Lunae Lumen #10
პანდემონიუმი პრესტიჟული რესტორანი აღმოჩნდა, რომელშიც ლეტის ტატუებიანი ხელით მორიგი ბომბი უნდა აეფეთქებინა. მიზანი? ფული. პანიკა. შიში. მიზეზი? ????? *** დივანზე ვიწექი და ჩემს სულელურ ცხოვრებაზე ვფიქრობდი. ნუ, მრავალფეროვნებას ბოლო დროს აღარ ვუჩიოდი. არც თავგადასავლებს. არც პრობლემებს. მოკლედ, ერთ დიდ დომხალში მქონდა თავი გაყოფილი. ვერაფრით ვიძინებდი. რამდენჯერაც ვცადე, იმდენჯერ შავ ქსოვილში გახვეული ჩემი თავი დამესიზმრა და იმდენჯერ წამოვხტი დაფეთებული. ორი დღე არ მძინებია. მესამე ღამით მტკიცედ გადავწყვიტე, დამეძინა. მეორე დღეს ხომ რაღაც საშინელება მელოდა. იმ ღამითაც, ასე დამფრთხალი წამოვხტი ფეხზე და სუნთქვის დარეგულირება ვცადე. ანდრეს ისევ ღრმად ეძინა. ძალიან დაიღალა. აღარ გავაღვიძე. გარეთ გამოვედი. კოტეჯთან მდგარ პოლიციელებსაც ჩასძინებოდათ. ,,ჰაჰ. მაგრად ყარაულობენ აქაურობას. " მერე ჩემივე ფიქრების შემრცხვა და ჩუმად შევიპარე ტყეში. მთვარე საოცრად კაშკაშებდა. გამეღიმა. ის ღამე გამახსენდა, ანდრემ მთვარის შუქი ხარო, რომ მითხრა. მერე, რაღაც სასწაული მოულოდნელი მოხერხებულობით, ხეზე ავძვერი და ზემოდან დავაკვირდი ხედებს. ხელისგულივით ჩანდა ჩვენი კოტეჯი. საკმაოდ მაღლა ავძვერი. სადამდეც წონამ ამიშვა. ტოტებში მყუდროდ მოვკალათდი და მეორე მხარეს გადაშლილ ხედს დავაკვირდი. თბილისი ისევ აჩახჩახებულიყო. იქ ხომ სინათლე არასდროს ქვრება. ლამაზად მოჩანდა მთაწმინდა და მის გვერდით ჩემი მთვარე. როგორც ჩანს, მთვარემ ჰორიზონტთან ახლოს ჩამოინაცვლა. ასეთი დიდი და მრგვალი არასოდეს მინახავს. მთელ ტყეს ანათებდა მისი სინათლე და არემარეს მისტიკურ შესახედაობას აძლევდა. ტოტებს საიმედოდ ვყავდი მოქცეული ერთ ადგილას. არ ვიცი, სასიამოვნო სიგრილემ, ტყის სპეციფიურმა სურნელმა თუ საოცარმა სიმშვიდემ მაიძულა, მაგრამ მკვდარივით ჩამეძინა ხეზე. ისე, რომ მეორე დღეს ანდრეს ყვირილიც ვერ გავიგე. -სესილი! სესი! სად წახვედი! გაშტერებული უცებ ვერ მივხვდი სად ვიყავი, სანამ ანდრე ტყეში არ შემოვარდა აქოშინებული. ძალიან დაფეთებული ჩანდა. მაინტერესებდა რას იზამდა. დიდხანს მეძახდა და მეძებდა. მერე, ლეტიც შემოვარდა ტყეში. -სესილი! სად წავიდა ეს დებილი გოგო! ანდრე ადგილზე ჩაიკეცა და თავი მუხლებში ჩარგო. ოდნავ ცახცახებდა. მგონი... არ ვიცი. მერე ერთიანად წამოიჭრა ფეხზე და ლეტის ყელში წვდა. -მაინც დაურეკე ხო იმ შენს ბოსს და ყველაფერი მოუყევი! გეფიცები, თუ აქაც შენი ხელია გარეული, არ გაცოცხლებ! ერთი თმის ღერი რო ჩამოუვარდეს, შენივე ბომბებით აგაფეთქებ! ლეტი უმწეოდ ხროტინებდა: -რას... რა ჯანდაბა... რას აკეთებ... ანდრემ მთელი ძალით მიახეთქა ლეტი ხეზე. -სად წავიდა! თქვი, სად წავიდა! ლეტი კიოდა: -არაფერი არ ვიცი! გეფიცები! -ანდრე! უცებ დავიყვირე. ანდრემ, მოულოდნელობისგან ადგილზე შემხტარმა, ლეტის ხელი მეხდაცემულივით შეუშვა. -სესილი... ბურტყუნებდა. ლეტი ხვნეშით ჩაიკეცა ხის ძირში. -სესი, სად ხარ. ბოლოს ამოიხედა ზემოთ და ტოტებში ახლართული რომ დამინახა, სახეზე ხელები აიფარა. -რა ჯანდაბას აკეთებ მანდ! დროზე ქვემოთ ჩამოდი! მისი ცივი ტონით შეშინებული სასწრაფოდ ჩამოვედი ქვემოთ. ანდრე გაცეცხლებული იყო. არ მიახლოვდებოდა. ალბათ, ბრაზის დაოკებას ცდილობდა. -მთელი ეს დრო აქ იყავი?! თავი ნელა დავუქნიე. ანდრემ თვალები ბრაზით დააკვესა. -ერთ დაძახებაზე მაინც არ შეგეძლო, პასუხი დაგებრუნებინა?! მიპასუხე! მოვატყუე, თუმცა მთლად ტყუილიც არ ყოფილა: -მეძინა. -სულელი ხარ! თუმცა, შენ რაში განაღვლებს, მე როგორ ვინერვიულე... ანდრემ უღონოდ ჩამოუშვა ხელები და კოტეჯისკენ დიდი ნაბიჯებით გაემართა. იქვე ჩაკეცილ ლეტის მივუახლოვდი: -კარგად ხარ? ლეტიმ მისკენ გაშვერილ ხელზე ხელი ამიკრა: -შეშლილები ხართ! ორივე! გაა*ვით! ერთმანეთის იქით ვერავის ვერ ხედავთ ეს დედამო**ული! რო მოვეკალი, რას იტყოდი, მეძინა, ვერ გავიგე რო კლავდა და იმიტო შემოაკვდაო?! სუ გამოგაყ**ვათ მაგ სიყვარულმა! თავის დროზე უნდა მომეკალით ორივენი! გახევებული ვიდექი ერთ ადგილზე. გამწარებული ლეტი კოტეჯში არეული ნაბიჯებით შევარდა. მის ადგილზე დავჯექი. ნახევარ საათს ვიჯექი ასე და ვფიქრობდი დღევანდელ დღეზე. ,,რომ ვერ დაიჭირონ ის ვიღაცეები, რა მოხდება ნეტავ..." ჩემს ფიქრებში გართულს, თავზე ჯერ ერთი წვეთი დამეცა, მერე მეორე, მერე მესამე.... და ბოლოს მთელი ცა ერთიანად დამესხა თავზე. მე კი უძრავად ვიჯექი ერთ ადგილას. ჩემდა მოულოდნელად, უცებ ჩაქვრა სინათლე და დაბნელდა. დღე იყო და ბნელოდა. ეს დედააფეთქებული, ამინდიც ხვდებოდა, იმ ღამით რაც უნდა მომხდარიყო. ანდრეს ხმა გავიგე: -სესი, შემო. ნუ ხარ აქ. გაიყინები. უხეშად მივუგდე. -რატო, ნერვიულობ?! მე ხო საერთოდ არ ვნერვიულობ შენზე. ანდრეს გაეცინა. ჩემთან მოვიდა. თავსხმაში. ჩემს წინ ჩაიმუხლა. -როგორ დაუმახსოვრებია. გეწყინა, სესილი? განზე გავიხედე. -არა, ისე გამიხარდა, არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო! ანდრემ მკლავებზე ნაზად მომკიდა ხელი. -სულ სველი ხარ. და გაყინული. მოდი ჩემთან. მკლავები გაშალა. ეჭვით გავხედე და თავი გავაქნიე. -გადამრევ შენ. შენ ეს შემორიგება მოგწონს? მითხარი აბა. გავბრაზდი. -თუ არ გინდა, ნუ შემირიგდები! მე არაფერი დამიძალებია! ანდრემ თვალები დახუჭა. -სერიოზულად, სესილი? ხელი ვკარი და ტყეში უფრო ღრმად შევედი. უცებ ამწიეს ჰაერში და ანდრემ მხარზე გადამიკიდა. -იდიოტი ხარ, რა. სხვა გოგო ჩემს ადგილზე წიკვინს დაიწყებდა, როგორც წესი. მე? სად მქონდა მაგის ნერვები. ანდრემ კოტეჯში შემიტანა. -რატო ხარ ეგეთი მოწადინებული რო სულ ვიჩხუბოთ?! თავი გავაქნიე და მისკენ ზურგით დავჯექი. -კიდე არ მელაპარაკები? გაბრაზებულმა ნაგლად გავხედე და ისევ უკან გამოვიხედე. -სესი... ჩემს ზურგთან დაჯდა და მხარზე ხელი დამადო. მხარი ავიქნიე და მისი ხელი მოვიშორე. უბრალოდ, ვბრაზობდი. ყველაფერ იმის მერე, რაც მოხდა, ბოლო ხმაზე მიყვიროდა, რომ მე მასზე არ ვნერვიულობდი. გაბრაზებული ვიყავი და ამას იმსახურებდა კიდეც! -სეს... ძალიან გეწყინა, ხო? თავი უხმოდ დავუქნიე. -არასდროს არ მაპატიებ, ხო? ისე, რა ჯანდაბამ მათქმევინა ეგ სისულელე. დიდი ბოდიში. -სხვა დროს დაფიქრდები, სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებ! გამწარებული სავარძლის საზურგეს მივეყრდენი და ანდრეს ზურგი ვაქციე. ჩემი მდგომარეობა ,,დაიკიდა" და უკნიდან მომეხუტა. -ანდრე, გაიწიე! ნწუო და უფრო მაგრად მომეხვია. -აი, ნახავ. ყველაფერი დამთავრდება დღეს. უცებ მოვიშორე ჩემი ბრაზი და მისკენ გადავბრუნდი. -ანდრე, რამე ისე რომ არ... ანდრემ მაშინვე გამაჩუმა. -ჩშ... ჰო? ეგრე ნუ იფიქრებ. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ გვინდა. გამეღიმა. -იმედი ბოლოს კვდება. ჩემი იმედი. ანდრემ მოულოდნელი კითხვა დამისვა: -იმ ხეზე არ გეშინოდა? თავი გავაქნიე. -ანდრე, ორი ღამე არ მძინებია და კუბოშიც ჩავწვებოდი, ოღონდ რამდენიმე საათით დამეძინა. ანდრემ თავი დანანებით გააქნია. -უნდა გამაღვიძო ხოლმე... მე აქ ვარ. ნებისმიერ დროს, როცა დაგჭირდები. -ანდრე, რომელზე მიდიხართ? ანდრემ თავი გააქნია. -მე არ მივდივარ. რამე ისე რომ არ გამოვიდეს... ჩემი იქ გამოჩენა არ შეიძლება. თავი დავუქნიე. -აქ დავრჩები. შენთან. ისევ დავუქნიე თავი. დაახლოებით, 11-ზე გავიდა ლეტი კოტეჯიდან. ჩვენთვის არაფერი უთქვამს. მალევე მიყვნენ იქვე მდგარი პოლიციელებიც. გარეთ პოლიციის მანქანები აღარ იდგა. ,,ალბათ, ყურადღების მიქცევა არ უნდათ. სადა, მაგრამ ძვირიანი მანქანებია. " მე და ანდრე კოტეჯში დავრჩით. გარეთ მხოლოდ ორი ბიჭი დარჩა. გახსოვს, სიჩუმეზე რომ ვლაპარაკობდი? ჩემი და ანდრეს ოთახში ჯდომა რაღაც სულ სხვა სიჩუმე იყო. მესამე: გაურკვეველი. რა უნდა მეთქვა ან გამეკეთებინა არ ვიცოდი(ნერვიულობის გარდა რა თქმა უნდა). თითებს ვიკვნეტდი და ნერვიულობისგან გული მუცელში მქონდა ჩავარდნილი. ანდრეს კი ნერვიულობა დიდად არ ეტყობოდა. გავიდა 1 საათი. 2 საათი. 3 საათი. არ რეკავდნენ. გვეშინოდა. ტელევიზორში არაფერი ისმოდა მათზე. ყველა საინფორმაციო არხზე გადავრთე, რომელზეც შეიძლებოდა რომ რამე ელემენტარული ეთქვათ მათზე. ამაოდ. მაგიდაზე დადებულმა ტელეფონმა დარეკა. მოულოდნელობისგან შევკივლე და ანდრემ მაშინვე დამშვიდება დამიწყო: -ჩშ, რა დაგემართა. ალბათ, ის კაცია. ანდრემ მტკიცედ დაიკავა ტელეფონი ხელში და უპასუხა. -ალიო. -ჰო... ოდნავ შესამჩნევლად აუკანკალდა ხმა. -ჰო, არა. -... -რა?! ანდრემ ძლივს შეიკავა თავი ტელეფონის კედელზე შეხეთქებისგან. -ამის დედაც! ამის დედაც! ამის დედაც! ყვიროდა და მაგიდას წიხლებს ურტყამდა. მის ყვირილზე გარეთ მდგომი ბიჭები შემოვარდნენ და ანრეს ცნობისმოყვარე თვალებით მიაჩერდნენ. -ფუ მაგის... ფუ მაგ გოგოს... ეს რამოდენიმე ფრაზა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის... რომ მიმხვდარიყავი. დარხეული გვქონდა. ანდრემ ტელეფონი გათიშა და დივანზე ძლიერად მიახეთქა. ბარბაცით წავიდა ერთ-ერთი იქ მდგომი ბიჭისკენ და მხრებზე დაეყრდნო. ბიჭმა ზურგზე ხელი დაარტყა: -რა მოხდა, ანდრე? ანდრემ ამოიოხრა: -ჩაგვიშვა... ჩაგვიშვა იმ ბო*მა, იმან! ბიჭი ჩაეკითხა: -ტატუებიანმა? ანდრემ მის ხსენებაზე ამოიღმუვლა. მე კი, შოკირებული კედელთან გახევებული ვიდექი, როცა იმავე კედლის ფანჯარა გარედან ვიღაცამ შემოამტვრია. მთელი არსებით გამაკანკალა. უნდა მეკივლა, მაგრამ პირზე ხელი ავიფარე, თავი რომ არ გამეცა. შიშისგან ამეტირა და კედელთან ჩავიკეცე. დავინახე ჩემ წინ, მაგიდის ქვეშ შემძვრალი ანდრე, დივნებს ამოფარებული ის ბიჭები და ისიც, თუ როგორ გაუცურა იატაკზე ერთ-ერთმა ბიჭმა ანდრეს იარაღი. ჩემკენაც გამოიხედა, მაგრამ ანდრემ ანიშნა, არაო. მერე შემოსასვლელ კართან ატყდა ბრახუნი. მადლობა ღმერთს, როცა ის ბიჭები შიგნით შემოვიდნენ, კარი შიგნიდან დაკეტეს. მოგუდული ხმით ვკიოდი ყოველი ბრახუნის ხმაზე. ანდრე იქედან მაწყნარებდა, საიდანაც ვერ გამოვიდოდა. -ჩშ... სესი, შენ ჩემთან ხარ, გახსოვს? თავი გავაქნიე და მუხლები მკერდთან მივიბჯინე. ხელები ისევ პირზე მქონდა აფარებული რომ შიშისგან პანიკა არ დამწყებოდა. მთელი ძალით ვკბენდი ხელს, რომ კივილი შემეკავებინა. ბიჭები უკვე ავტომატებს ტენიდნენ. დაახლოებით 5 წუთს ვისხედით ასე. მერე უბრალო ჩხაკუნის ხმა გავიგეთ და ნაბიჯების ხმა ნელ-ნელა მოახლოვდა. თან ავტომატის გაბმული სროლის ხმა ისმოდა. მთელი სხეულით ვკანკალებდი. ანდრე რაღაცას მეუბნებოდა და ვერ ვარჩევდი: -დაიმალე. დაიმალე სესილი! მერე მივხვდი. ზუსტად ღია კარის პირდაპირ ვიჯექი. ჩემს წინ დივანი იდგა და მისკენ სწრაფად მაგრამ უხმაუროდ გავხოხდი. ჩემი იქ შეცოცება და კარის გაღება ერთი იყო. მოულოდნელობისგან სული შემეხუთა. დაველოდე, როდის ატყდებოდა სროლა. მაგრამ... არა. საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ის ოფიცერი და მისი ხალხი რომელიღაც რესტორანში ეძებდა იმ ხალხს, რომელიც ამ წამს ჩვენს კოტეჯში ავტომატს ისროდა. ჩვენ კი ვერაფერს ვაკეთებდით. ანდრეს მაგიდა ჩემგან არ ჩანდა, მაგრამ დივანს ამოფარებული ორ პოლიციელს მშვენივრად ვხედავდი. ერთმანეთს გახედეს, თავები დაუქნიეს და ორივემ ერთდროლად ამოიღო ავტომატი. ერთ-ერთი ფეხზეც კი დადგა. მალევე დაიწყეს სროლა და ისედაც შეშინებული ადგილზე მოვიბუზე. თითებით ყურებს ვიცობდი და თვალებს მთელი ძალით ვაჭერდი ერთმანეთს. ამ გაბმულ სროლას მეორე ხმაც აყვა და მალევე შეწყდა. აშკარად ანდრე ისროდა. მოულოდნელად გაჩერდა სროლა და მერე დაცემის ხმა გავიგე. სროლა ისევ გაგრძელდა. ოდნავ გავიხედე ბიჭებისკენ, რომელთაგანაც ერთს მუცელზე აეფარებინა ორივე ხელი და სახეზე ენით აღუწერელი ტკივილი გამოსახვოდა. შემაჟრჟოლა. მგონი... ჰო, კვდებოდა. მეორემ არც/ვერც კი მიხედა. ჩვენს დაცვაზე იყო გადმორთული. მერე გავბედე და დივნის მეორე მხრიდან გავიხედე. ანდრე ისევ ისროდა. კარში იმ მომენტში არავინ იდგა. მერე, უცებ გამოჩნდა მისი ამაზრზენი სახე და ისევ სროლა დაიწყო. ჩემკენ ერთი გამოიხედა და იარაღს სამიზნე შეუცვალა. ახლა უკვე ჩემი მიმართულებით ისროდა. მე კი, მეხდაცემულივით დავუბრუნდი საწყის ადგილს. საშინელი შეგრძნებაა, როცა უუნარო ხარ. როცა, უმოქმედობისგან ხელები გექავება და შიშისაგან კანკალის გარდა, არაფერი დაგრჩენია. სროლა რომ შეწყდა, გამოხედვა არ მინდოდა. ერთ მხრივ, მეშინოდა, რომ ანდრე არ დამხვედროდა იატაკზე დამხობილი, მეორე მხრივ კი მეშინოდა, გახედვისთანავე რომელიმე იმ ამაზრზენსახიანი ნაძირალას ტყვიას არ გაეხვრიტა ჩემი თავის ქალა. მაგრამ ის თვითონ მოვიდა ჩემთან. არა, ეგ არა. ანდრე მოვიდა. და მაშინვე მის მკლავებში მომაქცია. -მოდი ჩემთან. ჩურჩულით ამოთქვა და მთელი ძალით ჩამეხუტა. -დამთავრდა სესილი... დამთავრდა. მორჩა. მეც, ამდენი ემოციებისგან გაბრუებული მთელი ძალით ვეკვროდი მის ცივ კანს. უცებ გამახსენდა, ის ბიჭი. დაჭრილი. და ანდრე მოვიშორე. მივხოხდი იმ ორისკენ და დაჭრილის თავი გაუაზრებლად კალთაში ჩავიდე. -შენ... ხარ... ყველაზე, ყველაზე ძლიერი ადამიანი, ვინც მინახავს... ეხლა არ არის ის დრო, როცა შენ უნდა წახვიდე. მე არ გიშვებ. აქ უნდა იყო და იბრძოლო ბოლონდე. მერე ცრემლიანი თვალებით ანდრეს და მეორეს ავხედე: -დარეკეთ სასწრაფოში! ან იმ კაცს დაურეკეთ და მალე მოვიდნენ! -დავრეკეთ უკვე. 10 წუთში მოვლენ. ის მეორე ბიჭი დაჭრილისკენ დაიხარა და უთხრა: -ათი წუთი, ჩალო გესმის? ათი და მერე უკვე ისინი მოგხედავენ! მიდი რა! ჩალომ გაუღიმა და თვალის კუთხიდან საფეთქელზე ცრემლი ჩამოუცურდა. რჩებოდა. მეც გამეღიმა. როგორი ძლიერი იყო. ანდრე იცინოდა. -ჰაა, რა ვუქენით მაგ კარგმო**ნულებს?! დაჭრილს გაეცინა. მეორესაც. და მერე... ისევ მე გავიგე. ის საზარელი წრიპინის ხმა. -არა!!! გაუაზრებლად ავკივლდი და მთელი სხეულით გადავეფარე დაჭრილი ჩალოს სხეულს. წრიპინი უცებ შეწყდა და ცხოვრებაში უკვე მესამედ დავინახე ის სიწითლეშერეული ნარინჯისფერი, რომელმაც ოთხივე ჰაერში აგვწია. უფროსწორად ანდრე და ის მეორე. მე, მთელი ძალით ვეჭიდებოდი ჩალოს სხეულს და ყველანაირად ვფარავდი. ზურგზე მეცემოდა მინის ნამსხვრევები, ხის ნატეხები და ყველაფერი ის, რაც იმ საშინელებას მოჰქონდა. მაგრამ, ახლა მე არ ვიყავი პრიორიტეტი. მთავარი ჩალო იყო, რომელიც ჩვენს გადასარჩენად ფეხზე დამდგარი ისროდა ავტომატს და ჩვენ გამო დაიჭრა. ჩემდა გასაკვირად, მოვახერხე ის, რომ ჩალოს არაფერი არ მოხვედრია, სხეულის არც ერთ ნაწილზე. მე კი გვარიანად შევასკდი კედელს თავით. თავბრუ მაგრად დამეხვა. იქაურობას ცეცხლი უნდა მოკიდებოდა. სასწრაფოდ გარეთ უნდა გამოვსულიყავით. შერჩენილი ძალით წამოვდექი და ანდრეს დავუყვირე: -ანდრე! ანდრე! პასუხად ზმუილი მომესმა. -ანდრე! -ჰოო... მოგუდული ხმით დამიყვირა და მერე ხველების ხმა გავიგე. -ანდრე უნდა გავიდეთ! აქაურობას ცეცხლი ეკიდება! მე ამას გავიყვან, ეგ... მეც ხველება ამიტყდა. არადა, უნდა მეთქვა. -ანდრე! მე ამას გავიყვან, შენ ეგ გამოიყვანე! გაჭირვებით ვავლებ ხელებს ჩალოს და გარეთაც გაჭირვებით გამყავს. იმ ნაძირლებს შემოსასვლელი კარი ღია დაუტოვებიათ, მადლობა მათ ამისთვის. ჩალოს ღია კარში გაყვანა მიადვილდება და უკვე მოსულ სასწრაფოს და იმ ჩვენს გადამრჩენელ ოფიცერს ვაწყდები, რომელიც ჩვენკენ დაუყოვნებლივ მორბის. -ისინი შიგნით არიან? მხოლოდ თავს ვუქნევ და პირდაპირ ბალახზე ვწვები. ვიღაცას ხელში ავყავარ(სავარაუდოდ მედდას) და სასწრაფოს მანქანაში, საკაცეზე მაწვენს. მალევე მიჯდება გვერდით ორი სხეული და სასწრაფოს კარი იხურება. ანდრეს იქ ყოფნას ვგრძნობ. მიუხედავად ყველაფრისა, მეღიმება. -ანდრე... -ჰო, სესი. ანდრე საკაცესთან იმუხლება და ჩემს ხელს თავისაში იქცევს. -რამე გტკივა? -ანდრე... როგორაა? -კარგადაა, კარგად სესი, შენი დამსახურებით. შენ ყველაზე ძლიერი, მამაცი გოგო ხარ ვისაც ვიცნობ... გამეღიმა. -შეიძლება, დავიძინო? -დაიძინე, რამდენი ხანიც გინდა. როცა გაიღვიძებ, მე ისევ აქ ვიქნები, შენთან. დაიძინე... მეც ამდენი ემოციებისგან დატვირთული და გადაღლილი, თვალის დახამხამებაში გავითიშე. *** -დედა... მაპატიე, დედა. -ხმა ჩაიწყვიტე, შე საქონელო, შენ დედა აღარ გყავს. ნეტა, მოვკდე ახლა. -დედი... მიყვარხარ. მე ყველაფერს შენთვის ვაკეთებ. -ხმა ჩაიწყვიტე მეთქი! დედას ნუ მეძახი, დედა დიდი ხნის წინ მიაბარე მიწას შენ, დედაშენი დიდი ხანია მოკალი! -დედა! მაპატიე დედა გემუდარები, შენს გარდა არავინ არ მყავს დედა... სულ მარტო ვარ... -რატომ გააკეთე ის, რაც გააკეთე. ყურმილის მიღმა დადუმებული იდგა. -რატომ გააკეთე მეთქი! შენ გული საერთოდ აღარ გიცემს? ადამიანთა მოდგმა აღარ გეცოდება ხო? ახლა, მაგრად გალესილი დანა მიჭირავს. გინდა, განახო რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა? -არა, დედა! დედა ეგ არ გააკეთო! მითხარი სად ხარ და მოვალ ეხლავე! გეხვეწები სისულელე არ გააკეთო! დედა გეხვეწები... მარტო ჩემს დასასჯელად შენს თავს ნუ გაიმეტებ... ვაიმე დედი... მაპატიე დედა! -შენ ჩემს შვილობაზე მაშინ თქვი უარი, როცა მაგ მკვლელების იარაღიდან პირელად გაისროლე, ჯულიეტა. ახლა გაიგე, როგორ გრძნობს ის თითოეული ადამიანი თავს, როცა საყვარელ ადამიანს ასე უმოწყალოდ ახვევ ცეცხლის ალში. -არა დედა! დედა! ყურმილის მეორე მხრიდან დაცემის ხმა გაისმა. მერე კივილი. ლეტი იმ ღამით კიდევ დიდხანს კიოდა. მგონი, ტიროდა კიდეც. დაკარგვის გამო დიდი ბოდიში იმას, ვინც კითხულობს(თუ ვინმეა ასეთი) უბრალოდ ბევრი გამიგებს, როცა ვამბობ რომ მუზა ნელ-ნელა მტოვებს:/ დიდი ბოდიში და ესეც ახალი თავი:) თქვენი მარიკუნა<3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.