შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხელი სუნთქვა ს რ უ ლ ა დ


10-09-2017, 03:07
ავტორი Frigga
ნანახია 8 379

არ ვიცი რამდენს, რამდენად ან როგორ მოგეწონებათ დასასრული, . დიდი მადლობა ყველას ვინც ინტერესს იჩენს ჩემი ისტორიებისადმი, ყველა ძალიან მიყვარხართ <3

გამიშვი, გამიშვი გთხოვ, მე არაფერი დამიშავებია, არ ვიცცი რა გინდა ჩემგან, გთხოვ გამიშვი, ვერ გხედავ, გეფიცები არ ვიცი ვინ ხარ...
უსასრულო სიბნელეში უმისამართოდ ვკივი და ვკანკალებ, ვგრძნობ უეცრად როგორ მეხება ყინულივით ცივი თითები, მერე კი უეცრად ისევ მშორდება, ტანში ჟრუანტელი მივლის...
- ვსო, ვსო ყველაფერი დამთავრდა, შენთან ვარ ლიზა....
საშინლად ოფლიანს და შიშისგან გაცივებულს მეღვიძება, აუტანელ ემოციათა მოზღვავებას ვგრძნობ, გვერდით დედაჩემი მზის და მამშვიდებს...
- ისევ ეს წყეული კოშმარები....
- ხვალ ისევ იმ ექიმთან წავიდეთ, ვუთხრათ რომ შედეგი არარის....
- კარგი რა დედა... უკვე მე ამომივიდა ყელში და შენ ნუთუ არ მოგბეზრდა უაზროდ ფულის ყრა? ალბათ უბრალოდ სტრესია.
ტონს ვუმატებ და დედას დაბღვერილი შევცქერი.
- იცი რას გეტყვი? ჩემი შვილისთვის ფული არასდროს დამნენებია და არც ახლა მენანება...
მეხუტება და თავზე მკოცნის...
- კაი ადექი ყავა სამზარეულოშია, მე სამსახურში მაგვიანდება.
- კაი დე...
დედა ოთახიდან გადის, რაღაცნაირად მშვიდად ვგრძნობ თავს, არ ვიცი რატომ,
მაგრამ ვერაფრით ვუშველე ამ ჩემს სიზმრებს, სულ კოშმარი მესიზმრება...
საწოლიდან ნელ-ნელა ვდგები და სააბაზანოსკენ გაწეწილი, ნელი ნაბიჯებით მივდვარ. ცხელი წყალი მამშვიდებს, ჩემი ვარდის არომატი მახსენებს რომადამიანი ვარ და არა რომელიმე საშინელებათა ფილმის გმირი. სააბაზანოში დაახლოებით ერთ საათს ვრჩები, შემდეგ ხალათში გახვეული გამოვდივარ და ტელეფონს ვიღებ ტუმბოდან, უკვე რვის ნახევარია, ცხრასაათზე სკოლაში უნდა ვიყო, სწრაფად ვიცმევ შავ ზედას და დახეულ ჯინსს, თმებს ვიშრობ, პირველ სართულზე თავქუდმოგლეჯილი ჩავრბივარ და ყავას სწრაფად ვსვამ. გასასვლელთან მივედი, ტაქსი გავაჩერე და სკოლისკენ წავედი... საშინელი გრძნობაა როცა რღაც მთელი ცხოვრებაა გტანჯავს და ვერ იშორებ, როცა ყოველ ღამით დაძინება არ გინდა, იმიტომ რომ მაინც ვერ დაიძინებ მშვიდად და გეშინია ისეთი რამ არ ნაო რომ გული გაგისკდეს, დილით კი მარტო გაღვიძების გეშინია... ნუთუ მართლა ასე ძნელია ჩვეულებრივი ადამიანი გერქვას? ასე ძნელია რომ დილით იღვიძებდე და არა გაღვიძებდნენ, რადგან ეშინიათ არ ჩარჩე იქ სადაც ძილში ხარ? არ ვიცი...
ამ ფიქრებში გართულმა ისე მივაღწიე სკოლამდე ვერც კი გავიგე...
- მადლობთ. ფული გავუწოდე ტაქსის მძღოლს და სკოლის კარი შევაღე, როგორც ყოველთვის საშინელი ხმაური იყო, სწრაფად მინდოდა თავი დამეღწია და ვეცადე ხალხით გაჭედილ კიბეზე სწრაფად ავსულიყავი, ასე თუ ისე გამომივიდა...
კლასში ჩემი მეგობარი ნინა დამხვდა.
- ხომ კარგად ხარ? ფერი არ გადევს...
- სიმართლე გითხრა არა, ისევ იგივე მეორდენა ნინა, აღარ შემიძლია, ისევ კოშმარები, კოშმარები და კოშმარები, ეს უკვე აუტანელი ხდება...
ნინა ჩემს გვერდით მერხე გადმოდის და მხარზე ხელს მისვამს...
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნენა, ფსიქოლოგთან იყავი?
- იმდენთან ვიყავი რომ მგონი აღარავინ დარჩა ქალაქში ვისთანაც ე არ მივსულვარ...
- მერე რას გეუბნებიან?
- მეუბნებიან, რომ სტრესით გამოწვეული ნერვიულობის ბრაილია...
აღელვებული თითებზე თამაშს ვიწყებ, ნინას ისევ მხარზე უდევს ხელი და თვალებში გაუგებრად მომშტერებია...
- ყველაფერი კარგად იქნება...
სახლში დაბრუნებულს უცნაური შეგრძნება მქონდა, თითქოს ღია სივრცეში ვიდექი, არა და კარგად მახსოვს, როგორ დავხურე კარი და ვიცი რომ ფანჯარაც არსადაა ღია, ღია სივრცეს ვერ ვიტან, საშინლად მაშინებს, ისეთი შეგრძნება მაქვს თიტქოს იმ ღია ადგილიდან ვინმე შემოვა და რამეს დამიშავებს, სუნთქვა მეკვრის, მაგრამ მალევე ვგრძნობ, რომ უკეთ ვარ...
დედა სახლში ჯერ არაა დაბრუნებული, სამზარეულოში შევდივარ, ისევ ყავას ვისხამ და ოთახში ავდივარ, ჩემი ოთახის მუქი ლურჯი კედლები თითქოს ჩემში სადღაც რაღაც გრძნობებს აღვიძებენ, მიყვარს მარტო ყოფნა, მიყვარს როცა საკუთარი სუნთქვა მესმის და ვგრძნობ ყავის ორთქლს ჩემს სახეზე, მის არომატს, მიყვარს, როცა შემიძლია ის ვიყო ვინც ვარ, თუმცა მეც არ ვიცი ვინ ვარ, უკვე აღარ ვიცი...
არავის, არასდროს, და არსად არ ქონია ჩემს გარშემო ასეთი უცნაური ასეთი საშინელი ღამეები, ასეთი გულისამრევი და საშინელი სიზმრები რომლებიც თითქოს შენში რაღაც სხვას აღვიძებენ, თითქოს რაღაც მონსტრს რომელიც ცდილობს ჩაგითრიოს....
აშკარად ვგიჟდები, აშკარად მინადგურებს სამყაროს ეს რაღაც უცნაური სიზმარი, რაღაც უცნაური რაც ჩემში არ ზის, არასდროს იჯდა, და ვერც ვერასდროს იქნება ჩემში.... ახლაც ვგრძნობ წუხელ როგორ მეხებოდა მისი ცივი თითები ტანზე და ჟრუანტელი მივლის, ზიზღის ჟრუანტელი და ლამის გული ამირიოს იმაზე ფიქრმა რომ საერთოდ ვნახე თითები, თითქოს სსხლი არ უმოძრავებდა თითეში, თუმცა ეს ხომ უბრალოდ სიზმარია, რა გასაკვირია...
კარის ხმამ გამომაფხზლა, გამომიყვანა მდგომარეობიდან.
- ალბათ დედაა....
წინდებისამარა ჩავედი პირველ სართულზე, იქ არავინ დამხვდა, საერთოდ არ იყო კარი გაღებული, საერთოდ არავინ შემოსულა.
ახლა უკვე ხმებიც გელანდება? გავიფიქრე და სიმწრით ჩავიცინე...
სამზარეულოში შევედი და წყალი დავლიე შიშის გასანეიტრალებლად...
ტელეფონზე ზარია...
ღმერთო ახლა ესეც თუ მელანდება, თავს მოვიკლავ თქო ვთქვი და სასწრაფოდ ავირბინე ოთახში, ტელეფონი მართლაც მირეკავდა...
ნინა...
- გიმენ ნინა..
- ლიზა დღეს წვეულებას ვმართავთ და ხომ მოხვალ?
- აუ იცი არამგონია...
- იცოდე არ გაპატიებ...
აუ ახლა რომ წავიდე, მერე იქ რომ დამემართოს რამე...
- ნინა გთხოვ..
- მეც...
იქნებ უბრალოდ ვინმე მაშინებს?
- კარგი რომელზე?
- თორმეტის ნახევარზე ჩენთან...
- კარგი...
გადავწყვიტე სანამ წავიდოდი ცოტა დამესვენა და წიგნის კითხვა დავიწყე, ისე გავიდა დრო რომ ვერც კი შევამჩნიე, ამ დროში სამი წიგნი შემომეკითხა, უკვე ათი იყო, სასწრაფოდ გამოვაღე ჩემი გარდერობი, გამოვიღე თეთრი ტოპი მაიკა და შავი მაღალწელიანი შარვალი, სწრაფად დავივარცხნე შავი გრძელი მუხლებამდე თმა და აბაზანაშ შევედი, დიდხანს არ გავჩერებულვარ, თხუთმეტ წუთში უკვე მზად ვიყავი...
ძალიან მშინოდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე წასვლა, იქ ხომ მაინც არ დამეძინება მეთქი ვიფიქრე და გაბედულად გავედი სახლიდან..
- გამარჯობა, როგორ მიხარია, რომ მოხვედი...
- გამარჯობა ნინა, მეც მიხარია შენი ნახვა...
მუსიკა ხმამაღალია, საკმაოდ ბევრი ხალხია, ფანჯარა ღიაა, მაგრამ ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო, შევდივარ ხალხში და ბარიკენ მივდივარ, ვჯდები და წითელ ბურბონ ვუკვეთავ, ალბათ გიკვირთ, აბა ნინას სახლში იყო წვეულებაო?/ ჩვენ ამ ბარს ნინას სახლს ვეძახით სულ აქაა აქ მუშაობს, რამოდენიმე წელია უკვე.
სამი ჭიქა ბურბონის მერე მშვენიერ ხასიათზე ვდგები, ცეკვა მინდება და ხალხში ვერევი... თვალები მეხუჭება, ბურუსის მეტს ვერაფერს ვხედავ, მერე ვაანალიზებ ფაქტს რომ ბევრი ხალხი, მაღალი მუსიკა და ღია ფანჯრებია... ამის მერე აღარაფერი მახსოვს, გარდა ძლიერი მკლავებისა...
თვალებს ნელა ვახელ, დედაჩემი ზურგით დგას, ვიღაც თეთრხალათიანს ელაპარაკება, ვხვდები რომ საავადმყოფოში ვარ, ეს სიტუაცია მაინცდამაინც არ მომწონს, ვხვდები, რომ რაღაც ცუდი ხდება და თავს ვიკატუნებ, თვალებს ვხუჭავ...
- რა ხდება ექიმო? ამის გამოსწორებას როგორ შევძლებთ?
- ნამდვილად ვერაფერს გეტყვით ჯერ...
- გასაგებია, მაგრამ უკვე ძალიან ბევრ ფსიგოლოგთან მყავდა, თითქმის ყველასთან...
- ფსიქოლოგი არაფერ შუაშია აქ, თავადააქვს რაღაც შიში, ნუ ერთი მხრივ კი, ფსიქპოლოგის დახმარებაც აუცილებელია, მაგრამ თუ თავადაც არ დაძლია შიში, ვერაფერს უშველიან...
- კი მაგრამ ექიმო, თვითონაც უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს...
- მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.
კარის ხმა.
თვალებს ნელ-ნელა ვახელ, დედაჩემის სახეზე დიდ შიშს ვკითხულობ, სიმართლე რომ ვთქვა, მეც ძალიან მეშინია, თავში ათასი ფიქრი მიტრიალებს, არ მინდა რომ მუდამ ამ უაზო შიშში ვიცხოვრო, არ მინდა მუდამ დაუცველობის შეგრძნება მქონდეს, მინდა რომ ჩვეულებრივად შემეძლოს ოთახის განიავება, ღია ფანჯარაში ჯდომა და ყველაფერი რაც ღია სივრცეს ეხება...
თუმცა ვერც იმას დავუშვებ, რომ სადმე საავადმყოფოში გამომკეტონ....
რა,ე უნდა ვიღონო, სადმე რომ წავიდე? არა დედაჩემს მარტო ხო არ დავტოვებ? სამსახურიც არ მაქვს, აბა რა უნდა გავაკეთო? დაველოდო როდის ჩეამსვავენ გალიასავით კოლოფში? არავითარ შემთხვევაში, წავალ რუსთავში და იქ ვნახავ რამმე ბინას, ცოტახანში დედაჩემსაც შევეხმიანები და ეცოდინება რომ კარგად ვარ....
ბინა ხო მაგრამ სამზახური რა ვქნა? სკოლის საბუთები დედაჩემის გარეშე როგგორ გავიტანო სკოლიდან? ან სხვა სკოლაში როგორ შევიტანო? ოხხ ლიზა რაღაც უაზრობებს ფიქრობ...
- კარგად ხარ პატარავ?
შევხტი, შემეშინდა, იმდენად შევედი როლში რომ თითქოს უკვე ვცხოვრობდი კიდეც მარტო...
- კი დედა, კარგად ვარ...
- რა გჭირს შვილო, იქნებ მითხრა, ხვა შემთხვევაში...
- რა დედა, რა!? სხვა შემთხვევაში ფსიქიატრიულში წამიყვანენ არა? ან ისევ რომელიმე ფსიქოლოგთან მიმიყვანთ და ტვინს უარესად ამირევთ?
საშინლად გაბრაზებული ვიყავი, ყველაფერი უკვე ყელში მქონდა ამოსული, ღამე ნორმალურად ვერ მეძინა, დავწვებოდი თუ არა, მაშინვე რაღაც საშინელება მემმართებოდა, სულ ვიყინებოდი, უაზრო ჩრდილები ჩემში იღვიძებდნენ, თითქოს ვიღაც მოდიოდა ჩემსკენ, მაგრამ როგორც კი თვალს დავახამხამებდი მაშინვე უკვალოდ ქრებოდა, საშინელი გრძნობა, საშინელი ღამეები, კვირები, თვეები და წლები უკვე ყელში იყო, აღარ შემეძლო სკოლაშიც კი იმაზე ფიქრი, რომ საიდანმე რამე გამოვარდებოდა, სადმე ფანჯარა იყო ღია, ვინმე რამედ გადაიქცეოდა, მეშინოდა და ეს შიში ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდა, ბევრჯერ მიცდია , მაგრამ არ ვიცი რა მაჩერებს, ხანდახან საშინელი კანკალი მეწყება, სწორედ ამიტო, მეშინია რომ გამომკეტავენ, მაგას მართლა ვერ გავუძლებ, შეიძლება სხვანა
ირი ადამიანი ვარ, შეიძლება სხვა შესაძლებლობებით, ნამდვილად არ ვიცი, და სკუთარ თავს ხანდახან, ხანდახან კი არა უმეტეს შემთხვევაში, მეთვითონაც ვერ ვცნობ, ჩემში ტკივილი და სიგიჟეა, გადამეტებული დოზითაა და ეს მკლავს, სიცოცხლის ხალისს მართმევს, საშინელებაა როცა ხვდები, რომ ყველა ისე გიყურებს თითქოს ვინმეს რამე დაუშავე, თითქოს შენი ბრალია რომ განსხვავებული ხარ და თითქოს შენი სურვილით ხდება ყველაფერი შენს გონებაში....
- დამშვიდდი, გახსოვდეს ვის ელაპარაკები, უბრალოდ მაინტერესებს..
- ხო და მიიღე პასუხი კიდეც.
გვერდზე გადავბრუნდი, რამოდენიმე წამში ექიმიც შემოვიდა.
- ქალბატონო სავარაუდოდ დავადგინეთ რა სჭირს თქვენს შვილს..
- გისმენთ.
გვერდზე გადაბრუნებულს, ყურადღება არ მიმიქცევია, ისედაც ვიცოდი რომ ეს აგროფობია იყო...
- მისი დაავადებაა აგროფობია, უამრავი ფობია არსებობს, ეს ფობია კი გულისხმობს ისეთ ადამიანებს რომელთაც ღია სივრცის ეშინიათ, ისინი თავს მხოლოდ დახურულ სივრცეში გრძნობენ კარგად, თანაც სრულიად მარტო ან ცოტა ხალხთან ერთად, მათ ეშინიათ ღია მინდვრების ქუჩების, პარკების, ფანჯრების და საერთოდ ყველაფრის რასაც ღია შეიძლება ვუწოდოთ.
ექიმი გამალებით უხსნიდა დედაჩემს, მე მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, დედაჩემმა ისედაც იცოდა რა ფობიაზე იყო საუბარი, როგორი დაავადება იყო ეს, რა ახასიათებდა მას, მაგრამ მაინც იჯდა და განტოკებლად უსმენა, თითქოს ეს ექიმი რაღაც სასწაულს მოახდენდა...
- დედა, ეს ყველაფერი უკვე სამასორმოცდარვაჯერ მანქვს მოსმენილი, ლამის ახლა ლაპარაკში მეც ავყვე, რას აწვალებ ამ კაცს, უთხარი რომ იცი და დადგენა კი არა მკურნალობის ხერხები გაინტერესებს, ან წეღან რაღა მე მეკითხებოდი რა გჭირსო როცა ყველაფერი მშვენივრად იცი?
წამოვხტი საწოლიდან და დედასა და ექიმს შორის დავდექი.
ან რა უაზროდ იქცევით? დამღალა თქვენმა ქცევამ, ყელშია, ისედაც ვიცი რომ ფობია მჭირს, ოცდამეერთე საუკუნეა და არსებობს რაღაცეები საიმფორმაციოდ...
- დამშვიდდდი და დაწყნარდი...
ექიმმა დამამშვიდებელი გამიკეთა, თვალებს ძლივს ვახელდი, მოთენთილი და ნახევრად მძინარე ვეგდე საწოლზე, მაგრამ მაინც შემეძლო მათი საუბრის მოსმენა...
- ფობიისგან განმთავისუფლება შეიძლება?
დედაჩემი აკანკალებული ხმით ეკითხება ექიმს.
- რათქმაუნდა, ოღონდ თვითმკურნალობით არა, საჭიროა ეფექტორი ფსიქოლოგიური ჩარევა.
- კი მაგრამ უკვე აღარ ვიცი სად ვნახო ასეთი ფსიქოლოგი.
მეძინება...
ყველაფერი უნდოვანია, ნისლივით, მხოლოდ მწვანე ბალახს ვხედავდავ და ჩემს შიშველ ფეხებს, მთელი საშინელება კი ისაა, რომ ტრიალმინდორზე ვდგავარ, საშინლად მეშინია და ლამის მუხლები მომეკვეთოს ცოტახანში ნისლიც იფანტება, უკიდეგანო სივრცე საშინელ შეგრძნებას მიტოვებს და არ ვიცი რა უნდა ვქნა, რომ ამ საშინელებისაგან თავი ვიხსნა, ნისლი ნელ-ნელა უკან იხევს, ვგრძნობ სუნთქვას, საშინლად ღრმას და საშიშს, ხმები, ჩრდილები, ნელ-ნელა ყველაფერი შავდება, მხოლოდ ერთი პატარა მინდვრის ნაწილია განათებული, იქ ერთი ბიჭი დგას, მაგრამ მის სახეს ვერ ვხედავ, ბიჭია თუ არა არც ის ვიცი ნორმალურად, თუ მხრებით ვიმნჯელებთ ბჭი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვის ქონდა მსჯელობის თავი.
(ვერავითარი ფსიქოლოგი ვერ განგკურნავს, ვერავითარი საავადმყოფო ვერ გიშველის, შენი შველა მხოლოდ...)
- გაიღვიძე პატარავ......
საწოლიდან ჩვეულად ვხტები და დედას ვეხუტები.
- დამშვიდდი აქ ვარ...
- რა ჯანდაბაა ეს დედა?
- ექიმმა თქვა რომ განნკურნება შესაძლებელია, მხოლოდ ის გჭირდება, რომ ნორმალური ფსიქიატრი ვიშოვოთ.
- არავითარი ფსიქიატრი.
ხელებს ვაშსორებ და ისევ საწოლზე ვბრუნდები, ხელები მიკანკალებს, მაგრამ არ ვიმჩნევ.
- შენ რა გინდა ასე დარჩე? სულ? გიდა შიში გიპყრობდეს და გარეთ ვერ გადიოდე? გინდა, რომ შენ შენს მეგობრებთან ერთად კინოში ვერასდროს წახვიდე? კი ბატონო.
დედაჩემი ხმას უწევს, მის ხმაში სევდას ვამჩნევ.
ოხ ლიზა, საშინელი შვილი ხარ მეთქი ვფიქრობ, მაგრამ მაინც ჩემსას ვამბობ...
- დიახ.
გაბრაზებული ვდგები საწოლიდან და სააბაზანოში შევდივარ. არა ნამდვილად გავაფრენ. თუმცა გავაფენ რა შუაშია უკვე გაფრენილი მაქვს...
კაბნეტში გასულს დედა, ექიმი და ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მხვდება.
- ხო მშვიდობაა? ნაგლად შევხედე სამივეს... აა ხო თუმცა ჩემთან და მშვიდობა? ეს უკვე ზედმეტად უცნაურიც კია.
- გამარჯობა, მე ალექსი ვარ.
- გამარჯობა ლიზა, და შენ ვინ ჯანდაბა ხარ?
- მე შენი ახალი ფსიქოლოგი
ფსიქოლოგიო? ამაზე უ გავაფრინე.
- ვინ ხარ? ფსიქოლოგი? ოუუ სერიოზულად დედა? ახლა ასეთი ახალგაზრდების მხარეს გადავედით? თუ რა ხდება ვერ გავიგე?
- დამშვიდდი პატარავ...
ურცხვად მიყურებს და მამშვიდებს კიდეც?
- რამმდენი წლს ხარ ოცის?
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
ახლა წვდი ამას ყელში და ისროლე სადღაც უსასრულობაში აქედან, შენობა მაინც მაღალია და დაცემას ვერ გაიგებ...
- ხო რავი, პატარაო და...
- აბა დიდი ხარ?
ახლა რო გთხლიშავ..
- საკმაოდ..
ნაგლად და ირონიული ღიმილით ვესაუბრები, ის კი თითქოს არაფერი ისე აგრძელებს, როგორ მინდა თმაში ვწვდე..
- გასაგებია. ლიზა, წინ საკმაოდ დიდი და მხიარული გზა გელის.
კი აშკარად...
- მხიარული? დამიჯერე ეგეთი მხიარული გზებით, უკვე დიდი ხანია დავდივარ, შენ ახალს ვერაფერს შემომთავაზებ...
იდიოტი.......
- დარწმუნებული ხარ?
- დიახ სრულიად.
სკამიდან დგება და ოთახიდან გადის...
ეს ჩემზე უარესი დასაბმელია, ამან მე რა უნდა გამიკეთოს, თავსი თავსთვის ვერაფერი უშველია და მე მიშველის?
კარი ისევ გაღო, მარჯვნივ გადავბრუნდი, აღარ მინდოდა აღარავის დანახვა.
- მოიხედე...
ისევ ეს ქოჩორა იდიოტი...
- გისმენთ, მისტერ ფსიქოლოგო.
სარკე მოიტანა, ჩამახედა და რეალობასთან ერთი წუთით მარტო დავრჩი..
- ხედავ ამ ადამიანს? ვიაა? შენში რა უნდა?
- არ ვიცი...
- მე ვიცი... შენი სიგიჟემდე მიყვანა უნდა და თუ ხელს შემიწყობ შეგვიძლია ეს სარკე დავამტვრიოთ და შიგ ჩავტოვოთ ეს საშინელი არსება...
დამაჰიპნოზა თუ რა ჯანდაბა იყო ვერ გეტყვით, მაგრამ მაშინვე ლაპარაკი დავიწყე..
- რათქმაუნდა, უკვე აღარ შემიძლია სამასორმოცდაათი ფსიქიატრი გამოვიცვალე, ღამე არ მძინავს, ოცდაოთხისაათი ვკანკალებ, ვერ ვჭამ, ერთ რაღაცას დიდი ხნით ვერ ვუყურებ მერე მოლანდებები მეწყება, გარეთ გასვლის მეშინია, ფანჯარას ვერ ვაღებ, მეგობრებსაც მობეზრდათ სულ ისინი რომ მოდიან და ამის მერე მეკითხებით შეგიწყობთ თუ არა ხელს? იცით უკვე რამდენმა მითხრა მსგავსი რამ?
- მე მართლა შევძლებ, თანაც შანსს ყველა იმსახურებს, ხომ ასეა?
- ხიახ..
- მაშინ შეგვიძლია დავიწყოთ მკურნალობა არა?
- დიახ......
როგორც კი სარკე მომაშორა, თითქოს დავუბრუნდი რეალობას.
- რა ჯანდაბა გამიკეთე?
- ნამდვილი შენ გაგიცანი.
- ვინ მოქცა მაგის უბლება?
- სარკემ.
- სარკემ კი არა ჯანდაბამ კიდე, დამანებე რა თავი...
ბალიშს მივეყუდე და ხელები თ საბან პირამდე ავიტანე...
- შენი მეორე მე მირჩევნია...
დამცინავად შემომხედა და სკამზე დაბრუნდა...
- მეორე მე არარსებობს, მემგონი ხედავ რომ ერთი ვარ, ასეთი ძნელი დასაჯერებელი რატოა რომ ერთი ვარ, ასე ვარ, და არ გამოვკეთდები...
გაბრაზებულმა საბანი მოვიშორე, საწოლიდან წამოვხტი და გაქცევა ვცადე, მაგრამ ფეხი ამიცურდა, ჩემდა საბედნიერო ქოჩორა იქვე აღმოჩნდა და დამიჭირა...
- ოჰჰ საიდან ამდენი სიბრაზე შენში?
მკლავებში ხელი მაგრად წამავლო და ნახევრად დაცემული ფეხზე წამომაყენა.
- ხდება ხოლმე.
მეც დაცინვით ნაგლი გამომეტყველებით მივუბრუნდი და ენა გამოვუყე, ხელები გავაშვებინე და სააბაზანოსკენ წავედი. დიდი ხნით ჩავიკეტე, ცხელი წყალი სასიამოვნო მეჩვენა, თან ჯერ-ჯერობით მხოლოდ სააბაზანო იყო ის ადგილი სადაც ყველაფერი დაკეტილი იყო და არავის ვხედავდი ჩემ გარშემო.
- ჯანდაბა, ყველაფერი მე რატომ მემართეება?
დაბნეული გამოვდივარ სააბაზანოდან, უკან-უკან ვიხედები და ნერვულად ვიჭამ ფრჩხილებს..
- ხომ ყველაფერი რიგზეა?
- ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა... შენღა მმაკლდი ახლა მართლა გული წამივა, აქ რაღა ჯანდაბას აკეთებ?
- გელოდებოდი...
- რატომ? ისევ უნდა სცადო ჩემი (მეორე მეს გაცნობა)?
სააბაზანოდან გამოსულს ისევეს ქოჩორა მხვდება, იმდენად დიდ ხმაზე მეძახის, რომ ლამის გული გამისკდეს და კიდევ ურცხვად მეკითხება, ხომ ყველაფერი კარგადააო.
ქათამივით ვხტები მის (ხომ ყველაფერი რიგაზე )და საშინელი კანკალი მეწყება...
- მაპატიე შენი შეშინება ნამდვილად არ მინდოდა.
დაბნეული იყურება აქეთ-იქით.
- გინდა რომ გაპატიო შემეშვი.
გავექანე და ლოგინში ჩავხტი.
- დამიჯერე შეგიძლია მენდო.
ქოჩორაც ისევ თავის სკამს დაუბრუნდა და საბანი გადამხადა თავიდან.
- დამიჯერე შეგიძლია მენდო.
ამ სიტყვებზე გულიანად გადავიხარხარე და ზურგი შევაქციე.
- კარგი როგორც გინდა, ეს ნაცრისფერობა შეინარჩუნე, ეს სიცივეც, შენ რომ გფარავს და იცხოვრე ასე კუბიკში გამომწყვდეულმა, მაგრამ თუ ასე აპირებ ცხოვრებას, ჩემთვის გაუგებარია რა მიზეზით შეიძლება ამბობდე უარს ფსიქიატრიულზე, იქაც მარტო გამოგკეტავენ და მზის შუქი შემოვა დილაობით მხოლოდ შენთან, ასე ცხოვრება გინდა? კარგი ხელს აღარ შეგიშლი დატკბე იმედგაცრუებუთ, მაგრამ ცოტა კიდევ მომისმინე, რატომ გგონია რომ შენს დახმარებას ვერ შევძლებ? გასაგებია რომ სამასოთხმოც ფსიქიატრთან და ფსიქოლოგთან იყავი, მაგრამ ალბათ არცერთს უთქვამს შენთვის რომ თავადაც იგივე სჭირდა, მე ვარ სწორედ ასეთი ადამიანი, მე ვიცი რას ნიშნავს დაკეტილ ფანჯარასთან ჯდომა, და იმის ყურება გარეთ რა ლამაზად ერთობიან შენი თანატოლები, მე ვიცი რა ძნელია იჯდე და აცნობიერებდე, რომ ამდენი წელი ოთახში ჯდომით გალიე და მსოფლიოში ყველაზე მოსაწყენი ადამიანი ხარ, მე ვიცი რა ძნელია იმაზე ფიქრი, რომ ჩვეულებრივ ადამიანად ქცევამდე ჯერ კიდევ ბევრი გიკლია, ან კიდევ შეიძლება საერთოდ ასე დარჩე, მე ვიცი როგორი გრძნობაა გარეთ გასულს თავი ჯოჯოხეთში რომ გგონია...
- უკან არ მივბრუნებულვარ, ისევ ზურგშექცეული ვუსმენდი და ვხვდებოდი, რომ ზუსტად იცოდა რა მჭირდა, მაგრამ მეშინოდა ამასაც იმედი არ გაეცრუებინა, ცოტახანში კარის ხმამ გამომაფხიზლა ჩემი უაზრო ანალიტიკური ფიქრებისგან, ქოჩორა უკვე აღარ იჯჯდა სკამზე.
ორი წუთის შემდეგ ამ მართლა უჰაერო და ნაცრისფერ ოთახში ექთანი შემოვიდა.
- დასვენება გჭირდებათ.
- უკაცრავად თქვენ საოდან იცით?
- ექიმმა მითხრა.
- ვაა ხედავ ჩემზე მეტი, ჩემზე ამათმა იციან.
- კარგით..
სისტემასთან მიდის და დამამშვიდებელს ურევს გადასხმის სითხეში, ისე მეძინება, თვალის დახახამებასაც ვერ ვასწრებ..
არა გთხოვ, არა, ოღონდ მე არა, გთხოვ დამანებე თავი, მე არ ვარ ის ვისაც ეძებ, გევედრები ხელი გამიშვი არაფერი დამიშავებია, საავადმყოფო თუ არა აბა რა მიშველის?
შევხტი და გამეღვიძა, ინსტიქტურად ვიღაციის ხელს ჩავეხუტე, ნელ-ნელა თვალი ავაყოლე ტატუებით გავსებულ მკლავებს და ცისფერი თვალები შემრჩა ხელში.
- ალექს..
- ჰო, ცუდი სიზმარი ნახე?
ნელ-ნელა ხელს ვუშვებ და ბალიშს ვეყუდები..
- ჯანდაბა, ჰო, ძალან დამამშვიდა ამ დამპალმა ექთანმა, უკვე ძალიან მიშლის ნერვებს, აღარ ვიცი რა უნდა ვქნა რომ ნორმალურად დამეძინოს..
- მე ვიცი.
- მაინც?
- გადი, და მთვარეს შეხედე...
- რაა? შენც მეღადავები ხო?
- სულაც არა..
- აბა რა ჯანდაბას აკეთებ?
- უბრალოდ გადი გარეთ.
აივანთან მივიდა და კარები გამოაღო.
ნელა წამოვდექი, არ ვიცი რატომ დაავემორჩილე, მაგას ნაღდად ვერ აგიხსნით, მაგრამ თავიდან არ შემშინებია, თუმცა როგორც კი გარეთ გავიხედე, მაშინვე საშინელი კანკალი დამეწყო, ხმამაც კი, სასწრაფოდ მოვბრუნდი პალატაში შემოვვარდი და ძირს მოწყვეტით დავეცი, გონება არ დამიკარგავს, უბრალოდ ძალიან ცუდად გავხდი შიშისგან...
- ყველაფერი კარგადაა ნუ გეშინია, ახლავე ექიმს დავუძახებ.
ალექსი პალატიდან გავარდა, საკუთარ თავზე ნერვებ მოშლილი, მთელი ძალით ვცდილობდი საკუთარი სხეულის მაღლა ატანა, მაგრამ თითქოს ყველა მცდელობა უფრო და უფრო დაბლა მითრევდა და სხეულს მიმძიმებდა, მახოვდა მხოლოდ ის, თუ რა ბედნიერება განვიცადე, როცა მთვარეს შევხედე, დიდ სავსე მთვარეს, რომელიც ჩემი კლინიკის ფანჯრიდან უსასრულობას შთანთქავდა..
ღამის ცივი სუსხიანი სიო, ახლაც ვგრძნობ მის ნაკვალევს საკუთარ სახეზე, და მივათრევ ჩემს უსიცოცხლო სხეულს, ეს სიტუაცია ჩემს ცხოვრებას მაგონებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქ ყოველი დაცემისას ძალას ვპოულობ ხოლო ცხოვრებაში არა, ვერა...
ჯერ კიდევ ბევრია საწოლამდე, ძალა აღარ მაქვს, ძალაგამოცლილს იატაკზე უსულოდ წოლაღა დამრჩა.

ნისლი, ისევ ის გაშლილი მინდორი, ისევ ფეხშიშველი და ისევ ბუნდოვანი გამოსახულება, ისევ მკლავში ძლიერი მოჭერა და სიტყვები, შენ ვერავინ გიშველის, ვერავინ დაგეხმარება ვერც საავადმყოფო და ვერც ფსიქოლოგი, მაგრამ განთებული ადგილიდან გამოდის ვღაც კაპიშონიანი, ხელის მოჭერას ვეღარ ვგრძნობ და აღარც ხმა მესმის...
მეღვიძება..
- აქ ვარ, ნუ გეშინია.
მეგებება დედაჩემი და ხელებს მიკოცნის.
- არ ვიცი დედა, თითქოს აღარც მეშინია, გაურკვევლობაში ყოფნას თითქოს უკვე შევეჩვიე, შიში ჩემი ნაწილია...
პალატას თალი მოავლე, ალექსი იქვე სკამზე იჯდა და ეძინა..
- ამას აქ რა უნდა?
- მთელი ღამე შენთან ერთად იყო, ის კი არა, რომ კანკალებდი შენი ხელები ეჭირა და ისე ჩაეძინა, ძლივს მოგაშორეთ, ამბობდა შინაგანად კანკალებსო.
- ხო მაგრამ ეს შინაგანი კანკალი საიდან მოიტანა ამ უბედურმა? გადავიხარხარე და კიდევ შევხედე ალექსს, მაგრამ იქ უკვე აღარ იჯდა.
- რაო მისის ლიზა? როგორ ოგეწონა მთვარე?
- ძალიან, მისი სიცივე, სუსხი, განათება, უსასრულობა, სიდიდე, სინათლე, ყველაფერი, ადრეც მინახავს მთვარე, მაგრამ მარტო ფანჯრიდან.
- რატომ კანკალებ?
- მე, მე, მე უბრალოდ ისევ ემოციების ქვეშ ვარ.
- ჯერ სად ხარ, სანახავი ძალიან ბევრია, შიში უნდა დაძლიო და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, თუ საკუთარ თავში ძალა იპოვე ყველაფერი გამოვა, არ უნდა დანებდე, როცა ეს მე გავაკეთე, ანუ როცა მთვარე პირველად ვნახე, მეც დაახლოებით ასეთი რეაქცია მქონდა, ვკანკალებდი და მუხლები მეკეცებოდა, ამის გამო ძალიან მცხვენოდა და თავიდან გადავწყვიტე აღარაფერი გამეკეთებინა , ბოლოსდაბლოს ბიჭი ვიყავი და არ მინდოდა ვინმეს აკანკალებული და აცრემლებული ვენახე, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებდი , რომ თუ არ ვნახავდი ძალას, ქუჩაში ვერასდროს გავივლიდი, ვერ დავლევდი ლუდს მეგობრებთან ერთად, ვერ წავიდოდი ტყეში, ვერ ვირბენდი ყურსასმენებით წვიმიან ქუჩაზე, აი ამ ფიქრებმა საბოლოოდ დამმარცხებინეს ეს დაავადება. შენც იგივეს გირჩევ.
დედაჩემი აღბრთოვანებული იყო ამ ბიჭით, ნერვები მომეშალა.
- დედა, იქნეაბ დაგვაცადო მკურნალობა.
ღიმილით ვუთხარი დედას და ხელზე ზელი მოვუსვი.
- კარგით რა პრობლემაა.
დედაჩემმა ისეთი სახით შემომედა ამან უფრო გამაბრაზა, თითქოს სახეზე ეწერა ( მიბაძე, ნახე რა მაგარი ბიჭია)
როფორც კი დედა პალატიდნ გავიდა, მაშინვე ბრაზი გადმოვამთხიე.
- შენ რაა? რის მიხწევას ცდილობ? რა საჭირო იყო მთელი ღამით აქ ყოფნა?
ალექსი საწოლის თავთან გაკვირვებული დგას და გაშეშებული სახით მიყურებს.
- ხო რა იყო? გაგიკვირდა რომ მადლობა არ გადაგიხადე?
წამოვჯექი და ისევ ბალიშს მივეყუდე.
- მომისმინე, მე არასდროს აარავის დასანახად არაფერს არ ვაკეთებ, და თუ რამე გამიკეთებია, მხოლოდ იმიტომ რომ,ადამიანებს დავეხმარო, გეყო ამდენი სიცივე, ნუ იქნები რკინასავით, თორემ მარტო დარჩები.
- და რა იცი რომ უკვე მარტო არ ვარ?
- ვიცი, ამ წუთას აქ ვდგავარ, მარტო ომ იყო ახლა აქ არ ვიქნებოდი.
გადავიხარხარე.
- შენ? ახლა საწოლიდან გადავვარდები... რომელი შენ, ის ვინც დედაჩემმა დაიქირავა, იმისთვს, რომ თავისი შეშლილი შვილისთვის ემკურნალა?
- ეს ჯერ კიდევ საკითხავია, ჩემს სიტყვებზე დაფიქრდი...
- რას ქვია საკითხავია?
- არაფერი დაივიწყე, თავს მიხედე...
შებრუნდა და კარი გაიხურა.
რას ქვია საკითხავია? ეს ბავშვი დარტყმულია, ან ეს ვინ მიიღო ფსიქოლოგად, მემგონი ყველაზე შეშლილია შეშლილთა შორის, არა ახლა, ვაღიარებ, მის საქციელზე რომ მეცინება, ისე არაფერზე არასდროს გამცინებია, ნუ ზოგადად სიცილი, ჩემთვის არაბუნებრივია, ამ ბიჭმა შეძლო ჩემი გაცინება..
- ჩაიცვი მივდივართ.
აი ახლაცისეთი შემოვარდა კაბინეტში, მისი შავი თმა ყალყზე დამდგარიყო, ცისფერ თვალებში სიხარული უთრთოდა და ამხელა ბიჭს ბავშვის ქცევები ახასიათებდა.
- ცუდად ხო არ ხარ? მოდი მომიწექი..
გადავიხარხარე და საბანი ავწიე.
- რადროს ეგაა წამო თქო.
ღიმილი ჩამომერეცხა სახიდან, საბანი ისევ დავწიე, ბალიშიც დავდე საწოლზე და საბანი თავზე გადავიფარე.
- არსად არ მოვდივარ, მეშინია.
- არააფრისაც არ გეშინია.
- ვაიმე, შენ მასწავლი ახლა მეშინია თუ მშია?
- აჰაა ესეიგი გშია, ადექი პიცერიაში მივდივართ.
საწოლიდან გიჟივით მექაჩება და იცინის...
- შენ თავი ხომ არ მიარტყი რამეს, რა პიცერია გარეთ ცხვირი ვერ გამიყია.
ამაზე აკაკანდა...
- ხო და გაყოფ.
- ასე ადვილი რომ იყოს შენ არ დამჭირდებოდი.
მთელი ძალით ვეჭიდები საწოლის თავს და არ მივყვები.
ამ დროს დედაჩემი შემოდის, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სულაც არ მინდა მისი წუწუნის მოსმენა, იმის შესახებ თუ როგორ მინდა ასეთი დავრჩე და არაფერს ვაკეთებ გამოსაჯანმრთელებლად, იძულებული ვარ გავყვე ქოჩორას გავყვე, ამას თუ გაყოლა ქვია...
შიშით ფეხები მიკანკალებს, გულისრევის შეგრძნება მაქვს, სუნთქვა მიჭირს და გულის ცემას ყელში ვგრძნობ. კართან საკმაოდ ახლოს ვარ, ცოტაც და გავაღებ და კოლიდორში გავაი, ისევ ეს საშინელი შიშის შეგრძნება, ისევ გულის ცემა და უაზრო პანიკა, ერთი მომენტი გავიფიქრე, სხვებს თუ არაფერი ემართებათ, შენ რა დაგემართება მეთქი და კოლიდორიდან გასასვლელთან მდგომ ტაქსისკენ გავიქეცი, კარი რომ დავხურე მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ ყველაფერი კარგად იყო, უამრავი უაზრო ფიქრი თითქოს რიგში ჩადგა და დალაგდა ჩემს ტვინში, მაგრამ ის შიში რაც მქონდა არ გამქრალა, უბრალოდ რაღაცნაირად შვება ვიგრძენი...
- საით?
- მე..
ალექსმა გააღო ტაქსის კარები.
- ქუჩის კუთხეში, პიცერიაში.
- კი მაგრამ, ის ხომ ასე ახლოსაა?
- შენ ვინ გეკითება?
- კარგით უკაცრავად...
ქოჩორამ ფული მისცა მძღოლს და უკანა სავაძელზე გადმოინაცვლა.
- ჰა, როგორი შეგრძნება იყო?
- საშინელი...
- მაგრამ ხომ დაგამშვიდა?
- ისე რაა...
- ეს უკვე რაღაცას ნიშნავს.
- ბევრს არაფერს..
- მაგასაც ვნახავთ.
ჩემს გვერდით იჯდა ეს გაბურძგნული შავთმიანი, ისფერთვალება გიჟი და ფაჯრიდან გაჰყურებდა დანამულ ქუჩას.
- ეს დღეებია ძალიან უცნაურად ლაპარაკობ, შეგიძლია ამიხსნა რა ხდება?
- არც არაფერი...
ტაქსი გაჩერდა.,
ქოჩორას ძლიერი მოჭიდება ვიგრძენი მკლავზე, ტაქსიდან რასაცქვია გადამათრია...
- მეთვითონ...
საშინელი მანქანის ხმაური, მტვერი, ხალხის ფეხის ხმა, ჰაერის მოძრაობა ჩემს სახეზე, საშინელი ბავშვების კივილი, უმაღლესი შენობები და უდიდესი ბიჟა საიდანაც მხოლოდ ხმაუი ისმის... ამ ყველაფრის დანახვაზე დავფრთხი, მაგრამ არ დავბნეულვარ, ეგრევე პიცერიაში შევვარდი, ქოჩორაც მომყვებოდა...
ცარიელი მაგიდა დავინახეთ ფანჯარასთან და გადავწყვიიტეთ (ა) იქ გვეჭამა, მაგიდასთან დაჯდომის შემდეგ მენიუ მოიმარჯვა და ისე ჩასცქეროდა, იფიქრებდით ქორწილის სუფრას არჩევსო...
- ისა, რო რამე იყოს არ მშია..
- გაჩუმდი და მაცადე... მიმტანო, თუ შეიძლება პიცა ცხარე გვინდა და ორი კოკაკოლა...
- კოკა-კოლა კაი იქნებოდა. გამეღიმა და ფანჯრისკენ გავიხედე.
- შეგიძლია ამიხსნა რა ხდება? რას გრძნობ ახლა? გეშინია?
- ახლა არა...
- აბა?
- ახლა მშია...
ანგარიში მოაქვთ, ნელ-ნელა წასვლისკენ მიდის საქმე, პირველი ალექსი გადის გარეთ რადგან მე ცოტა არიყოს და მეშინია.
- მოდი ლიზა, ნუ გეშუნუა, ყველაფერი კარგადაა, ნახე მეც აქ ვარ.
სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა, რას ვიზამდი? მთქლი დღით აქ ვე დავჩებოდი, მთქლი ძალა და გამბედაობა დამჭირდა იმისთვის, რომ ერთი ნაბიჯი გადამედგა კარის ზღურბლიდან.
ალექსი უკვე ტაქსს აჩერებდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ მომინდა დავხმარებოდი, ხელი ავწიე და გზაზე ორი ნაბიჯით წინ წავედი, ჩემი წინ წასვლა და მანქანიის საშინელი სისწრაფით მოსრიაალება ერთი იყო, შიშისგან მუხლები მომეკვეთა და თვალები დავხუჭე, ვგრძნობ რომ არ დავცემულვარ... თვალები რომ გავახილე, ალექსის მკლავებში ვიყავი გახვეული...
ხელი სწრაფად გავაშვებინე და ტაქსში ჩავჯექი.
გზა თითქოს უსაშველოდ გაიწელა, ვხედავდი ჩვეულებრივ ადამიანებს რომლებიც ქუჩას მოსდებოდნენ და ბუზებივით დახვეოდნენ შენობებს, დადიოდნენ გაშეშებული სახეებით, ყველა ერთნაირად, თითქოს დააპროგრამეს, ამ დიდი შენობების ფონზე პატარა არსებებად ჩანდნენ რომლებიც უზარმაზარ ქალაქში გზააბნეულებივით დაეხეტებოდნენ, ქალაქი სავსე იყო, ზოგი ამას სიცოცხლეს ეძახის, მაგრამ მე უფრო არეულობას და უწესრიგობას დავარქმევდი, ნამდვილად არ მინდა ასე ვიარო მეც, რაღაცნაირად ვერ ვიტან ასეთ სიტუაციას და თითქოს მეც ვიკარგები, თითქოს აღარ ვიცი სადმივდივარ, ყველას სადღაც ეჩქარება, ამ ხალხთან საშინელ სიცივეს ვგრძნობ, არავინ არავის ესალმება, არავინ დადის ფერადი კიკინებით, კაბებით, ღიმილით, ყველა გარბის, თან როცა ზუსტად ვიცი სად გარბიან ნერვები მეშლება, არანაირი სერიოზული არაფერი არაქვთ, არც სიყვარული, არც გრძნობა რომლის ხათრითაც ადამიანს შეიძლება სიცოცხლე უხაროდეს.
მათ უბრალოდ სიარული შეუძლიათ, არაფრის წამთ, არც სიყვარულის და არც ერთგულების, ამას მათ სახეზეც მშვენივრად ვკითხულობ, მაგრამ არ შეიძლება ასე განსაჯო, შეიძლება სჯერათ კიდეც, მაგრამ იმდენად ეშინიათ ამის აღიარების რომ ურჩევნიათ შავებში ჩაცმულ ბრბოს შეუერთდნენ, ყველა მიდის, ყველა იფანტება, მაგრამ ქუჩა მაინც სავსეა, რა აზრი შეიძლება ქონდეს ასეთ ცხოვრებას? არანაირი გარდა იმისა რომ იარო, ჭამო და იძინო, მე ასე არ შემიძლია...
- ლიზა, მოვედით.
ქოჩორას ხმამ ფიქრებიდან სწრაფადვე გამომაფხიზლა, უკვე კლინიკასთან ვიყავით.
- მოვდივარ.
ვცდილობ მღელვარება არ შევიმჩნიო და ჩვეულებრივად გადავდივარ ტაქსიდან, მაგრამ უეცრად ყველაფერი ირევა, სახეებს ბუნდოვნად ვარჩევ, თითქოს დედამიწა აიღეს და დაატრიალეს, გავრბივარ, მაგრამარ ვიცი სად.
უეცრად მინის კარებში შევვარდი, ნუ თურმე ისედაც აქ უნდა შევსულიყავი, დავინახე ალექსი მოდიოდა შეშინებული.
რამოდენიმე წამში მართლაც ჩემთან გაჩნდა.
- კარგად ხარ?
- მშვენივრად, დამავალებ თუ ყოველ ჩემს ნაბიჯზე არ მოვარდები და კარგად ხარს არ მეტყვი...
- გასაგებია, წამოდი აგაცილებ პალატამდე.
მკლავში ხელი ჩამავლო და კიბის საფეხურებზე თითო ნაბიჯისას ისე ხტებოდა გეგონება ხელში სამითვის ბავშვი ეჭირა და ეშინოდა არ ჩავარდნოდა.
ყველაისე მექცევა გეგონება ბავშვი ვიყო, თუმცა არც მიკვირს, მე ხომ მთელი ცხოვრება სახლში გავატარე, ბავშვობაშიც კი არ ავსულვარ ხეზე, ამიტომ ჰგონიათ, რომ ისინი ყოველ ნაბიჯზე მჭიდებიან.
ზოგჯერ მინდა უბრალოდ სადმე შორს წავიდე, წავიდე და ვიცხოვრო როგორც სხვები ცხოვრობე, მაგრამ ვერა...
ნაბიჯებს ძლივს ვადგამ, თითქოს აღარც მეშინია, რომც მეშინოდეს ამ ქოჩორასთან არ შევიმჩნევ, ეყო რაც მამშვიდა, ჩემს დამშვიდებაში მგონი თვითონ გაგიჟდა.
კიბეები ძლივს ავიარე, ფეხები ისევ მიკანკალებდა, თუმცა როგორც უკვე გითხარით არ ვიმჩნევდი.
პალატისკართან რომ მივედი არ მინდოდა სახელურზე ხელი მომეკიდა, ნამდვილად შეამჩნევდა, რომ შიშისგან მიკანკალებდა.მართალია ერთი ხელი მაინც ქოჩორას ეჭირა და ისედაც ხვდებოდა ჩემს შიშს,მაგრამ იმდენად დავიბენი, რომ ვეღარ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი,მოკლეთ პალატაში შესული ეგრევე სააბაზანოში შევვარდი.
ცხელი წყლის ქვეშ დავდექი და ისევ ფიქრებმა გამიტაცეს,ამ ერთმა პატარა მგზავრობამ ჩემში იმდენი ემოცია დააგროვა, რომ არ ვიცოდირომელი ერთზე მეფიქრა.
ქალაქში გასვლისას, ნუ ქუჩაში გასვლისას უფრო შესაფერისი ნათქვამი იქნება, რაღაც სასწაული არასასიამოვნო დამოკლედ ყველა არა გრძნობა შემოვიდა ჩემში.
თითქოს ყველაფერი ერთ მუჭაში ჩააბეტონეს, ჰაერი იმდენად ცოტა და იმდენად ნოტიოა რომ არ ვიცი ამდენ ადამიანს როგორ ჰყოფნის.
ხალხი ქუჩაში რობოტებივით დადის, ყველას სახეზე დაღლილობა და სევდაა, ყველას სადღაც ეჩქარება და არავინ ტკბება ცხოვრებისგან ისედაც მოკლე და ძვირფასი მოცემული დროით, ვერ ხვდებიან, რომ დღეს შეიძლება ვიყოთ, ხვალ კი არა, ვერ ხვდებიან, რომ ერთ დილასაც მათ ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, ან თუდაც ერთ წამში შეიძლება საკუთარი აწყობილი ცხოვრება ისე დაეტიოთ მუჭში რომ ვერცმიხვდნენ.
დაახლოებით ერთი საათი ვფიქრობდი ამ ყველაფერზე და მივხვდი თუ რა უაზროა ცხოვრება, უაზროდ იბრძვიან ადაამიანები და ბოლოს რა? ბოლოს მაინც ყველა კვდება...
დუში გავთიშე, კაბინიდან გამოვედი და ხალათი მოვირგე, საშინელი გრძნობა მქონდა, ახლა უკვე აღარ მინდოდა კარგად გავმხდარიყავი.
პალატაში გამოვედი და საწოლზე მივწექი, ალექსიც იქვე იყო თურმე, უბრალოდ იმდენად ჩაფიქრებული ვიყავი რომ ყურადღება აღარ მიმიქცევია.
- რა მოხდა?
- არც არაფერი...
ახლოსმოდის, სკამს ჩემს წინ დგავს, მე ბალიშჩახუტებული, მოკუნტული ვწევარ, ცოტა შეშინებული და დაბნეულიც ვარ, არ ვიცი რატომ, მაგრამ თითქოს ნელ-ნელა სურვილი მიქრება ოდესმე გარეთ გასვლის.
- რაღაც ნამდვილად ხდება.
შავი თმა სახიდან გადამიწია და თვალებში შემომხედა, თვალი ავარიდე.
- რა იყო? შენ ყველაფერთან ერთად თვალებში შეხედვისაც გეშინია?
გაიღიმა და საწოლზე გადმოჯდა.
- ხო იცი შეგიძლია მომიყვე ყველაფფერი, უფროსწორად უნდა მომიყვე.
- ასე კატეგორიულად რატომ?
- იმიტომ.
ბალიშში ჩარგული თავი მაღლა ავწიე და ქოჩორას თვალებში ჩავხედე.
- აი ხო ხედავ, შეგძლებია.
- ნამდვილად.
- ახლა კი მომიყევი, გისმენ.
კომფორტულად მოთავსდა ალექსი ჩემს საწოლზე და ინტერესით შემომხედა. მეც ნელ-ნელა წამოვდექი და კედელს მივეყუდე, ძალა მოვიკრიბე, გულში ვამხნევებდი საკუთარ თავს და ემოციების შეკავებისკენ ვუბიძგებდი.
- მოკლედ, დღეს ძალიან დავიბენი, არ ვიცი რატომ, თუმცა კი როგორ არა, დამაბნია ხალხმა, ქუჩამ, ქცევამ, ემოციამ, ხალხის სახეებზე დანახულმა უსიცოცხლობამ, ერთფეროვნებამ, ხალხი თითქოს ქუჩაში დაპროგრამებული რობოტები არიან, ცხოვრებისგან დაღლილები, მათთვის ყოველდღიურობა საკუთარივე ქცევით მოსაბეზრებელია და თითქოს ამას ვერც ამჩნევენ, არავის უნდა ქუჩაში გაიღიმოს ან უყვარდეს, წვიმასაც კი, ისე უხალისოდ ხვდებიან, რომ ნერვები მეშლება
- როცა შენს ცხოვრებაში მუდმივად ერთი და იგივე ხდება იძულებული ხარ ასე იყო.
- კარგი რა?! ხალხი როგორაა, ამდენ ავადმყოფს ვუყურებ ამ საავადმყოფოში, ზოგს რა უჭირს და ზოგს რა, მათ კი არაფერი სტკივათ, არაფერი აწუხებთ ფიზიკურად, დანარჩენი კი მე ვფიქრობ თავად უნდა გამოიმუშავონ.
გაოცებული მომშტერებოდა ალექსი და დროდადრო ეღიმებოდა ჩემს უაზრო ხელების ქნევასა და თვალების ხამხამზე.
- მართაკი ხარ, შენ ხომ ადამიანი ლაპარაკში ვერ გაჯობებს რა.
- დიახ, დიახ.
ნიშნისმოგებით შევხედე და ისევ ბალიშს ჩავეხუტე.
- შენი აზრით როგორ შეიძლება ადამიანმა ცხოვრების აზრი იპოვოს?
ვკითხე ალექსს და ისევ დავწექი.
- მრავალნაირად.
მოკლე პასუხები არასდროს მაკმაყოფილებდა.
-მაინც
- მაგალითად,.... მოკლედ ამაზე პასუხი არ მაქვს, ყველა ადამიანს თავისი მიზეზი აქვს იმისათვის რომ იცოცხლოს, მაგრამ ცხოვრებაში უამრავი ისეთი გადაუჭრელი პრობლემაა რომელიც ხანდახან ადამიანს ღიმილის დავიწყებაში ეხმარება.
წამოდგა და კარისკენ წავიდა.
- რამე მოხდა?
- არა ისეთი არაფერი მე უბრალოდ...
ხმა აუკანკალდა
- უბრალოდ რა?
- არაფერი...
ისევ მარტო დავრჩი.
.
რა უნდა მეფიქრა, უბრალოდ გაკვირვებული ვუყურებდი კარებს, ნამდვილად ვერ მივხვდი რატომ წავიდა ალექსი, ისეთი არაფერი მითქვამს, არც არაფერი გამიკეთებია და არც ჩემებურად ცუდად მოვქცვივარ, თანაც ბოლოს ხმაც შეეცვალა, ვერ ვხვდები, ნეტავ მე დავუშავე რამე?
კარგი რა ლიზა, რაში გადარდებს რა დაემართება? ყურადღებას ნუ მიაქცევ.
გარეთ ისევ სასიამოვნო ნიავი იყო, ( ნუ ფანჯრიდან ასე ჩანდა), მომინდა გარეთ გავსულიყავი და მეგრძნ საზე ნიავი როგორ მეხებოდა, მაგრამ ძალიან ცუდად გავხდებოდეი და შევჩერდი, ვამჯობინე ისევ ბალიშზე ჩახუტებულს დამეძინა.
სად ვარ? ნუთუ ისევ ის სულელური სიზმარია, როგორვ ჩანს არ ვცდები, ნამდვილად სიზმარია, ოღონდ ამჯერად სხვანაირი, ახლა უკვე უკუნეთი სიბნელეა, არც ნისლია, არც ვარსკვლავები, არც ბალახი, ფეხით მხოლოდ რაღაც საშინელ სიმაგრეს ვგრძნობ, როგორც ჩანს გზატკეცილია... საით წავიდე არ ვიცი, ან რომ წავიდე მეშინია რამე არ მოხდეს, მაგრამ ეს ხომ სიზმარია, ხო და აქ მაინც მეყოს გამბედაობა მეთქი და ნაბიჯი გადავდგი, არაფერი მომხდარა, უბრალოდ არც არაფერი განძრეულა, სიჩუმე იყო, საშიში სიჩუმე, ნიავიც კი არ ქროდა, ჩახუთული ჰაერი იყო, თითქოს ვიღაცამ გასაბერ ბუშტში ჩაგსვაო, მე ნელ-ნელა ვუმატებდი ნაბიჯებს, მანამ სანამ რაღაც დანგრეული არ შევამჩნიე, ისიც იმით, რომ ტელეფონმა გაანათა, სიზმრებში ტელეფონიც თუ დაჰქონდათ არ მეგონა, მაგრამ რადროს ეგაა, კიდევ კარგი რომ თურმე დააქვთ.
შენობას გვერდი ავუარე, მაინც გავაგრძელე გზა, იმის მიუხედავად რომ შიშისგან ცტაც და მუხლები მომეკკკვეთებოდა მაინც მივდიოდი, მივდიოდი და არ ვიცოდი სად, რატომ ან რისთვის.დააი უცებ მანქანის ფარები ჩემს ცხვირწინ აინთო. შეშინებულს გამომეღვიძა და ინსტიქტურად ხელი რაღაცას ჩავავლე, თვალები რომ გავახილე, მივხვდი რომ ეს რაღაც კი არა ალექსის ხელები იყო.
- ისევ კოშმარი ნახე არა?
- ჰო
- როგორი?
ინტერესით მიყურებს ალექსი.
- სერიოზულად?
- არასერიოზულობის მეტყობა რამე?
- ამაზე საუბარი არ მინდა.
ბალიში გავასწორე და საბანი თავზე გადავიფარე.
- ხომ იცი რომ არავის ვეტყვი.
ნელ-ნელა გადავიხადე საბანი, საშინლად მეშინოდა ამ სიზმრის მყოლის, არადა არც ისე საშიში იყო.
- კარგი, ისედაც ვიცი რომ არავის ეტყვი, მაგრამ მე თვითონ მიჭირს, ზოგადად ჩემი სიზმრების მოყოლა.
- კარგი, შენთვის თუ ასეთი ძნელია, მაშინ დაძალებას ნამდვილად არ ვაპირებ.
სკამიდან ადგა და ფანრისკენ წავიდა.
- ალექს...
მალევე შემობრუნდა ჩემსკენ და ცალი წარბი მაღლა ასწია.
- გისმენ.
- შენი აზრით, ადამიანები როცა კვდებიან, იმ მომენტში რას გრძნობენ? ეშინიათ?
ერთი ჩაეღიმა, მერე ჯიბეში ხელი ჩაიყო და იქიდან საკრდიტო ბარათი ამოიღო/
- ამას ხომ ხედავ.... აი ამისთვის ცხოვრობს ადამიანების უმეტესობა, ზოგი ისე კვდება, რომ საერთოდ არც კი ივის რა არის ოჯახი, ზოგი ისე რომ იცის, მაგრამ ბოლოს, იმ ბოლო წამებში აფასებს მათ, ზოგი ისე კვდება რომ საერთოდ არ იცის არაფრის ფასი და ზოგიც ახალდაბადებულივე მიიცვალება, ასე რომ ჩემო ლიზა, მე ვერ გეტყვი ვის რა გრძნობა აქვს, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ და რისთვის იცხოვრა აქამდე...
ჩემს საწოლთან დგას და გადასხმის ბალონს ეთამაშება.
- შეგიძლია დაჯდე, არ ვიკბინები...
- ვერცმიკბენ.
- ვიცი...
ალექსი ჩემს საწოლზე გემრიელად მოკალათდა.
- შეგიძლია მითხრა როგორია ნამიანი ასფალტის სუნი?
- ეს უბრალოდ საოცრებაა, თვითონ წვმაა საოცრება, როცა ის გარემოს ასველებს ყველა ადამიანში რაღაც გრძნობას აღვიძებს, სასიამოვნოა წვიმის წვეთის სახეზე შეხება, ხოლო როცა ასფალტზე დადიხარ, მისი სუნი შენში რაღაც ამოუცნობს აღვიძებს, თითქოს გამშვიდებს და თან არც გამშვიდებს..
- ალექს, რაღაც მჭირს, სულ მეძინება და როცა ვიძინებ საშინელებები მესიზმრება, არადა რომ არ დავიძინო ისიც არ შემიძლია, ძალიან ცუდად ვარ უკვე...
- ნუ გეშინია, ამას უბრალოდ შეეჩვია ორგანიზმი.
რაღაცნაირი ცივი თვალები ჰქონდა ალექსს, ვიცი და მუქი ცისფერი, რასაც გეუბნებოდა ყველაფერი თავისთავად გჯეროდა...
- კი მაგრამ, რას შეეჩვია? ცუდ სიზმრებს?
- რა ცუდ სიზმრებს, არა უბრალოდ ძილს შეეჩვია....
გაიღიმა და ხელი თმაზე მომისვა.
- და სიზმრები?
- მაგაზე ვერაფერს გეტყვი, შენ უნდა იპოვო საკუთარ თავში, იმის ძალა რომ დაძლიო შენი შინაგანი ცუდი ფიქრბი რადგან მე ვიცი, რომ ცუდი სიზმრები ქვეცნობიერიდან მოდის, ნუ ზოგადად სიზმრები...
- გასაგებია...
წამოვდექი, ჩუსტები ჩავიცვი და აბაზანაში ხელ-პირის დასაბანად შევედი...
ცოტა ცუდად ვიყავი კიდეც, როგორია მთელი ცხოვრება კოშმარებისა და რეალობის ზღვარზე იდგე...
საკუთარ თავს მთელი ცხოვრებაა ველაპარაკები, ვეუბნები რომ უნდა შეძლოს, მაგრამ უშედეგოდ, ბევრჯერ გარეთ გასვლაც ვცადე, მაგრამ უშედეგოდ.
საპნიანმა წყალმა გამომაფხიზლა, პირსახოცს შევეხე და გარეთ გავედი, ალექსი ისევ ჩემს საწოლზე იყო, ოღნდ ამ ჯერად ეძინა, ისე სასაცილოდ ეძინა რომ ღიმილი ვერ შევიკავე, მოკუნტულიყო და ბალიშს ჩაჰხუტებოდა, მეც იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ვუყურებდი როგორ ეძინა, მეც მინდოდა ასე მშვიდად დამძინებოდა.
როცა ალექსის ყურება მომბეზრდა, გადავწყვიტე ძალა მომკრიბა და გარეთ გავსულიყავი. სკამიდან ნელა ავდექი და ნელ-ნელა აივნის კარი გავაღე, ცივი ჰაერი სახეზე მომედო, ამ ჯერად გარეთ ხმაური არ იყო, მხოლოდ ის მევალებოდა, რომ ზღურბლს გადავსულიყავი და აივანზე გავსულიყავი, მაგრამ შინაგანად დიდ შიშს ვგრძნობდი, მიუუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვიყავიი გარეთ არაფერი ხდებოდა, მაინც მეშინოდა, გაურკვევლობამ მომიცვა და არ ვიცოდი როგორ და რამ შემაშინა, იქამდე ვებრძვოდი შიშს, სანამ კანკალი არ ამიტყდა, ფეხები არ მომეკვეთა და არ გავკავდი, ფეხებს ვეღარ ვადგამდი, მაგრამ უნდა გადამედგა, სხვა გზა არ მქონდა, საწოლამდე მაინ უნდა მიმეღწია.
ამ დროს უკნიდან ხელის შეხება ვიგრძენი, მიხედვის თავი ნაღდად არ მქონდა, ვიღაცამ მუხლები მომიკეცა და ჰაერში ამწია, თვალებს ძლივს ვახელდი, აგრამ ამ ჯერად ზუსტად ვიცი, რომ ეს ალექსი იყო, მისი სუნამოს სუნი მახსოვდა...
ბრთხილად დამსვა საწოლზე და პ;ლედი დამაფარა. მიდიოდა, მაგრამ ხეით დავიჭირე, არ მინდოდა მარტო დავრჩენილიყავი, დედა აქ რამდენიმე დღეა არ ყოფილა, სახლის პრობლემებზე იყო წასული მამასთან განქორქინების საბუთებს აგვარებდა და სახლების განაწილებას დიდი დრო მოუნდნენ...
სკამი მოწია და ჩემს გვერდით დაჯდა, მალევე ჩამეძინა მის ხელზე ჩაჭიდებულს, მეგონა რამე ცუდ სიზმარს კიდევ ვნახავდი, მაგრამ არა... უბრალოდ მეძინა, მშვიდად და ისე როგორც სხვებს ძინავთ ხოლმე, მისი ხელის სითბო მომაკლდა, თვალები რომ გავახილე მასაც ჩასძინებოდა, ჩემს საწოლზე ედო თავი და ხელი მაინც არ გაეშვა არც მე არ გავაღვიძე, შემეცოდა ისე კარგად ეძინა...
არც ხელი გამიშვებინებია, მის ტატუებს ვათვალიერებდი სანამ გაეღვიძებოდა მინდოდა თითოეული ტატუ მენახა. ისინი არეული შინაარსისა იყო, მაინც არაფერი მესმოდა ასეთი რაღაცეების, უბრალოდ უაზრობისგან გაბრუებულს საქმე არ მქონდა, ვიწექი და ვათვალიერებდი მის ხელს.... ინსტიიქტურად მომინდა რამე წამეკითხა და ოთახი მოვათვალიერე, იქვე საწოლის ტუმბოზე ალექსის წითელყდიანი წიგნი იდო, რა უნდა მეკეთებინა, ხო და რაც ძალა და ღონე მქონდა გავიწელე, არ მინდოდა გამეღვიძებინა და თუ ხელს გავუშვებდი ეს ასე მოხდებოდა...
წიგნზე წარწერა, ალექსს დედიკოსგან.... გამეღიმა... მეორე გვერდზე დიდი შრიფთით ეწერა (( ფობია )) დამაინტერესა, და წიგნს ფურცვლა დავუწყე, რა არის შიში? ამაზე შევჩერდი და ინტერესით დავიწყე კითხვა...

ვისაუბროთ შიშზე. რა არის შიში? სად არის მისი საწყისი? როგორ დავძლიოთ?ცოტა არ იყოს დიდი თემაა, მაგრამ შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალობო შეხედულებები და აზრები. ( ვიცი ვერაფერს გავიგებ მაგრამ მაინც წავიკითხავ ) ფიქრით გავაგრძელე კითხვა, ცალი ხელი ისევ ალექსის ხელში მქონდა მოქცული..
შიში-ეს ბუნებრივი რეაქციაა, ინსტიქტია, რომელიც განკუთვნილია თავდასაცავად. ეს არის ცნობიერის მდგომარეობა და მეტი არაფერი! ( არაფერი კაია, კი ვკანკალევბ და )
შიში შეიძლება განიხილო, როგორც გააზრებულ ასევე გაუაზრებელ ფორმატში. ( ფორმატი რაარი? ალექსს ვკითხავ რო გაიღვიძებს)
გათვითცნობიერებული, გააზრებული შიში ნორმალურია. მაგალითად: შუქნიშანის წითელ ფერზე გადასვლა, მდუღარეში ხელის ჩადება… როცა, საქმე ეხება გაუთვითცნობიერებელ, გაუაზრებელ შიშს როგორიცაა-სიმაღლის, წყლის, სიბნელის და ა.შ მაშინ ჩვენთან მოდის ფორიაქი, ამის შედეგად კი, წარმოსახვა იწყებს ამოქმედებას. ( მოიცა ის სიზმრები.... მგონი მართლა ეს გაუაზრებელი შიში მჭირს )
მთავარი რაც უნდა ვიცოდეთ შიშზე – ის არის, ჩვენი წარმოსახვის ნაყოფი. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შიში არარეალურია. ჩვენ მას დავრთეთ უფლება შემოსულიყო გონებაში ან გამოვიწვიეთ ის, ჩვენს წარმოსახვაში წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. ( სუ მე მოვიწვიე რაა) გამეღიმა...
თუ შიში წარმოსახვითია, სად იღებს ის სათავეს? ( ჰო)
ბავშვთა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვს აქვს ორი თავდაპირველი შიში. ეს არის-ხმამაღალი ბგერების და დაცემის. ჩვენ კი რას ვშვრებით ამ დროს? გავიხსენოთ, როგორ ვაშინებთ ბავშვს. თავზე წამოფარებული ტილოთი გავქანდებით, პატარასთან მისვლისას მოვიძრობთ და შევძახებთ „უუუ“. რა მოსდის პატარას? „გული აღარ აქვს საგულეში“, თვალები გახელილი აქვს ფართოდ. ამ დროს კი, „დიდი სახე“ უცინის მას. ამის მერე პატარა თავად ეჩვევა და იწყებს ჩვენს თამაშს. მოსახდენი უკვე მოხდა. მან საწყის ეტაპზე განიცადა შიში, მაგრამ ბავშვს ასწავლიან რომ არ შეიძლება შიშის ჩვენება.
არა აქვს მნიშვნელობა, დაგეგმილი თუ შემთხვევითი იყო ემოცია. ყველა ნეგატიური ემოცია, ვარდება ქვეცნობიერში და იქ ინახება.
( და იქნებ უბრალოდ ასეა და ვსო?)
როგორ ფიქრობთ, რა ემართება ბავშვს, როცა ჰაერში, მაღლა ააგდებენ ან ხელში ატრიალებენ? წარმოიდგინეთ! ბავშვი „კრავს“ სუნთქვას… ღია პირი… ფართოდ გახელილი თვალები… და ამ დროს, იგივე სახე და იგივე სიცილი. ბავშვს ასწავლიან სადღაც შორს, ქვეცნობიერის სიღრმეში „ჩატენოს“ ეს სტრესი, საიდანაც შემდგომში შიში გვევლიანება, როგორც – სიმაღლის, ფრენის ან რომელიმე ფობიის სახით.
იგივე შეიძლება ითქვას, სიბნელის შიშთან დაკავშრებითაც. სიბნელის დროს, თქვენი ტვინი ხატავს საშინელ სურათებს. სინამდვილეში, რაც ჩვენ გვაშინებს, არის ჩვენი მოგონილი წარმოდგენები, რომლებიც აღმოცენდა წარსულ შემთხვევებზე .
საშიში აზრები ქვეცნობიერში სახლდებიან სხვადასხვა გზებით. ეს შეიძლება იყოს, მშობლების ზეგავლენა. ისინი იყენებენ შიშს, როგორც ინსტრუმენტს დისციპლინისთვის. ყველას გავხსოვს „გუდის კაცი“ ან ვინმე პერსონაჟი… სწორედ ასე, გააზრებულად თუ უცოდინრობის გამო, იქმნება პატარა- პატარა „უცოდველი“ შიშები, რომლებიც მერე იქცევა დიდ პრობლემად.
ასევე შიშებს აყალიბებს ბავშვობაში განცდილი სტრესები, საშინელებათა ფილმები, სატელევიზიო პროგრამები, წიგნები- რომლებიც დახუნძლულია გამოგონილი საშინელებათა პერსონაჟებით და სიუჟეთებით…
აბსოლუტურად, არა არქვს მნიშვნელობა, წარმოადგენს შიში მოგონოლს თუ გამოცდილებას. ქვეცნობიერი არ ამოწმებს მიღებული ინფორმაციის წყაროს. ვიცით, რომ ის არის ჩვენში.
შიში დამანგრეველია. დაიმახსოვრეთ:
შიში აღმოცენდება გადაუწყვეტელობის ნიადაგზე, გადაუწყვეტლობა კრისტალიზირდება ეჭვებში, ხოლო მათი აღრევის შედეგად ვიღებთ შიშს.
ის წამოადგებს საფრთხეს რადგან, ზოგჯერ ღვივდება და ვითარდება ისე რომ არც ვუწყით მისი არსებობა.
როდესაც გვეუბნებიან „გული გამისკდა, ისე შემაშინე“-ეს ფრაზა სიმართლის მატარებელია. რადგან შიშს შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის პარალიზება და მეტიც.. მოვიყვან ისტორიას ადამიანზე, რომელიც შემთხვევით ჩაკეტეს ვაგონში.
„რკინიგზაზე სამუშაო დღე სრულდებოდა და მომსახურე პერსონალი ემზადებოდა სახლში წასასვლელად. ამ დროს, თითქმის ცარიელ ვაგონ-რეფრეჟერატირში(მაცივარი) ერთ-ერთი თანამშრომელი აღმოჩნდა ჩაკეტილი. იცოდა რომ დილამდე ვერავინ გაიგებდა ამ ამბავს. ის მოიცვა პანიკამ. დაიწყო ყვირილი- ხმის ჩახლეჩვამდე, ხელების ბრაგუნი- სისხლის დენამდე. არანაირი საშველი არ ჩანდა. იფიქრა რომ დილამდე მოკვდებოდა. სადღაც იპოვა ბასრი ლითონი და იატაკზე დაიწყო ფხაჭნა- “აქ ცივა, ხელები მიშეშდება, ძილი მერევა… ალბათ, ეს ჩემი ბოლო სიტყვებია“. დილით როცა თანამშრომლებმა კარი გახსნეს, აღმიაჩინეს გარდაცვლილი. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გვამს ჰქონდა გადაციების ყველა მაჩვენებელი. ამ დროს, მაცივრში ტემპერატურა იყო ცამეტი გრადუსი სითბო.“
თუ უმრავლესობა შიშებისა არის წარმოსახვითი, ხოლო თავად შიში დამანგრეველია, მაშინ რა არის გამოასავალი?
მე ჩემის მხრიდან გთავაზობთ დავსძლიოთ შიში. როგორ? ალბათ გაგიგიათ: ყველაზე გავრცელებული ხერხი შიშის დაძლევის – ეს არის მოქმედება. მე მჯერა და ვიყენებ კიდევაც ცხოვრებაში. მაგრამ მხოლოდ ქმედგება, არ კურნავს ყველა ჩვენს შიშს. მათი უმრავლესობა დამარხულია, ღრმად ქვეცნობიერში და ქმედება ვერანაირად შეეხება მას. ამიტომ საჭიროა მოიძებნოს ამ დონეზე მოქმედების გზები, რასაც აკეთებენ პროფესიონალი ფსიქოლოგები.
ჩვენ კი ის შეგვიძლია, რომ ქვეცნობიერის დონეზე არსებულ შიშებზე, რომლებიც იქნა ჩაპროგრამებული მთელი ცხოვრების მანძილზე, მოვასუსტით ზემოქმედება
შესაძლებელია, აგრეთვე, მივაგნოთ საკუთარ მტკიცებულებას, რომლებიც დაგვეხმარება გავუმკლავდეთ შიშებს. ერთ-ერთ სემინარზე მოვისმინე ფრაზა რომელიც კარგად გამოხატავს შიშის დძლევის ჩემეულ გზას:
„შიშმა დააკაკუნა კარზე, რწმენამ გააღო… და კარში არავინ დახვდა“

შესაძლებელია, აგრეთვე, მივაგნოთ საკუთარ მტკიცებულებას, რომლებიც დაგვეხმარება გავუმკლავდეთ შიშებს. ერთ-ერთ სემინარზე მოვისმინე ფრაზა რომელიც კარგად გამოხატავს შიშის დძლევის ჩემეულ გზას:
„შიშმა დააკაკუნა კარზე, რწმენამ გააღო… და კარში არავინ დახვდა“
ალექსი შეკრთა, მეც მის უეცარ მოძრაობაზე შევხტი და შევხედე, პატარა დაუცველ ლეკვს ჰგავდა, სიცილს ვერ ვიკავები, მაგრამ უეცრად თვალი გაახილა.
- რა იყო? ასე გულიანად რამ გაგაცინა?
- არაფერია
- მითხარი..
- კაი დაივიწყე...
ისევ ვკისკისებ.
- ჰო კაი...
ხელი გამიშვა, თვალები მოისრისა და აბაზანაში შევიდა.
აბაზანიდან გამოჩანცალდა ახალგაღვიძებული და ისევ ჩემს საწოლზე დაეფერთხა.
- გავნათლდი.
სიცილით ვუთხარი და წიგნისკენ მივანიშნე
- ჰო? ძალიან კარგი...
- გავნათლდი კი არა გავნათდი გეფიცები, ალბათ შუქი რო ჩაქრეს, მე გავანათებ მთელს კლინიკას. ოღონდ ერთი რამე ვერ გავიგე... მე რა მჭირს.
- არცაა საჭირო იცოდე.
გამომეტყველება შემეცვალა.
- უკაცრავად?
- ნუ მეჭყანები ერთი შენი ჭირიმე რა...
გავბრაზდი და თავში ბალიში ჩავარტყი.
- გეჭყანები კი არა.... ნუ მოკლედ მე მხოლოდ ის მაინტერესებს რანაირად აპირებ ჩემს გამოჯანმრთელებას..
- აესე ჩვეულებრივად.
- აუ გავბეზრდი რაა ამ კლინიკაში...
ამის თქმა იყო და დედამ შემოაღო კარი..... ალექსი ისე წამოხტა საწოლიდან თითქოს ვიღაცამ ასაფეთქებელი დაუდოო. გადავიხარხარე, მობრუნდა და მკვლელი თვალებით შემომხედა.
- დედა, სად იყავი ამდენხანს?
დედაჩემზე გადავიტანე მზერა.
- ყველაფერი მოვაგვარე...მხოლოდ შენ დარჩი..
- რას გულისხმობ მხოლოდ შენ დარჩიში?
თვალები დავჭყიტე და ტუჩების კვნეტა დავიწყე.
- იქნებ ცოტახანს მაცადო, შემოვიდე და სკამზე მაინც დავჯდე.
ხხელში პარკები ეჭირა, ნერვებს მიშლის, იმდენ რამეს ყიდულობს თითქოს აქ სამი წელი უნდა დარჩეს...
როგორც იქნა შემოვიდა და ეს თითო ხელში ხუთპარკიანი საწოლთან ახლოს დაჯდა..
- აბა როგომიდის საქმეები?
- რავიცი დედა ნორმალურად.
მოკლე პასუხი გავეცი და ალექსისკენ გავიხედე.
ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა თავისთვის კედელთან, თვალებით ვანიშნე ჯიბიდან ხელი ამოეღო და დედაჩემისაკენ გადავედი...
- დედა სახლში მინდა წასვლა.
ამის თქმა და ალექსის ხველება ერთი იყო,შეშინებულმა გადავხედე, ყელზზე ჰქონდა ხელი მიდბული და ახველებდა..
- კარგად ხარ?
დამცინაი მზერით ვკითხე და მხრები ავიჩეჩე...
- კი...
სწრაფი ნაბიჯით მოდის საწოლთან, ჯდება და დედაჩემსუწყებს საუბარს..
- ესარ გამოვა.
დედაჩემი გაკვირვებული და თან შეშინებული უყურებს.
- რა არ გამოვა ალექს?
- სახლში ვერ გაგატანთ, მე არ გაგ.. უფროსწორად მე არ შემიძლია, ის ჯერ კარგად არაა, ჯერ კიდევ ეშინია და ცუდადაა, მას სერიოზული დახმარება სსჭირდება.
- კარგი გასაგებია ალლექს..
სიბრაზისგან ლამის მივწვდე ყელში ის კეპი მოვაძრო თავიდან და თმა დავაცალო, მაგრამ ვზივარ ასე გაუნძრევლად, დედაჩემია აქ და ბრაზს როგორ შევიმჩნევ...
- გასაგებია?
- დიახ, მაგრამ ეს მას უთხარით.
დედას ტელეფონმა დაურეკა, ჩანთაში ერთიი საათი ეძებდა ტელეფონს, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია ლამის მთლიანად მოვისმინეთ. ამ დროს მე ალექსს ცოტაც და ვეცემოდი, უბრალოდ სულ ცოტტა ბიძგიღა მინდოდა.
როგორციქნა ნახა ტელეფონი და გარეთ გავიდა.
ალექსი მაშინვე ჩემსკენ მოტრიალდა.
- გთხოვ არ გინდა ახლა, ოღონდ ბალიში არ ჩამარტყა.
თვალები გავაფართოვე და საბანს რაც შემეძლო ხელს ვჭერდი რომ არ მივვარდნოდი ალექსს.
- რის მიღწევას ცდილობ არ მესმის ოღონდ მართლა...
- არაფერია, უბრალოდ არმინდა რომ წახვიდე... ჯერ ცუდად ხარ.
- კი მაგრამმე მინდა, რომ სახლში ვიმკურნალო...
სახლში ვიმკურნალოს გაგონებაზე უფრო გაგიჟდა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია.
- როგორც გინდა...
- ახლა მეძინება...
- დაიძინე...
გადავბრუნდი, მოვიკუნტე და ბალიში ფეხებსშორის მოვიქციე,მალევე ჩამეძინა, მეგონა ისევ აღარ ვნახავდი სიზმარს, მაგრამ ამ ჯერად უარესი იყო....
ეზოს ბოლოდან გადამწვარი მიწები იწყებოდა. მიწა გაშავებული და დამწვრის სუნად აყროლებული იყო. შეშინებული მივიწევდი ჩემს წინ აღმართული გიგანტური, მარმარილოს შენობისკენ. წინ ორი დიდი ბოძი ჰქონდა. აღფრთოვანებული შევეხე, სლიპინა და სასიამოვნო იყო. შენობის კარი გაიღო, სასიამოვნო თეთრი ფერის იატაკი და კედლები მოსჩანდა. სწრაფად შევედი. გიგანტური ოთახის შაგულში აღმოვჩნდი, შემოსასვლელი კარი ჩაიკეტა, ჩემს წინ მდგომ ქანდაკებას თვალებიდან სისხლი წამოუვიდა. მოულოდნელად ოთახი ჩაბნელდა. უკუნეთ სიბნელეში ვგრძნობდი როგორ დადიოდნენ ჩემს გარშემო ბეწვიანი არსებები, ალბათ კატები. მათი კნავილი მესმოდა. მოულოდნელად ყველაფერი განათდა და იატაკში ჩაძირვა დავიწყე, იქამდე ვიბრძოლე და ვიფართხალე სანამ სისხლმა ცხვირამდეარ მოაღწია. თითქოს გამეღვიძა, ახლაუკვვე პალატაში ვიყავი, მაგრამ ისევ ისეთი შეგრძნება მქონა თითქოს მალე ყველაფერი ჩაბნელდებოდა, და უკუნეთ სიბნელეში დავრჩებოდი, თანაც სისხლში ჩაძირვის მეშინოდა.
ისევ ვიგრძენი შეხება, გავქვავდი, მეგონა რომ ამ ჯერად მეორე კოშმარში მოვხვდი, სუნთქვის შეკავებაც კი ვცადე, მაგრამ როგორც კი ისევ მუხლების მოკევა და ჰაერი ვიგრძენი რომელშიც სასიამოვნო ოდიკოლონის სუნ ტრიალებდა მაშინვე მივხვდი , რომ ისევ ალქესის მკლლავებში ვიყავი.
თვალები არც გამიხელია, ისე მოვუსვი საბანს ხელი, ალექსის თითები ვიპოვე, ხელი ჩავკიდე და ისვ გავაგრძელე ძილი, ახლა აღარაფერი დამსიზმრებია... გაღვიძებისას ალექსი იმ წითელ წიგნს კითხულობდა, მარცხენა ხელი კი ისევ ჩემზე ქონდა ჩაკიდებული.
- ჰელოუ... იცი რა მაგრად მეძინა?
ხელი გავუშვი და თვალები მოვისრისე.
- კი ნამდვილად, ლიზა ან თავს იტყუებ ან კიდევ მე მატყუებ, საერთოდაც ორივე..
წიგნი დადო, ისევ ჩემთან გადმოჯდა და თმაზე ფერება დამიწყო.
- რის მიღწევას ცდილობ? არ შეგიძლია გამიგო? აღარ შემიძლია ამ საავადმყოფოში ასე ჯდომა, სახლში მინდა ჩემს ფუმფულა ბალიშთან, ყავასთან და ნოუთბუქთან ერთად.
- მესმის, მაგრამ ჯერ კარგად არ ხარ და გთხოვ ბავშვივით ნუ იქცევი.
ერთი წამით შეჩერდა და მერე ისევ დაიწყო ჩემს თმაში ხელების ფათური.
- ნუ მეთამაშები თმაზე, თორემ ისევ ჩამეძინება.
- მერე რა? შენხომ უკვე კარგად ხარ?
დამცინავად შემომხედა და ისევ გააგრძელა...
- რატომ ცდილობ (მაგარი ბიჭის) როლის მორგებას..
საშინლად გაბრაზებული ვარ,მაგრამ ის ფაქტი რომ საავადმყოფოში ვარ ნებას არ მაძლევს ჩემებურად გავიწიწკნო კივილით, ამიტომ ვცდილობ ჩვეულებრივად დაველაპარაკო.
- მე მაგარი ბიჭი არ ვარ... მაგარი ბიჭი რო ვიყო ახლა ვიცი რასაც გიზამდი, მაგრამ ვაი რომ არ ვარ...
- უკაცრავად?!
გაკვირვებული ვუყურებ ალექსის ცისფერ თვალებს, რომლებიც უკვე ჩემს თვალებთან ძალიან ახლოსაა...
- არაფერი დაივიწყე...
ისევ სკამზე ბრუნდება და წიგნს კითხულობ..
- გუშინ შენი ტატუების თვალიერებისას, უცნაური რამ შევნიშნე, ხელზე ელენა გაწერია, შეიძლება გავიგო ვისი სახელია?
ბალიშს ვასწორებ და კედელს ვეყუდები, ფეხები მონღოლური სტილით მაქვს გადაჯვარედინებული და შოკოლადის პეჩენიას მივირთმევ, რომელიც იქვე დედაჩემის პარზე იდო და თვალი მოვკარი საწოლიდან ადგომისას...
- რაში გაინტერესებს?
ირონიულად მიცინის ალექსი და წიგნს ხურავს... ( ოხ ეხლა შემეძლოს შენთვის მაგ წიგნის თითო ფურცლის წმევა). ვფიქრობ გულში, მაგრამ მაინც ვიღიმები...
- რავიცი ისე..
- ჩემი დის...
ისე გავიდა მთელი საღამო რომ დედა ა გამოჩენილა, მართალია ნერვებს მიშლის, მაგრამ მაინც მეცოდება, ის ხომ ჩემი ბუნჩულა დედიკოა... თანაც დღევანდელმა მისმა ნათქვამმა დამაბნია...
საღამოს ცხრის ნახევარია, დედას ლოდინში ჩამეძინა, არ მინდოდა ჩამძინებოდა, მაგრამ იმით ვიმშვიდებდი თავს რომ ის მშვიდი ძილი კიდევ განმეორდებოდა...
ბნელა, ისევ ბნელა ამის... უცებ ყველაფერი ნათდება, საკუთარ სხეულს თავად ვხედავ, ახლა სკოლაში მივდივარ, მაგრამ ქუჩაზე გადასვლისას მანქანა მეჯახება და მალევე ვფხიზლდები....
ჩემსუკან ვიღაც დგას, ოღონდ ეს ახლა ნაღდად ხდება, იმიტომ რომ გავიღვიძე, ჩემთან ძალიან ახლოსაა, იმდენახ ახლოს, რომ ცოტაც და მომეკრობა, სასიამოვნოდ მკოცნის ყელზე და ჟრუანტელი მივლის.
- ვინ ხარ?
ხმასარ იღებს, ისევ აგრძელებს, ალექსი რომ ყოფილიყო აუცილებლად ვიცნობდი ეს ვიღაც სხვა იყო, ახლა კი ნამდვილად კანკალი ამიტყდა, არც ალექსის ნაირი თითები ქონდა, როცა ხელი მოვუვი საშინლად მოკლე და ბოტოტა თითები შემრჩა ხელში..
- ახლავე გამიშვი....
საზიზღარი სუნი და უხეში კანი, საშინელი შეგრძნება იყო მისი ყოველი შეხება საშინელ ზიზღს იწვევდა ჩემში, მინდოდა მეკივლა, მეფართხალა, მაგრამ ვერა, ხელი პირზე მქონდა აფარებული, ხელი გამიშვა თუ არა, მაშინვე საწოლზე დამანარცხა, ხელები მაგრად დამიჭირა და მისი ბინძური ტუჩებით ჩაჰყვა ჩემს ტანს, ცრემლები ღვარივით მომდიოდა, ხელები მტკიოდა, საშინელება იყო, თთქოს გული უნდა ამომვარდნოდა, როგორც იქნა ცალი ხელი გავინმთავისუფლე და იქვე კომოდზე მდგარ ვაზას ძლივს ძლივობით მივწვდი, მაგრამ ძირს ჩამივარდა, ხმის გაგების თანავე,ძალადობაზე გადავიდა, სახეში შემომარტყა, მეტი აღარ შემეძლო, ცოტაც და მიაღწევდა საწადელს, მაგრამ ამ დროს ალექსმა შემოაღო კარი.
იმ წამიდან გავითიშე, თვალები ღია მქონდა, ვხედავდი რა ხდებოდა, მაგრამ განძრევა არ შემეძლო, არც საუბარი...
ალექსმა ძირს დააგდო და მთელი ძალით ურტყამდა სახეში, სანამ დაცვა არ შემოვვარდა და ხელებიდან არ გამოგლიჯეს...
ნელა მოვიდა ჩემს საწოლთან ჩამოჯდა და წამომაყენა, მთელი ძალით მომხვია მკლავები და მამშვიდებდა...
- ნუ გეშინია, წავიდა, მორჩა...
- ჰმმმ
ამის თქმის მეტი არაფერი შემეძლო.. უბრალოდ მის კალთაში ჩავდე თავი და ცრემლებად ვიღვრებოდი, ის კი თმაზემეფერებოდა, ვგრძნობდი როგორ უკანკალებდა ხელბი, თავი ავწიე და მის სისხლიან ხელებს შევეხე, საშინლად გამოიყურებოდნენ, მათ დანახვაზე ტანში შემაჟრიალა, ხმას ვერ ვიღებდი, ამიტომ არაფერი მითქვამს, ეგრევე ტუმბოდან ბინტი ამოვიღე და ხელების შეხვევა დავიწყე, გაკვირვებული ალექსი ტკივილისგან გატრუნული მიყურებდა და დრო და დრო შეხტებოდა ხოლმე, ოთხივე თითი ცემისგან დაბერილი და დასისხლიანებული ჰქონდა, თვალშიც მოერტყა იმ ცხოველს ხელი ამის დანახაზე საერთოდ ცუდად გავხდი, საშინლად ჩალურჯებული და შეშუპებული ჰქონდა, წამოვდექი ბამბა უნდა მომეტანა, მაგრამ ალექსმა თავისკენ მიმქაჩა და თავი კალთაში ჩამადებინა..
- არაა საჭირო, ამასმემივხედავ, შენ დაისვენე...
თმებზემეთამაშებოდა ისეთი სასიამოვნოო იყო, რომ მალევე ჩამეძინა, თუმცა რამდნჯერაც თვალი დავხუჭე იმდენჯერ სიბნელისაც კი შემეშინდა და წამოვვხტი, ალექსი ყოველ წამოდგომაზე მამშვიდებდა, ბოლოს ძალიან დავიღალეთ, ორივე მივწექით, ალექსს ჩემს წელზე ჰქონდა მკლავები მოცვეული და მოკუნტულიყო, მე კიდევ უბრალოდ გაშხლართულს მეძინა, არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა მის გვერდით ვარ მინდაუბრალოდ მეძინოს.. იმიტომ რომ მის გვერდით საშინელებები არ მესიზმრება, მხოლოდ მაშინ როცა მის გვერდით ვარ ვმშვიდდები, ეს ბიჭი ჩემთვის არარსებული წამალივითაა...
დილის შვიდი საათია, ხმაური მაღვიძებს, საშინლად არმინდა გამეღვიძოს, მაგრამ როგორც ჩანს სხვა გზა არმაქვს...
ალექსი უკვე ფხიზლადაა, ჩემს საწოლზე ზის და ისევ წითელ წიგნს კითხულობს...
- დილამშვიდობისა...
- ჰმ
- კაი რა ამოიღე ხმა...
ცრემლები ჩემდაუნებურად გადმომვარდა და მერეუვე თავის შეავებაც გამიჭირდა... ავქვითინდი დედაბერივით,სუნთქვაც მიჭირდა და ლაპარაკიც, ძლივს მოვაკოწიწე სიტყვები, რომ ალექსისთვის მეთქვა..
- მადლობა ყველაფრისთვის...
ისევ ტირილი ამიტყდა და სააბაზანოში შევვარდი, კარები ჩავკეტე და უნიტაზზე დავჯექი...
ალექსიუკან მომყვა...
- ლიზა გააღე კარი, აქ ვარ მე...
- ვიცი რომ აქ ხარ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ყელში ამომივიდა,სულ პატარა ბავშვივით ვიქცევი, შენთან კიდე ისე თითქოს ჩემთის ვინმე იყო...
- დამშვიდდი გესმის? გამოდი თორემ კარს შემოვამტვრევ...
- ასე ძალიან რატომ განაღვლებს რას გაავაკეთებ? მე უბრალოდ შენი პაციენტი ვარ, თუ ახლა ვენებს გადავიჭრი, არც შენმოგიწევს წვალება და არც მე...
- კარიდან გაიწიე...
კარი ერთი დარტყმით შემოამტვრია დაჩემს გვერდით დაჯდა...
- მოდი...
- რა?
- ჰო
- რა ჰო?
- მოდი ერთად გავაკეთოთ ეს..
ხელი ჯიბისენ წაიღო და მისი დასაკეცი დანა ამოიღო...
- შენამას არ უნდა აკეთებდე, შენ არაფერ შუაში ხარ, რატომ განაღვლებს ასე ძალიან რას გავაკეთებ? უბრალოდ აქედან გადი..
დანა ხელტან მიაქვ, მაჯას ატრიალებს და დანის გასმას იქყებს, მაშინვე კივილს ვიწყებ და დანას ხელიდან ვაშორებ, შემდეგ კი მთელი ძალით ვეხუტები...
- გთხოვ არ გინდა... შენ არაფერ შუაში ხარ...
ჰაერში ამიტაცა და ჩემი ფართხალის მიუხედავად მაინც გამომიყვანა სააბაზანოდან...
- ეს შენ არ უნდა გააკეთო, ამის უფლება არ გაქვს...
- მართლა? და რატო?
ამოვისლუკუნე და მისი მხრებიდან ხელები ჩამოვასრიალე..
- არ ფიქრობ რომ საკმაოდ ბევრი გადამატანინე?
თვალებში ისემიყურებდა თითქოს ვერაფერს ამჩნევდა გარშემომათგარდა...
- სწორედ ამიტომ ვცადე დამესვენებინე...
- დაგესვენებინე? შენ სრულ ჭკუაზე თუ ხარ?
- რამემეტყობა რომ არ ვარ?
თითისწვერებზე აწეული ველაპარაკებოდი ალექსს, მის წინ ვიდექი და თვალებში ვუყურებდი...
- ჯერ კიდევ ფიქრობ რომ... კარგი დაივიწყე... უკვე გვიანია უკეთესია დაიძინო.
- ახლა არ მეძინა? დავიღალე უკვე, დღეში მაქსიმუმ ოთხი საათი მღვიძავს, კოფეინსაც არმაძლევ, თითქოს პატარა ბავშვი ვიყო..
- საკუთარი თავი დიდი ხომ არ გგონია?
- ზუსტადაც, რომ დიდი ვარ...
თითის წვერებიდან დავეშვი და საწოლში შევხტი...
- შეგიძლია წახვიდე...
- კარგი...
ალექსი უყოყმანოდ გაბრუნდა კარსკენ და ნელი ნაბიჯით წავიდა გასაღებად...
გავიდა, მეშინოდა,მაგრამ საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი და ამაში გამყავდა დრო...
როგორ შეგიძლია ასეთი დაუნი იყო, გამოკეთდი და დაბრუნდი რა ამ დაწყევლილ სახლში...
დავწექი, ისევ კედლისკენ გადავბრუნდი და თვალები დავხუჭე, თვალების დახუჭვა და იმ კაცის შეხების გახსენება ერთი იყო...
გიჟივით წამოვხტი და ვიკივლე, როგორც ჩანს ალექსი კარს უკან იდგა, იმდენად შეეჩვია ჩემს უმწეობას , რომ იცოდა მაინც მოუწევდა მოსვლა, ეს უფრო მეტად მიშლიდა ნერვებს...
- დიდი გოგო...
გაეღიმა ალექსსროგორც კი კარები შემოაღო...
- ნუ დამცინი დამპალო...
- არ დაგცინი..
ახლოს მოდის, ისევ ჩემს საწოლზე ჯდება და დებილი ბავშვივვით მიყურებს...
ავდექი და მუშტებს ვურტყამ მთელი ძალით, ის კიდევ ხარხარებს ...
- დამპალო, დამპალო, საზიზღარო...
მე მართლა არ ვხუმრობდი, საშინლადმტკიოდა ის ფაქტი რომ არანორმალურად ცუდად ვიყავი, ის ფატიც მაფიქრებდა, რომ ვიღაც უცხო კაცი ჩემთან მოაგზავნეს ან თვითონ მოვიდა, ამას რა დიდი მნიშვნელბა უნდა ჰქონდეს...
ბოლოს კი როცა უკვე ვეღარ მოითმინა, მუშტები დამიჭირა და გულში მაგრად ჩამიკრა...
- ალექს, იცოდე გამიშვი თორემ...
- თორემ რა? მცემ?
- არა..
- აბა...
- ალექს გამიშვი თორემ ისევ ვიტირებ, შენთან რაღაცნაირად დაუცველი ბავშვივით ვგრძნობ თავს...
- იტირე...

@@@

ღამით ალექსს ჩემთან ეძინა, რაც გაიგო, რომ მასთან ყოფნისას სიზმრები აღარ მაწუხებდა იმ წამიდან, ხან სკამზე ათენებდა, ხან საწოლზე მჯდარი და ხან ჩემს უკენ ჩემს ზურგს მკლავებით მოკრული...
ხმაურმა გამაღვიძა, შუაღამის თორმეტი იყო, ალექსი ჩემ უკან აღარ იწვა, საშხაპე ღია იყო... ღია სივრცემ ჩემში ალკე შიში გამოიწვია.... ფანჯრებიდან ქარი უბერავდა და თეთრ გრძელ ფარდებს აფრიალებდა, საკმაოდ ბნელოდა, ვერც ფეხზე ავდექი, რომ შუქი ამენთო, ბუნდოვანი ჩრდილები კედლებში იკარგებოდნენ... ეს რეალობა იყო.... კარებში ვიღაციის დიდი და ბუნდოვანი ჩრდილი ჩანდა...
ხმასაც ვერ ვიღებდი, საკუთარ თავზე ამის გამო ცალკე მეშლებოდა ნერვები, სულ ასე მემართება, სხვები კივიან, საშველად იძახიან, მე კიდევ ისიც ვერ მოვახერხე შუქი ამენთო, დებილივით ვიდექი და ველოდებოდი როდის მომიახლოვდებოდა, ჩემთან უკვე საკმაოდ ახლოს იყო, ხელი საწოლზე დადო, არ ვიცი რატომ ან როგორ მაგრამ ხელზე შევეხე, მაგრამ თან ვერ შევეხე, უცნაური გრძნობა იყო, თითქოს ვიღაც ჩემგან მოშორებით იდგა და მე მხოლოდ მის ჩრდილს ვხედავდი...
- ვინ ხარ?
ამოვლიუღლუღე ძლივსძლივობით...
ხმა ისევ არ მესმოდა... ნუ არაფერს ამბობდა... ქარი არ ჩამდგარა პირიქით გაძლიერდა... ვერ გავიგე სად ვიყავი ცხადში თუ რეალობაში ასე დავდივარ მთელი ცხოვრებაა... ცხადსა და რეალობის ზღვარზე...
მაგრამ ცოტახანში თბილი ხელის შეხება ვიგრძენი და მდგომარეობიდან გამოვედი...
ალექსი იყო ჩემს გვერდით, თმაზ ემეთამაშებოდა, მაგრამ შემდეგ თურმე ისე ავკანკალდი შეეშინდა და ჩემი გამოღვიძება სცადა...
- ვსო ვსო დაწყნარდი, აქ ვარ შენთან...
აკანკალებული და შეციებული ვიყავი, ჯერ იდევ შოკში, როცა ალექსის ჩახუტება ვიგრძენი...
- ცხადში ვარ?
- კი... რა იყო ორი წუთით გავედი..
- ორი წუთით კი არა, მაგ ორ წუთში ვიღაც საშინელი კაცი მოვიდა, ნუ დარწმუნებული არ ვარ რომ კაცი იყო, თუმცა კაცის სილუეტს ჰგავდა...
- ჰო კაი დაწყნარდი..
- ვცდდილობ...
მოკუნტული და შეშინებული, ალექსის მკლავებში მოქცეული თითქოს ისევ იმ საშინელ კაცს ველოდი, ვერ ამოვიგდე გონებიდან, მთელი ღამე მელანდებოდა მისი აუტანელი ჩრდილი, შეხება,შეიძლება არარეალური იყო, მაგრამ ჩემში რეალურის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებდა.ყოველ ორ წუთში ტანში საშინელ სიცივეს ვგრძნობდი და მაკანკალებდა, ვგრძნობდი თალების დახუჭვის თანავე როგორ მოდიოდა ჩემსკენ, მოვიდოდა სულ ახლოს და მერე უკვალოდ გქრებოდა, ოლოს ალექსმა შუქი აანთო, გეხზე წამოდგა და კართან მოვიდა...
- მე აქ დავიძინებ...
ძირს დაწვა და ფეხები კარის სახელურს ჩამოდო..
- კარგად ხარ? რას ქვია მანდ დაიძინებ, რატო?
- აქ რომ დავიძინო, თავს იმით ინუგეშებ რომ კარებთან ვარ და ვერაფერი შემოვა...
- არავითარ შემთხვევაში, თუ ამასგააკეთებ, იცოდე მთელი ღამე ასე ინთება შუქი და მეც არ დავიძინებ...
ხელები გულზე დავიკრიფე დავიბღვირე და კედელს მივეყუდე...
- კაი, მასე იყოს, მაინც ჩაგეძინება...
ასე ველოდი მთელი ღამით როდის გადაიფიქრებდა და გადმოვიდოდა, მაგრამ ჩაეძინა...
- ალექს ადექი, გაცივდები და მერე შენს წუწუნს რა გაუძლეს...
ყოველ ორ წუთში ვუმეორებდი....
- დაძინე...
მპპასუხობდა ის და თვალებს ისევ ხუჭავდა...
- კაი რაა აღარ მეშინია...
- დაიძინე.
ასე ჰავიდა მთელი ღამე, დილას თვალებჩალუჯებული და გამოფიტული ვჩაჩანებ თახში ოთახის ჩუსტებით, ალექსს ისევ ძინავს, ძალიან მეძინება, მაგრამ არ მინდა დაძინება, ახლა აღარაფრის მეშინია, ისე უბრალოდ არ მინდა.
- რა ხდება? როგორ გეძინა?
ალექსმა გაიღვიძა და არც აცია არც აცხელა ეგრევე შეკითხვები მომაყარა...
- მშვენივრად და უდარდელად, შენ?
- მეც..
წამოდგა და აბაზანისკენ წავიდა... ტელეფონი მირეკავს, ჯიბიდან ამოვიღე და ეკრაზე ფარული ნომერია...
მაინც ვუპასუხე..
- გამარჯობა სიხარულო, გახსოვარ?
(სიხარულოზე) ადვილად მივხვდი ვინ იყო, ეს ჩემი ყოფილი შეყვარებული მაქსი იყო დიდი ხანია აღარ მინახავს და აღარც შემხმიანებია, ნუ როგორ მნახავდა სკოლაში დედა მაცილებდა ხოლმე, კარამდე, რომ შიშისგან გული არ წამსვლოდა და სკოლის კედლებთან თუ ვნახავდი მას, მხოლოდ რამოდენიმეჯერ შევხვდი, ისიც სკოლის დერეფანში, ვისაუბრეთ, მერე ერთი-ორი თვე ერთად ვიყავით, ბოლოს ყელში ამოუვიდა და აღარ მოსულა... მხოლოდ წერილი დაუტვა ძმაკაცს რომ ჩემთვის მოეცა.
მახსოვს დაახლოებით რა შინაარსისა იყო, გამარჯობა ლიზა, არ ვიცი რატომ, მაგრამ პირადად ვერ გნახე, შემეშინდასავით... მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ შენ არაჩვეულებრივი გოგო ხარ, თბილი და საყვარელი, უგრალოდ მე არ შემიძლია მეტად შენთან ახლოს ყოფნა, ძალიან ბავშვური ხარ, ზედმეტად ბავშვურიც კი, ნორმალური გოგოებისგან ძალიან განსხვავდები... ფერადი და ცანცარა ხარ, სხვას შეიძლება ეს მოსწონდეს, მაგრამ მე აღარ.. დიდი ბოდიში ლლიზა, მაგრამ ჩვენ რთად ვეღარ ვიქნებით...
ამ წერილიდან დასკვნა ვერ გამოვიტანე, თუ არ მოვწონდი, მაშინ რაღატომ იყო ჩემთან ორი თვე მეთქი ვფიქრობდი, ერთი პერიოდი იმაზეც ვიფიქრე, რომ ძმაკაცებში უტყდებოდა ჩემნაირი ავადმყოფის ბიჭად რომ იყო და ან კიდევ ჩემი მშიშრობის გამო მიმატოვა მეთქი, მის გამო აივნიდან სამჯერ ვცადე გადავმტარიყავი, მითუმეტეს, რომ ჯერ მარტო გარეთ გასვლის რა დონეზე მეშინია და მერე კიდევ სიმაღლეზე აღარაა საუბარი...
- მშვენივრად თავად როგორ გიკითხო?
გაბრაზება და სევდა ჩემში ერთად იყო, ცოტაც და გული გამისკდებოდა მეტი ემოციისგან, იქვე ტუმბო იდგა და რომ არ წავქცეულიყავი ცალი ხელით იმას დავეყრდენი..
- არაჩვეულებრივად... სად ხარ რომელ კლინიკაში?
- რა შენი საქმეა?
- არა ისე...
- არაა შენი საქმე,ახლა გაგახსენდა ხო? მე ისევ ისეთი ცანცარა და ავადმყოფი ვარ, ტყუილად ნუ შეიწუხებ თავს..
ალექსი გამოვიდა სააბაზანოდან, სულ გაწუწული და პირსახოც შემოხვეული.
- რა ხდება?
- არაფერი, მეგობარია.
- კაი მაშინ მე იქით ჩემს ნახეევარში გავალ ჩავიცვამ.
- კაი...
სულ სველი ალექსი ძლივს დადის კაფელზე და ფეხები უცუავს, მის დანახვაზე კისკისი მიტყდება.
- რა გაცინებს? მიყვირრის ფარდის უკან მდგარი ალექსი და თავადაც ხიხვინებს..
ტელეფონს მივუბრუნდი..
- რა იყო ჯერ არ დამშორებიხარ და უკვე ახალი ბიჭი ააგდე?
- მერე შენ რა? რა შენი საქმეა? ის არაა... მაგრამ არ ვაპირებ შენთვის რამის ახსნას..
- , ისედაც ვიცი სადაც ხარ, მოვდივარ ხოლმე..
- რა? ალო... ალო...
ტელეფონი გათიშა... ვერ გავიგე რა ჯანდაბაა? სიტყვაზე რაც მიწოდე უარესად მმეშალა ნერვებ, ტუმბოზე მდგარ ვაზას ხელი ვკარი და ძირს ნაწილებად დაიმსხვრა, კედელთან მივედი და იქვე ჩავიკუზე...
არა მაინც რა გავაკეთე ასეთი ცუდი? გულში ვფიქრობდი და ცრემლები თავისთავად მდიოდა...
ალექსი უკე ჩაცმული გამოვიდაოთახიდან, შეშინებული და ცოტა დაბეული იყო, მაშინვე ჩემთან მოვიდა, ჩაიკუზა და ხელებით ცრემლები შემიმშრალა.
- არ გკითხავ რამოხდა, თუ გინდა თავად მომიყევი..
თავი ისევ კალთაში ჩავუდე.... ალექსთან ასე კალთაში თავჩადებულს შემეძლო მთელი კვირა გამეტარებბინა..
- ჩემი ყოფილი შეყვარებული იყო, მაქსი... საშინელი ადამიანია, შეყვარებულიც არ ქვია, სულ რამოდენიმე თვე ვიყავით ერთად, იმის მერე რაც დავშორდით აღარ მოვუკითხივარ, დავშორდით რაა დამშორდა... თვითონაც კია მოსულა, ძმაკაცს წერილი გამოატანა... დაახლოებით ასეთი..
- გახსოვს კიდე?
- იმდენად მეტკინა გული, რომარასდროს დამავიწყდება..
- გისმენ..
- მოკლედ მოაქვს წერილი მის ძმაკაცს, კალიდორში ვდგავარ, ვხსნი და ვკითხულობ...
- გამარჯობა ლიზა, არ ვიცი რატომ, მაგრამ პირადად ვერ გნახე, შემეშინდასავით... მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ შენ არაჩვეულებრივი გოგო ხარ, თბილი და საყვარელი, უგრალოდ მე არ შემიძლია მეტად შენთან ახლოს ყოფნა, ძალიან ბავშვური ხარ, ზედმეტად ბავშვურიც კი, ნორმალური გოგოებისგან ძალიან განსხვავდები... ფერადი და ცანცარა ხარ, სხვას შეიძლება ეს მოსწონდეს, მაგრამ მე აღარ.. დიდი ბოდიში ლლიზა, მაგრამ ჩვენ რთად ვეღარ ვიქნებით...
რა უნდა მეფიქრა? თავიდან მეგონა, რომ უბრალოდ ცხვენოდა ჩემი, მერე მეგონა რმ მართლა ძალიან ცანცარა და ტუტუცი ვიყავი ან ზედმეტად ბავშვური... მერე კი მივხვდი სინამდვილეში, რომ საქმე ჩემს ავადმყოფობას ეხებოდა, მაგრამ ახლა, ახლა რა უნდა ჩემგან? ნუთუ შეიძლბა ადამიანი იმის გამო გძულდეს, რომ მას რაღაც ნაკლი აქვს...
- შენ არავის სძულხარ, დაახლოებით მივხვდი რა ტიპიც იქნებოდა, სამი კვირის ზმანით როიჩითებიან სკოლაში, თავზე ბენდენით და აყროლებული იღლიებით რომლის სუნსაც მხოლოდ ოდიკოლონის ხარჯზე ცდილობენ... გოგოს ხამი ბაბულიკა ტიპი..
- ეგაა ზუსტად... ის არ მადარდებს, რომ ასეთია უბრალოდ მან იეთი რამ მიწოდა...
- რა?
- .... ზუსტად ასე.... არ ვიცი რა დავუშავე..
- კაი დაწყნარდი გთხოვ...
კალთიდან თავს მაწევინებს და ისვ ცრემლებსმწმენდს..
- ყველა დავღალე ჩემი პრობლემებით.. შენზე ხო ზედმეტია საუბარი.. უბრალოდ იმაზე მეტს კი არა ძალიან ბევრს აკეთებ ჩემთვის იმასაც კი რაც შენ არ გევალება...
- ლიზა, მომისმინ, შენ არაჩვეულებრივი ადამიანი და გოგონა ხარ, სულაც არაა აუცილებელი სხვებივით რობოტივით იარო, მე მაგალითად შენნაირი გოგო მომეწონებოდა, რომ მქონოდა სკოლაში ამის შანსი...
ყოველთვის მიმზიდველი ვიყავი ( არ ვბლატაობ) ერთ-ერთი წარმატებული ქუჩაშიც და სკოლაშიც, ყველ გოგო მე მეხვეოდაა... ვეძებდი ვინმეს ისეთს ვისაც მართლა შევიიყვარებდი, ჩემს გარშემო ყყელა ისეთი გოგონა იყო, რომლებიც ბარბს უფრო ჰგავდნენ ვიდრე გოგონას, მაკიაჟით და მაღალი ქუსლებით, ასეთი გოგოები არ მიტაცებდნენ...
- ყველა ასე არ ფიქრობს...
- რაღაც მოვიფიქრე, გინდა კინოში წავიდეთ?
- როდის?
- დაახლოებით ერთ საათში.
ფეხზე წამოდგა..
- კი რატომაც არა...
ალექსმაგაიღიმა და თავის ნახევარში გავიდა, ოღონდ ახლა უკვე მეორე ოთახში...
ალექსი გავიდა თუ არა, მაშინვე კარებზე კაკუნია... ვაღებ..
- გამარჯობა...
კარის გაღება და ჩემს წინ მდგომი მაქსის უხეში სალამი ერთი იყო.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
- არც არაფერს, მინდოდა მენახა ჩემი გოგო როგორ იყო...
- ვინ? შენ მემგონი მისამართი შეგეშალა...
- არა ვფიქრობ სწორადმოვედი...
მისი მწვანე თვალებიდან იმდენი ცინიზმი მდიოდა, რომ ამის ყურება აღარ შემეძლო,სინათლეს ირეკლავდა და თითქოს მთელს ჩემს ენერგიას მართმევდა, კარებთან მდგომს მუხლები მომეკვეთა და კარის სახელურს დავეყრდნი, ნუთუ შეიძლება ადამიანი ასეთი უნამუსო და არაადამიანურად საზიზღარი იყო?
- ხო კაი რა იყო, მეც მიხარია შენი ნახვა...
ისევ ნაგლი მზერა და სიცილი... ამას უკვე ვეღარ მოვითმენდი.. უბრალოდ კარი ცხვირწინ მოვუხურე...
ჩემში ყველა ემოცია ერთად აფეთქდა, არასდროს მჯეროდა სიყვარულის, თუ მჯეროდა მხოლოდ ერთი პროცენტი და ის ერთი პროცენტიც ამ ადამიანმა გამიქრო... საერთოდ აღარ მჯერა ამ გრძნობის...
სიცარიელე უფრო მეტია ჩემში, ვიდრე მეგობრობა, თუმცა ჩემს ცხოვრებას ნაცრისფერს ვერ ვუწოდებ, ეს ჩემი საყვარელი ფერია, ჩემი ცხოვრება კი არცერთ ფერს არ შეესაბამება, ის უბრალოდ უსასრულოდ უაზროა...
არაფრის მომცემი ემოციებით სავსე ცხოვრებით დავიღალე.. მინდა უბრალოდ წავიდე და დავიკარგო... არავინ მიცნობდეს და არავის ვახსოვდე, ან უბრალოდ ჰარი პოტერის მოსასხამიმინდა რომ გავქრე აქედან...
ცივი ხელის შეხება ვიგრძენი ჩემს სხეულზე...
- რა გინდა? გული უნდა გამიხეთქო?
ცივი სხეული და საშინელი შეგრძნება, სუნთქვის შეკვრა და საშინელი შეგრძნებები...
- სად ვარ....
- აქ ხარ, რა გჭირს?
- არაფერი....
გამოფხილეულს ისევ აექსი შემრჩა ხელში..
- წავედით?
- კი..
- რომ არ გამზადებულხარ?
- ორი წუთით..
ფეხები ძლივს დავძარი ადგილიდან, მაგრამ ალექსისთვის არაფერი მითქვამს, არ მინდოდა თავი უარესად მეგრძნობინებინა, ის არაა ვალდებული ჩემი პრობლემებით დაითრგუნოს თავი...
ჩემოდნიდან ჩემი დახეული ჯინსი და მწვანე ზედა ამოვიღე.. ალექსი ზურგით დადგა..
ორ წუთში მზად ვიყავი, სიმართლე გითხრათ დიდად აღარც გარეთ გასვლის მეშინოდა, მართალია გულის სიღრმეში მაინც, მაგრამ თავს ამით ვიმშვიდებდი და საკუთარ თავს შთავაგონებდი, რომ არ მეშინოდა..
როგორც კი გასასვლელთან მივედით, ნაბიჯი გაბედულად გადავდგი.. უნდა გენახათ ალექსის სახე, გეგონება აინშტაინი ნახაო...
გაოცება, გახარება, აღტაცება ერთად ეხატა სახეზე, მაგრამ არაფერი უთქვამს..
ტაქსი გავაჩერეთ,... ჰაერმა ჩემში რაღაც ისეთი გააღვიძა, რაც არასდროს მიგრძვნია, უბრალოდ შეუძლებელი იყო ამის წარმოდგენა, რა დონეზე სასიამოვნო იყო მისი შეხება ჩემს სახეზე... უბრალოდ საოცრება.. არ ვიცი ალექსმა რა გააკეთა, რა ძალა მაპოვვნინა, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო, მე უვე აღარ მეშინოდა გარეთ სიარულის...
- ალექს, რა გააკეთე?
ტაქსიში გვერდი-გვერდ ვიჯექით, ჩემს ამ გვარ ქცევაზე, ანუ ვგულისხმობ გარეთ უშიშრად გამოსვლაზე ალექსს დიდი არაფრი რეაქცია არ ჰქონდა, რაც ჩემში უფრო მეტ კითხვას იწვევდა..
- მე რა უნდა გამეკეთებინა, ჩავიცვი...
- სერიოზულად გეკითხები...
ალექსმა ფანჯარას თვალი მოაშორა და მისი გაუალი ლურჯი თვალებით შემომხედა... ის ყოველთვის ისე მიყურებს თითქოს ჩემს სულს ხედავდეს...
- არაფერი გამიკეთებია... შენ ურალოდ საკუთარ თავში აღმოჩინე ძალა..
- ადრე რატომ არ ხდებოდა ეს?
- არავინ გყავდა ისეთი ვისაცმართლა დაეყრდნობოდი და იმიტმ.. დედ-მამა ნორმალურად ვერ იცლიდნენ... შენ სახლში იყვი გამოკეტილი იმიტომ რომ გეშინოდა...
ცრემლები მომადგა, მაგრამ თავი შევიკავე..
- მართალი ხარ..
- უკაცრავად..
შეგვაწყვეტნა მძღოლმა და უეცრად ჩვენი ყურადღება მიიქცია..
- მოვედით...
- გასაგებია...
ტაქსიდან ისევ ჩვეულებრივად გადმოვედი და კინოთეატრში შვედი, ალექსმა ტაქსი გაუშვა და ისე შემოაბიჯა თითქოს მინისტრი ყოფილიყო..
მის დანახვაზე სიცილი მომინდა, მაგრამ უხერხული იქნებოდა, კინოში ვიყავით, იმ ადგილას სადაც ფილმებს არჩევდნენ...
- რა ფიმია?
ალექსსუკვე არჩეული ქოდა ფილმი, მაგრამ მე არ მითხრა..
- წამოდი, უყურე და გაიგებ...
უზარმაზარ დარბაზში შევედით, ჩაბნელებული იყო, და დიდი უზარმაზარი ტელევიზოი იდგა..
- რამხელა ტელევიზორია?
ალექსმასიცილო ვეღარ შეიავა და გადაიკაკანა..
- მართლა სულელი ხარ რაა... ტელევიზორი კი არა ეკრანია სადაცფილმი სამიდე სათვალით გავა.. კი არა და სამიდე სათვალე უნდა გაიკეთო ფიილმი რომ დაიწყება, მეათე რიგში ვიჯექით, ხალხიც ბევრი იყო, მაგრამ საბედნიეროდ უჰაერობა არა...
ფილმი დაიწყო სათაურით ( მე შენამდე)
- მე შენამდე? რაზეა?
- უყურე...
მკაცრად გამომხედა ალექსმა და პოპკორნი ჩაახრამუნა..
ფილმმა ჩემზე არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა, თითქოს საკუთარი თავი დავიახე ლუისაში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მე მივლიდნენ და არა პოროქოთ, ის ისეთი ხალისიანი და ფერადი იყო, არ ვიცი, მოკლედ ისე მომეწონა, მითუმეტეს ვილიამი, მართალია თავიდან ცივი იყო, მაგრამ ეს მდგომარეობა ხომ ჩემთვის ნაცნობია...
აცრემლებული და გაღიმებული, ორივე მდგომარეობაში ერთად ვიჯექი და ხმის ამოუღებლად ვუყურებდი ფილმს, რომელმაც ჩემში ისვ ჩემთვის უცნობი გრძნობები გააღვიძა...
ფილმის დასასრულს, როცა იმ ბნელი დარბაზიდან გამოვედით, ალექსის პირველი კითხვაიყო...
- როგორ მოგეწონა?
ნერვიულად დავიწყე აქეთ-იქით სიარული..
- კი მაგრამ, იმ გოგომ ხომ ამდენი რამ გააკეთა მისთვის?
- ეს მისი არჩევანი იყო..
- რას ქვია მისი არჩევანი, ამდენი რამ გააკეთა და ბოლოს ისე მიატოვა როგორც არაფერი...
- მას მიზეზი ჰქონდა ლიზა, მისთვის აუტანელი იყო ასე ცხოვრება მითუმეტეს იმ ცხოვრების შემდეგ რაც მაშინ, იქამდე ჰქონდა სანამ ტრაგედია მოხდებოდა..
ალექსს ეღიმება და ჩემს დამშვიდებას ცდილობს…
- არა რაა.. ბოლოს მაინც გადაეფიქრებინა, სულ ბოლოს... ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა..
ასე დავდიოდი აქეთ-იქით ნახევარი საათი, იმდენი ემოცია დამიგროვდა, რომ არ დავცლილიყავი მოვკვდებოდი...
- ალექს... დამპირი, რომ არცერთ გოგოს ასე არ მოექსცევი...
- ჰო კაი, გპირდები...
გადაიხარხარა ალექსმა...
- რაგაცინებს, სერიოზულად გეუბნები...
- მაგას ერ შეგპირდები... სიყვარულის არ მჯერა...
შევწყვიე სიარული და გაფართოებული თვალებით დავუწყე ალექსს ყურება..
- რაო? მართლა? რა დამთხვევაა არც მე... და შენ რატომ არ გჯერა?
- მოდი ჯრ სახლში მივიდეთ, კაი?
- მოდი აქ დავჯდეთ კაფეში...
- კაი როგორ იტყვი..
გრძელი კიბეები სირბილით ჩავირბინე, მართლა ძალიან მაინტერესებდა რატომ? რატომ არ სჯეროდა ალექსს სიყვარულის...
იქვე კუთხეში დავჯექით... ალექსი ჩემს წინ იჯდა და ნერვულად ათამშებდა თითწბს..
- აბა, გისმენ...
თითების თამაში შეაჩერა, მთელი ძალით ჩაისუნთქა და მოყოლა დაიწყო..
- რომ დავიბადე, არც თუ ისე მდიდრები იყვნენ ჩემი მშობლები, სკოლის ასაკში კი ამის გამო მუდმივად ვიჩაგრებოდი, ჩემი სიღარიბის გამო, ყველა აბუჩად მიგდებდა, გარდა ერთისა, ის ნაზდი, სააოცარი არსება იყო, მისი თვალები სითბოს, სიხარულს, აღბრთოვანებას, სიცოცხლეს, იმდენად თამამად აშუქებდა, რომ მის თვალებში ნებისმიერ მის ემოციასამოიკითხავდი..
როცა დერეფანში გავდიოდი, ყველა ჩემსკენ იშვერდა თითს, ის მიცავდა, ყველანაირად მიცავდა რაც კი შეეძლო ყვეაფერს აკეთებდა, თთქოს ჩემი მფარველი ანგელოზი ყოფილიყო, ბევრჯერ...
თვალებდან ცრემლი მოსდის და რომ არ შევამჩნიო, მალევ იწმინდავს, მაგრამ მე მაინც ვხედავ...
ბევრჯერ დამიძინია მშიერს, ბევრჯერ ამიტანია ცინიზმი, ბევრჯერ დავცემულვარ და ავმდგარვარ, რომ გითხრა ის ჩემთვის რას აკეთებდა, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო...
ისევ თითებზე დაიწყო თამასი და ფეხს აკანკალებდა...
როცა სხვებს ლანჩის ყუთი სავსე ჰქონდათ, მე უბრალოდ წყალს ვსვამდი, ერთხელაც უკან გამომყვა და დამინახა როგორ დავლიე მშიერზე სამი ჭიქა წყალი...მეორე დილით, სახლიდან დედამისის გამოტანებული სენდვიჩი გამიყო...
ისევ ცრემლი, ისევ შეუმჩნევლად იწმინდავს და აგრძელებს..
რომ ვთქვა ბედნიერი ბავშვობა მქონდა მეთქი ვერ გეტყვი... სწავლის ფულსაც მე ვაგროვებდი... მეცხრე კლასიდან... მაგრამ როცა ის გაოზარდა, ვეღარ აიტანა სხვებისგან ჩემს გამო დამცირება და მიმატოვა...
ალექსის თვალებში იმდენად დიდი სიცარიელეა, რომ არ ვიცი ოდესმე ამ სიცარიელეს ვინმე შეავსებს თუ არა... ამ ისტორიის მოსმენაზე გული ამიჩუყდა, მაგრამ მეც შეუმჩნევლად მოვიწმინდე ცრემლი...
- ახლა კი მე მაინტერესებს შენ რატომ აღარ გჯერა სიყვარულის?
- სიმართლე გითხრა არც ადერე მჯეროდა, მე ვთვლი, რომ ყველაფერს ააქვს დასასრული... მათ შორის სიყვარულსაც, უბრალოდ არ მინდა ვინმე ისე მიყვარდეს, რომ მის გამო სუნთქვა მიჭირდეს... ეს უბრალოდ სისულელეა..
- რატომ ფიქრობ?
- მოდი რადგან შენ მომიყევი მეც გულახდილად გეტყვი, პატარა რომ ვიყავი, არც მე მქონდა დალხენილი ცხოვრბა... დედა და მამა სულ ჩხუბობდნენ, როცა ვხედავდი როგორ უმოწყალოდ სცემდა დედა მამას...
ამის გახსენებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ხელები დავიზილე...
- მითხარი ალექს, ბავშვისთვის იმაზე დიდი საშინელება რა უნდა იყოს, როცა ხედავს როგორ სცემს მამა დედას... ამის შემდეგ დავკარგე ადამიანების და გრძნობების ნდობა...
ხანდახან ვფიქრობ, ვის შეიძლება გაანდო ის საშინელება რასაც შინაგანად გრძნობ, იმ ღიმილის მიღმა რაც იმალება, რომელ ღიმილსაც ფარივით ყოველი ცრემლის შესაკავებლად იყენებ, ბოლოს კი, სადღაც მაინც აგეტირება, მწარედ, მერე გაჩერებაც გიჭირს, თვალებს ხჭავ და ყველაფერს შენს ფერებში წარმოიდგენ, მერე კი ფრაზას ( ოცნებასაც ვერ ამიკრძალავთ) უაზროდ იმეორებ, ასე გადის მთელი შენი ხოვრება, ასე უაზროდ, მაგრამ იცი რომ არავის არ უნდა ენდო, ერთი წამითაც კი, რადგან ზოგს შეიძლება შენზე სქელი ნიღაბი უკეთია და მის სახეს ბოლომდე ვერასდროს ხედავ, ჩემში სიცარიელე აღარ არსებობს, ის ჩემმა ილუზიებმა შეავსო, ილუზიებმა, რომელსაც მაშინ ვქმნი როცა რაიმე წიგნს ვკითხულობ, წარმოვიდგენ ხოლმე მთავარი გმირის როლში საკუთარ თავს, და თითქოს ჩემ უაზრო სამყაროდან ნორმალურში გადავდივარ...
ალექსი მთელი გულთ მისმენს და თვალს არ მაშორებს, ჩემს წინ ზის და ჩემს ხელებსაა ჩაჭიდებული, იქნებ ისიც განიცდის რამეს, მე რომ ჩავირთე? მაღვიძებს ეს კითხვა საკუთარი არაფრის მომცემი საუბრის გაგრძელებას აღარ ვაპირებ...
- შენ?
- რა მე?
- მომიყევი რამე, მარტო მე ვილაპარაკე ამდენი?
- ჩემთვის ესეც საკმარისია...
თითებს მიზელს და ეღიმება ჩემს კანკალზე...
- ჩემთვის არა..
ხელებს ვუჭერ და ვთხოვ მომიყვეს...
- დარწმუნებული ხარ, რომ ჩემი უბადრუკი ცხოვრების მოსმენა გინდა?
- რათქმაუნდა...
თავი დახარა და დაიწყო..
დაბადების თანავე ჩემმა მშობლებმა, უარი თქვეს ჩემზე და ბავშვთა სახლში ჩამაბარეს, მოგეხსენება იქ რა სიტუაცია იყო, ყველა ბავშვი თავისთვის უბერავდა, თანაც ახლა რომ არის მოვლილი ისე ხომ არ იყო მაშინაც, ყველა იმას აკეთებდა რაც უნდოდა, იქ ვიზრდებოდი, დაახლოებით თორმეტი წლის ვიყავი როდესაც ჩემს დიდ მეგობრებს ოთახში შევუსწარი პლანის მოწევისას, რატომღაც მეც მომინდა მომეწია, ნუ რათქმაუნდა ყველას მოუნდებოდა... მითუმეტეს აქამდე არასდროს მქონდა ნანახი, როგორ ეწეოდნენ, ძალიან დამაინტერესა, თავიდან უარი მითხრეს, მაგრა როცა დაამთავრეს, მაშინ შევიპარე და რაც დარჩენილი ჰქონდათ საფერფლეში ის მოვწიე, ძალიან მომეწონა, ბევრი არაფერი... უბრალოდ თითქოს მოვწყდი აქაურობას, არანაირი ზებრა და აქლემი იქ არ იყო, რაც აქამდე ვიცოდი მოწევაზე ყველაფერი ტყუილი იყო, პირველ ნაპასზე კინაღამ ხველებით მოვკვდი, მაგრამ მეორემ უკვე დამაბუჭა, ხელ-ფეხს თითქმის ვეღარ ვგრძნობდი..
თავი აწია და ხელი სახეზე მომისვა...
- მერე რა მოხდა?
მართლა დამაინტერესა, რადგან ალექსს ვერ შეამჩნევდით თუოდესმე ეწეოდა...
- მერე ჩემში უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია, უფრო დამაინტერესა, მაშინ არც ინტერნეტი იყო და არც სხვა საიმფორმაციო საშუალება, ამიტომ ერთხელ, ღამით შევიპარე ბიჭების ოთახში და კარადაში დავიმალე, როცა დაწვნენ საუბარიც დაიწყეს, სიგარეტის სუნი კარადაშიც კი აღწევდა ზედიზედ იმდენს ეწეოდნენ...
- ბიჭო მოდი რამე სხვა ვცადოთ..
ნაცნობი ხმა იყო, მეც შევეცადე უკეთესად მომესმინა და კარადის კედელს მთელი ძალით მივეყუდე..
- ზე უკეთესი არის რამე? ახლა ხო მაგას ვეწევით შეჩე
- ჰო ბიჭო, მარა იკას ვკითხოთ იქნებ რამე გვითხრას ეე...
- ოეეე ბიჭოოო
გასძახეს სავარაუდოდ მეორე ოთახში მყოფ იკას...
მანაც დაუყოვნებლივ შემოაღო კარი...
- ხო შეჩე...
- ბიჭო რამე სხვა არ იცი? ამოვიდა ყელში ეს ბალახი ტოო
ეთი ჩაახველა ვიღაცამ... სავარაუდოდ ალბათ იკამ...
- აუ კი ბიჭო, მარა რავი ეე... მეშინია ტო, თქვენზერო რამე...
- ეი შეჩე მეტი რა უნდა დაგვემართოს...
განსხვავებული, უფრო ბოხი ხმა ჩაერთო საუბარში..
- კაი ძმა... ოღონდ მერე მე აღარაფერი დამაბრალო ეე...
კარადის კარი ოდნავ შევაღე... დავინახე ის ვიღაც ირაკლი ჯიბიდან როგორ იღებდა ამ ნარკოტიკს... ტანში ჟრუანტელმა დამიარა...
შავქუდიანმა ქაღალდი ამოიღო, ბენდენიანი კი ხელებს იფშვნეტდა...,
- ეს ჰეროინია....
- რაარი? ნუ ხო რააზრიაქ...
ვუყურებდი როგორ ეყარნენ ძირს, თითქოს მკვდრები იყვნენ... შემეშინდა...
კარადიდან გამოვედი, სულ ფხიზლებიც რომ ყოფილიყვნენ შუქი ჩამქვრაი იყო და თან იმხელა ბოლი იდგა ვერცერთი ვერ დამინახავდა, მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში..
გამოშტერებული ვუსმენ ალექსს... ისეთი საინტერესოა, კარგ წიგნსაც კი ჯობია...
- მართალია ხელ-ფეხი ერთიანად მიკანკალებდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ახლოს მივსულიყავი, მივედი კიდეც, თითისწვერებზე აწეული, მაგრამ სამწუხაროდ იქვე მდგარ სკამს ფეხი წამოვკარი და ხმაური გამოვივიე... გასაკვირი კი ისაა, რომ არცერთ მათგანს არანაირი რეაქცია არ ჰქონია ამაზე, ცოტა არ იყოს და ამან უფრო შემაშინა, ვიფიქრე ხომ არაფერი მოუვიდათ მეთქი, სიბნელეში ვერც ვერაფერს ვხედავდი... დაბლა დავიკუზე და ხელებს უაზროდ ვაცეცებდი.... ბოლოს ერთის ხელი მომყვა, ნელ-ნელა კანკალით შევეხე, მას ისევ არ ჰქონია რეაქცია...
- მოიცა მოკვდა?
შეშინებული ვაწყვეტინებ ალექსს და თვალები მიფართოვდება..
- მოიცა გითხრა... ვიფიქრე პულსს გავუსინჯავ მეთქი, აზრზე არ ვიყავი ეს როგორ უნდა გამეკეთებინა, დანახული კი მქონდა რომ ეს ან ყელთან სადღაც ხდებოდა ან კიდევ მაჯაზე, მე ამ შემთხვევაში მხოლოდ მაჯის ვარიანტი მქონდა... ჯერ ჩემს გულისცემას მოვუსმინე, საკმაოდ აჩქარებული იყო... შემდეგ მის გაყინულ მაჯას შევეეხე, ისეთი ცივი იყო, რომ ამან უფრო შემაშინა... მაჯაზე ხელი დავადე, მთელი ძალით ვეცადე რაც შეიძლება ჩუმად და მშვიდად ვყოფილიყავი... ლამის სუნთქვაც კი შევიკავე... ბოლოს, ერთი-ორი გულის ცემის ხმა გავიგე, მე კი აჩქარებული მქონდა, მაგრამ ასეთი ნელიც არ უნდა ყოფილიყო...
- მერე?
- მერე ბავშვი ვიყავი და ძალიან შემეშინდა... მოსაწევი მაინც ავიღე და ოთახიდან გამოვედი...
ოთახში ჩაკეტილი ხელში ვატრიალებდი მოსაწევს, მეშინოდა კიდეც და ინტერესიც მკლავდა, ხელებაკანკალებულმა ჩავიდე პირში წყეული და იქვე ღუმელთან ასანთიც ვიპოვე...
პირველი ჩასუნთქვა იყო და გავითიშე, თვალები დამიპატარავდა, ძირს უსულოდ დავეცი, მთლიანად მოთენთილი ვიყავი, თითქოს გავითიშე, საშინლად მციოდა და უბრალოდ მკვდარი ვიყავი, გული მეკუმშებოდა, თითქოს უნდა გამჩერებოდა და რაღაც მაინც აიძულებდა ემუშავა...
ბოლოს იმდენი ვქენი, რომ ექსტაზის მოწევაც დავიწყე... ვიყავი ბედნიერი, შეყვარებული , ლაღი... ოღონდ ეს მხოლოდ ჩემთვის... საკუთარ თავს ბოლოს სარკეში, რომ ვუყურებდი მხოლოდ ჩონჩხი რჩებოდა, მკვდრის დახით და ტყავით...
- როგორ გადაეჩვიე?
შეშფოთებული, გაოცებული, აცრემლიანებული ვუყურებ ალექსს...
ის კი უბრალოდ უემოციოდ მიეყუდა სკამს და გააგრძელა...
- ერთ დღესაც, როდესაც ჩემი უბადრუკი არსებობა გავაცნობიერე, საკუთარი თავი შემზიზღდა, ამიტომ გადავწყვიტე, გამოვედი ბავშვთა სახლიდან და შუა გზაზე დავდექი..
მანქანები რამდენადაც შეეძლოთ გვერდს მაქცევდნენ... თვალები დავხუჭე და ველოდებოდი როდის გამიტანდა მანქანა... გულის ცემას ყელშიც ვგრძნობდი, მაგრამ ვერაფერი გადამათქმევინებდა, ვერასდროს...
უცებ შეხება ვიგრძენი...
თვალები რომ გავახილე, ერთი პატარა გოგონა დავინახე, მისი ცისფერი თვალები ახლაც მახსოვს, იმ დროისთვის მე უკვე ოცის ვიყავი... ის კი სულ რაღაც ხუთის იყო, მისი პატარა ხელებით შემეხო და თითქოს გამომაფხიზლა, დავიხარე და თვალებში ჩავხედე... მა ერთი იასამნისფერი ყვავილი მომცა და გამიღიმა.... ის იყო ჩემთვის ბიძგი, ის პატარა გოგონა...
მივხვდი, რომ ცხოვრებაში არსებობენ სხვებიც...
ალექსს ღიმილი მოერია იმ გოგოს გახსენებაზე, მე კი ცრემლები..
- ის ყვავილი ახლაც მაქვს...მახსენებს საიდან მოვდივარ...
ცრემლები მოვიწმინდე, მერე გამახსენდა, ალექსმა ხომ მითხრა ცუდად ვცხოვრობდითო დედაო, მამაო, აბა მაშინ რატომ მითხრა ასე, ახლა რომ მეუბნება ბავშვთა სახლიო...
თავი ვეღარ შევიკავე და ვუთხარიი...
- კი მაგრამ, შენ არ მითხარი ცუდად ვცხოვრობდითო? თავიდან რომ მიყვებოდი...
ალექსმა თავი მოიფხანა..
- მე უბრალოდ ამ ფაქტის შენიღბვა მინდოდა, მაგრამ რადგან შენ მომიყევი ყველაფერი, მეც გადავწყვიტე ახლა მეთქვა...
ანგარიში მოვატანინეთ... მოვატანინეთ რაა.. მოატანინა... სწრაფადვე წამოვედით იმ ადგილიდან, არ ვიცოდი რა მეფიქრა... რატომ უნდოდა ალექსს ამ ამბის შენიღბვა მე ხომ თავიდანვე გულახდილად ვუყვებოდი ყველაფერს, ან თუ არ ვუყვებოდი გულახდილად საიდან ხვდებოდა ამას? საშინლად დავიბენი...სიმართლე გითხრათ ყველაფრის შიში ჯერ არ მქონია დაძლეული, ხალხმრავლობას ჯერ კიდევ შიშის გრძნობა მოჰქონდა ჩემში, ამიტომ როცა ავტობუსში ავედით ცოტა ცუდად გავხდი, გამახსენდა, რომ გაღებული ფანჯარის შიში აღარ მქონდა... ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც უნდა წასულიყო, ალექსი ფეხზე იდგა, მე კი სავარძელში კომფორტულად ვიჯექი... უეცრად გვერდითა შემმოსახვევიდან მანქანა გამოვარდა.. ალექსი სწრაფად მობრუნდა ჩემსკენ, ამაყენა და კარიდან ხელისკვრით გადამაგდო, თვითონ კი ვეღარ მოასწრო, ავტობუსი ცეცხლის ალში გაეხვია, მხოლოდ ეს მახსოვს, გადამწვარი მანქანა და პოლიციელი სიტყვები.. ( ეს ნივთები ხომ არ იცით ვისია?) ხელში ალექსის ფეხსაცმელი და ჰალსტუხი ეჭირა... მაშინვე გავითიშე, ერთი კვირა კომაში ვიყავი... ბოლოს უკვე აღარც კი სჯეროდათ თუ გადავრჩებოდი, მოგეხსენებათ ჩემი კომა რა სახის იქნებოდა, ამას თუ გავითვალისწინებთ, ძნელი მისახვედრი არ იქნება ის, რომ საშინლად შევიშალე სიზმარი და ცხადი ერთმანეთში მერეოდა, ალექსი ჩემთან აღარ იყო, არც მამშვიდებდა, არც ის შემეძლო მის მხარზე თავი დამედო და პატარა ბავშვივით მეტირა, შემდეგ მეთვითონ მეწუწუნა ბავშვივით ვიქცევი მეთქი და ამაზე ნერვებ მოშლილი ალექსის ფრაზა კიდევ მესამასეჯერ მომესმინა ( შენც არ მყავდე დიდი)..
როცა თვალები გავახილე თურმე ეგრევე ალექსი ვიკითხე, დედაჩემი ჩემს გვერდით ყოფილა რათქმაუნდა და მერე მომიყვა...
ალექსის შეხება ვერ ვიიგრძენი, ის კი არა იმის შემდეგ რაც კომიდან გამოვედი სულ მელანდება, დავდივარ ოალატაში, ხან კარებთან მძინარეს ვხედავ, ხან სააბაზანოში ხელსაბანთან, ხან საწოლზე მოკუნტულს ვუყურებ, ექიმებთან არაფერს ვიმჩნევ, მინდა რომ აქედნ წავიდე, თორემ ნამდვილად უარესად გავაფრენ... ჩემში ყველა ემოცია ერთდროულად დაგრვდა და ცოტა აკლია რომ ვენები გახეთქოს და სივრცეში აგიფანნტოს... არ ვიცი ასე რამ დამაახლოვა ამ ადამიანთან, ის ხომ ჩემი ექმი იყო, არ ვიცი რატომ, მაგრამ ვხვდებოდი რომ მის გარეშე სრულიად მარტო ვიყავი, მენატრებოდა, ხხანდახან ვხედავდი როგორ მოდიოდა ჩემსკენ და სახეზე მეფერებოდა, სევდამმორეულს როგორ მიწეწავდა თმას, და მძინარეს თმაზე როგორ მეთამაშებოდა... რეალობასა და არარეალობაში სამუდამოდ დავიკარგე... ბოლოს ექიმებმა გამწერეს კიდეც... ჩემს პატარა სახლს დავუბრუნდი.. ისევ მარტო... ყველა კუთხეში ალექსი იყო, ყველა ნაბიჯში, სუნთქვაში, ფინჯან ყავაშიც კი... სამწუხარო კი ის იყო რომ ცრემლებიც აღარ მყოფნიდა, ტირილისგან დასიებულ თვალებს ვმალავდი რომ დედაჩემს ისევ რამეში არ შეპარვოდა ეჭვი... ასე გავიდა ორი თვე...
- გამარჯობა ლიზა, ელენა ვარ, გინდა დღეს საყიდლებზე წავიდეთ?
- არა..
- გამარჯობა ლიზა, სოფი მასწავლებელი ვარ, რატომ აცდენ სკოლას?
- საჭიროა, აქამდე არ ვაცდენდი? შემეშვი..
- გამარჯობა ლიზა... ლიზა.... ლიზა....
და ბოლოს მაინც ყველას ან არა, ან ვერა, ან დამანებე თავი...
მხოლოდ პარკში გასეინება მაწყნარებდა, უცნაური გრძნობა მქონდა, მჯეროდა, რომ არასდროს წასულა და ჰაერშიც კი ის იყო, საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ეს უკვე ზედმეტია ლიზა, გამოფხიზლდი მეთქი, მაგრამ უშედეგოდ...
- ლიზა, პური ამოიყოლე დე...
ესემესი მომივიდა დედიკოსგან, როგორც იქნა დაშორდნენ დედა და მამა... ახლა ბედნიერია, მე კი მის ბედნიერებას ვერ ვიზიარებ...
- კაი.
საცხობიდან ერთიპური წამოვიღე, ბნელ სადარბაზოში შევედი და კიბეს ავუყევი, ვგრნობდი, რომ უკან ვიღაც ამედევნა, უკან მიტრიალებისასაც ვერაფერს ვხედავდი, ძალიან ბნელოდა...
ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი ლიფტს... გამოძახევბა არ დამჭირრვებია გამოვიდნენ და მეც შევედი..
- როგორ ხარ ლიზა?
გამოსვლისას მეზობელმა ნათელამ მიცნო..
- ცუდად, თავი დავხარე და ცრემლები მოვიწმინდე,...
- ლიზა, უკვე ზედმეტი მოგდის, ეგ ბიჭი ერთადერთი არ იყო და არც იქნება, თავს ნუ იტანჯავ...
- უზრდელობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ უკეთესი იქნება თქვენ გოგოს მიხედოთ, მე შემეშვით, ის ჩემთვის ერთადერთი იყო და იქნება...
ლიფტში უხმაუროდ შევედი და მეოთხეს დავაჭირე, ჯანდაბა შუქი არც აქ არაა... ახლა მოუნდა მაინცდამაინც ჩაქრობა? წეღან ხო ჩამოვიდნენ... ყველაფერში უბედური ხარ ლიზა... ხმამღლა მოვსთქვამ და ლიფტიდან გამოვდივარ... ჩემს უკან სუნთქვას ვგრძნობ, საშინლად ღრმას, ჯერ ყურადღებას არ ვაქცევ, მეორე სართულზე ავდივარ და ცოტას ვისვენებ...
კიბეები ძალიან დამღლელია, მერე მესამეზე... ხელის შეხებას ვგრძნობ, ხელს ინსტიქტურად ვკიდებ და ვხვდები რომ ძალიან ნაცნობი თითებია, სუნთქვა უფრო დაუფრო ხშირდება, ზურგიდან... მივბრუნდი, მესამე შუქი არ იყო, ტელეფონი ამოვუიღე და გავანათე, შოკში ჩვვარდი, მუხლები მომეკვეთა და ღრიალი ამიტყდა...
- არა... არა... არარსებობს... შეუძლებელია...
რამდენადაც არ უნდა ბანალურად მოგეჩვენოთ, ეს აექსი იყო, ისევ ისეთი, ზუსტად... ჩემი ალექსი...
გიჟივით ვაცეცებდი ხელებს ძირს და ვკიოდი... ამასობაში შუქმაც დაიწყო ბჟუტვა, ბოლოს კი როგორც იქნამოვიდა, იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ კანკალისგან ფეხზე ვეღარ ვდგებოდი, ალექსმა მომკიდა ხელი და წამომაყენა...
- ჰო, ჰო მე ვარ... მოვასწარი...
ხელებით სახეზე ვეფერბი და მის თითოეულ ნაკვთს ვეხები...
- ვიცოდი... ვიცოდი აექს...
სიცილი და ტირილი ერთად მიტყდება, აღარ ვიცი რა გავაკეთო მარტო ვკანკალებ და დებილივით მიშტერებივარ... ბოლოს თვითონ მკიდებს ხელს და გულში მიკრავს... მისიცხელი სუნთქვა თითქოს გულს მითბობს...
- წავალ, ოღონდ შენსმერე, მეუბნება და მთელი ძალით მიჭერს მკლავებს....
- მე ჯერ არ ვაპირებ...
- ჰო და ჩათვალე მეც აქ ვარ....



№1 სტუმარი Guest Wasp

Ai es mesmis davishokeee

 


№2 სტუმარი Guest nata

ragacc saoocari iyoo...

 


№3  offline წევრი Frigga

Guest nata
ragacc saoocari iyoo...

მადლობაა <3

 


№4 სტუმარი Guest ნინაკა

ალიან კარგი იყიოოოოო

 


№5  offline წევრი Frigga

Guest ნინაკა
ალიან კარგი იყიოოოოო

მადლობა დიდი <3

Guest nata
ragacc saoocari iyoo...

მადლობა დიდი <3

 


№6 სტუმარი Mari

Daujereblad magari iyoooo

 


№7  offline წევრი Frigga

Mari
Daujereblad magari iyoooo

დიდი მადლობა <3

 


№8  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

აუუუ რაკაიიყო <3 ვერავღწეერ ისე ჩამითრია და გარე სამყაროს საერთოდ მოვწყდი <3 აი რაღაცნაირად თავისებურია და ძაან მომეწონა <3 ყოჩაღ ასე გააგრძელე <3

 


№9  offline წევრი Frigga

ტკბილიწიწაკა
აუუუ რაკაიიყო <3 ვერავღწეერ ისე ჩამითრია და გარე სამყაროს საერთოდ მოვწყდი <3 აი რაღაცნაირად თავისებურია და ძაან მომეწონა <3 ყოჩაღ ასე გააგრძელე <3

დიდი მადლობა <3 მიხარიია თუ ასე ძალიან მოგეწონათ, შევეცდები უკეთესებიც დავწერო <3

 


№10 სტუმარი ana

ძალიან მაგარი იყო

 


№11  offline წევრი Frigga

Guest ნინაკა
ალიან კარგი იყიოოოოო

მადლობა

 


№12 სტუმარი ლიზიკო

ძააან მაგარი იყო მე ძალიან მომეწონა უკვე მერამდენედ ვკითხულობ ამას უმაგრესი მოთხრობაა რაიმე მსგავსი მოთხრობა თუ იცით მითხარით გთხოვთ

 


№13  offline წევრი manonreom

ანუ გადარჩა ალექსი თუ ელანდებოდა ?
--------------------
ი.მ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent