შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსათაურო


19-09-2016, 12:50
ავტორი უცნობი13
ნანახია 1 473

ზღვა..
პატარა სახლი დიდი აივნით და მე..
ღია ფერის ფარდები..
ოთახი არეული ფურცლებით..
უამრავი ფიქრი და მარტოობა..
თითქოს არაფერი..
ხელში ყავა და ალბათ სიგარეტიც..
წვიმა..
უადამიანობა..
სულის შეხუთვა და ცრემლები..
კარზე კაკუნი..
კარის იქით ან შენ..
ან სიმარტოვე..
თითქოს ყველაფერი ლაგდება
არჩევანის საშუალება მაქვს მაგრამ ვხვდები რომ კარის კაღების მეშინია.. მეშინია შენი გაქრობის და სულიერი ტკივილის რომელსაც ალბათ საუკუნეები ვერ მოაშუშებს..
დროო..
ის არაფერს კურნავს უბრალოდ იარებს მაჩვევს და ღიმილს მაიძულებს..
მე განხსვავებული სამყარო და მდიდარი ფანტაზია მაქვს ამიტომ მეშინია ჩემი ილუზიის ნაწილი არ იყო..
შევიშალე..
ვცადე ემოციები გამეთიშა.. გადავამეტე...
ჩემს სამყაროში ყველა მარტოა..
ყველა ზღვასთან ასრულებს ცხოვრებას..
ჩემი მომავალი სხვანაირია..
ხელს მიშლიან ადამიანები...
ვეღარ ვწერ..
ჩახუტებისას ხელები მიკანკალებს და სუნთქვა მიჭირს..
საკუთარ თავს გავებუტე..
ამ სამყაროში მხოლოდ მე და მუსიკა დავრჩით..
ისიც დამანებებს თავს როცა ნოემბერი მოვა..
თენდება..
სიგარეტის კვამლში გახვეული ოთახი და
ჩემი მუსიკის ჰარმონიული ნოტები ერთმანეთში ირევა..
ფერები აღარ ჩანს დედამიწაზე...
კარზე კაკუნი არ წყდება..
კარს ვაღებ და..
სიმარტოვე შემოდის..
ჩემში ბატონდება..
სხეულს იპყრობს და იღიმის..
აი აქ სამყარო ჩერდება
დედამიწა ბრუნვას წყვეტს და აივნიდან ვეშვები..
მესმის განწირული კივილი და მიწამდე მხოლოდ ჩემი ირონიული ღიმილი აღწევს..
უკვე თავისუფალი ვარ..
ფრენა შემიძლია..
მიწაზე არ დავენარცხე
ღრუბლებისკენ მივიწევ..
მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა..
განა რა იყო ერთი დიდი თამაში..
ნიღაბი მაშინ მოვიძრე როცა გადმოვხტი..
გარდავიცვალე..

......

გათენებულა..
გადასხმულმა ყავამ ფეხი დამიწვა..
ოთახში უცნაური სუნია
და ირონიული სიცილი მესმის..
კარზე ისევ კაკუნია..

....

მეშინია...
კარი თავისით გაიღო და...

.....

გამოგიგონე...



№1  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent