შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნატალია(3)


5-09-2017, 22:02
ნანახია 2 320

კიდე რაღაცის თქმას აპირებდა ტელეფონმა რო დარეკა
-სად ხარ ბიჭო ვერ გხედავ
-ტუალეტში ჩავიკეტე ამ ალქაჯთან ერთად მოდი გააღე ეს კარი თორე შეიძლება მივგუდო სადმე
-მოიცა ხოო მოვდივარ. ! 5 წუთში ლაშა კარებთან გაჩნდა და გააღო კიდეც ცოცხლები ხართ? ორივე ?
-ხოოო ლაშუკა , შენი ძმაკაცი ცოტა ცუდადაა დღეს პირველად ნახა ქალი საცვლების ამარა და ჰორმონები აღარ ემორჩილებიან
-რაა ? რა უქენი გოგო სულ გაგიჟდი შენ ხო მოკლავ ამ ორმეტრიან კაცს
-ნუ გეშინია ძაღლს კოჭლობა როდის მერე კლავს წავედი მე საღამოს დავუბრუნდები
-დამთავრდა შენთვის საღამო წმაოეთრიე სახლში მივდივართ
-შენ ვინ გეკითხება
-ნატა გაყევი
- შენც ლაშა?
-რო გეუბნები გაყევი ხო ხედავ გაგიჟებულია ან ისევ შენ დაამშვიდებ ან მოგკლავს მიდი გაყევი აქ ისედაც მალე დაიშლებიან
-ჯანდაბა თქვენ , და გავყევი რატის.
ისე წყნარად მშვიდად და ზრდილობიანად რომ გეთქვა ნატა წამოდი სახლში წაგიყვანო იქნებ მოგყვებოდი? მარა შენ ხო უცხოველესი ადამიანი ხარ .
-ჩაჯექი.
ჩამტენა მაქნანაში და თვითონაც დაჯდა
-ნასვამი ხარ რატო ჯდები საჭესთან
-გაჩუმდი ცოტახანს
მეც გავჩუმდი და წავიდა გიჟივით მიდიოდა რატი , ისე იყო გაბრაზებული რომ ხმის ამოღების მეშინოდა, ეს მინდოდა ზუსწტად მარა ასე ძალიანაც არა .
- რატომ იქცევია ასე?
-როგორ რატი?
- რატო გადაგყავარ ჭკუიდან
-მე ისე ვიქცევი როგორც ყოველთვის , როგორც მინდა და შენ რატომ გადადიხარ ჭკუიდან
-რატომ მიეცი იმ სირს უფლება შეგხებოდა?
-შენ რა მერე რომ შემეხო? რა გინდა ვერ გავიმე ამდენი ხანია გეკითხები და იქნებ ეხლა მიპასუხო ბარემ . ! შენ რააააა მითხარი რა მნიშვნელობა აქვს
-აქვს ეტყობა .!!!!!!!! დამიღრიალა და გააჩერა მანქანა სახლთან . მიყურებდა როდის შევიდოდი და მერე წავიდა.
ბედის ირონიით ჩემი და რატის შეხვედრა სულ ასე მთავრდებოდა. ამ ამბის მერე ისევ ჩვეულ ცხოვრების რიტმს დავუბრუნდით. მე მაგისტრატურას დავუბრუნდი, თან ვმუშაობდი, ფირმაში ახალა ხელშეკრულებები და ტენდერები გავაკეთე, ყველაფერს ჩემ ჭკვაზე ვაკეთებდი, მამაჩემი არც ერეოდა, მთავარი იყო, მოგებაზე მივდიოდით და უკმაყოფილო არც პარტნიორები გვრჩებოდნენ, ამიტომ არ ერეოდა. ასე იყო ყოველთვის, ჩემს საქმეებში არ ერეოდნენ არც დედა და არც მამა. არც პირადში და არც საქმიანში. ნინი და ლაშა როგორც იქნა დაწყვილდნენ, უყვარდათ ერთმანეთი და მაბედნიერებდა მათი კარგად ყოფნა , ქორწილი არ გადაუხდიათ თორე ისე ფაქტიურად უკვე ცოლქმარნი იყვნენ, სულ ერთად იყვნენ. დღედაღამე. ნინი აჭიანურებდა ქორწილს თორე ლაშასთვის რომ მიეცა ნება ერთ წუთსაც აღარ მოითმენდა . რომ ვკითხავდი აბა ლაშუკ რას შვრებით შენ და ჩემი გოგოთქო , მპასუხობდა რავი ნატა ცოტაც და დავნათესავდებით უკვეო . მეც სიცილით ვიგუდებოდი მის ყველა ასეთ პასუხზე.
რატიც აფიქსირებდა თავის აზრს, მოკიდე შე ქლიავო ხელი წაიყვანე მამა გიორგისთან და დაგწერთ ჯვარს , იქიდან ვეღარ გამოგექცევა, გოგოს რო ეკითხები აბა რა გგონიაო...სპილოო!! აზრებიც თავისნაირი ჰქონდა იმ გასიებულ თავში.
აწკრიალდა ჩემი ტელეფონი .-ბატონო ვუპასუხე ჩემებურად.
-გამარჯობა , მე ვარ დიტო
-ხოო დიტო როგორ ხარ?
-რავიცი კარგად , ხვალ 3 ზეა ხო მოხვალ? ბოლოს შეგპირდი შემდეგს უეჭველი დაესწრები ჩემი თილისმახართქო ხოდაა ხვალ 3 ზე უნდა მოხვიდე რო მოვიგო
-გამეცინა . კაი აუცილებლად მოვალ, მაგ სანახაობას არ გამოვტოვებ . დიტო შარშან ერთერთ რალიზე, რუსთავში გავიცანი...მონაწილე იყო . მაშინ გაიმარჯვა და მითხრა რომ მისი თილისმა ვიყავი და აუცილებლად დავესწრებოდი შემდეგ შეჯიბრსაც პირობა დამადებინა. დიდი არაფერი ბიჭი იყო, სიმპატიური კი მაგრამ იყო მასში რაღაც რაც არ მიზიდავდა და არც არასდროს მიმიზდავდა. მასზე იგივეს ვერ ვიტყოდი .ხშირად ცდილობდა ჩემს ნახვას აშკარად ძალიან მოვწონდი . გამახსენდა რომ ლაშა უნდა მენახა და დავურეკე რომ მეთქვა ვეღარ მივიდოდი.
-ლააშ რას შვრებიი ჩეემოოოო , ჩეეეემო ჩეეემო დიდო სიყვარულო?
-ჰააა ეხლა რა გინდა?
-რა ცუდად ისმის სპიკერზე გაქვს ? ვინაა კიდე მანდ? სპილოსთან ერთად ხარ ? რაღაც ფრუტუნის ხმა ისმის და ავკისკისდი
-ნატალიააააა ონიანი , შენ ეგ ენა შეგიწირავს გაჩუმდი გოგო .
-ანუ მანდაა კაი არაუშავს მიეჩვია ეგეც. ლაააშ იცი რატო გირეკავ? ხვალ ვერ მოვალ
-გოგო ერთი თვეა მგონი არ მინახიხარ პონტი არაა გადამაგდო გელოდები.
-აუუუ ლაააშაააა , რუსთავში მივდივარ
-რალია?
-ხოო და აბა გამოიცანი ?
-რა გამოვიცნო ? საყურებლად მიდიხარ ალბათ ხო? აბა შენნაირ გიჟს ვინ ჩასვამს იქ მანქანაში.
-არააა თილისმა უნდა ვიყო დიტო მეტრეველის .
-ეგ ვინაა გოგო? ახალი აიკიდე ?
-არა კაცოო მეგობარია . გეხვეწები ეს ერთი მაპატიე და რო ჩამოვალ პირადპირ თქვენთან დავერჭობი გპირდები , ჩემი დაქალი მომიკითხე.
-რა გეშველება კაი ხოოო.
იმ წამს რატის რეაქციაზეწ არც მიფიქრია მითუმეტეს კომენტარიც არ გაუკეთებია. დილით ადრე ავდექი ვივარჯიშე , აუზზეც ვიყავი, ცოტა რუჯიც მივიღე და სამი საათისთვის უკვე რუსთავში ვიყავი . დიტო მანქანასთან იდგა ხელი რომ დავუქნიე დამინახა და ცერა თითით მაჩვენა მაგარიაო, გაუხარდხა იმ დებილს ჩემი დანახვა მართლა თილისმა ვგონივარ მემგონი ...არ მჯერა ცრურწმენების .
-კარგი ადგილი შეგირჩევია, ლაშას ხმას როგორ ვერ ვიცნობდი.
-ეეეე ლაააშ აუუ რა კაი ბიჭი ხარ, რო მოხვედი
-ჰოო სულ მე მოვედი, ჩაიბუტბუტა
-ოჰო სპილოო, არადა გარეთ აბრა იყო ცხოველები არ დაიშვებიანო, როგორ შემოიპარე ამხელა რომ ვერ შეგამჩნიეს, ვარშალომიძეს უნდა ვუთხრა დაცვა გაამკაცროს.....და ნიშნის მოგებით გავიღიმე ჩემი კომენტარით კმაყოფილმა.
- აუუუ კაროჩე რაა ეგ ენა უნდა მაოგაძრო შენ და დავისვენებ მერე ? ნეტა ?
ტელეფონის ზარმა შეწყვიტა ჩემი ბედნიერი წუთები .
-ხოო დიტო
-შეგიძლია ჩამოირბინო? სანამ დავიწყებ გნახავ მე ვეღარ ამოვალ, თუ არ გეზარება ჩამოდი 5 წუთით.
-კაი ჩამოვალ
-სად მიეთრევი? მკითხა რატიმ
-ქვემოთ უნდა ვნახო
-რატო უნდა შეულოცო?
-ხოო რატიი როგორ მიხვდი? და დავეჯღანე.
ჩავირბინე კიბეები, მხოლოდ მისალმებას და მოკითხვას ვაპირებდი მაგრამ დიტო ისე ჩამეხუტა თითქოს ჯარის ამხანაგს შეხვდა წლების მერე .... ხელი ჩემს წელზე ედო ოდნავ მეხებოდა, არ მსიამოვენბდა მაგრამ უხერხულ მომენტს მოვერიდე ბევრი ნაცნობის თვალწინ. თან ვიღაც მოიყვანა დიტომ რომ გაეცნო ჩემთვის.
-ეეეე რას ეკეთებს ბიჭო
-ჯერ ჩაეხუტა და ეხლა წელზე უდევს ხელი ,ლაშაც ნავთზე ცეცხლს ასხამდა
-შეეეხო არა ?თუ მომეჩვენა? რატი როგორც ყოველთვის ფორმაში იყო, ეჭვიანობის ზენიტზე.
- ჰოოოო და ეტყობა სიცოცხლე მოენატრა
-ეხლა უნდა ჩავიდე და ამდენ ხალხში ცხვირპირი გავუერთიანო?
-არა ტოოო ეხლა არ გინდა და შენძმობას ვფიცავარ რო დამთავრება გამოვაბათ მაგისივე მანქნაას და ვათრიოთ თბილისამდე.
დიტოც არადა არ მიშვებდა ხელს. .. უკვე მართლა ვწუხდებოდი , გავიწეოდი და ისიც ისევ ესე მაბრუნებდა , არ ვიცი ან ვერ ხვდებოდ ა რომ უნდა მომშორებოდა ან სპეციალურად აკეთებდა.
-ბიჭო ეს მთელი დღე ასე უნდა ყავდეს აკრული?
-რაო ბრატუხ ხო არ ეჭვიანობ?
- არა ტოო, პროსტა მაღიზიანებს ხო იცი ესეთი რაღაცებიი
-ხოო აი მახსოვს როგორ ვერ იტანდი. რა გამოქლიავებული კაცი ხარ ტოოო. იდექი ეხლა დ აუყურე როგორ ეკრობა ...
ჩემი ტელეფონი ისევ აწკრიალდა.
-ხოო ლაშ რა ხდება და ავიხედე უკან ბიჭებისკენ.
-გოგო მაგას უთხარი ხელები გაწიოს თორე აქედან ისეთი წიხლი გამოფრინდება თილისმაც ვეღარ უშველის.
-ოოოო ნუ გრუზინობ ეხლა , მეგობრული ჟესტია
-ამოდი გეუბნები და დაჯექი აქ ტორე ზოგიერთები აფეთქდებიან და ისევ სკანდალში მოყვები
-ოო კაი თქვენ ხომ არ აცდით ადამიანს არაფერს.
ავედი ზემოთ.
-რა იყო ძაან გსიამოვნებს ხელების ფატური?
-შენ რა რომც მსიამოვნებდეს.... კარგად იცი როგორ ვერ ვიტან და რამდენჯერმე მოვაშორებინე კიდეც ის ხელი წელიდან მაგრამ არ მეშვებოდა და რა მექნა ამეტეხა პანიკა? ამდენ ჟურნალისტებში? მერე მეტყოდი შენი სიცანცარის გამო ისევ შარში გავეხვიეთო.
და საერთოდ შენ ვინ გეკითხება რატომ მოითხოვ ჩემგან პასუხს ან რა პასუხი გინდა?
-კაი ხო რაც გინდა ის ქენი მოვიდეს უთხარი და გააგრძელოს.
-სპილო. ჩავილაპარაკე.
-მართალი გითხრა ძმაო . მაგრად ატგრაკებ შენ რაა ან ამოიღე ხმა ან ვაფშე ჩაი******ი.
-რაც მაქვს სათქმელი ვთქვი მეტი არაფრის თქმა მინდა .
რალი ისე წარიმართა როგორც ველოდი, ჩემი თილისმობის გამო არა ოღონდ დიტომ მართლა იცოდა თავისი საქმე ,მოიგო და გახარებული გამოექანა ჩერმსკენ.
-გილოცავ კარგი გამარჯვება იყო!
-მადლობაა ხო გითხარი თილისმა ხარ ჩემი .
დღეს უნდა ავღნიშნოთ და უეჭველი უნდა წამომყვე უშენოდ ვერ ავღნიშნავ, ჩემს მეგობრებსაც გაგაცნობ , შენსავით მანქანების მოყვარულები არიან გაუგებთ ერთმანეთს.
-უნდა მეპასუხა ლაშამ უცბად რომ გაანალიზა სიტუაცია , რატი უკვე ფეთქდებოდა, და ირგვლის ყველაფერს მტვერი აუვიდოდა თუ დიტო მაშინვე არ დამანებებდა თავს .
-უკაცრავად ბრატ მე ლაშა ვარ ნატალია ჩემი დაიკოა, ხო გილოცავ მართლა კინაღამ დამავიწყდა,,, ეს შენი თილისმა დღეს ვერსად წამოვა ფირმაში გვაქვს სერიოზული საქმე უკვე მივდივართ
-სასიამოვნოა დიტო მეტრეველი და მადლობა მოლოცისთვის , იქნებ უნდა წამოსვლა მე ნატას ვკითხე ძმაო
- დიტო ლაშა მართალია , სულ ორი საათი მქონდა დრო და მოვედი ახლა უნდა წვაიდე სხვა დროს იყოს არაა პრობლემა. შემდეგ რალამდე სულ გამარჯვებული იქნები და მერე ავღნიშნოთ. მე რომ არ ჩავრეულიყავი ლაპარაკში ამჯერად ლაშა აფეთქდებოდა, იშვიათად ციი მაგრამ თუ გაგიჟდა ცუნამს გავს ანგრევს ირგვლივ ყველაფერს.
რატიიი ნელნელა დამშვიდდა მარა მაინც ეძებდა სულ პატარა დეტალს მაინც რომ დაებრუნებიდა ისეთი პასუხი მთელი ეს დრო რომ ელოდა.
-რა გაეწყობა საღამოს დაგირეკავ და შევთანხმეთ შეხვედრაზე.
გამიხარდა თქვენი გაცნობა ბიჭებო .
ჩვენც გავედით ტრასიდან და მანქნაებთან მივედით.
-ლაშა ეს რა იყო ? იქნებ წასვლა მინდოდა?
-ვერ წახვალ ! ამოიღრიალა რატიმ
-შენ გკითხე რამე , საერთოდ აქ რას აკეთებ ეგეც ევრ გავიგე და რას ქვია ვერ!
- მაგას .
-წავალ , თუ მომინდება .
-არ წახვალ
-ეგრე? მაგასაც ვნახავთ. ტელეფონი ამოვიღე და დიტოს საღამოს შეხვედრაზე შევუთანხმდი.
სულ გალურჯდა რატი .ხმა ამოუღებლად დაუჯდა ლაშას გვერდით და წავიდნენ.
-ეხლა ეს რა იყო ?“
-რაც ნახე ძმაო ! ხო იცი რომ ეგეთია და მითუმეტეს მართალს გეუბნება შენ როგორ გგონია გაქვს უფლება რამე დაუშალო?
-კაროჩე მიდი მიადგიიიი რაა მე ვიცი ამ ამბის ბოლო. საღამოს დიტოს შევხვდი, სულ ძალით, მაგრამ რატის ჯიბრზე მთას გადავდგამდი. საცეკვაოდ რომ გამიწვია და ლოყაზე კოცნას აპირებდა ვითომ მადლობის ნიშნად , მაშინ დავიანხე რატი ზუსტად სპილოს არა მარა აი გორილას თან გამწარებულს კი გავდა.დაარტყა და მაშინვე მოწყვეტით დაეცა დიტოც. ერთი ორი დაგდებულს მოსდო და თან მიაყოლა ამ გოგოს გვერდით კიდე თუ დაგიანხავ კეთილებს მ*********** ო. მომკიდა მკლავში ხელი და გამაქანა გარეთ, ყველა ჩვენ გვიყურებდა . მინდოდა მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე .კიდე ადვილად გადავრჩიტ ჟურნალისტები არ იყვნენ თორე დილით უნდა გენახათ რომ ვნახავდი პრესას ჩემი მიწაში ჩაძვრომა, ამერიკიდან ლალი კივილით რომ დარეკავდა.
-რა გააკეთე? დავუყვირე
-ნუ ყვირიხარ ჩაჯექი.
სახლამდე ხმა არ ამომიღია, რომ გადმოვედი მანქანიდან მივედი რატის კარები გამოვაღე , სახე ახლოს მივუტანე და მკაცრად ვუთარი
-იცოდე კიდე ერთხელ თუ დაგინახავ სადმე ჩემს ახლოს, კიდევე რთხელ თუ მომეკარები, გიორგი არაფერი იქნება შენ ისეთი დაგემართება., იცი რატომ? მეზიზღები და იმიტომ, ერთედერთია დამიანი ხარ ვინც ასე მაგრად მეზიზღება და სანამ ცოცხალი ვარ ასე იქნება. ეს ბოლო იუყო სადაც მე იქ შენ არ იქნები დაიმახსოვრე არ მოხვალ თუ იქ იქნები ადგები დაწახვალ !!!!!!! მივუჯახუნე კარები და წავედი სახლისკენ.
ჩემი სიტყვები რატის დანასავით მოხვდა. მუქარის კი არ შეეშინდა და იმიტომ , განა რას უზამდა ნატალია ,მაგრამ ის ერთი მეზიზღები იყო ერთადერთი რაც გაიგო.ალბათ უნდოდა ჩემი პირიდან მარტო მიყვარხარ გაეგო და სხვა აარაფერი.

რატი ლაშასთან ავიდა სახლში. მოუყვა თავისი გმირობის ამბავი
- თვითონ სახლში მიიყვანე ?
-ხოოო ,
-სად მიდიხარ/; ?
-საქმე მაქვს და გახედა ლაშას ,
-იცოდე არ გაეკარო უკან არ უნდა დაბრუნდე ხო იცი
-ვეზიზღები
-ეგ თვითონ გითხრა ?
-ხოო და შენც რომ დაგენახა რა თვალებით მეუბნებოდა
-ჰოო ვიცი ეგ თვალები, კარგად ვიცნობ ნატალიას, გამწარდა და იმიტომ გითხრა რატი მაგის გამო....... და გაჩუმდა აღარ დაამთავრა წინადადება ლაშამ
-წავედიო ერთი უთხრა და გავიდა.
ლაშამ კარგად იცოდა სადაც მიდოდა რატი ზუსტად იცოდა .ეცნობოდა ის გამოხედვა სასოწარკვეთილი . იცოდა ისევ გვირაბისკენ რომ მიდიოდა რატი და შეეშინდა მართლა შეეშინდა რომ მის ბოლოს სინათლეს ამჯერად ვეღარ დაინახავდა.
სამი დღე არ ჩანდა რატი არსად . ბოლოს სახლში მიადგა და ტახტზე იპოვა გაშოტილი.ვენას რომ დახედა თავი გააქნია და ხელი მაიდო შეშინებულმა ხო ცოცხალიაო
-რა ქენი ტოოო
არაადამიანური სახით წამოჯდა რატი, ადამიანს მართლა არაფერი მიუგავდა .
-კაროჩე უკვე მაგრად ტყ********* ტვინს შენ უკვე რაა გაიჯხუნა კარები და ნატალიასთაან წავიდა.
-ლაშ შემო
-როგორ ხარ პატარავ
-არ მიყავრს ეგ სიტყვა
-ჩაიცვი მივდივართ
-სააად?
-რატისთან
-არარსებობს
-მივდივართ დამიყვირა ლაშამ. ასე პირველად მომმართა. უხმოდ დავემორჩილე
-რა ხდება იქ .
-უნდა განახო რა დღეში აგდებ
-მე?ეხლა რაღა დავაშავე? რა შუაში ვარ >? ან რა ჭირს რო?ლაშა ხმას აღარ იღებდა... რომ მივედით კარი ღია იყო და რატი ეგდო ტახტზე
-ხედავ ?
-რა ჭირს ?
-ცუდადაა კვდება
-ღადაობ ხო?
-არა არ ვღადაობ . ეხლა მე გავიხურავ კარებს მივდივარ და შენ როგორც გინდა ისე უშველე მაგრად თქვენი კატათაგვობანა და ნუ უღებ ისეთ სახეს თითქოს ვერ ვხდებოდე. მორჩი კითხვების დასმას , რა ჭირს და გუშინ საღამოს მერე ცუდადააა , შენი ბრალია ჩემი არა , მიდი ეხლა და უშველე. გაიჯახუნა კარები და გავიდა.
გაკვირვებისგან ხმას ვერ ვიღებდი . ვერც წავიდოდი , ლაშა გამიგიჟდებოდა და თან ვერ დავტოვებდი სიე იქ მარტოს, მოვკვდებოდი რამე რომ მოსვლოდა, არც ვიცოდი რა ემართებოდა.
მივუახლოვდი წერეთელს და დავაკვირდი, გაფითრებული, გაოფლიანებული ეგდო გონზე არ იყო. სურვილს ებრძოდა , თურმე , არ ვიცი ეგ როგორ ხდება არ მქონია უერთიერთობა ადრე მსგავსი პრობლების მქონე ადამიანთან . ეს პირველად არ ხდებოდა, ერთი წელი იკეთებდა რატი , მერე იმკურნალა 3 თვე კლინიკაში, 2 თვე მონასტერში , კი გასუფთავდა ბოლომდე, და არც იკეთებდა მაგრამ ცდუნება არც ისეთი ადვილი მოსაგერიებელია, მკურნალობის მერე პირველად წაუცდა ხელი არ ვიცი როგორ ახერხებდა მაგრამ მაინც ებრძოდა.
-რატიიიი რა გჭირს ?>
-არაფერი, ჩაიბურტყუნა ჩუმად.
-სიცხე გაქვს ?
-არა , შენ რა გინდა აქ , მეჩვენები?
-არა აქ ვარ
-მოიცა ცივ წყალს მოგიტან.
პატარა თასით წყალი მოვიტანე და პირსახოცი დავასველე სახე მოვწმინდე .
-რატი რა გჭირს ვერ ვხვდები ,. რა დაგემართა გაცივდი? თუ რა ხდება?
ვეჯექი ასე და ვუყურებდი,ვერც კი ვხვხდბეოდი რა ჭირდა . დროდადრო მივდიოდი ახლოს და ვამოწმებდი სუნთქავდა თუ არა . როგორც იქნა ბოლოს წამოდგა ფეხზე.
-აქ რას აკეთებ?
-არც მე ვიცი რატიმ მომათრია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, შენი ბრალია და უშველე რამეო
მარა ვერ გავიგე მე რა დაგიშავე? ცუდად მე გაგხადე?
-ნუ უსმენ ვერაა ეგ ცოტა ხო იცი
-შენ რა გჭირს?
ლაშა შემოვიდა ამ დროს და იმან მიპასუხა.
-რა ჭირს ვერ ხედავ ცუდადა?
-ვხედავ მარა რა ტკივა ან რატოა ვერ გავიგე რა ხდება თქვენ ხო არ გაგიჟდით? რა გაურკვევლობაში მაგდებთ
რამე ავადმყოფობაა?
-ხოოო ,მიპასუხა ლაშამ.
-და მე რატომ მაბრალებ?
-რომ ინერვიულა ცუდად გახდა
-მე რომ ვანერვიულე?
-ხოოოო
-და ეხლა რა უნდა ვქნა?
-ეხლა აღარ უნდა ანერვიულო. რატი იჯდა და ხმას არ იღებდა მიყურებდა როგორ ვკანკალებდი.
ერთიანად ვცახცახებდი. ორი წუთით გავედი საპირფარეშოში ავედი რომ იქვე არ გამსკდომოდა გული, მაინც ვერ ვიგებდი რა ხდებოდა. არ მესმოდა რას ლაპარაკობდნენ.
-შენ სულ გამოსირდი? რისთვის მოიყვანე ? საერთოდ არ მინდა ასეთს მიყუროს
-არ მითქვამს არაფერი, თუ არ დაინახა თავისი თვალებით არ დაიჯერებს. შენ კიდე ერთხელ იზამ მაგას და იტოკში რააა. ეს დღეები სახლიდან არ გახვალ. ესეც აქ გეჯდება , არ უნდა ეხლა მააგას ბევრი ლაპარაკი, იქნებ ამასობაში შეჰკადროთ ერთმანეთს სათქმელი, თანამედროვე რომეო და ჯულიეტა. !!!
-ხო იცი როგორი ვარ რო გამოვდივარ
-რო ვიცი მაგიტომ გეუბნები , აქ გეჯდება ეს დღეები სახლიდან არ გადგამთ ფეხს არცერთი
-რამე რომ დავუშავო?
-შენ ? მაგას შანსი არაა . ორი სამი დღე და წადი ისევ არაგვისპირში.ან მამა გიორგისთან ადი.
-აუ ეს წაიყვანე გეხვეწები რაა მარტო ვიქნები ისევ მირჩევნბია, აღარ გავალ შენძმობავფიცავარ.
-მორჩი ეხლა ტოოო გააკეთე რასაც გეუბნები. მაინც ხო გაიგებს როცა გაიგებს და კიდევ ბევრჯერ მოუწიოს შეიძლება ამ მდგომარეობაში შენი ნახვა . არც ლომკა გაქვს ისეთი ხო ხედავ ადვილად გამოდიხარ
მეც გამოვედი ამასობაში და ლაშამ გამომიცხადა აქ დარჩები სანამ არ გამოკეთდებაო.
ბევრი ვეხვეწე , უნივერსიტეტს და სამსახურს რა ვუყოთქო და კომპიუტერი მომაწოდ აჰა და მეილით იჩალიჩეო , მოკლედ მომიგვარა პრობლემა. მართლა ვერ ვიგებდი იქ რატომ უნდა დავრჩენილიყავი, ან რატის რა ჭირდა . ვიჯექით ასეე მთელი დღეები ვხედავდი რომ ცუდად იყო, ოფლად იღვრებოდა , ისეთ ხასიათზე იყო ხმა არ გაეცემოდა, ფერი არ ედო , რაღაც არაადეკვატური იყო. ლაშაც შემოივლიდა ხოლმე და მოჰქონდა რაღაცები.
-ჰააა დაზავდით?
-ლაშა წუხელ მართლა ძალიან შემეშინდა , იცი რა ემართებოდა?
-გაუვლის , უვლის უკვე ხო ხედავ დღეს უკეთესადაა
-რა ჭირს მითხარი მაინც რომ ვიცოდე როგორ მოვიქცე ხოლმე
-თვითონ გეტყვის როცა საჭირო იქნება, შეეცადე ნერვები აღარ მოუშალო
-საერთოდ ხმას არ ვცემ არც ყოფილა ისე რომ დამლაპარაკებოდა დღეს უკეთააა.ლაშა წავიდა ისევ და მეც რატისთან დაბრუნდი.
-მართლა ჩემს გამო ხარ ცუდად?
-რა იყო გიხარია? იქნებ მოვკვდე არა ?
-რამე მეტყობა რო მიხარია? პირიქით შემეშინდა საერთოდ არ მინდა არავისი სიკვდილი არც შენი. თან რო არც მეუბნებით არაფერს
-აუ წადიი რა თუ ეგრე გიჭირს აქ ყოფნა მე გამოვდივარ და იმ იტომ ვარ ცუდადა არ ვკვდები დამშვიდდი . როცა იქნება გეტყვი რაც მჭირს .
თავის ოთახში შევიდა , მერე წყალი გადაივლო და დაწვა . კი ვიფიქრე ეხლა ხო ღირსია წავიდწე მეთქი მარა მერე შემეცოდა გულის კუნჭულში, თან ლაშა რომ გამახსენდა ვიცოდი მომკლავდა.მერე ნინის დავურეკე იქნებ იმას მიანც რამე ვათქმევინოთქო ვიფიქრე მაგრამ არც იოცნებო ნატალია ონიანო . ნინიმ ალბათ არ იცოდა რა ხდებოდა თორე აქამდე 9ჯერ ვათქმევინებდი.მომწყინდა ასე სახლში ჯდომა ჯერ სახლი დავათვალიერე , დავბოდიალობდი ორსართულიან სახლში და არქიტექტორის თვალით ვუყურებდი ყველაფერს. არ იყო უგემოვნოდ მოწყობილი სახლი, სუფთაც იყო სხვათაშორის არ ვიცი როგორ უვლიდა რატი , მარტო ცხოვრობდა მაგრამ სულ სუფთად იყო ყველაფერი. მოწესრიგებული იყო უადგილო ადგილას მიგდებულს ვერაფერს ნახავდით. ალბათ დამლაგებელი ულაგებს ხოლმე გავიფიქრე და მის ოთახს მივადექი. იწყვა და თვალები ჰქონდა დახუჭული . ალბათ ეძინა, ნელა შევაღე კარი და შევედი, წელს ზემოთ შიშველი იწვა ლოგინზე და აშკარად სციოდა ტუჩები სულ გალურჯებოდა, მივაფარე არ გაცივდეს ყველაფერთან ერთად უარესი არ მოუვიდესთქო ჩავიჩურჩულე და არც გაუხელია თვალები ისე მითხრა.
-მეჩვენება თუ მართლა ზრუნავ ჩემზე!
-გეჩვვენება.
-მოდი აქ რაააა
-ბატონო? მე მითხარი?
-ხოო არის კიდე აქ სხვა ვინმე?
-არა რავიცი წეღან მაგდებდი , ეხლა მოდიო მეუბნები ვერ გავიგე რა გინდა, რა უცნაურიც ხარ ისე უცნაურადაც იქცევი.
-აი რო დაივიწყო ორი წუთით ყველაფერი და მოხვიდე არა ? მერე თუ გინდა ისევ სპილო დამიძახე და გავაგრძლეოთ ჩხუბი, პროსტა ეხლა მოდი ცოტახნით. !?
მეც მიივედი ჩამოვჯექი საწოლზე , მოიწია და თავი მუხლებში ჩამიდო.დახუჭა თვალები და ჩაეძინა კიდეც.
ბავშვივით ეძინა , პლედში გახვეულს ჩემს მუხლებზე. თავზე გადავუსვი ხელი და მის
თმაში დავბოდიალობდი, გაიღიმა , -კიდევ კაი მოგიყვანა თორე კაცმა არ იცი ეხლა სად ვიქნებოდი
არც მიპასუხია ისე გავაგრძელე , დავასრიალებდი ჩემს თითებს მის თმაში და ვნატრობდი ნეტა მთელი ცხოვრება ასე იყოსთქო. მერე ჩემს თავს ვუსაყვედურე , რატომ უნდა იყოს ასე ნატა , რას ფიქრობ მაგ უტვინო თავში რა აზრები მოგდის ეს რატი წერეთელია, შენ ხო ვერ იტან ვერც ის გიტანს, იმდენი გოგოები ყავს შენი თმაზე მოფერება რა ჭირად სჭირდება თან მთელი ცხოვრება. ეხლა ის დროა რომ ადგე და გაიქცე, აღარც მობრუნდე. ასე მეც ჩამეძინა მიწოლილს მის ლოგინზე, დილით ლაშამ შემოაღო კარები და გაიცინე.
-ვაიმეეეეე ნახე რაა ეკე , შეხედე გეხვეწები სპილო და ალქაჯი. გაგვეღვიძა ორივეს და ავბუზღუნდით, აღარც მახსოვდა რატის ოთახში რომ ვიყავი
-მთელი ღამე ესე მეძინა?
-ხოოო ეტყობა
-არ შეწუხდი?
-არა არ შევწუხებულვარ.
-ნატუშ თუ გინდა წადი ჩვენ გავაგრძელებთ აქედან. რატი კარგად გამოიყურებოდა აშკარად 5 დღიანი ცუდადყოფნის მერე ......
ავიზლაზნე ლოგინიდან და წავედი სახლში, ეკეც უკან გამომყვა, ჩემთან არ წამოსულა იმას თავისი გაჭირვება ჰქონდა , ეკე და მისი გოგოები.
გულმა ვეღარ მომითნმინა და მეორე დილით ლაშას დავურეკე. ვკითხე როგორაა მეთქი , გაეცინა ლაშას. გაუხარდა რომ ვიკითხე , ეს იმას ნიშნავდა რომ ვნერვიულბდი, ნერვიულობა კი იმის ბრალი იყო რომ გულგრილი არ ვიყავი , გულგრილი არ ვიყავი კი არა სინამდვილეში მე ამ კაცზე ჭკუას ვკარგავდი, მაგრამ რატისი არ იყოს აღიარება ხომ უნდოდა მაგას, მე ხომ ზოოფილი არ ვიყავი და არც ცხოველი .
საღამოს ისევ მინდოდა ლაშასთან დარეკვა და კითხვა მაგრამ , საკუთარ პრინციპებს მეტს ვერ გადავაბიჯედი ამიტომ ნინის სანახავად მივედი მათთა.
-ჩემი ბიძაშვილ-მამიდაშვილები , როგორ ხარ ? წავკბინე ორივეს.
-კაი ტოო შენღა მაკლდი ეხლა ისედაც გულზე ვსკდები
-გგოგო როდემდე უნდა იცხოვრო ბოიფრენდთან ჰა ? ბებოშენმა რომ გაიგოს წნევა დაარტყამს, მოუწერე ხელი და ეგ იქნება შევუბგღვირე ნინის
-შენ ვის მხარეს ხარ ?
-ორივესი ჩემო ფერია ! ლაშ რაღაც უნდა გკითხო და არ მოაბა ეხლა კუდები.
-კარგადააა , მამა გიორგისთან წავიდა , იქიდან არაგვისპირში დარჩება ცოტახნით და თვალი ჩამიკრა.
-მაგის კითხვას არ ვაპირებდი
-აბა მკითხე მაშინ სხვა რა გაინტერესებს
-აუუ დამავიწყდა კაი გამახსენდება და გკიტხავ
-აიი ნეტა თქვენ არ ურევდეთ რააა , ლაშამ ხელი ჩაიქნია თავზე მაკოცა და გავიდა სახლიდა. მეც კმაყოფილი იმით რომ ჩემი მცდელობა გამეგო წერეთელლის ასავალდასავალი წარმატებით დასრულდა და სულაც არ მივაქციე ლაშას კომენტარს რომელიც უაზროდაც კი მივიჩნიე, წამოვედი სახლში. გავიდა კიდევ რადენიმე დღე და ბატონი რატი არსად ჩანდა , არადა ფირმაში უნდა მობრძანებულიყო ჩემთან და ახალი ობიექტის შესახებ უნდა გველაპარაკა ოფიციალურ გარემოში მაგრამ არ გამოჩნდა . თქვენ წარმოიდგინეთ დავურეკე კიდეც და არ მიპასუხა . გავბრაზდი გავცოფდი როცა მისი მამიდაშვილი მოვიდა, რატის არ ცალია და ამ საქმეზე მე ვიმუშავებო გამომიცხადა , სულერთია მთავარია კარგად წარიმართოსთქო ვუპასუხე და დავიწყე სლაიდის ჩართვა პროექტორს ვებრძოდი რომ ჩამერთო , რაღაც დაემართა ჩავილაპარაკე, და თითის ტყაპუნი დავუწყე ლეპტოპის ღილაკს , ის რა შუაში იყო როცა არც კი ჩამირთავს მაგრამ მაინც ვცდილობდი ჩემსას,
-იქნებ ჯერ ჩაგერთოთ.
-ჩართული დავტოვე ალბათ დაჯდა გავიმართლე თავი და დამტენს მივუერთე ბოლომდე დატენილი ლეპტოპი , სლაიდი ერთი სერიოზულობით ჩავამთავრე . სტუმარი კმაყოფილი გავუშვი და ჩემი სკოჩის ჭიკით ხელში უხასიათოდ ჩავესვენე სავარძელში. უკვე გვიანია რა ჯანდაბა მინდა ფირმაში გავიფიქრე მაგრამ ადგომის თავიც არ მქონდა. რა გჭირს ნატალია ასეთი უაზრო და ერთფეროვანი არ ყოფილა არასდროს შენი ცხოვრება , ქენი რამე დ ა დაბრუნდი თორემ ასე არაფერი გამოვა . კი ვიმეორებდი ხშირად გონებაში ამ სიტყვებს მაგრამ შეცლით არაფერი იცვლებოდა, მაკლდა რაღაც მუხტი, რაც ხალისს მაძლევდა და სურვილს რომ ყოველი დღე წინაზე უფრო ფერადი და ლაამაზი ყოფილიყო. ასე უბრალოდ გადიოდნენ დღეები და უბრალოებას კი მე ვერ ვიტან , სულ ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ რომ ყველაფერი ორიგინალურად იყო ისე რომ ჩემთან თანაცხოვრების არცერთი დღე არ დაავიწყდეთ რატის და ჩვენს პატარებს. გავიდა 2 თვე და რატი ისევ არსად იყო. ლაშაც აღარ მეთამაშებოდა ნამიოკობანას , აღარ ახსენებდა. ნინი როგორც იქნა დათანხმდა ცოლობას და მე მეჯვარეობის საპატიო ტიტული მომანიჭეს. ტრადიციისამებრ გამოვეწყვე, ჩემი მოწოდების სიმაღლეზე ვიდექი, ჩემი ღრმად დეკოლტირებული ვერცხლისფერი მბზინავი კაბით და რაღათქმაუნდა შპილკებით ,ლაშა სულ მეუბნებოდა ნეტა როგორ დადიხარ გოგო მაგ წვრილი ქუსლებით ფეხი მაინც არ გტკენსო? ნინი ულამაზესი იყო, ჩემი შავთვალება შხვართი გოგო, ამას კი არ უნდა მიყვებოდე სამოდელო კარიერას უნდა იწყობდეთქო ქორწილისდღეს ავწუწუნდი აღარ მინდოდა რომ გაჰყოლოდა, მერე უფრო დაკავებული იქნებოდა ჩემთვის აღარ ეცლებოდა. ლაშა ხელებს მაფარებდა პირზე.
რატიც გამოჩნდა ლაშას ქორწილს ნამდვილად არ გამოტოვებდა, ეკემ გამაოცა და ერთი პატარა ქერა გოგო წარმიდგინა , გაიცანი სამულე შენი სარძლოაო რომ მითხრა პირთან მიტანილი ღვინის ჭიქა დამრჩა ისე, პირველი რაც აზრად მომივიდა ერთიბეწო გოგოს მუცელს შევხედე, ალბათ ფეხმძიმედაა იმიტომ მოყავსთქო , მაგრამ წინ ფიცარივით გოგო მედგა გამხდარი, ლამაზი კი იყო, კოხტა და ბავშვური. გავეცანი და მომეწონა, ხასიათიც კარგი ჰქონდა აშკარად , კარგი ადამიანის თვალები ჰქონდა, კეთილი. ადამიანებში ყოველთვის თვალებს ვეძებ ხოლმე , შემდეგ ვაფასებ. კეთილი გამოხედვა საკმარისია რომ წარმოვიდგინო მისი ნათელი გული და აზრები. ეს ბავშვი ასეთი იყო, თან ისე შესციცინებდა ეკეს, სისხლი მეყინებოდა, უყვარდა აშკარად, სისხლი იმიტომ მეყინებოდა რომ წარმოვიდგენდი უკვე ეკე რა დღეში ჩააგდებდა თავისი ცანცარული საქციელებით. ეკეს მოვკიდე ხელი და გავათრიე ვერანდაზე.
-ავადმყოფო სრულწლოვანია? თუ ისევ ბაღში დადის?
-ზეგ ხდება 18 ის ... რა იყო არ მოგეწონა? და შემომბღვირა.
-პირიქით კარგი ბავშვია და არ გინდა შეეშვა? მეცოდება !
-ვერ გაიგე ცოლად მომყავს რა გინდა ტოო რას გამულდი მართა!
-ორსულადაააა
-რას ბოდავ გოგო ეგეთი ძნელი დასაჯერებელია რომ მე ვინემ მიყვარს?
-აუუუ გიკვირს ხო რო არ მჯერა. კაი ხოოო გილოცავ მაშინ კაი გოგო ჩანს.
ჯვრისწერა ,ხელისმოწერა, ფოტოგრაფები, და ბოლსო რესტორანი. ლაშამ თავისი რესტორანი საოცარ ადგილს დაამსგავსა რომ ახლა უკვე ცოლი გაებედნიერენია, ყველაფერი ისე იყო როგორც უნდა ყიფილიყო, მათ შორის მეც ! გაბედულად ვსვამდი, შავი ღვინით დავიწყე და ვგრძნობდი როგორ მიჩქარებდა სისხლს ძარღვებში , თან რატიც იქ იყო. ჩემს ნერვებზე თამაშობდა პირდაპირ , გოგოებს დასდევდა უკან ენაგადმოგდებული, თან ცალთვალს ჩემსკენ აპარებდა რეაქცია აინტერესებდა. მეც არ ვიმჩნევდი რათმქუნდა მაგრამ იმან რა იცოდა ჩემს გულში რა ცეცხლი ტრიალებდა.“და ვინ რა იცის ვის გულში რა ცეცხლი გიზგიზებს“ ჩავიმღერე .
-მშვენიერო ქალბატონო, მთელი დღეა გაკვირდებით და ახლავე უნდა მეცეკვოთ
გავხედე და ჩამეღიმა.
-ამაზე ბანალური ეს სადღეგრძელოებიც კი არაა მთელი საღამო რომ მესმის
-თქვენ მეცეკვეთ და არაბანალურსაც მოვიფიქრებ არაა პრობლემა
-რატომაც არა დაგვყევი.
აი ჩემი ტანგოც! მთელი ბავშვობა სულ ძალით მატარა ლალიმ სამეჯლისო ცეკვებზე, მაგრამ კარგად კი ვცეკვავდი.
-არ მეგონნა საქართველოში ტანგოს კაცებიც თუ ცეკვავდნენ.!
-არც მე ემგონა საქართველოში ასეთ ლამაზ და უცნაურ გოგოს თუ ვიპოვიდი.
ტანგო სპეციფიკური ცეკვაა, ის ქალისა და მამაკაცის სიახლოვის სიმბოლოაო სულ ამბობდა დედაჩემი, ამ ცეკვის ხათრით მიმათრია ამერიკის ერთ ერთ საუკეთესო სტუდიაში . მართლაც ასეა! აახლოვებს ორ არსებას, თუ ვნება არააა პარტნიორებს შორის ,მაშინ ტანგო იდეალური ვერასდროს იქნება ის უბრალოდ გაუგებარი მოძრაობები გამოვა , მაგრამ თუ ვნება კიაფობს მაშინ საოცარება ხდება მაყურებლის თვალწინც და თვითონ მოცეკვავეების სხეულშიც. ეს არის ერთი სიამოვნება რომელსაც ვერასდროის ვერაფრეში გაცვლი, თუ ვნებააა რაღათქმაუნდა.
არ ვიცი ასეთი რა ვნება დატრიალდა მაგრამ საოცარი შესრულება გამოვიდა თან ას ე უცებ სპონტანურად. ალბათ ჩემი პარტნიორის მხურვალების ბრალიი იყო რომ მეც დაუზოგავად ვეშვებოდი ამ სიამოვნებაშინ და საბოლოოდ არაჩვეულებრივი გამოვიდა.
რატის რა დაემართა ამ ცეკვის შემხედვარეს იცით>? სულ წაეშალა სახე ჩემმა პარტნიორმა შეხსნილ კაბაში შიშველ ფეხზე რომ აასრიალა ხელი , ცეკვისასა რათქმაუნდა. ვაღიარებ სულაც არ იყო ეგ საჭირო მისი მხრიდან მაგრამ ასეთ დროს ცეკვისას დასაშვებია ვნებიანი მოძრაობები...არც მიუარია პირიქით , გამათამამა კიდეც. ! არც რატიზე მიფიქრია , იმ მომენტში მარტო ჩემი ცეკვა მახსოვდა მეტი არაფერი, დავიცალე ემოციებისაგან , ნამდვილად დავიცალე, მესიამოვნა. რომ დასრულდა ტაში და ოვაციები არ წყდებოდა, აღარც მახსოვდა ქორწილში რომ ვიყავით სანამ ხალხის აღფრთოვანებული შეძახილები არ გავიგე .
-მადლობა! კარგა ხანია ასე არ მისიამოვნია ცეკვით , ვუთხარი ახალგაზრდა ვნებიან მამაკაცს
-არაფერს . საოცრად ცეკვავ და მე უნდა გითხრა ამისთვის მადლობა , მაგრამ გკითხო?
-მკითხე ..ისეთს რას მკითხავ
-ეს უბრალოდ ცეკვა არ იყო , განა ვერ მივხვდი, გყავს ვინმე ? ცუდად არ გამიგო უბრალოდ უნდა ვიცოდე , რისი გაგრზელება შეიძლება და რისი არა .
-გასაგებია არა არავინ მყავს !
კარგი წავალ ახლა ჰაერს ჩავყლაპავ თორემ საშინლად დამცხა. უნდოდა გამომყოლოდა მაგრამ მივახვედრე მარტო მირჩევნაითქო და გავედი. სიგარეტს მოვუკიდე, ნიავი უბერავდა , გრილოდა მაგრამ სიგარეტმა გამათბო. ხშირად არ ვეწევი მაგრამ როცა ვეწევი ვეწევი ! შემიძლია ერთ კოლოფს მოვუღო ბოლო ერთ საათში, ეს უკვე ნერვების ამბავია !
-არ ვიცოდი თუ ცეკვავდი , ჩემი ხმა იყო ეს !
-შენ ბევრი რამ არ იცი
-მაგალითად ის რომ იმ ბიჭს ხელების ფათურის უფლება მიეცეი
-ჰმ შენ მარტო ეგ იფიქრე? ეს ცეკვაა წერეთელო , ზზედმეტი აზრების გარეშე, როცა პარტნიორი რამე ვნებიან მოძრაობას აკეთებს არ ფიქრობს რომ რამე გაკადროს პირიქით, ის პატივს გცემს . შენ ვერ გაიგებ ,არასდროს გიცეკვია .ეს უბრალოდ ტანგოა . ავუხსენი ისე თითქოს გაიგებდა რამეს. გამოჯანმრთელებულხარ გილოცავ
-მადლობა კარგად მომმიარე,
-აღარ გამახსენო ძალიან გთხოვ იცი ხომ ლაშა რომ არა არასდროს ვიზამდი მაგას
-ვიცი , და მაინც ვინაა ის ბიჭი
-არ ვიცი , უბრალოდ ვიცეკვეთ და ეგ იყო. თუ ეგრე ძალაინ გაინტერესებს მიდი და კითხე.
-გაცივდები შემოიხვიე რამე ან შემოდი შიგნით და მოეშვი მაგ სიგარეტს.
-ტონი ბატონო რატი, ტონი , ხომ გახსოვს რომ შენი საქმე არააა
-რატო მიკეთებ ყოველთვის ამა ს?
-რას გიკეთებ?
-აი ამას , ჩემს ნერვებს ცდი
-მართლა გგონია რომ სულ იმაზე ვფიქრობ როგორ გამოვცადო შენი ნერევბი? შენ რატომ იქცევი ეგრე ვერ ვხვდები , ეჭვიანი ქმარივით. არ ხარ ქმარი, არც შეყვარებული დასაერთოდ არავინ , მეგობრებიც კი არ ვართ, მაგრამ გამუდმებით კონტროლს ცდილობ და ეჭვიანობ თითქოს , მერე უცბად უხეში და უტაქტო ხდები , მერე შეგიძლია თბილად შემომხედო, ცუდად ხადე და ჩემს კალთაში დაიძინო, ან სახლიდან გამაგდო მოკლედ რა გინდა შენ თვითონაც არ იცი არა და კაცმა რომ გკითოს ჩამოყალიბებული კაცი ხარ .!
-გეჩვენება
-აჰა ისევ , რატი მე ქალი ვარ, ჩემს ირგვლივ ათასთხუთმეტი კაცი ტრიალებს, ვიცი ვინ რატომ და რას ელდოება ჩემგან, ადამაინების ამოცნობაც ვისწავლე ამასობაში, და კაცების გამოხედვისაც.
შენ გამოხედვაში ბევრ რამეს ვხედავ რომ იცოდე! და იმასაც ვხედავ რომ თვითონ ვერ გაგიგია რას აკეთებ ! პატარა გოგოსავით ნუ მექცევი კიდე დიდი ვარ უკვე . ვუთხარი სრული სერიოზულობით და შევბრუნდი უკან შევუერთდი ჩემს გვრიტებს, წითელი ღვინის ჭიქით ხელში .
-რა ხდება ნატუშ კიდე იჩხუბეთ?
-არა არ გვიჩხუბია გაგიკვირდება და ვისაუბრეთ
-რაზე?
-რაზე და რატის უაზრო საქციელზე
-კაროჩე რაა , ტვინს ბურღავთ ორივე , მარა შენც მართალი ხარ
-ხო რავი , ! მოჭრით ვუთხარი ლაშას და კარისკენ მივდიოდი მანქანიდან ტელეფონის აღებას ვაპირებდი რატი რომ ამესვეტა წინ
-სად მიდიხარ?
-მანქნააში
-იქ რა გინდა?
-ტელეფონი უნდა ავიღო დ გავედი არ გამომყოლია მიხვდა რომ ცუდ ხასიათზე ვიყავი და არ ვიცი რატომ მარა დამინდო.
გვრიტები რომში წავიდნენ ლაშას ბებოსთან გაადწყვიტეს გამგზავრება , მე დავრჩი მარტო ჩემს ოფისთან ად საქმეებთან, რატი ისევ გაქრა ,.ისევ ამიშალა ფიქრები ,ა ზრები, გამაგიჟა და მერე გაქრა .



ვტვირთავ ისტორიას მაგრამ არ ვიცი მოგწონთ თუ არა :-) მაინტერესებს თქვენი აზრ

 


აუუუ ნერვებს მიშლიან ორივეეე რაააა rage triumph triumph არაჩვეულებრივი იყოო არ შეწყვიტოო რააა heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent