შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი (1)


5-09-2017, 16:49
ავტორი mikussa
ნანახია 1 472

მაშინ თითქმის არ მქონია ინტერნეტთან შეხება, არა იმიტომ რომ ინტერესი არ მქონდა, არამედ იმიტომ რომ ონლაინ თამაშები მიტაცებდა ძალიან ასაკის მიუხედავად.
რატომღაც, არასდროს მდომებია ინტერნეტ სივრცეში ძრომიალი, თითქოს არ იყო იქ რაღაც ჩემეული, მიუხედავად იმისა რომ ჩემი გარშემომყოფები თავიდან ფეხებამდე იყვნენ ჩაფლულნი, მე შემეძლო მთელი დღე და ღამე რაიმე მეთამაშა. გართობაც ვიცოდი, დალევაც, მოწევაც, დაბოლებაც, მაგრამ არ ვიცი, იმ ამპლუას ვერ მოვერგე რომელსაც ჩემი ძმაკაცები ერგებოდნენ ხოლმე.
ჩემდაუნებურად, ზუსტად არ მახსოვს რა მიზეზით შევქმენი ჩემი ექაუნთი და საახლობლო დავამატე, სიმართლე გითხრათ, მაშინ "ფეისბუქი" ახალი შემოსული იყო და არც ისე აქტიურობდა ქართველი მოსახლეობა, მეც დიდად არაფერი მოსმოდა და შევდიოდი ხოლმე ალაგ-ალაგ მშვიდობაში, როდესაც თამაში მომბეზრდებოდა ხოლმე და გარეთაც არავინ მეგულებოდა.
საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა რას ნიშნავდა სახალხოდ რაიმეს გაზიარება, მოწონება, წარმოიდგინეთ მე სხვა ინტერნეტ სივრცესთან, "სკაიპის" გარდა არ მქონია შეხება.. მაშინ დიმიტრიმ მითხრა
- აბა გაუგე რამე?
- მალე ვაპირებ გასვლას.
- გაერთე ცოტა, მობრუნდი რეალობისკენ, შენთვისაც მოვძებნოთ ვინმე.
- მოსასვლელი მოვა, რად უნდა დახმარება?
- მასე თუ დაელოდები სახლის კართან არავინ მოგიკაკუნებს.რამდენიმე გოგოს პროფილს მოგცემ და დაეკონტაქტე.
- კარგი რა.
მივწერე და იქიდანაც გამოვედი.გამომდინარე იქიდან რომ ჩემი ექაუნთი მისი შექმნილი იყო არც მიფიქრია რომ ის ჩემს მაგივრად დაეკონტაქტებოდა ხალხს. სიმართლე გითხრათ იმდენად არასერიოზულად მივიღე ეს ყველაფერი აღარც კი მიფიქრია ხელმეორედ შესვლა. არადა 24 წლის ვიყავი, იყო დიმიტრის სიტყვებში რაღაც სიმართლის ნაპერწკალი.. როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ასე.
- ალექს აბა შემოდი საიტზე, ისეთმა მაგარმა გოგომ მოგწერა, მისი ხათრით მაინც უნდა მოეშვა თამაშს.
შეტყობინება დიმიტრისგან იყო, მე იმ დროს შუა თამაშში გაცეცხლებული ვომობდი, არ იფიქროთ რომ მხოლოდ მე ვიყავი ამ ასაკის, პირიქით, შეიძლება ითქვას რომ იქ ყველაზე მცირეწლოვნად ვითვლებოდი. არ მცალია თქო გავიფიქრე და დაახლოებით 5 წუთში კომპიუტერიც გადაიტვირთა.
იმ წამს მეგონა ყველაფერს დავლეწავდი, მაგრამ დამშვიდებულ გულზე, რატომღაც ჯერ საიტზე შევედი და პარალელურად ჩავრთე თამაშიც.
მიმოწერის ნახვისას მეცინებოდა, დიმიტრის ჰქონდა ისეთი რამ, რაც მე არ მქონდა, ან შეიძლება გამოუცდელობის ბრალიც ყოფილიყო.
ვაღიარებ მაშინ ნამდვილად მომხვდა ელენეს სახე თვალში, ლამაზი გოგო იყო, ნუ უშნოსაც ვერ იტყოდი, მშვიდი გამომეტყველებით, ნაზი ნაკვთებიტ და ერთი სიტყვით პირველი ეფექტისთვის მომხიბვლელი მომეჩვენა.. ვიცოდი არ იყო მასში რაღაც ბუნებრივი, ყველა ფოტოში მეტისმეტად განსხვავებული იყო მაგრამ ვიფიქრე ადამიანია, ბევრ სახეცვლილებას განიცდის თქო, მითუმეტეს ქალები.
მიმოწერა "რას საქმიანობ?" ელენეს მხრიდან იყო შეჩერებული.
- ვმუშაობ, დაცვის სამსახურში მერიაში, თავად?
მოვატყუე, ჩემი რა მიდიოდა.
- ოპერატორი ვარ, თუმცა ვაპირებ სამსახურის მიტოვებას.
- რატომ?
- სწავლას ვიწყებ და ვერანაირად ვერ შევუთანხმებ დროს.
- სტუდენტი ხარ?
- კი, პირველი კურსის, წელს ჩავირიცხე, ბიზნესის ფაკულტეტზე.
- ანუ 19 წლის ხარ დაახლოებით.
- არა, 21 ვარ, უბრალოდ გვიან გადავწყვიტე მიმეხედა ჩემი განათლებისთვის.
რაღაც ვიცოდი მალე დამთავრდებოდა საუბარი და ვერაფერი მოვიფიქრე მის გასახანგრძლივებლად. პასუხი აღარ მიმიწერია, და ელენემ თავად გამოიჩინა ინიციატივა
- შენზე რას მეტყვი?
- ისეთს ვერაფერს რომ მოიხიბლო.
ყოველთვის ასე ბანალურად ვსაუბრობდით, მის მიმართ ინტერესი გამიჩნდა და ამის გამო დიმიტრის სულ ვსაყვედურობდი, ეს რა მიქენი, ვის ჩაათრევინე ჩემი თავი თქო..
ვაღიარებ, ელენესთვის საკონტაქტოს გამორთმევა საკმაოდ ძვირად დამიჯდა, რომ არაფერი ვთქვათ პირადად გაცნობაზე.
ვურეკავდი, მოგატყუებთ რომ გითხრათ ისიც ანალოგიურად იქცეოდა მეთქი, რაღაცნაირი გოგო იყო.. ახლა უკვე ონლაინ თამაშიდან მოდიოდა საყვედურები ჩემი არ ყოფნის თაობაზე და ვცდილობდი მათთვისაც დამეთხო ხოლმე დრო.
- ელენე, ერთმანეთი როდის უნდა ვნახოთ?
დიდი ფიქრის შემდეგ მოუკითხავად მივწერე.
- არ ვიცი, ჯერჯერობით არ მცალია.
ეს ჩემთვის მეტისმეტად მიუღებელი პასუხი იყო.
- თუ მაინც და მაინც დისკომფორტს განიცდი შგვიძლია მეგობრებითურთ შევხვდეთ სადმე სადაც შენ გინდა.
- აუცილებლად განვიხილავ შემოთავაზებას.
მეტისმეტად სერიოზულის შთაბეჭდილებას მიტოვებდა და ეს კი არ მომწონდა უფრო მეტად მაღიზიანებდა, გაცინებითაც შიშით ვიცინოდი, რამე არასწორად არ გაიგოდ თქო.
ამ საუბრის შემდეგ 3 დღე არ შემხმიანებია, და სიმართლე გითხრათ მეც ამიცრუვდა მასზე გული.
მეოთხე დღეს დამირეკა, გამიკვირდა.
- როგორ ხარ? ალბათ იფიქრე დავიკარგე, უბრალოდ საშუალება არ მქონდა მოკითხვის.
- არაუშავს, ნორმალურად ვარ, თავად?
- დაღლილი, შეგვიძლია დღეს შევიკრიბოთ მეგობრებითურთ?
ჯერ დავიბენი, არც კი ვიცოდი რომელიმე ჩემს ძმაკაცს თუ ეცალა მაგრამ მაინც მოჭრით მივეცი თანხმობა და დავასრულეთ საუბარი.
საათს რომ გავხედე 4 იყო, 2 საათში ფულიც უნდა მეშოვნა, იმდენი რომ ყველა ნასიამოვნები დავრჩენილიყავით, და პლუს დიმიტრიც როგორმე უნდა დამეთანხმებინა.
მამაჩემს დავურეკე რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა სკაიპით და ფულის გადმოგზავნა ვთხოვე, არაფერი დამიმალავს, ყველაფერი მოვახსენე და დავპირდი რომ თუ მასთან სერიოზულ ურთიერთობას წამოვიწყებდი, ოდესმე მოვეგებოდი გონს და დავიწყებდი მუშაობას.. ამის არცერთს გვჯეროდა მაგრამ გვეცინებოდა მაინც..
ცოტა გვიან რომ დამერეკა ვერც გადმოგზავნიდა.
დიმიტრი რომ მოვიდა ჩემთან საკმაოდ აფორიაქებული ვიყავი, ამიტომ სახლის არაყი გადავკარი ორი ჭიქა და გავედით.
- ელენე კი ლამაზია, მაგრამ ჩემი ბედი რომ ვიცი, მეორე იქნება ეშმაკი.
- იქ მსგავსი ხუმრობები არ დაიწყო, იმედია იმასაც არ მოყვები შენ რომ მიწერე თავიდან.. იმდენად სერიოზული ჩანს სულ ბოდიშის მოხდით უნდა ვილაპარაკო.
მობილურზე შეტყობინება მომივიდა..
- იმედია არ გალოდინებთ მალე მოვალთ.
დათქმულ ადგილას მივედით და დავსხედით.. მათ მოსვლამდე არაფერი შეგვიკვეთავს. უკვე მოთმინების ფიალა მევსებოდა საკმაოდ დააგვიანეს, არა იმიტომ რომ ვბრაზდებოდი, არამედ იმიტომ რომ ნერვიულა პიკს აღწევდა, მოკლედ ძალიან პატარა ბავშვივით ვიყავი.
ის ის იყო უნდა დამერეკა კაფეში ორი გოგო შემოვიდა, დიმიტრი მათგან ზურგით იჯდა და ვანიშნე
- მოვიდნენ!
ინსტიქტურად გაიხედა, მერე მე შემომხედა გაეცინა.
- მე წავედი.
- სად წახვედი ბიჭო დაეტიე აქ.. საუბარში მეც სიცილი შემერია..
- ნახე, შენ გირეკავს.
და მართლაც ჩემს მობილურზე შემოვიდა ზარი..
- აუ ესენი არიან ალექს?
პასუხი აღარ გამიცია ვუპასუხე მობილურს.



№1 სტუმარი asgjfhj

ჰმ კარგია ძაანნ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent