შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა (პირველი ნაწილი) მეორე თავი


23-09-2017, 18:17
ავტორი fireending
ნანახია 3 100

–ეს წყეული მაღვიძარა_ბუზღუნით წამოდგა სოფია საწოლიდან.ზანტად ადგა და ფანჯარა შეაღო.
ყოველთვის ცუდ ხასიათზე იღვიძებდა სკოლის პერიოდში,მაგრამ ახლა გაახსენდა.რომ სკოლაში არ იყო წასასვლელი.გაეღიმა და სააბაზანოსკენ წავიდა.
როდესაც მოწესრიგდა,დერეფანში გამოვიდა.მისი ყურადღება უჩვეულო სიჩუმემ მიიპყრო.როგორც წესი,დილით სახლში ყოველთვის ხმაური იყო.მზარეული სადილს ამზადებდა,სალომე კი ყოველთვის ადრე იღვიძებდა და სანამ სოფიას მაღვიძარა დარეკავდა,მანამდე აღვიძებდა ხოლმე.დღეს კი უჩვეულო სიჩუმე იყო.სოფია ქვემოთ ჩავიდა.
–ხალხო სად ხართ?_დაიძახა მან
პასუხი არავინ გასცა.დერეფანს გაუყვა და მისაღები ოთახისკენ წავიდა.კარი დაკეტილი დახვა.
–უცნაურია,ეს კარი ხომ სულ ღია იყო_ჩაილაპარაკა თავისთვის და კარის სახელური დასწია.
ოთახში შევიდა და სახეზე სასიამოვნო ღიმილი მოეფინა.სუფრა უკვე გაწყობილი იყო სალომეს ხელში ტორტი ეჭირა,რომელზეც 15 სანთელი ენთო.კედელზე კი დაბადების დღის მისალოცი დიდი პოსტერი და ბუშტები იყო გაკრული.ზურაც სალომეს გვერდით იდგა.გახარებული სოფია სალომეს და ზურას მოეხვია და მადლობებს უხდიდა.ტორტზე სანთლები ჩააქრო.
–აი გამომართვი_სავარძლიდან ყუთი აიღო სალომემ.
–რა არის?_ინტერესით დახედა სოფიამ და გახსნას შეუდგა.–არ არსებობს_წამოიყვირა სიხარულით–ის კაბაა,მე რომ მომეწონა სავაჭრო ცენტრში.სალო დიდი მადლობა.
–აი ეს ჩემგან,კაბას მოუხდება _გაუწოდა ზურამ ყუთი.
სოფიამ ყუთი გახსნა და აღტაცება ვერ დამალა,როდესაც ძვირფასთვლიანი საყურეები დაინახა. სოფია ზურას მოეხვია.
ოთახში ნონა შემოვიდა.სოფიას ღიმილი სახეზე შეეყინა.ნონა სოფიასკენ წავიდა და უგულოდ გადაკოცნა
–გილოცავ ძვირფასო_აი გამომართვი.შენთვის შევუკვეთე .იცოდე რა ძვირფასი ხარ ჩემთვის._გაყინული ხმით უთხრა სოფიას.
–მადლობა ბიცოლა,ძალიან ლამაზი საათია_ნაძალადევად გაუღიმა სოფიამ და საჩუქრები პატარა მაგიდაზე დააწყო.
სალომემ და სოფიამ რამდენიმე კლასელი დაპატიჟეს და კარგი დრო გაატარეს.თავიდან სოფიაც მხიარულობდა,მაგრამ მერე თანდათან მოიწყინა,ეზოში გავიდა და სარწეველა სკამზე დაჯდა.ჯერ შუადღე იყო,თუმცა მზე შავმა საწვიმარმა ღრუბლებმა დაფარა და სოფიაც მოიღუშა.
–სოოფ,რა გჭირს საყვარელო?_ჰკითხა სალომემ,რომლის მოახლოება ვერც კი შენიშნა.
–არაფერი._უხალისოდ უპასუხა სოფიამ
–კარგი რა,ჯერ შუა დღეა,აუცილებლად მოგილოცავს_ღიმილით გაამხნევა სალომემ ბიძაშვილი
–არა,ალბათ დაავიწყდა_ამოიხვნეშა სოფიამ
–კარგი რა,როგორ დაავიწყდებოდა,მოგილოცავს აუცილებლად_ეშმაკურად ჩაეღიმა სალომეს და სახე გვერდზე მიაბრუნა,სოფიას რომ არ შეემჩნია.
–არა მგონია
–გეყოს ახლა,შენი დაბადების დღეა,უკვე 15 წლის ხარ,წამოდი ბავშვებთან ერთად.ნახე ნიკა დათვრა და მტვერსასრუტს ტანგოს ეცეკვებოდა.
–რა?_ხმამაღლა გაეცინა სოფიას
–რა გიკვირს _შარშან ფარდას ეუბნებოდა უნდა დაგშორდეო_გაიხსენა სალომემ
–გიჟია ეგ ბიჭი
–წამოდი რა_ხელი მოკიდა სალომემ და სოფია ფეხზე ააყენა.
სოფიას ცუდმა განწყობამ ცოტა გაუარა და ბავშვებს შეუერთდა.შუადღეც გავიდა.სალომე სოფოსთან მივიდა და სთხოვა მისი ოთახიდან წითელი ჟაკეტი ჩამოეტანა.სოფია ოთახში შევიდა.სიხარულისგან და შიშისგან ერთდროულად იკივლა,როდესაც ოთახში დათო დაინახა.
–გილოცავ სოფი_უთხრა და აკოცა.
სოფიამ ხელები მოხვია და კოცნაში აყვა.
––წამოდი_ხელი ჩაკიდა დათომ
–სად?
–ნახავ
სახლიდან შეუმჩნევლად გავიდნენ.დათოს ხელჩაკიდებული მიყვებოდა და გულიც გამალებით უცემდა.ზღვას უახლოვდებოდნენ,დათომ სოფია იქვე მდგარ ერთ–გორაკზე აიყვანა.სოფია დააჯინა და გვერდით მიუჯდა.
–ეს ადგილი_თქვა სოფიამ
–ჰო,სწორედ აქ გაგიცანი ორი წლის წინ.ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემ ცხოვრებაში
–მიყვარხარ_უთხრა სოფიამ და ისევ აკოცა.–ნახე ჩვენი სახელები,რონლებიც ამ კუნზე ორი წლის წინ ამოჭერი_ღიმილით თქვა სოფიამ და წარწერას ხელი გადაუსვა.
დათო+სოფია 1991 წელი.
–ბედნიერი წელი_თქვა დათომ და სოფია გულზე მიიკრა.
დიდხანს იჯდნენ ჩახუტებულები.ბინდდებოდაწვიმის რამდენიმე წვეთი წამოვიდა,თუმცა მალევე გაჩერდა.
–სოფი_სიჩუმე დაარღვია დათომ და სოფიას ხელი აიღო
–გისმენ
–მიყვარხარ და მინდა ჩემი იყო,მუდამ ჩემი.
–სულ შენი ვიქნები
–მპირდები?
–გპირდები
დათო ჯიბიდან რაღაც ამოიღო
–მინდა ეს ბეჭედი ატარო,ჩემი სიყვარულის ნიშნად და როდესაც სწავლას დაამთავრებ ჩემი ცოლი გახდე_დათომ ბეჭედი თითზე გაუკეთა.
სოფიას აღელვებისგან ლამის გული ამოუვარდა.ვერაფრის თქმა მოახერხა.ცრემლები ამის საშუალებას არ აძლევდნენ.დათომ წელზე ხელი მოხვია და სახეზე მოეფერა
–რა ლამაზი ხარ სოფი_ჩურჩულით წარმოთქვა და ყელზე ნაზად აკოცა.
ჟაკეტი გახადა და კაბის ბრეტელი ჩამოუწია.სოფია რბილი ბალახით დაფარულ გორაკზე დაწვა.ბიჭი ეფერებოდა,თითქმის აღარაფერი ეცვათ და წამით მოეჩვენა,თითქოს ამ სამყაროში მხოლოდ ორნი იყვნენ და უკიდეგანო ზღვა,რომლის ტალღების ხმა და სასიამოვნოდ ჩაესმოდა.ფიქრი შეწყვიტა,საყვარელ ადამიანს ხელები მაგრად მოხვია და მთლიანად მიენდო,სიამოვნების მორევში ჩაიძირნენ.ირგვლივ გამეფებულ შიჩუმეს მხოლოდ ზღვის ხმა და ორი ადამიანის სიამოვნებისგან გამოწვეული წამოძახილი არღვევდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent