შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში მაღალ ქუსლებზე ( ნაწილი რვა )


10-09-2017, 18:41
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 341

მანქანის კარები გამოხსნა და შიგნით გაღიმებული ჩასკუპდა.
- გამარჯობა, დათო ძია, როგორ ხართ ? - მოციმციმე თვალები შეანათა, სარკიდან მომზიმარ მამაკაცს.
- კარგად შვილო, რა მიჭირს. შენ როგორ ხარ ?
- ვცდილობ ნებისყოფა მოვიკრიბო რომ იმ გაბინძღულ მამალს და ქათამს გავუძლო. - მათ გახსენებისას სახე მოჭმუხნა. დათოს კი გაეცინა მის სახეზე.
- გაძლებას გისურვებ შვილო. - სიცილით უთხრა. - ძალიან მაინტერესებს ის მიზეზი რის გამოც მათ იტან.. - დაუსერიოზულდა მამაკაცს სახე.
- დიდი ისტორიაა.. - ღრმად ამოისუნთქა და სახე დაუსევდიანდა. - ყველაფერს რომ მოვრჩები, დღის ბოლოს კაფეში დავსხდეთ და ყველაფერს მოგიყვებით.
- კარგი შვილო.. წარმატებულ დღეს გისურვებ.
- იყავით, არ გადმოხვიდეთ, არ არის საჭირო კარები თქვენ გამიღოთ ხოლმე. - თბილად გაუღიმა.
- კარგი შვილო და კიდევ ერთხელ გისურვებ გამძლეობას. - გაუღიმა.
- მადლობა, ნამდვილად მჭირდება.. - მასაც გაეცინა.
დიდი კარები შეხსნა და ეზოში შევიდა. გულში ღმერთ კრიშნას დახმარებას სთხოვდა და სუკუთარ თავზე ეცინებოდა.
- აქეთ წამოდი.. - გვერდზე გაიხედა და დაინახა ნატო რომელიც ხელს უქნევდა. ისიც იმ მხარეს წავიდა. - აქამდე სად იყავი ?! თითქმის პირველის ნახევარია. - ხელები მომუჭა და ღრმად ამოისუნთქა რომ მრგვალ, შუშის გამჭირვალე მაგიდაზე თავი არ ერტყმებინა.
- მთავარია რომ მოვედი.. - წარბი ზევით აზიდა და ირონიული მზერა სტყორცნა. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ნატა, სანამ მათკენ მომავალი გაღიმებული ბეგლარს შეამჩნევდა. უკვე გულის რევის შეგრძნება ემართებოდა, მათ ფლირტაობას რომ უყურებდა.
- აბა რას შვებით გოგოებო ?! - ქალთან მივიდა და ლოყაზე ტუჩები მიაწება. ის კიდევ რამის ხელებში ჩაადნა.
- ახლა მობრძანდა ქალბატონი.. - ამზერით გახედა თანანოს. - საყიდლებზე უნდა წავიყვანო. დარწმუნებული ვარ გარდეროვში არაფერი ექნება ნორმალური, მისი ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ. - დაცინვით აათვალიერ ჩაათვალიერა.
- ხო, შენ უფრო უკეთ იცი საყვარელო.. - თვალი ჩაუკრა. - კარგი, მე დაგტოვებთ..
- წავიდეთ ?! - ჩაახველა რომ ქალი გონს მოეყვანა, რომელიც მამაკაცის ზურგს იყო მიშტერებული.
- ჰო, წავიდეთ.. - დაბნეულად ამოილაპარაკა.
გარეთ გასულებს დავითი გარეთ დახვდათ. ნატას უყურებდა რომელიც ელოდებოდა როდის გამოუხსნიდა კარებს. ,, კუდაბზიკა ურჩხული’’ - გაიფიქრა და წინა სავარძელზე მოთავსდა. სურვილიც არ ჰქონდა მის გვერდით ჯდომის.
- ისთ ფოინთში წავიდეთ, იქ ყველა საუკეთესო ბრენდია მოყრილი.. - ბრძანება გასცა. თანომ და დათომ ერთმანეთს შეხედეს და ჩაიცინეს.
პირველად გაიგო თანანომ ამის შესახებ. აქამდე არ ყოფილა იქ, ან როგორ იქნებოდა ის ხომ ახალი ჩამოსული იყო. არც აინტერესებდა ბრენდს ჩაიცმევდა თუ ჩვეულებრივ პატარა მაღაზიაში ნაყიდს. მთავარია მოსწონებოდა და მოხდენოდა კიდეც. წინასწარ გამოიგლოვა თავი, მოუწევდა ნაირ-ნაირი ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთის მოსინჯება.
იქ მისული გაკვირვებული ათვალიერებდა ყველაფერს. Versace, Armani, Prada, Dolce & Gabbana, Chanel.. ბევრი ბრენდი იყო მოყრილი ერთად. ფერებიც ლამაზად იყო შეხამებული ერთმანეთს.
- ვიცი რომ არაფერი გინახია, მაგრამ აუცილებელი არ არის სოფლელი გომბიოსავით მოიქცე და შეიმჩნიო. - ცხვირი აიბზუა და წინ წავიდა.
- ,,ანჩხლი ორაგუნტანგი’’ - ჩაიბურტყუნა და უკან გაჰყვა.
ყველაფერს ათვალიერებდა, ყველაფერი ლამაზად იყო მოწყობილი. ბევრი ხალხი ირეოდა, რაც მას არ უყვარდა.
- მოდი Valentino - იტალიური ბრენდით დავიწყოთ. ვიცი ხო რომ არ გესმის შენ მოდის არაფერი, ნუ მიყურებ მასეთი სახით.. - უკვე ნერვებს უშლიდა ეს ქალი, თავს ძლივს იკავებდა.
- წყალს ვიყიდი და მოვალ.. - აპარატისკენ წავიდა, ხურდა ჩააგდო. წყალი აიღო და მასთან მივიდა. მისი სახე უკვე აღიზიანებდა.
მაღაზიაში შევიდა, თვალები აუჭრელდა იმდენი ფერის ტანსაცმელი იყო წარმოდგენილი.
ნატა, კი, ყველაფერს ხელში აჩეჩებდა. ისეთ გამომწვევ, მაგრამ ლამაზ კაბებს აწვდიდა თვალები უფართოვდებოდა გაოცებისგან.
უკვე მერამდენე კაბას ისინჯავდა და პოზიორობდა მის წინაში რომ სათვალავი აერია.
ბოლოს როგორც იქნა, აქ მოვათავეთო, გამოაცხადა ქალბატონმა.
- წადი, ეგ ყველაფერი მანქანაში ჩაალაგე და მოდი აქ დაგელოდები.. - ბრძანება გასცა.
მთელი ყუთები მას აჰკიდა ძლივს მიჰქონდა. გუნებაში კი სწყევლიდა. მართალია აქამდე ეზიზღებოდა, როდესაც ვინმესგან ესმოდა ასეთი სიტყვები. მაგრამ , ახლა ისე იყო გაცეცხლებული სულ არ აინტერესებდა.
გასასვლელში ვიღაცას შეასკდა. თავის სტიქიაში მყოფს ყურადღება არც მიუქცევია. მხოლოდ ,,ბოდიშიო’’ უთხრა და გზა გააგრძელა. არც იმისთვის მიუქცევია ყურადღება ნაცნობი სურნელმა რომ აუწვა ცხვირის ნესტოები. სხეულში კი ჟრუანტელმა დაუარა.
ნაცნობი მანქანა რომ დაინახა ამოისუნთქა. დათომ რომ შეამჩნია გოგონა, მისკენ დაიძრა და ყველაფერი გამოართვა.
- აღარ შემიძლია, სურვილი მიჩნდება, დანა ავიღო და მუცელში იმდენი ვურტყა, სანამ ნაწლავებს არ გამოვაყრევინებ, შემდეგ პირში არ ჩავტენი. - გაცეცხლებულმა ამოილაპარაკა. დათოს როდესაც შეხედა სახეზე, ხმამაღლა გაეცინა.
- მესმის შვილო, მესმის.. ნეტავ შემეძლოს რამით დახმარება.
- კარგი, წავედი თორემ კიდევ რამე რომ მითხრას, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. - სიცილით უთხრა.
- მოიცადე, ჩემი ნომერი ჩაიწერე. გასასვლელთან დაგხვდები და მე წამოვიღებ ხოლმე ყუთებს.
- არა, არ შეგაწუხებთ..
- რას ამბობ აბა, რა შეწუხებაა ?!
- კარგით.. - გაეღიმა და ნომერი ჩაიწერა.
სირბილით წავიდა შენობისკენ და მასთან მივიდა.
Gucci ის მაღაზიაში შევიდნენ. იქაც იგივე განმეორდა, რაც კი მოსწონდა ყველაფერს ხელში აჩეჩებდა თანანოს. შემდეგ კი გასახდელში გზავნიდა.
ამ დროს სულ შემთხვევით დაექცა წყალი იატაკზე. მერე სულ შემთხვევით გადაავიწყდა გაფრთხილება.
ნათლად დაინახა მისკენ წამოსული ნატა, რომელიც ზუსტად დასველებული ადგილისკენ მიდიოდა. ისიც დაინახა ფეხი როგორ დაადგა ჯერ ერთი, აი მეორის დადგმა და ასრიალება ერთი იყო. საწყალმა ქალმა მხოლოდ წამოყვირებაღა მოასწრო. ხელში რაც კი რამე ჰქონდა აქეთ-იქით გაიფანტა, თვითონ კი იატაკზე გაიშხლართა. პირდაპირი მნიშვნელობით.
სიცილი ძლივს შეიკავა თანანომ. ვითომდა და შეწუხებული სახით მისკენ დაიძრა.
- ვაიმე როგორ ხართ ?! - ეს გოგო მსახიობის ნიჭით იყო დაჯილდოვებული. - სულ გადამავიწყდა კონსულტანტისთვის მეთქვა რომ წყალი დამეღვარა. - შეწუხებული სახით წარმოსთქვა. ნატას გაბრაზებული, სიწითლეში გადასული სახე კი დააიგნორა. - ხელი მომეცით წამოგაყენოთ.. რამე ხომ არ დაიშავეთ ?!
- არ მჭირდება შენი აყენება, მე თვითონ ვიზავ.. - გამოწვდილ ხელზე ხელი აუკრა და კრუსუნით წამოდგა.
- მე მართლა არ მინდოდა.. - ცოტაღა და ტირილს დაიწყებდა, ტუჩები დაბრიცა.
- ნეტავ შენნაირმა უსაქმურმა და სოფლელმა გოგომ როგორ უნდა მოაწონოს ნერსეს თავი ?! არაფერში ხარ გამოსადეგი.. ძალიან შეცდა ბეგლარი რომ შენ აგირჩია.. - თვალებიდან ნაპირწკლებს ყრიდა.
- წავიდეთ თუ შეძლებთ სიარულს ?! - სულ არ აინტერესებდა მისი ლაპარაკი.
- არსადაც არ წავალთ სანამ ყველაფერს არ ვიყიდით.. - შეუბღვირა.
- კარგი, თქვენი ნებაა.. - უკან გაბრაზებული გაჰყვა.
ყველა მაღაზია შემოატარა. სამკაულები, პარფიუმერია, ფეხსაცმელი.. ყველაფერი აყიდინა. სიარულის თავი აღარ ჰქონდა, თანანოს. ცალკე ყუთების ზიდვით მოსწყდა წელი. იმ წუთებში ყველა და ყველაფერი სძულდა.
ქალბატონის ბრძანებით ყავა იყიდა და მისკენ წავიდა. ყველაფრის ყიდვა მოთავებული ჰქონდათ და გასვლას აპირებდნენ.
სულ, სულ, შემთხვევით ვერ დაინახა ქალბატონი ნატა და ცხელ-ცხელი ყავა ზედ გადაავლო.
- ვაიმე, ღმერთო ჩემო, დაგწვით ?! - შეშფოთებული სახე მიიღო. ძლივს თოკავდა მიმიკებს რომ არ გასცინებოდა.
- შენ.. შენ.. - ყურებიდან ბოლს უშვებდა. - გამეცალე.. გამეცალეთქო !
- კარგით.. - წინ წავიდა, თან ფხუკუნებდა.
ნატა, გაბრაზებული მისდევდა უკან, თან ცოფებს ყრიდა.
დათომ რომ დაინახა, ქალბატონი ასეთ მდგომარეობაში. ჩუმად ჩასჩურჩულა ახლოს მისულ თანოს.
- ძალიან უხდება, მის ვერსაჩეს, ვარდისფერ კაბას, ყავისფერი.. - სიცილით უთხრა. თანომ კი ჩაიფხუკუნა.
- ნამდვილად.. - უთხრა და მანქანაში ჩასკუპდა. გუნებაში თავის თავს აქებდა და ადიდებდა. მართალია ბოლომდე ვერ გადაუხადა სამაგიერო, ასეთი ტანჯვისთვის მაგრამ ჯერ ხომ ყველაფერი წინ იყო.
გზაში, ხმა აღარ ამოუღიათ. ისეთი სახით იჯდა ქალი, რომ ალბათ თანანო იმდენჯერ ჰყავდა გაცოცხლებული და მოკლული ვერ დაითვლიდით.
ამაზე კი კარგად ხალისობდნენ წინ მჯდომნი.
- ხვალ ზუსტად თორმეტ საათზე იყავი აქ ! არც მეტი და არც ნაკლები ! - შეუბღვირა და კურტუმის ქნევით დატოვა.
- კარგი.. - მიაძახა.
- დღეს ძალიან დაიღალე და ხვალამდე ხომ არ გადავდოთ საუბარო ? - თბილად გაუღიმა მამაკაცმა.
- არა, არაუშავს, იქ დავისვენებ. - ესიამოვნა ყურადღება და გულში სითბო ჩაეღვარა.
- კარგი, შვილო.. - მანქანა დაძრა.
კაფე ,, ლოფტი ‘’ - თან გააჩერა მანქანა. გადავიდნენ და შიგნით შევიდნენ.
მყუდრო გარემო დახვდა შიგნით და მოეწონა. ხის სკამები და მაგიდები იდგა. კედლები ნარინჯისფერად იყო შეღებილი. ეს ფერი ხომ ადამიანს ენერგიით და ენთუზიაზმით ავსებს.
ძალიან უყვარს ეს ფერი, რადგან შემოდგომასთან, მის საყვარელ სეზონთან ასოცირდება. შემოდგომა მისთვის ბედნიერების მომტანია.
ფანჯრის მხარეს მოთავსდნენ და მიმტანს ხელი დაუქნიეს. ისიც მალე გაჩნდა მათთან და შეკვეთა მისცეს.
- აბა შვილო გისმენ.. - გამამხნევებლად გაუღიმა.
- შეიძლება ჩემზე წარმოდგენაც კი შეგეცვალოთ.. - მზერა თითებს გაუსწორა.
- შვილო, ადამიანის გამოცნობა შემიძლია.. შენს თვალებში მხოლოდ სისუფთავე და სიკეთე იკითხება. შენნაირი რწფელი თვალების პატორნი, არამგონია ცუდი ადამიანი აღმოჩნდეს.. - თბილად გაუღიმა და თითებზე ხელები მოუჭირა.
- მე წარმოშობით ახალციხიდან ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე. მამა პატარაობაში დავკარგე და მის შესახებ არაფერი ვიცი, გარდა ბებიის მონაყოლისა. დედა და ბებო გვზრდიდა, მე და ჩემს დას. ის ჩემზე რამდენიმე წლით დიდია. სკოლა რომ დავამთავრე გადავწყვიტეთ თბილსში წამოსვლა საცხოვრებლად. ასეც მოვიქეცით და სახლი ვიქირავეთ. შემდეგ ერთ მშვენიერ დღეს, დედამ მიგვატოვა და სხვას გაჰყვა ცოლად. თან ჩვენი დანაზოგიც წაიღო. ეს ყველაფერი გადავიტანე, მუშაობაც დავიწყე. ჩემი და კი სწავლას აპირებდა. სამუშაოზე ვიყავი, როდესაც ბებომ დამირეკა, ჩემი და გამხდარა ცუდათ. შემდეგ გავიგე რომ გულის გართულებული მანკი აღმოაჩნდა და ორასი ათასი დოლარი იყო საჭირო ოპერაციისთვის. სასწრაფოდ იყო გადასაყვანი სასზღვარგარეთ. სად უნდა მეშოვა ამდენი ფული ?! დაფინასებაზეც უარი განმიცხადეს, ესეც ბატონი ბეგლარის გამოო.. ის მომევლინა ანგელოზად გაჭირვების დროს და შემომთავაზა ფული. - გაკვირვებული უსმენდა მამაკაცი.
- და რის სანაცვლოდ ?! - ვეღარ მოითმინა და ჩაეკითხა.
- მის ძმისშვილს თავი უნდა შევაყვარო, რომ ის საბუთები მოვიპოვო რაც მას სჭირდება. - რცხვენოდა ამ ყველაფრის თქმა.
- რათქმაუნდა დასთანხმდებოდი ხომ ?! - ნაღვლიანად ამოილაპარაკა.
- დიახ, სხვა გზა არ მქონდა.. - ცრემლები წამოუვიდა.
- მესმის შვილო შენი.. ყველა მასე მოიქცეოდა საყვარელი ადამიანის გადასარჩენად.. იმ არამზადამ კი შენი მდგომარება გამოიყენა.
- უნამუსო კაცია, როგორ შეუძლია ასეთი რამის გაკეთება, საკუთარი ძმისშვილისთვის. - თანანოს თვალებში ზიზღი კიაფობდა.
- და რატომ ამოგირჩია მაინცდამაინც შენ ?! ან როგორ მოგაგნო ?! - გაკვირვებით, ჩაფიქრებულს აღმოხდა.
- არ ვიცი.. - მამაკაცის სიტყვებმა ჩააფიქრა. აქამდე ამაზე არ დაფიქრებულა.
- ძალიან საინტერესოა.. არ გიკითხია რატომ მაინცდამაინც შენ ?! - ინტერესით შეხედა თანოს.
- არა, არ გამჩენია ეგ კითხვა.. თქვენ იცნობთ მის ძმისშვილს?
- დიახ, ვიცნობ.. ძალიან კარგი ბიჭია. ცოტა თავისებური და მკაცრია. კარგი მამა ჰყავდა, მისი ასლია შვილიც. მასავით პატიოსანი და კეთილია. ბიძამისთან არ აქვს კარგი ურთიერთობა. თვრამეტი წლის იყო, რომ გარდაეცვალა მამა. ის და დედამისი, ქალბატონი ლიზა დარჩნენ. ძალიან კარგი ქალია და შვილიც კარგად აღზარდა.
- მერედა მე როგორი ადამიანი გამოვდივარ, ასეთი რაღაცის გაკეთება რომ მიწევს ?!
- სხვა გზა არ გაქვს.. შენ რომ რაიმე გააკეთო და სიმართლე თქვა, არ გაგახარებს ბეგლარი..
- ვიცი.. - ამოიხორა.
კიდევ დიდიხანს ილაპარაკებს.. ინფორმაციებს ცვლიდნენ, სხვადასხვა თემაზე. სიამოვნებდა დავითთან საუბარი.
დრო ისე გაეპარათ ვერ მიხვდნენ. თანხა გადაიხადეს და კაფე დატოვეს.
მამაკაცმა სახლში მიიყვანა, გადმოვიდა რომ მოხმარებოდა ყუთების შეზიდვაში.
ძებნის შემდეგ, გასაღები მაინც ვერ ნახა ჩანთაში. ამიტომ ზარი დარეკა რამდენჯერმე, რადგან ბებია არ ჩანდა.
- მოვდივარ.. მოვდივარ.. გასკდა თავი.. - როგორ უყვარდა ამ ქალის ჯუჯღუნი თანანოს. გაკრეჭილი სახით შეეგება ბებოს. - შენ ხარ შე ქალო ?! გასაღები არ გქონდა ?
- დამრჩენია.. - სიცილით უთხრა.
- ნეტავ თავი რატომ არ დაგრჩა ?!
- კარგი, რა ბებო, სულ როგორ უნდა ჯუჯღუნებდე ?! - სიცილით უთხრა და ლოყები დაუჩქმიტა.
- დამანებე თავი შე ეშმაკის ფეხო. - გაეცინა შვილიშვილის ცელქობაზე.
- ეს რა ყუთებია შვილო ?! - გაკვირვებულმა იკითხა.
- ტანსაცმელი და რაღაცეებია ბეე, მერე აგიხსნი.. - გვერდით დავითი ამოუდგა. - ეს დათო ძიაა, ჩემი მძღოლი. ეს კიდე ჩემი მაყვალა ბებოა. - ერთმანეთს წარუდგინა. მათ კი ხელი ჩამოართვეს.
რამოდენიმე გზა დასჭირდათ ყველაფრის შესატანად. ნახევარი მისაღები გაივსო ყველაფერი რომ დაალაგეს.
- მადლობა რომ მომეხმარეთ..
- არაფრის შვილო რა მადლობა.. მე წავალ აბა ხვალამდე..
- რას აკეთებ შვილო გეკადრება ?! ყავა მაინც შესთავაზე კაცს.. - თვალები დაუბრიალა შვილისშვილს.
- არა, მადლობა არაფერი მინდა. ძალიან კარგად აღზდილი შვილისშვილი გყავთ. ეტყობა თქვენი აღზრდილი რომ არის.
- მადლობა დიდი.. - ესიამოვნა, მოხუცს მამაკაცის სიტყვები და სახე გაებადრა.
გააცილეს და მისაღებში შევიდნენ.
- ბეე, ბლინები მინდა ძალიან და გამიკეთებ ?! მანამ მე ყველაფერს ავზიდავ ოთახში. - მუდარის თვალებით შეხედა, თან მივიდა და ლოყები დაუკოცნა.
- აბა რას ვიზავ, ბებო გენაცვალოს შენ.. - თბილად გაუღიმა და სამზარეულოსკენ წავიდა.
- მიყვარხარ.. - მიაძახა და კიბეები აირბინა.
ყველაფერი ყუთი რომ აიტანა ოთახში. საწოლზე გაწვა დაღლილი. ფეხები ძალიან სტკიოდა კიბეებზე სიარულისგან.
სხეულის ძლივს აზიდა. სააბაზანოში შეიკეტა, ჯაკუზი აავსო და შიგნით ჩაწვა. თვალები დახუჭა და მოდუნდა.
დაღლილობისგან ნელ-ნელა გადაინაცვლა ძილის ფაზაში. სიზმრებმა მიაკითხეს და ჯადოსნურ, მისთვის საყვარელ ფაზაში გადაინაცვლა. ძალიან უყვარდა სიზმრების ნახვა, მართალია გაღვიძებულს არაფერი არ ახსოვდა ხშირ შემთხვევაში. მთავარია თვალები დაეხუჭა, არ ჰქონდა მნიშვნელობა დღე იქნებოდა, შუადღე თუ ღამე, ნებისმიერ დროს სტუმრობდნენ სიზმრები. არც ახლა იყო გამონაკლისი. ნარინჯისფერი გადაეკრა მის გონებას და ნელ-ნელა კადრები უფრო წმინდავდებოდა, აღვრეული წყაროსავით.
გვირილებით სავსე, ტრიალი მინდორის შუაში იდგა. ღრმად ჩაისუნთქა გამეფებული სურნელი. ბავშობიდან განსაკუთრებით უყვარდა გვირილები, მისგან გვირგვინს აკეთებდა ხოლმე და ისე დადიოდა. თან გაიძახოდა ,,გვირილების ფერია ვარ, გვირილების გვირგვინით’’ . აი, ახლაც იდგა და უყურებდა შორს მდომ მამაკაცს, რომელსაც ხელში გვირილებისგან შეკრული გვირგვინი ეკავა და ღიმილით დასცქეროდა.
- ვინ ხარ ?! - გაოცებულმა იკითხა.
- მოდი ჩემთან და გაიგებ.. - მამაკაცმა გამოსძახა და ხელში გვირგვინი შეათამაშა.
მისკენ დაიძრა, უფრო და უფრო უახლოვდებოდა მამაკაცს. ნელ-ნელა არჩევდა მის სახეს. მაგრამ ამ დროს სინათლე, სიბნელემ შეცვალა. ყურებში ხმები ჩაესმოდა, ერთი ადამიანის თუ რამდენიმეს ვერ არჩევდა.
ინება თვალების გახელა და ბებო დახვდა კარებში მდგომი.
- კარგი, რა ბებოოო.. მე ხომ მას ვხედავდი.. - ნაღვლიანად ამოიალაპაკა და გაბუსხულმა შეხედა.
- დედა რა მეშველება, სულ გაუფრინე შვილო ?! ვის ხედავდი ?!
- მოვალ, ბებო, მოვალ.. - გაეცინა მოხუცის გამომეტყველებაზე.
მოხუცმა კარები გაიხურა.
მიხვდა რომ წყალი უკვე შეციებული იყო და შეაკანკალა.
წყლიდან მობუზული ამოვიდა და თბილ ხალათში გაეხვია.
სექტემრის ბოლო დღეები იყო და უკვე სიცივემ შემოდგა ფეხი.
ოთახში შევიდა, თავი მოიწესრიგა. სპორტულები ჩაიცვა და მაღლები მოირგო ფეხზე.
- ,, აბა შენ იცი თანანო, მაგრად უნდა იდგე’’ - საკუთარ თავს შესძახა.
ნოუთბუქი აიღო და ოთახი დატოვა. კიბეები ნელა ჩაიარა. აღარ უჭირდა სიარული. მართალია რამდენჯერმე წაიბორძიკა, მაგრამ მაინც შეიკავა თავი.
მისაღებში შევიდა და დივანზე მოთავსდა.
ნოუთბუქი ჩართო და სესილის მიწერა რომ თუ ეცალათ დაერეკათ.
- Seçenekler - მხიარულად ჩასძახა სესილიმ. - როგორ ხარ ქალბატონო თანანო ?
- ოჰ, თურქულად ერთი სიტყვა უსწავლია გოგოს და ჭკუაზე არ არის. - მასაც გაეცინა. - კარგად, თქვენ როგორ ხართ ?
- ძალიან კარგად.. ვიღაცას უნდა შენთან ლაპარაკიო. - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები. - დახუჭე აბა თვალებიო..
- ნუ ბავშვობ რა.. - თვალები აატრიალა.
- მიდი თორემ არ დაგალაპარაკებ და მერე ინანებ.. - თვალი ჩაუკრა.
- უფ, უფ , კარგი ჰოო.. - მაინც დანებდა, იცოდა მართლა არ დაალაპარაკებდა.
- ახლა კი გაახლე თვალები..
- როგორ ხარ თანო ? - სიყვარულით უყურებდა დაიკო.
- გვანცა, შენ ?! - თვალები გაუბრწყინდა დის დანახვისგან. ცრემლები ვეღარ შეიკავა მოზღვავებული ემოციებისგან. - მე კარგად, შენ.. შენ როგორ ხარ ? - აღელვებულმა ძლივს მოაბა თავი სიტყვებს.
- კარგად ვარ, შენი წყალობით. ბავშვებმა ყველაფერი მიამბეს და რომ ჩამოვალ ვილაპარაკებთ აუცილებლად. - როგორც ბავშვობაში იცოდა, რაღაცას რომ დააშავებდა, ისეთი თვალები უყურებდა.
- ბებო.. ბე.. მოდი ვინ დაგალაპარაკო.. - თავის დაძვრენის მიზნით დაუძახა. გვანცას კი თვალი ჩაუკრა.
- ახლა კი გადარჩი, მაგრამ რომ ჩამოვალ მერე ვერ დამიძვრები.. - ენა გამოუყო.
- ბებო გენაცვალოს, ჩემო ლამაზო გოგო, როგორ ხარ ? - ქალს თვალები ჩაუწყლიანდა.
- კარგად ბეე, შენ როგორ ხარ ?
- მე რა მოსაკითხი ვარ შვილო, მთავარია თქვენ მყავდეთ კარგად. რამე ხომ არ გაწუხებს შვილო ?
- არა, ბებო, ყველაფერი კარგად მაქვს. ეგ გიჟი ხომ არ გაბრაზებს ? - თანანოზე ანიშნა ღიმილით.
- ხომ იცი ამის ხასიათი, როგორი გიჟია და არ იქნება ამის გამოსწორება. - მოხუცსაც გაეცინა.
- ძალიან მენატრებით ბებო ორივე.. - გვანცამაც ვერ შეიკავა ცრემლები.
- ჩვენც გვენატრები გვანც.. - გაღრეჭილმა უთხრა.
- კარგი, წავედი მერე დაგელაპარაკებიან ესენი, ექიმი შემოვიდა. გკოცნით და მიყვარხარ. - დაემშვიდობა და გაუთიშათ.
- ჩემს გოგოს ფერი მოსვლია სახეზე. ღმერთს ვთხოვ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და მფარველობა არ მოაკლოს.
- გამოჯამთელებული დაგვიბრუნდება უკან ბე.. ხვალ უკეთებენ ოპერაციას და რეაბილიტაციის შემდეგ გადმოიყვანენ აქ.
- მოუთმენლად ველი იმ დღეს.. მართლა სულ გადამავიწყდა, საიდან ამდენი ტანსაცმელი ? რატომ გიყიდეს? - ეჭვის თვალებვით უყურებდა.
- ბებო ასე იყო საჭირო.. კარგად უნდა გამოვიყურებოდე ხოლმე, როგორც პირად ასისტენტს შეეფერება. - იცოდა ამით თავს ვერ დაიძვრენდა, მაგრამ მაინც სცადა.
- არ მომწონს მე ეგ საქმე.. საეჭვოდ მეჩვენება, რატომ დაგახარჯეს ამდენი ფული ?! რამე ცუდს ხომ არ აკეთებ ?!
- რას ამბობ შე ქალო ?! - გაეცინა მის სახეზე. - ასე მიცნობ ?! - თვალები დაუბრიალა.
- არ ვიცი.. არ ვიცი.. მაინც საეჭვოდ მეჩვენება ეს ყველაფერი.
- კარგი რა ბებო.. წავედი მე ძალიან მეძინება. - აკოცა და კიბეები აირბინა.


იმედია მოგეწონებათ..
შედარებით დიდი თავია..
მე თქვენ ძალიან მიყვარხართ ^_______^
გამიზიარეთ თქვენი აზრი, არ დაიზაროოთ.. :დ
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
რამით გამოხატეთ რომ მოგწონთ :დ
შეცდომებისთვის მაპატიეთ, გადარბენაზე გადავავლე თვალი :დ



№1  offline წევრი Firefly

საშინლად გამიხარდა ახალი თავიი <3 მომწონს ისტორია ძალიან და შენც მომწონხარ სიმონ :დდ ერთი სული მაქ როდის წავიკითხავ შმედეგს კარგი გოგ ხარ დიდი თავისთვის, იმედია ნერსეც მალეგამოჩნდებაა
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

Firefly
საშინლად გამიხარდა ახალი თავიი <3 მომწონს ისტორია ძალიან და შენც მომწონხარ სიმონ :დდ ერთი სული მაქ როდის წავიკითხავ შმედეგს კარგი გოგ ხარ დიდი თავისთვის, იმედია ნერსეც მალეგამოჩნდებაა

ნელ-ნელა ვუახლოვდებით ჩემი გიჟოს გამოჩენას :დ მიხარია რომ მოგწონს სიმონ:დ

 


№3  offline მოდერი LurjTvala demoni

როდესაც ამ ისგორიას ვკითხულობ ერთი ჩემი საყვარელი სერიალი მახსენდება რაღაცეებით გავს ამოტომ მთელი გულით ვკითხულობ ხოლმე. ძალიან კარგად წერ მადლობა შენ ესეთი კარგი ისტორიისთვის❤

 


№4 სტუმარი dabolilisiri

;((((((((vaax

 


№5  offline წევრი მეამბოხე ^^

Gogona rmigraciidan
როდესაც ამ ისგორიას ვკითხულობ ერთი ჩემი საყვარელი სერიალი მახსენდება რაღაცეებით გავს ამოტომ მთელი გულით ვკითხულობ ხოლმე. ძალიან კარგად წერ მადლობა შენ ესეთი კარგი ისტორიისთვის❤

ვხვდები რომელზეც იძახი, მეც ძალიან მიყვარს. მაგრამ, ეს სულ სხვა სტილისაა :* მიხარია რომ ელი :*

 


№6 სტუმარი Guest skunsi

pm ver gwer blin

 


№7 სტუმარი Guest თაკო

მალე დადე ახალი თავი

 


№8  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest თაკო
მალე დადე ახალი თავი

ვეცდები :*

 


№9  offline მოდერი ენემი

შე ქალო არ უნდა გეთქვა ახალი რო დადე?! joy :joy
ნერსესთან შეხვედრას ველი :D

 


№10  offline მოდერი LurjTvala demoni

თამაკო
Gogona rmigraciidan
როდესაც ამ ისგორიას ვკითხულობ ერთი ჩემი საყვარელი სერიალი მახსენდება რაღაცეებით გავს ამოტომ მთელი გულით ვკითხულობ ხოლმე. ძალიან კარგად წერ მადლობა შენ ესეთი კარგი ისტორიისთვის❤

ვხვდები რომელზეც იძახი, მეც ძალიან მიყვარს. მაგრამ, ეს სულ სხვა სტილისაა :* მიხარია რომ ელი :*

ხო ვიცი რომ სხვაა ძალიან კარგად წერ❤

 


№11  offline წევრი Olivia

ვაიმე ეხლა ჩავუჯექი და 3 თავი ზედიზედ წავიკითხე, როგორ მაინტერესებდა და აჰაა...
მოკლედ ძალიან მაღიზიანებს ის უხსენებელი.
ნატაც...
და დავითი მიყვარს. :დდდ
ეგ კაცი რომ გამოჩმდა ცოტა დაისვენა ჩემმა ნერვოზმა. ყველა ამ გოგოს გადაეკიდა მოკლედ.
რაც მთავარია გავიგეთ რომ ნერსუკა კაი ტიპია :დდდ მახინაცი არ იყოს და მეტი არაფერი მინდა.
ვხვდები მე სესოს და იკას მომავალს აქედანვე :დდდ მეც მომწონს ეგ ბიჭი რაღაცით და იმედია ნერსე ჩამინაცვლებს.
შენ ხარ სიყვარული ჩემი, რომ მალე დებ ხოლმე. მე კი ვკითხულობ გვიან მაგრამ რა ვქნა მეც ვწერ და ხან ვერ ვხვდები დრო ასე მალე როგორ გადის წერაში.
უფრო და უფრო მომწონხარ, თანოსი არ იყოს მეც კი დავიწყე შე ქალოებით ლაპარაკი :დდდ
ველოდები ახალს და შენც გელოდები დედუნა <3

ლივი <3

 


№12  offline წევრი მეამბოხე ^^

Olivia
ვაიმე ეხლა ჩავუჯექი და 3 თავი ზედიზედ წავიკითხე, როგორ მაინტერესებდა და აჰაა...
მოკლედ ძალიან მაღიზიანებს ის უხსენებელი.
ნატაც...
და დავითი მიყვარს. :დდდ
ეგ კაცი რომ გამოჩმდა ცოტა დაისვენა ჩემმა ნერვოზმა. ყველა ამ გოგოს გადაეკიდა მოკლედ.
რაც მთავარია გავიგეთ რომ ნერსუკა კაი ტიპია :დდდ მახინაცი არ იყოს და მეტი არაფერი მინდა.
ვხვდები მე სესოს და იკას მომავალს აქედანვე :დდდ მეც მომწონს ეგ ბიჭი რაღაცით და იმედია ნერსე ჩამინაცვლებს.
შენ ხარ სიყვარული ჩემი, რომ მალე დებ ხოლმე. მე კი ვკითხულობ გვიან მაგრამ რა ვქნა მეც ვწერ და ხან ვერ ვხვდები დრო ასე მალე როგორ გადის წერაში.
უფრო და უფრო მომწონხარ, თანოსი არ იყოს მეც კი დავიწყე შე ქალოებით ლაპარაკი :დდდ
ველოდები ახალს და შენც გელოდები დედუნა <3

ლივი <3

იმეეე, ჯერ ხომ იმან გამაბედიერა ამხელა კომენტარი რომ დამიწერე :დ მერე იმან რომ ასე მოგწონს :დ მერე ის რომ კითხულობ:დ და კალოჩე მიყვარხარ:დ :*

Gogona rmigraciidan
თამაკო
Gogona rmigraciidan
როდესაც ამ ისგორიას ვკითხულობ ერთი ჩემი საყვარელი სერიალი მახსენდება რაღაცეებით გავს ამოტომ მთელი გულით ვკითხულობ ხოლმე. ძალიან კარგად წერ მადლობა შენ ესეთი კარგი ისტორიისთვის❤

ვხვდები რომელზეც იძახი, მეც ძალიან მიყვარს. მაგრამ, ეს სულ სხვა სტილისაა :* მიხარია რომ ელი :*

ხო ვიცი რომ სხვაა ძალიან კარგად წერ❤

მადლობა :*

 


№13 სტუმარი Guest თაკო

zalian momwons da male dade axali gtxov ra

 


№14  offline წევრი Olivia

თამაკო
Olivia
ვაიმე ეხლა ჩავუჯექი და 3 თავი ზედიზედ წავიკითხე, როგორ მაინტერესებდა და აჰაა...
მოკლედ ძალიან მაღიზიანებს ის უხსენებელი.
ნატაც...
და დავითი მიყვარს. :დდდ
ეგ კაცი რომ გამოჩმდა ცოტა დაისვენა ჩემმა ნერვოზმა. ყველა ამ გოგოს გადაეკიდა მოკლედ.
რაც მთავარია გავიგეთ რომ ნერსუკა კაი ტიპია :დდდ მახინაცი არ იყოს და მეტი არაფერი მინდა.
ვხვდები მე სესოს და იკას მომავალს აქედანვე :დდდ მეც მომწონს ეგ ბიჭი რაღაცით და იმედია ნერსე ჩამინაცვლებს.
შენ ხარ სიყვარული ჩემი, რომ მალე დებ ხოლმე. მე კი ვკითხულობ გვიან მაგრამ რა ვქნა მეც ვწერ და ხან ვერ ვხვდები დრო ასე მალე როგორ გადის წერაში.
უფრო და უფრო მომწონხარ, თანოსი არ იყოს მეც კი დავიწყე შე ქალოებით ლაპარაკი :დდდ
ველოდები ახალს და შენც გელოდები დედუნა <3

ლივი <3

იმეეე, ჯერ ხომ იმან გამაბედიერა ამხელა კომენტარი რომ დამიწერე :დ მერე იმან რომ ასე მოგწონს :დ მერე ის რომ კითხულობ:დ და კალოჩე მიყვარხარ:დ :*

Gogona rmigraciidan
თამაკო
Gogona rmigraciidan
როდესაც ამ ისგორიას ვკითხულობ ერთი ჩემი საყვარელი სერიალი მახსენდება რაღაცეებით გავს ამოტომ მთელი გულით ვკითხულობ ხოლმე. ძალიან კარგად წერ მადლობა შენ ესეთი კარგი ისტორიისთვის❤

ვხვდები რომელზეც იძახი, მეც ძალიან მიყვარს. მაგრამ, ეს სულ სხვა სტილისაა :* მიხარია რომ ელი :*

ხო ვიცი რომ სხვაა ძალიან კარგად წერ❤

მადლობა :*



ვაიმეე მეც გყვარობ შე ქალო :დდდ <3

 


№15 სტუმარი Guest Lika

ძალიან მომეწონა , მალე დადე შემდეგი ნერვები ხამაწყდა

მართლა ძაან მაგრად იწყება ,როდის დადებ ახალს?

 


№16  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest Lika
ძალიან მომეწონა , მალე დადე შემდეგი ნერვები ხამაწყდა

მართლა ძაან მაგრად იწყება ,როდის დადებ ახალს?

დღეს იქნება საღამომდე, ახლა ვარედაქტირებ დაა kissing_heart

 


№17 სტუმარი Guest Lika

თამაკო
Guest Lika
ძალიან მომეწონა , მალე დადე შემდეგი ნერვები ხამაწყდა

მართლა ძაან მაგრად იწყება ,როდის დადებ ახალს?

დღეს იქნება საღამომდე, ახლა ვარედაქტირებ დაა kissing_heart

მაშინ ველოდები დიდი ინტერესით

 


№18 სტუმარი A

Ratom agar adrgrdzeleb??? davigale lodinit. Erti suli maq axali tavebi wavikitxo. Tan bolo tavebic washlilia sadac ukve gaigo simartle dampali bidzis wyalobit. Ratom??? gaagrdzele gelodebi....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent