხედა ბიჭს და ხელი მხარზე დაარტყა.

-ეს ლილიაა,მე მისი შეფ-მზარეული ვარ,ჯერ-ჯერობით მაინც-კონსტანტინემ თემა გადაიტანა და თვალებით ანიშნა რაღაც რაც ვან დე ლისთვის საკმარისი აღმოჩნდა,რომ მას აჰყოლოდა.

-გავიცანით ერთმანეთი,ძალიან სასიამოვნო ადამიანია და სხვათაშორის კარგად ერკვევა სუშებში-სასაცილოდ წარმოთქვა ბოლო სიტყვა და ისევ დახლს მიღმა მიიმალა. კონსტანტინემ მაგიდაზე დადო ვასაბი და გატარება სთხოვა

-წაიღე გჩუქნი!-ეშმაკურად გაუღიმა ლიმ. არასდროს არასდროს არ ჩუქნიდა მაღაზიიდან არაფერს,ფულის ყადრი უნდა იცოდეო,ყოველთვის ეუბნებოდა,ახლაც ამიტომ გაუკვირდა,მაგრამ,რომ მიხვდა ლილიაზე ანიშნებდა ერთი შეუბღვირა და მისი სიცილი დააიგნორა.

-წავედით ჩვენ ლი! მადლობა!-წამოხტა ლილია და კარისკენ დაიძრა უკან კი კონსტანტინე გაყვა-კიდევ მოვალთ ლი!-ბოლოს მიაძახა ლილიამ და მაღაზია დატოვეს. სახლის გზას დაადგნენ. ჩუმად მიუყვებოდნენ ბილიკს.

კარი ლილიამ გააღო და შიგნით შევიდა. ცოტა არ იყოს და დაიღალა,ეძინებოდა და თანაც ხვალ...

-კონსტანტინე მე დავიბან,შენ სუში გამიკეთე უნდა მაჭამო!-ისევ დაბრუნდა ის კატა ,რომელიც აქამდე იყო,ვნებიანად უთხრა და ოთახში მიიმალა. რამდენჯერაც ასეთ რაღაცას ეტყოდა გული ამოვარდნას ჰქონდა. სხვა ემოცია ეუფლებოდა ამ მამაკაცთან სიახლოვის დროს,ისეთი რამ რაც არავისთან არასდროს არ გასჩენია. მისი თვალების ყურება დაუღალავად შეუძლია და ეს ახარებს მაგრამ ნერვებსაც უშლის,ვერ გაეგო, თვითონაც ვერ ჩამოყალიბებულა რა უნდა რა სურს.

სიმართლე უნდა ითქვას,საოცრად იზიდავს ეს მამაკაცი და ამას არც მალავს,მაგრამ არ სურს,რომ მხოლოდ მან გამოიჩინოს ინიციატივა-ყველაფერში. ამაზე ფიქრით შეაბიჯა სააბაზანოში, მის ავსებას დაელოდა და შიგნით სურნელოვანი ბურთიც ჩააგდო,წამში დადგა ვარდის სუნი და აივსო ბუშტუკებით იქაურობა. ბედნიერმა გაიხადა ხალათი. მისი სხეული დატოვა და შეერწყა იმ ადგილს სადაც წამის წინ მისი პატრონი იდგა.

ჯერ ერთი ფეხი შემდეგ კი მთლიანი სხეული მოიცვა წყალმა. ნაზად დაატარებდა ხელებს მკლავებსა თუ ფეხებზე და ჩუმად ღიღინებდა რაღაც მელოდიას. მასთანაც კი მოაღწია იმ გემრიელმა სუნმა,რომელსაც ქალბატონი,, სუშის სუნს“ ეძახის. თავი წყალში ჩაყო და ბოლომდე დაიფარა,არაფერი არ ესმოდა,არავის ხმის გაგონება არ სურდა.

გაახსენდა მისი წარსული. სად იყო,როგორ ცხოვრობდა,როგორ განვითარდა და ახლა სად არის. ბედნიერმა ამოყო თავი წყლიდან და კედელს უფრო აეკრო. ნაზად აასრიალა თითები თმებში და ზევით აიწია. თვალები დახუჭული ჰქონდა და ვერ ხედავდა რა ხდებოდა ირგვლივ,არც სურდა დაენახა და არც დაინახავდა!
ფრთხილად წამოდგა ქალღმერთი ფეხზე,ინება თვალების გახელა და სააბაზანოს მოავლო თვალი.

-არ არსებობს!-აღმოხდა სასოწარკვეთილს და სწრაფად ამოხტა სააბაზანოდან. სველ სხეულზე შემოიცვა ხალათი და გარეთ გაიხედა. მიხვდა,რომ კონსტანტინე სამზარეულოში აკეთებდა გემრიელობებს და ამიტომ თავისუფლად გატანტალდა ოთახში. ხალათი სასწრაფოდ მოიხსნა და რაც შეიძლება გამომწვევი პენუარი მოირგო.სველ სხეულს წითელი ნაჭერი აეკრო და უფრო მიმზიდველი გახადა მისი სხეული,ეშმაკურად ჩაიცინა და ბედნიერმა დატოვა ოთახი.

სამზარეულოში ფეხშიშველა შეტანტალდა. გამომწვევად დაუჯდა წინ და სულ არ შეუმჩნევია მამაკაცი, როდესაც მის წინ დალაგებული სუში,კაცუობუში და ტემპურა დაინახა.

-ამდენი,როდის გააკეთე,შეუძლებელია ასე მალე გაგეკეთებინა!-გაოცებული დაჰყურებდა საჭმელს.-არ მჯერა! მომიყევი რა როგორ გააკეთე-ჩამჭრელად დაუსვა შეკითხვა და შეხედა

-სუში მარტივია არ დავიწყებ ამის ახსნას, კაცუობუში მარტივი მოსამზადებელია თევზის თინუსს მოვაცილე ძვლები,დავჭერი სამ ნაწილად,მოვხარშე და ჰაერღუმელში გავაშრე,სხვათაშორის გამიკვირდა,რომ გქონდათ, მერე დავკიდე გრილ,ბნელ და ცოტა ნესტიან ადგილას,მერე კი მივუბრუნდი სუშის, სანამ სუშის ვაკეთებდი ამასობაში კაცუობუშმა მიიღო შესაფერისი სახე და ისევ მას მივუბრუნდი,თევზი უკვე დაიფარა სპეციფიური სიმწვანით,შეიძინა უკვე საკუთარი გემო და ფერი-კიდევ აპირებდა გაგრძელებას,მაგრამ გოგონას ისე შიოდა ვეღარ მოითმინა გააჩუმა და სუში პირში გაიქანა.
-პირველს მე შევჭამ, დანარჩენს შენ მაჭმევ კოსტა-მისკენ გადაიწია და თვალი ჩაუკრა. გემრიელად ღეჭავდა და თანაც ტუჩებს სპეციალურად ილოკავდა რაც შეიძლება ხშირად,რომ უფრო გამოეწვია მამაკაცი,მოკალით და მაინც ვერ ხვდებოდა რატომ იზიდავდა ასე ეს არსება,რომელიმაც ლამაზი სიტყვებით შეამკო ცოტახნის წინ,მაგრამ ვაი,რომ უნდა? უნდა და მორჩა!

პირი გააღო, კონსტანტინეს შეხედა და დაელოდა. ბიჭმაც გაასრიალა ხელი სუშისკენ და ჯოხებით აპირებდა აღებას, ლილიამ ხელი,რომ დაარტყა და ანიშნა თითებით მაჭამეო. ვაიმე, ვაი-მე ვინც ამ გოგოს არ იცნობს! რა ეშმაკუნაა! რა ჩუმჩუმელაა! კონსტანტინეს ირონიულად ჩაეღმა და თითებით დასწვდა სუშის. პირში მოუთავსა და გოგონამაც გამოსცინცლა საჭმელი თითებიდან ისე,რომ მის საჩვენებელ თითსაც გამოსდო ენა. თან თვალებში უყურებდა.

-ქალბატონო ლილია,მოისვენეთ!-ვეღარ მოითმინა კონსტანტინემაც,კაცი მაინც კაცია. ვეღარ ითმენდა ისე უნდოდა მისი ფაფუკი ტუჩების დაგემოვნება. გადარია,შეშალა და ჭკუიდან გადაიყვანა ამ პატარა გოგომ ერთ დღეში.

-ეხლა შენ შეჭამე,ოღონდ მე გაჭმევ-ეშმაკურად წამოიძახა და სკამიდან წამოდგა. სუში ხელში აიღო,კბილებით დაიჭირა და მის ტუჩებს მიუახლოვდა,თავიდან გაიფიქრა ზედმეტი ხომ არ მომდისო,მაგრამ ისე სურდა,ისე წყუროდა ეს კაცი,თავისი თავის გაკვირვებია,მაგრამ როგორც უკვე ვთქვით-უნდა და რა ქნას!
მიუახლოვდა მის ტუჩებს,ხელი კისერში მოსდო და მისკენ დაქაჩა. შეძლებისდაგვარად გაუღიმა და მის ტუჩებს დაეტაკა. სუშის ენით უბიძგა და კონსტანტინეს პირში მოახვედრა. არ გაგიკვირდეთ! კოცნა არ გაუჩერებია,უფრო გემრიელი კოცნა იყო, მადისაღმძვრელი და საოცარი. არავისთან ასეთი კოცნა არ ჰქონია,ასეთი გამოცდილი და ძლიერი მამაკაცი ჯერ არ უნახავს.
-ლილია-ამოიხვნეშა მამაკაცმა და ხელები მის თმებში შეასრიალა. ხელში აიყვანა და მაგიდაზე შემოსვა,ტუჩებიდან კისერში გადავიდა,უკოცნიდა და სულ არ ფიქრობდა არაფერზე,მეტიც შეიძლება ითქვას,რომ ამით უფრო დაიცავდა,ყოველი შემთხვევისთვის მას ასე ეგონა...ალბათ.
-არ გაჩერდე-ლილიაც გონდაკარგულივით კვნესოდა და თან ეღიმებოდა. არა არ იტყუება! ასეთი მამაკაცი მის მკლავებში ჯერ არ ყოფილა! ის არ არის პირველად დომინანტი,ის არ იჩენს ინიციატივას,მამაკაცი ასიამოვნებს და არა პირიქით!
კონსტანტინემ ხელი ფეხზე მოკიდა და კედელზე მიაკრო, წელზე შემოისვა და ოთახისკენ წავიდა. გონება დაბინდულმა დააწვინა საწოლზე, გემრიელად უკოცნიდა თითოეულ ნაწილს და ნელ-ნელა ზედმეტი ნაჭრისგანაც ათავისუფლებდა. გრძნობდა როგორ თრთოდა გოგონა მის მკლავებში და ეს სიამოვნებას ანიჭებდა, ხვდებოდა ,რომ მისთვის პირველი არ იქნებოდა მაგრამ დარწმუნებულია,რომ უკანასკნელი და ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება.
მკერდზე ეალერსა,მუცელზე ენა აასრიალა,მენჯის ძვალზე უკბინა და წოვა დაუწყო,ლილიას კვნესის ხმა,რომ ჩაესმოდა ყველაზე მეტად ეს სიამაოვნებდა. კიდევ უფრო ქვევით ჩასრიალდებოდა ოთახის კარის გაღების ხმა,რომ არ გაეგო კივილთან ერთად.
-ეგ არ ქნა! კონსტანტინე ეგ არ ქნა!-მირო საიდან გაჩნდა,რატომ მოვიდა,ვინ თხოვა ან პანიკები რატომ მოაწყო მეც არ ვიცი,მაგრამ ლილიას და კონსტანტინეს გახვევა გადასაფერებელში წამში მოხდა. ბიჭმა გოგონას მკლავში უხეშად ჩაავლო ხელი და მის მკერდზე მიიკრა დამალა,თვითონ კი გაავებული თვალებით შეხედა მენეჯერს.
-მირიან აქ რას აკეთებ!-ამოიჩურჩულა ლილიამ.
-როგორ თუ რას ვაკეთებ მე შენი მენეჯერი ვარ და მინდოდა მეთქვა,რომ...-ენა დაება საწყალს,ისე უყურებდა კონსტანტინე
-მირიან გადი ეხლავე აქედან!-საკმარისი იყო ეს სიტყვები მისთვის,ბიჭი,რომ აორთქლდა იქიდან. კონსტანტინემ დახედა ლილიას,რომელიც აწითლებულიყო მის მკლავებში გაყუსული და თვალებს არ ახელდა. მისი შემხედვარე გაეცინა მამაკაცს და თავზე აკოცა.
-უბრალოდ იმის თქმა მინდა,რომ ჟურნალისტია მოსული-ისევ შემოყო თავი მირომ და უცებ გავიდა,იმის შიშით,რომ რამე არ მოხვედროდა.
-ღმერთო მირო,როგორ დამღალე-სიცილით ამოთქვა რამდენიმე სიტყვა ლილიამ და წამოდგომა დააპირა კონსტანტინემ თავისკენ,რომ შემოატრიალა და აკოცა. თვალებში შეხედა და ჩაეცინა.
-მე არ დამისრულებია!-ისევ ჩაიცინა,მაგრამ ახლა უფრო უხეში იყო,უფრო ირონიული და ეშმაკური გამომეტყველებით. ვერ მიხვდა ლილია ეს უნდა სიამოვნებოდა თუ უბრალოდ დაეიგნორებინა,მაგრამ გაუღიმა მანაც დაუბრუნა კოცნა უკან და ფეხზე სხარტად წამოდგა. კარადასთან მივიდა საცვლები და ბიუსჰალტერი გამოიღო,შემდეგ დახედა ბრას და ისევ უკან შეინახა კარადაში.ხალათს დასწვდა და სააბაზანოში დერეფნის გავლით მიიმალა.
კოსნტანტინე ბედნიერი გადაწვა საწოლზე,ბევრი რამ მოხდა ამ დღეს! ჯერ ხომ არც იცნობდა ისეთ შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს,რომ კაცთმოყვარე ჩვეულებრივი გოგო არის,მაგრამ სულ სხვანაირ ემოციას აღუძრავს,ისეთს როგორსაც ადელაიდა თავის დროზე! მის გახსენებაზე ისევ მოიცვა ბრაზმა. თქვენ გგონიათ ენატრება ისევ უყვას ან რაიმე მსგავსი?! არა, პირიქით იცის,რომ არ უყვარს და ამით ბედნიერიც კი არის მაგრამ ტკივა იმის გახსენება,რაც საყვარელმა ქალმა გაუკეთა და თვლის,რომ ყველა ქალი მისნაირია. არც არავის შეხებია ლილიამდე ისე,როგორც მას,მხოლოდ ჟინს იკმაყოფილებდა და სახლში ბრუნდებოდა. ერთობოდა ბოლომდე და არავის სერიოზულად არ უყურებდა, ყველა ეზიზღებოდა და ყველა ქალი ერთნაირი მოღალატე ეგონა,მაგრამ გამოჩნდა ლილია,რომელმაც ყველაფერი ამოატრიალა და უკუღმა დაატრიალა. თავი მის ბალიშზე გადადო და ცხვირში უცნაურმა სუნმა მოუღუტუნა. ისევ გაეღიმა მისი კრუსუნი,რომ გაახსენდა. თვალები დახუჭა,ამოისუნთქა და ფეხზე წამოდგა.
ამასობაში ლილიაც გამოვიდა სააბაზანოდან ჩაცმულ-დახურული და კონსტანტინესთან მივიდა.
-კოსტა, შენ ჩემთან,რომ იცხოვრებ იცი ხომ? დღეს შეგიძლია წახვიდე, ტანსაცმელი მოიტანო და მოხვიდე. ყოველ საღამოს თუ ასეთ სუშის გამიკეთებ სულ არ გაგიშვებ აქედან-ეშმაკურად გაუცინა და ოთახი დატოვა.
ჟურნალისტთან მივიდა და მიესალმა. დივანზე დაჯდომა თხოვა და თავადაც მის გვერდით მოთავსდა ახლა მისი თავი ნამდვილად არ ჰქონდა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.. ფეხი-ფეხზე გადაიდო და ღიმილით მიაშტერდა დაბნეულ ბიჭს,რომელიც რაღაცას ეძებდა ფურცლებში.
-დავიწყოთ?-იკითხა ჟურნალისტმა
-დავიწყოთ-მანაც გასცა პასუხი.
-შეყვარებული ან ქმარი ხომ არ გყავთ?
-არა არც ერთი და არც მეორე,მაგრამ შეიძლება არსებობდეს ისეთი ვიღაც ვინც მომწონს ალბათ-ეშმაკურად ამოიბუტბუტა და წამის წინ მომხდარი გაახსენდა.
-ალბათ არ დაკონკრეტდებით ვინ არის ეს პიროვნება
-რა თქმა უნდა არა-სიცილი დაამატა
-რა მოგწონთ მამაკაცში?
-სუშის მომზადება,რომ იცის ის!-ისევ ეშმაკურად ჩაიცინა
-თქვენ ოჯახზე არასდროს არ საუბრბოთ...
-და არც ეხლა ვისაუბრებ-ისევ ღიმილით მიახალა სახეში სიტყვები,უკვე ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა ეს ბიჭი აქედან.
-რატომ სუში?-დაუნრუნდა ისევ წინა შეკითხვას
-მიყვარს-ამაყად უპასუხა
-მხოლოდ?-თვალები დააწვრილა ჟურნალისტმა და ისე შეხედა.
-მხოლოდ-თავი დაუქნია და ფეხზე წამოდგა-მადლობა ასეთი გულახდილი კითხვებისთვის იმედი მაქვს მოგეწონათ ჩემი პასუხებიც. მირო, სტუმარი გააცილე-ღიმილით დაუძახა მენეჯერს და ჟურნალისტს დაემშვიდობა.
-რა შტერი ვიღაც იყო-შეწუხებულმა ამოილაპარაკა და საათს გახედა ცხრა ხდებოდა. თვალები აატრიალა და ოთახისკენ დაიძრა. კონსტანტინე ფანჯარასთან იდგა და რაღაცას აკვირდებოდა, ლილია ჩუმად,რომ მიეპარა უკნიდან და საკმარისი იყო თითი დაედო მხარზე, კონსტანტინემ ხელი,რომ ამოუტრიალა და ფანჯარას მიაკრო,ლილიამ ამოიკრუსუნა და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა.
-ღმერთო ლილია-შეწუხებულმა უშვა ხელი და სულ არ შეუმჩნევია მისი ცრემლები. ზურგი აქცია და ოთახიდან გასვლას აპირებდა ლილია,რომ გაიქცა ყვირილით და ზურგზე შეახტა. თვალებზე ხელი ააფარა და აქეთ-იქით აქანავებდა. კონსტანტინეს მის ბავშვობაზე გაეცინა და ლოგინისკენ მიიყვანა,მარტივი მოძრაობით მოხსნა მის ზურგს და ლოგინზე დააგდო. ლილია არ დანებდა და ახლა საწოლზე წამოხტა, ჰაერში „წერო“ მოხაზა და მუშტი მუცელში ნაზად დაარტყა. კონსტანტინესთვის ეს უკვე ბოლო წვეთი იყო. სიცილი დაიწყო და გამოაჩინა თეთრი კბილები,ლილიაც გაოგნებული უყურებდა მამაკაცს და ვერ ხვდებოდა,როგორ შეეძლო ასეთი უნაკლო ყოფილიყო. გამოშტერებული უყურებდა კონსტანტინეს და ვეღარ მოითმინა,მივარდა და ტუჩებზე ეცა, მამაკაცი თავიდან დაიბნა,მაგრამ შემდეგ თვიტონაც მოხვია ხელები წელზე.
-დღეს ჩემთან ერთად დაიძინებ!-მკაცრად გამოუცხადა-და ხვალ,რომ მოვიგებ მერე წამოვიღოთ შენი ნივთები კარგი?-საყვარელი ბავშვივით ბუტბუტებდა და თან ცდილობდა მკაცრი ყოფილიყო-უბრალოდ დავიძნოთ ხო?-თვალებში ჩააშტერდა ორი წლის გოგოსავით და წამწამები ააფახულა.კონსტანტინეს გაეცინა. ხელი მოკიდა და საწოლში დააწვინა,მაისური საკუთარი ხელით გახადა და ბალიშის ქვევიდან საღამურის ზედა გამოიღო, მის უნაკლო სხეულს მოარგო და ქვედა ბოლოს დასწვდა ისიც იატაკზე მოისროლა და გადასაფარებელი დააფარა.შუბლზე აკოცა და უთხრა
-სამზარეულოდან რაღაცას ავიღებ და მოვალ,დამელოდე-გაუღიმა და ოთახი დატოვა,ოთახთან ერთად სახლის კარიც გამოიხურა, იმ ღამეს იქ აღარ დაბრუნებულა. ბედნიერი მიაბიჯებდა რადგან მის ოთახშიც დააყენა საჭირო აპარატურა.

*
ადამიანი უცნაური მოვლენაა. ზოგჯერ გრძნობ,ზოგჯერ გწამს,ზოგჯერ კი უბრალოდ ხედავ! ადამიანს ყოველთვის სურს მეტი ემოციურობა,ვიზუალი და სექსუალურობა.ადამიანი მარტივად ივიწყებს სიმართლეს და ადვილად სურს ბოდიშით გახსენება ყველაფრის!
ჩუმად და წყნარად ეძინა ლილიას. არცთუ ისე ღრმად,არცთუ ისე ფხიზლად. დიდი ხანი ელოდა,მაგრამ მიხვდა ,რომ ამით უფრო იტკიებდა თავსაც და გულსაც ამიტომ იცლავა გვერდი და დაძინება სცადა. სახლში სიჩუმე იყო. მხოლოდ მისაღებში ენთო შუქი. ღია ფანჯრიდან ძლიერი ქარი აფრიალებდა ფარდებს. კარი მიხურული იყო! სახლში ვერავინ ვერ შევიდოდა.
ლილიამ გვერდი იცვალა,მაგრამ რაღაც მოსვენების საშუალებას არ აძლევდა! ვიღაც უყურებდა და ამას მძაფრად აღიქვავდა! ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა გადასწია ხელი სანათისკენ. ის იყო უნდა აენთო,რომ ოთახის ფანჯარა მთელი ძალით გაიღო,მიეჯახა ჯედლებს და მინა ნაწილობრივ ჩაიმსხვრა. უმალ გამოფხიზლდა გოგონა და წამოხტა საწოლიდან, ოთახში შუქი აანთო და გაოცებულმა მოავლო თვალი იქაურობას. ხელების კანკალით შემოიცვა ტანზე ხალათი და არეულ ოთახს დააკვირდა!
-აქ...-გაოცებულს აღმოხდა სიტყვა და სასწრაფოდ ტელეფონს დასწვდა. მიროს ნომერი აკრიფა და მოუთმენლად ელოდა როდის შეწყდებოდა გამაყრუებელი წუილი ყურებში.
-გისმენთ–ბოხმა ხმამ ამოიჩურჩულა ყურმილს მიღმა,მარტივი მისახვედრი იყო,რომ ვიღაცას ახლა ეძინა,მითუმეტეს ძილისგუდა მიროს,მაგრამ ამან არ დააბრკოლა შეშინებული ლილია.
–ღმერთო მირო! მიშველე! ვიღაც იყო აქ!ოთახში იყო,აქ ჩემთან მიყურებდა! მეშნია მირო, ფანჯრები ჩალეწილია, ოთახი არეულია! მოდი გთხოვ მოდი!–სასოწარკვეთილმა ხმამ უმალ გამოიყვანა ბიჭი მდგომარეობიდან. არც დაფიქრებულა ისე დაიწყო ტანსაცმლის ჩაცმა.
–მოვდივარ! არ გამითიშო!მელაპარაკე ლილია! მელაპარაკე–თან გაჰკიოდა სიტყვებს და თან მანქანის გასაღებს ეძებდა. სახლიდან ისეთი სისწრაფით გამოვარდა ვერც მიხვდა მაისურის ჩაცმა,რომ დავიწყებია.–ლილია მელაპარაკე!–რობოტივით იმეორებდა ერთი და იმავე ფრაზას და გიჟივით მართავდა მანქანას.
–აქ ყველაფერი არეულია–ლუღლუღებდა თავისთვის,ბოლოს ძალა გამოცლილს ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და იქვე საწოლთან ჩაიკეცა. თვალებიდან ცრემლები, სწრაფმავალი მატარებელივით იღვრებოდა. ხმით და სისწრაფით! შეშინებული თვალებსაც კი ვერ ხუჭავდა,იმაზე კანკალით,რომ ისევ ვინმე შეიჭრებოდა მის სახლში. გრძნობები ერთმანეთში არეოდა,ასეთი რამ არასდროს არ მომხდარა! ასეთი,რამ მის თავს არასდროს არ გადახდენია.
–ლილია! ჯანდაბა–კარგადაც შეიგინა და ტელეფონი გათიშა. ახლა მირომ აკრიფა ელვის სისწრაფით დეტექტივის ტელეფონი და დაელოდა მის მამაკაცურ,ძილისგან დაბოხებულ ხმას.
–რომელი ხარ!–საოცრად მკაცრი და გამოფხიზლებული ხმა ჰქონდა კონსტანტინეს,მაგრამ ამის დრო არ ჰქონდა მიროს.
–მე მირო ვარ, ლილიას მენეჯერი, ახლა დამირეკა,მითხრა ოთახი სულ არეულია და ფანჯრები ჩამსხვრეულიო, მეც მასთან მივდივარ ახლა. თქვენი ხალხის მანქანა არ უნდა იყოს ლილიას სახლის ქვეშ? ეს არის ვიცავთო?–ლილია ამ ადამიანს ძალიან უყვარს! ყოველთვის ზრუნავად მასზე,როგორც დაიკოზე,რომელიც სამწუხაროდ ორი წლის ასაკში გარდაიცვალა.მიუხედავად იმისა,რომ მშობლებმა ერთადერთ შვილზე უარი თქვეს და სახლიდან გამოაგდეს,მიროს ოჯახი მაინც უყვარს და ენატრება კიდეც,მაგრამ ვერ მიდის,ეშინია! ლილიამ კიდე ის ისეთი მიიღო,როგორიც იყო და არ მოსთხოვა შეცვლა.
–რას ნიშნავს...–დაბნეულმა ამოილაპრაკა კონსტანტინემ და ტელეფონი გაუთიშა მირიანს. მამაკაცმაც სასწრაფო წესით გააჩერა მანქანა და სადარბაზოში შევარდა. ფეხით აირბინა კიბე და ლილიას კარზე კაკუნი ატეხა. გაღება სცადა,მაგრამ ჩაკეტილი იყო,ბოლოს შენგრევას აპირებდა დერეფნის ბოლოში კონსტანტინეს,რომ მოკრა თვალი და თავი შეიკავა.
–მაცადე გავაღებ–უხეშად მიუგდო,რამდენიმე სიტყვა და საკეტთან ჩაიკუზა,ორი წუთი ცდილობდა კონსტანტინე კარის გაღებას და ბოლოს, გააღო კიდეც. პირველი შევარდა სახლში და შეაჭრა ოთახში.
სიმართლე გინდა მკითხველო? კონსტანტინე ლილიასგან ბარში წავიდა. სურდა,რომ ვნებები დაეოკებინა,იქ ჯერ ერთი ლამაზმანი ნახა,შემდეგ მეორე და ჩვენი დეტექტივისთვის ლილია და მისი დაცვა იმ კოქტეილს გაჰყვა,რომლშიც ქერამ პატარა აბი ჩაუგდო. საკუთარ თავს უბრაზდებოდა ამის გამო,მაგრამ ახლა ვერაფერს ვერ შეცვლიდა.ალბათ უპასუხისმგებლოა არა?!
საწოლთან საწყლად მოკეცილი ლილია,რომ დაინახა უსუსური და ნამტირალევი პირველად იგრძნო მთელი დღის განმავლობაში ემოცია,სურვილი,გამოცანა,გაგულისება,გაშმაგება,სიეშმაკე,ყველაფერი რასაც კი უარყოფდა იმიტომ,რომ ეს გოგო–ლილია,ჩვეულებრივი არაფრისმქნისი,გამოუსწორებელი,უჭკუო გოგო იყო.
გახსოვთ გითხარით,ადამიანი უცნაური მოვლენაათქო. არ მომიტყუებიხართ სიმართლე ვიღაღადე. შეცდა,ჩვენი დეტექტივი თავად ბატონი კონსტანტინე შეცდა,ნაადრევად გამოიტანა დასკვნა ლილიას შესახებ, მხოლოდ ფოტო და ერთი დღე იყო მის განკარგულებაში,უკვე დარწმუნებული,რომ იყო გოგონას არასწორობაში.
ნელა მიუახლოვდა მასთან ჩაიკუზა. თითები მის დანამულ სახეს ააყოლა და ცრემლები მოწმინდა. კარში კი შეშინებულიმირიანი იდგა. გული შეეკუმშა. არც მე,ჯერ–ჯერობით არც მან და არავინ არ იცის ეს რატომ დაემართა! ნუ გეგონებათ,რომ მე მის მიმართ ირონიულად ვარ განწყობილი–არა! უბრალოდ მე ასეთი ადამიანი ვარ. ხომ გითხარით უცნაური მოვლენებივართ თქო.
კონსტანტინემ ლილია ხელში აიყვანა და კალთაში ჩაისვა მას შემდეგ რაც თავადაც მოთავსდა საწოლზე. ხელს თავზე უსვავდა და შიგადაშიგ ლოყებზე კოცნიდა. გოგონა კი გაბუსული და თვალებ დაწითლებული იყო მის მკლავებში დაფარული და თავს დაცულად გრძნობდა. არაფერი არ ადარდებდა. მხოლოდ ძილი უნდოდა!
–ტურნირის შემდეგ ვისაუბროთ ყველაფერზე,ახლა უნდა დაიძინო და გონება გათიშო. მე არსად არ წავალ. აქ ვიქნები გპირდები–ამოიჩურჩულა და გოგონამაც საბოლოოდ მილულა თვალები.
–აღარ მჯერა–ძალა გამოცლილს მის მკლავებში ჩაეძინა.
*
გავიდა დრო...
გათენდა...
ლილიამ ლამაზი თვალები ჭერს მიაპყრო და გუშინდელი ღამე გაახსენდა. დაფეთებული წამოხტა. ოთახს მოავლო თვალი. ყველაფერი ისევ–ისე იყო,მხოლოდ კონსტანტინე უმშვენებდა გვერდს,ისევ აპირებდა გახედვას,მზარეული,რომ შეამჩნია მის ლოგინში. გაეღიმა,მაგრამ ბრაზმა მოიცვა. გუშინ ის,რომ არ წასულიყო შეიძლება დაეჭირათ ის ბოროტმოქმედი ან თუნდაც არ მოსულიყო. ცეცხლანთებული თვალებით დააშტერდა კონსტანტინეს. ბალიშს ხელი დაავლო და თავში რტყმა დაუწყო. პატარა ბავშვივით იქცევა? რას კადრულობთ!
თან ყვიროდა,თან სალანძღავ სიტყვებს ისროდა,თან კოსტას გაღვიძებას ცდილობდა და უფრო ბრაზდებოდა,რომ ვერ ახერხებდა. გაგიკვირდებათ,დეტექტივი და ასეთი ღრმა ძილითო?! არა! კოტიკო დიდი ხანია რაც გაღვიძებულია, მზეთუნახავივით გაწოლილ არსებას უმზერდა მის გვერდით. მშვიდად და აუღელვებლად,რომ ფშვინავდა და წარბებს მომენტალურად,რომ კრავდა. შეამჩნია თუ არა,რომ გაღვიძებას აპირებდა თავი მოიმძინარა,თვალები დახუჭა და ახლაც ლილიას გამოხტომებს იტანს.
ბალიში დაუჭირა,მეორე ხელით კისერში ჩააფრინდა თვად კი ზემოდან მოექცა. ნერვებ აშლილი კონსტანტინე დაჰყურებდა გაყუსულ გოგონას და გაცინება სურდა მის ანთებულ თვალებს,რომ ხედავდა.
–დილამშვიდობისა ლილუ,როგორ გეძინა? პრინციპში ჩემ მკერდზე გალაშქრულს გემრიელად უნდა...–არ დაამთავრებინა წინადადება დრო რომ იხელთა და მოდუნებული ხელებიდან დაუსხლტა გოგონა. ფეხები წელზე შემოაჭდო და ახლა თავად მოექცა ზევით.
–შენ მკერდზე არა?სად წახვედი! აქ,რომ ყოფილიყავი იქნებ არ მოსულიყო ან იქნებ დაგეჭირა,მაგრამ არა,როგორ შეიძლება! დამტოვე,აქ დამტოვე მარტო და გავარდი ჯანდაბაში!–გაცხარებულ გულზე მიაყარა ყველაფერი და ყურადღება არ მიუქცევია აწ უკვე კონსტანტინეს ანთებულ თვალებს. იცოდა,როგორ არ იცოდა,რომ დამნაშავე იყო,მაგრამ ასე პირდაპირ თუ გადაასხავდა სიმართლეს არ ეგონა. გაბრაზდა,რომ გაუბედა ამდენი! არ იყო შეჩვეული კაპიტანი კონსტანტინე,გამომძიებელი და ყველაფრის უფროსი კოსტა ასეთ მოპყრობას და მითუმეტეს საუბარს.
წამოდგა და ლილიაც თან წაიყოლა. მაჯებით დაიჭირა და სხეულზე აიკრო. განა რა ეცვა? მოკლე,მოკლე მაისური,რომელიც რას უფარავდა, უკანალს?! არც იფიქროთ საზოგადოებავ!არაფერსაც არ უფარავდა.
–ეხლა მომისმინე!–მკაცრად ჩააშტერდა თვალებში გოგონას–მე არ ვარ შენი მენეჯერი,მე არ ვარ შენი მონა! არ ვარ ვალდებული დაგტრიალებდე თავს და არც ის შედის ჩემ მოვალეობებში ვნებები დაგიოკო და გიკონტროლო!
-რაო?! ეს მე მაკადრე?! ხომ არ დაგავიწყდა შემთხვევით მე ვინ ვარ?! შენ მე დაგიქირავე და შენ ჩემზე მუშაობ!
–მერე,გაიხსენე რა მიზნით დამიქირავე!
–და რა გუშინ ჩვენ სუში არ ვჭამეთ?–გაოცება დაეტყო სახეზე გოგონას–უბრალოდ ჭამის სტილი შევცვალეთ–ჩაიცინა ეშმაკურად. ლილია მიუახლოვდა კონსტანტინეს, ის კი გაყინული იყო ერთ ადგილას და არ ინძრეოდა, ელოდა მის სვლას,რომ შემდეგ მოხერხებულად მოეგერია,თუ შეძლებდა რა თქმა უნდა. ლილია კიდევ უფრო გადაიხარა მისკენ,მათი ცხვირს წვერები ეხებოდათ ერთმანეთს. ზედმეტად ინტიმური სიტუაცია შეიქმნა,მაგრამ გოგონა ეშმაკურად ხითხითებდა ჩუმად.
–მიყვარს რომანტიკა–ამოიჩურჩულა ისევ ლილიამ. ორივეს სუნთქვა გახშირებოდა,ორივეს სუნთქვა კანკალებდა,ორივეს სხეული ითხოვდა,ორივეს გონება უარყოფდა ამას,მაგრამ მაინც მოხდა.
მათი ტუჩები შეერწყა ერთმანეთს! ეს არ იყო გამოუცდელი წყვილის კოცნა,ეს არ იყო რაღაც ჩვეულებრივი! ეს იყო მომაჯადოებელი! მაცდური,ცხელი,ვნებიანი, სექსუალური და გამაგიჟებლად სასიამოვნო ორივესთვის! რა საოცრებაა არა?! არც ერთს არ სურს კოცნის გაღრმავება,არც ერთს არ სურს თავის დაკარგვა,მაგრამ ამ წამს,ამ წუთს,ამ დროს,ამ მონაკვეთსა თუ ამ ადგილას არც ერთს არ შეუძლია ფიქრი. ბედს მიენდეს!
–ლილიანა–ამოიჩურჩულა ნელა და ნაზად კონსტანტინემ. გამოკვეთა თითოეუი ასო და ამით უფრო გაახელა გოგონა. სახეზე ღიმილი გამოესახა ლილიას,მისი გული ამოვარდნას ლამობდა,მის ასეთ ხმაზე–დამამახსოვრებელ ხმაზე ყველაფერი ბრუნვას იწყებდა, მუცელში წვას გრძნობდა,რომელიც აგიჟებდა. ლილიას ხელები მის მხრებზე მოეთავსებინა, ვერ იხსენებს ასე სასიამოვნოდ ვინმეს თუ წარმოეთქვა მისი სახელი, ბოლომდე და თანაც ისე,რომ ამან გაღიზიანება არ გამოიწვია. კონსტანტინემ ისევ აკოცა და სამყარომ გვერდით ჩაუქროლა ორივეს,ან მათ ჩაუქროლეს სამყაროს! ამჟამად ნელი და ნაზი იყო კონსტანტინე. ხელები ყურის უკან მოათავსა, ცერა თითით მის ლოყებს ეფერებოდა შიგადაშიგ, ლილიამაც თითები მისი წელისკენ ჩააცურა და მიიზიდა,მათ შორის ადგილი არ დარჩა,სიცარიელე ამოივსო და განადგურდა სამუდამოდ. ორივე გრძნობდა ერთმანეთის გულის ცემას.
–კონსტანტინე–ამოილუღლუღა გოგონამ და ისევ დაევარდა ბრძოლის ველზე. მჭიდროდ მიაჭირა ტუჩები მისას და ენა ფრთხილად გადაატარა მის ქვედა ტუჩს და ბოლოს მისას შეახო. ბედნიერებისგან ამოიოხრა და ხელები ისევ მის ძლიერ და გამოყვანილ კისერს შეახო. მოულოდნელად დაადო ხელები მის თეძოებს და უკან გაწია კოსტანტინემ გოგონა. ძლიერად უბიძგა საწოლისკენ. თან თვალებში უყურებდა! გრძნობდა გახელებას თუ სურვილს,მაგრამ გრძნობდა ვნებას,გამოწვევას,რომელიც ჩახშობას ითხოვდა! ითხოვდა და თანაც სასწრაფოდ! ხელები ისევ თეძოებს შემოხვია და საბოლოოდ იქ დაიბუდა,უფრო ახლოს უბიძგა გოგონას. ლილიამ შესამჩნევლად შეისუნთქა,როდესაც კონსტანტინეს ენა იგრძნო კისერში. გონებიდან წამში გავრცელდა ცეცხლი სხეულზე. ერთმანეთის ტუჩები მოსწონდათ, ამოუცნობი გემო,რომ ჰქონდა. ნელ–ნელა გადაწვნენ საწოლზე და ახლა უკვე კონსტანტინემ აიღო საკუთარ თავზე . ნაჭერი,რომელიც არაფერს არ უფარავდა ლილიას წამში მოაშორა და უმისამართოდ ისროლა.
ფანჯრიდან ხმაური შემოდიოდა,მანქანის გამონაბოლქვი ჰაერს ერწყმოდა,მაგრამ თუ დაუკვირდებოდი ქალის კვნესის ხმასაც გაიგებდი. გაჩერდი! ნუ ფიქრობ,რომ რამე ხდება. არა ჯერ არა! უნდათ მაგრამ ვინ აცდის! ისევ და ისევ... მირო...მენეჯერი...მირიანი...
–ღმერთო ჩემო! კარი მაინც დახურეთ–აკივლდა მამაკაცი და შეშფოთებული შეტრიალდა ზურგით მათკენ. კარი მოიხურა და გასძახა–გასაღები იცით რა არის საერთოთ?!ღმერთო, უკვე მეორედ. ლილია მოემზადე! შეჯიბრი არის დღეს! მაგას მერეც მოასწრებთ!
–ვინ გვაცდის! ამოისისინა გოგონამ და კონსტანტინეს ახედა–ბოდიში.–ამოილუღლუღა ისევ და თვალები აახამხამა.–მაგრამ რას გებოდიშები,აქეთ უნდა მიხადო ბოდიშები,მატყუარა!– კონსტანტინემ ჩაიღიმა და ყბის ძვალზე თითი აასრილა, მისკენ მიიზიდა და ნაზად ეამბორა.
–ადექი დაგაგვიანდება,სანამ მოეზადები მე დაგახვედრებ საუზმეს,ბლინები გინდა?– თბილად იჩურჩულა .
–არ გევალება კონსტანტინე...
–მე მინდა. ადექი ახლა–ხელით უბიძგა და უკანალზე ხელი მიარტყა. გოგონას ჩუმი ყვირილი აღმოხდა და ეშმაკური ღიმილით გახედა მამაკაცს. გაიკუნტრუშა და სააბაზანოსკენ მიმავალი მალე მიიმალა.
კონსტანტინე საწოლზე გასწორდა და ღიმილით ახედა ჭერს.
-როგორ შეიძლება ვინმეს შენი მოკვლა უნდოდეს-წარმოთქვა ხმამაღლა და ადგა.

მირიანს ისე ჩაუარა არც შეუხედავს მიუხედავად იმისა,რომ უკან აედევნა.
-გუშინდელზე რა გაარკვიე? ან შენი ხალხი აქ რატომ არ იყო?-მედიდურად აჭიკჭიდა მირო
-მოვაგვარე!-მოკლედ მოუჭრა და კარადიდან ზეთი გამოიღო-ახლა კი ხელს მიშლი!-მკაცრი იყო კონსტანტინე
-უჟმური-ჩაიჩურჩულა და მზარეული მარტო დატოვა.კოტიკომაც თავისუფლად დაიწყო მზადება, გულით აკეთებდა ბლინებს. ვერც შეამჩნია, გოგონა რომელიც გამოწყობილი იყო. მოკლე ქვედაბოლო,რომლის ქვევითაც მოკლე შორტი იმალებოდა–ისევ, მაისური,რომელიც სხეულზე ჰქონდა მომჯდარი და ფეხსაცმელი,მის წვივებს უფრო,რომ გამოკვეთდა.
-კონსტანტინე-ისევ ჩუმად ამოიჩურჩულა.
-არანაირი კონსტანტინე!-შეუვალი იყო მირო-უნდა გავიდეთ ნახევარ საათში-წარბები შეკრა მენეჯერმა-შეჯიბრი გაქვს ლილია ბოლოს და ბოლოს!-ამოიოხრა და დააყოლა-ათ წუთში შეჭამ, მე ქვევით გელოდები არ დააგვიანო!-ტანის რხევით გავიდა სამზარეულოდან და კარი გაიხურა.
ლილიამ კონსტანტინეს უხერხულად გახედა
-მშია-ამოილუღლუღა და სკამზე დაჯდა. მზარეულმა თეფში მაგიდაზე გაასრიალა.-არ წამიხვალ შეჯიბრზე?-იმედიანი თვალებით შეხედა კოტიკოს და ჭამას შეუდგა.
-მე მზარეული ვარ ლილია!-მკაცრად გამოუვიდს გამომძიებელს,მაგრამ საღამოს მომხდარს გამოძიება სჭირდებოდა,თითის ანაბეჭდების ძიება და მკვლელის დაჭერა, გოგონას ნაწყენ თვალებს კი მარტივად აარიდა თავი. ჩუმად ჭამდა ლილია და თან ფიქრობდა. მოსწონდა მასთან ურთიერთობა,არ გრძნობდა თავს ვალდებულად,იყო თავისუფალი და ლაღი,უკეთებდა გემრიელ საჭმელებს მაგრამ...
ლილია ფეხზე წამოდგა,თეფში ნიჟარაში ჩადო, გამობრუნებას აპირებდა მამაკაცი,რომ მიეკრო უკნიდან,კისერში სველი და ვნებიანი კოცნა დაუტოვა.
-წარმატებები-ამოიოხრა კონსტანტინემ და გაშეშებული გოგონა კარამდე მიაცილა.უნდოდა გაჰყოლოდა,მაგრამ ეს მისი სამსახურია და არაფერი სხვა–მხოლოდ სამსახური! გონს კი მაშინ მოვიდა მოძრავი ყუთი მის თვალწინ,რომ გაიღო.
უცნაური ღიმილით გაემართა მანქანისკენ.მძღოლს მიესალმა და კომპლიმენტს თავაზიანად შეხვდა.

***
-და დადგა დღე,როდესაც ორი გენიალური გოლფის მოთამაშე შეერკინება ერთმანეთს,აქ,დღეს,ამ წამს! არ გადართოთ. ზუსტად ათ წუთში ჩემპიონატი დაიწყება.-რეპორტიორმა დაასრულა თუ არა წინადადება ღიმილი და აღტაცრბა წამში გაქრა მისი სახიდან.
-ახლა წამოდი დათო ქალბატონ ლილიასთან წავიდეთ ინტერვიუ მინდა ჩავწერო-გაეწელა მამაკაცს და თვალების ფახუნით გაემართა გოგონასკენ,რომელიც ესაუბრებოდა სხვადასხვა ტელევიზიის წარმომადგენლებს.
-ნამდვილად ვერ გეტყვით რა მიხდრბა დღეს. მეც თქვენთან ერთად ველი მოვლენების განვითარებას-დაასრულა წინადადება და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.
-მოთამაშეები გამოცხადნენ..-თამაში დაიწყო.მღელვარებამ იმატა,ხალხი ჯებირებს ასკდებოდა,ერთი შეხედვით მათი ეს საქციელი ამაზრზენი იყო,მაგრამ მიჩვეული თვალი საზოგადოებას,როგორც ბრობოს ისე აღიქვავდა.


*
-დამიანე, მოდი მალე!-დატოვა თუ არა გოგონამ სახლი,უმალ იხმო ხალხი,ნაწილი კი თამაშზე გააგზავნა,ლილიას დაცვის მიზნით.
-ჩაგივარდა გულში?!-როხროხით შეაღო კარი დამიანემ და უკან მომავალ თეთრებში გამოწყობილ მამაკაცებს თითით ანიშნა შედითო.
-ოთახისთვის ხელი არ გვიხლია!-მკაცრად განაცხადა კონსტანტინემ.
-მოიცადე მოიცადე, არ გიხლიათ?! და თ რა შუაშია?!-ინტერესიანი მზერით ჩააშტერდა თვალებში და მის ამოფრუტუნებაზე გემრიელად გადაიხარხარა.
-გვეყოს ხუმრობა-გაბრაზებულმა ხელი ჩაარტყა მხარში და მის მომატებულ სიცილ-როხროხზე კიდევ უფრო გაბრაზდა.
-ბატონო კონსტანტინე-ოთახიდან სანდომიანი მამაკაცი გამოვიდა-ფანჯარაზე თითის ანაბეჭდი დავაფიქსირეთ,სავარაუდოდ მკვლელს ეკუთვნის-ჩამოაყალიბა და უმალ გაჩუმდა.
-ექსპერტიზის პასუხები რამდენხანში იქნება,რაც შეიძლება მალე!-დაბრუნდა დეტექტივი კოსტა.
-დაახლოებით ერთ კვირაში ან ხუთ დღეში-გასცა სასურველი პასუხი გამომძიებელს და ისევ ოთახში შებრუნდა.
-სამი მკვლელობა,სამივე ქალი,სამივე ერთნაირი ვიზუალით და რის მიღწევას ცდილობს.-ჩაილაპარაკა თავისთვის და დამიანეს მიუბრუნდა.-იქნებ ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი იყო,სკოლაში ასეთი ვიზუალის, არა არა არვიცი!-ამოიოხრა და სავარძელში ჩაესვენა.
-იქნებ ოჯახი იყო პრობლემა?!-თვალები დააწვრილა დამიანემ-დავურეკავ კგბ-ს-სიცილი დაიწყო და ყურმილი მოიმარჯვა.
-ჩემო კვარახჭინო, ჩემო დაო,როგორ ხარო?-გარითმა და კოცნა გაუგზავნა.
-რა იყო დამიანე-სერიოზული იყო სოფო როგორც ყოველთვის. ვინ არის სოფო? ნამდვილი აგენტი-დამიანეს და! პროგრამისტი,ჰაკერი,რომელიც მუდამ კომპიუტერს მიჯაჭვული საქმეზე ფიქრობს.
-უნდა გამირკვიო რაღაც სოფუსი-ელაქუცებიდა და თითებს ამიძრავებდა თითქოს შეამჩნევდა.
-სახელი და გვარი, ასაკი-მოკლრედ მიუჭრა.
-ჯეიმს ბონდი,007-სერიოზულად თქვა და დუმილი,რომ მიიღო მიხვდა გააბრაზა-ნიკოლოზ ჩხარტიშვილი,35 წლის,მის ოჯახზე გამირკვიე ყველაფერი,განსაკუთრებით დედაზე ან დაზე თუ ჰყავს რა თქმა უნდა,სად ცხოვრობს,გამოიცვალა თუ არა საცხოვრებელი,ცოლი,შვილი ყვრლაფერი, ათ წუთში მოვალ მზად იყოს,ოღონდ ის ინფორმაცია რაც პირველი მკვლელობისას გამირკვიე არ მინდა სიახლეებს ვეძებ!-გაუთიშა და კონსტანტინეს გვერდით მიუჯდა.
-ათ წუთში,რომ ვერ მიხვალ ხვდები ხო?!-მიჭუტული თვალებით შეათვალიერა მამაკაცი.
-ვიცი ვიცი-ღიმილით თქვა.
მოულოდნელად კარი გაიღო, ლამაზი, სექსუალური ქერა მოაბიჯებდა. მამაკაცები წამოიშალნენ,დანიელმა ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე
-ეშმაკი მოვიდა-ხმა მაღლა თქვა-მოგესალმებით კუდიანო-სიცილით დაამატა,ირონია მისი თანმდევი იყო.
-დამიანე-უხერხულად შეიშმუშნა გოგო-კონსტანტინე მოგესალმები-ზრდილობიანად დაუკრა თავი და მის უკან მომავალ ორ მამაკაცზე მიუთითა-ეს არის ვატო,ეს კი ტატო ისინი დაგეხმარებიან საქმის გამოძიებაში-სიტყვის დამთავრება მოასწრო მადლობა ღმერთს.
-და რატომ ფიქრობ,რომ შენნაირი ადამიანის მიყვანილი დამხმარეები გამოიძიებენ საქმეს?!-დამიანეს ხმის ტემბრს აღარ ჰქონდა ხალისის ნატამალი. ზიზღით და ირონიულობით იყო გაჟღენთილი. გოგონას თვალებიც ჩაქრა, სევდა მოერია და მემგონი ცრემლიცგაკრთა...
-დამიანე-ასპარეზზე კონსტანტინე გამივიდა-ბიჭებო შედით ოთახში,იქ გეტყვიან ყველაფერს მალე დამატებით ინფორმაციებსაც მოგვაწვდიან და დავიჭერთ იმ გაიძვერას-ამაყად ჩაისისინა მამაკაცმა და ბიჭებს თავი დაუკრა-არ მოკლათ ერთმანეთი-ხითხითით გაეცალა კოსტა იქაურობას.
-აქ რას აკეთებ?
-როგორ თუ რას დაგავიწყდა,რომ მეც გამომძიებელი ვარ?!
-გამომძიებელი არა ევალინა, მატყუარა და გამყიდველი ხარ!
-რამდენჯერ უნდა აგიხსნა,რომ საჭირო იყო იმ სცენის გათამაშება,წინააღმდეგ შემთხვევაში...
-მომკლავდნენ?! ამიტომ უნდა ჩავარდნოდი მკლავებში იმ არამზადას,მკვლელს და მფატვრელს?! გამეცი ხმა-ესეც ჩვენი დამიანე.
-აბა მოეკალი? რა მექნა-ხმა გაებზარა მისი ზიზღნარევი ტონის გაგებისას.
-მარტო ეგ,რომ იყოს ევალინა! არ დაგავიწყდეს რაღაც-რაღაცები-მხარი გაკრა და კარისკენ დაიძრა-ბავშვის სანახავად მოვალ დღეს,იმედია აღარ დამიმალავ საკუთარ შვილებს ევა!-დამიანემ სახლი დატოვა, ისევე როგორც გაშეშებული,ცრემლ ჩამდგარი ევალინა-მარტოობას შეგუებული!

*
-ნიკოლოზ ჩხარტიშვილი-დაიწყო კონსტანტინემ
-35წლის, ცხივრობს თბილისში, დიდი ხანია რას სახლში არ მისულა,ესენი ვიცით-განავრცო დამიანემ
-სამაგიეროდ დაფიქსირდა მისი დის სახლთან ჭავჭავაძის ქუჩაზე-გაისმა კრიალა ხმა, ეს სოფო იყო.
-რაც შეეხება კავშირს. სავარაუდოდ მკვლელობები,რომლებიც აქამდე განახორციელდა და კიდევ აპირებს განხორციელებას კავშირშია ოჯახთან-არ დააცადა დამიანეს სოფომ ლაპარაკი და ჩაერთო
-კერძოდ კი მის დასთან-ანასთან-პატარა ბიჭივით ჩაეჭრა დამიანე სოფოს ისევ
-ანას ვიზუალი გარდაცვლილების ამასთან ლილიას ვიზუალს ემთხვევა ,რაც გვაძლევს საბაბს,რომ ვიფიქროთ-სიტყვა გაწყდა
-რომ,მკვლელობების გამომწვევი მიზეზი, ნიკოლოზ ჩხარტიშვილის ოჯახი აღმოჩნდა-ამაყად დაასრულა კონსტანტინემ.
-მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ-ჯერობით ვარაუდია,მის წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ გვაქვს-განაცხადა დამიანემ
-ამიტომ მოგვიწევს სტრატეგიის შემუშავება-ეშმაკურად ჩაიცინა კონსტანტინემ-მემგონი დროა ევალინა ჩავრთოთ საქმეში..


***
-თქვენ ჩემპიონი გახდით რა შეგრძნებაა
-ქალბატონო ლილია დაგვთანხმდით ინტერვიუზე
-რაში გამოიყენებთ მოგებულ ფულს
-ყველა შეკითხვას გავცემ პასუხს-ნერვები ეშლებოდა უკვე ლილიას-ოღონდ ახლა არა!-შეუვალი იყო.
ჟურნალისტები ჩამოშორდნენ, მანქანაში ბედნიერი მოთავსდა. ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა კონსტანტინეს. ემოციები სურდა გაეზიარებინა,საშინლად სურდა სუში ეჭამა და ამის ფონზე მამაკაცის თვალებში დაკარგულიყო,გაეზიარებინაყველაფერი რასაც გრძნობდა დამოეყოლა,როგორ დაამარცხა მოწინააღმდეგე.
-მირო, სუში დამახვედროს უთხარი-ღიმილით გადასძახა წინ მჯდომ მენეჯერს,რომელიც მძღოლს შესციცინებდა თამამად.
-ახლავე-ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და დაელიდა სასურველ ხმას.


(იმავე დროს კონსტანტინესთან)
- ლილიას მენეჯერი მირეკავს რა უნდა ახლა! გისმენთ-აბუზღუნებულმა დატოვა გამომძიებლებითა და თანამშრომლებით სავსე ოთახი.
-მოგესალმებით შეფ!-ბედნიერი ჩანდა მირო-ჩვენ მოვდივართ და დედოფალს სუში უნდა და თანაც სასწრაფოდ-აკუნტრუშებულმა დაამთავრა წინადადება და გაუთიშა.
აღელვებული კონსტანტინე ოთახში შევარდა
-მოდის!-საკმარისი იყო ერთი სიტყვა,რომ ლილიას სახლმა გასუფთავება დაიწყო. ჯერ ერთი შემდეგ მეორე გამომძიებელი ტოვებდა სახლს,მოქნილები და კარგად გაწვრთვნილები სიმაღლეზე,პირდაპირ ფანჯრიდან ეშვებოდნენ სპეციალურ თოკზე,რომელიც კონსტანტინეს თავადობით გაიბა,ყოველი შემთხვევისთვის.

სადარბაზოსთან მანქანა გაჩერდა, ლილია ბედნიერი გადმოვიდა
-რამდენი ხალხია-ჩაიბურტყუნა თავისთვის-ან რა მოდაზე აცვიათ,ან ამდენი სკამი რატომ არის გარეთ,სულ გადაირია ეს ხალხი-გადაუჩურჩულა მიროს და უკანალის ქნევით მიიმალა მოძრავ ყუთში.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Au momewona...
Kargi wasakitxia...

 


№2  offline წევრი maniaki

me video megona xd

 


№3 სტუმარი Tamar

Morcha istoriaa?

 


№4  offline წევრი miyvarxar1992

გაგრძელებას ველოდები ძან მაგარი იყოო.მომწონს კონსტანტინე.აბა წარმატებები

 


№5  offline წევრი Auroram

nawkas12345
Au momewona...
Kargi wasakitxia...

მადლობა❤️მახარებს თქვენი კომენტარი❤️

maniaki
me video megona xd

ვეცადე რეალურად დამეწერა ყველაფერია მეღწერა გამიხარდა თუ მოგეწონათ❤️

Tamar
Morcha istoriaa?

არა რა თქმა უნდა ❤️გაგრძელება იქნება...

miyvarxar1992
გაგრძელებას ველოდები ძან მაგარი იყოო.მომწონს კონსტანტინე.აბა წარმატებები

ისეთი მწერლების კომენტარებს,რომ ვუყურებ და ასეთ რაღაცას ამბობენ პერსონაჟზე ბედნიერებით სად წავიდე სრ ვიციდ ა ახლა თქვენრ ოგორ გამახარეთ არ იცით❤️მადლობა აუცილებლად დავწერ შემდეგ ნაწილს❤️

 


№6 სტუმარი guest

ragac axalia velodebi shendegs

 


№7  offline წევრი Auroram

guest
ragac axalia velodebi shendegs

მადლობა❤️

 


№8 სტუმარი Mad.

მეორე ნაწილს როდის დადებ?
ძალიან კარგია, წარმატებები.

 


№9  offline წევრი Auroram

Mad.
მეორე ნაწილს როდის დადებ?
ძალიან კარგია, წარმატებები.

მადლობა❤️❤️ მეორე ნაწილს ახლა ვწერ არ მინდა მივაფუჩეჩო ამასაც დიდი ხანია რაც ვწერ,ამიტომ
ზუსტ დროს ვერ გეტყვით მაგრამ საოცრებები გელით წინ❤️❤️

 


№10 სტუმარი Tamar

Arada ukve 12 dge gavida rac cer da ra ver dacere?simartle gitxra amdeni xnis pauza cudia,rac cakitxuli maq is emocia gamiqra da alnat kide ro shemovide da vnaxo imis sirvilic ukve gamiqreba vatyoob.....didi xania ukve pauza gaketdaa

 


№11  offline წევრი Auroram

Tamar
Arada ukve 12 dge gavida rac cer da ra ver dacere?simartle gitxra amdeni xnis pauza cudia,rac cakitxuli maq is emocia gamiqra da alnat kide ro shemovide da vnaxo imis sirvilic ukve gamiqreba vatyoob.....didi xania ukve pauza gaketdaa


არ გედავებით,ნამდვილად დიდი პაუზაა მაგრამ მახარებს ასე რომ ელით...
არ არის მეთერთმეტე კლასელის ცხოვრება ასეთი იოლი...
უღრმესი მადლობა თუნდაც იმისთვის,რომ
გაინერესებთ❤️

 


№12 სტუმარი Guest salome

რამდენი ხანია ველოდბი 2 თავს.სად ხააარ?მაინტერესებს

 


№13  offline წევრი Auroram

Guest salome
რამდენი ხანია ველოდბი 2 თავს.სად ხააარ?მაინტერესებს


რა კარგი ხარ ნეტა იცოდე! ვცდილობ,რომ არ მივაფუჩეჩო და იყოს კარგი თუ ახლა მეორე თავი დავდე,მაშინ მესამესაც უნდა დაელოდოთ მე კი არ მინდა გალოდინოთ მეტი ამიტომ ვწერ მაქსიმალურადჩქარა,სხვა შანსი არმაქვს უბრალოდ–სწავლა თავისას შვება...მადლობა!მადლობა!მადლობა!

 


№14  offline წევრი მაკაკუნა

ამ ისტორიის მეორე ნაწილი არ დევს? ადრე თითქოს ვნახე, მაგრამ ვეღარ ვპოულობ.. :დ

 


№15 სტუმარი ს.

უკვე 2018 წელია დამეორე ნაწილი ჯერკიდევ არაადადებული თუ მევერ ვპულობ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent