შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიგდებული "პატარძალი" (10)


22-09-2017, 23:48
ავტორი elenee))))
ნანახია 3 686

აბა მითხარით ახლა როგორ არ უნდა მიხაროდეს, როდესაც ჩემი ქმარი საქმრო თუ ვინცაა ეჭვიანობს მე და ირაკლიზე? ნეტავ იცოდეთ რა მაგარია , როდესაც სრულიად ძალით აეჭვიანებ! ეგოისტურად მსიამოვნებს, როდესაც ვუყურებ, რომ ძლივს იკავებს თავს ირაკლის ხოჭოსავით მიჭ....ტისგან. ვინ არის ირაკლი და საიდან გაჩნდა ამ ღვთისმიერ ადგილას? მოდი გაგარკვევთ, არა რა პრობლემაა თუ გინდათ არ გაგარკვევთ. აა ძალიან გაინტერესებთ? მაშინ კარგი!
ესეიგი ერთ საღამოს სახლში ვიჯექით, ნუ პრიცნიპში სულ სახლში ვზივართ რაც ჩამოვედით, ლაშხი ისეთი უჟმურია არაფერს არ მათვალიერებინებს! ვიჯექით სახლში და ლაშხი "სისხლივით წითელს" მე კიდევ "მოუთმენლობა გულისას" ვკითხულობდით და სიმშვიდით ვტკბებოდით, ნუ ყოველშემთხვევაში მე ნამდვილად ვტკბებოდი. მისაღებში დივანზე ვიყავით მიწოლილები მერე რა , რომ ჩემი ფეხები ლამის თავზე ედო ! ძალიან ზრდილობიანად ვთხოვე ფეხები იქით დამადებინე-თქო, არ დამადებინა, ხოდა მერე ძალიან ზრდილობიანად შემოვაწყე თავზე აბა სად წამეღო?! ნუ როგორც იყო ხო იყო არა?! ხოდა გაისმა კარზე ზარის ხმა..სიმშვიდეა და ამ იდუმალებით მოცულ ღამეში ისმის იდუმალებით მოცული ზარის ხმ..ჰო კარგი! შევქმენი მეც მისტიკური ფილმი! არ დაიჯეროთ, არანაირი იდუმალი ღამე არ ყოფილა და არც რომანტიკული, პირიქით ჭრიჭინები ტვინს ბურღავდნენ და ძაღლების ყეფა ისე მიჭამდა ტვინს ლამის გავასხმეინე ტვინი ყველას! კარზეც არანაირი იდუმალებით მოცული ზარი არ ყოფილა, უბრალოდ ძალიან ჩვეულებრივი ზარის ხმა გაისმა, აი როგორიც არის ხოლმე და თორნიკემ გააღო და ვიღაც შერმადინის შთამომავალი შემოვიდა ოთახში თაფლისფერი თვალებით, ქერა თმით და საშუალო ზომის ტუჩებით. კარი გაიღო თუარა თორნიკეს თვალები გადაუბრწყინდა და ბიჭს გადაეხვია , რომლის სახელიც როგორც უკვე მოგახსენეთ ირაკლია. სახლში შემოიპატიჟა და ჩემსკენ გამოაქანა:
-ნენე ეს ირაკლია ჩემი ძმაკაცი, რომელიც სადღაც დაიკარგა და აღარ ჩანდა ამ ბოლო დროს-საყვედურით გადახედა ბიჭს-ამ ბოლო დროს რა, პრინციპში 2 წელია უკვე!-ბოლოს მაინც ჩაეცინა-ირა, ეს ნენეა ჩემი საცოლე.
-ცოლი მოგყავს ბიჭო?-თვალები გაუფართოვდა ე.წ "ირას".
-როგორც წესი 1 კვირის წინ უკვე ამის ცოლი უნდა ვყოფილიყავი.-ამრეზით გადავხედე ქმარს, საქმროს , ნაცნობს, უცნობს, თუ ვინაა საერთოდ ჩემი? მოკლედ ამრეზით გადავხედე ადამიანს რა.-მომიტაცა ქორწილის წინა დღეს და გამომაქცია დიდის ამბით აქ, მეც დავნებდი ეხლა ჯანდაბას რამეს მაინც დავათვალიერებ-თქო, მაგრამ გამომკეტა სახლში ურჩხულმა და ეხლა პრინცს ველოდები, რომ დამიხსნას!-დავასრულე თორნიკეს "ქება-დიდება".
-პრიცნის რა გითხრა , მაგრამ მე დაგათვალიერებინებ თუ გინდა აქაურობას.
მითხრა თუ არა ეს თორნიკემ ეგრევე წარბი აწია:
-ამ ბოლო დროს გიდობას მიყავი ხელი?-ირონიულად კითხა. ჰმმ..რას უნდა მივაწერო ლაშხის ასეთი ცვლილება?
-მორჩი რა თუ ძმა ხარ! წინასწარ ვიზიარებ ამის ცოლობას.-"დამწუხრებული" მანათებს გადახუნებულ თვალებს. ლამაზია მწვანე ფერის თვალები, მაგრამ იმ შავ თვალებს ვერაფერი ვერ ჯობს , რომ მაშტერებს ხოლმე..სავარაუდოდ მიხვდით ხო ვის შავ თვალებზეა საუბარი? რათქმაუნდა მიხვდებოდით ჩემო მიხვედრილებო! ჰოო, ჰოო, აი მაგაზე!

გიორგი(ნენეს ყოფილი საქმრო):

ხალხი ღადაობს თუ რაარის ეს?! ნენე თხოვდება?! სულ რაღაც 1 თვის წინ არ უნდა გვქონოდა ქორწილი?! ასე მალე სად იპოვა ჩემი შემცვლელი? თან ვიზე ქორწინდება! თორნიკე ლაშხი! ჩემი ძველი კლასელი , რომელიც ყოველთვის ყველაფერში ძალიან მაგარი იყო! უნდა მიხაროდეს ეს ამბავი..? მეც როგორ მაკლია! რა უნდა მიხაროდეს?! საერთოდ როგორ დავუშვი ასეთი შეცდომა, როგორ ვუთხარი არვარ მზად-თქო! ყველაფერი უნდა გამოვასწორო..ნენე უნდა დავიბრუნო მიუხედავად იმისა , რომ ხვალ ზეგ ან ძალიან მალე უკვე ოფიციალურად თორნიკე ლაშხის ცოლი ერქმევა!


ისევ იმას გეტყვით , რომ ამ მოთხრობას არანაირად აღარ გავაგრძელებდი წერის სიყვარული, რომ არ მქონოდა გთხოვთ ნუ დაიწყებთ ჩხუბს მესმის როგორც ვიქცევი, მაგრამ მართლა ისეთ ზღვარზე ვარ , რომ ლამისაა შევწყვიტო წერა უბრალოდ შეაფასეთ ეს თავი "ტკბილიწიწაკა"-სია



№1 სტუმარი Guest takko

ძალიან მაინტერესებს,ამ.ისტორიის დასასრული,იმედია ლაშხთან დატივა,განაგრძე წერა

 


№2  offline წევრი Mariam Shengelia_3

ძალიან მომწონა და ნუ დატოვებ შუაგზაში. გააგრძელე აუცილებლად კარგია❤

 


№3 სტუმარი Nini

Au nu datoveb eae ra gaagrdzele da daamtavre.mashin mugar daiwkebt tavebis dadebas tu ar daasrulebt.veli dasasrulsss

 


№4 სტუმარი Guest ania

ესე მოგდებას ან აღარ დაწერო
ან დიდი თავი შეაგროვე და დაწერე
ან დაასრულე და სრულად დადე :)))
და ყოველი თავის მერე ნუ იმადლები.
უპატივცემულობაა მკითხველისადმი, საუკუნე მიიკარგები და მერე ერთ კურკლ თავს მიუგდებ !!!
მე გადავიტან როგორმრ მაგრამ ელოდებიან აქ ბავშვები და ელემენტარულად რაღაც დამოკიდებულება უნდა გამოხატო ან თუ გკიდია კიდევ, მაშინ საიტზე რაღატომ აქვეყნებ შენთვის წერე ხო?: )))))))))))))))))))))))))))
გუდ ლაქ

 


№5 სტუმარი Guest mkitxveli

zustad es unda damewera,daikargeba saukune,mere ragacas dawers da axsna ganmartebas imaze dids wers,vidre istrias.An daasrule da an kide normalurad were.Momabezrebelia ukve.Araa sheni stili axali personajeebis shemoyvana da nu codvilob,nurc chven dagvtanje.

 


№6 სტუმარი A

როგორ თუ არ გააგრძელებდი? ადე არ შეილება იმათ რა ვქნათ ვისაც გვიყვარს ეს ისტორია??? ახალ თავს ვეღით გააგრძელე იცოდე და არ შეწყვიტო....

 


№7  offline წევრი Mia_smith

ვაიმეეე ამისთანა პატარაა თავი არ გეკადრება სიხხ sob რას გვიკეთებ გვაინტრიგებ და 1 თვის მერე გვუდებ sob ველოდები შემდეგს საყვარელო და არ გაწყვიტონსაუკეთესოაა საუკეთესოთა შორის kissing_heart
პ.ს იმედია კარგად ხარ მახსოვს დაწერე წინა თავის დადებისას შენს ჯანმრთელობაზე heart_eyes

 


№8  offline წევრი Mari-Mariami.16

ძალიან მომეწონა მაგრამ პატარა იყო. ველი შემდეგს ეცადე სწრაფად ატვირთო შემდეგი თავი გთხოვ ❤
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№9  offline მოდერი ენემი

ძალიან მომწონს და როგორც ერთ-ერთი აქტიური მკითხველი გთხოვ რომ გააგრძელო kissing_heart წარმატებები

 


№10  offline წევრი modemodka

Hm ar shewyvitoo weraaa.. dzaan kargiaa

 


№11  offline მოდერი bibo

მოდი ასე დავიწყოთ რატო დაიწყე ვინ გთხოვდა ცუდად გამომდის მაგრამ ამდენი ადამიანი რო გეხვეწეაბა ეს ქვედა მინაწერი მე თუ მკითხავ ზედმეტია არც უნდა დაიწყო და ან შეშვა უნდა არა თავის მართლება საჭირო... მე არ ვიცი რა ზღვარზე ხარ მაგრამ როცა წერას იწყებ ასე ვიღაცის გამო არ უნდა წყვეტდე ...როცა ამდენ ადამიანს უნდა რო დაწერო ან წერე ან შეშვი რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent