შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვირილების მდელო


11-09-2017, 00:38
ავტორი Daisygirl
ნანახია 1 365

ის ღამე,როდესაც ცაზე უზარმაზარი მთვარე და ასობით ვარსკვლავია,ახალი ნაწვიმარია და ჯერ კიდევ გრძნობ ღრმად,მიწაში ჩაღწეულ წვიმის თითოეულ წვეთის სუნს.ოდნავ გრილა,გაჟრიალებს,მაგრამ ეს პირიქით გსიამოვნებს და ფიქრობ ნეტავ ეს სამუდამოდ გაგრძელდეს, უსასრულოდ... ზოგს ძალიან დებილურად შეიძლება მოეჩვენოს,ნაწვიმრის სუნი, სიგრილის შეგრძნება,სულ მაღლა ცაში ცქერა და მხოლოდ და მხოლოდ შენს განცდებთან ყოფნა.სულაც არ მადარდებს,რადგან ეს ღამე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო ჩემს ცხოვრებაში ამდენი ხნის განმავლობაში ალბათ...ღმერთოო, ეს ჰომ ის ღამეა როდესაც პირველად შეგხვდი... შენ უბრალოდ გვერდით დამიჯექი არაფერი არგვითქვამს ერთმანეთისთვის,მაგრამ ასე მეგონა ადამიანთან ამდენად დიდი სიახლოვე არ მიგვრძნია.თითქოს ვიცნობდით ერთმანეთს ადრეც...შენ უბრალოდ სახელი მკითხე...არც ლაპარაკის ხასიათზე ვიყავი და არც არაფრის. მინდოდა გავწოლილიყავი და არ მემოძრავ, მაგრამ შენნმა ერთი შეხედვით ჩვეულებრივმა სიტყვებმა ხმა ამომაღებინა..ძალიან მარტივად როდესაც სახელი მკითხა.5წუთი გავიდა და ვუპასუხე ლილი მქვია. მე არ მიკითხავს ისე მიპასუხა დათაო. ცუდად ვგრძნობდი თავს ვერც კი ვლაპარაკობდი.ფიქრებს სულ სხვაგან მივყავდი ძალიან მოქმედებდა ჩემზე ყველაფერი და მახსენდებოდა ის, რაც ჩემს გულს ზედმეტად ეხებოდა. ამ მომენტში ძალიან მინდოდა უბრალოდ ყვირილი ან ტირილი.ცმრემლებმა დაიწყეს თვალებიდან ნელ-ნელა ჩამოსვლა, ისე თითქოს მდინარე ადიდებულიყოს და ჯებირები ვეღარ იტევენ...თავს ვერ ვიკავებდი...ხელი მომხვია და ვერც მივხვდი,რომ ჩემი თავი მის მხარზე აღმოჩნდა.თითქოს მანამდე ჩემთან ერთად ყველაფერი ტიროდა...შემდეგ....შემდეგ ყველაფერი შეწყდა. ტელეფონის გათიშვა მინდოდა არავისი ზარი,არავის ხმა მაგრამ,დედაჩემის ამბავი ვიცოდი.11 ხდებოდა და ზარიც შემოვიდა.წამოვხტი ისიც ადგა უნდა წავიდე მეთქი.არაფერი მითხრა უბრალოდ გამომყვა და ცოტა ერთად გამოვიარეთ.ამ დროს ცოტა მომეშვა. დავიწყეთ ლაპარაკი... ხშირად აღმოჩნდება ჰოლმე,რომ სხვა,უცხო ადამიანსაც შეიძლება არ ჰქონდეს მთლად ტკბილი ცხოვრება...

შევედი უხმოდ სააბაზანოში გამოვედი და დავწექი.დედა შემოვიდა.არმინდოდა უხეში ვყოფილიყავი,სწყინდა ჰოლმე,მაგრამ რეალურად ვის სიამოვნებს უხეში საუბარი და მიმართვა? -ლილი,სად იყავი? -არსად,უბრალოდ ვსეირნობდი,ვფიქრობდი,ვფიქრობდი ყველაფერზე,დღევანდელ დღეზე,მაგრამ ვერ ვხვდები მაინც ბოლომდე...შენს ასეთ ...ვერ ვლაპარაკობ რთულია ჩემთვის ცოტა... -დრო გჭირდება ლილი,დრო ჩემთვისაც არაა ადვილი, დამიჯერე,მაგრამ იმედი მაქვს გამიგებ,ამის დრო როცა დადგება.ლოყაზე მაკოცა,გამიღიმა და უეცრად მის დიდ,საოცარ ზღვისფერ თვალებში რაღაც ამოვიკითხე ის, რაც ადრე ჩემთვის უცნობი იყო და შესაძლოა ახლაც.შეტრიალდა და გავიდა.კარი გაიხურა.მთელი ღამე ვერ ვიძინებდი.ბალისში ვტიროდი,შიშით ჩემებს არ გაეგოთ. ვფიქრობდი ყველაფერზე, რაც კი ტრიალებდა ჩემს ცხოვრებაში. ზაფხული იყო,დასასვენებლად ვიყავით წასულები დედის მეგობრის აგარაკზე. 5საათი იყო ვერა და ვერ დავიძინე ჰოდა ავდექი,გრილოდა, პლედი ავიღე,ჩაი დავისხი და აივანზე დავჯექი...და რა არის მაინც ეს მოგონებები..მხოლოდ ისინი რჩებიან ჩვენთან სულ,სულ ბოლომდე და იმ დროს გამოჩნდებიან მაინც და მაინც რომ აგვატირონ იმის მიუხედავად რომ წარსულში გვაღიმებდნენ და სახეს გვიბრწყინავდნენ. ვიყურებოდი სადღაც შორს და ფიქრები არ მანებდნენ თავს.წუხანდელ ღამეზეც ვფიქრობდი...დათა.



***

გაიღვიძეს დანარჩენებმა.დედას ვუთხარი გავალ ცოტას გავივლი მეთქი.გავედი არვიცოდი კარგად ეს ადგილი,მაგრამ ცოტა ვერკვეოდი .საქანელა დავინახე. გარშემო ხალხი მიმოდიოდა,ყველას ლაღი სახე ჰქონდა,მშვიდი...გავქანდი ერთხელ ორჯერ და გავჩერდი თავბრუ დამეხვა არადა პატარა როცა ვიკავი გაუჩერებლად როგორ მიყვარდა ქანაობა..მამა მაქანავებდა ჰოლმე...გავჩერდი და უეცრად ვიგრძენი ,როგორ ვიღაცამ უკნიდან დამიძახა ლილი,ისეთი ნაცნობი ხმა იყო თითქოს ადრეც გამეგოს და გამახსენდა გუშინდელი ღამე..დიახ ეს დათა იყო.არვიცი, მარტო მინდოდა ყოფნა,მაგრამ მისმა მოსვლამ გამახარა.მეორე საქანელაზე დაჯდა და მითხრა,რომ ჩემი გაცნობა სურდა,რომ რაღაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება დარჩა ჩემზე,სხვათაშორი ს,მეც. მაინც რა გაინტერესებს მეთქი? -შენი საყვარელი ფერი?ყვავილებიო,სიმღერა... მაგალითად.მომიყევი შენზე რამეო. ჩუმად ვიჯექი მეთქი უცხოს რატო უნდა გავეცნომეთქი. და დაიწყო მან პირველმა. მე მიყვარს ლურჯი ფერი,ვარ 17წლის აქ სტუმრად ვარ ჩამოსული მაგრამ აქამდე ვერავინ გავიცანი ნორმალური,ვთამაშობ კალათბურთს,მყავს პატარა დაიკოო ნიაკოო... მერე დაველაპარაკები მეთქი ყურადღებას გადავიტან,რომ ერთ რამეზე არ ვიყო ჩაციკლული. -კარგი,ჩემი საყვარელი ფერია იასამნისფერი,აქ დედას მეგობართან ჩამოვედით,მყავს პატარა ძმა ცოტნე, ვარ 16წლის,მიყვარს კითხვა,ვხატავ და ჩემი ყველაზე საყვარელი ყვავილია გვირილაა!!! გვირილაო გაუკვირდა მე მეგონა ვარდებს ან ტიტებს იტყოდიო, მე გამეღიმა მგონი ამ დრომდე პირველად -რა ბანალური იქნებოდა, ვუპასუხე. დედამ მომწერა და სახლში წასასვლელად ავდექი დავემშვიდობე,სანამ დამემშვიდობებოდა მითხრა,გუშინდელი ღამე არდამავიწყდებაო და დაამატა ყველას აქვს თავისი რაგაც ცხოვრებაში რთული პერიოდი,მაგრამ არინერვიულოო დრო ,დრო ყველაფერს წაიღებსო.

***

მივდიოდი აუჩქარებელი ნაბიჯებით და თან ვფიქრობდი დათას სიტყვებზე,ვცდილობდი გამეაზრებინა.რა თქმაუნდა ყველას ცხოვრებაშია რაღაც ცუდი,მტკივნეული.მაგრამ,რატო მაინც და მაინც მე არ უნდა მყავდეს საუკეთესო მეგობარი,რატომ მეუნდა ვარჩევდე ადამიანებს შორის ყალბებს.და რატომ შორდებიან ადამიანები თუ ერთმანეთი ყველაფერზე მეტად უყვართ,ერთად უნდათ ცხოვრება,ჩახუტება,კოცნა,ბავშვები და ამყველაფრის შემდეგ ყველაფერი რატომ უნდა დასრულდეს?რატოომ?ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად სიყვარულის მჯერა,უძლიერესი გრძნობისა, რომელსაც თითქოს და ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია.გამახსენდა ფოტოები რომლებშიც ჩანს ის, თუ როგორ უყურებენ შეყვარებულები ერათმანეთს.უნდა მიიღო ის ადამიანი რომელიც თავდავიწყებით შეგიყვარდა როგორიც არის...ნუ შეეცდები მის შეცვლას...ნუუუ.ძალიან მტკივნეულია როცა მშობლები თავიანთი უდიდესი სიყვარულით გვქმნიან, გრძნობ, ხედავ იზრდები და ერთ დღესაც ხედავ,რომ ეს ყველაფერი თითქოს არაა,არც ყოფილა,დაიშალა,დაიმტვრა, როგორც სავსე ჭიქა სიყვარულით და ეს გადმოღვრილი სიყვარული სადღაც ორთქლდება და აღარაა არსად.მეშინოდა,ძალიან მეშინოდა,აზრი შემცვლოდა მაგრამ მათი სიყვარული მაინც პირველ ადგილზე რჩებოდა ჩემს გულში იმედი კი ბოლოს კვდებაო ბოლოს და ბოლოს ფილმებშიც რამდენჯერ შერიგებულან.თავი დავიწყნარე,იმედი მომეცა და სახლში შევედი. მაგიდაზე უკვე იდო გამზადებული საჭმელები, თურმე ძალიან მომშივებოდა.

***

საღამოს,გარეთ არ გავსულვარ ცოტნესთან გავატარებ მეთქი დროს.ვითამაშეთ.რომ დაბნელდა აივანზე დავჯექი და ტელეფონი ავიღე ვნახე ვიღაცამ მეგობრობა გამომიგზავნა დათა იყო,ძალიან გამიკვირდა როგორ მიპოვნა მან ჩემი გვარიც არიცოდა,ვიფიქრე და დავიმატე,თითქოს მომეწონა.12 ხდებოდა.აბაზანა ცხელი წყლით გავავსე და ჩავწექი სულ ცოტახნით,ცოტახნით მძიმე ფიქრებისგან თავის დასაღწევათ. ცოტახანში მომივიდა შეტყობინება,დათა იყო.რას შვებიო?როგორ ხარო? მესიამოვნა. გამოვედი.დავწექი.მთელი ღამე ვწერდით ერთმანეთს. ვუამბე ჩემი ამბავი ძალიან, დამაწყნარა მისმა პასუხმა.ხვალ თუ გცალიაო სადღაც უნდა წაგიყვანოო,გაგიხარდებაოო.თავს არ ვუჯერებდი ნუთუ ეს მართლა ხდება თქო.კარგი მეთქი.10ზე გამეღვიძა, კარგ ხასიათზე ვიყავი.2ზე შევხვდი იქ სადაც საქანელებზე ვქანაობდით.სად უნდა წავიდეთ მეთქი პასუხი არ გამცა.ხელი მომკიდა და წავედით.ვენდობოდი ისე როგორც არავის უბრალოდ გული მკარნახობდა ამას...ძალიან ბევრი არგვივლია.მივედით იქ სადაც საოცარი სილამაზე იშლებოდა ჩემს თვალწინ,საოცრება იყო,არვიცი ვინმესთვის ეს შეიძლება არაფერსაც არ ნიშნავდა, მაგრამ ჩემთვის იმ მომენტისთვის ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი!!! ეს იყო მდელო სავსე გვირილებით, წარმოიდგინეთ უზარმაზარი,საოცრად ლამაზი სივრცე სადაც გვირილებია ჩემი სიყვარულები! ძალიან გამიხარდა,იმდენად რომ სახეზე ღიმილს ვერ ვიშორებდი და ხმას ვერ ვიღებდი და სწორედ ამ დროს მითხრა ძალიან ლამაზი ღიმილი გაქო,ძალიან გიხდებაო!უფრო ხშირად უნდა იღიმოდეო.საღამომდე იქ ვიყავით,გაუჩერებლად ვლაპარაკობდით ყველაფერზე საერთოდ.ძალიან კარგად ვგრძნობდი მასთან თავს,ლაღად,მშვიდად ისე როგორიც სინამდვილეში ვარ,არ გჭირდება არაფრის დამალვა,ტყუილი უბრალოდ გულახდილი ლაპარაკი.როდესაც მეხებოდა მთელს ტანში ჟრუანტელი მივლიდა,მინდოდა სულ ასე ვყოფილიყავით,არასდროს არ დამთავრებულიყოს ეს ყვსლაფერი რამაც ასე ძალიან გამანედნიერა ამ ერთფეროვან,ნაცრისფერ,მოღუშულ დღეებში. ჩავეხუტეთ ერთმანეთს და მივხვდი რომ მე ის შემიყვარდა,შემიყვარდა იმის გამო რომ ჩემთან იყო,არ ჰგავდა ის სხვებს,მანუგეშებდა,მისმენდა,აინტერესებდა,მიყვებოდა ის ნამდვილი იყო,ის მე მიყურებდა მე მას ჩვენ ერთმანეთი გვყავდა და მეტი არაფერი მინდოდა,არაფერი! დღითი დღე,ყოველ წუთს და წამს ის უფრო და უფრო მიყვარდებოდა და იგივეს ვგრძნობდი მისგან,ღამეს ერთმანეთთან საუბარში ვატარებდით.ყველაფერმა ცუდმა ჩემი ფიქრებიდან აიდგა ფეხი და ახლა მხოლოდ ჩემს ფიქრებში ერთი სახელი ტრიალებდა, "დათა".

***

5 წელი გავიდა ჩემი მშობლების დაშორების შემდეგ, არ გეგონოთ სიყვარული თავს გიბნევსო უბრალოდ ყველას თავისი ისტორია აქვს. დღე არ გადიოდა ამაზე არ მეფიქრა,დედაჩემი წამოდგა ფეხზე,თითქოს თავიდან დაიბადაო,მამაჩემი კიდევ უფრო გაჯიუტდა და თავი სიამაყის მონად აქცია.ამდენი ხნის შემდეგაც იმედი მქონდა,მქონდა რომ ეს სიყვარული კვლავ აღდგებოდა ამდენი ხნის მერე არავის არავინ ჰყოლია ერთმანეთის გარდა ამ 5 წლის განმავლობაში,გრძნობები ჰომ ტყვილად არსად იკარება.ისევ ისე მტკივა,ისევ ისე განვიცდი,მაგრამ მარტო აღარ ვარ ის ჰომ ჩემთანაა,ჩემთანააა.სწორედ ამიტომ მაქვს იმედი,დიდი იმედი იმისა რომ,ჩემი დიდი უბედურება კვლავ ბედნიერებად იქცევა,როგორც ადრე იყო.სულ მეშინოდა სიყვაეულის,ქორწინების და დანარჩენზე ჰომ ფიქრი ზედმეტიც იყო.შეცდომა.მაგალითი ჩემი მშობლებისა მას შემდეგ სულ მაშინებდა და დედას ნათქვამი ფრაზა ისევ დს ისევ ჩამესმოდა, დრო გჭირდებაო,მერე მიხვდებიო.მაგრამ გავრისკე,ერთხელ ვცხოვრობთ და არ უნდა მეცადა?

***

აი მე და დათა დავქორწინდით,სახლი ვიყიდეთ და გადავედით,სადაც მარტო ჩვენ ორნი და ჩვენი დიდი სიყვარული იცხოვრებდა. დათა მუშაობდა,მე კიდე ვმეცადინეობდი მაგისტრატურაზე ვაბარებდი,ჩავაბარე.ერთ წელში გაგვიჩნდა პატარა გოგონა,ნუცა.დათას ჰგავდა, ჩემი თვალები ჰქონდა. ჩვენზე ბედნიერი ალბათ არავინ იყო დედამიწის ზურგზე.დავამთავრე მეც,და წარმატებით დავიწყე მუშაობა მთელიშემართებით,დათა მხარში მედგა.შემოდგომას მეორე ბავშვი შეგვეძინა ლუკა,ორივე ორ ბავშვზე ვოცნდბობდით. ზაფხულში გადავწყვიტეთ იქ წავსულვიყავით სადაც პირველად შევხვდით და ერთმანეთი შევიყვარეთ.უბედნიერესი ვიყავი სანამ დედას ზარმა არ წამართვა ღიმილი,მამა აღარ არისოო,თავიდან თავბრუ დამეხვა,მუხლებში ძალა გამომეცალა,ქვემოდან რაღაცამ დაიწყო ამოსვლა სიცივე ვიგრძენი,ფეხებიდან შემოიჭრა და ნელა ნელა დაიწყო მაღლა ამოსვლა ყელამდე ამოაღწია გაიჭედა და მახრჩობდა,ცრემლები მოდიოდა თითქოს მდინარე ადიდებულიყოსო და ჯებირები ვეღარ იტევსო. ამ 1წუთში მთელი ჩემი ცხოვრება დავინახე თავიდან,ყელში ბურთი სულ იზრდებოდა და იზრდებოდა სუნთქვა სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა ყველაფრის მიუხედავად ის მამაჩემი იყო,მიყვარდა,ძალზედ,თუნდაც ნაწყენი ვყოფილიყავი,ის არიბრძოდა სიყვარულისთვის,ის ლაჩრულად მოკვდაა,ბუშტი გასკდა და ტირილი ბღავილად გადაიქცა,მივხვდი,რომ ჩემი იმედი საბოლოოდ მოკვდა,დაიშალა პატარა ნამცეცებად და ქარმა სადღაც გააქრო იქ სადაც ახლა მამაა,დათამ გაიგო ჩემი ხმა და ყველაფერს მიხვდა.სულ ჩემთან იყო,არ მტოვებდა მარტ არც ერთი წუთი,მან ჰომ იცოდა ჩემი ცხოვრება,იცოდა იმედზე,რომელიც თურმე ადამიანთან ერთად.დედა მარტო იყო,და მაინც ისე განიცდიდა,თითქოს თავისი დიდი და ერთადერთი სიყვარული დაკარგა,ოღონდ საბოლოოდ.აი მხოლოდ ახლა მივხვდი დედა ჩვენთვის მოიქცა ასე,ჩვენი კეთილდღეობისთვის,თუ გიყვარს შენ არ ცდილობ ადამიანის შეცვლას უნდა მიიღო ის როგორიც არის,მაგრამ ჩემი აზრით მამა ჩვენთვის უნდა ყოფილიყო კარგად და არ დანებებულიყო.სიამაყე ღუპავს ადამიანს...

***

ცხოვრება გრძელდებოდა,დათას მხარდაჭერა მატანინებდა ყველა ტკივილს,განცდას.დედა ბოლომდე მარტო დარჩა ცხოვრების ბოლომდე თავის ერთადერთ სიყვარულთან ერთად. ვიცოდი,რომ ყოველ საღამოს ტიროდა,განიცდიდა მაგამ არაფერს მეუბნებოდა,სიყვარული ატანინებდა ტკივილს,ის მასთან იყო სანამ სწამდა, ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა,ეს აძლიერებდა...მე კი ჩემი დათა და ჩემი ბავშვები მაბედნიერებენ და ყოველთვის ვფიქრობ ზოგჯერ სხვისი შეცდომა არ უნდა გაითვალისწინო შენ შენი ცხოვრება გაქვს და უნდა გარისკო თუნდაც ერთხელ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent