შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lunae Lumen #7


5-08-2017, 18:38
ავტორი Kalina
ნანახია 1 350

თეთრად დაგვათენდა ის ღამე. მე, საავადმყოფოს პერანგში და ქოშებში.
ანდრე, სულ შავებში.
არაფერი გასაკვირი.
მხოლოდ დილით გამოერკვა ანდრე და მაგრად მაკოცა შუბლზე.
-ორი წამი დამელოდე. შევამოწმებ ყველაფერს და წაგიყვან.
-ანდრე.
მაშინვე მოტრიალდა უკან.
-ჰო.
-მე საავადმყოფოში აღარ წავალ.
გაეღიმა.
-იქ არც არავის მიყავდი.
-აბა, სად წამიყვან, ანდრე?
გამიღიმა.
რაღაცნაირად. სხვანაირად.
მე რომ მომეწონა, ისე.
მაგრამ არაფერი მიპასუხა.
გავიდა და ორ წუთში შემობრუნდა.
ჩემთან მოვიდა და წამომაყენა.
ნელა მომხვია წელზე ხელი და თავი მის გულზე მიმადებინა.
მეც, ჩემივე წონით დამძიმებული მკერდზე მივეყრდენი.
-მეძინება, ანდრე.
თავზე ნაზად მაკოცა.
-წავედით.
იქვე დაგდებული ჩემი ჩანთა დაიკავა.
თავის მანქანაში ჩამსვა და იქედან წამომიყვანა.
მთელი გზა ჩემს თითებს ეთამაშებოდა.
გზაში მაინც მიმტყუნა ნერვულმა სისტემამ.
ჯერ თვალები დამეხუჭა.
მერე, უეცრად მოდუნებულმა თავი ანდრეს გვერდით დავადე რაღაცას.
და ბოლოს,
გონება გაითიშა.

***
ძილიდან გამოფხიზლებას და თვალების გახელას ვაპირებდი, ანდრეს ხმა ნაზად რომ ჩამესმა:
-შენ შეიძლება, ერთ დღეს ბოლომდე გაიაზრო ვინც ვარ და გაღვიძებულმა შემომხედო ზიზღით სავსე თვალებით. მე მაინც, შენი ჩრდილი ვიქნები, სესი. ამას ვერაფერს მოუხერხებ, პატარავ. ეხლა გძინავს, მე თმაზე გეფერები.
როცა გამოფხიზლდები, ამ სიტყვებს მე ვერ გაგიმეორებ, საამისოდ გამბედაობა არ მეყოფა, სესი.
არაუშავს, მერე რა.
ჩემი... რაც ქვია. ჩემი... გრძნობები, თუ ამას შეიძლება ასე ეწოდოს, მოიცდის.
ამ წუთას, შენ უნდა იყო უსაფრთხოდ.
წარმოდგენაც არ მინდა იმის, რა მომივა...
შენ რომ რამე...
არა, შენ ჩემთან ხარ.
არაფერი მოგივა.
მე სულ დაგიცავ.
მთვარის შუქი ხარ...
შენს გარეშე მე რა ვარ.
მერე რა, რომ ნაგავი ვარ. მერე რა, რომ მკვლელი ვარ. მერე რა, რომ...
რა სისულელეებს ვამბობ.
შენ ამ ცხოვრებაში ბევრად მეტს იმსახურებ.
ფუ ამის...
მაგრამ, ჯანდაბა.
თითქოს ველოდები იმას, რაც არასდროს არ მოხდება.
სიგიჟეა, ვერც კი გავიაზრე, როდის დავიწყე შენზე ზრუნვა.
რა სისულელეა არადა. რაღაცით ეს ყველაფერი თოვას გავს.
რომ ხედავ, ფანტელები როგორ ცვივა, მაგრამ...
სულ ცოტა ხანს გაგეფანტება ყურადღება და არემარე უკვე მთლიანად თოვლშია ჩამალული.
ზუსტად ასე დამმართე, სესილი.
დაგინახე, როგორ შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ...
მთელი ეს შტორმი როდისღა დაატრიალე...
ამ შტორმში როდის გამხვიე.
როგორ აღმოვჩნდი.
ამ ყველაფერს გიყვები, მაგრამ შენ გძინავს...
ფხიზელზე, ამ სიტყვებს მე ვერ გეტყვი.
ასე, არ გაგიცრუებ იმედებს.
შენ კარგი გოგო ხარ.
და იმ ნაძირალაზე მეტს იმსახურებ, სესი.
და ჩემნაირ ნაგავზე მეტსაც.
ცხოვრებაში პირველად ვთმობ, სესი იცი? (ჩაეცინა)
მერე რა,
მე... არ ვარ მთავარი.
შენ ხარ მთავარი, სესი.
შენ მთვარის შუქი ხარ.
მე შენი ჩრდილი.
მე შენ ყველგან ისე გამოგყვები,
შენ ვერც კი მიგრძნობ.
ან მიგრძნობ, და არ შეიმჩნევ.
არაუშავს.
მე ეს ვიცი და მაინც მოგყვები.

***
ვერაფრით ვიაზრებდი იმ სიტყვებს, რასაც ანდრე მეჩურჩულებოდა.
მტკიოდა.
იმიტომ, რომ ის თავისაზე მეტად, ჩემს გრძნობებზე ღელავდა.
მინდოდა შემენჯღრია, მეთქვა, რომ სანერვიულო არაფერი ჰქონდა, მაგრამ...
ღმერთო, ეს მაგრამ გულს მიკლავს.
მახრჩობს.
მე მას ვერაფერს დავპირდებოდი.
ხომ ხვდები, ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა.
მაშინ, როცა მანაც არ იცოდა ბოლომდე თავისი ამბავი.
არ იცოდა, რა გრძნობა ჰქონდა ჩემს მიმართ.
და მაინც,
როცა, ღამის 3 საათზე, დანგრეული უნივერსიტეტის შენობაში შენს მოსაძებნად დაუფიქრებლად მორბის...
მისთვის რაღაცას ნიშნავ.
ეს არ მესმოდა.
რატო, თორე კაი.
და თან გულით მიკვირდა.
მე არასდროს არ ვყოფილვარ ვინმესთვის ასეთი...
არ ვიცი, ძვირფასი?
შეიძლება.
რეზი?
ჰაჰ. არ გამაცინოთ.
თუმცა, უკვე ვიცინი. ისტერიკულად.
არარაობა, რომელიც მთელი ურთიერთობის მანძილზე სითბოს მპირდებოდა...
სითბოს და სიმშვიდეს.
სიმყუდროვეს.
რეზი გამოირიცხა.
დედა და მამა?
ავტომატურად ირიცხებიან.
ადამიანები, რომლებიც ყოველ თვეში ბარათზე ფულს მხოლოდ იმის გამო გირიცხავენ, რომ ერთმანეთს რაღაც დაუმტკიცონ.
ადამიანები, რომლებსაც ჩემს აზრზე რეაგირება არც სურდათ.
და ანდრე.
მთელი თავისი ცოდვებით და ნაკლოვანებებით.
მოდის ჩემთან და მჩუქნის თავის თავს.
მე რა უნდა ვქნა?
ეს განცდა უცხოა და სასიამოვნო, მაგრამ მეშინია.
ჰო გეუბნებოდი, მშიშარა ვარ.
თუმცა, ეს ხო გავიარეთ.
მე და შენ.
ნახევარ საათს მაინც ვიწექი გაუნძრევლად.
როცა ვიგრძენი, რომ თვალებში აქამდე ჩაგუბებული ცრემლები უკვე გამშრალიყვნენ, თვალები გავახილე.

***

ანდრეს გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ლეტი თავს დაგვანებებდა.
ლეტის გეგმებში კი ჩვენთვის თავის დანებება ნახსენებიც კი არ იყო.

***
იმ დღეს ანდრეს განსაკუთრებული ნერვიულობა ეტყობოდა.
-ანდრე, რა გჭირს? რამე ხდება?
არაფერი მიპასუხა, მხოლოდ გამიღიმა.
უცნაურად.
მისი ყველა ღიმილი მომწონდა,
ამის გარდა.
მთელი დღე ისე მიყურებდა, თითქოს დიდი ხანი ვეღარ მნახავდა და დამახსოვრება უნდაო.
მეც ვუცინოდი.
იდიოტივით.
პარდონ, ისე, როგორც ჩემნაირ იდიოტს შეეფერებოდა.
-სესი...
-ჰო.
-ის სადღაც მიდის.
სისხლი გამეყინა.
-სად მიდის, ანდრე.
-,,ლა ლუნაში".
ოთახში შევედი და ტანზე სწრაფად გამოვიცვალე.
ანდრემ კარზე ჩუმად დააკაკუნა.
-სესი, შეიძლება? თუ გეშინია, მითხარი. წავალ.
-არა, ანდრე. შემოდი.
შემოვიდა და ჩემკენ წამოვიდა.
-სესი, რას აკეთებ?
-შენთან ერთად მოვდივარ, ანდრე. დაგავიწყდა? ის უჩემოდ რომ დაგინახავს, რამე საშინელებას გააკეთებს. ბევრი ხალხის სისხლი დაიღვრება.
-სესილი.
-არა, ანდრე. მეც მოვდივარ.
მეც ანდრესავით შავ ფერებში გამოვეწყვე და "ლა ლუნაში" წავყევი.
გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია.
მხოლოდ ბოლოს, მანქანიდან გადასვლის წინ, ანდრემ ხელზე მაკოცა. ხელის გულზე.
"ლა ლუნას" კარის გაღებას რომ შევეცადე, მაშინ მივხვდი რომ ხელი საშინლად მიკანკალებდა.
ანდრემ ნაზად გამომწია უკან და კარის სახელური მაგრად მოქაჩა.
შიგნით მოულოდნელი სითბო დაგვხვდა.
ანდრეს ხელს ნაზად ჩავეჭიდე.
საშინელი ატმოსფერო იყო.
გვერდით ბარის სკამზე ვიღაც ბიჭი გრძელფეხება გოგოს მთელ ხმაზე აკვნესებდა.
ანდრეს მხარს მობუზული მივეკარი.
ანდრე მუჯლუგუნებით მიიწევდა საპირფარეშოსკენ.
-ანდრე! მანდ არა!! გთხოვ!
მუსიკის ხმაში ვცდილობდი, ანდრეს ჩემი ხმა ოდნავ მაინც გაეგონა.
დაბნეული მიყურებდა.
მერე ჩემი აცრემლებული თვალები შენიშნა და მიხვდა.
მზარავდა, იქ შესვლა.
მაგიჟებდა, იმის გააზრება, რომ
იქ შეიძლებოდა ისევ ბომბი დამხვედროდა.
ლეტი არსად ჩანდა.
ანდრემ წელზე ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა.
ტუჩები ყურთან მომიტანა:
-ნუ გეშინია... ნუ გეშინია. მოდი, ასე ვქნათ. ეხა ვიცეკვოთ და თან ხალხში გავერიოთ. ლეტის აუცილებლად დავინახავთ.
დიჯეიმ ენერგიული მუსიკა, Wild Thoughts-ით შეცვალა, რომ გახურებული მოცეკვავეები ოდნავ დაწყნარებულიყვნენ.
ანდრეს მთელი ძალით ვყავდი სხეულზე აკრული.
ვგრძნობდი, მისი ცხელი სუნთქვისგან, მალე გონებას დავკარგავდი...
ნაცნობი ტატუ რომ არ შემენიშნა.
-ანდრე... ანდრე, მარჯვნივ. ან...დრე...
ანდრემ წყნარად შემიშვა ხელი და ცეკვა-ცეკვით ერთ-ერთ მოცეკვავე წყვილს მივუახლოვდით.
ანდრე ბიჭისკენ გადაიხარა და რაღაც უთხრა.
ბიჭს თვალები გაუფართოვდა და ისინიც ცეკვა-ცეკვით სხვა წყვილისკენ გაეშურნენ.
მერე მივხვდი.
ანდრე მათ აფრთხლებდა.
დავინახე, ლეტი ტუალეტში როგორ შევიდა.
კართან დავდექი და დავინახე, მისი შესვლის შემდეგ კიდევ ორი გოგონა შევიდა.
დაუფიქრებლად დავიძარი საპირფარეშოსკენ.
ანდრეს არ დავუნახივარ.
კარი ჩამოვგლიჯე და ონკანთან მდგარ ლეტის წავაწყდი.
ტიროდა.
ეს იყო სიმწრის ტირილი.
შავმანიკურიანი ფრჩხილებით ლოყებს იხოკავდა.
მუსიკის და ხმაურის გამო, მისი ტირილის ხმა არ მესმოდა.
მხოლოდ, სარკეში ვხედავდი მის ანარეკლს.
თითები თმებში შეიცურა და მგონი ქაჩავდა.
კიოდა.
ხმა არ მესმოდა.
ვგრძნობდი.
ვგრძნობდი ვიბრაციას, რომელიც მისი კივილიდან მოდიოდა.
საპირფარეშოს კარი დაიხურა და ხმაურიც ოდნავ მიჩუმდა.
მისი სიტყვების გარჩევაც უფრო მოხერხდა:
-ვინ ხარ... შენ ვინ ხარ...
ღრიალებდა ლეტი და კაფელის კედელთან ნელ-ნელა იკეცებოდა.
-არ მინდა, არ მინდა, არა!!!!
გულის სიღრმეში, ალბათ უკიდურეს სიღრმეში...
შემეცოდა
და მერე
რატომღაც გულის რევა ვიგრძენი.
ნეგატიური ემოციებისგან, ალბათ.
მერე ანდრე შემოვიდა.
ტაქტიანად, ჩუმად აუხსნა ორ გოგოს, რომ გასულიყვნენ და ისინიც გავიდნენ.
სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა ლეტის და ის იყო, ხელი მხარზე უნდა ჩაევლო, რომ
ლეტი წამოხტა.
ვერც კი მივხვდი, ჩვენგენ ორი იარაღი ისე გამოიშვირა.


***
მართალი ყოფილა, სიკვდილის წინ მთელი ცხოვრება თვალწინ გირბენსო.
თან ტყუილიც.
მაგის დანახვას ნეტა ვინ ასწრებდა. სიკვდილის წინ მოგონებების გახსენების ნაცვლად, უნდა იბრძოდე.
***

-ლეტი...
დაიკივლა.
-ხმა!
ანდრეს გაეცინა.
-რა გაჭყავლებს გოგო, საშობაო გოჭივით რა იყო.
გაკვირვებულმა გავხედე ანდრეს.
რა დროს სიცილი იყო!
-ლეტი, მომისმინე გთხოვ... შენ ეს არ ხარ. წეღან...
ლეტიმ თვალები გადმოკარკლა, დაიღრიალა და სიმწრისგან გაისროლა.
არა, ჩემსკენ არა.
ბრმად.
ტყვია ერთ-ერთ ონკანს მოხვდა და ჩაილეწა.
ავკივლდი.
ანდრე ჩემკენ გამოიწია, როცა ლეტიმ იარაღით ანიშნა:
-უკან დაბრუნდი!
ანდრემ ხელები ოდნავ ასწია.
მთელი ტანით ვკანკალებდი. ხელი ციებიანივით მითრთოდა.
-რა ჯანდაბა გჭირს, ადამიანო. სწორ და არასწორ მხარეებს ვერ არჩევ?! დებილი ხარ?
ლეტი სულელივით უყურებდა.
-შენ თვითონ ხო არ ხარ დებილი?! შენ შეყვარებულთან იარაღით ვდგევარ, კრეტინო! შენ კიდე აქ, მორალის მიკითხავ? მე შენს ადგილზე სწორი და არასწორი მხარეების ახსნას არ დავიწყებდი, შენ თვითონაც ჩემ გვერდით იდექი, ანდრეა. თან რამდენი ხანი.
ანდრე გაჩუმდა.
-ლეტი... მომისმინე, ჰო? შენი მთავარი მიზანი ჩვენი შეშინებაა. მე მეშინია, ლეტი. ძალიან მეშინია. შენსას მიაღწიე უკვე. ლეტი, გთხოვ რა. შეეშვი ამ ხალხს. არ ხარ ეგ შენ. არ გესმის? რატო მახსნევინებ რაღაც სისულელეს!
-ნუ ლაპარაკობ!
ხმამაღლა დაიკივლა.
სიჩუმე ჩამოწვა.
ტყვიამოხვედრული ონკანიდან წყალი შადრევანივით მოხეთქავდა.
ანდრე თვალებით მანიშნებდა, ნუ ნერვიულობო.
ლეტიმ ტელეფონი ისე ამოიღო რომ ერთი იარაღი ჩვენთვის არ მოუშორებია.
ანდრე ჩემკენ ვერ იწეოდა, ლეტიმ იარაღი ჩემკენ გამოიშვირა.
სადღაც დარეკა.
-ალიო, ბოს. აქ მყავს ორივე.
ანდრე რაღაცის მინიშნებას ცდილობდა.
თავს ზემოთ თითს წრეზე ატრიალებდა.
-კი მაგრამ რატომ?!
თვალებით გამუდმებით ვეკითხებოდი, თუ რა უნდოდა.
-ბარემ აქ მყავს და მოვიშორებ ორივეს!
ვერაფრით მივხვდი, სანამ ხელითაც არ მანიშნა.
1...1...2...
-კარგით ბოს. ყველაფერს მოვაგვარებ.
აჰ, ანდრე პოლიციაში დარეკვას მთხოვდა.
უკანა ჯიბიდან ტელეფონი ჩუმად ამოვაძვრინე.
ხელები ისეთი ოფლიანი მქონდა, მეშინოდა, მობილური ხელიდან არ გამცურებოდა.
ანდრე ოდნავ მიღიმოდა და თავს მიქნევდა.
ნომერი ავკრიფე და როცა ყურმილი აიღეს ანდრეს თავი დავუქნიე.
ანდრე ლეტისკენ მოზომილი ნაბიჯებით წავიდა.
ლეტი აკივლდა.
-აღარ გადმოდგა ნაბიჯი, თორემ სულს გაგაცხობინებ! და შენს კრეტინ შეყვარებულსაც ზედ დაგაკლავ! იარაღს ვერ ხედავ? ნუ ესეთი იდიოტები ხართ? მართლა არ გეშინიათ? შენს შეყვარებულს ეშინია, ანდრეა.
მოდი აქ.
-ლეტი, გთხოვ... გაიგე... არ ღირს ვიღაცის ნათქვამის გამო ამდენი ხალხის ხოცვა... უნივერსიტეტის დაბომბვა საკმარისი არ იყო?! ის ორი გოგო საკმარისი არ იყო?! ის ორი ნაწილებად დაშლილი გოგო არ გეყო?! ან პრემიერი არ იყო საკმარისი?! ლეტი, ისინი გატყუებენ. გაჯერებენ, რომ გმირი ხარ. ლეტი, გმირი არ ხარ! ვერც ვერასდროს იქნები! გმირებმა სწორი მხარე იციან!
მეცოდები, ძალიან მეცოდები.
შენ შეგიძლია იმის გაკეთება, რაც ანდრემ გააკეთა და მაინც იმ ბინძურ მხარეზე რჩები!
-არ გესმის, შე ბო*ო, არაფერი არ გესმის... ყველას მომიკლავენ, შე ძუ**ა! არ გესმის და ვერც ვერასდროს გაიგებ. შენ არასდროს არ გამოგიგზავნიან ვიდეოს, სადაც ვიღაც ნიღბიანი კაცი დედაშენის ყელთან დანით დგას და მისი გამოჭრით გემუქრება თუ იმას არ გააკეთებ, რასაც დაგავალებენ.
შენ და-ძმები გყავს?! იცი, როგორია მაგათი სიკვდილით რო გემუქრებიან?! არ იცი, შე იდიოტო და გაჩუმდი!
უნდა მოგკლა, არ გესმის? თორემ ის მომიკლავს ყველას.
ლეტი ტიროდა.
ანდრემ ნელა ჩაავლო იარაღში ხელი და დაბლა დააწევინა.
დრო ვიხელთე და ტელეფონში ჩუმად ვთქვი, "ლა ლუნა".
ლეტი ანდრეს არ შეწინააღმდეგებია.
-არ ღირს ლეტი... ჩვენ ყველაფერს გამოვასწორებთ... პოლიციას ვეტყვით, რომ ამ მომენტში ასეა საჭირო. ვეტყვით, რომ გაავრცელონ, ვითომ...
მეც თავს ვუქნევდი.
-შენ შენს ბოსსაც იგივეს ეტყვი.
ლეტი თავს აქნევდა.
-მომიკლავენ... ყველას მომიკლავენ...
ანდრემ ლეტი ძლიერად შეანჯღრია.
-შენ ჩვენთან უნდა იყო. ვერავის ვერაფერს ვერ უზამენ. მთავარია, შენი ოჯახი მოვარიდოთ ამ ამბებს. გესმის?
ლეტი თავს მორჩილად უქნევდა.
-მე მოვკლავ იმ დაჯგუფების ლიდერს.
მტკიცედ თქვა და ორივე ჩვენგანის გაკვირვებული მზერა მიიღო პასუხად.
-ჰო, მე მოვკლავ. იმიტომ, რომ ძალიან ღრმად შეტოპა.



№1  offline წევრი Kalina

ჩემი მუზა ნელ-ნელა მოდის უკან ^_^
ეს არის რაც დავიჭირე

და გულწრფელად მაინტერესებს, ჩემი მკითხველის ასაკი<3
რამდენი წლის ხართ? ^_^
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2  offline წევრი Kalina

ლუნი.
ეს თავი წავიკითხე და დაკომენატრება დამავიწყდა, ან არ საიტმა არ დადო.
მოკლედ..
ისეთ ადგილას ხარ რო არ ვიცი რა ვთქვა
გაჭედილი ვართ ერთ სივრცეში.
ამ თავს არაუშავდა.
მეტს ვერაფერს კი არა არაფერს ვიტყვი
შემდეგ თავს ველოდები.
შემდეგში აუცილებლად ვიტყვი რასაც ვფიქრობ❤


მადლობა, ლუნი! ♥️
ვეცდები, ისეთი საზიზღარი თავი აღარ დავდო.
ხო ხვდები.

ხო, სხვათაშორის ჯაფარას კომენტარიც წამიშალეს.
რა მოხდა, არ ვიცი.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent