შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამე პარტნიორთან [3]


20-09-2017, 21:55
ავტორი მე♥
ნანახია 9 145

სამდივნო ცარიელი დაგხვდა, ქალბატონი ლონდა შესვენებაზე იყო გასული. შემთხვევით ისარგებლა და უბატონოდ შეაბიჯა კაბინეტში. კარების ხმაზე სათვალეებიდან ინტერესით ამოიხედა ვასომ, სტუმარში შვილის ამოცნობით გახარებულს გაეღიმა.

-ბეთა იყო მოსული. _პირდაპირ საქმეზე გადავიდა და დივნისკენ წავიდა.

-ყველაფერი გითხრა?_სწრაფად შეეცვალა გამომეტყველება, სათვალეები მოიხსნა, მაგიდაზე დადო და ფეხზე წამოდგა.

-არ ვიცი თქვენ ყველაფერს რას ეძახით, მითხრა რომ წერეთლის კომოპნია თაღლითურად იყენებს სხვა კომპანიების ნდობას.

-ხო, ვიცი ეგ ყველაფერი მეც მომიყვა. _მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა და გვერდით მიუჯდა.

-შეიძლება გავიგო რატომ ენდობი ასე ძალიან?

-ვენდობი იმიტომ, რომ ასეთ ტყუილს ჰაერზე არ იძახიან, მითუმეტეს ბეთას აქვს სამხილები.

-და თუ სამხილები არსებობს, რატომ პირდაპირ არ უჩივლებთ?_გაკვირვებულმა დაქაჩა თვალები.

-იმიტომ რომ იმ სამხილებით მაქსიმუმ ჯარიმა დააკისრონ და მერე?!

-პრესტიჟი შეელახებათ, ბევრი მათთან თანამშრომლობას აღარ მოისურვებს.

-ესმა, ესმა..._ღიმილით გააქნია ვასომ თავი. _ბეთა მართალი იყო, შენ ზემდეტად გამოუცდელი და გულუბრყვილო ხარ._ხელი მხარზე მოხვია და საფეთქელზე აკოცა.

ესმამ სწრაფად წამოყო მამის მკერდზე მიდებული თავი და გაბრაზებულმა ახედა მომღიმარ ვასოს. როგორ გაბედა და მამამისთან როგორ ახსენა ესმას გულუბრყვილობა, საერთოდ ვინ გოგნია თავისი თავი. ბეთას მოკვლის საშინელმა სურვილმა შეიპყრო, დაუფიქრებლად მივარდებოდა და გრძელი ფრჩხილებით იმ სახეს დაუკაწრავდა... არა კი არ დაუკაწრავდა თვალებს ამოთხრიდა!

-ე.ი. რჩევა მოგცა. _ირონიულად ჩაილაპარაკა და ბეთას სიტყვები გაიხსენა.

-რა რჩევა?_ვერ მიხვდა.

-არაფერი. კარგი, ახლა ამიხსენი მე რა უნდა გავაკეთო, ბეთამ კი მითხრა რაღაცები, მაგრამ მინდა რომ ეს ყველაფერი შენგანაც მოვისმინო, უფრო მშვიდად რომ ვიყო.

-უნდა შეეცადო რომ წერეთელი ჩვენს მახეში შემოიტყუო.

-ანუ, კონტრაქტზე ხელი მოვაწერინო?!

-არა! კონტრაქტზე ხელის მოწერა, იგივეა რაც ჩვენი კომპანიიდან “აყრა”. უბრალოდ მათთვის ერთ-ერთი ნდობით აღჭურვილ პირად უნდა იქცე.

მე მგონი სერიალშია, ან ფილმში და უმალავენ. ვინ იცის იქნებ იდუმალი აგენტიც იყოს. მაგრამ არა, ეს რეალობაა, ბიზნესის რეალობა. ასეთი შემთხვევებით თითქმის ყოველ დღე ხდება, ერთი კომპანია მეორე კომპანიის მინუსების სახალხოდ წარმოჩენას ცდილობს, მაგრამ ეს აშკარად უფრო მნიშვნელოვანი და საშიში საქმეა. არადა რა კარგი იქნებოდა მართლა აგენტი რომ იყოს, პატარაობაში ოცნებობდა. თავიდან ფორმაში გამოწყობილი პატრული უნდოდა რომ ყოფილიყო, მერე წარმატებული გამომძიებელი, რომელიც ენაგადმოგდებული კი არ დარბის დამნაშავის დასაჭერად, არამედ კაბინეტში ზის და საქმეს წერს, რომელიც მისი კარისერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
~~~
-ზედმეტი ურთიერთობების გარეშე უნდა მოახერხო!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა ბეთამ.

-ვერ ვხვდები რას გულისხმობ?

-საბა წერეთელთან პირადი ურთიერთობები უნდა გაწყვიტო!_ტონს არ იცვლიდა, პირიქით სულ უფრო და უფრო ცივდებოდა. ესმას ხმით ჩაეღიმა.

-მაშინ საქმე უფრო გართულდება..._მხრები აიჩეჩა და ყავა მოსვა._საბასთან რაც უფრო ახლოს ვიქნები, მით უფრო მალე მოგ....

-არა!_სიტყვის დასრულებაც არ დააცადა. _გითხარი რომ საბა წერეთელთან როგორც ამ კომპანიის დირექტორი ისე იქნები! სხვა შემთხვევაში საქმიდან გახვალ!_ერთიანად დაეჭიმა ყბები.

-ვერ ვხვდები შენ რატომ ერევი ჩემს პირად ურთ....

-ნაძირალა და არამზადა კაცი გინდა?_ისევ არ დააცადა აზრის დასრულება.

-რა თქმა უნდა არა!_შუბლი შეჭმუხნა ესმამ და თავი გააქნია.

-ხოდა გამოდის რომ საბა საშენო კაცი არ არის! _თვალი ჩაუკრა და საბუთები მიაწოდა. _აქ ყველაფერია რაც დაგჭირდება, კარგად წაიკითხე. _ცივად მიუგო, ფეხზე წამოდგა და კაბინეტიდან გავიდა.
~~~
ბეთას თქმის გარეშეც აპირებდა საბასთან ჩამოშორებას, მაგრამ მამაკაცისგან ამის მოსმენა ცოტა არ იყოს და არ ესიამოვნა. მართალია როგორც ქალს გულის სიღრმეში ასე თუ ისე წაკრა, მაგრამ... მაგრამ სულაც არ თვლის ბეთას “ბრძანებებს” საჭიროდ. ან კი დემეტრაძეს ვინ კითხავს ესმა ვისთან იქნება, იქნებ ეჭვიანობს? ხო, შეიძლება არაფერი არ არის გამორიცხული. ისეთი გაყინული მზერით უყურებს ხოლმე, შეუძლებელია ქალის მიმართ რამეს გრძნობდე და ასე უემოციოდ ესაუბრებოდე?!

-და შენ რას აპირებ?_ გაოგნებულმა და პირდარებულმა ნინემ იკითხა და თვალები მოისრისა.

-რას უნდა ვაპორებდე, დავეხამრები და ხომ იცი, შენც ჩემს გვერდით უნდა იყო. _მუდარით გადახედა მეგობარს და პლედი მიიფარა.

-ხომ იცი სადაც შენ იქაც მე, მაგრამ ცოტა არ იყოს მეშინია. _სიცილით ჩაილაპარაკა და ჩაის ფინჯანი მიაწოდა.

-ხო, თავიდან მეც მქონდა შიშის მომენტი, მაგრამ რომ დავფიქრდი ვასო ასე არ გამწირავდა. _თვალი ჩაუკრა და ჩაი მოსვა.

-არც ბეთა. _ენა გამოუყო და საწოლში შეუხტა.

-ბეთა..._გაკრეჭილმა გაიმეორა მამაკაცის სახელი. _იცი?! მე მგონი მომწონს. _ქვედა ტუჩზე იკბინა.

-მგონი?_სიცილით უჩქმიტა მკლავზე.

-ხო, მგონი. ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული. სიმპათიურია, სექსუალურიც, მაგრამ არ ვიცი... ღირს საერთოდ?_დამფრთხალმა ააფახუნა თვალები.

-ღირს თუ არა მაგას დროთა განმავლობაში გაიგებ. მე მომწონს ბეთა, რაღაცნაირია, იდუმალი. _სიცილით ჩაილაპარაკა და ფეხები აათამაშა. _შვილი რომ ყავს ეგ ხომ იცი?_ჩვეულებრივი ტონით კითხა ნინემ. ესმას სახე გაუქვავდა, გაბრუებულმა გადადო ფინჯანი ტუმბოზე და ნერწყვი ხმაურიანად გადუაშვა სასულეში.

-შვილი ყავს?_ლუღლუღით ჩაილაპარაკა და დაქალის გაოცებულ სახეს დააკვირდა.

-მოიცა არ მითქვამს?_ტუჩები სასაცილოდ გაწელა ნინემ. ესმამ თავი გააქნია და პლედი გადაიხადა. _ხო, შვილი ყავს, ექვსი წლის იოანე.

-აბა დასაოჯახებელიაო?_დაქალის სიტყები გააიხსენა ესმამ. “იქნებ მემაიმუნებაო” იმედით.

-დასაოჯახებელია, მაგრამ შვილი ყავს. ცოლი არც არასოდეს არ ყოლია, მე მგონი მშობიარობას გადაყვა თუ უცხოელი იყო და წავიდა, მოკლედ ზუსტად არ ვიცი... ისე როგორ არ გითხარი, რატომღაც მახსოვდა რომ ეგ ვთქვი. _საკუთარ თავზე გაბრაზებულმა ჩაიქირქილა.

-არ ვიცი, შეიძლება თქვი კიდევაც, მაგრამ მე არ მივაქციე ყურადღება. ანუ შვილი ყავს, თანაც 6 წლის.

-მერე რა?

-არა, არაფერი, როგორც წესი თუ კაცი უცოლოა მისი შვილი ქალისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ... რა ვიცი, რა. _სიცილით გააქნია თავი და საწოლზე დაწვა. ნინემ ხმამაღლა გადაიკისკისა. _რა გაცინებს?

-”იქანე დავდგამ სტენკას” დიალოგი გვაქვს. _სიცილს არ წყვეტდა ნინე, მეგობრის ხუმრობაზე ესმასაც გულიანად გაეცინა.
~~~
-ყვა ჩაი?

გულწრფელი ღიმილით იკითხა საბამ. რომ უყურებს საერთოდ არ გავს თაღლითს, ან იქნებ საბა არაფერ შუაშია და ყველაფრის თავი და თავი კომპანიის პრეზიდენტია, მაგრამ როგორ!? ვიცე პრეზიდენტსაც ატყუებს, მითუმეტეს საკუთარ შვილს... არა! გამორიცხულია. საშინლად არ უნდოდა საბაში შემცდარიყო, მითუმეტეს ბოლო პერიოდში მის მიმართ სერიოზული სიმპათიებით განიმსჭუალა, სულ კონტაქტობდბენ, ათას საინტერესო თემაზე საუბრობდნენ და ახლა გამოდის, რომ ყველაფერი ტყუილი ყოფილა. ხო, ცოტა ცუდად ჟღერს, გუშინ ნინესთან საუბრის დროს ბეთასთან დაკავშირებულ სიმპათიებზე საუბრობდა, დღეს კიდევ საბაზე წყდება გული. მაგრამ რა ქნას, ასე თუ ისე საბასთან ურთიერთობა ქონდა, ბეთა მართლაც სიმპათიური მამაკაცია და ბუნებრივია რომ ესმას სიმპათიები აქვს, მაგრამ ეგ სულაც არ ნიშნავს იმას რომ კისერზე შეხტომას აპირებს.

-ყავს დავლევ. _ღიმილით უპასუხა და ფანჯრიდან გაიხედა.

-როგორ ხარ, ორი დღეა ნორმალურად არ გვისაუბრია. _მიმტანს შეკვეთა მისცა და ისევ ესმას მიუბრუნდა.

-ხო, სამსახურში ისეთი გადარბენები მაქვს. _მიზეზი მიეცა და ამანაც დაიწუწუნა.

-მაგრამ საქმეს ძალიან კარგად უძღვები. _ღიმილით შეაქო და თვალი ჩაუკრა.

-დიდი მადლობა.

-ესმა, მე მართლა ძალიან მომწონხარ და მინდა რომ ჩვენს ურთიერთობას უფრო სერიოზული სახე მივცეთ. _მოუდლონელად სულ სხვა თემაზე საუბარი დაიწყო. ესმას ტუჩებთან მიტანილი ჭიქა ჰაერში გაუშეშდა “რომელ სერიოზულ ურთიერთობაზე ლაპარაკობს, ორი დღეა ვიცნობ.” გაოცებულმა კითხა გულს და გონებას. “მე მგონი მაგ კაცს ცოტა აჟრიალებს.” სიცილით ჩასძახა გონებამ. “თანაც ულიმიტოდ.” დაემოწმა გულიც, ესმამ სიცილი ძლივს შეიკავა.

-საბა, ამაზე საუბარი ძალიან ადრეა._შეეცადა ზრდილობიანად გამოსვლოდა.

-ხო, შეიძლება, მაგრამ პატარა ბიჭივით როდის გეპრანჭო?_სიცილით იკითხა.

-მოდი ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ახლა ჩვენი საქმე უფრო მნიშვნელოვანია. _მამაკაცს აშკარად არ ესიამოვნა გოგონას სიტყვები, მაგრამ არ შეუმჩნევია. მშვიდი გამომეტყველებით გახსნა ლეპტოპი და ესმასკენ მიატრიალა. ესმამ ღრმად ამოიხვნეშა და ეკრანს ინტერესით მიაჩერდა.
~~~
მთელი დღე დაზუთხულივთ იმეორებდა სიტყვებს, საშინლად ღელავდა. ოღონდ თვითონაც არ იცის რატომ, ბეთა უნდა მივიდეს და საბასთან გუშინდელ ვიზიტზე ესაუბროს... ოღონდ ჯერ ის უნდა აუხსნას, რომ საბას შეხვდა და არა ალექსანდრე, როგორც გეგმაში იყო. იმედია ისევ შუბლს არ შეკრავს და მრისხანე თვალებით არ შეხედავს, თორემ ყველაფერი დაავიწყდება და დარჩება პირდაღებული. კარების ხმაზე სწრაფად წამოფრინდა ფეხზე და შარვალი შეისწორა. ბეთამ წარბწეულმა დააფიქსირა გოგონას აღელვებული ქცევა და ტუჩის კუთხეში ირონიულად ჩაიღიმა.

-შუა დღე მშვიდობისა. _ღიმილით მიესალმა და ოფიციალურად გამოწყობილი მამაკაცი აათვალიერა. “როგორ უხდება მუქი ფერის პერანგები.” გაბადრულმა გაიფიქრა და თითები მოიფშვნიტა.

-გამარჯობა. _ხმა უცვლელი,ხოლო მზერა ოდნავ შეცვლილი ქონდა.

-გუშინ საბა ვნახე. _პირდაპირ საქმეზე გადავიდა და თავისი ადგილი დაიკავა. მამაკაცს ყველა ნაკვთი ერთდორულად შერხა, ძარღვებიც საშინლად დაეჭიმა.

-საბა?_ღრენით ჩაილაპარაკა და გოგონასკენ წავიდა.

-ხო, საბა. ბატონმა ალექსანდრემ მოსვლა ვერ მოახერხა. _მშვიდი ხმით აუხსნა და გულის სიღრმეში კმაყოფილმა ჩაიცინა.

-იმედია ხვდები რომ ალექსანდრეს ვერ მოხერხებაც მათი გეგმის ნაწილია. _შუბლშეკრული დაუჯდა წინ და ტელეფონი მაგიდაზე დადო.

-ანუ გინდა თქვა რომ საბა სპეციალურად მოდის ჩემს სანახავად?!_ცალი წარბი ასწია ესმამ, არ ესიამოვნა ბეთას სიტყვებში დანახული რეალობა.

-საბა ცდილობს დაგიახლოვდეს!

-იქნებ მართლა საქმე ქონდა?

-რამდენჯერ არ მოვიდა ოფიციალურ შეხვედრაზე?_სახე გახსნა და ირონიული ღიმილით კითხა.

-3_ჯერ. _ჩაილაპარაკა და მიხვდა რომ ბეთა მართლას ამბობდა. _ახლა გასაგებია. _ცინიკურად ჩაიცინა და თითები ერთმანეთში ახლართა.

-ახლა ხვდები რატომ არ უნდა დაიჭირო საბასთან საქმე?_მაინც “იქით” გადაუხვია საითაც თვითონ აწყობდა.

-ჩემზე ზრუნავ არა?!_საბაზე ნაწყნემა ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.

-რა იყო, შემთხვევით ხომ არ შეგიყვარდა?_ცინიკური ხმა ქონდა, მაგრამ გაბრაზებული.

-ჩემი პირადი ცხოვრება შენი საქმე არ არის!_გაბრაზებული მიტრიალდა მამაკაცისკენ და პირდაპირ გულ-მკერდზე აეკრო.

-პატარა, გამოუცდელი და გულუბრყვილო გოგო ხარ!_მკერდზე აკრულ სხეულს ოდნავ მოხვია ხელი, მისკენ დაიხარა და ხმადაბლა ჩასჩურჩულა ათრთოლებულს.

რა დროს წამოდგა ფეხზე ბეთა, ან რა დროს მოუახლოვდა... არაფერი არ ახსოვს, ერთადერთი რისი საღად წარმოდგენაც და გაანალიზებაც შეძლო მამაკაცის სიტყვები იყო, მერე კი მისი საშინლად არომატული და გამთიშავი სურნელი. ოდნავ შეეხო ბეთას ტუჩები ყურის ბიბილოზე, სულ ოდნავ და რამხელა სიამოვნების ტალღამ დაუარა. ცოტაც და მთლიანად შთანთქავდა ერთ ციდა ესმას. გაბრუებულმა ასწია თავი და ცინიკურად მომღიმარ ცივ ბეთას თვალი გაუსწორა. გონის დაკარგვამდე სიამოვნებდა ბეთას ხელი, რომელიც ესმას წვრილ წელს ეხებოდა.

-ჩემგან რა გინდა?_მშვიდი, გაწონასწორებული ხმით კითხა და ღრმად ამოისუნთქა. ბეთამ ესმას წელზე მოხვეული ხელი ჯიბისკენ წაიღო და ქალს გამომცდელად მიაჩერდა.

-ვერ ხვდები?

-ვერა!_თავი გააქნია და ფანჯრის რაფას მიეყრდნო, რომ არ წაბარბაცებულიყო.

-შენგან არაფერი, შენ მინდიხარ!_მკაცრი და შეცვლილი ხმით ჩაილაპარაკა, ქალისკენ ოდნავ დაიხარა და გამობრუცულ ბაგეებზე ცერა თითი გადაატარა. მამაკაცის პასუხით გაოცებულმა და გაოგნებულმა ორივე თვალი ჭყიტა და პირი დააღო, ბეთას ცერა თითმაც ვერ დააბრკოლა.

-მე... მე რაში გინდივარ?_ვერ მიხვდა რას გულისხმობდა, ან შეიძლება მიხვდა, მაგრამ იმდენად აფსურდულად მოეჩვენა რომ ვერ დაიჯერა.

-რატომ ხარ ასეთი ჩურჩუტი?_ცივ ხმაში ღიმილი შეეპარა. ესმამ გაბრაზებულმა ასწია ცალი წარბი და წელში გასწორდა.

-არ ვარ!_ბავშვური ხმით გააპროტესტა და მამაკაცისგან თავის დაძვრენა სცადა, მაგრამ ბეთამ როგორც კი მონდომებული ესმა დაინახა, ორივე ხელით ჩააფრინდა და შეაჩერა.

-ხარ! მის სიჩურჩუტე ხარ!

-ბეთა, მე მართლა ვერ ვხვდები რა გინდა._ხმადაბლა ჩაილაპარაკა და მამაკაცის მზერას თვალი აარიდა. დემეტრაძემ სწრაფად ჩაავლო ნიკაპში თითები და თავი მაღლა ააწევინა, მერე კი წინ ჩამოყრილი თმები უკან გადაუწია.

-მერე მე აქ რისთვის ვარ?! ყველაფერში გაგარკვევ, ყველაფერს დეტალურად აგიხსნი!_ვნებამორეული ხმით ეჩურჩულებოდა და მისი ბაგეებისკენ მიიწევდა. ესმამ სწრაფად გადახარშა ყველაფერი და ერთი ნახტომით დაშორდა მამაკაცს.

-არა! მე ასე არ მინდა!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და თავისი მაგიდისკენ წავიდა.

მართალია ბეთას სიახლოვე აბნებს, გონს აკარგვინებს, მაგრამ ემცოიების და გრძნობების გაკონტროლება შესანიშნავად შეუძლია. თუმცა ხვდება რას ნიშნავს როდესაც სიმპათიებით განსჭუალული მამაკაცის წინ ასეთ სიტუაციაში ხარ, თავის გაკონტორლება მართლაც რომ რთული საქმეა, მაგრამ ესმამ შეძლო და აქედანაც გამოძვრა... შეიძლება იმიტომ, რომ ბეთას მიმართ ჯერ სერიოზულს არაფერს არ გრძნობს და განსაკუთრებულ გრძნობებს არ ყავს შეპყრობილი.. მამაკაცის სიტყვებით აფორიაქებული მოკალათდა თავის სავარძელში და ლოყებზე ხელისგულები მიიდო. ბეთა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მოტრიალდა ესმასკენ, ცოტახანი დადუმებული უყურებდა თავჩაღუნულ გოგონას, მერე კი უსიტყვოდ წავიდა კარებისკენ.

-დაიმახსოვრე- მე თუ ვინმეს გადავეკიდე მისი საქმე სასიამოვნოდ წასულია!_”გააფრთხილა” და კაბინეტი დატოვა. ესმამ სწრაფად ასწია თავი და დაკეტილს კარს მიაჩერდა.

-გეგონოს!_ჯიბრით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოფრინდა. _ჩემი მოხელთება ეგეთი ადვილი საქმე არ არის, ან არის, გააჩნია რას ვიგრძნობ!_გაბრაზებული და გულმოსული ელაპარაკებოდა კარებს.
~~~
-მოიცადე, ანუ ლამის გაკოცა?_გახარებულმა ნინემ ხმამაღლა წამოიძახა და ტაში შემოკრა.

-ნინე, ნუ ცერცეტობ! რა არის ამაში ასეთი გასაგიჟებელი? ხო, ლამის მაკოცა, ან შეიძლება კოცნა აზრადაც არ მოსვლია და უბრალოდ წამეთამაშა. _მხრები აიჩეჩა ესმამ, თითქოს და საერთოდ არაფერს გრძნობსო. არადა იმ დღის შემდეგ სულ ბეთაზე და მის ძლიერ გულ-მკერდზე ფიქრობს.

-ესმა, მორჩი მაგ აფერისტობას, არ გინცობდე მაინც._წარბწეულმა დაუღრინა მეგობარს. _ბეთაზე ჭკუას კარგავ, უბრალოდ ამის აღიარება პრინციპურად არ გინდა!_მისი ფიქრები გაშიფრა და აწითლებულს ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი.

-ხო, მომწონს, ვირევი ისეთი სიმპათიური და სექსუალურია, მაგრამ მისი სიმკაცრე და კატეგორიულობა ნერვებს მიშლის!

-აბა, მერყევი კაცები კონა ლარად ყრია!_უკმაყოფილოდ შეჭმუხნა შუბლი.

-მერყევობა არაფერ შუაშია... ნაწლობრივ ბეთას ეს თვისებებიც მომწონს, მაგრამ კატეგორიულად ნათქვამი “ჩემი გახდები” არ მესიამოვნა! ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ჩემი აზრი არ აინტერესებს.

-ბრიყვო, როგორ არ აინტერესებს, უბრალოდ... ნუ მოკლედ ბრიყვი ხარ რა!_თავი გააქნია ნინემ და ფეხზე წამოდგა.

-ისე... რომ დავფიქრდი საშინლად მეწყინა, რომ არ მაკოცა. _გაბუსხულმა ჩაილაპარაკა და თვალები ააფახუნა. ნინეს მეგობრის სულელობაზე ხმადაბლა ჩაეცინა. _ნუ იცინიხარ! ხომ იცი გრძნობების დამალვა არ მიყვარს, მეტიც ვერ ვიტან!

ხო, ესმა ამ მხრივ ზედმეტად გულღია და თამამი გოგოა, ვერ ხვდება რატომ უნდა დამალოს ის რასაც გრძნობს და განიცდის! ბეთასთან მიმართებაშიც ზუსტად ამიტომ გამოხატავს ყველაფერს ასე თამამად, მართალია მამაკაცთან არა, მაგრამ ნინეს ხომ ყოველგვარი ყოყმანის და “არა გოგო რა სისიულელას” გარეშე უმხელს? ხოდა მთავარი ეგაა! საქმე საქმეზე რომ მიდგება ბეთასაც ძალიან ჩვეულებრივად ეტყვის რომ მოსწონს, იზიდავს და ა.შ, არც ამის მოერიდება!

-არაუშავს სხვა დროს არ დაგწყვიტავს გულს. _სიცილით გამოუყო ენა და ტელევიზორი მუსიკების არხზე გადართო. _შვილზე არაფერი უთქვამს?

-არა, რა უნდა ეთქვა? _მხრები აიჩეჩა ესმამ. _”ესმა, იცი მე 6 წლის შვილი მყავს და მაინც ყოველი შემთხვევისთვის იცოდეო?”_სიცილით გამოაჯავრა მეგობარი.

-ეგრე არა, მაგრამ...

-როცა ამის დრო იქნება დარწმუნებული ვარ რომ მეტყვის!_თვალი ჩაუკრა და მუსიკას ტანი ააყოლა.

-ვთქვათ და ერთმანეთი შეგიყვარდათ, რას იზამ?

-რასთან დაკავშირებით?

-ბავშვთან.

-რას ვიზამ და ყოველ საღამოს სუფთა ჰაერზე გავასეირნებ!_გულწრფელი ღიმილით ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. სულელურად, გაბადრულმა წარმოიდგინა როგორ ასეირნებს ბეთას 6 წლის შვილს და ესიამოვნა.
~~~
მეორე დღეს 2 საათი იტრიალა სარკის წინ, ბეთასთან ქონდა შეხვედრა დანიშნული. მართალია შეხვედრას მამამისიც უნდა დასწრებოდა, მაგრამ ესმასთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია რომ სექსუალურად, მომხიბლავად და თვალშისაცემად გამოიყურებოდეს მაშინ როცა ეს მას აწყობს. კმაყოფილი დატრიალდა სარკის წინ, ჩანთას ღიმილით დასწვდა და გასასვლელისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა. კიბეებთან თოკო შეხვდა, ბიჭი თასმებს იკრავდა და თან გულიანად ბურტყუნებდა.

-დღეს შენთვის სიურპრიზი მაქვს. _თმები აუჩეჩა და კიბეებს მასთან ერთად დაუყვა.

-რით დავიმსახურე. _გაკვირვებულმა აწკიპა წარბები.

-2 გოლით!_თვალი ჩაუკრა და ბოლო საფეხურზე შეჩერდა. _მიდი წინ გადი და კაცის თვალით შემაფასე. _ხელები გაშალა და გაკრეჭილი გახევდა. თოკო ორი ნაბიჯით წინ გადახტა, თითები ნიკაპზე მიიდო და მსახიობის ოსტატობით ჩაფიქრდა.

-მმმ, დახვეწილი და მომხიბლავი მანდილოსანი ბრძანდებით. ._ბოლოს დის აღნაგობით კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ორივე ცერა თითი მაღლა ასწია.
~~~
კაბინეტის კარები თავაწეულმა შეაღო, იფიქრა ბეთაზე შთაბეჭდილებას მოვახდენ და პირს დავაღებინებო, მაგრამ მამაკაცი კაბინეტში არ დახვდა. მაგიდასთან მარტო ვასო იჯდა და კომპიუტერში რაღაცას უყურებდა, კარების ხმაზე თავი ოდნავ მოატრიალა, შვილი წამით შეათვალიერა და საქმე განაგრძო. ესმამ გაბუსხულმა ააბაკუნა ფეხები და მაგიდისკენ წავიდა.

-დღეს რა ადრე გამოსულხარ სახლიდან. _საბუთები მაგიდაზე დადო და კომპიუტერის ეკრანს თვალი შეავლო.

-საქმეები მქონდა და ვიფიქრე რაც მალე მოვამთავრებ მით უკეთესი, თანაც დედაშენს დავპირდი საღამოს ოპერაში წაგიყვან-მეთქი. _თვალები სასაცილოდ გადაატრიალა უფროსმა დანელიამ და აჭრიალებულ კარებს გახედა.

-ბატონო ვასო, დემე...

-შემოუშვი, შემოუშვი.

წინადადების დასრულება არ დააცადა ისე წამოდგა ფეხზე და სტუმრის შესახვედრად გაემართა. ესმამ გაბრაზებულმა აიბზუა ცხვირი, ფეხი ფეხზე გადაიდო და საბუთებს უინტერესოდ ჩააჩერდა. არადა როგორ აინტერესებს რა რეაქცია ექნება ბეთას ოდნავ განსხვავებული ესმას დანახვისას. მამაკაცი მშვიდი ხმით შეხვდა ვასოს, ხელი ჩამოართვა და ადგილი ესმას გვერდით მდგარ სავარძელში დაიკავა.

-დილა მშვიდობისა. _ცივი ხმით მიესალმა გოგონას. დანელიამ სწრაფად ასწია თავი შემჩნეული ღიმილით მიესალმა, მერე კი მამამის გადახედა.

-აქ ყველა ის საჭირო საბუთია რაც ამ დღეების განმავლობაში მოვიპოვე. დღეს საღამოს საბასთან შეხვედრა მაქვს და იმედია კიდევ რაიმეს ვნახავ.

საბასთან შეხვედრას ხაზი გაუსვა და ტუჩი ოდნავ შეტეხა. ბეთამ ხმადაბლა ჩაახველა და წელში გასწორდა, წამით გადახედა მამაკაცს, მაგრამ მისი გაყინული და დაჭიმული ძარღვების დანახვა მაინც მოასწრო. “აშკარად რაღაცაშია საქმე.” დაასკვნა და გონებაში ამ ამბების გარკვევა გადაწყვიტა. ფიქრებიდან აზუზუნებულმა ტელეფონმა გამოიყვანა, სწრაფად დახედა ნომერს და ბოდიშის მოხდით წამოდგა ფეხზე.

-ნინე, მამაჩემთან ვარ რა მოხდა?

-დავიღუპეთ...._შეშინებულმა ჩასძახა.

-რატომ რა მოხდა?_ხმადაბლა კითხა და კედლისკენ წავიდა.

-დილის სტატია ვნახე... მიწასთან ვართ გასწორებულები! _ხმა ჩაუწყდა ნინეს. ესმამ დაფეთებულმა გადახედა მამამისს. მამაკაცი დაკვირვებით ადევნებდა შვილის ქმედებებს თვალს.

-რა ხდება?_წარბწეულმა კითხა შვილს, მიხვდა რომ რაღაცა ისე ვერ იყო.

-სტატიაა ჩვენზე დაბეჭდილი. _ხმის კანკალით ჩაილაპარაკა და კაბინეტის კარები გააღო. _ლონდა, ნინესთან ჩადი და სტატიები ამოიტანე!_სწრაფად მიაყარა ქალს და ისევ კაბინეტში შეტრიალდა.

-რა სტატია, რა ხდება გამარკვიე._სიმშვიდეს ინარჩუნებდა ვასო.

-მეც არ ვიცი, ნინემ დამირეკა და სტატიაა სადაც მიწასთან ვართ გასწორებულებიო. _ანერვიულებულმა მოისრისა შუბლი და აკანკალებულ მუხლებზე მოიჭირა თითები.

-კარგი დამშვიდდი, ამოვა ლონდა და გავარკვევთ._შვილის გამხნევება სცადა ვასომ. ესმამ დამფრთხალმა ასწია თავი და მშვიდი გამომეტყველებით მზვერავ ბეთას გადახედა.

-შენ ხომ არაფერი იცი?

-ჯერ ჯერობით არა, გააჩნია სტატიაში რა ეწერება. _თვალი ჩაუკრა და მზერით ანიშნა რომ დამშვიდებულიყო.

წყლის ჭიქას აფორიაქებული დასწვდა და სულმოუთქმელად გამოცალა.

-წერეთლის ხელწერაა, ჩვეულებრივი მახეა! _ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა ბეთამ და ჟურნალი ვასოს გადააწყოდა.

-გინდა თქვა რომ მათი გაკეთებულია?_პირდაღებულმა კითხა და სტატიას კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი.

-რა თქმა უნდა, ამ სტატის შემდეგ თქვენი ფასი ბაზარზე საგრძნობლად დავარდება, როგორც წესი ასეთ დროს კომპანია ნებისმიერ პირობაზეა წამსვლელი, შესაბამისად წერეთელთან კონტრაქტსაც ადვილად მოწერთ ხელს. . _პროფესიონალურად გაშიფრა წერეთლის ჩანაფიქრი.

-ღმერთო ჩემო, ნუთუ ასეთ რამესაც კადრულობენ?_ვერაფრით იჯერებდა რომ ერთი შეხედვით პატიოსანი მამა-შვილი ამდენ სიბინძურეში იყო გახვეული.

-ესმა, ეს ბიზნესია, ბიზნესს კი სიბინძურე უყვარს. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა ვასომ. _ახლა რა უნდა გავაკეთოთ?

-არაფერი, თქვენი პიარ მენეჯერი დაიბარეთ “დაარიგეთ” და მერე ჟურნალისტებთან “საომრად” გაუშვით.

-და ამით მოგვარდება?_სიცილით შეიცხადა ესმამ.

-არა, ამით არ მოგვარდება, მაგრამ წერეთელს საფიქრალი გაუჩნდება.

-კარგი, მიდი ბესოს დაურეკე და უთხარი ამოვიდეს.
~~~
-როგორ არ დაგაცადეს გეგმის სისრულეში მოყვანა. _ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა კაბინეტიდან გამოსულმა ბეთამ.

-რა გეგმის?_გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები და მამაკაცს ახედა. ბეთამ ვნებამორეული მზერით აათვალიერ-ჩაათვალიერა ქალი და ცალი წარბი მაღლა აზიდა.

-შენი მომხიბლავი ფიგურების დემონსტრირების.

ნუთუ ასეთი ადვილი გასაშიფრი და ამოსაცნობია. არადა იმდენი რაღაცა მოხდა კაბინეტში ამაზე მართლა აღარ უფიქრია, თუმცა მისი გეგმის ნაწილი ესეც იყო, ბეთა მართალია. თურმე გრძნობებთან ერთად ჩანაფიქრების დამალავაც არ შეუძლია.

-ხო, მართალი ხარ!_ღიმილით დანებდა, მაგრამ თავი დამარცხებულად სულაც არ უგრძვნია. _მინდოდა რომ შენზე შთაბეჭდილება მომეხდინა, მაგრამ...

-მაგრამ ვთვლი რომ მაგ ამოღებული პერანგის გარეშეც შეგიძლია ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენა, თანაც უფრო მარტივი გზით!_ლიფტის ღია კარებს გახედა ბეთამ, ჩაფიქრებულ ესმას ხელი სტაცა და ლიფტში შეაგდო, მერე კი კედელთან მიმწყვდეული ძლიერ მკლავებში მოიქცია და ბაგეებზე მოწყურებული დაეძგერა. არც ესმას გაუწევია წინააღმდეგობა, როგორც კი მამაკაცის ტუჩები იგრძნო, გახელებულმა მოხვია ხელები კისერზე და კოცნაში აჰყვა.

ლიფტის კარების ხმამ გამოაფხზილა, სწრაფად მოსცილდა მამაკაცის ტუჩებს და განზე გადგა. მის ქცევაზე ხმადაბლა ჩაეცინა ბეთას, ბაგეებზე ცერა თითი გაისვა და ქვედა ტუჩს კბილები დაასო. ესმას ლოყებაფარკლულს და დამორცხვილს ჩაეღიმა.

-ვერ ვიტყვი რომ კოცნა არ იცი, მაგრამ რიტმში ვერ მყვები. _გოგონასკენ ოდნავ დაიხარა, შიშველ მკლავზე თითები დაუსვა და გასასვლელისკენ წავიდა. _დროებით!_ცეცხლმოკიდებული ხმით ჩაილაპარაკა და ზურგი აქცია. ესმამ სიცილით გააქნია თავი და ტუჩებზე თითები ნაზად გადაისვა.

მანქანა სახლის წინ გააჩერა, გასაღები ღიმილით მიაწოდა დაცვის წევრს და ღია ჭიშკარში შევიდა.

-საღამო მშვიდობისა. _ღიმილით მიესალმა ეზოში, მაგიდის გარშემო შემომსხდარ ოჯახის წევრებს. დედამისმა დაკვირვებით შეათვალიერა შვილი და მუჭში მოქცეული მზესუმზირა მაგიდაზე დაყარა.

-ამდენი ხანი სად იყავი?_ეშმაკური ხმით კითხა და ნონას გადახედა.

ნონაა უკვე წლებია დანელიებთან მუშაობს, ესმა 3 წლის იყო ვასომ ცოლს დამხმარე ქალი რომ აუყვანა. ვინაიდან და რადგანაც მაიკოს საშინელი პერიოდი ქონდა, ჯანმრთელობის მხრივ. მერე ისე მიეჩვია ესმა ნონაასთან ერთად ცხოვრებას ვეღარ ელეოდა და გადაწყვიტეს როგორც ძიძა კი არა, როგორც ოჯახის დამხმარე ისე დაეტოვებინათ.

-სამსახურში ბევრი საქმე იყო და ვეღარ გამოვედი. თქვენ რას შვებით?_ნონას კალთაში მოკალათდა და ლოყაზე ხმაურით აკოცა.

-ბუმბულივით ხარ, ეგ იმიტომ რომ არაფერს არ ჭამ. _ნონამ გაბრაზებულმა უჩქმიტა გვერდებზე.

-ახლა არ დაიწყოთ. _მაიკოს გახსნილი ბაგეები როგორც კი შენიშნა თითის ქნევით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოხტა. _ავალ გამოვიცვლი და ჩამოვალ, თქვენ მანამდე მზესუმზირა ახალეთ.

-გასცა განკარგულება. _თავის ქნევით გამოაჯავრა შვილს მაიკომ და ფეხზე წამოდგა. _ყავას ხომ დალევთ? გუშინწილ მამიდაშენმა თურქული ყავა ჩამოიტანა, ისეთი გემრიელია.

-მამიდაჩემმა თუ ჩამოიტანა და გემრიელი თუა მაშინ დავლევ. _მხარზე ხელი მოხვია დედას, ლოყაზე აკოცა და კიბეებისკენ სირბილით წავიდა.

-თმები შეიკარი გაწეწილი ნუ დადიხარ!_დუდღუნით მიაძახა მაიკომ და სამზარეულოში შევიდა.

-ეგეთი სიმპათიურია თუ შენ აზვიადებ?_ეჭვით იკითხა მაიკომ და შვილის მოყოლილის გაანალიზება დაიწყო.

-დედა, როდის იყო ბიჭების ფიზიკურ მონაცემებს ვაზვიადებდი?_იუკადრისა. _მართლა ძალიან სიმპათიურია... შვილიც ყავს. _ტუჩმოკვნეტილმა ჩაილაპარაკა და თვალები მოჭუტა.

-ცოლიანია?_ტუჩებზე თითები მიირტყა ნონამ.

-ნონა, შვილი ყავსო, ე.ი. ცოლი არა!_სიცილით მიკრა მხარზე ხელი მაიკომ. _რა ხნის?_დაინტერესებული მიუტრიალდა აფორიაქებულ შვილს.

-მე მგონი 6 წლის, ან 7 ზუსტად არ ვიცი.

ნონას და მაიკოს ყოველთვის ყველაფერს უყვება, განა იმიტომ რომ დედაა და ყველაფერი უნდა იცოდეს, ან მაიკოს თუ რამეს დაუმალავს მერე ის დაუშლის... არა უბრალოდ მაიკოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, მეგობრებივით არ არიან, მაგრამ როგორც დედა-შვილის ურთიერთობა იდეალურია. თამამად შეუძლია დაჯდეს და დედასთან ისაუბროს ნებისმიერ თემაზე, მორიდებების და თავის დაზღვევების გარეშე. ნონასთანაც ასეა, ქალმა თითქმის ყველა ესმას რომანის და სასიყვარულო თავგადასავალის შესახებ იცის.

-ბეთა დემეტრაძე. _ხმადაბლა გაიმეორა მაიკომ. _ბეთა არა მაგრამ, იოანე დემეტრაძე გამიგია. _შუბლზე თითები მოისვა და შვილს გადახედა.

-იოანე ქვია ბეთას ბიჭს. _გაკვირვებულმა წამოიძახა და ჟურნალისტ დედას მიუცუცქდა.

-იოანე დემეტრაძე, გამოდის რომ ბეთამ შვილს მამის სახელი დაარქვა.

-ანუ ვისზეც შენ საუბრობ ბეთას მამაა?_გახარებულმა ააციმციმა თვალები. მაიკომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. _დედააა._ეშმაკურად გაწელა ხმა.

-არა, ესმა, მე დიდი ხანია ჭორების გამოკვლევას შევეშვი. _როგორც კი შვილის თვალებიდან მისი ჩანაფიქრი ამოიკითხა თავი გააქნია და ყავა მოსვა.

-აუ, გთხოვ, სულ მცირე ინფორმაცია.. ხომ უნდა ვიცოდე ვინ მაკოცა არა?!_გაბუსხულმა ჩაილაპარაკა და ტუჩებზე თითები იტაკა.

-რა ქნა?_ორივემ ერთდროულად წამოიძახა.

-ნუ ხო, ლიფტში მაკოცა... თან ისე კი არა, გრძნობით. _ლოყებაფარკლულმა ჩაილაპარაკა და მიწას დააჩერდა.

-ხედავ, ნონა, თქმასაც არ აპირებდა. _მოჩვენებით გაბრაზდა მაიკო.
~~~
მე მგონი მთელი ღამე ტუჩებზე ჩახუტებულს ეძინა, სიზმარში რა თქმა უნდა ბევრი ფიქრის შედეგად ბეთა ნახა. მართალია საიდანღაც საბაც გამოჩნდა, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც არ ქონია, მთელი ღამე ბეთაზე გადასკვანჩულს “ეძინა”. დილის მაიკოს ხმამ გამოაფხიზლა და სიზმარიც გაწყდა, უკმაყოფილოდ ამოიზმუილა და დედას გაბრაზებულმა ახედა.

-დღეს შაბათია._ჩაილაპარაკა ძილისგან დაბოხებული ხმით და ბალიში თავზე დაიმხო.

-ხო, მაგრამ სტუმარი გყავს. _ხმაში ჭინკები შეერია მაიკოს.

-ვინ?_გაკვიერვებულმა წამოყო თავი და საათს გადახედა.

-სიმპათიური და მომხიბლავი მამაკაცია, სახელი არ მიკითხავს. _ტუჩის კუთხეში ჩაიცინა მაიკომ და საწოლიდან წამოფრენილ შვილს თვალი კი არ გააყოლა დაადევნა.

5 წუთში მოიწესრიგა თავი და კიბეებზე აქოჩინებული დაეშვა. ბეთას ელოდებოდა, მართალია თვითონაც არ იცის რატომ, ან საერთოდ რატომ ჩათვალა რომ დემეტრაძე სახლში ესტუმრებოდა, მაგრამ ეგონა და მოკალი. მისაღებში ჩასულს კი ყურებამდე გაკრეჭილი ნინე დახვდა. საშინლად დაწყდა გული... საშინლად კი არა პატარა ბავშვივით ეტკინა რაღაცა, იმედგაცრუებულმა ჩამოყარა ხელები და ტუჩებზე მიყინული ღიმილით მიაჩერდა მეგობარს.

-შენ აქ რა გინდა?_ყველაზე უხეში კითხვა დასვა, რაც კი ცხოვრებაში დაუსვამს. ნინემ გაკვივებულმა დაქაჩა თვალები.

-მადლობა კარგად, ყავას დავლევ. _მეგობრის კითხვას გვერდი აუარა და კიბის თავში მდგარ მაიკოს მხრების ჩეჩვით ახედა.

-მოვატყუე სიმპათიური მამრი გელოდება-მეთქი და. _ფხუკუნით ჩაილაპარაკა ქალმა.

-მეორედ ასე არ მეხურმოთ!_კატეგორიული, ცივი ხმით ჩაილაპარაკა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი. ნინე ღიმილით აედევნა უკან და სამზარეულოში შესული პირდაპირ სკამზე დასკუპდა.

-მართალია მამრი არ ვარ და მითუმეტეს არც ბეთა, მაგრამ რაღაცები გაგირკვიე. _ეშმაკური ხმით დიაწყო. წამებში გაებადრა სახე დანელიას და მეგობრისკენ მიტრიალდა. _რა და... მოკლედ ეს შენი ბეთა რამდენიმე წელი უცხოეში ცხოვრობდა ვიღაცა ქალთან ერთად, როგორც მე გავიგე კარგი ურთიერთობა ქონდათ, მერე რაღაცაზე იკამათეს და დროებით ცალ ცალკე ცხოვრობდდნენ, ბავშვის დაბადებამდე 2 თვით ადრე შერიგდნენ, მაგრამ რად გინდა... ეს ქალი მშობიარობას გადაყვა... ნარკოზით გაუკეთდა ოპერაცია და ვეღარ გამოვიდა. _შეწუხებულმა ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები და წყალი მოსვა.

-რას მეუბნები. _ცრემლმორეულმა აიფარა ტუჩებზე ხელისგული და სკამზე დაეხეთქა.

-აბაა, რას წარმოვიდგნენდი, მე მეგონა გაშორდა, ან რამე ეგეთი.

-ახლა გასაგებია რატომაცაა ასეთი ცივი. _ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა.

-გუშინ რაღაცები მომხდარა და არ უნდა მომიყვე?_სწრაფად შეცვალა თემა ნინემ და წარბები აათამაშა.

-საღამოს სადმე გავიდეთ, მანამდე კი ყველაფერს მოგიყვები. _თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა.

-საღამოს სად გავიდეთ?

-რამდენი ხანია არსად არ ვყოფილვართ, რესტორანში, ან ბარში, ან პაბში. რა ვიცი სადმე.

-მაშინ ჯერ თიკოსთან უნდა გამეყვე, ჩემი ახალი კაბა იქ არის.

-წავიდეთ, თან რამდენი ხანია არ მინახავს.
~~~
-ტარაკანა. _სიცლით დასტაცა მისაღებში გამოვარდნილ ბავშვს ხელი და ჰაერში ააფრიალა. _როგორ მომნატრებიხარ და როგორ გაზრდილხარ. _გულზე მიიხუტა და გაბუთქული ლოყები დაუკოცნა.

-თვეზე მეტია არ გვკადრულობ.

-შენ მაინც არ იცოდე... თავზე გვაყრია ყველაფერი. _წარბწეულმა უსაყვედურა მეგობარს და ბავშვი დივანზე დააჯინა._სადაა თქვენი ბედოვლათი ძმა?_სახლი მოათვალიერა, თითქოს და ასე გაჩნდებოდა ილო.

-არ ვიცი, ბიჭებთან ერთად მიდიოდა სადღაც. _ხელი აიქნია და ყავის ფინჯნები დაბალ მაგიდაზე დააწყო.

-შენი ყოფილი რას შვება?_შეპარვით კითხა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.

-ცოლი მოყავს. _სიცილით ჩაილაპარაკა და წარბები შეწკიპა.

-ჰაა?_პირდაღებულმა კითხა და ცხელი ყავა სწრაფად გადაუშვა, მერე კი ინანა, მაგრამ რაღა დროს, გამოეთუთქა ყველაფერი.

-განა მართლა. _თიკომ ხმამაღლა გადაიხარხარა და წყლის ჭიქა მიაწოდა. _გუშინ იყო მოსული, ბავშვი ყავდა წაყვანილი ბებიამისთან. რა ვიცი, მოდის გვკითხულობს, მეაფერისტება და ასე._მხრები აიჩეჩა.

-მე მგონი ქორწილის თარიღის გამო დაშორება ზედმეტია. _უხერხულად ჩაილაპარაკა ნინემ და დას გადახედა.

-ნინე, ქმარი რომ გეყოლება მიხვდები რომ ზედმეტი არაფერ არ არის! _დაუღრინა დას.

-შვილი როცა გყავს...

-ნინე, მორჩი!_უბრძანა და წარბები შეჭმუხნა. _შენ რას შვები?_ახლა ესმას მიუტრიალდა.

-რა ვიცი, ვმუშაობ და ვარ...

-და კაცებს ეალერსება ლიფტში!_ეშმაკურად აათამაშა წარბები. _ნუ კაცებს რა, კაცს. _თვალებდაბრეცილი თიკოს დანახვისას სწრაფად შეასწორა.

-ეგ ის საბაო თუ ვიღაცა, ტელეფონით რომ მომიყევი?

-არა, რა საბა!_იუკადრისა ქალბატონმა, არადა რომ კითხო საბაც ესიმპათიურებოდა. _ნუ საბაც მომწონდა, მაგრამ კოცნამდე რომ მისულიყო საქმე ეგრე არა!_სწრაფად ახსნა და განაგრძო. _ბეთა, სულ სხვა განზომილებაა, ტუჩები აქვს რაღაცა შოკი-მოკი. რომ დაჯდები და კოცნის მეტს არაფრს გააკეთებ ისეთი. მერე როგორი გზნებით იცის კოცნა, აუ, კარგით თორემ წავალ და რამე სისულელეს ჩავიდენ!_გასაცოდავებული ხმით ჩაილაპარაკა და ლიზას თმები აუჩეჩა.

-დღეს საღამოს ქალაქში გაგულავებას ვაპირებთ და არ წამოხვალ?

-მერე ლიზა?_ტუჩდაბრეცილმა გადახედა შვილს.

-ქმარი რისთვის გყავს, დაუტოვე!_მხრები აიჩეჩა ესმამ.

-გადაირევა, იფიქრებს ჩემს საეჭვიანოდ მიდიხარო. _სიცილით ჩაილაპარაკა და ტელეფონი მოიმარჯვა.

-აზვიადებ! ზვიადს ეგეთი წიკები არასოდეს არ ქონია!_ნინემ გაბრაზებულმა გადახედა დას.

-ხო, კარგი, ვიხუმრე, მაგრამ ნახავ იეჭვიანებს. _თვალი ჩაუკრა და მეორე ოთახისკენ წავიდა.

-მართალია, კაცები ეგრე არიან. შეიძლება სიგიჟემდე უყვარდე, მაგრამ ასეთ დროს მაინც გაკრავთ ხოლმე. _მოღუშულ ნინეს თვალი ჩაუკრა და ბავშვთან თამაში განაგრძო.

~~~
შავი ტანზე მომდგარი, ბარძაყთან ჩახსნილი კაბა ჩაიცვა, ფეხზე ამევე ფერის მაღალქუსლიანები მორიგო, თმები მაღლა აწია და კოსად დაიმაგრა. სახე დიდად არ დაუტვირთავს, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, თანაც უკვე ცხელა და ბევრი ტონალური სახის კანს გაუხურებს.
ნაცნობ რესტორანში მივიდნენ, ვინაიდან და რადგანაც ხმაურიანი საღამო არცერთს არ უნდოდა. თანაც სამეულს ძალიან უყვარს განმარტოვება, სიმშვიდე და ყველაფერი სასიამოვნოს გახსენება, ამასთანავე ჭორების გაცვლა-გამოცვლა.
დაჯავშნილ მაგიდასთან უკვე ისხდნენ გოგონები და გულიანად იცინოდნენ, ნელი ნაბიჯებით წავიდა მეგობრებისკენ,

-აბა რაზე ჭორაობთ?_სკამი ღიმილით გამოსწია, ხელის ჩანთა მეორე სკამზე დადო და ფეხი ფეხზე მოხდენილად გადაიდო.

-რაზე და..._სიცილით დაიწყო ნინემ. _თქვენ რა ერთად მოხვედით?_ესმას ზურგს უკან გაშტერებული უყურებდა რაღაცას, ან ვიღაცას.

-ვინ ჩვენ?_გაკვირვებულმა კითხა და შემოსასვლელი კარებისკენ გაიხედა. კარებში პატარა ბიჭთან ერთად იდგა ბეთა და მიმტანს ესაუბრებოდა. _ბეთა და იოანე. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩზე იკბინა. მამაკაცმა სწრაფად დააფიქსირა მომხიბლავი გოგონას მზერა და ირონიული ღიმილით ჩაუკრა თვალი, მერე კი პატარა ბიჭთან ერთად ცარიელი მაგიდისკენ წავიდა, რომელიც გოგონების გვერდით მდებარეობდა.


-საღამო მშვიდობისა. _ზრდილობიანად ჩაილაპარაკა და პატარა მაგიდასთან დასვა. გოგონებმა თავი დაუკრეს და ღიმილით შემოიფარგლენ.

-საღამო მშვიდობისა. _ხმადაბლა უპასუხა ესმამ და იოანეს ღიმილით დააკვირდა. _გგავს. _ბავშვი მიხვდა რომ მასზე საუბრობნენ და შუბლშეკრულმა გადახედა. _თანაც ძალიან!_სიცილით დაამატა და პატარა იოანეს გამოხედვაზე მიუთითა. ბეთამ თავი გააქნია და თავისუფალი ადგილი დაიკავა. ნინე და თიკო რაღაცაზე გაფაციცებით საუბრობდნენ. _თუ წინააღმდეგი არ იქნები და თუ რა თქმა უნდა არც იოანე იქნება უხერხულად, ჩვენს მაგდასთან დასხედით.

ამ შემთხვევაში ბეთასთან ახლოს ყოფნა კი არა, იოანესთან ახლოს ყოფნა უნდოდა. ძალიან უნდოდა ბავშვთან საერთო ენის გამონახვა, ისეთი გამოხედვა აქვს გამორიცხულია ვერ დაუახლოვდეს. მართალია ზედგამოჭრილი მამაა, მაგრამ ეგ არაფერი! ბეთამ შვილს გადახედა, ბავშვი ცოტახანი დადუმებული უყურებდა მამას, მერე ესმას გადახედა და ბოლოს თავის ქნევით მისცა დასტური უფროს დემეტრაძეს. ბავშვი ესმას გვერდით მოკალათდა, ბეთამ მის პირდაპირ დაიკავა ადგილი. იოანე ცოტა დაბნეული აცეცებდა თვალებს, თან “დეიდების” გამომეტყველებას სწავლობდა და შუბლს სასაცილოდ ჭმუხნიდა.

-აქ ხშირად დადიხართ ხოლმე?_ხმადაბლა კითხა ბავშვს. იოანემ უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია და მამას გახედა.

-არა, უბრალოდ ვცდილობთ მშიერები არ დავრჩეთ. _მშვიდი და თავისებური ხმით აუხსნა დემეტრაძემ. მოულოდენლად აზუზუნდა თიკოს ტელეფონი, ყურადღება წამებით ყველამ მასზე გადაიტანა.

-ხო, ლევან. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა ქმრის სახე. _რამდენი?_აფორიქებული წამოხტა ფეხზე. _კარგი, ახლავე გამოვდივარ. _სკამზე ჩამოკიდებულ თხელ ჩანთას დასწვდა და “სტუმრებს” მორიდებით გადახედა._ძალიან დიდი ბოდიში, მე უნდა დაგტოვოთ ჩემს შვილს სიცხე აქვს._დასთან ერთად ნინეც წამოდგა.

ესმამ დაბნეულმა გადახედა მოპატიჟებულ სტუმრებს. ასეთ დროს ადგომა და წასვლა ძალიან უტაქტო ნაბიჯი იქნება, მაგრამ რა ქანს ბავშვს სიცხე აქვს და ყველა ვარიანტში უნდა გაყევეს მეგობარს. თანაც არა მგონია ბეთამ რაიმე ცუდად გაიგოს.

-მეც წამოვალ. _ხმადაბლა ჩაილაპრაკა და მორიდებით გაუღიმა იოანეს.

-არა, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ მირჩევნია მარტო წავიდე. _მშვიდად განაგრძო საუბარი თიკომ, კიდევ ერთხელ მოუბოდიშა სტუმრებს და გასასვლელისკენ წავიდა.

-მარტო ვერ გავუშვებ, ძალიან დიდი ბოდიში და სასიამოვნო საღამოს გატარებას გისურვებთ. _აფორიქებული ნინე ჩქარი ნაბიჯებით აედევნა დას. ესმამ თავი ოდნავ მიატრიალა და რესტორნიდან გასულ მეგობრებს შეავლო მზერა.

-დავრჩით ჩვენ. _მხრები აიჩეჩა და თვალებდაჭყეტილ ბავშვს გადახედა.

-იოანე, ეს ესმაა ჩემი პარტნიორი.

იორიული ხმით გააცნო შვილს “პარტნიორი” და ლოყებაფარკლული ესმა ვნებიანად შეათვალიერა. ბავშვმა დაკვირვებით მოჭუტა თვალები და ლამაზი გოგონას “პარტნიორად” აღქმას შეეცადა. აშკარად ჭკვიანი ბავშვია, ბევრს არ ლაპარაკობს და ფიქრის დროს შუბლს ყოველთვის ბოლომდე კრავს, თანაც ბეთას შვილი სხვანაირი ვერც იქნება. ბოლოს და ბოლოს “კვიცი გვარზე ხტის.”

-ესმა, იოანე ჩემი შვილია, უკვე იცი, მაგრამ მაინც.

-გამოგიტყდები და შენი გაცნობა ძალიან მინდოდა, მაგრამ არ მკითხო რატომ, მეც არ ვიცი. _სიცილით გადაუჩურჩულა ბიჭს. ბავშვმა ოდნავ გახსნა ბაგეები და შესამჩნევად ჩაიღიმა.

-მამაჩემი მოგწონს?_მოულოდენლად იკითხა და პირდაღებულ ესმას დააკივრდა.დანელიამ სწრაფად გადახედა ბეთას, რომელიც შუბლშეკრული უყურებდა შვილს. _ჰ-ჰ, გეხუმრე. _ხელი აიქნია და მენიუს დახედა. _დღეს ლილი არ არის და ხორცი რომ ვჭამო შეიძლება?_ეშმაკურად აციმციმებული თვალები მიანათა მამას.

-მოიცადე და ხორცს არ გაჭმევენ?_სეროზულად გაოგნდა ესმა.

-როგორ არა, მაგრამ დღეს შაბათია, ხორცს კი ორშაბათს და ხუთშაბათს ვჭამ. _ღიმილით აუხსნა ბავშვმა.

ცოტა დაიძაბა, ისეთი ხომ არაფერი, მაგრამ კვების განრიგი უკვე მეტყველებდა ბავშვის ხასიათზე. როგორ შეიძლება ჭამის დღეები დაადგინო და თან ეს ყველაფერი ისე მკაცრად რომ ბავშვმა “შეიძებაო” იკითხოს. ესმამ ღრენით გადახედა შუბლშეკრულ ბეთას და თავი ორჯერ ზედიზედ გააქნია.

-დეიდაჩემის ზეგავლენაა._მხრები აიჩეჩა და შვილს მიუტრიალდა. _დღეს გამონაკლისებს დავუშვებთ. _თვალი ჩაუკრა და მენიუს ჩახედა._შენ რას შეჭამ?_დაბნეულ ესმას გადაულაპარაკა.

-ა-ა._სწრაფად გამოფხიზლდა და სახეზე მენიუ აიფარა. _მე ქათმის სალათს შევჭამ. _სწრაფად დაუშვა მენიუ მაგიდაზე და ოფიციანტს გახედა._ერთი მანგოს წვენი და... იოანე შენ რას დალევ?_ინტერესით კითხა ბავშვს.

-მეც მანგოს წვენი. _გაბადრულმა დაუქნია თავი და ყურებამდე გაიკრიჭა. ბავშვის საქციელით აღფრთოვანებულმა გადააგორა მძიმე ბურთულა.

-ანუ ერთნაირი გემოვნება გვაქვს. _თვალი ჩაუკრა და გაუცინა.

-ვერ დაგეთანხმები. _ბეთამ აჟიტირებული სწარაფად დააცხრო და ირონიული ღიმილით ჩაუკრა თვალი.

-ყოველ შემთხვევაში მანგოს წვენი ორივეს გვიყვარს!_გაბრაზებულმა შეუღრინა და მიმტანის მოტანილი ცივი მანგოს წვენი მოსვა.

გრძნობდა როგორი დაჟინებული, ცივი და ვნებიანი მზერით უყურებდა მთელი საღამო ბეთა, მაგრამ ცდილობდა როგორმე ემოციები დაეხშო და კონცენტრირებული მხოლოდ იოანეზე ყოფილიყო. ბავშვი ძლივს აიყოლია და ლაპარაკი დააწყებინა, მართალია ზედმეტად სიტყვაძუნწია, თუმცა ესმამ როგორც ყოველთვის ახლაც შეძლო საერთო ენის გამონახვა. ბეთა დადუმებული უსმენდა, ზოგჯერ უკმაყოფილო სახით კრავდა შუბლს, ზოგჯერ ცინიკურად იღიმოდა.

-ყველაზე მეტად რომელი საგანი გიყვარს?_ინტერესით კითხა მას შემდეგ რაც გაიგო რომ იოანე პირველ კლას ამთავრებდა.

-გეოგრაფია.

-კი, მაგრამ... ჯერ პირველ კლასელი რომ ხარ..._დაბნეულმა ჩაილაპარაკა და უფროს დემეტრაძეს გადახედა.

-მამა მამეცადინებს ხოლმე.

ამაყად მოიღერა ყელი და სასაცილოდ გაიჯგიმა. საშინლად ესიამოვნა იოანეს სიტყვები, როგორც წესი ბეთასნაირი მშოლები 24 საათის განმავლობაში დაკავებულები არიან და შვილისთვის იშვიათად იცლიან. ეს კიდევ თურმე ბავშვს დამატებით გეოგრაფიის გაკვეთილებს უტარებს.

-ყოჩაღ მამას. _გულწრფელი ღიმილით გადახედა ბეთას და ქვედა ტუჩზე კბილები დაისვა. _კიდევ რას გასწავლის?

-ისტორიას, ინგლისურს, რუსულს, ესპანურს და მათემატიკას.

-და ქართულს?_ყბადავარდნილმა კითხა.

-ქართულს სკოლაშიც ხომ ვსწავლობ?_ესმამ ალეწილმა დაუქნია თავი და თვალების უაზროდ ცეცება დაიწყო.

განათლებულ ადამიანებთან ურთიერთობა ძნელი და წარმოიდგინეთ ტვინით გამოტენილ ბავშვთან მოქცევა და სიტყვების შერჩევა როგორი რთულია. მითუმეტეს ესმას შემთხვევაში, როცა იოანე ბეთას შვილია, კაცის რომელმაც წინა დღეს ლიფტში აკოცა.
~~~
მანქანა ესმას სახლის წინ გააჩერა. იოანეს დაღლილს და დაქანცულს უკანა სავარძელზე ეძინა. ბეთამ მანქანის ფარები ჩააქრო და ესმასკენ ნელა შეტრიალდა. სიჩუმემ ცოტა იმოქმედა და აიბნა, სიჩუმემ იმოქმედა თუ ბეთას სიალხოვემ საკითავია, მაგრამ ფაქტია რომ გარინდული ელოდებოდა მამაკაცის შემდეგ მოქმედებას.

-რას ფიქრობ?_ოდნავ გადაიხარა ესამსკენ და ბაგეებთან დასჩურჩულა.

-რაზე?_ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ბეთას ტუჩებს დააკვირდა.

-გინდა რომ ჩემთან იყო?_ხმა ცივი და ვნებიანი გაუხდა.

კითხვამ დააბნია თუ ბეთას ათამაშებილმა ტუჩებმა არ იცის, მაგრამ გონება რომ გაეთიშა ეგ ზუსტად ახსოვს. დაბნეულმა ახლართა თითები ერთმანეთში და მამაკაცის ცივს სახეს გაშტერებული მიაჩერდა.

-მინდა!_საიდანღაც ამოსძახა ხმამ და ესმამაც გაახმოვანა.

ბეთამ ტუჩის კუთხეში ოდნავ ჩაიღიმა, ცერა თითი ლოყაზე ოდნავ გადაუსვა და ბაგეებისკენ წაიწია. სულ ოდნავ შეეხო, ნაზად აკოცა და ისევ უკან გადაიხარა. იმედგაცურებულმა ააფახუნა თვალები და მანქანიდან უსიტყვოდ გადავიდა. წამის მეასედში გადაყვა ბეთაც, სახლის ჭიშკართან მიიმწყვდია და ტუჩებზე დაეძგერა.
მოულოდენლობისგან დაბნეულმა ხელები განზე გაშალა და თითები სასაცილოდ გაფშიკა, გონს რომ მოვიდა და მამაკაცის ტუჩების გემო კიდევ ერთხელ იგრძნო, ნელი მოძრაობით მოხვია ხელები კისერზე და კოცნაში აჰყვა. დემეტრაძემ ცალი ხელი წელზე მჭიდროდ შემოხივა, ცალი ყელთან ახლოს მოუჭირა და მგზნებარედ დაუკოცნა ორივე ბაგე, მონაცვლეობით. კოცნისგან და ალერსისგან გაბრუებულს როგორც კი ბეთა ოდნავ მოშორდა თავბრუ დაეხვა და ოდნავ შებანცალდა, რომ არა მამაკაცის ძლიერი მკლავები უეჭველად ჭიშკართან მოადენდა ზღართანს.

-ჰოპ._ბეთას მკლავებში მომწყვდეულმა მხიარულად შესძახა და კაბის ბრეტელი გაისწორა. _შევალ, თორემ ძალიან გვიანია, იოანეც ცოდოა. _ღიმილით გადახედა უკანა სავარძელზე გაწოლილ ბიჭს.

-დარწმუნებული ხარ რომ სახლში შესვლა გინდა? _ვნებიანი ხმით ჩასჩურჩულა და ყურის ბიბილოზე ოდნავ მოსდო კბილები.

-კი, დარწმუნებული ვარ რომ სახლში შესვლა მინდა, იმიტომ რომ ხვალ დილით შეხვედრა გვაქვს, მე კიდევ გამოძინება მჭირდება, თორემ ხვალ ჩამეძინება და ვეღარ გნახავ. _ეშმაკურად მოცინარმა ჩამოარაკრაკა და მამაკაცისკენ ოდნავ გადაიხარა. _მშვიდი ძილი. _ლოყაზე ოდნავ მიადო ტუჩები და სხარტად დაუსხლტა. დემეტრაძემ ღრმად ამოისუნთქა, შუბლი შეჭმუხნა და თავი უკმაყოფილოდ გააქნია.

-გაითვალისწინე რომ დიდიხანი ერთ წყობას ვერ ვერგები!

მანქანის კარები გამოაღო და წარბწეულმა ჩაილაპარაკა. ესმა ვერ მიხვდა რომელ წყობაზე ესაუბრებოდა მამაკაცი, მაგრამ არ უკითხავს. მხრები აიჩეჩა და ეზოში შევიდა.

მთელი ღამე სიამოვნების ხმებს გამოსცემდა, აშკარა იყო რომ სასიამოვნოზე სასიამოვნო სიზმარს ხედავდა. მომენტებში გახარებულს ეღიმებოდა და საწოლში ხვანცალებდა.
გამთენიისას უსიამოვნო ხმებმა გამოაღვიძა, უკმაყოფილოდ დაბრიცა სახე და ბალიში თავზე დაიმხო, ცოტახანი ასე დაჰყო, მერე ბალიშთან ერთად წამოიმართა და საწოლზე წამოჯდა.

-გვარბევენ?_მოღუშულმა დაჭექა და საწოლიდან გადავიდა. როგორც კი კარები გააღო სააბაზანოს კარებთან ასვეტილ თოკოს მოკრა თვალი. _რას ანგრევთ?_თვალებმოჭუტულმა კითხა ძმას.

-ონკანი გაფუჭდა და გოჩა ცვლის.

-ამ დილაუთენია ონკანს რა დაემართა?_მთგნარებით წავიდა ძმისკენ და სააბაზანოში ცალი თვალით შეიხედა. _დილა მშვიდობისა, გოჩა ძია. _თავის დაკვრით მიესალმა ოჯახის “მარჯვე ხელს” და კარები ისევ გამოიხურა.

-დედას ამოუხეთქა. _სიცილით ჩაილაპარაკა უმცროსმა დანელიამ და კიბეებზე ამომავალ მაიკოს გახედა.

-საუზმე მზადაა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და სინი იქვე მდგარ კომოდზე დადო. _გოჩა რას შვება? _სააბზანოს კარები შეაღო. _გოჩა, ყავა და ორცხობილა ამოგიტანე.

-წამოდი ვჭამოთ, თორემ დამაგვიანდა სკოლაში. _მხარზე ხელი მოხვია დას და კიბეებისკენ წააჩანჩალა.

-ის შენი კლასელი როგორაა?_ინტერესით მოიკითხა თოკოს მსხვერპლი და ყავა მოსვა.

-მარცხენათი წერას სწავლობს. _ფხუკუნით ჩაილაპარაკა ბიჭმა.

-როგორი მავნე და საზიზღარი ბიჭი ხარ!_მოშიშვლებულ მკლავზე უჩქმიტა და ფეხზე წამოდგა. _წავედი მე და ჭკუით!_თითის ქნევით გააფრთხილა და გასასვლელისკენ წავიდა. _უი, თოკო.

-ჰაუ. _პირგამოტენილმა შესძახა და დას გახედა.

-ამ ბოლო დროს გასიმპათიურებული მეჩვენები და, ჰა... რაშია საქმე?_თვალების და წარბების თამაშიც კითხა და სახლის კარები სწრაფად გაიკეტა თოკოს ნასროლი ხელევნური ბანანი რომ აეცილებინა.
~~~
-დავაგვიანე?_შეწუხებულმა კითხა კაბინეტის კარებთან აყუდებულ ნინეს და შარვალი შეისწორა.

-არა, ჯერ არავინ არ ამოსულა. _თავი გააქნია და საბუთებს ჩააჩერდა. _ხო, მართლა ვიღაცა დვალი გირეკავდა ოთხშაბათის შეხვედრა გადამიდეთო... და განრიგს რომ ჩავხედე ეგეთი არავინ არ გვყავდა. _მხრების ჩეჩვით ჩაილაპარაკა ნინემ.

-ხო ვიცი, ამასიწნებზე დამირეკა და არაოფიციალური შეხვედრა მთხოვა, დამავიწყდა განრიგში შემეტანა, ბოდიში. _ტუჩები სასაცილოდ გაწელა.

-ესმა, ნუ გავიწყდება ხოლმე, თორემ 2 შეხვედრას დაგინიშნავ ერთიდაიგივე დროს. _გაჯავრებულმა დაუბღვირა. ლიფტის ხმაზე ორივემ ერთდროულად იცვალა გვერდი. ესმამ გაოცებულმა და თვალებგაფართოვებულმა შეათვალიერა მამა-შვილი და ყელში გაჩხერელი ბურთულა მძიმედ გადაუშვა სასულეში.

-ამათ აქ რა უნდათ?_ხმადაბლა გადასჩურჩულა ნინეს. _სადაცაა ბეთა მოვა.

-წარმოდგენა არ მაქვს.

-დილა მშვიდობისა. _ღიმილით მიესალმა საბა და გვერდით ამოუდგა. _ვიცი უდროო დროს დაგადექით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გამოგვიჩნდა და დროებით კონტრაქტის გაფორმების ამბები უნდა შევწყვიტოთ. _პირდაპირ საქმეზე გადავიდა საბა, როგორ ეტყობა მამამისთან ერთად რომ არის.

-კი, მაგრამ რატომ? ხომ ყველაფერი კარგადა. _შეშინებულმა ამოიკნავლა, “ვაიდა, მიგვიხვდნენო.”

-კი, კი, ჩვენთან ყველაფერი მწყობრშია, უბრალოდ ამერიკაში რაღაცა პატარა საქმეები გამოგვიჩნდა და ჩვენი წასვლა აუცილებელია. _საქმის ვითარება აუხსნა და თვალი ჩაუკრა. ესმამ დაბნეულმა გადახედა ალექსანდრეს, მერე საბას და ბოლოს ლიფტთან მდგარ ბეთას.

-აა, ჩემთან კაბინეტში ხომ არ შევსულიყავით._სწრაფად წამოიძახა და მამაკაცს თვალები შეუმჩნევლად დაუბრიალა.

-მე მამაშენთან შევალ, თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ. _ალექსანდრემ საბას მხარზე ხელი დაადო და ვასილის კაბინეტისკენ წავიდა. ესმამ იმ წამსვე დაფიქსირა ბეთას გაცოფებული და გადარეული სახე.

-ჩვენც წამოვალთ!_ ხმამაღლა ჩაილაპარაკა, როგორც კი ბეთა მათი მიმართულებით დაიძრა და საბასთან ერთად ალექსანდრესკენ წავიდა.
~~~
-არ მინდა რომ საბასთან ერთად სადმე მარტო მოხვდე!_როგორც კი სტუმრები გააცილა გაცოფებული სახით შეაღო ესამს კაბინეტის კარები დემეტრაძემ.

-ვერ ვხვდები საბას ასე რატომ ერჩი... მესმის რომ თაღლითია, მაგრამ...

-ესმა!_ყინულივით ხმა ამოუშვა ბეთამ.

-გასაგებია, მაგრამ რომ ამიხსნა კარგი იქნება. _ნაწყენმა ჩაილაპარაკა და მზერა აარიდა.

-დამიჯერე ჩვენთვის ასე უკეთესია, პირველ რიგში შენთვის! მე არ მივეკუთვნები უაზროდ ეჭვიანი კაცების რიცხვს, მაგრამ როცა საქმე წერეთელს ეხება იქ სხვანაირად მიწევს აზროვნება და ქმედება!_ხმადაბლა აუხსნა და ზურგიდან დაუდგა.

-და რატომ? რატომ მაინც და მაინც საბაზე?_ხელების ქნევით მიტრიალდა მამაკაცისკენ, ცნობისმოყვარე თვალები მიანათა და ქვედა ტუჩი გადატრიალა.

-ახლა ამაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ გპირდები რომ აუცილებლად მოგიყვები. _გოგონასკენ ოდნავ გადაიხარა და ტუჩებზე ხმაურით აკოცა.

იმ დღეს განსაკუთრებულად მოინდომა და კიდევ ერთი “მადისაღმძვრელი” დღე აჩუქა საკუთარ თავს სარკესთან ტრიალის დროს. თეთრი დავარდნილი შარვალი, თეთრი ტოპი, შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩაიცვა და სახლიდან გავიდა. სამსახურიდან 2 დღით გაენთავისუფლა, ძალიან დავიღალე და დასვენება მჭირდებაო, ასეთი პასუხი გასცა შვებულების თხოვნის ფურცელზე ჩაჩერებულ მამამისს.
ბეთას იშვიათად ნახულობს, თუმცა როცა მის ნახვას ახერხებს ყოველთვის კამათობენ, უფრო სწორად ესმა კამათობს. რა ქანს ძალიან აინტერესებს რატომ მაინც და მაინც საბა და მისი კომპანია, გაურკვევლობაში ყოფნამ დაღალა. მიყრუებულ უბანში მდებარე კაფის კარები შეაღო და ცარიელ მაგიდებს მოავლო თვალი.

-შეგიძლია ამიხსნა აქ რატომ დამიბარე?_ხმდაბლა ჩაიცინა და ბეთას წინ დაიკავა ადგილი. მამაკაცმა თავი გააქნია და კუთხეში მდგარ მიმტანს ხელით უხმო.

-რას დალევ?

-და აქ რა არის, ტარხუნის ლიმონათი თუ მსხლის?_სიცილით ჩაილაპარაკა და დამორცხვლა ახედა სახემოკუჭულ მიმტანს.

-ჩვენ ორივე გვაქვს თქვენ რომელი გინდათ?

-მსხლის. _გულწრფელად ჩაილაპარაკა და მიმტანის ირონიას მშვიდი გამომეტყველებით შეხვდა._ნატახტარი თუ გაქვთ თუ არა და მანგოს წვენი. თვალები!_ბარისკენ წასულ მიმტანს ღრენით მიაძახა, ისე რომ მას არ გაეგონა და ბეთას მიუტრიალდა. მამაკაცი შუბლშეკრული აკვირდებოდა გოგონას ქმედებებს. _რა მოხდა?_მხრები აიჩეჩა და ტელეფონი მაგიდაზე დადო.

-იოანემ მოგიკითხა. _ესმას კითხვა არაფრად ჩააგდო და რაღაცანაირდ შეცვლილი ხმით ჩაილაპარაკა.

-მართლა? რაო, რა თქვა?_აჟიტირებული გადაიხარა მამაკაცისკენ და სმენად იქცა.

-შენი ნახვა უნდა, თუ წინააღმდეგი არ იქნები.

-რას ამბობ, რა წინააღმდეგი, მეც ძალიან მინდოდა იოანეს ნახვა, უბრალოდ ვერ გითხარი, მომერიდა. _სასაცილოდ მოჭუტა თვალები და ცხვირი “მოღუნა.”

-დღეს საღამოს შეძლებ ჩემთან მოსვლას?_თითებზე ოდნავ მოეფერა.

-შენთან ბოლოს რომ ვიყავი ერთი სული მქონდა როდის წამოვიდოდი. _სიცილით გაიხსენა და ტუჩები აათამაშა. _მაგრამ ახლა დიდი სიამოვნებით წამოვალ, ოღონ უნდა დამპირდე რომ რაღაცის უფლებას მომცემ!_ბეთას ხელი აიღო, ამოატრიალა და ხელისგულზე საჩვენებელი თითის ბალიში დაუსვა.

-გააჩნია რას მთხოვ. _ისევ ისეთი კატეგორიული და შეუვალია.

-რატომ არ შეგიძლია უბრალოდ გამიღიმო?!_გაბუსხუმა კითხა და შუბლი შეკრა. _მოგეწონება მეც რომ სულ ასე ვიარო?_უარესად შეჭმუხნა შუბლი და მამაკაცს ცალი წარბი აუწია.

-რა უნდა მთხოვო?_ესმას შეკრული შუბლისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

-სადაცაა ზაფხული შემოვა და მე და იოანე ნაყინს გავაკეთებთ. თუ რა თქმა უნდა თქვენი კვების რეჟიმი ამის უფლებას მოგვცემს. _ირონიულად აღნიშნა და ცალი წარბი მაღლა ასწია. _ბეთა, ასე არ შეიძლება, მესმის რომ სწორი კვება საჭიროა, მაგრამ იოანე ჯერ პატარაა და ბევრი “არასასურველი” რაღაცის დაგემოვნება უნდა. _სრული სერიოზულობით განაგრძო საუბარი.

-იოანე ყველაფერს ჭამს, ოღონდ ამისთვის არსებობს კვირის დღეები! თუ მე და შენ ოდესმე საერთო შვილი გვეყოლება, პირობას გაძლევ რომ მისი კვების რეჟიმს პირადად მე გავაკონტროლებ!_ფეხზე წამოდგა, თანხა მაგიდაზე დადო და ესმას ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა.

ძალიან ესიამოვნა ბეთას სიტყვები საერთო შვილზე, ან კი რომელ ქალს არ სიამოვნებს იმ მამაკაცის ბაგეებიდან ამოვარდნილი სიტყვები, ვის მიმართაც გადაცდენილ სიმპათიებს გრძნობ და აცნობიერებს რომ ეს ყველაფერი უბრალო სიმპატია და ქალური დაბნევა არ არის. თუმცა “თუ” არ ესიამოვნა და ცოტა გაბრაზდა, უფრო ეწყინა, მაგრამ არ შეუმჩნევია ისე დაჰყვა ბეთას ნებას და გასასვლელისკენ წავიდა.
მანქანა ჭიშკართან გააჩერა, გასაღები იქვე მდგარ დაცვის წევრს მიაწოდა და ეზოში შევიდა.

-ამდენი დაცვა._ეზოში, სოკოებივით გამრავლებულ შავებში გამოწყობილ მამაკაცებს მოავლო მზერა და წარბები შეჭმუხნა. ბეთამ ცალი თვალით გადახედა დამკვირვებელ გოგონას და თავი გააქნია. კარები წინსაფარში გამოწყობუილმა ლილიმ გაუღო, სტუმრის დანახვისას ლოყებაფარკლულმა იტაცა ხელი წინსაფარზე და სწრაფად მოიხსნა.

-რატომ არ მითხარი მოსვლას თუ აპირებდით, ახლახანს მოვრჩი ცომს. რომ გეთქვათ უფრო ადრე დავიწყებდი. _სწრაფად მიაყარა ქალმა და სახლში შეიპატიჟა. ესმა დაბნეული დაეყუდა მისაღებში და თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო.

-იოანე სკოლაშია, ნახევარ საათში მოვა. _ოდნავ გადაიხარა გოგონასკენ და ხმადაბლა ჩასჩურჩულა.

-როგორ ბრძანდებით?_ესმა ღიმილით მიუტრიალდა ლილის.

-მე ძალიან კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?_გულთბილად მოიკითხა და ზურგზე წამით მიადო ხელისგული.

-გმადლობთ, მეც კარგად._თავი დაუქნია და ბეთასთან ერთად დივანზე მოკალათდა.

-ცომს დავხედავ და ახლავე მოვალ, მანამდე მითხარით როგორი ყავა გიყვართ... თუ ჩაი?

-არა, ყავას დავლევ. ერთი ერთზე და ცოტა რძე.

-კარგი ინგლისური ყავა მაქვს, იმას გაგიკეთებ. _ოდნავ ჩაიცინა ქალმა და სამზარეულოში შეტრალდა.

-გაგიმართლა._მოულდოენლად ჩაიალპარაკა ბეთამ და ესამსკენ მიტრიალდა. დანელიამ ინტერესით ააფახუნა თვალები. _ლილი ინგლისურ ყავას ასე არ ანიავებს, “იძახის განსაკუთრებული ადამიანების “ქონებააო”. “

-გამოდის რომ მე განსაკუთრებული ვარ._მამაკაცისკენ გადაიხარა და სიცილით დაადო თავი მხარზე. ბეთამ ტუჩები საფეთქელზე მიაწება და ცალი ხელი წელზე მჭიდროდ შემოხვია. _შენთან ყოფნა მსიამოვნებს. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა ესმამ და თავი ოდნავ მაღლა ასწია. ბეთას ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა, თვალები ოდნავ დახუჭა, გაახილა და გოგონას ბაგეებისკენ დაიხარა. _ლილი._დაბნეულმა მოასწრო ქალის სახელის წარმოთქმა, მაგრამ ბეთაზე არც ამას უმოქმედია. თითები უფრო მაგარად მოუჭირა წვრილ წელზე და ტუჩები ნეტარედ დაუკოცნა.

-ცომი იოანეს მოსვლამდე ამოვა, მანამდე ეს ყავა მიირთვით. _სამზარეულოდანვე დაიწყო საუბარი ლილიმ. ესმამ როგორც კი ქალის ხმა გაიგონა დაფეთებული მოშორდა ბეთას და კოცნისგან ახურებულ ტუჩებზე ხელისზურგი მიიდო.

-ცოტახანი გავალ და ახალვე დავბრუნდები. _როგორც კი ლილი მისაღებში შემოვიდა ბეთა ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა.

-ყოველდღიურ შემოვლაზე გავიდა, მოვა ასე 10 წუთში. _ღიმილით ჩაილაპარაკა ლილიმ, მას შემდეგ რაც ესმას ცნობისმოყვარე თვალებს გადააწყდა.

-რომელ შემოვლაზე?_დაბნეულმა კითხა და ყავის ფინჯანს დახედა.

-დაცვის წევრებს დაივლის, შემამოწმებს ხომ ყველაფერი წესრიგშია და დაბრუნდება. შენ ის მითხარი რამდენი წლის ხარ და რას საქმიანობ, ოღონდ არ იფიქრო რომ ტიპიური დედამთილის წიკი მაქვს.

თითის აწევით გააფრთხილა და ხმამაღლა გაიცინა. მის ხუმრობაზე და თავისუფლებაზე ესმასაც გაეცინა, რა თქმა უნდა შებოჭილი არ ყოფილა, ასე რომ იყოს იმ წამსვე დატოვებდა სახლს, უბრალოდ ახალ ადამიანებთან ურთიერთობა, ასე თუ ისე ძნელია, მაგრამ ლილისთან რატომღაც წამითაც არ გასჭირვებია საერთო ენის გამონახვა. ქალი ძალიან კარგად აზროვნებდა და არ იყო იმ ბნელ წლებში ჩარჩენილი შუქი და გაზი სანატრელი რომ ჰქონდათ. ერთი ორი ბეთაზეც წაიჭორავეს, თუმცა ლილი უპირატესობას მაინც იოანეს ამბებს ანიჭებდა. ესმაც გატრუნული უგდებდა ყურს და ბავშვის შესახებ ინფორმაციებს აგროვებდა.

-არ ვიცი რამდენად სწორია ასეთ მცირე დროში ამის თქმა, მაგრამ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც ახლა ხდება, მინდა რომ იოანესთან კარგი ურთიერთობა მქონდეს. _მორიდებით ჩაილაპარაკა და თითები ერთმანეთში ახლართა.

-იოანე ცოტა რთული ბავშვია, ხასიათებით მამას გავს, მაგრამ მას ძალიან კარგად ესმის რომ მამამისის გვერდით ოდესმე აუცილებლად დაინახავს სხვა ქალს რომელშიც დედას ვერ ამოიცნობს, თუმცა ვფიქრობ მისთვის ეს ტრაგედიას არ წარმოადგენს. ბეთა ყოველთვის ცდილობდა ბავშვის მეხსიერებიდან დედის კვალი არ წაეშალა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ რომელიმე მათგანთან “შეზღუდული” ხარ. იოანესთვის მთავარია შენი ნამდივლი სახე, იყავი ის რაც ხარ და ნუ მოთაფლავ წებოვანი კანფეტებით._მშვიდად ჩაიალპარაკა ლილიმ, ხელზე ხელი დაადო და იმ წამს ახმაურებული კარებისკენ გაიხედა. _პატარა მავნე მოვიდა. _ღიმილით წამოდგა ფეხზე და მისაღებში მამასთან ერთად შემოსულ იოანეს გახედა. ბავშვმა პირველი ლილი დააფიქსირა, მერე დივანზე მჯდარი ესმა და კიდევ უფრო გაებადრა სახე. ბეთას სახის გამომეტყველება შეეცვალა და კმაყოფილმა ჩაიღიმა.

-ესმა._ხმადაბლა ჩაილაპარაკა გოგონას სახელი, ლილის ლოყაზე აკოცა და დანელიასკენ წავიდა.

-როგორ ხარ?_ლოყაზე ხმაურით აკოცა და გვერდით დასკუპებულს მუხლზე ხელი დაადო.

-მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?_აშკარად გახარებული და ცოტა დაბნეული იყო, ალბათ არ ელოდა მამა სურვილს ასე მალე თუ აუსრულებდა.

-მეც კარგად, მამამ მითხრა რომ ჩემი ნახვა გინდოდა და ძალიან გამიხარდა.

-მართალია. _ლოყებაწითლებულმა დააქნია თავი.

ლილის გამომცხვარი უგემრიელესი ხაჭაპურით და ინგლისური ყავით კმაყოფილი იჯდა მაგიდასთან და ბებიასთან საუბარში გართულ იოანეს თვალს არ აცილებდა. ბეთა დაკვირვებით ადევნებდა ქალის მომღიმარ ქცევებს თვალს, მისკენ ოდნავ გადაიხარა და ფეხზე თითები ოდნავ მოუჭირა.

-ეგრე დაჟინებით ნუ უყურებ, თორემ შეგეჩვევა და მოსვენებას არ მოგცემს. _გააფრთხილა თუ რჩევა მისცა საკითხავია. ესმა წარბწეული მიუტრიალდა მამაკაცს და ფეხზე მსუბუქად უჩქმიტა.

-მაგას რა ჯობია, მერე მე არ მოგცემთ მოსვენებას.

ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და აწკრიალებულ ტელეფონს დახედა. ნომრის დანახვისას ფერები ცისარტყელასავით გამეოსახა ანერვიულებულ სახეზე. დაბნეულმა წაიღო ხელი აპარატისკენ, მერე ბეთას გადახედა. მამაკაცმა გოგონას დაძაბული მზერა დაინახა თუ არა ძარღვები დაეჭიმა და თითები მაგიზადე აათამაშა.

-უკაცრავად ტელეფონს ვუპასუხებ და ახლავე დავბრუნდები._აფორიქებული ღიმილით ჩაილაპარაკა სკამი ოდნავ უკან გასწია და სამზარეულოსკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯებით. ბეთა არ გაყოლია, დაძაბული და ძარღვებდაჭიმული იჯდა მაგიდასთან და სამზარეულოს კარებს თვალის დაუხამხამებლად უყურებდა.

-გისმენ. _ხმადაბლა ჩაილაპრაკა და სკამის საზურგეს ჩაეჭიდა.

-ესმა, როგორ ხარ?_ღიმილნარევი ხმით გამოეპასუხა საბა.

-საბა... კარგად ვარ შენ როგორ ხარ?

-მეც კარგად, დღეს დილით ჩამოვფრინდი და შენი ნახვა მინდა თუ გცალია.

-დღეს?!_ლუღლუღით ჩაილაპრაკა და სამზარეულოს კარებს გახედა.

-დღეს.

-არ ვიცი, თუ შევძლებ აუცილებლად შეგეხმიანები._სწრაფად მიაყარა და თვალები დახუჭა. _ახლა უნდა წავიდე სტუმრად ვარ და მელოდებიან, ნახვამდის. _ტელეფონი აკანკალებული თითები გათიშა და სახეზე თითები მოისვა.

თვითონაც არ იცის რატომ ანერვიულდა ასე ძალიან საბასთან საუბრის დროს, აშკარა იყო რომ მის ქვეცნობიერს მამაკაცს ხმის გაგონება საშინალდ არ ესიამოვნა. შეიძლება ეს ყველაფერი ბეთას დამოკიდებულებამაც გამოიწვია, მაგრამ ესმა მაგის ჩიტი არ არის ადამიანებთან ასე უაზროდ იბნეოდეს. ნაბიჯების ხმაზე სწრაფად მიატრიალა თავი უკან და გაყინულ ბეთას გახედა.

-საბა იყო. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა, სკამი გამოსწია და მოწყვეტით დაეშვა. _შემხვდიო.

-მერე შენ რა უთხარი?_მშვიდი ხმით კითხა და მისკენ წავიდა.

-არ ვიცი თუ მოვახერხებ-მეთქი.

-კარგია, დღესვე დაველაპარაკები მამაშენს და ერთთვიან შვებულებას მოგცემს. ცოტახნით სადმე წახვალ, დაისვენებ, დაფიქრდები._ესმასთან ჩაიმუხლა, გოგონას თითები ხელისგულებში მოიქცია.

-მერე აქ...

-აქაურობას ჩვენ მივხედავთ. _სიტყვა გააწტყვეტინა, ესმასკენ ოდნავ აიწია და ტუჩებზე ოდნავ შეეხო.

-ბეთა...

-ესმა! ნუ შემეწყინააღმდეგები, იმიტომ რომ შენთვის ასე უკეთესია!_შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.

~~~
სტატიის ამბები ასე თუ ისე ჩამშვიდდა, სოციალური ქსელიც აღარ იყო აჭრელებული. ბეთასგან წამოსული მთელი გზა შვებულებაზე ფიქრობდა, გულის სიღრმეში იცოდა რომ მამაკაცი 100%_ით მართალი იყო, სხვანიარად არ გამოდიოდა, მაშინ ორივე იძულებული იყო საბასთან ურთიერთობა აეტანათ. ბეთა კიდევ გამორიცხულია, ამას ვერანაირი პირობით ვერ შეეგუებოდა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ესმაც ეთანხმება და ზუსტად ამიტომ მიდის ერთი თვით საზღვარგარეთ საბოდიალოდ. იფიქრა ნინესაც წავიყვანო, მაგრამ ნინე აქ უფრო სჭირდება. საბასთან ურთიერთობა და კონტაქტი აღარც ესამას უნდა მითუმეტეს გრძნობს რომ მამაკაცის თავს რაღაცა ცუდი ხდება, მერე ეს ბეთას კატეგორიული აკრძალვა.... როგორც წესი უაზროდ ეჭვიანი არ არის, იმიტომ რომ სხვა თანამშრომლებთან კონტაქტზე და შეხვედრებზე არასოდეს ხმას არ იღებს, იცის რომ ეს საქმეს სჭირდება, არც ესმას ახლობელ ბიჭებზე აქვს გართულება, ეს კიდევ უფრო უმძაფრებს ეჭვებს.
რთული ხასიათი აქვს ცივი და ხისტი, ყველაფერს ძალიან დეტალურად აკვირდება, განსაკუთრებით ესმას გარშემო მოტრიალე ხალხს, მაგრამ ჯერ ჯერობით არავისთან ურთიერთობაზე არ გაუმახვილებია ყურადღება, შეიძლება შულს კრავს, მაგრამ არა ისე როგორც ეს საბას ხსენებისას ხდება.
ბარგი იმ დღესვე ჩაალაგა, ერთი ჩემოდანი გაავსო, თავიდან იფიქრა ყველაფერს წავიღებო, მაგრამ მერე გადაწყვიტა რომ რაც დაჭირდება იქ იყიდის, თანაც ერთი თვით მიდის და უკან დაბრუნებისას ბარგის რაოდენოა ერთი ორად გაეზრდება.
კარების ხმაზე თვალები ლეტოპიდან ამოაძვრინა და ოთახში შემოსულ დედას გახედა.

-გავიგე შვებულებაში მიდიხარ. _მოღუშულმა ჩაილაპარაკა და საწოლზე ჩამოჯდა.

-აჰამ, ერთი თვით უნდა დავისვენო და თქვენც დაგასვენოთ. _სიცილით ჩაილაპარაკა ლეპტოპი დახურა და ფეხმორთხმული დაჯდა საწოლზე.

-ერთი თვე რა ამბავია. _უკმაყოფილოდ შეჭმუხნა შეუბლი.

-მაიკო, ძალიან გადავიღალე და ცოტახანი აქაურობას მინდა რომ გავეცალო. თანაც ბეთას და ჩემი ურთიერთობაც გასარკვევია, დაფიქრება მჭირდება.

-კარგი, კარგი, შენ როგორც გინდა ისე ქენი. _ხელი აიქნია მაიკომ და ჩემოდანს გადახედა. _შეეცადე ხშირად შემეხმიანო და არ დაიკარგო, თორემ ხომ იცი, უნდა ვინერვიულო და ვერ დავიძინო.

~~~
მეორე დღეს პირდაპირ კომპანიაში წავიდა, ნინესთვის რაღაც ქონდა სათქმელი და მის უნახავად ვერ წავიდოდა, თანაც ბეთა უნდა ნახოს და ბილეთები გამოართვას... როგორც კი კომპანიაში შევიდა თვალი ორ ნაცნობ სილუეტს მოკრა, დაფეთებული ამოეფარა კედელს და ღრმად ამოისუნთქა.

-ესმა, რას აკეთებ?_მიმღების გოგონები გაკვირვებულები უყურებდნენ კომპანიის დირექტორს.

-არ გინახივართ!_თვალების ბრიალით ჩაილაპარაკა და კიბეებისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა. როგორც კი თავი სამშვიდობოს იგრძნო, ღრმად ამოისუნთქა და კიბეებზე აჩქარებული ნაბიჯებით ავიდა. კაბინეტის კარებთან იდგა ნინე და გაბადრული სახით ესაუბრებოდა ბესოს. გოგონას დანახვისას ორივემ გაკვირვებულებმა ასწიეს წარბები.

-რა სახე გაქვს ვინმე მოგსდევს?_სიცილით კითხა ბესომ.

-საბა და მამამისი._კაბინეტის კარები გააღო და ორივეს შიგნით უკრა თავი. _თქვენთან სათხოვარი მაქვს, რაც შეიძლება ყურადღებით იყავით! არცერთი დეტალი არ უნდა გამომაპაროთ!_თითის აწევით გააფრთხილა თანამშრომლები და უჯრიდან საჭირო საბუთები ამოიღო. _ბესო, აბა შენ იცი რაც შეიძლება მაგარი პიარი გვჭირდება!_ღიმილით მისცხო მხარზე ხელი მამაკაცს და ნინეს გადახედა._შენ კი იცი რაც უნდა ქნა. _თვალი ჩაუკრა და ტელეფონს გადახედა. _მიმღებში დარეკე და აბა კითხე წავიდნენ.

-არა, მამაშენთან არიან შესულები. დრო გაქვს. _სიცილით ჩაილაპარაკა და ტელეფონის ყურმილი დადო.

-მომენატრები. _ორივე ხელი მაგრად მოხვია მეგობარს და ლოყაზე ხმაურით აკოცა. _ამ გოგოს შენ გაბარებ!_სწრაფად მიუტრიალდა ბესოს.

-ეს გოგო დიდიხანია მე მაბარია!_ ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და ნინეს ხელი გადახვია.
~~~
ბეთასთან მივიდა სახლში, კარები შავებში გამოწყობილმა ზორბა ტიპმა გაუღო. ესმას დანახვისას ღიმილით დააქნია თავი და სახლამდე მიაცილა. კარები როგორც ყოველთვის ახლაც ოფიციალურად გამოწყობილმა დემეტრაძემ გააღო. ღიმილით წავიდა მამაკაცისკენ და ორივე ხელი მაგრად მოხვია კისერზე. თურმე მონატრებია!

-ბეთა, გული ცუდს მიგრძნობს. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და თავი მხარზე დაადო. დემეტრაძემ წელზე მაგრად მოხვია ხელები და იატაკს ოდნავ დააშორა.

-ჩშშ, ცუდზე არ იფიქრო, თორემ არაფერი არ გამოგვივა!_ტუჩები შუბლზე მიაწება და ხმაურით აკოცა.

როგორც კი ბეთას მოეხვია სასიამოვნოდ და უსიამოვნოდ დიდმა ტალღებმა დაუარა. ხვდებოდა რომ ამ კაცმა მცირე დროში მოახერხა ესამში შეღწევა და ფესვების გადგმა, ხვდებოდა რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი გატაცება და მოწონება, ხვდებოდა რომ საქმე უფრო სერიოზულად იყო, მაგრამ აღიარების ეშინოდა.... გრძნობების გამოხატვის არა, აღიარების, იმიტომ რომ ბეთას თავს რაღაცა ცუდი ტრიალებდა, რასაც მამაკაცი არაფრის დიდებით არ ამბობდა.

-ბეთა, ხომ ყველაფერი კარგად იქნება?

ჩურჩულით ჩაილაპარაკა და მამაკაცს ახედა. დემეტრაძე ოდნავ დაიხარა, ცალი ხელით სახეზე მოეფერა, ცალი ისევ წელზე დატოვა და გოგონას გაბურცულ ტუჩებს ნაზად შეეხო, მერე კოცნა ოდნავ უხეში და ვნებიანი გახადა. იმდენად სასიამოვნო და გონის დამკარგავი კოცნა იცის ყველას და ყველაფერს ავიწყებს, გაბრუებულმა დაუშვა ხელები დაბლა და მოთენთილი აყვა ვნებიან ალერსში. ბეთა ოდნავ მოშორდა ესმას ბაგეებს, ჩვეული მზერით დააჩერდა, მერე ისევ დაიხარა, მოწყევტით აკოცა და მისაღებისკენ წააცუნცულა. თქმით არაფერი არ უთქვამს და ცოტა არ იყოს მამაკაცის დუმილმა დააფრთხო.

-ასე უცებ..._ბილეთებს სიმწრის ღიმილით დახედა და ჩანთაში ჩაიდო. _ასე უცებ არასოდეს არსად არ წავსულვარ.

-ესმა, ახლა მთავარია რომ შენ აქედან რაც შეიძლება შორს იყო... ძალიან ბევრი ბინძური ჭორი აგორდება და არ მინდა რომ შენ რაიმე შეგეხოს, ხომ გესმის? ამიტომ ჩათვალე რომ ცოტახანი ყველასგან ისვენებ! უფლებას გაძლევ მხოლოდ ჩემზე იფიქრო!_ბოლო წინადადება ღიმილშეპარულმა ჩაიალპარაკა, გოგონასკენ ოდნავ გადაიხარა და მოშიშვლებულ ყელში რამდენჯერმე ზედიზედ, მგზნებარედ და გულისამაჩქარებლად აკოცა.

-რაღაცა რომ გთხოვო შემისრულებ?_განაბულმა ჩაილაპარაკა. ბეთამ თანხმობის ნიშნად ესმას ყელზე ტუჩებო აათამაშა. _იოანე დამალაპარაკე ხოლმე. _ღიმილით ააფახუნა თვალები. ბეთამ თავი ოდნავ წინ წამოსწია, ესმას ბედნიერი ღიმილით დააკვირდა და თანხმობის ნიშნად თვალი ჩაუკრა. _და კიდევ... მე მგონი უკეთესია საბას მე თუ დავურეკავ და ჩემი შვებულების შესახებ ვეტყვი, ასე უფრო გაგიადვილდებათ მათთან კონტაქტი. ჩემი უპასუხისმგებლობა შეიძლება მიზეზად მოიდონ და ხომ გესმის?_ხმადაბლა შეაპარა. ბეთა სწრაფად გასწორდა წელში და გაქვავებული მზერით გადახედა გოგონას. ცოტახანი ორივე დადუმებული იჯდა, ბეთა ფიქრობდა, ესმა ბეთას მისჩერებოდა და მიუხედავად სიტუაციისა კმაყოფილს ეღიმებოდა.

-დარეკე!_სახლში გამეფებული სიჩუმე ბეთას ცივმა ხმამ დაარღვია. ესმა ღიმილით გადაიხარა კაცისკენ, ლოყაზე ტუჩები მიაწება და ხელები გვერდულად შემოხვია კისერზე.

-საშინლად მაინტერესებს რატომ არ მოგწონს საბა, მაგრამ ჯანდაბას, დაგელოდები!_მამაკაცის სხეულზე შემოხვეულმა ჩაილაპარაკა და მაგიდიდან ტელეფონი აიღო.

ბეთას მზერა არ შეცვლია, გაყინული გამომეტყველებით დასჩერებოდა ხის იატაკს და ცალ ხელს მუხლზე ათამაშებდა.

-საბა, გამარჯობა. _როგორც კი ტელეფონმა დაიწკაპუნა ანერვიულებულმა ჩაილაპარაკა. ბეთას ნაკვთები ნერვიულად შეერხა.

-ესმა, ღმერთო ჩემო, მე მეგონა უკვე დაგავიწყდი. _სიცილით შესძახა მამაკაცმა.

-საბა, რაღაცის სათქმელად გირეკავ, როგორც წესი ამას ტელეფონით არ აგვარებენ ხოლმე, მაგრამ დროში ვარ შეზღუდული და შენს პირადად ნახვას ვერ მოვახერხებ. _ბეთამ სწრაფად ასწია თავი და შუბლშეკრულმა გასუწორა მზერა ტუჩმოკვნეტილ ესმას. _ერთი თვით მივლინებაში მივდივარ.

-კი, მაგრამ ასე უცებ რატომ გადაწყდა?_ეჭვით იკითხა მამაკაცმა.

-ასე უცებ არა, ჩვენი ნდობით აღჭურვილი პირი მიდიოდა, მაგრამ უცებ შეუძლოდ გახდა და იძულებული ვარ მე წავიდე. _სწრაფად დააბრეხვა ტყუილი და წარბწეულ ბეთას ჩაუცინა.

-გასაგებია, ძალიან ცუდი წასვლამდე რომ ვერ გნახავ და ვინ იცის მერეც ვერ გნახო... წარმატებები და იმედია მალე დაბრუნდები!_უკმაყოფილო ხმით ჩაილაპარაკა და ტელეფონი გაუთიშა. ესმამ ტელეფონის აპარატი სიცილით მოიშორა და ბეთას მკერდზე მიადო შუბლი.

-გულუბრყვილო არა?! მე მგონი შენში შევცდი._ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა ბეთამ და ცალი ხელი მაგრად მოხვია.
~~~
აეროპორტში თოკო, ნონა და მაიკო გაყვნენ, ბეთას იქ გამოჩენა საშიშია, მითუმეტეს როცა კომპანიაზე ყველა და ყველაფერი გაფაციცებით წერს სტატიებს. ესმა წარბწეული არიგებდა თოკოს და თხოვდა რომ არცერთი კლასელისთვის აღარ მოეტეხა ხელი, ბიჭიც გაკრეჭილი უქნევდა თავს, ერთი სული ქონდა დას როდის მოიშორებდა. ნონა და მაიკო ცრემლმორეულები იდგნენ რეგისტრაციის რიგთან და ტუჩებიც ცმაცუნით ემშვიდობებოდნენ შვილს. ესმამ ღრმად ამოიხვნეშა, ახლობლებს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი და გოგონას პასპორტი და ბილეთი გაუწოდა.

საშინლად იფრინა, ყველაფერი სტკიოდა, არ ვიცი შეიძლება სტრესის ბრალია და იმიტომ, სხვა დროს ასე არ დამართნია. ტაქსი უზარმაზარი სასტუმროს წინ გაჩერდა, ესმამ გაკვირვებულმა ააყოლა თვალი უსაშველოდ გაწელილ შენობას და მანქანიდან გადავიდა. სასტუმრო ბეთამ დაუჯავშნა, მამაკაცის არჩევანით ძალიან კმაყოფილია, თვითონ შეიძლება სადმე გარეუბანში მოეძებნა პატარა სახლში და იქ დარჩენილიყო, მიუხედავად იმისა რომ 24 საათი სავაჭრო ცენტრებში იქნებოდა გამოკიდებული.
არასოდეს არ ქონია ამერიკაში ცხოვრების სურვილი, მე მგონი ესმა ადამიანების იმ 1% მიეკუთვნება ამ ქვეყანას “ოცნებად” რომ ვერ აღიქვამს. მოსწონს, სიამოვნებს, ელამაზება, მაგრამ ვერ იცხოვრებს! ნომერში შესულს ულამაზესი ხედი გადაეშალა, ფანჯარა მთლაიად მინის იყო, მარცხენა კუთხეში კი ვერანდაზე გასასვლელი მინის კარი. ღიმილით წავიდა ფანჯრისკენ და ხედს თვალებგაბრწყინებულმა გადახედა.

სასტუმროს ტელეფონიდან დაურეკა მშობლებს და შეატყობინა რომ მშვიდად ჩაფრიდან, ბეთასთან დარეკვაც უნდოდა, კი არ უნდოდა სურვილი კლავდა, მაგრამ რატომღაც თავი შეიკავა და ზარი გადადო. მგზავრობისგან დაღლილმა ტანსაცმელი გაიხადა და სააბაზანოს მიაშურა. როგორც კი სააბაზანოდან გამოვიდა ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა ტელეფონისკენ, ნაცნობი ნომერი რამდენიმე ციფრის დამატებით აკრიფა და საწოლზე გაბადრული გადაწვა. რამდენიმე ზარის შემდეგ მონატრებული და საშინლად ბოხი ბარიტონი გაისმა.

-2 საათი და 15 წუთია სასტუმროში მიხვედი, აქამდე სად ხარ?_გაბრაზებულმა დაუღრინა. ესმას ხმამაღლა გაეცინა.

-შენ რა, მამოწმებ?_სიცილით იკითხა და საწოლზე წამოჯდა.

-უნდა შეგამოწმო?

-რა ვიცი.. აშკარად მაკო...

-ესმა, მე შენ არ გაკონტროლებ! უბრალოდ, რომ არ დამირეკე ვიფიქრე რომ რაღაცა მოხდა და გადავწყვიტე გამერკვია._საშინალდ ესიამოვნა მამაკაცის ყურადღება, რა თქმა უნდა ისტერიკის გამართვას არც “კონტროლზე” და “შემოწმებაზე” აპირებდა, იმიტომ რომ როდესაც უცხო ქვეყანაში ჩადიხარ ელემენტარული ყურადღებაც გახარებს და მითუმეტეს საყვარელი მამაკაცისგან... საყვარელი მამაკაცისგან? ეს რაღაცა ახალია!

-მერე რატომ არ დამირეკე?_გაბუსხულმა დაბრიცა ტუჩები.

-მივხვდი რომ არ გეცალა. _მშვიდი ხმით გასცა პასუხი. _როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდება?

-ჯერ ჯერობით არაფერი გარდა ძილისა. _მთქნარებით ჩაილაპარაკა და თავზე შემოხვეული პირსახოცი შეისწორა.

-წადი დაიძინე და თუ რამე დაგჭირდება დამირეკე!_კატეგორიული ტონით მოსთხოვა.

-იოანე როგორ არის?_გაკრეჭილმა მოიკითხა ტვინით გატენილი დემეტრაძე.

-კარგად არის, რამდენჯერმე მოგიკითხა.

-მეც მომიკითხე. _საშინლად ესიამოვნა.

-ესმა, რომ დაბრუნდები რაღაცაზე სერიოზულად უნდა ვისაუბროთ. _ხმა ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ქონდა, შესაბამისად ესმა არ აფორიქებულა, უბრალოდ საშინელმა ინტერესმა შეიბყრო. წარმოდგენა არ აქვს ამის მერე ერთი თვე როგორ უნდა მოითმინოს.

ორგანიზმა იგრძნო რომ სხვაგან მოხვდა, ძილის გრაფიკიც აერია და სამი დღე გამოპრუტუნებული დადიოდა. სამი დღის განმავლოაში სულ ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული, მშობლებთან და ბეთასთან იშვიათად კონტაქტობდა, უფრო ნინესთან. გოგონა ყველაფერს დაწვრილებით უყვებოდა, საბა და ალექსანდრე თითქმის ყოველდღე დადიან და 1 საათი მაინც ჩერდებიან ვასილის კაბინეტშიო. ბეთას ვერაფრის კითხვას უბედავს, იცის რომ მამაკაცი ამაზე საუბარს მაინც არ დაიწყებს, კატეგორიულად გააფრთხილა დაისვენე და აქაურ ამბებზე არ იფიქროო. საბედნიეროდ სოციალურ ქსელშიც ვერაფერს ვერ გადააწყდა, ალბათ წერეთელი მიხვდა რომ დანელიებთან ბრძოლა არც თუ ისე ადვილი საქმეა.
~~~
2კვირის შემდეგ
საღამოს სასტუმროს პარკში გადაწყვიტა გასეირნება, ამინდიც შესანიშნავი იყო, გრილი და სასიამოვნო. მხრებზე ნონას შეკერილი თხელი მოსასახამი მოიცვა, ფეხზე კედები და კიბეებზე დაეშვა. ლიფტის ღია კარებში სკუპით შეხტა და ნაცრისფერ ღილაკს მიაჭირა თითი.
პარკში უამრავი ადამიანი ირეოდა, ზოგი მინდორზე იყო გაწოლილი, ზოგიც ფრემბურთს თამაშობდა, ბავშვები კი კისკისით დასდევნდნენ ერთმანეთს.
ხის ძირში გააფინა თხელი პლედი, ჩანთიდან წიგნი ამოიღო, თერმოსში გამზადებული ყავა მოსვა და ხეს მიეყუდა.
ბეთას თქმის არ იყოს თურმე მართლა სჭირდებოდა დასვენება და ჰაერის გამოცვლა. სიმშვიდე, სიწყნარე სხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანები და რაც მთავარია სულ მომღიმარი და ბედნიერი სახეები. ბეთა დაპირებას პასტიოსნად ასრულებს, სამჯერ დაალაპარაკა იოანე, ბავშვი ღიმილნარევი ხმით ესაუბრებოდა, მართალია ცოტა მორიდებით, მაგრამ რაც მთავარია რამდენიმე წინადადება ორივემ თქვა. როგორც აღმოჩნდა ბეთას ტელეფონით საუბარი არ უყვარს, შესაბამისად იშვიათად კონტაქტობენ. აი, ესმას კი გონია რომ მამაკაცი დასვენების და ფიქრის საშუალებას აძლევს, ბოლოს და ბოლოს საქართველოში რომ ჩავა იმდენი რაღაცა დახვდება შეცვლილი, ასე თუ ისე მათი ურთიერთობაც შეიცვლება და მანამდე ესმამ საკუთარ თავში ყველაფერი უნდა გაარკიოს.

-აცივდა._მობუზულმა ჩაილაპარაკა და წიგნი დახურა.

-მერე არ იცი რომ თბილად უნდა ჩაიცვა?

საიდანღაც ნაცნობი ხმა მოესმა. დაფეთებული შეხტა და ხმამაღლა წამოიკივლა, თავიდან ეგონა რომ მოლანდებები დაეწყო, მაგრამ ნაცნობმა და მონატრებულმა სურნელმა რომ შეუღიტინა, გაცისკროვნებული თვალებით მიტრიალდა უკან და თავი მაღლა ასწია. ბეთა წარბწეული იდგა და დაკვირვებით დასჩერებოდა მომღიმარ ესმამ. მამაკაცს საშინალდ უხდებოდა თავისუფალი სტილი.

-ბ ე თ ა._ლუღლუღით ჩაილაპარაკა მამაკაცის სახელი და მუხლებზე დადგა, მერე კი სასაცილოდ სცადა ფეხზე წამოდგომა.

ალბათ აქამდე ვერ გრძნობდა, ან ესმას სხვანაირი გრძნობის უნარი აქვს, ან უბრალოდ... არ იცის, მაგრამ როგორც კი ბეთას ცივი მზერა და შეკრული შუბლი დაინახა მონატრების ტალღამ ლამის გაგუდა ისეთი სიმძლავრით შეეჯახა. აკანკალებული თითები ერთმანეთში ახლართა და ბეთას წინ დაბნეული აესვეტა. საშინლად უნდოდა მოხვეოდა და რაც შეიძლება მაგრად ეკოცნა, მონატრებულ და საშინალდ სასიამოვნო ტუჩებზე, მაგრამ დემეტრაძე ჯიუტად არ ინძრეოდა. ესმამ გაკვირვებულმა ასწია ცალი წარბი და გარემოს წამით მოავლო მზერა. გოგონამ თავის ნორმალურად მობრუნებაც ვერ მოასწრო ისე სტაცა ხელი დემეტრაძემ და გულზე მიიკრა. მამაკაცის ძლიერი მკლავების შეგრძნებისას გახარებული მიინაბა და ხელები წელზე სუსტად მოხვია. ბეთამ ტუჩები შუბლზე შეახო და ოდნავ მიაწება.

-აქ...აქ რას აკეთებ?_ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და თითებით ბეთას მაიუსრს ჩააფრინდა, თითქოს დემეტრაძე სადმე გაქცევას აპირებსო.

-ვიცოდი რომ ჩემზე ფიქრობდი და ჩამოვედი _ირონიული ღიმილით ჩაილაპარაკა და ესმა ოდნავ უკან დასწია. დანელიამ რაღაცის თქმა დააპირდა, მაგრამ ბეთამ გააჩერა._მგელივით მშლია და თუ მალე არ გამომკვებე შენ შეგჭამ. _გოგონასკენ ოდნავ დაიზარა და ყელში ხმაურით აკოცა, მერე კი კბილები ოდნავ შეახო და ‘მუქარის’ სისრულეში მოყვანა გადაწყვიტა.

-კარგი, კარგი. _სიცილთ გადააკონწიალა თავი და ბეთას კბილები მოიშორა. _რესტორანში ავიდეთ. ბეთამ წელზე ხელი მოხვია და ნელი ნაბიჯებით წაიყვანა სასტუმროსკენ. _იცი რა ლამაზია? _როგორც კი სასტუმროს მიუახლოვდნენ გაბადრულმა ჩაილაპარაკა და მაღალ შენობას ააყოლა თვალი. დანელიამ ცინიკური ღიმილით გააქნია თავი და სასტუმროში შევიდა.

-შუა დღე მშვიდობისა, ბატონო ბეთა. _თავის დაკვრით მიესალმა უნიფორმაში გამოწყობილი ბიჭი. ესმამ გაკვირვებულმა ჭყიტა თვალები და მამაკაცს ახედა.

-მოიცადე... ანუ._ლუღლუღით ჩაილაპრაკა და სასტუმროს შესასვლეს თვალი კიდევ ერთხელ მოავლო. _აქაურობა... ეს სასტუმრო, პარკი ყველაფერი შენია?_ხმადაბლა ჩაიჩურჩულა. ბეთამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გზა გააგრძელა, ესმა კი
დატოვა გახევებული და პირდაღებული. _რატომ არ მითხარი?_ჩქარი ნაბიჯით დაეწია და გვერდით ამოუდგა.

-რაღაცა არ მახსოვს სასტუმროს მეპატრონით დაინტერესებულიყავი. _მხრები აიჩეჩა ბეთამ და ლიფტისკენ გადაუხვია.

-ხო, მაგრამ მე რას ვიფიქრებდი... _მკლავზე უჩქმიტა და ლიფტში შევიდა. _კიდევ გაქვს სასტუმროები?_ინტერესით იკითხა და ლიფტის მინას მიეყუდა.

-ამერიკაში სულ ორი სასტუმრო და 3 რესტორანი მაქვს._ისეთი ტონით ჩაილაპარაკა, თითქოს შოთიას სახაჭაპურეების მეპატრონე იყოს.

-ჰაჰ._დანელიამ ბგერებით ჩაიცინა და თავი გააქნია. _ახლა გასაგებია რატომაც იყიდე ნულზე დამჯდარი კომპანია._”ამოცანა” ამოხსნა და ხმადაბლა ჩაიცინა. _რა გინდა, გცოდნია სად უნდა ააშენო სასტუმრო. _კმაყოფილმა გადაატრიალა ქვედა ტუჩი და ლიფტიდან სასტუმროს შენობას გადახედა.
~~~
-თბილისში რა ხდება?_როგორც კი მაგიდასთან დასხდნენ ინტერესით მოიკითხა საქართველოს ამბები. ბეთამ წყალი მოსვალ, ღრმად ამოიხვნეშა და ვერანდიდან ხედს გადახედა.

-აქ თბილისის ამბებზე სალაპარაკოდ არ ჩამოვსულვარ!_ცივი ხმით ჩაილაპარაკა და შუბლი შეკრა.

-ვიცი, მაგრამ რომ მითხრა რამე მოხდება?_გაბუსხულმა ასწია ცალი წარბი.

-მშვიდობაა!_მოკლე და კონკრეტული პასუხი. ესმამ მხრები აიჩეჩა და ვერანდის მოაჯირზე ჩამოდო ცალი ხელი.

-ბეთა, მაშინ რომ მითხარი...

-9 წლის წინ გავიცანი იოანეს დედა, მაშინ სტუდენტი ვიყავი, მეც და ისიც. _მოულოდენლად დაიწყო საუაბრი, ესმასაც აღარ გაუჩერებია და სმენად იქცა. უნივერსიტეტში ატირებული შევნიშნე და რომ გამოველაპარაკე მითხრა რომ შეყვარებულს დაშორდა. იმ დღიდან სულ ერთად ვიყავით, ნინოს აღარ უნდოდა წარსულში დაბრუნება და ცდილობდა ჩემთან ერთად აეწყო ფეხი. რამდენიმე კვირაში გავიგე რომ შეყვარებულმა ორსულობის გამო მიატოვა და ნინოს ნერვიულობის ფონზე მუცელი მოეშალა. ერთი შეხედვით გადაიტანა და ჩემთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყება შეძლო, ორ წელიწადში დავქორწინდით, მის გარდა არავინ და არაფერი არ მაინტერესებდა, არც მამაჩემის ბიზნესები, არც მისი ამოჩემება რომ ყველაფერი ჩემთვის უნდა დაეტოვებინა. ქორწინებიდან 2 თვეში გავიგეთ რომ შვილი გვეყოლებოდა, ნინოს კიდევ ერთი მიზეზი გაუჩნდა ეცხოვრა ისე, როგორც ის იმსახურებდა! ზუსტად იმ დღეს საავადმყოფოში საბა წერეთელი შეგვხვდა, კაცი რომელმაც ნინო საკუთარი შვილის გამო მიატოვა. იმ დღეს არაფერი უთქვამს, საბას შესახებ ხუთი თვის შემდეგ გავიგე, როცა მამაჩემის კომპანიაში დავიწყე მუშაობა. იმ პერიოდში მე და ნინო ცალ-ცალკე ვცხოვროდით, პირადი პრობლემებს გამო, მერე ისევ შევრიგდით, მაგრამ ეს კიდევ ცალკე თემაა._მძიმედ ამოისუნთქა და თავი გააქნია. _ ჩვენი კომპანიის აქციების 49% ალექსანდრე წერეთელი ფლობდა, 1% არაბი ინვერსტორი. წერეთელმა ამით ისრაგებლა და მამაჩემის ხელმოწერების გაყალბება შეძლო თავის არაბელ პარტნიორებთან ერთად, ზედმეტად ბინძურ საქმეებში გახვიეს და ამის გამო 2 თვე ციხეში ამოაყუდეს. ღამეებს კომპანიაში ვათენებდი, ვცდილობდი მამაჩემის უდანაშაულობა დამემტკიცებინა, მარტოს და უცოდინარს გამიჭირდა, მაგრამ მამაჩემი ციხიდან მაინც გამოვიყვანე და ზუსტად 1 კვირაში გულის შეტევით მოკვდა.... მერე მერე ნინომ იმშობიარა, იოანე მაჩუქა და თვითონ მშობიარობას გადაყვა.
ახლა ხვდები რატომ არ მინდა საბა წერეთელთან რაიმე საერთო გქონდეს?

ცრემლებით ამოვსებული თვალებით უყურებდა მამაკაცის აკანკალებულ ხელებს და ცდილობდა როგორმე ყელში მოწოწილი ბურთი უკან გადაეშვა, ცოტად და ალბათ გაიგუდებოდა. პირი გააღო და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. ხვდებოდა რომ საბას ამბები ბეთას პირად ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ის რაც მოისმინა დაუჯერებელი და შოკი იყო. გაბრუებული აბანცალებდა თავს აქეთ იქით და ცალ ხელს გულზე ანერვიულებული იდებდა. დაუჯერებელია, მაგრამ თვით ესმამაც კი არ იცოდა ასეთ დროს რა უნდა თქვა, როგორ უნდა დაუდგე საყვარელ ადამიანს გვერდით და მაიხვედრო რომ მის ტკივილს მთელი არსებით შეიგრძნობ და იზიარებ. ბეთამ ესმამ ხელს თითები მაგრად მოუჭირა, ოდნავ ასწია და ტუჩებზე მიიდო. მამაკაცს ჩაწითლებული და წარსულის მოგონებების გახსენებისას განცდილი ტკივილით ქონდა თვალები სავსე.

-6 წლის განმავლობაში არასოდეს მიცდია სერიზოული ურთიერთობის დაწყება, ხანმოკლე რომანებიც არ მოქნია, მაგრამ... მაგრამ შენთან ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ჯერ კიდევ არაბულ კომპანიაში ვმუშაობდი შენს შესახებ რომ გავიგე, სულ შემთხვევით მოგკარი თვალი ერთ-ერთი სასტუმროს გახსნაზე და მივხვდი რომ ჩემი ცხოვრების წესი უნდა შემეცვალა!

-ბ..ბეთა. _ანერვიულებულს ენა დაება.

-რაც შეეხება ჩვენს საერთო “საქმეს”, მინდა როგორც კი საქართველოში დავბრუნდებით ჩემთან და ჩემს შვილთან გადმოხვიდე საცხოვრებლად.

-რა?_ძლივს შეკავებული ცრემლები წასკდა და სიცილი აუვარდა. ბეთამ შუბლი შეკრა, ესამს თითებს ნაზად მოეფერა და თვალებში ჩააშტერდა. _გინდა რომ... შენთან და... იოანესთან... შენ შვილთან._ლუღლუღით იმაორებდა და ცალი ხელით აჩქარებული იწმენდდა ცრემლებს. ბეთამ თანხმობის ნიშნად თვალები “დაუფახუნა” და ტუჩის კუთხეში მომხიბლავად ჩაიღიმა. ესმამ აკანკალებული თითები ტუჩებზე მიიდო და თავი ზედიზედ ორჯერ დაუქნია, მერე კი ცრემლები წასკდა.
~~~
-ამხელა სასტუმრო გაქვს და ამ ჩემს ერთ ოთახს რას გადაეკიდე?_მოჩვენებითი უკმაყოფილება გამოხატა ესმამ, როგორც კი თავის საწოლზე წამოწოლილი ბეთა დაინახა. მამაკაცმა ცალი თვალი გაახილა და ოდნავ მოჭუტა.

-ისე ნუ იზამ რომ ვერანდაზე დაგაძინო!_ხმადაბლა გააფრთხილა და გვერდი იცვალა. ესმამ თავზე დახვეული პირსახოცი შეისწორა და ვერანდას გახედა.

-ნუ მემუქრები, რაა._თავისთვის ჩაიდუდღუნა და ხალათი მჭიდროდ შემოიჭირა. _იქნებ შენთან ერთად დაწოლა არ მინდა?_ტუჩდაბრეცილმა კითხა და საწოლის მეორე მხარეს ჩამოჯდა. ბეთა სწრაფად გადატრიალდა ესმასკენ და შუბლშეკრული მიაჩერდა ქალის ოდნავ მოშიშვლებულ ზურგს.

-ჰმ._ბაგების გახსნელად ჩაიცინა და თავი გააქნია. _ეგ პერანგი უფრო მაღლა აიწია და აი, მერე დაგიჯერებ რომ ჩემთან არა თუ წოლა, სექსიც არ გინდა! _ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა და ქალის ზურგზე საჩვენებელი თითი აასრიალა. ესმას დენმა კი არ დაარტყა ლეწა, სწრაფად გადაიხარა და იატაკზე მიმოფანტული ფლოსტების სწორება დაიწყო. მის ბავშვურ და დაბნეულ საქციელზე მე მგონი ცხოვრებაში პირველად გაეცინა ბეთას. როგორც კი მამაკაცის სიცილი გაიგონა თავი მისკენ მაიტრიალა და ყბადავარდნილმა დაქაჩა თვალები.

-შენ რა იცინი?_სერიოზული გამომეტყველებით დაუსვა კითხვა და ბეთას სახეს დაეტაკა. _ღმერთო ჩემო, იცინი!_ხმამაღლა წამოიძახა და საწოლზე ახტა. დემეტრაძემ სწრაფად დაისერიოზულა სახე და საწოლზე მოხტუნავე მოკლე ღამის პენუარში გამოწყობილ, ზედმეტად სექსუალურ გოგონას ააყოლა თვალი.

-შავი საცვალი გიჩანს. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა და ნიკაპზე თითები მოისვა.

-შავი მაცვია და აბა რა ფერი გამომიჩნდება?

მხრების ჩეჩვით ჩაილაპარაკა და საწოლზე მუხლებით დაჯდა. ბეთა ოდნავ გადაიხარა გოგონასკენ, ცალი ხელი წვრილ წელზე მოხვია, ცალი მკერდთან ახლოს მოუჭირა და თავისკენ მიიზიდა.

-შავია თუ წითელი, მე მგონი მაინც ზედმეტია! _ვნებიანი ხმით ჩაილაპარაკა და პენუარი მუცელთან აუწია.

ფრთხილად გადააწვინა საწოლზე და მოშიშვლებულ მუცელზე ხელისგული აატარა. შეხებით გამოწვეული ჟრუანტელი ეკალივით ესობოდა სხეულის თითოეულ ნაწილში. ბაგეები ოდნავ დააშორა ერთამენთს და სიამოვენბისგან გამოწვეული ხმები თამამად ამოუშვა. წამითაც არ დაფიქრებულა, ზუსტად იცოდა რომ სწორად იქცეოდა... სწორად კი არა, იქცეოდა ისე როგორც მას უნდოდა და არ ფიქრობდა არავისზე, გარდა ბეთასი! მამაკაცმა ხელისგული ტუჩებით შეანაცვლა და ახლა უკვე ბაგეებით დაიწყო სხეულის ფორმების ახლოდან შესწავლა. შიშველ მკლავებზე თითები ოდნავ მოუჭირა და ტუჩები მკერდისკენ ააცოცა. შავი ღამის პენუარი ლამაზად კვეთდა ისედაც მოხდენილ და საოცრად მიმზიდველ მკერდს. ბეთამ ტუჩებით ყელისკენ გადაინაცვლა, ოდნავ შეეხო და მერე ისევ მკერდს დაუბრუნდა.

-ბეთა. _მითანგული ხმით ჩაიჩურჩულა მამაკაცის სახელი და თმებში თითები შეუცურა.

-რაო პატარა?_დახჩული ხმა ამოუშვა ბეთამ და გოგონას ტუჩებისკენ გაიწია. ესმამ ბაგეებზე საჩვენებელი თითი მიადო და წამით შეაჩერა.

-მიყვარხარ!

ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა, ბეთას პასუხის გაცემაც არ დააცადა, ისე მიიზიდა მამაკაცი და ბაგეებზე შეეხო. თვითონაც არ იცის რატომ მაინც და მაინც ახლა, იქნებ “ტრადიციებმა” იმოქმედა და (სიყვარულის გარეშე კაცთან არ დავწვები) ლოგიკა ამოუტივტივდა, ხო და ზუსტად ამიტომ დაიზღვია თავი... არა, არა, გეხუმრებით! ესმამ თქვა ის რისი თქმაც უნდოდა, რასაც გრძნობდა და განიცდიდა, რომ არ ეთქვა უბრალოდ არ შეეძლო, მერე ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ბეთას კოცნაც სხვანაირად ესიამოვნებოდა, ახლა კი ყველაფერი გაასმაგებული შეგრძნებებით აცხრება და იმორჩილებს. დემეტრაძემ ოდნავ დააშორა სხეული, თითები მკლავებზე დაუსვა და თვალებში ჩააშტერდა. როგორც კი ბეთას ტუჩების მოშორებით გამოწვეული სიცივე იგრძნო, ორივე თვალი გაახილა და მამაკაცს ინტერესით ახედა.

-როგორი სრულყოფილი და სასურველი ხარ._სულ სხვანაირი ხმის ტემბრი, სულ სხვანაირად წარმოთქმული ბგერები და რაც მთავარია... სულ სხვანაირი ბეთა დემეტრაძე!

ესმას კმაყოფილს ჩაეღიმა, თითები ბეთას ზურგზე აასრიალა და ცალი ფეხი მამაკაცს შემოხვია, მერე კი პანტერასავით მიიზიდა თავისკენ და მოფერებისკენ მოუწოდა. ბეთამაც არ დააყოვნა, ერთი ხელის მოქნევით გადააძრო ატლასის პენუარი და საწოლის ბოლოსკენ მოისროლა, თვითონ კი გაშმაგებული დააცხრა ლამაზად გაშიშვლებულ გოგონას.

~~~
დილით უცნაურმა შეგრძნებამ გააღვიძა, თვალები რომ გაახილა გარემო არ ეცნო, არადა თითქმის სამი კვირაა ამ ოთახში იღვიძებს, მაგრამ ახლა ეუცნაურა. ალბათ ყველაფერი გუშინდელი ღამის ბრალია, ჯერ კიდევ ემოციების ქვეშაა, ვერ იჯერებს რომ ახლა უკვე მთლაიანდ ბეთას ეკუთვნის. მეგობრებისგან და სანდო წყაროებიდან იცის რომ პირველი ურთიერთობის შემდეგ გარკვეულ დისკომფროტს და ტკივილს გრძნობ მუცლის არეში, მაგრამ ესმას მსგავსი არაფერი არ უგრძვნია. ეგ კი არა პირველი სექსის შიშიც ქონდა, მაგრამ მამაკაცი აშაკრად გამოცდილი იყო და ესმას ზედმეტი ცრემლებიც არ უღვრია. სხეულზე სიმჭიდროვეს გრძნობდა, ხელ-ფეხი გაკავებული ქონდა, ვინაიდან და რადგანაც ბეთა მთელი სხეულით ეხვეოდა და განძრევის საშუალებას არ აძლევდა.

-ნუ ხვანცალებ!_კატეგორიული ტონით მოითხოვა და მოშიშვლებულ მხარზე შეახო ტუჩები.

-ადგომა მინდა. _როგორც კი ოდნავ მოფხიზლებული ბეთა დაიგულა კიდევ უფრო მონდომებულმა სცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ რა თქმა უნდა უშედეგოდ.

-რა გითხარი!?_ხმა გაიმკაცრა დემეტრაძემ. ესმაც იძულებული გახდა მის “ბრძანებას” დამორჩილებოდა და საწყისი პოზიცია დაეკავებინა. ღიმილით დადო თავი ბალიშზე და ბეთას ტუჩებზე დაკვირვება დაიწყო.

-დილით როგორი მადისაღმძვრელი ტუჩები გქონია. _სიცილით ჩაილაპარაკა და ბაგეებზე მოწყვეტით აკოცა. ბეთამ ცალყბად ჩაიცინა და თავი ირონიულად გააქნია.

-როგორ ხასიათზე ხარ?_ძილისგან დაბოხებული ხმით იკითხა დემეტრაძემ.

-შესანიშნავზე და ძალიან მშია. _მთქნარებით ჩაილაპარაკა და შუბლი ბეთას ტუჩებს მიადო.

-რას შეჭამ?_დემეტრაძე ოდნავ წამოიწია, საწოლის საზურგეს მიეყრდნო და ნომრის ტელეფონი მოიმარჯვა.

-ყავას, კრუასანს და... და... მმმ, იყოს ყავა და კრუასანი. _ჩაფიქრებულმა აიქნია ხელი, თხელი გადასაფარებელი შიშველ სხეულზე მოიფარა და სააბაზანოსკენ წავიდა.
~~~~~~
სამწუხაროდ ამ თავზე გადახედვა ვერ მოვახერხე და დარწმუნებული ვარ უამრავ სასაცილოდ შეცდომას გადაეყრებოდით, ასე რომ მომიტევეთ. <3 მადლობა ყველას <3



№1 სტუმარი Anna

რატომ გვაწვალებ, ბარემ სრულად დადე

 


№2  offline მოდერი მე♥

Anna
რატომ გვაწვალებ, ბარემ სრულად დადე

ხვალ დავდებ ბოლო თავს. <3
--------------------
ა.ა

 


№3 სტუმარი Guest თათუ

ყველაფერი რაღაც საოცრად დალაგებულია ჩემო ანასტასია..
აღფრთოვანებული ვარ

 


№4  offline მოდერი მე♥

Guest თათუ
ყველაფერი რაღაც საოცრად დალაგებულია ჩემო ანასტასია..
აღფრთოვანებული ვარ

თათუ, უღრმესი მადლობა <3
--------------------
ა.ა

 


№5 სტუმარი Guest pawu

ქუუუუუუუუუუუუულ

 


№6  offline წევრი aNuGi

ვგიჟდები რა შენს ისტორიებზე <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№7  offline მოდერი bibo

ჩემი ტაჩუნები heart_eyes ჩემო მზეო საოცრებავ heart_eyes ვგიჟდები მე შენზე და შენ ისტორიაზე ხო საერთოდ heart_eyes მარწყვის ქალბატონო ველოდები ახალ თავებს ოღოდ იმათი რაც არ ვიცი და რო გაქ bowtie sunglasses ყველა ისტორია მიყვარს შენი ყველა ათასჯერ მაქ წაკითხული ათიათასჯერ შენს ნაწერებს ვცნობ და ათასში გამოვარჩევ ნიბლიავ innocent innocent მზეო სასწაული ხარ ველი ინას მეო და არ მინდა დასასრული არა არა heart_eyes kissing_heart მზე ხარ რომელიც ანათებს და ასხივებს სითბოს უბრალოდ საოცრება ხარ მურაბავ heart_eyes kissing_heart

 


№8  offline აქტიური მკითხველი Anuki96

რამდენი ხანი ვიცადე და მეღირსა რაა.

 


№9 სტუმარი Guest kiko

აი იცი როგორი ისტორიაა? აი რო კითხულობ და გარშემო სხვა ვერაფერს ამჩნევ. ყველანაირდ რო გითრევს და უკვე ისე ხარ თითოეული პერსონაჟი შესისხლხორცებული რო გაქვს. კითხულობ და მეტი და მეტი გინდა ვერ ელევი, საოცრებაა და ძალიან კარგი ხრ შენ

 


№10 სტუმარი Guest ლაშა

მომეწონა :)

 


№11 სტუმარი Teo.

Sxva istoriebi sad vnaxo tqveni?? Dzalian momwons.

 


№12  offline მოდერი მე♥

Guest pawu
ქუუუუუუუუუუუუულ

მადლობა<<33
aNuGi
ვგიჟდები რა შენს ისტორიებზე <3

მახარებს ეგ მე <3

bibo
ჩემი ტაჩუნები heart_eyes ჩემო მზეო საოცრებავ heart_eyes ვგიჟდები მე შენზე და შენ ისტორიაზე ხო საერთოდ heart_eyes მარწყვის ქალბატონო ველოდები ახალ თავებს ოღოდ იმათი რაც არ ვიცი და რო გაქ bowtie sunglasses ყველა ისტორია მიყვარს შენი ყველა ათასჯერ მაქ წაკითხული ათიათასჯერ შენს ნაწერებს ვცნობ და ათასში გამოვარჩევ ნიბლიავ innocent innocent მზეო სასწაული ხარ ველი ინას მეო და არ მინდა დასასრული არა არა heart_eyes kissing_heart მზე ხარ რომელიც ანათებს და ასხივებს სითბოს უბრალოდ საოცრება ხარ მურაბავ heart_eyes kissing_heart

ჩემი ტკბილი გოგო❤️❤️❤️ მადლობა სიხარულო❤️
Anuki96
რამდენი ხანი ვიცადე და მეღირსა რაა.
:დდდდდდდ

Guest kiko
აი იცი როგორი ისტორიაა? აი რო კითხულობ და გარშემო სხვა ვერაფერს ამჩნევ. ყველანაირდ რო გითრევს და უკვე ისე ხარ თითოეული პერსონაჟი შესისხლხორცებული რო გაქვს. კითხულობ და მეტი და მეტი გინდა ვერ ელევი, საოცრებაა და ძალიან კარგი ხრ შენ

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია თუ მოგწონს.*_* <3
Guest ლაშა
მომეწონა :)

მადლობა<3
Teo.
Sxva istoriebi sad vnaxo tqveni?? Dzalian momwons.

სხვა ისტორიები ჯგუფში მაქვს.<3
--------------------
ა.ა

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

საინტერესო ფაქტები ცვლიან ერთმანეთს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent