თითები (თავი 2)
გეგა საკმაოდ დიდია.უცოლო,უსამსახურო,უყველაფრო.გეგას ერთადერთ საფიქრალს გართობა და დროსტარება წარმოადგენს.არ უყვარს მშვიდი ცხოვრება.მისთვის ღამე ყველაფრის საწყისია.გეგასთვის ცხოვება ღამე იწყება.ღამით იწყებს სუნთქვასა და აზროვნებას.ჭკუა ეკეტება სლავ ქალებზე.მათ თეთრსა და გლუვ კანზე.უყვარს მუსიკა,ცეკვა და მეგობრები.ბევრი ალკოჰოლი და ცოტა მოსაწევი.დისგან განსხვავებით,გეგა სითბოს მატარებელია.წამებში შეუძლია სიტუაციაში გარკვევა და კონტაქტში შესვლა.გიჟდება,როცა თავის დას ამწარებს და დღეს უშხამავს. ქობულეთში ჩასვლის შემდეგ,გეგამ ძმაკაცებს გაუარა და მაშინვე თავდავიწყებულ გართობას მიეცა.რამდენიმე დღეში გოგო შეაბა და თავისთან აიყვანა სახლში.ჯერ ღვინო შეაპარა,შემდეგ მუსიკა ჩართო დაბალ ხმაზე და გოგო აცეკვა.მისით მოჯადოვებულმა მანდილოსანმაც თავი ვერ შეიკავა და მოქმედებაზე გადავიდა.გეგას სიჩქარე არ უყვარს.სანამ მუსიკა არ დამთავრდა ხელები დააოკა და მხოლოდ შუბლზე კოცნით შემოიფარგლა.რამდენიმე წუთის შემდეგ თავისი დის ოთახში აიყვანა და საქმეზეც გადავიდა.დის ოთახში იმიტომ,რომ ყველაზე მეტად არ უყვარს,როცა თავის ოთახში შეჰყავს უცხოები.რადგან და იქ არ ეგულებოდა,ისარგებლა და წამებში მის საწოლზე მიეცა ალერსს. დილით ყვირილმა გააღვიძა.თვალების გახელისთანავე პირჯვარი გადაიწერა და გვერდით წამოწოლილ ქერას ხელი ჰკრა.მანაც თავი ვერ შეიკავა და საწოლიდან გადავარდა.ასეთი სიტუაცია რომ არ ყოფილიყო,ალბათ გეგა სიცილით მოკვდებოდა,მაგრამ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა,ქერას ტანსაცმელი თავადვე შეუგროვა და გააცილა. -შევცდი, მარტო კომპიუტერის დამტვრევით რომ შემოვიფარგლე,-ჩაისისინა და საწოლს თეთრეული გადააძრო,-შენთვის უნდა გამეტეხა თავი. -უდროო დროს რომ არ ჩამოსულიყავი ან წინასწარ რომ დაგერეკა და გაგეფრთხილებინე,არაფერი მოხდებოდა,-ჩაისისინა და ზურგი აქცია. -მოიცა,იმის შიშით,რომ ჩემი ბედოვლათი ძმა,ჩემსავე ოთახში ვიღაცასთან ერთად არ ერთობოდეს და მე ფაქტზე არ წავასწრო,უნდა დავრეკო და წინასწარ შეგითანხმდე როდის ჩამოვალ საკუთარ სახლში და როდის, არა?თავი რამეს ხო არ მიარტყი? -რომ არ დარეკე,იმიტომაც აღმოჩნდი კარგ სიტუაციაში. -მე კარგად ვარ.შენ იყავი ფრთხილად,შენმა უპასუხისმგებლო საქციელებმა თავი რომ არ შეგახსენონ მომავალში. გეგას აღარაფერი უთქვამს.ისედაც იცოდა, მართალი რომ არ იყო. -რატომ ჩამოხვედი?-ჰკითხა ყოველი შემთხვევისთვის. -მომენატრე და უშენოდ ვეღარ გავძელი. -ერთხელაც იქნება ეგ ბოღმა გაგხეთქავს და იცოდე,მაგ მომენტში ჩემი იმედი არ გქონდეს.შენი უაზრო ხასიათის გამო ბოლოს ყველა მიგატოვებს და მერე ნუ მოხვალ ჩემთან ტირილით,-ზედას დასწვდა,სწრაფად გადაიცვა და გასასვლელისკენ წავიდა. -მაგ დღეს ვერ მოესწრები. ორი დღის განმავლობაში ზღვის სანაპიროზე მარტო დასეირნობდა და ისევ მაშოზე ფიქრობდა.დაქალი თითქოს მიწამ ჩაყლაპა.ჰორიზონტზე მისი კვალიც კი აღარ ჩანდა.ერთი კვირის შემდეგ ნერვიულობა დაიწყო და დიმიტრისთან გადარეკა.ბიჭმა პირველივე ზარზე უპასუხა. -რაო,მეგრულო წიწაკავ,რამ შეგაწუხა? -მაინტერესებს რა ხდება თბილისში.აქ მოვიწყინე. -თბილისში სიცხეა,გამოცხადებულია ორმოცი გრადუსი.მოსალოდნელია დიადი გვალვა,დახრუკვა ან მოხარშვა. -ხო არ იცი მაშომ რა ქნა ექსპერიმენტზე? -ვიცი,როგორ არ ვიცი.ლევანმა დაიბარა,მაგიდაზე ხელები უბრახუნა,მერე განცხადება აუფრიალა ცხვირწინ და სამსახურიდან გამოუშვა.რადგან აღარაფერი მაკავებდა,უფროსი დასასვენებლად გავგზავნე ტრამვატოლოგიურში.ალბათ, ერთი თვე მაინც მოუწევს სრული რელაქსაციის გავლას. -მანდ რომ ვყოფილიყავი,ტრამვატოლოგიურშიც ვერ წავიდოდა.პირდაპირ დაშლილებში გადაიყვანდნენ.მაშო სადაა? -მთხოვა არავისთვის მეთქვა,ასე რომ,’პრასწი’ ,წიწაკავ,მაგრამ შეყვარებულია,ვერაფერს ვიზამ. -დიტო,ჩემი დაქალია. -ვიცი, კრასოტკა,მაგრამ შენზე ძალიანაა გაბრაზებული და ჯობს, თუ ახლა არ ნახავ. -მითხარი და მე გადავწყვეტ რა ჯობს და რა,არა. -კარგი,ხო,დამითანხმე,მაგრამ იცოდე,არ გაბედო და არ უთხრა,რომ მე ჩავუშვი.ქობულეთშია ეგეც,დეიდამისის სახლში.რამდენიმე კვირით გასაღები გამოართვა და მანდ ისვენებს.ისე,წარმოიდგინე,რამდენი ადგილი არსებობს საქართველოში და ორივე მაინცდამაინც მანდ აღმოჩნდით.ღმერთსაც კი უნდა თქვენი დალაგება.არ გამიბრაზო და ჭკუით იყავი.შენთვისაც არ გამიჭირდება დასვენების გამოწერა.ჩაო,წიწაკავ. მეორე საღამოს ფრიალა,თეთრი სარაფანი ჩაიცვა და ახლომდებარე ბარში შევიდა.ბარმენს ცივი სასმელი შეუკვეთა და მაშოს მოსვლას დაელოდა.იცოდა, დაქალი ყოველ საღამოს ამ ბარს რომ სტუმრობდა და მის მოსვლამდე სასმელი გამოცალა.ინტერიერს თვალი მოავლო.ბოლოს აქ რომ იყო ყველაფერი იასამნისფერს მოეცვა,დეკორად ლოტოსის ყვავილები გამოეყენებინათ და უსაშინლესი ბენდი უკრავდა.სცენას შეხედა.მელოტი,დარბაისელი ხალხის ნაცვლად, ახალგაზრდა ჯგუფი უკრავდა.გიტარის სასიამოვნო ხმა ჰაერში იფანტებოდა და ირგვლივ დაგუბებულ უაზრობას ჯოჯოხეთში ფანტავდა.ცხელოდა.რატომღაც იმ საღამოს გაუსაძლისი სიცხე იყო ქობულეთის სანაპიროზე.მაშო მოსვლას აგვიანებდა.მუსიკის გამაყრუებელი ხმა უკვე სულაც აღარ ჟღერდა სასიამოვნოდ.სუნთქვა გაუხშირდა,ტანი ოფლით დაეცვარა,შუბლზე ჩამოყრილი თმა დაუსველდა.ბარმენს ფული გადაუხადა,ფეხზე წამოდგა და სანამ გამოსვლას მოასწრებდა,შენობაში მაშომ შემოაბიჯა.დაქალის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა,სიბრაზე ყელში მოაწვა,ზურგი აქცია და შენობიდან გავარდა.უკან გაეკიდა. -დამიცადე.მაშო,მოიცადე ერთი წუთით. -როგორ ბედავ,-ყვირილით შემოუბრუნდა,-როგორ მოდიხარ და მთხოვ,რომ დაგიცადო.საერთოდ რამეს როგორ მთხოვ. -კარგი,ვიცი რომ დამნაშავე ვარ.გავიგე,გესმის?გავაანალიზე,რომ ცუდად მოვიქეცი,საქმეს უფრო სერიოზულად უნდა მოვკიდებოდი,ყველაფერი ფეხებზე არ უნდა დამეკიდებინა,შენს მდგომარეობაში უნდა შევსულიყავი და ა.შ.უფლება მომეცი, რომ დაგელაპარაკო. -რაზე უნდა დამელაპარაკო?რა უნდა ამიხსნა?ან რა აზრი აქვს.გვიანია,გაიგე? -გავიგე,მაგრამ შენც იცი, რომ რაღაც მხრივ მართალი ვიყავი.ის შენი უფროსი არასდროს დაგაფასებდა.შენ მიერ მიტანილ მასალებსაც კი არ ეცნობოდა წესივრად.უაზროდ ჩხუბობდა,სამსახურიდან გაგდებით გემუქრებოდა ყოველი საქმის წამოწყების წინ.შენ კი იდექი და ამ ყველაფერს ითმენდი.შენ შეიძლება მებრძოლი არ ხარ,არ გადარდებს საკუთარი ღირსებები და ოდნავი პატივისცემაც კი არ გაგაჩნია საკუთარი თავის მიმართ,მაგრამ მე ასეთი არ ვარ.სწორედ ამიტომ ვართ დღემდე დაქალები.მაპატიე თუ საქმე გაგიფუჭე.მაპატიე თუ იმ ჯოჯოხეთისგან გიხსენი.მაპატიე თუ შენი გადარჩენა ვცადე,რომ მინდა რაღაც რეალურს მიაღწიო ცხოვრებაში და ყოველთვის სხვისი კაპრიზების შესრულება არ გიწევდეს.მაპატიე თუ ის ცხოვრება და კარიერა დაგინგრიე,რომელიც სინამდვილეში არ გაგაჩნდა.და იცი რა?არაფერიც არ მაპატიო.ბოდიშს არ მოვიხდი იმის გამო,რომ შენი დაქალი ვარ და შენთვის თვალის ახელას ვცდილობ.ამიტომ ვარ შენს გვერდით,ეს არის ჩემი დანიშნულება.არ მოგცე ცხვირის წამტვრევის უფლება იქ,სადაც წესით ფეხზე მყარად უნდა იდგე და ყელმოღერებული სხვების სურვილებს კი არა,საკუთარ სურვილებს აქცევდე ყურადღებას.საკუთარ თავს აყენებდე პირველ ადგილას და არა იმ სულელურ ექსპერიმენტებს,რომლებიც სინამდვილეში ნამდვილი ნაგვობაა. სუნთქვაშეკრულმა მაშომ ძლივს მოახერხა თავის ხელში აყვანა.სიმართლე ტალღასავით შეასკდა და ლამის საძირკველი გამოაცალა.სინამდვილეს ახლა სხვა თვალით შეხედა და თითქოს შერცხვა კიდეც.თავი ჩახარა და მიწაზე ფეხით გაურკვეველი კონტურები მოხაზა. -კარგი,შესაძლოა მართალიც ხარ,-თავი ასწია და პირდაპირ თვალებში შეხედა,-ლევანისთვის ამდენის უფლება არ უნდა მიმეცა და ყველა დავალებას თავისქნევით არ უნდა შევგებებოდი,მაგრამ მე სამუშაო მჭირდება და ის ერთადერთი იყო,ვინც გაჭირვების დროს ხელი გამომიწოდა. -იმისთვის,რომ მისი ერთგული ფინია ყოფილიყავი,-ამოიღრინა,-არ გჭირდება სამსახური,რომელიც საკუთარ თავს დაგაკარგვინებს. -კარგი.წინააღმდეგი ხომ არ ხარ,ერთ ჭიქა სასმელზე რომ დაგპატიჟო? -იმედი არ გქონდეს,რომ უარს გეტყვი. შუაღამეს გადაცილებული იყო,როცა ბარმენი შეიცვალა.გოგონები უკვე ზედმეტად მთვრალები იყვნენ და გამოსახულებას ნორმალურად ვეღარ არჩევდნენ.მაშომ ტელეფონი ამოიღო,მაგრამ რომ მიხვდა გათიშული იყო,დაქალს დაუბარა შენს ძმას დაურეკეო და თვითონ საპირფარეშოში გაუჩინარდა. ერთხანს სულელივით დასჩერებოდა ტელეფონს,მერე,როგორც იქნა,მოიფიქრა და კონტაქტებში გეგას ნომერი იპოვა.დარეკა და არ უპასუხა.კიდევ სცადა,მაგრამ უშედეგოდ. -ნეტავ ახლა ვის აბამს.ან ეს გოგო სად დაიკარგა,-უკმაყოფილოდ გახედა საპირფარეშოს კარებს.მერე თვალებში გამოსახულება აერია და ცოტახნით თავი ჩამოდო.მუსიკოსები სადღაც გამქრალიყვნენ.ბარში სიჩუმე იდგა.მხოლოდ ორი წყვილი ჩანდა ახლომახლო.ისინიც გარეთ ისხდნენ და საუბრისთვის არ ეცალათ. ცხვირწინ რაღაცამ გაიშრიალა.თვალები მაშინვე გაახილა და მის წინ ათამაშებულ თითებს შოკირებული მიაჩერდა.თავის აუღებლად გააყოლა თვალი მოცეკვავე სასწაულებს და მაშინვე ნაცნობი რიტმი გაახსენდა.თითების მსგავსი მონაცვლეობა სადღაც უნახავს,ასეთი შესრულებაც თითქოს ახსოვს.ხელზე ბეჭედიც როგორ ეცნობა ან ეს ტატუ.მთვრალმაც კი იგრძნო, როგორ შეაჟრიალა.უნებურად გააპარა ხელი მათკენ და უკვე მეორედ, უნებართვოდ შეეხო.ისევ სითბოსმაგვარი ჩაეღვარა მუცელში.მუცლის კუნთები შემაწუხებლად დაეჭიმა და გულმაც თითქოს რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.არ იცოდა რატომ მოქმედებდნენ მასზე ეს თითები,მაგრამ ფაქტი იყო,მათი ზემოქმედება თვით მეპატრონესაც არ ტოვებდა უყურადღებოდ.ისევ სიცილის ხმა მოესმა.ნაცნობმა ხმამ რეალობაში დააბრუნა და თავის წამოწევა სცადა,მაგრამ დამძიმებულმა ორგანომ საშუალება არ მისცა და ისევ იმავე ადგილზე დააბრუნა.ამოიოხრა.არადა,როგორ უნდოდა მისი სახის დანახვა.კაცს,რომელსაც ასეთი თითები აქვს,არაბუნებრივი გარეგნობა უნდა ამშვენებდეს. თითებმა თავი გაითავისუფლეს. გოგონამ უკმაყოფილოდ ამოიბურტყუნა რაღაც და ჩაეძინა. რომ გაიღვიძა, უკვე სახლში იყო და მაშოს ეხუტებოდა. -რა ლამაზი დღეააა,რა ნათელი მზეეააა,იმიტომ რომ დღეს ყველაზეუგრძნობიდაუმადური გოგოოს,დაბადების დღეაა,-ყვირილით დაახტა თავზე მაშო და გადასაფარებელი იატაკზე მოაფრიალა,-ადექი,ძილისგუდავ,დღეს კიდევ ერთი წელი მოემატა მარტო ყოფნის უსასრულო დღეებს. -დამაძინე,-ხელი აუქნია და ბალიშს უკეთესად ჩაეხუტა. -გეგა,-გასძახა მეგობარს,-ადგომა არ უნდა. იქიდან რა გამოსძახეს ვერ გაიგო.გადაღლილს ძილის მეტი არაფერი უნდოდა. რა თქმა უნდა,წყალი დაასხეს. გიჟივით წამოხტა საწოლიდან,თავი ვერ შეიმაგრა და გადმოვარდა.გეგამ სიცილით გაუწოდა ხელი და წამოაყენა.მაშო საწოლზე გადაწვა. -რა სახე გაქვს,სიზმარში ხო არ გკლავდნენ? -დილას თქვენი სახის ყურებით რომ დაიწყებს ადამიანი,უკეთესი სახე როგორ უნდა ჰქონდეს?-სააბაზანოსკენ წავიდა,-და სხვათაშორის,მშვენიერი სიზმარი იყო. იმ ღამითაც თითები ესიზმრნენ.თხელი,ნატიფი დაბოლოებები,მის გლუვ,თოვლივით ცივ კანზე დასრიალებდნენ.ზემოდან ქვემოთ,შემდეგ პირიქით და მერე ისევ თავიდან.ისევ და ისევ.თითქოს დრო გაჩერებულიყო.წუთები საუკუნედ ქცეულიყვნენ.აღარაფერი მოძრაობდა.ირგვლივ ყველაფერი ისე დადუმებულიყო,ისე გარინდულიყო. თითები კი კვლავ მოძრაობდნენ. თავი წამოწია,რათა მათი პატრონისთვის შეეხედა,მაგრამ თმების გარდა ვერაფერს ხედავდა.სხეულში დავლილი სიამოვნება გონებას უბინდავდა.პირს ვერ აღებდა,რამე რომ ეთქვა.თითების სიმხურვალე ძვალ-რბილში ატანდა.თვალები დახუჭა და სუნთქვა შეიკავა.თითქოს ეს უფრო გაამძაფრებდა ყველაფრის შეგრძნებას. თითები გაქრნენ. თვალები გაახილა.გარემო მოათვალიერა.მარტო იყო.იქაურობას მისი ყოფნა არც ემჩნეოდა.იყო და არც იყო. ტანზე დაიხედა. წითელი ზოლები მთელ სხეულზე შერჩენოდა.მხოლოდ მის სხეულს ემჩნეოდა თითების არსებობა.მხოლოდ მას და სხვა არაფერს დედამიწაზე. -დღეს რა გეგმები გვაქვს?-სამზარეულოში შესვლისთანავე ჰკითხა მაშომ და ჩაისთვის წყალი დადგა. -არანაირი,-თავაუღებლად უპასუხა. -ცოტახნით შეეშვი ტელეფონს და ყურადღება მომაქციე.რას ქვია არანაირი.ოცდაცხრა წლის ყოველწელს კი არ ხდები. -ხომ ხვდები, რა სისულელე თქვი. -დაახლოებით,მაგრამ უარი არ მიიღება.ბარში მაინც წავიდეთ.რამე დავლიოთ.შენი ძმაც წამოვა და გავერთობით. -მაშო,მე ჩემს ძმასთან ერთად გართობა ცოტა სხვანაირად მესმის.ასე რომ,არა. -მთელი დღე სახლში ჯდომას აპირებ? -ზუსტად.შენ შეგიძლია გახვიდე და გაერთო.არ ვარ მაგის ხასიათზე. -ასაკი მოემატა და უკვე ბებრუხანას დაემსგავსა.რა შევცოდე ამქვეყნად, ეს რომ მარგუნა ღმერთმა მეგობრად. -ნუ გავიწყდება,რომ მეგობრებს თავად ვირჩევთ.და შენ თუ მათი არჩევა არ იცი,ღმერთს ნუ ადანაშაულებ. წამოდგა.ფეხსაცმელები მოირგო და სახლიდან გავიდა. ეს აზრი მთელი დილა აწუხებდა.ბევრჯერ თქვა უარი და ბევრჯერვე გადაიფიქრა.ბოლოს სარკის წინ დადგა,საკუთარ თავს თითის ქნევით ელაპარაკა,რომ სახლიდან ფეხს არ გაადგავდა და არავითარ შემთხვევაში გაარკვევდა რამეს იმ ბიჭზე ან კაცზე,მაგრამ საბოლოოდ სურვილს ბოლო ვერ მოუღო და სანამ ისევ გადაიფიქრებდა, სახლიდან გავიდა. ბარში მეპატრონესთან გასაუბრება მოითხოვა.ჯერ იმ დღის ბარმენს ჰკითხა გუშინდელი მორიგის ვინაობა,მაგრამ ბიჭმა ვერაფერი უთხრა და ისევ მეპატრონესთან საუბარი გადაწყვიტა.მაღალმა,საშუალო ასაკის კაცმა კაბინეტში შეიყვანა და წვენი მიართვა.შემდეგ მის წინ მოკალათდა და ხელები ერთმანეთს გადააჭდო. -მოკლედ,მაინტერესებს გუშინ შუაღამისას ბარმენად ვინ მუშაობდა. -მომსახურება არ მოგეწონათ?-კაცი აიწურა და თითების მაგიდაზე თამაშს მოჰყვა. -არა,პირადულია.მხოლოდ სახელი და გვარი მჭირდება. -მაპატიეთ,მაგრამ პირადი ინფორმაციის გასაჯაროება,საჭიროების შემთხვევის გარდა,არ შეიძლება. -ძალზედ საჭირო შემთხვევაა.უბრალოდ მითხარით.ამას ჩვენგარდა ვერავინ გაიგებს. -მომიტევეთ,მაგრამ უარი უნდა გითხრათ. -ეს რა, ახალი წესია?რაღაც სასწაულს ან სამშობლოს საიდუმლოს განდობას ხომ არ გთხოვთ,ერთი ბარმენის ვინაობა რა გახდა. -წესი წესია. -ის მაინც მითხარით,როდის იმუშავებს კიდევ. -ყველა დღეგამოშვებით მუშაობს.მაგრამ პირობას ვერ მოგცემთ,რომ ისევ აქ იქნება.როგორც მახსოვს,სამუშაო დროებით მთხოვა.ეს ‘დროებით’ რამდენხანს გრძელდება,არ ვიცი. -კარგით,დიდი მადლობა არ’დახმარებისთვის,-ფეხზე წამოდგა და კაბინეტი გაწბილებულმა დატოვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.