შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ მე დილიგიტით(სიყვარულით დამაავადე (მეხუთე თავი)


9-09-2017, 00:10
ავტორი Mia_smith
ნანახია 1 557

ორი საათი გავიდა რაც ირაკლი ჩემი ოთახიდან გავიდა.მას კიდევ არ აუხსნია ყოველივე ეს რას ნიშნავს.არა არ შეიძლება ასე ადგე და ადამიანს აკოცო.ამ ყველაფერს რაღაც ახსნა უნდა ქონდეს.მაგრამ რა ახსნა?ამ ფიქრებში ვიყავი როდესაც ტელეფონზე მესიჯი მომივიდა.ვინ იქნებიდა თუ არა ირაკლი.
-გძინავს?
-არა.ვერ ვიძინებ.
-ტკბილ ძილს თუ გისურვებ მაშინ?
-შეიძლება
-ტკბილი ძილი ცხ
-აიი,შეგჭამ ახლა რა საყვარელი ხარ.
მესიჯი გავაგზავნე და ლოგინში შევწექი.
-ღმერთო,დავიყვირე და ფეხზე წამოვხტი.ოხ ლიზა რას ფიქრობ ყველაფერი კი არ უნდა მიწერო ადამიანს.
ამ დროს მესიჯი ისევ მოდის ტელწფონზე და მეც გიჟივით ვეტაკები მობილურს.
-შემჭამ?მე?თან სიცილისც სმაილებს აყოლებს.
-ისაა,მე ხუმრობით ვთქვი საყავრელო თორემ მე როგორ შეგჭამ.
-კარგი, კარგი
და ამით სრულდება ჩვენი მიმოწერა.კიდევ ერთი საათი გადის ,მაგრამ ძილი არ მეკარება.ბალიშს ვარ ჩახუტებული და საბანი თავზე მაქვს გადაფარებული.
ოხ ეს წყეული ჭექა ქუხილი.და ამ დროს ისე იქუხა და პარალელურად მეხიც გავარდა შიშისგან ცრემლები გადმომცვივდა.სწორედ ამ დროს კარი ჭრიალით იღება და შიში პიკს აღწევს.
ვგრძნობ როგორ ეხება ჩემ ხელს ვიღაც და ვკივი.საბანს მაძრობს და ვხედავ ჩემს წინ ნირწამხდარ ირაკლის.
ერთს ღრმად ვსუნთქავ და მუშტებს ვუშენ იკას.
-რას მარტყავ გოგო.
-შენ ნორმალური ხარ?ვეკითხები და ბალიშ თავში ვარტყავს.
-მგონი
-შემაშინე.
-ვიცოდი შეგეშინდებოდა ჭექა ქუხილზე და გამოვედი შენთან.
-მგონი შენ უფრო გამოგივიდა ჩემი შეშინება ვეუბნები და ვუბღვერ.
-დავრჩე?
-რათქმაუნდა არა.
ამდროს ისევ ელავს და შიშისგან ვამბობ.
-აააა,დარჩი ხო.
ვხვდები რომ იღიმის.
ტრიალდება და ჩემს გვერდით წვება.
-მოდი
-რაა?
-მოდი ჩაგეხუტო.
-არა არმინდა.
-გინდა ამბობს და მომაჯადოვებლად მიღიმის.
-ნწ.ვამბობ და ინსტიქტურად ზურგზე ვწვები.
-ასე აჯობებს.მეუბნება და მისკენ მატრიალებს.ახლა ჩემი თავი მის მკერდზე დევს ხელებს თმაში ვუცურებ.ისიც იმავეს აკეთებს და თან მეკითხება.
-ლიზ,ისევ გიყვარვარ?
-რა?მე არ..არ..საიდან მოიტანე...
-კარგი რა.ვიცი რო გიყვარდი.დაჩის პონტში გიტყდებოდა.
-ხო.
-შოკოლადი ისევ გიყვარს?
-ხო
-ანანასის წვენი?
-ხო ეგეც.
-მე გიყვარვარ?
-ხომ
-ანუ?
-აიი ისაა....
-მეც
-რა შენც.
-მეც მიყვარხარ.
-...
მოულოდნრლად ისევ მეხი ვარდება და ფრჩხილებს ირაკლის მაჯაში ისე ვარჭობ სიმწრისგან ყვირის.
-მეტკინდა გოგო
-არაუშავს
-კაი დავიძინოთ თორემ უკვე 2 საათია.
-კარგი ვეუბნრბი და ძილს ვაძლევ თავს.
დილით ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები თვალებს მჭრიან,და ზანტად ვდგები საწოლიდან.ირაკლი უკვე გასულია.თავი მოვიწესრიგე და დაბლა ჩავედი.სამზარეულოსთან მისულის გავიგე როგორ ელაპრაკებოდა ჩემი ძმის ე.წ შეყვრებული ვიღაცას ტელეფონზე.
-ხო რავიცი კი კარგია,მაგრამ ჩემი ბიჭის და საზიზღრად მუდოა,გოგო ჩაგვაშხამა გუშინ მთელი საღამო.მაგას რა გაუძლებს.
-.............
-არა გაგიჟდი?დაჩი მაგარი ფულიანია და მომწონს თორე,სარალიძე მაზე მდიდარია,პროსტა ვერ დავკერე.შენ რას შვები?
გამეცინა,მაგრამ გულის სიღმეში მეწყინა.ჩემი ძმისთვის რომ მეთქვა ალბათ არც დამიჯერებდა.მიკვირს ეს გოგო რატომ უყვარს ასე ძალიან.
-ლიზ,ოთახში შესულს გამომძახა ლილემ
-ხო
-ირაკლი მიდის თბილიში
-ვაა რატო?
-რაღაც შეხვედრა მაქვსო,საუბრაში ჩაერთო დაჩი.
-მეც წავალ.აქ არ მინდა.
-კაი,ჭკვიანად იყავი.
-კაი ვუთხარი და არ ამოლაგებული ჩემოდანი დაბლა ჩავიტანე.
მანქანაში ხმის ამოუღებლად ჩავსხედით და გზას გავუყევით.
-ხმას რატო არ იღებ?
-რა ვთქვა რო
-უკვე შეყვარებულები ვართ
-არა,არ ვართ.
-გუშინ არ მითხარი გოგო მიყვარხარ?
-გეხუმრე
-მადებილებ თუ რა პონტია?ყვირილი დაიწყო და საჭეს ხელი უფრო მაგრად მოუჭირა.
-...........
-ლიზი.
-რა
-პასუხი გამეცი.
-პასუხი არ მაქვს.
-რას ქვია პასუხი არ გაქვს?
-ასე უბრალოდ არ მაქვს პასუხი.
-კარგი.
დარჩენილი ერთი საათი ხმის ამოუღებლად ვიმგზარეთ.სახლამდე რომ მიმიყვანა მადლობა გადავუხადე და გადმოვედი.ვიგრძენი როგორ მომყვებოდა უკან და მივბრუნდი.
-რამე დაგავიწყდა?ვკითხე ინტერესიანი თვალებით.
-შნთან გამოვიცვლი.შეხვედრაზე დავაგვიანებ სახლში რო გავიდე და ამდენი დრო დავკარგო
-კარგი,მხრებს ვიჩეჩავ და სახლის კარებს ვაღებ.
ის ჩემს ოთახში შედის და უკან 10 წუთში ბრუნდება.მუქი იასამნიფერი როლინგი აცვია,მუქი ლურჯი კოსტუმი,კლასიკური ლურჯი შარვალი რომლის ტოტებიც აწეული აქვს,და ბოტები.
-ხო ვიცი სიმპატიური ვარ მეუბნება და შბლზე მკოცნის.ტელევიზორთან ვჯდები და რაღაც უაზრობის ყურებას ვიწყებ.
ფანჯრიდან ვიხედები და უკვე მოსაღამოვებულა.მეც გადავწყვიტე ბავშვობა გამეხსენებინა და როლიკებით გავედი გარეთ.დიდხანს ვსეირნობდი და როდესაც სადარბაზოსთან მოვედი საიდანღაც ძაღლი გამოვარდა,მეც მოვინდომე ტრიუკების გაკეთება და როგროღაც ისე ძლიერად დავეცი რომ სიმწრისგან ვიყვირე.
გარშემო არავინ იყო,მეკიდევ ხელი გაუსაძლისად მტკიოდა.ტელეფონი ამოვიღე და გაჭირვებით ავკრიფე ირაკლის ნომერი.
-გისმენ ლიზა,მიპასუხა მხიარული ხმით
-რაკლიი,ვეუბნები ტირილით და თან წამოჯდომას ვცდილობ
-რა გატირებს გოგო?
-რა და მგონი ხელი მოვიტეხე მიშველე რა რამე.
-კაი კაი მოვდივარ,სად ხარ.
-აუუ ხელი მტკივააა ვტირივარ ტელეფონში და თან ვსლუკუნებ.
15 წუთში იკას მანქანა ჩემ ფეხებთან ჩერდება და წარმოუდგენელი სისწრაფიდ სწყდება ადგილს.



№1 სტუმარი Guest Nataly

ვაიმე რა საყვარლობაა...აუ აუ მეც მინდა ასე ვიყო მომავალში.გააგრძელე ველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი Daniela

ძალიან თბილი თავი იყო <3 <3 ასე გააგრძელე წარმატებები!

 


№3  offline წევრი buterfly

ყოჩაღ საყვარელო. წარმატებები. მომწონს ეს ისტორია ❤

 


№4  offline წევრი taso_S

ახლა წავიკითხე ყველა თავი.ძაან მაგარიაა მალე დადე რა შემდეგი.

 


№5 სტუმარი მე

რატოომ არაა არცერთი შენი ისტორია დამთავრებული?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent