შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ შევუყვარდი მაფიოზს...თავი 5


21-09-2017, 00:01
ავტორი ana_aneta
ნანახია 4 167

კლაუდიო
თბილისში უნდა წავსულიყავი, ჩემს პარტინიორ კომპანიაში. საკმაოდ დიდ ბიზნეს ვფლობ. მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მაინც რესტორნებს და სამშენებლო საქმეს მიაქვს. სასწრაფოდ ჩავფრინდი თბილისში, რაც მალე ჩავიდოდი და რაც მალე დავბრუნდებოდი უკან ჩემთვის მით უკეთესი.დიდად არ მიყვარდა აქაურობა, არც ის ტიპი მომწონდა სანდრო ამიტომ ძირითადად ჩემს პარტნიორს ვაგზავნიდი მასთან მოსალაპარაკებლად.მაგრამ ამჯერად ჩემი ჩასვლა აუცილებელი იყო. შუა გაზაფხულზე, წვიმის სეზონზე, როცა ყველაზე მეტად მიყვარდა სიმყუდროვე, ხომ წარმოგიდგენიათ რა კატასტროფა იყო იქ წასვლა., მაგრამ ალბათ ასე უნდა მომხდარიყო...
ქალაქის დათვალიერებისთვის დრო არ მომეცა, დილითვე სამსახურში გავედი. რატომღაც ყველამ დააგვიანა.დიდხანს განვიხილავდით სხვადასხვა საკითხებს, ანგარიშებს, აქციებს მოგებას, წაგებას. მოკლედ ძალიან დავიღალე. საღამოს ვახშამი იყო, ამიტომ დასვენება მინდოდა და გეზი პირდაპირ სასტუმროსკენ მქონდა აღებული. ჰოლში ცოტა ხნით შევყოვნდი მასიმოს ველოდებოდი. ინტერიერის თვალიერება დავიწყე.თეთრი, მუქი ხისფერი, პლიუს გამწვანება საინტერესი კომბინაციას ქმნიდა. მარჯვენა ნაწილში ბიბლიოთეკა იყო, თავისი სამკითხველოთი, მარცხენა ნაწილში კი კაფეტერია, რომელსაც მთლიანი სივრცისაგან, მინის, ხის და ქვის მასალით მოპირკეთებული, კედელი გამოყოფდა. კაფეტერიის ღიობში დიდი ინტერესით დაიწყე მზერა.ბევრი ხალხი არ იყო.სულ რამოდენიმე გოგონა იჯდა, მაგრამ ერთ-ერთმა განსაკუთრებით მიიპყრო ჩემი ყურადღება, გულიანად იცინოდა. ისეთი ლამაზი იყო. წითელი თმები, თხელი და დახვეწილი სახის ნაკვთები ჰქონდა. ოდნავ ფერმკრთალი, თხელი მხრებით და ლამაზი ლავიწებით. იმ მანძილიდან თვალის ფერი ვერ გავარჩიე. ბევრ ლამაზ ქალს შევხვედრივარ, მაგრამ მან თითქოს მომაჯადოვა პირველივე წუთიდან. მასიმო ისე მომიახლოვდა ვერც გავიგე.
-მართლა ძალიან ლამაზია. პირველად რომ ჩამოვედი, მეც ეს ორი მომხვდა თვალში. მე კი მეორე არც შემინიშნავს. - ის წითური ჩემთვვის ძაან ნაზი და ჭირვეული ტიპია. ამიტომ მეორეს დავადგი თვალი.
-რა ქვია ?
-როგორც მახსოვს ანა.
-კარგი წავიდეთ.არ მინდოდა წასვლა. მინდოდა კიდევ დიდხანს მეყურებინა მისთვის.სწრაფად გამოვფხიზლდი და მანქანისკენ დავიძარი.
ქალაქში კიდევ ოთხი დღით გავჩერდი.ჩემი დასწრება აუცილებელი აღარ იყო, მაგრამ მისი ნახვა ისევ მინდოდა. კონფერენციების განმავლობაში ვერაფრით ვახერხებდი, ყურადღების მოკრებას, სულ მას დავეძებდი თვალებით. პატარა ბავშვივით ვცმუკავდი. მეორე დღეს არ გამოჩენილა. არც მესამე დღეს. სიგიჟედე მინდოდა მისი ნახვა, მინდოდა წასვლის წინ კიდევ ერთხელ შემევლო თვალი.
კონფერენცია უკვე მთავრდებოდა, საბოლოო ანგარიშები განვიხილეთ და დავიშალეთ. ღამით უკვე უნდა გავფრენილიყავი. ლიფტთან უამრავი ხალხი იდგა, ამიტომ კიბით ჩასვლა გადავწყვიტე. რამოდენიმე წუთში უკვე ჰოლში ვიდექი. კაფეტერიას მოვავლე თვალი, მაგრამ ცარიელი იყო. მასიმოსთვის უნდა დამერეკა, ჯიბეები მოვიჩხრიკე მაგრამ მობილური არ მქონდა, ეტყობა ზემოთ დამრჩა. უკან შევბრუნდი ლიფტის კარისკენ და პირაპირ მას შევეჩეხე. არ შევუმჩნევივარ, სამაგიეროდ მე დავინახე მისი საოცარი მწვანე თვალები, გული ამიჩქარდა. ტელეფონი ავიღე და სასწრაფოდ დავბრუნდი ჰოლში. სამკითხველოში იყო, რაღაცას ჩაჩერებოდა დიდი ინტერესით.დიდხანს ვუყურებდი, თითქოს მინდოდა მისის სახე კარგად დამმახსოვრებოდა.
ჩემი ასეთი განცდებისათვის ყურადღება არ მიმიქცევია, მეგონა გამივლიდა და ისევ მშვიდად გავაგრძელებდი ცხოვრებას და ჩემი ერთი ან რამოდენიმეღამიან ურთიერთობებს.მაგრამ ეს შემთხვევა, სხვა მსგავს გატაცებებს არ გავდა. მისი მონადირების სურვილს არ მქონდა. მის მიმართ დაოკებელ ვნებას არ ვგრძნობდი,არ მქონდა ის სურვილი რომ, ამ წამსვე ჩემი გამხდარიყო და მერე მიმევიწყებინა. რაღაც სხვა იყო, რაღაც ისეთი მიქნა რომ მაიძულებდა, სულ მასზე მეფიქრა. ვცდილობდდი გული გადამეყოლებინა, მაგრამ ყოველღამე აჩრდილივით დამდევდა.
ზაფხული სწრაფად გავიდა. კომპანიაში დაგეგმილი ცვლილებები უნდა განგვეხირციელებინა და კიდევ ჩემთვის ყველაზე მთავარი.ანა უნდა გადმომეყვანა აქ. მის გარეშე არ შემეძლო. მე თბილისში ვერ ვივლიდი. ამიტომ მინდოდა ახლოს მყოლოდა.მისთვისაც კარგი იყო გამოცდილებას მიიღებდა. მისი მეგობრისთვისაც. ჩვენ ბაზარზე მუშაობა ყველას უნდოდა მათ კი შანსი მიეცათ. მეც მივეცი ჩემს თავს შანსი.მაგრამ თუ ჩემთან არ მოუნდება? თუ ხელს მკრავს? ამაზე ფიქრი ჯერ არ მინდოდა.
მახსოვს პირველად რომ გავიცანით ერთმანეთი. ნამდვილი ყინულის დედოფალი იყო. მიჭირდა მისი ემოციების გაგება, ერთი რამ კი ზუსტად ვიცოდი ამ ყინულის უკან განძს მალავდა და იმედი მქონდა რომ არ ვცდებოდი. ჩვეული სიდინჯით ჩამოვართვი ხელი, მხოლოდ მისი სახელი და გვარი გავიგე. მერე ფერებზე, მასალებზე და ავეჯზე ლაპარაკობდა, ისეთი მომნუსხველი იყო, ისეთი ნაზი და სასიამოვნო ხმა ჰქონდა, ისეთი ჭკვიანი თვალები. მეშინოდა თავი არ დამეკარგა. ჯერ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას არ ვაპირებდი, ვფრთხილობდი. ჩვენი ყოველდღიურობა უფროსის და ხელქვეითის ურთიერთობით შემოიფარგლებოდა. ვაკვირდებოდი მის თითოეულ ქმედებას, მინდოდა კარგად შემესწავლა, ის თავს მარიდებდა, ვგრძნობდი....
იმ ღამეს როცა იმ ოთახში დავინახე. ნაცემი, ნამტირალები და საცოდავად კუთხეში მიყუჟული. ჩემ თავზე გავბრაზდი. ჩემ გამო დაემართა ეს ყველაფერი. ენცოს რაც შეეხება ყოველთვის ის მოსწონდა და უნდოდა რაც მე მქონდა. არ ვიცი სად ნახა, სად გადაეყარა ან საერთოდ საიდან მოუვიდა აზრად რომ უნდა მოეტაცებინა...
ჩემთან წავიყვანე ვცადე მაქსიმალურად კომფორტულად ყოფილიყო, არაფერზე ედარდა. მინდოდა გულში ჩამეკრა მოვფერებოდი, მაგრამ არ მინდოდა ამის გამო კიდევ უფრო დამფრთხალიყო.რაც შეეხება ენცოს ზუსტად იმ ხელჯოხით დავუმტვრიე ფეხები. ერთი თვე საავადმყოფოში იწვა.
ანა იმაზე ბევრად სასიამოვნო აღმოჩდა ვიდრე მეგონა.ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემს ბნელ ბინაში ბედნიერება შემოიტანა. მეც ბედნიერი ვიყავი, როცა იცინოდა,როცა მელაპარაკებოდა. მე ვცდოლობდი მისგან თავი შორს დამეჭირა, ხან ტელევიზორს მივშტერებოდი, ხან სხვა გოგოებს ვეფლირტავებოდი, ხან გაზეთში ჩავჩერებოდი, მაგრამ გულისყური მისკენ მქონდა, ვაკვირდებოდი როგორ იღუშებოდა, როცა სხებს ვუცინოდი, როგორ მათვალიეებდა როცა მაძინა ან გაზეთს ვკითხულობდი. ჩემი ყინულის დედოფალი ლღვობას იწყებდა.......
კლაუდიომ მისამართი მალევე მომწერა. მე ჯერ წასვლა არ შემეძლო, საქმეები მქონდა. ვცადე მაქსიმალურად სწრაფად მომეგვარებინა ყველაფერი, სახლში შევიარე, შხაპი მივიღე. გამოვიცვალე. მუქი ჯინსის შარვალი, ჭაობისფერი ყელიანი სვიტერი და ბოტასები ჩავიცვი. კუბოკრულ მანტის ხელი დავავლე და ქუჩაში გავედი. გარეთ ძალიან ციოდა. ერთი სული მქონდა შობა როდის მოვიდოდა. კაფე ჩვენს ქუჩასთან ახლოს იყო. ფეხით წავედი. მგონი მარტო მე მიხაროდა ზამთარი.ქუჩა თითქმის ცარიელი იყო. ყველა გაურბოდა სიცივეს. დანიშნლების ადგილამდე მალე მივედი, მაგრამ მაინც დამაგვიანდა. კარი შევაღე და დარბაზს დაკვირვებით მოვაბლე თვალი. კლაუდიო კუთხეში იჯდა. ყველაზე შეუმჩნეველ და მყუდრო ადგილას. გაბრაზებული არ ჩანდა ჩემი დაგვიანების გამო. მაგიდისკენ გავემართე და მის წინ დავიკავე ადგილი. მომნუსხველად გამიღიმა.მართლა ძალიან შეცვლილი უყო. კაცი რომელიც მარტო კის და არას მპასუხობდა. ახლა ჩემს წინ იჯდა და ბედნიერად მიღიმოდა.
-როგორ ხარ?
-ნორმალურად. ვუპასუხე მე.-რემონტი როგორ მიდის?
-სწრაფად. მოდი დღეს ამაზე არ ვილაპარაკოთ. ღმერთო აბა რაზე უნდა მელაპარაკოს.
-აბა? გავიკვირვე მე.
-არასამუშაო შეხვედრაა. ორი თვეა გიცნობ და მარტო შენი სახელი ვიცი.
-მეტის ცოდნა რა საჭიროა.
-შეყვარებული გყაავს?პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდა
-მე არა, მაგრამ შენ არამგონია ოდემე მარტო იყო. -კაცს გაეცინა. მე კი გავაგრძელე-ალბათ არც კი იცი რა არის მარტოობა.
-დამიჯერე ჩემზე კარგად არავინ იცის.
-რატომ? შენს ირგვლივ სულ ქალები ტრიალებენ. ეს უკვე ეჭვიანობის ბრალი იყო.
-სექსი სიყვარულს არ ცვლის.
-შეიძლება სისულელეა მაგრამ სულ მეგონა რომ შენნაირ, მდიდარ, გავლენიან, ახალგაზრდა კაცებს მსგავსი რამეები დიდად არ ადარდებდათ.
-მე მადარდებს. მგონი უკვე ჩხუბზე გადავდიოდით.-მე ოჯახის გარეშე გავიზარდე, არავინ მყავს. ბიძაჩემის გარდა. ამიტომ არასოდეს მიგვრძვნია.ოჯახური სითბო. ის ქალები რომლებიც მარტო არასოდეს მტოვებენ ამისთვის არ გამიდგებიან. მინდა მშვიდი თბილი და სრულფასოვანი ოჯახი მქონდეს. ამ ყველაფრის ასეთი მოთხოვნილება, სწორედ იმ დანაკლისის ბრალია რაც მქონდა.გაოცებული ვუყურებდი, არ ვიცოდი რა მეთქვა.
-მაპატიე არ ვიცოდი.
-უნდა დაფიქრდე ხოლმე. სახე მოებრიცა მის თქმაზე. აშკარად ინანა.
-მგონია რომ ჩემს მიმართ ძალიან მკაცრი ხარ.ისეთი გრძნობა მაქვს რომ ჩემი დატუქსვა მოგწონს.გაფითრდა.მე მზერა ავარიდე. აშკარად არ იყო კარგი დასაწყისი.ცოტა ხანს ჩუმად ვიჯექით,მისკენ არც კი გამიხედავს. კაცი ფეხზე წამოდგა, მეგონა წასვლას აპირებდა. მაგიდას შემოუარა და გვერდით მომიჯდა.ხელის სწრაფი მოძრაობით, წინ ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია და ლოყაზე რამდენჯერმე ვნებიანად მაკოცა. ტანზე ეკალმა დამაყარა.
-მაპატიე. მართლა მკაცრად მომივიდა.
კაფე სწრაფად დავტოვეთ. გარეთ კიდევ უფრო ციოდა. მე მოვიბუზე. მან შარფი მოიხსნა და კისერზე შემომახვია. ხელთათმამებიც კი თავისი ხელით ჩამაცვა.
-იმედი მაქვს არ გამექცევი და სასეირნოდ გამომყვები.
-არ გავიქცევი, ნუ ნერვიულობ. ხელკავი გამომდო. ქუჩას გავუყევით.
-სად წავიდეთ? რა ვნახოთ.
-არ ვიცი. წესით შენ უნდა იცოდე აქ კარგი ადგილები, მე ახლახანს ჩამოვედი.
-სიმართლე გითხრა აქაურობას დიდად არც მე ვიცნობ. აი სიცილიაზე რომ ჩამოხვალ იქ ყველაფერს გაჩვენებ. რომს და ნეაპოლსაც კარგად ვიცნობ. ტოსკანას, ტურინს..
-ანუ გიდობას გამიწევ?
-დიდი სიამოვნებით.დუომო ვნახოთ ბოლის იქ ათი წლის წინ ვიყავი. ჩაეცინა კაცს.
-რაა.
-ჰო. გამორჩეული მხატვრები, მწერლები,არქიტექტორები.
-ნაზი ფერები მიყვარს.
-მაგას მივხვდი.
-ამიტომ კლიმტი, დეგა, ვან გოგი და მონე მიყვარს. ტერნერიც.
-მე დალი, რაფაელი, ველასკესი და პიზაროც მომწონს. ძალიან გამიკვირდა.
-ეხლა რამეს კითხულობ?
-ოშოს ვკითხულობ. ბოლო დროს ფილოსოფიურ ნაწარმოებებს მივეძალე.-შენ?
-თომას მანს ვკითხულობ. თვეზე მეტია და ბოლოში ვერ გავედი.კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ. წიგნებზე.
-აქ ბედნიერი ხარ?მკითხა რამოდენიმეწუთიანი სიჩუმის შემდეგ.
-შემგუებელი ხასიათი მაქვს, ამიტომ თავს უბედურად არსად არ ვგრძბობ. ადვილად ვერგები ადამიანებს, ქალაქებს, მაგრამ აქ განსაკუთრებით მომეწონა. როგორ შეიძლება აქაურობა არ მოგწონდეს.კაცს გაეცინა.-შენ სად გიყვარს ყველაზე მეტად ყოფნა? ცოტა ხანს დაფიქრდა.
-იმ სახლში რომელსაც ეხლა ვაკეთებ. რომში და უკვე აქაც.
ძალიან ბევრი ვიარეთ სანამ დუომომდე მვაღწევდით. ბევრიც ვილაპარაკეთ.ვერ მივხვდი როგორ მაგრამ უკვე ხელჩაკიდებულები მივსეირნობდით. უცნაური გძნობა დამეუფლა, მაგრამ მისთვის ხელი არ შემიშვია..მთელი ამ დროის მანძილზე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ აბსოლუტურად სხვა ადამიანს ვესაუბრებოდი.ძალიან მგრძნობიარე ჩანდა. ვხვდებოდი რომ ჯერ კიდევ არ ავლენდა თავს ბოლომდე. ერთ რამეში კი დავრწმინდი მართლა არასწორი შეხედულება მქონდა მასზე. ყველაზე მეტად კი იმაზე ფიქრები მიღრღნიდა ტვინს მართლა მაფიოზი იყო თუ არა, მაგრამ ალბათ ამაზე ლაპარაკის დროც მოვიდოდა.....




აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი, მადლობა ყველას <3 <3



№1 სტუმარი Mariami

ვერც კი წარმოიდგენ ისე მომწონს❤️❤️

 


№2 სტუმარი A

Martla dzalian momwons da Mudam moutmenlad veli axal tavebs. Malmale dade ar daagviano xolme kargi? warmatebebi....

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენებუ, მაგრა. პატარა თავებია და შეეცადე გაზარდო მოცულობა.

 


№4  offline აქტიური მკითხველი Anuki96

რა საყვარელი თავი იყოო ♡♡♡

 


№5 სტუმარი Guest თაკო

deda sayvarlebi❤ar daagviano axali tavi zan sayvareli motxroba

 


№6 სტუმარი Guest lia

შაინტერესო ტავია
Iტალიელებს ცეცხლოვანი სიკვარული სეუსლიატ
შაინტერესოდ წერ.

 


აგვიანებ თავებს და იცოდე გაილანძღები მაგის გამო . :-) მომწონს ძაან და მალე დადე ხოლმე

 


№8  offline წევრი tatiko.1995

dzalian kargia momewona da agvptovandi velodebi shemdeg tavs moutmenlad chemo tkbilo

 


№9 სტუმარი Guest თეკო

მალე დადებ?

 


№10 სტუმარი Guest .....

აუ დადე რა ახალი თავი სხვა ისტორიების დადებას აზრი ეს დადო

 


№11 სტუმარი Kate1onee

Magirset axali tavi

 


№12 სტუმარი Guest თაკო

ამოვწყდიიი კაი რა

 


№13  offline წევრი tamuna.s

რასაც ვერ ვიტან რა, დაიწყებნ და მერე ელოდე საუკუნე, ან დადებენ ან არა

 


№14  offline წევრი ana_aneta

ვიცი რომ გაბრაზებულები ხართ, მაგრამ ვწერ და მალე დავდებ. საშინელი ვირუსი მქონდა და აუცილებლად ავანაზღაურებ <3 მადლობა მოთმინებისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent