"არ არსებობს პირველი სიყვარული, არსებობს ძლიერი სიყვარული" თავი-2
ყველა გოგოს ჰყავს ბავშვობის „ოცნების პრინცი“, მეც მყავდა ასეთი „პრინცი“ გავიზარდე და ჩემი ოცნება გიოს სახით ამისრულდა. ის ისეთია ფიზიკურად და შინაგანად როგორი ადამიანიც წარმომედგინა ბავშვობაში ჩემს გვერდით. საშინლად სიმპათიური, ქერა, ლამაზი თვალებით და გრძელი აპრეხილი წამწამებით, ლამაზი ტუჩები, ნიკაპი და მარცხენა ლოყა ეჩხვლიტება, ხელებზე ძარღვები ემჩნევა, პ.ს ბიჭში ყველაზე მეტად ეს მომწონს. ჩემთვის სრულყოფილი იყო ფიზიკურად და არამარტო ფიზიკურად. მასთან ყოველი დღე უფრო მაახლოვებდა, დღითი დღე ვხვდებოდი რომ მოწონებას, შეჩვევას და უფრო მეტს ვგრძნობდი მის მიმართ, თუმცა ისე მქონდა სიყვარულზე გული აცრუებული, რომ ვეღარ წარმომედგინა სიტყვა „მიყვარხარ“ მეორედ კიდევ როგორ უნდა მეთქვა.... გიო ხშირად დადიოდა მანქანით ჩემს სახლთან, აივნიდან დანახვით შემოვიფარგლებოდი ხოლმე, ახლოს ნახვაზე რატომღაც თავს ვიკავებდი.... ბავშვობიდან ცხვირის კომპლექსი მქონდა, დადგა ნანატრი დღე, 10-მარტი. ძალიან მეშინოდა, ოპერაციის წინ ღამეს გიო მწერდა და მამხნევებდა. -ნია ხვალ მინდა შენს გვერდით ვიყო, მარა არ გამოდის გარკვეული მიზეზების გამო. იცოდე რომ ყველაფერი კარგად იქნება, შენს გვერდით ვერ ვიქნები ფიზიკურად, მარა იცოდე რომ მთელი ჩემი სული და გული შენ გამოგყვება და შენთან იქნება. იცოდე რომ მიყვარხარ, იფიქრე იმაზე რა ლამაზი დღეები და წლები გველოდება ამ ერთი საშინელი დღის შემდეგ. ჩემზე იფიქრე და იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ. სიტყვა „მიყვარხარს“ რომ მწერდა სულ მინდოდა „მეც მიყვარხარ“ თქო მეთქვა, მაგრამ თან მეუცნაურებოდა ამ სიტყვის თქმა, მე ხომ ჯერ არ მყავდა ახლოს ნანახი....თითქოს ტყუილად თქმა გამომდიოდა, ამიტომ თავს ვიკავებდი... გათენდა......საშინელ ხასიათზე გავიღვიძე, ფეხები უკან მრჩებოდა, გავემზადე, დედასთან და მამასთან ერთად წავედი ვაკეში 9-სავადმყოფოში. ოპერაციამდე 2-საათი პალატაში მომიწია ყოფნა, იქ უფრო მეტად გავაანალიზე რა მელოდა და მეტად შემეშინდა, ამ ოპერაციამდე ნემსიც კი არ მქონდა გაკეთებული და ახლაა.....ჩემს წარმოდგენებში მეგონა რომ საოპერაციოდან ვეღარ გამოვიდოდი და მინდოდა რაც გულში მქონდა ყველაფერი მეთქვა გიოსთვის. იმ დილით სულ მწერდა და მამხნევებდა, უეცრად მივწერე ისეთი სიტყვა, რასაც ზუსტად ვიცი ჩემგან არ ელოდა. -მიყვარხარ გიო. -ნია რა მომწერე? სმსი ხომ არ შეგეშალა? -არა გიო, არ შემშლია.... -ანუ? -ანუ ის რომ, შენ გწერდი და შემიყვარდი მართლა. -მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო ბაჭია. -იცი ძალიან მეშინია დღევანდელი დღის, მეშინია რომ აღარ ვიყოო....რა ვიცი ათასი რამ ხდება, რომ ვერ გადავიტანოო დღევანდელი დღე.. -ნუ სულელობ ჩემო პატარა, ყველაფერი კარგად იქნება. ყველაზე მაგარი დღეები გველის წინ. რაღაცნაირად თითქოს გულიდან დიდი ლოდი მოვიხსენი გიოს ეს სიტყვა რომ მივწერე, ვიცი არარეალურად მოეჩვენება ბევრს, იმ წუთამდე მეც არარეალობა მეგონა, როგორ უნდა უთხრა სიტყვა „მიყვარხარ“ ისეთ ადამიანს, რომელიც მხოლოდ შორიდან მანქანიდან გყავს დანახული, მაგრამ მე ის მიყვარდა!... ვიცოდი ამ დღეს ყველაზე მეტად უნდოდა ჩემს გვერდით ყოფნა, მაგრამ ბევრი მიზეზების გამო ვერ გამოვიდა მისი იქ ყოფნა....პირველი მიზეზი ის იყო რომ მამაჩემმა არ იცოდა მისი არსებობის შესახებ, დედამ „ლაითად“ იცოდა... იცოდა რომ არსებობდა „ვიღაც“ გიო, რომელიც მწერდა. დაა აიი მოვიდა ის მომენტი და შემიყვანეს საოპერაციო ოთახში, ჩემთვის იმ ოთახში ყველაფერი უცხო იყო, მციოდა, ხელები გაყინული მქონა, იქ მყოფ ექიმებსაც ისეთი ცივი შეხედულება ჰქონდათ...იმ ოთახში ყველა და ყველაფერი გაყინული იყო, შიშით ვუყურებდი ყველას როგორ ამზადებნენ ნემსებს და კიდევ ათას რამეებს....ჩემით ავედი საოპერაციო მაგიდაზე და დავწექი, ექიმები თავზე დამტრიალებდნენ, კათეტერი ჩამიდგეს. დავიწყე გონებაში მამაო ჩვენო, მახსოვს ბოლოს ამინ ვთქვი, გიოზე გამეფიქრაა და ნარკოზმაც იმოქმედა....აზრზე რომ მოვედი პალატაში ვიყავი დედაჩემი და მამაჩემი დავინახე ბუნდათ, ისევ ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი, თვალებს ძლივს ვახელდი.. გიოს სიტყები მქონდა გულში, -როგორც გამოხვალ საოპერაციოდან და გონზე მოხვალ მომწერეო. ძლივს ვლაპარაკობდი, მოვიკრიბე ძალა და დედას ვთხოვე ტელეფონი მოეწოდებინა. ფბში შესვლა როგორ მოვახერხე არ მახსოვს, პირველი რაც გავაკეთე გიოს მივწერე. -ჩემო პატარა ყველაფერი კარგად არის, ჯერ „კაიფში“ ვარ და ცოტა გვიან შეგეხმიანები. მიყვარხარ. რამდენიმე საათში მოვედი აზრზე და ჩემი დაქალების სმსები ვნახე, გიო მე რომ ვერ მიკავშირდებოდა ჩემს გოგოებს სწერდა. მივხვდი როგორ განიცდიდა და როგორ დარდობდა. აი ამ დღის შემდეგ უფრო მეტად დავაფასე და შემიყვარდა. ძალიან რთულად გადავიტანე ოპერაცია, დამოუკიდებლად ვერ დავდიოდი, პირველ დღეს გული წამივიდა ტუალეტში.....მოკლედ ყველგან დედაჩემი დამდევდა რომ სადმე ისევ ცუდად არ გავმხდარიყავი. რამდენიმე კვირა ძალიან „გამაბლატავეს“ სახლში, მეც ხომ ეს მინდოდა, ბავშვობიდან ვგიჟდები ყურადღების ცენტრში ყოფნაზე. ყველაფერს მისრულებდნენ რაც მომინდებოდა, ჩემდა საბედნიეროდ დიდხანს გაგრძელდა ასე, იმიტომ რომ დიდხანს ვიყავი სუსტად. გადიოდა დღეები, კვირები.....მეც ნელ ნელა გამოვკეთდი და გარეთ გასვლის ნებაც დამრთო ექიმმა. ის დროც მოვიდა სახლში რომ მეთქვა გიოს არსებობის შესახებ ყველაფერი. რეაქციებს რასაც ველოდი ზუსტად ისეთი იყო...ბიძაჩემმა ასაკზე გაამახვილა ყურადღება, დამიწყო რაღაცები, როგორც ხდება ხოლმე, მარა მალევა გაჩერდა. 1-მაისი : )) ეს ის დღეა, როდესაც გიო პირველად ვნახე. წინა დღეს შევთანხმდით სად უნდა გვენახა ერთმანეთი, ჩემებმაც იცოდნენ ამის შესახებ ყველაფერი, ბიძაჩემმა მითხრა საღამოს სახლში გამოიარეთ გავიცნობ და შევაფასებო. გიოს ვუთხარი ამის შესახებ და უარი არ უთქვამს, დამთანხმდა სახლში მოსვლაზე. მთელი ღამე ვერ დავიძინე, სულ მეფიქრებოდა როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა, მეფიქრებოდა იქნებ არ მოვეწონო თქო, ან პირიქით.... დილიდან დავიწყე გამზადება, ათასჯერ გამოვიცვალე, ვერ გამეგო რა ჩამეცვა, როგორც იქნა მოვირგე ტანსაცმელი. -ნია რას შვრები გაემზადე? -კი გავემზადე, შენ რას შვრები? -რავიცი გელოდები, გამოვიდე სახლიდან? -კი გამოდი.. და აიი ახლაა ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული....ჩემდაუნებურად ტირილი დავიწყე, ფეხები თითქოს უკან მრჩებოდა. თან მინდოდა გასვლა და ნახვა, თან არა....უფრო იმედების გაცრუებას ვერიდებოდი, ვფიქრობდი ისეთი რომ არ აღმოჩენილიყო როგორადაც თავს მაჩვენებდა რა უნდა ვქნა თქო...მეშინოდა რეალურად ისეთი გრძნობა რომ არ მქონოდა როგორიც ახლა მქონდა, ან მეგონა რომ მქონდა...ან პირიქით მას რომ არ მოვწონებოდი რეალურად....ბევრი ფიქრები მიტრიალებდა თავში და საშინლად ვგრძნობდი თავს.......რაღაც მომენტში ვიფიქრე მივწერო და ვუთხრა სხვა დროს გნახავ თქო, მაგრამ რომ დავფიქრდი აზრი არ ჰქონდა, ჯობდა გავსულიყავი და მენახა...ავიღე ტელეფონი და მივწერე გამოვედი სახლიდან თქო და წავედი..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.