"არ არსებობს პირველი სიყვარული, არსებობს ძლიერი სიყვარული" თავი-6
დილით მისმა სმს-მა გამაღვიძა. -ნიაა გაიღვიძეე, გზაში ვარ მე მივდივარ. -ვაიმე უკვე მიდიხარ ჩემო პატარა? -კი, ერთ საათში იქ ვიქნები, იქამდე მოგწერ. 1-საათი მწერდა, მალე გავიდა დრო და დავემშვიდობეთ ერთმანეთს, მე ისევ გავაგრძელე ძილი. ჩემი მეგობრები არ მტოვებდნენ მარტოს, ხშირად მოდიოდნენ ჩემთან, ხან მე გავდიოდი გარეთ, გიოს ძმაკაცი ნიკა მწერდა ყოველ დღე, ხან გიოს ძველ ფოტოებს მიგზავნიდა, ხან თავიანთ ამბებს მიყვებოდა. 3-კვირა ეს ცოტა დრო ნამდვილად არ იყო, დღითი დღე უფრო მეტად მიჭირდა გიოს გარეშე....ძალიან მეკლდა მისი სითბო, მისი ნათქვამი „მიყვარხარ“, მისი ნათქვამი „ძილინების და დილამშვიდობის“....მაინტერესებდა მასაც ასე ვაკლდი თუ არა. ძალიან ველოდი 12-ივნისს, ერთი სული მქონდა როდის დამირეკავდა და როდის გავიგებდი მის ხმას. ბევრისგან მქონდა გაგონილი, ადამიანი როდესაც შენგან შორს არის, მაშინ უფრო მეტად აფასებ, მაშინ უფრო მეტად გრძნობ მის სიყვარულს, მაშინ ფიქრობ ყველაფერზე, მაშინ აანალიზებ როგორი მნიშვნელოვანია ის ადამიანი შენთვის. სანამ გვერდით მყავდა მაშინაც დარწმუნებული ვიყავი მის სიყვარულში, მაგრამ ჩემგან შორს რომ იყო მაშინ უფრო ვიგრძენიი მისი დიდი სიყვარული. ვაღიარებ, რამდენიმეჯერ მქონდა მომენტი, როდესაც ჩემს ყოფილ შეყვარებულზე გამფიქრებია, არაფერი ისეთი, არ მენატრებოდა, არც მასთან არ მინდოდა, არც წარსულს არ მივტიროდი, არც მასთან გატარებული წლები არ მენატრებოდა, არც მისი სითბო, არაფერი არ მინდოდა მისი, ასე უბრალოდ ხანდახან რამდენიმე წუთით გამახსენდებოდა ხოლმე... ალბათ გიოსაც ჰქონდა მსგავსი მომენტი, ალბათ მასაც ახსენდებოდა თავისი ყოფილი.... ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ დიმას გახსენებისთანავე ლევანი წარმომიდგებოდა ხოლმე თვალწინ, მახსენდებოდა მისი სითბო, მისი ჩახუტება, მისი სიყვარული და ამის შემდეგ ჩემთვის მის გარდა არავინ აღარ არსებობდა. რამოდენიმეჯერ ჩემმა დაქალებმა მკითხეს, -ნია დიმამ რომ პატიება გთხოვოს, რომ გააკეთოს შენს გამო ბევრი რამ, რას იზავ? -ჩემი პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე იყო, -არაფერს „ვაფშე“ არაფერს, ან რა უნდა გამეკეთებინა? 9-წელი ადამიანი მიყვარდა, იმდენი გააკეთა თავისი საქციელებიდან გამომდინარე მაიძულა მეთქვა სიტყვა „წადი“....დიდი სიყვარული სიძულვილში გადამიყვანა, რა უნდა გაეკეთებინა ისეთი, რომ დავებრუნებინე? არაფერი....ეს თვითონაც იცოდა რომ ვერაფერს ვერ გააკეთებდა ისეთს რომ დავებრუნებინე, ამიტომ დიდად არც იწუხებდა თავს.... დღითი დღე ხვდებოდნენ ჩემები, ჩემი მეგობრები და ჩემს გვერდით მყოფები, რომ ჩემთვის გიო ნამდვილად ბევრს ნიშნავდა....ყველა, და მათ შორის მე უფრო მეტად დავრწმუნდი რომ ჩემთვის ის მთელი სამყარო იყო. ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა, ყოველ დღე მოწყენილი დავდიოდი ჩემი გიოს გარეშე, ძალიან მეკლდა, ვეღარ ვუძლებდი უიმისობას, სამი კვირა სამ საუკუნედ მეჩვენებოდა..... ბოლო დღეები უფრო მეტად იწელებოდა..... და აიი მოვიდა 12-ივნისი, დილით ხალისიანად ავდექი, ტელეფონი ხელიდან არ გამიშვია, ისე ვიყავი თითქოს მაგიდაზე თუ დავდებდი ხმას ვერ გავიგებდი. ხშირად ვამოწმებდი და ბოლოს დამირეკაა ჩემმა ბიჭმა. -ხოო ბიჭო.... _ღიმილიანი სახით ვუპასუხე, გული ამიჩქარა მისი ხმის გაგებისას. -როგორ ხარ ჩემო ბაჭია? -კარგად გიო, შენ როგორ ხარ? -კარგად ვარ მეც გოგო, როგორც მომიხერხდა ესევე დაგირეკე. ცოტახნით ვისაუბრეთ, მერე სულ მწერდა საღამომდე, საღამოს დამირეკა და გავაგრძელეთ საუბარი. -გოგო ხვალ რას აკეთებ, რამე გეგმები ხომ არ გაქვს? -არა გიო, სახლში ვარ და მცალია. რა არის რომ? -ხვალ გნახავ, შენებსაც ვნახავ. -რაა მაგარიაა, ხოო ბიჭო გელოდებიიი ხვალ.... ისე გამიხარდაა ღამე ძლივს დავიძინე, ამდენი ხნის უნახავი უნდა მენახა, თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე ჩვენი შეხვედრა, ფიქრებში წასულს ჩამძინებია. დილით მისმს სმსმა გამაღვიძა..... -გაიღვიძე ჩემო პატარა, გაემზადე მალე მოვალ. -კაი ჩემო სიყვარულო. ავდექი, აბანოში შევედი, გავემზადე და ველოდებოდი ჩემს ბიჭს. -ნია მოვედი, გამოიხედე. -შემოდი გიო. -კაი მოიცა, დავკეტავ მანქანას და შემოვალ. კართან გავედი და ისიც შემოვიდა, ჩავეხუტეე.....რაა მაგარი გრძნობაა მონატრებულზე ჩახუტებაა, როგორ მომნატრებია მისი ჩახუტება, მისი სურნელიც კი ძალიან მენატრებოდა. -გიო როგორი შეცვლილი ხარ, გზარდილი მეჩვენები... -ჰოო? რავიცი თმაც რომ აღარ მაქვს ალბათ მაგიტომ. შემოვიდა სახლში, ჩემები ნახა, გვიყვებოდა კარანტინის ამბებს. -გიო ცივ ყავას ხომ დალევ? -კიი გოგო, მენატრებოდა შენი გაკეთებული ყავა. -ახლავე ჩემო პატარა. ყავა დავლიეთ, შოკოლადები ვჭამეთ და მერე ტაძარში წავედით, აი იმ ტაძარში სადაც სულ პირველად ვიყავით. შევედით სანთლები ავანთეთ, უფალს მადლობა გადავუხადე იმისთვის რომ ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად ის მაინც ჩემს გვერდით იყო. ცოტახნით ეზოში დავსხედით და წავედით. გადიოდა დღეები....ხშირად მნახულობდა, ხან მარტო, ხან თავის ძმასთან და ძმაკაცებთან ერთად. თავისებმა იცოდნენ რომ დაშორებულები ვიყავით, იცოდნენ რომ საერთოდ აღარ ვნახულობდით ერთმანეთს. ერთ დღეს მე გიო, გიოს ძმა, ჩემი დაქალი ნათია და ჩვენი მეგობარი თათია წავედით ყვარელში ილიას ტბაზე. თათია მე და გიოს თავისი ტელეფონით გვიღებდა ფოტოებს, მან არ იცოდა დეტალებში გიოს მშობლებთან ჩემი დამოკიდებულება, არც ის არ იცოდა რომ ჩუმად მნახულობდა გიო. მოკლედ საღამოს ფბში ატვირთა თათიამ ჩემი და გიოს ფოტოები, თან ორივე მოგვნიშნა. ერთი საათის შემდეგ ვნახე და გიოს მონიშვნა გავაუქმე გიოს ფბდან, თუმცა ვერ მოვასწარი, გიოს დედას უნახავს მაინც ჩვენი ფოტოები...ამ ყველაფერს რათქმაუნდა კარგი რეაქციები არ მოჰყვა.... -ნია გღიძავს? -კი გიო, რახდება? -„კაროჩე“ დღეს თათიამ რომ მოგვნიშნა ფოტოებზე დედაჩემს უნახავს და გაიგო ჩვენზე....შედი ჩემს ფბში და ნახე რაებს მწერს. ვნახე სმს-ები, ათას საშინელებებს სწერდა, ათასი მუქარა.....ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე ამის წაკითხვამ, მაგრამ მე არ მქონდა უფლება ზედმეტი რამ მეთქვა, ის გიოს დედა იყო, მე რა უნდა მეთქვა. არ მსიამოვნებდა მისი ასეთი რეაქციები, მაგრამ გულის სიღრმეში ვერ ვამტყუნებდი....ის ხომ დედა იყო და სხვანაირად ფიქრობდა და აღიქვავდა იმას რომ მე მის შვილზე დიდი ვიყავი, ამას პლიუს ცოტა სხვა თემაც ემატებოდა...მე როგორც მომავალი დედა ვცდილობდი უფრო სხვა კუთხიდან დამენახა ეს ყველაფერი და ვცდილობდი ახსნა მეპოვა მისი ასეთი რეაქციებისთვის, მიჭირდა, მაგრამ...... -ნია წაიკითხე? -კი გიო, წვაიკითხე... -მეტი აღარ შემიძლია ნია, რა გავაკეთოთ? -არ ვიცი..... -ხომ გეუბნებოდი არ აქვს აზრი თქო ჩვენს ერთად ყოფნას, ვიცოდი რომ ოდესმე მაინც გაიგებენ...ნახე დედაჩემი რას მწერდა? აწი ჩუმადაც ვეღარ გნახავ. ვხვდებოდი უკვე რაც მოხდებოდა....ახლა კი მართლა ვკარგავდი გიოს და თან სამუდამოდ. რა უმოწყალოა ცხოვრება, ისეთ ადამიანებს გვართმევს, ვინც სიცოცხლეზე მეტად გვიყვარს და გვჭირდება. -ნიაა ნიაა ნიაა გაიღვიძეე ჩქარაა.... -მღვიძავს, რახდება? _ძალიან ცივად ვუპასუხე. -კარგი ამბავი მაქვს გოგო... -რაა? -რაა და არც დედაჩემი და არც არავინ, „ვაფშე“ არავინ არ არის ჩვენი სიყვარულის და ჩვენი ერთად ყოფნის წინააღმდეგი. -იცი რას გეტყვი? მე თოჯინა არ ვარ ერთ დღეს დამშორდე, რამდენიმე საათში შემირიგდე, მერე ისევ დამშორდე და შემირიგდე. დამღალა ასეთმა ბავშვურმა ურთიერთობამ. ჯობია ჯერ კარგად დაალაგო სახლში ყველაფერი და ისე მომწერო. -რა პასუხებია? მეგონა გაგიხარდებოდა. -ვნახე მე დედაშენის სმს-ები და არ ვთვლი რომ რაიმე სასიხარულო ხდება. -შედი ახლა ჩემთან და ნახე რას მწერს. -კაი..... შევედი და წავიკითხე, ახლა დადებითად სწერდა ჩემზე....ვერ გამეგო გამხარებოდა, მწყენოდა თუ რა რეაქციები უნდა მქონოდა. -ახლა ვნახე კი, კარგია თუ ასე შეიცვალა აზრები და შეხედულება ჩემს მიმართ. -სხვას არაფერს იტყვი ნია? -კი ვიტყვი, გამიხარდებაა ყველაფერი კარგისკენ თუ შეიცვლება. მიყვარხარ გიო. -მეც მიყვარხარ გოგო. არასასიამოვნო მიმოწერის შემდეგ რაღაც კარგი გავიგე.....ისევ დამიბრუნდა სიცოცხლის ხალისი, ისევ დამიბრუნდა სახეზე ღიმილი. ცოტა მეუცნაურა ჩემს მიმართ აზრის ასე უცებ შეცვლა, მაგრამ ჩავთვალე _ მიხვდნენ გიოსები ალბათ რომ ნამდვილად ვუყვარდი და მიხვდნენ რომ ხელი აღარ უნდა შეეშალათ ჩვენთვის. რამდენიმე დღის შემდეგ გიოს დედა გავიცანი, ფბში ვწერდით ერთმანეთს ხშირად, ისიც ჩემი დედიკოს მოსახელე იყო -ეკა. ყველაფრის მიუხედავად კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, ჩემს მიმართ ყოველთვის სითბოს და ყურადღებას იჩენდა, რათქმაუნდა ჩემგანაც ანალოგიურს იღებდა. მახსოვს გიოსთან ერთად ბანკში შევედი, ეკაც იქ დაგვხვდა, პირველად მაშინ ვნახე ასე დაუგეგმავად და გავიცანი ახლოს ჩემი გიოს დედიკო. 5-აგვისტოს მე და ჩემი დაქალი ზღვაზე წავედით, ყველაზე მაგარი 10-დღე გავატარეთ, ჩემი კლასელები და მეგობრებიც იქ იყვნენ, ჩემი ბიძაშვილი გიოც ყოველ ზაფხულს ორი თვით იქ „იჩითბოდა“, პ.ს მომღერალია და მაგრად „გვაგულავებდა“ ხოლმე. და აიი ამოგვეწურა ზღვაზე ყოფნის ლიმიტი, 15-ში ღამე ჩემი ბიძაშვილის მანქანით ჩავედით თბილისში. „საშინლად“ შავი დავბრუნდი, მეორე დღეს გიო მოვიდა თავის ძმაკაც ნიკასთან ერთად. -ნიაა მოვედით, გამოიხედე. კარების გახსნისთანავე ვისმენდი მის კომენტარებს.... -გოგო ეს რაა არის, როგორ გაშავებულხარ, ფოტოებში ასე არ გეტყობოდა რუჯი..... მსგავსი სიტყვები არ დაიშურა..... -მომიკითხე მაინც ცუდოო, რა იყო არ მოგეწონა? მოვიდა ჩამეხუტა, ყელში მაკოცა. -კი ჩემო ბაჭია, „საკაიფოდ“ ხარ, „პროსტა“ ასეთი შავი არ წარმომედგინე. ბიჭებთან ერთად „ჩვენს საყვარელ“ ტაძარში წავედით, საღამოს პარკში ვსეირნობდით. -ნია წამოდი მანქანით სახლში მიგიყვანთ და წავალთ ჩვენ. სახლამდე მიმიყვანეს და წავიდნენ.... დღეს უკვე 17-აგვისტოა, ხვალ კი ჩემი ბიჭის დაბადების დღეა, ვფიქრობდი რა ჩამეცვა, ეს ჩემი დიდი პრობლემა იყო, ძნელად ვარჩევდი ყოველთვის ტანსაცმელებს, ჩემები კი მეუბნებოდნენ -„ბევრი გაქვს და ასე იმიტომ ხარო“, ალბათ მართლა ასე იყო....საჩუქარი ერთი თვით ადრე მქონდა ნაყიდი, პ.ს ჩემს მოუთმენლობას საზღვარი რომ არ აქვს კიდევ ერთხელ დავამტკიდე...... 18-ში დილიდან ვემზადებოდი, რამოდენიმე ტანსაცმელი ჩავიცვი და იქედან ერთ ერთი ძლივს ავარჩიე. შავი წელში გამოყვანილი მოკლე სარაფანი და მაღალი შავი ნაცრისფერი ზოლით გაწყობილი ფესაცმელი, ტანსაცმლის შესაფერისი საყურეები და საათი გავიკეთე, ჩემი ქერა გრძელი თმა დავისწორე, მაკიაჟიც გავიკეთე, თან საკუთარი თავის ქებას მოვყევი, _ნია რა ლამაზი ხარ გოგოო, პ.ს მიყვარდა საკუთარი თავი და ვიცოდი ჩემი თავის ფასი..... :დ სიმართლე გითხრათ ძალიან ვნერვიულობდი, დღეს პირველად მივდიოდი გიოს ოჯახში ჩემებთან ერთად, რათქმაუნდა ვფიქრობდი როგორი შთაბეჭდილება დარჩებოდათ ჩემზე, როგორ მოვეწონებოდი, განვიცდიდი და ვცდილობდი ამ თემაზე ბევრი აღარ მეფიქრა. და აიი საღამოც მოვიდა..... გიოს სმს-ებმა იმატა. -ნია რას შვრებით, მალე გამოხვალთ სახლიდან? -კი გიო, 10-წუთში გამოვალთ. ავიღე ჩანთა, გიოს საჩუქრები ჩავალაგე, ჩავჯექი ჩემებთან ერთად მანქანაში და წავედით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.