შენ ყველაფერი შეცვალე (სრულიად )
უცნაურად დაიწყო მაგრამ ბედნიერად დასრულდა.! არ გეგმავდნენ სიყვარულს, მითუმეტეს ერთმანეთის შეყვარებას . თავისით მოხდა ყველაფერი, ერთი შეხედვით მოწონება, მერე ფიქრი, ბევრი ფიქრი, ნერვიულობა , შიში, გაქცევა ერთმანეთისგან გარესამყაროსგან , როგორც ხდება ხოლმე როცა ახალი ისტორია იწყება. ეს ისტორიაც არაფრით განსხვავდებოდა სხვა სასიყვარულო ისტორიებისგან, აქაც უყვარდათ და შორდებოდნენ, მერე ისევ რიგდებოდნენ, ბოლოს ერთად რჩებოდნენ ან არ რჩებოდნენ. სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ალექსანდრა იმ დარბაზში. არ უყვარდა არც ბოქსი და არც მისი მსგავსი სხვა სპორტი , ძალადობას ვერ იტანდა მაგრამ სრულაიდ შემთხვევით აღმოჩნდა დაბურულ , ჭუჭყიან დარბაზში , -ალქსანდრააააა , გოგო მთელი საღამოა გირეკავ გავგიჟდი არ იღებ ან გათიშულია ხო კარგად ხარ ? კივილის ხმა გაიგო ტელეფონში, მაშიკო გაჰკიოდა რათქმაუნდა . -ვაიმეე მაშო , ხომ იცი სახლში ხან იჭერს ხან არა , რა გავაკეთო დავიტანჯე ქსელი რომ შევიცვალო მერე ნომერიც უნდა შევიცვალო მაშინ და ეგ კიდევ არ მინდა და თან მგონი აქ საერთოდ არ იჭერს არცერთ ოპერატორს -უიმეეე კარგი ხოო , მეთქი რამე მოხდა და დაგემართა , რით ვერ მივეჩვიე რომ სულ ასეა შენი ტელეფონი არ ვიცი ! იცი რატომ ვრეკავ ასეთი გამწარებული? -ჰოო აბა მითხარი რამე ხდება? -ახლავე მოდიხარ და ჩემთან რჩები -რატო რა ხდება? -ბებოა ცუდად და ჩემები მიდიან მთელი კვირით , გაგა იტალიაშია, ზბორებზე -კაი პატარავ ჩემებს ვეტყვი და წამოვალ -ხოოოო გელოდები -კაიიი დილით ლექციები ხომ გაქვს შენც? -ხოო და ნუ მახსენებ , მეზარება წინასწარ -ნუ ხარ მკვდარი , დილით ფეხზე აგაგდებ და წავათ თუ არ გინდა შტურმით ავიღო მთელი კორპუსი -კაი ჰოო მოდიი! მაშო და ალექსანდრა ბავშვობიდან ერთად არიან , ერთი სკოლა დაამთევრეს , მეერე ერთ უნივერსიტეტში ჩააბარეს , სხვადასხვა ფაკულტეტზე მართალია მაგრამ მაინც ამთხვევდნენ ლექციებს რომ ერთად ევლოთ. პირველად მესამე კლასში გაიცნეს ერთმანეთი, მაშო რომ გადავიდა ალესანდრას კლასში სხვა სკოლიდან მაშინ. ორი ერთმანეთისგან განსხვავებული გოგო, მაშო ქალაბიჭა, უხეში, ალექსანდრა მეტიჩარა , ლამაზი და ზუსტად ისეთი ფეხებზე რომ კიდიათ ყველაფერი , ასეთად დარჩა ბოლომდე, მაგრამ არასდროს გადასულა ზღვარს . მოკლედ გაუგეს ერთმანეთს და როგორ მაინც ვერ იგებენ , იმდენად სხვანაირები არიან. სადაც მაშო იქ ალექსანდრა , სადაც ალექსანდრა იქ მაშო, საუკეთესო მოსწავლეები, სკოლაში ყოველთვის ჩანდნენ, ალექსანდრას ხასიათს და სიბეჯითეს მისი სილამაზეც უწყობდა ხელს, ძნელი იყო ერთხელ ენახა ვინმეს და არ დამახსოვრებოდა. იზრდებოდა და იცვლებოდა თანდათან , სექსუალურ, ჭკვიან და საკმაოდ უცნაურ ქალად ჩამოყალიბდა. უცნაური იმიტომ რომ სხვებს არ გავდა , ტყუილი არ უყვარდა , პირში თმქას ამჯობინებდა ,ხშირად უქმნიდა პრობლემებს სხვა დანარჩენთან ერთად სიჯიუტეც, მაგრამ დიდად არ განიცდიდა, ისეთი იყო როგორიც იყო და არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლებოდა. მთიულისთვის დამახასიათებელი აფსოლუტურად ყველა თვისება იყრიდა მის პიროვნებაში თავს , სუფთა სისხლის მთიული, ხშირად უსვამდა ხაზს თვითონ ,რადგან ძალიან მოსწონდ და ამაყობდა, რას შევადარო არ ვიცი , ალბათ უფრო ჯიხვს, კლდეებისკენ რომ მიიწევს , ეჭიდება სალ კლდეებს და არ ეშინია ,რომ ფეხი დაუსხლტება და დაეცემა.რომც დაეცეს მზადაა წამოდგეს და იგივე გზის გავლა თუნდაც მეასედ სცადოს. ბოლოს მაინც მიდის დანიშნულების ადგილას, რის ფასად უჯდება ეს მხოლოდ თვითონ იცის მაგრამ არა აქვს მისთვის მნიშვნელობა. მაშო ზედაპირულია, ადვილად უყურებს ყველაფერს , ღრმად არასდროს იხედება, სისულელეების კეთებაში უბადლოა სწორედ იმიტომ , რომ ბევრს არ ფიქრობს, ბევრს კი არა ზოგჯერ საერთოდ არ ფიქრობს . სპონტანურობით ავსებდა სწორედ მეგობარს.ხშირად აფერადებდა კიდევ უფრო მის ცხოვრებას ,შეეძლო საოცარი სიურპრიზი მოეწყო, სადმე მოტყუებით წაეყვანა და დაუვიწყარი დღე ეჩუქებინა, პაემანი მოეწყო ბიჭთან რომელთანაც ალექსანდრა ნებით არასდროს წავიდოდა , მაგარ ფართიზე მიეყვანა მოტყუებით ,იმდენი ექნა , რომ ჩხუბით დაემთავრებინა ნებისმიერი სიტუაცია, ამიტომ იყო , რომ სკოლაში გოგოები ვერ იტანდნენ ვერცერთს . რაღაც სისულელეს გააკეთებდა ან იტყოდა ბოლოს კი ალექსანდრას იმედად რჩებოდა. წარმოიდგინეთ ძმაკაცური სიტუაციები, გარჩევები, ჩხუბები, „პაძერშკები“ ,ოღონ გოგოშკურად . გვიანი იყო , მამამ ტაქსი გაუჩერა ალექსანდრას და გაუშვა მაშოსთან . -მოდიიი პატარავ მოდიიი თორემ ხო იცი მარტო რომ ვარ სულ იმ დებილზე ვფიქრობ და ცუდად ვხდები -უიიმეეე კიდე გიორგიზე ლაპარაკობ? საცემი ხარ ! ჯერ იმიტომ რომ საერთოდ არსებობდა ეგ ბიჭი და მერე იმიტომ რომ კიდე იმაზე ფიქრობ -რა გავაკეთო მაგნიტივით ვიზიდავ ცუდ ბიჭებს ხო იცი -ჩემზე მეტად არა მაშო , უბრალოდ მე ვიცი როგორ მოვიგერიო, შენ კიდე შტერი ხარ -კაი ხოო მოდი კოფეეე გააკეთე რა შენ რო იცი ისეთი , მანდ კარადაში გაგას ჩამოტანილი ყავა დევს ბრაზილიური და ის გააკეთე რაა. გაგა მაშოს ძმაა , კაი გოგოს ძამიკო. ალესანდრა ასე ეძახდა სულ , ნერვებს უშლიდა , გაგა ორივეს ძმა იყო მხოლოდ მაშოსი არა ,ვერ არჩევდა ერთმაეთისგან ალექსანდრაც ისე უყვარდა როგორც მაშო , ასე იყვნენ გოგოებიც, გიჟდებოდნენ გაგაზე. რომელი საათიც არ უნდა ყოფილიყო, როგორი ამინდიც სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ გაგასთვის ერთი ზარიც საკმარისი იყო, რომ მთელი თბილისი ფეხზე იდგა და გოგოებს ცივი ნიავიც არ ეკარებოდათ. ალექსანდრას მშობლებიც კარგად იცნობდნენ მაშოს და გაგას. ოჯახისწევრებად თვლიდნენ, მითუმეტეს რომ დედისერთა იყო და ისინი ასრულებდნენ დაძმის მოვალეობას ყოველთვის . მხოლოდ ერთ სახლში არ ცხოვრობდნენ, გაგა მთლიანად იყო ჩართული ალექსანდრას და მაშიკოს ცხოვრებაში . ის ღამე არ უძინიათ , მაშომ უკვე მერამდენედ დაიწყო დეტალურად მოყოლა იმ ამბის თუ როგორ გაიცნო გიორგი, მერე როგორ აიძულა ბიჭმა შეყვარებოდა , მერე როგორ უღალატა სკოლაში ყველაზე საზიზღარ გოგოსთან , მერე როგორ დაშორდნენ , ისევ შერიგდნენ ისევ დაშორდნენ და ასე დაუსრულებლად სანამ გაგა არ ჩაერია და ფაქტიურად აიძულა მაშო საერთოდ მოეშორებინა თავიდან ! „პიჟონი“ გიორგი, ასე ეძახდა გაგა. მხოლოდ ამ სიტყვას იმეტებდა გაგა გირგის როცა ახსენებდა ,. ისიც ძალიან იშვიათად იმდენად ვერ იტანდა. ალექსანდრასაც უკვე იმდენჯერ ჰქონდა მოსმენილი ეს ისტორიები, და უფრო მეტიც უშუალოდ მონაწილეც კი იყო მაშო მის გარეშე ერთ ნაბიჯს არ დგამდა , არ უჯერებდა არაფერს , მაგრამ უყვებოდა აუცილებლად ან თან მიყავდა ყველგან.მაშო კი მაინც ყვებოდა განუწყვეტლივ , ალბათ იმიტომ რომ ენატრებოდა და გახსენებით იკლავდა მონატერბას, მეგობარიც უსმენდა უკვე დაზეპირებულ ისტორიას და აფიქსირებდა თავის მკაფიოდ გამოხატულ აზრს , რომელიც ბევრჯერ ჰქონდა უკვე მაშოსაც მოსმენილი -მაშიკოოო გეყოფა რაა ეხლა თუ იტირებ იცოდე მოგკლავ -არა გოგო არ ვტირი , კარგი ხოო მეტირება რა ვქნა ვერ დავივიწყე, არა განა ვერ დავივიწყე ისე მივეჩვიე რომ მაკლია ახლა -გოგო კაცაძესთან გიღალატა საკუთარი თვალით ნახე , მაგის მერე შერიგდით და ზუსტად 3 ჯერ დაშორდით ისევ იმის მიზეზით, ეჭვიანი და ავადმყოფია ოღონდ გამაგებინე მისი რომელი თვისება გაკლია და გენატრება? -ოოო შენ არ გყვარებია არავინ და არ იცი . ამ კინკლაობაში ჩაეძინათ გამთენიისას.დილით ვერ გაიღვიძეს მთელი ღამის უძილოებმა და ვერც უნივერსიტეტში წავიდნენ. მაშომ კმაყოფილმა გაიღვიძა ისედაც ეზარებოდა ლექციებზე წასვლა , ალექსი წუწუნებდა , უყვარდა ფსიქოლოგია, ლექტორიც ძალიან მოსწონდა . ის დღე უდარდელად გაატარეს , სახლში, მუსიკა, ცივი ყავა ,ეზოში მზეს ეფიცხებოდნენ როცა მაშოს იდეალური აზრი მოუვიდა თავში. -მოდი დღეს კლუბში წავიდეთ -რაო დიდი ხანია არ გვიჩხუბია? -ოოო არა რააა პროსტა ცეკვა მინდა დაგდებამდე -კაი წავიდეთ იმ კლუბში ოღონდ მე რომ მიყვარს -კაარგი პატარავ. საღამოს გოგოები გამოეწყვნენ მოკლე კაბებში და ქუსლიან ფეხსაცმელებში, მსუბუქი მაკიაჟით შემოიფარგლნენ ამჯერად და ტაქსით წავიდნენ. კლუბთან არ იყვნენ ჯერ მისულები მაშომ გიორგი რომ დაინახა და ტაქსი გააჩერა , ძალით გადაათრია ალექსიც. -რას აკეთებ გოგო გაგიჟდი? -აუუუუუ მაშ წამო გავყვეთ რა მაინტერესებს სად მიდის -სულ აურიე? თავი სერიალში გგონია? თან ნელი ნაბიჯით მიჰყვებოდნენ უკან გიორგის -გეხვეწები რაა ეს ერთხელ და აღარასოდეს გთხოვ მეტჯერ ასეთი სისულელეის გაკეთებას. -გოგო რომ შემობრუნდეს და დაგვინახოს რას უპასუხებ , უკან მოგვებითო? -მოვიფიქრებ რამეს წამოდი ჩქარა , ჩუმად ოღონდ ქუსლები არ აკაკუნო -ვაიმეე მაშო ამისთვის გაგამწარებ 10 წუთი იარეს ზუსტად და მიადგნენ ძველ შენობას გიორგი იქ გაუჩინარდა ვეღარ შეამჩნიეს საით წავიდა მაგრამ სამაგიეროდ კარგად გაიგეს ყვირილის და შეძახილების ხმა -აქ შევიდა ალბათ წამო აბა რა ხდება ვნახოთ. შევიდნენ შენობაში და თავი დარბაზში ამოყვეს, ბრძოლები იმართებოდა რათქმაუნდა უკანონო . შეერივნენ მაყურებელს და რინგის წინ დადგნენ. -ეეეეეე რა მაგარიაა -რა არის გოგო მაგარი ამაზე საშინელი სპორტი არ არსებობს . -კაი რაა პირველად ვარ ასეთ ადგილას , საქართველოშიც თუ ხდებოდა ასეთები არ ვიცოდი. თავი ფილმში მგონია -გოგო თუ აკვირდები სულ 5 ქალია აქ და ორნი ჩვენ ვართ, რომ მოგვიბრუნდნენ ეს ბიჭები აქედან ცოცხლები ვეღარ გავალთ , გავიპაროთ სანამ დროა. -ვუყუროთ სანამ აქ ვართ რააა წითლად შემოხაზულ რინგზე ორი ბიჭი იდგა, ერთი მაღალი , დაკუნთული, შავ თმიანი იყო მეორე თავგადაპარსული, მაღალი და ისიც დაკუნთული, სხვანაირად როგორ ისინი ხომ სპორცმენები იყვნენ ალბათ რამდენს ვარჯიშობდნენ. ერთერთმა მეორეს დაარტყა , შავთმიანი ძირს დაეცა პირდაპირ ალექსის წინ . დაჰყურებდა ალექსი ზემოდან და და უკანკალებდა ხელ-ფეხი , აღარ ახსოვდა რომ ამდენ ბიჭებში იდგა და ეშინოდა ამდენი კაცის , ალხა ის უფრო ადარდებდა რომ ამდგარიყო მის წინ დავარდნილი და იმ მელოტისთვის პასუხი დაებრუნებია. შავთმიანმა ახედა ქვემოდან აკანკალებულ ალექსს და წამოხტა უცბად ფეხზე , ბრძოლა გაგრძელდა , დაძაბულობისგან სულ აცახცახდა მაშოც , ის რომელს გულშემატკივრობდა ვერ გაიგებდით მაგრამ ალექსს კი ნამდვილად ეტყობოდა ვისი გამარჯვება უფრო უნდოდა. შავთმიანმა დაასრულა ტრიუმფით ის ბრძოლა , მელოტი დასისხლიანებული ეგდო ძირს და ძლივს ახელდა თვალებს. -ვაიმეე მაშო წავედით ახლავე თორემ ამაღამ კი არა მარტო ალბათ თვეები ვეღარ დავიძინებ -კაი ხო წავიდეთ . ძლივს გააღწიეს დარბაზიდან დაძვრებოდნენ ხალხში, კარს ძლივს მიაგნეს და ის ის იყო გავიდნენ ალექს უკდან ხელი ვიღაცამ რომ მოკიდა ხელზე. -მოიცადე ერთწუთს -რა გინდათ -მადლობა -რისთვის? -წეღან გადამარჩინე -მეე?არამგონია -კიი კიი როგორ არა სახელი მაინც მითხარი -ალექსანდრა გააშვებინა ხელი და მაშოსთან გაიქცა , ტაქსი გაეჩერებინა და მისამართს ეუბნებოდა უკვე სახლში რომ წასულიყვნენ. ჩასხდნენ და წავიდნენ. შავთმიანი იდგა და უყურებდა სანამ თვალს არ მოეფარა მანქანა. -გოგო ვინ იყო? -ის იყო ბრძოლა რომელმაც მოიგო -რა უნდოდა? -არ ვიცი ვერ გავიგე რა მნიშვნელობა აქვს , ძალიან დავიღალე როდის მივალთ ერთი სული მაქვს - ვაიმეე ასეთი საინტერესო საღამო როდის გვქონდა ბოლოს გახსოვს ? -მაშო დღეს გაგვიმართლა რომ გადავრჩით , ამის გამო ერთხელაც იქნება მოგკლავ -სულ ნუ წუწუნებ რააა. სახლშიც მივიდნენ ამასობაში და პიცა გამოიძახეს.მაშო კომპიუტერში შეძვრა და გიორგის გვერდს ეძებდა FACEBOOK -ში . ალექსანდრა ფანჯრის რაფაზე შემოჯდა და ცხელ ყავას მიირთმევდა . დაფრინავდა სადღაც . თვალწინ ის ბრძოალ ედგა ცოტახნის წინ რომ ნახა . ვერც იმ თვალებს ივიწყებდა გასასვლელში რომ დაედევნა და დაჟინებით უყურებდა .არ ამოსდიოდა თვალებიდან . ასე არ ემართებოდა არასდროს. პირველად მოხდა რომ არ უნდოდა და ეფიქრებოდა , რაღაცას განიცდიდა , არ ესმოდა რა ემართებოდა . ალექსი ცდილობდა გონებით ეცხოვრა , ბევრს ფიქრობდა და ისე წყვეტდა მნშვენლოვან საკითხებს , დაუფიქრებლად ნაბიჯს არასდროს გადადგამდა, ალბათ ეშინოდა რომ რამე მოხდებოდა და თავის ცხოვრებაზე კონტროლს დაკარგავდა. წარმოუდგენელი იყო მისთვის გრძნობა რომელიც მას აკონტროლებდა . ბოლოს ბავშვობაში მოხდა რომ ვერ დაიცვა საკუთარი თავი სხვებისგან , როცა მეგობარმა ისეთი რამ გაუკეთა რასაც უცხო არ გაუკეთებდა , ბავშვური ამბავი იყო მაგრამ ისეთი მგრძნობიარე ადამიანისთვის როგორიც მაშოა თითქმის სამყაროს დასასრულს ნიშნავდა. -ალექს კარი გააღე რაა მგონი პიცა მოვიდა არც გაუგია მაშოს სიტყვები , კარზე ზარის ხმა ხომ საერთოდ . -გოგო გესმის? -ჰა? -პიცა მოვიდათქო.!!!! უიმეე ხო მშვიდობა გაქვს რამ გაგაშტერა , მე გავაღებ დაჯექი შენ შეიძლება საკეტსაც ვერ მიაგნო. მაშომ გაიარა ეზოს ბილიკი და რკინის კართან მივიდა რომელიც მაღალი გალავნის შუასი იყო მოთავსებული. კურიერი იყო მართლაც გამოართვა თავისი პიცა -ჩვენ ერთი შევუკვეთეთ აქ ორია , სეგეშალათ ალბათ -დღის აქციაა , ერთს უკვეთავთ და მეორეს გჩუქნიან .1+1 გაუღტიმა სიმპატიურმა კურიერმა -ააააა კაი მადლობა . -არაფერს გოგო ნახეეე რაღაც აქცია ყოფილა და მეორე გვაჩუქეს. -ჰოო? კაია . ალექსის უხასიათობას უკვე ზღვარი აღარ ჰქონდა , მაშოს ვერ გაეგო რა ჭირდა. ისე უხასიათოდ ჭამდა თავის არჩეულ პიცას , და ისეთი სახე ჰქონდა , იცოდა არ უნდა ეკითხა უარესად გააღიზიანებდა მაგრამ მაინც კითხა ვერ მოითმინა -ჰა თქვი ეხლა თუ გაწამო და ისე გათქმევინო -გოგო იის ბიჭი , რომ გაიმარჯვა და გამომედევნა -აჰა ! გასაგებია , ბიჭი .წარმოუდგენელია ალექსანდრა შენ ბიჭზე ფიქრობ ? გოგო მე უკვე ლეზბოსელი მეგონე -რა დებილი ხარ , უბრალოდ რაღაცნაირი თვალები ჰქონდა -როგორი პატარა ? -შავი და ლამაზი , თბილი, უძირო და რავი რაა არ ამომდის თავიდან -შენ ერთი ნახვით შეყვარების გჯერა ? -რაებს ბოდიალობ , უბრალოდ ასეთი თვალები არსად მინდახავს -მე არ ვბოდიალობ შენ ბოდიალობ , ძლივს ვიღაც მოგეწონა . არ დავკვირვებივარ სიმპატიური იყო რადგან თქვენი უდიდებულესობის მოწონება დაიმსახურა . -მოკლედ შენთვის თქმაა აზრი არ აქვს ხოოო , ეხლა სულ მაგაზე უნდა მეღადავო? -არა ჩემო ლამაზო , შენი გრზნობებით ხომ არ გავერთობი ხმას აღარ ამოვიღებ -დაეგდე ეხლა დაიძინე მაშო ჯიქია ნუ მომაგუდინებ თავს . ის ღამე აღარ გაუთენებიათ, ალექსსაც მშვიდად ეძინა, საანამ თვალებს დახუჭავდა ერთი რჯერ კდიევ წარმოიდგინა შავთვალებიანი ბიჭის სახე, მერე ჩაეძინა. დილით ლექციაზე წავიდა, მაშო ვერ ააგდო ლოგინიდან , არც ცივმა წყალმა უშველა სახეზე რომ მიასხა ხელით , არც მუქარამნ არც ჩხუბმა არც მოფერებამ ბოლოს თავი დაანება კარი გარედან ცაკეტა და წავიდა. უნივერსიტეტში რომ მივიდა , კარებთან ირაკლი დახვდა , ჯგუფელი , მეგობრობდა ალექსი, კარგი ბიჭი იყო ,საყვარელი ,თბილი და მეგობრული. -აკუნა როგორ ხარ ? -კარგად ალე შენ ? გოგო წეღან ვიღაც ბიჭმა გიკითხა თურმე ნინიამ მითხრა -მეე? ბიჭმა? -ჩვენი უნივერსიტეტიდან? -არაა უცხო იყო აქ არსად მ ინახავსო. -რა უნდოდაო? -არაფერი უბრალოდ უკითხია თუ იცნობთ და ხომ არ იცით სად არისო. -უცნაურია, თუ კდიე მიკითხა დამიზახეთ, წამო რა ლექციაზე , მარტო არ დამტოვო. -ჰოო მოვდივარ დღეს გადავწყვიტე ყველა ლექციას ბოლომდე დაესწრო. საღამო იყო უკვე რომ დაუმთვარდათ ლექციები და სახლში წავიდნენ. -წამო გაგაცილო, გაგა რატომ არ მოვიდა? -გაგა ზბორებზეა , არ მინდა წადი შენ ნახე ნინია ი9ს გააცილე იქნებ როგორმე დაკერო კდიეც , მე არაფრეი მომივა დაგირეკავ რომ მივალ - კაარგი ჩემი ჯიგარი გოგო. ალექსანდრა მეტროში ჩავიდა და უკვე ვაგონში უნდა შესულიყო რომ იგრძნო ვიღაც როგორ მიყვებოდა უკან . უნივერსიტეტის გასასვლელიდან შენიშნა მაგრამ ეგონა ეჩვენებოდა და ვიღაც თავისი გზით მიდიოდა მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო , -იგივე ვაგონშიც? ნეტა ვინ არის ? ან მართლა მე მომყვება? ფიქრებში გართულს კინაღამ დაავიწყდა რომ თავის გაჩეება იყო და უნდა გასულიყო, მოასწრო და გაზვრა კარებში, უცნობი უკვე გარეთ ელოდებოდა ზურგით იდგა მისკენ , თითქოს იცოდა რომელ გაჩერებაზე უნდა გასულიყო. ალექსს აღარ შეუმჩნევია და დამშვიდებულმა გააგრძელა გზა ,ეგონა მოეჩვენა. -რას ულელი გოგო ხარ რატომ უნდა მომყვებოდეს ვინემ. გაეცინა თავის ფიქრებზე ამასობაში სახლშიც მივიდა.მაშო გაწეწილი დაბოდიალობდ ასახლში და კიდე ეძინებოდა. -აუუუ ალეეეეე , ყავააა -მემელოდებოდი? -ხოო არ ვიცი რა მწირს ასვასაც ვერ ვაგნებ ისე ვარ გაბრუებული . -დაიძინე მიდი გავაკეთებ და გაგაღვიზებ მაშო თითქოს ელოდებოდა როდის ეტყტოდა ალექსანდრა ისე ეცა ლოგინ და გააგრძელა ძილი. არც ის გაუგია როგორ დაუძახა მეგობარმა ყავა დალიეო , არც ის სიცხე გაქვსო რომ უთხრა ალექსანდრამ , ვერც წამლის დალევა გაიგო იწვა მთელი დღე და ეძინა. საღამოს გაიღვიზ ამხოლოდ, -მააშ დაგიწია? ვირუსი გაქვს ალბათ სიცხე გქონდა იმიტომ ვერ ფხიზლდებოდი. -აუ ხო? უუუფ , იმიტომ მტკივა ყველაფერი? -ხოოო პატარავ აჰა ეს დალიე და დაწექი , სამდგღიანი ვირუსი ყოფილა რაღაც დედამ დამირეკა მეც ცუდად ვარო. -ჯანდბა , შენ სად მიდიხარ ? -ბიბლიოთეკაში სამი პრეზენტაცია მაქვს , აბაშიძესთან ქულა მაკლდება , უეჭველი უდნა მივუტანო პრეზენტაცია თან საუკეთესო. -წადი ხოო არ იდარდო აღარ ვარ სიე ცუდად. გაიხურა ალექსანდრამ ეზოს კარები და ფეხით ჩაუყვა ქუჩას. არ უყვარდა ტრანსპორტი, ფეხით ერჩივნა სიარული, სიამოვნებდა საღამოობით მითუმეტეს , თბილისის ქუჩებში სეირნობას არაფერი ერჩივნა, ავლაბირის მეტროსთან არ იყო ჯერ მისული ისევ რომ მოეჩვენა.ამჯერად მანქანა , შავი აუდი .დაბურული შუშებით და საკმაოდ ძვირადღირებული ნომრით. -ნეტა მე მომყვება ? თუ ესეც მეჩვენება ?არა ასკარად მე მომყვება, აუუ გაგა სუნდა ვუთხრა როდის ჩამოვა რააა , უკვე მაშინებს , მართლა მაშინებს , ფიქრეებში გართული ავიდა ყვითელ ავტობუსში და ახლა უკვე ფანჯრიდან აკვირდებოდა როგორ მიყვებოდა ის შავი მანქანა ავტობუსს. -მააშ როგორ ხარ აბა -ისევ სიცხე მაქვს პროსტა ისეტი მაღალი არა მიხვედი უკვე ? -არა გოგო ავტობუსში ვარ აუუ მგონი ვგიჟდები მარა გუშინდელის მერე ვიღაც უკან დამყვება -დაგყვება? -ხოო გოგო გუშინ მეტროშიც ჩამომყვა ,დღეს სახლიდან ამედევნა მანქანით ოღონ შავი აუდია დაბურული , ავტობუშში ავედი და ახლაავტობუსს მოყვება -დარწმუნებული ხარ რომ არ გეჩვენება? -აუ გუშინ მეც ვიფიქრე მეჩვენებათქო მარა დღეს გადავიფიქრე ,დაღდად მე მომყვება -ნუ მიხე თქავ გულს გეხევწები რომშეხვალ ბიბლიოთეკასი მომწერე -კაი , 5 წუთში მივალ ჩავიდა ალექსანდრა გაჩერებაზე და მანქანაც გაჩერდა .ერთხელ გახედა და უცბად სექანდა ბიბლიოთეკაში. მოვედიო მიწერა მაშოს და აირბინა კიბეები. ძლივს უყრიდა ფიქრებს თავს, კონტროლს კარგადვდა, კონცენტრირებას ვერ ახდენდა წიგნზე წინ რომ ედო. შიშს გრძნობდა და ვერაფრით გაეგო ვინ ან რატომ დაყვებოდა უკან.თავზე დააღამდა და მხოლოდ ორი თაბახის ფურცლის ამოწერა მოახერხა , ისიც ძლივს , წინადადებებს ვერ აწყობდ აისე იყო დაბნეული, ორ სიტყვას ვერ აბამდა ერთმანეთზე არადა ასე არასდროს ემართებოდა. ჟურნალიტიკა იმიტომ აირჩია რომ განსაკუთრებული მეტყველების და წერის უნარი ჰქონდა, ახლა კი აზრი ვერ გადაჰქონდა ფურცელზე. დაიტანჯა. ბოლოს გამოვიდა ბიბლიოთეკიდან თაბახის ფურცლებით და წიგნით ხელში და ავტობუსს ელდოებოდა გზის მეორე მხარეს ისევ ის მანქანა რომ შენიშნა. შეეშინდა , მაგრამ არ შეიმჩნია , ისე ეჭირა თავი ვითომ ვერც კი ამჩნევდა ისე ვაიდა ავტობუსში დასახლიში წვაიდა. მანქანა ისევ მიყვებოდა ,სახლშიე კორტივით მიაცილა. ასე გაგრძელდა კიდევ სამი დღე დაყვებოდა მანქან უკან ისე რომ ერთხელაც არ ცაუწევია შუშისთვის არ გადმოსულა მანქანიდან და პოსტიც არასდროს მიუტოვებია. ალექსანდრა არ იმჩნევდა მაშოც გააფრთხილა იცოდე გაგას თუ ეტყვი მოგლავო, არც ირაკლის ეუბნებოდა არაფერს. ერთ საღამოსაც დაბადებისდღიდან თავის სახლში ბრუნდებოდა ნერვები რომ მოეშალა , მივიდა გაჩერებულ მანქანასთან და შუშაზე მოიკაკუნა.ეს იყო ყევლაზე გაბედული ნაბიჯი.-ჯანდაბას თუ მომკლავს მომკლას , თუ არადა გავიგებ ვინ არის და რა უნდაო,ჩაილაპარაკა და მიუკაკუნა ფანჯარაზე. მძღოლმაც ჩაუწია და შეხედა.ეცნო ალექსანდრას ის შავითვალები მანქნაიდან რომ უყურებდა. -უკაცრავად , მამიკომ დაცვა დამინიშნა და არ ვიცი? -ვერ გავიგე ? -5 დღეა უკან დამყვები, პირველად ფეხით მერე ამ მანქანით. -შემამჩნიე? -ჰოო შენ გგონია უჩინარი ხარ ? -ხო მეგონა ვერ დამინახე -რა გინდა აბა? რატომ დამყვები, სახელმწიფო საიდუმლოებას მე არ ვინახავ რომ ჯაშუში გამოეყოთ ამიტომ ვერ ვიგებ რა გინდა -ვერ მიცანი? -ვერა ,უნდა გიცნობდე? -იმ დღეს დარბაზში ბრძოლა რომ იყო , მართლა არ გახსოვარ ? -არა ! იქ იყავი? -მე ის ვარ კარებში რომ დაგეწია და მადლობა გითხრა -ააააააა , ხო გამახსენდა მერე ? -მერე ის რომ შენი გაცნობა ძალიან მინდოდა და -და მაგიტომ დამყვები? უნივერსიტეტშიც შენ მიკითხე? -ხოოო -როგორ მომაგენი? -არ აქვს მნიშვნელობა ,რაც ძალიან მინდა ყოველთვის ვახერხებ. -ხოდა ეხლა მოინდომე ძალიან და თავი დამანებე ,ესკორტი არ მჭირდება. -არ შემიძლია. -მაშინ მსდიე ეგრე უკან -ერთი კითხვა მაქვს , იქ რას აკეთებდი? -და შენ რას აკეთებდი? -მე ვჩხუბობდი. -მე ვუყურებდი -ეგ ვიცი მაგრამ რატომ , რასაც მე ვხედავ სულ სხვანაირი ხარ იქ შენნაირი გოგოები არ შემოდიან ხოლმე -შემთხვევით მოვხვდით მე და ჩემი დაქალი ,პირველად თან და მეტჯერ მოსვლის სურვილი აღარ გამჩენია, ინტერვიუ დასრულებულია ეხლა მე წავალ სახლში, შენ ჩაჯდები შენს მანქანააში და ჩემს ირგვლივ აღარ დაგინახავ. -მე წაგიყვან. -არა თთვითონ წავალ. -ჩაჯექი გვიანია მე მიგიყვან. -არათქო გითხარი. -ალექსანდრა გთხოვ და გპირდები აღარ გამოგყვები უკან მეტჯერ -სახელი მაინც მითხარი -ნიკა მეტრეველი -მანიაკი ხარ ? -ვგავარ ? -არა !კაი მეტჯერ აღარ გამომყვები? -არა -კაი ჩაუჯდა მანქანაში და წავიდნენ. -მოვედით -ხოო ვხედავ ნახვამდის. ეს იყო იმ დღეს მეტი არაფერი მომხდარა , ალექსნადრა სახლში ავიდა და დაწვა, მაშოს დაურეკა და ახალი ამბავი მოუყვაა ,იწივლა ,იკივლა მაშომ, რა უხაროდა ვერ გაეგო ალექსანდრას, მაგარმ თვითონ მაშომ კი იცოდა, ხვდებოდა რომ ინტერესს იწვევდა ის ბიჭი მის უკარება მეგობარში და უხაროდა. მეორე დღეს უნივერსიტეტში წავიდა , ამჯერად მანქანა აღარ გაყოლია ისიც იმიტომ რომ ნიკა იქ დახვდა . -გამარჯობა მშვენიერო -ნეტა რატომ ვიფიქრე რომ აღარ გამომეცხადებოდი? -ანუ ჩემზე ფიქრობ! გაიცინა ნიკამ არა უფრო ჩაიღიმა ეშმაკურად -არა რაა? არა კი .აუუფ ხო მეგონა გაქრებოდი -არ მეგონა თუ იბნეოდი კიდეც , ან რატომ უნდა გავმქრალიყავი? -რავი აბა , ან რატომ გამოჩნდი? -იმიტომ რომ მომწონხარ -გასაგებია, კაი მაგვაინდება ლექციაზე -აქ გელოდები, დაააწია ნიკამ სიტყვები და მართლა დაელოდა. მაშო რომ გამოვიდა და ნიკა ისევ იქ დაინახა გაიღიმა , გაუხარდა , მასაც მოეწონა და იმიტომ , საერთოდ პირველად მოეწონა ბიჭი ასე ძალიან , სიამოვნებდა მასთან ლაპარაკი და ურთიერთობა .ამიტომ არ არიდებდა თავს , როგორც სხვა დანარჩეენებს, არ ეუხეშებოდა , არ დასცინოდა , არ სთხოვდა თავი დამანებეო. -სად წვაიდეთ? -და რა იცი რომ სადმე გამოგყვები? -ვიცი ! -=ხოდა საიდან. -იქიდან რომ შენც მოგწონვარ -ოჰო როგორი დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში. -წამო რაა ჩემს საყვარელ კაფეში წაგიყვან ,შენც მოგეწონება -შენ საიდან იცი რომ მომეწონება? -ვიცი , მე ბევრი რამე ვიცი, ახლა ასე ვიშაიროთ? -ხოოო სახალისოა ასე საუბარში ისევ მის მანქანაში აღმოჩნდა შემდეგ კი მთაწმინდაზე კაფეში. ვერანდაზე დასხდნენ , საოცარი ადგილი იყო, მთელი თბილისი ჩანდა ხელისგულივით, უკვე ბინდდებოდა და ნელნელა თბილისი ლამპიონების შუქში ეხვეოდა, სწორედ ასეთი თბილისი უყვარდა ალექსს. მოხიბლული იყურებოდა და აკვირდებოდა ყველა წერტილს -რა ლამაზია! აი ასეთი თბილისი მიყვარს ზუსტად . -ხომ გითხარი მოგეწონებათქო -უცნაური ადამიანი ხარ ნიკა, იმ დღეს ისე იბრძოდი, ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთი რომანტიულიც იქნებოდი. სხვანაირი წარმოდგენა დამრჩა შენზეც და იმაზეც ვისაც ეჩხუბებოდი . ზოგადადად მგონია რომ ეგ სპორტის მეტი ყველაფერია, ძალადობაა მაგრამ შენ ისეთი გამწარებული იქნევდი ხელებს ... - დაკვირვებული თვალიც გქონია ლამაზთან ერთად, ეგ სპორტი ჩემი ცხოვრებაა, ყველაფრის არსია მეტი აღარაფერი გამაჩნია, როცა ვჩუხბობ ვმშვიდდები - რატომ მშობლები და ახლობლები არ გყავს ? ან მეგობრები -მშობლები დაიღუპნენ შარშან ავარიით, ერთი მამიდაშვილი მყავდა ერთად გავიზარდეთ ისიც ავარიით დაიღუპა, მეგობრები კი მყავს მაგრამ ... -მაგრამ მაინც გგონია რომ მარტო ხარ -ხო ზუსტად ეგრეა -და მეე ნიკა? ჩემგან რა გინდა? -ხომ გითხარი მომწონხარ და მინდა რომ შენც მოგწონდე - მეც მომწოონხარ , მაგრამ ეგ არ ნიშნავს ბევრს არაფერს . -არა მაგრამ ასე იწყება ყველაფერი -ხოო ეგ მართალია ! (გაიღიმა პასუხით კმაყოფილმა) მართლაც ასე იყო , არცერთი ტყუოდა , თავიდანვე სიმართლით დაიწყეს ურთიერთობა და სულ ცდილობდნენ არჩეული გზიდან არ გადაეხვიათ. ეს მოსწონდა ალექსს მათ ურთიერთბაში , ზუსტად ისე იყო როგორც ამბობდნენ არც მეტი არც ნაკლები. შეცდომებსაც ადვილად პატიობდნენ ერთმანეთს , იმიტომ რომ არ იყო ტყუილი და აღიარებით , მონანიებით, ბოდიშით შეცდომას ფასს უკარგავდნენ. ალბათ ეს არის იდეალური ურთიერთობა. ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვე , ნიკა აკითხავდა დადიოდნენ კაფეებში , საუბრობდნენ , უყვებოდნენ ერთმანეთს სიახლეებს და დამეგობრდნენ. სიყვარულს არცერთი ეხებოდა თითქოს არ უნდოდათ გაეფუჭებინათ ურთიერთობა , რომელსაც უკვე თვეები აწყობდნენ. ახალი წლის წინა დღეებში ალექსანდრა და მაშო მაღაზიებში წავიდნენ, შოპინგი და შემდეგ ბევრი ბევრი ჭორაობა , გოგოშკური ამბები რომელზეც ორივე გიჟდებოდნენ . საღამოს სახლში მიდიოდნენ ორივე , კორპუსთან მისულ ალექსანდრას წინ თავგადაპარსული, უცხო ბიჭი რომ აესვეტა. -გამარჯობა ლამაზო არ უპასუხია გვერდის ავლა სცადა მაგრამ სულ ტყუილად. -თუ არ გინდა რომ ძალა ვიხმარო, ასე მშვიდად გამომყვები აქვე ახლოს პარკში რაღაც საქმე მაქვს და წახვალ ისევ სახლში თუ კარგად მოიქცევი ოღონდ -სერიოზულად? -სავსებით -არსად გამოგყვები და თითსაც ვერ დამაკარებ -შენს ადგილას არ გავრისკავდი -გაიწიე -ნუ მაიძულებ მეც გაიძულო -არ გიცნობ რატომ უნდა გამოგყვე? -იმიტომ რომ თუ ნებითა შენითა არა მაშინ ძალითა ჩემითა , უთხრა და ხელით ანიშნა ჯელტმენური ჟესტით აქეთ მობრძანდიო -ალექსიც დაემორჩილა .იქვე ახლოს პარკში მივიდნენ . ღამე იყო ბნელოდა უკვე აქა იქ თუ დაინახავდით ერთი ორ ადამიანს, ციოდა და თოვას იწყებდა. -მანიაკი ხარ და უნდა მომიტაცო , მაწამო და ათასი უბედურება? -არა დაჯექი -რა გინდა? ან ვინ ხარ ? აი ერთი მიზეზი მითხარი რატომ არ უნდა ვიკივლო? აქ ვერაფერს დამიშავებ გაიგებს ვინმე და მიშველის მარა რომ მომიტაცო? -ვნახოთ ვნახოთ, -სერიოზულად და წამოდგა ალექსანდრა უკვე გაქცევას აპირებდა რომ უცნობმა საოცრად მშვიდი და თბილი ხმით უთხრა -ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანის სულს გეფიცები არაფერს დაგიშავებ დაჯექი უბრალოდ საქმე მაქვს . ალექსიც დაჯდა და ელდოებოდა როდის დაიწყებდა ახსნას რა უნდოდა მისგან -ვერ მიცანი? -ვერა ! -ხო ვერც მე გაგიხსენე, მარა მერე გავიგე ვინც იყავი და აქ სწორედ მაგიტომ ხარ -წესიერად ამიხსენი ვერაფერი გავიგე -ნიკა მეტრეველი -მერე? -უყვარხარ ! -არა მეგობარია -მე სხვანაირად გავიგე -მოკელდ რა მნიშვნელობა აქვს შენთვის !ლ მაგის გარჩევა ამ შუაღამისას? თან უცნობთან ცოტა კი არა ძალიან უცნაურია. -ბოლოს რომ იჩხუბა ნიკამ მაშინ შენც იქ იყავი ხო ასეა? -ხოო მერე ? -არა არაფერი -რა იცი შენ ან საერთოდ არ ჩანხარ ნორმალური მაგის საკითახავად გამომიყვანე მუქარით პარკში და ამ ყინვაში მაყურყუტებ აქ? -მითხრეს. -რა გითხრეს იცი იმ დღეს ნიკამ რომ მოგიგო იქ ერთი გოგო იყო და ის გოგო ნიკას უყვარსო?ასე გითხრეს? სერიოზულად? -არა მთლად ეგრე არა კაი დაიკიდე ნახვამდის! -ვერ გავიგე ? -წადი სახლში თუ გცივა . მე ერეკლე თევზაძე ვარ და გამიხარდა შენი გაცნობა , კი მითხრეს დაახლოებით მაგრამ მთლად ასეთიც არ წარმომედგინე . ახლა მესმის -რა გესმის ? -არ შეეცვლილა .ნახავდმის აღარ გაგყინავ შეგიძლია წახვიდე . ადგა ერეკლე და წავიდა. ალექსი იდგა გაკვირვებული და ვერ იგებდა რა ხდებოდა .- ღმერთო ჩემო ახალი წელიც ასეთი უნდა , რაები ხდება ჩემს ცხოვრებაში ამ ბოლო დროს საერთოდ , დამცინი ღმერთო ? მეღადავები? ახედა ცას და სრული სერიოზულობით იკითხა. -რა ხდება ალე ხო კარგად ხარ ? -ჰა ? რა დეე? არა არაფერი ხდება რატო მეკითხები -ცოტა უცნაური კი ხარ მაგრამ ახლა ძაან უცნაური ჩანხარ იმიტომ გკითხე -კაი რა დე გეჩვენება ალბათ რავიცი მე წავალ წყალს გადავივლებ. -ალექს ახალი წლების მერე მე და მამა მივდივართ ბრიტანეთში მაშინ რომ გითხარით ხო გახსოვს ? ვიზა ავიღეთ დილას დარეკეს , ბედობის მერე უნდა წავიდეთ, შენ სწავლას დაამთავრებ და მერე ჩამოხვალ მარტო მოგიწევს მანამდე ყოფნა. როგორც მაშინ შევთანხმდით -მაშინ რამეზე შევთანხმდით ? მეგონა უბრალოდ იდეის დონეზე განვიხილავდით -აალექს თუ არ გინდა დარჩენა წამ დი აკადემიური აიღე -არა დედა ვერ წამოვალ მე ვერ მივყრი ასე ყველაფერს -ასე რატომ იქცევი? ალექს ხომ შევთანხმდით მაშინ აუცილებელია წასვლა -ხოდა წადით დეე , არაუშავს -ისე ამბობ რომ აშკარად ნერვიულობ -არაფერზე ვნერვიულობ მარტო დარჩენის არ მეშინია უბრალდო სერიოზულად არ მიფიქრია ეგაა მეტი არაფერი როდის მიფრინავთ? -3 ში დე დილით -მამას მანქანა დამიტოვეთ არ გაყიდოთ დამჭირდება -არა დე არ ვყიდით მანქნააც და ბარათებიც გრჩება არ იდარდო გაიცინა დედამ .. -კაი . აკოცა დედას და ოთახში შეიკეტა. არ წყენია მართალია მართლაც ჰქონდათ საუბარი ამ თემაზე მაგრამ მაინც ეგონა რომ იდეა იყო მხოლოდ, მეტი არაფერი , მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის ასე ზუსტი დრო და განიცადა თავისებურად . აიღო ტელეფონი და მაშოსთან დარეკა მაშინვე , ახალი ამბები მოუყვა . -ვაიმეე გოგო ვერ ხარ კარგად , საიდან ჩითავ ამ ბოლო დროს ეგეთ უცნაურ ბიჭებს ? -რავიცი მე რას ვჩითავ თვითონ მომაკითხა . ესენიც ეხლა მიდიან მაინცდამაინც -აუუ ხოო ტეხავს , მაგრამ არაუშავბს ჩვენ ხო აქ ვართ არა ? მარტო მაინც არ იქნები -ხოო მარა მაინც რაა . კაი წავედი დავიძინებ ხვალამდე ,,გკოცნი -მპუა დაიძინა. ადვილად ჩაეძინა ამჯერად დაღლილობისგან და უცნაური სიზმარიც ნახა . ნიკასთვის არაფერი უთქვამს ერეკლეზე , ჩათვალა რომ ის დღე არც ყოფილა მის ცხოვრებაში სანამ ჯგუფელის დაბადებისდღეზე კარი არ შეაღო და იქ არ დახვდა ერეკლე. -ბავშვებოოო მოვედი და მშიაააა მაგრად ,,,შევარდა სახლში , ჯგუფელებს ელოდა მხოლოდ , არ იცოდა თუ სხვაც იქნებოდა ვინმე , -მოდი მოდი ახლა ვსხდებით -გილოცავ სიყვარულუნა დიდი გოგო გაიზარდე , ნახე რა გიყიდე? ძლივს ვიპოვე -ვაიმეეეე არარსებობს სად ნახეეეეე? აუ როგორ გამახარეე -ვიცოდი რომ გინდოდა და ხომ უნდა გამეხარებინე აქ დაჯექი მოდი და მიუსვეს ერეკლეს გვერდით. რომ დაინახა და იცნო ფერი გადაუვიდა ალექსს და კიდევ უფრო გაოცებული ეეკე ჩანდა , არ ელდოა ნამდვილად. -ეს ერეკლეა ჩები ბიძაშვილი -ეს ალექსანდრაა ჩემი ჯგუფელი და დაქალი -ვიცნობ -უი მართლა ? მითუმეტეს -გამარჯობა -გაგიმარჯოს . გაირიმა ეკემ გაოცებულმა. გამიკვირად შენი აქ ნახვა -ხო მეც საღამო სასიამოვნოდ წარიმართა, ცოტა დამეგობრდნენსავით ალექსი და ეკე . კომენატრები, გადალაპარაკებები, სახალისო ამბები, ტკბილი მოგონებები , ეს ყველაფერი ადამიანებს აახლოვებს ამეგობრებს , მითუმეტეს რომ საქმეში ალკოჰოლი ერთვება. - უნდა მეცეკვო -და რატო ვითომ? -უნდა გამოვისყიდო მაშინდელი ჩემი ვირული საქციელი -ოჰო ! კაი მაოცებთ ეს ბოქსიორები, იქ რომ გიყურებდით ცხოველებს გავდით და ისე ნაზები და საყვარლებიც კი ხართ . გაიცინა ალექსმა . ვალსი იცეკვა ეკესთან , მოეოწნა , ოღონდ ამჯერად სამქე მეგობრულ მოწონებას ეხებოდა , ნიკა სულ სხვანაირად მოსწონდა ან იქნებ უყვარდა კიდეც , არ ამბობდა და არც გამოხატავდა , მათი ურთიერთობა ერთ ადგილას იყო გაყინული. იმ საღამოს ტელეფონის ნომრებიც გაცვალეს ალექსმა და ეკემ , მერე სახლამდეც მიაცილა. მეორე დღე ჩვეულებრივ ისე წაარიმართა როგორც წინა დღეები. მშობლები უყკვე ერთი თვის წასულები იყვნენ,მარტო ცხოვრებასაც მიეჩვია მოსწონდა კიდეც , მაშო არასდროს აწყენდა, გაგაც როცა თბილისში იყო მიდიოდა და რჩებოდა კიდეც ხანდახან. თუმცა იშვიათად , ძირითადად სულ იტალიაში იყო, ფეხბურთიდან , ბოლო დროს სულ დაკავებული იყო და მის იქეთ გადასვლაზეც კი იყო საუბარი, რაზეც სულ გიჟდებოდნენ გოგოები . ნიკა ალექსანდრას თითქმის ყოველდღე აკითხავდა ნახულობდა , დრო სასაიმოვნოდ გაყავდათ, ვერ გაიგებდით რა იყვნენ ერთმანეთისთვის . მეგობრები? მაგრამ არა უფრო მეტი იყვნენ ვიდრე მეგობები ! შეყვარებულები? თუმცა არც შეყვარებულები.მეტი ვიდრე მეგობრები და ნაკლები ვიდრე შეყვარებულები! სინამდვილეში სტატუსს არც აქცევდნენ ყურადღებას , მთავარი იყო მოსწონდათ დროის ერთად გატარება . ნიკამ ერეკლეზე ისევ არაფერი იცოდა. სინამდვილეში არც არაფერი იყო გასაგები, უბრალდო რადმენიმე სეხვედრა მეგობრების წრეში , იმ დაბადებიდგღის მერე კიდევ რამდენჯერმე მოუწიათ ერთად ყოფნა მიზეზი ისევ ნინა იყო, ხშირად კრიბავდა ხოლმე თავის საყვარელ ხალხს მიზეზით თუ უმიზეზოდ . ერთ ასეთ საღამოს ნიკამ დაურეკა. -რას შვრები ალექს? -რავი ნიკუშ ნინასთან ვარ -ჯგუფელთან ? -ხოოოო -შენი ნახვა მინდა -მშვიდობა? -ხოო, მოგაკითხავ მისამართი მითხარი ხო გამოხვალ? -ხოო აბა რას ვიზამ . მიწერა მისმაართი, ნიკაც 10 წუთსი იქ გაჩნდა , გამოემშვიდოაბ ერეკლეს და ჯგუფელებს და ჩაირბინა კიბეები. -აბა როგორ ხარ ? ჩაუჯდა მანქანაში და გადაკოცნა -რავი კარგად ! -რა ხდება ? კითხა ალემ -ნიკამ მანქანა გააჩერა, მეტეხთან იყვნენ უკვე მისულები არც აგდმოსულა მანქანიდან . შენე ერეკლე თევზაძეს იცნობ ? -არ ელოდა ალექსი ამ კითხვას -ხო ვიცნობ -რა ურთიერთობა გაქვთ? -ჩვეულებრივი ნინას ბიძაშვილია მასთან დავმეგობრდით და ჩვეულებრივი მეგობარია მეტი არაფერი . -ახლო მეგობარი? -არა , ახლო არა -მოსწონხარ ? -არა -ალექს -მართლა არ მიგრძვნია მსგავსი არაფერი, ხომ იცი არ მოგატყუებ -რატომ არ მითხარი -რავი რა საჭირო იყო? მასე ბევრს ვიცნობ ხომ იცი არა ? -ხო მაგრამ ეგ სხვაა -რატომ რადგან ბრძოლა მოუგე ?ეგრე ბევრთან გაქვს მოგებული ალბათ წაგებულიც ნახევარ თბილისთან და მერე რა ? -არაფერი მოუყოლია? -არა არაფერი მოუყოლია, უცნაური ადამიანი კია . -ხო ეგრეაა -და შენ რატომ აგქვს ასეთი რეაქცია? ეჭვიანობას არ გავს შენ სხვანაირად ეჭვიანობ ხოლმე . -მეგონა მოსწონდი და ვიეჭვიანე კიდეც მაგრამ თუ ეგრეა როგორც მითხარი მაშინ კაი. პროსტა კითხე საიდან მიცნობს და რატო დაიწყო სენთან ურთიერთობა . არ გაინტერესებს? -აქვს რამე მიზეზი? -კიი სერიოზული და უთხარი მოგიყვეს . აღარაფერი უპასუხია ალექსს , ნერვებიც კი მოეშალა , ჯერ თავის საქციელზე აქამდე რომ არ ჩასძიებია ეკეს ასე უცნაურ გამოჩენას, მერე ნიკაზე რომ არაფერს უყვებოდა და საერთოდ ბრაზობდა რას აკეთებდა ნიკას მანქანაში და ელაპარაკებოდა ეკეზე, ან რატომ იეჭვიანა ნიკამ . რა ჯანდაბა ხდება ჩემს ცხოვრებაში ? ეკითხებოდა საკუთარ თავს . -ხვალ უნდა ვიჩხუბო.სიჩუემ ნიკამ დაარღვია -ხვალ? და რატომ ? -ხო იცი რომ ხშირად ვჩხუბობ .. -მაგიტომ ვარჯიშობდი ამ ბოლო დროს ასე ბევრს ? -ხოოო -აქამდე რატომ არ მითხარი? -რავიცი აბა , ეხლა ხომ გითხარი. მოხვალ? -გინდა რომ მოვიდე? -ხოო მოხვალ? ვიცი რომ ვერ იტან იქ ყოფნას მაგრამ მინდა რომ მოხვიდე -ძალიან ? ? ძალიან გინდა?? -ხოოო ძალიან თუ მოხვალ მოვიგებ ! იზამ ჩემთვის მაგას ? მოხვალ? -რატომ გინდა რომ მოვიდე და იქ ვიდგე? -მიყვარხარ და იმიტომ . რამდენიმე წუთიანი პაუზის მერე ალემ პასუხი დაუბრუნბა. -მოვალ -ხო? -ხოო -და რატომ ? -იმიტომ რომ მეც მიყვარხარ -გაიმეორე? -იმიტომ რომ მეც მიყვარხარ . ნიკა უყურებდა ალექსანდრას უბრწყინავდა თვალები. -მოდი ჩაგეხუტო. ჩაეხუტნენ ერთმანეთს, ალექსანდრა კი ფიქრობდა , გრძნობდა რომ მარტო მოწონება არ იყო მათ შორის მაგრამ ნიკა ხმას არ იღებდა. ალბათ ეგონა რომ მას არ უყვარდა ან უბრალოდ არ აპუჭებდა ლამაზ მომენმტებს , ვერც კი ხვდებოდა როგორ გაალამაზა მისმა სიყვარულის ახსნამ მათი ურთიერთობა. -ნიკა ეხლა უნდა იჩხუბო და მე გული უნდა გამისკდეს ყურებისასა?რამე რომ დაგემართოს? -ნუ გეშინია მოვიგებ , შენ თუ იქნები მართლა მოვიგებ . -კაი მიმიყვანე ეხლა სახლში და დილაზე დილით დამირეკე. -გაეცინა ნიკას , რატომ ადრე ? -რავი დილიდანვე შენი ხმის გაგონება გამიხარდება ძააან , მენატრები ხოლმე რომ ვერ გხედავ . დილით ნიკამ არ დარეკა, ეძინა და იმიტომ სამაგიეროდ ალექსმა დარეკა . -დილამშვიდობის ნიკუუუშ -დილამშვიდობის მშვენიერო , კაი გოგო ხარ რო გამაღვიძე , უნდა წავიდე წავივარჯიშო , დღეს 8ზე გამოგივლი. -კაი გკოცნი. -მიყყვარხარ -მეც . ალექსანდრა მოწესრიგდა ჭამა , მანქანა გაარეცხინა , იქვე უბანში იყო სამრეცხაო, განსაკუთრებული მონდომებით რეცხავდნენ ბიჭები მის მანქანას , მერე ეკეს დაურეკა. -ეკე როგორ ხარ ? -ვაა ალექს? კარგად ხო კარგად ხარ ? -ხოო უნდა გნახო ახლავე თან . -რა მოხდა გოგო ხო კარგად ხარ რამე დაგემართა? -არა კაცო სამქე მაქვს გამოგივლი სად ხარ მანქანით ვარ . -სახლში ვარ მისამართს მოგწერ და მოდი მე მაინც არ მყავს მანქანა გავყიდე , ახალს ვეძებ . -კაი 15 წუთში ვერაზე ვარ . ეკე გზის პირას დახვდა , არც გაუჩერებია მანქანაა ისე ჩაისვა ეერეკლე და წავიდა. -სად მივდივართ ან რა საქმე გაქვს აღარ იტყვი? -მოიცა გავაჩერო და ...გააჩერა მანქნაა , ღვედი მოიხსნა და ისე თითქოს თვითონაც ბრძოლისთვის ემზადებოდა შეუტრიალდა გევრდზე მჯდომ ერეკლეს. -შენ და ნიკას შორის რა ხდება . ან ჩემთან რატომ მოხვედი მაშინ ისე უცნაურად . -ნიკამ გითხრა რამე ? -ხოო გაიგო რომ გიცნობ და მითხრა შენთვის მეკითხა -თვითონ არაფერი გითხრა ? -არა და გისმენ -საიდან დავიწყო აბა მითხარი. იმ დღეს ერთი უცნაური იდეეით მოვედი შენთან მარა რო დაგელაპარაკე გადავიფიქრე , -რა იდეით? -იმ ბრძოლის მერე ნიკას რევანშზე ვიწვევ და უარს მეუბნება , საერთოდ არც უბრძოლია იმ დღის მერე არავისთან , გეცოდინება ეგ , მე კიდე რევანში მინდოდა ეხლაც მინდა , ხოდა გავიგე რომ უყვარდი ძაან თან და გადავწყვიტე გამომეყენებინა მისი გრძნობები და დამეთანხმებინა კიდევ ერთ ბრძოლაზე. -და რას მიპირებდი? -არაფერს ერთი ორი დღით წყნეთში აგიყვანდი აგარაკზე ჩემებთან , რო დამთანხმდებოდა მერე გაგიშვებდი. არაფრის დაშავება მიფიქრია გეფიცები, ბანდიტი არ ვარ არ შეშინდე. -და რატომ გადაიფიქრე? -რავიი აბა რომ გამოგელაპარაკე მერე გადავიფიქრე , მაგარი როჟა ხარ ძაან , არ შეგაშინე რაა , ვერ გაგიმეტე ნერვიულობისთვის, კი არაფერს ვაპირებდი ისეთ მარა ხო ინერვიულებდი მაინც . მერე ნინასთან გნახე , და დავმეგობრდით კიდეც.არ იფიქრო რამის გამო პროსტა მომეწონე რა კაი გოგო ხარ . კარგი მეგობარი.! -ნიკასთან რაღაც სხვა გაკავშირებს შენ მარტო ის ბრძოლა არა ა. გეტყობა კარგად იცნობ , ჩემზე კარგადაც კიი, -ეგეც უნდა მოგიყვე ? რო არ მინდა გახსენება? -თუ გინდა რომ გაპატიო ეგ უაზრო აზრები მაგ უტვინო თავში და ისევ ისე ვიმეგობროთ მოყევი თუ არადა შენ შენთვის მე ჩემთვის და იცოდე მე მაინც გავიგებ რა ხდება , პროსტა უშენოდ. -კაი ხოო. რადგან არ იშლი. მე და ნიკა ტრუსიკის მეგობრებიო ხომ გაგიგია? აი ზუსტად ეგრე ვიყავით. მერე მარი შემიყვარდა მამიდაშვილი ნიკასი, გეცოდინება რომ დაიღუპა ის. -ხოო ვიცი , მერე ? -მერე ის რომ ჯერ ძლივს დავითანხმეთ ნიკა რომ არ დავეხოცეთ ორივე , ხო აზრზე ხარ მე ნიკას ძმაკაცი ის დაიკო არ იყო მთლად კაი პონტი მარა გვიყვარდა ერთმანეთი და დათმო რა იმანაც და ჩვენც ... ერთხელ მაგრად ვიჩხუბეთ მე და მარიმ ჩემს აგარაკზე და განერვიულებული გამოიქცა ჩემი მანქანით, ავარიაში მოყვა და დაიღუპა. -და ნიკა შენ გაბარლებს ? -ხოოო ნიკა მე მაბრალებს.მიუხედავად იმისა რომ კინაღამ გადავყევი მარის სიკვდილს, ხან მონასტერი ხან რა ხან რა და გამოვედი ბოლოს მდგოამრეობიდან. საერთოდ არც შევეცოდე ისე დამაბრალა. ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო და ისე დაიკიდა ჩემი ტკვილი თითქოს კი არ მიყვარდა მარი მძულდა და მე მოვკალი. ისიც მყოფნიდა რო თვითონაც ვიდანაშაულებდი თავს . კაროჩე ძაან ვაწყენინეთ ერთამნეთს და გადავემტერეთ კიდეც . იმის მერე სულ ეგრეა უკვე ,მესამე წელია. ის დღეც რინგზე იმიტო იყო ეგეთი, იმიტომ ვჩხუბობდით ეგეთი გამწარებულები. შენ უყვარხარ ნიკას იცოდე მეგობრულად არა , შენ კი ეგრე გგონია მაგრამ ზუსტად ვიცი რომ უყვარხარ . -საიდან იცი შენ ხომ აღარ გაქვს ურთიერთობა -ვიცნობ ნიკას ალექს დიდი ხანია, წლებია, ვიცი , ისეთი ხარ ზუსტად მთელი ცხოვერბა როგორზეც ოცნებობდა , უკეთესიც კი, უყვარხარ რა დამიჯერე . -ვიცი ეკე, მითხრა , მეც მიყვარს ერთად ვართ, -ძაან კაი გილოცავ . ცუდი ადამიანი აარაა პროსტა ჩვენ დიდი პრობლემა გვაქვს ერთმანეთთან. -შენ მე კი არა ნიკა ვერ გაიმეეტე იმ დღეს და იმიტომ გადაიფიქრე ის სულელური აზრი. დებილები ხართ ორივე , რისთვის კარგავთ ერთმანეთს. -მოკელდ ალექსს ეგრე იყო რა , მაგაზე არ გიპასუხებ განსხვავებული აზრი მაქვს . ეხლა წავალ დღეს მაგარი ბრძოლა იქნება , რუსი ჩამოსულა ის კი ვერ გავიგე ვისთან იჩხუბებს მაგრამ მაგარი ბრძოლა იქნება ვიცი, ჩემპიონია. -ნიკა ჩხუბობს დღეს. -ვერ გავიგე -ნიკა ჩხუბობს დღეს , -ხოო? აჰა ! ხო გითხარი მაგარი ბრძოლა იქნება. მოდიხარ ? -ხოოო მოვდივარ -იქ გნახავ მაშინ. იმ დღისთვის ბოდიში რაა , იდიოტი ვარ .! -არაუშავს ხოო კაი. ხომ არაფერი დაგიშავებია და აზრებს გპატიობ . გაუცინა ალექსმა და წავიდა სახლში კიდევ უფრო გაოცებული ვიდრე აქამდე.მაშინვე მაშოსთან დარეკა. -დედაააა ხუანიტა ხარ სენთავ სვფიცავარ რას მიყვები კი ვერ ვიაზრებ , ბრზაილიაში მგონია თავი. სერიალებს რომ იღებენ იქ. -ხოოოო გავშტერდი გეფიცები. თურმე რაები აღარ ხდება , თან ჩემს თავს . კაი წავალ ეხლა რულთან ვარ უნდა გამოვიცვალო და ნიაკც მოვა . უნდა დავესწრო მაგ ბრძოლას. არ ინერვიულო პატარავ , კარგად ჩაივლის გკოცნი წავედი. „არ ინერვიულო პატარავ კარგად ჩაივლის“ -როგორი ზედაპირული ჩანდა ეს სიტყვები მაშოსგან , წესით უნდა დაემშვიდებინა მაგრამ პირიქით, სხვას რომ ეთქვა მაგალითად თვითონ ნიკას , შეიძლება ასეც ყოფილიყო, მაგრამ მაშიკო ისე ამბობდა არც ფიქრობდა. ის ხომ ბევრს არასდროს ფიქრობდა, უბრალოდ იცოდა რომ ისე უნდა ეთქვა და თქვა.,. ალექსს კი გულწრფელი, სიტყვები სჭირდებოდა რომ დამშვიდებულიყო. ნერვიულობა თავგზას უბნებვდა, მდგოამრეობიდან გამოყავდა , ნიკაზე დარდობდა , რამე რომ მოსვლოდა? ათასი უბედურება ხდება ასეთი ბრძოლების დროს , თან ეკეს სიტყვები , მიხვდა რომ ნიკას შანსი 50-50ზე იყო, ისიც იცოდა რომ ბოლომდე იბრძოლებდა ,თავს არ დაზოგავდა , შემოაკვდებოდა და მერე რა ექნა ? უნდა დაეკარგა ის არაჩვეულებრივი კაცი და რის გამო? სპორტის გამო რომელიც სპორტიც არ იყო ? და მერე რას იზამდა ? როგორ შეძლებდა ცხოვრების გაგრძელებას. აი სწორედ ეს იყო მიზეზი რის გამოც ალექსს არ ყავდა გვერდით საყვარელი მამაკაცი, შიში ჰქონდა, სულ ფიქრობდა რომ ბედნიერი თუ იქნებოდა დიდ ხანს ვერ გასტანდა და ერთხელაც დასრულდებოდა მისი ლამაზი დღეები. ვერც ამ შიშის მიზეზს ხედავდა მაგრაამ მთავარი ის იყო რომ ეს გრძნობა მასზე ბატონობდა. ფიქრი ასწავლა და გონებით ცხოვრება. მისი კარიერისთვის და არსებობისთვის ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო, ბევრს აღწევდა ყოველთვის მაგრამ განა არსებობა ცხოვრებას ნიშნავს ? არსებობდე არ ნიშნავს იმას რომ ცხოვრობ ! ესმოდა ალექსს , კარგად ესმოდა მაგრამ მაინც ვერაფერს ცვლიდა. იმ დღეს კი იდგა სარკის წინ და უყურებდა თავის თავს სარკეში და კვდებოდა ისე ნერვიულობდა ნიკაზე. თავს იდანაშაულებდა რომ შეუშვა მის ცხოვრებაში ხან კი პირიქით იმაზე ეჩხუბებოდა გონებას რომ ასე იფიქრა. ნიკა უყვარდა , მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა ოღონდ ეცოცხლა და მის გვერდით ყოფილიყო. ასეთი სიყვარული იცოდა ალექსანდრამ ! ამიტომ სჭირდებოდა თავის დაცვა. -ხოო ნიკუშ -შენს სახლთან ვარ მიდი რა ჩამოდი. -უკვე 8 საათია? -არა ჯერ 6ია , მაგრამ ჩამოდი უნდა გნახო ჩაირბინა ალექსმა კიბეები და ჩაუხტა მანქანააში. -ნერვიულობ ? -აქამდე არასდროს მინერვიულია ბრძოლის წინ მაგრამ ეხლა კი -რატომ ? გეშინია? -იმისი არ მეშინია , მე შენ რომ ვეღარ გნახო იმის მეშინია ,იტოკში რა დაიკიდე ქალივით მოვთქვამ -ჩემო სიყვარულო ....დღეს ეკე ვნახე და მითხრა ყველაფერი -ხოო? მერე ? -მერე რავიი , შენ სანერვიულო გაქვს ნამდვილად ოღონდ მე და ერეკლე თევზაძე არა . ეს მეგობრობაა მეტი არაფერი , მშვიდადა შეგიძლია იყო ჩემგანაც და მისგანაც . ის არასდროს შემომხედავს მე სხვანაირად იცის რომ გიყვარვარ , მე მითუმეტეს , მარტო შენ მჭირდები იცი ეგ, შენ სხვა პრობლემა გაქვს , ეგ იმის პრობლემაცაა ნიკუშ მარტო შენი არა . -რა პრობლემა? -ერთმანეთი , გეტყობათ რომ არ გეთმობათ არც ერთმანეთი და არც სიამაყე . -აუუ -კაი ეხლა არა მაგაზე , იცი გავახრთ ერთმანეთს თან ძალიან -რატო ვმელოტდები? -არა სულელო , ფიზიკურად არა ისე , ერთნაირები ხართ -ხო? არ ვიცოდი! კაი მოვრჩეთ რა მაგაზე, მოდი რა ჩამეხუტე ცოტახანს მოგეფერო და გავა დროც , ერთი საათი დგავრჩა -რომ არ მიხვიდე და თავი დაანებო არ შეიძლება ხო ალბათ? -ალექსანდრა ! -კარგი ხოო ვიცი აზრი რომ არ აქვს ...არაუშავს მე იქ ვიქნები !!! მე სულ იქ ვიქნები , -ხო? ყოველთვის? -ხოო ნიკა ! რადგან მიყვარხარ ,!!! ეგეთი მიყვარხარ როგორიც ხარ ,მაგრამ ვნერვიულობ რა ვქნა . ხო არფერი მოგივა ? -გოგო ჯარში კი არ მივდივარ , მომხვდება ცოტა დავლურჯდები და ეგააა -უიმე ეს ლამაზი ტუჩები უნდა დაგისივდეს?ან ეს ცხვირი? ან თვალები? -ასეთი საყვარელიც თუ იყავი არ მეგონა , აქამდე სულ ცივი იყავი ხოლმე ეხლა კიდე თურმე ლამაზი თუჩებიც მქონია ! -აქამდე მეგობარი იყავი , ეხლა ჩემი ბიჭი ხარ და ეს ტუჩები გემრიელიცაა მარტო ლამაზი კი არა . აკოცა ალეკომ , რომ არ ეკოცნა ალექსი კიდევ ბევრს ილაპარაკებდა თვითონ მაინც არ იქნებოდა ინიციატორი ამ კოცნის. ისხდნენ მანქანაში და ერთმანეთით ტკბებოდნენ. -ალექს , ამის მერე რა იქნება? -რაზე მეკითხები? -რავი ყველაფერზე, ეკე , შენ , მე ,ჩვენი ურთიერთობა და რავი რა ათასი რამე . -მე და შენ ხომ ერთად ვართ ისედაც დიდი ხანია უკვე ! ეკესაც მოაგავრებ ვიცი ! მე ვმეგობრობ და არ ვაპირებ გაწყვეტას ურთიერთობის და შენც ხო არ აპირებ მაგის გამო ჩხუბს ჩემთან ზუსტად ვიცი ,ხო ასეა? ჰა >?ხო ასეა? დანარჩენი რა გაწუხებს აბა მითხარი. ამ დღესაც მოიგებ , მაგრამ სხვა კიდე რა გაწუხებს? - რავიი ალე , არ მომწონს ჩემი მანქანიდან შენს სახლში რომ მიდიხარ და ჩემსაში არა . დეიდაჩემი სულ მეწუწუნება მოიყვანე გამაცანიო , დეიდა მყავს იცი ? -არ ვიცოდი -ხოდა ახლა იცი , ისაა ჩემი დედაა უკვე დიდი ხანია , ხვალ გაგაცნობ -გამაცანი -მოვიგებ დღეს -ვიცი -გჯერა ?შენ თუ გჯერა მოვიგებ -მჯერა , პირველად რომ გნახე მაშინაც მჯეროდა რომ მოუგებდი -ხოო?მაგიტომაც მოვიგე -დროა ,ნიკა , დააგვიანებ -რა უცნაური ქალი ხარ ეხლა უნდა მეხვეწწებოდე არ წახვიდეო, გადაიფიქრეო და ყველაფერს უნდა აკეთებდე რომ არ გამიშვა -აზრი ააქვს? შენ ეგ გინდა და მეც ის მინდა რაც შენ , თუ არ მინდა უნდა მოვინდომო -აი მაგიტომ მიყვარხარ იცი? ახსნა არსდროს გჭირდება , თვითონაც იცი როგორ უნდა მოიქცე წეღან რომ დავიწყე იმ თემას სპეციალურად არ ვაგრძელებთ თუ ვერ მიხვდი რის თქმას ვაპირებდი? -რომელი თემის? გაიღიმა ალექსმა , იმ ღიმილში იყო დიდი აზრი ჩადებული . ასე იცოდა ამ ქალმა , ერთი ღიმილით ერთი შეხედვით, ერთი სიტყვით, ერთი კოცნით შეეძლო მთელი სამყარო ნიკასთვის ეჩუქებინა, შეეძლო პასუხი გაეცა , სიყვარული აეხსნა , მოფერებოდა . ახლაც, ეს ღიმილი სცემდა პასუხს, იმ პასუხს რომელიც მის საყვარელ ადამიანს გააბედნიერებდა, შეუცვლიდა ცხოვრებას, და თქვენ წარმოიდგინეთ მარტო ნიკას არა , ერეკლესაც და მაშოსაც . ეს ერთიბეწო ქალი იყო გამაერთიანებელი ბევრი ადამიანის, მისი არსებობა აერთიანებდა ,აფერადებდა, აბნედნიერებდა ყველაფერს. -რატომ იღიმი ეგრე , -არ იცი? -კი ვიცი მაგრამ ასე ერთ ღიმილზე ვერ ავაწყობ ყველაფერს, ღიმილს სიტყვებიც უნდა დასტურად , ნიკუშამაც ჩაიღიმა ეშმაკურად, მიახვედრა ალექსანდრას რომ მხოლოდ ღიმილი ამჯერად არ იყო პასუხი და სიტყვებიც დასჭირდებოდა. -კაი ნიკას ეგონა, სანამ დარბაზთან მივიდოდნენ ხმას ამოიღებდა ალექსი და ეტყოდა რამეს, ხოს ან არას ,ან რამეს რაც იმედს მისცემდა მაგრამ ხმას არ იღებდა, არც დააძალა, თვითონაც გაჩუმდა. შევიდნენ დარბაზში , ალექსმა დაიკავა თავისი ადგილი იმდენ ჭუჭყიან ხალხში, ჭუჭყიანი პირდაპირი მნიშვნელობით არა , საკმაოდ სუფთად გამოიყურებოდა იქ ყველა, უმეტესობა მდიდარი და იმაზე უფრო მოწესრიგებულიც იყო ვიდრე უნდა ყოფილიყო მაგრამ ალექსს ყველა ებინძურებოდა, ყველაში, საზიზღარ , ავადმყოფ ჭუჭყიან კაცს ხედავდა. ქალიც იყო ერთი ორი .თვითონ მარტო იდგა და იხედებოდა ირგვლივ სიძულვილით სავსე მზერით, ნიკუშას ეძებდა, უკანკალებდა ხელები, ეკეცებოდა ფეხები, ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა ნიკასთან ერთად სახლში. შემოხაზულ რინგში დაინახა ნიკა და ის ვიღაც რუსი ბოქსიორი, რომლის სახელიც კი ვერ გაიგო ალექსმა დაძაბულობით , აცახცახებული ხეელები გადააჯვარედინა და თავისივე მკლავებს ეჭიდებოდა რომ როგორმე დაეფარა ნერვიულად აკნკალებული თითების გაუაზრებელი მოძრაობა რომელსაც ვერ აკონტროლებდა. -სულ კანკალებ , ერეკლეს ხმა, როგორ გაუხარდა , ასე ძალიან არასდროს გახარებია ერეკლეს ხმის გაგონება. -ხო მოიგებს ეკე? -ხოო აუცილებლად, კი გაუჭირდება მაგრამ მოიგებს -შენც გჯერა? -ხოოო მჯერა , ნიკა კარგი ბოქსიორია, სულ ვეხვეწებოდი პროფესიონალურ რინგს დაუბრუნდიმეთქი მაგრამ არ მიჯერებდა. -მე მითხრა შენ თუ გჯერა რომ მოვიგებ მართლა მოვიგებო, რომ იცოდეს შენც გჯერა უფრო გაუადვილდებოდა -არამგონია მნიშვნელობა ჰქონდეს -მაგას ისე ამბობ რომ დარწმუნებულიც კი არ ხარ ერეკლე. -როგორც არის იყოს ისე აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი, მოიგებს დამშვიდდი -დღეს ხელის თხოვნას აპირებდა და არ დავაცადე -რატომ არ გინდა? -მინდა -იწყება ალე. ერეკლესაც შეეპარა ხმაში ნერვიულობა , იმაზე უფრო ნერვიულობდა ვიდრე ეტყობოდა, მაგარმ რა გამოეპარებოდა ალექსს. იდგნენ და ერთად ნერვიულობდნენ. დაიწყო , რომ გითხრათ ნიკასთვის მოხვედრილი ყველა დარტყმა ალექსს ხვდებოდამეთქი ყველაზე დიდი ბანალურობა იქნება , მიუხედავად იმის რომ ასე იყო , მარტო ალექსს არა ეკესაც ხვდებოდა. ეს აშკარა იყო. ვერც იმის აღწერას შევძლებ როგორ იცილებდა ან ერთი მებრძოლი ან მეორე დარტყმებს , როგორ ეცემოდნენ ძირს და ძლივს დგებოდნენ, როგორ ყვიროდა ხალხი იმიტომ რომ სიამოვნებდათ ეს ბათქაბუთქი. უნდოდა ალექსს შევარდნილიყო და გამოეყვანა ნიკა იქიდან მაგრამ ვ ერ იზამდა. ალეკო იდგა გახევებული და ნიკას მოქნეულ ყველა მუშტს სიამაყე ნარევი ღიმილით უყურებდა , ძლივს ,მოიგო ნიკამ ეს ბრძოლა , ზუსტადე ისე იყო როგორც ერეკლე ამბობდა, ზალიან გაუჭირდა მაგრამ მოიგო. ბოლო დარტყმა, ძირს დაგდებული რუსი რომ ვეღარ ადგა და რაუნდი დასრულებულად გამოცხადდა საკმაოდ დიდი უპიორატესობით, ისეთი იყო ბოლო მუშტი ნიკასი. -საღოლ ძმაო, ჩაილაპარაკა ერეკლემ თავი გაღინებულმა გაიქნია და ისე მოშორდა დარბაზს ალექსს არც კი დამშვიდობებია. თვალიც კი ვერ მოკრა ისე უცბად გავიდა იქიდან. ალბათ ნიკას ნახვას მოერიდა. ნიკა რომ დარწმუნდა მოიგო ძირს დაეცა და ასე იწყვა , უფრო ეგდო, განადგურებული ძირს რამდენიმე წუთს , ალექსანდრა მიუახლოვდა დახედა ზემოდან და ტუჩებთან უჩურჩულა -გამოგყვები ცოლად თუ გინდა ახლავე , აკოცა სისხლიან ტუჩებზე და გაუცინა. ძლივს აიზლაზნა ნიკა და წავიდნენ სახლში, რამდენი ნეკნი ჰქონდა დამტვრეული ალბათ ექიმიც კი ვერ დაითვლიდა , ბევრი ეხვეწა ალე , წავიდეთ გაგსინჯავენ მაინცო მაგრამ არც კი უფიქრია ნიკას გაყოლა, ასე ბევრჯერ მოუშუშებია ნეკნები. -არ მაქვს არაფერი გატეხილი პროსტა დავიჟეჟე რააა -ნიკააააააა , შენ რა იცი , ბოქსიორი ხარ ტრამვატოლოგი ხო არ ა -იმდენჯერ ვყოფილვარ ამ დღეში თავისუფლად შემიძლია ტრამვატოლოგობაც დავიბტრალო. შენ ის მითხარი მართლა აპირებ ცოლად გამომყვე? -ხოოო რა იყო -რავიცი მეგონა შეგეცოდე და -თუ არ გაჩუდმები ეხლა ისე გცემ რო მერე მართლა შეეცოდები ყველას -მარტო შენ შეგიძლია 45 კილოგრამიან ქალს ,ბოქსიორ კაცს ცემით დაემუქრო , და თან ცოცხალი გაადარჩე -ხოოო აბა . -ნიკა რა$ღაც უნდა გითხრა -ასეთ საცოდავ სახეს მარტო მაშინ იღებ როცა თევზაძეზე აპირებ რაღაცის თქმას , რა გინდა? ეხლა რაღა გინდა? რომ მეგობრობ ეგ არ გყოფნის? -არაფერი მინდა პროსტა მინდა გითხრა რომ იქ იყო და ისე ნერვიულობდა, კიდე მითხრა გაიმარჯვებსო, მარტო მე არა ნიკუშ იმასაც ჯეროდა შენი. ნიკა პასუხის გაცემას აპირებდა უცბად ფეხზე წამომდგარს თვალებში რომ დაუბნელდა და იატაკზე დაეცა. ალექსანდრამ სასწრაფო გამოიძახა მაშინვე კლინიკაში გადაიყვანეს... მიმღებ განყოფილებაში შეიყვანეს ბევრს ეცადა ალექსი შეყოლოდა მაგრამ ტყუილად არავინ უშვებდა , ძლივს აკრიფა მაშოს და ერეკლეს ნომერი ეხვეწებოდა მოდით მალე თორემ მოვკვდები ახლავე , ვერაფერს ვიგებ რა ხდევა და არც არაფერს მეუბნებიანო. 15 წუთში ორივე იქ ნგაჩნდნენ. ნიკა ისევ შიგნით ჰყავდა ექიმებს და არც თვითონ გამოდიოდნენ რომ რამე მაინც ეთქვათ სასოწარკვეთილი ქალისთვის რომელიც ჩაკეცილი მოთქვამდა, და ვერაფრით იმშვიდებდა გულს. 1 საათი და პასუხი არ არის. -ვცდილობთ ყველანაირად მხოლოდ ეს სიტყვები ესმოდა ექთნისგან რომელიც კადრულობდა და ხანდახან გამოდიოდა იმ მინის კარიდან და მერე ისევ უჩინარდებოდა კლინიკის თეთრ კედლებში. კიდევ 20 წუთი და გამოჩნდა როგორც იქნა მორიგე ექიმი . -თქვენ ნიკასთან ხართ? -დიახ მე საცოლე ვარ , ოღონდ ეხლა არ მითხრათ რომ .. - დამშვიდდით ცოცხალია, პრობლემა სერიოზულია , თავში დიდი სისხლჩაქცევა აქვს , ტრამვის ბრალია დააარტყა რამეს? სახეც სულ დალურჯებული აქვს , იჩხუბა >? -ბოქსიორია ექიმო, რინგიდან მოვიყვანეთ ფაქტიურად , უბრალოდ ის მითხარით ხომ კარგად იქნება? -ძნელი სათქმელია როგორ იქნება, ვერ მოგცემთ იმედს, მაპატიეთ უსამართლო ვიქნები, უნდა დაველოდოთ თუ გაიწოვა თავისით გამოვა მდგომარეობიდან თუ არადა ოპერაცია უნდა გავუკეთოთ, ჯობია თავისით გაიწოვოს, ოპერაცია საკმაოდ სარისკოა, ტვინის ისეთ უბანზეა ლაპარაკი რომ შეიძლება ცუდი შედეგი მივიღოთ. -რას გულისხმობთ , მოკვდეს შეიძლება? -არაა გამორიცხული, თუმცა უფრო მეტად სავარაუდოა მეხსიერება , მხედველობა სმენა ან ლაპარაკის უნარი დაკარგოს. თუმცა მხოლოდ შეიძლება . ახლა დავაცადოთ ცოტახანს , ხდება ისეც რომ არ სჭირდებათ ხოლმე ოპერაცია და იწოვოს თავისით -ახლა ღვიძავს ? -არა ახლა მართვით სუნთქვაზეა , და ასე იქნება სანამ გადავწყვეტთ როგორ მოვიქცეთ. -რომ ვნახო შეიძლება ? -ცოტახანში შეგიშვებთ , არ ინერვიულოთ ყველაფერი კარგად იქნება, უარესი მდგომარეობიდანაც გამომძვრალან , ახალგაზრდა და ძლიერი ორგანიზმი აქვს , ახლობლებიც ყავს როგორც ვხედავ ვისაც უყვარს და გვერდში დაუდგებიან , დიდი მნიშვნელობა აქვს მაგასაც . ახლა დაგტოვებთ ტომოგფარიის სურათები სხვა ექიმებსაც უნდა ვაჩვენო , მათი აზრიც მოვისმინო . წავიდა ნიკას ექიმი , წავიდა და წაიღო ყველაფერი რაც კი გააჩნდა ალექსანდრას. იმედი წაიღო, ყველაზე მთავარი. კი უთხრა კარგად იქნება ყველაფერიო მაგრამ მის წინ რაც უთხრა ისიც ახსოვდა . თითქმის არ ჰქონდა იმედი.... -ეკე დეიდამისს უნდა დავურეკო , იცნობ? -კი ვიცნობ მაგრამ, ჯობია შენ დაურეკო , სახლის ნომერს მოგცემ მიწერია სადღაც მგონი -კარგი. ალემ დაურეკა ნიკას დეიდას და ძლივს ხმის კანაკლით უთხრა ყველაფრერი, უთხრა და ისევ იქვე ჩაიკეცა კარებთან, ან როგორ უნდა გაეძლო იმ ქალის სიტყვებისთვის , თავისი გაჭირვებაც ყოფნიდა ახლა მისი დარდიც ჰქონდა, არ იცნობდა მაგრამ ის ხომ იცოდა რომ ნიკასთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ეგეც საკმარისი იყო. მოვიდა ნანა და ატყდა ისევ ერთი ამბავი, წივილი კივილი, ტირილი, გულის წასვლები, ძლივს დაამშვიდეს. ასე არ აპირებდნენ ნანა და ალექსი ერთმანეთის გაცნობას , ნიკას სულ სხვანაირად უნდოდა მაგრამ მთავარი მისი გაღვიზება და ფეხზე წამოდგომა იყო სხვა არაფერი. დღეები ასე მიყვებოდნენ ერთმანეთს, ნანა და ალექსანდრა ფაქტიურად კლინიკაში ცხოვრობდნენ, ზოგჯერ დასაძინებლადაც არ მიდოდნენ სახლში, ეკე და მაშოც სულ იქ იყვნენ , ერეკლესთვის რომ გეკითხათ იქ ალექსისგამო იყო მაგრამ ხო ხედავდა ყველა როგორ პატარავდებოდა ამხელა კაცის ნიკას ყურებაში, როგორ განიცდიდა რომ ხვდებოდა ხელიდან ეცლებოდა ამდენი წლის მეგობარი, ალბათ როგორ უღრღნიდა გულს იმაზე ფიქრი რომ ამდენი წელი დაკარგა მის გარეშე რაღაც უაზრო სიამაყის გამო, და რა არის მაინც ადამიანის ბუნება ისეტთ რომ არამცდაარამც არ აღიარებდა, ახლაც კი არ დასცდენია ეერთი სიტყვა . მხოლდო თვალები გასცემდნენ. ნინო ექიმიც დღეში სამჯერ მაინც თუ მეტჯერ არა შედიოდა პალატაში და ნახულობდა ნიკას, ამოწმებდა ანალიზებს , წნევას, პულსს, თვალებს უმოწმებ და ისიც ეძებდა იმედს , სულ პატარა იმედს იმისას რომ ოპერაცია არ გახდებოდა საჭირო,ისიც განიცდიდა ეტყობოდა, ალბათ რამდენი პაციენტი ყავდა ნიკას გარდა ასეთი და ნუთუ ყველას ასე განიცდიდა? ალბათ განიცდიდა მაგრამ ასე არა , არ გამოხატავად ყოველშემთვევაში ასე ძალიან , რომ უყურებდა როგორ უყვარდა ალექსს და როგორ განიცდიდა , წარმოიდგენდა ნიკას როგორ უყვარდა , როგორ უნდოდა საყვარელი ქალის გევრდით გაეტარებინა მთელი ცხოვრება, როგორ უნდოდა სიცოცხლე, უნდოდა გადაერჩინა რომ ერთად ყოფნა შეძლებოდათ, დამტკბარიყვნენ ერთმანეთით. მას ესმოდა რასაც გრძნობდა ალექსი, იმაზე უფრო კარგად ვიდრე სხვა ვინმეს , ესმოდა. ზუსტადაც კი იცოდა. ასე გავიდა ორი კვირა , რადგან არანაირი შედეგი ჩანდა ნინო ექიმმა უკვე ოპერაციაზე დაიწყო ლაპარაკი, სხვა გზა უბრალოდ აღარ რჩებოდა, კიდევ მეტს თუ მოიცდიდნენ , ოპერაციასაც აღარ ექნებოდა აზრი და აპარატის გამორთვა მოუწევდათ , რასაც ალექსს უბრალოდ ვერც კი უხსენებდნენ. თანახმა იყო მთელი ცხოვრება იქ მის პალატაში გაეტარებინდა ვიდრე მის საფლავთან , ახლა ეხებოდა , ხედავდა , კოცნიდა ეფერებოდა, კიდევ ჰქონდა თავისის სურნელი შემორჩენილი, ნიკას გაფითრებულ გაყინულ სხეულს , მაგრამ თუ გამორთავდნენ ეს ყველაფერი დამთავრედბოდა. -იქნებ კიდევ ცოტახანს დავიცადოთ ნინო ექიმო , რამე რომ მოუვიდეს მეც მოვკვდები იცოდეთ ვერ გადავიტან -მეტს ვეღარ მოვიცდით ალექსს, საუკეთესო ქირურგებს დავიხმარებ , და ყველაფერს გავაკეთებ რომ როგორმე გამოვასწოროთ მდგომარეობა , ახლა უნდა გვენდო სხვა გზა უბრალოდ არაა. -თქვენ არ იტყვით ნანა დეიდა? ნანა უკვე გლოვობდა ნიკას, შავებში გაეხვია, სახე დაუჭკნა , დაპატარავდა უცბად , დაბერდა ისე რომ ვეღარ იცნობდით, არც მას ჰყავდა ნიკას მეტი არავინ და ისიც კვდებოდა მისი შემხედვარე. -როგორც საჭიროა ისე გავაკეთოთ შვილო ექიმებმა უკეთ იციან -ერეკლე თქვი რამე -მე რა ვთქვა ალექსს მე რატომ მეკითხები, -თქვი რამე ეხლა მაინც თქვი რამე -ექიმმა უკეთ იცის როგორ ჯობია მგონი უნდა დაუჯერო დათანხმდნენ ნიკას ოპერაციას. -კიდევ ერთხელ გავაკეთებთ საჭირო ანალიზებს საერთო სურათს შევაფასებთ და რაც შეიძლება ამლე დავნიშნავთ ოპერაციას. ეს ძალიან მალე იმავე დღეს აღმოჩნდა საღამოს 6 საათზე , მართლაც ყველა ქირურგი ვისაც კი ენდობოდა ნინო, საოპერაციოში იდგა და იბრძოდა ნიკასთვის . სასწაულების გჯერათ? მე კი მჯერა , ყოველთვის მჯერა რომ შეიძლება მოხდეს , რომც არ მოხდეს მაინც მჯერა, არ იფიქროთ რომ მერე გული მიცრუვდება და აღარ მაქვს იმედი, არა ყოველჯერზე მჯერა რომ მოხდება სასწაული. ახლა ნამდვილად სასწაული მოხდა 12 საათიანი ოპერაციიდან ნინო ექიმი გაბადრული სახით გამოვიდა, ძალიან დაღლილი, ფეხზე ძლივს იდგა , მაგარმ მაინც ეტყობოდა კმაყოფილება, -ცოცხლაია, არ მოგვიკლავს, გაიღიმა ექიმმა შინაურულად და ქუდი მოიხსნა . -ვაიმეეე ნინო ექიმოოო , იცით რა ქენით თქვენ სასწაული ქენით, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ძალიან ძალიან . კიდევ ბევრი ძალიან უნდა ეთქვა ალექსს რომ გაისმა მაგრამ -მაგრამ არ ვიცით რომ გაიღვიძებს რა იქნება. -ეგ როგორ? -ხომ გითხარით თავიდანვე შეიძლება რამე დაზიანდა უნდა გავაღვიძოთ ჯერ ვერაფერს ვიტყვით -და როდის გააღვიძებთ? -ერთი კვირა მაინც დაგვჭირდება , შეშუპება უნდა ჩაცხრეს , ცოტა დაისვენოს ორგანიზმმა და შემდეგ გამოვრთოთ აპარატი. კიდევ ერთი კვირა , როგორი საშინელება იქნებოდა მათთვის ეს ერთი კვირა იმ ორკვირიანი ლოდინის მერე თუ შეგიძლიათ წარმოიდგინეთ , მაგრამ არცერთს დასცდენია სიტყვა , ასე უსიტყვოდ ელოდებოდნენ. ალექსი სულ ელაპარაკებოდა ნიკას , ეფერებოდა, მის საწოლზე თავჩამოდებულს ეძინა , ნანა სამლოცველოს არ შორდებოდა, ერეკლემ და მაშომ ერთმანეთში იპოვეს ნუგეში და დაახლოვდნენ. მაშიკო ძალიან შეიცვაალა , თითქოს გაიზარდა , ნიკას კარგად იცნობდა , უყვარდა კიდეც მარტო იმიტომ რომ ალექსს უყვარდა და ერთადერთი კაცი იყო ვისაც მისი მეგობარი სიყვარულის ღირსად თვლიდა. ალექსის და ნიკას ამ მგომარეობაში ყურებამ ცხოვრებაზე დააფიქრა ეს უდარდელი ცანცარა ქალი , დასერიოზულდა, სევდიანი და ჩაფიქრებული გახდა , უფრო მეტად გამოხატავდა თანაგრძნობას და პატარა ბავშვივით ზრუნავდა ალექსანდრასა და ერეკლეზე, არც ნანა გამორჩებოდა ხოლმე, მზა საკვებით დატვირთული რომ მიადგებოდა კლინიკას და ჩაყავდა სამივე მანქანაში საჭმელად. კლინიკის კაფეში არ მიყავდა , თავისებურად ჰქონდა ტვინი მაშიკოს მოწყობილი, ფიქრობდა რომ თუ კლინიკის კედლებს გარეთ შეჭამდნენ , უფრო შეერგებოდათ და ცოტას ამოისუნთქებდნენ, ასეც იყო . მისი ტვინი უცნაურად მაგრამ კარგად აზროვნებდა , ბოლო დროს . არც გიორგი გახსენებია ამ სამი კვირის განმავლობაში , გადაერთო ერეკლეზე, ისე დაუახლოვდა ვერც გააცნობიერა . გაუჩნდათ გრძნობები ერთამნეთის მიმართ მაგრამ არც უფიქრიათ მაგაზე. როგორ იფიქრებდნენ ნიკას მეტი აღარაფერი ხდებოდა მათ ცხოვრებაში. ალექსის მშობლები დღეში იმდენჯერ რეკავდნენ უკვე წუხდებოდა კიდეც . -ალექსს ჩამოვალთ დედა ცოტახას მაინც -არა დედა თქვენ რას უშველით, რომ გაიღვიძებს მერე ჩამოვალთ მე და ნიკა და გაგაცნობთ -ალექს რატომ ხარ ასეთი ჯიუტი -დედააა გეყოფა რაა შენი უკან დევნის ნერვები არ ამქვს რომ ჩამოხვიდე უნდა გამაგიჟო და იყავით რა მანდ ასე მირჩევნია -ოოოოხ შენ ვინ ხარ რააა , გაგწეწავდი სიამოვნებით -დედაააა -ხო კარგი კარგი დაგირეკავ კიდე გკოცნი ჩემოო ლამაზო , მიყვარხარ ასე რეკავდა მამამისიც მაგრამ ის უფრო ცდილობდა არ გაებრაზებინა ისედაც ჟკუიდან გადასული შვილი. ჯერ ძლივს შეეგუა ნიკას არსებობას , წარმოიდგინეთ მამისთვის როგორი გასაანალიზებელია რომ ერთადერთი გოგო რომელსაც სულ თავს დასტრიალებდნენ უკვე შეყვარებული იყო და ალბათ მალე გათხოვდებოდა კიდეც. მაგის გაანალიზებაც ვერ მოასწრო რომ უკვე იმ ფაქტს ეგუებოდა მისი შვილი კლინიკაში როგორ კვდებოდა იმ კაცის გამო რომლის არსებობასაც ბოლოდმე ვერ იაზრებდა. გავიდა ეს ერთი კვირაც და ნინო ექიმმა ისევ დაიბარა ნიკას პალატაში ალექსი და ნანა და უთხრა რომ უკვე დრო იყო იმ წყეული აპარატის გამორთვის , რომლის ხმასაც ალექსი ჭკუიდან გადაყავდა , მარტო იმიტომ რომ ნიკას გულისცემის ხმას ფარავდა. ეკე და მაშოც იქ იყვნენ . ჩატარდა საჭირო სამედიცინო პროცედურები როგორც ხდება ხოლმე და გააღვიძეს ნიკაც, ის აპარატიც მოაშორეს. ნელნელა გაიღვიძა , თვალები გაახილა ნინო ექიმს მოკრა თვალი მაშინვე , ის უხსნიდა ყველაფერს რა დაემართა , რამდენი ხანი გავიდა , ოპერაციაც ახსენა და სერთოდ ყველაეფრი რაც ამ პერიოდში გაუკეთეს და რის გაკეთებასაც კიდევ აპირებდნენ. საშუალებას აძლევდა გონს მოსულიყო და ნელნელა გაეანალიზებინა ყველაეფრი. ელოდებოდა როდის მიახვედრებდა ნიკა ესმოდა თუ არა ხედავდა თუ არა ლაპარაკი შეეძლო თუ არა . -ჩემები აქ არიან? ამოილუღლუღა ნიკამ და ნინო ექიმი ადგილს მიეყინა , ლაპარაკობდა და ესმოდა კიდეც , უყურებდა ნინო ექიმს და ისე ელაპარაკებოდა, ესეიგი ხედავდა . პატარა დარღვევებს ამჩნევდა ლაპარაკში მაგრამ გამოსწორებადი იყო და არ ნერვიულობდა -რა თქმაუნდა აქ არიან სულ აქ იყვნენ შემოვუშვებთ ცოტახანში ჯერ დავასრულოთ გასინჯვა, იცოდე ქორწილში აუცილებლად დამპატიჟებთ -აუცილებლად ..ალექსი მინდა დაუძახეთ რა და მეერე გამსინჯეთ არ შეიძლება? -ნიკა ცოტახანსაც თუ მოიცდი ღამეც დავტოვებ შენთან გპირდები -კარგით ხოოო თუ ეგრეა პალატასთან ისეთი გამწარებულები დადიოდნენ ოთხივე ნერვიულობისგან რომ ერთმანეთს გვერდს ძლივს უვლიდნენ. როგორც იქნა ნინო ექიმიც გამოჩნდა და არაფერი უთქვამს ისე შეუღო პალატის კარები , მიბრძანდითო, შევიდნენ და ნიკა უღიმოდათ, მხოლოდ ეკე არ შესულა ,გარეთ იდგა , ვერ შედიდოა ფეხები უკან რჩებოდა. ნიკა იღიმოდა ალექსი კინაღამ ზედ დაახტა , ნანა ტიროდა გიჟივით -ნაანა კარგი რაა თუ არ გაგიხარდა დავიძინებ ისევ -ნუ ხარ სულელი ბიჭო ,ასე კიდევ რომ გააკეთო მოგკლავ იცოდე ძალიან შეგვაშინე -ქალბატონო ნანა თუ შეიძლება გამომყევით, ფორმალობები გვაქვს მოსაგვარებელი , ვერც მე ვიტან ამ საბუთობანას მაგრამ ასეა საჭირო, ხელი უნდა ომიწეროთ რაღაცებზე. 10 წუთიანი ხვევნა კოცნის მერე ნინო ექიმმა გაიყვანა ძლივს ისიც, ნანა პალატიდან , მაშოც გავიდა ეკესთან -ნიკაააა -კარგი რააა ალე არ იტირო იცოდე ან საიდან გაქვს ამ ერთი ბეწო გოგოს ამდენი ცრემელბი სამი კვირაა ტირიხარ -შენ რა იცი ?? -ვიცი ,დებილო ხო იცი მე ყველაფერი ვიცი -ხოო შენ ჩემი სანტა ხარ -კაი რააა , ნუ ტირიხარ, ხო ხედავ როგორ ვბლუყუნებ ნუღარ მალაპარაკებ ამდენს , მანამდე მაინც სანამ ენასაც გამისწორებს ნინო ექიმი -ნუ ხარ შტერიიი ძაან შეგვაშინე, კინაღამ მოვკვდი დედასგეფიცები იმ რინგზე რომ კიდევ ერთხელ დაგინახო მე მოგკლავ -კარგი ხოო მაგაზე სახლში ვილაპარაკოთ ერთი ადექი აბა დატრიალდი დამენახე ,მაგრად მომენატრე ტოოო წამოხტა ალექსი და დატრიალდა ორჯერ მერე ისე ნიკას დაახტა ზემოდან. -გოგო ისედაც 45 კილო იყავი და ახლა 30 დარჩენილხარ , გაგიჟდი? ბუმბულივით ხარ -ოოოფ რავიცი ნიკა . მაგაზეც სახლში ვილაპარაკოთ -ესიგი დღეიდან ჩემთან იცხოვრებ -ხოო? -ხოოო -კაი , ისედაც შენთან ვცხოვრობ უკვე ეღტი თვეა თითქმის -როგორც კი ავდგები და ენას გამისწორებს ნინო ჯვარი დავიწეროთ და შენებს დავადგეთ იტალიაში -შენ ჩემს გულში ხომ ზიხარ და მგონი თავშიც შემიძვერი. მეც მაგას ვფიქრობ ნიკუშ , აღარ მიდნა დრო დავკარგოთ -ეეე რას მოვესწარი , ალექსანდრას ჩემზე უდნა დაქორწინება და თან მალე რაც შეიძლება. აქამდე რომ დამმართნოდა ეს რაღაც უბედურება ტვინზე არ შეიძლებოდა? -ნიკააააააააა .ექიმს არ უთქვამს ოპერაცია სისულელეების ლაპარაკს თუ დაგაწყებინებდა. -მიყვარხარ -მეც მიყვარხარ ნინო ექიმი დაბრუნდა ისევ და მართალია ნიკას მაინცდამაინც არ გახარებია მაგრამ ანალიზების გასაკეთებლად წაიყვანა .პალატიდან რომ გააიყვანა , 15 წუთიანი ბრძოლის მერე, ეტლში უნდა ჩაჯდე , არ მინდა ფეხით წამოვალ , აუცილებელია უნდა ჩაჯდე და ასე დაუსრულებლად სანამ , ალექსანდრა არ ჩერია კამათში და ნანაც არ აიყოლია , ბოლოს როგორც იქნა დაითანხმეს და ჩაჯდა ნიკა , ისეთი სახე ჰქონდა გეგონებოდათ მოსაკლავად მიჰყავდათ. პალატიდან გასულმა ეკეს მოკრა თვალი, ის კი ცდილობდა არ დანახებოდა მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ მთასავით კაცის დამალვა ისე რომ ვერ დაინახონ. -ერეკლე დავინახე თუ მომეჩვენა ? -არა ერეკლე ეს სამი კვირაა სულ აქ არის -და რას აკეთებს? -რასაც ჩვენ ნიკა , გელოდებოდა, არცერთი დღე არ გამოუტოვებია, ჩვენ რომ მივდიოდით სახლში გამოსაცვლელად ის რჩებოდა ... -და რას აკეთებდა? -რავიცი აბა , იჯდა ან იდგა და გელოდებოდა , მე რავიცი ,რატომ სვამ ასეთ უცნაურ შეკითხვებს.ეგ შენ უნდა იცოდე რას აკეთებდა... შენ ხომ ყველაფერი იცი ნიკას დაუსევდიანდა ავადყოფნისგან ისედაც ჩაშავებული თვალები. იქნებ იმიტომ რომ იმ უამრავ მილზე და აპარატზე მიერთებულს მართლაც ესმოდა ყველაფერი რასაც ელაპარაკებოდნენ. იქნებ როცა არავინ იყო ეკეც შედიოდა და ელაპარაკებოა ალბათ იმ იმედით რომ ნიკა ვერ გაიგებდა, მაგრამ მას ეესმოდა. იქნებ ნიკა აღარ იყო გაბრაზებული და უნდოდა ამდენი წლის მერე, ძველებურად ნორმალურად დალაპარაკებოდა თავის ბავშვობის მეგობარს, იქნებ ეთქვათ ერთმანეთისთვის რაც ჰქონდათ სათქმელი . ნიკა არ იყო ის ადამიანი რომ რამე დაეტოვებინა გულში თუ სათქმელი ჰქონდა პირდაპირ ამბობდა და იცავდა თავის პოზიციას, ისე როგორც ნამდვილი კაცი, მამაკაცი, ღმერთთან მართალი ადამიანი და თუ მააგას არ აკეთებდა, საქმე იდმენად დიდ გრძნობბას ეხებოდა რომ ვერ ერეოდა, იმდენად იყო გაბრაზებული ერეკლეზე, მარიზე,დედაზე , მამაზე და საერთოდ სამყაროზე რომ ვერ ერეოდა იმ სიბრაზეს , თორემ უკვე დიდი ხნის წინ ეტყოდა ეკეს შენ რას გერჩი , მაშინ თუ არა მეერე ხომ მაინც მოხდებოდა რაც უნდა მომხდარიყოვო, სინამდვილეში აცნობიერებდა რომ გარდაუვალი იყო მარის ავარია და მას უბრალოდ არ ეწერა მეტი სიცოცხლე , ისიც იცოდა რომ ეკე კიდევ უფრო მეტად იტანჯებოდა, მარი მისთვის ყველაფერი იყო , არც ის ჩხუბი იყო მარტო ეკეს ბრალი უფრო მეტიც მარის გამო იჩხუბეს , სინამდვილეში ნიკაც იგივეს გააკეთებდა , ნიკაც იკამათებდა საყვარელ ქალთან იმაზე რაზეც იმ დღეს შეყვარებულებმა იკამათეს, და საერთოდ რა მოხდა ? მოსახვევში მარიმ ვერ დაიმორჩილა მანქანა და ამობრუნდა. სწრაფად მიდიოდა როგორც ჩვეოდა , თან აღელვებული იყო, გარბოდა და მართლა გაიქცა საბოლოოდ. ადგილზევე გარდაიცვალა, ისეთი ავარია იყო ვინც ნახა ვერავინ ივიწყებდა, მთელი საღამო ცდილობდნენ მაშველები მანქანის დანაწევრებას რომ როგორმე ახალგაზრდა ქალის ცხედარი ამოეყვანათ დაჭეჭყილი მანქანიდან და ამ ყველაფერს უყურებდნენ ორივე , ერეკლეც და ნიკაც . ახლა რომ გეკითხათ რას ევრ პატიობდნენ სინამდვილეში ერთმანეთს , გულწრფელ პასუხს ვერცერთი გაგცემდათ იმიტომ რომ ერთმანეთს კი არა საერთოდ სამყაროს ვერ პატიობდნენ იმას რომ ასეთი უსამართლო და უმოწყალო იყო. ანალიზის პასუხები სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო. -ნიკა შენ რომ იცოდე როგორ ყვარებიხარ ღმერთს რომ გამოძვერი იმ მდგომარეობიდან . პასუხები კარგია, საუბარიც გამოსწორდება დროთაგანმავლობაში , ქირურგიული ჩარევა აღარაა საჭირო , ცოტა ვიტამინები დაგჭირდება , გადასხმები და უცბად აღიდგენს ორგანიზმი ძალებს . ეს დღეები მაინც აქ მოგიწევს ყოფნა გადასხმებს დავიწყებთ უკვე და ორ-სამ დღეში გაგიშვებ. -ნინო ექიმო მადლობა არ მითქვამს ხო ასეა? ხოოდა დიდი მადლობა -შენს ორგანიზმს უთხარი მადლობა , ისეთი ოპერაცია გადაიტანე , თან უარყოფითი შედეგების გარეშე.წავალ ეხლა დაიძინე ცოტახანს დაისვენე ასე ერთიანად ამდენი ენერგიის დახარჯვა არ შეიძლება დასუსტებული ხარ . -ჩემები თუ გარეთ არიან , ალექსს უთხარით შემოვიდეს რაა მარტო ვერ დავიძინებ -უცნაური ახალგაზრდა ხარ , არ არიან აქ აფთიაქში წავიდნენ რაღაც წამლები დავაბარე ,მაგრამ მაშო და ერეკლე აქ იყვნენ დავუძახო? -მაშოს თუ შეიძლება -მოიცადეეე , მაშოც წასულა ერეკლეა მხოლოდ. -არ გინდათ დავიძინებ ისევ მარტოს მირჩევნია -როგორც გინდა. ვერ გაბედა ნიკამ ერეკლეს ნახვა, კი უნდოდა მაგარმ ვერ გაბედა უბრალოდ რა ეთქვა არ იცოდა, ან როგორ ეთქვა . ერთმანეთზე პლატონურად შეყვარებულ წყვილს გავდნენ შორიდან . უნდოდათ შერიგება და ვერ რიგდებოდნენ, უნდოდათ ეთქვათ მაგრამ ვერ ამბობდნენ. საღამომდე ყველაეფრი რიგზე იყო, ალექსი და ნაანა დაბრუნდნენ, ერეკლე და მაშო ისევ გარეთ ისხდნენ პალატასთან, ნიკაც კარგად გრძნობდა თავს, მაგრამ მდგომაერობა უცბად შეიცვალა. თავში ყველაფერი რიგზე ჰქონდა , მაგრამ შინაგანი სისხლდენა დაეწყო და ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი. თავიდან დადგა ისევ მთელი კლინიკა ფეხზე, თავიდან დაიწყო ალექსანდრას პანიკა და ნანას მოთქმა, ერეკლეს გალურჯებული და გაყინული ხელების ცახცახი და ბავშვურად ატირებული მაშო რომელსაც გული უკვდბეოდა ყველას გამო , გულში ღმერთს ეხვეწებოდა არ მოკლა ნიკაო. სჯეროდა რომ შეისმენდა ,მართლა სჯეროდა. ნინო ექიმი ისევ წინდაუკან დარბოდა, გასცემდა განკარგულებებს , რა და როგორ უდნა გაეკეთებინათ, ყველაზე რთულ თვითონ აკეთებდა ექთნებს და პრაქტიკანტებს არ ენდობოდა. ანალიზების და რენდგენების ახალი ტალღა , ფეხის თითიდან თმის ღერამდე ხელახლა გამოიკვლიეს ნიკა რომ ეპოვათ ორგანო საიდანაც სისხლი მოდიოდა და არ ჩერდებოდა. ღვიძლი იყო ამჯერად მიზეზი. ისევ ოპერაცია , ისევ საოპერაციოს მინის კართან ლოდინი და არანაირი პასუხი. როგორც იქნა ქირურგიულის ექთანი გამოვიდა, -სისხლი გვჭირედბა , რაც გვქონდა სულ გადავუსხით.სისხლდენის წყაროს მივაგენით და ვამუშავებთ მაგრამ სისხლი გვჭირდება უნდა იშოვოთ როგორმე. მესამე უარყოფითი აქვს და რაც სეიძლება მალე გვჭირდება. ახლავე დაიწყეთ მოძიება ჩვენ უბრალოდ რესურსი აღარ გვაქვს . იცით ვის ჰქონდა მესამე უარყოფითი ჯგუფის სისხლი? ხოო ერეკლე თევზაძეს, სიტყვაც არ დასცდენია ისე შევიდა სამანიპულაციოში და მზად იყო ბოლო წვეთამდე მიეცა ოღონდ ნიკას ეცოცხლა. წაიღეს ერეკლეს სისხლი, სიტყვებს ვერ ამ ბობდა მაგრამ იმს სისხლს გააყოლა ტან რაც ჰქონდა სათქმელი, იწვა ფერწასული და სულ ძალით ღეჭავდა შოკოლადის პატარა ნაჭერს მაშო ძალით რომ უდებდა პირში, -თუ არ შეჭამ თავბრუდაგეხვევა იცოდე და ვერ ადგები ფეხზე , რომ დაგვჭირდეს რამე მერე როგორ გვიშველი? ეს ერთი ლუკმაც რა გთხოოოვ, გთხოოვ გთხოოვ გეხვეწები -მაშო ეგეთი თვალებით რომ მიყურებ მართლა მაშა ხარ და მე დათვი მგონია ჩემი თავი . მომეცი და შევჭამ . ოღონდ დროზე ავიდეთ ისევ საოპერაცისოთან ვერ ვისვენებ. არც წოლა მიყვარს ხო იცი. ხო არ ვკვდები არა . ? პროსტა სისხლი ამიღეს. -ხო მაარა ბევრი აგიღეს და იმ გოგომ თქვა აჭამეთ ბევრი შოკოლადიო და შენ ოპრი ლუკმაც არ გიჭამია ჯერ, ოპერაცია არ დამთავრებულა -მასო რომ გავალთ გამახსენე რომ რაღაცის აგკეთება მინდა პროსტა ეხლა და აქ ვერ გავაკეთებ , ნიკა რომ გამოკეთდება და აქ აღარ ვიქნებით ამ დედაფეთქებულ კლინიკაში გამახსენე კარგი? და უეჭველი გავაკეთებ . გამახსენებ ? -ხოო აბა რას ვიზამ. ოპერაცია დასრულდა და საკმაოდ წარმატებულად. ერეკელს სისხლმა ნიკას უშველა, ღვიძლი გაკერეს , პატარა ნაჭილის ამოკვეთა დასჭირდათ მაგრამ ეგ არ იყო პრობლემა , ის თვითონ აღდგებოდა , ახლა მთავარი იყო ნიკა ნარკოზიდან გამოსულიყო, ნინო ექიმი ნერვიულობდა, ისედაც დასსუსტებული ორგანიზმი ჰქონდა, ორი კვირა მაინც აძინებდნენ სანამ აპარატს მოხსნიდნენ და ახლა ისევ ნარკოზი, ესინოდა გულმა რომ ვერ გაუძლოსო მაგრამ ნიკა მეტრეველის გულს რა გააჩერებდა , ან როგორ დაიძინებდა ისე და იმდენ ხანს რომ ვერ გაეღვიძა, ერთი საათით გვიან მაგრამ მაინც გამოვიდა ნარკოზიდან. ამჯერად ვერ ლაპარაკობდა უჭირდა ძალიან და ეხვეწებოდა ნინო ექიმი ცოტახანს თავი სეიკავე დილისთვის უკეთესად იქნებიო» მართლაც ასე იყო დილით უკვე უკეთ გამოიყურებოდა, ისევ ისე ბლუყუნებდა და ცოტა უარესადაც იმიტომ რომ უფრო სუსტად იყო მაგრამ შედარებაც არ იყო წინა დღესთან . იჯდა ალექსი სკამზე ნიკას პალატაში საწოლის გვერდით და ფიქრობდა რის ფასად დაუჯდა ის ერთი დღე, ერთი ბრძოლა, ან რა უნდა რამე რომ მოსვლოდა ნიკას, როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება, როგორ შეგუებოდა რამდენი ფიქრი , აზრი , შიში უტრიალებდა თავში . -გეხვეწები არ იტირო მეტი და ერთი მაკოცე რააა მარტო ერთი -სულელო , ბევრს გაკოცებ ძაან ბევრს .აკოცა გალურჯებულ ტუჩებზე და წამით მოუნდა რომ არ მოშორებოდა არასდროს , რომ შეძლებოდა მიეწებებოდა წებოთი ტუჩებზე რომ არასდროს დასჭირვებოდა გაწევა . -რა ფიქრები გიტრიალებს მაგ ლამაზ თავში? -ნიკა რამე რომ მოგვლოდა თავს მოვიკლავდი . ხომ აღარასდროს იჩხუბებ? -არ ვიჩხუბებ ნუ ფიქრობ მაგაზე ჩემო პატარა ხო ხედავ , არც გულს ეთმობი არც ტვინს და არც ღვიძლს, მეორედ გადავრჩი უკვე. აღარ ვიჩხუბებ , მეც ვიფიქრე მაგაზე. აღარ განერვიულებთ ნანაც როგორ ვაწამე შენ ხო საერთოდ...., უკვე სამი დღე გავიდა, ნიკა უკეთ იყო აღარც ღვიძლს ჰქონდა პრობლემა და არც თავში იყო რამე დარჩენილი, დამოუკიდებლად ჭამდა და წამოდგომასაც ახერხებდა უკვე. -მალე წახვალ სახლში ნიკა ნუ ნერვიულობ აღარც მე მინდა შენი აქ დანავხვა. -გავაჩინე თვალებში მაზოლები? -ზუსტად ეგრეა . ასე ხუმრობდნენ ნიკა დ ამისი ნინო ექიმი ყოველ ჯერზე როცცა შედიდოა მის პალატაში. -ნინო ექიმო გარეთ არის ვინმე ? -კიი ერეკლეა . ან როგორ არ ირლება სულ აქ ზის. -შემოვიდეს უთხარით, თუ არ სემოვიდა , კვდება და სანამ სულს დალევს შენი ანხავ უნდაო უთხაერით და ნამდვილად შემოვა, -აი რატომ ამბობ ეგეთ რაღაცებს , არ გრცხვენია? -ეე ნინო ექიმო ვიცი რა ვირიცაა იმიტომ გეუბნებით. გაიქნია ნინო ექიმმა თავი შენ არაფერი გეშველებაო გაიფიქრა და ერეკლეს დაუძახა. -ავადმყოფს სურს შენი ნახვა თან მითხრა თუ არ შემოვიდა უთხარით რომ ვკვდები და ბოლოჯერ მინდა მისი ნახვა სანამ სულს დავლევო. -მე მეძახის? -ხოოო შენ გეძახის გააგრძელა ნინომ პაციენტების შემოვლა , ერეკლე წამოდგა სკამიდან , მერე ისევ დაჯდა წამოდგა და კიდევ რომ უნდა დამჯდარიყო მაშო ზუსტად მაშინ გამოვიდა ლიფტიდან -ეხლა არ მითხრა რომ ვარჯიშობ , ხო კარგად ხარ ერეკლე -ხოო შემოვიდესო ჩემი ნახავ უნდა -ჰოო? ხოდა შედი მერე რაღას ელოდები -რავი , სამი წელია მგონი უკვე ასე არ მილაპარაკია კი არადა ახლოდანაც არ მინახავს. -ხოდა ნახე მიდი , იქნებ რამე სჭირდება მაშომ შეაგდო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით პალატაში . ნიკა წამომჯდარი ტელეფონს მისჩერებოდა, ინტერნეტში თავის ბოლო ჩხუბს უყურებდა .ეკე შევიდა და დადგა ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი , კედელს მიეყუდა და იატაკს დასჩერებოდა . -მე მეგონა გავირდებოდი და არ შემოხვიდოდი -კვდებაო ნინო ექიმმა და რა აზრი ქონდა გავირებას - ხო არა ? მადლობა სისხლისთვის , ჩაგასესხებ აუცილებლად -ხოო ... ძალიან მთხოვა ალექსმა და უარი ვერ ვუთხარი , - გაიღიმა ნიკამ, ისევ ისეთი ვირი ხარ , ამდენი წელი გავიდა და მაინც არაფერი შეგეცვალა? -შენ შეგეცვალა? -არა ჰო არც მე -მისმინე აღარ მინდა რაა ეს დედამ***** ესე გაგრძელდეს . -ჰოო? აღარ ვარ მკვლელი? -ბიჭო არ იყო ადვილი ჩემთვის რაა , ხო იცი მარი ვინ იყო და ბაზარი არაა არ უნდა დამებრალებინა შენთვის, ეგეთი იყო მარი რაა , გიჟივით დადიოდა სულ , ბევრჯერ გადარჩა, იტოკში არ იყო შენი ბრლი რაა -სისხლი უდნა მომეცა რომ მიმხვდარიყავი ? -ეგრე გამოდის -მაგრად მიჭირდა , ტოოო , არც ვიცი რამ გამაძლებინა ,იცოდე რომ შემეძლოს მართლა გავუცვლიდი ადგილს რაა არ მითქვამს შენთვის აქამდე მარა ეგრეა, დღემდე ეგრეა... -კაი ვსო რაც იყო იყო, მაგრად მიტყდება მე ალექსს გეფიცები -მეც მიტყდება ძმაო სამი წელი არაა ცოტა დრო ძაან გაგვიგრძელდა -დავზავდით? -ეგრე გამოდის , ალექსს გაუხარდება -ალექსმა გაგვაერთიანა , ისე შენ და მაშიკო -ეგ საიდანღა გაიგე -ალექსი მიყვებოდა ყველაფერს რომ მეძინდა და მესმოდა რაღაცები , ოღონდ არ უთხრა არ იცის -კაი ტოო მართლა გესმოდა? -ხოოო აბა არ მესმოდა? პროსტა შენი ლაპარაკი არ მესმოსა მარტო -კაი ატრაკებ ეხლა შენ , სერიოზულად გესმოდა? -შენი არათქო ხო გითხარი , მიდი ძმურად ის ნაბეღლავი მომაწოდე რააა გაზგასული კია მარა არაუშავს . კაი წყვილი ხართ -დალიე და გაჩუმდი ცოტახანს ,ისევ ისეთი ხარ .არ შეცვლილხარ ვაფშე -შენ ხო რას ამბობ დაღვინდი რაა -კაი ბრძოლა იყო, იმის მერე რაც მე მომიგე ბევრი გისწავლია ,დაგიხვეწია -აქედან რომ ავდგები კიდე ერთს მოგიგებთქო კი გეტყოდი მაგრამ ალექსმა რომ გაიგოს ცოლად აღარ გამომყვება -ჰოო ვიცი ! ანუ შეეშვი? -ხოო შევეშვი , ამის მერე , ნაღდად აღარ მიღირს , სტუდია გავხსნათ და ბავშვები ვავარჯიშოთ , -კაი იდეააა, მეც ვფიქრობ შევესვა და მაშოს მივხედო , მგონი ვუყვარვარ , დიდები ვართ ბიჭო უკვე ერთ თვეში 30 ის ვხდები ტოოო , მეც მინდა ცოლშვილი -კიდე დაგვიგვიანდა რამდენს ლაპარაკობდნენ, აი ისე დიდი ხნის უნახავი ქალები რომ შეხვდებიან ხოლმე ერთმანეთს და ყველაფერზე რომ ლაპარაკობენ , ერთიდაიგივეს მესამედაც რომ ყვებიან ოღონდ აინაზღაურონ დრო. ამ ლაპარაკში ალექსი შევარდა პალატაში, ეკეს იქ არ ელოდა და კინაღამ პარკები გაუვარდა ხელიდან . -ოჰოოოოო -მოდი ბრატუხ მოდი,..მიუახლოვდა ერეკლეს ალექსი ,ისე რომ ხან ერთს აგხედავდა ხან მეორეს, გადახვია ხელი გაკვირვებულ ალექსს და თმები პატარა ბავშვივით აუჩეჩა ერთი ხელით -ეეეს ძმაო? ეს მააგარი როჟააა იმენა , გვისრულებდა ყველას, ექიმებსაც ექთნებსაც ნანასაც ტოოო,პროსტა შავები ვერ გაახდევინა. გვეჩხუბებოდა ნუ გლოვობთ ცოცხლ ადამაინსო. -ჰო არა ? -რა ჰო არა შერიგდით? -ჰოოოო. -დიდი ხანია ბატონო ერეკლე? მე რატომ არ ვიცი ? -ახლა შევრიგდით , აქ არ იყავი თორე უშენოდ როგორ ვიზამდით -რა სასაცილოა პირდაპირ , რაო მოგენატრათ ერთმანეთი ? ხო არ დაგტოვოთ ზედმეტი ვარ უკვე ? -გოგოოო შენ ეჭვიანობაც იცი? -ეეეე რა არ იცის ბიჭო ლენა დარბაიძე კინაღამ ცემა ამასწინათ . ნიკამ სამი თვის წინანდელი ამბავი სულ დეტალებით გაიხსენა, არ გამორჩენია არაფერი . კლუბში იყვნენ მაშო ,ალექსი და ნიკა ,უცბად ვიღაც რომ შეახტა ნიკას უკნიდან, -როგორ ხარ ნიკუუუუუუშ.ისე გააგრძელა ეს „უ“ კინაღამ დააავიწყდა რას ამბობდა , საშინლად იწელებოდა და ვერ იტანდა ალექსი გოგოს წელვა გრეხას. -მაშ ეს რა ჯიშის ცხოველია? -არ ვიცი გოგო მაგრამ რაღაც უცხო ჯიში როა ფაქტია -ხო არა ? და რატო იგრიხება ეს ან ეკრობა ნიკას ? -ოოოოო რავიცი აბა , მე და შენ დიდი ხანია გოგოების რაზბორკა არ გვქონია მგონი სკოლის მერე არა ? რაზბორკა ეს რათქმაუნდა ხუმრობით -ჰოოო მგონი -გავიხსენოთ? -მოიცა ჯერ , ცივილურად გავესაუბროთ , გაიღიმა ალექსმა და მივიდა ნიკას ნახვით გახარებულ ლენასთან და კმაყოფილ ნიკასთან. კმაყოფილებას მასში ალექსის სახე იწვევდა, ეტყობოდა ძლივს რომ იმორჩილებდა ნერვებს.ეჭვიანობდა. -ნიკუშა ჩემო სიხარულო ვინ არის ეს ლამაზ თვალეება არა , არც ცხვირი აქვს ლამაზი არც ტუჩები, მოიცა დავაკვირდე? ეს დიდძუძუებიანი გოგო? -ალექსანდრა ეს ლენაა, ეს ალექსია , ლენა ჩემი სკოლელი იყო ალექსნადა ჩემი მეგობარია -სასიამოვნოა ,ნიკუშ ასეთ ბავშვებთან თუ მეგობრობდი არ ვიცოდი -ხოო საყვარელო ,მოსწყინდა მახინჟი დიდიძუძუებიანი მეგობრები ახლა ლამაზი ბავშვები ურჩევნია ნიკას რომ არ გამოეყვანა მოხერხებულად ალექსანდრა იქიდან ალბათ მართლა იჩხუბებდნენ. ალექსი ასე გააგრძელებდა სიტყვებით ,მაგრამ ლენა მაშინვე წეწვაგლეჯაზე გადავიდოდა და მერე შეიძლება ტელევიზორშიც მოხვედრილიყვნენ. არ იფიქროთ ამ ამბავმა ასე ჩაიარა , მაშომ თავისებურად დააგვირგვინა. წებოვანი ქაღალდი ამოაცურა ჩანთიდან და ააკრა საჯდომზე ლენას , მთავარი აქ წარწერა იყო “ მომერიდეთ სხვისი კაცებისკენ გამირბის თვალები და არამარტო თვალები“. გაგრძელება აღარ ჰქონია იმ საღამოს ან რაღა საჭირო იყო მეტი გაგრძელება, კარგად აგერთნენ და გამთენიისას დსაბრუნდნენ სახლში. ერეკლე მეტად კმაყოფილი და გამხიარუულებული დარჩა ნიკას მოყოლილი ამბის მოსმენით, - მაშო მაგარია როგორ მოიფიქრა... -მაშო მაგარია და ყველაფერსაც მოიფიქრებს არაფერია გასაკვირი მაგრამ გააჩნია შენ რაზე ამბობ , შეაღო მაშომ პალატის კარები და სიამაყენარევი სახით იკითხა, გაიგო ეკეს ნათქვამი . სიცილი პალატის გარეთაც ისმოდა. -ესეიგი საჯდომზე წებოვანი ქაღალდი არა ? საიდან მოგივიდა თავში აზრად? -რავიცი მე ხშირად მომდის ეგეთი იდეები თავში, არ მიყვარს გოგო რომ სხვის ბიჭს ახტება. მართალია დიდი ძუძუები არ მაქვს მაგრამ ტვინი მაქვს მრავალფეროვანულად და საყვარლად მოწყობილი. ასე გააგრძელებდნენ დიდხანს ნინო ექიმს რომ არ გაეყარა პალატიდან ყველა . დასვენება უნდა ჩემს პაციენტს ნუ გადაღლითო. მეორე დღეს ისევ ანალიზები შემოწმებები და ბოლოს ის ნანატრი სიტყვები უკვე 1 თვე რომ ელოდნენ. -შეგიძლია სახლში წახვიდე , მაგრამ , არავითარი, სპორტი, არავითარი გადაღლა, დიდი ხანი ფეხზე დგომა, კომპიტერთან ჯდომა, კარგად უნდა იკვებო და როცა დაგიბარებ მოხვიდე . -ნინო ექიმო ცოლის მოყვანა ხო შეიძლება ? გაიცინა ნიკამ და მოხვია ხელები ალექსს მხრებზე. -ცოლის მოყვანა შეიძლება .ქორწილი არ გამომაპაროთ. წავიდნენ სახლში, ნიკამ გამოაცხადა ალექსი ჩემთან გადმოდისო და არც არავის გაკვირვებია პრინციპში, ბარგის ჩასალაგებლადაც კი არ გაუშვა სახლში, მაშოს და ეკეს დაავალა და საღამოს ისინიც მიიპატიჟა. ნანამ სუფრა დაახვედრა რამდენიმე მეგობარიც ესტუმრათ . აღნიშნავდნენ ნიკას გამოჯანმრთელებას, ეკესთან შერიგებას და დაოჯახებას. იმდენი მიზეზი ჰქონდათ ბედნიერებისთვის , ზოგჯერ რომ დაფიქრდებოდნენ არც სჯეროდათ. ეშინოდაალექსს ისევ ისე ეშინოდა რომ ამდენი ებდნიერების და კარგი ამბების მერე ისევ რამე საშინელება მოხდებოდა მაგრამ , არა ამჯერად , ბედნიერი სიბერე ელოდათ წინ . ერთი კვირის მერე ნანა სოფელში წავიდა მე აქ აღარაფერი მესაქმება , ნიკა კარგადაა ოჯახს დიასახლისი ყავს ტყუილად ხელს შეგიშლითო, წინააღმდეგობა კი გაუწიეს მაგრამ ის მაინც წავიდა. ყოველთვის უნდოდა სიბერე მშვიდად გაეტარებინა სოფელში და დაუდგა ის დღეც როცა მის ამდენი ხნის სურვილი აუსრულდა. ნიკას ოჯახი ჰყავდა, თან ისეთი ყოველთვის რომ ნატრობდა. -ნიიიკა მოვედი -გააცილე? -ხოო ჩავსვი ტაქსში და გავგზავნე, სახლამდე მიიყვანს და ბარგსაც შეატანინებს. ჩემი ყოჩაღი გოგო მოდი ეხლა აქ საქმე მაქვს შენთან - რა ხდება? ჰა მითხარი თორე ვნერვიულობ უკვე -ამ საქმეს სიტყვები კი არა საქმე სჭირდება, საქმე ლაპარაკის ნაცვლად! ჩაიღიმა ნიკამ ეშმაკურად . -ნიკა ნინო ექიმმა... -ნინო ექიმმა ცოლსი მოყვანა სეიძლებაო -ეგ არ უგულისხმია იმას -მე ვიცი რაც იგულისხმა ,ერთი კვირაა უკვე ცუდად ვხდები რომ გიყუტრებ, მოდი ეხლავე აქ თორე შეიძლება მოვკვდე -ნიკკკაააა -ნაკერები აღარ ამწუხებს , ვეღარ აგმეხსნება, თავშიც კარგად მაქვს ყველაფერი და თუ გინდა რომ კაცობაც შევინარჩუნო მოდი მოიქნი ალექსანდრა და ლოგინზე გაშალა, ზუსტად ისე როგორც ჟღერს. დაეწაფა საყვარელი ქალის სხეულს, გაშმაგებული, მოწყურებული, გაგიჟებული, კიდევ რა შეიძლება დავარქვა რომ ნიკას ვნება და სიყვარული გადმოგცეთ არ ვიცი !!! ალექსანდრა? ალექსანდრა სრულიად მიენდო ნიკას, მისთვის ის პირველი და უკანასკნელი მამაკაცი იყო და სრულიად ემორჩილებოდა, მას ეკუთვნოდა ბოლომდე, გიჟდებოდა ქმარზე, საოცარი მეგობარი და ადამიანი იყო და კიდევ უფრო საოცარი საყვარელი. -ვსოო მე პას ! ორ საათში სამჯერ , ეხლა მართლა ცუდად გავხდები წადი ადექი ცაიცვი თორე კდიევ ხუთი წუთით თუ გიყურებ ამ საწოლზე შიშველლ კიდე გავიმეორებ და მერე გულისშეტევით მოვხვდები ნინო ექიმთან და -მეძიენბა დებილო დავიღალე დამანებე თავი არ მომეკარო გაფრთხილებ. -ადექიიი -არა სხვა ლოგინნში ვერ ვიძინებ -მაშინ ჩაიცვი -ოოო მეზარება. -მე ავდგები დაგავალ , თორე გეუბნები შემოგაკვდები ასე ფერებაში გავიდა კდიევე რთი ებდნიერი კვირა, არ ჩანდნენ საერთოდ, ალექსი უნიში არ დადიოდა, ორკვირიანი არდადეგები მოიწყო, არც მაშოსთან მიდიოდა, ტკბებოდნენ ერთმანეთით. -ნიკა დღეს თუ მაშო არ დავურეკე და არ ვნახე ცოცხლად შემჭამს -მიდი ხო და ეკესაც უთხარი ერთად იქნებიან და ბარემ ერთად მოვლენ -ალოოო -შენ რატომ მპასუხობ მაშიკოს ტელეფონზე ბატონო? -აბა ვინ უნდა გიპასუხოს გოგო დაგალაპარაკო? -არა აღარ გინდა იყოს ,რა მნიშვნელობა აქვს რამ გაგყოთ ერთმანეთისგან , მოდით რა პიცაზე გპატიჟებთ -ვააა , აეფხიკეთ საწოლს? აღარ შეუძლია მეტი მაგ ვირს? -ერეკლე თევზაძე ბევრს თუ ილაპარაკებ პიცის ნარჩენებს დაგახვედრებ , ტთან ხო ვიცი როგორ გიყვარს ცემი პიცა -კაი ხო 20 წუთში მანდ ვართ. მაშო და ერეკლე თევზაძეები , ასე ეძახდა ნიკა. არ იყვნენდაქორწინებულები მაგრამ აღარც არაფერი აკლდათ. - ალექსანდრაააააააა, აუუუ , მომენატრე -ნუ ტირიხარ ქალო კი არ ვკვდები -ვაიმე ამგრად მშია , მაჭამე რა რამეე შედი შიგნით მზადა ყველაფერი მეც მოვალ. 5 წუთში ალეც შეუერთდა , მაგიდას მიუსხდნენ და ალექსანდრას პიცას ბოლო მოუღეს, დესერტზე რომ გადავიდნენ მაშომ სიტყვა ითხოვა -ეხლა რაღა მოიფიქრე მაშო ? -ერთი ორი სამი ორსულადა ვაააააარ , გაბადრულის ახით წამოიძახა მაშომ და სამივე მიაშტერდნენ -რა ხარ? -რა ვარ კი არა გოგო ორსულად ვარ -ორსულად? გაიმეორე ერეკლემ -ხოოო ორსულად -კაი ტო მართლა? -ხოო ერეკლე ეხლა თუ უნდა მკითხო ვისგანო ეს ტორტიანი თეფში წამოვა ცხვირში -არა კაცო რა ვისგანო, ეე რამაგარია , მე მამა ? -ხოოო შენ მამა, -მე დიდა? თუ მამიდა?ან ბიცოლა? -ჰოო ზსუტად ეგერა, რომელიც გინდა ის სულერთია -და მე ძია? -ვაიმე მომილოცავთ თუ რა ვქნა ? მიულოცეს აბა რას იზამდნენ ისე უხაროდათ, პირველი ბავშვი , ერეკლე სიხარულისგან დაფრინავდა კი არ დადიოდა, ერთი თვით ადრე ნიკას ეუბნებოდა დაგვიგვიანდა უკვე ოჯახი გვინდაო და აი ახლა უკვე ყავდა ოჯახი , ცოლიც ყავდა და შვილიც, სახლიც სამსახურიც, მეგობრებიც, როდის დატრიალდა ასე მისი ბედი, როდის წავიდა მისი ცხოვრება უკეთესობისაკენ ვერც კი შეამჩნია. სამ დღეში ზუსტად , ძალით წაიყვანა მაშიკო ეკლესიაში და ჯვარი დაიწერეს, ხელიც მოაწერეს და ქორწილიც გააკეთეს ვიწრო წრეში, სამ დღეში როგორ მოვასწრებთო წუწუნებდა მაშო მაგრამ მთავარია მონდოდმება , ეკეს კი ისე უნდოდა რომ ალბათ სამი თვის მერე რომ გაეკეთებინათ ასეთი არაჩვეულებრივი ვერ გამოვიდოდა. -ჩვენ როდის დავიწეროთ ჯვარი? მოიწყინა ნიკამ, მასაც უნდოდა ,საერთოდ სულ სხვანაირად გეგმავდა ოჯახის შექმნას მაგრამ ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი როგორც მას და ალექსს შეეფერებოდათ , უცნაურად. მართალია ალეს მშობლები მეტად უკმაყოფილოები იყვნენ , ტრადიციულად რომ არ მოხდა ყველაფერი მაგრამ , გარკვეული წესები არსებობდა ნიაკს და ალექსის ცხოვრებაში, „ არაფერი ჩვეულებრივ , ყველაფერი არაჩვეულებრივად „ . მოუხდათ შეგუებოდნენ ამ წესს , სხვა გზა არ ჰქონდათ უბრალოდ. მაშო და ეკე რომ დაბრუნდნენ საბვერძნეთიდა, იქ იყვნენ მაშოს მშობლები, ნიკამ და ალექსმაც დაიწერე ჯვარი და ხელიც მოაწერეს. ქორწილი იმ კაფეში გადაიხადეს, მთაწმინდაზე, ნიკას საყვარელ ადგილას. უზომოდ ბედნიერები გახარებულები და კმაყოფილები ყველაფრით. ალექსი მუშაობდა , ნიკა თავის ბიზნესს მიუბრუნდა გამოჯანმრთელებიდან მალევე , ღვინის მარნები ჰქონდა კახეთში, ერეკელსთან ერთად ერთი დარბაზი იყიდა და კრივში ავარჯიშებდნენ ბავშვბს, რადმენიმე ძმაკაციც დაიხმარეს. ალეს მშობლებიც ჩამოვიდნენ ,ამჯერად უკან აღარ ბრუნდებოდნენ. მაშოს ძმა კი გადასახლდა იტალიაში, იმ ის მეერ არც დაბრუნებულა . მხოლოდ გოგოების ქორწილი ვერ გამოტოვა ჩამოვიდა თბილისში ილოთავა ერთი კვირა და წავიდა უკან, დიდი ფეხბურთის სათამაშოდ. -ნიიიკ სად ხარ ? -ვმუშაობ პატარავ შენ ? -რავიი ცუდად გავხდი სამსახურში და კლინიკაში წამომიყვანეს -რაა? რა ცუდაუდ გოგო ეხლა მეუბნები მერე ?რატომ მაშინვე არ დამირეკე. სად ხარ სად მოვიდე -დიღომში ვარ , ნიკაა ფეხმძიმედ ვარ თან ერთხელ კი არა ორჯერ -რაა? -ჰოოო ზუსტად ეგრე -მოიცა ფეხმძიმედ ხარ ? -ხოოოო -ეეეეეე რამაგარია, მოვფრინავ პატარავ დამელოდე ნახევარს აათსი მოვალ და მოიცა ორჯერ ფეხმძიმობა რას ნიშნავს ? -ორნი არიან -ორნი? ტყუპები ? -ხოოოო -ვაააააა , შენთავს ვფიცავა რაგვიჟდები. ეკეს ვეტყვი დაის მოვა სანამ მე გამოვალ მანდვე ცხოვრობს ხო იცი ორ წუთში მოვა . ეკეს უკან გაბერილი მაშო მიყვა, მაშოს , ალეს მშობლები და ნანას კივილი ტელეფონში..... სიხარულის კივილი. სანამ ნიკა მივიდა ყველა ადგილზე იყო, ელოდებოდნენ გარეთ სანამ ალეს გადასხმა ჩამთავრდებოდა. ბედნიერი მამა და დედა, ბედნიერი ნათესავები, ბებო-პაპა , ულამაზესი მაშოს ტასიკო და უსაყვარლესი დემეტრე და დუდუ ..... ამაზე კარგი და ბედნიერი დასასრული უბრალოდ წარმოუდგენელია ჰო ნინო ექიმი , ნინო ექიმი და ნატა ექთანი ტყუპების ნათლიები, არც კლინიკის დაცვა დავიწყებიათ სულ ჩუმად რომ უშვებდა ხოლმე ნიკასთან ალექსანდრას. რომ გაეგო ადმინისტრაციას სამსახურიდან გაუშვებდნენ , მაგრამ ის მაინც უშევბდა. საპატიო ადგილი ეკავა თავისი ოჯახით მამუკა ძიას , ქორწილშიც და ბიჭების ნათლობაშიც. ალექსანდრამ გააერთიანა ყველა, ყველაფერი შეცვალა ,მისმა სიყვარულმა მოაგვარა ბევრი გადაუჭრელი პრობლემა და სრული იდილია შეიტანა ორ ოჯახში. ახლაც ასეა , ალექსანდრა აფერადებს ყველა დღეს და აძლიერებს ყველას თავისი დიდი სიყვარულით . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.