შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჟურნალისტო! შარში ხარ...(თავი 5)


7-09-2017, 22:26
ავტორი Yagami
ნანახია 3 251

დილით ტელეფონის ხმას მოვყავარ გონს, ვფიზლდები თუ არა საშინელ თავის ტკივილს ვგრძნობ, ამდენი არ უნდა დამელია თან ისე რომ უთასმო ფეხსაცმელიც ვერ გავიხადა ჩემით. შუბლს ვისრეს და ტელეფონს ვპასუხობ.
-სად ხარ გოგო?! სახლში რატო არ გდიხარ?! სად დაეთრევი ჰა?!-მარიამის ხმა ჩემს თავში ექოდ ისმის და ისეთი შეგრძნება მებადება, რომ თავში უროს მირტყავენ.
-ვაიმე ჩამოხვები ბურთი?-მინდა მომავალ დაკითხვას გავექცე, ამიტომ თემის შეცვლავ ვცდილობ, მაგრამ ვინ გაცლის.
-ჩამოვედი კი არა, სად ჯანდაბაში ხარ? თეოს დავურეკე არ ვიციო! ლიას ვკითხე შენ მეზობელს არ მოსულა გუშინო! სად დაეთრევი გოგო ღამე? ვინმე მაინც გყავდეს მივხვდებოდი სად ხარ, მაგრამ რამე, რომ მოგსვლოდა, მერე რა ვქნა მე? სად მიშოვა ახალი ნათვია ჩემი შვილისთვის?-ესე სწრაფად და ხმამაღლა მიყვირის, რომ ნახევარის გააზრებას ვერ ვასწრებ.
-აუ მარი ეხლა ვარ პახმელიაზე და ნუ მიყვირიხარ შენი ჭირი მე რა-ზოზინით ვდგები, თავზე ხელს ვისმე და ფანჯარასთან მოსულ მზეს შევცქერი.
-რა პახმელიაზე ხარ?! ვაიმე, ლეა შენ კუბოს დავდგავ მაცადე! ეხლა ჩქარა მოდი სახლში დებილივით, რომ ვდგავარ უკვე ნახევარი საათია და გემოდები! და რო მოხვალ დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ ქალბატონო!-ცოფებს ყრის და ყურმის კიდებს. გაბრაზებული მარიამის ყოველთვის მოშინოდა, ჯერ კიდევ პატარები რომ ვიყავით ისეთი საშინელი გაბრაზება იცოდა მდე ვივყავდით მე და თეო. მარიამი და თეო ტყუპები არიან, მაგრამ სულ სხვანაირი ხასიათები აქვთ, ღმერთმა დაიფაროს ყველა ის ადამიანი რომელიც თეოს აწყენინებს მარიამი ცოცხლად შეჭამს, მაგრამ თუ ვინმე მოეწონა თან გადაყება.
ლოგინზე მოწყვეტით ვეცემი და თავბრუს ხვევის გავლას უშედეგოდ ველოდები.
-აუ რა სირცხვილია ეხლა იქ როგორ ჩავიდე?!-ვბურტყუნებ ჩემთვის, ვიწევი და ფეხსაცმელს ვიცმევ. კარებს ვაღებ თუ არა, აქეთ-იქით ვიხედები არ მინდა, რომ ნორა დეიდამ დამინახოს, იქნება მოვასწრო და სანამ გაიღვიძებს მანამდე წავიდე. კიბეებზე ძალიან ჩუმად ჩავდივარ, მაგრამ ზურგზე შეხებას ვგრძნობ და შეშინებული ვხტები.
-სად მიიპარაბი?-სიცილნარევი ხმით მეუბნება ლევანი ზურგს უკან, სახეს ვმანჭავ და უკან ვიხედები, აი საოცრებაც. ლევანი წელ ზევით შიშველი დგას, კუბიკები ესე კარგად აქ სხეულზე, რომ ეხლა დიდი სიამოვნეით შევეხებოდი. თვალის აცილებას არც კი ვცდილობ ისე ვდგავარ და მის პრესებს ვაშტერდები, აპოლონია? ღმერთო, რა განიერი მხრები და დაძარღვული ხელები აქ. მე ლევანის უზადო სხეულს ვათვარიელებ ის კი მეტი ეფექტისთვის ერთი ნაბიჭს დგავს და უფრო ახლოს მოდის, სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებს, კიდევ ერთი ნაბიჯი, რომ გადმოდგას პირდაპირ მის მკერდს დავეტაკები ცხვირით.
-დამუნჯდი?-ირონია ეპარება ხმაში, მაგრამ მე მის სხეულს თავს არ ვაცილებ ამაზე კი ეცინება-რომ გკითხო არ მოგწონვარ და რავი კი მაშტერდები.
-მერე ვინ გითხრა, რომ შენ მომწონხარ? მე ეს უკანონო მიშენებები მომწონს-არ ვუმალავ და სიმართლეს ვეუბნები.
-იცი რა მაგარია? გოგობს ძალიან მოწონთ, რომ ეხებიან-გამომწვევად მეუბნება და ზემოდან დამცქერის. დამპალი! რა უნდა ეხლა ავახიო ესენი, სახლში წავიღო და მერე ტყლარჭივით ვითმაშო ხოლმე?! არა, რა გონია ვერ ვიზავ?!
-მართლა? და რო შევეხო მერე შენ კარგად იქნები? წნევა ხომ არ აგიფანფალდება? -არც მე ვაკლებ ირონიას და გამომცდემ მზერას ვესვერი.
-შენზე უფრო ლამაზებიც შეხებიან და ჯერ კიდევ კარგად არიან, შენ რა უნდა უქნა?-სიცილით მეუბნება, ეხლა თუ არ შევახმო ეს ღიმილი ნახეთ. ჯერ კიდევ კიბეებზე მდგარი მას ერთი საფეხურით ვიახლოვდები და მის გაფითრებულ, გაოცებულ სახეს ვაიგნორებ, მხოლოდ თვალებში ვუყურებ. ერთ ხელს კისერზე ვხვევ, მის დახორკლილ კანს, რომ ვეხები სხეულში უცნაურად მცრის, არ ვიცი თითქონს მომწონს კიდევ ეს შეგრძნება, მაგრამ არ ვიმჩნევ საკუთარი თავით გამოწვეულ დაბნეულობას და მეორე ხელს მხარზე ვუსმევ, თითებს კი მის კისერზე ვათამაშებ. კანი ეხორკლება, ერთიანად იძაბება, სუნთქვა უხშირდება და უმძიმდება. ვგრძნობ, რომ ჩერდება მის ვენებში სისხლი, შუბლზე ძარღვები ამოსდის და თვალებში გაოგნებული ჩამშტერებია. გულის ცემა მიჩქარდება, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ, მის საოცარი ფერის თვალებში ვიკარგები, ცოტა ხანი ისიც კი მავიწყდება რა უნდა მექნა. მის ხელს პატარაზე შეხებას, რომ ვგრძნობ წელზე პულსი უკონტოლო მიხდება და სუნთქვა მიჭირს, მაგრამ გონს მოვდივარ სახე მის ყურეთან მიმაქ და ჩუმი ამღვრეული ხმით ჩავრჩურჩულებ.
-როგორც ჩანს ჯერ ესე არ შეგხებიან არა?-იყინება, ზუსტად ხუთი წამი ასე ვჩერდები, მაგრამ მერე ძალიან ნელა ვშორდები და კიბეებზე ჩავდივარ. როგორ არ მინდოდა, რომ ეს იდილია დამერღვია, მაგრამ ესე რომ ცოტა დიდხანს გავჩერებულიყავი, ლევანის რა გითხრათ, მაგრამ მე ნამდვილად ვიზავდი რაღაც სისულელეს. მისაღებში შევდივარ, იქვე დადებულ ჩემ ნივთებს ვკიდებ ხელს და უკან ვბრინდები, შებრუნებისას ლევანის გაგიჟებულ სახეს ვაწყდები, რომელიც ჩემსკენ მოიწევს, ხელს მავლებს და კედელზე მაკრავს. თავბრუ მესხმის, ოდნავ მიბინდდება თვალებში, მაგრამ ამაზე მეტად ლევანის სუნთქვა უფრო მაბნევს თავბრუს, სახე ძალიან ახლოს აქ მოტანილი და ყურთან ჩამჩურჩულა;
-ესე აღარასდროს მოიქცე თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ-კბილებ შორის ამღვრეული და ჩამწყდარი ხმით გაცრა. დაბნეული ვიდექი, მაგრამ მერე გავაანალიზე, რომ ამით მხოლოდ მის წისვილზე მოვასხავდი წყალს, ამიტომ მომცილდა თუ არა გვეულირად დასისინე.
-შენ არ თქვი ჯერ არც ერთ ქალს არ მოუხდენია ჩემზე გავლენაო? თუ ამ დღეებში ქალების უკმარისობა გაქვთ ბატონო ლევან?-ირონიულად ვუთხარი და გვერდი გამარჯვებულად გავკარი-მე რატომ ვიმოქმედე ისე? დარწმუნებული ვარ, ამაზე მეტიც უკადრებიათ თქვენთვის და თქვენ თუ სულ ესე ქვავდებით.... არ ვიცი.
-კიდევ ერთხელ ქენი ეგრე და მერე ნახე ვინ იქნება გაქვავებული-თავმომწონედ მიაბიჯებს სამზარეულოსკენ.
-დამაინტრიგა-ნიშნის მოგებით ვპასუხობ და მოსაცმელს ვიცმევ, ხელების მოძრაობაზე ისე მტკივდება თავი, რომ ლამისაა გამისკდეს, ხელს თავზე ვივლებ ისე რომ ვერ შეამჩნიოს ამ ბატონმა ჟირაფმა, მაგრამ მხედას და ეცინება.
-ამას გამოწვევად მივიღებ... მაგ ინტრიგასაც, როგორ მოგიხსნი შენ არ იცი-მეუბნება და მაგიდაზე უკნიდან ხელებს ისე დებს გადაწოლილს უფრო გავს, მაგრამ რა გინდა იცის ბიჭმა რა პოზაში უნდა დადგეს, რომ უფრო გამომწვევად ჩანდეს.
-მაგ პოზებს დიდიხანი ამუღამებდი?-ცალ ყბა ღიმილით ვეკითხები კმაყოპილ ჟირაფს, რომელიც აშკარად ხვდება, რომ მის დგომას ვაკირდები.
-არა, თავისით მოდის.. რაო მოგვეწონაო?-ნათქვამს ირონის არ აკლებს ეს იხტინოზავრი.
-გამაგიჟა-თვალებს მოწონების ნიშნად ვატრიალებ და ქვედა ტუჩზე ვიკბენ-შეგიძლია ყოველ დილა ესეთი დამხვდე აივანზე.
-ტუჩებს ეგრე ნუ უშვები-მეუნება მკაცრი ხმით.
-რატოო? ერთმა ბიჭმა მითხრა ძალიან მომწონს ეგრე რო შვებიო-ცოტა წამაიმუნება გადავწყვიტე და ნეტა მისი გაბრაზებული სახე გენახათ, შუბლ შეკრული იდგა და მიყურებდა.
-მოუტყუებიხარ-მკვახედ მეუბნება და ყავას სვავს.
-მეწყინა-ცრემლს ვიწმინდავ, მაგრამ მერე ვსერიოზულდები-კაი მე უნდა წავიდე მელოდებიან-მოლოდებაინზე ისე ცქვეტს ყურებს მის ესეთ რეაქციაზე მეცინება.
-ვინ?
-რა შენი საქმეა ერთი? მე უპატრონო კი არა ვარ, რო არ მივდივარ სახლში სულ იგებს და მაკითხავს... და ნუ მაცდენ რა მეჩქარება-კარებს ვაღებ და უკვე უნდა გავიდე ის რომ მაჩერებს.
-მაიცადე მეც მოვდივარ და ბარემ გაგიყვან.
-ხო მიდი მაშინ თორე შემიჭამს ტვინს-იწევა და კიბეებზე ზოზინით ადის-მეჩქარება მეთქი-მკაცრად ვამბობ, მაგრამ ვინ გისმენს მაინც ისე ადის. სკამზე ვჯდები და ოცი წუთი ესე ვზივარ, მერე კი ნერვები მეშლება და ლევანის კარებზე ვუბრახუნებ.
-რას შვები ამდენი ხანი?
-შემოდი რა ერთი წუთით-ლევანის მუდარის სავსე ხმა მესმის და მეც ინტრიგაში მყოფი ვაღებ კარებს, ლევანის ხელში კარები უჭირაბს.
-რა ქენი?-გაუცებული ვუყურებ.
-გაღებას ვცდილობდი-შეშფოთებული მეონება და მის ხელში მყოფ კარადის კარებს აკვირდება.
-კაი არაუშავს ჩაისმება-სიცილი მიტყდება, მაგრამ ის მიყურებს სერიოზული სახით.
-ნორა მომკლავს ეს მისი მზითვების მშვენება იყო და არ გაკეთდება, რადგან სპეც დაკვეთით გააკეთებინეს და ესეთებს საერთოდ ვერსად ნახავ-მეუბნება ხის უზარმაზარ კარადაზე, კარადა პატარ-პატარა ორნამენტებით იყო მოჩუქურთმებული.
-რა არის მასში ესეთი ძვირფასი? არა, კი ლამაზია , მაგრამ..
-მოდი აქ-ხელს მიქნევს, რომ მასთან მივიდე, მეც ვემორჩილები და გვერდით ვუდგები-შეხედე-მანიშნებს ორნამენტებზე-ესენი ბებიაჩემის საგვარეულოს თითვეული წევრის ნამუშევრებია, მასზე ყველას სახელია დატანილი. ესეთი ტრადიცია გვაქ თუ ოჯახში უფროსი შვილი გათხოვდება ან ცოლს მოიყვანს ეს კარადა მათ გადაეცემა. ნორას ოჯახში კი ის იყო მარტო, ამიტომ მას გადაეცა, ეს კარადა და ის... უკვე 2 საუკუნისაა-გაოცებისგან პირს ვაღებ.
-ანუ შენ იმის თქმა გინდა რომ საგვარეულო ნივთი გააფუჭე, რომელიც ისტორილ გადმონაშთათაც შეიძლება მოვიხსენით?-დარცხვენილი მიქნევს თავს-საერთოდ რა გინდოდა ამ ოთახში?
-აბა შენ ოთახში შენ გეძინადა-ისე მეუბნება ეხლა პანიკაში რომ არ ვიყო მეც ავყვებოდი ხუმრობაში, მაგრამ რა დროს ეგაა.
-კარგი მოიცადე მაშინ ეს ხომ უკვე მამაშენს ეკუთვნის არა?-იბნევა.
-არა ერთ თაობას ტოვებს და ისე გადაეცემა.
-ანუ შენია? აბა რაღაც მაწვალებ?
-მერე მე ცოლი მყავს?-წარბებს მიქაჩავს ლევანი.
-მერე მოიყვანე!
-...მოიცა-ალმაცერად მიყურებს და თავიდან ფეხებამდე მათვარიელებს-შენ თავს მთავაზობ?-ამის თქმა და ჩემი ხარხარი ერთია.
-ვაიმე ლევან არ მომწონ ხარ მეთქი, ვერ გიტან არ მითქვია. ესეც ვერ გაგიმეტებ რო ჩემი თავი შემოგთავაზო-უკმაყოფილოდ დამცქერის ზევიდან.
-რა იყო ესეთი ცუდი ცოლი იქნები?
-საშინელი-ხაზგასმით ვამბობ-აბა რა უნდა ვქნათ?-ცოტა ხანი დაბნეული იყურება მერე კი სახე ერთიანას იცინის.
-მოვიფიქრე, მაგრამ არ გადახვიდე ჭკუიდან...
-თუ იცი რო გადავალ რაღას მოფრთხილებ-სიცილით ვეუბნები.
-ანუ... ნორას ვეტყვი, რომ შენ ეს კარადა ძალიან მოგეწონა....
-და რატო უნდა მომცეს მე საგვარეულო ნივთი?-არაფრის მთქმელი გამომეტყველებით ვეუბნები და თვალებს ვატრიალებ.
-მომისმინე! და თან დავაყოლებ, რომ... მიყვარხარ-ისეთი დამორცხვილი სახით მიყურებს ვიბნევი და ვერ ვაანალიზებ რა მითხრა.
-და... მაინც რას უშველის ეს?... რატო მომცემს?
-რადგან თუ ვიტყვი, რომ მიყარხარ დამიჯერებს...ამჯერად მაინც-ბოლოს ჩუმი სევდიანი ხმით აყოლებს მე, რომ ვერ გავიგო, მაგრამ მაინც წვდება მისი სიტყვები ჩემ ყურს, რა თქმა უნდა არ ვიმჩნევ.
-სცადე, მაგრამ ამ კარანის შეკეთება მაინც უნდა შეძლო, რადგან 2 კვირის შემდეგ უნდა უთხრა გადამიყვარდაო და უკან დაუბრუნო-ჩემ წყნარ ხმაზე იბნევა და გამომცდელად მიყურებს.
-უკვე მგონია, რომ გესიამოვნა რაც ეხლა შემოგთავაზე.
-არა, მაგრამ სხვა რა უნდა მექნა?-სიცილი მეპარება ხმაში-ღმერთო მცხვენია არ უთხრა რო გიყვარვარ? ნუ დარდობ შენ მაგაზე, რო მომკლა ვერ დამაჯერებ რო ვიღაც დადის დედამიწაზე ვისაც ვეყვარები-სიცილი უფრო კაკანში გადამდის, ლევანის მხარზე ვურტყავ ხელს და ოთახიდან გამოვდივა, კიბეებზე ჩავრბივარ, კარებს ვაღებ და ლევანის მანქანაში ვჯდები. ათ წუთში ლევანიც ჩნდება, რომელსაც უკან გახარებული სახით ნორა მოყვება, მანქანასთან მოდის და გულში კიდევ ერთხელ მაგრა მიხუტებს. ბედნიერებით აღვსილი ჩემი სხეულს არ სწადის მისი გაშვება, დიდი ხნის განმავლობაში ვდგავარ და საოცრად თბილ სხეულ ვეხუტები, მერე კი ვშორდები და თვალებში ვუყურებ, მხოლოდ ეხლა ვამჩნევ, რომ ლევანის მისი თვალები აქ.
-ვაიმე არ ვიცი შვილო რა ვთქვა, ესეთ ბედნიერებას თუ მოვესწრებოდი შენ რა ყოფილხარ, რა გამიგიჟე ეს ბიჭი-მის სიტყვებზე მუცელში რაღაც მწყდება, რადგან მას სულ სხვა რამ გონია და სწორედ ამიტომ მექცევა ასე თბილად, ნეტა რომ გაიგებ რომ ერთად არ ვართ კიდე ესე ჩამეხუტება?
-რაზე ლაპარაკობთ-ვითომ ვერ ვხვდები დაბნეული ვუყურებ, ჯერ მომღიმარ ლევანს, მერე კი მოსკისკისე ნორას.
-ვაიმე შენ არ ჩაქრი-ხელს ოდნავ აქევს ჰაერში და უფრო მოგუდულად კისკისებს, ამხელა ქალი ისე საყვარლად კისკისებს დიდი სიამოვნების გავუწელდი ამ რბლის ლოყებს-კაი შვილებო წადით, მაგრამ არ დაივიწყოთ, თორე არ გაპატიებთ არც ერთს, შენ კიდე მოდი და წაიღე ის ჩვენი კარადა-ჩვენ კარადაზე რაღაც უცნაურად ასვავს ხაზს და უფრო გულიანად კისკისებს, მგონი რაღაც ვერაა რიგზე რამე სხვა ხო არ უთხრა? გაკვირვებული ვუყურებ ლევანის, ის კი არც მიმჩნევს. „გაჩვენებ შენ როგორია ჩემი დაიგნორება“
-რა სისულელეა თქვენს თავს რა დამავიწყებს, კარგად-ვემშვიდობები და მანქანაში ვჯდები. ლევანი მანქანას ძრავს და სულ რამდენიმე წუთში ისევ ქალაქში ვბურნდებით, არ მინდა დებილი გამოვჩნდე და რამე, მაგრამ მაინც უნდა ვკითხო.
-ლევან...
-ჰა?-არც მიუყურებს ისე მპასუხობს.
-შენ შემთხვევით სხვა რამე ხო არ უთხარი ნორას?
-ჰა? არა, რატო ფიქრობს ესე?-გზას გაყურებს და ჩემსკენ არ უყურება, მაგრამ მისი ცალ ყბა ღიმილი მაინც ჩანს ფანჯრიდან.
-რავიცი, მგონი სხვა რამე უთხარი, აბა კარგად დაფიქრდი.
-არა, დარწმუნებული ვარ, რომ ის ვუთხარი.
-კარგი, მაგრამ გავიგო რაღაც დებილოდა მოთხარე ვერ გადამირჩები-თითი დემონსტრაციულად მიმაქ მის სახესთან, ის კი ჩემკენ იწევა და მტბენს, ცოტა კვნესა ამომხდა.
-რა გჭირს დღეს რა აგრზდებული ხარ, დაურეკე რა იმ შენ რუსს თორე დგეს ნაწილებად დაფშხვნილი მიგიყვან სახლში-ვუმუქრები, მაგრამ ხმაში სიცილის ელემენტები მერევა და ისიც არ იღბს ამ მუქარას.
-ისე საიდან მოიტანე, რომ შენ ნორასთნ მიყვანას კიდე ვაპირებ ესეც, იმიტომ მიგიყვანე, რომ გაბრაზებული იყავი, მეტჯერ არ ვაპირებ-ირონიულად გამომხედა.
-შენ ვინ გეკითხება მერე-გაკვირვებული ვიყურები-შენ არც დაგიპატიჭებივარ მეორეჯერ მან დამპატიჭა, შენ საერთოდ ვისთან ხარ?
-ეჰ მე, რომ არ მეთქვა რას დაგპატიჟებდა-წაიბურტყუნა ჩუმად, რომ არ გამეგო, მაგრამ მაინც მოხვდა ის ჩემ ყურებს.
-რა? რამე მითხარი?
-არა, არაფერი-ლაღად მიპასუხა. ქალაქი ეხლა იღვიძებდა, მაგრამ მაინც იყო ხალხი ქუჩაში, მალე ჩვენ გარე უბანსაც მივუახლოვდით.
-ესე აქ რატო ცხოვრობ? მე მეგონა შენ სიმდიდრის და ლამაზი სახლების მოყვარული იყავი-არ ვმალავ და პირდაპირ ვეკითხები, ის კი იცინის.
-შენ ჯერ ჩემი სახლი შიგნიდან არ გინახავს თორე მაგას არ იტყოდი.
-შენ რა ჩემ შენ სახლში შეთრევას ცდილობ?-ვითომ აღშფოთებული ვეკითხები.
-ჯანდაბა როგორ მიხვდი-ირონის არ აკლებს ისიც, მაგრა მერე ორივეს ისტერიკული სიცილი აგვიტყდა, მალე მანქანა ჩემ სადარბაზოსთნ გააჩერა და გადასვლილას მომაძახა.
-ამოგაკითხავ მალე და გაემზადე, ერთი კამფეტივით იმფორმაცია მაქ შენთვია.
-ნუ მაინტრიგებ, მერე მთელი დღე მაგაზე უნდა ვიფიქრო-ვებუზღუნები და ისე შევდივარ სადარბაზოში, მაგრამ მისი ხარხარი კარგად მესმის, ლიფტში შევდივარ, ცხრიანს ვაჭერ და წინასწან ვიწყებ ლოცვას, რომ მარიამი ისე არ ჩართვება , როგორც იცის ხოლმე. ლიფტის კარები იღება, მეც პირჯვარს ვიჭერ და გავდვარ, ჩემი სახლის კარებთან მარიამი წარბ შეკრული დგას, ხელი გადაუჯვარედინებია და ისეთი საყვარეულია ლამისაა შევწამო. ორსულობამ ცოტა წონაშიც მოამატებინა და უფრო გამიფულდა, არა არც მაშინ იყო ჩხირი, მაგრამ ეხლა უფრო გაიბერა და უფრო მოემატა ლოყებზე უკანონო მიშენებები.
-ვაიმე, მარიამ როგორ მომენატრე-ჩახუტება მინდა, რომ მაჩერებს და კატეგორიული სახით მიყურებს.
-კარები გააღე-ისეთი სახით მიყურებს, რომ აშკარად ვიცი კარგი დღე არ მელოდება! კარებს ვაღებ, შიგნით ისე ვარდება გააზრებასაც ვერ ვასწრებ, მერე ბრუნდება ხელს მავლებს სახლში შემათრევს და დივანზე მაგდებს.
-სად იყავი გოგო?! ამდენი ხანია აქ ვდგავარ და გელოდები შე უნამუსო ადამიანო! ისე რო იცოდე ზამთარია და ცივა! გავიყინე, გავითოშე, ფეხებს ვერ ვგრძნობ! და საერთოდ რატო ცივა აქ ესე?! ან შენ რატო გაცვია ესე თხლად?! გინდა გაცივდე! ვაიმე ეხლა წადი და რამე შენი თბილი სვიტრი მომიტანე, რომ გავთბე პიტნის ჩაიც მოაყოლე, თორე რო გავციცვდე ვერ გადამირჩები!-დარცხვენილი ვდგები და ჩემ ყველაზე თბილ სტიტერს ვაძლევ, რომელსაც ირმები ახატია რა საყვარელია. მისი ჩაცმის ყურება ერთი სიამოვნება რა, ჯერ რა წვალებით ააქ ხელენი მაღლა და რა წვალებით იცმევს თავზე, მერე იღლება და ჯდება მარტო თავზე წამოფხატებული სვიტერით, მეცინება და მე ვეხმარები ჩაცმაში.
-ჩაი გამიკეთე რა-ხმა უთბება და ინაბება, მეღიმება, კუზნაში გავდივარ და მალე ხელში ორი ფინჯნით ვბრუნდები, მარიამს სვიტრის გარედან დიდი ჟაკეტი მოეცვა, ამის გარედან კი პლედი მოეხურებინა, ჭიქებს ვდგავ და გერდით ვუჯდები.
-ესე რატო ცივა შენთან?-ისეთი თბილი ხმით მეუბნება ვხვდები, რომ უკვე მაპატია, თავს მხარზე მაებს და რასაც ქვია „მეკუტნება“.
-არ მაქ გათბობა ჩართული, მაგრამ შენ გამო ჩავრთე-თმაზე ვეფერები და ისიც მადნება ხელებში, თმებზე მოფერება ბავშვობიდან მისი სუსტი წერტილია, როდესაც ბრაზდებოდა საკმარისი იყო თმაზე მოფერებოდი და ეგრევე დნებოდა.
-გიჟი ხარ რა... აუ სად იყავი იცი როგორ ვინერვიულე სახლში, რომ არ დამხვდი, ლამის გული წამივიდა რამე ხომ არ მოუვიდა მეთქი.
-ოო კარგი რა ვინ რას დამიშავებს ერთი.
-ლეა-ოდნავ გაიმკაცრა ხმა-სად იყავი აღარ მეტყვი?
-თავიდან მომიწებს დაწყება-ამოიოხრე და მერის ყველაფერი დაწვრილებით მოვუყუვი, თუ როგორ შემხვდა ლევანი ჯერ აინავნზე, მერე როგორ აღმოვჩნდი მისი პირადი ჟურნალისტი, ვუთხარი დედაჩემის და ჩემი ძმის ამბავი, მერე ანანოსი მივაბი, ლევანის მამას გაცნოვაზეც ვუთხარი, კიდევ ის ვუთხარი რომ ლევანი რაღაც საეჭვოს ექცეოდა გიორგის და ეჭვი მქონდა, რომ მისი ცემა მარტო იმ ბურთის ამბავი არ იყო, მერე კი ლევანს რომ წავყევი და იმანაც როგორ მიმიყვანა ნორასთან მერე, როგორ დავთვერი და შენდეგ როგორც იქნა ამ დილანდელზეც ვუმბე, ნეტა მისი სახე გენახათ როგორი შეშლილი სახით მიყურებდა, რომ ვუთხარი როგორ შემოვხვიე ხელი და როგორ ჩამადნა ხელებში.
-შენ სულ გაგიდი ხო?-აღშფოთება ვერ დამალა მარიმ-გოგო ჯერ კაი სახლში გაყევი, გაყევი, მაგრამ რამ დაგალევინა ამდენი, რომ ფეხზე ვერ გაიხადე, ან რამ გადაგრია და რას ეკეკლუცე იმ ბიჭს, თან შენი ამბავი, რომ ვიცი ისე აზავდი შეახმობდი იმ საცოდავს იქ. რო არ შემოგახია ყველაფერი არ გიკვირს?
-აუ კარგი რა-სიცილი ამიტყდა ეს ყველაფერი ესე სერიაზულად, რომ მიიღო-რომ ვგრძნობდე, რომ არასწორად ვიქცევი შენც იცი არ ვიზავდი, მაგრამ არაფერია დამიჯერე, მას მე ამ ორი კვირის შემდეგ სამუდამოდ დავავიწყდები და თუ გგონია, რომ ჩემ დაკერვას დაიწყებს ძალიან ცდები, რადგან მაგას უფრო ტუჩი გერლზები მოწონს, მე არც კი შემომხედავს შეიძლება ეხლა ვმაიმუნობ, მაგრამ კარგი რა ეგეც არ გადამერიოს.
-იცოდე ლეა, მე გაფრთხილებ შეგიყვარდება და მერე არ მეწუწუნო რა ვქნაო, ან იმას რომ შეუყვარდე არ თქვა მე რა ვიცოდიო, ესეთი ურთიერთბა, რომ ხელზე ბეჭედით მთავრდება ძალიან კარგად ვიცი-დამმოძღვრა მარიამა მე კი სიცილს ძლივს ვიკავებდი.
-კაი, კაი შენ რატო მოხვედი მარტო, იკა სადაა? ესე არ გამოგიშვებდა-იკა მისი ქმარია და ნეტა განახათ ეს ორი, მათი სიყვარული მართლაც, რომ ზღაპარია. მოკლედ, იკა სკოლაში ყველაზე განთქმული ბიჭი იყო და სულ ‘‘გამოსულ“ სასტავში იყო, მარი კი ზედმეტად ურეაქციო ბიჭების მიმართ, მაგრამ ერთ დღეს მეათე კლასში მიცხადებს, მგონი იკა მიყვარსო, რაღა მგონი, ამათ გარდა უკვე ყველა იცოდე ეგ და ამათ რა გაუხდათ? მოკლედ, მერიამი იკასთან ახლოს , რომ მოხვდებოდა ისე იბნოება, თვალები შუბლზე აგვდიოდა მე და თეოს. მარიამი რომელიც მთელი სკოლას აზანზარებდა იკასთან ისეთი ხდებოდა ანგელოზი მეგონებოდა, მაგრამ იკა რისი იკა იყო, ყველანაირად ცდილობდა მარიამთან ახლოს ყოფილიყო, რომ გაეწითლებინა მისი ორაზროვანი ხუმრობებით და გამოდიოდა კიდეც. სკოლა ისე დავამთავრეთ, ამ ორმა ვერ შეძლეს ერთად ყოფნა, რადგან იკა ბულგარეთში წავიდა სასწავლად, მარიამი უნდა გენახად იმ დღეებში იმდენს ტიროდა თვალები სულ ჩაწითლებული ქონდა, ძლივს ვაწყნარებდი ხოლმე. ამ ყველაფერს ის უფრო ძნელს ხდიდა, რომ მარიამს ერთი ბიჭი ძალიან აწუხებდა, სულ უკან დასდევდა და იკაზე უაზრობებს ეუბნებოდა, მერე მე დაველაპარაკე ერთ ჩემ მეგობარ ბიჭს და ვთხოვე რომ ეს საქმე მოეგვარებინა, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან უკვე ვიღაცას ძალიან „ეზრუნა“ მისთვის. სამი წლის განმავლობაში მარიამის სიახლოვეს ვერც ერთი ბიჭი ვერ დადიადა, ეს კი სულ წუწუნებდა ნახე, როგორ გავმახინჯდი დებილი გიგოც აღარ მკერავსო, მაგრამ მე ხო ვიცოდი ვინ აგვარებდა საქმეებს. მერე ერთ დღეს მე და მარი უნიდან მოვდიოდით წინ, რომ იკა აგვეტუზადა და მარი ლამის იქვე ჩამაკვდა. მერე რომ გაიგო ყველაფერი, არ ელაპარაკებოდა იკას, როგორ მაკონტროლებდა ამას შეხედეო, არადა როგორ მოწონდა ეს. ერთ დღეს ისეთი სახით მოვიდა შემეშინდა, იკამ ცოლობა მთხოვაო. მელევე შედგა ქორწილი და მალე გავიგეთ, რომ ნათლია ვხდებოდი, თან ორი ტყუპის, თეომ რო გაიგო ცოტა შეშინებული დადიაოდა მეც რო ტყუპები მყავდეს რა ვქნაო, მაგრამ მერე გადაუარა. შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ მარი და იკა მთელ ქალაქში საუკეთესო წყვილია. იკას ხუმრობებეზე გაწითლებული მარი საუკეთესო დასანახი იყო, მაგრამ მათი ჩხუბის მერე შერიგებას არაფერი ჯობს. ზოგჯერ მგონია, რომ იკა სპეციალურად უშლის ნერვებს, რომ მერე შეურიგდეს.
-არ მინდა იკაზე ლაპარაკი შენ მითხარი სხვა რამე-აბზუა ცხვირი და ფანჯარაში გაიხედა.
-დაიწყე მოყოლა-კომფოტულად მოვეწყე და მარიამის წიკვინისთვის მოვემზადე.
-არა, იცი რა არ მესმის?!-ფეხზე წამოხტა და აქეთ-იქით დაიწყო სირბილი-ორსულად ვარ ხო? რატო მიშლის მაშინ ესე ნერვებს რა უნდა? ია სულ ნერვებს მიშლის და რამეს, რომ ვთხოვ მომიტანე მეთქი აქამდე მახვეწნინებს სანამ არ გადამინდება, მერე? რას შველა იცი? რო აღარ მინდა დამპლურად მიტრიალებს თვალ წინ. ხო იცის, რომ აღარ მინდა რაღას მიშლის ნერვებს? არა როგორ არ მინდა, მაგრამ ხო არ ვეტყვი! მერ რას შვება უფრო მაქეზებს, რომ შევჭამო და გავსუქდე. ფუმფულა გოგო მინდა მეო, გიჟი არ არის ეხლა? თან ამ სიცივეში იცი რამდენს მატარებს, ბავშვებისთვის კაი იქნება დედას არ დაემსგავსებიან ბუშტიო, აი რა უნდა? მერე მოდის და იმდენი შოკოლადები და ტორტები მოაქ თავს ვერ ვიკავებ და ვჭამ ,მერე სულ მეუბნება ვეღარ დაიკებო! აი ძაან მომბეზრდა რა, მე ვარ ორსულად თუ ის სულ სხვადასხვა რამეებს, რომ მეუბნება?-ცოფებს ყრის, ბოლოს ტუჩები უკანკალებს და ტირილს იწყებს-ლეა...მგონი აღარ ვუყვარვარ, აუ რო აღარ ვუყვარდე და მერე განქორწინება, რომ მთხოვოს? რა უნდა ვქნა? მოვკვდები ეგ, რო წავიდეს და სხვასთნ იყოს-უკვე ბავშურ სლუკუნში გადადის. აუ მე რას აბღავლებს ეს ამხელა კაცი, ან რას იმალება ეხლა ამ კარების უკან და რას იგუდება სიცილით ? არ იცი რომ მეც გამეცინება!
-შემოდი რა შე კაცო თორე გაყარა ბავშვები ამდენი ტირილით-მარიამი ქვედა ტუჩ აბზეკილი მიყურებს და ვერ ვხვდება რას ვამბობ, მაგრამ მერე კარებში თავის მაღალ, დაკუნთულ და სიმპატიურ ქმარუკას, რომ ხედავს, რომელიც სიცილისგან არის ჩაბჟრებული.
-ამას აქ რა უნდა? მე არ მითქვამს რომ აქ მოვდიოდი! შენ უთხარი ხო?-გაბრაზებული მიყურებს სრულიად უდანაშაოლო არსებას.
-ვაიმე მარიამ-სიცილისგან წამოსულ ცრემლებს იწმენდს იკა და მარიამისკენ მიდის-შენ ტელეფონზე მაქ გააქტიურებული ჯი-პი-ეს-ი და სად ხარ და რას აკეთბ სულ ვიცი.
-მატყუებ-ცხვირს იბზუებს, მე კი უდარდელად მაქ ფეხი ფეხზე გადადებული და ყავას ვსვავ-ამან მიღალატა ხო?
-არა სულელო-იკა უახმოვდება და გაბუტულ მარიამის ჩახუტებას ცდილობს, მაგრამ ეს ქალბატონი არ უშვებს. არა, რო აკავებ, რას აკავებ? გაექცევი ამხელა ბიჭს სადმე თუ რა ერთი? იკა თვალებს ატრიალებს და მარის ხელში იტაცებს, მარიც კივის.
-დამსვი შე დებილო, იდიოტო დამსვი!... როგორ ბედავ საერთდ რო მეხები?-წივის მარი და ჰაერში იქნევს ხელებს, იკა კი ღიმილით დასცქერის.
-კაი, ბუსი წამოდი ეხლა-ეუბნება ხელში აყვანილი გაყავს კარებში. კიბეებისკენ რომ მიდის კივის მარი.
-სად მიგყავარ შე იდიოტო დაგივარდები.
-კაი რა სიმძიმეების აწევა დარბაზში, რომ არ მიწიოს სახლში არ მიზის დედამიწაზე ყველაზე მსუქანი ქალი-სიცილით ჩაბაკუნობს კიბეეზე, მარი უკივის დამსვიო მე კი წყნარი ღიმილით მივყვები უკან; „ნეტა მეც თუ მეღირსება ესეთი ადამიანი ცხოვრებაში?“ ვფიქროვ და რაღატომღაც ლევანის სახე მიდგება წინ, მეღიმება და თვს ვაქნევ იდიუტური აზრების თავიდან განდაფანტად.
-აუ რა წესია ეხლა ეს? მარი ხელში აყვანილი ჩადის, იკას ვერაფერს გრძნობ და მე რატო მოვდივარ ფეხით მეცხრე სართულიდან?-ვწუწუნებ ჩემთვისმ მაგრამ იკას ესმის და იცინის.
-იპოვე მერე შენც ვინმე როდემდე უნდა იდო ესე?
-ვაიმე მარი და ჩემი პატარა ძევაჩკები არ გეწიროს რო გკრავდი წიხლს.
-აი მაგაზე ვამბობ ზუსტან რატო არ შეგიძლია ცოტა დატკბე და მიხვდე, რომ მაგას კარგი არაფერი მოაქ.
-ანუ მეუბნენი, რომ ჩემი თავი არ ვიყო?
-ძალიან კარგად იცი როგორი ხარ სინამდვილეში და ნუ მალაპარაკებ ეხლა...-ვჩუმდები რადგან ვერაფრით ვარაფრით ვეწინააღმდეგები, კიბეები მთავრდება და იკა მარის მანქანაში ათავსებს, ბოლოს ყურში რაღაცას ეუბნება და მარიც წითლდება, უყვირი შე იდიოტოო, მე კი იკა ჩემკენ მოდის.
-რა უთხარი ესეთი?-სიცილნარევი ხმით, ის კიდე ეშმაკურად მიღიმის.
-გაიჩინე ვინმე წესიერი და მიხვდები რაზეც-შუბლზე მკოცნის და თვალებში მიყურებს-ლეა, შენ ჩემი დასავით ხარ და ყველაზე მეტად მე მინდა, რომ კარგი კარიერა გქონდეს, მაგრამ მარტო ეგეც არაა, ვინმე გჭირდება გვერდით ვისაც დაეყდნები და ეს ადამიანები ჩვენ არ ვართ, მე სხვას ვგულისხმობ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამან დაგაბრმაოს და ის წესივრად ვერ შეაფასო-მის უშაზღვერო სითბოზე მოღიმება დავეხუტები-აი, როგორ გავხართ ზოგჯერ ერთმანეთს შენ და ის ქალბატონი-იცინება და მიხუტებს.
-კაი წადი ეხლა თორე შენი ქალბატონი მზერით გხვრეტს-სიცილით ვეუბნები და მასაც სიცილი უტყდება.
-ხო, ვგრძნობ-მემშვიდობე და მიდის, მარი წასვლის წინ ხელს მიქნევს მერე კი იკას უბრუნდება საჩხუბრად, მეცინება მათზე, მერე გონს მოვდივარ და ჩემ სახლში ავდივარ, აი კიდე მარტო ვარ. მაგრამ უცებ...


ლევანი:
უნივერსიტეტთან ვიდექი და შავგვრემან ლამაზმას ველოდებოდი, დღეს უკვე მესამე გოგო იყო ვისაც უნდა შევხვედროდი. გოგოები ჩემ გარშემო ტრიალებდნენ და მიღიმოდნენ, მეც ვუღიმოდი, მაგრამ არც ერთი მათგანისთვის წესივრად არ შემიხედია. მანქანას მივყურებოდი და ტელეფონში რაღაცას ვათრიელებდი, ვიღაცის არა ამ ქევეყნიერმა სიცილმა რო გამომაფხიზლა. გიშრისფერი თმები და შავი ბრილა თვალები ქონდა, გრძელ თხელ ფეხებზე დიდი ფარფალა დახეული ჯინსი, ზემოდან კი თეთრი საროჩკა ეცვა, წინ ისეთი ხარხარით ჩამიარა, რომ მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება. ისე ახლოს თავის დაქალებთან ერთად, რომ მისმა სურნელმა ცხვირში მომიღიტინა, ისეთი მწვავე და ნაზი სურნელი ქონდა მომიდნა მივსულიყავი და უფრო ახლოდა ძლიერად შემესუნთქა, მაგრამ ერთ ადგილას გავიყინე, ვერ გავინძერი, ესე არასდროს მომსვლია, ვიდექი და ვუყურებდი როგორ მიდიოდა. გონზე მხოლოდ შავგვრემანის ხმამ მომიყვანა, ისეთი მოკლე კაბა ეცვა, რომ თვალში მოხვედრისთანავე არ მომეწონა, მაგრამ მაინც ჩავისვი მანქანაში და წამოვიყვანე, იქვე კაფეში დავჯექით. გაოცება და სიხარული ვერ დავმალე, ნაცნობი სახე, რომ ჩამოჯდა ჩემ უკან. ერთიანად დამეძაბა სხეული, თავი უკან გადავწიე, რომ მისი სურნელი უფრო შემოგრძნო, მაგრამ მისმა ხმამ გამყინა. „ბიჭი ჩემ ტერიტორიაზე გადმოდიხარო“ ისე მითხრა არც კი გამოუხედავს, მე კი ჩამეღიმა, მაგრამ ღიმილი სახეზე შემახმა. თურმე ქალბატონს ყველაფერი ცოდნია ჩემზე, ჯერ გახარებული ვიღიმოდი მე კი, გავიყინე ჩემ სამიანებზე, რომ დაიწყო სიცილი. ისე ამეჭრა ლამის მივახჩე, მაგრამ მართალი იყო, სანამ არ წავიდა იქ ვიჯექი და ვუსმენდი, მერე უკან გაყოლა დავაპირე, შავგვრემანმა, რომ დამავლო ხელი და კლუბში გამაქანა.
ჩვენი მეორე შეხვედრა სადღაც ორი წლის შემდეგ მოხდა, ჟურნალი, რომელიც ძალიან მაჭუხებდა ინტერვიუზე უკვე ყელში იყო, ამიტომ გადავჭყვიტე, რომ მათთან მივსულიყავი და პირადად მეთქვა მათთვის უარი, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან ადგილზე გავიყინე. ლეა ვიღაც ბიჭზე იყო ზურგით მიყუდებული და ეძინა, ესე საყვარლად იყო მოთავსებული სკამზე, მთელ ტანში უცანურად გამცრა. ქალბატონი ქეთინო, რომ შევარდა მასთან ისე სწრაფად ადგა, რომ დაბლა დაენარცხა, ცოტა ხანი უღიმღამოდ იდგა და ქეთინოს ლაპარაკს არც კი უსმენდა, მე როდესაც ქეთინო გამოვიდა, ადგილზე დაიწყო ხტომა, რომ გამოფხიძლებულიყო, ისე იდგა გეგონება ეხლა შემოქმედებას შექმნისო, მაგრამ.... სკამზე დახტა, კისერი გაავარჯიშა, საიდანღაც ბალიში გამოიღო და ძილი მაგიდაზე გააგრძელა. ჯერ გაოცებული ვიდექი დავუყურებდი, მერე კი სიცილი ამიტყდა მთელი ოფისი დებილივით მომჩერებოდა. ქეთინოს ინტერვიუზე თანხმობა მხოლოდ ლეას გამო მივეცი და გომოსვლისას გულში გაგივლე:
„ჟურნალისტო! შარში ხარ...“ ამ გოგონას წარმოდგენაც კი არ ქონდა ჩემი წლების წინანდელ დაცინვაზე, როგორ მოვთხოვდი პასუხს.
შემდეგმა შეხვედრამ ლამის შემშალა. გარე უბანში სახლი ვიყიდე და გადავწყვიტე, რომ ცოხა ხანი განვტვირთულიყა ქალაქის დაძაბულობისგან, სახლაში ახალი გადასული ვიყავი დილით აივანზე, რომ გავედი და ადგილზე გავიყინე...
-ლეა-წარმოვთქვი ჩემთვის და მთელი სხეულით გამცრა, მერაღა დავაკვირდი აივანზე ნახევრად შიშველ ლეას. ტრუსითა და მაიკის ამარა, მაიკაც ისეთი იყო ახლოს რო მისულიყავი ყველაფერს დაინახავდი. მის ასეთ ფორმაში დანახვას არ მოველოდი, მაგრამ ის უფრო არ მელოდა, თორე პირში სიგარეტით და ნახევრად შიშველი ნამდვილად არ იქნებოდა. თვალი მისი გრძელი ფეხებისკენ, რომ წავიღე ვიგრძენი როგორ მომაწვა სისხლი ტვინში, აი წამს იმდენჯერ ვინატრე, რომ იქ ვყაფილიყავი... ის კი ადგა და ფიქრებში იყო ღრმად წასული, მე? მე ვიდექი და მთელი სხეულით ვკანკალებდი, თვალებში ბინდი იმატემდა და სხეულში ტემპერატურა. მერე კი შემომხედა და უკმეხად მომაძახა;
-რას მომშტერებიხარ? მამას ქალებში არ დაყავდიო?-მის სითამამეზე ჯერ გამეცინა, მაგრამ მერე მივხვდი, რომვერ მიცნო. იმავე დღეს კიდევ შემხვდა, ჩემ ძველ ‘‘მეგობართან“ ერთად ვიყავი, მაგრამ ლეას გარდა ვერაფერს ვხედავდი, ისეთი ირნიული ხმით მელაპარაკებოდა ლამის მივახრჩე. სოფისთან, რომ მოვრჩი საქმეზე ლაპარაკს სახლში გავუშვი და აივანზე გავედი, დავინახე, როგორ იჯდა ლეა ფანჯარაზე შეშლილის სახით, შემდეგმა სანახაობამ სრულიად შემშალა. ლეამ ანთებული სიგარეტი ფეხზე ისე მიიდო არც კი შეხრილა, სახეზე გამწარებული, შეშლილი იერი აერტყა, ლუდის ბოთლი ისე მაგრად მოიქნია მსხვრევის ხმა ჩემ აივანს მოწვდა. არ ვიცოდი ტელეფონზე ვინ ელაპარაკებოდა, მაგრამ აშკარად ძალიან ცუდი რამე უთხრა, ლეამ ტელეფონი, რომ გათიშა და მოისროლა, დავინახე, როგორ აუტყდა კანკალი და როგორ დავარდა დაბლა. ტვინში სისხლი ჩამექცა, ისეთი გავვარდი სახლიდან ცხრავე სართული ფეხით ჩავირბინე, მის სახლშთან რომ მოვედი გავჩერდი. იქნებ სულ არ ჭირდებოდა ეხლა უცხო ადამინის ნახვა და მითუმეტეს ჩემი, შევსულიყავი თუ არა დიდი ხანი ვფიქრობდი, მაგრამ მერე უკან გამოვბრუნდი და სახლში ავედი, ისევ აივანზე გავედი მთელი საათების განმავლობაი ვხედავდი ლეას რომელიც კინოს უყურებდა და იმდენ კარტოფილს ჭამდა თვალები შუბლზე ამივიდა. იმ ღამეს კიდე შევხვდი და ბევრი ველაპარაკე, ბოლოს მისი წაეჭვიანება გადავწყვიტე, მაგრამ ამან სიცილი ამიეხა.
ადვილი მისახვედრი ნამდვილად არა, მაგალითად მეც ვერ მივხვებოდი რომ ამ მხიარული გოგოს უკან ესეთი გამწარებული და მებრძოლი ადამიანი დგას, მივხვდი, რომ ლეას შეეძლო ყველაფერი გადაელახა და თან ისე, რომ ერთი ცრემლიც არ დაეხარჯა. საკმარისი იყო ლეა გაგებრაზებინა ისე მოგიღბდა ბოლოს, რომ ვერც კი მიხვდებოდი. აი ეს კი ნამდვილად არ მინდოდა გამომეცადა, რადგან მხოლოდ ერთი გადაბრუნელი სიტყვა და დაივიწყე შენი საღი აზროვნება სრულიად დაგშლის და თავის გემოზე აგაწყობს. ლეა, რომ გავაბრაზე და მერე რომ მაინც მამახნეებდა, ლამის ცუდად გავხდი მისი სიტყვები მალამოსავით მომედო გაბრაზებულს. მაგრამ მერე გიორგის არაკაცულმა საქციელმა შემშალა, ლეას რომ ესროლა წითელი ამენთო, მაგრამ ბოლომდე გაჭედვასაც ლეას ღიმილმა გადამარჩინა. ნორასთან, რომ მივიყვანე სიხარულისგან დავინახე, როგორ აენთო თვალები. მერე კი დათვრა, ისეთი მთვრალი იყო რეებს ყვებოდა თვითონ არ იცოდა, ამბებს ისე ურევდა ნახევარი არ მესმოდა, მაგრამ ჩემი მოყოლის კერი რომ მოდიოდა ინაბებოდა, თვალებში შემცქეროდა და მთლიანად გამოვყავდი წყობიდან, ბოლოს მისმა პასუხმა ჩემ უცანურ კითხვაზე სულ გადამრია, არ ვიცი რატო არ მომწონხარო, ამ სიტყვებმა ისე დამაბნიეს და შემშალეს რომ მთელი ღამე არ მეძინა.
დილით კიბეებზე, რომ ჩავდიოდი დავინახე როგორ მიიპარებოდა ლეა აწითლებული. ჩემკენ რომ შემობრუნდა და წელ ზევით შიშველი დამინახა სახე გაუშეშდა, ისეთი მზერით მიყურებდა მთელი სხეული მეწოვოდა, ამიტომ მისი გამოწერა ფადავწყვიტე და ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი, მაგრამ ერთად ერთი ვინც გამოწერილი და გაშტერებული დარჩა მე ვიყავი. ესე მომიახოვდა და ნაზად ამისვა ხელი კისერზე ლამის ჭკუიდან გადავედი, მეორე ხელს კი სხეულზე თავისუფლად მისმევდა და მანადგურებდა. ცხოვრებაში ესეთი არაფერი მიგვძვრნია, მითუმეტეს ქალის შეხებისას, იმ მომენტში თავი ძლივს გავაკონტროლე კაბა, რომ არ შემომეხია. ის კი იდგა ვიგრძენი მისი ღრმა სუნთქვა, მაგრამ ის ისე იკარგებოდა ჩემ ქოშინში, რომ მისით დატკბობა ვერ შევძელი. წელზე ხელი რომ შემოვხვიე გააკანკალა და ყურში ნაზად ჩამჩუჩულა. მერე რომ მომცილდა ისე ვიდექი აზრზე ვერ მოვედი, როგორც კი გამოვფხიზლდი კედელზე ავაკარი და მე უფრო გავხდი ცუდად, ამიტომ მალევე მოვცილდი. მერე ტუჩები, რომ გაილოკა სულ გდავედი ჭკუიდან არ ვიცი რა უნდოდა, მაგრამ ესე თუ გააგრძელებდა მარტო მე ვიქნებოდი მოგებული ჩემი ქმედებებით. თავი, რომ გამეკონტროლებინა ზევით ავედი, მაგრამ კარადა გამიფუჭდა. უცებ მშვენიერმა აზრმა დამარტყა თავში, ლეას ვუთხარი, რომ ეს კარადა საგვარეულო იყო და ნორა გაგიჟდებოდა რამე, რომ მომხდარიყო, ის კი იდგა და გაფართოებული თვალებით მიმზერდა, ისეთი საყვარებული იყო. შემდეგ, რომ შევთავაზე ჩემი შეყვარებულის და საცოლის როლი ითამაშე ნორასთან მეთქი, ძლივს დავითანხმე. როგორხ კი გავიდა ნორას ყველაფერი ვუთხარი და მანაც სიცილით დამიკრა თავი. ლეასთან , რომ მივიდა და ლაპარაკი დაიწყო მისი სახე გენახათ, თითქოს ხვდებოდა, რომ ვატყუებდი. გზაში მკითხაც, მაგრამ არაფერი არ მითქვამს. სახლთან, რომ დავტოვე მერე გამახსენდა, რომ ვიღაცას ელოდებოდა, ცოტა ხანი ვუცადე ბინასთა, მაგრამ ვერავინ ვნახე, ამიტომ თავისუფლად წავედი მამასთან.
იქიდან დაბრუნებული ადგილს მივეყინე და ბრაზით ავივსე. ლეა სადარბაზოსთან იდგა, მის წინ მდგომ ბიჭს ეხვევოდა და ელაპარაკებოდა, ბოლოს ბიჭმა შუბლზე აკოცა და წავიდა. ბრაზმა ისე დამიჭიმა სხეული ქვად ვიყავი ქცეული, ლეა კი იდგა გაღიმებული და მიმავალ ბიჭს შესცქეროდა. წარღვებში მომაწვა ადუღბული სისხლი, არ ვიცი ეს რისგან იყო გამოწვეული, მაგრამ ეხლა მხოლოდ ლეასთან ლაპარაკი მინდოდა იმ ბიჭთან დაკავშირებით. ცხრა სართული საოცარი სისწრაფიდ ავიარედ და ლეას მივადექი კარებზე, გამწარებული ვუბრახუნებდი კარებზე. კარები გაიღო და წინ წარბებ აწეული ლეა დამიდგა, ამაზე უფრო გავღიზიანდი დასიტყვები კბილებში გამოვცერი გაბრაზებისგან.
-ვინ იყო ის ბიჭი?!



№1 სტუმარი Tako

rogor Abrzeb am bichs :D ar daagvianoo ra male dade shemdegi tavi

 


№2 სტუმარი მქპცუა

აუ ძალიან მომეშალა ნერვები. რა ლევანის საქმეა ვინ მოვა ლეასთან, ვის ჩაეხუტება თუ ვის აკოცებს?! გაცოფებული ვარ!

 


№3  offline აქტიური მკითხველი Yagami

მქპცუა
აუ ძალიან მომეშალა ნერვები. რა ლევანის საქმეა ვინ მოვა ლეასთან, ვის ჩაეხუტება თუ ვის აკოცებს?! გაცოფებული ვარ!

აი მოკლედ შენ რო ლეა მოგეწონება შემდეგ თავშიი)))) უკვე დაწერილი მაქ ამათი ლაპარაკის სცენა და ნახავ პროსტა რას უზავს^-^))))

 


№4  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაიმეე როგორ გამახარეეე შენი ისტორიით<3 როგოეც კი დავინახე ჯე სიხარულისგან მეცხრწ ცაზე ავედი და რომ წავიკითხე ხომ საერთოდ <3 დიდი თავიიყო და ძალიან გამიხარდა თანაც ლეა და ლევანიც რომ წინ წამოწიე ხომ საერთოდ <3 ერთ-ერთი საუკეთესო ხააარ! ვგიჟდები ლევანიზეე <3 ველოდები მომდევნო თავს მოუთქმენლად და არ დააგვიანო ძაალიან გთხოვ <3 წარმატებები საყვარელო <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი Yagami

ტკბილიწიწაკა
ვაიმეე როგორ გამახარეეე შენი ისტორიით<3 როგოეც კი დავინახე ჯე სიხარულისგან მეცხრწ ცაზე ავედი და რომ წავიკითხე ხომ საერთოდ <3 დიდი თავიიყო და ძალიან გამიხარდა თანაც ლეა და ლევანიც რომ წინ წამოწიე ხომ საერთოდ <3 ერთ-ერთი საუკეთესო ხააარ! ვგიჟდები ლევანიზეე <3 ველოდები მომდევნო თავს მოუთქმენლად და არ დააგვიანო ძაალიან გთხოვ <3 წარმატებები საყვარელო <3

როგორ გამეხარდა შემი კომენტარი არ კი იცი<3 უღმესი მადლობა<3 აი ამის წაკითხვის მერე მოსაკლავი არ ვიქნები, რომ დავაგვიანო))))

Tako
rogor Abrzeb am bichs :D ar daagvianoo ra male dade shemdegi tavi

უფრო ვაეჭვიანებ:დდდ შევეცდები მალე დავდო <3

 


№6  offline წევრი Lily Morgan

ვაუუ! რაღაც საოცრება მოთხრობაა! ^_^ <3 აი სიტყვებით ვერ გადმოგცემ როგორ ემოციებში ვარ!^^ მოკლე ასე გააგრძელე! ძალიან ძალიან მაგარი მოთხრობაა! <3 მიყვარხარ შენც, ეს მოთხრობაც და ლევანიც რა თქმა უნდა! <3 <3 <3 წარმატებებიიი! ^_^ <3 <3 <3

 


№7 სტუმარი Guest მარიამი

აუ რამაგარი იყო პროსტა ძაან მაგარიძარ იმედია დღეს დადებ შემდეგ თავს და იმედიმაქვს ორივე გამოტყდება თავის გრძნობებში

 


№8  offline აქტიური მკითხველი Yagami

FyFaen
ვაუუ! რაღაც საოცრება მოთხრობაა! ^_^ <3 აი სიტყვებით ვერ გადმოგცემ როგორ ემოციებში ვარ!^^ მოკლე ასე გააგრძელე! ძალიან ძალიან მაგარი მოთხრობაა! <3 მიყვარხარ შენც, ეს მოთხრობაც და ლევანიც რა თქმა უნდა! <3 <3 <3 წარმატებებიიი! ^_^ <3 <3 <3

ძალიან მოხარული ვარ თუ მოგეწონა<3 ^¬^

Guest მარიამი
აუ რამაგარი იყო პროსტა ძაან მაგარიძარ იმედია დღეს დადებ შემდეგ თავს და იმედიმაქვს ორივე გამოტყდება თავის გრძნობებში

დღეს რა გითხრა მაგრამ ხვალ დავდებ*-*

 


№9 სტუმარი მოცინარი

იჰიი, რა კაი იყო <3 ძააააააალიან <3 მარა ლევანზე მეც მომეშალა ნევრები. მართლა რა მაგისი საქმეა ლეა რას იზამს. გასაგებია რომ უყვარს მაგრამ მაინც...... მალე დადე რა შემდეგი

 


№10  offline აქტიური მკითხველი Yagami

მოცინარი
იჰიი, რა კაი იყო <3 ძააააააალიან <3 მარა ლევანზე მეც მომეშალა ნევრები. მართლა რა მაგისი საქმეა ლეა რას იზამს. გასაგებია რომ უყვარს მაგრამ მაინც...... მალე დადე რა შემდეგი

ხო და მოგფხანს გულს ლეა:დდდდდ მადლობა)))

 


№11 სტუმარი Guest Happy girl

აუუ!მალე დადე გთხოოვ

 


№12 სტუმარი Nam nam

Umagresia!male gaahrdzelee

 


№13 სტუმარი ჟუჟუკა

უმაგრესოა ❤❤ მალედადერა შემდეგითავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent