შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენთან მინდა (სრულად)


22-09-2017, 19:36
ავტორი nninni
ნანახია 4 108

შენთან მინდა
* * *
-ცოტა მაინც მოუმატე დედა სიჩქარეს, ამ წუთას გადაგვისწრო ურემმა -მეცინება მის დაძაბულ მზერაზე
-იქ რაღაც დგას -კიდევ უფრო იძაბება
-მოჩვენებებიც დაგეწყო ხედავ? -ისევ ვაგრძელებ სიცილს მე
-ნინა სერიოზულად
დედას შეშინებული ხმა კიდევ მომესმა, შემდეგ ამას მოყვა -ჩუხ-ჩუხ- შემდეგ ყველაფერი განათდა, წამოვიდა გრიგალი, ჯერ თეთრი, მერე ყველაფერი გაშავდა. ამოსუნთქვა ვცადე, ჰაერი არ მეყო, თითქოს ჩემივე თავს მოვწყდი, ქაოსში მოვხვდი და ვიგრძენი, რომ მოვკვდი. სისულელეა, რომ ამბობენ მოკვდა და გათავდაო. მერე ამოვისუნთქე და ისევ დავბრუნდი. მანქანის საქარე მინა სულ დამტვრეული იყო. მესმოდა ტყვიამფრქვევებისა და თოფების სროლის ხმა. შემდეგ ვიღაცამ შეკივლა და ტირილის ხმაც გავიგონე. განძრევა მინდოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი, ვერაფერს ვიმორჩლებდი, ერთ ადგილზე ვიყავი გაჭედილი.
-ექიმი გვჭირდება -შემდეგ ხელის შეხება და სიმსუბუქე ვიგრძენი. ვიღაც ჩემიანათ გარბოდა. უცებ ტკაცანმა გააყრუა იქაურობა და დავინახე, როგორ ასრიალდა და გასკდა ცაში მანქანა, როგორ თეთრად გადაეფინა იქაურობას მანათობელი ყუმბარები, მომესმა ნაღმის აფეთქებაც, მაგრამ მე უკვე საკაცეზე ვიწექი და თვითმფრინავში მათავსებდნენ.
-ყველაფერი კარგად იქნება, მე დაბრუნებით ტკივილებს წაგიშლი - ყველა სიტყვას ვიმახსოვრებდი და ვინახავდი შუბლზე დატოვებულ კოცნასთან ერთად.
მერე სიმარტოვემ შემაწუხა და უბრალოდ გავითიშე.
* * *
-ნინა კანდელაკი, 26 წლის, ექიმი.
-აქ რატომ ხარ ნინა?
-საუბარი მინდოდა
-მერე მეგობრები არ გყავს?
-მყავს?
-მაშინ?
-მე უცხო თვალით დანახული მსურდა
-რაზე გინდა საუბარი ნინა?
-ოცნებები ხდება?
-ოცნებები ხდება, მაგრამ არა თავისით, ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი მათ ახდენას, ისინი ჰაერზე არც მოდიან და არც მიდიან.
-არ არის ეგრე, ოცნებები არ ხდება, სურვილები სრულდება მარტო. რეალობად ქცეული ოცნებები ფასს კარგავენ, უფერულდებიან და იცრიცებიან, ოცნება ოცნებად უნდა დარჩეს. არ მეთანხმებით?
-არა.
-ნახვამდის!
-შეხვედრამდე.
მშვიდად დატოვა ოთახი და ქუჩაში მოსიარულე ხალხს შეუერთდა.
* * *
-წვიმაში წიგნის კითხვა მიყვარს.
-მე არა, ხმაურში ვერ ვკითხულობ.
-მაგრამ ზოგი ხმაური სიშვიდეა.
-მაგალითად?
-წვიმის წვეთების დაცემის ხმა.
-კიდევ?
-ჭექა-ქუხილი
-ჭექა-ქუხილი? უცნაურია. -რაღაც ჩანაწერს აკეთებს და მერე ისევ მიყურებს.
-დრო ტკივილს გვინელებს? -ვაგრძელებ ისევ.
-არა, მასთან ერთად ცხოვრებას გვასწავლის.
-აუცილებელია გტკიოდეს რომ იარსებო?
-რაც არ გკლავს ის გაძლიერებს არა?
-არა, რაც არ კლავს ის ანადგურებს.
-რისი გეშინია ნინა?
-მეშინია, რომ ოდესღაც იმედს დავკარგავ და აღარ მომინდება ვეძიო მიზეზი ამ სამყაროში დასარჩენად.
-იმედი არასდროს კვდება.
-სულ ბოლოსაც არა?
-არა -იღიმის, მეც მეღიმება.
* * *
-თუ ის მოვა? -ინტერესიან თვალებს მანათებს ის.
-მზე გააცილებს ღამის წყვდიადს.
-სიყვარული ეს
-ყველა’ფერია
-რა იქნება როცა დაბერდები?
-მასთან ერთად მე სულ ახალგაზრდა ვიქნები, ჩვენ არ დავბერდებით.
-რა გინდა?
-რაღაც ახალი და რაღაც უფრო სხვა.
* * *
„უძღები“ შვილი ქალაქს უბრუნდებაო.
დემეტრე კობახიძე თბილისში ბრუნდებაო.
ცნობილი ბიზნესმენის მოულოდნელი სურპრიზიო
და კიდევ ბევრი ბლა ბლა ბლა.
* * *
მთელი ძალით ჩაფრენოდა საჭეს, ბრაბუსის სალონში მომატებული ადრენალინი იგრძნობოდა, სისხლი შემართებით ასკდებოდა კაპილარებს, გული გაორმაგებით ძგერდა. მაღალი სიჩქარით მიქროდა, წინ იყურებოდა და არცერთი წამით არ ფიქრობდა სიჩქარის დაკლებას. სპიდომეტრის ისარი მაღლა და მაღლა მიიწევდა. დრო გამოშვებით იხედებოდა გვერდით, შავი BMW ტოლს არ უდებდა, გასწრებას არ ანებებდა.
ორი მანქანა ჩანდა გზაზე, თანაბარი ძალებით იბრძოდნენ, არცერთი ნებდებოდა. გზას ბოლო არ უჩანდა, მათი ასპარეზით არ მთავრდებოდა. ორივე წინ მიიწევდა, ღამეც მეტ სიმძაფრეს მატებდა მათ „რბოლას“.
დამუხრუჭების ხმა ბარის წინ გაისმა. ნელა გაიღო ორივე მანქანის კარი, ბიჭი და გოგო გადმოვიდა:
ნინა და დემეტრე.
კანდელაკი და კობახიძე.
სიგიჟის პიკი და უსასრულობა.
ბიჭის შავი, ზღავასავით უძირო თვალები, კლასიკური სტილის პიჯაკი და საათი მაჯაზე, საოცარ კონტრასტ ქმნიდა შავ BMW-სთან ერთად.
გოგოს მხრებზე დაშლილი ქერა თმა, შესანიშნავი ტანი და მწვანე თვალები პირველობას არ თმობდა.
ყელი ჩაუწვა ნინას სასმელმა, მეტასტაზებივით გავრცელდა ორგანიზმში და სითბომ დაისადგურა. ჭიქით დაიძრა მოცეკვავეებისკენ და ტანი მუსიკას ააყოლა. წელზე ხელი და ზურგს უკან სხეული იგრძნო. შეხება იცნო, გაიღიმა და ერთიანად აყვავილდა. მთლიანად მოწყდა გარე სამყაროს, გაითიშა და მის დემესთან ერთად გადაეშვა უსასრულობაში.
-ისევ ისე მოვქმოდებ შენზე, ისევ გაბნევ ნინა -ჩაიცინა და დატოვა.
ჭიქა დახლზე დააბრუნა და დემეტრესკენ დაიძრა. მიდიოდა ნელა და მიმზიდველად, ფრთხილად მიუახლოვდა, პიჯაკზე ჩაეჭიდა და თავისკენ მოქაჩა, არც კოცნა დაუყოვნებია, საყვედურსა და დარდს, მონატრებასა და სიცივეს ერთად გამოხატავდა.
-მე ისევ შენში ვარ დემე -ცივი ხელი მკერდზე შეახო და ზედ ტუჩებზე უჩურჩულა.
გარეთ გამოსულმა ვეღარ მოითმინა და ახარხარდა. იცინოდა გაუჩერებლივ, ცრემლების თანხლებით.
მერე სიმსუბუქე იგრძნო და კიდევ სიცილი განაგრძნო.
-ისევ არანორმალური ხარ -ბიჭიც ვერ იკავებდა ღიმილს.
-არც შენ აკლებ.
მერე დემტრეს ბინაში, კარზე აკრული აღმოჩნდა.
-როგორ მომენატრე -ღრმა ოხვრას ამოაყოლა ბიჭმა სიტყვები
-ჩუუ
* * *
-ვინ არის ადამიანი?
-დიდებული არსებაა, თუ კი ის ნამდვილად ადამიანია
-საინტერესო ახსნაა -ისევ რაღაცას იწერს.
-ხო, ძალიან ბევრი ხალხია, თუმცა ადამიანია ცოტა.
-ხო, დღეს ხალხით სავსე მონასტერში არავინ იდგა.
-როცა მოკვდები? -ისევ აგრძელებს ის.
-მე არ მოვკვდები.
-ეგ როგორ?
-ასე, არ მოვკვდები, გარდავიცვლები და ამით არც მიწას დავამძიმებ, არც ცას შევმატებ რამე წონას, მე მხოლოდე გულწრფელი ცრემლების მეშინია, მიწას რომ ლაქებად დააჩნდებიან.
-დავიღალე -დუმილის შემდეგ დავძინე მე.
-რითი?
-უგულობით. ისე დავიღალე , რომ ვსუნთქავ მინორებით.
* * *
-არ გეშინია?
-რისი?
-დასასრულის?
-მე შეიძლება ხვალაც აღარ ვიყო.
-მერე?
-არ მეშინია, ჩემი მე უსასრულოდ იცხოვრებს.
-ეგ როგორ?
-სულ მცირე ერთი ადამიანის გულში მაინც დავტოვებ სიყვარულს.
* * *
-ჩამო რა
-ახლა?
-ახლა ჩამო რა -ტელეფონი გათიშა და კიბეებზე დაეშვა.
უსიამოვნოდ დაუარა ტანში ღამის სიგრილემ. ნელა გააბიჯა გარეთ და ნაცნობი სხეულისკენ დაიძრა.
-მოდი თვალებში ჩაგხედო რა -ასეთი იყო მისი დემე, უცნაური და სხვანაირი.
-შენს სილამაზეს არ უწერია გადაშენება
-თვალებმა გითხრეს?
-დიახ, მათგან შევიტყვე.

* * *
-მაშინ რომ არ გადაგერჩინე რა იქნებოდა? -მოულოდნელად კითხა ნინამ
-ასე ვერ შეგეჩვევოდი.
-რატო არ მეუბნები?
-რას?
-თქვი რა
-რაც უფრო მეტად მეყვარები, გეტყვი მით ნაკლებს,
მდიდარ სიყვარულს გადავმალავ ღარიბ სიტყვაში;
მე ვერ მივბაძავ ყველა ყბედს და ქალაქის ამკლებს
გრძნობების ზღვიდან ცრუ სათქმელის გამორიყვაში.
* * *
ხიდზე იდგნენ დემემ ბოლო ხმაზე, რომ დაიყვირა
-მიყვარხარ ნიი
-დაამტკიცე
-რა?
ქარი სახეზე მოედო, ხელები გაშალა, ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და სიმსუბუქე იგრძნო. ჰაერში მიფარფატებდა, იღიმოდა, კაბა სხეულზე ეხებოდა. მერე სისველე იგრძნო, წყალმა დაფარა, მაგრამ უმოქმედოდ იყო, ელოდა.
დაუმტკიცა.
* * *
-ვიღაცეებს შეიძლება მზე და მთვარე ამოსდით ერთმანეთზე, მაგრამ ჩემთვის შენ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ხარ.
-მასავით ვრცელი და უსაზღვრო -მისი სათქმელი ნინამ დაამთავრა.
კორპუსის სახურავზე იწვნენ და არასდროს, არასდროს უნდოდათ გათენებულიყო.

* * *
ისე სწრაფად დაეშვა წვიმა, თითქოს ღრუბლებზე ფეხი დუსხლტა.
ვეღარ გაუძლოო.

უეცრად შემოეპარა, ფეხის თითებიდან შევიდა, მუხლებამდე ააღწია, ტანი მთლიანად ჩაუღლაპა და თვალებდამდე ამოღწუული უკან ვეღარ გააგდო.
იმ წამს დემეტრე კობახიძემ ბოლო ამოსუნთქვას ამოაყოლა საყვარელი სახელი -ნინა.
იმ დღეს მთელი ქვეყანა ტიროდა.
ის დღე ვერავინ მოინელა.
ის დღე ყველას ტრაგედიად დარჩა.
* * *
-მე გეუბნებით ოცნებები არ ხდება მეთქი -გამწარებუმა იყვირა.
-ხდება ნინა
-მე მასთან მინდა, ის კი არ მოდის.
-ნინა
-არა -იკივლა გოგონამ -არ მომეკაროთ, რატო არ გესმით, ოცნებები არ ხდება არა, მე დემე მინდა, ჩემი დემე, მინდა რა.



„სიყვარული არ კვდება, შეყვარებულნი კვდებიან მხოლოდ“



№1  offline მოდერი zia-maria

ოოო,მძიმე დასასრული იყო და მოულოდნელი. cry

 


№2  offline წევრი nninni

zia-maria
ოოო,მძიმე დასასრული იყო და მოულოდნელი. cry

ხო, ასე გამოვიდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent