შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ა.ა (3)


15-09-2017, 15:20
ავტორი Hickie
ნანახია 1 085

3. ახალბედა.

დილას ტელეფონის გამაყრუებელი ხმა მაღვიძებს, რომელიც დაახლოებით 20 წამი გრძელდება. ძილს ვერადა ვერ მოვერიე და ხელი საბნიდან მხოლოდ მაშინ ამოვწიე როცა რეკვა შეწყდა. ნახევრად გახელილი თვალებით გადავუსვი სენსორზე თითი. ლილუ მირეკავდა.
საათს შევხედე, 7 ხდებოდა.
სერიოზულა ლილუ? შენ ხომ ძილი გიყვარს?
ტელეფონი თავის ადგილას დავაბრუნე და ილი გავაგრძელე.
სიტყვებით ვერ ავღწერ როგორი უაზრო სიზმრები მესიზმრებოდა. ეს ერსაათიანი ძილიც არ შემერგო. გამოფხიზლებული ნელნელა ვხედავდი ლილუ როგორ მანჯღრევდა რომ გამეღვიძა. თალები მოვისრისე და დაბღვერილი წამოვჯექი საწოლზე. სახე მანამ არ გამისწორდა სანამ მისას არ შევხედე.
- რა გჭირს გოგო?
- გირეკავდი. - სახეზე ყველანაირი ემოცია დაურბოდა. ხმა მშვიდი ჰქონდა
- ხო ვიცი. მეძინა სხვათაშორის - ისევ დავებღვირე და საწოლიდან ავდექი.
- ჩაის დალევ? - კითხვით შევუბრუნდი და სამარეულოში გავედი. უკან გამომყვა. რომ შევხედე თავი დამიქნია და სკამე ჩამოჯდა
ორ წუთში ჩაიც ადუღდა და ლიმნიანი ჩაი მაგიდაზე დავუდგი. თვალს არ ვაშორებდი როგორ ნელა და აუჩქარებლად სვამდა. როცა მორჩა ჭიქა მაგიდაზე დადო და შემომხედა.
- ჰე ეხლა იტყვი რამოხდა?
- წუხელ იოანესთან დავრჩი - უცებ მომაყარა და ისევ თვალებში შემომხედა
- ხოვიცი, მერე? ოღონდაც არ მითხრა რომ იჩხუბეთ - თვალები ავატრიალე და ჭიქა გასარეცხად მივიტანე ნიჟარასთან.
- იოანესთან ვიწექი მარიამ. - სეროზული, მშვიდი ხმით მითხრა. ჭიქა ნიჟარაში ჩამივარდა და მისკენ შევტრიალდი.
- არა რაა ლილუ, მაგრად ხუმრობ ხოლმე - სიცილით ვუთხარი და მისკენ წავედი. სახე ისევ არ ეცვლებოდა. მეც დავსერიოზულდი. დივანზე ჩამოვჯექი და ყველაფერი გავაანალიზე. ვუყურებდი ჩემს დაქალს რომელიც.. ვაჰ.
პირი გავაღე რომ რამე მეთქვა მაგრამ ისევ დავკუმე. ვერაფრეს ვამბობდი. მხოლოდ შევხედე და წარბები ავუწიე დაბნეულმა.
- ოღონდაც რამე მითხარი - თვალები გადაატრიალა და ხელებს დააყრნო თავი.
- მაგარია - ისევ გამეცინა. რა მაცინებდა, მაგრამ მაინც.
- რაარი გოგო მაგარი რა მასხარაობის ხასიათზე ხარ - გაცინებით ვერა მარა ღიმილით შემომიბრუნა პასუხი
- ნუ.. უკვე 18ის ხარ და შენით იღებ გადაწყვეტილებებს. - გავამხნევე და ხელი მხარზე დავადე. სიმართლე გითხრათ ურთიერთობებში ასეთ რაღაცეებში ვერ ვერკვეოდი, მაგრამ იოანესაც ვიცნობდი და ამს ხომ 5 თითვით. სიყვარული იყო და მეტი არაფერი.
- სიყვარულია ყველაფერი - ჩემი აზრების შელამაზებული ვარიანტი ვუთხარი და გავუღუმე.
ხმას არ იღებდა. უაზროდ მიშტერებოდა კედელს.
- ჰე ეხლა ასე აპირებ ჯდომას? ხოარ მოკვდი არა შენკიდე - დავეებღვირე და ხელი ავუქნიე ცხვირწინ.
- რო წამოვედი იოანეს ეძინა - ამაზე გაეცინა და მეც ავხარხარდი.
- ანუ ფილმებში რომაა სექსის მერე გოგო იპარება, ეგრე ქენი? - ამყველაფერს სიცილით ვამბობდი
- დაახლოებით - გაეცინა. - დღეს რას აპირებ?
- სკოლიდან დამირეკეს უნდა მივიდე ყველა ვარიანტში და ორ საათში წამოვალ ალბათ რა. ხო, შენ თუ გინდა აქ დარჩი.
- ხო, სკოლის თავი ნაღდად არ მაქვს ეხლა.
- ოხ გამეზარდა გოგო - დავცინე და გარდიროფიდან შავი ჯინსი გამოვიღე. თან ველაპარაკებოდი, თან ნელნელა თავს ვიწესრიეგბდი. საბოლოოდ როცა ჩანთასაც დავავლე ხელი მითხრა
- ისე, არ ვიცოდი როგორ შეეგუებოდი.
- რა სულელიხარ რა. მე შენს არჩევანს სულ პატივს ვცემ - თვალი ჩავუკარი და სახლიდან გამოვედი.
სკოლასთან სანდრიკა შემხვდა. ქუჩის მეორე ბოლოდან მიქნევდა ხელს. მის ამ ქცევაზე გამეღიმა და მივუახლოვდი. მივესალმე და გადავკოცნე როგორც ყოველთვის. კიბეებს ერთად ავუყევით და კლასსშიც ერთად შევედით
- ტასოსთან რა ამბებში ხარ შენ? - წარბები ავუწიე
- ოო ერთი მაგისიც რა, თემისთვის კაია. - უკვე მივხვდი რასაც გულისხმობდა. თაავი გავაქნიე, აღარაფერი მითქვია და ჩემს ადგილას დავჯექი. ცოტახანში სანდრიკას მივუბრუნდი
- დღეს ლილუ არაა და გადმოჯდები თუ ტასუნასთან? - დავეჯღანე საბოლოოდ კი გამეცინა. სანდრიკაც ახარხრდა და თავისი კალამი ჩემ გვერძე გადმოდო. (სხვა არაფერი გააჩნდა დღეს)
გაკვეთილი უაზროდ დაიწყო. ვინც მეთორმეტეშია მიხვდება რა სისულელეა ამდროს სკოლაში სიარული. თუმცა როცა გავალდებულებენ..
მასწავლებელი იულიუს კეისარზე უკვე თხრბას ასრულებდა როცა კარი გაიღო.
- ესეც ჩვენი ახალბედა - ამოილაპარაკა სანდრიკამ და საღეჭი რეზინის ღეჭვით გაიხედა კარებისკენ. თავი უცებ ამოვწიე და ავალიანის 'ნაცრისფერებს' შევეჩეხე ეგრევე რომელიც უკვე მომშტერებოდა.
- არ არსებობს - ამოვილაპარაკე შოკირებულმა
- ვა, იცნობ? - გაკვირვებულმა შემომხედა სანდრიკამ. სანამ პასუხს გავცემდი ავალიანი უკვე ჩვენს უკან ჯდებოდა. წამით სუნთქვა შემეკრა. მინდოდა გამეხადა, მაგრამ ამას არაფრის დიდებით არ ვიზამდი.
ჯაჭვლიანს უბრალოდ თავი დავუქნიე, იმის განსამარტად რომ ვიცნობდი და ღრმად ამოვისუნთქე.
- ასე ნერვიულობ? - მომესმა უკნიდან ხმა. ტვინში სისხლმა ამასხა. გაკვირვებულმა გავხედე, რომელიც კალმით მერხზე რაღაცეებს ხატავდა.
- რათქმაუნდა იულიუსს ვგულისხმობ - გაეცინა. - ანერვიულებული ისმენ მის ისტორიას, ნეტავ მოკვდება თუ არა?
- ეს ხომ საუკუნეების წინ იყო, რათქმაუნდა მოკვდება ძმაო. - გამოესარჩლა სანდრიკა ღიმილ- სიცილით.
- ძმაო?! - წარბები აწია ავალიანმა. რასჭირდა?
- ვიცი რომ მოკვდება, გვეყო. - ვუთხარი ორივეს და მერხისკენ შევბრუნდი.
ზარი დაირეკა თუარა მერხიდან წამოვდექი და გრეთ გასვლა დავაპირე, მაგრამ ანდრეა წინ გადამიდგა. იღიმოდა.
- გამარჯობა
- სალამი ანდრეას. - მივესალმე და გვერდის ავლა დავაპირე.
- ანდრია როგორხარ? - წინ ჩამიხტა ტასო და ანდრეას თვალები აუჟუჟუნა
- პირველ რიგში ანდრეა და არა ანდრია. და მადლობ, კარგად. - გაუღიმა და თავის ადგილს დაუბრუნდა. დერეფანში აღარ გავსულვარ. კარებს თავი მივადე და ხელები გადავაჯვარედინე. თვალს ანდრეასკენ ვაპარებდი რომელიც სანდრიკას ღიმილით ელაპარაკეობოდა. მერე ჯაჭვლიანმა სიგარეტი სთხოვა, ავალიანმა ჯიბიდან ამოიღო და გაუწოდა, თან მე გამომხედა. რატომ ვერ მივხვდი. თვალი ჩამიკრა და ისევ სანდროს მიუბრუნდა. თვალი ავარიდე და ჩემს ადგილას დავჯექი. ტელეფონი მიბზუოდა, უცხო ნომერი იყო.

- გიმენთ
- მარიამ შენ ხარ?
- კი.. რომელიი ხარ?
- დათო ვარ, იოანეს დაბადებისდღიდან გემახსოვრები.
- ახო ხო. - გამეღიმა. ვიგრძენი ავალიანი როგორ მომაშტერდა. ყურადღება არ მივაქციე და ფანჯრისკენ გავიხედე.
- ხოდა მარიამ,მე და იოანეს პატარა საქმე გვაქ შენთან. 1ისთვის სკვერთან თუ შეგვხვდები კაი იქნება.
- კაი რატომაც არა. დროებით - ვუთხარი და გავუთიშე. ავალიანი გვერძე მომისკუპდა.
- მორჩი?
- რას? - ვერ გავიაზრე რას მეკითხებოდა. თვალებით ტელეფონზე მანიშნა. თავი დავუქნიე.
- ხო. ეხლა კლასელები ვართ. - მითხრა ისე თითქოს არ მცოდნოდა.
- მეც ეგრე ვფიქრობ - გამეცინა.
- დაბადებისდღეზე ბევრი მომივიდა.
- ხო არაუშავს, ბევრი ვის არ დაულევია - არ დავაცადე სიტყვის დამთავრებბა. თავი ჩახარა და თავის ადგის დაუბრუნდა. მაბნევდა ეს ბიჭი. ასე აუბრების დროს თავის ნაცრისფერ თვალებს ისე აცეცებდა ხოლმე...
სკოლის მერე ავალიანს თავი ავარიდე და ისე მივედი სკვერამდე. დათო ხის სკამზე იჯდა და შორიდანე დამინახა თუარა ფეხზე წამოდგა. მეგობრულად მივესალმეთ ერთმანეთს და გარშემო მიქაძეს ძებნა დავიწყე.
- ა ხო, იოანეს ნუ ეძებ, მოსვლა ვერ მოახერხა. აქვე კაფეში შევიდეთ და ვილაპარაკთ - თავი დავუქნიე. აბა რა მექნა. კაფის ბოლოში დავჯექით. ყავა შეუკვეთა ორისთვის და გამიღიმა. ელეგანტური იყო და მეგობრული. რაც მთავარია უცნაური არა, ავალიანისგან განსხვავებით..
ვიცი, რომ ახლა ანდრეაზე არ უნდა მეფიქრა. ამის არანირი საბაბი არ მქონდა მაგრამ მთავარია აქ დათო იყო ახლა.
- ხოდა, შენ ხო ლილუს დაქალიხარ არა? - მშვიდად დაიწყო, თან ყავაში ერთი კოვზი ჩაქარი ჩაიყარა.
- კი. - მშვიდად ვუთხარი და მეც მას მივბაძე.
- დილას იოანე თავს არ გავდა ტო..
- რატომ რა მოხდა?
- რაან ეგ კითხვა გაგიჩნდა ანუ არ იცი. არადა მეგონა გეცოდინებოდა და მეტყოდი მაინც - გაეღიმა და ყავა მოსვა. დაახლოებით ვხვდებოდი რაეც საუბრობდა, მაგრამ ლილუს ამასთან ჩავუშვებდი? არანაირად!
- იოანე არაფერს ამბობს, მგონი იჩხუბეს ტო. - იოანეს საქციელზეჩამეღიმა და თავი ჩავხარე.
- რამე მოხდა? - მკითხა გაკვირვებულმა.
- არა არაფერი.
ცოტახნით ორივე დავდუმდით, ცხელ ყავას მუცელში ვუშვებდი და ვთბებოდი. ჩვენს შორის უხერხული სიჩუმე მიმტანმა დაარღვია, რომელმაც ანგარიში მოიტანა. რათქმაუნდა დათომ გადაიხადა და მიმტანს უთხრა ხურდა ფული დაიტოვეო. მერე მე მომიბრუნდა.
- ანუ იმდღეს ავალიანმა წაგიყვანა ხო?
- ხო, ეგრე მოხდა.
გაეცინა.
- რაიყო? - კითხვა შევუბრუნე
- რადა, თავის მანქანაში ძმაკაცებსაც კი ხვეწნა გვიწევს რომ ჩაგვისვას - ისევ იცინოდა, ოღონდ რაღაცნაირად. გულში გამეღიმა. რატომ მეც კი არ ვიცი, მაგრამ ჩემს ბავშვურობას ყურადღება არ მივაქციე და საათს დავხედე.
- უნდა წავიდე ლილუ მელოდება სახლში
- რათქმაუნდა. დროებით - გამიღიმა დათომ. ავდექი და კაფიდან გამოვედი. დატო ისევ მჯდომარე პოზიციაში დავტოვე.
სახლში უცებ ჩქარი ნაბიჯებით ავირბინე, თან ტელეფონში შეტყობინებებს ვამოწმებდი. სადაც ლილუს მილიონჯერ მაინც ჰქონდა მოწერილი.

- აქ ვარ აქ - მთელი ხმით დავუძახე როცა სახლის კარები შევაღე. დაკრეჭილი შემომეგება, თან ხელში ხილის ასორტი ეჭირა. წარბები ავუწიე და პოდნოსიდან ვაშლის პატარა ნაჭერი ავაცალე. სამზარეულოში შევედი და სკაზე მსუბუქად დავეშვი.
- რაო აბა რახდებოდა სკოლაში?
- შენ რა კარგ ხასიათზე ხარ. - უკვე ვხვდებოდი რომ მდგომარეობიდან გამოსუიყო.
- ხო.. მაგაზე დავფიქრდი და მთავარია მიყვარს. ეგაა ჩემთვის მთავარი. მართლა.
- რო ვამბბ რო ჭკვიანიხარ ზუსტია რა - თვალი ჩავუკარი და ხილის შემდეგი ნაჭერი ავიღე.
= აბა სკოლამ რაო.
- ეხა ისეთ რაღაცას გეტყვი პირიდან ეგ ქლიავი გადმოგვარდება და სულ დაქლიავდები.
- ასეთი რაარი რაიყო?
- იოანეს ძმაკაცი გახოვს ანდრეა?
- ხო მეთორმეტე კლასელი. - დასაზუსტებლად მომეშველა ლილუ..
- ხო ლილუ.. ჩემი მეთორ..- სიტყვა გავწყვიტე როცა მოვტვინე რასაც ვამბობდი. დღეს რა მემართება?!
- ჰე რა ხდება? - ხელი თვალწინ ამიქნია ლილუმ. როგორც ჩანს არდაკვირვებია რავთქვი თორემ ამას არ გამომატოვებინებდა.
- ხოდა ეგაა ჩვენი ახალი კლასელი.
- ვაუ გვეღირსა!! - ტაში შემოკრა ლილუმ და თვითონაც სამზე ჩამოჯდა.
- რა გვეღირსა კაცო?
- სიმპატიური კლაელი მარიამ - სიხარულით ლაპარაკობდა. იოანეს არ ვუხსენებდი ახლაც თორემ ხელში რომ ფორთოხალი ეჭირა, იმასაც მე მესროდა. კარებზე კაკუნის ხმა გაისმა.
- მიდი გააღე რა. - ვუთხარი ხვეწნით.
- მაგრად მეზარება. - ისე გამომხედა. მივხვდი ადგომას არ აპირებდა მომდევნო ერთი საათი მინიმუმ. სკამიდან წამოვიზლაზნე და სიცილითვე გავაღე.
ავალიანი.


გელით კომენტარებით და რათქმუანდა გაგრძელება იქნება <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent