შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ენძელა [1]


20-09-2017, 01:38
ავტორი მე♥
ნანახია 7 135

-თუ გინდა გავითვლი.

-შენ გირჩევნია ერთ ადგილზე გაჩერდე, ზღვაში გამოკიდებული ხესავით რომ ქანაობ. _აღრენილმა მოკიდა ხელი მკლავში და დივანზე დასვა.

-როგორი მკაცრი შვილი მყავს. დედაშენია მოსაკლავი, მე ხომ ვთხოვე ნაზი გაზარდე-მეთქი. _სიცილით ჩაილაპარაკა კაცმა და შვილის ჟღალ თმებს თითები ჩამოუსვა.

-რომ გამზარდეთ ეგეც საკამარისია. _გესლიანად დასძახა და საძინებლისკენ წავიდა. _მიხედე შენს ქმარს!_ოთახიდან გამოსულ დედას ზიზღით მიუგდო და საძინელის კარები ხმამაღლა მიხურა. _სულ ცოტაც, ელა, სულ ცოტაც და ყველაფერი დამთავრდება, მოკიდებ შენს ბარგი ბარხანას ხელს და გადახვალ იმ კაცთან, დაულაგებ სახლს, დაურეცხავ სარეცხს, ჭურჭელს, დაუწმინდავ ფანჯრებს. _სიმწრის სიცილით დასცინოდა საკუთარ თავს და თან ჩემოდანში ტანსაცმელს ყრიდა. _ალბათ მერე გეღირსება და ოდესმე უნივერსიტეტსაც დაამთავრებ, ან ვერ დაამთავრებ და იქნები შენც ლოთ ქმარზე დამოკიდებული დედაშენივით! _სარკეში გამოსახულ საკუთარ სილუეტს “შემოულაწუნა” და წითელი შარფი ჰაერში ააფრიალა.

-ელა, არ გშია?_ჩუმი კაკუნი გაისმა კარზე.

-არა!_ღრენით ჩაილაპარაკა და წიგნის კითხვა განაგრძო.

-აქ შემოგიტან. _ხმა დაუსევდიანდა ქალს.

-ცირა, გითხარი არ მშია-მეთქი!_დედის ურჩობამ უარესად გამოიყვანა წყობიდან.

თავხედი, კაპრიზიანი და დაუმორჩილებელი შვილის შთაბეჭდილებას ტოვებს არა?! ფიქრობთ რომ ერთი, გათამამებული და გაუზრდელებული შვილია, რომელმაც მშობლების ფასი არ იცის... არადა ენძელამ ყველაზე კარგად იცის მშობლების ფასი, იცის და ზუსტად ამიტომ არ უწევს მათ “სევდიან’ ხმებს ანგარიშს. ვერ იტანს ცირას ცრემლიან თვალებს, ვერ იტანს მის თბილ გამოხედვას, დამნაშავე ღიმილს და საერთოდ რომ კითხოთ ვერც ცირას ვერ იტანს. იმიტომ კი არა რომ ცუდად გაზარდა და ცემდა, ან საჭმელს არ აჭმევდა და კუთხეში აყენებდა, არა და ზუსტად ამიტომაც ვერ იტანს! იქნებ უნდოდა რომ დედას კუთხეში დაეყენებინა ურჩობისთვის, გაცდენილი გაკვეთილებისთვის, არნასწავლი ბიოლოგიისთვის და საერთოდ ყველა დაშვებული შეცდომისთვის. ამ დროს კი ცირა რას აკეთებდა? ლოთ და გაუბედურებულ ქმარს ხდიდა წინდებს, თანაც შვილს უმეორებდა რომ ეს ამაზრზენი კაცი მისი მამაა და ენძელა ვალდებულია აიტანოს. ცირას რომ კითხო ამ კაცისგანაც ენძელას გამო არ მიდიოდა, იმიტომ რომ მამის გარეშე ორივეს გაუჭირდებოდათ. ყოველთვის უმეორებდა რომ მამა მისთვის ნომერ პირველი მამაკაცია, კაცი რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს.

-ხო, სახელზეც მეტყობა როგორ ვუყვარვარ._გესლიანად პასუხობდა დედის ტყუილებს.

-ელა, ჩვენ არსად წასვლა არ შეგვიძლია, მამას ვჭირდებით!_ასეთი იყო დედის კატეგორიული ტონით დასმული პასუხი.

არადა 5 წლის რომ იყო ყველაფერი რა სხვანაირი იყო, სახლიც სულ სხვა ფერის, დედ-მამაც. საერთოდ ყველაფერი ნათელი და ღია ფერის ეჩვენებოდა, ოჯახში ყოველთვის იყო ის რაც ენძელას ბავშვობას ლაღს და ხალისიანს ხდიდა. სამსახურიდან დაბრუნებული მამა მხრებზე შეიჯენდა და მიუხედავად დაღლილობისა ოთახებს სირბილით მოატარებდა, მერე კი მოკისკისეს იატაკზე დასვამდა და მთელი საღამო ეთამაშებოდა. ეს ყველაფერი ერთმა ბნელმა დღემ სულ გააშავა, სამსხუირდან დაბრუნებული მამა რომ აღარ ეთამაშა მიხვდა, რომ ყველაფერი დამთავრდა და ტირილით წავიდა ოთახისკენ.
ცოტახანი ასე გაგრძელდა, მერე უკვე მამა მთელი დღე სახლში იჯდა და დედას ეჩხუბებოდა მაღაზიიდან არ ამოტანილ სასმელზე. ბავშვი იყო და ვერ ხვდებოდა, წარმოდგენა არ ქონდა რა ხდებოდა მათ თავს, უბრალოდ ხედავდა რომ მის ულამაზეს დედიკოს თვალები გაუშავდა და ჩაუცვივდა. ხედავდა რომ მამას მოვლილი და გაპარსული სახე ახლა გაბანჯგვლულმა წვერმა ჩაანაცვლა.

~~~
-მამაჩემი პრეტენზიული კაცია, ყველა წვრილმანს ყურადღებას აქცევს. განსაკუთრებულ აქცენტს კი მტვერზე და იატაკის სისუფთავეზე აკეთებს, ასე რომ სულ ჩვარით და ცოცხით უნდა იარო, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდიხანი ვერ გაძლებ._ცივი ხმით ჩაილაპარაკა ქალმა და კისერმოღერებულმა აიღო ჩანთა. _წინა მოახლე ზუსტად რატომ წავიდა არ ვიცი, მაგრამ დამნაშავე იქნებოდა... _თვალები გადაატრიალა. ენძელამ გაღიზიანებული მზერით დააფიქსირა ქალის აცმაცუნებული წითელი ტუჩები და ზიზღით დაბრიცა თავიის ბუნებრივი და საოცრად ნაზი ბაგეები. _გასაგებია?_ფიქრებიდან ქალის ცივმა ხმამ გამოიყვანა.

-კი, ყველაფერი გასაგებია. _არანაკლებ ცივი ხმით უპასუხა და თავის ჩემოდანს გადახედა.

-ძალიან კარგი, მამაჩემი ხუთ საათზე დაბრუნდება და მანამდე შეეცადე ყველაფერი მოაწესრიგო._კარებისკენ წავიდა ქალი.

-არ გეშინიათ რომ რამეს მოვიპარავ?_მოულოდნელად დასვა კითხვა და შუბლი შეჭმუხნა. ქალს ცალი ფეხი ჰაერში გაუშეშდა.

-ამ სახლში შენს გარდა არავინ არ იქნება და ლოგიკურია მეორე დღესვე ამოგაყუდებთ._იორნიული ღიმილით ჩაუკრა ქალმა თვალი და კარები გაიხურა.

-კახპა!_ხმამაღლა მიაძახა და ზიზღით დაბრიცა სახე. _ეს ბებერი მელაც რა დიდ გულზე ყავთ. _ცინიკურად მომღიმარმა მოათვალიერა სახლი და “ბაბუს” მისამართითაც დაიგესლა.

პირველ რიგში თავისი ნივთები დააბინავა და მერე დაიწყო სახლის წესრიგში მოყვანა. გაღიზიანებული სახით აკვირდებოდა ძვირადღირებულ ნივთებს და ნერვები ეშლებოდა, რა ჯანდაბად უნდოდა ასეთი უაზრო და გადატვირთული სახლი ერთ ბერიკაცს. კარების ხმაზე სწრაფად გასწორდა წელში და შარვალ-კოსტუმში გამწყობილ ჭაღარა კაცს პირდაღებულმა გადახედა.

-ეს არის ბერიკაცი?_თავისთვის ჩაილაპარაკა და ჩვარი წინსაფარის ჯიბეში ჩაიტენა.

-შენ ალბათ ელა._როგორც კი მისაღებში გამობოდიალებული გოგონა დაინახა ხმადაბლა იკითხა კაცმა და სავარაუდოთ საბუთებით გატენილი ჩანთა მისაღებში მდგარ დივანზე დადო.

-კი მე ელა და თქვენ ბატონი გურამი..._მიუხედავად იმისა რომ დეგენერატი გოგოა ზრდილობა მაინც არ ეშლება. კაცმა თავი დაუქნია და პიჯაკი გაიხადა, თან დაკვირვებით მოავლო თვალი სახლს. სახლის დალაგებაში ბადალი არ ყავს, ეს მაინც იცის სხვა თუ არაფერი და გურამიც ვერაფერს ეტყვის.

-სადილი გვაქვს?_სახლზე დაკვირვებას რომ მორჩა სამზარეულოს კარებს გახედა.

-დიახ, თქვენმა ქალიშვილმა წვნიანი დაგიტოვათ.

-ძალიან კარგი. მაგიდა გამიშალე მე ხელებს გადავიბან და ახალვე მოვალ!_გასცა განკარგულება და სააბაზანოსკენ წავიდა.

~~~
-მარტო ცხოვრობთ?

-ხო!_უხეიროდ ჩაილაპარაკა და საწოლში შეწვა.

-რა გინდა კარგია, თუ ხუთ საათზე ბრუნდება სახლში... მთელი დღე მარტო იქნები და დაისვენებ.

-დავისვენებ კი, როგორ არა._ცინიკურად ჩაილაპარაკა და თმისსამაგრი მოიძრო.

-აბა ახლა როგორ გინდა, მარტოც იყო და სახლიც არ ალაგო?_სიცილით ჩაილაპარაკა გოგონამ.

-კარგი დავიღალე და უნდა დავიძინო, თუ მომენატრები ხვალ დაგირეკავ თუ არა და მაზეგამდე.

-გველაძუავ!_გაბრაზებულმა სიცილით ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა.

დილით როგორც დაუბარეს ადრიანად ადგა. ადგა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ აეფხიკა. მაღვიძარა ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ურეკავდა და ჩაქუჩივით უბაგუნებდა თავში, ბოლოს ინამუსა, მიხვდა რომ თუ ასე გააგრძელებს ყველაფერს დაკარგავს და ადგა. ტანზე სპორტულები მოირგო, თავისუფლად რომ ალაგოს და აკრიალოს ბერიკაცის სახლი. ღრენით დააკვირდა საკუთარ თავს სარკეში და სრიალა თმა კეფაზე დაიმაგრა.
კარების გაღება და მეორე ოთახიდან მოხუცის გამოსვლა ერთი იყო. ჭაღარა კაცს ტანზე ლურჯი კუბოკრული პერანგი და ზემოდან მოკლესახლება პულოვერი ეცვა. “ნარდი აკლია და წავიდა, ჭახ, ჭუხ, ჭახ, ჭუხ.”_გონებაში თავისთვის სისინებდა, როგორც ყოველთვის. აფერისტული ღიმილი აიკრა სახეზე და ბაბუს გახედა.

-დილა მშვიდობისა._დაზეპირებულივით გამოუვიდა. კაცმა ირონიული სიცილით გააქნია თავი და გოგონას ოდნავ, გვერდულად ჩაუღიმა, რითაც ანიშნა- “შენ რომ მოდიოდი მე მივდიოდიო.”_დილით ჩაი და ყველიანი კრუასანი არა?!_მუხუცის ქალიშვილის დაბარებული სია ამოქექა გონებაში და დაეჭვებით იკითხა.

-სწორია!_თვალი ჩაუკრა და კიბეებისკენ წავიდა.

-ზედმეტად ხომ არ გამიშინაურდა?_ხმადაბლა, ცივად კითხა საკუთარ თავს და დოინჯი შემოიდო.

-ორ კვირაში ჩემი შვილიშვილი ჩამოდის ამერიკიდან, ცოტახანი ჩვენთან იცხოვრებს, მერე მოძებნის რამეს და გადავა._ცივი ხმით ჩაილაპარაკა კაცმა, მაგრამ თვალებში ეტყობოდა რომ შვილიშვილის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გრძნობს.

“რა ჟმოტია, შვილიშვილისთვისაც კი ენანება ოთახი.” გაბრაზებულმა ჩაიდუდღუნა და წყალი ჩართო. “ამხელა სახლში მარტო როგორ ცხოვრობს, ეს ისეთი ქვეშქვეშაა სადმე კანმფეტებიც ექნება დამალული.”_თავისას არ ეშვებოდა და კაცს მიწასთან ასწორებდა. რატომღაც ჩათვალა რომ ბერიკაცის შვილიშვილი 18-19 წლის იქნება. თვითონ გურამიც ისე ახალგაზრდულად გამოიყურება, მერე ის თავაწეული და ცხვირაბზუებული ქალი, თუ რა თქმა უნდა მისი შვილია. გამოდის რომ მართლაც ახალგაზრდა და მოუმწიფებელი შვილიშვილი ყოლია ბატონ გურამს. საინტერესოა გოგოა თუ ბიჭი!? ან იქნებ უმცირესობის წარმომადგენელია და თვითონაც ვერ გაუგია რომელი სქესისაა?

-ენძელა კი არა ეკალი ხარ!_სიცილით ჩაილაპარაკა გოგონამ და ჩაი ფინჯანში ჩამოასხა.
~~~~
ერთ მშვენიერ დღესაც სახლს ალაგებს, ეს უკვე ტრადიციად ექცა, თანაც ისეა გამოპრუტუნებული ამხელა სახლში, დალაგება დასუფთავების მეტი აღარაფერი უნდა. მშობლებთანაც არ კონტაქტობს, მარტო მაშინ ეხმიანება როცა თვითონ ჩათვლის საჭიროდ, ჯერ ჯერობით კი მათი ხსენებაც არ უნდა! ფანჯრის ჩარჩოებს წმენდდა ქაფიანი წყლით მოულოდნელად სახლის კარები ვიღაცა ნადირმა რომ შემოგლიჯა.

-ბაბუ!_ბოლო ხმაზე დაიღრიალა აშკარად გოგონას ხმამ. ელა გაკვირვებული და გაფართოვებული თვალებით ჩამოხტა ფანჯრის რაფიდან და სველი ჩვარი ქაფიან ვედროში ჩააგდო.

-უკაცრავად?!_წარბწეულმა ჩაილაპარაკა და გაკვირვებული გოგონასკენ წავიდა.

-მე გურამის შვილიშვილი ვარ ელენე. _დაბნეულმა ჩაილაპარაკა.

“ხომ ვამბობდი, ლაწირაკი და მოუმწიფებელი იქნება-მეთქი.”_ჩაიცინა გონებამ.

-ბაბუათქვენი სახლში არ არის. _ცივი ხმით დაუღრინა გოგონას და ვედროს დაავლო ხელი.

-მერე რა?!_მხრები აიჩეჩა და დივანზე წამოკოტრიალდა.

-ელენე!_კიდევ ერთი ნადირის ხმა მოესმა ელას. მაგრამ ხმა რადიკალურად განსხვავებული და ზომაზე მეტად ბოხი იყო. წარბწეულმა დახედა ჯერ გოგონას და მერე რკინის კარებს, რომელიც ელენეს წყალობით ღია იყო.

-მისაღებში ვარ. _ხელების ქნევით ჩაილაპარაკა გოგონამ და ფეხზე წამოხტა. _შენ რა გქვია?_ახლა ელას მიუტრიალდა.

-ელა. _ჩაილაპარაკა ისე რომ მისთვის ზედაც არ შეუხედავს, კარებს უყურებდა თვალებგაშტერებული.

-ელა, ანუ ელენე. _აღტაცება ვერ დამალა გოგონამ.

-არა, მე მქვია ელა!_სწრაფად მაიტრიალა თავი ელენესკენ და დაქაჩული თვალებით შეუსწორა.

-გქვია და გერქვას, რას მებღვირები?!_სიცილით ჩაილაპარაკა და სახლში შემოსულ მორიგ დაუპატიჟებელ სტუმარს გახედა._ეს არის ჩემი დეიდაშვილი ერეკლე_ღიმილით ჩაუკრა თვალი ბიჭს და მისკენ წავიდა.ბიჭი აშკარად უფროსი იყო ელენეზე, თანაც ერთი 2 წლით კი არა ასე 5-6 წლით. _ერეკლე, ეს არის ელა, ოღონდ ელენე კი არა, იმმენნო ელა!_ცინიკური ხმით ჩაიქირქილა და მაღალ სილუეტს ახედა.

-ცხვირზე რაღაცა გაქვს._დადუმებულ ოთახში კიდევ ერთხელ გაისმა ნადირი 2_ის ხმა. ელას თვალები გაუფართოვდა, თავიდან იფიქრა მომესმაო, მერე იფიქრა დეიდაშვილს უთხრაო, მაგრამ რომ გაიაზრა მიხვდა რომ მას უთხრეს და აილეწა.

-მერე რა, არ მიხდება?!_ჯიბრით ჩაილაპარაკა და დაელამებული თვალებით დახედა მოკუჭულ ცხვირს.

-ისევე როგორც ეგ მეშოკი, ტანზე რომ გაქვს ჩამოცმული. _სრული სერიოზულობით ჩაილაპარაკა და ელას მთლიან, გრძელ კაბაზე მიუთითა.

-მაისური აქლემმა დაგიღეჭა?_”ვალში” არ დარჩა და ღიმილით წაკბინა.

-არა, სექსუალურმა ქალმა, თვითმფრინავის საპირფარეშოში. _ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი და ჩემოდანი კუთხეში მიდო. საერთოდ ენაზე არაფერი არ ადგება, სისინის და წაკბენების მეტი არაფერი არ იცის, მაგრამ სექსუალურ ქალთან თვითმფრინავის საპირფარეშოში სექსზე რა პასუხი უნდა გასცეს წარმოდგენა არ აქვს, მაგრამ.

-მაისურზე გეტყობა რომ ზემოდან ის იყო. _ტუჩით ბგერები გამოსცა და სააბაზანოსკენ წავიდა. _ან მაისური შარვალში აერია, რა ვიცი, ათასი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ. _როგორც კი მიუახლოვდა, გვერდით დაუდგა და “მოფიქრებული” სასისინოები მიაყარა.

-აქ თუ საძინებელში?_ერეკლემ ქვედა ტუჩი მოიკნიტა და წარბები აათამაშა.

-ბატონო!?_ელამ ორივე წარბი ერთდროულად აწკიპა მაღლა, ვითომ ვერ მიხვდა....

-განვიხილოთო და სად გირჩევნია, აქ თუ საძინებელში... პრობლემა არ მაქვს, თუ გინდა ზემოდან შენ იყავი. _გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ მე მგონი მართლა განსახილველად ეპატიჟება.

-ვხედავ ერთმანეთზე უკვე “გადაირიეთ”, მაგრამ მოდი ასეც ნუ გავუშინაურდებით ერთმანეთს._ელენემ დამორცხვილმა ჩაილაპარაკა და დეიდაშვილს მკლავზე უჩქმიტა.

-არც კი მიფირია!_თავისთვის ჩაიბურტყუნა ელამ და გზა გააგრძელა.

-არაუშავს ხომ!?_ვითომ ხმადაბლა გადაულაპარაკა დეიდაშვილს ერეკლემ.

-ბაბუ გაგიგებს და ხომ იცი, ვერ იტანს მოახლეებთან არშიყს!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა ელენემ.

-არადა რა ჯობია მადიან მოახლეს.

-ქვაბი თავში!_სააბაზანოდან გამოსძახა ელამ.

-შენ ვერც კი წარმოიდგენ ველური გოგონები როგორ მიზიდავს. _დამცინავი ხმით ჩაილაპარაკა ერეკლემ და კიბეებისკენ წავიდა.

-შენ წარმოიდგინე და უკვე წარმოვიდგინე. _ხმამაღლა დაიწყო საუბარი, მაგრამ როგორც კი მისაღებში გამოვიდა ტონს დაუწია და წინსაფარი შეიკრა.

-შენ ზემოთ მიდიოდი. _როცა მიხვდა რომ გაგრძელებას აპირებდნენ გაბრუებული სახით ჩაერია ელენე და დეიდაშვილს უკნიდან მიაწვა კიბეებზე რომ ასულიყო. ერეკლემ ირონიული ღიმილით დააქნია თავი, მაგრამ თქმით არაფერი არ უთქვამს.
~~~
-მოახლეს ჩემი გულთბილი და ვნებიანი სალამი. _დილაუთენია დაადგა სამზარეულოში. ცინიკური ღიმილით მიუტრიალდა მოკლე შორტში გამოწყობულ ბიჭს.

-მაისურის ჩაცმა არ გასწავლეს?

-თვალი მოგჭრა?_ცალყბად ჩაიცინა და მუცლის კუნთები აათამაშა. ელამ ტუჩები გააწკლაპუნა და ჩაის წყალი დაასხა.

-როგორი დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე._თავისთვის ჩაიჩურჩულა და ჩაის ფინჯანი კრუასანთან ერთად სინზე დადო. _აქ ისაუზმებ თუ შენც მისაღებში გამოხვალ?

რატომღაც არც ელენეს და არც ერეკლეს თქვენობით არ მიმართავს, ალბათ იმიტომ რომ არცერთია იმ ასაკში “ჩაიში პეჩენიას რომ ალბობენ.” ერეკლემ პური მოტეხა და ყბაში გაიქანა.

-აქ ვისაუზმებ, შენთან ერთად. _თვალი ჩაუკრა და სკამზე მოკალათდა.

-მე უკვე ვისაუზმე. _ჩაილაპარაკა ხმადაბლა და სინი მისაღებისკენ წაიღო.

~~~
-ენძელა და ია ფაიტონზე ზიან გადმოვარდა ია, კაბა დაიხია. ნუ ტირიხარ ია, ახალს გიყიდიან, მე ახალი არ მინდა ძველი მირჩევნია!

საიდანღაც ისმოდა ერეკლეს ირონიული და ცინიკური ხმა. ელას ელდა ეცა, სწრაფად გავარდა მისაღებში და იქვე მდგარ ერეკლეს მიაჩერდა. ბიჭს მართკუთხედი ფორმის რაღაცა ეჭირა ხელში და დამცინავი სახით უყურებდა. ელა ნელა მიუახლოვდა და საკუთარ პირადობის მოწმობას თვალებგაფართოვებულმა დახედა. ერეკლემ გააზრებაც ვერ მოასწრო ისე გამოგლიჯა ხელიდან და ზურგს უკან წაიღო, თითქოს ვინმე ართმევდესო.

-ელა არა?!_სიცილით ჩაილაპარაკა ერეკლემ. _ელა ენძელა._გარითმა და ელას ცხვირზე დაკრა თითი. გოგონამ უხეშად მოიცილა ბიჭის ხელი და ქშენით გადახედა.

-თავხედო, რა უფლებით იქექები ჩემს ნივთებში?_გაბრაზებულმა ბოლო ხმაზე უღრიალა.

-ბოდიში მომიხადე! კარებთან ეგდო და ავიღე, თუ ასე სათუთად უფრთხილდები სახელს ისიც უნდა იცოდე რომ ყველაფერი აქეთ-იქით არ უნდა ფანტო, სულელო გოგო!_არხეინად ჩაილაპარაკა, დივნისკენ წავიდა, საზურგეს გადააფრინდა და ამოძახილი ხმებით დაებერტყა ზედ. _მე როგორ მოგმართო ენძელა თუ ძელა?

-არ გაბედო და ეგრე არ მომმართო!_კატეგორიულად ცივი იყო ელა.

-ოჰ, როგორი მკაცრი ვარო!_”ბავშვივით” გამოაჯავრა და მისკენ მიატრიალა თავი._თორემ რას მიზამ?_გოგონას წყობიდან გამოყვანას ცდილობდა ბიჭი.

-თუ დამიძახებ გაგემებ._ქაჯურად დაემუქრა და პირადობის მოწმობა შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო.

-ენძელა._სეპციალური, დამცინავი ხმით ჩაილაპარაკა ერეკლემ და ტელევიზორს მიუტრიალდა.

-ერეკლე, ამ საკითხზე არ მეხუმრება! გითხარი არ უნდა დამიძახო, ე.ი. არ უნდა დამიძახო!_გაცეცხლებული მიტრიალდა ბიჭისკენ.

-მაშინ მითხარი რატომ და ვეცდები გადავეჩვიო. _თვალი ჩაუკრა, ფეხზე წამოდგა და სპორტული შარვლის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო.

-ვერ ვხვდები რა საჭიროა გითხრა?! უბრალოდ არ უნდა დამიძახო!_თავის პოზიციას არ თმობდა ელა.

-კარგი მაშინ შენ იქნები ენძელა და მოვრჩეთ ამაზე საუბარს!_თვალი ჩაუკრა და გასასვლელისკენ წავიდა.

-მე შენ გაჩვენებ ენძელას და იას!_გაბრაზებულმა ჩაიქირქილა და თვალები ბოროტულად აათამაშა._ღამე მშვიდად ძილი გიყვარს არა?! ხო და ახლა მაცადე!_ბოროტულად ჩაიცინა და სამზარეულოსკენ წავიდა. კარადიდან მარილი გამოიღო, ჯამში ჩაყარა და ერეკლეს ოთახის, უფრო კონკერტულად საწოლის დასაპყრობად გაემართა.

-ელა, ეზო მორწყე?_როგორც კი ერეკლეს საძინებლიდან გამოვიდა გურამი შეეჩეხა._რას აკეთებდი?_ეჭვით კითხა და ჯამზე მიუთითა.

-თეთრეულის გამოცვლა მთხოვა ერეკლემ, ეს ჯამი კიდევ ტუმბოზე ედო._ურცხვად იცრუა და მხრები აიჩეჩა.

-ეზოს მოაუარე, მე დღეს გვიან დავბრუნდები. _პიჯაკი შეისწორა და კიბეებზე ნელი ნაბიჯებით დაეშვა.

~~~
-ეზოს მოუარეო რომ მეუბნება, რომელი ჭილოფის ქუდიანი მებაღე მე მნახა?! აიყვანოს ერთი გაჭირვებული კაცი და აფოცხინოს ეზო, დიდი ამბავი 200 ლარით მეტი დაუჯდება. გაიძვერა!_თავისთვის დუდღუნებდა და ყვავილებს ნაზად რწყავდა.

ზურგს უკან ჩაიცინების ხმა მოესმა და შეშინებული მიტრიალდა. როგორც წესი სახლში მარტო უნდა ყოფილიყო, თანაც კარებიდან თუ ვინმე შემოვა პირდაპირ ელას უნდა გაუაროს ცხვირწინ.

-საიდან შემოხვედი?_გაკვირვებულმა კითხა და ეზომოათვალიერა.

-მეტი ყურადღება გმართებს. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა ბიჭმა და ბალახზე გაწვა._კარგი ამინდია, ხომ არ გავცუროთ?_ვნებიანი ხმით შესთავაზა გოგონას და წარბები აათამაშა.

-თუ გინდა გაგაგრილებ._”შლანგი” ოდნავ მაღლა ასწია და ახლა უკვე ელამ აათამაშა წარბები ეშმაკურად და მაცდურად.

-არ ვარ წინააღმდეგი, თანაც როგორი თეთრი მაისური გაცვია. _გვერდულად დაწვა ერეკლე და ესმას ლანდგასულ მაისურს მიაჩერდა.

-გამორიცხულია!_დამცინავად ჩაილაპარაკა და “შლანგი” მიწაზე დააგდო, თვითონ კი სახლისკენ დააპირა წასვლა, მაგრამ ერეკლემ არ დააცადა. სწრაფად წამოდგა ფეხზე, მკლავში ხელი ძლიერად მოკიდა და თავისკენ შეატრიალა. _ნუ მემაჩოები თუ ღმერთი გწამს!

ღიმილით ასწია თავი და ბიჭს წარბწეულმა ახედა. ერეკლეს ირონიული ღიმილი დასთამაშებდა საოცრად მიმზდიველ და ვნებიან ტუჩებზე. არა, უნდა ვაღიაროთ რომ როგორც სიმპათიური და სექსუალური მამაკაცი ურიგო ნამდვილად არ არის, თანაც ისეთი მოწესრიგებულია, რასაც ელა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. უბრალოდ ამ გოგოს კაცების მიმართ ნდობა აქვს დაკარგული, რა გასაკვირია, მთელი ბავშვობა გაბღენძილ და მოუწესრიგებელ მამას უყურებდა. ერეკლემ ცალი ხელი წელზე მოხვია, ცალს ისევ მკლავზე უჭერდა.

-ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეტკინა!_სხვათაშორის ჩაილაპარაკა ელამ და მკლავს დახედა. ერეკელმ სწრაფად მოაშორა თითები, მაგრამ წელი მაინც არ გაუნთავისუფლა.

-აქაც ხომ არ გტკივა?_თითები ოდნავ მოუჭირა გვერდებზე და გოგონასკენ დაიხარა, მაგრამ ელამ სწრაფად გასწია თავი უკან.

-ხელი გამიშვი!_გაღიზიანებულმა ამოისისინა და ერეკლეს ძლიერ მკლავებს დაეჯაჯგურა._გითხარი ხელი გამიშვი-მეთქი!_ბოლო ხმაზე იღრიალა და არაადამიანური ქმედებით სცადა მისი ხელებიდან დაძრომვა. მისი ხმა ექოსავით გაისმა გახსნილ და თავისუფალ სივრცეში. ერეკლე მიხვდა რომ გოგონას რაღაცა დაემართა და ორივე ხელი სწრაფად შეუშვა. _აღარასოდეს..._სვენებ სვენებით ჩაილაპარაკა და სახლისკენ მიტრიალდა, თან ყვირილის დროს აჩეჩილ თმებს ისწორებდა. _აღარასოდეს შემეხო ასე!

-ენძელა, ხომ კარგად ხარ?_ხმა დაუსერიოზულდა ერეკლეს.

-არა, არა ვარ კარგად!_ამოილაპარაკა მოგუდული ხმით და სახლისკენ სირბილით წავიდა.

აფორიაქებული, გულაჩქარებული და ბავშვობის მოგონებებ გაცოცხლებული ავარდა ოთახში, საწოლზე გულაღმა დაემხო და ცხვირჩარგულმა ბოლო ხმაზე იღრიალა.

-ვერ გიტანთ, ვერცერთს ვერ გიტანთ! _ხმამაღლა ყვიროდა და ბალიშს გამეტებით ურტყამდა მუშტებს.

ელასთვის მთელი ბავშვობა ერთი დიდი ტრამვაა, რომელსაც ვერასოდეს ვერ მოიშუშებს, გონია რომ მშობლების კამათი, ჩხუბი, ჭურჭელის ლეწვა და უწმაწურო სიტყვები მთელი ცხოვრების მანძილზე აჩრდილივით გაყვება უკან. ზუსტად ამ მიზეზების გამო ერიდება კაცებთან ურთიერთობა, ყველა მათგანში მამამის ხედავს, კაცს რომელმაც ცხოვრება დაუმახინჯა.
ერეკლეს სიტუაცია ალბათ ნებისმიერისთვის ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, ან გამორჩეული იქნებოდა, იმ შემთხვევაში თუ მამაკაცების მიამრთ ნდობა გაქვს და თანაც ერეკლესნაირი კაცის მიმართ... მითუმეტეს როცა საგანგაშოც არაფერი ყოფილა, მაგრამ... მაგრამ ელასთვის ეს ყველაფერი ისევ წარსულს უკავშირდება.

-ენძელა!_კარებზე ორჯერ ზედიზე დააკაკუნა ერეკლემ.

-რა გინდა?_სწრაფად მოვიდა გონს და საწოლზე წამოჯდა.

-კარგად ხარ?_აშკარად მოჩვენებითი ინტერესით კითხულობდა ბიჭი.

-როგორი შეწუხებული ხმა გაქვს, ასეც არ შეიძლება. _ცინიკური ღიმილით გამოაღო კარები და იქვე მდგარს ამრეზიით გადახედა.

-ვერ ვხვდები შეწუხებული რატომ უნდა ვიყო... თანაც შენს გამო!_მხრები აიჩეჩა ერეკლემ და კიბეებისკენ წასულს გააყოლა მზერა. _მესმის საჯდომი._თავისთვის ჩაილაპარაკა და ტუჩის კუთხეში ჩაილაპარაკა.

-სექსი... , ძუძუ! სხვა რამეზე ფიქრი შეგიძლია, თუ ეგეც შენს ძალებს აღემატება?_გაღიზიანეული მიტრიალდა მისკენ და კიბის მოაჯირს ჩაკიდა ხელი.

-ეგეც...კიდევ რა აღემატება ჩემს ძალებს?_წარბწეულმა იკითხა და ხელები გაშალა.

-ზემოდან ყოფნა!_ძველ თემას დაუბრუნდა და გამარჯვებული ღიმილი აიკრა სახეზე.

სამზარეულოში შევიდა, კარადიდან ჯამი გადმოიღო და შიგნით ბოსტნეულის ჩაყრა დაიწყო, თან ანერვიულებული ღიღინებდა და წეღანდელი უსიამოვნო შემთხვევის დავიწყებს ცდილობდა. სამზარეულოს კარების ჭრიალზე ერეკლეს მოლოდინით თავი სწრაფად მიატრიალა უკან, მაგრამ ელენე შერჩა. ოდნავ ჩაუღიმა გოგონას და საქმე განაგრძო.

-მარცხენა ფეხზე ადექი?_ელენე შეეცადა ცოტა თბილად და შინაურულად გამოსვლა.

-არა, რატომ?!_მხრები აიჩეჩა და პომიდორი ხის ფიცარზე დადო დასაჭრელად.

-რა ვიცი, ისეთი სახით შემომხედე._უხერხულად ჩაიცინა გოგონამ და ხილის კალათიდან ვაშლი აიღო.

-შენ რა შუაში ხარ..._თავისთვის ჩაიჩურჩულა და დანა მთელი ძალით დაუსვა სუსტ წაწვეტებული ფორმის წითელ პომიდორს.

-აბა ვინ არის შუაში?_როგორც სჩანს გოგონას კარგი სმენა აქვს.

-არავინ. _სწრაფად გასცა პასუხი და სამზარეულოს ფანჯრიდან თვალმოკრულ სილუეტს ინტერესით გახედა. _ერეკლე სულ ასეთი “აწეწილია?”_სხვათაშორის იკითხა და გაკვირვებულ ელენეს გადახედა.

-აწეწლილი როგორი?_სიცილით ჩაილაპარაკა, სკამიდან ოდნავ წამოიწია, მაგიდას დაეყრდნო და ფანჯრიდან დეიდაშვილს გახედა. _ააა, მივხვდი. _თავი მაღლა ასწია და პირი ოდნავ დააღო. _არა, უბრალოდ ერეკლე ცოტა სხვანაირია._თავის აქეთ-იქით ქნევა დაიწყო, თან ხელებით ცდილობდა ერეკლეს სხვანაირობა აეხსნა. _აი, როგორ გითხრა... ნუ ერთი სიტყვით მიხვდები, რა. _ბოლოს ფარი დააგდო თუ ხმალი არ ვიცი, მაგრამ ხელი აიქნია და ფეხზე წამოდგა._მე შემიძლია რამეში დაგეხმარო?

-თუ გეხალისება ეს მწვანილი დამიჭერი წვრილად, მაგრამ იმდენად წვრილადაც არა რომ საჭმელში არ გამოჩნდეს. _დაარიგა და მწვანილი მიაწოდა.

-რაზე დავჭრა?_ქვედა ტუჩზე თითი მიიდო და სამზარეულო მოათვალიერა.

-მესამე უჯრაშია ფიცარი და პირველ უჯრაშია დანა.

ასე თუ ისე ელენეს გაუგო, არ არის ცუდი გოგო, უბრალდო ახალგაზრდაა და ძალიან მხიარული, თანაც მშობლებში აშკარად გაუმართლა. ერთი ორჯერ იმდენად აჟიტირებულმა ახსენა დედ-მამა. ელასთანაც გამონახა საერთო ენა, მიუხედავად იმისა რომ ალექსიძე ბევრს არ ლაპარაკობს. ერეკლესთან ბაასზე ხომ საუბარიც კი ზედმეტია, იმდენად აღიზიანებს ეს თავდაჯერებული და ზომაზე მეტას სექსუალური ბიჭი, რომ აზრზეც ვერ მოდის ზოგჯერ ისე ილეწება მის რეპლიკებზე. რეპლიკები კი თითქმის ყოველი შეხვედრისას პანტა-პუნტით ცვივა საიდანღაც.
ჩხუბის და კამათის მოყვარული ადამიანი არ არის, ურჩევნია მშვიდად გაეცალოს სიტუაციას, მაგრამ თუ იცის რომ ვიღაცა ტყუილ უბრალოდ უტევს, გამორიცხულია გააჩუმო! გურამი სახლში იშვიათად არის, შაბათ-კვირას და სამსახურის შემდეგ თუ მოვა სახლში, თორემ ისე სულ სამსახურშია. ზოგჯერ აგვიანდება. ელენე ხუმრობდა- მე მგონი ბაბუს ნაშა ყავს სადღაც და გვიმალავსო. ერეკლე და ელენე ძირითადად სულ სახლში არიან, აბა რა იქნება ამერიკიდან ჩამოვიდნენ, ელენე სასწავლებლად იყო წასული, ერეკლე დეიდაშვილის “საყარაულოდ” და სამუშაოთ, ახლა ორივე სამშობლოში დაბრუნდა და 1 თვიანი შვებულება აქვთ გამოწერილი.

კიბეებზე ჩადიოდა, თან ტელეფონში მირანდას შეტყობინებას კითხულობდა,
არა, რა დაქალებს სახელებშიც კი გაუმართლათ, საინტერესოა მირანდას მამაც ნასვამი იყო სახელს რომ ურჩევნდნენ თუ ბებიის საპატივსაცემოდ დაარქვეს?!.ისე რატომ არასოდეს არ უკითხავს რატომ დაარქვეს მირანდა, საინტერესო ისტორია უნდა იყოს.

-ჟღალო,, ნაბიჯი გადაადგი მშია!_უკნიდან ოდნავ მბრძანებლური და როგორც ყოველთვის ირონიული ხმა შემოესმა. წარბწეულმა მაიტრიალა თავი უკან და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.

-თუ სწორად მახსოვს მე აქ ბაბუაშენის დასანაყრებლად ვარ მოსული და არა შენი!_ცივი ხმით ჩაილაპარაკა და ბოლო საფეხურზე დადგა ფეხი. ერეკლემ ერთი ნაბიჯით გადაასწრო, წინ აესვეტა და მოაჯირის ბოლოში დადგმულ ბურთულებს მოკიდა ხელი, ისე რომ ელას გასასვლელი გზა მოუჭრა.

-და მერე არ იცი როგორი გავლენა შეიძლება ქონდეს შვილიშვილს ბაბუაზე?_ნიშნის მოგებით ჩასჩურჩულა ყურში და მხრებზე, უსირცხვილოდ დაყრილ თმებზე თითები ნაზად დაუსვა. ელამ ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, ბიჭის მუქარა დააიგნორა და გზის გაგრძელება სცადა._აა, დამავიწყდა რომ წიკიანი ხარ._სიცილით ჩაიალპარაკა და გზა დაუთმო._ენძელა და ია. _როგორც კი გოგონამ ნაბიჯი გადადგა დამცინავი ტონით წაიღიღინა და კიბის საფეხურზე ჩამოჯდა. ელა ღიმილით მიტრიალდა ბიჭისკენ, თავი გააქნია და გზა გააგრძელა.

-ფაიტონზე ზიან!_სამზარეულოდან გამოსძახა და კარები ხმაურით მიიხურა.

-გადმოვარდა ენძელა და დაეცა ერეკლეს!_ჯიშკარიანმა წამში გადაასწორა ლექსის შინაარსი სახელითურთ და კმაყოფილმა ჩაიცინა.

~~~~
-ეს რა არის?_გაღიზიანებულმა აუფრიალა ფარატინა ფურცელი ბიჭს. ერეკლემ თავი ოდნავ ასწია, ფურცელს ალმაცერად შეავლო მზერა და ისევ ბალიშს დაუბრუნდა.

-ფურცელი.

-ფურცელი რომ არის მაგას მეც ვხედავ და ამ ფურცელზე რაც წერია ის რა არის-მეთქი?_მშვიდი ხმით განაგრძო საუბარი, როცა მიხვდა, რომ ერეკლეს წყობიდან მაინც ვერ გამოიყვანდა. ბიჭმა უკმაყოფილო მზერით გამოგლიჯა ფურცელი ხელიდან და ინტერესით შეჭმუხნა შუბლი.

-ენძელას+ერეკლე=ერეკლეს ცხოველურ ფანტაზიებს. _ხმამაღლა წაიკითხა და ტუჩის კუთხეში ჩაიცინა. _რა გინდა არაჩვეულებრივია, მე მომწონს!_მხრები აიჩეჩა და ფურცელი მაგიდაზე დააფრიალა.

-მოგწონს არა?!_გაბრაზებულმა დაუღრინა და აპილპილებული თვალებით შეხედა ბიჭს. _ზურგი კიდევ გტკივა?_შურისძიებას ფარდა უნდა ახადოს.

-მასაჟი უნდა გამიკეთო? მაშინ კი, ძალიან მტკივა. _წამებში შეეცვალა უდარდელი გამომეტყველება და ნატანჯ კაცს დაემსგავსა.

-ოსკარი რომ ვიყო გადმოგეცემოდი!_ჩაისისინა და სავარძელზე გაწვა. _იცი ბოლო კვირა წელი რატომ გტკიოდა?_მაინც ვერ მოისვენა.

-შენი უფანტაზიო გონება და მარილები არაფერ შუაშია. წელი იმიტომ მტკიოდა, რომ ცუდი მატრასია!_ჭინკებათამაშებული თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა. _დასახვეწი ხარ, მაგრამ არაუშავს, მე აქ რისთვის ვარ!?_ცხვირზე თითი დაკრა და კიბეებისკენ გამარჯვებული ღიმილით წავიდა.

-არამზადავ!_გესლიანად გააყოლა მზერა და ჩურჩულით ჩაილაპარაკა. _არადა თითქოს კარგად და შეუმჩნევლად დავყარე._საკუთარ თავზე გაბრაზებულმა აათამაშა ფეხები და ტელევიზორის ეკრანს გახედა, მერე კი საკუთარ აწკრიალებულ ტელეფონს. ნომერს უკმაყოფილო სახით დახედა, იფიქრა გავუთიშავო, მაგრამ გულმა ვერ მოუთმინა, იქნევ რა უჭირთო და აპარატი ყურზე მიიდო.

-ელა, დე, საავადმყოფოში ვართ!_ტელეფონის მეორე მხრიდან დედამისის ღრიალი გაისმა. დაფეთებული წამოჯდა სავარძელზე და გაფართოვებული თვალებით გახედა სივრცეს. იგრძნო რომ შიგნით რაღაცა ჩაწყდა, რაღაცა რასაც 5 წლის ასაკამდე ასე სათუთად უფრთხილდებოდა.

მიუხედავად იმისა რომ მშობლების მიმართ აგრესიის და წარსულის ტკივილების მეტს ვერაფერს ვერ გრძნობს ცირას სიტყვებმა მაინც წყობიდან გამოიყვანა. წყობიდან გამოიყვანა და საავადმყოფოში გავარდნის სურვილი გაუჩინა. სასწრაფო წესით წამოფრინდა ფეხზე და გასასვლელისკენ წავიდა, მაგრამ გაახსენდა რომ ახლა ყველაფერს ისე ვერ გააკეთებს როგორც ეს მას აწყობს. სირბილით წავიდა კიბეებისკენ, ვიწრო დერეფანში ერეკლეს ოთახის კარები მოძებნა და კარებზე ბრახუნი აუტეხა.

-განსახილველად მოხვედი?_ცინიკური ღიმილით აათამაშა წარბები ერეკლემ და განზე გადგა._შემოდი.

-უნდა გამანთავისუფლო. _ამოილაპარაკა ქოშინით. ერეკლემ გაკვირვებულმა გადახედა გოგონას და მერე დერეფანს მოავლო მზერა.

-სამსახურიდან?_ცალყბად ჩაიცინა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.

-არა, დღეს უნდა გამანთავისუფლო ცოტახნით. _მუდარა გაისმა ელასს ხმაში.

-სად მიდიხარ?

-პირად საქმეზე.

-უფრო კონკერტულად. _წარბაწეულმა ჩაილაპარაკა და ოთახიდან გამოვიდა.

-საავადმყოფოში._ერეკლეს სწრაფად შეეცვალა სახის გამომეტყველება. _მამაჩემია ცუდად._აუხსნა და ტელეფონის ეკრანს დახედა.

-კარგი, მიდი მოემზადე და მე წაგიყვან!_სხვანაირად კატეგორიული იყო ერეკლე.

-არ არის საჭირო, მართლა.

-მოემზადე და ჩამოდი, მე წაგიყვან-მეთქი!

რევაზი არის კაცი რომელმაც ცხოვრება გაუმწარა, კაცი რომელმაც 9 წლის ასაკში სკოლაში სიარული მარტო იმიტომ აუკრძალა, რომ დღის საათებში მისთვის ვინმეს მაღაზიიდან სასმელი ამოეტანა. მიუხედავად მამის წინააღმდეგობისა და დედის სუსტი ნებისა, დილით მშიბლებზე ადრე იღვიძებდა, დილის შვილ საათზე გადიოდა სახლიდან და 9 საათამდე სკოლის ეზოში იჯდა. ყველანაირად ცდილობდა მათი გავლენის ქვეშ არ ყოფილიყო, ცდილობდა სწავლაში ხელი ვერცერთ მათგანს ვერ შეეშალა ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. ბევრი ცრემლის, ჩალურჯებული მკლავის და ტკივილის მიუხედავად ზუსტად იცოდა რომ რევაზს რომ რამე დამართნოდა საშინლად ეტკინებოდა გული. ეტკინებოდა ის ხუთი წელი როცა მშობლები იყვნენ ერთმანეთთან და ელასთვის. ეტკინება ის წუთები როცა რევაზი მარტო შვილის ღიმილისთვის ცხოვრობდა და ცოლის ბედნიერებით გაცისკროვნებული თვალებით არსებობდა. ხო, ელას ასეთი მამა დაამახსოვრდება სულ, ვერ დაივიწყებს ტკივილს, მაგრამ შეეცდება მაინც რომ ამ ამაზრზენ კაცშიც დაინახოს რაღაცა დადებითი.
მანქანა საავადმყოფოს წინ გაჩერდა, კბეები სირბილით აიარა და შესასვლელისკენ წავიდა, მოულოდნელად რაღაცა რომ გაახსენდა. უკან მიტრიალება დააპირდა, მაგრამ ნაცნობი სურნელი ახლოს იგრძნო და გაჩერდა. ერეკლე გვერდით ედგა, ბიჭს აფორიაქებულმა გადახედა და როგორც კი მისგან რაღაცის დასტური მიიღო გზა გააგრძელა.

მესამე სართულზე დერეფნის ბოლოს მოკრა ცირას თვალი. გული შეუწუხდა ცარიელი დერეფნის დანახვისას, წარმოუდგენელი იყო ის რასაც ხედავდა. კაცს რომელსაც ყოველთვის ყავდა სანაქებო მეგობრები, ადამიანები რომლებიც ჭიქას ჭიქაზე უჭახუნებდნენ, დღეს მის გვერდით არ იდგნენ. არც მის სადღეგრძელოს სვამდნენ და არც ღმერთს სთხოვდნენ მის გამოჯანმრთელებას. ერეკლესი შერცხვა, საშინლად შერცხვა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღი და ნელი ნაბიჯებით წავიდა ცირასკენ. ქალს შვილის დანახვისას თითქოს იმედი ჩაესახა.

-ამდენი ხალხი როგორ დაეტია?!_მაინც ვერ მოითმინა და ცინიკური ღიმილით დაგესლა დედა.

-ელა, შვილო.

ჩურჩულით ჩაილაპარაკა ქალმა და ქალიშვილს მაგრად მოეხვია. ვერ გაბედა და ხელები ვერ შემოხვია, საკუთარ თავს ამის უფლება ვერ მისცა. მამამისზე მეტად ეს არსება ეჯავრებოდა, ქალი რომელმას საკუთარი ბედნიერებისთვის და შვილის კარგად ყოფნისთვის არ იბრძოლა/ შეეძლო, მაგრამ არ გააკეთა და რა თქმა უნდა ელა ასეთ სუსტ ადამიანს ვერ აიტანს.

-ზომაზე მეტი მოუვიდა და გულმა ლეწა?_სისინით ჩაილაპარაკა და ქალის სხეული მოიშორა.

-ელა, კვდება გესმის, კვდება!_ხმაში შიში შეეპარა ქალს.

-გეშინია რომ მარტო დარჩები და აღარავინ დაგილურჯებს მკლავებს. საცოდაობაა აქ დგომა და შენი სახის ყურება! როგორ, ან როდის დაეცი ამ დონეზე. მიკვირს შენმა ქმარმა ასეთი სუსტი როგორ შეგიყვარა, როგორ გაბედა შენნაირი სუსტი და უმებრძოლო ქალის სახლში შემოშვება. ქალის რომელსაც საკუთარი შვილის დაცვაც კი არ შეუძლია და მერე ვისგან?! ქმრისგან, მამისგან. _სიმწრის სიცილით იცინოდა და თან ტუჩებს ანერვიულებული იკვნეტდა. _მაგრამ აქ ამაზე სასაუბროდ არ მოვსულვარ. სანამ რამე მოუვა მინდა თვალებში ჩავხედო და ვკითხო რატომ?

-ძალიან გთხოვ თუ შეგიშვეს ნუ ანერვიულებ, გემუდარები. თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ, შენ დაგკარგე და მასაც ნუ დამაკარგინებ.

-ა, ე.ი. სასმლის გადაჭარბებული რაოდენობით თუ გაფშიკა ფეხები ჩემი ბრალია?! ისიც ჩემი ბრალი ხომ არ არის ღამ-ღამობით გვერდებს რომ გიჭრელებდა, ან იქნებ ისიც ჩემი ბრალია სამსახურიდან რომ გამოაბუნძულეს...

-ელა!_ზურგს უკან ნაცნობი და საოცრად შეცვლილი ხმა გაისმა. გაკვირვებული მიტრიალდა უკან და ერეკლეს დანახვისას ერთიანად აილეწა. ხომ იცოდა რომ ბიჭი იქვე იდგა, რატომ ვერ გააკონტროლა საკუთარი თავი და სიტყვები. მიუხედავად ყველაფრისა არანაირი სურვილი არ აქვს ვინმემ მისი და მისი ოჯახის პირადი პრობლემების შესახებ იცოდეს.

-ბოდიში, არ მინდოდა ყოველივე ეს მოგესმინა. _ცინიკურად ჩაიცინა და რეანიმაციის კარებს გახედა._რას ამბობს ექიმი?_როგორც კი ერეკლეს ცივი მზერა დაიჭირა უემოციოდ მიუტრიალდა დედას.

~~~
მოსაცდელში ისხდნენ და ექიმის გამოსვლას ელოდებოდნენ, საინტერესოა ამდენი ხანი რას აკეთებენ. წარმოდგენა არ აქვს რა დაემართა, ცირას იმის მერე აღარ დალაპარაკებია და ბევრიც არაფერი არ იცის, მარტო ის რომ რეანიმაციაში მამამისი სიკვდილს ებრძვის.

-დაიღლებოდი. _იატაკზე დაჩერებულ თვალებში კედები რომ მოხვდა მხოლოდ მაშინ მოეგო გონს. თავი მაღლა ასწია და ყავის ჭიქით ხელდამშვენებულ ერეკლეს ახედა.

-დიდი მადლობა. _ხმადაბლა ჩალაპრაკა და ყავა გამოართვა._დიდი ხანია აქ ხარ, სახლშიც არავინ არაფერი არ იცის, თანაც შენ შენი საქმეები გაქვს. _დამორცხვილი ალუღლუღდა, როდის აქეთ გახდა ასეთი მორიდებული.

-ჯერ ძალიან ადრეა, ელენე და გურამი გვიანობამდე არ დაბრუნდებიან, მე კიდევ იცი რომ მთელი ერთი თვე უსაქმური ვარ. _თვალი ჩაუკრა და გვერდით მიუჯდა.

-ცუდი კაცია, მაგრამ რომ მოკვდეს გული დამწყდება. _ხმადაბლა განაგრძო საუბარი, ისე რომ მხოლოდ ერეკლეს გაეგო მისი სიტყვები.

-სიკვდილი ძალიან ცუდი რაღაცაა, ენძელა, დამიჯერე გული კი არ დაგწყდება საშინლად გეტკინება. _მამაკაცმა ძალიან მშვიდად ჩაილაპარაკა და ცირას გადახედა.

-ხო, შეიძლება მართალიც ხარ, მაგრამ ძნელია ასეთ კაცზე გული გეტკინოს... უფრო სწორად რთულია. _სიწმრით ჩაიცინა და ყავა მოსვა.

კარების ხმაზე ორივე ერთდროულად მიტრიალდა მარჯვნივ. ცირამ როგორც კი ექიმი დაინახა სწრაფად წამოდგა ფეხზე და აცრემლებულ თვალებზე თითები მოისვა.

-ყველაფერი გარად არის, ამჯერად გამოძვრა, მაგრამ უნდა შეეცადოთ რომ ალკოჰოლს მოერიდოს. _შეეცადა მათთვის გასაგებ ენაზე, ყოველგვარი გართულებების გარეშე ესაუბრა. ცირამ ბედნიერმა და გახარებულმა ამოისუნთქა, თავი კედელს მიადო და ახლა უკვე თავისუფლად დაიწყო სუნთქვა.

-სახლში როდის გაწერთ?_საუბარში ელა ჩაერთო.

-კვირის ბოლომდე დავტოვებთ, დავაკვირდებით და თუ ყველაფერი ისე წავიდა როგორც ჩვენ გვაწყობს მალე გავწერთ. _ღიმილით ჩაილაპარაკა ექიმმა.

-რადგან ყველაფერი კარგად არის და ცოცხალია, ჩვენ წავალთ. _როგორც კი ექიმი ოდნავ გაშორდა ხმადაბლა ჩაილაპარაკა ელამ და ერეკელს გახედა. ცირას ხმა არ ამოუღია, თავჩახრილი იჯდა და იატაკს დასჩერებოდა. _თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე!_ლიფტისკენ წასული ქალისკენ ოდნავ მიტრიალდა და ქვედა ტუჩ მოკვნეტილმა გადახედა. ცირამ თავი ასწია და ოდნავ დაუქნია.
~~~
იმ შემთხვევას ერეკლესთან ურთიერთობისას არაფერი არ შეუცვლია, ზუსტად ისევ ისე კბენდნენ ერთმანეთს, ბიჭი გამუდმებით ელას ფიზიკურ მონაცემებს და მასთან განხილვის თემაზე საუბრით იყო დაკავებული. ხვდებოდა რომ გულის სიღრმეში ამ ყველაფრით ელას ზედმეტად აფორიაქებდა და ისიც არ ჩერდებოდა.
რაც შეეხება მშობლებს იმ დღის შემდეგ არცერთი არ შეხმიანებია და არც ესმას მოუკლავს თავი მათი ტელეფონის აკლებით.

სააბაზანოში შესვლისთანავე შეამჩნია რომ პირსახოცის გარდა არაფერი არ შეუტანია. საერთოდ ამ მხრივ ყოველთვის უყურადღებო გოგო იყო. როცა მშობლებთან ცხოვრობდა სააბაზანოს სულ პირსახოც შემოხვეული ტოვებდა და აქაც ასე აკეთებდა, სანამ დეიდაშვილები ჩაუსახლდებოდნენ. დღის საათებში გურამი არ იყო და ელაც ამით სარგებლობდა. იმ დღესაც არ გაბრუნებულა უკან ხალათის შესატანად, ვანაში წყალ დააგუბა და ქაფში ჩაესვენა.
ღიღინით მოიხვია პირსახოცი შიშველ სხეულზე და სარკეს გაშლილი ხელისგული გადაუსვა, საკუთარი ანარეკლის უკეთ დანახვა რომ შეძლებოდა.

-რა ხმებია?!

გაკვირვებული წავიდა კიბეებისკენ და პირსახოცი მკერდთან მჭიდროდ მოიჭირა. მოაჯირს ორივე ხელით დაეყრდნო და მისაღებში მჯარ ორ სილუეტს გადახედა. გოგონამ სწრაფად დააფიქსირა მეორე სართულზე მდგარი ნახევრად შიშველი ელას მზერა და მის გვერდით მჯდარ ერეკლეს მიკრა ხელი. ბიჭმა ნელა მიატრიალა თავი უკან და კმაყოფილი ღიმილით შეტეხა ტუჩის მარჯვენა კუთხე.

-უკაცრავად._სწრაფად მიიფარა ხელი და სწრაფი ნაბიჯებით გატრიალდა უკან.

საინტერესოა ის ქერა და სექსუალური ქალი ვინ იყო, იქნებ ზუსტად ის არის ვინც თვითმფრინავის საპირფარეშოში ერეკლეს მაისურის გასწორებაზე იზრუნა, ან იქნებ სულ სხვაა, ბოლოს და ბოლოს არ გაუჭირდებოდა. სიმპათიური, სექსუალური და ვნებიანია მამრია წარმოიდგინეთ და ამას ჟღალი ელაც კი აღიარებს და ქერას არა დაემართებოდა?!
ან საერთოდ ქალების ბაბუამისის სახლში მოყვანა რა წესია. ჯერ არ ჩამოსულა და უკვე რა დღეშია. ახლა გასაგებია რატომაც თქვა გურამმა მერე სახლს იპოვის და გადავაო, მაგრამ ელენე რაღა შუაშია!? ამ ოჯახსიც არ უნდა ქონდეთ საქმე კარგად, თანაც თუ გურამის და შვილიშვილების ურთიერთობისთ ვიმსჯელებთ. ისინი თითქმის არასოდეს არ ეკონტაქტებიან ერთმანეთს. ერეკლეც ისეთი აღრენილი უყურებს ხოლმე ბაბუამიის, ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება რომ შიშველი ხელებით შეძლებს მის დახრჩობას. ზოგჯერ კიდევ ისეთი უცოდველი და ცინიკოსი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ელამ პირსახოცი აგრესიულად მოიხსნა და საწოლზე ისროლა, შიშველ სხეულზე კი თხელი კოჭამდე სარაფანა ჩაიცვა. თვითონაც ვერ ხვდება რა დაემართა, როდის აქეთ არის ასეთი მგრძნობიარე, ან კი საერთოდ რა იგრძნო, როცა კაცს ნორმალურადაც კი არ იცნობს.

-მერე შენ რა?! ვისაც უნდა იმას მოიყვანს სახლში, ეს შენ არ გეხება!_ტრილიაჟის სარკესთან მდგარმა ხმამაღლა ჩაილაპარაკა და ფიქრების გასაფანტათ თავი ზედზედ რამდენჯერმე გააქნია.

~~~~
კიდევ ერთი ძველი-ახალი ისტორია. ერთ ისტორიას რომ არ შევაბერდე ვეცდები მაქსიმალურად მცირე დროში, შეძლებისდაგვარად, საიტიც რომ არ დავტვირთო ისე, ბევრი ისტორია ავტვირთო.
პ.ს ისტორიისთვის არ გადამიხედავს, დიდია და ფიზიკურად არ მაქვს ამისი დრო, თანაც ახლა რომ გადავხედო ვიცი უამრავ რაღაცას შევცვლი და არ მინდა. :დ



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვუაიმე ენძელააა ვიიციიი ეს მეე :)

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

გამიხარდა შენი დაბრუნება , რადგან ძველია დადე სრულად უკეთესი იქნება

 


№3 სტუმარი Guest თათუ

სახელი მეცნო და მეგონა წაკითხული მქონდა,თუმცა შევცდი და ძალიან მიხარია <3
მაქვს ბედნიერება პირველად წავიკითხო ასეთი საოცრება

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

სრულიად რომ ყოფილიყო უცებ წავიკითხავდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent