შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ შევუყვარდი მაფიოზს...თავი 3


15-09-2017, 22:52
ავტორი ana_aneta
ნანახია 3 968

ჩემს წინ არც მეტი არც ნაკლები კლაუდიო იდგა გაშტერებულები შევყურებდით ერთმანეთს კარგად შერმათვალიერა. ალბათ საშინლად გამოვიყურებოდი, მზერა ჩემს გადაყვლეფილ ფეხებს დააყოლა.ამის დანახვაზე საერთოდ გაგიჟდა. ისეთი განრისხებული იყო თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა.ენცოს მიუბრუნდა და მთელი ძალით მიახეთქა კედელზე,რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა.ისე ურტყავდა მეგონა მოკლავდა. ნეტავ სხვაზეც ასე მოიქცეოდა? ღმერთო ანა რა დებილი ხარ, რა კითხვები გაწუხებს.ოდნავ წამოვიწიე, მაგრამ წამოდგომა ვერ მოვახერხე, მეორედ ვცადე, ვერ ავდექი, მაგრამ ფორთხვით მივედი კარამდე. ხელი ჯერ კოჭში წავავლე, მაგრამ ყურადღება არ მომაქცია, რას იგრძნობდა ბოლო ხმაზე ღრიალებდა, მერე სუსტად დავქაჩე პიჯაკის ბოლოში.კაცი ნელ-ნელა გამოერკვა და ჩემსკენ შემობრუნდა.
-გთხოვ არ გინდა. ვემუდარე მე.-მალე წავიდეთ რა აქედან.ცოტაც და ტირილს დავიწყებდი.
-კარგად ხარ?
-მგონი კი, მაგრამ კარგად ნამდვილად არ ვიყავი. კაცი დაიხარა და ფეხზე წამომაყენა. მუხლები მეკეცებოდა, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და ნელი ნაბიჯით გავაგრძელე გზა. მან კარები გასაღებით ჩაკეტა და წამში ჩემთან გაჩნდა. მარჯვედ ამიყვანა ხელში და კიბეზე სწრაფად ჩაირბინა.თავი მის მხარზე მქონდა ჩამოდებული, მას კი მთელი ძალით ვყადი მიკრული. ისეთი სუნი ჰქონდა,თავბრუ დამახვა. მანქანის კარი მოხერხებულად გააღო და სავარძელზე დამსვა. მძღოლს ანიშნა წავედითო და თვითონაც ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი.
მთელი გზა გაშტერებული გავჩერებოდი ფანჯრიდან. კლაუდიომ რამდენჯერმე დააპირა რაღაცის კითხვა მაგრამ აშკარად მიხვდა რომ მზად არ ვიყავი ლაპარაკისათვის. ვგრძნობდი როგორ ათვალიერებდა ჩემს გადაყვლეფილ ფეხებს და სილურჯეებს. მისკენ მივტრიალდი, სცადა გაეღიმა, მაგრამ მის თვალებში საშინელი სევდა დავინახე, ვერ მივხვდი რატომ წუხდა ეს კაცი ჩემს გამო.რომ მეფიქრა მოვწონვართქო ამაზე დიდი სისულელე არაფერი იქნებოდა, მთელი თვე ნახევრიანი ურთიერთობის მანძილზე, ჩემს მიმართ სიმპათიაც კი არ გამოუატავს. იმ მაღაზიებში სადაც დავდიოდით ყველას ეფლირტავებოდა.... ღმერთო ისევ სისულელებზე ვფიქრობ...
საკმაოდ დიდი ხანი ვიარეთ და ჩემთვის სრულიად უცხო ქუჩაზე გავჩერდით მაღალსართულიანი კორპუსის წინ.აშკარად უკანა კარი იყო. მანქანიდან გადმოვედით, მე არ მინდოდა,მაგრამ კლსუდიომ ხელი მტაცა და სწრაფად შეირბინა ლიფტში. სახლი მეხუთე სართულზე იყო. კარი ხელის ერთი მოძრაობით გააღო, მისაღებსში შემიყვანა და სავარძელში ჩამსვა,
-მიდი იბანავე,მე ტანსაცმელს.მოგიძებნი და მერე ჭრილობებს მივხედოთ. მე თავი დავუქნიე.ეცადე საპონი არ წაისვა, გაგიღიზიანებს. ხალათი და პირსახოცი მომიტანა, აბაზანაც მომიზადა, ნება რომ დამერთო მაბანავებდა კიდეც.
წყლის ქვეშ დიდხანს ვიდექი,თავს საშინლად ვგრძნობდი, მაგრამ არ მიტირია, დაცლილი ვიყავი.ონკანი გადავკეტე, ტანი ფრთხილად შევიმშრალე, ოდნავ შეხებაზეც კი ყველაფერი მტკიოდა, მაგრამ ფიზიკურზე მეტად სულიერად ვიყავი დანგრეული. თმა არ გამიშრია, ნახევრად შიშველ სხეულზე ხალათი მოვიცვი და მისაღებში შევედი. კლაუდიო სიგარეტს ეწეოდა. დაჯექიო ხელით მანიშნა. დივანზე ჩამოვჯექი და ბალიში ჩავიხუტე.
-ნინა გირეკავდა. ორასჯერ დარეკა. ჩაიღიმა კაცმა და ტელეფონი მომაწოდა.სწრაფად გადავურეკე.
-გოგო შენ საერთოდ ნორმალური ხარ?-დაიყვირა მთელ ხმაზე.
-კარგი რა გაყვირებს?
-რას ქვია რა მაყვირებს გუშინ საღამოდან არ დაგირეკავს გადავირიე. ხო კარგად ხარ?- მინდოდა მეთქვა რომ საშინლად ვიყავი, რომ საშინლად მტკიოდა ყველაფერი, მაგრამ ყელზე მობჯენილი ბურთი გადავაგორე და ძლივს გავეცი პასუხი.
-კი კარგად ვერ.
-მართლა? თუ გაციდი ან რამე და არ მეუბნები მოგკლავ.
-არა სერიოზული არაფერი, ცოტა სურდო მაქ და ამასაც მალე მოვერევი.
-ძალიან მომენატრე.
-მეც. ამის თქმაზე უკვე ცრემლები წამსკდა.
-მალე ჩამო რა.
-ვეცდები. ღამემშვიდობისა. ნინას დავემშვიდობე და ტელეფონი დივანზე მივაგდე, საზურგეს მივეყრდენი. ოთახიდან ფეხის ხმა გავიგე. სასწრაფოდ მივიწმინდე ცრემლები, ვცადე არაფერი შემტყობოდა. კლაუდიოს გამოეცვალა. შავი ჯინსი და ნაცრისფერი თხელი სვიტერი ეცვა. აფთიაქის ყუთი პირდაპირ იატაკზე დადო და ჩემთან ახლოს ჩამოჯდა. თავქვეშ ბალიში ამომიდო, ჩემი ფეხები კი კალთაზე დაილაგა. წყალბადი, სპირტი, ბამბა და მალამო ამოიღო და დამუშევება კოჭიდან დაწყო.
-აუუუ. დავიკვნესე მე.
-ვიცი, ვიცი მაგრამ სხვანაირად არ გამოვა.გაიცინა კაცმა. მეც გამეცინა.-ვეცდები ამაზე მეტად არ გატკინო. ნელა განაგრძობდა საქმეს. სპირტი ყველაზე მტკივნეული იყო დამუშავებას მალე მორჩა და მალამოს წასმაზე გადავიდა. მოზრდილ ჭრილობებზე სახვევები დამადო.
-რომელი საჭმელი გიყვარს მკითხა მოულოდნელად.
-არ მშია. მოვუჭერი მოკლედ.
-რას ქვია არ გშია. დარწმუნებული ვარ შიმშილისგან თავბრუ გესხმის და ორად მხედავ.
-რაც გინდა ის შეუკვეთე. კაცმა სადღაც გადარეკა, იტალიურად მისცა შეკვეთა ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო და სიგარეტს გაუკიდა. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა.
- მითხარი მასთან როგორ მოხვდი.წამოიწყო ლაპარაკი, ისო რომ ფანჯარას არ მოშორებია.
- კაფეში შემხვდა,არ გავეცანი, მერე მამამისმა ჩემს გამო შენიშვნა მისცა და ხელჯოხი დაარტყა...ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.ისევ ფანჯარასთან იდგა და უკვე მეორე ღერ სიგარეტს ეწეოდა. ბოლოს თავი ვერ შივიკავე და მაინც ვიტირე.
-კარგი არ იტირო გთხოვ რა. ნელა მომიახლოვდა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. ცრემლები მომწმინდა. -ყველაფერი კარგად იქნება.იმ იდიოტზე აღარ იდარდო. ჩათვალე დღეიდან არაფრის არ უნდა გეშინოდეს. ნაზად გადამისვა თავზე ხელი. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ კარზე ზარმა დაიწკარუნა. საჭმელი მოიტანეს.
უმრავი კონტეინერი დაალაგა მაგიდაზე. თეფშები მოიტანა და ტელევიზორიც ჩართო, ალბათ თვითონ ამას არასოდეს აკეთებდა. თეფშზე ქათამის ფილე, ყველის სოუსი, ბრინჯი, ხორცის რულეტი, გადმომიღე და წვენიც დამისხა.
-ამდენს ფიზიკურად ვერ ვჭამ. ამოვიკრუსუნე მე.
-კარგი რასაც ვერ მოერევი დატოვე. ისე თუ არ შეგიძლი ხელით გაჭმევ.უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
ნელა ვჭამდი ყველაფერი უგემრიელესი იყო, მაგრამ ჩემთვის მართლა ზედმეტად ბევრი იყო. მთელი ნახევარი საათის განმავლობაში ჩუმად ვიჯექით და ჩვენ-ჩვენ ულუფას დავჩერებოდით. ის წამოდგა და ისევ ფანჯარასთან მივიდა, კოლოფიდან სიგარეტის ერთი ღერი ამოაძრო და ცეცხლი გაუკიდა.ღრმა ნაფაზი დაარტყა და ფანჯრის რაფას ხელებით დაეყრდნო. ვერ ვხვდებოდი რა აღელვებდა. პრინციპში მისი ქმედებებს ამოცნობა არასოდეს შემოძლო. მის სახეზე არცერთი ემოცია არ შემინიშნავს. ფანჯარას მოშორდა და რომელიღაც ოთახის კარს მიღმა გაუჩინარდა, მოჩვენებასავით დადიოდა, ეტყობა მიჩვეულია.ხელში პლედით დაბრუნდა უკან. ფეხებზე მომაფარა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. ორივე ჩუმად ვიყავით. კლაუდიო ტელევიზორს მიშტერებოდა, პერიოდულად ჩემსკენ აპარებდა მზერას. მე მალე ჩამეძინა.ორი დღის უძილობის შემდეგ, იმ ღამეს პირველად მეძინა მშვიდად.
დილით ძალიან ადრე გამეღვიძა, ტელეგონს დავწვდი. დილის ექვსი საათი იყო. ზანტად გავიზმორე. ყველაფერი მეტკინა,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ყველა ძვალი დამიმტვრიეს. კლაუდიოს ბალიშ ჩაებღუჯა და ტკბილად ეძინა. ისეთი საყვარელი იყო. ფრთხილად წამოვდექი სა სამზარეულოსკენ წავედი. წყალი მწყუროდა, ფეხზე წინდები მეცვა, გამიკვირდა. ალბათ რომ მეძინა მან ჩამაცვა. გარეთ ისევ საშინლად წვიმდა ფანჯარასთან მივედი, წყალი მთელი ძალით ასხავდა ფანჯრებზე. ელავდა და გრუხუნებდა. ულამაზესი იყო. მინდოდა დიდხანს მეყურებინა, მაგრამ ამდენ ხანს ფეხზე დგომა ვერ შევძლედი, ფეხები ჯერ ისევ მტკიოდა. ფეხაკრეფით მივიპარე დივანთან და პლედის ქვეშ შევძვერი. დაძინება ვერაფრით შევძელი, თითქმის ორი საათი ვიწრიალე დივანზე, მაგრამ ვერ დავიძინე.კლაუდიოს ვაკვირდებოდი.მისი სიმკაცრე და სერიოზულობა სადღაც გამქრალიყო, ასე საყვარლად ჩაძინებული რომ ენახათ ვერავინ იფიქრებდა,რომ მაფიოზების ოჯახიდან იყო. ამის გაფიქრებაზე ტანში გამცრა. ფილმებში მოთხრობილი ამბები სულ არ ყოფილა ტყუილი. ნეტავ ვინმე თუ ყავს მოკლული? ღმერთო ოღონს მკვლელი არ იყოს რა, მაგრამ ჩემთვის რა აზრი აქვს? იმ ქალებმა იკითხონ გამწარებულები რომ ეფლირტავებიან.ამასობაშიც მანაც დაჭყიტა თვალები. არ ვიცი რატომ, მაგრამ უცებ დავხუჭე თვალები. კაცი ფეხზე წამოდგა, ვგრძნობდი როგორ მიყურებდა. ნაზად დამისვა თითები ცხვირზე და ტუჩებზე.გაღიმება მინდოდა მაგრამ თაავი შევიკავე. ალბათ რომ მეძინა უფრო გათამამდა, ჩემს წინ დაიხარა და ლოყაზე რამდენჯერმე ნაზად მაკოცა, ტანში გამცრა, ოდნავ შევიშმუშნე...
ჯინაზე თვალებს არ ვახელდი,ვიცოდი რომ იქ იყო, მისი სუნთქვა სახეზე მელამინებოდა. ოდნავ გავიზმორე და გვერდი ვიცვალე.ველოდებოდი როდის წავიდოდა, ფეხის ხმა გავიგე, ალბათ სხვა ოთახში გავიდა, როგორც კი ხმა მიწყდა, თვალები ვჭყიტე. გული გამალებით მიცემდა. თავი დავიმშვიდე ეს არაფერს ნიშნავდა, ამიტომ თავი ხელში უნდა ამეყვანა, ჩემი საქმე ბოლომდე მიმეყვანა და მშვიდად წავსულიყავი აქედან. მაფიოზის შეყვარება მინდოდა? მაგრამ როგორი კარგი იყო.. ამ ფიქრებში ვუყავი კლაუდიო რომ თავზე წამომადგა.
-გაიღვიძე? როგორ ხარ?-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.-როგორ ხარ? კარგად გეძინა?
-კი კარგად მეძინდა, უკეთესად ვარ ნამდვილად. მართლა უკეთესად ვიყავი.
-მოდი ჭრილობებს მივხედოთდა მერე ვისაუზმოთ.
ჭრილობები სწრაფად დამიმუშავა და სამზარეულოში გადაინაცვლა, აშკარად პირველად იყო იქ რადგან საშინელი ხმები ისმოდა იქიდან. ნელა წამოვდექი და მისკენ წავედი.
-გინდა მოგეხმარო?
-არა, ყოჩაღი ვარ საკმაოდ და თავს გავართმევ. მომნუსხველად გამიღიმა კაცმა და გაზქურის ღილაკების ფუნქციის გარკვევა გააგრძელა.
-დარწმუნებული ხარ?
-აბსოლიტურად.ეს მითხრა და გამარჯვებული სახით მიაჭირა ღილაკს, რომელმაც ნაპერწკლები გაფანტა ჰაერში.- კარგი გნებდები, წარმოდგენა არ მაქვს ეს როგორ მუშაობს.მე გამეცინა. მაცივრიდან კვერცხი და რძე გამოვიღე, მიქსერი მოვძებნე და ბლინების კეთებას შევუდექი. კლაუდიო დაკვირვებით მიყურებდა. ცხობას სწრაფად მოვრჩი. ბანანი და შოკოლადის კარაქი გამოვიღე. ბლინებს გადავუსვი თაფშე დავდე.
-ყავა გინდა თუ ჩაი.
-ცხელი შოკოლადიც მაქვს და ის მირჩევნია.
-კარგი.ყველაფერი სწრაფად მოვამზადე და ლანგარზე დავალაგე.გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში ჩავდე. კლაუდიო კარის ჩარჩოს იყო მიყრდნობილი და თვალს არ მაშორებდა.
-რა ხდება? ვკითხე გაუაზრებლად.
-ჩემს სამზარეულოში ქალი არასოდეს ყოფილა. გაიცინა.არავის მოურთავს ნაძვის ხე.იმედია ახალ სახლში მაინც მექნება ამის ბედნიერება.ვერასოდეს წარმოვიდგენდი ეს თუ უნდოდა.
- ყველაფერს თავისი დრო აქვს, მოვა დრო და ამ სამზარეულოში ქალიც იტრიალებს და ბავშვებიც ირბენენ.კაცს ჩაეღიმა.
-რატომღაც აქ არავინ ჩერდება.
-არ მიკვირს. ჩავიბურდღუნე მე ისე რომ ვერ გაეგო, მაგრამ გაიგო.
-ჩემზე არასწორად ფიქრობ. დასერიოზულდა. გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ თავი შეიკავა. თავი უხერხულად ვიგრძენი.ასე იცის ორას მეტრიანმა ენამ. ლანგარს ხელი მოკიდა და დივანისკენ წავიდა, მეც უკან მივყევი და მის გვერდით დავსკუპდი. ტელევიზორი ჩართო. ანიმაცია გადიოდა, მაგრამ მაინც დიდი ინტერესით მიჩერებოდა ეკრანს, თან ბლინებს შეექცეოდა. მე მოუსვენრად ვიყავი, ჩემი გრძელი ენის გამო.
-მაპატიე რა, ცუდად გამომივიდა.ხანდახან ძაან უტაქტო ვარ ხოლმე.კაცმა გადაიკისკისა.
-ამდენი ხანი ამის სათქმელად ცმუკავდი. სახეში შემომცინა კაცმა.-რა საყვარელი ხარ, ღმერთო.
-მე მეგონა გაწყენინე.
-არ მწყენია, უბრალოდ ძალიან არასწორი წარმოდგენა გაქვს ჩემზე. მინდოდა მეთქვა მომეცი ნება სხვანაირად გაგიცნოთქო. მაგრამ თავი შევიკავე.
-კიდევ სამი თვე გვაქ წინ იმედია წარმოდგენა შემეცვლება.საუზმობას მალე მოვრჩით. კლაუდიომ გაზეთის კითხვა დაიწყო მე კი ფეხები დივანზე შემოვაწყვე, ბალიშს მივეყრდენი და ანიმაციას დავუწყე ყურება. გამიკვირდა ჩემი ბავშვობის დროინდელ ანიმაციას რომ აჩვენებდნენ. მე ბავშვივით ვიღიმოდი.კლაუდიო პერიოდულად ჩემსკენ იხედებოდა და იღიმოდა. ცოტა ხანს ასე ვიჯექით, მერე ტელეფონმა დაურეკა...
-ანა მე ცოტა ხნით უნდა გავიდე,საჭმელი მაცივარშია, ტანსაცმელს მოგიტან..
-სასტუმროში წავალ.
-არა აქ დარჩები! სასტუმროში ვერ მოგაქცევ ყურადღებას.
-არ მინდა მარტოც კარგად ვიქნები, თან სამი დღეა სახლიდა არ გამიხედავს..
-კარგი. მე მალე მოვალ. საღამოს სადმე გავიდეთ..
მაცივრიდან ტორტი გამოვიღე,ერთი ნაჭერი გადმოვიღე, ყავა მოვამზადე, ფილმი ჩავრთე და დივანზე კომფორტულად მოვთავსდი. დიდად ვერ დამაინტერესა, ის უფრო მაინტერესებდა. ის სად წავიდა, ან სად წამიყვანდა. ამ ფიქრებში ძილი შემომეპარა პერსონაჟების ხმა უკვე ბუნდოვნად ჩამესმოდა, ცოტაც და სიზმრების სამყაროში გადავეშვებოდი, მაგრამ არ მაცალეს. კარზე ზარმა დაიწკრიალა. მეგონა სულ რაღაც ნახევარი საათი იყო გასული, ჩემს წინ ჩამოკიდებულ საათს ავხედე. არ მჯერა სამი საათი მეძინა, ზარმა მეორედ დაიწკირალა. სასწრაფოდ წამოვხტი და კარისკენ გავემართე.კარი გავაღე და კაცს გზა დაუთმე. ნელი ნაბიჯით შემოვიდა, პარკები იატაკზე დადო, ეს ყველაფერი ისე გააკეთა, რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია, მხრიდან ჩამოსრილებული ხალათი ხელის ერთი მოძრაობით გამისწორა და სამზარეულოსკენ წავიდა.
-კარგად გეძინა. გამომძახა ოთახიდან. პასუხს არც დალოდებია ისე გააგრძელა. ტანსაცმელი მოგიტანე. ჩაიცვი და გავიდეთ. ჩემს წინ აესვეტა კაცი. მგონი ზომა არ შემშლია.
-სად უნდა წავიდეთ.
- არ გეტყვი დამიჯერე მოგეწონება...



მიხარია რომ მოგეწონატ აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი და მითხარით თქვენ როგორ გააგრძელებდით ისტორიას. <3 <3



№1 სტუმარი Grey

გააგრძელე ძალიან კარგია და არ დაიგვიანო ხოლმე <3

 


№2 სტუმარი Guest lia

შაუკეტესოა
ველოდები ახალ ტავს

 


№3 სტუმარი A

Magaria.... Male dade ra shemdegi moutmenlad veli axal tavs.... Earmatebebi...

 


№4 სტუმარი Guest bubu

dges dade axali tavi, momwons dzalian ar daagviano xolme

 


№5  offline წევრი khatia khatia

კაია ძAააანნნ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent