შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვასთან ახლოს (IV თავი)


22-09-2017, 21:59
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 1 725

დილით სასიამოვნო განწყობაზე გამოეღვიძა. ზანტად გაახილა თვალები და ოთახს მოავლო მზერა. გაახსენდა რომ დღეს თამუნა და გიორგი უნდა ჩამოსულიყვნენ. ისიც გაახსენდა, რომ პირობის მიხედვით ცოტნეს მისთვის ცურვა უნდა ესწავლებინა. გაიღიმა, ზლაზვნით წამოდგა საწოლიდან და აბურდული თმის სწორებით გავიდა გარეთ. ჰორიზონტზე ჯერ არავინ ჩანდა, ამიტომაც თავისუფალ აბაზანას მიაშურა. გრილმა შხაპმა სასიამოვნოდ იმოქმედა გოგონაზე და დილაც ხალისიანად დაიწყო.
ის ის იყო სამზარეულოში ტრიალი დაამთავრა, რომ მოულოდნელად ზურგს უკან ხმა შემოესმა:
-ადრე გაგიღვიძია. - კარის ერთ მხარეც ცოტნე იყო მიყრდნობილი მზრით და გოგონას ქმედებებს აკვირდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში.
-არც ისე. - საათს გახედა ლილიანამ. - ხომ ისაუზმებ?... ჩემთან ერთად. - დაამატა ბოლოს და ბიჭს ეჭვებითა და კითხვის ნიშნებით აღსავსე მზერით შეხედა.
-რა თქმა უნდა - უპასუხა და მაგიდასთან ადგილი დაიკავა.
-დღეს დედა და გიორგი ჩამოდიან.
-დღეს ჩვენი გაკვეთილები უნდა დავიწყოთ.
-მოვასწრებთ? შენ ხომ ერთ კვირაში უკან ბრუნდები?
-ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი ნუ გეპარება. ერთ კვირაში უკვე თევზივით შეგეძლება ცურვა.
გოგონამ უბრალოდ ღიმილიანი სახით გადახედა და საქმიანობა განაგრძო.

-აბა, როგორ გრძნობ თავს?
-ცოტა მეშინია. - საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი გოგონა ნაპირთან იდგა და უცნაურად იბუზებოდა.
-ჩამოდი.
-არ მინდა.
-გუშინ ხომ ჩამოხვედი? დღესაც შეძლებ.
გოგონა კვლავ ჯიუტად გახევებულიყო ერთ ადგილზე. რამოდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ თავმობეზრებული ბიჭი პირდაპირ ლილიანასკენ გაემართა, ხელი წელზე მოხვია და ზღვისკენ წაიღო. გოგონამ ერთი შეჰკივლა, თუმცა წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. უკვე წელამდე წვდებოდა წყალი, როდესაც ბიჭმა ხელი გაუშვა და წყალში ჩააგდო. აფართხალებული ლილიანა მაშინვე ფეხზე წამოიმართა და ბრაზით სავსე თვალებით შეხედა.
-რა მოხდა? - ცოტნემ მხრები აიჩეჩა. - მე მხოლოდ გასწავლი.
-ხოდა წესიერად მასწავლე! - ისევ იბღვირებოდა.
-წესიერად სწავლებას რას ეძახი? „აბა ჩემო ლილიანა წყალში ფრთხილად ჩამოდი, ეს ხელი ნაზად მოუსვი, ნელა წყალი არ გადაგეყლაპოს.“ - ასე გასწავლო?
-თუნდაც. - გაბრაზუბულმა თვალებზე ჩამოფხატული სველი თმები გადაიწია.
-წამოდი, უფრო ღრმად შევიდეთ. - გოგონას ხელი ჩაავლო და ზღვისკენ წაიყვანა.

ზღვის ნელ ტალღებზე ლივლივებდა. ხელები გაეშალა და თვალებდახუჭული მზის სასიამოვნო მცხუნვარებით ტკბებოდა. მთელი სხეულით მოდუნებული გასაოცარ ნეტარებას გრძნობდა. თითქოს დაღლილობა სადღაც გაქრა და ახლა სრულიად სხვა ადამიანად იქცა.
-წყალზე წოლით ცურვას ვერ ისწავლი.
-დამაცადე. ჯერ ეს ვისწავლო კარგად. - შეუბღვირა მყუდროებადაღვეულმა გოგონამ.
-მაგას სწავლა არ სჭირდება. - უცებ წელზე ხელი მოხვია და წყალში ჩაითრია. შეშინებულმა გოგონამ ხელები მხრებზე ჩაავლო და მთელი სხეულით აეკრა.
-რას აკეთებ?
-დროა მართლა დავიწყოთ მეცადინეობა
რამოდენიმე საათიანი წვალებისა და ბევრი ნაყლაპი მარილიანი წყლის შემდეგ როგორც იქნა შეძლო და ორ სამ მეტრზე გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად, თუმცა ამ უზარმაზარი მანძილის დასრულებისას ბოლოში აუცილებლად უნდა მდგარიყო ცოტნე, რათა ბიჭს აკრობოდა და როგორმე თავი გადაერჩინა ჩაძირვისაგან.
-უკვე საკმარისია. ავიდეთ.
-ცოტაც რაა. - თითებით ყელი გამოუწია გოგონამ. ამ დროს ძალიან ჰგავდა პატარა ხუთი წლის საყვარელ გოგონას, რომელიც აკრძალვის მიუხედავად კიდევ ითხოვდა შოკოლადებს.
-ორი საათის წინ წყალში ვერ ჩამომყავდი და ახლა ამოსვლა აღარ გინდა?
-კიდევ რამოდენიმე გაცურვა და გპირდები მეტს აღარაფერს მოგთხოვ. მაშინვე ავიდეთ.
-კარგი.
-არის. - მხიარულად ტაში შემოკრა გოგონამ, თუმცა მეორე წამს ისევ ცოტნეს მიეკედლა.

ლილიანა სრულ თავისუფლებას გრძნობდა ცურვის მომენტში. ვერ წარმოიდგენდა ეს პროცესი ასეთი სასიამოვნო თუ აღმოჩნდებოდა მისთვის, მაგრამ განსაკუთრებით ის ფაქტი იყო სასიამოვნო, რომ ცოტნე ლილიანას გვერდით ატარებდა დროს. რატომ უხაროდა ეს? - თავადაც არ იცოდა.

-დეე ჩამოხვედით? -გახარებული გოგონა მაშინვე მივარდა და გადაეხვია დედას, შემდეგ კი გიორგის მიესალმა.
-ჩამოვედიით. ლილი, შენ სველი რატომ ხარ? ან ასე ჩაცმული? სად იყავი? - გაკვირვება იკითხებოდა ქალის ხმაში.
-ცურვას ვსწავლობ.
-მოიცა, შენ რა, ზღვაში ჩახვედი? - თვალები გაუფართოვდა ქალს.
-ხო, რა მოხდა დედა. ოდესმე ხომ უნდა გამეკეთებინა ეს.
-კი მაგრამ ზღვაში მარტო რატომ ჩახვედი.
-გამარჯობა. - მოესმათ უკნიდან. ცოტნემ ცოლ-ქმარს გვერდი აუარა და აუღელვებლად შევიდა თავის ოთახში.
-ეს სველი რატომაა? მოიცა შენთან ერთად იყო?! - გაკვირვებისგან თვალები გადმოსცვივდა თამუნას.
-ცურვას ცოტნე მასწავლის.
თამუნას ამ ფაქტის გაგება არ ესიამოვნა, თუმცა იმ წამს ქალიშვილისთვის აღარაფერი უთქვამს. მხოლოდ საღამოს დაიმარტოხელა ლილიანა და ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხა თავიდან ბოლომდე. ბოლოს კი წარბშეკრულმა დაამატა, რომ ეს ბიჭი სანდო არ იყო და ლილიანა ფრთხილად უნდა ყოფილიყო მის გვერდით.
-კარგი რაა დედა. რა უნდა დამიშაოს. ცოტნეს სრულიად ვენდობი.
-ასე უცებ როგორ შეგეცვალა დამოკიდებულება.
-სრულიად ჩვეულებრივად. - მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-კარგი შენი ნებაა შვილო. მე უბრალოდ გაფრთხილებ რომ ზედმეტად არ დაუახლოვდე. დანარჩენი შენი გადასაწყვეტია.

ყოველი დილა ლილიანასთვის ცოტნეთი და ზღვით იქყებოდა. ყოველდღიურად იზრდებოდა მისი გაცურული მანძილის სიგრძე და გოგონაც სიხარულისგან იბერებოდა.
„კიდევ რაა გთხოვ“ წამდაუწუმ გაისმოდა მისი პირიდან. ცოტნეც უბრალოდ ხათრს ვერ უტეხავდა და კიდევ ნახევარი საათით იზრდებოდა წყალში გატარებული დრო.
-მგონი ჩემი დახმარება აღარ გჭირდება. - უთხრა ერთ დღეს ნაპირზე მიწოლილ გოგონას. - მშვენივრად ცურავ.
-შენი დამსახურებით.
-მთავარი მონდომებაა, და შენ ძალიან მოინდომე.
-დღეს ბევრი ხალხია. - პლაჟს თვალი მოავლო ლილიანამ.
-საკმაოდ. მოიცადე. - ცოტნე უცებ წამოდგა, იქვე მიგდებულ შორტს ხელი დაავლო და სადღაც გაემართა. .
ლილიანამ გაკვირვებული მზერა გააყოლა და გაღიმებული სახე გამოაყოლა, როდესაც ბიჭი ორი ნაყინით ხელში დაბრუნდა.
-რომელი გინდა? - ხელში აათამაშა ორივე.
-მმმ... შოკოლადის. - გამოართვა გოგონამ და ტუჩების ლოკვით შეათვალიერა მის ხელში მოქცეული სასუსნავი.
-შეჭამე სანამ დადნა.
-მადლობა.
-რისთვის მიხდი მადლობას. - სახე დაჭყანა ბიჭმა.
-არ გინდა სადმე გავისერირნოთ სანამ სახლში ავალთ?
-მაშინ აქვე ნაპირზე.
-წამოდი მაშინ. - გოგონა ფეხზე წამოდგა, ტანსაცმელზე მიკრული ქვიშა ჩამოიფერთხა და სანაპიროს გაუყვა. ცოტნეც ჩქარი ნაბიჯით მიჰყვა უკან.
-როდის ბრუნდები?
-წესით ზეგ, მაგრამ ერთი კვირით დავიგრძელე შვებულება.
-მართლა? რა მაგარია! - სიხარულით შეხტა გოგონა და ბიჭს მოეხვია. შემდეგ კი, როდესაც გააანალიზა, თუ რა გააკეთა, დენდარტყმულივით მოშორდა და ნაბიჯი უკან გადგა.
-არ მეგონა ასე თუ გაგიხარდებოდა. - მარჯვნივ ასწია ტუჩის კუთხე.
-არც მე.
ლილიანა ისევ შებრუნდა და ნაპირს გაუყვა.
-მაშინ ვერ მიტანდი არა? - იკითხა გოგონამ. - ისეთი თვალებით მიყურებდი ხოლმე, მეგონა საცაა მეცემა და დამახრჩობს მეთქი. შენი მეშინობდა კიდეც. - ჩაეცინა ლილიანას.
-შეიძლბა მართლაც ასე იყო.
-და ახლა რა შეიცვალა?
-შენ გაგიცანი. ნამდვილი და არა ისეთი, როგორიც ჩემს წარმოსახვაში იყავი.
-და როგორი ვიყავი შენს წარმოსახვაში?
-არ ღირს ამაზე საუბარი.
-არ მესმის ასე ძალიან რატომ გძულდი. მე ხომ არაფერი არ დამიშავებია შენთვის. არც კი გიცნობდი.
-არ მძულდი. უბრალოდ შენ იმ ქალის შვილი იყავი, რომელმაც დედაჩემის ადგილი დაიკავა. ამ ფაქტთან შეგუება ძნელი იყო ჩემთვის. ძალიან ძნელი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი გავიდა იმ ამბიდან, ნატა მაინც დედაჩემად დარჩება და ყველაზე ვიეჭვიანებდი ვინც გიორგის გვერდით იქნებოდა.
-და გიორგიზე არ ფიქრობ? - წლების შემდეგ მასაც ხომ აქვს ბედნიერების უფლება? ცოცხლად ხომ არ დაიმარხავს თავს?!
-მოდი არ გვინდა ამ თქმაზე. შენ ის მითხარი სწავლა როდის გეწყება?
-ერთ კვირაში.
-ანუ ჩემი წასვლის დროისთვის.
-ასეა.
-ლილიანა...
-რა მოხდა?
-კარგი, არაფერი.
-მითხარი.
-ჩემი წასვლა არ გეწყინება?
გოგონას კარგა ხანი ხმა არ ამოუღია. თავდახრილი მიყვებოდა გვერდით. შემდეგ კიშეჩერდა. ცისფერი თვალები მიანათა ცოტნეს და უთხრა:
-ძალიან.
ბიჭმა უბრალოდ გაუღიმა, სხვა არაფერი არ უთქვამს.

-ლილიანა! - მისმა კარს იქიდან.
-შემოდიი.
ცოტნემ უცებ შემოყო თავი და მხიარულად მიაძახა.
-აბა პრინცესა. გამომყვები დღეს მეჯლისზე?
-რა მეჯლისზე? - თვალები შუბლზე აუვიდა გოგონას.
-კლუბში წამოხვალ მეთქი?
-არაა. - სახე დაჭყანა გოგონამ.
-რატოო?! - მოიღშა უცებ.
-არ მინდა. მეზარება... თან ცეკვა არ მიყვარს და არც ვიცი.
-რა პრობლემაა. მერე ნუ იცეკვებ. კი არ გაძალებ. აუ, წამოდი რაა... თან ჩემს მეგობრებსაც გაგაცნობ და აქ ახალ ნაცნობებს შეიძენ.
-კარგი ხოო. ოღონდ ცოტა ხანი უნდა დამელოდო, მომზადება მჭირდება.
-რამდენი ხანიც გინდაა. გარეთ დაგიცდი.
გოგონა მაშნვე მივარდა კარადას და მთელი ტანსაცმელი გადაქექა. ისეთს ვერაფერს მიაგნო, რომ კლუბში ჩასაცმელად გამომდგარიყო. ბოლოს, როგორც იქნა დიდ ხნიანი წვალების შემდეგ მიაგნო რაღაცას, უცებ გადაიცვა, მცირეოდენი მაკიაჟიც გაიკეთა და უკვე შესანიშნავად გამოიყურებოდა. გარეთ გასულს ღიმილაკრული ცოტნე შეეგება, რომელიც აშკარად დაკვირვებით ათვალიერებდა გოგონას.
-შესანიშნავად გამოიყურები.
-ნუ დამცინი!
-არა მართლა. რატომ უნდა დაგცინო?
-ანუ კარგიაა? გამოდგება?
-როგორ არა. წავიდეთ ახლა.
-გარეთ გაუძღვა გოგონას.
-მოიცადე, დედა უნდა გავაფრთხილო.
-უკვე ველაპარაკე და გიშვებს.
-მართლა?!- თვალები შუბლზე აუვიდა ლილიანას.
-მართლა! მართლა! - გააჯავრა ცოტნემ.
-არ მჯერა. როგორ დაითნხმე?
-მე ჩემი ხერხები მაქვს. - ჩუმად ჩაიცინა ბიჭმა.
-რითი მივდივართ?
-არ გინდა ფეხით გავისეირნოთ? არც ისე შორსაა აქედან.
-ფეხით წავიდეთ მაშინ დაეთანხმა გოგონაც. ლამაზი ღამეა.
-ხო, ვარსკვლავები კარგად ჩანს.
-ბავობაში ძალიან მიყვარდა გარეთ წოლა. საათობით მივჩერებოდი ცას და ვარსკვლავებს ვუყურებდი.
-ვის არ უყვარდა.
-ახლა გადავეჩვიე... რომ გავიზარდე ბევრ რამეს აღარ ვაკეთებ ისე და აღარც მწამს ბევრი რამის ისე, როგორც ადრე. თითქოს ფერად წლებთან ერთად იმ ბედნიერებასაც გაუვიდა ვადა, რასაც ადრე უბრალო რამეების კეთებით ვგრძნობდი.
-ბედნიერებას ვადა არ გასდის. უბრალოდ შენ ივიწყებ იმას, რასაც ბედნიერება მოაქვს.
-შეიძლება.

-კლუბის შესასვლელთან ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. ლილიანამ და ცოტნემ მათ წინ მდგომ დაცვას პირადობის მოწმობები წარუდგინეს და თავისუფლად შეაბიჯეს შიგნით. ხმაური, ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნი ერთმანეთში აზელილიყო. ლილიანა წინ მიმავალ თორნიკეს აეკიდა ხალხში ძლივს მიიკვლევდა გზას და ცდილობდა ბიჭისთვის ხელი არ გაეშვა. მოშორებით მდგარი მაგიდისკენ გაემართნენ, სადაც სამიოდე ადამიანი იჯდა.
-გამარჯობაა. - მხიარულად მიესალმა თორნიკე და მეგობრებს ბედნიერი გადაეხვია.
-დაიცანით, ეს ლილიანაა. - წარუდგინა გვერდით მდგომი, უხერხულად აწურული გოგონა, რომელიც ყველას უღიმოდა. -ესენი კი ჩემო მეგობრებია არიან: ლაშა, ნიკა და თაკო.
-სასიამოვნოა. - ღიმილით გადახედა ლილიანამ.
-ჩვენთვისაც. - გაიღიმა თაკომ.
-ლილიანა დაჯექი. - გვერდით გაიწია და ადგილი დაუთმო ლაშამ.
-აბა ცოტნიკო, არ გვეტყვი ვინაა ეს მომხიბლავი გოგონა? საიდან იცნობ? - ჰკითხა ნიკამ.
-თამუნას შვილია. მამას მეორე ცოლის.
-ანუ და-ძმა გამოდიხართ? - გაეცინა ლაშას
ცოტნე ამის გაგონებაზე აენთო. არც ლილიანას დაადგა უკეთესი დღე. უეცრად მთელი ძალით მოაწვა ბრაზი ლაშასა და არსებული რეალობის მიმართ.
-არანაირი და-ძმა! - დაიგრგვინა ცოტნემ. - ლილიანა ჩემი და არ არის და არც მე ვარ მისი ძმა.
-კარგი ძმა, ოღონდ არ მცემო. - უკან გაიწია გაკვირვებული ბიჭი და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. ცოტნემ კი იქვე მაგიდაზე დადებულ არაყს ხელი დაავლო, ჭიქაში ჩამოისხა და მაშინვე გადაკრა. ლილიანამ საერთოდ ხმის ამოღება ვერ გაბედა. უხერხულად აწურული იჯდა სავარძელზე.
მალე კლუბში ვითარება უფრო გახურდა. თაკო ხან ლაშას ეცეკვებოდა, ხან ნიკას. ერთი წუთით არ დამჯდარა, თითქოს ულევი ენერგია ჰქონდა. ლილიანას კი ხელიც არ გაუტოკებია. ამ ქვეყნად ყველაზე ნაკლებად რაც გამოდიოდა, ეს ცეკვა იყო და ამიტომ მსგავს სიტუაციებში სულ იკავებდა თავს „ თავის გამოჩენისგან“.
-ვაა, ამას ვის ვხედავ? - მოესმა გვერდიდან. მოულოდნელობისგან შეშინებულმა უცებ მოაბრუნა თავი და თავზე დამდგარ ნაცნობ სხეულს ახედა.
-აქ რას აკეთებ? - მიმართა გაღიზინებულმა.
-მოიცა შენ უნდა შეგითანხმო სად წავალ პატარა ძუკნა? - ცალი წარბი აუწია ნახევრად მთვრალმა და მობარბაცემ, შემდეგ კი გადაიხარხარა.
-შემეშვი!
-რომ არა? კარგი რაა ფისო, დავიჯერო არ მოგწონდი? უბრალოდ შენი ახალი მამიკოს გეშინია.
-ახლა ვხვდები რომ იმ მეგობრობის ღირსიც არ ყოფილხარ, რომლესაც აქამდე იღებდი.
-მეგობრობა? - ჩაიფრუტუნა კაცმა. - ეგ რაღაც ქალების მოგონილია, ურთიერთბა რომ გააპრავონ.
-წადი უკვე! თავი დამანებე.
-მივდივარ. - ხელები ასწია მამაკაცმა და მიამიტი სახით დაიხია უკან. - მაგრამ ყველაფერს გაზღვევინებ. ჩემს დამცირებას არ შეგარჩენ. - შებრუნდა და გასასვლელისკენ დაიძრა. ლილიანამ შვებით ამოისუნთქა და ახლა ცოტნეს დაუწყო თვალებით ძებნა, რომელიც კოქტეილის მოსატანად წასულიყო. უეცრად თვალი მოჰკრა, თუ როგორ გააყოლა თვალი დაძაბულმა ცოტნემ მამაკაცს, ჭიქები უკან ბარზე დააბრუნა და თვითონაც უკან მიჰყვა. ლილიანა დაიბნა, არ იცოდა რა მოემოქმედებინა. ფეხზე წამოდგა, თუმცა ნაბიჯიც ვერ გადადგა, რათა ცოტნეს დასწეოდა და რაიმე უბედურება თავიდან აეცილებინა. ორიოდე წუთი იდგა და როდესაც უკან არავინ შემობრუნებულა, მაშინვე დაიძრა კლუბის გასასვლელისკენ.
საშინლად დაძაბული იყო. ნერვიულობისგან ხელები უკანკალებდა. გარეთ გასულს კლუბის გვერდით მიფარებული ადგილიდან ხმები შემოესმა. სწრაფი ნაბიჯით გაემართა იქეთ და ერთ ადგილზე გახევდა. ალექსს ცოტნე ძირს გაეგდო, ზემოდან მოქცეოდა და მთელი ძალით ურტყამდა. ბიჭი ყველანაირად ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია, თუმცა ფიზიკურად მასზე დიდ და ძლიერ სხეულს ვერ უმკლავდებოდა. უკვე ძალაც საბოლოოდ ეცლებოდა და გასისხლიენებული მხოლოდ ტკივილისგან გამოწვეულ შეძახილებს გამოსცემდა.
-შეეშვი! - იყვირა ლილიანამ. - თავი დაანებე! - უცებ მივარდა მამაკაცს ზურგიდან და მთელი ძალით გამოქაჩა უკან, მაგრამ ამაოდ, შემდეგ მუშტები დაუშინა, თუმცა თავადაც ერთი სილა მიიღი და სახეზე ხელაფარებული უკან გადავარდა.
-მიშველეთ! დამეხმარე! გთხოვთ... ვინმემ გააშველეთ დამეხმარეთ! - ახლა უკვე სხვებს მოუხმო დასახმარებლად. მალევე გამოცვივდა კლუბიდან დაცვა და რამოდენიმე ადამიანი და გამგელებული ლექსო ძლივს ააგლიჯეს დალილავებულ ცოტნეს. აცრემლიანებული ლილიანა მაშინვე ცოტნესთან ჩაიმუხლა, მისი სახე ხელებში მოიქცია და აკანკალებული ხმით ეკითხებოდა თუ როგორ იყო.
-კარგად ვარ.. ლილი... კარგად. - ნაწილ-ნაწილ ამოთქვა ბიჭმა და მისუსტებული თავი ისევ გოგონას კალთაში ჩააგდო.
-ტაქსი გამოვიძახეთ და საავადმყოფოში მიგიყვანთ. -გადაულაპარაკა ახლოს მისულმა ერთ-ერთმა დაცვის წევრმა.
-არ მინდა საავადმყოფო... იქ არ წავალ..
-კარგი, კარგი როგორც გინდა.
-სახლში წავიდეთ.
-კარგი. - ცრემლები შეიმშრალა ლილიანამ.
გამოძახებული ტაქსი ხუთ წუთში მოვიდა. დაცვის წევრების დახმარებით ძლივს ჩასვა ცოტნე ტაქსიში და სახლის მისამართი უკარნახა.
-იქნებ საავადმყოფო ჯობდა? რაიმე სერიოზული არ გჭირდეს. იქნებ რა დაგიზიანა.
-შენ ნუღელავ...კარგად ვარ! ახლა უბრალოდ დასვენება მინდა.
-ჩემი ბრალია. - ამოიტირა გოგონამ. - ჩემს გამო გაყევი უკან და ეჩხუბე.
-არაფერიც. მე რაც საჭირო იყო ის გავაკეთე. ის ახვარი კი მიიღებს პასუხს შენზე ხელის დაკარების გამო.
-ასეთ დღეში ხარ და კიდევ ჩხუბზე ფიქრობ? - ამოიბუზღუნა გოგონამ.
-რატომაც არა? გაბრაზება გიხდება. - მიუგო გაბადრულმა.
-რა სულელი ხარ. - თმები აუჩეჩა მოულოდნელად გახალისებულმა გოგონამ. ცოტნემაც მინაბა თვალები და გოგონას მუხლზე თავჩამოდებული სრულიად მოეშვა.
მანქანიდან ძლივს გადაიყვადა და სახლშიც მხარზე ხელგადახვეული მოუწიათ შეპარვა, თუმცა მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
-რა მოხდა? - იკითხა შეშინებულმა თამუნამ და დაჟეჟილი ცოტნეს წინ ჩაიმუხლა. სახეზე ხელი წაავლო და გვერდით მოატრიალა. - ასე ვინ გცემა? გამაგებინეთ რა შარში გაეხვიეთ? - ახლა უკვე ქალიშვილსაც გადახედა.
-არაფერში დედა.
-ლილი, ჩემი ტელეფონი რეკავს. ნიკა იქნება და შეგიძლია უპასუხო და ყველაფერი აუხსნა?
-კი, რა თქმა უნდა. - ხელი დაავლო გოგონამ ტელეფონს და გვერდით გავიდა.
-მე სახეს დაგიმუშავებ. შენ კი მომიყვები რა მოხდა!
-არაფრის მოყოლას არ ვაპირებ!
-ვალდებული ხაარ!.. მე ლილის განდობ. შენთან ერთად ვუშვებ, ამ დროს მის უსაფრთხოებაზეც შენ ხარ პასუხისმგებელი. არადა ისეთ შარში შეგიძლია გახვიო, რომ რამე დაუშავდება.
-ლილიანაზე მეც ვღელავ და არ დავიშვებ ისეთ რამეს, რაც მას ზიანს მიაყენებს.
-რაღაც მეეჭვება!
ქალმა ჭრილობები გაუსუფთავა, საჭირო ადგილას კი სანტავიკიც დააკრა.
-მგონი ყველაფერი მოგვარდა.
-გმადლობ.
-არაფრის. - ქალი წამოდგა, ნახმარი ბამბები და ბინტები სანაგვეში გადაყარა, წამლები შეინახა და ოთახი დატოვა.
-სახე როგორ გაქვს? - იკითხა ოთახში ახლადშემოსულმა ლილიანამ, რომელსაც უკვე მოესწრო გამოცვლა და ბიჭის სახეს ყურადღებით აკვირდებოდა.
-შესანიშნავად. რა თქმა უნდა დედაშენის წყალობით.
-მიხარია... და გმადლობ დღეს რომ დამიცავი, მაგრამ გთხოვ ასე მეორედ აღარ მოიქცე. თავი აღარ ჩაიგდო ჩემს გამო საფრთხეში.
-ამას ნუ მთხოვ! ხომ იცი რომ არ შევასრულებ?! - ბრაზი აესახა ბიჭს თვალებში.
-გასაგებია. თქვენ და თქვენი თავმოყვარეობა. - გაეღიმა გოგონას. - მე უნდა წავიდე და დავიძინო. შენც იგივეს გირჩევ. ღამე მშვიდობისა.
-ღამე მშვიდობისა. - გაუღიმა გოგონას.
ლილიანც უბრალოდ მიბრუნდა და თავისი ოთახის კარი მიიხურა. დიდხანს იტრიალა აქეთ-იქეთ, მაგრამ ძილი არაფრისდიდებით არ მიეკარა. ის იყო ადგომას და გასვლას აპირებდა, რომ მოულოდნელად რაღაც ჭრიალის ხმა მოესმა. დაძაბული და შეშინებული გოგონა ერთ ადგილას გაშეშდა. უცებ თვალწინ საშინელებათ ფილმის სიუჟეტმა გაურბინა და ერთიანად დაბურძგლა. ქუთუთოები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს და ლამის სუნთქვაც კი შეიკავა. ოთახში ნაბიჯების ხმა გაისმა. აქ კი გულისცემა გაუასმაგდა. ერთიანად კანკალმა აიტანა. დაჟინებულ მზერას გრძნობდა და ეს უფრო ართულებდა ვითარებას. საწოლის ჭრიალი და გვერდითა მხარის ჩაზნექვა იგრძნო. აქ თითქმის გონებაც დაკარგა. ბოლოს როგორც იქნა მთელი შერჩენილი ძალ-ღონე და გამბედაობა გამოიყენა და ქუთუთოქბი ერთმანეთს დააცილა. უცებ ნაცნობ ულამაზეს მწვანე თვალებს შეეჩეხა და მზერაც გაუქვავდა.
-მეგონა გეძინა.
-შენ რა გაგიჟდი?! კინაღამ მიკროინფარქტი მივიღე! ეს რა იყო?! ან რა შემოსვლაა...რატომ მოხვედი.
-მომენატრე და შენი ნახვა მომინდა.
-ხომ მნახე? შეგიძლია წახვიდე.
-მე რომ დარჩენა მინდა?
-რატომ? - იკითხა გულუბრყვილოდ გოგონამ.
- მინდა რომ შენთან ახლოს ვიყო. - ნაზად დაუსვა ხელი ლოყაზე. - ასე უფრო მშვიდად ვარ.
ლილიანა გაინაბა და თავი ბალიშზე დააბრუნა.
-მეც. - მონუსხულივით უყურებდა გოგონა.
-ამ სიბნელეშიც კი ვარჩევ. ოდნავ სიწითლე გეტყობა ლოყაზე. იმ ნაბიჭვარს ხელებს დავამტვრევ.
-კიდევ კარგი დედამ არ დაინახა, თორემ რა ამბავს ატეხდა წარმომიდგენია. - გაეცინა ლილიანას.
-თამუნა კარგი დედაა.
-მიხარია ჩვენზე წარმოდგენა რომ შეგეცვალა.
-მეც... ძალიან ვცდებოდი მაშინ. განსაკუთრებით შენი შეფასებისას.
-და რას ფიქრობდი ჩემზე? - გაეცინა გოგონას.
-ერთი აბეზარა, მატრაკვეცა გოგოშკა მეგონე, რომელიც მუდამ ყურადღების ცენტრშია და სხვების აზრი ფეხებზე ჰკიდია.
-მეც ვცდებოდი შენი შეფასებისას. მეგონა ერთი გაუზრდელი ეგოისტი ტიპი იყავი, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი ანაღვლებს.
-ასეცაა.
-ასე რომ იყოს დღეს ჩემს დასაცავად არ იჩხუბებდი.
-ლილი... ახლა რას ფიქრობბ ჩემზე?
-ახლა? ახლა მგონია რომ ყველაზე საყვარელი და ყველაზე მზრუნველი ვინმე ხარ ჩემს ნაცნობებში. იუმორის კარგი გრძნობა გაქვს, ჭკვიანიც ხარ, მხიარული... უბრალოდ შენთან ყოფნა ძალიან მსიამოვნებს. ... ოთახში ხანმოკლე სიჩუმემ დაისადგურა. ფანჯრიდან შემოსულ მთვარის მკრთალ შუქზე ნამყოფი განათებით ერთმანეთს თვალისდაუხამხამებლად შესცქეროდნენ.
-მეც მსიამოვნებს შენთან ყოფნა. - იყო ბიჭს პასუხი. ლილიანასკენ მიიწია, ხელები მოხვია და ლოყაზე, ღიმილის კუთხეში ნაზად მიაკრო ტუჩები. შემდეგ კი თავი მის თმებში ჩარგო. ხმა აღარ ამოუღიათ. ერთმანეთს ეხვეოდნენ და იღებდნენ ყველა იმ დადებით, საიმედო, სასიამოვნო და ადამიანურ ემოციას, რისი მინიჭებაც მხოლოდ ერთმანეთისთვის შეეძლოთ. მალე ჩაეძინათ. ოთახში დამკვიდრებულ სიჩუმეს მაღვიძარას ტიკტიკი არღვევდა. გარეთ ძლიერი ქარი ქროდა. ცაზე ბადრი მთვარე ანათებდა.

*_*_*_*_*_*_*_*_*
შემდეგი თავი ბოლო იქნებაა))



№1 სტუმარი Guest ქეთი

აუუ რა კარგიაა, მომწონს საშინლად. ასე მალე რატომ ამთავრებ ისტორიას?

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა❤ როგორი სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიები გაქვს, ვგიჟდები შენზე. მაგრამ ასე მალე ამ ისტორიის დასრულება არ მინდა

 


№3  offline წევრი ბაბუაწვერა

Chikochiko
როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა❤ როგორი სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიები გაქვს, ვგიჟდები შენზე. მაგრამ ასე მალე ამ ისტორიის დასრულება არ მინდა


მე კიდე შენი კომენტარი გამიხარდა)) და საერთოდ, მაბედნიერებს ერთგული მკითხველების არსებობა ❤❤❤
ეს ისტორია პატარა იქნება, სამწუხაროდ თავიდანვე ასე გადავწყვიტე...

Guest ქეთი
აუუ რა კარგიაა, მომწონს საშინლად. ასე მალე რატომ ამთავრებ ისტორიას?


გმადლობ შეფასებისთვის ❤
ისტორია უკვე დასრულრბული მაქვს. გადავწყვიტე აღარ გამეწელა ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent