ენძელა [2] დასასრული
ჟღალი თმა მხრებზე არეულად დაიყარა, ტანზე მოქარგული წითელი ფრიალა ზედა და ოდნავ ტანზე მომდგარი შავი ქვედა კაბა ჩაიცვა. მისაღებში ჩასვლა ეუხერხულება, მაგრამ რა ქნას, საქმეები აქვს და ყველაფერს ასე ვერ მიატოვებს. კარები ხმაურით გამოაღო და კიბეებზეც რაც შეიძლება ხმაურიანად ჩავიდა “რამეს რომ აკეთებდნენ ხელი არ შევუშალოო.” ბოლო საფეხურზე დადგა და მისაღები დაკვირვებით მოათვალიერა, მაგრამ ვერავინ ვერ შენიშნა. წაბაწეული აწია ფეხისწვერებზე და დივნის წინა ნაწილის დანახვას შეეცადა, არც იქ არავინ ყოფილა წამოკოტრიალებული. -შუა მისაღებში სექსით დაკავება არ მხიბლავს, მითუმეტეს როცა სახლში სხვა “მსხვერპლი” მყავს. _ზურგს უკან ირონიული და დამცინავი ხმა გაისმა. სწრაფად მიტრიალდა უკან, გაშლილი წითელი ფრიალა პერანგის სახელურები შეისწორა და მამაკაცს გამომცდელად მიაჩერდა. -რატომ გგონია რომ შენი და იმ ქერას სექსით დაკავების ადგილმდებარეობას ვარკვევდი? -სხვა რა მიზეზით უნდა იარო ნაზმა გოგომ ოთახებში ასე ხმაურიანად და რატომ უნდა აკვირდებოდე დივანს მთელი ხუთი წუთი?!_შუბლი შეჭმუხნა და წარბი ასწია. ელა დაიბნა, ან კი არ უნდა უპასუხოს როცა ერეკლემ ფიქრებითაც კი გაშიფრა. -მართალი ხარ, უბრალოდ არ მინდოდა თქვენი ინტიმური ურთიერთობის მომსწრე გავმხდარიყავი. _მხრები აიჩეჩა და სამზარეულოსკენ წავიდა. -ჟღალო, ბევრ ტიტინს ყავა გამიმზადე და ეზოში გამომიტანე!_ბრძანება გასცა და ეზოს უკანა მხარეს გასვლა დააპირდა. -რომელ ყავას ჩაც... -ბატონო!?_სიტყვა შუა გზაზე გააწყვეტინა ერეკლემ და ცივად შეკრული შუბლით მიუტიალდა. -რომელ ყავას დალევ._სწრაფად გამოასწორა და ბიჭის შეკრულ შუბლს დააკვირდა. (რომ ბრაზდება უნდა ერიდო.) დაასკვნა და მის პასუხს დაელოდა. -უნალექო ყავა შაქრით და ყავით ზედმეტად ადვილია, ცოტა რომ გაგაწვალო, მოდი ნალექიანი მომიდუღე. _ცინიკურად ჩაიცინა და თვალი ჩაუკრა. ~~~ -გიხდება მოკლე კაბები. _ზურგს უკან მოულოდნელად დაფარული სივრცე იგრძნო. ერეკლეს სიახლოვემ გამოიწვია თუ მოულოდნელმა შიშმა არ იცის, მაგრამ გვარიანად კი გააკანკალა. გაფიქრება და პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო ისე მოხვია მარჯვენა ხელი მუცელზე ჯიშკარიანმა. დაფეთებული გახვანცალდა ბიჭის ხელებში და თავის დაღწევა სცადა, ისევ წარსულისგან გამოწვეულმა უსიამონო შეგრძნებებმა დაუარა. -გამიშვი! _ამოიღმუილა და ბიჭის თითებს გამწარებული ჩააფრინდა. _რა უფლებით მეხვევი... ვინ მოგცა მაგის უფლება. ხმამაღლა წამოიძახა და მისკენ შეტრილება სცადა, ეგონა რომ ერეკლე ისევ წინააღმდეგობას გაუწევდა, მაგრამ არა. როგორც კი შეტრიალება დააპირა პირდაპირ ცხვირით აეწება ბიჭს გულ-მკერდს. სასიამოვნო სურნელმა პირდაპირ ცხვირში შეუღიტინა, მაგრამ არც ამას დაუბნებია... სწრაფად მოიშორდა ბიჭს და მაცივართან აიფუზა. -აღარასოდეს გაბედო ასე მოპარვა!_გაავებულმა უბრძანა და თითი დაუქნია. -რატომ, აგაკანკალა?_სიცილით ჩაილაპარაკა და ელას გამოსაჯავრებლად ხელები სასაცილოდ ააკანკალა. -არა, უბრალოდ შენი შეხება არ მსიამოვნებს! ტყუილ-მართალი გაურია ნათქვამში და სამზარეულოდან აჩქარებული ნაბიჯებით გავიდა. ერეკლე იმ წამსვე მიყვა უკან, და კაბის ბოლოზე ოდნავ შეახო თითები, რამაც ელას არაადეკვატური ქმედება გამოიწვია. სწრაფად მიტრიალდა ბიჭისკენ და გაშლილი ხელი ლოყისკენ გაუქანა, მაგრამ ერეკლეს სწრაფი მოქმედების დამსახურებით ხელი ბიჭის მხარს მოხვდა. ჯიშკარიანმა ნატკენ მაჯაზე თითები მაგრად მოუჭირა და სახესთან ახლოს მიუტანა. -აღარასოდეს, აღარასოდეს გაბედო! ბარიტონი საშინლად ცივი და კატეგორიული იყო, არც ერეკლეს სახე იყო ისეთივე ღია როგორც ეს რამდენიმე წუთის წინ. ელას სერიოზულად შერცხვა, ცოტაც შეეშინდა და ცოტაც გაღიზიანდა. თითებით მამაკაცის თითებს ჩაეჭიდა და ხელის განთავისუფლება სცადა. -შენ კიდევ აღარასოდეს გაბედო ჩემს კაბასთან თამაში!_ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და ხელი გამოგლიჯა. _მექალთანე! ~~~ -რა დაემართა?_როგორც კი სახლში შევიდა მისაღები მოათვალიერა. -ისევ გული აწუხებს. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა ცირამ და საძინებლისკენ წავიდა. _ექიმმა თქვა აღარანაირი აზრი არ აქვს მის წვალებასო. -როგორ ასე უბრალოდ გითხრა შენი ქმარი მოკვდებაო?_ეჭვით კითხა და მძინარე კაცს გადახედა. ცირა დადუმდა. _გასაგებია. ექიმმა გითხრა სმას შეეშვას თორემ მოკვდეობა. შენი ლოთი ქმარი, როგორც კი თვალს გაახელს სასმელს ითხოვს არა?! _ზიზღით გადახედა მშობლებს და ჩანთიდან ფული ამოიღო. _ეს აიღე და თვის ბოლომდე როგორმე იმყოფინეთ. წამლები რაც მითხარი ყველაფერი მოვუტანე._ჩანთიდან აფთიაქის პარკი ამოიღო და იქვე მდგარ მაგიდაზე დადო. -მადლობა. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა ცირამ. _შვილო შენ ხომ... -არ გინდა! ხომ იცი რომ არაფერს აღარ აქვს აზრი!_დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა და სახლი დატოვა. ~~~ -ელა, შეგიძლია დღის გაზეთი მომიტანო მაღაზიიდან?_დილაუთენია დაადგა თავზე გურამი. ელამ სველი ხელები წინსაფარზე შეიმშრალა და გაკვირვებულმა გადახედა კაცს. როგორც ყოველთვის დღის გაზეთი დაცვის ბიჭებს ამოაქვთ ხოლმე. -კი ახლავე. _წინსაფარი სწრაფად მოიძრო, იქვე კალათაში ჩაყრილი ფული ამოიღო და გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. ღია კარებში ელენე შეეფეთა. -დილა მშვიდობისა. _ხალისიანად მიესლმა ოჯახის წევრებს და სპორტული სირბილით განაგრძო გზა. გურამმა ღიმილით გააყოლა შვილიშვილს თვალი და ღრმად ამოიხვნეშა. გაზეთი ჩაისთან და კრუასანთან ერთად სინზე დადო და ეზოს გასასვლელისკენ წავიდა. სინი ხის მაგიდაზე დადო და უკან გამობრუნება დააპირა. -ერეკლე სად არის? -არ ვიცი, დღეს არ მინახავს._მხრები აიჩეჩა და მზეს თვალები მოუჭუტა. -შეგიძლია წახვიდე. _ნება დართო და ჩაი მოსვა. -ელა, დღეს ქალაქში ვაპირებ გასვლას და ხომ არ წამოხვალ?_მეორე სართულის აივნიდან გადმოსძახა ელენემ. -დღეს სახლში ბევრი საქმე მაქვს._შეეცადა ზრდილობიანად ეთქვა გოგონას შეთავაზებაზე უარი. -მოგეხმარები და მალე მოვრჩებით. _უცებ იპოვა გამოსავალი. აღარაფერი უთქვამს, არ უნდოდა ცუდად და უხეშად გამოსვლა, მითუმეტეს როცა ელენე ყველანაირად ცდილობს მასთან კარგად იყოს. თანაც მე მგონი ელასთვისაც ძალიან კარგი უნდა იყოს ცოტახნით გარეთ გასვლა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა. თვეზე მეტია ამ სახლშია გამოკეტილი და დაიღალა, თანაც მშობლების ამბებმაც ზედმეტად იმოქმედა გოგონას გუნება განწყობაზე. -ეს მაღაზია მიყვარს განსაკუთრებით. ამერიკაში ყოფნის დროს სულ აქ დავდიოდი ხოლმე, მართალია ცოტა ძვირია, მაგრამ ღირს. _სიცილით ჩაილაპარაკა და მაღაზიაში შევიდა. _თანაც ვფიქრობ შენი სტილი უფრო უნდა იყოს. განიერი პერანგები, მოკლე კაბები, მთლიანი კაბები. _გაილექსა ელენე, თან პარალელურად ტასნაცმელს არჩევდა. -ძვირიანი ტანსაცმელი არ მიყვარს. პირველი-ამის არც საშუალება მაქვს და მეორე-რამე რომ მოუვიდეს მთელი ჩემი გული და სული უნდა გავატანო. _ჩაილაპარაკა გულწრფელად და საკიდზე ჩამოკიდებული შინდისფერი კაბის ბოლოები ააფრიალა. -თუ ცუდ ტონათ არ ჩამითვლი რაღაცას გიყიდი... მაგრამ არ იფიქრო, რომ ამით რამეს გიმტკიცებ, უბრალოდ მართლა გულით მინდა._გულწრფელი ღიმილით გადაულაპარაკა და ტუჩი მოიკვნიტა. -ელენე, არ არის საჭირო. _საყვარლად აუწითლდა ლოყები ელას. -საჭირო არ არის, უბრალოდ მე მინდა. _მხრები აიჩეჩა, ხელი ჩაკიდა და გასახდელისკენ წაიყვანა. _აქ დამელოდე და მე მოგაწოდებ რაც მომეწონება, ნუ ღელავ შენი გემოვნებითაც ავარჩევ რაღაცას. გასახდელის სკამზე იჯდა და თითებგადაჯვარედინებული ელოდებოდა ელენეს გამოჩენას. ან ეს რა მოფიქრა, ელა გასახდელში დააჯინა და თვითონ დაბოლიალობს მაღაზიაში წინ და უკან. ცოტაც და მოთმინების ფიალა გაევსებოდა, ზუსტად იმ დროს შევიდა ტანსაცმლით დახუნძლული ელენე გასახდელში. -შენ ფიქრობ რომ ყველაფერ ამას ახლა გავისინჯავ?_სიცილით შეკრა წარბები. -სხვა გზა არ გაქვს!_თავი გააქნია ელენემ და ყველაფერი საკიდზე ჩამოკიდა. _მიდი, პირველი ეს გაისინჯე. _ლამაზი წელში გამოყვანილი მთლიანი მუხლამდე კაბა მიაწოდა. -ლამაზია. _კმაყოფილმა ჩაიღიმა და ფარდა გადასწია. მაღაზიიდან დაქანცული გამოვიდა, ამდენჯერ გახდა ჩაცმა რა უბედურებაა, ცოტაც და ალბათ ძირს მოადენს ზღართანს. არ უყვარს საყიდლებზე სიარული, მაგას ურჩევნია შიშველმა იაროს. ძალიან ღლის მაღაზიის ქაოსი, მერე რიგში დგომა, კონსულტანტი გოგონების მოჩვენებითი ღიმილი და ბედნიერი სახეები, ეს ყველაფერი სერიოზულად აღიზიანებს და ზოგჯერ გონია რომ ჩამოყალიბებული გიჟია, უსაბუთო გიჟი. -ახლა სადმე დავსხდეთ და ნაყინი ვჭამოთ. -მაშინ ნაყინზე მე დაგპატიჟებ!_წინასწარ წაუყენა პირობა და წარბი აუწია. -კარგი, დიდი სიამოვნებით. _სასაცილოდ ასწია თავი მაღლა ელენემ და ღია კაფისკენ წავიდა. ძალიან ხალისიანი და გულღიაა ელენე, როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა იყო გამორიცხულია თავისი პოზიტივი არ გადმოგდოს და შენც არ გაგამხირულოს. რამდენჯერმე ელაც გულიანად გააცინა. ამერიკის ამბებს უყვებოდა და ხალისობდა, როგორ აწვალებდა ამერიკელ ბიჭებს, რომელბიც უცხოელ გოგონებზე გიჟდებიან. სახლში დაბრუნებისთანავე იგრძნო რომ ისევ უაზრო და არაფრით გამორჩეულ ცხოვრებაში შეაბიჯა. ერთადერთი ადამიანი რომელიც ამ სახლში ახალისებდა ელენე იყო და ერთადერთი ადამიანი ვისთან კამათიც ყველაზე მეტად სიამოვნებდა ერეკლე. გურამზე ვერაფერს ვერ იხსენებს. ერეკლე მისაღებში იჯდა, ლეტპოლი გაეშალა და ინტერესით ბეჭდავდა რაღაცას. -გავიდა ერთი თვე?_სიცილით მიუჯდა დეიდაშვილი გვერდით და კომპიუტერის ეკრანს მიაჩერდა. -გავიდა. _უკმაყოფილო სახით ჩაილაპარაკა და ლეპტოპი დახურა. _თქვენ სად იყავით?_ინტერესით იკითხა და კარებთან მდგარ ელას გადახედა. -ქალაქში გავისეირნეთ. მე ავალ გამოვიცვლი და ჩამოვალ. _ფეხზე წამოდგა, ჩანთებს ხელი დაავლო და კიბეებისკენ წავიდა. -კიდევ დიდხანს უნდა იარო ცხვირჩამოშვებულმა?_კიბებთან მისულს წინ გადაუხტა და მოაჯირს წელში გადახრილი დაეყრდნო. მის ქმედებაზე უნებურად ჩაეღიმა ელას. -ერეკლე, ჩემგან რა გინდა?_სერიოზული გამომეტყველებით კითხა მომღიმარ ბიჭს. -შენგან რა მინდა?_ჩაფიქრებულმა შეკრა შუბლი. _შენ მინდიხარ!_თვალი ჩაუკრა და ქვედატუჩმოკვნეტილმა აათვალიერ-ჩაათვალიერა. -სექსი და მერე ჰოპ... ნტ, შენს მახეში ვერ გამაბამ!_თვალი ჩაუკრა და გზა გააგრძელა. -რატომ გგონია რომ ყველაფერი ერთჯერადი იქნება?_გოგონას რეპლიკა აშკარად არ ესიამოვნა. -აბა მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად გატარებას აპირებ?_ცინიკური ღიმილით მიუტრიალდა. -არ ვიცი, არაფერია გამორიცხული. _თვალი ჩაუკრა და მკლავზე თითები ოდნავ მოუჭირა. _სცადე, იქნებ თავდავიწყებით შემიყვარდე და აღარ გაგიშვა!_მაცდური წინადადება შესთავაზა. -არ გეშინია მართლა თავდავიწყებით რომ შეგიყვარდე?_ტონი შეეცვალა ელამ, უფრო სერიზოული გახდა. -არა, იმიტომ რომ პირველობას არ ვაპირებ, მხოლოდ თქვენს მერე!_თეატრალური მანერით დაუკრა თავი და ნიკაპზე თითები მსუბუქად მოუჭირა. -მოვდივარ! აფორიქებულმა დააგდო ჩვარი სამზარეულოს მაგიდაზე და წინსაფრიანა გავარდა კარებისკენ. გურამი როგორც ყოველთვის სახლში არ იყო, არც ერეკლე და არც ელენე. იძულებული გახდა დაცვის წევრისთვის დაებარებინა ყველაფერი. ზურგჩანთა ცალ მხარზე მოიგდო და სირბილით დაუყვა დაღმართს. რამდენჯერ დაურეკა ცირამ მამაშენი ცუდად არის და იქნებ ინახულოო, ელაც თითქმის ყოველთვის ახერხებდა მის მონახულებას, მართალია კაცს ყოველთვის ეძინა, ან გათიშული იყო, მაგრამ ხედავდა რომ ცოცხალი იყო და სუნთქავდა. ახლა ამ ზარმა თითქოს განგაშის ზარივით ჩამოკრა, როგორც კი ტელეფონი აწკიპინდა მიხვდა რომ რაღაცა ისე ვერ იყო, მიხვდა რომ ცირა აუცილებლად რაღაცა საშინელებას ეტყოდა, მაგრამ ქალმა ისევ იგივე სიტყვეი გაუმეორა “მამაშენი თავს შეუძლოდ გრძნობს და იქნებ ინახულოო.” ხმა იყო კატასტოფულად ჩავარდნილი და გაუბედურებული.ზუსტად იცოდა რომ ცირას შვილთან დარეკვა დააგვიანდა, იცოდა რომ სახლში მისულს რევაზი აღარ დახვდებოდა... დახვდებოდა, მაგრამ გაცივებული და ამ ქვეყნიდან ფეხდაკრული. იქვე მდგარ ტაქსში ისე ჩახტა ბარგით დატვირთული ქალისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ტაქსის მძღოლმა გაკვირვებულმა გადმოხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ალბათ შეატყო რომ ვერ იყო კარგად. მისამართი შედარებით დამშვიდებულმა გადაულაპარაკა და საჩვენებელ თითზე მსუბუქად იკბინა. არ უნდოდა ეტირა, ვერ იტანს ცრემლებს, ეზიზღება ცრემლები! ესეც მშობლების ბრალია, ყოველთვის როცა ატირებულ დედას ხედავდა უნდოდა რომ მთელი სახლი თავზე დაემხო და ეს საშინელი ისტორია დაესამარებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა, ძალა არ შესწევდა დედისთვის ცრემლები მოეწმინდა და ეთქვა რომ ის სულ მასთან იქნებოდა... ტაქსი კორპუსის წინ გაჩერდა, ფული იქვე დაუგდო, ხურდასაც არ დალოდებია და აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა სადარბაზოსკენ. როგორც კი სადარბაზოში შევიდა იგრძნო, სიკვდილის სუნი იგრძნო და ნაბიჯს უფრო აუჩქარა. მეორე სართულზე ხის ძველებული კარი ღია იყო, გარშემო კი შავებში ჩაცმული ხალხი შეკრებილიყო. ყველა რაღაცა ბურტყუნებდა, ელა გაოცებული აკვირდებოა ნაცნობ სახეებს და სახლისკენ ნელი ნაბიჯებით მიიწევდა. შესასვლელიდანვე დალანდა საძინებლის კარებთან ჩაკეცილი ცირა, საძინებელში კი მამამისის გაცივებულ სხეულს მოკრა თვალი. -ვიზიარებ. _საიდანღაც ჩაესმა ხმა. გაკვრვებულმა მიატრიალა თავი და კარის მეზობელს შეხედა, მერე კი საძინებლისკენ განაგრძო სვლა. ვერ გაბედა, საკუთარ თავს ვერ გადააბიჯდა და დედამისთან ერთად ვერ ჩაიკეცა სატირლად, ვერც ხელი მოხვია რომ გაემხნევებინა და ეთქვა... ეთქვა რომ ის არასოდეს არ მიატოვებს. საშინლად უნდოდა მოხვეოდა, ეკოცნა და დედის სურნელი ეგრძნო, მაგრამ საკუთარ თავს ამის უფლება ვერ, ან უბრალოდ არ მისცა. ვერც რევაზის ცივ სხეულს შეეხო, შორიდან შეხედა ღრმად ამოისუნთქა და სახლიდან გავიდა. -გისმენთ. ნაცნობი ხმის გაგონებისთანავე მოეშვა, თვითონაც არ იცის რატომ დაურეკა მაინც და მაინც ერეკლეს. როდესაც შეეძლო უბრალოდ გურამისთან დაერეკა და ეთქვა რომ რამდენიმე დღე არ იქნება, მაგრამ ასე არ მოიქცა. უფრო სწორად ასე მოქცევა არ სურდა. ხო შეიძლება ყველაზე საზიზღარი ადამიანია დედამიწის ზურგზე, მაგრამ წამიერად გააცნობიერა რომ ერეკლესთან დარეკვა უნდოდა, საშინლად უნდოდა მისი სიალხოვე ეგრძნო, ან უბრალოდ ხმა გაეგო და მიზეზიც წამსვე იპოვა. -ელა ვარ._ამოილაპარაკა და მესამე სართულის კიბეებზე ჩამოჯდა. -ენძელა, შენ ხარ?!_ბიჭის ხმაში გაკვირვებაო, გაოცება და დაუჯერებლობა იგრძნობდა. -მე ვარ. -სახლი გადაწვეს, გაგვქურდეს თუ რატომ მირეკავ? -მამაჩემი..._სიტყვა გაუწდა, საუბარიც ვერ გააგრძელა. -ენძელა, ახლა სად ხარ?_დადუმებულს მიუხვდა და ხმადაბლა კითხა. -სახლში... ჩემთან. -ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლუღლუღებდა და თმებს იწვალებდა. -ახლავე წამოვალ! ტელეფონი ჩანთაში ჩააბრუნა და თავი შეტყუპებულ მუხლებს დაადო. გრძნობდა რომ კიბეებზე ხალხი მოძრაობდა, მაგრამ არ განძრეულა, წამითაც კი არ შეტოკებულა, თითქოს დრო გაჩერდა. გონს შეხებამ მოიყვანა, თავი ნელა ასწია და ნაცნობი სილუეტის დანახვისას ღიმილით ამოისუნთქა. -ენძელა._მხარზე ხელი მოხვია, მთელი ძალით მიიხუტა გულზე და ნიკაპი თავზე დაადო. -მართალი იყავი. _ამოიჩურჩულა და თითები ერთმანეთში ახლართა. _ძალიან მეტკინა. -ჩშშშ!_აკანკალებულ სხეულზე უფრო მაგრად მოუჭირა თითები და ოდნავ უკან დააწევინა თავი, ტუჩებით შუბლზე მსუბუქად შეეხო და მერე ისევ მიიხუტა._შენ ძლიერი გოგო ხარ და ყველაფერი კარგად იქნება!_ხომ არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი და ბანალური სიტყვებია, მაგრამ ელასთვის იმ მომენტში ყველაფერზე ძვირფასი და ძლიერი. -მადლობა რომ მოხვედი, მე... მე მართლა არ ვიცი რატომ დაგირეკე, მაგრამ. _ლუღლუღებდა და რაღაცის ახსნას ცდილობდა. -შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე, მე რომ დამირეკე! -ახლა ძალიან ბევრი საქმე იქნება და სამსახურში ვერ მოვალ, იქნებ ბატონ გურამს უთხრა და.... -არაფერზე არ იფიქრო, მეც აქ ვიქნები და ყველაფერს მოვაგვარებთ!_თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოაყენა. _ამ ცივ კიბეზე რომ დაჯექი, შვილები არ გინდა?! პატარა ბავშვივით დატუქსა და კაბა დაუფერთხა. მის გულწრფელ რეაქციაზე უნებურად ჩაეღიმა. თავი გააქია და ერეკლესთან ერთად მეორე სართულზე ჩავიდა. მეზობლები ინტერესით უყურებდნენ ელას გვერდით მდგარ მამაკაცს, ცნობისმოყვარე მზერას არ აცილებდნენ არცერთს და ცდილობდნენ გაეგოთ ვინ იყო. დარწმუნებული ვარ უამრავი სასაცილო ვარიანტი განიხილეს და ბევრის განხილვასაც აპირებენ. ერეკლემ მეზობლები გაიცნო და ყველას ყველაფერში ეხმარებოდა, ქალაქშიც თვითონ დარბოდა. აფოსლიტურად ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო, თანაც საქმის კურში აყენებდა ელასაც რომ არ ენერვიულა და ცოდნოდა რა როგორ იყო. დღის მოერე ნახევარში რევაზის სხეული მისაღებში გადმოასვენეს, ელამ ვერც იქ ვერ გაძლო და საკუთარ საძინებელში შეიკეტა. -ელა, მე ვარ. _ნაცნობი და საშინლად მონატრებული ხმის გაგონებისთანავე წამოფრინდა ფეხზე, კარები გამოგლიჯა და ცრემლიანი თვალებით მდგარ მირანდას მთელი ძალით მოეხვია. _ჩემი გოგო, ჩემი ელა!_ჩურჩულებდა და მთელი ძალით ეკვორდა მეგობარს. _როგორც კი გავიგე იმ წამსვე წამოვედი. _საძინებელში შეიყვანა და კარები მიხურა. -მე კიდევ არ დაგირეკე. _დამნაშავესავით ამოიჩურჩულა. -ხოდა ძალიან ცუდი ქენი რომ არ დამირეკე. ქუთაისიდან აქ ჩამოსვლას რა უნდოდა?!_გაბრაზებულმა მისცხო ხელი მხარზე და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა. _ცირა ვნახე, როგორი განადგურებულია. _სევდიანმა ამოსლუკუნა. -ცირა დიდი ხანია განადგურებულია. -ელა, ის დედაშენია._მეგობრის გადარწმუნება სცადა მირანდამ, უკვე მეათასეჯერ. -ძალიან გთხოვ, აღარ მინდა ერთი და იგივე ტექსტების განმეორება. ვიცი რომ დედაჩემია, ქალი რომელმაც ცხრა თვე მუცლით მატარა, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა, მაგრამ ზუსტად მან წამართვა სიცოცხლის ხალისი... ვერასოდეს შევეგუები მის სისუსტეს და ჩემს დაჩაგვრას, ვერასოდეს!_კვლავ კატეგორიული იყო ელა. _გავიდეთ, თორემ აქაც ამოვიხუთე. _ფეხზე წამოდგა, აჩეჩილი კაბა გაისწორა და კარებისკენ წავიდა. ცირა სასახლესთან იყო ჩაკეცილი და ჩუმად დასტიროდა ქმარს, ცდილობდა ტირილით სხვები არ შეეწუხებინა. ეს თვისება მასში უკვე სულიერად არის გამჯდარი, ცემის დროსაც ასე ჩუმად ტიროდა “მეზობლებმა არ გაიგონო.” ელას სიმწრით ჩაეცინა და სასახლესთან ახლოს მდგარ სკამზე ჩამოჯდა. ხალხი ირეოდა, ყველას მოჩვენებითი ტკივილი ეხატა სახეზე, ეს ცირკი უარესად უშლიდა ნერვებს. გაქცევა უნდოდა, მაგრამ ასეთ დროს სად გინდა რომ წახვიდე. ერეკლეს დანახვისას სახეზე ნათელი მოეფინა, შეფარული ღიმილით გადახედა მამაკაცს და ფეხზე წამოდგა. ყველანაირი მორიდების გარეშე მოკიდა ხელი და საძინებლისკენ წაიყვანა. -შენ რომ არ იყო არ ვიცი ამდენ რაღაცას როგორ მოვახერხებდი. _როგორც კი ოთახში შევიდნენ მადლიერმა ჩაილაპარაკა და ჩანთიდან საფულე ამოიღო. -რას აკეთებ?_შეურაცხყოფილმა და გაბრაზებულმა კითხა. -ეს ყველაფერი რაღაცა თანხებთან არის დაკავშირებული და ვცდილობ... -ენძელა!_ცივი ხმა ამოუშვა ერეკლემ. -შენ ვალდებ... -მე ვალდებული არ ვარ, მაგრამ მე მინდა რომ ეს გავაკეთო, თანაც მეზობლება რაღაცა თანხა შეკრიბეს, ასე რომ ეგ საფულე ჩანთაში ჩადე და მეორედ ეგეთი რაღაცა აღარ გამიბედო!_მკაცრად გააფრთხილა და შუბლშეკრულმა გაუღო ოთახის კარები. ~~~ -კარგი ხედი გქონიათ. _ცოტახნით აივანზე განცალკევდნენ. მართალია მეზობლები მისაღებში სხედნან და მიცვალებულს ღამეს უთევენ, მაგრამ ელას ისეთი შეგრძნება აქვს რომ ახლა ამ სახლში მარტო ის და ერეკლე არიან. ღიმილით გადახედა მამაკაცს და თავი დაუქნია. -ხო, კარგი ხედია, მაგრამ აივანზე იშვიათად გამოვდიოდი ხოლმე. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ფეხები სკამზე აიკეცა. -სიმაღლის გეშინია?_მოღუშული გოგონას გამხიარულება სცადა ერეკლემ. -არაა-ა. _”როგორ მაკადრე” ტონით ჩაილაპარაკა და თავი გააქნია. _უბრალოდ ყოველთვის ვცდილობდი ფანჯრები და კარებები კარგად ჩამერაზა ჩხუბის ხმა რომ არ გასულიყო სახლიდან. ვერ ვიტანდი მეზობლების დამცინავ და ვითომ მოსაწ....ბულ მზერებს, მაღიზიანებდა მათი დამპლური ქცევები და ვცდილობდი ჩემი ოჯახის პრობლემა ამ ფანჯრებს იქით დამეტოვებინა. _ასეთი გულწრფელი ცხოვრებაში პირველად არის. ელა არასოდეს მალავდა საკუთარ ცხოვრებას, მაგრამ ამ კაცთან დღეს სულ სხვანაირია. _არაფერი არ მითხრა, უბრალოდ მომისმინე, ვიცი რომ ასეთ დროს კაცები ემოციებს და გრძნობებს ვერ გამოხატავთ, თანაც შენ... ხო, ხო ვიცი რომ ახლა ბევრს ვლაპრაკობ, ისიც ვიცი რომ გიკვირს “შენ რა იცი მე გრძნობებს როგორ გამოვხატავო.”, მაგრამ ვიცი რომ ძალიან სხვანაირი ხარ. ვირი, მაგრამ სხვანაირი ვირი ხარ. ერეკლემ თავის ქნევით ჩაიღიმა და ყავა მოსვა. -ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ ძალიან მინდა მალე მომეცეს საშუალება გაგამწარო!_გოგონასკენ ოდნავ გადაიხარა, ნიკაპი მხარზე ჩამოადო და ყურში ჩასჩურჩულა. _შენ კაცების გეშინია, იმიტომ რომ ჩვენში შენს წარსულს და ვითომ მომავალს ხედავ, მაგრამ პირობას გაძლევ, რომ თუ მე და შენ ოდესმე ,1 კვირით მაინც ვიქნებით ერთად, შენ ამ ურთიერთობით აუცილებლად ისიამოვნებ! _თვალი ჩაუკრა და ელას ყავის ფინჯანს თავის ფინჯანი მიუჭახუნა._ დაე, გაუმარჯოს ჩემს დაპირებას, რომელსაც აუცილებლად შევასრულებ! 1 კვირით მაინც გაგხდი ისეთ ბედნიერს როგორიც არასოდეს არ ყოფილხარ! ელას ხმა არ ამოუღია, არ უნდოდა საკუთარი სიტყვებით ასეთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტი გაეფუჭებინა. რამეს თუ იტყოდა იტყოდა მწარეს და ისეთს რასაც მერე აუცილებლად ინანებდა, ხოდა სიჩუმე არჩია. ცხოვრებაში პირველად არის მამამისის მადლიერი, ერეკლეს სულ სხვანაირად დაანახა და ახლა უკვე იცის რომ ამ კაცის ნდობა შეიძლება, თუმცა შიშები და ტკივილები ჯერ რა თქმა უნდა ვერ დაძლია. უბრალოდ ახლა აჟიტირებულია, ყველაფრისგან დაღლილი და გადაქანცული. თვალები რომ გაახილა საკუთარ საძინებელში იყო, არადა კარგად ახსოვს ბოლოს ერეკლესთან ერთად იჯდა აივანზე და ფიქრებით ირთობდა თავს. მთქნარებით მოიფშვნიტა თვალები და აბურდული თმები ხელისგულებით “დაიოკა”, მერე კი ფეხზე ზლაზვნით წამოდგა. საათის ისრები დილის შვიდს აჩვენებდა. რამხელა დრო გასულა, თანაც იმდენი საქმე აქვს. ხალხიც უნდა დააპუროს და გამოკვებოს, ეს კიდევ რომელ საათამდე გორაობს. ~~~ -გადაიღალე არა?!_შეწუხებულმა კითხა დაქალს და გვერდით მიუჯდა. -ვერ გავყევი. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ცარიელ მისაღებს მოავლო მზერა._მეზიზღებოდა, მაგრამ მიწაში ჩასადებად მაინც ვერ ვიმეტებ და ვერ გავყევი. _ამოისლუკუნა, მაგრამ ტირილი ისევ ვერ შეძლო. არადა როგორ უნდა, როგორ უნდა ეს დაწყევლილი ემოციები ერთხელ და სამუდამოთ გარეთ გამოუშვას. იბღავლოს ბოლო ხმაზე, ელამ ხომ იცის რომ ტირილი სისუსტე არ არის, ის ტკივილის მოშუშებაში გეხმარება, გამშვიდებს, ემოციებისგან განთავისუფლებს და მაინც... რა საშინელი გრძნობა როცა ტირილი არ შეგიძლია! ყოველთვის მშვიდი, უბრალო და გაწონასწორებული ბავშვი იყო. უყვარდა ბუნება, ფრიალა მოკლე მუხლამდე კაბები, ნაქარგებიანი ფრიალა და კუბოკრული პერანგები. გიჟდებოდა კლასიკაზე, უყვრდა პიანინოზე დაკვრა, მინდვრის ყვავილები და ღამის თბილისზე დაკვირვება, ჩარაზული ფანჯრიდან. სახლში გამეფებული 24 საათიანი ჩხუბის და ყვირილის მიუხედავად, მაინც ძალიან მშვიდი იყო, ვერასოდეს უწევდა ხმას, ბოლო პერიოდში დასჩემდა ყვირილი და თავის ვერ გაკონტროლება, ალბათ ესეც ასაკზეა დამოკიდებული და მალე გაუვლის. ახლა მითუმეტეს როცა ყველაფერი დამთავრდა. თითქოს ყველაფერს წერტილი დაესვა, მამა მიწაში ჩადო, დედა ბებიასთან გააცილა სოფელში. აქ ცხვორებას ვერ შევძლებო და წავიდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია, პირიქით ძალიან გაუხარდა მისი გადაწყვეტილება და საკუთარი ფეხით მიაცილა სადგურამდე. -დღეს რას მიმზადებ?_ხმაურიანად შევარდა სამზარეულოში ერეკლე და ჟღალთმიან გოგონას უკნიდან ამოუდგა. -თუ ოდნავ მომშორდები გეტყვი. _პირობა წაუყენა და თავისთვის, შეუმჩნევლად ჩაიღიმა. ერეკლე ადგილიდან არ დაძრულა. -ნუ გავიწყდება რომ პირობებს აქ მე ვაყენებ, ახლა კი კითხვაზე მიპასუხე!_კატეგორიული და შეუვალი იყო ჯიშკარიანი. -შემწვარ კარტიფილს. -კარგი რა, ენძელა, რაც გურამი წავიდა ამოვიდა ყელში ეს შემწვარი და დამწვარი კარტოფილი. _უკმაყოფილო სახით გადგაა გვერძე და სკამზე ჩამოჯდა. -ა-ა, კიდევ აქეთ რომ აქვს პრეტენზიები. 2 დღეა გეხვეწები პროდუქტების საყიდლად წამიყვანე-მეთქი და ვერ გაგაგონე. ხოდა ნება იბოძე რაც გვაქვს ის ჭამე!_ღრენით ჩაილაპარაკა და შემწვარი კარტოფილი გადმოუღო. -მიდი ჩაიცვი და წავიდეთ!_სწრაფად გადაწყვიტა, მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და ფეხზე წამოდგა. -ახლა?_გაკვირვებულმა ჭყიტა თვალები. -ხო, ახლა, მერე არ მცალია!_წარბი აუწია და გასასვლელისკენ წავიდა. -დამელოდე, სად გარბიხარ. _შემოსასვლელში ჩამოკონწიალებულ ჩანთა ლამის გასასვლელი კარებიდან ჩამოხსნა და სირბილით აედევნა ერეკლეს. მანქანაში ქოშინით მოკალათდა და ჩანთა მუხლებზე დაიდო. -საით? -ყველაზე დიდ სუპერმარკეტში. მაცივარი სულ ცარიელია. ~~~ -ეს გვინდა? -არა!_თავი გაუქნია და დაკონსერვებულ სიმიდნს დასწვდა. -ე.ი. გვინდა. _მიუხედავად ელას პასუხისა მაინც გადმოიღო და ეტლში ჩაუძახა. -ეგ რა წესია, თუ მეკითხები ჩემი პასუხის მიხედვით იმოქმედე._გაბუსხულმა დაბრიცა ტუჩი და თვალები აატრიალა. -მომისმინე, ლამაზო და ჟღალო, ეგრე შენ იმასაც მეუბნები ჩემთან სექსით ვერასოდეს ვერ დაკავდებიო და რა ვქნა დაგიჯერო!?_გოგონას წინ გაჩერდა და გამომცდელად მიაჩერდა. -გარყვნილი ბიჭი ხარ!_სიცილით მიკრა მხარზე ხელი და გზა გააგრძელა. -ხედავ, უარყოფითი პასუხი არ გითქვამს, ე.ი. არც შენ ხარ წინააღმდეგი, შენი განხილვისთვის ვიბრძოლო. _თვალი ჩაუკრა, წელზე ხელი მოხვია და ეტლი გააგორიალა. -რას აკეთებ, ახლავე გამიშვი ხელი. _დამორცხვილმა გადახედა მაღაზიაში მოსიარულე ხალხს და ხელზე უჩქმიტა, მაგრამ არაფერი. -ნუ წიკვინებ და მოიქეცი ისე როგორც ყურებამდე შეყვარებულ გოგოს ეკადრება. _ჭკუა დაარიგა და წელზე თითები უფრო მოუჭირა. -რაო? როგორ გოგოსო? შენ რა ფიქრობ რომ ოდესმე შენზე ყურებამდე ვიქნები შეყვარებული.... ღმერთმანი!_არტისტულად შესძახა ელამ და თვალები სასაცილოდ გადმოატრიალა. _არც კი იოცნებო, “პროსტა”! -ტიპიური გოგოშკური “თავდაცვა”- არც კი იოცნებო._შეეცადა ელასავით გამოსვლოდა, მაგრამ მისმა ზედმეტად ბოხბა და მამაკაცურმა ხმამ ამის საშუალება არ მისცა. -რა გინდა შენს ინჟინერიაში, შენ უნდა იყო დიდი თეატრის, დიდი მსახიობი!_სიცილით ჩაილაპარაკა და გაროხის კონსერვს შეავლო თვალი. _ეს წამოვიღო თუ ეს?_კითხა მცოდნეს. -ენძელა, ჯერ ის მითხარი მაგ ორს შორის რა განსხვავებაა. _წარბი ასწია ჯიშკარიანმა. -ეს რომ იფრცქვნება ისეთი გაროხია, ეს კიდევ რომ არ იფრცქვნება ისეთი. -და აზრი?! -კარგი ხო, ჩემით ავარჩევ. _ტუჩები გააწკლაპუნა და ორივე გაროხი ჩააგდო ეტლში. მის ქცევაზე ერეკლეს ხმადაბლა ჩაეცინა. _რა გაცინებს, ორივეს მოვსინჯავ და მეცოდინება... ერეკლე, ნუ იცინიხარ!_გამწარებულმა უბრწკინა მხარზე. -რა გინდა? ჩემი ძველი შეყვარებული დავინახე, გრძნობები ამომიტივტივდა და გამეცინა._მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და ელას დაძაბულ თვალებზე ხმამაღალი სიცილი ძლივს შეიკავა. -ყოველ ნაბიჯზე შენი ქალი როგორ უნდა გვხვდებოდეს!?_უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და თავი გააქნია. -როგორ იყო?! ღმერთმანი!_ირონიული სიცილით გამოაჯავრა ერეკლემ და ეტლთან ერთად წინ წავიდა. ~~~ -ერეკლე, ხელს მიშლი. _გაღიზიანებულმა გამოგლიჯა სტაფილო ხელიდან. -ენძელა, ჩამოყალიბდი. მომეხმარეო ხომ მითხარი და გეხმარები. და კიდევ ტონს ნუ უწევ-მეთქი ათასჯერ მყავხარ გაფრთხილებული!_ბოლო სიტყვები მკაცრად ჩაილაპარაკა და შუბლი შეჭმუხნა. -ხო, კარგი. _დასჯილი ბავშვივით ამოილუღლუღა და სტაფილო ისევ გაუწოდა. _გამიხეხე. _შეპარული ღიმილით სთხოვა და ქვედა ტუჩი კუთხეში მოიკვნიტა. -ღმერთო ჩემო, მეჩვენება თუ ეს მართლა ერეკლეა?_თვალები ორჯერ ზედიზედ დაახამხამა ელენემ და გაკვირვებულმა გადახედა დეიდაშვილს, მერე ელას და მერე ისევ დეიდაშვილს. ერეკლმე მობეზრებულმა ასწია ცალი წარბი მაღლა და სტაფილოს გახეხვა დაიწყო._რას ამზადებთ? -შენმა დეიდაშვილმა ქათმის სალათის ახალი რეცეპტი მასწავლა. მოხარშული ქათმის დაძენძილი ხორცით, სტაფილოთი, კონსერვის სიმინდით, მაიონეზით, მაკარონით და კიდევ რა იყო? -მწვანილები. -ხო, მწვანილებით. _ჩაილაპარაკა და მეექვსე თითიც მოკეცა. -ცუდი არ უნდა გამოვიდეს და მე რა გავაკეთო? მთელი დღე უსაქმოდ ჯდომა მობეზრდა, გარეთაც საშინელი სიცხეა. _მობუზულმა ჩაილაპარაკა და სკამზე დაებერტყა. -შენ ქათმის ხორცი დაძენძე. _მოხარშული ქათამი გაუწოდა და სახედამანჭულს ცხვირზე დაკრა თითი. _მიდი, მიდი ნუ გეზარება! ~~~ სამივეს ნახელავი მაკარონის და ქათმის სალათა მაგიდის შუაგულში მოათავსა და კმაყოფილმა გაუხახუნა ხელისგულები ერთმანეთს. ორივეს სუფრასთან მოწვევა გადაწყვიტა კიბეებზე სახეგადაფითრებული და საშინლად გაბრაზებული ერეკლე რომ დაეშვა. გაკვირვებულმა გააყოლა კარებისკენ გავარდნილ ბიჭსს თვალი, ასეთს პირველად ხედავდა. -ერეკლე. _სწრაფად აედევნა უკან. ჯიშკარიანი მანქანას აღებდა, გოგონას ხმა რომ გაისმა. -ენძელა, სახლში შედი და მალე მოვალ!_გოგონასკენ დამშვიდებული და სახედალაგებული შეტრიალდა. -ხომ ყველაფერი კარგად არის?_ხმადაბლა შეაპარა კითხვა. -ყველაფერი კარგად არის, სახლში შედი!_თვალი ჩაუკრა და მანქანაში ჩაჯდა. ელამ მხრები აიჩეჩა, უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა რაღაცა და სახლში შეტრიალდა. -ერეკლე სად არის?_პურით ივსებდა პირს ელენე. -არ ვიცი, სადღაც გავარდა და დაიბარა მალე მოვალო. -რომელიმე ქერა დაურეკავდა და ალბათ იქ წავიდა. ელენეს სიტყვები უსიამოვნოდ მოხვდა გულზე, თითქოს ჭვალმა დაურა და მოიკეცაო, მაგრამ არა, წელში გამართული იდგა და სალათს უყურებდა. -კარგი, მაშინ ჩვენ დავსხდეთ. _სწრაფად მოუყარა სიტყვებს თავი და სკამი ხმაურით გამოაცურა. -დავსხდეთ. _ომახიანად შესძახა და ელას მოპირდაპირე მხარეს დასკუპდა. _ელა, ერეკლე მოგწონს?_პირდაპირ აჯახა. -არა, რატომ გგონია?_კარგი მატყუარა იქნებოდა, ხშირად რომ იტყუებოდეს. -რა ვიცი, წეღან ქერა რომ ვახსენე რაღაცნაირად შებარბაცდი და ვიფიქრე რომ... ბოდიში,არ უნდა მეფიქრა, მაგრამ._ისევ დამნაშავედ იგრძნო თავი, ამჯერად სამართლიანად. -არა, ერეკლე არ მომწონს, უბრალოდ ქერაზე რაღაცა გამახსენდა და..._ურცხვად იცრუა და მაკარონს ჩანგალი ჩაარჭო. ერეკლე გვიანობამდე არ დაბრუნებულა. 12 საათამდე იჯდა ტელევიზორთან და ელოდებოდა, ოღონდ ამას საკუთარ თავთანაც არ აღიარებდა, ჯიუტად იმეორებდა რომ ამ უაზრო გადაცემით ირთობდა თავს. არადა მთელი დღე ელენეს სიტყვებზე ფიქრობდა და გული ეთანაღრებოდა, თვითონაც არ იცოდა რატომ განიცადა გოგოს სიტყვები ასე, იქნებ შეუყვარდა... არა, შეყვარებით 100%_ით დარწმუნებულია ელაც და მეც რომ არ შეყვარებია, უბრალოდ შეიძლება ერეკლეს საქციელებმა მოხიბლა და სიმპათიით არის განსჭუალული, ან უბრალოდ ქალური ამბავია და წამოუარეს. რას გაუგებ, თანაც ჟღალია! ბოლოს ლოდინით დაღლილი წამოდგა და კიბეებისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა, სპეციალურად წელავდა დროს იქნებ გზაში წამომეწიოს და კარები შემოაღოსო, მაგრამ ისე მივიდა ოთახამდე არაფერი გაფაჩუნებულა. “საინტერესოა რომელ ქერასთან ათევს ღამეს... ხო, ათევს, აბა რა დააძინებთ.” გესლიანად ჩაიჩურჩულა და ბალიში თავზე დაიმხო. ვერაფრით ვერ დაიძინა, ხან იქით გადატრიალდა, ხან აქეთ, იწრიალა, იწრიალა და ბოლოს თმებაწეწილი და დაღლილი გულაღმა გაიშოტა საწოლზე. კარების ჩხაკუნი როგორც კი გაიგონა თავი წამოყო და სმენად იქცა. მისაღებიდან ისმოდა ფხაკუნის ხმა, მერე კიბეებიდან, ბოლოს დერეფანსაც მოუახლოვდა ნაბიჯების ხმა და... და ელას კარებთან გაჩერდა. -ენძელა-ა!_ღიღინით ჩაილაპარაკა გოგონას სახელი ერეკლემ და კარებზე თითით დააკაკუნა. აფორიქებული წამოჯდა საწოლზე და ერეკლეს მოქმედებას დაელოდა, ხმა არ ამოუღია. პასუხის გაცემა საჭიროდ არ ჩათვალა, აინტერესებდა რას მოიმოქმედებდა მამაკაცი, თითქოს გამოცდას უწყობსო. საშინლად უნდოდა ერეკლეს უბრალოდ გზა გაეგრძელებინა და ოთახში არ შესულიყო, მიუხედავად იმისა რომ, რატომღაც გულის სიღრმეში ზუსტად იცოდა ჯიშკარაული ცუდს არაფერს არ გააკეთებდა. ელას უბრალოდ საკუთარ თავთან ბრძოლა ჰქონდა გადაწყვეტილი. ნაბიჯების ხმა განმეორდა, ერთი...ორი...სამი...ოთხი და მერე ისევ მიწყდა, ოღონდ ამჯერად ერეკლეს საძინებლის კარებთან. გახარებილმა ღრმად ამოისუნთქა და თავი ისევ ბალიშზე დადო. ჯიშკარიამნა გამოცდა ძალიან მცირე დროში ჩააბარა. დილით უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყო, თავის ტკივილსაც არ შეუწუხებია. ტანზე ფრიალა მუხლამდე კაბა ჩაიცვა, თმები კოსად შეიკრა და თითები შავ “შლოპანცებში” გაუყარა. -დილა მშვიდობისა. _როგორც ყოველთვის ამჯერადაც გურამთან ერთად აღმოჩნდა დერეფანში. ბერიკაცმა ოდნავ გაუღიმა და კიბეებზე დაწინაურდა. _დღეს სადილად რა მოვამზადო?_როგორც კი კიბის საფეხურები ჩაამთავრა და სამზარეულოსკენ დააპირა წასვლა, მაინც ყოველი შემთხვევისთვის იკითხა. -ელა, რამდენიმე დღე ისევ ქალაქიდან მიწევს გასვლა, არ ვიქნები და სადილზეც შენ მოგიწევს ყველანაირად ზრუნვა. _ღიმილით ჩაუკრა ჭაღარა კაცმა თვალი და დივანზე დადებულ საბუთების ჩანთას დასწვდა. _საღამოს ჩემი მძღოლი მოვა და ჩემს ოთახში რომ ბარგია ის გამოატანე. -გასაგებია, კეთილი მგზავრობა._ხმადაბლა ჩაილაპარაკა და კარებამდე მიაცილა. ~~~ დილით სახლი დაალაგა, მერე სამზარეულოში შეძვრა და საღამომდე არ გამოსულა. ნამცხვარი გამოაცხო, სადილი გააკეთა და რაც ყველაზე მთავარია მირანდასთან სკაიპში საუბარიც კი მოასწრო. -მე მგონი კრემი ამეჭრა._უკმაყოფილო სახით დახედა თეთრ მასას და ტუჩები დაბრიცა. -აბა რა იქნება, ყველაფერი ერთად რომ უქენი. _სიცილით ჩაილაპარაკა მირანდამ და ვაშლი ჩაკბიჩა. -შენ რას შვები როგორ მიდის საქმეები? -რა ვიცი, წესით წლის ბოლოს ისევ თბილისში უნდა გადმომიყვანონ და ვნახოთ, თუ ვინმე იპოვა ჩემმა უფროსმა ვისაც ქალაქის გაცვლა უნდა. _დაღლილმა ამოიგმინა და თვალები აახამხამა. -მირა, მე მგონი დეიდაშვილები შემოალგდნენ და უნდა წავიდე. სწარაფად გათიშა სკაიპი და კარებისკენ გააპარა თვალი. კრემიანი სათქვეფი ხელიდან გაუვარდა პირი კი ღია დარჩა. ერეკლე ისევ იმ ქერა ქალთან ერთად იყო მოსული. წამებში ანერვიულდა, გული და პულსაცია საგრძნობლად აუჩქარდა, ცოტაც და ალბათ ბოლო ხმაზე დაუღრიალებდა ჯიშკარიანს რომ ნაგავი და ვირია. სწრაფად დაიმშვიდა აფორიქებული ნერვები, ხელისგულები სახეზე მოისვა და სათქვეფის ასაღებად დაიხარა. -რა სუნებია. _ცხვირის ცმაცუნით ჩაილაპარაკა ერეკლემ და დახრილ გოგონას ზემოდან დააჩერდა. -ჯერ არ არის მზად!_აგრესიულად ჩაილაპარაკა და სათქვეფი ნიჟარაში ჩააგდო. _გაიწიე, იატაკი უნდა მოვწმინდო. _ცივად მიკრა ხელი და კარებისკენ გასწია. -ენძელა, რატომ მეაგრესიულები?_”შეწუხებულმა” ჩაილაპარაკა და გოგონას მკლავზე მოკიდა ხელი. ელამ თვალებგაფართოვებულმა დახედა ბიჭის თითებს, მერე მისაღებისკენ გააპარა თვალი და დივანზე მოკალათებულ ქალს დააკვირდა. -არ გრცხვენია მაინც?_მშვიდი ხმით კითხა და დათხვრილ იატაკს დახედა. -რისი უნდა მრცხვენოდეს?_მხრები აიჩეჩა ერეკლემ. -აი, ეს ქალი რომ მოგყავს აქ და თან მე რომ მეარშიყები. _ცოტაც და თვალებს დასთხრიდა. -მოიცა, მოიცა, შენ არ იყავი ჩემნაირი ბიჭები რომ არ მოგწონს და ზედაც არ შემომხედავ?!_შუბლი შეკრა ერეკლემ. -მართალია. _დაბნეულმა დაუქნია თავი. -და მიუხედავად ამისა გინდა რომ კუდში გდიო და ყირაზე დავდგე?!_ბიჭმა ცინიკური ღიმილი აიკრა სახეზე._არა, ენძელა, ეგრე არაფერი არ გამოვა. თუ მეტყვი რომ ჩემთან ურთიერთობა გინდა ეს ქალი ახლავე წავა აქედან, მაგრამ თუ მეტყვი რომ შენი შესაფერისი არ ვარ მაშინ მოგიწევს ნამცხვარი დაგვიჭრა და ყავასთან ერთად გამოგვიტანო. _თვალი ჩაუკრა, ნიკაპზე თითები მოუჭირა და მისაღებისკენ გატრიალდა. -რამდენ ნაჭერს შეჭამთ?_”შენ ვერ მაჯობებ.” ტონით ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. -რამდენსაც გამოიმეტებ. -დამპალი!_როგორეც კი ერეკლე სამზარეულოს გაეცალა ბუზღუნით ჩაილაპარაკა და გამზადებული ნამცხვრისკენ მიტრიალდა. _ამ კრემს რა ჯანდაბა ვუქნა?_მეორე ნამცხვრისთვის განკუთვნილ კრემს ალმაცერად დახედა, მერე ნაგვის ურნას დაასო მზერა და გადაწყვეტილებაც მიიღო. -ყავაში შაქარი არ ჩამიყრია, თქვენი გემოვნებით. _ყავის ფინჯნები ნამცხვართან ერთად დაბალ მაგიდაზე დადო და გვერდით საშაქრე მიუდგა. -დიდი მადლობა. _ლამაზი ღიმილით ჩაილაპარაკა ქალმა და ქერა თმა ყურზე გადაიწია. -რამე მოხდა? ფიქრებიდან ერეკლეს ხმამ გამოაფხიზლა, გოგონაზე მიშტერებულმა სწრაფად ააფახუნა თვალები და ტუჩების ცმაცუნით ჩაილაპარაკა რაღაცა, ოღონდ რა ვერ გეტყვით, მე კი არა თვითონაც ვერ გაიგო. უსიტყვოდ გამოსცილდა წყვილს და სინი გულზე მიიხუტა. -ელა._სამზარეულოს კარებთან მისულს ელენეს ხმა წამოეწია. გოგონა მოკლე შორტებში, ტოპში და კედებში გამოწყობილი ასკინკილით შევარდა სახლში. -სტუმარი გვყავს._ხმადაბლა გადაულაპარაკა და ტუჩებზე თითი მიიდო, რითაც ანიშნა ცოტა ხმადაბლაო. -უი, ვინ სტუმარი?_ცნობისმოყვარედ დაქაჩა თვალები და მისაღებში გაიჭვრიტა. _ა, ვიცნობ ამ გოგოს, კაი გოგოა. _თავი დააქნია და ისევ ელას მიუტრიალდა. “კაი გოგოაზე” წნევამ აარტყა. _ხო, რისთვის მოვედი. მე და ჩემი მეგობრები სკეიტ პარკში ვაპირებთ წასვლას და ხომ წამოხვალ? გაერთობი, ცოტას გაიკატავებ და გვიან დავბრუნდებით, თან სუფთა ჰაერსაც ჩაისუნთქავ. _აჟიტირებულმა შესთავაზა. -რატომაც არა?!_წყვილზე აღრენილმა და გადიდგულებულმა ჩაილაპარაკა და სინი მაგიდაზე დადო. _რა ჩავიცვა? -რაც შეიძლება თავისუფლად. -კარგი, ავალ მოვემზადები და 5 წუთში ჩამოვალ. _გაუღიმა და კიბეებისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა. როდემდე უნდა იყოს სახლში და საკუთარ თავში გამოკეტილი. დაიღალა სახლის ლაგებით და გამუდმებით საჭმელებზე ფიქრით, ეს ყველაფერი ყელში აქვს ამოსული. მართალია ეს მისი სამსახურია და ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ 20 წლის გოგოსთვის ზედმეტად გადატვირთული გრაფიკი ჯანმრთელობისთვისაც არ არის სასარგებლო. ზოგჯერ ისეა დაღლილს ეზოში გასვლის თავიც არ აქვს ხოლმე, მერე ეს ნადირი ერეკლე. ხვდება რომ მის თავს რაღაცა ამოუცნობი, მისთვის ჯერ არ განცდილი ხდება, მაგრამ ისევ ეშინია და საშინლად არ უნდა ეს ის იყოს რაზეც ელას ეფიქრება. ვერ აიტანს ერეკლესნაირი მექალთანე ჩაუვარდეს გულში. სპორტული შარვალი, თხელი თავისუფალი მაისური, სპორტული მოსასხამი და კედები ჩაიცვა. ეს ელას სტილი არ არის, მაგრამ როცა საქმე სკეიტს და სახლის ლაგებას ეხება იძულებულია მოირგოს, თანაც თავს კომფროტულად გრძნობს. -საით?_”გამოპრანჭულ” გოგონებს ალამცერად გადახედა ერეკლემ და ცალი წარბი მაღლა აზიდა. -მე და ელამ ბევრი ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ რომ მარტო დაგტოვოთ._სიცილით ჩაილაპარაკა ელენემ და ქერას თვალი. ჩაუკრა. “ანუ გამოდის რომ ესენი მართლა მარტო უნდა დავტოვოთ?” მოულოდნელად ამოუტივტივდა არასასიამოვნო ფიქრები ტვინის ზედაპირზე. უსიამოვნოდ გააჟრილა, მაგრამ ახლა უკან დახევის დრო არ იყო. -სკეიტ პარკში მივდივართ, ელას ჩემიანებს გავაცნობ და ცოტას გავერთობით. _შუბლშეკრული დეიდაშვილის ხურმობა რომ ვერა და ვერ დაისახურა სიმართლე უთხრა და ისევ გაეკრიჭა. -ჭკუით იყავით და სახლში მალე დაბრუნდით!_კატეგორიული ტონით გააფრთხილა და ფეხზე წამოდგა. _შენ კიდევ რომ მოხვალ მერე დაგელაპარაკები. _ზურგიდან დაუდგა ელას და ყურთან ახლოს ჩასჩურჩულა. -გრცხვენოდეს!_ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა ალექსიძეს, მაგრამ არ უნანია. ერეკლეს ხმით ჩაეღიმა. -მიდიოდით თქვენ. _ერთ ადგილზე გახევებულ გოგონას თვალი ჩაუკრა და კარებისკენ ანიშნა. ელამ ჯერ ქერას გადახედა, მერე ერეკლეს და ტუჩებმოკუმილი გაყვა ელენეს. ~~~ -არ გინდა სცადო?_ღიმილით გაუწოდა სკეტი ელენემ. -არა._თავი გააქნია და ბავშვებს გადახედა. -ცუდ ხასიათზე ხარ?_მუბუზული მიუჯდა გვერდით და სკეიტი დაბლა დადო. -არა, უბრალოდ სუფთა ჰაერი იმდენი ხანია არ ჩამისუნთქავს თავი ამტკივდა._ოდნავ ჩაიცინა და თვალები დახუჭა. -ნიკა რომ გიყურებდა დააფიქსირე?_ეშმაკურად მიკრა ხელი. -აბა ნიკა!?_სწრაფად ჭყიტა თვალები. -აი, ლუკას ძმა რომ არის. შენზე ერთი წლით უფროსია და წეღან თვალებს გიჟუჟუნებდა..._კისკისი ატეხა ელენემ. ისე იყო ბავშვების ყურებით გართული არავინ არ შეუმჩნევია, მითუმეტეს თვალებმოჟუჟუნე ნიკა. ყოველთვის უნდოდა პარკში გამოსვლა და მეგობრებთან ერთად დროის გატარება, მაგრამ ოჯახი ამის საშუალებასაც არ აძლევდა. გამუდმებით სახლში იყო ჩაკეტილი. მომენტებში ბავშვების ხმაც კი აღიზიანებს იმდენად არის ამ ყველაფერს გადაჩვეული. ზოგჯერ თავი 40 წელს გადაცილებული გაუთხოვარი და ხასიათ გაფუჭებული ქალი გონია, რომელსაც ყველა და ყველაფერი ეზიზღება. არადა ელას არავინ არ ეზიზღება ოჯახის გარდა, შეიძლება ისინიც არ ეზიზღება, არ ვიცი. ასე თუ ისე ამ გამოსეირნებამაც გამოიღო თავისი შედეგი, ვიღაცა ბიჭი თვალებს უჟუჟუნებდა, ბავშვები გაიცნო, სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა, მშვიდად ფიქრიც შეძლო და რაც მთავარია ერეკლეს მიმართ გაჩენილ გაურკვეველ გრძნობებზე აფორიაქებაც. ცოტახანი კიდევ დარჩნენ და მერე ელას აჩემებით სახლში წამოვიდნენ. დიდიხანი ვეღარ გაჩერდა, ერთი და იგივე სახეები ყურება მობეზრდა. სახლში შესვლისთანავე მისაღებისკენ გაიხედა, მაგრამ იქ არავინ დახვდა. -ალბათ ნინო გააცილა. ე.ი. ნინო, რა გინდა ზედმეტად დადებითი დღე აქვს. უკმაყოფილო სახით გადახედა სახლს, დივანზე დაგდებულ პლედს დასწვდა და უკანა ეზოში გავიდა. ხის დაწნულ სავარძელში ფეხმორთხმული ჩაჯდა და ცას ახედა. -გელოდებოდი!_ღამის სიჩუმე ერეკელს ხმამ დაარღვია. შიშისგან ერთი ომახიანად შეკივლა და ბალახებზე გაწილილ ბიჭს თვალებანთებულმა დახედა. -შენ ნორმალური ხარ? გული გამისკდა!_აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო და ღრმად ამოისუნთქა. -გინდა მოვიდე და დაგიმშვიდო?_ვნებიანი ხმით კითხა და სწრაფი მოქმედებით წამოჯდა მიწაზე. -რატომ მელოდებოდი?_ბიჭის კითხვა პროფესიუნალურად მიტოვა უკან და პლედი უფრო მჭიდროდ მოიხვია. -ხომ გითხარი, უნდა ვისაუბროთ. _შუბლი შეჭმუხნა ერეკლემ. -ქერაზე და ჟღალზე?_სიცილით ჩაილაპარაკა და ტუჩები ერთმანეთს მიაწება. -სწორია!_თვალი ჩაუკრა, ფეხზე წამოდგა და მის გვერდით მდგარ სავარძელზე დაჯდა. _ვიცი რომ ნინოს აქ მოსვლა საშინლად გაღიზიანებს და სიმართლე გითხრა დღეს სპეციალურად მოვიყვანე, იმიტომ რომ მინდოდა გეეჭვიანა. _ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა ჯიშკარიანმა. -მეეჭვიანა?_თავდაცვის ინსტიქტმა გაიღვიძა. _მე არ ვეჭვიანობ, უბრალოდ ცუდად იქცეოდი და შენიშვნა მოგეცი. _პატარა ბავშვივით გამოუვიდა ერეკლეს “დატუქსვა.” -ხომ გითხარი გოგოშკური მეთოდებით ნუ ცდილობ ჩემს დაბოლებას-მეთქი!_წარბწეული გადაიხარა გოგონასკენ. ელამ აფორიქებულმა მოისრისა საფეთქლები და პლედზე გაშლილ თითებს დააკვირდა. ერეკლემ მზერა გოგონას თითებზე გადაიტანა, ტუჩის კუთხეში ჩაიცინა და თითებზე წაეთამაშა. _შედი სახლში თორემ გაცივდები!_მოულოდენლად მოაშორა ხელი, წელში გასწორდა და სახლში შესვლა უბრძანა. ელამ გაკვირვებულმა ახედა ბიჭსს, ცოტახანი ასე უყურა, მერე უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე და სახლისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა. ~~~ -მომეცი!_მისაღებში აქეთ-იქით ბატუტზე შემოსკუპებული ბავშვივით ახტუნავებდა ერეკლე ელას. -მიწვდი და აიღე. _მხრები აიჩეჩა ჯიშკარიანმა და ხელი კიდევ უფრო მაღლა ასწია. -აი, მანდ როგორ მივწვდე?_ ბუზღუნით ჩაილაპარაკა და მკლავზე დაეკონწიალა _ხომ გითხარი, მეჩქარება-მეთქი!_რომ ვერც ბრაზდება. -მითხარი სად მიდიხარ და მოგცემ. _ცინიკური ღიმილით ახედა საფულეს. -ნიკას უნდა შეხვდეს. _ერეკლეს ხელზე ჩამოკონწიალებულს მოესმა ნაცნობი ხმა. გაკვირვებული მიტრიალდა უკან და ეშმაკურდ მომღიმარ ელენეს წარწეულმა დაუბრიალა თვალები. -ვის?_არანაკლებ გაკვირვებული იყო ერეკლეც. -ნიკას, ჩემი მეგობრის ძმას. სკეიტპარკში გაიცნეს ერთმანეთი და დღეს შეხვედრა დაუნიშნა. _ტყუილზე ტყუილზე ახეთქებდა ელენე, თან დეიდაშვილის ეჭვნარევ გამოხედვაზე გულიანად ხალისობდა. ერეკლემ სწრაფად დაუშვა ხელი, ელამ შემთხვევით ისარგებლა, გახარებული დაეძგერა საფულეს და წამებში გამოგლიჯა. -შენ სად მიდიხარ?_სწრაფად გადაიტანა თემა. -მე მეგობრებთან ერთად კინოში. _თვალი ჩაუკრა, ჩანთა ცალ მხარეს მოიკიდა და კარებისკენ წავიდა. _ელა, აბა შენ იცი, წარმატებები._სიცილით ჩაიქირქილა და სახლი დატოვა. ალექსიძემ საფულე ზურგჩანთაში ჩაიგდო, საიმედოდ გაკოჭა, ცალ მხარზე მოიკიდა და გასასვლელისკენ დააპირა წასვლა. -საით?!_მკლავში წვდა ერეკლე და წარბწეულმა მიატრიალა თავისკენ. -არ იცი საითაც?_ღიმილით კითხა და ჩანთის სახელური შეისწორა. -ე.ი. ნიკა უნდა ნახო და თან წარმატებები გისურვეს. _ცინიკური ღიმილი სწრაფად მოიშორა და შეკრული შუბლით მოათვალიერა სახლი. -რას აპირებ?_დაეჭვებით იკითხა, როცა მიხვდა რომ ბიჭი ხელის გაშვებას არ აპირებდა და თან რაღაცაზე ფიქრობდა. -ვფიქრობ სად შეგსვა!_ნიკაპზე თითები მოისვა და ელასთან ერთად პირველი სართულის სათავსოებისკენ წავიდა. -ერეკლე, შენ რა გადაირიე!? გამიშვი ახლავე ხელი, ერეკლე-მეთქი!_დაპანიკებული კაწრავდა ოდნავ მოზრდილი ფრჩხილებით ბიჭის კანს, მაგრამ რად გინდა, ჯიშკარიანს რეაქცია არ ქონია. ერთ-ერთი სათავსოს კარები გამოაღო, სინათლე აანთო იქაურობა მოათვალიერა და ერთი ხელის მოსმით შესვლა ელა შიგნით. _ერეკლე, არ გადაირიო და აქ არ დამტოვო!_ზმუილით ჩაილაპარაკა და მკლავზე ჩამოეკიდა. ჯიშკარიანი უდარდელად ხსნილა ნათურას და თან ელას დაფეთებულ ქცევებზე გულიანად ხალისობდა. -ცუდი გოგო ხარ, ძალიან ცუდი!_თითები ნიკაპზე მოუჭირა, თვალებში ჩახედა და კარებისკენ წავიდა. _არ გინდა ვნახოთ, მოგძებნის თუ არა ნიკა? ერთგვარი გამოცდა მოვუწყოთ!_ცინიკური ხმით ჩაილაპარაკა და სიცილით დაკეტა კარები. -დავურეკავ._სწრაფად იტაცა ჩანთაზე ხელი... ჩანთაზე?_ჩემი ჩანთა. _გამწარებული ეცა კარს და შეკრული მუშტები დაუშინა. არა, საინტერესოა რომელ ნიკას ურეკავდა. -ჭკუას ისწავლი და გეცოდინება რომ ჩემთან ხუმრობა არ ღირს!_თითით დაუკაკუნა კარებზე ერეკლემ და ნელი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას. -არ დამტოვო, ერეკლე, სიბნელის მეშინია._ზმუილით ჩაილაპარაკა და კარებზე აკანკალებული ხელებით ბრაგუნი დაიწყო. _გამიღე კარები!_ცოტაც და ცრემლები დაახრჩობდა. _გამიღე, მეშინია. ხმაც აუკანკალდა. ნიკაპაცახცახებული ჩაიკეცა სიბნელეში და თავი კედელს მიადო. სიბნელის შიშიც ერთგვარი სტრესია ენძელასთვის, ერთხელ მთვრალმა მამამ სააბაზანოში დაამწყვდია და 4 საათი არ გამოუშვა, რომ დაღამდა სინათლეც არ აუნთო, არადა იმ პერიოდში ელას ყველაფრის ეშინოდა, განსაკუთრებით მარტო დარჩენის. იმ დღის შემდეგ ღამ-ღამობით ოთახში სინათლეს ანთებდა და დილამდე ტოვებდა. წამებში აჩხაკუნდა კარები, დაბინდული თვალებით მკრთალად შესამნჩნევი სინათლე დაინახა, მერე ამ სიანთლეში ნაცნობი სილუეტი შენიშნა და სწრაფად წამოფრინდა ფეხზე. გაუაზრებლად მოხვია ორივე ხელი და მთელი ძალით ჩაეხუტა. მიუხედავად იმისა რომ შიშები ერეკლეს ბრალი იყო, იმ წამს მასზე უკეთეს ვერავის ვერ ხედავდა. -ჩშშ! მაპატიე!_თმებზე თითები ნაზად დაუსვა და ტუჩები საფეთქელზე ოდნავ მიადო. -საზიზღარი ხარ, მეზიზღები. _ჩურჩულებდა და უფრო და უფრო მაგრად ხვევდა ხელებს. _ნაგავი და ვირი!_შეკრული მუშტები ზურგზე დაუშინა. ერეკლეს რეაქცია არ ქონია, მოთმინებით იტანდა ელას გამოხტომას, იცოდა რომ ეს ყველაფერი რამდენიმე წამიანი იყო, მერე დამშვიდდებოდა და ყველაფერი გაუვლიდა. -დამშვიდდი? _როგორც კი ზურგზე შენებული მუშტების რტყმა იგრძნო, ღიმილით კითხა და გოგონას სხეული ოდნავ უკან დასწია. -დავმშვიდდი არა?!_ცეცხლები დააკვესა თვალებიდან. იქვე მდგარ თაროებზე შეოდებულ შანდალს ეცა, ორივე ხელით ჩააფრინდა და ერეკლეს მოუქნია. ბიჭმა გაოცებულმა დაქაჩა ორივე თვალი, შუბლი გაბრაზებულმა შეჭმუხნა და გოგონასკენ გადადგა ნაბიჯი. -ენძელა, ახლა უკვე აჭარბებ!_ცივი ხმით ჩაილაპარაკა და შანდალი გამოართვა. _რისი თავიც არ გაქვს იმით რატომ მემუქრები?_ღიმილით კითხა და თმები აუჩეჩა. -შემეშვი._უხეშად მოიცილა ბიჭის ხელები და გასასვლელისკენ წავიდა, თან თვალებით ჩანთას ეძებდა. _სად არის ჩემი ჩანთა? -აბა უყურე ახლა. _უკმაყოფილო ხმით ჩაილაპარაკა ერეკლემ და თავი გააქნია. _დაგავიწყდა 3 წუთის წინ საიდან მეხვეწებოდი მოდი მიშველეო? -გიჟი ხარ! ეჭვიანი გიჟი!_დაასკვნა და დივნის საზურგეს მიეყუდა. _არავის სანახავად არ მივდივარ, ელენემ მოგატყუა. უბრალოდ მაღაზიაში მინდოდა გასვლა და პროდუქტების ყიდვა. _ფარ-ხმალი დაყარა და სიმართლეში გამოუტყდა. -ასე არ ჯობია?_გვერდი ამოუდგა ერეკლე და მხარზე ხელი კაი ძმაკაცივით გადახვია. _ახლა ორივე ერთად წავალთ და მაცივრის გამოვსებაზე ვიზრუნებთ. _თვალი ჩაუკრა, ლოყაზე ხმაურით აკოცა, თითებზე მაგრად ჩაებღაუჭა და ოდნავ მოკეცილი ფეხზე წამოახტუნა. მანქანაში ჩაჯდომისთანავე უაზროდ სხვანაირი ფიქრები მოაწვა. იმის მაგივრად რომ რამდენიმე წუთის წინ მომხდარზე ეფიქრა, ერეკლეს დაძახებულ “ენძელაზე” ამოუტივტივდა ფიქრები. დაასკვნა რომ ცხოვრებაში პირველად მოეწონა საკუთარი სახელის სრული “ვერსია.” აღარ აღიზიანებდა მისი დაძახებული ენძელა, აღარ ბრაზდებოდა ერეკლეს სახელთან დაკავშირებულ ხუმრობებზე, პირიქით საშინლად სიამოვნებდა ბიჭის ტუჩებიდან წამოსული თითოეული ასო რომელიც ელას სახელს ადგენდა. სულელივით ჩაეღიმა, თან არ უნდოდა ერეკლეს შეემჩნია მისი ბავშვური და გულუბრყვილო ქმედებები. -ახლა რომ მანქანა გზიდან გადავიყვანო, შენკენ გადმოვიხარო და ეგ ტუჩები დაგიკოცნო, რა აზრის ხარ?!_ფიქრებიდან ერეკლეს კითხვამ გამოიყვანა. გამოიყვანა თუ არა საკითახვია, ბიჭის სიტყვებმა გონება დაუბინდა. -გაგილაწუნებ!_მშვიდი ხმით გასცა პასუხი და ჩანთას თითები მაგრად მოუჭირა. -გამილაწუნებს... თუ გქონდა მაგის თავი კი._დასცინა და მანქანა სუპერმარკეტის სადგომზე გააჩერა. ~~~ პროდუქტებით დატვირთული პარკები ელამ ამოალაგა საბარგულიდან, ერეკლე არცერთი წამით არ განძრეულა. გამაღიზიანებული სიმშვიდით იდგა საბარგულთან და ელოდებოდა როდის ამოალაგებდა პარკებს მოახლე. ალქსიძემ გამწარებულმა დაავლო ოთხივე პარკს ხელი და წელში მოხრილი გაემართა სახლისკენ. ჯიშკარიანი გოგონას უკან მიდიოდა და უშტვენდა. მოკვდება და დახმარებას არ სთხოვს, სულ წელში რომ გაწყდეს და პარკებს სახელურები ამოწყდეს მისკენ არ მიტრიალდება და არ აგრძნობინებს რომ საშინლად ეჯავრება ამ ყველაფრის გამო. სახლის კარებამდე სულ ქშინვით მიაღწია, პარკები იქვე დააწყო და ჩანთაში გასაღებს დაუწყო ძებნა. როგორც იქნა მიაგო, აგრესიულად ამოიღო დათუნიას აცმა და საკეტს მოარგო, მერე ისევ დაბლა დაიხარა და პარკები ახვეტა. -ისე რომ იცოდე ელემენატრული ზრდილობაა გოგონას მძიმე ტვირთის წაღებაში დაეხმარო._როგორც კი პარკები სამზარელოში შეაფორთხილა ერეკლესკენ მიტრიალდა და გესლიანად ჩაილაპარაკა. -შეამხსენე აქ რას აკეთებ?!_წარბები ირონიულად ასწია, ელამ პასუხი რომ ვერ გასცა ტუჩები მაგრად მოკუმა და ღმუილის მაგვარი ხმა ამოუშვა. _მართალია, მოახლე ხარ და შენი მოვალეობა ყოველივე ეს უჩემოთ აკეთო. _თვალი ჩაუკრა, კოცნა გაუგზავნა და კიბეებისკენ წავიდა. -ხისთავიანი სვანი!_გაგულისებულმა მიაძახა და პროდუქტების ამოსალაგებლად დაიხარა. -ოოო, აი, ეგ არ უნდა გეთქვა. _კიბეებთან მისული სამზარეულოსკენ მოტრიალა და ფრთხილი ნაბიჯებით დაიძრა ელასკენ. ერეკლეს აკიაფებული თვალების დანახვისას გოგონა შეშინებული გასწორდა წელში და ორი ნაბიჯით უკან დაიხია. _იცი ახლა მე რას ვიზამ?_გამომცდელად კითხა და პარკებთან გაჩერდა. ალექსიძემ უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია. _ისე მაგრად გაკოცებ ტუჩებს მოგაძრობ!_თვალი ჩაუკრა, სწრაფად გადადგა ზუსტად ერთი ნაბიჯი, ცალი ხელი წელზე მოხვია, ცალი თმებში შეუცურა, თავი ოდნავ უკან გადააგდებინა და ტუჩებზე გაველურებული დაეძგერა. იმდენად მაგრად კოცნიდა, სუნთქვა შეეკრა. წყალში ჩავარდნილივით ააფართხალა ხელები და ერეკლეს ზურგზე გაშლილი ხელისგულების ბრაგუნი ატეხა, მაგრამ ბიჭს რეაქცია არ ქონია. გოგონას საქციელმა უფრო გაახელა და ახლა უკვე გაასმაგებული ძალებით ცდილოდა ელას ტუჩების მოძრობას, თუ მოჭმას, ზუსტად ვერ გეტყვით. რა ვერაგია ეს ცხოვრება, ისე მძლავრად კოცნიდა გოგომ პირველი კოცნის სიამოვებაც კი ვერ განიცადა. არადა მართლა როგორ უნდოდა ერეკლე ყოფილიყო მისი პირველი კოცნის ავტორი, ნაზი კოცნის და არა ასეთის.. ცხოველური და უემოციო, უყველაფრო! ცოტაც და ალბათ ბოღმისგან გული გაუსკდებოდა. ერეკლემ ხმაურით მოაშორა აწითლებული ტუჩები გოგონას დასიებულ და არანაკლებ აჭარხლებულ ბაგეებს. ელამ სიმწრით იტაცა ატკიცებულ და დაბუჟებულ ტუჩებზე თითები და განრისხებულმა ახედა ბიჭს. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ერეკლე ისევ მისი ტუჩებისკენ დაიხარა და ელამაც იმ წასმვე იტაცა ხელისგული ბაგეების დასაცავად. ჯიშკარიანმა ხმადაბლა ჩაიცინა და ტუჩები ამეჯრად ნაზად შეახო ელას ხელის ზურგის კრიალა და რბილ კანს. ~~~~ -ასე საყვარლად გეცა და გაკოცა?_აღტაცებას ვერ მალავდა მირანდა. _დავინახე თუ არა მივხვდი რომ ეგ ბიჭი ცოტა ვერაა, მაგრამ მაგარი ვიღაცაა._ემოციებში მყოფი სიტყვებს ვერ აკონტროლებდა. -მირა!_გაბრაზებულმა დაუღრინა მეგობარს და ტელეფონი შეაჯანჯღარა, თითქოს მირანდა ამით რამეს იგრძნობდა. _შენი აზრით იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოგიყევი შეიძლება მაგ არსებას საყვარელი უწოდო?_სერიოზულად უკვირდა მეგობრის აჟიტირების მიზეზი. -ვაი მეე, ელა._სასაცილოდ გაიწელა მირანდა. _ადამიანი მოვიდა და გაკოცა, დიდი ამბავი ახლა, თანაც მე მგონი არც შენ უნდა იყო უკმაყოფილო._ეშმკაურად ჩაუნამიოკა და გადაიკისკისა. -იმ წუთას იცი როგორ დავიბოღმე, მაგრამ ორი დღეა გაბრუებული დავდივარ. ახლა ვიაზრებ რომ რაღაცნაირად მესიამოვნა, მაგრამ არ მინდა, არ მინდა და მომკალი. _საკუთარ სურვილებს ეწინაარმდეგებოდა ალექსიძე. -გინდა, გინდა და მერე როგორ. _აყაყანდა. -”იმმენნო” ელა, მშია!_კარებზე დააბრახუნა ელენემ. -მოვდივარ. _სიცილით გასძახა და დაქალს ტელეფონი გაუთიშა. _ყველაფერი გამზადებულია და ერთხი ხელის განძრევა და თეფშის გამოღება რა გაგიხდა?_უკმაყოფილო სახით კითხა და კიბეებისკენ წააჩანჩალა. -აუ, ხომ იცი როცა შენ ხარ სახლში საკუთარ თავს ვერაფრის უფლებას ვერ ვაძლევ. _აფერისტულად დაიჩაგრა თავი და ტუჩები ააცმაცუნა. _ერეკლე არ გინახავს?_დეიდაშვილი მოიკითხა და კიბის სახელურზე ჩამოდო საჯდომი. -არ გადავარდე! არა არ მინახავს. _ერეკლეს ხსენებისას უცნაურად გააჟრიალა, იმედია ელენემ ამჯერადაც არ დაწვა. -გახსოვს რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტებს რომ “ვსერჩავდით”? -კი, მახსოვს. -დღეს მეილზე შეტყობინება მომივიდა, მაშინ რომ გავაგრზავნეთ დეტალების დასაზუსტებლად. ხოდა რაღაცა ინტერვიუზე უნდა მოხვიდეთ და გაგვესაუბროთო. _გახარებულმა ჩაილაპარაკა და დივნისკენ წავიდა. -ანუ?_გაოგნებულმა კითხა და თვალები დაქაჩა. -ანუ შეგიძლია უნივერსიტეტში ისწავლო. _თვალი ჩაუკრა და მხარზე ხელი გადახვია. -მოიცადე, მარტო ინტერვიუ? გამოცდები?_უცებ-უცებ მიაყარა, იმდენად დააბნია ოცნების ასრულების სიახლოვემ. რამდენიმე დღის წინ გაუჩნდა სურვილი ელენესთვის ეთხოვა და საქართველოს ყველა უნივერსიტეტზე მცირე ინფორმაცია მოეძიებინა. დასხდნენ და რამდენიმე უნივერსიტეტში წერილიც კი გააგზავნეს, როგორც სჩანს ვიღაცა ელნძელათიც დაინტერესდა. გურამის ხელფასი იმდენად დიდია რომ ყველანაირად ეყოფა სწავლაზე. დროებს კიდევ როგორმე შეათანხმებს, ან საქმეებს დილაუთენია მორჩება და მერე წავა უნივერსიტეტში, ახლა მთავარია ინტერვიუზე მივიდეს და რაც შეიძლევა მონდომებულმა ისაუბროს. ამ ეტაპზე ელასთვის სწავლა განათლება ყველაზე მნიშვნელოვანია, როდემდე უნდა იყოს გურამის მოახლე და როდემდე ულაგოს სახლ-კარი?! რა თქმა უნდა ასე გაგრძელებას არ აპირებს, გურამთან მანამდე დარჩება სანამ უნივერსიტეტში ფეხს არ მოიკიდებს და იქნებ მერე სხვა სამსახურიც იშოვოს. ~~~ ერეკლესთან ურთიერთობა უჭირს, თვითონაც ვერ გაუგია ბიჭისგან რა უნდა, ან ერეკელს რა უნდა ელასგან. ზოგჯერ საერთოდ არ შორდება, ზოგჯერ ზედაც არ უყურებს და ეუფროსება. ეს სიტუაცია უარესად უშლის ენრვებს და უნივერსიტეტზე გადართულს ფიქრებს უფორიაქებს. უნდა არ უნდა, თითქმის ყოველ ღამე ერეკლეზე ეფიქრება, ყველანაირად ცდილობდა ბიჭით გამოწევული სიმპათიები ჩაიცხროს და არ აყვეს, თუმცა უშედეგოდ. როგორც კი თვალს მოკრავს ყელში რაღაცა ებჯინება და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს, ისეთი შეგრძნება აქვს რომ ცოტაც და გაიგუდება. -გავიგე სწავლა გადაწყვიტე. _დივანზე ჩამოსკუპებულს უკნიდან მიეპარა ერეკლე. ბიჭი გოგონასკენ ოდანვ დაიხარა და ტუჩები თმებზე გაუხახუნა. ერეკელს სურნელით გაბრუებულს სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. -ჰო, ხვალ მაქვს ინტერვიუ. _ღიმილით ჩაილაპარაკა და თითები ერთმანეთში ახლართა. ჯიშკარიანმა ცალი ხელი დივნის საზურგეს მოკიდა, ერთი ამოსუნთქვით იფრინა და ელას მიუჯდა გვერდით. -გამიხარდა ძალიან და ხომ იცი თუ რამე დაგჭირდეს ჩემი იმედი უნდა გქონდეს! _რადიკალურად განსხვავებუყლი ჯიშკარიანი ესაუბრებოდა. ალექსიძემ ყბადავარდნილმაა აფახუნა თვალები და წარბი მაღლა ასწია. -ამას შენ მეუბნები?!_სიცილით ჩაილაპარაკა და ბატიბუტით სავსე ჯამი მაგიდაზე დადო. -გაუგებრად ვთქვი რამე?!_შუბლშეკრულმა სვანური მზერით შეათამაშა წარბები/. -არა, უბრალოდ..._ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა ისევ დადუმება არჩია. -გინდა გამოგყვები. _ელას გაოცებას არ წყვეტდა ჯიშკარიანი. -არა, მირჩევნია მარტო წავიდე, უფრო თავისუფლად ვიქნები. _ღიმილით ჩაილაპარაკა და მაჯაზე დამაგრებული თმისამაგრით შეიკრა თმები. -ანუ მე გბოჭავ?_ვნებიანი მზერით აათვალიერ-ჩაათვალერა გოგონა და მისკენ ოდნავ გადაიხარა. ელამ ცალი წარბი მაღლა აზიდა და ტანი ოდნავ უკან გადახარა, მაგრამ ერეკლე მაინც ვერ შეაჩერა. -კიდევ ცოტა და წელში გადავტყდები. _დაკრუნჩხული ხმით ჩაილაპარაკა და თვალები ტკივილით გადაატრიალა. ჯიშკარიანმა ცალი ხელი წელზე შუცურა და თავისკენ მიიზდა, ცალით კი სახეზე ჩამოყრილი თმები ყურს უკან გადაიწია და გოგონას ბაგეებისკენ კიდევ ერთხელ დაიხარა. -ამჯერად შევეცდები უფრო ნაზად გაკოცო. ცინიკური ხმით დასჩურჩულა ზედ ბაგეებზე. ალექსიძემ სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო ისე წაეტანა ბიჭი მის ტუჩებს. დადუმებულმა ჭყიტა თვალები და მისაღები ოთახი წამებში მოათვალიერა, მერე კი მზერა თვალებდახუჭულ ერეკლეზე გადაიტანა. კოცნა მართლაც რომ შედარებით ნაზი და ვნებიანი იყო, აი, ზუსტად ისეთი ფილმებში რომ აქვს ნანახი. მართალია შეგრძნებებს ვერ განიცდიდა, მაგრამ პერსონაჟების თვალებით თუ ვიმსჯელებთ სიამოვნების ზენიტში იყვნენ, ზუსტად ისე როგორც ახლა ელაა. ქალია და ჰორმონები მასაც აქვს. ერეკლეს მიმართაც განიცდის რაღაცა ამოუცნობს და სასიამოვნოს, ხოდა ხელს რა უშლის კოცნაში აყვეს და ორმაგი სიამოვება მიიღოს!? არც არაფერი, გარდა შიშისა რომლის დასამარცხებლადაც ეს კოცნა საუკეთესო ვარიანტია. აცახცახებული ხელები დაადო მხრებზე და თითები ერთმანეთს მთელი ძალით შეაწება. -არა... არ ვიცი. _სწრაფად მოაცილა ტუჩები და დაბნეულმა ამილუღლუღა. -რომ არ იცი ეგ შევამჩნიე და მაცადე გასწავლო!_გაბრაზებულმა დაუღრინა და კვლავ გოგონას ტუჩების დაგემოვნება განაგრძო. დაბნეულია ვერ ხვდება ერეკლეს ქცევებს როგორ უნდა უპასუხოს. არ აქვს მამაკაცთან ურთიერთობის გამოცდილება, მეტიც ერეკლე პირველი ბიჭია ვისთანაც ასე ახლოს ზის, კოცნაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ~~~ -როგორც კი გამოხვალ დამირეკე, ან მომწერე. _თვალის ჩაკვრით გააფრთხილა და მანქანის კარებზე აკრულს წელზე ხელი მოხვია. -ერეკლე, ქუჩაში ვართ. _ოხ, ეს სამეზობლოში შეძენილი კომპლექსები ხომ ვერა და ვერ მოიცილა. -მერე რა, რა მიშლის ხელს შენით დავტკბე?_გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები და ლოყაზე, ტუჩთან ახლოს ხმაურით აკოცა. _თანაც შუა ქუჩაში სექსუალური აქტის დამყარებას კი არ ვაპირებ, უბრალოდ ვცდილობ გაკოცო და ინტერვიუს წინ გაგამხნევო. _გველურად წაისისინა და მე მგონი უარესად ააფორიაქა ისედაც ანერვიულებული. -ახლა უარეს მიშვები. _გაბრაზებულმა მისცხო ხელი მკერდზე და თვალები მაგრად დახუჭა. -მიდი გაიქეცი!_ლოყებზე თითები ნაზად მოუჭირა, მოკუჭულ ტუჩებზე მსუბუქად აკოცა და უნივერსიტეტისკენ საკუთარი ხელებით შეატრიალა. _წარმატებები. _ტუჩები ამჯერად თმებზე შეახო და თვალის ჩაკვრით გააცილა. ~~~ -არ მჯერა!_ცრემლებამდე მისული ბედნიერებისგან ადგილს ვერ პოულობდა. -რა გითხრეს? -გამოცდები ერთ კვირაში დამინიშნეს. _აჟიტირებული სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთზე. -ასე მალე რატომ, მერე ვერ უთხარი რომ დრო გჭირდება? -არა, არა, მე ვთხოვე რაც შეიძლება მალე დამინიშნე-მეთქი. -ენძელა, დარწმუნებული ხარ? -შენ რა ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება?_გაბუსხულმა იკითხა და ცალი წარბი მაღლა აზიდა. ერეკლემ უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა. -არა უბრალოდ არ მინდა მთელი ერთი კვირა ამოღამებული თვალებით იარო._წამებში მიუხვდა რასაც აპირებდა. -ხო, ეგ გარდაუვალია. _მხრები აიჩეჩა და ეშმაკურად ჩაიცინა. ერეკლემ უკმაყოფილო სახით გააქნია თავი და გოგონას მანქანაში ჩაჯდომისკენ მოუწოდა. მთელი გზა ეჯუჯღუნებოდა ერთ კვირაში რამ დაგანიშნინა გამოცდაო. მართალიც არის, რამ გაასულელა, ან ერთ კვირაში როგორ უნდა მოასწორს ამდენი რაღაცის სწავლა, როცა ბავშვები წელიწადზე მეტხანს ანდომებენ. მაგრამ ისეთი აჟიტირებული იყო, ვერ იჯერებდა რომ ეს ყოველივე მის თავს ხდებოდა და უნდოდა ყველაფერი სწარაფ მოეგვარებინა. ~~~ მთელი დღეები წიგნებში იყო თავით ჩავარდნილი. ერეკლე სულ სამსახურში იყო და იშვიათად ნახულობდა, მე მგონი ეს კარგიც არის. ბიჭი როცა სახლშია გონება ეფანტება და სწავლასაც ვერ უდებს გულს. თანაც ახლა ისეთი გადატვირთული გრაფიკი აქვს, სახლის დალაგება, იქით საჭმელი, მაგრამ მარტოობა ხელს უწყობს და ყველაფერს ერთდროულად აკეთებს, შუაღამისას კი გადაღლილი გონებით წვება და წამებში ითიშება. გამოცდის დღეს ერეკლეს ქალაქიდან გასვლა მოუწია, ორი დღით ადრე უთხრა ამის შესახებ და ელამაც როგორღაც გადახარშა რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს მარტო მოუწევდა ყოფნა. მირანდა ბუნებრივია ქუთაისიდან ვერ ჩამოვიდოდა. მარტო ელენე იდგებოდა კარებს მიღმა და უგულშემატივრებდა, მაგრამ ელასთვის ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს, ესეც ერთგვარი სტიმულია წარმატებით ჩააბაროს და იმედი არავის გაუცროს, პირველ რიგში საკუთარ თავს, მერე კი ერეკლეს რომელიც თითოეული ქმედებით ამტკიცებს რომ გოგონას წარმატება ძალიან გაუხარდება. ერეკლეს გადატვირთული გრაფიკიც ბიჭის მოგონილია, ცდილობდა ხელი არ შეეშალა და სახლში ყოველთვის გვიან ბრუნდებოდა, მარტო მაშინ ეკონტაქტებოდა როცა თავისუფალს ხედავდა. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი ნორმალურად გააზრებაც ვერ მოახერხა. უნივერსიტეტის მოძებვნა, წერილი, ინტერვიუ, სწავლა სწავლა, სწალვა და ბოლოს გამოცდა რომელიც რა თქმა უნდა წარამტებით ჩააბარა. ოთხ კედელში ერთ დამკვირვებელთან ერთად იყო გამომწყვდეული და კომპიუტერის მონიტორზე 1 კვირაში ნასწავლ მასალას კითხულობდა. შეიძლება ელას გაუღიმა ბედმა, ან მართლა თვალდაუხამხამებელი შრომის ბრალია და ყველაფერი ადვილი მოეჩვენა, მაგრამ ფაქტია რომ არაფერი გასჭირვებია. ~~~ -ერეკლე, ჩვენი ურთიერთობა მაფრთხობს. _როგორც კი ჯიშკარიანი გოგონას ტუჩებს მოსწყდა ელამ ხმადაბლა ამოილუღლუღა და თმებზე თითები დაისვა. _შენთან მართლა ძალიან კარგად ვარ, მეტიც საშინლად მსიამოვნებს როცა მეხები, მეხუტები, მკოცნი... მაგრამ პრობლემა ჩემშია. _საკუთარ თავზე განაწყენებულმა მიაყარა სიტყვები ერთმანეთს და ნიკაპი მხულებს დაადო. _ვერაფრით ვრ დავამარცხე ეს ოხერი შიში, შიში რომ დედაჩემის ცხოვრება განმეორდება. -დედაშენის ცხოვრება ორი მარტივი მიზეზის გამო არ და ვერ განმოერდება!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა ჯიშკარიანმა. _შენ არ ხარ ცირა, შენ ხარ ენძელა! მე არ ვარ მამაშენი, მე ვარ ერეკლე და ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ რაღაცა ახალის და სასიამოვნოს აღმოჩენა. ხომ გახსოვს? მე დაგპირდი რომ 1 კვირას მაინც გიქცევ ბედნიერების კვირად!_საკუთარი პირობა გაახსენა და თვალებზე აკოცა. ~~~ -სად მიგყავარ?_ლოდინით დაღლილმა ჩაილაპარაკა და ახვეულ თვალებზე თითები მიიდო. -რომ მივალთ ნახავ. -ეგ მეც ვიცი, მაგრამ მე ახლა მაინტერესებს. _წუწუნს განაგრძობდა ალექსიძე. _მოიცადე, თვალები რატომ ამიხვი გზას რომ ვერ გამოვაგნო?! შენ რა მომიატაცე?_სიცილნარევი ხმით იკითხა და თითები აათამაშა. -მოგიტაცე და ცოლად მოგიყვანე, <ღმერთმანი>! _ელას საყვარელი სიტყვით, შორს დაიჭირა ერეკლემ, რაც ჟღალს ძალიან არ ესიამოვნა. -შენ თუ გგონია რომ ჩემნაირს კიდევ იპოვი, ძალიან ცდები. _ცხვირაბზუებულმა ჩაილაპარაკა და თავი მიატრიალა, თითქოს და რამეს ხედავდესო, ისიც არ იცის თავი საით მიატრიალა. -შენნაირს რომ აღარ მოვძებნი საქმეც მაგაშლია. ცეცხლზე ნავთს უსხამდა ჯიშკარიანი. ხმა აღარ ამოუღია, გასუსული იჯდა და ფეხებს ანერვიულებული ათამაშებდა. ერთი სული ქონდა როდის მოხსნიდნენ ამ საშინელ მაეტრიას, ჯერ ხომ თვალები ატკინა და მერე ლოდინს რეჟიმმა ბოლო მოუღო. -ერთი ნაბიჯი გადადგი წინ, ახლა მარცხნივ._მითითებებს აძლევდა ერეკლე და თან ხელებს მხრებზე მაგრად ხვევდა. _გაჩერდი!_იგრძნო როგორ აასრიალა ბიჭმა თითები სახვევის შესაკრავისკენ. -ეს რა არის?_პირდაღებულმა კითხა და ნანგრევებს თვალი მოავლო. _შენ რა მართლა მომიტაცე და მოკვლას მიპირებ თუ?_სიცილით კითხა და ტრალით მოათვალიერა ძველებური სახლის ნანგრევები. _დაიწვა?_ინტერესით იკითხა და მიმოფნატულ შავ ფიცრებს გახედა. ერეკლემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -ეს არის ჩემი სახლი, რომელიც 15 წლის წინ დაიწვა. -ვინმე დაშავდა?_შეშფოთებულმა კითხა და კიბის ჩონჩხს ახედა. -არა, სახლში არავინ არ ყოფილა. _თავი გააქნია და ქვაზე ჩამოჯდა. -და მე რატომ მომიყვანე აქ?_გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები და მის პირაპირ მოკალათდა ფიცარზე. -იმიტომ, რომ აქ სახლის აშენებას ვაპირებ და შენი, როგორც ხელოვანის დახამრება მჭირდება. -ხო, მაგრამ მე საუკუნეა არაფერი დამიხატავს, თანაც ჩემი დახმარება რაში გჭირდება? -დიზაინი უნდა მომაფიქრებინო, ერთ-ერთი ოთახი შენი ნახატებით უნდა გამიფორმო და ყველაზე მთავარი, სახლის ფერები უნდა გადამაწყვეტინო. _აუხსნა და ფეხზე წამოდგა._ორ დღეში აქაურობას სულ გაასუფთავებენ, მე ნახაზებს მოვიტან და ჩასწორებები ერთად გავაკეთოთ. -შენ რა მართლა გინდა რომ მე დაგეხამრო?_გახარებულმა კითხა და ფეხზე წამოხტა. _გინდა რომ კედლები მოგიხატო?_ვერ იჯერებდა, ერეკლე ერთადერთი ადამიანია რომელამც მისი ნიჭის შესახებ იცის და რომელსაც უნდა რომ ენძელამ მისთვის შექმნას რაღაცა. _და რა... რა დავხატო?_აჟიტირებული მიტრიალდა სახლისკენ. -თუ გინდა განხილვის პროცესი დახატე. _ცალი მხარი აიქნია და ტუჩის კუთხეში კმაყოფილმა ჩაიღიმა. -გ ა რ ყ ვ ნ ი ლ ო! ~~~~~ -მეილზე გამოგიგზავნი. _ღიმილით ჩაილაპარაკა აჩიმ და უნივერსიტეტის მეორე გასასვლელისკენ წავიდა._ხვალამდე. -დროებით. ღიმილითვე მიაძახა ელამ და უნივერსიტეტის ეზოსთან მდგარ ნაცნობ მანქანას გაკვირვებულმა გადახედა. ერეკლე შუბლშეკრული უყურებდა აჩის და ელას საერთოდ არ იმჩნევდა. -ჰეი, აქ ვართ!_სიცილით აუფრიალა თითები წინ და ჩანთა შეისწორა. -ის ვინ იყო?_წარბაწეულმა კითხა და ნიკაპი აათამაშა. -ვინ ის?!_ვითომ ვერ მიხვდა. ერეკლემ შუბლი შეჭმუხნა და გოგონას გაბრაზებულმა გადმოხედა. _ჩემი კურსელია, რა იყო ეჭვიანობ? -”ვინ მე? რა სისულელეა.”_ელამ რომ იცის ხოლმე სახის დამანჭვა ზუსტად ისე დაიმანჭა ერეკლე, თან ხმითაც ელას მიბაძა. _ხო, ვეჭვიანობ! არ მომწონს თითქმის ყოველდღე რომ ხვდებით ერთმანეთს. -კარგი რა, აჩი გეია. _ტუჩები სასაცილოდ მოპრუწა და ქვედა ტუჩზე იკბინა. -მითუმეტეს! მაგდენსაც ვერ ხვდები რომ მე დამადგა თვალი და შენ გიყენებს. _სიცილით ჩაილაპარაკა ერეკლემ და გოგონასკენ წავიდა. -ღმერთო ჩემო, რა მანიაკი ხარ. _ხმამაღლა აკისკისდა ელა და შეკრული მუშტი მუცელზე მიარტყა. -მანიაკი რომელიც ახლა ტუჩებს მოგაძრობს. _”გააფრთხილა” და საფირმო კოცნით დააჯილდოვა უნივერსიტეტიდან გამოსული და დაღლილი სტუდენტი. -იცი დღეს უნივერსიტეტში ვინ შემხვდა?_როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ შეპარული ხმით დაიწყო საუბარი. _ქერა ნინო. _გოგონას სახის გახსენებისას უკმაყოფილოდ შეეკრა შუბლი, თან მერე რომ ახსენდება რომ ერთ დროს ერეკლეს ქერა იყო, სისხლი ტვინში უგუბდება და მერე გულისგამაწვრილებლად იწყებს გაჟონვას. ჯიშკარიანს რეაქცია არ ქონია -მერე რა, ნინო აქ ხშირად დადის.._უემოციოდ ჩაილაპარაკა. -ა-ა, ახლა გასაგებია რატომაც მოდიხარ სამსახურიდან პირდაპირ აქ. _”მოჩვენებითი” ისტერიკის გამართვა გადაწყვიტა. -არ გინდა, ორივემ ვიცით რომ ეგ წიკები არ გაქვს. _ცინიკური ღიმილით მიუტრიალდა, თვალი ჩაუკრა და გზას გახედა. ~~~ -ელენე, რა გჭირს?_სახლის კარები გააღო და ერეკლეს მკლავებზე გადაწვენილი ფეხშეხვეული ელენე დაინახა, მიხვდა რომ რაღაცა რიგზე ვერ იყო. -იყოჩაღა და ფეხი მოიტეხა. _ერეკლეს ცივმა ხმამ მოიყვანა გონს. -როგორ, რანაირად, ან სად? -ველოსიპედით დავეშვი და ცეფი მოძვრა. _ამოიზმუილა გოგონას ხმამ. -მიდი დივანზე დააწვინე და მე საჭმელს მოვუტან, ხომ გშია? -ძალიან, მგელივით მშია. სიცილით გააქნია თავი და ერეკლესთან ერთად სამზარეულოში გავიდა. ჯიშკარიანი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, საერთოდ ელენესთან მიმართებაში ზედმეტად მეწვრილმანეა. ერთი შეხედვითაც ეწყობა რომ ამ გოგოზე მნიშვნელოვანი დედამიწის ზურგზე არავინ არ ყავს. მართალია ხშირად ამას ხმამაღლა არ ამბობს და ქცევებითაც ვერ გამოხატავს მისდამი უსაზღვრო ყურადღებას, მაგრამ ელამ ეამჩნია რომ ელენეს თითოეული ნაბიჯით ინტერესდება და შესაბამისად გოგონას ცხოვრება ზეპირად იცის. -ნუ გაქვს ეგეთი სახე, თორემ უფრო აშინებ. _ღიმილით უსაყვედურა და მხარზე უჩქმიტა. -6 წლის იყო პირველად ველოსიპედზე რომ დავაჯინე და იმის მერე ვეღარ ჩამომყავს, დღეს კიდევ ფეხი მოიტეხა. _გაღიზიანებულმა გადაკრა ცივი წყალი და მაცივარი გამოაღო. _არაფერი გაგიკეთებია?_უკმაყოფილო სახით იკითხა და მაინც, ყოველი შემთხვევისთვის გადახედა გაზქურას. -არა, ჯერ არცერთს არ გელოდებოდით და ახლა უნდა დამეწყო. _მობუზულმა აიჩეჩა მხრები და პროდუქტების გამოლაგება დაიწყო._სწრაფად მოვამზადებ რაიმეს, მიდი შენ მანამდე ელენესთან გადი და ნუ გაქვს ეგეთი სახე-მეთქი! ~~~~ -გაწიე ფანქარი!_აღრენილმა მისცხო ფანქრის წვერო ერეკლეს ფანქარს და ნახაზს ინტერესით დააჩერდა._აქ რა უნდა სამზარეულოს?_გაკვირვებულმა დააწვრილა თვალები. -ენძელა, ახლა ისეც ნუ იზამ რომ მთლიანი ნახაზის შეცვლა მოგვიწიოს. _ღიმილით ჩაიალპარაკა ერეკლემ და ყავა მოსვა. -არა, მართლა, სერიოზულად... რა უნდა აქ სამზარეულოს? -ენძელა, აქეთ სააბაზანოა, აქეთ ორი ოთახი და სამზარეულო სხვაგან ვერსად ვერ განთავსდება. -ხო, ეგეც მართალია. _ზედა ტუჩზე ფანქარი მიიდო და თვალები დაქაჩა. _დარწმუნებული ხარ რომ ერთსართულიანი სახლი გინდა?_ეჭვით იკითხა და წელში გასწორდა. -სავსებით! _თვალი ჩაუკრა და ნახაზები დაახვია. _ერთ სართულიანი, ორ ოთახიანი პატარა მყუდრო სახლი. _კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და დივანზე წამოწვა. -ხო, მაგრამ მერე ეზო იქნება უზარმაზარი და იმას მოვლა არ უნდა?! -უნდა და ვიცნობ ერთ ნიჭიერ მებაღეს. _სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა. -ნუ მაიმუნობ!_ჩანაფიქრს მიუხვდა და მუცელზე შეუღიტინა._ფეხი ხომ არ გტკივა?_მეორე დივანზე წამოკოტრიალებულ და ტელეფონში ჩამძვრალ ელენეს გადახედა. -ნტ, “ხოშიანადაა”._სიცილით ჩაილაპარაკა და ტელეფონი გულზე დაიდო. _თქვენ რა ქენით მოიფიქრეთ სად იქნება სამზარეულო? -სამზარეულოს ფეხს არ ვუცვლით. _თვალი ჩაუკრა ელამ და ფეხზე წამოდგა. _ცხელ შოკოლადს ხომ დალევ? -დავლევ!_თავი დაუქნია და ისევ ტელეფონში ჩაძვრა. ~~~ -ცხელ-ცხელი ყავა. _ღიმილით ჩამოიარა მუშები და კიბეებთან მჯდარი ერეკლესკენ წავიდა. _როგორი სპეტაკი ხარ. _სიცილით ჩაილაპრაკა და თეთრ საღებავს შეავლო თვალი. -სპეტაკი... ეს სპეტაკი იქნება საინტერესო წასაკითხი წიგნივით რომ... -დეგენერატო!_ლოყებშეფარკლულმა ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და გვერდით მიუჯდა. -რა ვთქვი ცუდი!?_გაკვირვებულმა აიჩეჩე მხრები და ცხელ-ცხელი ყავა მოსვა. -რასაც ფიქრობ ყველაფერი კი არ უნდა თქვა. -აბა გულში ჩემმა მტერმა შეინახოს ის, რასაც მე ვფიქრობ. _სიცილით ჩაილაპარაკა ერეკლემ. ერეკლეს თამამი კომპლიმენტები საერთოდ არ აკომპლექსებს, არც იმაში უშლის ხელს მასთან იურთიერთობოს. საერთოდ არ ფიქრობს რომ ერეკლე ამ ყველაფერს მართლა ერთი ღამისთვის აკეთებს. მართალია ადმიანებთან ურთიერთობის გამოცდილება არ აქვს, მაგრამ იცის რომ ერეკლე ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ ელას წყობიდან გამოსაყვანად აკეთებს, თუმცა ისიც იცის რომ ჯიშკარიანი სპეტაკი ნამდვილად არ არის და დასახული მიზანისთვის იბრძოლებს. ~~~ -ერეკ...._გახარებულმა შეაღო სახლის კარები და მისაღებში მდგარი წყვილის დანახვისას ბგერები ტუჩებზე მიეყინა. _უკა...უკაცრავად._ჩურჩულით ჩაილაპარაკა და ნინოს სიმწრის ღიმილით გადახედა. -ენძელა, მოხდა რამე?_ღიმილით იკითხა ჯიშკარიანმა და გოგონასკენ წამვიდა. ელამ გახევებულმა გაუქნია თავი და ტუჩების ცმაცუნით რაღაცა ჩაიჩურჩულა. -ერცერთხელ ვერ მოვახერხე თქვენი გაცნობა. _საუბარში მომღიმარი ნინო ჩაერთო. ელამ თვალებდაქაჩულმა გადახედა ჯერ ერეკლეს, მერე ნინოს. _მე ნინო ვარ ერეკლეს თანამშრომელი. -ბატონო?!_პირდაღებულმა ჩაილაპარაკა და ცინიკურად მომღიმარ ჯიშკარიანს გადახედა._თანამშრომელი... კი, მაგრამ რანაირად უნივერსიტეტში დაგინახეთ... -არა, რას ამბობთ, უნივერსიტეტი 2 წლის წინ დავამთავრე, ჩემს დასთან ვიყავი. _სიცილით ჩაილაპარაკა ნინომ და ფეხზე წამოდგა. _ასე რომ ერეკლე სანდო და პატიოსანი ბიჭია, შეგიძლია ენდო... თუმცა ძალიანაც ნუ მოადუნებ ყურადღებას, მაინც ყოველი შემთხვევისთვის. _ღიმილით მიკრა მხარი ერეკლეს და ელა დაარიგა. -მე ელა ვარ და ძალიან სასიამოვნოა. _გათიშული სწრაფად მოვიდა გონს და ხელი გაუწოდა. -ჩემთვისაც. ახლა წავალ ბევრი საქმე მაქვს და ხვალინდელი შეხვედრის მონახაზს მეილზე გამოგიგზავნი._გასასვლელისკენ წავიდა ნინო, ერეკლე ირონიული ღიმილით მიყვა უკან და სტუმარი გააცილა. -ჰაჰ, როგორ არ მითხარი რომ შენი თანამშრომელი იყო. მე კიდევ რამდენი რაღაცა ვიფიქრე._გაბრაზებულმა კრა მუჯლუგინი. -რატომ უნდა მეთქვა?! მითუმეტეს როცა ეჭვიანი საოცრად ვნებიანი და ცეცხლოვანი ხარ. ~~~ -არ მოგენატრე?_ღიმილნარევი ხმით კითხა დაღლილმა ერეკლემ და ყელში მიაწება ტუჩები. -შენთან მინდა!_მოულოდნელად ჩაილაპარაკა და ერეკლეს გაოცებულ სახეს ტუჩმოკვნეტილი დააკვირდა. -ენძელა, დარწმუნებული ხარ?_შეცვლილი, დასერიოზულებული და ბოხი ხმით იკითხა ჯიშკარიანმა. ელამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ახლა უკვე საკუთარი ინიციატივით გადაიხარა ბიჭისკენ საკოცნელად. თვალები რომ გაახილა ერეკლეს სხეულში იყო ახლართული. წამით საკუთარი თავი შეზიზღდა, განა იმიტომ რომ მამაკაცთან რომელის მიმართაც თვითონაც არ იცის რას გრძნობს სექსი ჰქონდა. არა, უბრალოდ საკუთარ უპასუხისმგებლობაზე და სპეციალურად გააზრებულ ქცევაზე ერევა გული. ხომ იცოდა რომ ეს ურთიერთობა ერთ ღამეზე იყო გათვლილი, ერთადერთ ღამეზე რომელიც აუცილებლად გათენდებოდა და ყველაფერს დაესმეოდა წერტილი. ელამ ეს შესანიშნავას იცოდა, იცოდა იმ დღიდან როცა დაურეკეს და ამერიკაში სასწავლებლად წასვლა შესთავაზეც გაცვლითი პროგრამით. იცოდა რომ ურთიერთობას არანაირი გაგრძელება არ ეწერა. “მანძილი ადამიანებს კი არ აშორებს აახლოვებსო.” ქუთაისში წასვლისას ჩასჩურჩულა მირანდამ და რატომღაც ახლა, ერეკლეს სხეულზე მიწებებულს გაახსენდა. ზუსტად იცის რომ როგორც კი გაფრინდება ყველაფერი დასრულდება და რა თქმა უნდა, ელა აუცილებლად გაფრინდება ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც, ეგოისტურად არ ნანობს იმას რაც გააკეთა. საშინლად კმაყოფლი და ამავდროულად ბედნიერია, იმით რომ ერეკლეს მკალვებზე თავდადებულს შეუძლია “მშვიდად” სუნთქვა. აკანკალებული თითებით მოხატა კონტურები ერეკლეს შიშველ და ძლიერ მხრებზე. “ძალიან ცუდი ადამიანი ვარ, ძალიან!” აკანკალებული ტუჩებით ჩაიჩურჩულა და მოწოლილი ცრემლები თვალებდახუჭულმა შეიკავა. “შიშების დასამარცხებლად როგორ გამოგიყენე.” თავისთვის, გონებაში განაგრძო ჩურჩული. ხო, შიშების დასამარცხებლად და გასაქრობად უნდოდა ერეკლესთან ურთიერთობა. უნდოდა რომ ერთხელ და სამუდამოდ, ადამიანურად ცხოვრება ეცადა. 20 წლის გოგოს რომელსაც აქამდე არაფერი არ უნახავს და ახლა ყველაფერი ერთდროულად დაატყდა თავს, უნივერსიტეტი, მეგობრები, ერეკლე და საერთოდ ყველაფერი. მძინარე ჯიშკარიანს უყურებდა და ფიქრობდა რამდენი რაღაცა აიტანა, რამდენ რაღაცაზე არ მოიღო ხმა და ახლა ყველაფრის ერთ დღეში განადგურება მოუნდა... უფრო სწორად ერთ ღამეში. ღამეში რომელსაც ვერასოდეს ვერ დაივიწყებს და ამას არც შეეცდება! ფრთხილად გამოაძვრინა შიშველი სხეული ერეკლეს ძლიერი მკლავებიდან და იქვე გადაკიდებული სარაფანა გადაიცვა. -როგორ გამომეპარე?! _ზურგიდან ამოუდგა ერეკლე, ხელები მუცელზე მაგრად მოხვია და პირ-სახე ელას ყელში ჩარგო. ალექსიძეს სიამოვნებისგან გააკანკალა. -საუზმე მოგიმზადე. _ნაძალადევი ღიმილით მიუტრიალდა და ტუჩები ერთმანეთს მაგრად დააჭირა ღნავილი რომ არ აეტეხა. -კვერცხი. _უკმაყოფილო სახით ჩაიფრუტუნა ერეკლემ და კოპები შეკრა. _და გინდა მითხრა რომ ჩემთან ნებივრობას კვერცხის თქაფა-თქუფი არჩიე?_სერიოზული ტონით კითხა და წარბები კუშტად მიუახლოვა ერთმანეთს. -რა , არ მოგწონს?_ერეკლეს კითხვას პროფესიონალურად აარიდა თავი. -ხო, არ მომწონს იმიტომ რომ ამ ყვითელმა მასამ 20 წუთით ადრე გამომგლიჯა შენი თავი ხელებიდან!_უკმაყოფილო სახით ჩაილაპარაკა და ელას მოკუმულ ტუჩებს ხმაურით აკოცა. _გუშინ თქმა ვერ მოვახერხე, ვერც დღეს დილით დაგიჭირე ადრიანად... საწოლში ნამდვილი ქალღმერთი ხარ!_თავი ოდნავ უკან გადააწევინა და მოღეღილ ყელში თავისუფლად დაიწყო ტუჩებით თამაში. -ქალღმერთი, კი როგორ არა. _წარბაწეულმა ჩაილაპარაკა და გუშინდელი ღამის აღდგენა დაიწყო. საწოლში გამოუცდელი აფართხალებდა ხელ-ფეხს, ერეკლე კიდევ დასცინის და ეშაყირება. -არაუშავს, შენ ისეთი მონდომებული გოგო... ბოდიში, ქალი ხარ ყველაფერს ადვილად აითვისებ. -რატომ ხარ ასეთი დეგენერატი?_ტუჩები ვერ დაიმორჩილა და მაინც გაეცინა. -იმიტომ, რომ შენ ასეთი დეგენერატი მოგწონვარ!_თვალი ჩაუკრა და მოღერილი მკერდისკენ გააპარა ტუჩები. -ერეკლე, ახლა არა. _მუდარით ამოიჩურჩულა და საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი ზიზღი პირზე ხელის აფარებით დაახშო. ჯიშკარიანი იმ წუთასვე გაჩერდა, ელას სხეულს ოდნავ მოშორდა და მაგიდას მიეყუდა. -ენძელა, რამე არასწორად გავაკეთე?_გოგონას უახსიათობით შეშფოთებულმა იკითხა და ჭინკებგაშეშებული თვალებით ჩააჩერდა. -შენ არაფერი!_ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და თავი მიატრიალა. -მე არაფერი, ანუ შენ._სარკასტულად ჩაიცინა ჯიშკარიანმა და ნიკაპზე თითები მოისვა. _ნანობ? -არა! არა!_როცა მიხვდა რომ მისი ქმედება ერეკლემ სულ სხვანაირად აღიქვა და გაიგო აფორიქებულმა სწრაფად მიაყარა და თითებით ტუჩებზე შეეხო. _ეგ მეორედ აღარ თქვა!_სევდიანი ნოტებით სთხოვა და შუბლი ტუჩებზე მიადო. _არ ვნანობ, პირიქით... რომ არა შენ..._საუბარი უჭირდა. _რომ არა შენ დღემდე ვერ მივხვდებოდი რომ ჩემთვის ბავშვობის შიშებზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს. _ამოისლუკუნა და აკანკალებული ტუჩების კბილებით დამორჩილება სცადა. -ჟღალო, რაღაცა გაწუხებს და მიმალავ!_ხელები მხრებში ჩაავლო და უკან დასწია. -ხო, გიმალავ, გიმალავ და არ შემიძლია. _ხმამაღლა წამოიძახა და აბაგუნებულ საფეთქლებზე თითები მიიჭირა. ერეკლემ ორივე ხელი გაუშვა და მშვიდი გამომეტყველებით ჩამოჯდა სკამზე. -გისმენ. -ყველაზე ცუდი ადამიანი ვარ... ყევალზე ცუდი, უგულო და ბოროტი ადამიანი! ახლა რასაც გეტყვი დამიჯერე შენზე მეტად მე მატკენს გულს, მაგრამ რომ არ გითხრა შეიძლება გავსკდე. გუშინდელი ღამე ჩემთვის შიშების დავიწყების “მარტივი გზა” იყო, გუშინ ღამე საერთოდ არ დავფიქრებულვარ იმაზე რომ ამ ყველაფერს გულით ვაკეთებდი. პრიქით მეგონა რომ უბრალოდ დავწვებოდით და მორჩა, გესმის?მორჩა! მაგრამ ყველაფერი იმ წამს შეიცვალა როგორც კი შენს საძინებელში შენივე საწოლზე აღმოვჩნდით. იქ მივხვდი რომ ჩემი შიშები არაფერ შუაშია, მე ეს უბრალოდ მინდოდა რომ პირველად შენთან გამეკეთებინა. არ ვიცი რას ვგრძნობ შენს მიმართ, შეიძლება მიყვარხარ, ან უბრალოდ მომწონხარ, მაგრამ გეფიცები არცერთი წამით ვნანობ იმას რაც გავაკეთე, იმიტომ რომ მე ეს მინდოდა! კიდევ იმიტომ არ ვნანობ რომ შენ სხვანაირი ხარ. ხო, არ მაქვს მამრებთან შეხება და არ ვიცი სხვები როგორები არიან, მაგრამ ვგრძნობ რომ შენ მათნაირი არ ხარ. შენ პირველივე დღეს მითხარი რომ ჩემთან ურთიერთობა სხვა რაღაცის გამო გინდოდა, თუმცა, ალბათ ქალური წიკია და ამ წამამდე მგონია რომ ჩემთან ოჯახის შექმნაც კი გინდოდა, მაგრამ ვიცი რომ ამ ყველაფრის მოსმენისას როგორც არ უნდა გინდოდეს ჩემთან ურთიერთობა ხელს მკარავ და მართალიც იქნები. თუმცა ხელის კვრა საჭირო არ არის, ერთ კვირაში გაცვლითი პროგრამით ამერიკაში მივფრინავ. კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა შემიძულო და რატომ უნდა თქვა ჩემზე ყველანაირად უარი! მე არ ვარ შენი ღირსი, მე საშინელი ადამიანი ვარ, ერეკლე, ადამიანი რომელიც საკუთარმა მშობლებმა გააუბეურეს, ადამიანი რომელიც მარტო იმისთვის იბრძვის რომ წარსული დაივიწყოს და მომავალს საერთოდ არ ითვალისწინებს. _სიმწრის სიცილით იცინოდა და ქვედა ტუჩს ნერვიულად იჭამდა, ბოლოს იმ დონემდე მივიდა რომ ტუჩიდან სისხლა დაიწყო დენა. კიდევ ერთხელ მოუჭირა ტირილის სურვილმა, მაგრამ ვერც ამჯერად ვერ იტირა, არა იმიტომ რომ არ შეეძლო. პირიქით ცრემლებიც კი იგრძნო როგორ მოაწვა, უბრალოდ საკუთარი თავი ტირილის ღირსად არ ჩათვალა, ასეთ დროს ხომ ემოციებისგან იცლება ადამიანი, ელას კიდევ უნდოდა რომ ყველაფერი გულში შეენახა რომ უფრო დატანჯულიყო. -რატომ გგონია რომ ოდნავ მაინც მატკენს შენი სიტყვები გულს?!_ცინიკური, დამცინავი და არაადამიანურად ცივი ხმით ჩაილაპარაკა ერეკლემ. -იმიტომ რომ ამდენი ხანი ჩემნაირი ადამიანის გვერდით ცხოვრობდი, იმიტომ რომ გუშინ ასეთ საშინელ ადამიანთან გაატარე ღამე. _დაბნეული, გაქვავებული და მამაკაცის სიტყვებით გულმოკლული ლუღლუღებდა და ცდილობდა სწორად ესუნთქა რომ არ გაგუდულიყო. -შენ თვითონ თქვი ჩემთან სხვანაირი ურთიერთობა გინდოდაო, მართალი ხარ მე მივიღე ის რაც მინდოდა! ახლა ორივეს შეგვიძლია მშვიდად განვაგრძოთ ცხოვრება. შენ შიშებისგან განთავისუფლდი, მე სასიამოვნოდ განგიხილე, ერთი სიტყვით ორივე კმაყოფილები ვართ იმით რაც მოხდა! _ჩვეულებრივი, სასხვათაშორისო ტონით საუბრობდა ერეკლე, თან ირონიულ ღიმილს არ იშორებდა სახიდან. -არა, ამას იმიტომ იძახი რომ საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი ზიზღი შემიმსუბუქო. _ხავსზე მოჭიდებულს გავდა ელა. უნდოდა რომ ერეკლეს ასე არ ეფიქრა, ყველაფრის მიუხედავად უბრალოდ უნდოდა რომ ჯიშკარიანისთვის გუშინდელი ღამე უბრალო მოგონება არ ყოფილიყო. მოულოდნელად გადმოუვარდა ერთი ცალი, ზუსტად ერთი ცალი მარილიანი სითხე მარჯვენა თვალიდან. -როგორი დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. _ცინიკური ღიმილით გაიმეორა ელას სიტყვები და ფეხზე წამოდგა. _ამ სახლში ორივე ერთად ვეღარ ვიცხოვრებთ, მე წავიდოდი, მაგრამ რატომ? როცა შენი წასვლა ბევრად უფრო მარტივია!_მხრები აიჩეჩა ჯიშკარიანმა და სამზარეულოს კარებთან გაჩერდა. ელამ აკანკალებული თითები ზურგს უკან წაიღო და მაისურის ბოლოებს მთელი ძალით ჩაებღაუჭა. ოღონდ ახლა არაფერი არ დაემართოს, ოთახამდე მიაღწიოს, ბარგის ჩალაგება და ამ სახლიდან გაქცევა შეძლოს და მერე რაც უნდა ის მოსვლია. თვალებდახუჭულმა დაუქნია თავი და კიბეებისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა. აკანკალებული ხელებით ჩაყარა ჩემოდანში ტანსაცმელი და საწოლზე ჩამოჯდა.რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის ემახსოვრება ის 5 თვე რაც ამ სახლში გაატარა, ემახსოვრება გურამის საუზმე, ელენეს სასაცილოდ ქმედებები, ერეკლეს გამაღიზიანებელი წაკბენები და ყველაფერი რაც გუშინდელ ღამესთან არის კავშირში. ჩემოდანს თვალებჩაწითლებულმა გადახედა, ფეხზე ნელა წამოდგა და კარებისკენ წავიდა. გასვლამდე კიდევ ერთხელ მოათვალიერა დროებითი საცხოვრებელი და რაღაცნაირად კმაყოფილი ღიმილით დატოვა ოთახი. არ უნდოდა გურამთან ასე უპასუხისმგებლოდ გამოსვლოდა, მაგრამ ბერიკაცი ქალაქში არ იყო და ელა მის ჩამოსვლას ვერ დაელოდებოდა, თანაც არამგონია ერეკლემ ეს ყველაფერი ახსნი გარეშე დატოვოს და როგორმე ის ეტყვის, მერე ელაც დაურეკავს და ტელეფონით გააგებინებს. სახლის კარები შეაღო თუ არა სიკვდილის სუნი ეცა, 3 თვის წინ ამ კედლებში გამჯდარი სიკვდილის სუნი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაახსენა როგორი უსუსური და დედას დამსგავსებული არსებაა. ჩემოდანი იქვე კუთხეში მიაგდო, კარებთან ჩაიკეცა და ბოლო ხმაზე ამოიღნავლა. თითები ხელისგულებს მთელი ძალით ჩაარჭო და წყობიდან გამოსულმა საფეთქლებს დაუშინა. თავს ვერ აკონტროლებდა, ან როგორია ამდენი წლის ემოციები ასე ადვილად გააკონტროლო. იცოდა რომ ოდესღაც აუცილელად ამოხეთქავდა, მაგრამ ასეთი მძაფრი შეგრძნებებით არ ელოდებოდა. კარებთან ჩაკეცილი ფეხებს უმისამართოდ იქნევდა და აღმოულებული ტუჩებს იჭამდა, სისხლიც იგრძნო, მაგრამ არ გაჩერებულა, ცდილობდა სულიერი ტკივილი ფიზიკურით შეეცვალა. -ვერ გიტანთ! ვერცერთს ვერ გიტანთ!_გამწარებული წამოხტა ფეხზე და მისაღებში კედელზე ჩამოკიდებული თაროებიდან საგნების გადმოყრა დაიწყო. _მერამდენედ უნდა დამინგრიო ცხოვრება, მერამდენედ?!_აზმუილებული, ცრემლებით თვალებდაბინდული უყურებდა პიანინოს თაროზე შემოდებულ მამამისის სურათს. ~~~ -წასვლამდე მინდოდა მენახე. _ჩაშავებული თვალებიდან სათვალეები მოიხსნა და შავებში გამოწყობილ ქალს მიუჯდა გვერდით. -ელა, დე, რა გჭირს?_ტირილნარევი ხმით კითხა და დასერილ თითებს დახედა. -შემთხვევით მოხდა. _ჩაილაპარაკა და მისაღებში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, ერთ-ერთი ვაზის გატეხვის დროს ყველაფერი ხელებზე დაეფშვნა. -ბავშვობიდან ვერ იტანდი ტყუილს და ყველაზე უნიჭო მატყუარა იყავი. _სიცილ-ტირილით ჩაილაპარაკა ცირამ და ოდნავ მოშვებული თავშალი გაიკოჭა. -აქ კარგად ხარ? -აქ მშვიდად ვარ, მართალია მამაშენთან ხშირად ვერ დავდივარ, მაგრამ ვიცი რომ აქვეა სადღაც და რომელიღაცა მეზობელთან სვამს. _სიცილით ჩაილაპარაკა და ღრმად ამოიხვნეშა, დედის გულმოკლულ ხუმრობაზე ელასაც ჩაეცინა. _შენ...შენ იყავი?_შეპარვით კითხა და სალფეთქით ცრემლები მოიწმინდა. უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია. -არა, არ შემიძლია იქ მისვლა. _მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა და შეხვეულ თითებს დახედა._ხვალ მივფრინავ. -სად მიფრინავ? -ამერიკაში, უნივერსიტეტიდან, გაცვლითი პროგრამის კურსში ჩამსვეს და 4 წლით მივდივარ. -მაპატიე, ყველა გაცრუებული იმედი მაპატიე, მაპატიე რომ უნივერსიტეტში სწავლის საშუალება თავის დროზე არ მოგეცი, მაპატიე რომ ცუდი დედა ვიყავი. მე ვიცი რა მწარეა როცა დედა გვერდით არ გყავს, ვიცი რამდენი ტკივილით გადაგორებული ღამე ახსოვს შენს სათუთ გონებას, მე ყველაფერი ვიცი და ეს ცოდნაც მაპატიე, ვერაფერი ვერ გავაკეთე შენს გადასარჩენათ. _ტირილით ჩაილაპარაკა ცირამ და თავი დახარა. -აქ რომ ვარ ეს უკვე ნიშნავს იმას რომ მე შენ ყველაფერი გაპატიე. როგორი ცუდიც არ უნდა იყო, არ შემეძლო შენს უნახავად წავსულიყავი, მერე ამას მთელი ცხოვრება ვინანებდი. მართალია შენ არასოდეს ყოფილხარ კარგი დედა, მაგრამ შენ იყავი საუკეთესო ცოლი რამაზისთვის. _ღიმილით გადაულაპარაკა და ცალი ხელი აცახცახებულ მხარზე მოხვია. _მე შენზე სუსტი ადამიანი ვარ, საკუთარი გრძნობებისთვის ბრძოლა არ შემიძლია შენგან განსხვავებით. მითხრა წადიო და მეც უსიტყვოდ წამოვედი, არადა ზუსტად ვიცი რომ ყველაფერში მე ვარ დამნაშავე და მაინც უსიტყვოდ წამოვედი. ისიც ზუსტად ვიცი რომ ამ წამოსვლას მთელი ცხოვრება ვინანებ და ვერასოდეს შევძლებ ვინმე სხვა შევიყვარო ისე როგორც ერეკლე მიყვარს, მაგრამ ერთად ვერ ვიქნებით, ჩემი შეცდომების გამო. -ელა, ადვილი არასოდეს არაფერია. ყველაფერს აქვს თავისი სირთულეები, ეკლები და შენ ეს ყველაფერი უნდა გადალახო. მე არ გეუბნები რომ ამერიკაზე უნდა თქვა უარი, მაგრამ შენ ძალიან მარტივად შეგიძლია ერეკლეს შენარჩუნებაც. -1 დღე მაქვს და ერთ დღეში ძნელია ჯიშკარიანი რამეში დაითანხმო. _სიმწრის სიცილით ჩაიალპარაკა და ფეხზე წამოდგა. _ახლა უნდა წავიდე, მოსამზადებელი ვარ. -წარმატებები!_ორივე ხელი მხარზე მოხვია და ატირებულმა მიიკრა გულზე, ერთადერთი ქალიშვილი. ~~~ -თბილისში იყავი და წელიწადში ერთხელ გნახულობდი და ახლა ამერიკაში._ბუზღუნით ჩაილაპარაკა მირანდამ. -ვიცი, მაგრამ სამაგიეროდ იქიდან განათლებული დავბრუნდები და მერე აქ ვიზამ რაღაცას._ღრმად ამოიხვნეშა და ჩაი მოსვა. -ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა რომ მიდიხარ, ასეთი შანსი მეორედ აღარ გექნება, უბრალოდ ერეკლეზე მწყდება გული. ისეთი რაღაცა მომიყევი, ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში ვარ. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა. -მე ალბათ წლები დამჭირდება ეს ეტაპიც რომ გადავლახო. ახლა ელენეს ნახვა მინდა, რომ არ დავემშვიდობო გამორიცხულია და ცოტას ვღელავ. -ელენემ იცის? -არა, მე არაფრი მითქვამს და არამგონია ერეკლე დამჯდარიყო და ყველაფერი მოეყოლა. _თავი გააქნია და პლედი მჭიდროდ მოიხვია სხეულზე. -დაურეკე და აქ ამოვიდეს, დროშიც არ გაიწელები და აქ უფრო თავისუფლად იქნები. -მართალი ხარ, ჯობია აქ ვნახო. ~~~ -ერეკლემ მითხრა ამერიკაში მიდისო. _ღიმილით ჩაილაპარაკა ელენემ. -ხო, 4 წლით მიშვებენ. _ერეკლეს ხსენებისას ჟრუანტელმა დაუარა, უნდოდა კითხვები დაესვა, მაგრამ ვერ გაბედა. -შენი წასვლის შემდეგ ძალიან შეიცვალა, თითქმის არაფერს არ ჭამს, მაგრამ თან არ იმჩნევს, ზედმეტად ამაყი და თავისებური ადამიანია ქალისგან მიყენებული ტკივილი ასე საჯაროდ გამოამჟღავნოს, მაგრამ მე ერეკლეს საკუთარი ხუთი თითივით ვიცნობ და ვიცი, რომ მისთვის სულ ერთი არ ხარ. მე არ ვიცი რეალურად რა მოხდა, მაგრამ მგონია რომ შენი ამერიკაში წასვლა მისი მთავარი მიზანია. ერეკლეს შენზე მეტად უნდა რაღაცა მიაღწიო და ძლიერი ადამიანი იყო. რომ მოვდიოდი წარმატებები გისურვა! ~~~ საშინლად უნდოდა წასვლის წინ ერთხელ მაინც ენახა, არ გამოლაპარაკებოდა, უბრალოდ ენახა და ეგრძნო რომ ერეკლემ ნაწილობრივ მაინც აპატია ის რაც გაუკეთა. საკუთარ თავზე არ ფიქრობს, იცის რომ უკანასკნელი ადამიანია, ერეკლეზე ფიქრს ვერ იშორებს თავიდან. რას წარმოიდგენდა ეს ბიჭი, ასე მცირე დროში ასეთ გადატრიალებას თუ მოახერხებდა ელაში. თანაც მერე ეს უნივერსიტეტიც რა მალე აეწყო, მართალი იყო ელენე ყველაფერს აქვს რაღაცა მიზეზი, უმიზეზოდ არაფერი არ ხდება. გურამის სახლი მიზეზი იყო რომ ელას სწავლა გაეგრძელებინა. რეგისტრაცია გაიარა და გასასვლელისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა, გაფრენამდე ჯერ ნახევარი საათი კიდევ აქვს დრო. ჩამწკრივებული სკამებიდნა ყველაზე კომფორტული და კუთხეში მდგარი აირჩია. ყურსასმენები გაირჭო, წიგნი ამოიღო და მთელი არსებით სხვა საყაროშო გადაეშვა, სადაც სიყვარულს ყოველთვის აქვს ბედნიერების უფლება. თვითმფრინავში პირველა უნდა ჩაჯდეს და ცოტა არ იყოს ღელავს, თანაც ბოლო პერიოდში იმდენი საშინელი ინფორმაცია მოისმინა. თუმცა ელასთვის ყველაზე საშიში მაინც მატარებელია, თვითონაც არ იცის რა დაუშავა ხმაურიანმა ვაგონმა, მაგრამ თვითმფრინავზე მეტად მისი ეშინია. “ჰაერში თუ გამოეკიდე უყველაფროდ, მერე იბუზღუნე მატარებელზე.” ჩასძახა გონებამ. ღვედი აკანკალებული თითებით შეიკრა და თვალები დახუჭა. ეგონა რომ აფრენის მომენტში დაგუბებული სმენა და შეძაგძაგებული სხეული იყო პიკი, მაგრამ მალევე ყველაფერი ფორმაში ჩადგა და ელამაც შეძლო ნორმალურად ესუნთქა. -თავისუფალია?_საიდანღც გაისმა ნაცნობი ხმა. გაკვირვებულმა ჭყიტა თვალები და ილუმინატორიდან გაიხედა, მერე თავი წინ მიატრიალა, მაგრამ ვერავინ და ვერაფერი ვერ დაინახა ისეთი რასაც იცნობდა და იმედგაცურებულმა ამოიხვნეშა. _ჟღალო, თქვენს გვერდით ადგილი თავისუფალია-მეთქი?_ოდნავ მკაცრად განმეორდა ხმა. ელამ სწრაფად მიატრილა თავი მარჯვენა მხარეს და ხაზში მდგარ ერეკლეს გაკვირვებულმა არა, უფრო გულწასულმა, მაგრამ მაინც ფხიზლემა ახედა. -შენ...შენ..._თავისთვის ჩურჩულებდა და თითებს უმისამართოდ იქნევდა. -უკაცრავად. _ერეკლემ იქვე მჯდარ ქალს ბოდიში მოუხდა და შუაში, ელას გვერდით ჩაჯდა. _რა მე, მე?_ისეთი სახე და ხმის ტემბრი აქვს, გეგონება არაფერი არ მომხდარაო. _სხვათაშორის ჩემს ადგილზე ზიხარ! -ერეკლე, ხომ კარგად ხარ?_ბიჭის გაბრაზებული, ძარღვებდაჭიმული კისერი და ზიზღით სავსე თვალები რომ ვერ შენიშნა დაეჭვებით კითხა და წინ გადაიხარა. -ამერიკაში ხომ მიდიხარ? -კი. _დაპროგრამებულივით დაუქნია თავი. -ღამის გასათევი ხომ გჭირდება? -ღამის გასათევს უნივერსიტეტი მაძლევს. _საინტერესოა ეს დიალიგი სადამდე მიიყვანს, ან რა პატარა ბავშვივით უწყობს დაკითხვას. -სანამ უნივერსიტეტი თავშესაფარს მოგიძებნის მანამდე სადღაც ხომ უნდა დარჩე?_გულისგამაწვრილებელი კითხვაბის დასმას არ წყვეტდა, არადა ელას უკვე ნერვული აშლილობა ეწყობდა. -ადამიანო, გამაგებინე აქ რა გინდა?_მოთმინება დაკარგულა ოდნავ ხმამარლა კითხა და აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო. -ამერიკაში ვბრუნდები სამუშაოთ. _მხრები აიჩეჩა და ილუმინატორიდან გაიხედა. -გასაგებია. _იმედგაცრუებულმა ამოიჩურჩულა და თავი უკან გადასწია. -ენძელა, რა აზრის ხარ თვითმფრინავის საპირფარეშოში კიდევ ერთ განხილვაზე?_გოგონასკენ ოდნავ გადაიხარა, ნიკაპი მხარზე ჩამოადო და ცალყბად გაუღიმა. -მაცდური წინადადებაა, მაგრამ უნდა შეგახსენო რომ გამოუცდელი გახლავართ. ასე რომ... -ასე რომ გპირდები, მაისურს არ დაგაკუჭინებ. _ღიმილით ჩაილაპარაკა და ტუჩები ყელში მიაწება. -ახლა რა იქნება?_კითხვა დასვა და მიხვდა რომ ერეკლეს შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს, საკუთარ თავს გადააბიჯებს, დაივიწყებს წარსულს და იქნება ბედნიერი! -ახლა?! დილით ჩავალთ ამერიკაში და ყველაფერს თავიდან დავიწყებთ, სხვა სასაათო სარტყელში! -ანუ?_იმედიანად ჩაილაპარაკა და ანთებული თვალებით გადახედა. -დანარჩენს საპირფარეშოში აგიხსნი! - მინიმუმ 3 წელი ჩემს ცოლობაზე არც იოცნებო! -რა საჭიროა ცოლი როცა შეიძლება გერქვას ჟღალი საყვარელი?! დასასრული. ~~~ ესეც ასე. <3 ძალიან დიდი მადლობა კიდევ და კიდევ. <3 შეცდომები მომიტევეთ, არც ამ თავზე გადამიხედავს, უსაზღვროდ დიდია და სამსახურიდან გამაგდებენ. :დდდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.