შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანდრა. (ნაწილი პირველი)


8-09-2017, 22:46
ავტორი Mmariami)
ნანახია 1 835

*
მაგიდაზე უამრავი ფანქარია, ყველას სათითაოდ ვეხები.
მუქი წითელი, შავი, ყვითელი.
ალბომისკენ წაღებული ხელი თითქოს მიშეშდება, ფანქარს თითებს მთელი ძალით ვუჭერ, წვერთან ერთად მთლიანი ფანქარი ტყდება და ჩემს უკან სივრცეში ვისვრი.
ალბომი ცარიელია, არაფერი დამიხატავს.
გადასამოწმებლად წინა ფურცლებს ვათვალიერებ. ყველა ფურცელი თეთრია, არც ერთზე არაფერი ხატია.
ალბომს მაგიდის კუთხეში ვაგდებ და ვგრძნობ რომ სიარული მინდა.
ოთახიდან სწრაფად გავდივარ, ფეხზე კეტებს ვიცმევ და სახლს ვტოვებ.
ისიც არ ვიცი საით მივდივარ, ქუჩაში წარწერებს ვუყურებ, ხან - მარჯვნივ, ხან - მარცხნივ.
მთელი საათი გაუჩერებლად დავდივარ.

*
სახლში მისვლისთანავე ვიძინებ.

*
ისიც არ ვიცი სად ვარ. იქ ნამდვილად არა სადაც მგონია.
ირგვილ უამრავი პეპელაა.
მძულს პეპლები.
ვცდილობ მათ თავი დავაღწიო, სივრცეში ვიკარგები და წამის მეასედში ნაცრისფერ ოთახში ვარ.
აქამდე არასდროს მინახავს.
სამი კედელი ნაცრისფერია, მეოთხე გამჭირვალე კი სადღაც სივრცეში იკარგება.
-გამარჯობა. -ვიღაც მესალმება.
მოულოდნელობისგან ვხტები.
გამჭირვალე კედელს თვალს ვაშორებ და იმ მიმართულებით ვიხედები საიდანაც ხმა მოდის.
-სად ვარ?
-იქ სადაც გინდა რომ იყო. - უცხო სილუეტი მიახლოვდება.
გვერდს მივლის და გამჭირვალე კედელთან ჯდება.
-მძინავს? -მასთან მივდივარ.
-ალბათ.
-ნამდვილად მძინავს. -გვერდით ვუჯდები.

*
კომპიუტერის ეკრანს გაშტერებული ვუყურებ, მაუსზე ხელის დადებისთანავე მგონია რომ ისიც რაღაცას გრძნობს.

-ყავა მოგიტანე. -ელენე ჭიქას წინ მიდგავს, თვითონ გვერდით მიჯდება.
-დაწერე რამე?
უარის ნიშნად თავს ვაქნევ.
-ელ, ოდესმე გიგრძვნია რომ შენ შენ არ ხარ? -ეკრანს თვალს არ ვაშორებ.
-გააფრინე? -ჩემსკენ ტრიალდება.
-არა, მართლა, აი თითქოს აქ ხარ, მაგრამ არ ხარ და შენს თავს შორიდან უყურებ. -ელენესკენ ვტრიალდები.
-სან, მგონი ძალიან გადაიღალე. -თვალს მარიდებს და ყავას სვავს.
-ალბათ. - ისევ კომპიუტერს ვუბრუნდები.
-სანდრა მისმინე, მე წავალ, ცოტა დაისვენე და ხვალ გნახავ. -ელენე ფეხზე დგება და ოთახიდან სწრაფად გადის.

*
ისევ ნაცრისფერ ოთახში ვარ, ამჯერად მარტო, გამჭირვალე კედლის იქით პეპლები დაფრინავნ.
თვალს არც ერთს ვაშორებ. სხვადასხვა ფერის პეპლები სხვადასხვა მიმართულებით მიფრინავენ.
-მეგონა პეპლები გძულდა. -ბოხი ხმის გაგონებაზე მისკენ ვტრიალდები.
ამჯერად სხვანაირად გამოიყურება, თეთრი მაისური შავით შეუცვლია, შარვალი ალბათ იგივე აცვია, არ ვიცი.
-მძულს. -ისევ კედლისკენ ვბრუნდები.
-საინტერესოა. - გვერდით მიდგება და პეპლებს უყურებს.
-რატომ გძულს? - ხელს გამჭირვალე კედელს ისე ადებს თითქოს პეპლებს უნდა შეეხოს.
წამით მის თლილ თითებს თვალს ვავლებ. საოცრად ლამაზი თითები აქვს. საოცრად გრძელი და სწორი.
-ლამაზი თითები გაქვს. -მზერა ისევ მის ხელზე გადამაქვს.
-გმადლობ. -ტუჩის კუთხეს ოდნავ ტეხავს და თვალს შეუმჩნევლად მიკრავს.
-არადა ლამაზები არიან. -პეპლებისკენ იხედება ისევ ის.
-და ზედმეტად ნაზები. -თვალებს ვატრიალებ მე.
-ფრთხილად იყავი, არ მოგხიბლონ. -თვალს მიკრავს და სადღაც ქრება.

*
დედაჩემის ზარმა მთელი სიმყუდროვე დამირღვია.
-სანდრა, დღეს ჩვენთან გამოდი.
-კარგი დედა. -ყურმილი სწრაფად გავუთიშე და გამზადება დავიწყე.

-შვილო -მძიმედ დაიწყო მამამ -შენზე ვნერვიულობთ.
-რატომ? -თეფშიდან მზერა მამაჩემზე გადამაქვს, შემდეგ დედაჩემზე. ხან ერთს ვუყურებ ხან მეორეს.
-ძალიან გახდი. -თვალები აემღვრა ეკას.
-სულ ეს არის? -ძალით ვიცინი მე.
-ალექსანდრა... -ისევ ამოიოხრა მამამ. დედას თვალებში ჩახედა, ისე თითქოს მის აზრებს ჩემი გავლით ხმის ამოუღებლად აწვდიდა მას.
-მისმინე -ისევ აგრძელებს. -ძალიან შეიცვალე, შენი ნახატებიც შეცვლილია, ძირითად დროს არც კი ვიცით სად ატარებ, ჩვენ უბრალოდ შენზე ვნერვიულობთ. -თვალს არ მაშორებს მამა.
-პატარა აღარ ვარ! -თეფშს ხელს ვკრავ, სკამიდან სწრაფად ვდგები და ყვირილს ვიწყებ.
-ჩემს თავს მე თვითონ მივხედავ! ახლა კი უნდა წავიდე!
არც კი ვიცი რატომ ვყვირი, არადა ყვირილს ნამდვილად არ ვაპირებდი. უბრალოდ ჩემდა უნებურად მოხდა ასე.

*
ისევ ნაცრისფერ ოთახში ვარ, კედლები უფრო გამუქებულია. გამჭირვალე კედელს იქეთ ისევ პეპლები დაფრინავენ, თითქოს ამჯერად ნაკლებ სიძულვილს იწვევენ ჩემში.
სისულელეა. მე ხომ პეპლები მძულს.
ჩემი თანამოსაუბრე არსად ჩანს. საინტერესოა რა ქვია.
იქნებ სანდრო?!
სანდრა და სანდრო.
ესეც სისულელეა.
ან ირაკლი, ან საბა, ან ლუკა, სულაც თენგიზი. სახელი აუცილებლად უნდა ვკითხო!
არ დამავიწყდეს, მისი სახელი უნდა გავიგო.
ისევ პეპლებს ვუყურებ.
თითებით კედელს ნაზად ვეხები, ვიცი პეპლები აქ ვერ შემოვლენ, ვერც კი შემეხებიან.

*
ლექციაზე ვარ.
ისიც კი არ ვიცი ლექცია რის შესახებაა. ლექტორი გაუჩერებლად ლაპარაკობს.
მისი არ მესმის, არც ერთი სიტყვა არ მესმის.
ვიღაც მითვალთვალებს.
აქედან უნდა წავიდე, ჰაერი არ მყოფნის.
ვიღაც ისევ მითვალთვალებს, ვიღაც მელაპარაკება.
აუდიტორიიდან სწრაფად გავრბივარ, რაც შეიძლება ჩქარა.
-სანდრა! -ელენეს ხმა მესმის.
ყურადღებას არ ვაქცევ. ისევ მივრბივარ.
შენობას ვტოვებ.
ისინი მითვალთვალებენ, მათ შეუძლიათ რამე დამიშავონ.
იქნებ ჩემს მშობლებს უნდა დაუშავონ რამე?!.
უნდა დავურეკო! დედა უნდა გავაფრთხილო.
ისინი ისევ მითვალთვალებენ.
ტელეფონი კი დამიჯდა.
ჯანდაბა! ალბათ მათ დამიჯინეს ტელეფონი დედასთვის რომ არ დამერეკა!
სახლში არ მივდივარ, მშობლების სახლისკენ გავიქეცი, რაც შეიძლება მალე უნდა მივიდე, ისინი არ უნდა გამომყვნენ.

სახლში მისვლისთანავე ცოტა ვმშვიდდები. დღეს აქ უნდა დავრჩე, ჩემი მშობლები მათგან უნდა დავიცვა.

მთელი საღამოა ვფიქრობ.
ხმები, ხმები რომელიც ხშირად მესმის რაღაცეებს მელაპარაკებიან თუმცა მათ ჩემი კონტროლი არ შეუძლიათ.
ხანდახან მთხოვენ ჩემს მეზობელს მანქანა მოვპარო და სადღაც გადავჩეხო, რადგან ის ბოროტი ტერორისტია.
ისინი ვერ მაკონტროლებენ, მათ ჩემი კონტროლი არ შეუძლიათ, სხვა ადამიანებს კი ზიანს არ მივაყენებ, მე ეს ვიცი.

დედა ოთახში შემოდის.
-სან, გძინავს?
-არა.
-სან, იცი მე და მამა ვფიქრობთ რომ ვინმეს უნდა დაელაპარაკო - ლოგინთან მიჯდება. -ჩვენ არა, ვინმე სხვას, უცხოს.
-ფსიქიატრს?
-ფსიქოლოგს. -ხმა უკანკალებს დედას.
-კარგი. -თავს ვუქნევ.
სანათს უსიტყვოდ აქრობს, შუბლზე ნაზად მკოცნის და ოთახიდან გადის.

*
ფსიქოლოგი უცნაური ქალია, კედელზე უამრავი დიპლომი უკიდია.
ჩვენს შორის შუშის მაგიდა დგას, ხილს ხელს ვკიდებ იმის გასარკვევათ ხელოვნურია თუ არა.
ის კი ჩემს ყველა მოძრაობას ინტერესით აკვირდება.

-სანდრა -რაღაც რვეულს შლის და თან ლაპარაკს აგრძელებს.
-მინდა რომ თავისუფლად მელაპარაკო, მხოლოდ მე და შენ.
-აჰამ. -თავს ვუქნევ და ისევ ხილს ვაკვირდები.
-როგორ ხარ?
მის კითხვაზე გულწრფელად მეცინება, ალბათ უარესს ვერაფერს მოიფიქრება, დივანს ვეყუდები და თვალებს ვხუჭავ.
-კარგად თქვენ?
-თვალებს როცა ხუჭავ რას ხედავ? -პასუხს არ მცემს და მორიგ უაზრო კითხვას მისვამს.
ეს არის კარგი ფსიქოლოგი?!
მგონი მას უფრო ჭირდება ფსიქოლოგი ვიდრე მე.
-რა სისულელეა -ნერვები მეშლება. -რას უნდა ვხედავდე?!
რაღაც უაზრობებს ისევ მელაპარაკება, არ ვუსმენ, არც კი მაინტერესებს.
მთელი საათი ასე ვლაპარაკობთ, არ ვიცი, იქნებ საათზე მეტია, ან იქნებ მთელი დღეა?! ან რამდენიმე დღე.
გასვლის წინ ჩემს მშობლებს ელაპარაკება, სეანსებს კვირაში ერთხელ ურჩევს, ესეც ჩვენი "ჩვენს შორის დარჩენილი საუბარი".

*
ამჯერად ნაცრისფერ ოთახში ჩემი თანამოსაუბრე მხვდება.
-სან, როგორ ხარ? -მის კითხვაზეც მეცინება, ჩემს ფსიქოლოგს გავს, უბრალოდ ეს ბევრად სიმპატიურია, მისი შავი თმით და მუქი შავი თვალებით. ჩემი ფსიქოლოგი კი დაბალი სათვალიანი ზედმეტად გამხდარი ქალია. ჩემს ,,უცნობს" ალბათ მხრამდე მიწვდება.
-კარგად. -მოკლედ ვუჭრი და მისი მდგომარეობით არც კი ვინტერესდები.
-დახატავ? -ფანქრებს მაწვდის და მოლბერტისკენ მანიშნებს.
აქამდე მისი არსებობა არც კი შემინიშნავს, გამჭირვალე კედელთან დგას, ზედ ცარიელი ფურცლები დევს და ვგრძნობ რომ მე მელოდებიან.
-ჰო. -თავს ვუქნევ და მოლბერტისკენ მივდივარ.
საშინლად მინდა პეპლების დახატვა, არც კი ვიცი რატომ. მგონი ისინიც აღარ მძულს ან პირიქით იმდენად მძულს მინდა რომ დავხატო.
ჩემი თანამგზავრი ჩემს გვერდით დგება, ისე რომ არც კი მეხება.
დავაკვირდი და ერთმანეთს არც კი შევხებივართ, თითქოს ყოველთვის გამირბის.
პეპლებს გაუჩერებლად ვხატავ, სხვადასხვა ზომის პეპლები სხვადასხვა მიმართულებით მიფრინავენ.
-შენ მე მოგწონვარ. -წითელი პეპელა მე მელაპარაკება, ვაკვირდები, მაგრამ არ მოძრაობს, ისევ ისეა როგორც დავხატე.
-ძალიან მოგწონვარ. -აგრძელებს პეპელა.
-გაიგონე? -უცნობისკენ ინტერესით ვტრიალდები.
-ლამაზია. -კითხვას მიიგნორებს ის.
-მადლობა. -აღარაფერს ვამბობ მე და ლურჯ ფანქარს იქვე ვდებ.


*
-სასეირნოდ მივდივარ.
ვაკვირდები და ამ ბოლო დროს ყოველთვის მშობლებთან ვარ.
-ალექსანდრა, ამ ბოლო დროს ბევრს დადიხარ, იქნებ მითხრა სად! -ტონს ამკაცრებს მამა.
-რა სეირნობაც არ შეიძლება? -ჩემდა უნებურად ყვირილს ვიწყებ მე. არადა არ ვაპირებდი. ნამდვილად არ მინდოდა მეყვირა.
-წამოგყვები.
-არა! არ შეიძლება!
სახლის კარს სწრაფად ვაღებ და ქუჩაში გავდივარ.
ისევ უმისამართოდ დავდივარ. უკან მამაჩემის ბე-ემ-ვე მომყვება.
სასეირნოდ გამოსულს ის მითვალთვალებს და კიდევ მე ვიქცევი უცნაურად?!
ყურადღებას არ ვაქცევ, თითქოს აქ არ არის სიარულს ისე ვაგრძელებ.
სახლამდე ფეხით მივდივარ, მამაჩემის მანქანა კვლავ უკან მომყვება.

*
-სანდრა, უნდა წავიდეთ.
დედაჩემი ოთახში შემოდის და ამჯერად სკამზე ჯდება.
არც კი ვიცი ისევ მათთან რატომ ვარ, მგონი ხმები მათ დაცვას მთხოვენ ან პირიქით მათ ხმებისგან ვიცავ.
-სად?
-უბრალოდ მენდე კარგი?! -დედა მისი აწითლებული თვალებით მიყურებს და ვცდილობ თავი დავაჯერო რომ არ უტირია.
-კარგი.

მანქანაში ისტერიკებს ვაწყობ, ხან უზარმაზარ სივრცეში მგონია თავი, ხან პირიქით ლიფტის კედლებს შორის ვიჭედები.
ვხვდები, აქამდე რისიც მეშინოდა ავარია იყო, მათ დაცვას ავტოკატასტროფისგან ვცდილობდი, ამიტომ თავს ვხრი და მანამდე ჩუმად ვარ სანამ მანქანა არ ჩერდება.

"ფსიქიატრიული-სამედიცინო ცენტრის" დანახვაზე მორიგი ისტერიკა მეწყება, არ მესმის აქ რა მინდა, ან რატომ ვარ.
ჩემი მშობლები ვიღაც მსუქან ქალს ელაპარაკებიან, ალბათ ეს ქალი მათი მეთაურია, ან აჯანყებას აწყობს, ან კიდევ ჩემი მოკვლა უნდა. იქნებ ჩემი მშობლები დიდი ხნის წინ მოკვდნენ და ეს ორი რაღაც ან ვიღაც მათი შემცვლელი რობოტები არიან?! სხვა შემთხვევაში აქ ნამდვილად არ დამტოვებდნენ, ისინი ნამდვილად რობოტები არიან.
ხელებს და ფეხებს გაუჩერებლად ვიქნევ, ორ მამაკაცს კი მთელი ძალით უჭირავს ჩემი სხეული და სადღაც მიმათრევენ, ხელებზე ტყავს ან რკინას, არც კი ვიცი სულ ერთია მაბავენ და ნემსს მიკეთებენ.
ფეხებიც იგივე რაღაცით დამიბეს, ვგრძნობ რომ ვითიშები.
ისინი ნამდვილად რობოტები არიან.
მათ ჩემი მოკვლა უნდათ.

*
სიზმარში ორ გზას ვხედავ, ერთი ძალიან მუქია და თვალით მის ფერს ვერ ავღიქვავ, მეორე წვრილი და ლურჯი. ისიც არ ვიცი სად უნდა წავიდე.
ხანდახან მეშინია, ხან კი პირიქით ძალიან მხიბლავს ეს ყველაფერი.

*
როცა ფსიქოტროპულების დიდი რაოდენობით დალევას გაიძულებენ, ცოტა რთულია რეალურის და არარეალურის გარჩევა. სიმართლე რომ ვთქვა ესეც აღარ მაინტერესებს.
ყველაფერი სულ ერთია.

ერთი ექიმი მყავს, გიორგი.
ხშირად მელაპარაკება ხოლმე, ახლაც ჩემთანაა.
-უკეთ იქნები, მერე რეალურს და არარეალურსაც გაარჩევ, ნუ გეშინია. -მეუბნება ის და მეც ვთანხმდები, ან მე ვეუბნები და ის მთანხდება, არ ვიცი, ესეც სულ ერთია.

ჩემი მშობლები კვირაში ერთხელ მოდიან, ხშირად მელაპარაკებიან თუმცა მე მათი არ მესმის.
-სანდრა -მეუბნება დედა.
-კარგი ამბავი გვაქვს. -აგრძელებს მამა რადგან დედა თავს ვეღარ იკავებს და ტირილს იწყებს.
-ტომოგრაფიამ აჩვენა რომ ტვინის სიმსივნე არ გაქვს. -ცოტათი ბედნიერია მამა.
მათზე მეცინება, ესეც კარგი ამბავი, მგონი კარგს და ცუდს ვერ არჩევენ.
ან იქნებ ტომოგრაფიაც იტყუება? იქნებ "მათ" აწყობდათ ასე და ამიტომ არ აჩვენა?!
მშობლების წასვლის თანავე რაღაც აბებს მასმევენ.
აქ ერთი გოგოა, ლურჯი თმით, არ დამავიწყდეს აუცილებლად უნდა გავიცნო.

შუა დღეს ყველას წრეზე გვსვამენ. უცნაური ისტორიების მოსმენა მიწევს, როგორ ძალადობდა ვიღაცაზე მისი ნახევარ ძმა, ან კიდევ როგორ დააცალეს ფრჩხილები ქერა თმიან ბიჭს.
ჩემი მშობლებს ყველაფერს მოსვლის თანავე ვუყვები, მამა პერსონალს ეჩხუბება, დედა კვლავ ტირის.
მგონი ბოლომდე რობოტები არ უნდა იყვნენ.

ლურჯთავ გავიცანი. თავიდან ჩემი ეშინოდა, რატომღაც ფიქრობდა რომ ხომალდიდან მის მოსაკლავად გამოვიქეცი.
მგონი ძალიან უცნაური ვინმეა.
ფანჯარასთან დგას და ყოველთვის გზას უყურებს, მეც მის გვერდით ვარ და მარკერით ვხატავ. ფანქრებს არ მაძლევენ რადგან ფიქრობენ რომ ვინმეს ზიანს მივაყენებ.

*
ნაცრისფერ ოთახში ისევ მასთან ერთად ვარ, ერთმანეთს ისევ არ ვეხებით.
ჩემს გვერდით ზის და ერთ წერტილს თვალის მოუშორებლად უყურებს.
-ტვინის სიმსივნე მაქვს. -ვამბობ მე და მისი ყურადღების მიქცევას ვცდილობ.
-სანი, -იღიმის ის. -არ გაქვს.
-როგორ არა, მაქვს.
-უბრალოდ დამიჯერე კარგი? -ჩემსკენ ჩოჩდება და ისევ მიღიმის. მგონი ძალიან ლამაზი და გულწრფელი ღიმილი აქვს.
-კარგი. -თავს ვუქნევ და ხელს ნაზად მხვევს.
მის შეხებაზე ვხტები, თუმცა მაინც ძალიან მსიამოვნებს. ცივი ხელები აქვს, ძალიან ძალიან ცივი.
მე კი პირიქით, იმდენად მხურვალე ვარ, მგონი მის სიცივესაც ვერევი.
თავს მხარზე ვადებ და მეც ხელს ვხვევ. არც კი ვიცი რამდენ ხანს ვსხედვართ ასე.

*
ლურჯ თავა ჩემს ოთახში გადმოიყვანეს. აქ ასეთი რაღაცეები არ ხდება, მაგრამ რადგან მე ერთადერთი ადამიანი ვარ ვისთანაც მშვიდადაა, ის კი ერთადერთი ვისთანაც ვმეგობრობ გამონაკლისი დაუშვეს.
ერთმანეთს ყველაფერზე ველაპარაკებით, მის ხომალდზეც ვსაუბრობთ სადაც კაპიტნის მოკვლა ევალება თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
დედამისსზეც, რომელიც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება, მგონი აქ მოსვლამდე ყოველთვის სალონში დადის, ცოტათი უცნაური ქალია.
-მას მე არ ვუყვარვარ. -მეუბნება წითელ თავა და ისევ ფანჯარას უყურებს.
ხმას არ ვიღებ.
-ბებიამ გამზარდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი ის უბრალოდ ვალდებულია მომინახულოს. -სახეს ისე ჭყანავს დარწმუნებული ვარ დედამისის სახე წარმოუდგა წინ.
-ჰო. -თავს ვუქნევ და ჩემს ნახატს ვაკვირდები.
-დამპირდი რომ ამ ნახატს დაასრულებ. -მეუბნება და ფანჯარას წუთით თვალს აშორებს.
-ჰო. -პირობაზე ვთანხმდები მე.

*
-სანდრა, იცი აქ რატომ ხარ?
ხმას არ ვცემ.
-სანდრა, - მიმეორებს ექიმი, -იცი შენი დიაგნოზი?
-არა. -თუმცა ერთხელ ჩემი მშობლების და ექიმების საუბარი გავიგე, ფსიქოზზს ან შიზოფრენიას ვარაუდობდნენ. ამის შესახებ არაფერს ვამბობ და ექიმის პასუხს ველოდები.
-კარგი, მოდი პრეპარატებს კიდევ დაგინიშნავ.
ისე რომ ჩემი პასუხით არც კი ინტერესდდება ფურცელზე რაღაცას წერს და მაგიდაზე ტოვებს.



№1  offline წევრი dzadzamia25

ეეეეეეეეეეეეეეეეე...
მაშინკა?
არ იუ ოქეი?
ვოთ იზ ით?
მელანდება.
არაა შენი სტილი,მაგრამ ავადმყოფურად მომწონს.
ისეთია რა
რომ ვერ ვიტყვი და ვერ აღვწერ
....
შეგდა,დამიჯერეე
<3

 


№2  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

აუ რა ხარ ნუ?
ეს რა იყო?
არ მეყო!
სანდრა ვაიმეე
სიტყვები არმყოფნის!

 


№3  offline წევრი Mmariami)

dzadzamia25
ეეეეეეეეეეეეეეეეე...
მაშინკა?
არ იუ ოქეი?
ვოთ იზ ით?
მელანდება.
არაა შენი სტილი,მაგრამ ავადმყოფურად მომწონს.
ისეთია რა
რომ ვერ ვიტყვი და ვერ აღვწერ
....
შეგდა,დამიჯერეე
<3


გელოდებოდი.
ვაიმე არ ვიცი, აი ემ ნოთ ოქეი:)
მადლობა მარო❤️

 


№4  offline წევრი deep

კარგი რა მარიამო
რადროს გაწყვიტე?
ჩელენჯერის უფსკრული არ წამიკითხავს მმაგრამ
ისიც თუ ასეთი კარგია
აუცილებლად
გესმის?
აუცილებლად და შენი ხათრით წავიკითხავ
მიყვარხარ მაშო ძაან
შენ იატორიაზე პირველად ვტოვებ კომენტარს
მაგრამ
შენ მე მიცნობ
დიანა ვარ
ბიჭების რისხვა
სანდრა
რაღაც საოცრება პერსონაჟია
ძალიან ღრმა
საერთოდ არ ეტყობა შიზოფრენიკიბროა
თან როგორც ვიცი
შიზოფრენია 30წლამდე არ ვლინდება
ის კი სტუდენტია
არვიცი
შეიძლება არასწორად ვიცი
მაგრამ აპენსერმა რო ასე თქვა?
გეცოდინება სპენსერ რიდი
ის წითელთავა მააინტერესებს
ის ბიჭიც ნაცრისფერი ოთახიდან
ია ნახატიც
და საერთოდ
მთლიანი ისტორია
მუდამ მოსიყვარულე
დიანასგან
ეს საოცრად თბილი კომენტარი

 


№5  offline წევრი Mmariami)

LuckyGirl
აუ რა ხარ ნუ?
ეს რა იყო?
არ მეყო!
სანდრა ვაიმეე
სიტყვები არმყოფნის!


არ ვიცი რა იყო.
ძალიან ძალიან დიდი მადლობა❤️
გამიხარდა თუ მოგეწონა ❤️

 


№6  offline წევრი Mmariami)

deep
კარგი რა მარიამო
რადროს გაწყვიტე?
ჩელენჯერის უფსკრული არ წამიკითხავს მმაგრამ
ისიც თუ ასეთი კარგია
აუცილებლად
გესმის?
აუცილებლად და შენი ხათრით წავიკითხავ
მიყვარხარ მაშო ძაან
შენ იატორიაზე პირველად ვტოვებ კომენტარს
მაგრამ
შენ მე მიცნობ
დიანა ვარ
ბიჭების რისხვა
სანდრა
რაღაც საოცრება პერსონაჟია
ძალიან ღრმა
საერთოდ არ ეტყობა შიზოფრენიკიბროა
თან როგორც ვიცი
შიზოფრენია 30წლამდე არ ვლინდება
ის კი სტუდენტია
არვიცი
შეიძლება არასწორად ვიცი
მაგრამ აპენსერმა რო ასე თქვა?
გეცოდინება სპენსერ რიდი
ის წითელთავა მააინტერესებს
ის ბიჭიც ნაცრისფერი ოთახიდან
ია ნახატიც
და საერთოდ
მთლიანი ისტორია
მუდამ მოსიყვარულე
დიანასგან
ეს საოცრად თბილი კომენტარი


არ ვიცი რა გითხრა გარდა მადლობისა, სიგიჟემდე გამიხარდი.
დიდი დიდი მადლობა კაცების რისხვავ:)
საოცრად, საშინლად გამაბედნიერე, მადლობა❤️

 


№7  offline წევრი bells

მაშო,შენგან ასეთი განსხვავებული სტილი ნამდვილად გამიკვირდა,მაგრამ მინდა გითხრა საშინლად მოუხდი.ისეთი საინტერესოა.ვერც კი ვხვდები როგორ უნდა განავითარო მოვლენები.ველოდები და გელოდები.სასწაული გოგო ხარ heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№8  offline წევრი Mmariami)

bells
მაშო,შენგან ასეთი განსხვავებული სტილი ნამდვილად გამიკვირდა,მაგრამ მინდა გითხრა საშინლად მოუხდი.ისეთი საინტერესოა.ვერც კი ვხვდები როგორ უნდა განავითარო მოვლენები.ველოდები და გელოდები.სასწაული გოგო ხარ heart_eyes heart_eyes heart_eyes


ჩემი გოგო ხარ შენ! ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3

 


№9  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Am temaze rac wamikitxavs yvelaze seriozuli chans da. Vfiqrob dzaan dzljeri namushevani gamogiva . Nu ra gitxra mgoni sheni axali mkitxveli var magram gamovasworeb aucileblad. Moutbenlad geli

 


№10  offline წევრი Mmariami)

nawkas12345
Am temaze rac wamikitxavs yvelaze seriozuli chans da. Vfiqrob dzaan dzljeri namushevani gamogiva . Nu ra gitxra mgoni sheni axali mkitxveli var magram gamovasworeb aucileblad. Moutbenlad geli


ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა❤️

 


№11  offline წევრი Mmariami)

Ans...
მაშო...
არ ვიცი ეს ცვლილება რას დავაბრალო.
უბრალოდ ხასიათს, თუ ...ნუ არ ვიცი.
ერთადერთი რაღაც შემიძლია დაზუსტებით გითხრა, რომ ძალიან მომეწონა
და გამიკვირდა.
იმხელა ცვლილება იყო, ასე უცებ, რომ გაფაციცებით ვკითხულობდი და მეშინოდა რაიმე დეტალი არ გამომრჩენოდა.
ისეთი ისტორია ჩანს "ჩვენებური" კომენტარები არ უხდება.
მინდა მე მეორე ნაწილი და მინდა, რომ აუცილებლად დაწერო.
რომ თქვი განსხვავებულს ვწერო, ვიცოდი რომ რაღაცას ამზადებდი, მაგრამ ხომ გეუბნები გაკვირვებული დამტოვე.
არც იფიქრო, რომ ბევრი მალოდინო.
ისიც ხომ იცი, რომ ასეთ დროს ემოციებს თავს ვერ ვუყრი და ხანდახან სისულელეებს ვლაპარაკობ.
მიყვარხარ მე შენ და
შენი ყველა ისტორია.
გელოდები.
მალე!


როგორ გამახარე და როგორ გელოდებოდი.
წარმოდგენა არ მქონდა რას მეტყოდი და როგორ:)
ყოველ წამს გამოწმებდი, არ შემოვიდა არ ნახა თქო?!
მადლობა ანკა, ხომ იცი არ ვიცი რა უნდა ვთქვა ხოლმე ამ დროს ისე მერევა ემოციები:)
მადლობა ანკუ, მეც მიყვარხარ საოცრად!

 


№12  offline წევრი Mtirala

მაშო, კარგად ხარ ან ვარ?
ეს რა იყო? ან რა აარის?
პეპლები?..
არადა მიყვარს...
მან კი ზიზღის გრძნობა გამიჩინა.
ველოდი, მაშო...
მაგრამ
ამას ნამდვილად არა...
მაოცებ...
მიყვარხარ ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№13  offline ადმინი მწარე

ვაიმეე რაა იყოო ეს ❤
ძალიან კარგი და სააინტერესო იყოო ❤
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№14  offline წევრი Mmariami)

Mtirala
მაშო, კარგად ხარ ან ვარ?
ეს რა იყო? ან რა აარის?
პეპლები?..
არადა მიყვარს...
მან კი ზიზღის გრძნობა გამიჩინა.
ველოდი, მაშო...
მაგრამ
ამას ნამდვილად არა...
მაოცებ...
მიყვარხარ ❤


მეც ძალიან, მადლობა დიდი❤️

მწარე
ვაიმეე რაა იყოო ეს ❤
ძალიან კარგი და სააინტერესო იყოო ❤


ჩემო ტკბილო! მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent