ჩემი ქალი (სრულად)
- გიყვარვარ? - მკითხა და გაირინდა პასუხის მოლოდინში. - არ ვიცი! - რამდენიმე წუთი ვდუმდი და მერე ვუპასუხე. სახე აელეწა. როგორ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და არ იცოდე? როგორ შეიძლება რომ ამდენ წლიანი ურთიერთობა შენთვის “არ ვიცით” მთავრდებოდეს. მეც ამელეწა სახე და მთლიანად ფიქრები მთელ სხეულში. კიდევ ერთხელ გავირინდე იმ ქალისადმი ფიქრებში და საკუთარი თავის მიმართ ულევი ზიზღის გრძნობა გამიჩნდა. ვგრძნობდი როგორ მიიკვლევდა ვენებისკენ დაუმთავრებელი შხამი და მთლიანად მიწამლავდა გონებას. არ ვიცი მეთქი, როგორ ვუთხარი?! როგორ გავიმეტე, როდესაც მისით ვარსებობდი?! სახე ალეწილი წამოდგა და ოდნავ შებარბაცდა, როგორ მინდოდა ხელი მიმეშველებინა, მაგრამ გრძნობებმა არ მომცეს გაქანების უფლება. ტკივილიანად ამოიოხრა, ერთი გადმომხედა განადგურებული თვალებით და კარებისკენ წავიდა. აზროვნების უნარი დავკარგე, კისერზე ხელი ჩამოვისვი მარწუხები რომ მომეშორებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ისე მიჭერდა ყველაფერი კისერში, მხოლოდ ხავილსღა თუ ვახერხებდი. ნუთუ ეს იყო ყველაფერი?! ასე წამში გავწირე, ვიღაც ქალის გამო მთელი ურთიერთობა?! ფიქრები დავაიგნორე. სიმწრით წამოვდექი, გამოვაღე მაცივრის კარები და მოწყურებული დავეწაფე ცივი წყლით სავსე გრაფინს. წყალი აქეთ-იქეთ გადმოდიოდა და სხეულსაც მისველებდა, მაგრამ ერთი წვეთიც არ ედებოდა წამალივით ახურებულ უჯრედებს. გრაფინი მოვისროლე, სიმწრით შეეხეთქა კედლებს და საშინელი ჭახანის ხმაც გაისმა. იმ წამს ვიგრძენი მისი გულის ხმა, როგორ გაიბზარა და ნელნელა ჩამოიშალა, როგორ შეძვრა შიგნით მწველი ტკივილი და გაიკვლია გზა. მე ვერაფერი გავაკეთე შენს დასაცავად და საკუთარი თავიც კი გავწირე. ტკივილმა გვერდები ამიწვა, სისხლი ამიდუღა და ვენებს შემოეკრა. - გიყვარვარ? - კიდევ ერთხელ გამიელვა გონებაში და ოდნავ უკან გადავიწიე, იქნებ ფილტვებიდან შეგუბებული ჰაერი ამომეშვა და ამომესუნთქა. მაგრამ პასუხი ყოველ ჯერზე მგუდავდა და მიჭერდა. არსად იყო შვება, ვერსად ვპოულობდი გამოსავალს. *** კარებს ძლივს მივუახლოვდი რომ გამეღო. როგორც კი სუფთა ჰაერმა ჩემს ბინძურ ბინაში შემოაბიჯა, ეგრევე მომეხვია სხვა ქალის ხელებიც და ჩამეხუტა. მაგრამ ეს არ იყო ჩახუტება. ეს უფრო ადამიანის შეხებას გავდა, ჩახუტება სულ სხვა იყო, ჩახუტებას ჩემი ქალის სურნელი მოჰქონდა, ჩემი ქალით იყო გაჟღენთილი და არა სხვა ქალით. სიმწრით დავაჭირე ტუჩები ერთმანეთს, ვერ გავბედე რომ ხელები შემომეხვია, ვერ გავბედე შევხებოდი, თითქოს ხელებმა უარი თქვა დამომრჩილებაზე, გამომეყო და მხოლოდ მისი ქალის შეხება ისურვა, მისი ნაწილის, გულს მოგლეჯილის და სულისგან განცალკევებულის. კიდევ ერთხელ ამითამაშდა ტვინში ტკივილი და მთელ სხეულში გაიარა. იქნებ მართლაც არასდროს განვიცდით ისეთ ტკივილს, რასაც ვერ გავუძლებთ?! მაგრამ განა შემიძლია უიმისობას გავუძლო მთელი ცხოვრება?! გონებამ სათითაოდ გადახარშა და გაიხსენა ყველა სიტყვა რასაც სხვა ქალი ჰპირდებოდა და კიდე ერთხელ მთელი ძალით ჩამცხო თავში, მხოლოდ იმიტომ რომ შემეძლო გამებრუებინა, მომეტუბინა და უაზრო იმედი მიმეცა.. გული კი უკვე განწირული ხაოდა, მისტიროდა და გამუდმებით მის თვალებს მიტრიალებდა. მიტრიალებდა დაუსრულებლად და ტკივილისგან განძრევის საშუალებასაც არ მაძლევდა. - ყველაფერი გაივლის! - მისი ტუჩებიდან წარმოთქმული სიტყვები მჭახედ მოხვდა ყურს, ოდნავ უკან გავიწიე, მზერა შევავლე, ლამაზი იყო, მაგრამ ისეთი ლამაზი არა როგორც ჩემი ქალი, მიმზიდველი იყო, მაგრამ ისეთი მიმზიდველი არა როგორც ჩემი ქალი. არაფერი ჰქონდა მსგავსი მასთან. - რას აკეთებ? - გაკვირვება შეერია ხმაში, არაფერი მითქვამს - როგორც იქნა დამიჯერე, ხო ხედავდი სულ გეჩხუბებოდა, სულ უკმაყოფილო იყო, არასდროს უხაროდა შენს გვერდით ყოფნა?! ახლა შეგვეძლება ერთად ვიცხოვროთ, ერთმანეთით დავტკბეთ როგორც იქნა.. ზიზღი. საშინელი ზიზღი იყო ამ ქალის მიმართ და მთელი სხეული მითრთოდა თავშეკავებისგან. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ისე წავუჭერდი კისერში თითებს, როგორც ეს გრძნობა მიჭერდა იმ წამს. კიდევ უკან დავიხიე, ხელი მკლავში ჩავავლე, უსიამოვნოდ გამაჟრიალა, ხელი მსუბუქად ვკარი და ჩემი კარის ზღურბლს იქეთ დავაყენე. სახე აელეწა, ოღონდ არა ტკივილისგან, არამედ შეურაცხყოფისგან! ტუჩები ამითრთოლდა, გულის რევის შეგრძნება მუცლიდან დაიწყო და კისერში მომაწვა. ამაზრზე იყო, ყველა გაგებით. ერთი დაიკივლა და ჩემკენ წამოვიდა, მაგრამ კარები მივუხურე. ეს არ შეიძლებოდა ჩემი ქალი ყოფილიყო! გულდამშვიდებულმა შევბრუნდი ზურგით კარისკენ და ის მაინც გავიაზრე რომ არ მიღალატია, სულიერად თუ არა ფიზიკურად მაინც არ მიღალატია. როგორ მოვუსმინე? როგორ ვიფიქრე რომ შეძლებდა ჩემი ქალი მსგავსი რამის გაკეთებას?! კარებთან ჩავიკეცე და თავზე ხელები შემოვიწყვე. ყველა კუთხე მისი სურნელით იყო გაჟღენთილი, ყველა ნაწილში მისი მოგონებები თრთოდა, მე კიდევ ვაბინძურებდი, ყოველი ჩემი ამოსუნთქვით ვამძიმებდი და ვაშავებდი. ფერად ფერებს ვამუქებდი და ვაშავებდი. მასზე მოგონებები ისე გადიოდნენ ჩემში თითქოს უჩინარი ვყოფილიყავი, მაგრამ ტკივილის კვალს მაინც მთელი ძალით მიტოვებდნენ. *** მისი თითები, მხრები, ლავიწები, მისი ტუჩები, თვალები, თმები, მისი ემოციები, სუნთქვა, მისი გულისცემა.. მზიან დღეს ჰგავდა, ღრუბლიანი დღის შემდეგ. *** მთელ დედამიწას მივცემდი, კიდევ ერთხელ რომ მეგრძნო მისი სუსტი მხრები ჩემს გარშემო, მთელ სამყაროს დავთმობდი ეს ენა რომ ამომეგლიჯა, რომელმაც ჩემგან წასვლა აიძულა. უსიტყვოდ წავიდა, უსიტყვოდ, მაშინ როდესაც ქალები სცენებს გამიმართავდნენ, მიყვირებდნენ, დამარტყამდნენ, უსიტყვოდ გამწირა.. ვიცოდი მის გარეშე სუნთქვა რომ გამიჭირდებოდა და მე თვითონ დავიკეტე სასუნთქი გზები, თვითონ წავიჭირე კისერში თითები და ვცადე ყველაფრის განადგურება! სამუდამო ტკივილისთვის.. კარებზე ისევ გაისმა ზარი, მუხლდაჩოქილი მივუახლოვდი და სახელური ჩამოვწიე. გამოვბრუნდი, არავის ველოდებოდი, ვერავის ნახვას ვერ შევძლებდი, თვალები დავხარე და კედელს მივეყუდე, უიმისობა მკლავდა, მაგიჟებდა და მთელ სხეულში მტეხდა. მაგრამ ხომ არსებობს არა სასწაულები?! ხომ არსებობს ცისარტყელა, საშინელი წვიმის შემდეგ.. როგორც ცას შემოეჭდობა, გადაეკვრება და ანათებს, ისე მომეხვია მისი სუსტი ხელები, ისე ჩამიკრეს გულში და გამახვიეს მის სურნელში. მეგონა მეჩვენებოდა, ტკივილისგან შეშლილი იმას ვხედავდი რაც მჭირდებოდა, მაგრამ გამოსახულება არ იძროდა, არ იცვლებოდა. ღრმად ამოვისუნთქე, თვალებდახრილი შევბრუნდი მისკენ, ჯერ კიდევ მასში ვიყავი ჩამალული. - არ ვიცი ყოველთვის არ ნიშნავს “არას”! - ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა და შუბლი შუბლზე მომანდო - მე მიყვარხარ და ეს სიყვარული ორივეს გვეყოფა! - შენ… - ენა ამებლანდა, ხელები მოვხვიე და ძლიერად ჩავიხუტე, იმდენად ძლიეერად რომ ძვლების ტკივილი ვიგრძენი, შევისუნთქე და მთელი სხეული ავივსე სიამოვნებით. ეგოისტი ვიყავი, საშინელი ეგოისტი და ვერ ვთმობდი, ვერ ვიმეტებდი საკუთარ თავს მარტოობისთვის.. წყვდიადის შემდეგ, მზის სხივების ამოსვლას გავდა მისი გამოჩენა, შეუძლებელი იყო არ გყვარებოდა, არ გეგრძნო, არ დაგენახა.. ყველაფერი იყო! ყველა ფერი და ყველა ემოცია.. ყველა მოლეკულა ფეირვერკივით აფეთქდა ჩემში და ისევ გავიჟღინთე მისი სიყვარულით, თავიდან ბოლომდე. *** დილით მზის სხივები მის ლამაზ ნაკვთებზე რომ ათამაშდა გამეღიმა, ვინ იცის მერამდენე ღამეა ვათენებ რომ ყოველი მისი მოძრაობა დავიმახსოვრო, თვითონ ვერ ხვდება ვერაფერს, რადგან როგორც კი თვალებს ახელს, მე ვხუჭავ და თავს ვიმძინარებ. ყოველ დილით ტკბილად მკოცნის და საუზმის გასაკეთებლად დგება. მე სამზარეულოსკენ წასულსაც ვაკვირდებოდი და ცხოვრებაში პირველად ვგრძნობდი თუ როგორ არამიწიერად მიყვარდა ეს ქალი, საკუთარი ქალი.. საწოლთან ახლოს მოსულს სწრაფად დავავლე ხელი და მკლავებში მოვიქციე, კიდევე რთხელ ავივსე მისი სურნელით და გულში ძლიერად ჩავიხუტე.. მე მზად ვიყავი რომ ამ ქალისთვის მთელი დედამიწა მეჩუქებინა, ასეთი ძლიერი სიყვარულის შესაგრძნობად ალბათ საჭირო იყო ასეთი მწარე განშორება, საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ და ჰო, თურმე “არვიცი” ყოველთვის არ ნიშნავს “არას”, შეიძლება იცოდე და საკუთარ თავში არ იყო დარწმუნებული! *** მთელი დედამიწა ერთი ქალი და ყველაფერი მის ირგვლივ ბრუნავს! ჩემი ქალი.. არ ვიცი, უბრალოდ დავწერე და რატომ/რისთვის/როგორ ვერ გეტყვით.. ველოდები თქვენს შეფასებას... ვიმედოვნებ რომ ძალიან მალე დავბრუნდები, ახალი ისტორია მალე იქნება.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.