M.TH.A.E (სრულად)
ახლა. ახლა 15 წლის ვარ. ვზივარ ტყეში. ვუყურებ ხეებს და თავი მზისკენ მაქვს მიშვერილი. ვუსმენ უკიდეგანო სიჩუმეს , რომელსაც მხოლოდ ფუტკრების ბზუილი არღვევს. აი, ერთ-ერთი მათგანიც დამაჯდა. იცით ? არ მეშინია მათი . ტყეში არ ვარ მარტო, გვერდზე ლიზა მიწევს , ჰამაკში , ადიელაში გახვეული. მე მას ვუყურებ , ვუყურებ გოგონას, დიდი გულით და პატარა ოცნებებით. ასევე ვხედავ ხალხს, ცინიზმით სავსე ხალხს. ადამიანებს, რომლებიც თავისდაუნებურად ყველას აღიზიანებენ. შეიძლება არ უნდათ, ვინ იცის. 5 წუთი გავიდა , სრული სიჩუმისა... ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა : რატომ წევს ლიზა ჰამაკში და რატომ არ იღებს ხმას... ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად , საჭიროა ყველა დეტალის ცოდნა, ყველაზე უმნიშვნელოსიც კი. ლიზა ჩემი და ლიზას ურთიერთობა ყოველთვის არ ჰგავს ცისარტყელას. თითქოს , ხანდახან რომელიმე ფერი მოაკლდება ხოლმე , ან ყვითელი, ან ცისფერი. ვინ იცის? და მაინც , ეს ცხოვრება უსაშველო ორთქლმავალს გავს. ადამიანები, ეჰ ადამიანები , უკიდეგანობის განცდით და არარსებული იმედით განწყობილნი ცხოვრებისადმი. ყოველთვის მინდოდა , დამეწერა ლიზაზე, 13 წლის გოგონაზე , რომლის გულიც ყველაზე გამორჩეული ადამიანების სითბოს იტევს. ამ ადამიანის უნიკალურობა , მის ხასიათშია. როგორც ჩემი ერთ_ერთი საყვარელი სიმღერის სახელი : west coast. სამწუხაროდ, მის უნიკალურობას ბევრი ვერ ხედავს. მას ძალიან უყვარს ძაღლები და ფიქრობს, რომ ისინი ბევრ ადამიანზე ერთგულნი არიან. შეიძლება მართალიც არის, ვინ იცის. მინდა დავწერო, დავწერო ჩემი ცხოვრების ნათელ წერტილზე , მაგრამ ყველა დეტალს აქ ვერ ჩავატევ. მთელი ცხოვრება არ მეყოფა , იმის გამოსახატავად , როგორ მიყვარს ლიზა. ადამიანები ვალდებულებებს ვეყრდნობით . ვხედავთ, რომ ურთიერთობას ვერ ვასაზრდოვებთ , მაგრამ სამწუხაროდ , არ ვცდილობთ მის აღდგენას. შედეგებზე კი არასდროს ვართ ორიენტირებულნი. აი, ასეთები ვართ ადამიანები. ასეთი სუსტები. მაგრამ , ეს არის ჩვენი ცხოვრება. * _ ლიზა გადმო რა დღეს ჩემთან. _ არ ვიცი მარიამ , მუსიკა მაქვს და შეიძლება ვერ მოვასწრო. _ კაი კაი , თუ მოიცლი მაშინ. ოკ? _ვნახოთ. იმ დღეს უბრალოდ სკოლიდან მოვედი და როგორც ყოველთვის, მეცადინეობა დავიწყე.. მუსიკა გამიცდა , მასწავლებელი ცუდად იყო. საღამოს ლიზა მოვიდა და რაღაც ფილმს ვუყურეთ , არ მახსოვს სახელი. ლიზა ჩემი ბიძაშვილია , და თბილისში ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობთ. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. იმ დღის მერე , თითქმის ყოველდღე მასთან ვიყავი, ან ის იყო ჩემთან. ასე დაიწყო ყველაფერი და მას მერე , ჩემი ცხოვრება საფუძვლიანად შეიცვალა. ხანდახან , ადამიანებთან თბილად მოქცევა ცოტა ზედმეტი მოგვდის. მაგალითად , ახლა . _ ძალიან გსიამოვნებს აქ ჯდომა? ( ლიზა) _ კი _ არ გინდა სხვაგან რომ დაჯდე ?! _ რავი, რატომ უნდა მინდოდეს ? _ რავი სიჩუმე.. ადგა. წავიდა. მიმატოვა . მიმატოვა ტყეში , ფუტკრებთან ერთად. არაუშავს, ახლა ასეთი პერიოდი აქვს ალბათ. ჩვენ , რა ადამიანები ვართ, ერთმანეთს რომ არ გავუგოთ. მე . მე ისევ მიწაზე ვზივარ . ამჯერად სულ მარტო. ან არა. ფუტკრები აქ არიან ფეხებზე ვიკიდებ მარტოობას და წერას განვაგრძობ. * _ აუუ კაი რა მაარიამ, ნუ ექცევი შაკოს ეგრე. ცოდოა ლიზა ყვითელ ოთახში თავზე მადგას და თმას მიწნის. _ ოოო , არ არის გოგო ცოდო. არა ისე , მეც მეცოდება ზოგჯერ მარა ხანდახან თავმოყვარეობას აბიჯებს. უეცარი ფაქტი : მესმის ხის ფხაკუნის ხმა ვდგები. მივდივარ. არა არა , ისევ უკან ვბრუნდები .ფეხებზე რისი ხმაა , მოვიდეს და შემჭამოს თუ უნდა.. ახლა ლიზას ვხედავ , პლედი ხელში უჭირავს და სავარაუდოდ ბაღისკენ მიდის. იმედი მქონდა , მოვიდოდა , მაგრამ წავიდა.. "იმედი ბოლოს კვდება , მაგრამ ხო კვდება?" . * _ აუ , ლიზა თმა დამიწანი რა გთხოვ ზემოდან. _ კაი მარა ჯეერ ყავას დავადგამ, დაიცა. _ ააააი ნოვვ აი ვილ ფოლ ინ ლავ ვიზ იუუუუ ბეიბეე. °°° The Neighbourhood _ Cry baby. ჩემი და ლიზას სიმღერა. * _ აუ შაკოს უთხარი დაგირეკოს რაა , ვიღადაოთ. _ კაი გოგო , მოიცა. _აააი ნოვ აი ვილ ფოლ ინ ლავ ვიზ იუუუ ბეიბეე. _ აუუ ჯანნდაბაა , არ არის შემოსსული. კაი დდაიიკიდე საღამოს ვეტყვი. _ გოგო კიდევ რამმე მოყევი რაა , რამმოხდა სვანეთში. _ გოგო რავიი ხო მოგიყევვი ყველაფერი. ძაალიან მაგარი იყოო. შემდეგ წელს უეჭველი წაგიყვან. °სვანეთი° მე სვანი ვარ , გვარად გაზდელიანი. სოფელი ლენტეხში მაქვს , უფრო კონკრეტულად ხელედში. იქაურობა ზაფხულში სასწაულია . ხშირად ავდივარ ჟიბარზე და იქიდან სვანეთის მთებს ვუყურებ. ნუ მოკლედ, სვანეთზე საუბარი ბევრ დროს წაიღებს... * -ოხ , ეს ვირტუალური ურთიერთობები შეიწირავს ერთ დღეს ხალხს. - აუუ კიდე იმან მოგწერა? რატო წაიღო ტვინი დაბლოკე რაა -ახლავე ვბლოკავვვვვ იოო -უიმე მარიამ ნუ ხარ შტერი - რა გინდა გოგოო. _ აუ წამო ეზოში ჩავიდეთ რააა . _ ახლავეე ჩავიცმევ. ტანსაცმელი ჩავიცვით და სკვერში ჩავედით. როგორც ყოველთვის, რაღაც იდიოტობებზე დავიწყეთ ლაპარაკი და ამოვწყდით , იმდენი ვიცინეთ. ავდექით , დავიწყეთ სეირნობა , აუზს შემოვუარეთ და გავიგეთ ვიღაც კაცი როგორ გვეძახდა. ისე იკლაკნებოდა , თავი ზოოტოპიაში მეგონა. _ აუ ლიზა უეჭველი მთვრალია და ჩვენგანნ რა ჭირი უნდა?? ( ვკვდები სიცილით) _ აუ, არვიცი მარა მივიდეთ რაა სიცილით გავიარეთ ორი ნაბიჯი და მივედით იმ გალეწილ ლეშთან. _ გააამააარჯობაააა ლამაზო გოგოოებოოოოო ისაა ესაა აუზია და რომელ საათზე გამმოდიან ბავშვები თქვენ გამოსულები ხართ ხო უკვე. (გულში ვფიქრობ რა ჯანნდაბას ბოდავს მეთქი და ლიზას ვუყურებ, ორივეს გვინდა ბოლო ხმაზე სიცილი მარა არ არის მაგის დრო. ლიზა ზის საწოლზე და კვდება სიცილით, წინ ათლეტური ბიჭი უდგას. მინდოდა მივსსულიყავი და მეგინებინა ლიზასთვისს მაგრამ, ტეხავდა. ისე ვინერვიულე ლამის გული გამისკდა. კარი ჩუმად გამოვკეტე და ჩემს თავს გართობის საშუალება მივეცი. ერთი ჭიქა ტეკილა დავლიე თუ არა, თავბრუ დამეხვა. ზოგადად , ადვილად ვთვრები ხოლმე. დავიწყე ცეკვა, ან ხელების და თავის ქნევა ერთდროულად. ძალიან მეკიდა , როგგორ ვცეკვავდი , ყველა თავის სტიქიაში იყო. ჩემს ხელების ქნევაში , ზურგზე შეხება ვიგრძენი, მოვტრიალდი და ვიღაც მუტრუკმა შემომანათა თვალები. _გამარჯობა მარიამ _გამარჯობაა.(აზრზე არ ვარ ვინ არის, არც ის მესმის, ჩემი სახელი სსაიდან იცის ამ მუტრუკმა.) _ ისადა , არგინდა ვიცეკვოთ?? _რავი სახელს თუ მეტყვი , კარგი იქნება _შაკო _აჰჰ გასაგებია , და ისადა ჩემი სახელი საიდან იცი? _მე ყვეLაფერი ვიცი. ( სიმპატიური კი იყო, მაგრამ ისეთი "ლ" ჩაარტყა, ლამის წნევამ დამარტყა) _აუ ცოტახნით უნდა გავიდე რა შაკო. _კი მაგრამ ჩვენ უნდა გვეცეკვა. ყურადღება არ მივაქციე ამ მუტრუკის ბურტყუნს და მეორე ჭიქა გადავკარი. ამასობაში ლიზაც მოვიდა . _ვაიმეე გოგო აზრზე ხარ? _რა მოხდაა სადიყავი , მოყევი მალეე _აუ ერთი ბიჭი გავიცანი, ლუკა ქვია , პროსტა რამდენი ვეღადავე ტიპს. (ლიზასგან ბიჭთან ეგრე მოპყრობა არ გამკვირვებია, ყველაზე ღადაობს. როგორც _ მე. ) _ ჰაჰააა ( ჩემებურად დავიყროყინე) _ რაო, რაუნდოდა?? _გოგო რავი მეფლირტავა თავის ჭკუით მარა ნომერი მივეცი. _აუფფ რაღა გვიჭირს გოგო მე კიდე ვიღაც მუტრუკი შაკო ამეკიდა და ისეთ "ლ"ებს ურტყამს ლამის ამოვწყდი. (ყროყინი დუეტში) * ახლა . ოთახში მარტო ვწევარ, ლიზა- აღარ. დღეს წავიდა თბილისში და შაბათს ვნახავ, დღეს -ოთხშბათია. სამი დღე, როგორ მომენატრა უკვე , მინდა ახლაც ჩემ გვერდზე იწვეს და ერთად ვღადაობდეთ ყველაფერზე, ყველაზე საშინელზეც კი. * ყველაფერი იმ წვეულებაზე დაიწყო ლუკას და ლიზას შორის. ლიზა ამბობდა მომწონსო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ ბიჭს უკვე უყვარდა. * _გოგო დღეს ლუკა უნდა ვნახო ხომ იცი? _ აუუ ვიცი ხო, გეხვეწები რო შეხვდები ვოისი ჩართე. _კი გოგო უეჭველი . ლიზა ბოლო დონემდე გამოვპრანჭე და გავუშვი. ალბათ დაიშოკება ის უბედური ლუკა.. * დრო ძალიან გაიწელა, ლიზა არადა არ ჩანდა. ნერვიულობა რომ გადამეფარა , რაღაც ფილმის ყურება დავიწყე . თვალებით კი ვუყურებდი, მაგრამ გონებით მაინც სხვაგან ვიყავი. ტელეფონზე ვურეკავდი და არ მპასუხობდა. ამასობაში ჩემი ძმა მოვიდა სახლში , მაგრამ მალევე წავიდა. კარზე კაკუნმა გამომიყვანა ფიქრებიდან. _გამარჯობა , პოლიციის განყოფილებიდან გაწუხებთ. (ამ სიტყვების გაგონებაზე შევკრთი). მარიამ გაზდელიანი ბრძანდებით? _ დიახ , რა ხდება? _ საქმე ლიზა კობერიძეს ეხება , თუ შეიძლება წამობრძანდით განყოფილებაში. (მგონი რაც მეცვა იმით წავედი , ჩავჯექი მანქანაში და დავიწყე ფიქრი, სხვადასხვა აზრი ათჯერ გავივლე თავში) _ გადმობრძანდით მანქანიდან თუ შეიძლება. _ კი მაგრამ ,რა ხდება ვინმე ამიხსნის? _ ლიზა კობერიძე გატაცებული იქნა ლუკა ზიბზიბაძეს მიერ. ადგილსამყოფელი გაურკვეველია. ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად დაგეხმაროთ. თქვენ კი უბრალოდ კითხვებზე უნდა გვიპასუხოთ . ( ამ სიტყვების გაგონებაზე უბრალოდ ცუდად გავხდი , მაგრამ თავი გავაკონტროლე და შევეცადე ყურადღებით მომესმინა ოფიცერისთვის ) _ ბოლოს როდის ნახეთ ლიზა? _ ამ საღამოს, სანამ წავიდოდა . _გასაგებია და სად წავიდა? _ მაგ ლუკას შესახვედრად. _ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ? _ რამდენიმე დღის გაცნობილი ჰყავს ლიზა და არ ვიცი, არც ისე ახლო. _ რამდენი წლის არის ლიზა? _ცამეტის. _ გასაგებია და თქვენ? _ მე თხუთმეტის ვარ . ლიზა ჩემი ბიძაშვილი და საუკეთესო მეგობარია. მას რომ რამე დაემართოს, არ ვიცი რას ვიზამ. (მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა , მაგრამ ვერ შევძელი ,მხოლოდ ცრემლებმა დაიწყეს დენა ჩემს სახეზე) _ დაწყნარდით, ყველაფერი კარგად იქნება. _ ყველაფერი კარგად იქნება?? ეს არის იმ ადამიანების სიტყვები, რომლებიც იღლებიან შენი უბედურებით და მხოლოდ ამ სიტყვებით ცდილობენ შენს დამშვიდებას. _ბოლო ზარი ლიზას მხრიდან შემოვიდა 20:23 დროზე. მან თქვა: იპოვნეთ მარიამ გაზდელიანიო , მხოლოდ მას შეუძლია ჩემი დახმარებაო , და იბოდიალა , რშსიჩნ თუ რაღაცა ეგეთი თქვა.რა ხდება , ამიხსნით? _ არ ვიცი, ვერ ვხვდები. არც ის ვიცი, სად წაიყვანდა მას ის წყეული ბიჭი. ან მოიცა რა თქვვა? გაურკვეველი ასოები გამიმეორეთ. _ არ მახსოვს, მაგრამ შეგვიძლია მოვუსმინოთ ზარს. _ გამარჯობა 112 ია? _ დიახ , გისმენთ. _ გამიტაცა ლუკამ (ტირის). იპოვნეთ მარიამ გაზდელიანი ,გლდანში მესამე მიკროში , მეთოთხმეტე კორპუსში და 3 სართულზე. რშსიჩბ. რშსიჩბ_ როგორც შენთვის სვანეთი, ისე ჩემთვის ბაზალეთი. _ ბაზალეთიი, ბაზალეთიიი. ბააზალეთზე არიან. სასწრაფოდ ჩავჯექით პოლიციის მანქანაში და ბაზალეთზე ავედით. ზუსტად ვიცოდი , რას გულისხმობდა ამ სიტყვებშიი და იმ ადგილას მივიყვანეთ მანქანა. ის წყეული ბიჭი გარეთ დაბოდიალობდა. დააკავეს. შევედით ოთახში ,სადაც ლიზა ნამტირალევი მიკრულიყო სავაარძელზე. გავექანე , ავხსენი და ჩავეეხუუტე. მას მხოლოდ ჩემი ჩახუტება სჭირდებოდა. _ლიზაა , ჩემო საყვარელო, არ ინერვიულო. ხედავ? ყველაფერი კარგად არის.მან ხმა ვერ ამოიღო. მანქანაში ჩავსვით და სახლშიი მივიყვანე. _ საყვარელო ახლა მხოლოდ დასვენება გჭირდება. _მარიამ _ რა იყო? _მიყვარხარ. _ მეც მიყვარხარ ჩემო ლამაზო მ დაიძინე და ხვ ვილაპარაკოთ. ძლივს ამოვისუნთქე , შხაპი მივიღე და დავწექი ლიზას გვერდზე. ლოყაზე ვაკოცე და ჩამეძინა. დღეები სწრაფად მიდიოდა, ლიზა კი უკეთ ხდებოდა. უკეთ იყო სანამ ერთ დღეს. _ მარიამ , შენი ბრალია რატომ გამიშვი იმ ბიჭთან. _მოიცა რააა???? _ ხო ხო, შენროარ გაგეშვი , ახლა მშვენივრად ვიქნებოდი. _ მერატომ მაბრალებ ლიზა?? მერაშუაშივარ. ყოველთვის ვცდილობ დაგეხმარო და რას მეუბნები? ცოტა მოუხმე გონებას და ტყუილად ნუ მეჩხუბები. ლიზა ადგა და წავიდა. მეც გავუშვი. აღარ დავაკავე. თავის სახლში წავიდა. ვიცოდი, რომ მალე გადაუვლიდა და ყველაფერი ჩადგებოდა თავის წყეულ კალაპოტში. ლ ი ზ ა და მე ...... მაინც წავალ ლიზასთან. მას მე ვჭირდები , ვჭირდები როგორც ჰაერი. შეიძლება ფიქრობს, რომ მარტო ყოფნა ურჩევნია, მაგრამ მეგობრები ერთმანეთს არ ტოვებენ ! ესაა მეგობრობა. აი ასეთი , ყველანაირი მოვალეობის გარეშე.. შეიძლება ცოტა მტკივნეული მომენტებით, მაგრამ იმის იმედით, რომ მოვა . მოვა და ჰაერს მოგიტანს შეიძლება არ იყოს იმის ხასიათზე, რომ შენი ნახვა უნდოდეს, მაგრამ როცა მეგობარს ეძახი თანაც ასეთს, აუცილებლად უნდა მიხვიდე და ეცადო გააღიმო არ გამოგდის? შენც მოიწყინე.. ლიზა მიყვარხარ და იცოდე : ამას ვერ წაგართმევენ ! * ყველაფერი დალაგდა, როგორც იქნა. კიდევ ერთად ვიყავით 24 საათი. იცი? ბედნიერებაა, როცა ასეთი მეგობარი გყავს გვერდით. * 2 ივლისი 00:01 (ლიზას დაბიდუბი) ვარსკვლავთგოგონას: ლიზა მოკლედ, ესროარ დამეწერა ისე ვეერ დავიძინებდი. შენ ხარ ლიზა კობერიძე, ხარ დედაჩემის ძმისშვილი , ანუ ჩემმი ბიძაშვილი. მოიცა რა? რაღაც შემეშალა. ბიძაშვილი კი არა ჩემი და ხარ, უბრალოდ სხვადასხვა მშობლები გვყავს. არც კი ვიცი საიდან დავიწყო უკვე 13წელი გადის რაც გიცნობ. ადრე არ ვიყავვით ძაალიან კარგად და ახლა ვხვდები რა დონის ყლინჯიფორე დრო იყო არა?! შენ ის ადამიანი ხარ,რომელთანაც სხვა სამყაროში მიწევს ლაპარაკი. როცა შენთან ვჯდები ან ვდგები ჩვენ შორის რაღაცნაირი ძაფები იბმევა. დარწმუნებული ვარ არასდროს გაწყდება. შენ ხარ ულამაზესი მართლა და მინდა ისე გეცხოვროს როგორც გაგისწორდება. და რაც მთავარია კიდევ 1000 წელი გვეღადაოს ყველაფერზე. ახლა როგოორც შენთან ვაარ ისე არავისთან არ ვარ მართლა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ ამ ტექსტს სენწიმენწები შევმატო, უბრალოდ მაართლა ეგრეა. არ მახსოვს , ოდესმე შენთან მოვსულიყავვი და გვერდი შეგექცია ან ამის მსგავვსი. პირიქით ჩვენ ერთად შეგვიქცევია გვერდი სხვისთვის. ძალლიან ბევრ ადამიანნს დავცინით ყოველდღე, მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებთ რომ გვისწორდება ცხენივით ჭიხვინი. ცვეტში გვისწორდება. ვაფშე ჩემი ცხოვრება უშენოდ აარ წარმომიდგენია . სულ ლიზა , ლიზა , ლიზა ,ლიზა ,ლიზა. უფალს მადლობას ვეუბნეები რომ შენ შეგხვდი თორე ვინ მოითმენდა ჩემს უაზროდ ბანალურ ამმბებს . რამდენი იდიოტური რამ გადაგვხდენია თავს ერთად, რამდენზე გვიღაადავია და გვიტირრია კიდდეც. როცა დიდი დრო გავა მააშინაც ერთად ვიქნნებით , რომ გავივლით ხალხს თვალებს დავთხრით ჩვენი სილამასოებით , სინთეტიკურობით, სანტექნიკობით და დურგლობით , მაგრამ არაუშავს აიტანს ხალხი კიდევ ორ ყლინჯიფორე ქუცნაშვილს. მოკლედ , ყველაზე მთავარს ყველაზე ბოლოს ვამბობ. გილოცავ დდაბადების დღეს . უკვე 13წლის ხარ. მრავალლს დაესწარი ყველა ჩვენს ნათესავთან ერთად . (ჩემთან ერთად კიდე ცალლკე დაესწარი მრავალლს) . ეყიდოთ ძაღლი შენთვის და ყოველთვის გისსურვებ გქონდეს ბევრი საჭმელი და სულ ასეთი ტანწერწეტა და კომშიის კაკალი ყოფილიყავი. ყველას 2365789 წელი ეცოცხლოს, ვინც გიყვაარს . (მე ერთით მეეტი 2365790 ხო უნდა დავიტირო ისინი) როცა შენთან ერთად ვარ , ასაკი ვაფშე ვინარის რაუნდა. მიუხედავად იმისსა რომ ჩემზე ორი წლით პატაარა ხარ, ყველაზე მეტად მიყვარხარ. გისურვებბ ყველა ყლინჯიფოორე ქუცნაშვილის მოშორებას და ბედნიერად ცხოვრებას . რომ გავიზრდებით აი ამხელები ერთად დავხარჯოთ პენსია. შენნ ის ადამიანი ხარ რომელთანააც ყველანნაირ თემაზე შემმიძლია ლააპარაკი.ყველაფერიი იცი ჩემზე . არასდროს არ ინერვიულო არაფერზე თორე მოვალ და გეტყვი : ასე რატო ნერვიუLობ ?? და კიდევ დაგლოცოს ღმეერთმა კაი?? მინდა სულ ბედნიერი იყო ყველაფრით , აი მანნქანა ო გაივლის იმითიც ბედნიერიი იყო. გყავდეს ჯიგარი ქმარი და რათქმაუნდა სიმპატიური და თქვენი შვილები მონიკა ბელუჩის დაჩრდილავს ამისს პირობას გაძლევ :)) დაბბოლოსს, სადღაც გადასაშპობში წავიკითხე , ჩვენ ვიმეგობრებთ იქამდე სანამმ სკკლეროზი არ დაგგვაშორებს დდა მერე თავვიდან დავმეგობრდებით. P.S დღეს მარსი იუპიტერში შედის, მსოფლიო მოვლენაა . ხალხს უკვირს რატო მოხდაო და როგორ მივაწვდინო ხმა ,ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა ,რომ ამ დღეს ლიზა დაიბადა ?! მიყვარხარ იმაზე მეტად, ვიდრე შესაძლებელია. მინდა არასდროს ვიჩხუბოთ. ამ წერილით მივულოცე ლიზას დაბადების დღე. ეს მოთხრობაა, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული და არაფრის დამატება არ ღირს . მინდა უბრალოდ წაიკითხო ლიზა, ჩემო ვარსკვლავთგოგონა : "როდის გაგიცანი ? არ მახსოვს. არც შენ. აზრზე ხარ? რამდენი რამე შეიცვალა და მაინც ... თითქოს ყველაფერი ისევ ისეა. რამდენი ხანია გიცნობ ? ჩემი ცხოვრება უშენოდ ?! რა ფენომენია , არ მესმის. ცისარტყელა ხომ გინახავს? გავხარ, ძალიან გავხარ, თუმცა ერთი განსხვავებით, ის მხოლოდ წვიმის შემდეგ ალამაზებს სამყაროს და შენ, შენ ყოველთვის ანათებ. არა მარტო წვიმის დროს! ყველაზე ძვირფასი ხარ. ყველანაირად საუკეთესო ხარ ჩემთვის. როცა გიყურებ , შენს თვალებში საოცარ ფანტაზიას ვხედავ, ფანტაზიას, რომლითაც შენ შენს თავს ქმნი და ხდები ისეთი , როგორიც ხარ. ვამაყობ რომ გიცნობ და უფალს მადლობას ვწირავ რომ შენ შეგხვდი. მეგობარზე მეტი ხარ , არ ვიცი როგორ აღვწერო. მიყვარხარ !რაც არ უნდა მოხდეს, ზუსტად ვიცი ჩვენი მეგობრობა კედლებს გატეხს , შურს მოკლავს და შურიანებსაც ზედ მიაყოლებს. მინდა სულ გვერდზე გედგე . ყველას ჯობიხარ შენ და მაინც , გგონია ცუდი ხარ, გგონია არ ხარ ისეთი როგორადაც გახასიათებ. ყველაზე მეტად იმიტომ მიყვარხარ , იცი ჩემი ფასი , მე შენი. რამდენი მეგობარი მყავს, შენ ყველაზე განსაკუთრებული ხარ, რაღაცნაირი , სხვანაირი სხივი , სხვანაირი ფერი. შენ ადამიანი ხარ , პირველი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში , რომელმაც მასწავლა სად გადის ზღვარი მეგობრობას და საოცარ გრძნობას შორის და პასუხი ასეთია : მეგობრობა ყველანაირ საზღვრებს ცდება ! " M.TH.A.E ( i love you More THan Anyone Else) ხალხო, ყველას გისურვებთ ასეთ მეგობარს , ამაშია ბედნიერება. ეს მოთხრობა ნამდვილი ფაქტებითაა სავსე, ძალიანაც ნუ გამაკრიტიკებთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.