შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იასამანი (თავი 1)


9-09-2017, 03:47
ავტორი მინდა ვწერო
ნანახია 1 863

ოთახის კარს ვაღებ და მუცელზე ვემხობი ლოგინზე.ვერ ვიჯერებ,რომ სულ რაღაც 2 დღის წინ უნივერსიტეტი დავამთავრე და ახლა შემიძლია ჩემი მოპოვებული ფულით გავიტანო თავი.სააბაზანოში შევდივარ ვანას წყლით ვავსებ და ტანსაცმელს ვიხდი,გრილ წყალში ვწვები და სიმღერებს ვრთავ.თვალებს ვხუჭამ და ფიქრებში ვიძირები.ზაფხულის გეგმებს ვაწყობ.დღეს დავისვენებ,ხვალ ანგარიშიდან ფულს მოვხსნი და სადმე წავალ დასასვენებლად.თინიკო არ წამომყვება თავის მოდელებს ხო ვერ დატოვებს ჩვენების გარეშე.გიას ბიზნესი გადაიყოლებს ალბათ.სულ მგონია ერთი ლოგინი ოფისშიც აქვს,რომ როცა ღამეც არ მოდის იქ ძინავს.ალბათ ლილის წავიყოლებ.და ბრახ კედლები ინგრევა,შიშით ვხტები და ოჰ სხვა ვინ თუ არა მეზობელი.აზრი აღარ აქვს ისევ ფიქრები წასვლას,წყლიდან ამოვდივარ და პირსახოცს ვიხვევ.აივანზე გავდივარ.ბინაში ვცხოვრობ.4 კორპუსი ისეა ერთმანეთზე მიშენებული კვადრატს ქმნის.ქვემოთ პარკინგია.ჩემი აივანიც მას გადაჰყურებს და ასევე ჩემი მეზობლის აივანთან ძალიან ახლოსაა.მე საცოდავი კუთხესთან მოვხვდი ჩემი ოთახით და ის დეგენერატიც დღე და ღამე,რომ არ იცის და ტვინი წაიღო თავისი მუსიკებით.ხან როკი,ხან ჯაზი,კლასიკა...მოკლედ ისე ახლოს არის აივანი გადაძვრები კიდეც.აივანზე ქოთნით ყვავილი მაქვს,იქ კი ყოველთვის სპეციალურად,მუსიკის ჩასახშობათ პატარა კენჭები მომაქვს და ასეთი მომენტისთვის ვინახავ.კენჭებს ვიღებ და მეზობლის აივნის კარებს ვსვრი.მუსიკას ხმა ეწევა და აივანზე ბიჭი გამოდის.
-მუსიკას დაუწიე,თავი გამისკდა! კდნავ ხმამაღლა ვუთხარი.ირონიულად გაეღიმა.
-ფარდები გაწიე,თვალები დამეთხარა! გაეცინა და ამათვალიერა.
-იდიოტო! ვუთხარი უკვე შიგნით შესულს.დეგენერატი!ოთახში დავბრუნდი,წყალი გადავივლე,ფარდები გავწიე და ისე ჩავიცვი.კიდევ ნერვები მეშლებოდა მის ნათქვამზე.სამზარეულოში გავედი.თინა როგორც ყოველთვის სამსახურში და მარტო მე ვარ სახლში.კვერცხი მოვიხარშე.ვგიჟდები თოხლო კვერცხზე.შემიძლია მთელი დღე ვჭამო.ყავას ვიდუღებ და ჩემი საჭმელით ჩემს ოთახში ვბრუნდები.ჩემი ჩანთიდან სიგარეტს და ასანთს ვიღებ და აივანზე გავდივარ.კენჭებიანი ყვავილის გარდა,აივანზე პატარა ხის სკამი მიდევს,რომელზეც ყოველთვის წ*ლით სავსე ბოთლი მაქვს ყვავილისთვის განკუთვნილი,დიდი პუფი დევს და პატარა მაგიდა.თეფშ და ჭიქას მაგიდაზე ვდებ.ვითომ იმ იდიოტს არ ვიმშნევ აივანზე,რომ ზის ისე ვიწყებ ჭამას.თან სოციალურ ქსელშიდავბოდიალობ.
-მაგ საზიზღრობას როგორ ჭამ!? ამბობს მეზობელი და მაინც არ ვაქცევ ყურადღებას.ჩემს ქცევაზე ეცინება და მოაჯირს ეყრდნობა.ჭამას ვამთავრებ და კოლოფიდან სიგარეტს ვიღებ.
-შეიძლება? მეკითხება.კითხვას ვერ ვხვდები და მისკენ ვიხედები.სიგარეტზე მანიშნებს.ფეხზე ვდგები და სიგარეტს ვუწვდი.მოაჯირს იმდენად ეყრდნობა,რომ პირით მართმევს და კბილებს შორის იჭერს.თვალებით ისევ სიგარეტზე მანიშნებს და ახლა ვუკიდებ.მადლობის ნიშნად თავს მიქნევს და აივანზე ჯდება.პუფში ვეშვები და სიგარეტს ვუკიდებ თან ლილის ვურეკავ.
-სად ხარ?
-სახლში ვარ. მეუბნება და ვხედავ მოპირდაპირე კორპუსის აივნის ღია კარებში როგორ როგორ დარბის დაა ტანსაცმლის ეძებს.
- ვის სახლში? მეცინება და მისი სილუეტი აივანზე გამოდის.
-გამოვიდე? ინაბება ტელეფონში და სიცილი მივარდება.
-მოდი. ვუთიშავ და ნაპასს ვარტყამ.უკვე დიდი ხანია ვგრძნობ მოშტერებულ მზერას,მაგრამ სპეციალურად არ ვუყურებ.
-ყავა მე გამიკეთე? ისევ ეცინება.მისკენ ვიხედები.
-ხო მოდი დალიე! ირონიით ვეუბნები.მაშინვე დგება და თავისი აივნიდან წამში ჩემსაზე ჩნდება.გაკვირვებული ვუყურებ.არაფერს იმჩნევს.სიგარეტს "საფერფლეში" სრისავს.პატარა სკამიდან ბოთლს ძირს დებს და სკამზე ჯდება.
-საჭირო არ იყო. ეცინება და ყავას სვამს.მისი ქცევები უკვე ყელში ამომდის.ბრაზით სისხლი თავის ქალას აწვება და ლამისაა ახეთქოს.
-დაბრუნდი შენს აივანზე! ჭიქას ხელიდან ვაცლი და მაგიდაზე ხმაურიანად ვახეთქებ.
-სასიამოვნოა,მე კოსტა! ისევ იცინის და ჭიქას მისკენ წევს.მისი სიცილი უკვე მაღიზიანებს და ის,რომ ზარბიც კი არ უტოკდება.
-გადადი შენს აივანზე! ხმას ვუწევ და ჭიქას ხელიდან ვართმებ და ახლა გაბრაზებულზე ისე ვახეთქებ ჭიქას ლამის ხელში შემომატყდეს.
-კაი და შენი სახელი? ახლა ოდნავ ეღიმება და ირონიას არ მალავს.ტვინი მიდუღდება და სადაცაა იფეთქებს.
-ჟენია!ახლა გადაეთრიე აქედან! რაც პირველად მომდის თავში იმ სახელს ვეუბნები და ხმას ისევ ვუწევ.სიცილს ვეღარ იკავებს და ხმაზე იცინის.ფეხზე დგება და თავის აივანზე ისევ კისკისითბრუნდება.
-დროებით ჟენაჩკა! ისევ ეცინება და ოთახში შედის.
-დეგენერატი!ბავშვის ჭკუა აქვს! იდიოტი! ვლანძღავ და აივანს ვალაგებ.ბრაზი არ მიცხრება და კარზე ზარიც წკრიალებს...


ბევრი კრიტიკის მერე მაინც დავწერე!იმედია მოგეწონებათ.აქვე მინდა ვთქვა დამწყები ვარ და შეიძლება ვერი შემეშალოს,მაგრამ ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მივიღებ,მაგრამ ისეთ უმნიშვნელო რაღაცაზე ამიშარდეთ როგორიცაა სიტყვის შეშლა თან მეკითხებით რას ნიშნავს და მერე აღმოჩნდება,რომ პასუხი იცით და ჩემი აზრის გამომაკრიტიკებთ შეგეშალაო ვერ მივიღებ.შეიძლება არ მოგეწონოთ,ვერ მოვიდეს თქვენამდე და დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება და უმნიშვნელო რაღაცაზე ერთმანეთს ნუ გამოვლანძღავთ!


პ.ს მადლობა იმათ ვისაც ჩემი წინა ისტორიები მოეწონათ და დადებითაც შემიფასეს.მართლა ბედნიერი ვარ ზოგმა,რომ წაიკითხა მაინც!



ააუუუ გააგრძელე და შუა გზაზე არ გაჩერდე ძალიან მომწონს heart_eyes

 


№2  offline წევრი მინდა ვწერო

უბრალო ადამიანი
ააუუუ გააგრძელე და შუა გზაზე არ გაჩერდე ძალიან მომწონს heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა!აუცილებლად გავაგრძელებ heart_eyes

 


მინდა ვწერო
უბრალო ადამიანი
ააუუუ გააგრძელე და შუა გზაზე არ გაჩერდე ძალიან მომწონს heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა!აუცილებლად გავაგრძელებ heart_eyes

შემდეგი როდის იქნება? flushed blush heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent