შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში მაღალ ქუსლებზე ( ნაწილი თორმეტი )


22-09-2017, 23:39
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 260

სულ ზევით,
ცისფერი ღრუბლების მიღმა,
ჭაღარა შეპარული კაცი,
დიდი, თეთრი წვერებით
და
ხელში თეთრი ბუნბულით,
თითოეულ ადამიანს დიდ, ოქროს წიგნში უწერს საკუთარ ბედს..
ზოგს ბედნიერებას უღადის..
ზოგს უბედურებას..
ზოგის გზა ადვილი სავალია, ბედნიერების მოპოვებამდე..
ზოგის კი უსაშველოდ ეკლიანი და გრძელია..
თანოს ბედიც ასე დაიწერა. ცალკე, თეთრ, თოვლივით ფითქინა ფურცელზე.
მარჯვენა მხარეს კუთხეში ,, თანანო ბექაური’’
საინტერესო ის იყო ვისი სახელი ეწერა, მისი სახელის გვერდით..
******
წვიმიანი დღე იყო..
დილაადრიანად გააღვიძა წვეთების ხმამ..
ერთხანს იწვა, ფანჯრიდან უყურებდა, შავი ღრუბლებით დაფარულ ცას და წვეთებს რომლებიც ხმაურით ეშვებოდნენ ციდან..
ფეხზე უხალისოდ წამოიზლაზნა, ხალათი მოიცვა და სააბაზანაში შევიდა. ჯერ კიდევ ბევრი დრო ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა ჯაკუზი აევსო. ოთახიდან ტელეფონი და ყურსასმენები შეიტანა და შიგნით ჩაწვა. ქაფი სხეულს უფარავდა.. გარშემო იასამნის სურნელით იყო გაჟღენთილი. იასამანი ხომ მისი საყვარელი ყვავილი იყო. ისედაც ყველა სახეობის ყვავილზე გიჟდებოდა, უყვარდა მათი მოვლა.
თვალები დახუჭა, წყნარი მელოდია ჩართო და თავს ამ მომეტით ტკბობის უფლება მისცა. შავ სიბნელეში, გარკვევით გამოისახა მამაკაცის სახე, შავი, გამყინავი თვალები. მასზე ფიქრები გულს განსაკუთრებით უფორიაქებდნენ. სხეულში სისხლი სწრაფი სიჩქარით მიედინებოდა. მობეზრებულად თვალები გაახილა და ჩაიბურტყუნა.
- ,, ყველგან შენ რატომ უნდა იყო ?! - ტუჩები დაბრიცა. - სულ არ მინდა შენზე ვფიქრობდე.. ‘’ - გაბრაზებულმა ამოსთქვა.
საათს დახედა და უკვე დრო იყო რომ ამოსულიყო. წყალი გადაივლო, ხალათი მოიცვა და ოთახში გავიდა.
ტანზე გამოყვანილი, კოჭებამდე, შავი, მკლავებიანი კლასიკური კაბა აარჩია. ყავისფერი, დახურული, დაბალ ყელიანი ჩექმები მოირგო. თმები დაისწორა.. მაკიაჟი გაიკეთა და კედელში გამოყვანილი სარკის წინ დატრიალდა.
- ასეთი შხვართი ტანი მაქვს თუ კაბა მაცვია ლამაზი ?! - სიცილით ჰკითხა თავის ანარეკლს. - რა კოხტა ვარ რაა.. - საკუთარ თავს კოცნა გაუგზავნა.
ყავისფერი ტყავის კურტკა, შავი კლადჩი აიღო, ტელეფონი შიგნით მოათავსა და ოთახი დატოვა.
ირაკლი შეპირდა წაგიყვანო. მისაღებში ელოდა, რომ დაურეკავდა. ტელეფონზე სმსი მოსწერა და შეატყობინა რომ იქ იყო.
კაკუნით დატოვა სახლი და მანქანაში ჩასკუპდა.
- დიდი სალამი, ქალბატონ თანანოს.. - გაეკრიჭა.
- გამარჯობა, ბატონო ყალთაბანდო.. - მასაც გაეცინა.
- აბა როგორ განწყობაზე ხარ ?
- აუუ.. მინდა რომ უკვე სახლში ვიყო. - საყვარლად დაბრიცა ტუჩები.
- ფრთხილად იყავი თანანო.. - სერიოზულად უთხრა.
- ვეცდები.. - მიხვდა რაზეც ეუბნებოდა და გაეღიმა. - იცი დღეს პაემანზე რომ მიდის სესო ?! თავის კურსელს მოსწონს თურმე და დაუპატიჟებია.
- რაოოო ?! - იმხელა ხმაზე დაიყვირა, თანანო შეხტა.
- ხოო.. კარგი ბიჭია, სურათი მანახა. - მხრები აიჩეჩა.
- ხო თუ კარგი ბიჭია, მე რა მესაქმება.. - უდარდელი ხმით ამოსთქვა, მაგრამ თვალებმა გაჰყიდეს, რომლებიც ცეცხლს აფრქვევდნენ..
- იმედია სესოსაც მოეწონება.. - გულში ხარხარებდა ირაკლის მიმიკებზე, რომლებიც წამში იცვლებოდა. ახლად მოგონილი გეგმა, რომ არ ჩაშლოდა სესილის მისწერა ჩუმად რომ ვითომ პაემანზე მიდიოდა.
- მოვედით.. წარმატებულ დღეს გისურვებ.. - ლოყაზე აკოცა.
- მადლობა, შენც.. - გაუღიმა.
მანქანიდან გადავიდა, ფეხების კანკალით გაიარა გზა შესასვლელამდე. მიმღებში მყოფ გოგოებს მიესალმა და ლიფტისკენ გაემართა.
******
როგორც ყოველთვის ახლაც არ ჰკარგავდა პუნქტუალურობას. დილის შვიდ საათზე გაიღვიძა. მაღვძარას გარეშე, სკოლის შემდეგ აღარ დასჭირვებია მისი დახმარებით გაღვიძება. შავი სპორტულები მოირგო და სავარჯიშოდ წავიდა. ყურსასმენები მოირგო და თან პარკში დარბოდა. სახლში მთლად გაოფლილი დარბოდა.
- დილამშვიდობისა დეე.. - მისაღებში მყოფს მიესალმა.
- მშვიდობიანი დილა შვილო..
კიბეები აირბინა და პირდაპირ სააბაზანოს მიაშურა. დუშის ქვეშ ცოტახანი დაჰყო, პირსახოცი შემოიხვია და ოთახში დაბრუნდა.
ლურჯი, ტანზე გამოყვანილი პერანგი შეარჩია. შავი, ოდნავ მომჯდარი კლასიკური შარვალი. ფეხზე კი შავი, კლასიკური ტუფლი მოირგო. გულის ჯიბეში ლურჯი ცხვირსახოცი აკურატულად მოკეცა და მოათავსა. ზევიდან ლურჯი პიჯაკი მოიცვა. ოდნავ მოზრდილი თმები ლაკით დაიყენა და გვერდით გადაივარცხნა. საკუთარ თავს თვალი ჩაუკრა, ტუჩის კუთხე კი მოიკვნიტა. შავი მანტო და ტელეფონი აიღო. ოთახის კარი გაიხურა და ქვემოთ ჩავიდა.
დილა ყოველთვის საუზმით და ყავით იწყებოდა, რომლებსაც ყოველთვის დილით ახვედრებდნენ. უცბად მოათავა, დედას შუბლზე აკოცა და სახლი დატოვა. დაელოდა როდის მოუყვანდა მძღოლი მანქანას. დიდხანს ლოდინი არც დასჭირვებია, შიგნით მოთავსდა და ადგილს მოსწყდა.
მანქანა სადგომზე დააყენა და შესასვლელისკენ დაიძრა. თვალი მოჰკრა მანქანაში მჯდომ გოგონას, რომელიც გაღიმებული ესაუბრებოდა ნაცნობ მამაკაცს. ძარღვები დაეჭიმა, ხელები მომუშტა. გარკვევით დაინახა, მამაკაცმა როგორ მიაკრა თანანოს ტუჩები ლოყაზე. უნდოდა მისულიყო, ხმამაღლა ეღრიალა და მისი ხელის გემო ეგემებინა უცნობისთვის. შიგნით სწრაფი ნაბიჯებით შევიდა. არ მიუქცევია თანამშრომლებისთვის ყურადღება, რომლებიც თავის დაკვრით ესალმებოდნენ. ლიფტთან გაჩერდა და დაელოდა.
რამდენიმე წუთში ცხვირში ნაცობი იასამნის სურნელი მოელამუნა. მიხვდა ვინც იყო მაგრამ არ გაუხედია.
- გამარჯობათ .. - მორიდებულად მიესალმა. მამაკაცისგან მხოლოდ მკაცრი გამოხედვა მიიღო.
კარებიც გაიხსნა და შიგნით შევიდნენ. ერთროულად წაიღეს ღილაკისკენ თითები. მათი ხელები რამოდენიმე წამით შეეხნენ ერთმანეთს. ორივეს სხეულში გაიგზავნა მუხტი, რომლის მიჩქმალვაც სურდათ. თანანომ უკან წაიღო ხელი.
გრძნობდა მწველ მზერას, რომელიც აკომპლექსებდა თანანოს. დახრილი თვალებით შესცქეროდა თითებს, რომლებსაც ძლიერ უჭერდა კლადჩს. თავის აწევის სურვილიც არ ჰქონდა, მითუმეტეს მისკენ გახედვის. ეშინოდა კუპრისფერ თვალებთან შეხვედრის. თვალებთან რომლებშიც ირონიულად მოცინარი და მოთამაშე ჭინკები მოჩანდნენ.
ლიფტში ჩახუთულობაა, თუ ასე მათ ჰგონიათ ესეც გასარკვევია. ორივეს უჭირთ სუნთქვა. ერთმანეთის სურნელით იჯერებენ ფილტვებს. მათ სხეულში მოძრავ სისხლს ოხშივარი ასდის. ორი გული გამალებით სცემს ერთ რიტმში, ერთ მელოდიას უკრავენ.
კარები იღება და ერთად ტოვებენ. ორივე ღრმად ისუნთქავს ჰაერს.
- ყავა შემომიტანე ახლავე.. - კბილებში სცრის, კაბინეტის კარებს ზურგს უკან იჯახუნებს. რაზეც თანანო ხტება, გონს მოდის და დავალების შესასრულებად მიდის.
კაბინეტში, ბოლთას სცემს.. წინ და უკან დადის თან მარჯვენა ხელს თავზე ისმევს სინქრონულად. ბრაზი მუცელში უბუყბუყებს.. ეჭვიანობის დიდი გორგალი ყელში აქვს გაჩხერილი..
- დაწყნარდი ნერსე, დაწყნარდი.. იმ ჭინკა არსებამ როგორ უნდა იმოქმედოს შენზე. გეგმას უნდა მიჰყვე და გაამწარო. - ღრმა ჩასუნთქვას აკეთებს და ბოროტულად ჩაცინებას აყოლებს.
სავარძელში ჩაჯდა და ლეპტოპი ჩართო.
კარებზე კაკუნის ხმა მალე გაისმა. თანხმობა მისცა და შემდეგ გამოჩნდა თანანო ყავით ხელში.
- თქვენი ყავა.. - მორიდებულად ჩაილაპარაკა და მაგიდაზე დაუდო.
- ნატას უთხარი ხუთი წლის ჩანაწერები მოგცეს კომპანიის. დაყოფ მოგების მიხედვით, რომელ წელს რამდენი იყო წლიური შემოსავალი და გასავალი. შემდეგ ყველაფერს კომპიუტერში შეიტან. - ირონიულად ჩაიქირქილა და ყავა მოსვა. - ამას ყავას ეძახი შენ ?! - იმხელა ხმაზე დაიღრიალა, კედლებმა ზანზარი დაიწყეს. თანო კი შეხტა, სხეული აუკანკალდა. გაფართოვებული თვალებით უყურებდა. - რა გამოჩერჩეტებული ბატივით მიყურებ ?! გაეთრიე ახლავე. - არა ჯერ ეს აკრიფე.. -ჩაშკას ხელი ჰკრა და იატაკზე ნამსხვევრებად იქცა.
- ახლავე.. - ამოიკნავლა, თვითონაც ვერ იცნო თავისი ხმა. ცრემლებმა თვალები აუწვა, მაგრამ თავს არ მისცემდა უფლებას მამონტის წინაშე ატირებულიყო.
დაიხარა და დაიწყო ნატეხების აკრეფა. ბოლოს ჰკიდებდა ხელს როდესაც გაიჭრა და წამოიკივლა. სისხლის ყოველთვის ეშინოდა, ახლაც რამის ისტერიკა დაემართა. გონს მამაკაცის დამცინავმა ხმამ მოიყვანა.
- როგორი მოუქნელი ხარ ! - არადა წამოიწია რომ მისულიყო, როდესაც დაინახა სისხლი გული შეეკუმშა. წამოიწია კიდეც მაგრამ სიამაყემ სძლია და სავარძელს მიეჯაჭვა. - გაეთრიე დროზე ! - ხელით კარებისკენ ანიშნა.
*****
კაბინეტიდან გამოსულმა გაჭრილი ხელით ძლივს მოიხურა ზურგს უკან კარები. ამ დროს რაღაც ძლიერს შეასკდა. ცრემლიანი თვალები შეანათა ნაცნობ მამაკაცს.
- თანანო ? - გაოცებულმა შეხედა ალექსანდემ. - რა გასაოცარია შენი აქ ნახვა.. - თავიდან მხიარული ტონით დაიწყო, მაგრამ რომ მიხვდა გოგონა არ იყო კარგად სახე დაუსერიოზულდა. - რა მოხდა ? ხელზე რა გჭირს?
- არაფერი ალექსანდრე, უბრალოდ ხელი გავიჭერი ნატეხზე.. - უნდოდა კაბინეტში სწრაფად შესულიყო, გული ყელში ებჯინებოდა.
- სისხლი კვლავ მოგდის.. ნატა, მოდი აქ.. ესენი გამოართვი და მის კაბინეტში აფთიაქის ყუთი შემოიტანე. წყალიც გამოაყოლეე.. - წასულს მიაძახა. - წამოდი..
კარები თვითონ შეხსნა და გოგონა შეატარა.
- ნუ წუხდებით. - მორცხვად ამოილაპარაკა.
- არა, რას ამბობ რა შეწუხებაა. მომიყევი აბა რა მოხდა ?! - სერიოზულმა ჰკითხა.
- არაფერი ისეთი.. - უყურებდა როგორი სიფრთხილით უხვევდა ხელს. მოსწონდა უცხო ადამიანი ასე რომ ზრუნავდა მასზე.
- მითხარი გისმენ.. - არ ეშვებოდა.
- ბატონ ნერსეს ყავა მოვუმზადე და შევუტანე. მან გასინჯა და არ მოეწონა. ჭიქას ხელი გაჰკრა და დაბლა გადააგდო. ნამსხვრევების აკრეფვის დროს კი გავიჭერი. - ცრემლები ვეღარ შეიკავა და ატირდა.
- ჩშ.. ნუ ტირი.. - მამაკაცი გაბრაზდა მეგობარზე თან ძალიან. გულზე მიიხუტა და თმებზე ეფერებოდა.
- ახლა მე წავალ და მერე შემოგივლი.. - თბილად გაუღიმა.
- მარიამი და ქეთი როგორ არიან ? - წითური გოგონას გახსენებისას გაეღიმა.
- კარგად არიან, გადავცემ მოკითხვას. სახლში რომ მივიყვანეთ სულ შენზე ლაპარაკობდა. - გაეცინა.
- ჩამიკოცნეთ.. ძალიან საყვარელია..
- აუცილებლად.. - გაუღიმა და კარებში გაუჩინარდა.
გულის სიღრმეში იცოდა რომ ჭრილობის გამო კი არა მისდამი ასეთი უხეში საქციელის გამო ტიროდა. ეკლებივით ესობოდა მისი თითოეული სიტყვა. არ იცოდა რატომ ექცეოდა ასე სასტიკად. მისთვის ხომ არაფერი დაუშავებია.
კარებზე რამოდენიჯერმე დაკაკუნებამ მოიყვანა გონს.
- შემოდი..
- როგორ ხარ ? - ნატა შემოვიდა. - ხომ არაფერი გინდა ? - გოგონას ეტყობოდა მართლა განიცდიდა მის ამბავს.
- მადლობა, კარგად ვარ.. - გაუღიმა. - შენთან სათხოვარი მაქვს. კომპანიის ხუთი წლის ჩანაწერები მინდა..
- კარგი, ახლავე შემოგიტან.. - ფეხზე წამოდგა და მალე დაბრუნდა სხვადასხვა ფერის საქაღალდეებით ხელში.
- მადლობა.. - გაუღიმა.
- რის მადლობა, თუ რამე დაგჭირდება, მოდი.. აბა დროებით..
ამოიხვნეშა და საბუთებში ჩაეფლო.
******
გულს ვერ უდებდა საქმეს, სულ თანანოს წყლიანი თვალები ედგა თვალწინ.
- შემოდი.. - თავი ასწია და წააწყდა ალექსანდრეს გაბრაზებულ სახეს.
- სულ გამო....ვდი ბიჭო ?! - კბილებში გამოსცრა.
- რა ხდება ?! - გაოცებულმა შეხედა ძმაკაცს.
- რა დღეში ჩააგდე გოგო, შიგ ხომ არ გაქვს ?! - შეუღინა.
- ეგ ჩემი საქმეა.. - ხელი აუქნია.
- რა დაგიშავა კი მაგრამ ასე არაკაცურად რომ მოიქეცი ?!
- ის დამიშავა რომ სხვას ეკუთვნის.. - ფეხზე წამოიჭრა და აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა. - ის დამიშავა რომ მისი ღიმილი სხვას ეკუთვნის.. მისი ტუჩები.. მისი თვალები.. ამის , გაიგე ახლა ?!
- თავბრუ დამეხვა ტო, დააყენე და დაეგდე ერთ ადგილას. - გაკვირვებული უყურებდა წყობიდან გამოსულ ძმაკაცს თან ქალის გამო. აქამდე ასეთ მდგომარეობაში არასდროს ენახა. - ვერაფერი გავიგე, შენი ახალი ასისტენტი არ არის ? საიდან იცნობ ?
- ისაა.. - სავარძელში ჩაესვენა.
- ვინ ის ?
- რომ გიყვებოდი გოგონაზე ..
- მართლა ?! - თვალები დააკვესა.
- ხოო.. გუშნ გამომეცხადა და თურმე მე მომიწერია ხელი აყვანაზე.
- მერე მაგარია ტო.. - ტაში შემოკრა. გიყვარს? - გამომცდელი მზერა მიაპყრო.
- რა არის მაგარის ამის დედა შევეცი, სხვას ეკუთვნისთქო! - კბილებში გამოცრა. - მიყვარს ?! - ხმამაღლა ახარხარდა, რომელიც სიმწრის სიცილს უფრო წააგავდა.
- ნუ შეეეცი რა ამ სიტყვას, რა იცი შენ თვითონ გითხრა ?!
- არ მაინტერესებს ვსო დახურულია ეს თემა..
- რა დამთხევაა.. გუშინ მარიამს ვასეირნებდით მე და ქეთო პარკში და იქ შეგხვდა. მისკენ გაიქცა მარიამი და ისე მოეწონა სახლში მისულებს სულ მასზე გველაპარაკებოდა. - სიცილით თქვა.
- აღარ მინდა იმ გოგოზე საუბარი.. რისთვის მოხვედი რამე საქმე გქონდა?
- არა, ტო, ისე ამოგიარე არ შეიძლება ?!
- კი, მაგრამ ახლა ძალიან დაკავებული ვარ და შეგიძლია წახვიდე..
- ტფუი რა უჟმური ხარ. - პატარა ბავშვივით დაეჭყანა და ოთახი დატოვა. ძმაკაცის საქციელზე გაეცინა.
*****
შესვენების გარეშე იმუშავა, ყველაფერი ერთ საათში მოაწესრიგა. უნდოდა ყველაფერში მალე გარკვეულიყო. გაეგო ვინ მოდიოდა, ვინ წავიდა, ვისთან ექნებოდა შეხვედრა, ყველაფერი აინტერესებდა კომპანიაზე, უკეთ უნდოდა გაეგო ყველაფერი თან ძალიან მალე.
მისი ტელეფონი აწკრიალდა.
- ხო, ირო, გისმენ.. - მხიარულად ჩასძახა.
- რას შვები თანო? გოგო ჩემი მეგობარი უნდა ვნახო ცოტახანში შენთან. მერამდენე სართულზე ხარ რომ შემოგიარო?
- მეათეზე.. მიმღებში გოგონა იჯდება ნატა და იმას ჰკითხე და მოგასწავლის ჩემს კაბინეტს.
- კაი შეხვედრამდე.. - დაემშვიდობა და გაუთიშა.
ყველაფერი დეტალურად შეისწავლა, რამეს თუ ვერ გაიგებდა ნატოს შეეკითხებოდა, ისიც გარკვევით უხსნიდა დაუღალავად.
ერთი საათი არ იყო გასმული კარები იხსენება და გაკრეჭილი ლევანი შემოდის პარკით ხელში.
- ვიცი რომ მშიერი იქნებოდი და დონატები და კოლა მოგიტანე.. - საკუთარი თავით კმაყოფილი იბღინძება.
- მმ, ჩემი სიყვარულოვიჩი ხაარ.. - წიტყვები გაწელა და გაიცინა. - მგელივით მშიაა.. მომაწოდე და დაჯექი.
- კიდევ კარგი მოვედი თორემ უფროსი არ შეგეჭამა. - სიცილს აყოლებს სიტყვებს.
- ფუ.. ფუ.. რასამბობ იმ დღეს მოვკვდები მოწამლისგან.. - თვალები აატრიალა.
- გოგო რა გჭირს ხელზე? - სახე დაუსერიოზულდა.
- რაჭველი ხარ ? - გადაიკისკისა.
- მიპასუხე.. - სულ არ გასცინებია.
- არ იცი რა მოუხერხებელი ვარ ? ხელიდან გამივარდა ყავის ფინჯანი და აკრეფვის დროს გამეჭრა. - წამებში მოიგონა ტყუილი. სიმართლე რომ ეთქვა იცოდა აფეთქდებოდა.
- მოუხერხებელო..
- თანანო, ჩემს კაბინეტ .. - სიტყვები პირზე შეაშრა ნერსეს როდესაც ოთახში ნაცნობი მამაკაცი დაინახა.- კაბინეტში შემოდი ახლავე! - კბილებში გამოსცრა და კარები მიიხურა.
- ეს მართლა მჟავე კიტრი ყოფილა ტოო .. - სახე მომანჭა ირაკლიმ.
- ცივსისხლიანი ვამპირია.. - ცხვირი აიბზუა. - კარგი წავედი თორემ გამატყავებს..
- კარგი.
ერთად დატოვეს კაბინეტი.
ნერსეს კაბინეტის კარების წინ დადგა და ღრმად ჩაისუნთქა. ხელის კანკალით ჩამოსწია სახელური და შიგნით შევიდა.
- გისმენთ ბატონო ნერსე..
- აი, ეს საბუთები ხვალისთვის მზად უნდა იყოს.. - წითელი საქაღალდე მიაწოდა.
- კარგი სხვა ხომ არაფერი გჭირდებათ?
- არაფერი..
- დაიცადე, რაც დაგავალე მოათავე?
- დიახ, ყველაფერი..
გასვლას აპირებდა როდესაც ქერათმიანი, გადაპრანჭული ქალი შემოვიდა და პირდაპირ მამაკაცისკენ წავიდა.
- საყვარელო როგორ მომენატრე.. - დაინახა როგორ დაეძგერა ტუჩებზე.
გაბრაზებულმა დატოვა კაბინეტი, ოღონდ რომ გეკითხათ რატომ ბრაზობო ვერ გიპაუხებდათ.
სამუშაოს შესრულებაში ისე გაეპარა დრო ვერ მიხვდა. დავალებული საბუთები მოაწესრიგა და შესატანად წამოდგა.
კერებზე რამოდენიმეჯერ დააკუკუნა მაგრამ არავინ გამოეხმაურა. შიგნით შევიდა, მაგიდაზე უნდა დაედო საქაღალდე, როდესაც სუპერ წებო შენიშნა. თავში შურისძიების გეგმამ გაუელვა და ეშმაკურად ჩაიცინა. მთელი ფლაკონი წებო წაუსვა სკამზე და ჩუმად გაიპარა გარეთ.
სავარძელში იყო გადაწოლილი და აქეთ-იქით ბედნიერი სახით ირხეოდა.
ღრიალის ხმა გაიგონა და ჩაიცინა. გარეთ გავიდა რომ სიტუაცია დაეზვერა.
- ნატაააააააა! ნატათქოოოოოოოოო ! - იმხელა ხმაზე ღრიალებდა, საცოდავი ნატა შეშინებული გაემართა კაბინეტისკენ და თანოც უკან მიჰყვა.
- რა ხდება ბატონო ნერსე ? - შეშინებულმა ჰკითხა.
- რა ხდებააააა?! კიდევ რა ხდება ხო ?! - სახეზე ცისარტყელას ყველა ფერმა გადაურბინა. გოგონა ძლივს იკავებდა სიცილს.
- იქნებ გვითხრათ რა მოხდა რომ დაგეხმაროთ.. - უდარდელი სახით მიმართა თანომ.
- ჩემს სკამზე რა უნდოდა სუპერ წებოოოობს ?!
- რაოო?! - გაოცებულმა შეხედა ნატამ.
- ახლავე ალექსანდრეს უთხარი ამოვიდეს, ახლავეთქოო.. - კბილებში გამოსცრა.
- შემიძლია რამით დაგეხმაროთ ?! - შეწუხებული სახით ჰკითხა.
- კარები მიხურე ახლავე ! - დავალება შეასრულა. - წადი ახლავე ჩემთან და შარვალი მომიტანე. აი, ფურცელი, მისამართი დაგიწერე.. - ყურებიდან ბოლს უშვებდა.
კარები რომ გაიხურა, ზედ მიეყრდნო და ჩაიფხუკუნა. ამ დროს ალექსანდრე მიდიოდა მისკენ.
- რა მოხდა? - გაკვირვებულმა ჰკითხა.
- ვიცი რო ? - ეშმაკური ღიმილით შეხედა. - ისე უყვარს საკუთარი სავარძელი რომ ზედ დაიწება თავი. - ჩაიფხუკუნა.
- სკამზე დაეწებააა ?! - ჰკითხა და ახარხარდა.
- ხოო.. - ისიც აჰყვა სიცილში.
- რამდენით რამდენია ? - ჩუმად ჰკითხა და თვალი ჩაუკრა.
- ვერ გავიგე რას მეკითხებით..
- ჰმ, ეშმაკუნა.. - ცხვირზე თითი დაჰკრა.
- ალექსანდრეეეეეეეეეეე.. შემოეთრიეეეეე..
- წავედი თორე ამკუწავს.. - სიცილით უთხრა და შიგნით შევიდა.
- ნატა, ტაქსი გამოიძახე რა გთხოოვ..
- ახლავე..
კაბინეტში შევიდა მანტო მოიცვა, კლადჩი აიღო და ლიპთან მივიდა.
ქვემოოთ ჩავიდა და ტაქსში ჩაჯდა. მიცემული მისამართი უკარნახა და სავარძელს მიეყრდნო.
თხუთმეტ წუთში სახლის კარების წინ იდგა. იქ მდგომ მამაკაცებს უთხრა რომ ბატონმა ნერსენ გამოგზავნა და შიგნით შეუშვეს.
რამოდენიმეჯერ დარეკა ზარი და სიცივისგან მობუზული დაელოდა.
კარები ორმოცდახუთ წლამდე ქალბატონმა გაუღო. მაშინვე მიხვდა რომ უფროსის დედა იყო, ისე გავდა მას თვალებით და სახის ნაკვთებით.
- გამარჯობათ, მე ბატონმა ნერსემ გამომგზავნა შარვლის წასაღებად..
- გამარჯობა შვილო.. - ქალმა გაუღიმა. ,,რა საყვარელი ქალია, სულ არ გავს ის ვირი დედამის’’ გაიფიქრა და თვითონაც გაუღიმა. - შემოდი.. შემოდი გარეთ ძალიან ცივა. - ქალს გაჰყვა უკან, რომელიც ჰოლში შეუძღვა. - დაჯექი შვილო.. მე ნინო მქვია შვილო, ალბათ მიხვდებოდი რომ ნერსე ჩემი შვილია.
- დიახ, ძალიან გგავთ.. - მორიდებულად გაიღიმა. - მე თანანო მქვია.
- სასიამოვნოა.. ყავა თუ ჩაი ?
- იცით ძალიან მეჩქარება და სხვა დროს დავლიოთ.. - რცხვენოდა უარის თქმა მაგრამ არ ჰქონდა უფროსის ჩხუბის ნერვები.
- კარგი შვილო, როგორც გინდა.. ნერსეს ოთახი მეორე სართულზე პირველივეა. შეგიძლია ახვიდე აარჩიო რომელიმე.
- კარგით.. - კიბეები არია და ოთახში შევიდა.
ოთახი მისი სურნელით იყო გაჟღენთილი, უნებურად ღრმად შეისუნთქა.
შუაგულში ორ სართულიანი საწოლი იდგა. ზედ მუქი ფერის გადასაფერაბელი ჰქონდა გადაკრული. შპალიერიც მუქი ფერის იყო, ასევე მუქი ფერის სქელი ფარდები შეუხამებიათ. ყველაფერი ისეთი გრუბი იყო, რომ ცხვირი აიბზუა. ,, ეტყობა რომ კუდაბზიკა იდიოტის ოთახია’’.
მარცხივ ტანისამოსისთვის, სპეციალურად გამოყოფილი ოთახი შეამჩნია და იქით წავიდა.
თითები გაასრიალა სხვადასხვა ფერის პერანეგბზე.
თეთრი პერანგი და ჯინსის შარვალი აარჩია. სპორტული მაგრამ კლასიკურ სტილში გადასული ფეხსაცმელი შეარჩია.
ისე როგორ წავიდოდა რაღაც რომ არ გაეფუჭებინა. მაგალითად სულ, სულ, შემთხვევით ჰკრა ხელი ერთ-ერთ სუნამოს ფლაკონს და იატაკზე დაენარცხა.
- ვაიჰ, თანო, რა მოუხერხებელი ხარ.. - საკუთარ თავს გაუჯავრდა და გაეცინა. - მმ, ამასაც რა კარგი სუნი აქვს მაგრამ რა ვქნა რომ ხელიდან შემთხვით გამივარდა ?! რა ჩემი ბრალია ?! - მეორე ფლაკონმაც გაიზიარა წინა მორბედის ბედი. - ეს შავი ფლომასტერია ?! - თვალებში ეშმაკუნები აუცეკვდნენ. - იქ ისეთი დახვეწილი პერანგები იყო ჩემი ინიციალები რომ არ დავატყო არ შეიძლება. - იქით აიღო გეზი და ხმამაღლა იციოდა. - მოდის სმაილი დავხატოთ რქებით. მმ, მისი ასლია.. ბრავოო.. ბრავოო.. თანანოო.. - საკუთარ თავს ტაშს უკრავდა. - სარკეზე რა დავწეროთ რაოვო?! - ნიკაპთან ხელი მიიტანა და ჩაფიქრდა. - ზეგზუალურო ანტილოპავ. - დაწერა და გვერდით სმაილი მიუხატა.
კარები გაიხურა და ქვემოთ ჩავიდა. მისაღებისკენ წავიდა რომ პარკი ეთხოვა ტანსაცმლისთვის.
- ქალბატონო ნინო, იქნებ პარკი მომცეთ ტანსაცმელი რომ ჩავალაგო..
- ქალბატონო არა, უბრალოდ ნინო დეიდა დამიძახე კარგი. - თბილად გაუღიმა. ესიამოვნა ქალის სითბო, რომელიც დედისგან არადროს უგრძვნია.
- კარგი..
- ორი წუთი დამელოდე.. - უკან პარკით ხელში დაბრუნდა და ჩალაგებაში დაეხმარა.
- ბოდიშს გიხდით წინასწარ.. - ლოყები ლალისფრად აუღაჟღაჟდა.
- რისთვის ? - გაუკვირდა ნინოს.
- გაიგებთ.. ახლა კი შეხვედრამდე..
- მოიცადე ერთ წუთს მძღოლს ვეტყვი წაგიყვანოს..
- კარგით.. - უარს ვერ ეტყოდა, არანაირი სურვილი ჰქონდა ტაქსით სიარულის.
დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა. ერიდებოდა ქალბატონი ნინოსი, თან ძალიან მაგრამ სურვილმა წასძლია.

ახალი თავი ჩემო საყვარლებოო..
მადლობა რომ მომყვებით..
იმედი მაქვს მოგეწონებათ.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

მაგ ნერსემ ღრიალის მეტი არაფერი იცის? :D

 


№2 სტუმარი Guest თაკო

არა მგონია ამის მერე თანანოს კაი ბედი ეწიოს საწყალი მალე დადე ახალი თავი ძალიან გამიხარდა და მო.ეწონა ეს თავი

 


№3  offline წევრი მეამბოხე ^^

Anuki96
მაგ ნერსემ ღრიალის მეტი არაფერი იცის? :D

გამოჩნდებააა:დდდდდდდ

Guest თაკო
არა მგონია ამის მერე თანანოს კაი ბედი ეწიოს საწყალი მალე დადე ახალი თავი ძალიან გამიხარდა და მო.ეწონა ეს თავი

ვეცდებიი heart_eyes

 


№4 სტუმარი Shorena kiladze

Vaime ra kargi iko ara umagresi iko ar meko kide minda didi tavi magari gogo xar

 


№5  offline წევრი მეამბოხე ^^

Shorena kiladze
Vaime ra kargi iko ara umagresi iko ar meko kide minda didi tavi magari gogo xar

მადლობააა heart_eyes kissing_heart

 


№6  offline მოდერი ენემი

"ზეგზუალურო ანტილოპავ" joy joy საოცრება ხარ <3

 


№7  offline წევრი მეამბოხე ^^

ენემი
"ზეგზუალურო ანტილოპავ" joy joy საოცრება ხარ <3

საოცრების რა მოგახსენო :დ მაგრამ ვცდილოობ :დ heart_eyes

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე რა გიჟი ხარ თამაკო.კარგი თავი იყო.ყოჩაღ თანანოს
--------------------
ლანა

 


№9 სტუმარი Guest თაკო

შემდეგს როდის დებ

 


№10  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest თაკო
შემდეგს როდის დებ

Guest თაკო
შემდეგს როდის დებ

შეიძლება დღეს ზუსტად არ ვიცი kissing_heart

La-Na
ვაიმე რა გიჟი ხარ თამაკო.კარგი თავი იყო.ყოჩაღ თანანოს

heart_eyes kissing_heart

 


№11 სტუმარი Guest Lika

აუ რა კაი იყო heart_eyes

როდის დადებ ახალს?

 


№12  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest Lika
აუ რა კაი იყო heart_eyes

როდის დადებ ახალს?

სავარაუდოდ დღეს heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent