ღამე პარტნიორთან [4] დასასრული
~~~ -დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი კიდევ. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ვერანდაზე მდგარ სავარზელში ჩაესვენა. ბეთა ვერანდის კარებში იდგა, წელს ზევით შიშველი და ყავას სვამდა. -დავრჩეთ. _მხრები აიჩეჩა და მოაჯირს დაეყრდნო. -დავრჩეთ._ღიმილით წამოფრინდა ფეხზე და ზურგიდან მოეხვია. _ბეთა, ნინო ძალიან გიყვარდა? დიდი სიფრთხილით დასვა კითხა და მამაკაცის შიშველ მკლავს მოეხვია. ესმამ იგრძნო როგორ შექანდა დემეტრაძის სხეული შიგნიდან და გულში უსიამოვნოდ გაკრა. ხო, შეიძლება ხვდებოდა რომ მაამკაცს თავისი შვილის დედა ასე ადვილად არ დაავიწყდებოდა, მაგრამ... მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან განიცადა დემეტრაძის სიჩუმე. მერე რა კითხვა წარსულს დროში რომ დასვა, ბეთას დუმილი რაღაცაზე მეტყველებდა. -გასაგებია._ჩურჩულით ჩაილაპარაკა და ღიმილით გადაიხედა დაბლა. -მე მინდა რომ ყველაფერი თავიდან დავიწყო, შენთან ერთად!_ბეთამ მოულოდნელად დაარღვია აუტანელი და მტკივნეული სიჩუმე. -მაგრამ შენ ნინო ისევ გიყვარს. _მტკივნეულად ამოილაპარაკა და მოწოლილი ცრემლების დასამალად ისევ დაბლა ჩაიხედა. -ნინოს ვეღარასოდეს დავიბრუნებ და რაც ყვეალზე მთავარია, მე მის დაბრუნებას არასოდეს არ შევეცდები, იმიტომ რომ მე შენ გიპოვე და არ ვაპირებ, ჩემი წარსულის გამო დაგკარგო!_ფინჯანი ვერანდის მოაჯირზე დადო, ცალი ხელი ესმას მკლავში მოკიდა, მეორე კი თეძოზე დაადო და თავისკემ მიიზიდა. -არ მინდა რომ ვინმეს დავიწყებაში დაგეხმარო, არ მინდა რომ შენთვის მხოლოდ ნინოს გასაქორბი ინტრუმენტი ვიყო. _ჩურჩულით ლუღლუღებდა და ბეთას მკერდს ეკვროდა. დემეტრაძეს აღარაფერი არ უთქვამს, ხელი მაგრად მოხვია და მთელი ძალით აიკრა სხეულზე. ~~~ -თევზი მინდა. _რესტორანში შესულმა ჩაილაპარაკა და ფანჯარასთან მდგარი მაგიდისკენ წავიდა. -რასთან ერთად? -მარტო თევზი. _ხელი აიქნია და სკამზე მოკალათდა, მოსასხამი მჭიდროდ შემოიხვია ტანზე და ფანჯრიდან გაიხედა. _პატარა რომ ვიყავი სიმაღლის მეშინოდა. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა და ნიკაპი ხელისგულზე დადო. -მერე როგორ დაძლიე? -ჩემმა შეყვარებულმა დამაძლევინა. ეშმაკის ბორბალზე ამიყვანა თვალებახვეული და თვალები რომ გავახილე ჰაერში ვიყავი გამოკიდებული. დავპანიკდი, წნევამ ამიწია, გული ლამის წამივიდა, მაგრამ მიწაზე რომ დავდგი ფეხი მივხვდი რომ შიში დავძლიე და 2 წუთი ჰაერში გავჩერდი. _ღიმილით დაასრულა და შუბლშეჭმუხნულ ბეთას გადახედა. -რამდენი წლის წინ? -უჰ, დიდი დრო გავიდა, ალბათ 7-8 წელი. _სიცილით ჩაილაპარაკა და თვალები ააფახუნა. _მოიცადე, შენ რა ეჭვიანობ?_სწრაფად “წაიჭირა” მამაკაცი და ხელები ერთმანეთს მიადო. -მიზეზი მაქვს?_როგორც ყოველთვის ახლაც ცივი ხმით დასვლა კითხვა. -არა!_გაბუსხულმა ჩაილაპარაკა და თევზს დაეძგერა. ~~~ -ბეთა, როგორ ფიქრობ იოანეს არ გაუჭირდება?_ჩურჩულით კითხა და თავი მკერდზე დაადო. დემეტრაძე ოდნავ შეირხა, მარჯვენა ხელი ესამს მოშიშვლებულ ზურგზე აასრიალა და თითები რიტმულად აათამაშა. -იოანემ იცის რომ თუ შენ დამთანხმდები ერთად ვიცხოვრებთ. -რას წარმოვიდგენდი. _ღიმილით ჩაილაპარაკა და ტუჩის კუთხეში ბგერებით ჩაიცინა. _სულ რაღაც 2 თვის წინ შენთან ურთიერთობას არც კი ვუშვებდი და დღეს. _ფხუკუნით დახედა საწოლს და მამაკაცის შიშველ გულ-მკერდზე თითების სრიალი დაიწყო. -დღეს ჩემთან ერთად საწოლში ნებივრობ. _წინადადება დაასრულა და სწრაფი ქმედებით ესმას ზემოდან აღმოჩნდა. საჩვენებელი თითი ძილისგან დასიებულ ბაგეებზე მიადო და ნელა შემოხაზა “კონტური”. დანელიამ სიამოვნებისგან მინაბა თვალები, კატასავით ამოიკრუსუნა და მამაკაცის ზურგს მოზრდილი ფრჩხილებით დაესხა თავს. -ბეთა, ზღვაზე მინდა. _ესმას სახის თითოეული დეტალის კოცნას რომ მორჩა სწრაფად ამოიალპარაკა ქალმა და ღრმად ამოისუნთქა. ბეთას მკერდისკენ წაღებული ტუჩები გაუშეშდა, თავი ოდნავ მაღლა ასწია და ქალს დაკვირვებით დააჩერდა. -ზღვაზე თუ წყალში?_ვნებისგან ჩახლეჩილი ხმით კითხა და თითები მუცლისკენ ჩაასრიალა. -წყალში რა?!_დაბნეულმა ჩაიჩურჩულა და მხრებზე თითები ოდნავ მოუჭირა. -წყალში “თამაში.” _თვალი ჩაუკრა, ტუჩებზე მოწყევტით აკოცა და ისევ მკერდისკენ დაიხარა. -სხვათაშორის წაკითხული მაქვს, წყალში უფრო მეტი შანსია დაორსულებისო. _შეპარვით ჩაილაპარაკა და ტუჩები ააცმაცუნა. -ე.ი. გამოდის რომ მთელი ზაფხული აუზში უნდა მყავდე. _ბეთამ სხვათაშორის ჩაილაპარაკა და მომღიმარს მაგრად მოეხვია. ~~~ -ვინ იყო?_სააბაზანოდან გამოსულმა კითხა და ტელეფონს გადახედა. -მამაშენი, მოგიკითხა. -აუ, რატომ არ დამიძახე დაველაპარაკებოდი. _გაბუსხულმა ჩაილაპარაკა და თავზე მოხვეული პირსახოცი მოიხსნა. -დაურეკე და მოიკითხე, რა გიშლის ხელს?_ბეთამ მხრები აიჩეჩა და ფეხზე წამოდგა. _დღეს შეხვედრა მაქვს და გვიან შეიძლება დავბრუნდე, არ დამელოდო და დაიძინე. _ხელები წელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა. -რა შეხვედრა?_უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები და პირსახოცი სკამის სახელურზე გადაკიდა. -სასტუმროში ავეჯია დასამატებელი და კონტრაქტის გაგრძელება მინდა ერთ-ერთ ავეჯის კომპანიასთან. _აუხსნა და პიჯაკი მოიცვა. - და სანამ შენ შეხვედრაზე იქნები მე რა გავაკეთო? -რასაც ჩემ ჩამოსვლამდე აკეთებდი, გადი პარკში და წიგნი წაიკითხე. _დაარიგა და ყელში აკოცა. მამაკაცის ბაგეების შეგრძნებისას სიამოვნისგან ჩაეღიმა, სულ დაავიწყდა ბეთას მომავალი შეხვედრით უკმაყოფილო რომ უნდა იყოს. თავი გვერდულად გადააგდო და ცალი ხელი მამაკაცის მხარზე მოაკალათა. გაბუსხული მოშორდა მამაკაცის სხეულს და სააბაზანოსკენ წავიდა. სარკესთან დადგა, სველი თმები კეფაზე დაიმაგრა და სახის ნაკვღების შეთვალიერება დაიწყო. -მე მგონი ერთი წარბი სხვანაირი მაქვს. _ჩურჩულით ჩაილაპრაკა და წარბებს თვალებმოჭუტული დააკვირდა. _არა, ვიცი რომ ერთნაირი არაფერი არ არის, მაგრამ დღეს აშაკრად თვალებში გამომანათა. _სიცილით ჩაილაპარაკა და სახის კრემი საჩვენებელ თითზე დაიდო. ~~~ შუა დღით სასტუმროს აუზზე ჩავიდა, ტანზე მოხვეული თხელი შაფი მოიხსნა და შეზლონგზე გადაფინა. -მანგოს წვენი. იქვე მდგარ უნიფორმაში გამოწყობილ გოგონას ღიმილით გადაულაპარაკა და შეზლონგზე წამოწვა რუჯის მისაღებას. ნახევარი საათი შამფურცზე აცმული მწვადივით იტრიალა, მერე ესეც მობეზრდა და აუზში ჩასვლა გადაწყვიტა. თვალები გაახილა და გარშემო მიმოიხედა, იმდენი სიმპათიური და დაკუნთული ბიჭი დააბიჯდებდა აუზის გარშემო, ესმას ნერწყვი მოადგა. ღიმილით გააქნია თავი და ბეთა წარმოიგინა, როგორ უყურებს ესმას “ეშმაკურად მომღიმარ თვალებს” და დაფეთდა. რა ქანას, სიმპათიური ბიჭი დაინახა და გონებამ ეს აღნიშნა, წამიერად. ჩვეულებრივი მომენტია, რომელიც ყველა ქალის ცხოვრებაში ნებისმიერ დროს მჟღავნდება. სხარტად წამოდგა ფეხზე და აუზისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა, სიმპატიური და დაკუნთული მაჩოები აღარც კი გახსენებია. ორჯერ გაცურა და გამოცურა, მერე ამითაც დაიღალა, მოითენთა და აუზის კიდეზე ჩამოსკუპდა. -ყურადღების ცენტრში ყოფნა გვყვარებია. _ზურგს უკან ნაცნობი და ცივი ხმა მოესმა. ღიმილით მიატრიალა თავი, თვალები ოდნავ მოჭუტა, ხელი შუბლზე მიიდო და მზე მოიჩორდილა. -აბა შენ დამტოვე და დრო რამით ხომ უნდა გამეყვანა... _მხრები აიჩეჩა და ფეხები წყალში აათამაშა. _რა შარვა-კოსტუმში გამომეცხადე. _სიცილით აათვალიერა მამაკაცი._კარგი რა, ვხუმრობ. გეფიცები შენს გარდა არავისზე მიფიქრია. _შარვალზე დაექაჩა და თვალები ააფახუნა. _არ გინდა გაცურო? იცი რა კარგი წყალია. _ფეხები ახლა უკვე წყლის ზედაპირზე აალივლივა. -ამოდი, სხვაგან მივდვიართ. -სხვაგან სად?_ინტერესით იკითხა და ფეხები მაღლა ამოსწია. -ავეჯის მაღაზიაში, გადავწყვიტე შენი გემოვნებით შევარჩიო სასტუმროსთვის ავეჯი. -ბეთა!_ტუჩებდაბრეცილმა ჩაიალპარაკა, მიხვდა რომ მამაკაცი ეხუმრებოდა. -ნუ სვამ ზედმეს კითხვებს, ამოდი გაემზადე და როცა მივალთ ნახავ!_უკმაყოფილოდ შეკრა შუბლი და მინის კარებისკენ წავიდა. _ზედმეტად სექსუალურად გამოიყურები!_შესვლამდე ჩაილაპარაკა და ესმასკენ ნახევარი ტანით მოტრიალდა. -ეჭვიანო. _სიცილით წამოხტა ფეხზე, შარფს ხელი დაავლო და მამაკაცისკენ წავიდა. თვალებგაფართოვებული უყურებდა მეილზე შემოსულ შეტყობინებას. ნერწყვი ხმაურით გადააგორა სასულეში და სააბაზანოდან ახლადგამოსულ ბეთას გახედა. მამაკაცმა წამში დააფიქსირა ქალის აფორიაქებული მზერა და ნელი ნაბიჯებით წავიდა მისკენ. ესმამ ლეტოპი საწოლზე დადო და თვალები მაგრად დახუჭა. ბეთა საწოლზე ჩამოჯდა და კომპიუტერის ეკრანს შეხედა, მერე კი ბგერებით ირონიულად ჩაიცინა. -ახლა რა უნდა ვქნათ?_აფორიაქებულმა ჩაიჩურჩულა და გვერდით მიუჯდა. -და რა გინდა რომ ვქნათ?_მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და ტანზე მოკლესახლება მაისური გადაიცვა. -ბეთა, საბამ ჩემი და შენი სურათი გამოაგზავნა რომელიც აქ, ამ სასტუმროშია გადაღებული. _ფერებგადასულმა “განუმარტა” და თითები ერთმანეთსი ახლართა. -ესმა, 2 დღის წინ შემოგთავაზე საქართველოში რომ ჩავალთ მინდა ჩემთან ერთად იცოხვრო-მეთქი და ვერ ვხვდები რა პანიკაა?!_გოგონას გაფითრებულმა მზერამ კოპების შეყრის მიზეზი მისცა და ამანაც არ დააყოვნა. -ხო, ხო, მაგრამ... გამოდის რომ საბა გვითვალთვალებს. -გითვალთვალებს. _აღრენილმა შეუსწორა და ფეხზე წამოდგა. _მაგრამ არაუშავს საბასთან დაკავშირებული რაც არის, ყველაფერი მოგავრებადია. _თვალი ჩაუკრა, ქვედა ტუჩი ოდნავ დაბლა დაუქაჩა და ზედ ხმაურით აკოცა. _ამ ყველაფერზე ნუ ინერვიულებ, დამიჯერე არ ღირს! _ხმა შეცვლილმა ჩაილაპარაკა და კარებისკენ წავიდა. _გაემზადე და ხუთ წუთში რესტრონაში გელოდები. -ბეთა, ანუ საბა აქ არის?_შეშინებულმა ჩაიჩურჩულა. იცოდა რომ ამ ორი კაცის ურთიერთობა ასე უბრალოდ არ დასრულდებოდა, რომელიღაცა აუცილებლად დაზარალდებოდა. -გამორიცხულია საბა ჩემს სასტუმროში ფეხს არ შემოადგამდა. _ცინიკურად ჩაილაპარაკა და კარები გაიკეტა. -როგორ დამამშვიდე. _ესმაც აყვა. ტანზე თხელი, კოჭამდე შავი მთლიანი კაბა ჩაიცვა, ფეხზე ოლ სთარები და ნომერი დატოვა. ლიფტის ღილაკს თითი აკანკალებულმა მიაჭირა, უკვე დაძაბულია, ისეთი შეგრზნება აქვს, თითქოს ყველგან საბას თვალი დგას და უყურებს. როგორც იქნა რესტორნამდეც ააღწია, პირველი გახტა კარებიდან და ფანჯარასთან მდგარი, ცარიელი მაგიდისკენ წავიდა, ზუსტად იცორა რომ ბეთაც ამ მაგიდასთან მოვიდოდა. -ცივი მანგოს წვენი. _ღიმილით ჩაილაპარაკა იქვე მდგარმა გოგონამ. ესმამ სიცილით დაუქნია თავი და მენიუს გადახედა. -დიდი ხანია ამოხვედი?_ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა. თავის მიტრიალებაც ვერ მოასწრო ისე გაჩნდა ბეთა მის წინ. -არა, ახლახანს მოვედი. შენ სად იყავი?_ინტერესით იკითხა და ისევ მენიუს ჩახედა. -სამზარეულოში, შენთვის ეგზოტიკურ კერძს ვამზადებინებ. -მართლა?_აღფრთოვანებულმა დახურა მენიუს და თვალებგაბრწინებულმა გახედა სამზარეულოს. -ესმა, მენიუ გადაშალე და რაც გინდა შეუკვეთე. _თავის ქნევით ჩაილაპარაკა ბეთამ და ცხვირზე თითი მიკრა. _გულუბრყვილო. _ვითომ თავისთვის ჩაილაპარაკა, არადა ესმამაც მშვენივრად გაიგონა და გაბრაზდა. -ხუმარა. ჰა-ჰა-ჰა!_გაბუსხულმა გამოაჯავრა და ცივი მანგოს წვენი მოწრუპა. -ზეგ მივფრინავთ. _სიჩუმე ბეთას “ცივმა” სიტყვებმა დაარღვია. ესმა უგემურად გადაყლაპა ლუკა და მოწყენილმა ახედა მამაკაცს. -ასე მალე? -თბილისში ბევრი საქმეა. _აუხსნა და ფანჯრიდან გაიხედა. _დრო ცოტა გვაქვს. -ბეთა, რატომ მგონია, რომ რაღაცა ცუდი უნდა მოხდეს... რამდენჯერაც შემოგხედავ იმდენჯერ მგონია რომ... მგონია რომ რაღაცა მოგივა. _ცრემლმორეულმა ჩაილაპარაკა და კენტად გადმოვარდნილი კურცხალი მოიწმინდა. ბეთამ ღრმად ამოისუნთქა, სახეზე ხელები აჩქარებულმა მოისვა და ესამს გაშლილ თითებს თავისი დაადო. -გეჩვენება, მე არაფერი არ მომივა, იმიტომ რომ ჯერ შენთან ერთად ცხოვრებით არ დავმტკბარვარ!_შეპარული ღიმილით ჩაილაპარაკა, გოგონას ხელი ასწია და ტუჩებზე მიიდო. _არ ვაპირებ ასე მალე მოგშორდე!_თვალი ჩაუკრა და ანიშნა ჭამა განაგრძეო. ესმას ბედნიერს ჩაეღიმა, ცრემლები სწრაფად მოიწმინდა, ერთი ამოისრუტუნა და სალათას დააცხრა. ~~~ -რა ლამაზი ფერის თმა აქვს._როგორც კი თბილისის აეროპორტში შეაბიჯა გაბრწყინებული თვალებით გადახედა წითელთმიან გოგონას და მერე ბეთას. -იმედი მაქვს მსგავსი ფერები არ გიზიდავს. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ქალის ქერა თამას დახედა. -სხვის თავზე კი, ჩემსაზე არა. _სიცილით გააქნია თავი და აეროპორტის გასასვლელისკენ დაიძრა. _ახლა საით? -შენ სახლში დაგტოვებ, მე მამაშენთან უნდა მივიდე._ჩემოდნები ტაქსის საბარგულში ჩააწყო და უკანა კარები გააღო. -მეც წამოვალ. _გაბუსხულმა ჩაილაპარაკა და ტაქსში შეხტა. -ესმა!_მკაცრად ჩაიალპარაკა ქალის სახელი და გვერდით მიუჯდა. -კარგი, მე სახლში მიმიყვანე. _დასიჯილი ბავშვივით დაუქნია თავი და ხელები გადაიჯვარედინა. -მამაშენს მე დაველაპარაკები... თუ გინდა დედაშენს... -არა, არა, მაიკოს მე ვეტყვი. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და თავი დააქნია. _არ არის პანიკიორი, ყველაფერს გაიგებს, თანაც ამერიკიდან ცოტა-ცოტა შევაპარე._სიცილით ჩაიხითხითა და თავი მხარზე დაადო. მანქანა ესმას სახლთან გაჩერდა, ბარგის გადატანაში დაეხმარა, ეზომდე მიატანინა და უკან გაბრუნდა. სახლში შესვლას და მაიკოს გაცნობას დიდი დრო დასჭირდებოდა, ამიტომაც სხვა დროისთვის გადადეს, თანაც ახლა ვასოსთან საუბარი უფრო მნიშვნელოვანია. ჩემოდანი ღიმილით გააგორიალა ბილიკზე და ჰამაკში წამოწოლილ თოკოს ცალი თვალით გახედა. -ბედოვლათო!_ხმამაღლა შესძახა და ჩემოდანს ხელი გაუშვა. უმცროსმა დანელია ჰამაკზე წამოჯდა, თავზე ჩამომხობოლი მაისური უკან გადაიწია და დას ნამძინარები თვალებით მიაჩერდა. -ამერიკელი გიჟქალა. _თოკო სიცილით წამოხტა ფეხზე და ნელი ნაბიჯებით წამოვიდა დისკენ. ესმას წინ გაჩერდა, ერთი გემიერლად აათვალიერ-ჩაათვალიერა და ხელი კაი ძმაკაცივით გადახვია. -ერთი თვე დაგტოვე, რა იყო. _წარბწეულმა გაზომა ძმის სიმაღლე და კოპები შეკრა. _ვირო, როგორ ხარ?_ლოყები პატარა ბავშვივით გაუწელა და ცხვირზე აკოცა. თოკომ გაკვირვებულმა დაქაჩა თვალები და დის ხელები მოიშორა. -რაც დაგაბარე ჩამომიტანე?_დის კითხვას გვერდი აუარა და ჩემოდანს გადახედა._მოიცადე, მარტო ერთი ჩემოდანი რატომ გაქვს?_გაკვირვებულმა დაპირდაღებულმა კითხა დას. -ვაი მე!_შეშფოთებულმა წამოიძახა და ჯიბეზე ხელი იტაცა, ტელეფონის აპარატი სწრაფად ამოაძვრინა და ნაცნობ ნომერზე გადარეკა. _ბეთა, ჩემი ჩემოდანი დაიკ... -საბარგულშია. _სიტყვის დამთავრება არ აცადა. -უფ._ისეთი ხმით ამოისუნთქა, თითქოს გულიდან დიდი ლოდი მოხსნესო. -არ ამობარგდე, დღეს საღამოს გამოგივლი და წაგიყვან! -დღესვე?_გაკირვებულმა იკითხა და წარბწეულ თოკოს მიაჩერდა. -ხო დღესვე, ლოდინი უაზროდ გაეწლავს დროს! -ხომ იცი მე პრობლემა არ მაქვს. _ეშმაკურად ჩაილაპარაკა და გაიცინა. -რომელი პრობლემის არქონაზეა საუბარი?_როგორც კი ტელეფონი გათიშა შუბლშეკრულმა კითხა თოკომ და ბარგი სახლისკენ წააგორიალა. -ბეთა ხომ იცი? -ვიცი! -ბეთასთან გადავდივარ საცხოვრებლად. _გახარებულმა ჩაილაპარაკა და ბედნიერებისგან გაცისკროვნებული ღიმილით გახედა ერთ ადგილზე გაშეშებულ ძმას. -ეგრე სერიოზულად არის საქმე? თოკოსგან ასეთ გააზრებულ და სწორად დასმულ კითხვას არ ელოდა, განა იმიტომ რომ ბიჭი ჯერ კიდევ პატარა ბავშვივით აზროვნეს, ან ცუდი აზროვნება აქვს, არა უბრალოდ ეგონა რომ სულ სხვა რაღაცას კითხავდა. ძმის შეგნებულობა ძალიან ესიამოვნა, თავის ქნევით გადახვია ხელი და თავზე აკოცა. -უსერიოზულესად. _სასაცილოდ გაიჯგიმა და ღია კარებს გახედა. _დედა. _მონატრებული მშობლის დანახვისას აჟიტრებულმა წამოიძახა და მაიკოსკენ გაშლილი ხელებით გაექანა. ~~~ -ანუ გადაწვიტეთ?_მშვიდი გამომეტყველებით იკითხა მაიკომ და შვილს ინტერესით დააკვირდა. -კი, გადავწყვიტეთ, რომ ერთად ცხოვრება გვინდა. _გახარებულმა დაუქნია თავი და ნანუას თითებზე მოეფერა. _ -ვხედავ როგორც გინდა. _ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა მაიკომ და შვილის თვალებს ჩააჩერდა._მე ყველაფერს ვხედავ. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და მოწოლილი ცრემლების შესაკავებლად თავი ოდნავ მაღლა ასწია. -დედა._სწრაფად გადაიხარა მაიკოსკენ და ორივე ხელი მაგრად შემოხვია. -გახსოვს, ნანა ეს რომ დაიბადა... ღმერთო ჩემო, რამხელა დრო გავიდა. _ხმაში ტკივილის და ბედნიერების ბგერები შეერია. -ძალიან დიდი, ძალიან. _ღრმად ამოიხვნეშა ნანამ. -პირველად შენი გაზრდა ბეთა რომ ჩვენთან იყო მაშინ ვიგრძენი. _ღიმილით ჩაილაპარაკა მაიკომ და ცრემლი მოიწმინდა. -ბეთა აქ იყო?_პირდაღებული გაიწია უკან და ორივეს ერთდროუალდ მოავლო მზერა. -აბა შენი აზრით, ასეთი მშვიდი და წყნარი რეაქცია მარტო იმიტომ გვქონდა, რომ შენ ხარ უზომოდ ბედნიერი?_გაკვირვებულმა კითხა შვილს და ცალი წარბი ასწია. -არა, მაგრამ ბეთაზე არაფერი გითქვამთ. -ხოდა ახლა გეუბები, აქ იყო და გველაპარაკა მეც და მამაშენსაც. ხომ იცი სიმპატიური კაცების მიმართ როგორ დადებითად ვარ განწყობილი და წარმოიდგინე პატიოსანი, მართალი, მოწესრიგებული და ჩემს შვილზე შეყვარებული სიმპათიური კაცის მიამრთ როგორი ვიქნები. -ჩემზე შეყვარებული..._გაბადრულმა ჩაიჩურჩულა და თვალები ააფახუნა. ~~~ -კეთილი იყოს ჩემი ფეხი... -შენს ახალ სახლში!_შუაზე გაწყვეტილი წინადადება ბეთამ გააგრძელა და ხელი წელზე მოხვია. _ლილი და იოანე ერთ კვირაში დაბრუნდებიან. _მისაღებში შესვლისთანავე ჩაილაპარაკა და ჩემოდნები იქვე დააწყო. -მე მგონი ძალიან გაუგრძელდათ სოფელში ვიზიტი._უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და დივანზე ჩამოჯდა. -იოანე არ მოდის. -არა უშავს, სანამ ჩამოვლენ მე აქაურობას შევეჩვევი. _მხრები შეათამაშა, ფეხზე წამოდგა და ბეთას წინ აესვეტა. მამაკაცმა ცალი ხელი წელზე მოხვია, ცალით ნიკაპზე მოეფერა და ტუჩებზე ოდნავ შეეხო. წელიდან ხელი საჯდომისკენ ჩაასრიალა და მოკლე შორტის ბოლეობზე თითები შემოატარა. -შოტრის სიგრძე დასამოკლებელია. _ხმადაბლა ჩაიალპარაკა და ყელისკენ გადაინაცვლა. მამაკაცის რეპლიკაზე გულიანად გაეცინა. -როგორც წესი კაცები დაგრძელებას ითხოვენ ხოლმე. _ვნებისგან მითანგული ხმა ამოუშვა ესმამ. -დაგრძელება როცა გაცვია, მე ვიგულისხმე გახდა. _დახშული ხმით ჩაილაპარაკა და სწრაფი მოქმედებით შემოისვა მუცელზე. _რა აზრის ხარ ჩვენი საძინებლის აკუსტიკის და საწოლის გამძლეობის შემოწმებაზე? -წინააღმდეგი არ უნდა ვიყო. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ხელები კისერზე მოხვია. -რას აკეთებ?_ბეთას მაისურში გამოწყობილი გამოტანტალდა სამზარეულოში და გაზქურასთან მდგარ წელს ზემოთ შიშვლე მამაკაცს ზურგიდან მოეხვია. -ბოსტნეულს ვწვავ, გინდა?_შემოხვეულ თითებზე მოეფერა და ტაფა შეათამაშა. -სულ ვოცნებობდი ჩემი ცხოვრების მამაკაცისთვის მე გამემზადებინა დილით საუზმე. _საკუთარი თავით უკმაყოფილომ ჩაილაპარაკა და აბურდულ თმებში შეაცურა თითები. -ხვალიდან შეგიძლია ოცნების ასრულება დაიწყო. _თვალი ჩაუკრა ტაფა რკინაზე დადო და მაგის შუაგულში ჩადგა. -ტაფის მაგიდაზე დადგმა ვინ გასწავლა?_წარბწეულმა კითხა და ტაფა ისევ გაზქურაზე დააბრუნა. _გადაიღე რამდენიც გინდა. _ხის კოვზი მიაწოდა და თეფშების ასაღებად გადაიხარა. -როგორ გიყვარს შავი ფერი. _სხვათაშორის ტონით ჩაილაპარაკა ბეთამ და ფეხისწვერებზე დამდგარი ქვემოდან ზემოთ შეათვალიერა. -რაა?_გაწელილი ხმით ჩაილაპარაკა და როგორც იქნა თეფშების თაროსაც მისწვდა. არადა არ არის დაბალი გოგო, უბრალოდ კარადაა ზედმეტად მაღლა გამოკიდებული. _ლილი აქ როგორ წვდება?_დაღლილმა ღრმად ამოისუნთქა და თეფშები მიაწოდა. -ლილის თავისი კიბე აქვს, უთხარი და გათხოვებეს. _ირონიული ხმით გამოაჯავრა და ბოსტნეული თეფშზე დაუდო. -ვსიო, მეტი აღარ მინდა._ხმამაღლა შესძახა და თეფში გამოსტაცა. ბეთამ შუბლშეკრულმა დახედა ორ კინკილა საჭმელს. -ესმა, ძალიან ცოტას ჭამ!_მკაცრად ჩაილაპარაკა და თეფში გამოართვა. -ოო, კარგი რა._უკმაყოფილოდ ამოიკრუსუნა როგორც კი ბეთამ საჭმლის რაოდენობა გაზარდა. _დილით ბევრს ვერ ვჭამ, მერე მთელი დღე ცუდად ვარ. -დღეს არსად გასვლას არ ვაპირებთ. შეჭამ და თუ ცუდად გახდები მე მაქვს მკურნალობის ჩემებური მეთოდები. _თვალი ჩაუკრა, საჯდომზე უჩქმიტა და მაგიდასთან მოკალათდა. -თუ გუშინდელ მეთოდებს გულისხმობ, მზად ვარ შენი წილიც მე შევჭამო. _ვეფხვივით დაიღრინა და თითები სასაცილოდ დაგრიხა. ბეთამ ცალყბად ჩაიცინა და ჩანგალი აიღო. ~~~ -თუ ყოველ დილით ასეთი მოძრაობებით დარეცხავ ჭურჭელს, თანახმა ვარ, გეცვას ჩემი მაისურები! სამზარეულოს კარებთან მდგარმა ბეთამ ხმამაღლა ჩაილაპარაკა და ნაზად მონარნარე სხეულს ააყოლა თვალი. ესმა ღიმილით მიტრიალდა მამაკაცისკენ და ქაფიანი ღრუბელი ნიჟარაში ჩააგდო. -ჭურჭლის მანქანას რაღაცა მოუვიდა და აღარ რეცხავს. -არაუშავს, სამაგიეროდ შენ რეცხავ საოცრად სექსუალურად!_გოგონასკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა, უკნიდან ამოუდგა და ხელები სხეულზე მჭიდროდ მოხვია, სახე კი ესმას ყელში ჩარგო. -ბეთა, სამსახურში რა ხდება?_მოულოდენლად დასვა, იმ მომენტისთვის ყველაზე შეუფერებელი კითხვა. ბეთამ სწრაფად მოაშორა ტუჩები ესმას გახურებულ ყელს, ხელები მუცელს და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. -ხვალისთვის ველოდებით საბოლოო პასუხს. _მშვიდი, მაგრამ საოცრად ცივი გამომეტყველებით ჩაილაპარაკა და სკამზე დაჯდა. -ახლა როცა იციან რომ მე და შენ ერთად ვართ, როგორ ფიქრობ საშიში არ არის?_შეშფოთებული მიუჯდა გვერდით და ნიკაპი ხელებზე ჩამოდო. ბეთამ მაგიდის შუაგულში მოთავსებული ხელოვნური ხილის ვაზა თავისკენ მისწია და თითებით რკინის წვალება დაიწყო. -მთავარია ცოტახანი არსად არ გამოჩნდებ, სანამ ეს ყველაფერ არ ჩამთავრდება სახლში იქნები!_კატეგორიული ტონი ქონდა. -ხო, მაგრამ თუ საქმე გასკდა მე ყველა ვარიანტში გადმომწვდებიან, კომპანიის დირექტორი ვარ. _მხრები აიჩეჩა ესმამ, აშკრად რაღაცას ვერ იგებდა. -1 თვეა კომპანიის დირექტორი აღარ ხარ. შენს კაბინეტში შენი სამსახურიდან განთავისუფლების განცხადება დევს. _ჩვეულებრივი ტონით ჩაილაპარაკა, თითქოს ესმას ეს ყველაფერი მშვიდად და წყანრად უნდა გადაეხარშა. -რა?_გაცოფებულმა წამოიძახა და ნერწყვი ხმაურით გადაუშვა სასულეში. იცოდა რომ ეს ყველაფერი მისივე კეთილდღეობისთვის ხდებოდა, იცოდა რომ წინააღმდეგ შემთხევაში გაზეთები და სოციალური მედია ათას სისაძაგლეს მოუძებნიდა და მთელი არსებით ამოსვრიდნენ ტალახში, მაგრამ მაინც საშინლად ეხამუშა ამ ყველაფრის ერთი თვის მერე გაგება. _აქამდე რატომ არ მითხარით?_გაბრაზებული წამოდგა ფეხზე და მისაღებისკენ წავიდა. -და ახლა რომ იცი ამით რა შეიცვლება?_ხმადაბლა ჩაილაპარაკა ბეთამ და უკან მიჰყვა. -ელემენტარული ის მაინც მეცოდინება სად რა უნდა ვთქვა. ვიღაცას რომ ეკითხა, ღმერთო ჩემო. _გაბრაზებულმა მოისრისა საფეთქელბი. -აქამდე შენი დაკითხვის საშიშროება არ არსებობდა, ახლა როცა შეიძლება სადმე რამე თქვა სიმართლე იცი და ილაპარაკე რამდენიც გინდა. -და სად რა უნდა ვთქვა, რატომ წამოვედი, ან რატომ გამომიშვეს?_დივანზე ჩამოჯდა და ანერვიულებულმა ბალიში კალთაში ჩაიდო. -სხვა სფეროში უნდა მოსინჯო ძალები. -ბეთა, ეგ ყველაზე ადვ... მაგრამ რატომაც არა?! ერთ-ერთ ინტერვიუში მაქვს ნათქვამი, რომ ხატვაზე ვგიჟდები, ვიტყვი, რომ სამომავლოდ ჩემი ხაზის გამოშვებას ვაპირებ. _გაცისკროვნებული თვალებით შეიჭრა როლებში. -მე მგონი მამაშენს მართლა მოუწევს დირექტორის ვაკანსის გამოქვეყნება. _თავის ქნებით ჩაილაპარაკა დემეტრაძემ და ტელევიზორი ჩართო. -წარმოიდგინე ჩემი ხაზი, ჩემი მოდელები... რა კარგია!_გახარებულმა აცმაცუნა ტუჩები და ოცნებების ზღვაში გადაეშვა სელაპური მანერით. ბეთამ კიდევ ერთხელ ამოიხვნეშა, ამჯერად გოგონას აღტაცებით გაოგნებულმა და ტელეფონი მოიმარჯვა. _სად რეკავ?_ინტერესით ჩაეძია. -იტალიას მოდი კვირეულზე, უნდა ვკითხო ადგილები თუ აქვთ. _ირონიულად ჩაისისინა და შუბლი შეკრა. -უჟმურო!_გაბრაზებულმა ჩაიქირქილა და ტელევიზორის ეკრანს მიაშტერდა. _გადართე არ მომწონს ეს გადაცემა! -ესმა, რეკლამაა. -მერე რა, 3 საათზე კომედიური გადაცემა იწყება. კომედიის გარდა ყველაფერია, უნიჭოობის ზეიმი და ტაშ ტაშ ტარამ ტარამ! ~~~ საბანში და ბალიშებში ახლართულმა გაშალა ხელები და დილის პირველი პროცედურა განახორციელა. ხელებთან ერთად ფეხებიც გაჭიმა და მთქნარებით წამოწია თავი, მერე ისევ უკან დაბრუნდა და საბანში გაეხვია. -რომელია საათი?_ზმუილით კითხა ფანჯარასთან მდგარ დემეტრაძეს და თვალები მოისრისა. -9 ხდება. -დღეს პასუხებია ხომ?_ანერვიულებულმა ამოილაპარაკა და საწოლზე წამოჯდა. ბეთამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და ისევ ფანჯარაში განაგრძო ყურება. _როგორ ფიქრობ გამოგივათ? -თუ საბუთებით სიზუსტით ვიმსჯელებთ, უპრობლემოდ. _საკუთარ თავში და სიტყვებში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა, ესმასკენ შემოტრიალდა და საწოლისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა. -რომელ საათზე მიდიხარ?_ეშმაკური ხმით იკითხა და ქვედა ტუჩი მოიკნიტა. -არა, ესმა, ახლა არ გამოვა. _ეშმაკობას მიუხვდა და თავი გააქნია. _ერთ საათში იქ უნდა ვიყო. _ქალისკენ ოდნავ გადაიხარა, გაბუსხულ ტუჩებზე ხმაურით აკოცა და თითები საჯდომისკენ გააპარა საჩქმეტად. -ნუ იცი შენ ეგ._სიცილით მისცხო მკლავზე ხელი და აწითლებულ დუნდულაზე თითები მოისვა. _მიმწარებ სულს. _თვალები გადაატრიალა და ფეხზე წამოდგა. _საუზმეს გაგიმზადებ. ხედავ? ოცნებას ვიხდენ!_კისკისით ჩაილაპარაკა და სკამზე გადაკიდებული გრძელი, თხელი ატლასის ხალათი შემოიცვა. -არაფერი არ მინდა, მარტო ყავა გამიმზადე. _ტელეფონში ჩაჩერებულმა ჩაილაპარაკა და შუბლი შეჭმუხნა. -მოხდა რამე?_აფორიქებული მიუახლოვდა მამაკაცს. ბეთას კითხვაზე არ უპასუხია ისე ეცა პიჯაკს და შემოიცვა._ საით?_კარებისკენ წასულს აედევნა. -ესმა, სატელეფონო ზარებს არ უპასუხო, არც მეილის შეტყობინებებს და საერთოდ, შეეცადე დღეს წიგნი იკითხო!_ხელები ლოყებზე მოკიდა, ტუჩები შუბლზე მიაწება და კატეგორიული ტონით მოსთხოვა წიგნის კითხვა. დანელიამ გაკვირვებულმა დაუქნია თავი და პიჯაკის საყელო შეუსწორა. -ძალიან გთხოვ, თავს გაუფრთხილდი. _გულაჩქარებულმა მუდარით ჩაილაპარაკა და ტუჩებზე ოდნავ შეეხო. _მიყვარხარ. _კიდევ ერთხელ გაუმეორა გულიდან და სულიდან წამოსული ერთი სიტყვა და გასასვლელისკენ წასულს თითებზე მაგრად ჩაებღაუჭა. გრძნობდა რომ რაღაცა ისე არ იქნებოდა, ყველაფერი ასე მარტივად და ადვილად არ ხდება, როცა საქმე ბინძურ და ბნელ ბიზნეს ეხება. ანერვიულებული ერთ ადგილზეც ვერ ჩერდებოდა, გამუდმებით წინ და უკან დადიოდა და ნერვიულად კბენდა თითის ძვლებს. ბოლოს სიარულით ძალაგამოცლილი სამზარეულოში შევიდა და მაგარი ყავა გაიმზადა. ბეთას მოთხოვნას ასრულებს, ტელეფონზე შემოსული არცერთი ზარისთვის უპასუხია, კოპიუტერს ხომ საერთოდ არ გაკარებია, მაგრამ არც წიგნის კითხვით მოუკლავს თავი. ერთხელ მაიკომ დაურეკა, მაგრამ არ უპასუხა, მერე უცხო ნომერი დაფიქსირდა, არც იმას არ უპასუხა, ბოლოს გულმა ვერ მოუთმინდა და ტელეფონი სამზარეულოში გაიტანა ზარებმა რომ არ შემაწუხოსო... -ბეთამ რომ დარეკოს?_დაფიქრდა და ისევ სამზრეულოსკენ მოკურცხლა. კარების ხმაზე გახარებული გაიქცა შემოსასვლელისკენ, მაგრამ შავებში გამოწყობილი მამაკაცის დანახვისას ფერი ეცვალა. -ბატონმა ბეთამ პროდუქტების მოტანა დამავალა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა კაცმა და დატვირთული პარკები დაანახა. -სამზარეულოში შეიტანეთ და მე მივხედავ, მადლობა... ზურა, ბეთას ხომ არ დაურეკავს?_გასვლისას მაინც ვერ გაძლო და კითხა. მამაკაცმა უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია და კარები გაიეკტა. ^?^?^ -შენი აზრით ამ ფარატინა ფურცლებით შეძლებ ჩემს ჩაძირვას?_ცინიკური ღიმილით იკითხა საბამ და ფურცლებზე მიუთია. ბეთა საოცრად მშვიდი, გაწონასწორებული და ადამიანური სახით ცდილობა მამაკაცის უაზრო რეპლიკების და ირონიის მსხვერპლი არ გამხდარიყო. მისთვის საშინლად რთული იყო ერთ დროს საყვარელი ქალის რეალურ მკვლელთან ერთად ჯდომა და სიმშვიდის შენარჩუნება. ნინო ზუსტად პირველი ბავშვის მოშორებით გამოწვეულმა ტრამვებმა გადაიყოლა მშობიარობის დროს და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საბასთანაა კავშირში. -ესმა მეცოდება. _მოულოდნელად ახსენა ბეთასთვის იმ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სახელი. მამაკაცს მზერა შეეეცვალა, ყბები დაეჭიმა და ხელები დაემუშტა. _რეაქცია კარგი გაქვს, მაგრამ მაინტერესებს სიმართლე თუ იცის?!_ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა და თვალი ჩაუკრა. _რა თქმა უნდა, არაფერიც არ იცის. _ბოროტულად გადაიხარხარა და თავი დააქნია. _შენი აზრით როგორი რეაქცია ექნება როცა გაიგებს, რომ შენც ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხარ?_პიკი იყო! ვეღარც ბეთამ მოითმინა, სწრაფად წამოიჭირა ფეხზე, საბამ გააზრებაც ვერ მოასწრო ისე ეცა საყელოში და სავარძლის საზურგეს მთელი ძალით ააკრო. -დაიმახსოვრე, ესმა აღარასოდეს აღარ ახსენო!_გაყინული ხმით ჩაილაპარაკა და საყელოს მთელი ძალით მოუჭირა ხელი, ცოტაც და ალბათ კისრით გაგუდავდა, მაგრამ დროულად შემოაღო ოთახის კარი შარვალ-კოსტუმში გამოწყობილმა უცნობმა მამაკაცმა. -კორუფციასთან და ფინანსურ მაქინაციებთან ბროძლის სამსახურის უფროსი გამომძიებელი გიორგი ლებანიძე. საბა წერეთელი, დაპატიმრებული ხართ ზემოთ აღნიშნული ქმედებების განხორციელებისთვის! _მამაკაცმა მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა და თანამშრომელის დამხარებით მოაშორა ბეთას სხეული გაკვირვებული და შეშინებული საბას სხეულს. -ხო, მეც ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ, მაგრამ შენგან გასნხვავებით მე ჩემი ქალის ფასი ვიცი!_ირონიული ღიმილით ჩაუკრა თვალი და “ფარატინა” ფურცლები გაუწოდა ბატონ გიორგის. -ბეთა._გახარებულმა შესძახა როგორც კი სახლში შესული დემეტრაძე დაიგულა. აფორიქებული გაექანა მამაკაცისკენ და საღსალამათს მთელი ძალით მოეხვია. _სად ხარ აქამდე, მოვკვიდი ნერვიულობით. _ტირილით ამოილაპარაკა და ტუჩები მკერდზე მიაწება. _მითხარი რომ ყველაფერი კარგად არის. _მუდარით წარმოსთქვა და ბეთას შემოხვეულ ხელებს დაეყრდნო. დემეტრაძემ თვალის ჩაკვრით გასცა პასუხი, ესამს წამებში გაეხსნა დაძაბული სახე და გახარებულმა ჩაიცინა. -შეგიძლია მშვიდად მიიღო გადაწყვეტილება. _ხმადაბლა ჩასჩურჩულა ბეთამ. -რა გადაწყვეტილება?_გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები. -იტალიის მოდის კვირეული თუ მამაშენის კომპანიის დირექტორობა. -უჟმური კი ხარ, მაგრამ იუმორის გრძნობა მაინც გაქვს. _ცინიკური ხმით გამოაჯავრა და ყელი მოიღერა. _მაგრამ ამ ეტაპზე შენს... ისე რომ დაფიქრდე ერთმანეთის რა ვართ მეც კი არ ვიცი. _რაღაცნაირად სევდიანი ღიმილით ჩაილაპარაკა. -შენ ხარ ქალი რომელიც აუცილებლად გამიჩენს შვილებს, ქალი რომელთანაც იოანე თავს ძალიან კარგად გრძნობს. _ოდნავ დაიხარა მისკენ და “შეკრულ” ბაგეებზე აკოცა. -იცი ეგ ჩემთვის რამდენს ნიშნავს?_ცრემლმორეულმა ჩაილაპარაკა და შუბლი გულ-მკერდზე მიადო. -მე მგონი დროა პირველ შვილზე ზრუნვა დავიწყოთ. _ვნებიანი ხმით ჩაილაპრაკა ბეთამ. -რატომ პირველზე, მეორე... იოანე ნუ გავიწყდება, მერე რა ჩემი შვილი რომ არ არის. _სწრაფად გააპროტესტა და კოპები შეყარა. -ესმა, საერთო პირველ შვილზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ! იოანეზე ვიზრუნე თავის დროზე. -ოღონდ აქედანვე უნდა შევთანხმდეთ, ბავშვს ბაღში და თუ საჭირო გახდა სკოლაშიც შენ ატარებ! _კატეგორიული პირობა წაუყენა და წარბი ასწია. -კვების რეჟიმზეც მე ვიზრუნებ. _ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და გუდასავით გადაიკიდა მხარზე. _მეჩვენება თუ ამ ბოლო დროს საჯდომი დაგიმრგვალდა?_დახშული და ცინიკური ხმით იკითხა დემეტრაძემ. _რაო პატარავ, ვარჯიშები დავიწყეთ?_ჩაცინებით “გაშიფრა” დანელია და საჯდომზე გაშლილი ხელი დაუტყაპუნა. ოდნავ შეღებილი საძინებლის კარები ფეხის დახმარებით გააღო და მხარზე გადაკიდებულ ქალთან ერთად საწოლისკენ დაიძრა. როგორც კი საწოლზე დააწვინა, ესმამ ღრმად ამოიხვნეშა და გაწეწილი თმები სულის შებერვით მოიშორა სახიდან. -სისხლი ჩამექცა. ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ოდნავ ატკიებულ თავზე მიიჭირა ხელები. ბეთამ ჯერ პიჯაკი გაიხადა, მერე პერანგის ღილების შეხსნა დაიწყო გულის გამაწვრილებელი სინელით. ესმამ წარბები შეყარა და მოთმინებით დაელოდა როდის გამოაჩენდა მამაკაცი ნავარჯიშებ სხეულს. როგორც კი ბოლო ღილისკენ წაიღო ხელი, ესმამ გადაწყვიტა საკუთარი ინიციატივთ გაედაეძრო მაისური და თითებით ბოლოებს ჩააფრინდა, მაგრამ ბეთას ხელებმა შეაჩერა. -შენ გხდი მე!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და სწრაფად გადააძრო განიერი მაისური, მერე კი მის მადისაღმძვრელად მომზირალ მკერდს დააკვირდა. მუცელზე ოდნავ აუსვა თითები და შორტის ღილს წაეტანა, მაგრამ ისეთი უხეირო შორტი აღმოჩნდა ცოტა გაუჭირდა და ძალის გამოყენებით მოუწია შორტის ზედა ნაწილისგან განთავისუფლება. ~~~ -ესმა. როგორც კი მისაღებში მდგარი ნაცნობი სილუეტი დაინახა გახარებულმა წამოიძახა ქალის სახელი. დანელიამ დამორცხვილმა გადახედა ჯერ ლილის, მერე ჩემოდნებით დატვირთულ ბეთას და ბოლოს იოანეს, რომელიც მისკენ წასვლას გეგმავდა, მაგრამ თან თავს იკავებდა. -იო. _სახელის ფორმა იმ წუთებში შეუმოკლა გაკრეჭილ ბიჭს და მისკენ წავიდა. _როგორ გაზრდილხარ._სიცილით აუჩეჩა თმები და ორივე ლოყა ხმაურით დაუკოცნა, მერე კი გულზე მიიხუტა. -სოფელში სუფთა ჰაერი და კარგი კვებაა. _აუხსნა ბავშვმა და პაწაწუნა ხელები მოხვია ზურგზე. -ძალიან გამიხარდა ბეთან რომ მითხრა ჩვენთან გადმოდისო. _იოანეზე მიხუტებული, ფიქრებიდან ლილის ხმამ გამოიყვანა. სწრაფად ასწია თავი და ქალს ღიმილით ახედა._მართალია სამზარეულოში შემცილებლებს სულ ვემტერები, მაგრამ დროებით ასპარეზს შენ დაგითმობ. _თვალი ჩაუკრა და ჩანთა იქვე მდგარ სავარძელზე დადო. დაბნეულმა გადახედა ბეთას, ვერ მიხვდა რას გულსიხმობდა ლილი. -1 თვით თავის ძმასთან მიდის. _ხმადაბლა აუხსნა და კიბეებისკენ წავიდა. -იო, მიდი ხელები დაიბანე და ჭამე. _ღიმილით მიუტრიალდა ბავშვს და სააბაზანოსკენ გაამწესა. _მეც ძალიან გამხიარდა თქვენ რომ ჩემი აქ გადმოსვლა გაგიხარდათ. _დაბნეულმა აათამაშა ხელები. -მთავარია ბეთა და იოანე იყოს ბედნიერი და მთავარია შენ ხარ კარგი გოგო!_მკლავზე მოუთათუნა თითები და კიბეებისკენ წავიდა. _ბეთა, ჩემი ჩემოდანი დატოვე, ყველაფერი სუფთაა და ბარემ მაგით წავალ. -დღესვე მიდიხართ?_გაკვირვებულმა დააღო პირი. -არა, გვიან ღამე მივფრინავ, მაგრამ ჩემოდნის აქეთ-იქით თრევას რა აზრი აქვს. -მიფრინავთ?_კიდევ უფრო დაიბნა და გამოშტერდა. -ჩემი ძმა რუსეთში ცხოვრობს. _დაბნეული გაანათლა. ~~~ -შენ არაფერს შეჭამ?_მაგიდაზე თეფშები დაალაგა და საბუთებში ჩაჩერებულ მამაკაცს გადახედა. -მე ყავა გამიკეთე. _წამით ახედა, თვალი ჩაუკრა და ისევ საქმე განაგრძო. -ცოტა მაინც გეჭამა, დილის მერე არაფერი გიჭამია. _მუდარით ააფახუნა თვალები. _იცოდე არც მე შევჭამ!_ამ ხერხით სცადა ბეთას სუფრასთან მოტყუება. მამაკაცმა სწრაფად ასწია თავი და შეკრული შუბლით მიაჩერდა ტუჩმოკვნეტილ დანელიას. -ყავა გამიკეთე და მაგიდასთან დაჯექი! ~~~ -ნუ დამელოდები, დაწექი და დაიძინე!_გასვლისას ჩაილაპარაკა და დეიდამისის ჩემოდანს მოკიდა ხელი. -იოანემ რომ გაიღვიძო?!._შეშფოთებულმა ჩაილაპარაკა. -იოანე არ გაიღვიძებს და თუ გაიღვიძებს უკვე დიდი ბიჭია და მიაგნებს რაც უნდა. -კეთილი მგზავრობა. _სწრაფად გადაერთო ლილიზე და ღიმილით გადაეხვია. -ახლა ყველაფერს შენს იმედზე ვტოვებ, იცოდე იოანეს კვების რეჟიმი აკონტროლე! ყველაფერი მაცივარზეა გამოკრული!_კატეგორიული ტონით გააფრთხილა და ლოყაზე აკოცა. -აუცილებლად. _ღრმად ამოისუნთქა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა. მართალია ბეთამ უთხრა დაიძინეო, მაგრამ თვალი ვერ მოხუჭა. გაბრუებული იჯდა ტელევიზორით განათებულ ოთახში და უაზროდ მისჩერებოდა ამერიკულ გადაცემას. პირველი შემთხვევაა, ბეთას ღამის საათებში რომ ელოდება და არ ეძინება. მაგრამ ცოტა არ იყოს და ეს ყველაფერი სიამოვნებს, მოსწონს ლოდინის რეჟიმი, იცის რომ ცოტახანში მისი საყვარელი მამაკაცი შემოაღებს კარებს და ესმა ხელებგაშლილი წავა მისკენ, ბეთას კი ამ ქმედებით დაღლილობას მოუხსნის და გულის სიღმეში აუცილებლად გაახარებს. ესმასთვის კი ეს ძალიან მნიშნვლეოვანია! კარებოს ჩხაკუნზე სწრაფად მიატრიალა თავი უკან და სიბნელეში მკრთალად გამოსახულ სილუეტს თვალებმოჭუტული დააკვირდა. -ბეთა._ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. -რატომ არ გძინავს?_წარბწეულმა კითხა, გასაღები ხის კალათაში ჩააგდო და პიჯაკი გაიხადა. -ვერ დავიძინე. _თავი გააქნია და სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა. _ამდენიხანი რატომ გაჩერდი? -რეისი ნახევარი საათით გადაიდო და რეგისტრაციის დროს პრობლემები შეექმნა. -ახლა ხომ ყველაფერი კარგად არის? -სხვა შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდი. _ესმასკენ დაიხარა და შუბლზე აკოცა. _ადი დაწექი და მეც მალე შემოვალ, წყალს გადავივლებ. _ფეხზე წამოაყენა და კიბეებისკენ წაიყვანა. დილით ადრიანად გაახილა თვალები, არადა როგორც წესი გვიან თუ იძინებს მეორე დღეს ადგომა საშინლად უჭირს. ბეთას მხარეს ნელა გადატრიალდა და მძინარე მამაკაცს ღიმილით აკოცა ტუჩთან ახლოს. დემეტრაძე ოდნავ შეიშმუშნა, მაგრამ ძილი არ გაუწყვეტია. ესმა ფრთხილად წამოდგა ფეხზე, ხალათი მოიცვა და კარებისკენ ფეხისწვერებით წავიდა. -აბა აქ რა გვაქვს._მაცივარზე გაკრულ იოანეს კვების რეჟიმს დოინჯშემოდებული ჩააჩერდა. _ეს ქალი ნამდვილი დესპოტია. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა და საცოდავად შეჭმუხნა შუბლი. _მოხარშული წიწიბურა და კვერცხი. _სახედამანჭულმა გამოაჯავრა და კარადიდან ქვაბი გამოიღო. -რა ადრე ამდგახრხარ. _სპორტულ შარვალსა და წელს შევით შიშვეული გამოეცადა ბეთა. -ხო, გამეღვიძა და საწოლში ვეღარ გავჩერდი. იოანეს საუზმეს ვამზადებ, შენ რა მოგიმზადო? _წიწიბურაზე მიუთითა და მაცივარი გამოაღო. -მეც იოანეს ჩავეზიარები. -რანაირი ხალხი ხართ._ტუჩები აატრიალა და მაცივრიდან კვერცხი და ლორი გამოიღო. _საუზმე არის ეს! ბეთა უსიტყვოდ მივიდა ყავის აპარატთან და შავ ღილაკს თითი დააჭირა. -დღეს მიდიხარ სადმე? -კი, კომპანიაში საქმეები მაქვს, შენ აღარ აპირებ სამსახურში გასვლას? -სანამ იოანესთან მარტო ვარ, რა თქმა უნდა არა!_შეიცხადა და თავი გააქნია. -რატომ, მარტო ვერ ტოვებ?_ცალყბად ჩაიცინა ბეთამ. -თუნდაც, მოიცადე თქვენ რა 6 წლის ბავშვს. -არა, ზურა აქცევს ყურადღებას. -ხო, მაგრამ... -ესმა, შენ თუ სამსახურსი გასვლა გინდა უნდა გახვიდე, იოანეს სახლში დარჩენა პრობლემას არ წარმოადგენს. -ჯერ არსად გასვლა არ მინდა!_ჩაილაპარაკა ნაწყენმა, ვითომ მართლა ვერ ხვდება რომ ესმას ბავშვთან დარჩენა უნდა? როგორ არა, ხვდება, უბრალოდ ქალის ნერვებზე თამაშს არის მიჩვეული. -დილა მშვიდობისა._პიჟამაში გამოწყობილი, თმააბურძგნული იოანე შევიდა სამზარეულოში. -დილა მშვიდობისა. _გალაღებულმა ჩაილაპარაკა და ზურგს უკან თითები ერთმანეთში ახლართა, მის ქცევაზე ბეთას გულიანად ჩაეცინა. ესმამ გაბრაზებულმა უჩქმიტა მხარზე და იოანესთვის სკამი გამოსწია. _წიწიბურა და კვერცხი გაგიმზადე. -ლილი რუსეთიდანაც ფორმაშია. _თავის ქნევით ჩაილაპარაკა ბავშვმა და სკამზე მოკალათდა. _დილა მშვიდობისა, მა. _ღიმილით ჩაუკრა წარბწეულ მამას თვალი და წიწიბურას უგემურად დააჩერდა. -არ გინდა ხომ?_ბავშვის საცოდაობით იწვოდა ესმა. იოანემ ჯერ ბეთას გადახედა, მერე ისევ ესმას და უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია. _შენ არაფერი გვითხრა!_თითის აწევით გააფრთხილა ბეთა და სიცილით წამოფრინდა სკამიდან. _კვერცხს და ლორს გაჭმევ, მე მგონი ერთი ცოდვა არ გაგვწირავს. _ლოყაზე უჩქმიტა და მაცივრიდან იოანეს სამყოფი ლორი და კვერცხი გამოიღო. -სალათა დაგიჭრა?_ვერანდაზე წამომჯდარ ბიჭს გასძახა ესმამ და წინსაფარზე სველი თითები შეიმშრალა. -შენ რომ იცი ისე, ლიმონიც მოასხი, რა. _ღიმილით ჩასძახა და წიგნის კითხვა განაგრძო. -მანდ შეჭამ თუ აქ ჩამოხვალ? -შენც აქ ამოდი, იცი რა კარგი ჰაერია. საერთოდ არ თვლის რომ იოანეს ათამამებს, მართალია ბეთა სულ თვალებს უბრიალებს, მაგრამ მამაკაცს ბავშვთან მოქცევის არცერთი წესი და მანერა შეუსწორებია, პირიქით მე მგონი კმაყოფილიც არის იოანე და ესმა ასე კარგად რომ უგებენ ერთმანეთს, კერძებშიც კი. ორივე ხვდება რომ ლილის დაწერილი რეჟიმი ერთი დიდი წამებაა იოანესთვის. ბეთას შვილის კვების რეჟიმის გადასხვაფერებასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს, თითქოს ჭამასთან ერთად ხასიათიც გამოეცვალა იოანეს, ახლა სულ გაღიმებული და გალაღებული დადის, სახლშიც უფრო მეტს საუბრობს. -ხომ ხედავ ბავშვისთვის კვების რეჟიმილი კი არა სწორად მიდგომაა მთავარი. _ეზოდან შემოსული იოანეს დანახვისას გადაულაპარაკა საყვარელ მამაკაცს და მხარზე თავი დაადო. _იმედია ლილის არ ეგონება, რომ იოანეს ვათამამებ და ცუდად არ გამიგებს, მაგრამ მისი რეჟიმი ბავშვს ხასიათს უწამლავს. _ხმადაბლა, შეპარვით ჩაილაპარაკა და კიბეებს ახედა. _ბავშვს მარტო შენი ესმის და მარტო შენ გიყურებს, იცის რომ შენ ხარ მისი ერთ-ერთი და მთავარი მაგალითი, მაგრამ გარე სამყაროსთანაც სჭირდება კონტაქტი. ამასწინებზე ვკითხე, სკოლაში მეგობრებთან ერთად შესვენებებზე რითი ერთობი-მეთქი და არაფერი მიპასუხა. იმიტომ, რომ არ ერთობა. -ვიცი რომ ღელავ, მაგრამ იოანე დაბადებიდან რთული ბავშვია, ძნელად აღიქვამს ყველაფერს. შენ გგონია რომ მისთვის ასეთი გადამწყვეტია დილით რას შეჭამს, წიწიბურას თუ ლორს? არა, უბრალოდ იოანეს უნდა რომ შენთან იყოს კარგად და ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს, გონია რომ თუ ლორს შეჭამს შენ მოაგიახლოვდება და გაიხსნება. მე ვიცნობ ჩემს შვილს და ვიცი რომ მისთვის წიწიბურა უფრო სასარგებლოა ვიდრე ლორი, მაგრამ აქ საქმე საკვებს არ ეხება. იოანეს უნდა რომ შენში რაღაცა აღმოაჩინოს, ეძებს, ვიღაცს ეძებს და არ ვიცი როდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად იპოვის! ესმამ ღრმად ამოიხვნეშა და თავი ასწია, ბეთა მართალია, თუმცა ბავშვს მეორე ცხოვრების წესი აშკარად ძალიან მოსწონს და ესმა შეეცდებოდა რომ იოანესთვის ეს ყველაფერი უფრო სასიამოვნო გახდეს და ბავშვმა შეძლოს იმის პოვნა რასაც ასეთი მონდომებული ეძებს. -საზაფხულო სალათა გავაკეთე, ხომ შეჭამ?_ბეთამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ფეხზე წამომდგარ ქალს მიჰყვა. _შენ ეს თეფშები აიტანე და მეც ახლავე ამოვალ. _სინზე დაწყობილი ჭურჭელი მიაწოდა და სალათის ასაღებად მიტრიალდა. ~~~ -დაგადე!_კატეგორიული ტონით შესძახა იოანემ და ეზოს ბოლოში გაქცეულ ესმას სიცილით გახედა. -არა, ხელი არ შემხებია და რანაირად დამადე?_გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები და ბურთს დასწვდა. -ესმა, ჭინჭყლობ. _თითი დაუქნია იოანემ და ქალისკენ სწრაფი ნაბიჯებით გაიქცა. -ბეთა, გესმის რას მეუბნება? ჭინჭყლობო. _იქვე მჯდარ მამაკაცს გასძახა ესმამ და ბურთთან ერთად აუზისკენ მოკურცხლა. ბეთამ თავზე დამხობილი იოანეს მაისური მოიძრო და ეზოში მორბენალ ქალს და ბავშვს შუბლშეკრული მიაჩერდა. -არ დაიღალეთ? -იოანე, დაიმახსოვრე არასოდეს გაიმეორო მამაშენის ეს ქცევები და აუცილებლად ეთამაშე საყვარელ ქალს ფრემბურთი!_თითის ქნევით გადასძახა ბავშვს და ბურთი მისი მიმართულებით ისროლა. -უამრავჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, მე ჩემი თამაშები მაქვს რაზეც უარს არასოდეს გეუბნები!_ხმადაბლა გადასძახა იქვე მდგარ ქალს და ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი. -ჩუმად ბავშვია. _დარცხვენილმა და ლოყებაწითლებულმა დააბაკუნა ფეხი მიწაზე და თვალები გადაატრიალა. -კომპლექსიანი ჩურჩუტი! _თავისთვის ჩაილაპარაკა ბეთამ და შვილის მაისური ისევ თავზე დაიფარა. ესმამ თვალებდაწვრილებულმა გადახედა მამაკაცს და გონებაში მზაკვრული გეგმის დასახვა დაიწყო. ~~~ -ამ ბოლო დროს თავის ტკივილები დამეწყო და დავიჯერო მართლა მზის ბრალია?!_მაზი თითებზე ნაზად შეიზილა და საწოლში შეწვა. -არ არის გამორიცხული. _მიძინებული ხმით ჩაილაპარაკა და გადასაფარებელი მიაფარა. -ანუ მზე ჩამივარდა თავში. _თავისთვის ჩაიბურტუნა და ხელები გადასაფარებლის ზემოდან დააწყო. _ბეთა, შენი აზრით მზეჩავარდნილი დედა როგორი ვიქნები?_გულუბრყვილოდ კითხა და მისკენ გადატრიალადა. -მზეჩავარდნილი დედა, მზეჩავარდნილი დედა იქნები. _აშაკრად არ იყო საუბრის ხასიათზე. -კარგი რა, გამოფხიზლდი. _გაბუსხულმა მისცხო ხელი მხარზე და ფეხებზე ცივი ტერფები აუსვ-დასუვა. ბეთა ოდნავ შეიშმუშნა, ცალი ხელი ესმას წელს მოხვია და თავისკენ მიიზიდა. _რანაირი ხარ რა, როგორი დედა ვიქნები-მეთქი გეკითხები და იქნებ უნდა გითხრა ორსულად ვარ-თქო?_ტუჩები მამაკაცის ყელს მიაწება და ისე აწუწუნდა. -ორსულად არ ხარ, ჯერ ეგრეც არ მომინდომებია. _ირონიული ხმით ჩაილაპარაკა და ტუჩები საფეთქელზე მიადო. -მერე რატომ არ ინდომებ? არ გინდა მეორე შვილი?_გულწრფელად შეაწუხა მამაკაცის სიტყვებმა. ბეთამ სწრაფად გაახილა ორივე თვალი, ესმა ოდნავ უკან დასწია და ცივი მზერით მიაჩერდა. -შენი აზრით მზად ხარ ერთდროულად იყო ორსულიც და იოანეს ამტანიც?_წარბწეულმა კითხა, რამდენიმე დღის წინ ესმას რეპლიკებიდან გამომდინარე და შუბლი შეკრა. -რატომაც არა?! თანაც ერთ თვეში ლილი ჩამოვა და მომეხმარება. _მხრები აიჩეჩა და ქვედა ტუჩი მოიკნიტა. -მაშინ დროა საქმეს შევუდგეთ. _გოგონასკენ გადაიხარა და მოშიშვლებულ ყელზე ტუჩები მიაწება. _ბევრი სამუშაო გვქონია. _ვნებამორეული ხმით განაგრძო და ესმას მადისაღმძვრელ ტუჩებს დაეძგერა. ~~~ იოანესთან ურთიერთობა არ უჭირს, ბოლოს და ბოლოს თოკო სულ მისი გაზრდილია, მაგრამ განსხვავება მაინც არის. ძნელია გვერდით დაუდგე და ბურთი ეთამაშო ბავშვს რომელიც შენი საყვარელი კაცის შვილია, უნდა არ უნდა თითოეულ სიტყვას ზომავს. იცის რომ ამ ორი ადამიანის ურთიერთობა ბეთასთვის ყველაზე მთავარია და ალბათ ზუსტად ამის გამო უნდა, რომ არასოდეს შეექმნას იოანესთან პრობლემა. დილის ცხრის ნახევარზე გაახილა თვალები, ადრე ადგომას მიეჩვია, მითუმეტეს როცა სამსახურში არ დადის. კომპანიის საქმებს სახლიდან აგვარებს და მეილის დახმარებით უგზავნის ნინეს. ბოლომდე ჩაძირვა და სახლში გამოკეტვა არ უნდა, მაგრამ არც კაბინეტი მონატრებია და სახლიდანაც მშვენივრად ართმევს სამუშაოს თავს. იგრძნო რომ საწოლის მეორე მხარე თავისუფალი იყო, ზმუილით გადატრიალადა ბეთას მხარეს და მთქნარებით გაახილა ჯერ მარჯვენა, მერე მარცხენა თვალი. მამაკაცი გარდერობთან იდგა და პერანგის ღილებს იკრავდა. -დილა მშვიდობისა. _მთქნარებით ჩაილაპარაკა და საწოლზე წამოჯდა. ბეთამ წარბწუელმა გამოხედა ქალს, მკლავებზე ღილები შეიკრა, მისკენ წავიდა და საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა. -კარგად ხარ?_შეცვლილი ხმით კითხა და ლოყაზე თითები მიადო. _ესმა, სიცხე გაქვს. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ახლა უკვე ტუჩები მიადო შუბლზე. _თანაც ძალიან მაღალი. _სწრაფად წამოდგა ფეხზე, საგულდაგულოდ შეკრული პერანგის სახელურები გახსნა და იდაყვამდე აიკეცა, მერე კი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი. ესმამ ვერაფრის გააზრება ვერ მოახერხა, მამაკაცის სიტყვებიც კი ვერ გაიაზარა ისე სწრაფად გავარდა ბეთა. გაკვირვებულმა მიიდო თითების ზურგი შუბლზე და დაღლილი ქუთუთოები ძალდატანებით ასწია. -რა დროს სიცხე იყო. _დაიწუწუნა და თავი ბალიშზე დადო. კარების ხმაზე სწრაფად გაახილა თვალები და მინის ჯამით ხელში ბეთას გადახედა. -წყალი უნდა გადამასხა? მერე ეგ მიშველის?_სიცილით კითხა და ახურებულ ლოყებზე თითები მიიდო. ბეთამ შუბლშეკრულმა გადახედა, ჯამი იქვე მდგარ ტუმბოზე დადო და თხელი ნაჭერი დაასველა, მერე კი ესმას ახურებულ შუბლზე დაადო. _ფუ, ძმარი. _უკმაყოფილოდ დამანჭა ტუჩები და ცხვირი აიბზუა. _წამლებს დავლევ, ოღონდ ეს მომაშორე, რა. _მუდარით ჩაილაპარაკა და ხელი ნაჭრისკენ წაიღო, მაგრამ ბეთას დაბრიალებულმა თვალებმა და გაყინულმა მზერამ შეაჩერა. -წამლებზე ზურას გავუშვებ და მოგიტანს, ხელი არ მოკიდო!_კატეგორიული ტონით გააფრთხილა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. -რა ხდება?_ოდნავ დახურულ კარს მიღმა იოანემ ხმადაბლა დაიძახა და კარებზე ორჯერ ზედიზედ დააკაკუნა. -შემოდი. _ნებართვა მისცა ბეთამ და თავი ღიმილით გააქნია. -ესმას რა სჭირს?_შეჭუხებულმა გადახედა შუბლშეხვეულ სადედინაცვლოს და პიჟამას გრძელი შარვალი მაღლა აქაჩა. -სიცხე აქვს. -ძმრიანი წყალი. _ჯამს გადახედა და საწოლზე აძვრა._1 საათში გამოგაფხიზლებს. _თვალი ჩაუკრა და მამას ახედა._მამას საუკეთესო მეთოდია, მე რომ სიცხე მაქვს სულ ასე მკურნალობს ხოლმე. _ენად გაითქვიფა ბიჭი. მიუხედავად მოთენთილი და დაღლილი გონებისა მაინც საშინლად სიამოვნებდა იოანეს ხმის გაგონება, რომელსაც რატომღაც ბეთას პატარაობასთან აკავშირებდა. -მერე ახლა რომ ვირუსი გადაგდო არ გეშინია? -შენ ახლა სიცხე გაქვს, რომელ ვირუსზე საუბრობ?_მხრები აიჩეჩა და პატარა თითები ლოყაზე მიადო. _შემოგიწვები, რა._ მუდარით ჩაილაპარაკა და თვალები ააფახუნა. -მართლა არ გადაედება?_ხამდაბლა კითხა უფროს დემეტრაძეს. ბეთამ მხრები აიჩეჩა და ოდნავ შემშრალი ნაჭერი ისევ წყალში ჩადო. ესმამ ღრმად ამოიხვნეშა და შუბლმოკუჭულ იოანეს გადახედა, ბავშვს აშკარად გულწრფელად უნდოდა სიცხიან ესმასთან ერთად ლოგინში კოტრიალი. _მაშინ მოდი. _სიცილით ასწია საბანი. იოანე გახარებული აფართხალდა და საბანში ჩაძვრა. -იცი რატომ მოგიწექი?_ხამდაბლა კითხა და საბანს ჩაებღაუჭა. _იმიტომ რომ სიცხიანები ძალიან ცხელები ხართ, მე კიდევ სიცხე ძალიან მიყვარს. _განუმარტა და სასაცილოდ დაკრიჭა კბილები. -უყურე შენ, მე კიდევ ვიფიქრე ჩემთან ახლოს ყოფნა უნდა-მეთქი. _მოჩვენებით გაიბუსხა და ქვედა ტუჩი “სატირლად” დაბირცა. ~~~ თვალები ზანტად გაახილა და ჩაბნელებულ ოთახს მოავლო თვალი, ახსოვს რომ ბეთას მკერდზე თავდადებულს ჩაეძინა მისაღებში, მაგრამ სურნელით თუ ვიმსჯელებთ ახლა ჩაბნელებულ საძინებელშია. როგორ არ უყავრს ასეთი სიტუაციები, დღე დაიძინებს და ღამე ეღვიძება, მერე მთელი ორი საათი არკვევს რომელი დღეა და რომელი რიცხვი. გაბრუებული იყო, მომენტებში თავის ტკივილსაც გრძნობდა. -ბეთა._ხმადბალა ჩაიჩურჩულა მამაკაცის სახელი, საკუთარი ხმა თავადაც ვერ იცნო ისეთი შეცვლილი და დასუსტებული ქონდა. ქალის ხმის გაგონებისთანავე შეიშმუშნა ბეთა, ღრმად ამოისუნთქა და სავარაუდოდ თვალებიც გაახილა. -სიცხე აღარ გაქვს._ტუჩები ლოყაზე მიაწება და ხმაურით აკოცა. -მშია. _მიმკვდარუნებული ხმით ჩაილაპარაკა და დაღლილი თვალები ისევ დახუჭა. -წვნიანს ხომ შეჭამ?_საბანი გადაიძრო და ფეხზე წამოდგა. -აღარ მინდა რა წვნიანი, მთელი დღეა სითხეებს და ბულიონს მასმევ._დაიწუწუნა და კოპები შეკრა, თითქოს ბეთა დაინახსდა. -აბა რა გინდა?_უკმაყოფილო ხმით ჩაილაპრაკა და სინათლე აანთო. -ყიყლიყო._მოულოდნელად წამოიძახა ქალმა. -ესმა, შენ ვირუსი გაქვს თუ ორსულად ხარ?_წაბრწეულმა კითხა და შარვალი ამოიცვა. -ორსულობა თუ ასეთი დამღლელია მაშინ ერთდღიანი ვირუსი მაქვს!_სიცინარევი ხმით ჩაილაპარაკა და საბანი კისრამდე აიტანა. -ზომები? -90 60 90_ყელმოღერებულმა ჩაილაპრაკა, თან თვალები დაქაჩა კითხვას როგორ მიბედავო. -გოგონა, აქ თქვენნაირი 90-60-90_ზე შემოდის ქვეყანა, უფრო კონკრეტულად!_წარწბეულმა ჩაილაპარაკა ელზამ. -ეგრე ზუსტად არ ვიცი. ექს ესი მერგება და რა ვიცი ახლა. _ტუჩებდაპრუწულმა გაიკვირვა და ცალი წარბი სწერვულად აზიდა მაღლა. -აუ, გავწეწავ, რა. _ფეხზე წამოდგომა სცადა ნინემ. -დაეტიე და უყურე, სახალისოა. _მკლავში წვდა ესმა და სიცილით დააბრუნა დაქალი უკან. -კარგი, მეორე ოთახში გადი და ზომებს აგიღებენ, გენაცვალე. _ირონიულად გაუღიმა ელზამ და მეორე ოთახისკენ გაამწესა. _ჭკუიდან გადამიყვანენ. _თვალები გადაატრიალა და გოგონებს მიუტრიალდა. _აბა, დღეს რას ვუკვეთავთ?_ინტერესით იკითხა და კატალოგით ხელდამშვენებულ დაქალებს გადახედა. -რას და ძალიან ლამაზი კაბა ვნახე, მაღაზიებშიც მოვძებნე, მაგრამ არ არის და ონლაინით გამოწერას ხომ იცი ვერიდები. ამიტომ მინდა რომ შენ შემიკერო. _ღიმილით მიუჯდა გვერდით ნინე და კატალოგი გადაუშალა. _აი, ეს კაბაა. -ოჰო, რა ბომბია. _აღტაცებულმა ჩაილაპარაკა და ტუჩები მოწონების ნიშნად შეატყუპა. _სად მიდიხართ? -სკოლის დამთავრებიდან 8 წლის გასვლა უნდა ავღნიშნოთ. -ეჰ, რა კაია ახალგაზრდობა. _დანანებით გააქნია თავი და ესმას გადახედა._წვრილო, შენ რას იკერავ? -მთლიან შარვალს. -რა ფერს?_სიცილით ჩაილაპარაკა და ნაჭრებს გადახედა. -სისხლისფერს. -შენზე გავიგე ბეთა დემეტრაძესთან ცხოვორობსო და მართალია?_ჭორ-მართალის განხილვა დაიწყო ელზამ. -კი მართალია, სამი კვირაა ერთად ვცხოვრობთ. _ღიმილით ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩი მოიკვინატა. -კაია კაი კაცი. -შენ სულ ნუ წუწუნებ!_მხარზე უჩქმიტა ნინემ. -არ ვწუწუნებ, უბრალოდ ესმას ვუნამიოკებ, რომ კარგი კაცი ყავს. _სიცილით ჩაუკრა თვალი ნინეს. -ძალიან კარგი!_თავისთვის ჩაუჩურჩულა და ჭერს ახედა. ~~~ -ეს ქვაბი აქ რატომ დევს? სამზარეულოდან გამოსძახა ლილიმ. ესმამ ღმად ამოიხვნეშა თვალები გაბრაზებულმა გადაატრიალა და ღრენით წამოდგა ფეხზე. სულ რაღაც ერთი კვირაა ჩამოვიდა და რასაც ქვია სისხლი გაუშრო. ასე თუ ისე თავიდანვე ეტყობოდა რომ სამზარეულოში ყველაფერი ლილის წესებით კეთდება, მაგრამ ასე თუ გაამწარებდა რას იფიქრებდა. რუსეთიდან ჩამოსვლის დღიდან ამოთვალწუნებული ყავს, თითქოს რამეს აშავებდეს. ბეთასაც ვერაფერს ვერ ეუბნება, ან კი რა უნდა უთხრას- დეიდაშენს ჩემი დადგმული ქვაბი უშლის ნერვებსო, აბა კი, მაგით მოუწამლავს ისედაც დაღლილს და ძალაგამოცლილ კაცს ნერვებს. თანაც თვლის რომ ეს ყვეალფერი მისი და ლილის საქმეა და საერთოდ არ არის ბეთას ჩარევა საჭირო. ესმას ენაზე არაფერი არ დაადგება, თუ დაჩაგრულად იგრძნობს თავს ხმასაც ამოიღებს და თუ საჭიროა, აუწევს კიდევაც. უბრალოდ ბეთას ხათრით იკავებს თავს, იცის რომ მამაკაცისთვის ლილი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისიც იცის დემეტრაძემ რომ ეს ყველაფერი გაიგოს ძალიან გაღიზიანებდება. -მე დავდე. -არაუშავს ჯერ ახალი წევრი ხარ, დროთა განმავლობაში ყველაფერს მიეჩვევი. _სისინით ჩაილაპრაკა და ქვაბი დაბლა კარადაში შედო. ხვდება რომ ლილის ეგოისტური მომენტი აქვს, ამდენი ხანია ამ სახლში ქალი მარტო ის იყო, ის ურეცხავდა ბეთასაც და იოანესაც ტანსაცმელს, საჭმელსაც ის აკეთებდა და უცებ საიდანღაც ესმა გამოეჩხირა. ბუნებრივია ასაკშია და ცოტა იეჭვიანა, რასაც სისინით და წაკბენებით გამოხატავს. ასე თუ ისე მისი ესმის და არ უნდა რომ ზედმეტი მოუვიდეს. თანაც ხვდება რომ ბეთა არაფერ შუაშია, ეჭვიანობის მომენტი იოანესთან დაკავშირებით აქვს, თორემ ბეთას გვერდით ქალზე ეჭვიანობა რა მოსატანია. -გავითვალისწინებ. _ღიმილით ჩაილაპარაკა და მისაღებში გატრიალდა. კარების ხმაზე სწრაფად მიატრიალა თავი და სახლში ახალდშემოსულ დემეტრაძეს ღიმილით გადახედა. _საღამო მშვიდობისა. _მისკენ წავიდა, ფეხისწვერებზე აიწია და ყელში აკოცა. ბეთამ ცალი ხელი წელზე მოხვია და იატაკს ოდნავ დააშორა ქალის სხეული, მერე კი მის მადისაღმძვრელ ტუჩებს წაეტანა. _დაიღალე?_ჩურჩულით კითხა და დაბლა ჩამოხტა. -მშია, რა გამიმზადე?_შუბლზე აკოცა და სამზარეულოს გახედა. -შენ რომ გიყვა.... -ჩაშუშული გავაკეთე. _სამზარეულოდან გამოვარდა ლილი და წინადადების დამთავრებაც არ დააცადა. ესმამ ხმადაბლა ჩაიცინა და წაბრწეულ ბეთას ახედა. -ხო, დეიდამ ჩაშუშული გაგიკეთა. _გაიმეორა და სამზარეულოსკენ წავიდა. _მაგიდას გავშლი. -გავშალე უკვე. -კი, მაგრამ წეღან ვიყავი და არ იყო გაშლილი, ასე უცებ...._გაკვირვებულმა აიჩეჩე მხრები და ცალყბად მომღიმარ ბეთას გახედა. -მე დროს არ ვკარგავ. _კიდევ ერთხელ დაგესლა და სამზარეულოში შევიდა. -ესმა, უთანხმოება გაქვთ?_სრული სერიოზულობით იკითხა და პიჯაკი გაიხადა. -ქალური ამბებია, ისეთი არაფერი. _თვალი ჩაუკრა და პიჯაკი მკლავზე გადაიკიდა. _ოთახში ავალ და ახლავე ჩამოვალ, მიდი შენ მანამდე მოწესრიგდი. ~~~ -ბეთა. _როგორც კი საძინებელში გამარტოვდნენ მამაკაცის სხეულზე მიწებებულმა ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და თითები მის გულ-მკერდზე აათამაშა. _თვის ბოლოს ჩემი კლასი რესტორანში ვიკრიბებით ქმრებით, ცოლებით და ვიფიქრე რომ თუ გცალია იქნებ წამოხვიდე. ურთიერთობისთვის სახელის შერჩევა ჯერ კიდევ უჭირს, ესმამ კი იცის რა ურთიერთობაც აქვთ, მაგრამ საზოგადოებისთვის როგორ არიან, აი, ეგ არის საინტერესო. ბეთამ თითები ესმას სრიალა თმებში ახლართალა, ოდნავ მოქაჩა, თავი მაღლა ააწევინა და გაშმაგებული დაეძგერა ქალის ტუჩებს. -თუ გინდა რომ შენს გვერდით ვიყო აუცილებლად წამოვალ!_ოდნავ მოშორდა ქალის ტუჩებს და ზედ ბაგეებზე დასჩურჩულა. გახარებულმა დაუქნია თავი და ახლა უკვე საკუთარი ინიციატივით წაიწია საკოცნელად. ~~~ -ესმა, შენი ტელეფონი რეკავს. _სამზარეულოში მოფუსფუსეს გასძახა ლილიმ. -ახლავე. _ფქვილიანი ხელები სწრაფად გადაიბანა და მისაღებისკენ სირბილით წავიდა. _რა უცხო ნომერია. _გაკვირვებულმა შეჭმუხნა შუბლი და ბეთას გადახედა. _გისმენთ. _ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და პასუხს დაელოდა. -ესმა, საბა ვარ, თუ ახლა ბეთასთან ერთად ხარ არაფერი არ შემჩნიო და მომისმინე!_ხმა გაიმკაცრა კაცმა. დანელია მიხვდა რომ რაღაცა ისე ვერ იყო. _ციხიდან გირეკავ. _გესლიანად ჩაიცინა მამაკაცმა და საუბარი განაგრძო. _გაინტერესებს რატომ აღმოჩნდა ბეთა დემეტრაძე თქვენს კომპანიაში და რატომ გამოგიწოდათ დახმარების ხელი? იმიტომ რომ მამაშენიც ერთ-ერთი ჩვენთაგანი ეგონა, კაცი რომელმაც მამამისის კომპანია მიწასთან გაასწორა, იმიტომ რომ შურისძიება უნდოდა!_ხვდებოდა რომ ნელ-ნელა ფეხები ძალა ერთმეოდა, სულ ცოტაც და ალბათ იატაკს ჩაეხუტებოდა. დემეტრაძემ ქალის ფერგადასული სახე რომ დაინახა სწრაფად წამოდგა ფეხზე და თითქმის გონწასულ ქალს წელში ეცა. გონს საძინებელში მოვდა, თავთით ლილი ეჯდა და სველ ხელებს სახეზე უსვამდა. გაბრუებულმა გადაატრაიალა თავი მეორე მხარეს და იქვე მდგარ ბეთას გაოგნებულმა გახედა. ემოციებს სახელს ვერ არქმევდა, ხვდებოდა რომ მთელი შიგნით რაღაცა ძალიან მაგრად ტკიოდა. გონებაში ყველაფერი წამებში მოხდა, ყველაფერი რაც აქამდე ხდებოდა წამებში თავზე ჩამოენგრა. რეალურად უჭირდა იმის გააზრება რომ ბეთამ რაღაცისთვის გამოიყენა, როცა ამაზე ფიქრის არანაირი საფუძველის არ ქონდა ესმამ. ნაწილობრივ უჭირდა იმის დაჯერება რაც საბამ უთხრა, ლოგიკურია! ბეთასთვის არასოდეს არ შეუნიშნავს ვასოსთან შუღლუ და ზიზღი, არც ესმამ მიმართ ყოფილა ასეთი შემთხვევა. მამაკაცის სიცივით თუ ვიმსჯელებთ, ის ყველასთან ასეთია. უბრალოდ წამებში ისე დაებინდა გონება, ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო, საღი აზრის ნატამალიც კი არ შერჩა. ემოიცებმა იმდენად მოუჭირეს ხელები, რომ წამებში გაიგუდა და გაითიშა. -მითხარი რომ მომატყუა. _ცრემლმორეულმა ჩაილაპარაკა და ლილის ხელები აგრესულად მოიშორა. -თუ მეტყვი ვინ დაგირეკა და რა გითხრა, გეტყვი რა არის სიმართლე და რა ტყუილი._ მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა ბეთამ. _ლილი, ცოტახანი გადი. _კატეგორიული ტონით მოსთხოვა დეიდას. ლილი უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე და ოთახიდან გავიდა. -შურსძიება გინდოდა ხომ?_ანერვიულებულმა ვეღარ მოზომა და ბოლო ხმაზე იღრიალა. _მე რა შუაში ვიყავი? მე რა.... -ხმას დაუწიე!_გაყინული ხმით ჩაილაპარაკა ბეთამ და ერთი ნაბიჯი გადადგა ქალისკენ. -დამცინი არა?!_სიმწრის სიცილით ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩზე გამწარებულმა იკბინა. _საბა იყო._აფორიაქებულმა ახლართა თითები ერთმანეთში და გარდერობთან მდგარ კაცს ისეთი თვალებით გადახედა, თითქოს უკვე გამოუტანა განაჩენიო. -და რა გითხრა?_ისევ ისეთი მშვიდი იყო, უბრალოდ საბას ხსენება კვლავ არ ესიამოვნა. -მითხრა... მითხრა რომ მამაჩემიც ერთ-ერთი მათგანი გეგონა, მითხრა რომ შურისძიების სურვილით დამიახლოვდი. _აკანკალებულ ტუჩებს და ხმას ძლივს იმორჩილებდა. -და შენც ამდენ “სიმართლეს” ვერ გაუძელი და გული წაგივიდა არა?!_ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა კაცმა, ხმაში იმედგაცრუებაც იგრძნობდა. -ბეთა... -მამაშენი ერთ-ერთი მათგანი 2013 წლის 1 ივლისამდე მეგონა სანამ საკუთარი სურვილით არ შევხვდი და ვესაუბრე. _ცივი ხმით ჩაილაპარაკა. -ანუ... -ანუ ზედმეტად გულუბრყვილო ხარ!_ქალისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. -რა სულელი ვარ._ხელისგულები სახეზე აიფარა დ ბოლო ხმაზე აბღავლდა. _მაპატიე, რა... მაპატიე რომ ასეთი სულელი ვარ! -ჩშშ!_თითებზე შეეხო და სახიდან ხელები ჩამოაღებინა. _ერთი წელია ვიცი რომ სულელი ხარ და 3 თვეზე მეტია გაპატიე!_ქალისკენ ოდნავ გადაიხარა და ტუჩებზე აკოცა. -წამიერად მოხდა ყველაფერი, მითხრა და გავითიშე, გონს რომ მოვედი. _ხმადაბლა ლუღლუღებდა და ბეთას სხეულს მთელი ძალით ეხუტებოდა, ეშინოდა რომ თავისი სისულელით დაკარგავდა. _რა საშინელი ადამიანია, ხომ იცოდა რომ ტყუილი მაინც გამჟღავნდებოდა._სრუტუნებდა და აწითლებულ ცხვირზე თითეს იჭერდა. ბეთა უხმოდ უსვამდა ზურგზე თითებს და ყელში კოცნიდა. -არაუშავს ამის მერე გეცოდინება რომ ყველაფერზე არ უნდა იქანაო და წონასწორობა დაიცვა!_ცინიკური ხმით გააფრთხილა და ოდნავ უკან დასწია._იწექი და ლილის ვეტყვი მწვალნ ჩაის ამოგიტანს. _ფეხზე წამოდგა და კარებისკენ უკანმოუხედავად წავიდა. -არა, მეც ჩამოვალ, სამზარეულო ფქვილით მოსვრილი დავტოვე._ფეხზე წამოდგომა სცადა ესმამ._თანაც ლილის ბოდიში უნდა მოვუხადო. _დარცხვენილლმა ჩახარა თავი. -ლილი უკვე დაალაგებდა და ბოდიშს თუ საჭიროდ ჩათვლი სხვა დროსაც მოუხდი. -ნამცხვარს გიცხობდი. _საკუთარ თავზე ნერვებმოშლილმა ჩაიბურტყუნა და ფეხები საწოლზე ააწყო. -ეს საბუთები მამაჩემთან შეიტანე... და ხო მართლა, გუშინ რომ ვიღაცა კაცმა დარეკა შეხვედრა მინდა თქვენი შენობა ავარიულია და გიჩივლებთო, არ მოსულა?_კარებთან მდგარ ნინეს ინტერესით კითხა და კომპიუტერის ეკრანს ჩააჩერდა. -მაგ კაცმა დღეს დარეკა და უკაცრავად ნასვამი ვიყავიო._სიცილით უპასუხა და თავის ქნევით დატოვა ოთახი. -ნასვამი ვიყავი და თან გადახრილიო ხო!?_თავისთვის ჩაილაპარაკა და ხმადაბლა გაიცინა. ცალითვალით გადახედა აწკრიალებულ ტელეფონს და კალამი მაგიდაზე დადო. _გისმენთ, ლილი დეიდა. _სწრაფად მიაყარა და კომპიუტერში ფაილი დახურა. -ესმა, მე გაზზე საჭმელი მიდგას და დროში ვერ ვეტევი, ზურაც სადღაც არის წასული და იქნებ იოანეს გაუარო და წამოიყვანო, თუ არ მოგაცდენთ რა თქმა უნდა. _შეწუხებული ჩანდა ქალი. -არა, არა ახლავე წავალ და გამოვიყვან, რა პრობლემაა._გახარებული წამოდგა ფეხზე და იატაკზე დაგდებულ ჩანთას დასწვდა. _შესასვლელთან იქნება თუ კლასში უნდა ავიდე?_მაინც ყოველი შემთხვევისთვის დააზუსტა. -როგორც კი სკოლის ეზოში შეხვალ იქვე იჯდება კლასელებთან ერთად. -კარგი, წავალ არ ინერვიულო. _ღიმილით ჩაილაპარაკა და კაბინეტიდან გავიდა. _ნინე. _ვასილის კაბინეტიდან იმ წამს გამოსულ მეგობარს თავისთან ხელის აწევით უხმო._მე იოანე უნდა გამოვიყვანო სკოლიდან და ცოტა შემაგვიანდება. ბეთა?!_გაკვირვებულმა გადახედა ლიფტიდან ახლადგამოსულ კაცს და მისკენ წავიდა. რამდენიმე კვირის წინ ბეთას კომპანია და ვასოს კომოპანია ოფიცუალურად გახდნენ პარტნიორები და აქეთ-იქით სიარული ხშირად უწევთ ხან ერთს, ხან მეორეს. -სად მიდიხარ? -იოანე უნდა გამოვიყვანო სკოლიდან, ლილი ვერ ახერხებს და.. არ წამოხვალ?_თხოვნა შეეპარა ხმაში. -ჩადი მანქანაში დამელოდე და 5 წუთში ჩამოვალ. _მანქანის გასაღები მიაწოდა და იქვე მდაგრ ნინეს თვალის ჩაკვრით მიესალმა. -არ უნდა დავაგვიანოთ!_აწუწუნდა ბუზღუნა ცოლივით და გასაღები გამოართქვა. -ჩადი და ჩამოვალ! ~~~ -გადათეთრებულია ეზო. _სიცილით გადახედა სკოლის ფორმაში გამოწყობილ ბავშვებს ესმამ და მანქანის კარები გააღო. -მანქანას მოვატრიალებ და მეორე მხარეს დაგელოდებით. გადასვლამდე ჩაილაპარაკა ბეთამ და ძრავი აამუშავა. ესმამ დაძაბულმა შეისწორა ჩანთა და მტკიცე ნაბიჯებით წავიდა სკოლის შესასვლელისკენ. საინტერესოა რა რეაქცია ექნება იოანეს, იქნებ არ ესიამოვნს ესმამ რომ მიაკითხა, ან იქნებ მეგობრებთა არ ქონდეს ნათქვამი მამამის მეგობარი ქალი რომ ყავს. თუმცა ლილი შვილიშვილს ასეთ უხერხულ სიტუაციაში არ ჩააგდება, არც ბეთა გადაუშვებდა მანქანიდან იოანეს მსგავსი დამოკიდებულება რომ ქონდეს. ღიმილით შევიდა ეზოში და თვალებით პატარა ბეთას ძებნა დაიწყი. -ესმა. _საიდანღაც მოესმა იოანეს ხმა, გაღიმებული მიტრიალდა მარჯვნივ და იქვე მჯდარ ხელაწეულ ბიჭს ხელის აწევით უპასუხა. _ლილიმ მე მოვალო. _ღიმილით ჩაილაპარაკა და ჩანთის მოკიდება დააპირა, მაგრამ ესმამ არ დაანება და გამოართვა. -რა მძიმეა, ამას როგორ ატარებ. _უკმაყოფილო სახით ჩაილაპარაკა და ცნობისმოყვარედ აწითლებულ ბავშვს გადახედა._გამარჯობა._ესმას ხმამ უფრო დააბნია ბავშვები. _ლილის არ ეცალა და მე და ბეთა მოვედით. -ბავშვებო გაიცანით ეს ესმაა, ჩემი დედობილი. _იოანეს ჩანთის სახელურებს ასწორებდა ბავშვის ხმამ ადგილზე რომ გააქვავა. გაოგნებულმა ასწია თავი და უმცროს დემეტრაძეს გაფართოვებული თვალებით მიაჩერდა. ყველას გაკვირვებული სახე ქონდა, ბავშვები დაკვირვებით ათვალიერებდნენ ესმას, ქალი კი ხმას ვერ იღებდა. -სასიამოვნოა. _ყველამ ერთხმად წამოიძახა. -ჩემ...ჩემთვისაც. _ლუღლუღით ჩაილაპარაკა და იოანეს ხელი ჩაკიდა. _ნახვამდის. -ესმა, ტყუილი ვთქვი?_ქალის ალეწილი სახის დანახვისას თავი დამნაშავედ იგრძნო. -არა, არა შენ არაფერი გითქვამს ცუდად, უბრალოდ მე მე დამაბნია შენმა სიტყვებმა. _ჩურჩულებდა და თან ჩანთას ეწვალებოდა. -მე მართლა ეგრე ვფიქრობ. თუ დედობილი არ ხარ და როგორც შვილს ისე არ მივლი, მაშინ ვინ ხარ?_მხრები აიჩეჩა იოანემ და მამამისის მანქანას გახედა. -მე შენ ძალიან მიყვარხარ, შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ, შენზე ზრუნვაც ძალიან მსიამოვნებს, უბრალოდ არ მინდა იფიქრო რომ მე შენი დედიკოს ადგილის დაკავებას ვცდილობ. -ეგ არც მიფიქრია!_ღიმილით გააქნია თავი იოანემ. -მაშინ სანერვიულოც არაფერი არ ყოფილა. _ჩაიცინა და მანქანის კარები გაუღო. -მა, დღეს ქართულის მასწავლებელი არ იყო და გეოგრაფიის მასწავლებელმა ჩაგვიტრა თავისუფალი გაკვეთილი. იცი რამდენ რაღაცაზე ვისაუბრეთ._გახარებულმა ახარა მამას დღის ამბები და ღვედი შეიკრა. ბეთამ ეშმაკურად მომღიმარ ესმას თვალი ჩაუკრა და შვილს სარკიდან გახედა. -მაგარი ბიჭი ხარ! -ესმა ჩემს კლასელებს გავაცანი და იცი როგორ დაიბნა?_ხითხითით ჩაილაპარაკა და ლოყებაფარკლულ ესმას უკნიდან მიაჩერდა. -რატომ დაიბნა?_წარბწეულმა გადახედა ჯერ ესმას, მერე შვილს. -ჩემი დედობილია-მეთქი და სულ გაიყინა. -არაუშავს მიეჩვევა._შეპარული ღიმილით ჩაილაპარაკა ბეთამ და ესმას თითებზე მოეფერა. ~~~ -ჩემი დედობილიაო რომ თქვა სუნთქვა შემეკრა. _გარდერობთან მდგარმა ჩაილაპარაკა და ღამის პერანგი შეისწორა. -იოანეზე ზრუნავ, ერთმანეთს უგებთ და თვლის რომ მისი დედობილი ხარ._მხრები აიჩეჩა ბეთამ. -ხო, ხო, მაგრამ ისეთი მოულოდნელი იყო, მეგონა სიხარული გადამყლაპავდა. _აჟიტირებულმა ჩაიცინა და საწოლზე დახტა. -ესმა, შენ ყოველთვის ასეთი მგრძნობიარე იყავი თუ ამ ბოლო დროს გახდი?_წარბაწეულმა კითხა და ქალი გულიანად შეათვალიერა. -ახლა არ მითხრა ორსულად ხარო. _სიცილით მიკრა ხელი და საბანში შეძვრა. -რატომაც არა?!_კოპები შეყარა კაცმა, როგორ მაკადრეო. -ტოქსიკოზი არ მაქვს, არც ხასიათი შემცვლია და რა ვიცი აბა?_წამებში დააფიქრა კაცის სიტყვებმა. _იქნებ მართლა ვარ?_გახარებული გადატრიალადა მისკენ. _მაგრამ რომ არ ვიყო?_უცებ მოიღუშა. -რა პრობლემაა, ვიზრუნებთ._თვალი ჩაუკრა და ცხვირის წვეროზე აკოცა. -ტესტი უნდა გავიკეთო!_გადაჭრით ჩაილაპარაკა და პირ-სახე მამაკაცის ყელში ჩარგო. ~~~ -უარყოფითია. _მოწყენილმა ჩაილაპარაკა და თავი დედის კალთაში ჩადო. მაიკომ ღიმილით გადაუსვა თმბეზე ხელი, ოდნავ დაიხარა და ლოყაზე აკოცა. -არაუშავს ჯერ ახლახანს დაიწყეთ ურთიერთობა. ან იქნებ ტესტი ცდება?_ეჭვით ასწია ცალი წარბი და ნონას გადახედა, ესმამ სწრაფად წამოყო თავი და ორივეს გაცისკროვნებული თვალებით მიაჩერდა. -არ არის გამორიცხული, ორსულობის ტესტი ხშირად ცდება, თანაც შენ მარტო ერთი გაიკეთე. სცადე კიდევ, ან რას წვალობ და ცოდვილობ!? ადექი და წადი ექიმთან!_”დატუქსა” ნონამ და შუბლი შეკრა. რამდენიმე ტესტი გაიკეთა, მაგრამ ყველა უარყოფითი აღმოჩნდა, ექიმთან წასვლაც აღარ ჩათვალა საჭიროდ, შეუძლებელია 10 ტესტიდან ათივე ცდებოდეს. ბეთასთვისაც არაფერი არ უთქვამს, თუმცა მამაკაცმა შეატყო უხასიათობა და ამაზე საუბარი მაინც მოუწიათ. -ესმა, ამ ეტაპზე სანერვიულო არაფერი არ არის, იქნებ უკეთესიცაა?! უფრო ახლოს გავიცნობთ ერთმანეთს და მერე ბავშვით იქნება._ღიმილით გადაუწია სახეზე ჩამოყრილი თმები და შუბლზე აკოცა. -ხო, მართალი ხარ._თავი დაუქნია და ხელები ძლიერ მხრებზე მოხვია. ~~~ -დარწმუნებული ხარ?_ეჭვით კითხა სისხლისფერ მთლიან შარვალში გამოწყობილ მეგობარს ნინემ. -რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ. _თვალი ჩაუკრა და შავი თხელი ჩანთა, ლამაზ და თლილ თითებში მოიქცია. _როგორ გამოვიყურები?_ნაზად დატრიალდა მეგობრის წინ და თვალები ააფახუნა. -იმაზე სექსუალურად ვიდრე კაციან ქალს შეეფერება. _სიცილით ჩაილაპარაკა ნინემ და ახმაურებულ კარებს გახედა. ბეთამ ჯერ ორჯერ დააკაკუნა და როგორც კი დასტური მიიღო კარები ოდნავ შემოაღო. -მე მგონი ვაგვიანებთ. _მაჯის საათს დახედა და მერე გოგონებს მოავლო მზერა._კარგად გამოუყურებით და სწრაფად!_შუბლი შეჭმუხნა და კარებს გაეცალა. _შენ გვიან დაგსჯი!_როგორც კი ესმამ გვერდით ჩაუარა ხმადაბლა, დაგუდული ხმით გადაულაპარაკა ქალს და წელზე ხელი მაგრად მოხვია. -ნინე, ბესომ როდის მოვალო? -რომ მივალთ ასე 1 საათში ეგეც მოვა. _ჩაილაპარაკა ბუზღუნით. _ორი წელია ვეხვეწები გამოცვალე ეგ ტაჩკა და იყიდე რამე ნორმალური-მეთქი და არ აკეთებს! ბოლოს იმდენს იზამს მე დავშორდები მაგ მანქანის გამო. _ჩაილაპარაკა და სიცილით გადახედა დაქალს. -ხო, რატომღაც კაცები მანქანას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ._”თავისთვის” ჩაილაპარაკა ესმამ. ბეთას ხმა არ ამოუღია, გვერდულად ჩაიცინა და მანქანის კარები გაუღო ქალს. რესტორანში შესვლისთანავე იგრძნო ნაცნობი და დაჟინებული მზერა, დაბნეულმა გადახედა სკოლის სიყვარულს და ნერწყვი ხმაურით გადაუშვა სასულეში. ყოველ წელს ხვდებოდა, ყოველ წელს საუბრობდნენ, ხშირად სიცილითაც კი იხსენებდნენ ბავშვურ წლებს და მათ სასიყვარულო ისტორიებს, მაგრამ ახლა როგორ უნდა მოიქცეს, როცა გვერდით საყვარელი კაცი ყავს. რა თქმა უნდა ძველ და არშემდგარ გრძნობებზე საუბარიც კი ზედმეტია, უბრალოდ ბეთას ხასიათი იცის და ზოგადად ბეთასი კი არა ასეთ დროს ყველა ნორმალური მამაკაცის ხასიათი ერთნაირი იქნება. არავისთვის არ არის სასიამოვნო, როგორც არ უნდა ენდობოდე შენს რჩეულს, მისი ყოფილი სიყვარულის გაცნობა და მასთან საერთო ენის გამონახვა. ღიმილით გადახედა კოკას და ხელი ოდნავ აუწია. მამაკაცი სწრაფად დაიძრა მისკენ, თან გზაში ბეთას დაკვირვებით ათვალიერებდა. როგორც კი მიუახლოვდა, ესმამ დაბნეულმა ააფახუნა თვალები და ოდნავ მიაწება ტუჩები ლოყაზე. -შენ ყოველ წელს უფრო და უფრო ლამაზდები. _როგორც ყოველთვის მისალმება კომპლიმენტით დაიწყო და მერე ისევ ბეთას გადახედა, რომელიც კმაყოფილი იღიმოდა და საყვარელი ქალის წელზე თითებს მშვიდად ათამაშებდა. -დიდი მადლობა, შენც შეცვლილხარ._ჩაიცინა და ბეთას ახედა._გაიცანი ეს ბეთაა ჩემი..._აი, აქ დასტოპდა. რა საინტერესოა როგორ უნდა წარუდგინოს ყოფილ შეყვარებულს ბეთა, კაცი რომელთან ერთადაც ცხოვრობს, მაგრამ რეალურად მათ ურთიერთობას “საყვარლების” მეტი არაფერი არ ჰქვია. დაბნეულმა გადაუშვა კიდევ ერთი მოზრდილი ბურთულა სასულეში და საუბრის გაგრძელება სცადა, მაგრამ ბეთამ არ დაანება. -ბეთა ესმას საქმრო._სწრაფად გამოასწორა უხერხული სიტუაცია და ხელი გაუწოდა. კოკამ წარბები გაკვირვებულმა აზიდა მაღლა. აშკარად გაუხარდა ქალის ბედნიერება. -კოკა, ესმას მერხის მეგობარი. _ხელი ჩამოართვა და ისევ ესმას მიუტრიალდა. _არავის არ უთქვამს შენი ამბავი, ძალიან გამიხარდა. -ხო, ჯერ არც არავინ იცის._ღიმილით ჩაილაპარაკა და ბიჭთან ერთად განაგრძო გზა. -ნინე სად არის?_როგორც კი მეორე ლამაზმანი ვერ შენიშნა ინტერესით მოიკითხა და კარებს გახედა. -გარეთ დგას, ბესოს ელოდება და შემოვა. საღამო ძალიან კარგი გამოვიდა, ბეთას ყველა კლასელი გააცნო, ყველასთან ძალიან უშუალო იყო. საუბრით და ენის მოღლით ისეც არ გამოირჩეოდა და მითუმეტეს ახლა, ზომიერად საუბრობდა, ალკოჰოლისკენ თვალსაც არ აპარებდა, მიზეზად კი საჭესთან ვარო აცხადებდა. არც ისეა თავგამოდებული მსმელი, სახლში ტელევიზორს როცა უყურებდა მარტო მაშინ სვამს ლუდს, ისიც თუ ფეხბურთი, ან კალათბურთი გადის. კოკას ამბავიც გახმაურდა, მაგრამ თვითონ კოკამ დაიჭირა თავი ძალიან შორს და მეგობრებს დაცინვით გადახედა “ეგრე თუ ვიმსჯელებთ სკოლის ასაკში ყველას ვიღაცა გვიყვარდა კლასიდან და ნუ აწითლებთ ამ გოგოსო.” ისეთი მადლიერი იყო კოკასი, ყველამ წამში მოკუმა პირი და სხვა თემაზე განაგრძეს საუბარი. არც ბეთას უთქვამს რაიმე, ოდნავ ჩაიცინა და წარბები შეკრა. 1 წლის შემდეგ. -ორი წითელი ხაზი ანუ?_დაბნეულმა ააფახუნა თვალები და ნინეს გადახედა. -ანუ მესამე ტესტმა გაამართლა._სიცილით ჩაილაპარაკა დაქალმა და ტაში შემოკრა. -ორსულად ვარ?_აზრზე ვერ მოდიოდა იმდენად იმქომედა ხაზება მასზე. ნინემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ტესტი გამოგლიჯა. -შეხედე, ორი წითელი ხაზი, რა მაგარია. _ხაზები თვალებთან ახლოს მიუტანა და ხელები მაგრად მოხვია გაქვავებულ მხრებზე._ესმა, რა გჭირს?_გაკვირვებულმა დასწია მეგობარი უკან. -არ ვიცი._ლუღლუღით ჩაილაპარაკა და ერთი კურცხალი გადმოაგდო. _მგონია რომ მესიზმრება. _ხმადაბლა ჩაიცინა და თვალები მაგრად დახუჭა. -და დავიჯერო ასე ხშირად მხედავ ხოლმე სიზმარში?_ნინემ ირონიულად იკითხა და დაქალი დივანზე დააჯინა. -ბოლოს სიზამრში როდის გნახე აღარც კი მახსოვს. _ხომ გეუბნებით, გაუაზრებლად საუბრობდა, რეალურად დედობას ვერ იაზრება. _რა დროს შენ და ჩემი სიზმრები ხართ!_მოულოდნელად წამოიძახა და შუბლზე ხელები მიიდო. _ორსულად ვარ, მალე დედა უნდა გავხდე!_ხმადაბლა განაგრძო საუბარი. ხმაში ცრემლები შეეპარა, სიხარულის და ბედნიერების ცრემლები. -მე ნათლია._ყელი მოიღერა ნინემ. -ბეთა მამა, იოანე ძმა. _თავისთვის ლუღლუღებდა. _რამდენიხანია ამ დღეს ველოდები. _გახარებულმა ჩაილაპარაკა და ცრემელბი გადმოყარა. _წარმოიდგინე მთელი წელიწად ნახევარია. _ჩურჩულით განაგრძო. -კარგია, ამ ერთ წელში რამდენი რაღაცა ისწავლეთ, ერთმანეთიც უფრო კარგად გაიცანით. ახლა უკვე ოფიციალურად ხარ ბეთას ცოლი და რა გიკვირს რომ ბავშვის დროც იყო?_სიცილით მიუჯდა გვერდით და მხრებზე მაგრად მოხვია ხელები, მერე კი მუცლისკენ ჩაასრიალა და მოეფერა. -ესმა!_დაბლიდან მოესმა ნაცნობი ხმა და დაფეთებული წამოხტა ფეხზე. -ესმა, მშვიდად._სიცილით წამოდგა ფეხზე ნინე და წინ დაუდგა._ისეთი სახე გაქვს გეგონება დაგაშინეს. ასე კი არ გაახარებ, დააფეთებ კაცს. -ხო, ხო, შევალ წყალს შევისხამ სახეზე და გამოვალ. ჩადი და უთხარი რომ სააბაზანოში ვარ._მეგობარს ხელი ოდნავ მიკრა და კარებისკენ გაამწესა თვითონ კი სააბაზანოსკენ აიღო გეზი. ხელი 3 თვის წინ მოაწერეს, არაფერი განსაკუთრებული. მართალია ლილის, ნონას და მაიკოს გრანდიოზული ქორწილი უნდოდათ, მაგრამ ესმამ და ბეთამ ასე ჩათვალეს საჭირო. ხელი მოაწერეს და ოჯახთან ერთად აღნიშნეს შეუღლება. ხელის თხოვნაც ზედმეტად “გრანდიოზული” ქონდა ბეთას. სამსახურიდან დაღლილი მოვიდა და როგორც კი მაგიდას მიუსხდნენ ყველას თანდასწრებით გამოუცხადა რომ ერთ კვირაში ცოლად უნდა მოიყვანოს. სანამ ესმამ ბეთას სიტყვები გაიზარა ლილის ლუკმა გადასცდა და იოანემ გახარებულმა ატეხა ჟივილ-ხივილი, თან ცალ ხელს ბებიას უბრაგუნებდა. აი, ასე გადაწყდა ქორწილი და ქორწილის დღე. აწითლებულ სახეზე ცივი წყალი შეისხა და ცრემლგადმოყრილი თვალები რამდენჯერმე აახამხამა, თითქოს და ამით ჩაწითლებებს დაფარავსო. როცა მიხვდა რომ ვერაფერს იზამდა სააბაზანოდან გავიდა და ნელი ნაბიჯებით წავიდა კიბეებისკენ. იოანე და ნინე დივანზე ისხდნენ და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ, ბეთა არსად არ ჩანდა. გაკვირვებულმა მოავლო თვალი დიდ მისაღებს და დაქალს კითხვისნიშნით აუთამაშა თვალები. -ეზოშია გასული და შემოვა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ისევ იოანეს მიუბრუნდა. ბავშვმა სწრაფად მოატრიალა თავი ესმასკენ და ღიმილით აუწია ხელი. -შენ რა იტირე?_იმ წამსვე მიხვდა და შეშინებული წამოდგა ფეხზე. იოანეს ხმაშიც კი იგრძნობოდა ერთი წლის გავლენა, სიყვარული და საშინელი შეჩვევა. -ცოტა ვიტირე, ოღონდ ბედნიერებისგან._სწრაფად აუხსნა და ლოყებზე ხმაურით აკოცა. _რა ქენი დღეს სკოლაში? -4 ათიანი მივიღე._ამაყად მოიღერა ყელი და სკოლის ჩანთიდან დღიური ამოიღო. -შენ რა მაგარი ბიჭი ხარ!_კიდევ ერთხელ აკოცა ლოყაზე და დღიურს ინტერესით ჩააჩერდა_მოიცადე, ხატვამ ცხრიანი რატომ დაგიწერა?_გაკვირვებულმა გადახედა ბავშვს, როგორც წესი ხატვა სულ ათიანს უწერს ხოლმე. -ჩემი ნახატი რეზოს მივეცი და გაკვეთილის ბოლომდე საკუთარის შესრულება ვერ მოვასწარი. _სიცილით ჩაილაპარაკა და ხელი აიქნია. _არაუშავს, გამოვასწორებ მაგ ნიშნას. _დაბეჯითებით ჩაილაპარაკა და პირდაღებულ ნინეს გახედა. -ზოგჯერ მგონია რომ ამ ბავშვის თავიდან ტვინი გადმოვა. _სერიოზული ტონით ჩაილაპარაკა ქალმა. -რასაც ვერ ვიტყოდით შენზე._ენა გამოუყო ესმამ და ქმარს გადახედა._საღამო მშვიდობისა. -თვალებზე რა გჭირს?_ქალის თვალებზე ჩაჩერებულმა ხმადაბლა იკითხა და ყველას სათითაოდ მოვლო მზერა, მერე კი ისევ ესმას თვალებს “ჩააცივდა”. -ორსულად ვარ. ღიმილ შეპარული ხმით ჩაილაპარაკა და ბეთას რეაქციას დაელოდა. კაცს ისედაც გაქვავებული და გახევებული სახე უარესად გაუქვავდა და გაუხევდა, დატოვა შთაბეჭდილება რომ რაღაცა საშინელება უთხრეს, არაამქვეყნიური ტკივილი მიაყენეს. ესმას შიშით ყბები დაეჭიმა, თვალები მაგრად დახუჭა, იმ იმედით რომ რომ გაახელდა ასეთი გამომეტყველებით არ დახვდებოდა, მაგრამ შეცდა. ბეთა მთელი 2 წუთი იდგა და ქალის სიტყვებს ერთი გამომეტყველებით იაზრებდა, ან იქნებ არც იაზრებდა. გამორიცხულია რომ არ გაუხარდა, ესმა ამას ვერ დაუშვებს. იმიტომ რომ ბეთას განსაკუთრებით უნდოდა მეორე შვილი, თანაც ბოლო პერიოდში ეს ორივეს ოცნებად ექცა. -ბეთა._ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა. -და თვალებზე რა გჭირს?_კითხვა გაუმეორა მამაკაცმა. ესმას წინ გადადგმული ნაბიჯი ჰაერში გაუშეშდა, ყბები დაეჭიმა და საფეთქლები ატკივდა. ყველაფერს ელოდებოდა, მაგრამ კითხვის გამეორებას არა. _სიხარულით იტირე?_ხმაში მოულოდნელად შეეპარა ღიმილი, ისეთი ღიმილი მარტო ბედნიერ ადამიანებს რომ “ამოსდით” ტუჩებიდან. ესმამ სიცილნარევი ხმით ჩაიცინა, ცრემლები გადმოყარა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ბეთამ სწრაფად მოკიდა მკლავში ხელი, თავიკსენ მიიზიდა და გულზე მიიკრა ორსული ცოლი. _ახლა უკვე ორმაგად მსურხარ!_ყურში ჩასჩურჩულა და ყელში ხმაურით აკოცა. ესმა მიხვდა რომ ბეთა სიხარულით თავს ვერ აკონტროლებდა, იმიტომ რომ ეს ის შემთხვევა როცა მამაკაცი ნინეს და იოანეს თანდასწრებით ასე ღიად ესიყვარულება. ბეთა თვლის რომ ნამდვილი გრძნობები მარტო მაშინ უნდა გამოამჟღავნო, როცა მარტონი ხართ... შენ და ის საძინებელში, ან სამზარეულოში, ან მისაღებში, აზრი არ აქვს სად, მთავარია რომ მარტონი იყოთ. გახარებულმა მოხვია ხელბი და ტუჩებით მხრებზე შეეხო. ~~~ ფრთხილად!_აჩქარებული ნაბიჯებით წასულ ესმას ხმამაღლა მიაძახა და წელზე ხელი ნაზად მოხვია. _საერთოდ ვერ ვხვდები რა საჭიროა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები._უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და შუბლი შეჭმუხნა. -ბეთა, აბა სამსახურში კედებით და ბოტასებით ხომ არ ვივლი?!_სიცილით ჩაილაპარაკა და ქმარს ახედა. _ნუ ნერვიულობ, მაღლებზე სიარულს მიჩვეული ვარ და თანაც ვფრთხილობ._დაამშვიდა და საბუთები გულზე მიიხუტა. -რამდენიმე დღით დასასვენებლად მინდა რომ წავიდეთ. -რა მაგარია და სად?_თვალები ააფახუნა და ოდნავ გამობერილ მუცელზე თითები დაისვა. -არ ვიცი სადაც გაგიხარდებათ იქ წავიდეთ._მხრები აიჩეჩა კაცმა. -მოდი საღამოს სახლში რომ მივალთ იოანეს ვკითხოთ, კარგი ადგილები ეცოდინება და ავარჩევთ. ~~~ -აღარ აპირებთ სახლში შემოსვლას? ლამაზად გამოყვანილი ვიწრო სარაფანა ეცვა, მუცელიც ისე ლამაზად ეტყობოდა სუსტ და თხელ სხეულზე. ბეთამ ღიმილით გადახედა ეზოში გამობაჯბაჯებულ ცოლს და ტუჩის კუთხეში კმაყოფილმა ჩაიღიმა. -რა ლამაზია არა, მაა?_გვერდით ამოუდგა იოანე და ბურთი ხელებში შეათამაშა. ბეთამ ღიმილით დახედა შვილს, თავზე ხელი მოკიდა და თმები ოდნავ აუჩეჩა, მერე კი გაბადრულმა დაუქნია თავი. -ძალიან ლამაზი! -ჰა, ახლა კიდევ დიდხანს უნდა იდგეთ ეგრე გასუსულები? გაცივდება საჭმელი!_ბუზღუნით ჩაილაპარაკა, ცალი ხელი წელზე მოიკიდა და სახლისკენ შეტრიალდა. _იცოდეთ შევჭამ და დარჩებით მშივრები!_სიცილით დაემუქრა მამა-შვილს და სახლის კარები ხმაურით დახურა. დასასრული. ~~~~ ისევ გადაუხედავი თავი. :დ ძალიან დიდი მადლობა ყველას. უკვე დაწერილ ისტორიებს სრულად ავტივრთავ, ზოგს თავებად დავყოფ, გააჩნია როგორ მომიხერხდება. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.