შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იასამანი (თავი 2)


10-09-2017, 02:12
ავტორი მინდა ვწერო
ნანახია 2 091

კარს ვაღებ და ლილი პარკებით დგას და მეკრიჭება.
-შემო! კარს ფართოდ ვუღებ. -როდის მოასწარი? პარკებზე ვანიშნებ.
-აქვე მაღაზიაში.
-იქით რა ხდება? თვალებით ვანიშნე და სასიამოვნოდ ჩაეღიმა.
-როგორც ყოველთვის ყველაფერი შესანიშნავად არის.მარტო შენ რჩები შინაბერა. ეცინება და ტკბილეულს პატარა თასში ათავსებს.
-მეც მეშველება რამე! ვეუბნენი და ტკბილეული მაგიდაზე გადამაქვს.ყავას ვადუღებ და ისიც მაგიდასთან მიმაქვს.
-იმდღეს ბაჩი ვნახე,მოგიკითხა. ორცხობილას ჭამს ლილი თან უემოციოდ მეუბნება.ბაჩის ხსენებაზე თან მინდა ვიტირო თან ბრაზი მაწვება.
-კაი თავიდან არ დაიწყო! გავაფრთხილე რაღაცის სათქმელად პირდაღებული.მაშინვე გაჩუმდა.
-ამ ჩახუთულობაში როგორ ძლებ რაა! წამოდგა და ტკბილეულით ხელში ჩემი ოთახისკენ წავიდა,მეც უკან მივყევი ყავით.აივანზე მოკალათდა.ერთი პუფი მეც მის გვერდით დავაგდე და მასში რბილად ჩავეშვი.
-3-4 დღე არ გცალია სადმე წავიდეთ დასასვენებლად. ყავა მოვსვი და ლილის გავხედე.
-დათოსთან ავდივარ აგარაკზე,თვის ბოლოს წავიდეთ ცოტა დიდი ხნით. ტუჩები სასაცილოდ დამანჭა და თვალებით მებოდიშებოდა.მისგან არც მწყენია ძლივს დათო ეღირსა ამ საწყალს და ამ შანს წავართმევდი.მოკლედ ეს გეგმაც ჩამეშალა ან მარტო წავალ,ოღონდ ლიანასთან სოფელში.
-კაი არაუშავს.ლიანას ავაკითხავ რამოდენიმე დღე.
-აუუ მომიკითხე,ვგიჟდები მაგ ქალზე. თვალები სიყვარულით აენთო,გამეცინა მასზე.მგონი ჩემზე ძალიან უყვარს,როგორც თვითონ იტყვის ხოლმე ბებია ლია.გადარეული მყავს რაა. დის როლს მისრულებ,რომელიც არ მყავს.ისე დედისერთა ვარ.
-ჟენოს სალამი! აივანზე გამოვიდა კოსტა და გაეცინა.თვალები ავატრიალე.ლილიმ გაიოცა რა ჯენო ვინ არისო,მერე კი სიცილი აუტყდა.ხელი მივკარი გაჩუმების ნიშნად,მაგრამ სიცილს უმატა,კოსტაც აყვა.
-ეს თუ ჟენიაა მე ლილი ვარ. გაეცინა ლილის.
-კოსტა. თავი დაუკრა და სიგარეტს გაუკიდა.
-მორჩით? ვკითხე გაბრაზებულმა. -რა ბავშვივით იქცევი! ჩუმად ვუთხარი ლილის.
-ჩუ ჟენო! სიცილით გადმომჩურჩულა და კოსტასაც მეტი რა უნდოდა ღიმილი არ მოუშორებია სახიდან.
-ესმა მქვია! ლამის ვიყვირე.ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა კოსტას.
-სასიამოვნოა.ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია,თავი დამიკრა და გამიღიმა.
-იგივეს ვერ ვიტყოდი. ნაძალადევად გავუღიმე და ლილი წამოვაგდე.ოთახში შევაგდე და მეც უკან მივყევი.
-ამაზრზენი!იდიოტი!ვერ ვიტან!მუდამ იღიმის დებილივით!პატარა ბავშვის ჭკუა აქვს! ხელებს ვიქნევდი ლოგინზე დამჯდარი ლილის წინ,რომელიც გაკვრვებული მიყურებდა.არ ვცხრებოდი ვყვიროდი და აქეთ-იქით დავდიოდი.-თავხედი!ვაიმეეე! დაღლილი დავჯექი ლოგინზე და გადავვწექი კიდევაც.
-ეჰ,დაისვენე. გამიღიმა ლილიმ,შუბლზე მაკოცა და წავიდა.ემოციებისგან ისე დავიღალე ჩამეძინა.
ტელეფონის ხმამ გამაღვიძა,ხელების ქნევა დავიწყე და ტუმბოზე ვიპოვე.თვალდახუჭული ივიდე ყურზე და ლაპარაკი მეზარებოდა.
-ესმა მე ვარ დღეს მამაშენს მივყვები რაღაც წვეულებაა,მერე დაჯილდოვებები,განხილვები,ქალაქ გარეთ არის,მოკლედ ხვალ ჩამოვალთ. გაიწელა თეას ლაპარაკი,ნახევარი გავიღე,ბოლოს ჩამეძინა.
-გესმის?ესმა კარგად ხარ? თეას ყვურილმა გამომაფხიზლა.როგორ მეზარებოდა ხმის ამოღება.
-გავიგე,მეძინება. ვთქვი ეს ორი სიტყვა და სიზმრებში გადავეშვი.მაგრამ ალბათ ჩემი ძილი თბილისს შურს,ახლა კარებზე ატყდა კაკუნი და არ ჩერდებოდა.თვალები ძალით გავახილე და აივნის კარებში ვხედავ სილუეტს,რომელიც კარის მინაზე აკაკუნებს.ხელში კი რაღაც უჭირავს,მაგრმ სიბნელის გამო ვერ ვარჩევ.შიშით ვხტები და იქვე ყვავილების ლარნაკს ხელს ვავლებ,ყვავილები ძირს იყრება,სილუეტს ეცინება და ჩემსკენ მოდის.
-არ მომიახლოვდე! უკან ვიწევ და ლარნაკს ვიქნევ.ტანში მაცხელებს ხან მაცივებს,გული ამოხტა და გაიქცა,ხელები კი ისე მიკანკალებს არ გამიკვირდება ეს ლარნაკი მე,რომ ჩავირტყა.სილუეტი მოდის მეც უკან მივდივარ და კედელს ვეჯახები.სუნთქვა მეკვრის და ლარნაკს ძლიერად ვიქნევ.
-არ მოხვიდე!უკან დაიხიე! ჩახლეჩილი ხმით ვეუბნები და ვნატრობ ვიღაცამ შუქი აანთოს.ხელს ვაფათურებ,მაგრამ კედელზე ჩამრთველს ვერ ვპოულობ.სილუეტი მიახლოვდება,უკვე მის ცხელ სუნთქვას სახეზე ვგრძნობ და სუნთქვა მავიწყდება.ლარნაკს მოხერხებულად მართმევს და ძირს დგამს.უფრო მიახლოვდება და ახლა მის სურნელს ვგრძნობ სიგარეტის სუნში არეულს.სასიამოვნოა,მაგრამ ასეთ სიტუაციაში შიშს უფრო მიძლიერებს.თავი ჩემს სახესთან მოაქვს და ყურთან ჩურჩულებს.
-დამიტენი? და შუქს რთავს.ჩემს წინ კოსტა დგას სატენით და ტელეფონით.ალბათ ნერვებისგან თავი გამისკდება.პირი მიშრება და სიტყვებს ვერ ვალაგებ.არადა გონებაში უკვე გინებაზე ვარ გადასული,მაგრამ ისე ვკანკალებ შუა ზაფხულში ალბათ გავიყინები.
-ნორმალური ხარ? გაპარული ხმით ვეუბნებიდა ვიკეცები.ყველაფერი შავდება.ვეღარც სილუეტებს ვხედავ,არც ხმა მესმის,უბრალოდ არის სიშავე და ველოდები როდის გამოჩნდება ნათელი წერტილი.წვიმას იწყებს,წვეთები სახეზე მესხმევა,ცეცხლში მიკიდია ყელზე და მიხურს.ნელა სახეზე ადის და თვალებს ვახელ.ლოგინზე ვწევარ,თავზე კოსტა მადგას ჭიქით,ხან წყალს მასხამს ხან სახეზე ხელებს მისვამს.სახე წაშლილი აქვს.ღიმილი სადღაც შორს წასულა და მისი სახე დაუტოვებია.
-კარგად ხარ? ბოხი ხმით მეკითხება.ყვირილის თავი არ მაქვს თორე ისეთი გაბრაზებული ვარ 9 სართულიდან ვისვრი.ნელა წამოვჯექი და ხელიდან ჭიქა წავართვი.ისე დავლიე თითქოს რამოდენიმე დღე უდაბნოში ვიყავი დაკარგული,ცარიელი ჭიქა ტუმბოზე გადავდე და ახლა ამ ვაჟბატონს მივუბრუნდი.
-მე კი არა შენ კარგად ხარ? ამ დროს რა უფლებით შემოდიხარ ჩემს ოთახში? როგორც შემეძლო ვცდილობდი ნერვებს არ ავყოლოდი.
-დენი გაითიშა და იქნებ მეზობელმა დამიტენოს თქო. იმედგაცრუებულმა მითხრა,მაგრამ ტუჩის კუთხეში ურცხვად ეპარებოდა ღიმილი.როგორ მინდოდა მეყვირა და აივნიდან კი არა კარებიდან გამეგდო,რომ ამ ღამე კიბეებზე ევლო მე9 მდე.თუ დენი არ არის ლიფტიც არ იმუშავებს მის კორპუსში,მაგრამ ისე საშინლად ვიყავი ყვირილის არც ხმა მქონდა და არც ნერვები.ამ ღამეს კიდე დავაღვიძებდი ყველას ამიტომ თავი შევიკავე.
-აგერ შეაერთე და დილით მოგაწოდებ. მივუთითე შესაერთებელზე და ლოგინიდან ავდექი,მეთქი გავა და ბარემ დავწვები თქო.შეაერთა და გაჩერდა.
-დასარეკი მაქვს ბევრგან. უნიჭოდ იცრუა.ღამის სამ საათზე სად უნდა დაერეკა ვერ ვხვდები.ტვინი გადამიდუღდა.ოთახი დავტოვე და სამზარეულოში დავჯექი.ლილის მივწერე იქნებ ეღვიძოს და ველაპარაკო თქო.პასუხი არ ჩანდა.რძე დავისხი და ორეო გამოვიღე.სხვა რა გზა მქონდა აუტანელ მეზობელთან ერთად ალბათ გათენება მომიწევდა.იდიოტმაც არ დააყოვნა და თავისი ატრიბუტებით გამოვიდა.ჩემს წინ დაჯდა და იქვე შეაერთა.თვალი გავუსწორე და ჭამა გავაგრძელე.ისიც თვალს არ მაცილებდა.მუქი შავი თვალები ქონდა,არაფრის მთქმელი,ჩუმი,ბნელი,ცოტა საშიში,დიდი ლამაზი წამწამები,გრძელი ყავისფერი თმა უკან ქონდა შეკრული.ოდნავ მსხვილი ტუჩები და საშუალო ცხვირი.თვალს არ მაცილებდა თან ეღიმებოდა.მე ჭამას ვაგრძელებდი და არც კი ვთავაზობდი.ორეო ჩავკბიჩე თუ არა ხელიდან გამომაცალა და შეჭამა.
-თავხედი ხარ! ხელები ბარზე დავაწყე.
-შენც! პასუხმა გამაოცა და პატარა ბავშვივით წამომცდა.
-რატო? კითხვაზე ჩაეცინა და ორეო აიღო.
-სტუმარს უმასპინძლდებიან! ჩაკბიჩა და გაიღიმა.
-მხოლოდ კარიდან მოსულებს! თვალი ჩავუკარი და ჭამა გავაგრძელე.ფეხზე წამოდგა,კარები გააღო და გავიდა.-ვაიმეე ბავშვია მეთქი ვთქვი! ვამბობ ჩემთვის.კარებზე აკაკუნებს და ოდნავ აღებს.სასაცილოდ ყოფს შიგნით თავს და მეკითხება.
-შეიძლება? თან საცოდავ სახეს იღებს და სიცილს ვერ ვიკავებ.გაღიმებულს მხედავს თუ არა ეგრევე იცინის და შემოდის.ადგილს იკავებს და ახლა ორეოს ვუწვდი.ეცინება და ჭამას იწყებს.სიჩუმე ისადგურებს,არაფერს ვამბობთ.ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს თვალებით მელაპარაკება.რაღაც უცნაურია,გადარეული,განსხვავებული,მის საქციელებს ახსნას ვერ მოუძებნი,სხვადასხვა ჟანრის მუსიკას უსმენს,აოუცნობია და საინტერესო.
-ვგრძნობ როგორ განმიხილავ გონებაში! ეშმაკურად მიღიმის.არ ვიბნევი და ჩემს ინტერესს ვუზიარებ.
-ძალიან ამოუცნობი ხარ!შენ ტვინში ნამდვილი ქაოსია.შენს საქციელებს ვერ ვუძებნი ახსნას. ვეუბნები გულწრფელად.დაბნეული იღიმის.ალბათ სხვა რამეს მოელოდა.
-ჩვეულებრივი ადამიანი ვარ,უბრალოდ ყველა კატეგორიას მივეკუთვნები.ჭკვიანიც ვარ,უჭკუოც,მშვიდიც,გიჟიც ხან მოსიყვარულე ვარ ხან უხეში,კეთილიც ბოროტიც,მზრუნველიც და ხანაც ფეხებზე და არავინ მადარდებს,მოკლედ ასეთი ვარ. ისიც გულწრფელად მელაპარაკება და რაღაცნაირი შეგრძნება მეუფლება თითქოს ადრეც ვიცნობდი და სადღაც მყავს ნანახი.
-საიდანღაც მეცნობი! თვალებს ვჭუტავ.
-ჟურნალები,სოციალური ქსელი ტელებიზიები. მეუბნება ღიმილით.
-აუუ ვერ ვიხსენებ! ტვინი მეჭყლიტება ფიქრისგან.ხელებს ეყრდნობა და ღიმილით მოიწევს ჩემსკენ.გულის მიჩქარდება და თვალს ვუსწორებ.ჩემს სახესთან მოდის და ახლა დავდნები,მისი სიახლოვე მწვავს.თვითონ ცეცხლი ასდის და მეც მახურებს,მისი სურნელი ცხვირში მიღიტინებს და ვინაბები.ეღიმება და ყურთან ამბობს
-მადლობა სატენისთვის! ჰაეროვნად მეხება მისი ტუჩები და მცილდება.დაბნეულობა მესახება სახეზე.სატენს იღებს და ჩემი ოთახისკენ მიდის,მე კი გაოცებულს,ალ მოდებულს მტოვებს ოთახში.მეც ნელა დაპროგრამებულივით მივდივარ ოთახისკენ.იქ არ მხვდება,ლოგინზე ვეცემი და ძილი აღარ მეკარება...

პ.ს მადლობა ვინც კითხულობთ.



კოს„წ“ია რეებს უკეთებ ამ გოგოს joy ძალიან კარგი ხარ ოღონდ ცოტა თავები გაზარდე მიყვარხართ შენ,ჩემი კოს„წ“ია და ესმა heart_eyes

 


№2  offline წევრი მინდა ვწერო

უბრალო ადამიანი
კოს„წ“ია რეებს უკეთებ ამ გოგოს joy ძალიან კარგი ხარ ოღონდ ცოტა თავები გაზარდე მიყვარხართ შენ,ჩემი კოს„წ“ია და ესმა heart_eyes

აუცილებლად გავზრდი !ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის! heart_eyes

ვინც თვალს ადევნებთ ჩემს ისტორიას ბოდიშით.არ ვიცი როდის გავაგრძელებ დიდი თავი მქონდა დაწერილი და წამეშალა:(( უნდა აღვადგინო რათქმაუნდა ყველა ემოცია და ყველა სიტყვა დღეს საღამოს თუ მოვასწარი პატარას მაინც დავდებ:((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent