შენ მე დილიგიტით(სიყვარულით) დამაავადე (მეოთხე თავი)
იმ ერთმა კოცნამ გაფუჭებულ ეშმაკის ბორბალზე ,ორი ადამიანის ცხოვრება თავდაყირა დააყენა.თავგზა აუბნია გოგონას რომელიც ფიქრობდა,რომ მისი პირველი სიყვარული უკვე დავიწყებული ქონდა.თუმცა ნათქვამია ნამდვილი სიყვარული ადამიანს მხოლოდ ერთხელ ეწვევაო.იქნებ ეს კოცნა არაფერს ნიშნავდა ბიჭისთვის?გოგონა წარმოიდგინა როგორც ერთი ჩვეულებრივი რიგგარეშე ნაშა.იმ მომენტისთვის კი მას ყურადღების გადატანა სჭირდებოდა.ან იქნებ ეს კოცნა ბიჭისთვისაც ბევრს ნიშნავდა?.სამყარო ამოუცნობია . ------- თავი ბალიშზე მიდევს და გვერდულად ჩემს ძაღლს ვუყურებ.კარზე კაკუნია.ერთი...ორი...სამი...ბოლის ვფგრბი და სახლში ლილეს ვუშვებ. -სად ხარ?ტელეფონზე არ მპასუხობ.სოციალურ ქსელში არ ხარ.აქ ვიყავი მაგრამ არ დამხვდი.ხო კარგად ხარ? -დაჯექი ვეუბნები წყნარად და ძაღლს ფეხებშორის ვისვამ.ლილეს ყველაფერს ვუყვები და ველოდები მის რეაქციას. -რა მაგრობაა. -ჰა?რა მაგრობა ვერ ვხვდები რომელი მომწონს და ამას პლიუს ვერც იმას ვხვდები მათ მოვწონვარ თუ რავიცი. -იცი რა ვქნათ?წყნეთში ადიან ბავშვები.დაჩი,ირაკლი,ალექსი,ანი და მეც მითხრეს.მივდივარ მეც და შენც წამოდი. -მე რატო არ ვიცოდი? -რავიცი 1 კვირა მოჩვენება ხო არ იყავი? -კარგი წამოვალ. -მშვენიერრრ...ხვალ გავდივართ 12 საათზე და მზად იყავი.ოკს? -კაი. ლილეს ვაცილებ და ოთხაში ავდივარ როდესაც კარზე აკაკუნებენ ისევ. კარს სიცილით ვაღებ. -რა დაგრჩა ლილე? -დარწმუნებული ხარ,რომ ლილე ვარ?მესმის ხმა რომელიც ჩემზე დადებითად მოქმედებს. -სანდრო? -შემივიდე? -მოდი -როგორ ხარ? -კარგად -ლიზა,მისმინე მართლა ძლაიან მომწონხარ.საერთო ენაც გამოვნახეთ მაგრამ...ხელს თმაზე ისვამს ნერვიულად და აგრძელებს-მაგრამ საცოლე მყავს. გაოგნებული ვუყურებ და კედელს ვეყრდნობი. -ამას ახლა რატომ მეუბნები? -მინდა რომ იცოდე. -მაშინ რატომ დამთანხმდი გასეირნებაზე? -მომეწონე.მართლა.ის გოგო არმომწონს,სიყვარულზე ლაპარაკი ხო ზედმეტია,მაგრამ ხო გესმის ვალდებული ვარ რომ ცოლად მოვიყვანო. -ასეთი რაღაცეები დღემდე ხდება? -კი.მპასუხობს და ისიც კედელს ეყრდნობა. -კარგია,შვილი გეყოლება.ვამბობ და ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ. ის მიღიმის.მომაჯადოვებლად მიღიმის ისე რომ შეიძლება ახლა ავტირდე.არ ვცდები.კედელთან ვიკეცები და თავს ხელებში ვრგავ.არვიცი რატომ ვტირი.მე მას მხოლოდ სამჯერ შევხვდი.განა ეს დრო საკმარისია ადამიანის შესაყვარებლად?მაგრამ ირაკლი?ვერ ვხვდები. სანდრო მიახლოვდება და მეხუტება.მის შეხებაზე კანი სასიამოვნოდ მიბურუსდება. -არ იტირო.თმაზე მეფერება.ვცილდები,ცრემლებს ვიწმენდ და საუბარს ვაგრძელებ. -მადლობა,რომ მითხარი.ახლა კი შენის ნებართვით უნდა დავიძინო.ისიც ხმაამოუღებლად მიდის.საწოლზე დაღლილი ვწვები და ვიძინებ. ისევ გვირაბში ვდგავარ.ისევ ის მოხუცი კაცი.ისევ ტაშის დაკვრა და სიზმარი ქრება.საათს ვუყურებ 11 ხდება.ზანტად ვდგები,ვწესრიგდები და ჩემოდანს ვიღებ.ტანისამოს და საჭირო ნივთებს ვალაგებ და სასაუზმოდ ჩავდივარ. -ლიზ სად ხარ,მოვედით ჩვენ. -ჩამოვდივარ. ძაღლს საყელურს ვუკეთებ ჩემოდანს ხელს ვკიდებ და დაბლა ჩავდივარ. მანქანის წინა ნაწილზე ირაკლი მიყუდებულა.ფეხები გადუჯვარედინებია და სიგარეტს აბოლებს.ჩემი დანახვისას თამბაქოს აგდებს და ჩემოდანს მართმევს. -როგორ ხარ ? მეკითხება და საბარგულისკენ იკვალავს გზას. -კარგად შენ?ნაძალადევად ვუღიმი და მანქანაში ვჯდები. -ლილე და დაჩი სად არიან? -ეგენი მინი ვენით მოდიან. -კარგი წავიდეთ.ვამბობ და ღვედს ვიკეთებ. -სიმღერა რომ ჩავრთოთ? -შენ ჩემი სიმღერები არ მოგეწონება. -ვცადოთ ვამბობ და ვიცინი. ვრთავ ერთ-ერთ დისკს და ველოდები სიმღერის დაწყებას. -არ არსებობს -ხო გითხარი არ მოგეწონება მეთქი. -ხუმრობ?coldplay ვის არ მოსწონს. -შენ ძმას.ამბობს და იცინის. -ხო ეგეც მართალია. ორ საათიანი მგზავრობის შემდეგ წყნეთში ვართ.მთელი დღე ამოლაგებას და დალაგებას მოვუნდით.ბიჭები პროდუქტებზე იყვნენ ჩვენ სახლს ვალაგებდით.ისე მოსაღამოვდა ვერც გავიგეთ. -მოდით რა ვითამაშოთ აზრი წამოაყენა ალექსმა და ლილეს გადახედა.ხო როგორც ჩანს ბევრი გამომიტოვებია. -მე ოთახში ავალ რა დავიღალე. -მოდი რა დაიწყო დაჩიმ,ისედაც ბევრს მუშაობ და არაფერი მოგივა რომ დაისვენო. -ხოდა დასვენებას ვაპირებ ზუსტად.უნდა დავიძინო. ოთახში ავედი.რათქმაუნდა არ მეძინებოდა.ტელეფონი ავიღე და sim3 თამაში დავიწყე.ცოტახანში კარზე დააკაკუნეს. -ლიზ გძინავს? -არა ირა,შემოდი გავძახე და მოთმინებით დაველოდე როდის შემოვიდოდა ირაკლი ოთახში.და აი ჩემს წინ დგას მაღალი მევანეთვალება ყავისფერკულულებიანი ბიჭი. -აბა ვიძინებო?მხიარულდა მითხრა და ჩემს გვერდით მოკალათდა საწოლზე. -ხო ვერ დავიძინე. -ისე გრილა და აივნის კარები რომ დაკეტო ცუდი კი არ იქნება. -ხო მართალი ხარ.ფეხზე ვდგები და კარების დაკეტვას ვაპირებ როცა მეხი ვარდება,და ძლიერი წვიმა იწყებს. -ვაიმეეეეეეე,ვყვირი განეირული ხმით და ჩემდაუნებურად ირაკლის ვეხუტები. წუთის შემდეგ ვიაზრებ რაც გავაკეთე და მისი მკერდიდან თავს ვწევ. -ისევ გეშინია ხო ჭექა-ქუხილის. -კი.ლილეს უნდა ვთხოვო ჩემთან დაიძინოს.ისაა იკა მიდი რა შენ დახურე კარები მე მეშინია. -კარგი ხო ფეხზე დგება სიცილით და კარს კეტავს. -შენ რომ სიმაღლის გეშინია მე მაგაზე დაგცინი?ბუტია ბავშვივით ხელები გადავაჯვარედინე და ტუჩები გავბუშტე. ირაკლი სიცილით მომიახლოვდა და თავისი ადგილი დაიკავა. -ლილე ალექსანდრესთან ერთად იძინებს.შეყვარებულების დაშორება კიდევ ცუდი საქმეა. -უხხ ჯანდაბა.გემრიელად შევიკურთხე და ხელები ძირს ჩამოვუშვი. -ორი ვარიანტი შემიძლია შემოგთავაზო. -ოჰ გისმენ აბა. -პირველი,თუ გინდა მე დავრჩები შენთან და ერთად დავიძინოთ.წარბები მაღლა აწია შემდეგ დაბლა და გაიცინა. -არ მომწონს ვთქვი და ფეხები მოვკეცე. -მეორე სხვა რამეზე გადაიტანე ყურადღება. -ეგ მე გასწავლე,სიცილით ვუთხარი და ტელევიზორის პულტს ხელი დავტაცე. -რას აკეთებ?გაკვირვებული მეკითხება და პულს ხელიდან მტაცებს. -შენ არ მითხარი ყურადღება სხვა რამეზე გაფაიტანეო? -მე ეს ვიგულიხმე მეუბნება და თავისკენ მიზიდავს.წელს ხელზე მხვევს და ჩემს ტუჩებს ხელმეორედ ეწაფება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.