შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჟურნალისტო! შარში ხარ... ( თავი 6)


12-09-2017, 18:01
ავტორი Yagami
ნანახია 3 178

კარებზე ზარია, ვბრუნდები და კარების გასაღებად მივიწევ.
-ვაიმე იკა ეხლა რა მე თუ დაგრჩაა!-კარების ვაღებ და ხელში გაბრაზებული, ვენებ დაბერილი ლევანი მრჩება.
-ვინ იყო ის ბიჭი?!-კბილებში გაბრაზებული ცრის და მეც მეკეტება, ტვინში რაღაც მიტრიალდება და საჩხუბრად იწევს.
-უკაცრავად-ვიცხადებ გაკვირვებული, ხელეებს გულზე ვიკრეფ და ცალ წარბს ვწევ.
-ვინ იყო ის ბიჭი წეხან რომ ჩაგეხუტა და გაკოცა?-ხმას შედარებით უფრო იწვრილებს და არბილებს.
-რა შენი საქმეა?
-ლეა...
-აი მანდ გაჩერდი!-კატეგორიული ხმით ვეუბნები და ამრეზად ვათვარიელებ-შენ ვინ გეკითხება მე ვის ვაკოცებ, ვის ჩავეხუტები თუ ვის ჩავუხტები?! მე შენი არავინ ვერ! არავინ! ამ ორი კვირის შემდეგ საერთდ აღარ გემახსოვრები და რა პრობლემები გაქ ვერ გავიგე?! აი შენ თუ გგონი, რომ მაგრა მიხარია ლევანის დააინტერესე ვინ მაკოცა და რამე ეგეთი ძაან ცდები, შენ დებილ ნაშობაში არ შეგეშალო!-გაბრაზებისგან ხმა ისე მიკიოდა რომ ვერც შევამჩნიე.
-მე, უბრალოდ...-დაიწყო რბილი ტონით და მივხვდი, რომ მიხვდა ჩემ სათქმელს, მაგრამ მე ჯერ არ მქონდა ჩემი სიტყვა დამთავრებული, ამიტომ არ დავამთავრებინე და მე გავაგრძელე ლაპარაკი ისე, რომ არც შევიმჩნიე მისი სიტყვები.
-არა, რა უბრალოდ?! იცი ლეა, მე უბრალოდ შენი არავინ ვარ, მაგრამ მაგრა მეჭედება, რომ შენ არ მოგწონვარ და სხვა თუ გყავს თავი დაანებე, მე უნდა დაგკერო და ამ ორი კვირის შემდეგ მიგაგდო... ეგ უნდა გეთქვა? თუ არადა ვერ ვხვდები თავის მართლებას რითი აპირებ! და არც არის საჭირო უკვე ნერვები მომიშალე და ვერ გამოასწორებ! და კიდე თუ შენ ეგეთი წარმოდგენა გაქ ჩემზე, რომ შეყვარებული მყავს, მაგრამ შენთან ღამით ვრჩები და დაჟე ისეთ რამეებს ვაკეთებ რაც დილით შენ გამოსაწვევად ვქენი, მაშინ გილოცავ არასწორი წარმოდგენა გქონია ჩემზე! ვინ გგონივარ? რადგან შენ ეგეთი ქალების გარდა არავისთან ყოფილხარ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი შენ გარშემო ბო*ია! მაგრამ მადლობა ეგეთ სტიკერი რო ამარტყი!
-რა?-გაკივრვებულმა მკითხა, მერე რო გაანალიზა ჩემი ნათქვამი, სახე მოისრისა და ღიმილით მომიახლოვდა.
-რა გაცინებ ბიჭო?!-უკვე ღრიალზე გადავედი და საბოლოოდ გამეჭედა. ლევანიმ ხელი მომკიდა სახლში შემიყვანა-შენ ბოლტები ხომ არ გაქ მოშვებული? რეებს აკეთებ?!-უცებ ვიგრძენი როგორ ამაკრო კედელზე და ფეხით როგორ მიხურა კარები. ხელები გამიკავა, ღიმილიანი სახე ისე ახლოს მომიტანა, რომ მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი. მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, სიბრაზისგან აჩარებული გულის ცემა უფრო ამიჩქარდა, ლევანიმ ეს თითქოს იგრძნო და უფრო ახლოს მოწია მისი სხეული, მაგრამ დავაიგნორე ეს ფაქტი და საჩხუბრად გავიწიე, როდესაც დამასწრო და მან დაიწყო ლაპარაკი.
-ბოდიში-ამას არ მოველოდი, უფრო მეგონა ისიც ამყვებოდა ჩხუბში, მაგრამ შევცდი-ძალიან უზრდელურად გამომივიდა. ვერ გავაკოტროლე რა ვქენი. ბრაზისგან არასწორი დასკვნა გამოვიტანე და...მართლაც, რომ ბო*ად გამოგიყვანე, მაგრამ მივხვდი და პატიებას გთხოვ. ვიცი ძალიან პრინციპული ხარ და, ამიტომ არ მაპატიებ, რაც არ უნდა გითხრა მაინც გამიბრაზდები და არც კი გაიაზრებ იმას, რომ უნდა მაპატიო, მაგრამ არაფერი გაქ სათქმელი, რომ მაპატიო. არა ვიმსახურებ, მაგრამ...-ხმა ჩაუწყდა და ვიგრძენი როგორ დაეძაბა სხეული-დედაჩემი მერე ქალებს არ ვენდობი და ურთიერთობას იმასთან ვამყარებ ვინც ვიცი, რომ მიმატოვებს და ამაზე არც ვდარდო, მაგრამ შენ... სხვა ხარ...
-მართალია მე დედაშენი არ ვარ!...-შეიძლებოდა ზოგ გოგოზე მის ესეთ გულის ამაჩყელ ისტორიას ემოქმენა, მაგრამ მე სხვა ვარ, ამიტომ დებილი გოგოებისავით არ შევარჩენ შეურაწყოფას!-მე ლეა ვარ, ლეა! და თუ საქმე საქმეზე მიდგა ჩემი მეგობრებისთვის თავს გავწორაავ, მაგრამ ამისათვის უნდა მენდონ! შენ რაც ქენი ამას ადამიანის უკანასკნელ ქუჩის ქალად გამოყვანა ქვია!
-ვიცი, ვიცი, მაპატიე-ამღვრეული ხმით ამბობს და თავს ჩემ თმებში მალავს. მისი სუნთქვა კისერში მიღიტინებს, ძალა უნებურად ვიკლაკნები და სიცილი მიტყდება, გაოცებიდგან თავს წევს.
-რა გაცინებს?
-მომეღუტუნა-ჩაბჟირებული ვეუბნები, ლევანი კი ჯერ კეფას გაკვირვებული იფხანს მერე მასაც ეცინება.
-ესეთი საოცრების მნახველი არ ვარ...-სიცილით მეუბნება და ჩემკენ მოიწევს-ნეტა რითი დავიმსახურე დედამიწაზე ყელაზე უცნაური ადამიანის გვერდით ყოფნა-სახეს მარჯვენა ხელით მიჭერს, ცერა თითით სახეზე ნაზად მეფერება და თვალებში ჩამშტერებია. მის უცნაურ ფერის თვალებში არანაირი ემოცია არ იკითხება, მაგრამ მე შიგნიდან საშინლად მწვავს გეგონება შიგნეულობა გიდუღს მისი მზერითო. თავს ოდნავ ჩემსკენ, რომ წევს ტვინში სიგნალის ნიშანი ირთვება და გაუცნობიერებლად სხეული ემორჩილება ბრძანებას, რომ თავი დაიცვას მისი შეხებისგან, ამიტომ სახე საკოცნელად, რომ მოაქ გვერდზე ვხტები.
-ხო და მერე თუ ყველაზე უცნაური ადამიანი ვარ, ისეთი რამ მოიფიქრე, რომ შენი მოკვლა არ მომინდეს ყოველ წამს-ისე სწრაფად ვეუბნები ვითომც აქ არაფერიო, ის კი დგას განცვიფრებული. ხელი ჯერ კიდევ ჰაერში აქ დაგაჩერებული და სავარაუდოდ ვერ იაზრებს რა მოხდა, ცოტა ხანი ესე დგას მერე კი ჩემკენ პირ დაღებული ტრილდება.
-რა იყო ეხლა ეს?-ხმაზე ეტყობა, რომ შოკიდან არ არის გამოსული, ამიტომ მეც უფრო ვუმატებ.
-რა და ნამიოკი ჩაგირტყი ამასთან დაკავშირებით, რომ იმ ძალიან სუსტი სქესის ქალბატონებს არ მივეკუთნები, რომლებსაც კოცნით და ესეთი იდიოტობებით აჩუმებენ და დამიჯერე შენთვისაც უკეთესი იქნება ამას თუ კიდე აღარასდროს აღარ იზავ, რადგან შემდეგზე რაღაცას მოგტეხ! ჩემი გაჩუმება ეგრე მარტივი არ არია-ნაგლი ღიმილით ვუღიმი მას კი სახე აქ გაქვავებული და გაშტერებული დგას. მე სამზარეულოში გავდივარ და საჭმლის კეთბას ვიწყებ, სადღაც ოც წუთში შემოდის ისიც ისევ ისეთი სახით, რატომ მეგონა, რომ სახლში წავიდოდა? ღმერთო, შენ მიშველე.
-სახლი არ გაქ?-მკვახედ ვსვავ კითხვას ისე, რომ მისკენ არ ვიყურები.
-შენ...შენ რა გამექეცი, როდესაც შენ კოცნას ვაპირედი?-მისკენ ვტრიალდები , რომ ვხედავ როგორ დებილის გამომეტყველება აქ სიცილი მინდება, მაგრამ ვიკავებ და პასუხს მკვახედ ვუბრუნებ.
-არ გაგექეცი, სავარაუდოდ შენი კარიერა გადავარჩინე, რადგან, რომ გეკოცნა მხოლოდ, იმიტომ, რომ ვითომ ჩემი შეურაწყოფა გადაგეფარა ამით, მაშინ უკვე ტრავმატოლოგიურში იწვებოდა, ან კუბოში-ვეუბნები და ისევ ვბრუნდები.
-საერთოდ იცი რამდენი გოგო ნატრობს, რომ მარტო შევეხო კოცნაზე ზედმეტია ლაპარაკი.
-აბა გადაავლე მაგ გოგოებს თვალი...მიპოვე?..... ვერა ხო.
-არანორმალური ხარ-მეუბნება ვითომ მკაცრი მაგრამ სიცილნარევი ხმით.
-ანუ ნორმალური ადამიანი არ გყავს ნანახი! თორე არ იტყოდი, რომ მათ არ ვგავარ.
-არა მყავს ნანახი და შენ მათ რიგებში გავლითაც ვერ მოხვდები-ამაზე ვბრაზდები და მისკენ ვტიალდები.
-ანუ ნორმალურებს შენ იმათ ეძახი შენ დანახაზე, რომ იკეცებიან და ამ დროს სახლში შვილები, რომ უზით, ეგენი არიან ნორმალურები? თუ ისინი მხოლოდ შენი გარეგნობა, რომ მოწონთ და მაგიტო წვებიან შენთან, თან მეორე დღეს არც კი ახსოვხარ, ეგენი არიან? თუ ისეთები ბოლო თეთრებს იმაში, რომ ხარჯავენ როგორმე ოღონდ შენ თამაშზე მოხვნენ და არ არინტერესებთ, რომ სახლში მოცუხი მშობლები შიმშილით იწვიან, ეგენი არიან ნორმალურები?
-არა ლეა, ისაა ნორმალური ვინც კოცნის დროს ოდნავ მაინც იბნევა და არა ის რომრლიც გააზრების გარეშე ხტება გვერდით.
-ანუ ისინი ვინც ადამიანებს ადვილად აპატიებენ თუ აკოცეს? ესე ნორმალური ადამიანის ქცევა? კოცნაზე გაიყიდოს?
-არა ლეა, და საერთოდ საიდან მოიტანე, რომ შენი კოცნო მხოლოდ შერიგების გამო მინდოდა?-ამ კითხვაზე ცოტა ვიძაბები, ისეთი თვალებით მიყურებს, რომ ცოტა ეწყინა ჩემი ნათქვამი.
-კაი რა ლევანი შენ ჩემზე კარგად იცი, რომ არასწორად იფიქრე, მერე მოიქეცი და მერე საერთოდ არასწორი ხერხით ცადე გამოსწორება.
-მართალი ხარ, არასწორად მოვიქეცი, ვიფიქრე, მაგრამ ჩემი ეს ქმედება ნამდვილად არ შედიოდა გამოსწორების მცდელობაში-სკამიდან დგება და სამზარეულოდან გადის, დაბნეული ვდგავარ, ხელები უკნიდა მაქ მიყუდებული კარადას. მის სიტყვებს, რომ ვიაზრებ ინტერესით მივყვები უკან, გასასვლელ კარებთან დგას და უნვე გასვლას აპირებს შემოუბრუნებლად, რომ მიცხადებს;
-დღეს მე და ჩემი რამოდენიმე გუნდელი ბარში მივდივართ გახსნაზე, ამიტომ რვისთის მზად იყავი გამოგივლი-ამბობს და კარს იხურავს.
-ეს რა იყო?-ვეკითხები საკუთარ თავს-რა უნდოდა ეხლა ამით, რომ ეთქვა? უნდა ეხლა მე ვიგრძნო თავი დამნაშავედ?-ხელებით ველაპარაკები სარკეში გამოსახულ ჩემ ანარეკლს-ნურას უკაცრავად რა! კიდე რა უნდა თითონ დააშავა, მერე ამის გამოსწორება დებილივის კოცნით ცადა და მერე კიდე აქეთ უნდა, რომ თავი დამნაშავედ ვიგრძნო? შენი ჭირიმე რა-ვამბობ და სამზარეულოში ვბრუნდები, საჭმლის კეთებას ვაგრძელებ, მაგრამ ამაზე ფიქრს ვერ ვწვეტ-იქნებ მოვწონვარ?-ვერ ვიაზრებ ისე ვუსვავ ამ კითხვას საკუთარ თავს, მაგრამ მერე ფანჯარაში საუთარ გამოსახულებას ვავლებ თვალს. ხორბლიფერი კანი, შავი თმები, დიდი შავი თვალები და მოზრდილი ტუჩები მაქ, მართალია თვალის ჭრილი ჩინელიბისავით ოდნავ გაწელილი მაქ, მაგრამ დიდი არაფერი-კაი რა, ლეა, ჯერ შენ თავს შეხედე და მერე ლევანის. მას შესანიშნავი აღნაგობა და სასწაული სახის მოყვანილება აქ, შენ კიდე ჩვეულებრივი გოგო, მას წარმატებული კარიერა და შესანიშნავი ოჯახი აქ, შენ კი წიგნსაც კი ვერ უშვებ, ოჯახზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, შენ როგორ მოეწონები?არა, არა-თავს სევდიანად ვაქნევ და გაზზე შემოდებულ ქვაბს ჩაცქერი- შენ უბრალო ორი კვირის გასართობ არ ხარ!-მკაცრად ვაფრთხილებ საკუთავ თას, მაგრამ ამაზე ფიქრს მაინც ვერ ვწყვეტ, უბრალოდ არ ამოსით გონებიდა მისი სიტყვები, თვალებიდან კი მისი სახე.
საჭმლის კეთებას, რომ ვამთავრებ საათს შევცქერი ჯერ პირველია, ამიტომ არაფერზე ვდარდობ, უბრალოდ ფილმს ვარჩევ და ვუყურებ. „უნდა ვილაპარაკოთ კევინზე“ საათების განმავლობაში ისე მითრევს ეს საოცარი ფილმი, რომ ვერც კი ვამჩნევ როგორ მირეკავს თეო.
-სად ჯანდაბაში იყავი დილით და ეხლა, ამდენი ხანი, რო გირეკავ რატო არ მპასუხობ?-მიკივის თეო ისე, რომ ცალ ყურში არაფერი მესმის, ამიტომ ტელეფონი მეორეში გადამაქ.
-ლევანისთან, ბებიამიმის სახლში წამიყვანა ,გავიგე, რომ თურმე ნორა ქვია. მერე ვსვავდი და თან მისი ბავშვების ისტორიას ვისმენდი, მერე ძალიან, რომ შევბჟბუჟდი იქ დავრჩი დასაძინებლად და სახლში ვერ მოვედი. აი ეხლა კიდე, რომ მირეკავდი, იმიტომ ვერ გავიგე, რომ მაგარ კინოს ვუყურებ-მობეზრებით ვურაკრაკებ ყველაფერს და ემოციებს ველოდები.
-ვაიმე... ღმერთო ეს სულ გაგიჟდა, რამ დაგათრო ესე სახლში, რომ ვერ წამოხვედი!
-ნორა დეიდამ მეორედავ დამპატიჟა, ამიტომ თუ გინდა მეორედ შენც წაგიყვან და ერთად დავთვრეთ!
-აუ რა მაგრა გაკლია ტო! მოკლედ რატო გირეკავდი...-მკაცრი ხმა სევდიანში გადადის-იმ გოგომ უარი მითხრა შეხვედრაზე, ვიღადავეთ და გვეყოო.
-აუ ეგ ცუდია-მეც მოწყენი ვეუბნები და მერე ვამატებ- ისე მეც მაქ ერთი ეგეთი მოსაყოლი და თუ გცალია ჩემთან ამოდი რა ვილაპარაკოთ.
-კი, შესვენებაზე ვარ და ამოგივლი.
-ჩიფსი წამოიღე რა ორი-ვეხვეწები ისე თითქოს დამინახავს.
-კაი-ვხვდები, რომ ეღიმება და ყურმილს კიდებს. ოც წუთში კარების ხმა ისმის და მეც საწოლიდან ვხტები და კარებთან მოვრბივარ, თეოს მაპარაკსაც არ ვაცლი ისე ვართმევ ჩიფსს და ვხსნი.
-ანუ საქმე რთულად გაქ-ასკვნის და უნაკ მომყვება, მე ლოგინზე ნახევრად მჯდომიარე პოზაში ვჯდები, თეო კი იქვე მდგარ პუფში ესვენება და ჩიფსს ჭამს.
-მე დავიწყო თუ შენ დაიწყებ-ვეკითხები პირგატენილი.
-მე მოკლე მაქ მერეც მოვასწრებ-ამბობს და თვალებს უკმაყოფილოდ ქაჩავს.
-მოკლედ გუშინ ლევანისთან, რომ დავრჩი ძალიან დავთვერი-ვიწყებ მოყოლას და თან ხელებით ვლაპარაობ- ხო და აღარმახსოვს რა მოხდა ზუსტად, მაგრამ ვიცი, რომ მკითხა რატომ არ მოგწონვარო? მეც არ ვიცი რატომ მეთქი, აბა სხვა რა უნდა მეთქვა?-თეო აშკარად გაოცებული მიყურებს-მერე დილით შენმა დამ დამირეკა წამოდიო ხო და მეც წამოსვლას ვაპირებდი ეს ვაჟბატონი, რომ დამიდგა წინ წელ ზევით შიშველი, მერე ცოტა ვიმაიმუნე და... ხელი შემოვხვიე, მაგრამ გავაკონტროლე ჩემი ქცევა. მერე კიდე ის მომადგა ეგრე აღარ ქნაო...
-კიდე კაი გითხრა და მეტი არაფერი-თვალები აატრიალა თეომ, მაგრამ მე არც შევიმჩნიე ისე გავაგრძელე.
-მერე რო წამოვედით სახლში დამტოვა და მითხრა მალე ამოგაკითხავო. სახლში კიდე შენი გაბუტული და დამხვდა, მელაპარაკა, მიყვირა ჩემ საქციელებზე, მერე კიდე იკა მოვიდა და წაიყვანა ნუ მართალია წუწუნით, მაგრამ მაინც. მერე კიდე მე მომიბრუნდა და შუბლზე მაკოცა კიდე რაღაც რჩევები მომცა რა. სახლში ამოსული არ ვიყავი კარზე კაკუნი, რომ გავიგე გავაღე და ლევანი იდგა გაგიჟებული სახით. ვინ არის ის ბიჭიო და რაღაცეები, მე კიდე გავჭერე, ხო იცი ვერ ვიტან, რო მაკონტრომებენ! ხო და მივალანძღე, შენ ვინ გეკითხება და საერთოდ შენ ორ კვირაში წახვალ და ნუ გგონია შენითავი რაღაც მეთქი და ნუ მოკლედ ხო გესმის რა... მერე სახლში შემოვარდა და იმაზე დაიწყო ლაპარაკი დედამისმა, რომ მიატოვა. მე დედაშენი არ ვარ მეთქი და მერე... ჩემი კოცნა უნდოდა-ამაზე თეო ფიქსი გადაცდა და ცხველება აიტყდა.
-რაა?-გაფართოებული თვალებით შემცქეროდა.
-ხო-ცოტა დავიმორცხვე ისევ, რომ წარმოვიდგინე ის მომენტი-ანუ კოცნიდ ცდილობდა რა ჩემ გაჩუმებას სიმართლე, რომ არ მოეწონა.
-მერე ტო?
-არა, იცი რაზე მეშლება ნერვები აი, რო ეგენო, რომ შეყვარებული მყავს ან ვინმე მაინც და მასთან ესე თამამად ვიქცევი,მაგაზე მეშლება ნორვები თორე შიძლებოდა სხვა სიტვაცია, რომ ყოფილიყო გადავბჟირებულიყავი სიცილით, მაგრამ აი ეგ რო იფიქრა, მაგას ვერ ვაპატიებ. შენ რას ფიქრობ??
-დებილი ხარ ტო-მიცხადებს ლაღად.
-დააკონკრეტე!-თვალებს მობეზრებულად ვაქნევ და თეოს შევცქერი.
-დებილი ჯერ იმიტომ ხარ, რომ ბიჭი ჭკუიდან გადაგიყვანია დილით, მერე იმიტომ, რომ ზედმეტად უღრმავდები ყველაფერს.
-აბა რა მექნა ტირილი დამეწყო?!-ხელი ავიქნია და სახეზე გაბრაზება გამომესახა.
-არა არუნდა გეტირა, მაგრამ წესივრად, რომ დამაპარაკებოდი არა?
-აარა 3-4 დღის ადამის არ აქ უფლება ესეტი ტონით მელაპრაკოს!
-და შენ გაქ უფლება ისე თამამად იქცეოდე მასთან?-ვერაფერი ვუპასუხე ან რა უნდა მეთქვა მართალი იყო თეო-ხო, არ გაქ...
-აუ კაი ხო-ამომხდა მობეზრებლს და გაბუტულმა გვერძე გავიხედე.
-ნუ მებუტები მართალი ვარ! მართალია არც მისი საქციელი იყო ლამაზი, მააგრამ შეცდომებს ყველა ვუშვებთ, მათ შორის შენც!
-ვიცი-ამოვიბურტყუნე მოწყენილმა.
-გამოსწორებას როგორ აპირებ?
-ამანაც უნდა მომიხადოს ბოდიში! და ხო რაღაც ბარში მივდივართ დღეს ახალი გახსნილიაო თუ რაღაც.
-მოიცა ბარში? ახალი გახსნილია? მანდ მე უნდა წავსულიყავი დღეს... მიდი მიწერე და ადგილი გადაამოწმე-გაბრწყინებული მეუბნება მე კიდე გული მიჩერდება.
-ვერა-წამოვხტი სწრაფად-ვერ მივწერ ასეთი ლაპარაკის მერე ეგ როგორ ვკითხო?
-გააკეთე!-მკაცრი მბძანებლური ტონით მეუბნება-თუ ერთ ბარში მივდივართ მე წაგიყვან.
-...-ეს იდეა მომწონს, რადგან ლევანისთან ნაკლები კონტაქტი მექნება, ტელეფონს ვიღევ და ვწერ.
„რომელი ბარია მისამართი მომწერე“- პასუხის მოლოდინში ტელეფონმაც იწრიალა, ლევანი მირეკავდა. ტელეფონიანი ხელი ამიკანკალდა და გულის ცემამ იკლო, თითი ძლივს დავაწირე მწვანე ღილაკს.
-რად გინდა მისამართ მე წაგიყვან მეთქი-ლევანის ხმაში სევდა და სიმკაცრე იგრძნობოდა.
-არა, უბრალოდ თეოც მანდ მოდის მგონი და შენ, რომ არ შეგაწუხო..
-არ მაწიხებ, მე მოგაკითხავ და თეოსაც ვეტყვი მისამართს, ყურმილი მიეცი-არ დამამთავებინა სათქმელი ისე მომაყარა, მეც გაუაზრებლად მივაწოდე თეოს ტელეფონი, გაშეშებული ვიჯექი და მათ ლაპარაკს ვისმენდი.
-კი.... კი, კი....აა ხო...კაი...შენსკენ ვარ-ოდნავ ჩაიღიმა თეომ და ტელეფონი გათიშა.
-რა მისკენ ხარ?-გაკვირვებულმა ვკითხე და მისი ღიმილიანი სახე არ გამომრჩენია.
-არაფერი კალათბურთზე მითხრა რაღაც-ღიმილით მითხრა და კარადისჯენ დაიძრა-კაი აბა რას იცმევ მალე მოვა ის.
-რავი ამეებით წავალ-ვუთხარი ჩემ ჯინსსზე და უბრალო შავ მაიკაზე. თეომ ამათვარიელა და ამრეზად შემომხედა.
-აი ეხლა აწიე ერთი ადგილი და წადი აბაზანაში, მოწესრიგდი, მაკიაჟი გაიკეთე და ტანსაცმელს აქ დაგიწყობ და იმეებით მოდი იქ თორეეეე, ვაიმე იქვე მოგახრჩობ-მემეუქრება ხელს მავლება და სააბაზანოში მაგდებს, მეც რა გზა მაქ სხვა. დუშს ვუშვებ, ცივი წყლის შეხება ისე მსიამოვნებს, ბედნიერად ვხუჭავ თვალებს. „ნეტა ლეო რას იზავს?“ ვეკითხები საკუთარ თავს, მაგრამ როგორც კი ჩემ ფირებს ვიაზრებ ვხვდეი, რომ ლევანს ლეო დავუძახე და ამაზე მეღიმება.
-ლეო-ჩუმად ვამბობ და მეღიმება, როგორ მომწონს ეს რომ მივმართავ, აუზრო ფიქრებისგან განსანთავისუფლებლად თავს ვაქანევებ. ნახევარი საათის შემდეგ სარკესთან ვდგავარ და სველ თმას ვისწორებ.
-როდიდან ისწორებ თმას?-ვკითხე ჩემ თავს და გამიკვრდა ჩემი საქციელის, არ ვიცი თმების გასწორება არასდროს მომწონდა, მაგრამ ეხლა დიდად აღარ მაწუხენდა. მოწესრიგებას ერთი საათი ვუნდები, მერე კი გამოვდივარ და საწოლზე მიფენილ ტანსაცმელს ვხედავ. მაღალ წელიანი ნაცრისფერი ბოიფრებდის სტილის შარვალი, ძალიან მოკლე შავი ტოპი, და ტყავის ქურთუკი, რომლის გვერდითაც მრგვალი სათვალეები დევს, გადასაკიდ ჩანთათან ერთად,მ თეოს არჩევანზე მეცინება და ჩაცმას ვიწყებ. სარკესთან ვდგები და ვაღიარებ ამ უბრალო ტანსაცმელში კარგად გამოვიყურები. თმა გვერდზე მაქ გადაყრილი და მრგვალი სათვალეები მიკეთია, მაკიაჟი მსუვუქი მაქ, მაგრამ კარგად მემჩნევა, დიდ ტუჩებზე კანისფერი ბლესკი მისვია, თვალები კი ძალიან უბრალოდ მაქ. ტელეფონის წკრილის ხმა მესმის, ხელში ვიღებ და ლეოსგან მოსულ შეტყობნებას ვხსნი.
„ჩამოდი, სადარბაზოსთან ვდგავარ“. სიგარეტს, გასაღებს ვავლებ ხელს და სახლიდან გავდივარ, ლიფტში სიგარეტს ვუკიდებ და ტუჩებ შორის ვიქცევ, ლიფტის კარები იღება თუ არა ლევანის სილუეტს ვამჩნევ, რომელიც ზურგით დგას. კიბეებზე ხმაურის ჩავრბივარ და უკნიდან ვუდები, ის კი ჩემსკენ ნელა ტირიალდება. შავი საროჩკას ტოტები მაღლა არკეცოს და მისი დაძარღვული ხელები მკვეთრად გამოეჩინოს, საროჩკა ისე იეკვირს მის სხეულს, რომ მის უზადო ფორმებს ადვილად ვამჩნევ, თვალებზე მასაც რეიბანები უკეთია და ღმერთო როგორ უხდება, დიდ ტიჩვეს ისე უსმევს ხაზს, რომ მის ტუჩებს თვალს ვერ ვწყვეტ.
-ძალიან... კარგად გამოიყურები-ყურში მხვდევა მისი ამღვრეული ხმა, ისე ბუტბუტებს, რომ თითქმის არაფერი ისმის.
-აჰ...შენც-დაბნეული ვეუბნები და თავს გვერდზე ვწევ სიგარეტი ხელებიდან პირში გადამაქ, ის კი მაკვირებს. მისი მზერა მთელ ტანს მწვავს, ისე ურჩად მაკვირდება, რომ დაბნეულობისგან ერთ ადგილას ვიყინები.
-არ წავიდეთ?-მისი მზერისგან ადუღებული ვეუბნები, რომ რეალობას დაუბრუნდეს.
-ა ხო-მეუბნება და კარებს მიღებს, ჯაგდომამდე მისი „ღმერთო“ კარგად მესმის, მართლაც, რომ ღმერთო. ლევანი საჭესთან ბრუნდება და ხელებს დაძაბულად ათამაშებს საჭეზე, მთელი გზა სარკიდან მაკვირდება, მაგრამ არ ვიმჩნევ. როგორც კი მანქანა გაჩერდა, ლევანი გადმოხტა, კარები გამიღო და შეგნით შემიყვანა, შევედით თუ არა ვიგრძენი დაბოღმილი მზერები, გოგოები ისეთები მიყურებნენ ცოტავ და გამგლეჯდნენ, მე კი ღიმილით მივაბიჯებდი ლევანის გვერდით.
-ოხ ეს ქალები-სიცილნარევი ხმით ჩაიჩურჩულა ლეომ მაგრამ ამინც გავიგე,, აქაურობას თავი მოვავლე და მალევე შემავმნიე თეო რომელიც მომღიმარი მიყურებდა, თავის ჩამიკრა და თავალით მაგიდასთან მჯდობი ლევანის გუნდელებისკენ გაიშვირა. რამოდენიმე ვიცანი კიდეც, ერთ-ერთი ბაჩი იყო ის ვინც ლევანი გააშველა, მეორე კი თორნიკე, მესამე კი ავთო.
-წამო-მითხრა ლევანიმ და მეც უსიტყვოდ გავყევი, თავისი მეგობრები და მათი შეყავრებულები გამაცნო, მაგრამ ისინი უკვე ვიცოდი, გოგოები ძალიან საყვარლები და ლამაზები იყვნენ, მაგრამ ისე ეცვათ ხოტა “გამიტყდასავით“.
-ძალიან განსხვავებული ხარ-აღნიშნა ბაჩის შეყვარებულმა ეკამ, ამაზე ცოტა უხერხულად შევიშმუშნე და დაძაბულად გავუღიმე-არა, ღმერთო-გადაიკისკისა ეკამ-ცუდი არ იფიქრო, განსხავებულში მაგარი ვიგულისხმე, არავის აზრი, რომ არ გაინტერესებს და რაც გინდა ის რომ გაცვია მაგარია.
-ხო რავი ეს უფრო მეგობარმა ამირჩია, მოიცადე აქ არის მოვიყვან-თვალი მოვავლე იქვე მდგომ თეოს, ეხლაღა შევამჩნიე რა კარგად გამოიყურებოდა. გრძელი თმა კოსად შეეკრა და გრძელი წვერი ისე უხდებოდა ერთმანეთს ალბათ გოგო,რომ ვყოფილიყავი ყველაფრის გარეშე დავიკერებოდი. შავი მოკლე მკლავიანი მაიკა და მოტკეცილი ნაცრისფერი შარვალი ეცვა, მკლავებზე მოფენილი ტატუები ისე კარგად ჩანდა ამ მაიკაში, რომ შემშურდა ბიჭი, რომ არ ვარ. ტატუების მეც მქონდა თან არა ერთი, მაგრამ თეო მაინც ბიჭი იყო და მას სხვანაირად უხდებოდა დაკუნთულ ხელებზე და ყელზე. თეო ისეთი ტიპის ბიჭებს მიეკუთნება ენ რაოდენობის ტატუები და პირსინგები, რომ უყვართ, მაგრამ პირსინგი დიდად არ აქ მცოლოდ რამოდენიმე და ისიც ყურზე, აი ისეთი რგოლი აქ ბეჭდებს, რომ გავს მის ამ სტილზე უბრალოდ ვგიჟდები. თეო, რომ მამჩნევს თვალებით ვანიშნებ, რომ ჩემთან მოვიდეს, ისიც კმაპოფილი მადგება თავზე,
-გამარჯობათ-სათითაოდ ართმევს ყველას ხელს-მე თეო ვარ.
-თეო?-იცხადებს ბაჩი, მე კი მოგუდული სიცილი მიტყდება, მაგრამ თეოს ჩმქმეტას,რომ ვგრძნობ მაგიდის ჩვეშ ტკივილისგან თვალებს ვხუჭავ.
-დიახ, თეო-კბილებში ცრის თეო ღიმილით-ეს ამერიკული სახელია.
-უბრალოდ საქართველოში აქცენტით ესე ითქმება-ირონიულად ვაყოლებ და მორიგ პწკენას ვიღებ, მაგრამ მე სამაგიოროდ ფეხს მთელი ძალით ვუტყვარ ფეხზე და ნეტა მისი წილები და დაჭიმული სახე განახათ.
-ლეა ის შენი შეყვარებულია?-მეკითხება ქრისტი, ამაზე თეოს ისე უტყდება სიცილი მგონი ცხოვრებაში ესე გულიანად არ გაუცინია, მე კი ვდგავად ურეაქციოდ და ჩაბჭირებულ თეოს დავყურებ.
-არა რა იყო აქ ეხლა ესეთი სასაცილო?!-მხარს ვკრავ თოს და ქრისტის ვუბრუნდები-არა, ჩემ ბავშვობის მეგობარია.
-ხო მე უფრო დახვეჭილი არსებები მომწონს-ერევა მოსულიერებული თეო.
-ხო და მერე ისენი სულ უარს ეუბნებიან.
-სამაგიეროდ მე სოციალური ცხოვრება მაინც მაქ.
-მაგიტოა ესეთი პოპულარული რომ ხარ-ვსისინებ და ამაზე ყველას ეცინება, ლევანი ისეთი მიყურებს მზერით მბურღავს მას რომ არ ვეკონტაქტები, ცოტა ხანი კიდეც ვლაპარაკობთ მერე კი ჩემი საყვარელი მუსიკა ირთვება Konoba - On Our Knees, ვხტები, რადგან ცეკვაში ჟაკეტი ხელს შემიშლის ვიხდი, ჩემი ტატუებით მორთული ხელის დანახვაზე ლევანს სასმელი ცდება და ხველბა უვარდება.
-ტატუები გქონდა?-გაოცებული მიყურებს.
-კი, ოღონდ აქამდე გიმალავდი, მინდოდა პატიოსანი გოგო გგონებოდა-ვეუბნები კისკისით და საცეკვაოდ გავდივარ, გვიჟდები ამ სიმღრაზე ისე შედის სხეულში, რომ ვერც აცნობიერებ შენს მოძრაობებს, მეც სწორედ ეს დამემართა. ადგილზე დავიწყე ცეკვა ვერ გავაცნობიერე როგორ ვმოძრაობდი, ალბათ საშინლად ვჩანდი, მაგრამ ისე ვიყავი როლებში შესული არავინ არ მაინტერესებდა, ერთად ერთი რასაც ვრძნობდი მწვავე მზერაა იყო რომელიც მთელ ხეულს მიწვავდა მთელი ცეკვის მანძილზე, მისი მზერით ისე დავიძაბე, მაგრამ უფრო ის მძაბავდა, რომ ამ მზერად ლევანისგან ვგრძნობდი, ვგრძნობდი როგორ აყოლებდა თვალს ჩემ მოძრაობებს, ვრძნობდი როგორ იძაბებოდა ყოველი ჩემი მიხრა-მოხვრით, ვიცოდი როგორი სახეც ქონდა, ამიტომ მისკენ არ გაიხედავს ესე, რომ მექნა მთელ თავდაჯერებულობას წამში დავკარგავდი. სიმღერა შეწყდა და მეც მოვრჩი ცეკვარ, დავინაზე როგორი პირდაღებულები მიყურებდნენ ბართან მჯდომი ბიჭები, მეც ირონიოლად გავუღიმე და ჩემ ადგილას დავბრუნდი, მისვლისთანავე ქრისტიმ ისე შეკივლა გული გამისდა.
-ეს რა იყო?-გაოცებისგან პირდაღებუილი მომშტერებოდა და თან იღიმოდა-მთელი ბარის ბიჭები შენ გიყურებდნენ, ბიჭები კი არა მე ვერ გწყვეტდი თვალს, შენ რა მაგარი ვინმე ყოფილხარ.
-ხო რა იყო ეს?-საუბარში ჩაერთო ეკაც-ძაან მაგარი იყო, ესეთი ემოციით და ვნებით აქ ვინმეს ეცეკვოს ჯერ არ მინახია, რა გაუმართლებს შენ მეორე ნახევარს ჯერ არ იცის-ამაზე გამეცინა, მაგრამ უნებურად თვალი ლევანისკენ გავაპარა, თავ ჩახრილი იჯდა, მაგისად იდაყვებით იყრდნობოდა, სახე დიდად არ უჩანდა, მაგრამ მისი ცალ ყბა ღიმილი მაინც არ გამომყარვია.
-მაგისათვის ჯერ უნდა მიპოვოს-განვაცხადე ცხვირი ავიბზუე, ამაზე დავინახე უფრო ჩაეცინა. ნახევარი საათი იყო უკვე რაც ამ ბარში ვუყავი და უკვე ძალიან მოვიწყინე არც ბენდი იყო და არაფერი, ბოლოს ყელში, რომ ამომივიდა გავბედე და ლევანის მივუჯექი გვერდით რაღაცის საკითხავად, მას კი წარბები ქონდა აზიდული და ზემოდან კმაყოფილი მაკვირდებოდა.
-ისადა ესე უნდა ვიჯდეთ დებილებივით? არა, კი ვსაუბრობთ და რამე, მაგრამ ბენდი არ არის ან რამე?
-მოიწყინე გოგონი?-ირონიულმა მკითხადა.
-შენ წარმოიდგინე და კი მე არ მიყვარს ესე ყოფნა, თუ გასართობას ვარ უნდა გავერთო-დაჭყანული სახით წავიბუზღუნე და ხელები გულზე დავილაგე.
-მაშინ შენ იმღერე-წამოყო თავი თეომ, ოხ ეს რა გენიოსი გვყავს, რამდენი ხანია არ მიმღრია.
-მღერი?-გამომცდელად მკითხა ლევანიმ და თვალებში ჩამაშტერდა.
-ცოტას-ჩუმად ვთქვი და ზედმეტი ლაპარაკისგან თავის ასარიდებლად ჭიქას ვწვდი.
-ხო და იმღერე.
-არა.
-ჩემ გამო-რბილი ხმით ჩამჩურჩულა, სახე ისე ახლოდ ქონდა მთელი სახე ამიწითლდა, თითქოს ეს იგრძნოო და უფრო ახლოს მოწია ტუჩები ჩემ ყელთან და ვნებიანი ხმით ჩაამჩურჩულა-დღეს შემი საქციელი ძალიან მეწყინა, მთელი დღე ისეთი ნერვებ მოშლილი დავდივარ მგონი ვიმსახურებ შენგან ერთი სურვილის შესრულებას, არა?-ლაპარაკისას მისი ტუჩები ოდნავ, რომ შემეხო თითქოს სხვა სამყაროში გადავედი, რბილი ტუჩების ოდნავმა შეხებამაც კი ისე გამთიშა საკუთარი ვინაობაც კი დამავიწყა, სუნთქვა წამიერად, რომ შემიწყდა ვიგრძენი როგორ გაეღიმა ჩემ კისერთან, თავი მოწია მოტიტვლებულ მხარზე ჩუმად დაიჩურჩულა-მხოლოდ ეს ერთი სურვილი-უცებ მხარზე რბილი შეხება ვიგრძენი, მისი ბაგეები ისეთი ცხელი იყო ნაკოცნი ადგილი მთლიანად ამეწვა, სიამოვნებისგან კანზე ისე დამაყარა, რომ ამის არ შემჩნევა შეუძლებელი იყო. ცოტა ხანი ედო ტუჩები მერე კი აწია და ამჯერად სველი და სწრაფი კოცნა დამიტოვა. თავი როგორც კი აწია წამოვხტი და საპირფარეშოში შევვარდი, ცარიელ კაბინაში შევვარდი და მკერდზე ხელი მივიჭირე, რომ მისი ბაგა-ბუგი შემწყდარიყო, მაგრამ არ გამომივიდა, რაც არ უნდა მაგრად მიმეჭირა არ ჩერდებოდა, უფრო და უფრო სწრაფად იწყებდა ძგერას. ცოტა, რომ დავმშვიდდი გამოვედი და ხელიბი დავიბანე, სარკეში რომ ჩავიხედე საკუთარი თავი ვერ ვიცანი, ესეთი აწითლებული ვიყავი, რომ ვინმეს ეგონებოდა ცუდად არისო, ამ წუთში სულ არ მაინტერსებდა მაკიაჟი, იმდენჯერ შევისხი სახეზე წყალი სანამ სიწითლემ არ გამიარა, მერე კი გარეთ გავედი. მაგიდისკენ არც კი წავსულვარ ისე ავიღე გეზი იქვე მდეგარი გიტარიანი ბიჭისკენ.
-უკაცრავად შეიძლება სანამ ბენდი მოვა მანამდე, რომ მათხოვოთ?
-კი, რა თქმა უნდა-გიტარა გამოვართვი და პატარა სცენაზე ავედი, ჩემი იქ ასვლა და ყურადღების ცენტრიში მოქცევა ერთი იყო, ცოტა ავღელვდი, მაგრამ თვალი მომღიმარი ლევენისკენ, რომ გამეოარა მაშინვე მომეხსნა დაძაბულობა. სკამზე მოვთავსდი და გიტარა ხელში კომფორტულად დავიჭირე. ჩემი საყვარელი სიმღერის ნოტები გონებაში გავივლე და Ben Howard – Promise-ის დაკვრადავიწყე, გიტარის სიმების შეგრძნება ისე, მაცოცხლებდა თავს ახალ დაბადებულად ვგრძნობდი, თითების ძლიერი დაჭიმულობა ისე მომწონდა, რომ მზად ვიყავი გიტარა პატრონისთვის არ დამებრუნებინა, სიამოვნება ცხადად,რომ შემეგრძნო თვალებიძლიერა დავხუჭე და გექსტს ავყევი, ისე შევედი სიმღრაში, რომ ვფიქრობდი, რომ გარეგნულაც ჩანდა ეს. სიმღრას მოვრჩი, თვალები გავახილე და პირველმა თვალი ლევანს მოვკარი, ფეხზე ამდგარიყო და მე მიყურებდა მთელი გრძნობით, მის გვერდით მოლაპარაკე ლამაზმანს ზედავ კი არ უყურებდა, თითქოს ბარში მხოლოდ მე ვიყავი და სხვას ვერაფერს ხედავდა. ბარში ისეთი ტაშის ხმა იყო ცოტა შემეშინდა თავი დავხარე და სცენიდან ისე ჩამოვედი,, გზა რომ ყველამ დამითმო ამაზე ჩამეცინა. მაგიდას მივუახოვდი და ჩემი ადგილი დავიკავე.
-საღოლ-მითხრა ავთომ და რევერანსი გამიკეთა-შენ ხარ ქალი პიროვნება, ადრე მეც შენნაირი ვიყავი მერე კი... მაია ასათიანმა შოუში მიმიწვია და იმის მერე დეპრესიაში ვარ-არ არსებული ცრემლი მოიწმინდა, ამაზე სიცილი ამიტყდა, მაგრამ რა მაცინებდა ისე მეწვოდა სხეული ლევანის სიახლოვით და მზერით. მთელი ორი საათი სწორედ ამ მზერას ვგრძნობდი, ლევანის ცხელ მზერას რომელიც არ ნელდებოდა და როგორც კი ვინმე ჩემთან სალაპარაკოთ მოდიოდა უფრო ცხელდებოდა, მაგრამ მე არ ვიმჩნევდი და ყველას ზრდილობიანად ვუშვებდი.
-კარგი, მე უნდა წავიდე-ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.
-ეე რატო ტო? დარჩენილიყავი რა კიდე ცოტახანი-აბუზღუნდა ავთო.
-ისე დავინტრიგნი შენი სტუმრობით მაიასთან ეხლა თუ არ წავედი და ვუყურე გავგიჟდები-სიცილნარევი ხმით ვუთხარი.
-აი ეგ უკვე საპატიო მიზეზია-მიცინის და თვალს მიკრავს, ყველა, რომ გადავკოცნე და უკვე გასასვლელთნ ვიდექი, წინ ლევანი გადმომიხტა .
-მე წაგიყვან.
-არ გინდა რა, დარჩი შენ მეგობრებთან მე დავიღალე და მაგიტო მივდივარ.
-ხო და მაშინ წამოდი მე წაგიყვან-ჩემ პასუხს არც დაელოდა ისე ჩამავლო მაჯაში და მანქანაში ჩამსვა, მეც არ შევეწინააღმდეგე, რადგან მასთან სალაარაკო მქონდა. მანქანში ჩაჯდა და ჩვენც ადგილიდან მოწყდით, ქალაქში რომ ღრმად შევედით ერთ-ერთ შუქნიშანთან გავჩერდით, ისეთი უხერხული სიჩუმე იყო, რომ ვხვდებოდი რამე უნდა მეთქვა და თან ისეთი, რომ ჩვენ თემასაც გადაწდომოდა.
-ხოო... მოგეწონა?-ისე ვკითხე თითქოს უნდა მიმხვდარიყო, რომ სიმღერაზე ვეუბნებოდა.
-კი კაი გოგო იყო, ნომერიც მაქ თან-კმაყპფილი ღიმილით ამბობს ისე, რომ ხედაც არ მიყურებს. არა, მე რაზე ვკითხე და ამან რა მიპასუხა, ნეტა ამისთვის ხომ არ დავუკარი?
-აჰ... ეგ კი მაგრამ მე ხსვა რამეზე გკითხე!-გაღიზიანებულად გავიღიმე და თავი ფანჯრისკენ შევაბრუნე.
-რაზე?...ააა მივხვდი?-უცებ მის ნათქვამზე გამეღიმა და ოდნავი სიხარულის ავივსე-შენი... ტატუები ხო?-ღიმილი სახეზე შემახმა, გავჩუმდი, რაღა უნდა მეთქვა, ვერ ხვდებოდა რაზე ვეკითხებოდი ან საიდან უნდა მიმხვდარიყო, არაფერი არ მითქვამს და. მთელი დარჩენილი გზა ხმა არ ამომიღია, უბრალოდ ვიჯექი ნაწყენი, უფრო ის მწყინდა თავის საქციელზე ბოდიშს, რომ არ იხდიდა, ისე მწყინდა, რომ თუ მალე არ მივიდოდით მალე ავფეთქდებოდი. მანქანა ჩემი კორპუსის წინ გაჩერდა, მეც არ დავაცადე არაფერი ისე გადმოვხტი და სადარბაზოსკენ წავედი, ლიფტის ღილაკს ისე ვურტყავდი თითები მტკიოდა, როგორც იქნა მოვიდა და მეც შეიგნით შევვარდი, გაჩერების ღილაკს თითი მივაჭირე და ლიფტი უძრავ მდომარეობაში გავაჩერე, ცოტახანი ღრმად ვსუნთქავდი, მერე რომ მოვსულიერდი, ცრრიანს თითი მივაჭირე. ლიფტი ზუზუნით ადიუდა, ეს უფრო მირტყავდა ტვინში და მაღიზიანებდა, რატო ვერ მიხვდა? ან რა აუცილებელი იყო იმ გოგოზე რამე ეთქვა? და მერე კიდე იტყვის შენი გაჩუმების მიზნით არ მინდოდა მეკოცნაო, აბა რომ მოწონდე ესე არ მოიქცეოდა.
-რა დებილი ხარ, ლეა-გავბრაზდი საკუთარ თავზე და ლიფტიდან გავვარდი. ჩემი კარების წინ მაღალი სილუეტი დავლანდე, განიერი მხრებითა და დაკუნთული სხეულით, როგორც კი იგრძნო, რომ მოვედი ჩემსკენ შემობრუნდა და გამიღიმა, არ ვიცი ამ სიბნელეში მისი ღიმილი როგორ ვიგრძენი, მაგრამ მივხვდი, რომ მიღიმოდა.
-არამგონია ეგეთი ნელი ლიფტი გქონდეთ, რომ მე ამომესწრო-არაფერი ვუპასუხე უბრალოდ მხარი გავკარი და გასაღბი ბუდეში მოვათავსე-ანუ აღარც ვლაპარაკობთ?
-თუ ინტერვიუს არ ეხება მაშინ არა!-მკვახედ ვუთხარი, რომ ჩემ ხმაში წყენა არ გაჭღერებულიყო.
-მიბრაზდები?-მოგუდული ხმით მკითხა და მივხვდი რომ მიახლოვდებოდა, ეს წყეული კარებიც მაინც და მაინც ეხლა გაიჭედა.
-რაზე?-ისეთი უდარდელი ხმით ვთქვი მეც შემაპარა ეჭვი. კარებს ისე ვეჯაჯგურებოდი მგონი შგნიდან ყველაფერი ჩავუნგირიე. უცებ ლევანი უკნიდან მომეკრო, იმ სიმაღლე იყო, რომ თავზე უდარდელად დამყურებდა, ხელი ხელზე დამადო და ჩუმად ჩამჩურჩულა;
-მე ვცდი-მისმა სუნთქვამ ყელზე სასიამოვნოდ მომიღუტუნა, ისე ახლოს იდგა, რომ მისი სუნამოს სუნს ვგრძნობდი, ორი წამით თვალები დავხუჭე და მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე-გავაღე-გონს მისმა კმაპოფილება შერეულმა ირონია მომიყვანა, სახლში შევვარდი და კარებს ჩავებღაუჭე.
-კაი, კარგად-ის იყო დაეთვას ვაპირებდი მისი ხმა, რომ ხმადაბლა გაჟღერდა ექოსავით ჩემ ტვინში.
-შესანიშნავად მღერი-კარები გავაღე და მთელი ემოციით შევიცხადე.
-რა?
-არაფერი, ისე რა მღერი მეთქი-ირონიულად გამიღიმა.
-ჰაჰ, არაუშავს ვისაც ვუმღერე მანც კარგად შემაფასა და შენ არც იყავო საჭირო-ჩემი სიტყვების გაგონებისთანავე, ირონიულ ღიმილში სიბრაზე გაეპარა.
-ხო?!-მკითხა ირონიული ხმით.
-კი, მითხრა, რომსაოცრება ვარ.
-ვაა, მერე ეგ ჩემი დამსახურება არ არის? მე არ გითხარი იმღერე თქო?
-შენ არა თეომ!
-კარგი...-თავი ოდნავ დახარა და სახეზე ჩამოიხვა ხელები, დაახლოები ხუთი წამი ესე იდგა, მერე კი ღარღარი უატყდა.
-რა გაციდებს? სულ გაგიჟდი?-ვიკითხე გაკვირვებულმა და წარბები მაღლა ავწიე.
-კი, კი გავგიჟდი-ჩემკენ სვლა დაიწყო, მე კი ადგილზე გავიყინე თითქოს არც მინდოდა სადმე წასვლა.
-ხოო და ვინ იყო ის შენი ბიჭი? რა ერქვა?-ამაზე ცოტა დავიბენი მაგრამ პასუხი მალევე გავეცი.
-ლაშა-ამაზე ჯერ მიყურა მერე კი სიცილს უფრო უმატა.
-ლეა, იმ ბარში ყველას ვიცნობ და იქ არავინ იყო ეგეთი-მითხრა და ჩემთან ძალიან ახლოს.
-როგორც ჩანს ჩემს ლაშიკოს არ იცნობ-ცხვირი ავიბზუე, მაგრამ ლევანის ხელის შეხება, რომ ვიგრძენი უკან გავხტი, მას კი ჩაეცინა და ხელები მომხვია. ისე მომიქცია მის ტორებში ვერ გავიაზრე.
-გამიშვი-ვთქვის ჩუმი და ძლივს შენარჩუნებული მკაცრი ხმით.
-გაჩუმდი ლეა-მიპასუხა ამღვრეული ხმით და თავი ჩემ თაში ჩარგო, ისე ავკანკალი ამის შემჩნევა შეუძლებელი იყო. კისერთა ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა, მაგრამ მერე როგორც კი ტუჩები შეხება ვიგრძენი კანზე საერთოდ დამავიწყდა ყველაფერი. მისი ტუჩები ისეთი რბილი იყო, რომ შეიძლებოდა ვერც გეგძრნო შეხება, მაგრამ მე მისი შეხება მთელი სხეულით ვიგრძენი, ალბათ ვინმეს, რომ შეოეხედა ჩემ დგომაზე სიცილით მოკვდებოდა. მისი სველი, ხანგძლივი კოცნა გონს მაკარგვინებდა, ამ ომენტში მადლობელი ვიყავი, რომ ხელს არ მიშვებდა თორემ აიცილებლად დავეცემოდი.
-შესანიშნავად იმღერე-ჩაიჩურჩუდა და ტუჩები ყელთან ამოუტანა-ბოდიში ზოგრჯერ ზედმეტები მომდის, მაგრამ უკვე საერთდ არ ვნანობ-ჩუმი ვნებიანი ხმით მითხა, ვგრძნობდი რომ მძიმენ სუნთქავდა, მაგრამ მისი აკანკალებული ხელები უფრო მიმძაფრებდა დაძაბუობას. გაუზრებმად ავწიე ხელები და წელზე შემოვსვიე, ამაზე გასცრა, რადგან მისი საროჩკა ძალიან თხელი იყო და თან მთელ სხეულზე ქონდა შემოტკეცილი.
-არ მიყვარს როდესაც ადამიანებს ჩემში ეჭვი შეაქვთ და თუ ესე მოხდა, მაშინ ისინი სამუდამოდ უნდა გაქრენ ჩემი ცხორებიდან...-ვიგრძენი როგორ გაუჩერდა გულისცემა და ცოტა ხნით სუნთქვაც შეწყვიტა-მაგრამ... შენ ჯერ არ მიცნობ ამიტომ გეპატიება-ღიმილით ვითხარი და თმაზე წავეთამაშე, უცებ ისე მოდუნდა გეგონებოდა გუდი მიხსნა ზურგიდანო. ხელი როგორც შევუშვი მის თმას მაშინვე წაბუზღუნა.
-ეეე-ხელი ისე თმაზე, რომ დამაბრუნებინა სიცილი ამიტყდა.
-ეს რა კნუტი ყოფილა, არა ვინ თქვა სვანები მკაცრები არიანო? ერთი შენი თავი ანახა.
-ეე შენ რა კარგად გამოგდის მომენტების გაფუჭება-თავი წამოყო და უკმაყოფილოდ შემომხედა.
-ხო, ყველა შენნაირი ვერ იქნება.
-ვაიმე ლეა...-თავი გააქნია და ამათვალიერა-თბილი ტანსაცმელები არ გაქ?
-კი, მაგრამ არ ვიცმევ.
-მოგიწევს ორ დღეში მივემგზავრებით ლიტვაში თამაში მაქ.
-რაა?-ტაში შემოვკარი და ადგილზე შევხტი-მართლა?
-ხო.
-ღმერთო, რა მაგარია, ვაიმე ეხლავე ჩავალაგებ ყველაფერს.
-ხოო... და რო რამე იყოს ჩემებსაც ვერ მიაყოლებ?
-რატო?-გავირვებულმა შევხედე დარცხვენილ ლევანს, რომელის კეფას იფხანდა.
-ისა... მე, ვერ...ვალაგებ-ჩაიბურტყუნა თავისთვის.
-რას ქვია ვერ ალაგებ?
-ყოველთვის სახლში მრჩება ყველაფერი ან მხოლოდ საჭირო ნივთები მავიწყდება-ამაზე სიცილი ამიტყდა.
-აუუ...
-წავედი მე -გაბრაზებული შეტრიალდა და ლიფტისკენ წავიდა, მაგრამ მერე ეშაკურ სახით შემობრუნდა და ჩემსკენ წამოვიდა, თმა გვრდზე გადამიყარა და არტეირაზე სველი კოცნა დამიტოვა. გავშეშდი სულ სახეზე შემოახმა სიცილი, ის კი კმაყოფილი სახით შებრუნდა და ლიფტის კარებში გაუჩინარდა, გაშეშებული ვიდექი და კისერზე ჯერ კიდევ ვგრძნობდი სისველეს, ისეთი რბილი შეხება იყო, რომ გაანალიზებაც ვერ მოვასწარი. ორი წუთის შემდეგ მოვედი გონს და სახლში შევვარდი, სარკეში, რომ ჩავიხედე სულ წითელი ვიყავი.
-რა ჯანდაბა გემართება, ლეა?-ვკითხე საკუთარ თავს, ამაზე დაწილისასაც ბევრი ვიფიქრე, მაგრამ პასუხი მაინც ვერ მივიღე.



№1  offline წევრი Kalina

ვუაიმე...♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2  offline აქტიური მკითხველი Yagami

მარიკუნაა♥️
ვუაიმე...♥️

მოგეწონა? <3 :) არადა მეგონა სულელური იყო///

 


№3  offline წევრი Kalina

მომეწონა რომელია:))♥️ გადარეული ვარ.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4  offline აქტიური მკითხველი Yagami

მარიკუნაა♥️
მომეწონა რომელია:))♥️ გადარეული ვარ.

მადლობა<3

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

აუუუუუუ ესრაიყოოო <3 ლეა კიარა მევიყავი მგონი გადაწითლებული და დამწვარი ამ თავით :დდდ საოცრება იყო აი აიი რაღაც ძაან მაგარი *-* ვგიჟდები ამ ისტორიაზე და არ დააგვიანო ძაან რა <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი Yagami

ტკბილიწიწაკა
აუუუუუუ ესრაიყოოო <3 ლეა კიარა მევიყავი მგონი გადაწითლებული და დამწვარი ამ თავით :დდდ საოცრება იყო აი აიი რაღაც ძაან მაგარი *-* ვგიჟდები ამ ისტორიაზე და არ დააგვიანო ძაან რა <3

მოხარული ვარ თუ მოგწონსს<3 დაგიანებასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა რომ კომპი მაქ გაფუჭებული////

 


№7 სტუმარი Guest Pawu

Magariaaa male dade axali

 


№8  offline აქტიური მკითხველი Yagami

Guest Pawu
Magariaaa male dade axali

შევეცდები ^^

 


№9  offline აქტიური მკითხველი Yagami

sofomachkalovi
ძალიან ძალიან მომწონს!

ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3

buterfly
Dzalian momwons es istoria da moutmenlad veli shemdeg tavs. Magari gogo xar.

მადლობა საყვარელოს <3^^

 


№10  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

გავგიჟდები გავგიჟდებიიიიი... ეს 5 და 6 თავები იყო რაღაც საოცრება გავრეკწ ლამიიიის... აუ რა მაგარი იყოოო.ასეთები იყვნენ რა სულ არაფერი აეუცვალო ხასიათებში.... ვაიმეეე როგორ მიიიიიყვაააარს.....

 


№11  offline აქტიური მკითხველი Yagami

ანი ანი
გავგიჟდები გავგიჟდებიიიიი... ეს 5 და 6 თავები იყო რაღაც საოცრება გავრეკწ ლამიიიის... აუ რა მაგარი იყოოო.ასეთები იყვნენ რა სულ არაფერი აეუცვალო ხასიათებში.... ვაიმეეე როგორ მიიიიიყვაააარს.....

მოკლედ ანი ჩემი მუდმივი მკითხველი ხარ რა:) <3 არ ვაპირებ არაფრის შეცვლას მე ესეთები მომწონან<3

 


№12 სტუმარი Guest მარიამი

ვუაიმეე ესრაიყო რამაგარი ხარ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

 


№13  offline აქტიური მკითხველი Yagami

Guest მარიამი
ვუაიმეე ესრაიყო რამაგარი ხარ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

არ ვიცი როდის მოვახერხებ დადებას და არ მიწყინოთ რა sweat

 


№14  offline წევრი Lily Morgan

რამდენი დღეა შემოვდივარ და ვამოწმებ აბა ხომ არ დაიდო ახალი თავიქო?! :დ <3 სად ხარ ამდენ ხანს?! ისე მომენატრა ეს ისტორიააა... <3 საოცრება თავი იყოო!.. გადავირიე! ისე დავიტვირთე ემოციებით რო რავი!... <3 <3 <3 მიკაქალლლ! წარმატებები! ^_^ <3 <3 <3

 


№15  offline აქტიური მკითხველი Yagami

FyFaen
რამდენი დღეა შემოვდივარ და ვამოწმებ აბა ხომ არ დაიდო ახალი თავიქო?! :დ <3 სად ხარ ამდენ ხანს?! ისე მომენატრა ეს ისტორიააა... <3 საოცრება თავი იყოო!.. გადავირიე! ისე დავიტვირთე ემოციებით რო რავი!... <3 <3 <3 მიკაქალლლ! წარმატებები! ^_^ <3 <3 <3

ვაიმე ძალიან დიდი მადლობა და დაგვიანებასთან დაკავშირებით ბოდიში კომპიუტერე მაქ გაფუჭებული<3 ////

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

ერთად წავიკითხე ექვსივე და წკუაზე არ ვარ ისე მომწონს. ერტროულად სახალისო,სევდიანი,ემოციური ისტორიაა .ძალიან მაგარია ,იმედია მალ-მალე დადებ ვერ ვიტან ლოდინს ისეთი მავიწყარა ვარ წინა თავის გადაკითხვა მჭირდება ხოლმე,სათაურებს ვერ ვიმახსოვრებ და იმედია მალე დადებ smile smile (იმდენი ვიბოდიალე თავი მოგაწყინე ალბათ)

 


№17  offline აქტიური მკითხველი Yagami

sameone crazy girl
ერთად წავიკითხე ექვსივე და წკუაზე არ ვარ ისე მომწონს. ერტროულად სახალისო,სევდიანი,ემოციური ისტორიაა .ძალიან მაგარია ,იმედია მალ-მალე დადებ ვერ ვიტან ლოდინს ისეთი მავიწყარა ვარ წინა თავის გადაკითხვა მჭირდება ხოლმე,სათაურებს ვერ ვიმახსოვრებ და იმედია მალე დადებ smile smile (იმდენი ვიბოდიალე თავი მოგაწყინე ალბათ)

აუ შენ რომ დაწერ მაგას ესეიგი მართლა კაია :დ <3 მადლობა ქვრეიზი გერლ <3 ყველანაირად ვცილობ რომ მალ-მალე დავდო მაგრამ სკოლა რომ დაიწყება არამგონია მოვასწრო ესე დება როგორც ეხლა :/

 


№18  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მალე დადე რა ვეი მოუთმენლად

 


№19  offline აქტიური მკითხველი Yagami

ანი ანი
მალე დადე რა ვეი მოუთმენლად

შევეცდები <3

 


№20  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

სად დაგვეკარგეეეეეეეე :( :( :(

 


№21  offline აქტიური მკითხველი Yagami

ანი ანი
სად დაგვეკარგეეეეეეეე :( :( :(

სკოლის მაღაზიებში(((

 


№22  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Yagami
ანი ანი
სად დაგვეკარგეეეეეეეე :( :( :(

სკოლის მაღაზიებში(((

აუჰ :დ:დ და როდის დაგვიბრუნდები?!

 


№23  offline აქტიური მკითხველი Yagami

ანი ანი
Yagami
ანი ანი
სად დაგვეკარგეეეეეეეე :( :( :(

სკოლის მაღაზიებში(((

აუჰ :დ:დ და როდის დაგვიბრუნდები?!

ეგ რთული თემაა:დდდ

 


№24  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Yagami
ანი ანი
Yagami
ანი ანი
სად დაგვეკარგეეეეეეეე :( :( :(

სკოლის მაღაზიებში(((

აუჰ :დ:დ და როდის დაგვიბრუნდები?!

ეგ რთული თემაა:დდდ

აუუუფ :დ :დ ადვილად არ აიხსნება!'? :დ

 


№25  offline აქტიური მკითხველი Yagami

საყვარლებო დღეს ვერ ვახერხებ დადებას და ახალი თავი ხვალ დაიდება <3

 


№26  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Yagami
საყვარლებო დღეს ვერ ვახერხებ დადებას და ახალი თავი ხვალ დაიდება <3

ვაიმე რა მაგარიაააააააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent