ჩემი ბიჭი ! (სრულიად)
ჩემი ბიჭი ! ეს ჩემი და სანდროს ისტორიაა ! სხვაობა ჩვენს შორის მხოლოდ 4 წელია, თუმცა მაინც ერთ თაობას ვეკუთვნით და ერთნაირ საქართველოში გავიზარდეთ. ეს ის საქართველოა ბავშვები “ ბუტირკას” სიმღერებზე რომ იზრდებიან , სკოლებში ისევ შეშის ღუმელით თბებიან , შატალოებზე დიდი მონდომებით დადიან , მასწავლებლებს ჭიკარტებს უდებენ გოგოები და ამაზე ბიჭები ისჯებიან , სკოლას ორი , სამი ან ოთხი სასტავი ყავს და ამ სასტავის გოგოები კაი ბიჭის დაიკოები არიან , დღეში რამდენიმე „რაზბორკა“, ზოგი გოგოს გამო, ზოგი კაი ბიჭის დაიკოს გამო , ზოგიც კი უბრალოდ აი ასე, ცუდი თვალებით უყურებდა და როგორ გაბედა . ეხლა რომ ვიხსენებ მეცინება და თან უბრალოდ კი არა ძალიან. როგორი ხათრი გვქონდა ბიჭების , ზედმეტად ღია და მოღებული ტანსაცმელი არ უნდა ჩაგვეცვა რომ ჩვენი ბიჭები არ გაგვებრაზებინა , არ ესაყვედურათ და ასე შემდეგ. მე მაინცდამაინც არ მეხებოდა ეგ ! სასაცილოა აბა რა არის თან ახლა წლების მერე , როცა შეიცვალა ყველაფერი , როცა არავის აქვს არავისი ხათრი, როცა „ბუტირკას“ და“ ნაგავიცინს“ აღარავინ უსმენს და კაი ბიჭის დაიკოს მხოლოდ ღადაობით ახსენებენ. ... ახლა ვხვდები რომ ეს ყველაფერი სასაცილოა მაგრამ მაშინ სხვანაირად იყო, ასე უნდა ყოფილიყო თუ არადა მაშინ ძალიან დაიჩაგრებოდი, მოკლედ უნდა მორგებოდი ამ ყველაფერს. ასეც იყო ვერგებოდით !! დროთა განმავლობაში კი შეიცვალა ყველაფერი ჩვენც გადავეწყვეთ ,ახალ დროს მოვერგეთ. სანდრო ჩემზე მაღალ კლასში იყო და ეს სწორედ ის შემთვევა იყო როცა მე კაი ბიჭის დაიკო ვიყავი , ეს კაი ბიჭი სანდრო იყო და კიდევ მისი აღარ მახსოვს ზუსტად მგონი 11 ძმაკაცი, თუ სწორედ მახსოვს სულ 12 იყვნენ, ერთმანეთზე გადამკვდარი ძმაკაცები !. ახლა კი მხოლოდ 4 შემორჩნენ, ზოგი დაიღუპა , ზოგი კი კაცმა არ იცის სად არის. მე ცოტა სხვანაირი ბავშვი ვიყავი, ცოტა კი არა ალბათ ძალიანაც , იმიტომ რომ გაპრანჭვა და გოგოშკური რაღაცები ზედმეტადაც კი მიყვარდა. მოკლედ რომ ვთქვათ სკოლაში „რაზბორკების“: 80% თუ არა 70 % მაინც ჩემს გამო ხდებოდა. ან ზედმეტად მოკლე მეცვა და ვიღაც ისეთ კომენტარს უკეთებდა ჩემს კაბას ან შორტს რომ არ მოსწონდათ სანდროს და ბიჭებს , ან არასწორ ადამიანს ვუყვარდი ან რავიცი კიდევ მიზეზების მეტი რა იყო, ოღონდ ეჩხუბათ და ! მეც დიდი მონდომებით ვაძლევდი მიზეზებს , სკოლასა თუ უბანს. გამორიცხული იყოო სადმე წავსულიყავით ერთად მეგობრები რომ ის საღამო პატარა კამათით მაინც არ დამთავრებულიყო. არაფერი სერიოზული , მაგრამ ცოტაც ყოფნიდათ ბიჭებს , სინამდვილეში მგონია ,რომ ეხალისებოდათ და მეტი არაფერი, აბა რა პრობლემა უნდა ყოფილიყო თუ ვიღაცას ჩემი ფეხები მოეწონებოდა, იყო მოსაწონი და იმიტომ , შარვალშიც ლამაზი ჩანდა და კაბაშიც , მაინც არ მესმოდა რა მნიშვნელობა ჰქონდა რა მეცმეოდა , ფეხები ხომ ფეხებია შარვალშიც და კაბაშიც . ცუდს არაფერს ვაკეთებდი, ან როგორ გავბედავდი, იმას ხომ არ იტყოდნენ სანდროს ან ნიკას დაიკო არასწორი გოგოაო .... მაინც შარში ვეხვეოდი. რომელ შეყვარებულზე იყო ლაპარაკი, მეც მაინცდამაიანც სულ სხვა სასტავის ბიჭებს მოვწონდი , რათქმაუნდა დაუშვებელი იყო სანდრიკას მტრის სასატვიდან ვინმეს შემოეხედა ჩემთვის, მე რომ შემეხედა მაგაზე უკვე აღარც იყო ლაპარაკი. მოკლედ ასეთი მძიმე ბავშვობა მქონდა. ! არც მეტი არც ნაკლები. - დღეს თბილისობაა , არ გავიდეთ გოროდში? ეს ნატას აზრი იყო, ახასიათებდა ხშირად ასეთი აზრები, გასვლით საღამოებს სულ ის გვიწყობდა . -გავიდეთ მერე რა პრობლემაა, სანდრო აქაა მამაჩემი გამომიშვებს ესეიგი..ეს იყო მთავარი , სანდროსთან ერთად ყველგან მიშვებდნენ, მამას ძმაკაცის შვილი იყო და თან ჩემზე დიდი, ისე მიაკრეს ჩემი უფროსი ძმის იარლიყი არც კითხეს სანდრიკას არაფერი . -რო არ წამოვიდეს სანდრიკა არ წამოხვალ შენც? -ვინ არ წამოვა სანდრიკა? შანსი არაა ყველაზე მოკლე კაბას ჩავიცვამ და წამოვა .. ეს თბილისობაც ყველა სხვის მსგავსი იყო ჩვენთვისაც და სრულაიდ საქართველოსთვისაც . გამოშლილი და გადაძეძგილი ძველი თბილისი, რესტორნებში შესვლა შეუძლებელი იყო, ამიტომ დღის ბოლოს გადავწყვიტეთ რეზისთან წავსულიყავით მცხეთაში აგარაკზე. იქ მისი ბებო და პაპა ცხოვრობდნენ და ხშირად ავდიოდით ხოლმე. რეზი ჩემი კლასელი და სანდროს ყველაზე ახლო მეგობარი იყო, ახლაც ასეა პრინციპში, სადაც სანდრიკა იქ რეზი, სადაც რეზი იქ სანდრიკა, წარმოუდგენელია ეს ორი ერთმანეთის გარეშე.ერთადერთი ადამიანია ვისაც სანდრო ოჯახს ანდობს უსიტყვოდ, მეც შესაბამისად, თვალდახუჭული ვენდობი. მივაშურეთ მცხეთას . ლალი ბებომ დაგვახვედრა თავისი საფირმო ხაჭაპურები, ღმერთო როგორ მიყვარდა ეს ქალი და მისი ხაჭაპურები, რომელი უფრო არ ვიცი მაგრამ ორივე რომ ნამდვილად ეგ ვიცოდი. -მოვიდნენ ჩემი ბავშვები. -ლალი ბებოოო ,როგორ მომენატრეეეთ, ჩავეხუტეთ გოგოები, მე ნატა, ანი და ბიჭები ვიყავით.ანი სანდროს და ,ჩემი და რეზის კლასელი, ნატა ნიკას ,ნიკა და სანდრიკა კლასელები იყვნენ, მოკლედ სულ შინაურები. -აბა არ მოდიხართ ბებო და ნაწყენი ხმით ჩაილაპარაკა ლალი ბებომ -აბიტურიენტობა ლალი ბებო აბიტურიენტობა ,ვუთხარი და თავსაფარი გავუსწორე. -ლალიკოოოო გამოყო სანდრომ თავი, -ბიჭო შენ მაინც ხომ აღარ ხარ აბიტურიენტი ბოლოს როდის იყავი არც მახსოვს -აი ლალიკო ნახე ამ ლაწირაკებს დავსდევ ისევ -აღარ სწავლობ? -ლალიკო შენ გეპეის ეხუმრები? როგორ არ ვსწავლობ -კარგი სანდრიკ გეყოფა რააა გვშია , მოვწყვიტეთ სანდრო და მისი ლალიკო ერთმანეთს, ძლივს და სუფრას მოვუსხედით. აი ეს იყო თბილისობა , თბილისური სუფრა და გიტარა, ოღონდ მცხეთაში, მერე რაა? არ გვიწყენს თბილისი აბა თვითონ ვერ იტევს ამდენ თბილისელს . გიტარის ექსპერტი სანდროა, უკრავს და მღერის გადასარევად. ამჯერადაც სანდროს უჭირავს გიტარა და უკვე მისამღერს მღერის ლალიკომ რომ გამკრა მხარი, გვერდით მეჯდა -აიი ეს რომ ყოფილიყო მაშინ მე რომ ამ ხისთავიან სვანს შევხვდი, გეფიცები თუ ამას არ გავყოლოდი ცოლად -ვაიმე ლალი ბებოოოო ,რა კაი ტიპი ხარ -ასეთი ბიჭები იშვიათია ბებო, აღნაგობა გინდა ხასიათი თუ რა თუ რა... -ჰო? მართალია ჩვენი ბიჭი სიმპატიურია ნამდვილად და მამაკაცურიცც , გავიცინეთ მე და ლალიკომ და თუ სიმართლე გინდათ პირველად სწორედ ახლა აღვიქვი რომ ჩემს წინ ნამდვილი აპოლონი იჯდა გიტარით ხელში სიყვარულს უმღეროდა და არ ვიცი რატომ მაგრამ თან მე მიყურებდა, აქამდეც კაცი იყო სანდრო ქალი არასდროს ყოფილა მაგრამ ახლა შევნიშნე მისი მამაკაცობა რატომღაც. -ბებო სხვა რა ხდება , არავინ გყვარობს? -ეეე ლალი ბებო როგორ არა რამდენიც გინდა მაგრამ აი მაგ შენმა სიმპატიურმა ბიჭმა გადაწყვიტა რომ უკაცოდ უნდა დავბერდე, კაი ბიჭის დაიკო ვარ და , მაგრამ იცი რა ვერ გავიგე ლალი ბებო? კაი ბიჭის დაიკოები არასდროს თხოვდებიან? კანონია რამე? -ჰოოო ეგ ამბები გავიგე ბებიკო მეც, ამასწინათ ჩალურჯებული ამოვიდა აქ ჩემ მასხარასთან ერთად, მოვაყოლე რაც მოხდა და შენ ყოფილხარ თუ ყოფილხარ -არადა დედას გეფიცები ბებო თუ დამეშავებინოს მაშინ რამე, იმან უბრალოდ მომწერა , მოვწონდი და იცი რა კაი ბიჭია? აი ისეთი რაა შენც რომ გაყვებოდი ცოლად გივი პაპა რომ არა . გამეცინა ჩემს ნათქვამზე ,მაგრამ სიმართლე იყო, ზოგჯერ უკვე ზედმეტი მოსდიოდათ ბიჭებს, უკვე ვფიქრობდი რომ შეყვარებული არასდროს მეყოლებოდა, 17 წლის ვიყავი არც პატარა რომ ადრე ყოფილიყო სიყვარულობანა ჩემთვის. მარტო მე არ ვიყავი ამ დღეში, ანი და ნატას სულ ამას წუწუნებდნენ. -ბებიკო , ეგ რაღაცა დაიკო ძამიკო არ ვიცი მე როგორ ხდება მაგრამ, -რა მაგრამ ლალიკო? ჩავეკითხე , ზედმეტადაც კი მაინტერესებდა პასუხი -რა და უყვარხარ ბებიკო უყვარხარ -ეე ლალიკო კი მაგრამ ხომ უნდა გავთხოვდე როდესღაც, მეგობრები ვერ შველიან ყველაფერს ხომ იცი -როგორც გინდა ისე გესმით ბებიკო თქვენ ახალგაზრდებს. წამოდგა ლალიკო და სამზარეულოში შევიდა ხინკლებს გაგიცხელებთო, თან როგორ მიყვარდა დაბრაწული ხინკალი, არ დავიწყებია ლალიკოს კარტოფილის ხინკალი რომ მიყვარს და დამახვედრა კიდეც , მეც პატარა ბავშვივით გამიხარდა. სანდრიკა დაიღალა გიტარით და ახლა კომპიუტერსა და დინამიკებზე გადავედით -მოდი არანორმალურო ვიცეკვოთ, წამომაფრინა სანდრიკამ სკამიდან -სანდრიკ მე შენ უფრო გალანტურს გიცნობ -ეგ რას ნიშნავს? -აი რატომ იშტერებ თავს სულ? ყველაზე კარგად იცი რასაც ნიშნავს იმდდენს კითხულობ და ისეთი განათლებული ხარ -ჰო კაი ჰოო....რაო ლალიკომ რას გეჭორავებოდა? დაკითხვა მომიწყო სანდრომ ვალსის თანხლებით -რაო და სანდრიკა ისეთი კაი ბიჭია ჩემ დროს რომ გაჩენილიყო ხისთავიან გივის კი არა ნამდვილად მაგას გავყვებოდი ცოლადო -კაი ტოოო მართლა? -ჰო აბა ...კიდევ ხო არ თხოვდბეიოო -აუუუფ -ხოო რა იყო, როდის ჩათვლით საჭიროდ რომ პირადი ცხოვრება გამაჩნდეს თქვენგან დამოუკიდებლად ბიჭებო? ეს კითხვა ისეთივე უპასუხო იყო როგორც ყოველთვის. არ ვიცი თავს არიდებდა პასუხს თუ უბრალოდ თვითონაც არ იცოდა მაგრამ ასე იყო არასდროს მპასუხობდა როცა ვეკითხებოდი. ეს თბილისობაც დამთავრდა და ლალიკომ პირობა ჩამოგვართვა რომ ზაფხულში ვესტუმრებოდით აუცილებლად. ყველაფერი ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდა, გოგოები აბიტურიენტები , სანდრო სტუდენტი, ნიკაც ვითომ აბიტურიენტი და ასე .... რეზი რუსეთიდან დაბრუნდა ლაშა ისევ გადმოვიდა ჩვენს სკოლაში, ან რატომ გადავიდა ან რატომ გადმოვიდა, ასე დასეირნობდა, გოგო რომ მოეწონებოდა და სხვა სკოლელი აღმოჩნდებოდა იმ სკოლაში გადაიოდა, მოსწყინდებოდა და ბრუნდებოდა, დირექტორის ნათესაობას აქვს გარკვეული სახის პრივილეგიები, ეს იყო ლაშას პრივილეგია. ჩავაბარე როგორც იქნა ჩავაბარე და არც მეტი არც ნაკლები ალასანიაში, სანდრიკასთან ახლოს, მემგონი შეეკრა ეს ბიჭი განათლების სამინისტროს და სპეციალურად ჩამრიცხეს მის უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე უნივერისტეტში... -ვაიმეეეე ალასანიააააა,გილოცავ მააარ -მადლობა ნატუკაა შენც გილოცავ ილიას -ანუშკები რაო თეატრალურმა მზად ვარ თქვენი მსახიობური ნიჭის დასახვეწადო? -ხოოო გოგო შოკირებული ვარ ჩავაბარე -გილოცავ ფისოოო -შენ აღფრთოვანებას ვერ გატყობ რაო მარიამ ხო გინდოდა ალასანია>? -ალასანია კიი მარა ვაიმეე სანდროც მანდვეა ხო იცი მე კიდე მეგონა უნივერსიტეტში მაინც არ მომიშლიდა ნერვებს , აღარ მინდა სანდროს დაიკო ვიყო ყველგან, მინდა რომ მარიამი ვიყო უბრალოდ და მეტი არაფერი -აუუ ხო ისე ძაან ბურღავს უკვე ტვინს ეგ რააა , რა ემართება, გეგონება ეჭვიანობდეს წარმოთქვა ანამ სიტყვები რომელსაც დიდი ხანია არცერთი ამბობდნენ მაგრამ უნდოდათ რომ ეთქვათ. -ხოო ეეე შენც შეამჩნიე? აყვა ნატა -ეეეე თქვენ რაღა გჭირთ კაცო, მე და სსანდრო მაინც არ ვიყოთ, რა ეჭვიანობს გოგო ჩემი უფროსი ძმაა დაგავიწყდა? ან შენ ძმას არ იცნობ? -ჰოო? ერთი მამა გყავთ? ან დედაა? მიდი აბა დაფიქრდი? მგონი არცერთი -ატ****ებთ ეხლა და გიხარიათ, ეგ სანდრომ არ გაგიგოთ თორეეე დაიჭერთ, თან მარტო ჩემზეა ეგ ამბები ერთი თქვენ თავებს შეხედეთ რააა, თქვენზეც ეჭვიანობს? -მე და ვარ სანდროსი საყვარელო ეს კიდე ნიკასი და იცი რასაც ვამბობთ და თუ სულ ცოტა მაინც ვიცნობ საკუთარ ძმას მაშინ სიმართლეს ვამბობ ასე დამთავრდა ის დღე როცა ჩარიცხვების სია გამოქვეყნდა. დავფიქრდი გოგოების ნათქვამზე და იყო მასში რაღაც აზრიანი მაგრამ ლოგიკას მოკლებული, როგორ შეიძლებოდა ეგ მე და სანდროო ,სანდრო და მეეე , შანსი არ იყო უბრალოდ. უნივერსიტეტის პირველ დღეს სანდრიკამ მოაჩერა თავისი შავი გოგო, შავი BMW ანუ ჩემს სადარბაზოსთან მოიშორა თავისი შავი ოჩკები, როგორც ამას ანი ამბობდა და გამიღო კარი დაბრძანდითო თან ჩაიბურტყუნა -ოჰო აი ჩემი გალანტურობაც, ვაკოცე მაგრად სანდრიკას და ჩავუხტი მანქანაში. მართლა მერჩივნა მარტო წავსულიყავი პირველივე დღეს მაგრამ მე სანდროს მანქანაში იმას ნიშნავდა რომ მასთან ერთად ვიყავი, რატომ ეგ უკვე არავისი საქმე იყო, მთავარი იყო რომ ვიყავი და ყველაფერს ამბობდა მაგით, ანუ არც უნივერსიტეტში მექნებოდა პირადი ცხოვრება...ეს ყველაფერი კი ამის გარანტი იყო. მივეჩვიე კიდეც, სახლში სანდრო, სკოლაში სანდრო, უბანში სანდრო, ექსკურსიაზე სანდრო, ზღვაზე სანდრო, ახლა უნივერსიტეტშიც სანდრო...უსანდროობა მჭირდა უკვე როცა სადმე არ იყო, სერიოზული უსადროობა ოღონდ აი ისეთი, უჰაერობის მსგავსი. დავიწყეთ სწავლა და იდეალური სტუდენტობა...უცბად გავარდა ხმა სრულიად სააკაძეზე რომ მე და სანდრო ერთად ვიყავით ,რამდენიც უნდა მეთქვა რომ ძმა იყო და მეტი არაფერი ,აზრი არ ჰქონდა, ალბათ იმიტომ რომ თვითონ არასდროს უთქვამს ჩემზე და არისო.საერთოდ არაფერს ამბობდა. დუმილის უფლებით სარგებლობდა, მე კი მიჩვეული ვიყავი ამ ყველაფერს და არც მაღელვებდა უკვე. დილით დამირეკეს გოგოებმა და მითხრეს რომ უნდა გავსულიყავი სასწარაფოთ ანისთან და სანდროსთან. -რა ხდება ანა ხომ მშვიდობააა -გოგო სანდროოოო -რა სანდრო? და აი წამის მეასედში გავიფიქრე ყველაფერი რასაც ამ დრო ფიქრობენ ხოლმე, მოვკალი,დავჭერი და ათასი რამე კიდე....ჰა თქვი რა სანდროოო? -მოდი რააა -ვაიმე მოვდივარ აბა რას ვშვრები მაგრამ სანდროს რა ჭირს ნუ გადამიყვანე ჭკუიდან ამოღერღე -გოგო ტელეფონით ვერ გეტყვი მ ოდი მალე გავვარდი ტაქსში ჩავჯექი და სულ მეჩქარებას ძახილით გავიყვანე პლეხანოვიდან ვერაზე , შევედი სახლში , ანა და ნატა სხედან დივანზე და შოკოლადს ილუკმებიან -რა ხდება გოგო სადაა სანდრო ამ დროს სანდროც გამოვიდა , სააბაზანოდან თავის მშრალებით, წელს ზემოთ გახდილი ჯინსის ამარა. -აი სანდრო წამოიკნავლა ანამ იცოდა რომ ძაან ცუდად ჰქონდა საქმე -რა ხდება მარიამ ხო მშვიოდბა გაქვს აქ ვარ -ვაიმე სანდრიიიკ, გავიქეცი დაჩვეხუტე პირდაღებული ანა და ნატა შოკოლადით ხელში ერთმანეთს გახედავდნენ ხოლმე და მერე ჩვენ შემოგვხედავდნენ, -მე მეგონა რამე დაგემართა სანდროოოო -მოიცა მარუს სველი ვარ შენც დასველდები, რა დამემართა საიდან მოიტანე? -აი ამ შენმა იდიოტმა დამ დამირეკა მოდი ჩქარა სანდროს რაღაც დაემართაო. მეც გამოვვარდი ფუ რა დებილები ხართ რააა -ვაიმეე ჩემი გოგო კაცმა რომ გკითხოს ვერ მიტან და როგორ ინერვიულე ტოოო -ოოოოფ რატო გიკვირს დებილო განა მართლა ვერ გიტან ანასთან მივედი ბალიში ავიღე და უნდა მიმეგუდა უკვე -მაპატიეეე სუსუნ პროსტა ჩვენი თეორია გადავმოწმეთ რაა -რა თეორია კინაღამ გული გამისკდა ტაქსის მძღოლს თავი რალიზე ეგონა ისე ჩქარა ვატარე -რა და ნახე როგორ შეგეშინდა? ან როგორი კარგები ხართ შენ და სანდრიკა? ნახე ? ჩვენ შევამჩნიეთ -დედასგეფიცები თუ ნორმალურები იყოთ რომელიმე დავფიქრდი წამით და ნერვებიც კი მომეშალა, უკვე კაი ხანია, რაც გოგოებმა აქტიურად დაიწყეს ჩემზე და სანდროზე კომენტარების და აზრების დაფიქსირება. მხოლოდ ჩემთან ამბობდნენ ხოლმე იმას რასაც ფიქრობდნენ ამ თემაზე მაგრამ მაინც ცუდად მხვდებოდა ყურში. სანდრო მეგობარი იყო ბავშვობის, პატარა ვარ 4 წლით მაგრამ არც ისეთი დიდი სხვაობაა. ჩემს ხელში გაიზარდეო ასე ამბობდა ხოლმე , მაგრამ სინამდვილეში ერთმანეთის ხელში გავიზარდეთ. მამას ძმაკაცის შვილი იყო, შოთა ბიძია სულ ჩვენთან იყო, შესაბამისად სანდროც, ქეთი დეიდა დედას დაქალი იყო ,დედამისი , მოკლედ მე, სანდროს და ანის დიდი ხნის ისტორია გვაქვს. ერთად დავდიოდით ზღვაზე ოჯახები, დღესასწაულები და დაბადებისდღეები ხომ ვერ წარმოგევდგინა ერთმანეთის გარეშე. თავისდაუნებურად გავხდით ერთმანეთის მეგობრები, ასე უნდა ყოფილიყო, თითქოს სხვანაირად ვერ წარმოგევდგინა. იმიტომაც მეშლებოდა ნერვები. რომ წამოვიზარდეთ ერთმანეთიოს დამცველები გავხდით. სანდრო სულ მიყვებოდა ყველაფერს , რას აფუჭებდა ან აკეთებდა სულ ვიცოდი ყველაფერი. მისი ცხოვრების წესი არ იყო ნორმალური, დიდი გავლენა მოახდინა კაი ბიჭობის ინსტიტუტმა ისე გახდა ყველასთვის ავტორიტეტული პიროვნება ვერც მივხვდით. პატივს სცემდნენ თბილისში , სანდრო გოგოჭური ყველამ იცოდა. მამამისიც ასე იყო პრინციპში და არც იყო მისგან გასაკვირი მაგრამ დრო რომ იცვლებოდა ეგ ყველაფერი კიდევ უფრო არანორმალური ჩანდა. თბილისში სანდროს გარეშე აღარაფერი ხდებოდა , არანაირი ჩხუბი, არანააირი გარჩევა , ყველაფერი ასე თუ ისე სანდროსაც ეხებოდა სულ ცოტათი მაინც. ნარკოტიკები, ქურდობები , მკვლელობები და ასე შემდეგ. შეიძლება არ კლავდა და არ იკეთებდა მაგრამ სანდრო გოგოჭურზე გადიოდა ყველაფერი. ძალიან ბვრს ვეხვეწებოდი მოეშვი ამ სისულელეებს დამშვიდდი მოიყვანე ცოლი და იცხოვრე მშვიდადთქო და ყოველჯერზე ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა , უპასუხოდ ტოვებდა ჩემს თხოვნას თუ მოთხოვნას ან რჩევას ან რავიცი რაც გინდათ ის დაარქვით , მაგრამ იქნებ არც იყო უპასუხოდ. იქნებ ის თვალები იყო სინამდვილეში პასუხი...როგორც იყო , მაგრამ ფაქტი იყო დიდხანს არ გასტანდა მისი მდუმარება ,როგორც ანა ამბობდა ხოლმე .“ვიცნობ ჩემს ძმას დიდი ხანი ვერ იქნება მდუმარეო „-სულ ამას იმეორებდა. ერთმა წელმა მშვიდობიანად ჩაიარა უნივერსიტეტში. იმ წელს გავხდი 18 ის და საერთოდ არ გამკვირვებია სანდრო მანქანის გასაღებით რომ მომადგა სახლში , სუფრიდან წამოგვაყენა სულ ყველა და გაგვიყვანა გარეთ საჩუქარი უნდა გაჩვენოვო. ეს მისი ოჯახის საჩუქარი იყო ჩემთვის. ჩემი პირველი მანქანა. ისე რომ დავფიქრდე ყველაფერი პირველის სანდროს უკავშირდება ჩემს ცხოვრებაში. -ეს სანდროს დანაშაულია ჩვენ არაფერ შუაში ვართო ასწიეს ხელები შოთამ და ქეთიმ -სადნრიკოოოოოოო .ჩავეხუტე ჩემს სანდროს. გაქვითულია ყველა ნაცემი და დამფრთხალი ბიჭი ჩემი ცხოვრებიდან . გავუღიმე მადლობა ჩემო საყვარელო . ახლა ჩემი ჯერია , ისეთი საჩუქარი უნდა გაგიკეთო, ჩემი ბიჭი . -ხოო? ამიხდენ ოცნებას? -კიიი სან ხო იცი შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ.თვალი ჩავუკარი. ის ნამდვილად არ მიგულისხმია რაც სანდრომ იგულისხმა . მანქანა ზუსტად ისეთი იყო როგორიც მას ყავდა, სულ მომწონდა მისი მანქანა. ოღონდ ჩემი წითელი იყო მისი შავი. ჩვენი ნანატრი ზაფხლიც მოვიდა როგორც იქნა. მცხეთას მივაშურეთ. ანა და ნატა, სანდრო და ნიკა, ლაშა და ერეკლე არაჩვეულებრივი ექვსეული. სულ ჩვენები სულ შავები .... ლალი ბებო იისევ ისე კარებში შგვხვდა გივი პაპაც გამოენთო, ხალხმრავლობა იყო მცხეთის სახლში ნიკასთან და ნატასთან .ჩემი წითელი მანქანით გავანათე ნიკას აგარაკი , ისედაც კი ნათელი და ლამაზი იყო მაგრამ ისე უხდებოდა ჩემი პიპია , პირდაპირ გაოცდებოდით. მთელი საღამო დავბოდიალობდით, დღისით აუზში , გოგოებს რომ გაგვახეხინეს ბიჭებმა და აგვავსებინეს უნამუსოები .. -აუუუ სანდრო გეყოფა რაა -მარიამ შეხვალ და გამოიცვლი -აი რა გინდა ამ კაბისგან ვერ გავიგეე რააა ა -კაბა არა ეგ ქამარია მარიამ მორჩი ეხლა. ასეთი დიალოგით ჩავდიოდით კიბეებზე , ბავშვები ლალიკო და გივი იდგნენ გასასვლელ კართან და ღიმილნარევი სახეებით შეგვყურებდნენ. ისეთი სახეები ჰქონდათ „ აი ხომ ვამბობთო“ . -მარიამ ნუღარ მალაპარაკებ შეგრცხვეს -სანდრო არ გავიხდი ამ კაბას და ვსოოო, რა გამიწყალე გყული მონაზონობა რომ მდონმდოდა მონასტერში წავიდოდი -აი შეხედე დანარჩენებს ეგრე აცვიათ? არა მაგრამ არც მონაზონები არიან -არ გავიხდი , ჯიუტად მივაძახე და ავედი ჩემს ოთახში. -გაბრაზდა ბატონი სანდრიკო შეიკურთხა ერთი და აირბინა კიბეები, ქვემოთ სიცილი არ წყდებოდა. ეს ცოლქმრული ჩხუბი უფრო იყო ვიდრე დაძმური . შემოვარდა სანდრო ოთახში წამომაგდო საწოლიდან და ერთი ხელის ჩამოკვრით ჩამოგლიჯა ჩემი ყველაზე საყვარელი კაბის ღილები მკერდიდან რომ ჩაყვებოდა ზოლად. გამხადა ისე რომ ვერც მოვედი აზრზე. დავრჩი საცვლებით სანდროს წინ . -იდიოტო რას აკეთებ , -დამშვიდდი ეს საცვლები ფრო დახურულია ვიდრე ის კუპალნიკი მთელი დღე როპმ დატანტალებ , ისეთს ვერაფერს ვხედავ რაც არ მინახავს. ჩაილაპარაკა ჩავიდა ქვემოთ ,ყველას თვალწინ მოისროლა კაბა ნაგავში დაწავედითო დაიძახა. გაყვნენ ყველა უკანმოუხედავად. -მეც რის მარიამი ვიქმენოდი უარესი რომ არ მექნა და იმაზე უარესი ტანსაცმლით გამოვეცხადე ვიდრე ცოტახნის წინ მეცვა. თბილისში იყვნენ კლუბში რომ დავურეკე ანას სად ხართთქო და მოკლე თეთრი შორტით მივტანტალდი.შორტი არა უფრო ტრუსი იყო და ზუსტად ვიცოდი სანდროს რეაქცია შეიძლებოდა მოვეკალი მაგრამ გავრისკე. გაიგუდნენ სიცილით ბავშვები რომ დამინახეს, აუუუ მაგარი პრიკოლები გაიჩითება ცოლ-ქმარს შორის ,ეხლა იღადავეთ, გადაულაპარაკა ნიკამ დანაჩენებს როცა ნასვამი , დაძარღვული, გაცოფებული სანდრო ამესვეტა წინ -შენ ჩემს ნერვებს ცდი? -არა სანდრო შენ ? ცდი ჩემს ნერვებს? -მოგკლავ გეუბნები -ვერ მომკლავ ეხლა გაიწევი და გართობას დამაცდი იჯდა ჩემი ბიჭი მთელი საღამო ბართან და მიყურებდა , რომ წარმოვიდგენდი იმ ლამაზ თავში რა აზრები მოსდიოდა , როგორ გეგმავდა ჩემი საქციელის გამო ჩემს დასჯას ცოტა ხასიათიც კი მიფუჭდებოდა მაგრამ სულ ცოტა , ისეთი არაფერი. საღამო იმაზე ადრე დასრულდა ვიდრე ველოდით. ბატონი უჟმურის დამსახურებით რათქმაუნდა. მცხეთის სახლს რომ მივუახლოვდით დამირეკა მანქანა არ შეაყენო ეზოში დამელოდეო , დავემორჩილე მეც თავისი მანქანა შეიყვანა ბავშვებიც გააფრთხილა რომ გავდიოდით და ჩამიჯდა მანქანაში. -წავედით -სად? -მიდი და გეტყვი თბილისში წავედი, მეტეხზე ავედით გადმოვიდა მანქანიდან და გადმოდიო მეც მანიშნა. ვიდექით მანქანას მიყუდებულები და ღამის თბილისს ვუყურებდით, ვგიჟდები ასეთ თბილისზე,ასე დგომა და ყურება შემიძლია საუკუნოდ გავაგრძელო.! -მარიამ ხედავ თბილისს? -ჰოოო მიყვარს ამ დროს თბილისი -ხოდა ეს თბილისი ჩემია, მარიამ იცი ჩემი ავტორიტეტი, -ვიცი სანდრო -ხოდა ამ თბილისმა ისიც იცის შენ ვინ ხარ და ასეთი საქციელი არ შეეფერება ჩემს მარიამს. - მემგონი გავიწყდება რომ არ ვარ შენი საკუთრება , ზოგჯერ ისე იქცევი რომ -რა რომ ? დაასრულე -თავი მართლა შენი ცოლი მგონია. მეც ხომ მაქვს ჩემი ცხოვრება არა ? ხო იცი ისეთს არაფერს დავაშავებ რომ შენ გაგიტყდეს -შენ არა მარა სხვები დააშავებენ -შენი შიშით ნათესავებიც აღარ მესალმებიან მგონი -მე ბიჭების გარდა არავის ვენდობი, მარტო ნიკას რეზის და ლაშას ვენდობი.შიში რომ აქვთ მაგის გამო არ ვენდობი დანარჩენებს, შიში ყველაზე ცუდი ვეშია იცოდე , ისეთებს აკეთებინებს კაცს რომ გაგიკვირდება -აუ ვერ ვიგებ სანდრო რა გინდა რაა არ ვიცხოვრო? თუ რას მეუბნები? -იცხოვრე მაგარმ ჩემებურად . აზრი არ ჰქონდა მასთან ლაპარაკს ხისთავიანი ხევსური იყო და ასეთად დარჩა სულ. გავჩუმმდი მისი ბოლო სიტყვების მერე რომ მეთქვა არათქო რამე შეიცვლებოდა? არც არაფერი ამიტომ გავჩუმდი, აღარ გავანერვიულე . ჩემი ტელეფონი ამღერდა. გიორგი იყო ჩემი ჯგუფელი , ვუყვარდი უკვე მთელი წელია ვხვდებოდი მაგრამ როგორ ამოიღებდა ხმას. -ხოო გიო , მოვშორდი სანდროს და ისე ვუპასუხე ტელეფონს, მისგან ალბათ ათიოდე ნაბიჯის მოშორებით ღამის 3 საათი იყო და გიო მირეკავდა ეგ ვერ იყო მთლად კარგი ამბავი მისთვის. -როგორ ხარ ? -კარგად შენ ? გიო 3 საათია იცი? ასეთ დროს რამ გაგახსენა ჩემი თავი -რავი ვერ დავიძინე და მოგიკითხე რა შენი ხმის გაგონება მინდოდა. -ოხ გიო გიო ეხლა ? -ეხლა დავიძინებ -კაი კარგად არანორმალურო. გავთიშე და სანდროსთან მივბურნდი -ვინ იყო? -გიორგი კვარაცხელია -რა უნდოდა ? -არაფერი მომიკითხა -ასეთ დროს? -ხო რა იყო -შიგ აქვს მააგს? -ვაიმეე სანდროო. დაანებე თავი რა კაი ბიჭია ზუსტად ისეთია როგორიც უდნა იყოს , არც შენი ძმაკაცია და არც მტერი ეხლა რაღას მოიმიზეზებ? არც ნარკომანია არც ქურდი , სიმპატიური თბილი და საყვარელია. სახე შეეცვალა , როგორ უნდოდა ეყვირა , ერტყა ხელები რამისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა , როგორ ვუყვარდი ამ დებილს და როგორ არა და არ ამბობდა. მაშინ ისევ წარმოუდგენელი იყო მისი სიყვარული ჩემთვის მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ როგორი დებილი ვიყავი რომ ვერ ვხვდებოდი. სხვა რომ ას ემოქცეულიყო მაშინვე დავუსვამდი დიაგნოზს, მაგრამ მასთან სხვანაირად იყო ყველაფერი -წავიდეთ მარიამ წავიდეთ უტვინოები ხართ ეს ქალები და რა ვქნა. იმ დღის მერე გიორგი აღარ დაურეკავს ჩემს ტელეფონზე ! მივედით სახლში და არაჩვეულებრივი 3 დღე გავატარეთ ერთად. კიდევ ერთი კვირით ვაპირებდით დარჩენას, დილით სანდროს სპეცოპერაცია რომ ჩაუტარეს. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით , დაიჭირეს. თურმე თბილისიდან დევნილ ქართველ ავტორიტეტთან საუბრის ჩანაწერი ჰქონიათ . დაიჭირეს სანდრო და გაგიჟებულები გავყევით უკან. არ მოველოდით , სანდრო კი სანდრო იყო და არც იყო გასაკვირი მაგრამ მაინც არ მოველოდით. როგორც ხდება ხოლმე ადვოკატები და სასამართლოები. ვერც ვერაფერს უმტკიცებდნენ , მხოლოდ ერთი დაფიქსირებული ზარი ჰქონდა პროკურატურას და იხვევდნენ ხელზე. ორთვიანი წინასწარი! ეს იყო სრული შოკი ჩემთვის და არამარტო ჩემთვის , მაგრამ მე ვიყავი სრულებით არაადეკვატური . ხომ გახსოვთ ჩემი უსანდროობის ამბავი ! მენატრებოდა ჩემი ბიჭი ძალიან . ორი თვე ვერ ვნახავდი და კიდევ შეიძლებოდა მეტიც თუ ამოქექავდნენ დანარჩენ ამბებსაც მართლა დიდი ხნით მოუწევდა იქ ყოფნა., შოთა და მამაჩემი ყველეფრს აკეთებდნენ. ადვოკატი ლევანი იყო ნიკას და ნატალიას მამა, შეუძლებელსაცც კი აკეთებდნენ. ეს ორი თვეც გავიდა მაგრამ საქმე ისევ ძიების პროცესში იყო და არ უშვებდნენ ცოცხალი თავით. ლევანმა თქვა თუ ვერაფერი დაამტკიცეს გამოუშვებენ 9 თვეზე მეტს ვერ გააჩერებენ არ აქვთ უფლებაო. 9 თვე , ცუდად ვიყავი უკვე ჰაერი არ მყოფნიდა . ჭამა და ძილი ჩემთვის ისეთივე უცხო გახდა როგორც ადრე შეყვარებული . როგორ აგიხსნათ რა მჭირდა არ ვიცი, ტელეფონი რომ რეკავდა სანდრო მეგონა და სხვა რომ შემრჩებოდა ისეთი მემართებოდა მაშინ შემეძლო გამეთიშა და დამემსხვრია ტელეფონი. ანისთან რომ მივდიოდი სანდროს ოთახს ვეცემოდი რატომღაც იქ მეგონა.ყველას ენატრებოდა მაგრამ მე განსაკუთრებით. სასამართლოებზე რომ ვხედავდი რა ძალა მაჩერებდა რომ არ ვანგრევდი იმ ბარიკადებს დარბაზში რომ გვაშორებდა ერთმანეთს არ ვიცი. თანახმა ვიყავი ისევ ყველგან ყოფილიყო , ოღონდ მენახა ისევ ისე ყოველდღე და დღეში 9 ჯერ. მართლა ამომგლიჯეს რაღაც ,მისი იქ გამომწყვდევით , რაღაც კი არა სული ამომგლიჯეს, სულ ნაცრისფერი იყო ყველაფერი , ცისარტყელები აღარსად ჩანდა. ვერც შევდიოდი მის სანახავად , არ ვიყავით ნათესავები , არც ცოლქმარი, არ მქონდა მისი ნახვის უფლება და ნეტა ვინ წყვეტდა მაგას მე როდის ვნახავდი ჩემ სანდრიკას. რა ჯანდაბა უნდა მექნა ეხლა მართლა არ ვიცოდი, ნეტა სანდროს უნდა ჩემი ნახვა ? მოვენატრე? ყოველჯერზე როცა ვიგრძნობდი რომ საშინლად მენატრებოდა ეს კითხვები მიტრიალებდა თავში და მაწამებდა. მერე ისევ მე ვპასუხობდი ჩემს თავს ვამშვიდებდი რომ მასაც უნდოდა ჩემი ნახვა და ვენატრებოდი. გავიდა რამდენიმე თვე და ლევანი ისეთი გამწარებული ცდილობდა სანდროს იქიდან გამოყვანას რომ წარმოუდგენელი იყო სხვა კიდევ რამის გაკეთება თუ შეიძლებოდა. მაგრამ ვერაფერს შველოდა. ისევ ისე ეპოტინებოდა პროკურატურა რაღაც ჭორის დონეზე გაგებულ ინფორმაციებს ურთავდა იმ ერთ განხორცილებეულ ზარს რუსეთში და აგებდა საქმეს რომელიც თუ გამყარდებოდა მტკიცებულებებით სანდროსთვის ბევრ წელს უდრიდა. მაინც არ იყო საქმე ძალიან ცუდად რომ ვერაფერს ამტკიცებდნენ ეგ უკვე კარგს ნიშნავდა თურმე ,ა სე ამბობდა ლევანი ყოველჯერზე, მაგრამ იმას რომ სანდროს ვერც კი ვნახულობდი ლევანის სიტყვები ნამდვილად ვერ ცვლიდა. არც დაურეკავს ...აი ეს მიშლიდა ნერვებს ხომ შეეძლო დაერეკა ან წერილი მაინც მოეწერა. შეეძლო ! მაგრამ არა ! ვირია ჩვეულებრივი ! არ ვახსოვარ ნეტა? მარა როგორ არა რა სისულელეა ასე ვერ დამივიწყებდა ,ალბათ არ შეუძლია და ვერ რეკავს . წერას კიდე ვერ იტანს ხო ვიცი არა ? წერილების წერას დაიწყებს ეხლა ის ვირი? არ დაიწყებს! დამშვიდდი მარი და დაელოდე , გამოვა სულ იქ ხომ არ იქნება მთავარია ცოცხალია და კარგადააა....ასეთი დიალოგი მქონდა საკუთარ თავთან სამი თვე, მერე წერილი მივიღე . როგორც იქნა მოაღწია ჩემამდეც სანდრო გოგოჭურმა. „ რას შვრები მარიამ როგორ ხარ? კარგად ვარ მე ვიცი ყოველღამე ზიხარ აივანზე და მაგ პატარა ლამაზ თავში იმაზე ფიქრობ მე როგორ ვარ და მომენატრე თუ არა , ან რატომ არ გირეკავ ან არ გწერ! ზუსტად ვიცი ეგრეა ტოოო ზედმეტად კარგად გიცნობ. მომენატრე შენთავსვფიცავარ ! მაგრად თან. არ გირეკავ იმიტომ რომ არ შემიძლია, ძნელია აქ ყოფნა და რომ დაგელაპარაკები უფრო გამიჭირდება . მოწერაც არ მინდოდა არ ვიცოდი რა მომეწერა. მიცნობ და იცი რო ასეა რაა არ გეგონოს არ მახსოვხარ და ასე შემდეგ. იცოდე მაგ მოკლე კაბებს სულ სათითაოდ დავწვავ რომ გამოვალ . გამომიშვებენ დიდხანს ვერ დამიჭერენ , არ ინერვიულო მალე გნახავ. „ ეს იყო მისის წერილი , სანდროს ნაჯღაპნი იყო ნამდვილად. კალიგრაფიას რომ თავი დავანებოთ მის სიტყვებს და წინადადებებს ათიათასში გამოვარჩევდი . პასუხი იმ საღამოსვე მივწერე . „აუ სანდრიიიკ , გავგიჟდები გეფიცები, თანახმა ვარ მონაზონივით ვიარო ოღონდ აღარ მომენატრო. როგორ მყვარებიხარ შე ვირო შენ ! კარგად ვარ მეც , რა მაიმუნი ხარ საიდან იცი მე რას ვფიქრობ ჰა ? რატომ მაშინ არ მისმენდი რომ გეუბნებოდი მოეშვი აქეთ იქით ბოდიალს მეშინია რამე არ მოიწიოთქო?ა ხლა რომ ჩემს ფიქრებს იგებ მანდედან , რატომ მაშინ არ იგებდი რომ გეუბნებოდი. რას გიზამ რომ გამოხვალ იცი ჯერ მაგრად ჩაგეხუტები და მერე გირტყამ თავში. მაგრად მიყვარხარ ხო იცი არაფერზე იდარდო სულ შარვლებით ვივლი. არც მწერს არავინ დავჩანჩალებ მარტო ჩემთვის უნივერსიტეტში და ვარ ესე. მენატრები მაგრად და გკოცნი ბევრს. „ გავაცუცნულე მაშინვე ლევანთან და დავუტოვე რომ მეორე დღეს სანდროსთვის მიეტანა . ეს წერილები პირველი იყო, ამის მერე სულ მწერდა ის დარჩენილი დრო რაც იქ გაატრაა . ყოველი წერილი წინაზე თბილი იყო. სანდრო ძალიან შეიცვალა, ეტყობოდა მის ნაწერებს. ისეთი სითბო მოდიდოდა და სინანული რომ ვერც კი ვიჯერებდი. ნანობდა მაგრამ იმას არა რომ იქ იყო , იმას ნანობდა რაც ვერ გააკეთა და უნდა გაეკეთებინა სანამ გარეთ იყო. თითქოს რაღაცას მიხვდა .თითქოს იპოვა რასაც სულ ეძებდა , ბოლომდე მაინც არ მწერდა არაფერს. ვხვდებოდი მაგრამ რა მეკითხა? კითხვის ფორმასაც ვერ ვარჩევდი ... „ მარუს ........ მომენატრე გეხვეწები ერთი სურათი ჩამიდე რა წერილში პასუხს რომ მომწერ , მარტო რომ იყო ისეთი, ანა კი მიგზავნის რაღაცებს მაგრამ არ ჩანხარ ისე როგორც უნდა ჩანდე. აუ იცი რამდენ რამეზე დავფიქრდი რაც აქ ვარ ? ძაან ბევრ რამეზე, ვერ გეტყვი რომ ჩემი ცხოვრების წესი მთლიანად შეიცვლება მაგრამ მნიშვნელოვანს შევცვლი რომ გამოვალ. თუ გამოვედი როდისმე . :) მივხვდი რააა რაღაცებს. ადამიანები გადავახარისხე , ზოგი იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა ვიდრე მეგონა , სულ სხვა ვიღაც ყოფილა ჩემთვის. ხანდახან მაგრად ვცდებით ტოოო. ადამიანებთან მიმართებაში და თან არასწორ სახელებსაც ვარქმევთ . ხოდა უნდა გამოვასწორო დიდი ბიჭი ვარ უკვე . რა ხდება სააკაძეზე ხო არ გიჩმახებენ? ლაშას უთხარი თუ რამეა იცოდე მე რომ აქ რამე გავიგო ძაან გავბრაზდები, ლაშა სულ მანდ ტრიალებს და მოაგვარებს . ხო იცი ვინც ხარ ? ჩემთვის ვინ იყავი ხო იცი ? ხოდა ეხლა ეგ გააასმაგე და აი ეხლა ეგ ხარ !!!!!!!!! შეიცვლება ყველაფერი გპირდები, სულ ცოტაღა დარჩა და შეიცვლება . გკოცნი . ჭკვიანად !“ ეს წერილი დაახლოებით 10 ჯერ მაინც წავიკითხე. აზრი ვერ გამომქონდა, არა კი გამომქონდა მაგრამ რას გულისხმობდა ვერ ვხვდებოდი , ისეთი არავინ ყავდა სანდროს ისეთი რომ შემცდარიყო მასთან მიმართებაში, ან რას შეცვლიდა ისეთს რომ მეც შემეხებოდა. ვერაფერი გავიგე , მაგრამ რას დავეძებდი, ძლივს ვიპოვეთ მე და სანდრიკამ ერთმანეთთან კონტაქტის გზა. ეგეც მაბედნიერებდა . არ მყოფნიდა მაგრამ ამ ეტაპზე ეგეც ბევრი იყო. „ სან კარგად ვართ რავი ძველებურადაა ყველაფერი. აუ ეგ უარესი ყოფილა შენ რა გიჭირდა ,ლამის ლექციებზეც შემომყვეს ლაშუკა . არ იდარდო მოჩვენებასავით დავდივარ ისედაც ,ვეღარავინ მამჩნევს ისე მიჭირს აქ უშენოდ. ოოოჰ რას მოვესწარი სანდრო გოგოჭური ცხოვრებაზე ბრძნულად ამეტყველდა. მემგონი მოგიხდა შენ მანდ ყოფნა. მართალია ვერ მივხვდი რას ან ვის გულისხმობ მაგრამ , რომ ფიქრობ ეგ უკვე კაია. ანა ისე განიცდის ლევანი ამბობს მალე გამოვაო., სან დიდი ხანია უკვე მანდ ხარ მალე როდის მოვა აღარ ვიცი. ახლა მაინც დასერიოზულდი ბიჭო მოიყვანე ცოლი და მომანათლინე პატარა სანდროები , მე ვერ გავთხოვდები შენს ხელში და ალბათ არც პატარა მარიამები მეღირსება , შენ მაინც მაღირსე. გკოცნი მიყვარხარ !“ პატარ-პატარა წერილები იყო დიდი არცერტი, ან რა უნდა დამეწერა მეტი რომ დამეწყო მოთქმა ვუშველიდი რამეს? პირიქით უფრო ავანერვიულებდი... რას ვგრძნობდი ეგ რომ მეთქვა ეერთი კი არა 100 თაბახის ფურცელი არ მეყოფოდა. არადა გიჟივით მენატრებოდა. რა ერქვა ამ მონატრებას არ ვიცი, აქამდე მეგობრულად მენატრებოდა ხოლმე რუსეთში რომ მიდიოდა ერთი კვირით სულ ეკლებზე ვიჯექი მაგრამ ეს სულ სხვანაირი გრძნობა იყო ისეთი არა როგორიც მაშინ . ეგ მესმოდა კარგად , საერთოდ უკონტროლო ვიყავი , რომ ვხუჭავდი თვალებს მეფიქრებოდა და ვერ ვახერხებდი ყურადღების სხვა რამეზე გადატანას. როგორი მგრძნობიარე ვყოფილვარ ,მიკვირდა. არასდროს არავინ დამიკაგრგავს, ხმამაღალი განცხადებაა მაგრამ მართლა არავინ დამიკარგავს, ყველა ჩემთვის ძვირფასი ჩემს გვერდითაა ვერ ვეგუებოდი სანდროს გარეშე ყოფნას ვერც შევეგუებოდი. აი რა ერქვა ამ გრძნობას წარმოდგენაც არ მქონდა ! არც მიფიქრია მაგაზე პრინციპში , რას რა ერქვა ეგ მართლა უმნიშვნელოა, არაასდროს მიყვარდა ურთიერთობებისთვის და გრძნობებისთვის სტატუსების მინიჭება არ ქონდა დიდი მნიშვნელობა , მთავარი თვითონ გრძნობები და შეგრძნებებია, რას დაარქმევ მაგას დიდი აზრი არ აქვს . ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ გრძნობას ნებისმიერი სახელი დაარქვას, ყველა ადამიანი ხომ სხვანაირია და შესაბამიოსად მათ სხვანაირად უყვართ , სხვანაირად აღიქვამენ ნათესაობასაც და მეგობრობასაც . ზოგს გოგოს და ბიჭის მეგობრობის არ ჯერა, ზოგს თვითონ სიყვარულს და ზოგისთვის ყველაზე ახლო ნათესავი ყველაზე შორეულია . ჩემთვის სანდრო უფრო ბევრი იყო ვიდრე ნათესავები , ვიდრე მეგობრები . სიყვარულს რაც შეეხება არასდროს მიფიქრია , ერთი წამითაც არ დასულა ჩემს გონებამდე, ლალიკოს რომ ვესაუბრებოდი მცხეთაში მაშინ აღმოვაჩინე რომ სანდრო საოცრად სიმპატიური და მამაკაცური ყოფილა. გაზრდილა , აღარ იყო 15 წლის ბავშვი , ისეთი აღნაგობა ჰქონდა ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან. ლამაზი თვალები , არც ფერი ჰქონდა განსაკუთრებული არც ჭრილი მაგრამ ისეთი ლამაზი იყო მისი თბილი თვალები რომ როგორ შეიძლებოდა ქალს არ მოსწონებოდა. სახის ნაკვთები ერთმანეთის შესაბამისი, ავსებდნენ ერთმანეთს ზუსტად ისეთი იყო თითოეული მათგანი როგორიც უდნა ყოფილიყო. აღნაგობა კიდევ უფრო უკეთესი, მაღალი , დაკუნთული , ოღონდ არახელოვნურად , იმდენად ბუნებრივი იყო , ყველაფერი თავის ადგილზე ჰქონდა. ადვილი ხასიათების არ იყო , ცივი და მკაცრი მაგრამ ეგ იყო ზუსტად ყველაზე მიმზიდველი მასში , საოცრად მამაკაცური სანდრო გოგოჭური ! ან მანამდე რატომ არ მიფიქრია მაგაზე , ასეთი ფიქრები მცხეთიდან ჩამოსვლის მერე დადიოდნენ ჩემს თავში. გაიელვებდნენ ყოველ საღამოს მაგრამ რატომ მაინც ვერ ვხვდებოდი. რა შეიცვალა აქამდე თუ არ დავფიქრებულვარ მასზე ახლა რატომ მიელავდა თავში მისი მამაკაცურობა . -სად ხარ გოგო -ანი შენ ხარ ? ჩემს ოთახში ვარ -ჰა რას შვრები აბა ? -ნატუკა შენც აქ ხარ ? აბა ვერ მოვალო? მოამტყუე დამპალო -არა გოგო აღარ წავედი ლექციაზე მომენატრე , თან რაღაც ვერ ხარ ამ ბოლო დროს -აუფ გიკვირთ ხო? თქვენ რა ეგრე არ ხარ თ? - ჩვენ ? ჩვენ სანდრო გვენატრება და გვანერვიულებს და შენ ? -და მე არ უნდა მანერვიულებდეს? აუ მიდი და ყავა გააკეტე გხევწები ნატა შენ გეუბნები ანა ხანძარს გააჩენს სახლში. -კი უნდა განერვიულებდეს მაგრამ მგონი ჩვენზე მეტადაც განერვიულებს. -ვაიმეეე რატომ შემჭანმეთ?> რატომ არ გესმით რომ მაგ ადამიანის გარეშე ერთი წუთი არ მახსოვს და ეხლა უკვე თვეებს ვითვლი , დედასგაფიცებ რატომ მახსნევინებ ანა? შენც ხომ ჩემთან და სანდროსთან ერთად ხარ სულ არა ? ან ნატუკას რაღა უნდა , მთელი ბავშვობა ერთად გავქვს გატარებული აი ამიხსენით რა გიკვირთ? - შენ მემგონი ვერაფერს ხვდები და ნეტა როდისმე თუ მიხვდები. დაგირეკა რაც იქაა? -არა მწერს სულ თან . მიმოწერა გავქვს თავი 19 საუკუნეში მგონია . -გწერს ? -ხოო -მერე რატომ არ გვეუბნები ? ან არ გვაკითხებ რას გწერს ეგეთს. -აი მანდ დევს კარადაში და წაიკითხეთ იქნებ მერე მაინცშემეშვათ. დიდი გულსიყურით ჩაუსხდნენ გოგოები მოწერილ წერილებს , მიწერიელბს ვერა ის სანდროსთან იყო. -ნაატ აი ეს მონაკვეთი მომწონს ყველაზე მეტად ჩემი ძმა რაღაცების შეცვალს რომ აპირებს. არა ესეც კაია ზოგიერთი უფრო მნიშვნელოვანი ყოფილაო და ესეო და ისეო .ნიშნის მოგებით შემომხედა ანამ და ნატას მიკრა ხელი.ერთი შეხედე რა შტერია ეს გოგოვო-ზუსტადა სეთი თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს -აუ ეგ მეც ვერ მივხვდი ვის გულსიხმობდა? მაგრამ სანდდროს რას გაუგებ -ვაიმეე ღმერთო გაძლება მომეცი ეს გოგო დებილია გეფიცები -ანა რა გინდა ? - დებილი ხარ შვილო ,დებილი .სერიოზუალდ დებილი. -მორჩით რა ყავა არ გაკეთდა? ადუღდა წყალი უსტვენს არ ეგსმის ? მიდი არ ოღონდ უშაქრო. -ოოო როდის მერე ? -გოგო 3 კილო მოვიმატე , უნდა დავიკლო, მაწუხებს -აჰა სანდროს გამოსვლამდე ფორმაში უდნა ჩადგე ? -რა ფორმაში ქალო აღარ დარჩება არაფერი , ისედაც გახდა ვერ ხედავ იმდენს ნერვიულობს შენს ძმაზე. -არა გოგო მომატებული მაქვს ხო გეუბნები სამი კილო. -რომ მომკლა უშაქრო ყავას ვერ დავლევ , რა გასმევს წიწაკაზე მწარეა.. უკვე 8 თვე გავიდა რაც სანდრო არ მინახავს . ძირითადად ჩემს დღიურს ვესაუბრებოდი სანდრიკაზე . ანასთან და ნატასთან რომ რამე მეთქვა მაშინვე გაურკვევლად დაიწყებდნენ ლაპარაკს. უკვე მაგისი ნერვებიც არ მქონდა . გავავსე სამი ბლოკნოტი, ამდენი კონსპექტებიც არ მიწერია აბიტურიენტობის დროს. არც ლექციებზე ვიკლავდი მაინცდამაიცნ თავს. ვწერდი სულ ვწერდი. არ ჩავკეტილვარ ჩემს თავში, ისევ ისეთი ვიყავი მაგრამ დღიურებს მაინც ვწერდი. ეგ იყო ზუსტად უცნაური რომ არ გამოვხატავდი გახეთქვაზე რომ მქონდა გული. ემოციური ვარ და საერთოდ არასდროს ვერიდები ემოციების გამოხატვას , მაგრამ ახლა ნამვილად არ მქონდა სურვილი გამომეხატა. ამასობაში ამოიწურა ეს 9 თვეც მაგრამ მაინც არაფერი შეიცვალა. ახალი საქმე აღძრა პროკურატურამ. „არ უშვებენ , იციან პატრონი ყავს და ფულს ჩავაყრით თუ საჭირო იქნებაო,“ ამბობდა ლევანი და მგონი მართალიც იყო. ფულის პრობლემა არ იყო გადავიხდიდით რამდენიც საჭირო იქნებოდა მაგრამ ძიებაში იყო საქმე და გირაოს ვერ გადავიხდიდიდთ სანამ არ გამოიტანდნენ განაჩენს, რომელსაც ვერ გამოიტანდნენ თუ არ დაამტკიცებდნენ ყველა ბრალდებას. ისეთი ახლართული იყო ყველაფერი. ნერვები მეშლებოდა უკვე მერამდენედ ვისმენდით სასამართლოზე ამ ყველაფერს. სანდრო გახდა . შეიცვალა. ალბათ ვერ ჭამს , არ მოსწონს ის საჭმელი, ისედაც საშინელი მჭამელია, ძალიან არჩევბს საჭმელებს , ყველაფერს არ ჭამს და ალბათ როგორ უჭირს იმ სალაფავის ჭამა. გასაპარსიცაა, ალბათ ხალისიც არ აქვს რომ მოიწესრიგოს თავი, არც თავისი სუნამოებია ქვს იქ და რა ქნას. ! ჩემი ბიჭი! ვუყურებდი სანდროს და ვფიქრობდი, სასამართლო დარბაზში ერთი ამბავია მე კიდე სანდროს წვერზე ვფიქრობდი. რატომა ქვს ნეტა გასაპარსი! კი უხდება უფრო მამაკაცურია მაგრამ სულ იპარსავდა , რადგჰან ეხლა ასეეა ალბათ ძალიან ცუდადააა ! ჩემი ბიჭი! საოცარი აზრები მიტრიალებდა თავში. მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ მასზე ვდარდობდი.ადვილი მისახვედრი და წარმოსადგენია. კიდევ ერთი წერილი მოვიდა და სახტად დამტოვა. „ როგორ ხარ ? აი ამათი დედა მე ! გარეთ მინდა შენთან მინდა , აღარ შემიძლია ასე ჯდომა უშენოდ ! არ აქვს მნიშვნელობა თვალგახელილი ვარ თუ თვალდახუჭული შენ ხარ ყველგან , აი ვაფშე ყველგან. შენს გამო მინდა გამოსვლა მე ამათი ჯიში..... ამას მერჩივნა ვეცემე ან მოვეკალი ბოლობოლო. რომ ვერ გნახულობ ჯოჯოხეთია , იმ ქვეყნად კი არა ამქვეყნად მომიწყვეს ჯოჯოხეთი. მაგრად მენატრები გჯერა ? აი ვაფშე ყველაზე მაგრად . არც მზე მინდა არც ჰაერი, არც წყალი მინდა , სულ რომ არ ვნახო მზის სხივი თუ ჩემთან იქნები თანახმა ვარ , ყველაფერზე. ბედნიერი კაცი ვყოფილვარ აქამდე რომ მანდ ვიყავი და გხედავდი. ეგ ყოფილა ცხოვრება და მე კიდე არ ვიცოდი . ყველაფერი მქონია და იმაზე კიდევ მეტი ვიდრე უნდა მქონოდა. სულ თემებში ვიყავი , სულ ვდვიჟენიობდი სულ აქეთ იქით ვიყავი და იცი რაზე დავფიქრდი>? აქამდე გოგო არ მყოლია! შენს მეტი არავინ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, აბა დაფიქრდი შენც ხო იცი ჩემი ცხოვრება , არც ისეთი დიდია მაგრამ ეს 25 წელი ხომ შენც იცი , გახსოვს ჩემს გვერდით გოგო? ვინმეზე მითქვამს მიყვარსთქო? არ მითქვამს! შენ გეუბნებოდი მარტო . სხვანაირად გეუბნებოდი ,სხვა აზრით მაგრამ ეს დედანატირები მე მართლა მიყვარხარ . სხვანაირად და ესე და ისე არ ვიცი მე შენ მიყვარხარ და არ შემიძლია უშენოდ რა ნეტა შემეძლოს ერთხელ მაინც მენახე ! არ შეიძლება ჩემი გვარის იყო? ლევანს ვეხვეწები უკვე 9 თვეა რამე მომიხერხე შემომიყვანე მეთქი მაგრამ ვერაფერს შვრება . არ მაძლევენ უფლებას რომ გნახო ან ვინ არიან რომ მიწყვეტავენ როდის ვნახო ჩემი გოგო და როდის არა . გავრეკე ტოოო, აქ ყოფნით გავრეკე იმიტომ რომ უშენოდ ვარ ! ნეტა უნდა წგერდე თუ არა , არც ეგ ვიცი შენთავსვფიცავარ , თუ უნდა გეუბნებოდე, სულ დაიბნევი ვიცი , მაგრამ ხომ გითხარი გავრეკე ! მაგრად მიყვარხარ და ვაფშე ყველაფერი ხარ ჩემთვის, ჩემი გოგო ხარ . გკოცნი, არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება . კიდევ მინდა სურათი , ის არ მყოფნის თან ძველია, ყველა წერილს რომ გამოაყოლო შეგიძლია? ახალი სურათი მინდა სულ ახალი, წერის მომენტში გადაღებული. ველოდები იცოდე ამ წერილებით და სურათებით ვძლებ გეფიცები. გკოცნი. „ ეს რა იყო? ეს იყო? თუ არ იყო ან რა იყო??? რამდენი კითხვისნიშანია, მაგრამ სხვა არაფერი ტრიალებდა ჩემს თავში. ვიცოდი რომ ვუყვარდი მაგრამ მეც ისე ვიცოდი როგორც ის მეუბნებოდა ხოლე . როგორც ყველამ იცოდა მეც ისე ვიცოდი. მეც ისე მიყვარდა . ყოველშემთხვევაში ასე მეგონა . მაგრამ ეს სხვანაირად იყო? თუ არ იყო? ახლა რომ ვკითხო დამიკონკრეტებს? გამცემს პასუხებს? იქნებ ის მიპასუხოს რისი მოსმენაც არ მინდა? მაგრამ ისიც არ ვიცი რისი მოსმენა მინდა ან არ მინდა. ავიღე კალამი და დავიწყე. არაფერი მიკითხავს, არაფერი მიიწერია ისეთი თითქოს არც წამიკითხავს მისი წერილი ისეე გავაგრძელე მიმოწერა.მოვუყევი რაც მოსაყოლი მქონდა , ცოტა ვიხუმრე კიდეც. მხოლოდ სურათები ჩავდე ერთი კი არა რადმენიმე და მიყვარხართქო მივაწერე წერილს ბოლოში. ჩემი „მიყვარხარ „ ზუსტად ისეთი იყო როგორიც მისი . გაუგებარი. ამ წერილიდან ერთ თვეში არდადეგები დაიწყო და გადავწყვიტე ცოტახნით მონასტერში ავსულიყავი. ორი კვირით ვგემავდი. ჩემს სულ ნამდვილად სჭირდებოდა . სულსაც , სხეუსლაც, გულსაც და გონებასაც. თორემ უკვე ჭკუიდან გადაბდიოდი ვგრძნობდი რომ ისტერიკები მემართებოდა უკვე და კლინიკაში გავხდებოდი დასაწვენი დ,ისევ მონასტერში მერჩივნა წასვლა. დედა მარიამთან, დედიკომ მის საპატივცემულოდ დამარქვა მარიამი. ჩემი ნათლია და დედას მეგობარია. ჩვენი ოჯახისწევრი , მხოლოდ ჩველი ოჯახის არა , სანდროსი , ნიკუშასი, ლაშასი და რეზისიც. დედაოს მზის სხივი შემოჰქონდა ჩვენს ოჯახებში, სიმშვიდე და ბედნიერება. საოცრად გვაბენიერებდა მისი ჩვენთან ყოფნა. სანდრიკასთანაც შედიოდა ხოლმე მის ციხეში ყოფნის პერიოდში. ტელეფონდა დამირეკა დილით ანა იყო. -როგორ ხარ ჩემო ლამაზო ? -კარგად ანა შენ ? მომენატრე გოგო -მეც პატარა მაგიტომ გირეკავ . გვეშველა მარი გვეშველა? -რა გვეშველა გოგო , -გვეშველააა ა,დამიმარცვლა ანიმ თითქოს ქართული არ მესმოდა. -აუუფ რა იყო სანდრო გამოვიდა ? თუ არადა არაფერიც არ გვეშველა. -ხვალ გამოდის -რააა? -ხო - აუუუ თუ მატყუებ იცოდე დავივიწყებ რომ მონასტრის ეზოში ვზივარ და -არ გატყუებ , ხვალ ამოვალთ და პირდაპირ ციხეში წავიდეთ ხომ წამოხვალ? -კიიი აბა რას ვიზამ , ვეტყვი დედაოს და ხვალ მოდით მაშინ , ვაიმე არ მჯერა მართლა? რატომ აქამდე არ მითხარით? -გუშინ საღამოს გავიგეთ ლევანმა არ გვითხრა სანამ არ დარწმუდნა. -ეე რანაირად გამოყავს >? რა მაგარია ლევანი ბიძია ვაიმე არ მჯერა. -რომ ჩამოვალთ აქ მაგაზე მერე ხვალისთვის მოემზადე გავთიშეთ ტელეფონი და ისე გავაგრძელე დღე ვითომც არაფერი. რა ვქნა არ მჯეროდა , სანამ არ შევეხებოდი მანამდე ვერც დავიჯერებდი. დედაოს კი ავუხსენი ყველაფერი და ისე გაუხარდა , მიკვირდა კიდეც რა უხარიამეთქი, ვერ ვიაზრებდი რომ სანდრო გამოდიოდა ზედმეტად გადაღლილი იყო ჩემი გონება რომ გაეაზრებინა. დილით დამირეკა ანიმ და მითხრა სადაც იყვნენ გაჩერებულები. გამიკვირდა რატომ მონსტერთან არ მოდიან მეთქი მაგრამ ჩავუყევი გზას და გზის პირზე სანდროს მანქანაა დავინახე. მივუახლოვდი და სანდრო იჯდა. მარტო სანდრო სხვა არავინ, არც ანა , არც ნატა არც ბიჭები ან დედა და მამა . მარტო სანდრო იჯდა . გადმოვიდა მანქანიდან და ჩემსკენ წამოვიდა. ვიდექი გაშეშებული და წარმოდგენა არ მქოდნა რას ველოდებოდი, რატომ არ მივრბოდი გაგიჟებული და ვახტებოდი როგორც აეროპორტში რუსეთიდან რომ ჩამოვიდოდა ხოლმე ,. ... დებილი დასჯილი ბავშვივით ვიდექი და ველდოებოდი როდის მოვიდოდა. არადა მეც თუ გავიქცეოდი უფრო მალე არ ვნახავდი? უფრო მალე არ დამთავრდებოდა ეს არაადამიანური დღეები? დათავრდებოდა მაგრამ ვერ ვმოძრაობდი ძალა არ მქონდა. ფეხებს ვერ ვგრძნობდი. მოვიდა და დადგა ჩემს წინ. ისიც იდგა ასე გაშეშებული. -სანდროოოო ვთქვი თუ არა მაშინვე ჩამეხუტა, ჩემზე ბევრად მაღალი იყო ჩემი ბიჭი და ისე დამითრია ხელში თითქოს ბუმბულის ბალიში ვიყავი. ამწია და ჩამეხუტა. სასაცილოა ალბათ მაგრამ მართლა გაჩერდა დედამიწა,დროც კი გაჩერდა . გაიყინა ამ მომენტზე . ჩავადნი მკლავებში და სულ ფეხებზე მეკიდა რატომ ან როგორ . მნიშვნელობა ჰქონდა ყველაფერს დაკარგული. დედამიწაც კი ატირდებოდა ამ სცენის შემხედვარე . ალბათ ტიროდა კიდეც . ყველაფერი ტიროდა , ჩიტები, ხეები, ბალახი, ცხოველები, ყველაფერი ტოროდა სიხარულით და ბედნიერებით, ალბათ ასე იყო ! რომ მოვშორდი ხელები სახეზე მომკიდა და თვალებში ჩამხედა , წარმოდგენა არ მაქვს რისი დანახვა უნდოდა და რა დაინახა მაგრამ გამიღიმა -მომენატრე -მეც მომენატრე -ჩემი პატარა ხარ ! ხო ხარ ? -ხო ვარ ! -სერიოზულად -ხოო სერიოზულად. -არ მჯერა რომ გიყურებ, გამხდარხარ! -არც მე მჯერა სანდრო რომ გეხები არ მჯერა შენც გამხდარი ხარ გამიღიმა ისევ -არ წავალთ?ვკითხე ბოლოს ისევ მე უკვე დიდი ხანი იყო ასე ვიდექით გზის პირას. -გინდა წასვლა? -და რომ არ მინდოდეს? -რომ არ გინდოდეს გავიქცეოდით აქედან -შენები მერე >? -მაშინ წავიდეთ -კაი ჩავსხედით მანქანაში და წავედით. მთელი ზგა ჩუმად ვიყავით, გამომხედავდა 5 წუთში ერთხელ, მეც გავხედავდი ხოლმე თითქოს ვამოწმებდით ერთმანეთს მართლა იქ ვიყავით თუ არა . მის სახლში რომ მივედით დიდი სუფრა დაგვხვდა გაშლილი, ყველა მის გარშემო ისხდა მხოლოდ ორი სკამი იყო ერთმანეთის გვერდიგვერდ ცარიელი , ჩვენ გველოდებოდა ეს ორი სკამი. ისე იყო ყველაფერი, წყვილი რომ გაიპარება და სახლში დაბრუნებულებს სუფრა რომ დახვდებათ მათ საპატივცემულოდ. ხელიხელჩაკიდებულები შევედით სახლში . გასაკვირი იყო რომ არავის გაკვირევბია არაფერი, ასე უნდა ყოფილიყო თითქოს ყველაფერი, თითქოს ასე უდნა ჭეროდა სანდროს ჩემი ეერთი ბეწო ხელი , ის ორი სკამიც თითქოს სპეციალურად იყო ერთმანეთის გევრდიგვერდ შენახული, ასე იყო დაკანონებული რომ მე და სანდრიკა ერთად უნდა ვმსხდარიყავით და არც არავის უკვირდა , ისინი ასე თვლიდნენ საჭიროდ , მათთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო , მაგრამ ჩემთვის არა ! ისევ დიდი გაურკვევლობა იყო ჩემს გარშემო მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს გარშემო. ყველა გარკვეული იყო ყველაფერში. სანდრიკაც. მე ვიყავი მარტო ასე დაშტერებული. ხელი ეკიდა მთელი საღამო არ გაუშვია, ხელს გადამხვევდა მიმიხუტებდა მერე გამიშვებდა და ხელს მკიდებდა, თავის ფეხზე ედო ჩემი ხელი და ხელს უჭერდა . გეგონება ეშინია არ გაიპაროსო, ამოწმებდა ნამდვილად ჩემი ხელი იყო თუ არა , ვგრძნობდი იმიტომ რომ პერიოდუილად მომიჭერდა ხოლმე და მერე ისევ მოადუნებდა. დათვრა სანდრო და ისე დატკბა რომ მართლა ვეღარ აკონტროლებდა უკვე ევრაფერს. მამას სთხოვა ამაღამ აქ დატოვეთო და არც არავინ შეწინაარმდეგებია, ისედაც მქონდა ერთი ოთახი ამ სახლში, ანასთან ვატარებდით მე და ნატა ღამეების უმეტესობას. კანონი იყო ასეთი , ანასთან ვრჩებოდით სულ. ერთი ოთახი გვქონა გამოყოფილი, მე და ნატას ერთი დიდი ორსაწოლიანი გვედგა ლამაზი ოთახი იყო ანამ საგანგებოდ მოაწყო . დაიშალა ყველა, ქეთი აალაგებას შეუდგა , ჩვენც ვეხმარებოდით სანდრომ ხელი რომ მომკიდა და გარეთ გამიყვანა , მოვალთ მალეო დედამისს დაუბარა და გავედით. გასაღები მესროლა თავისი მანქანის მე მთვრალი ვარ ვერ დავჯდებიო მეც დავემორჩილე. -სად მივდივართ? -წყნეთში ჩემს აგარკზე -იქ რა გვინდა სანდრო არ დაიღალე მაინც დაგესვენა ცოტა ან მარტო რა უნდა ვაკეთოთ იქ -მიდი რა ნუღარ მეკითხები ხომ იცი მისამართი -კი როგორ არა რა დამავიწყებს მაგ სახლს . ავედით აგარაკზე და სახლში შევედით, ჩაბნელებული სახლი ერთიანად გავანათეთ. დაჯდა დივანზე და დაჯექიო მანიშნა. -გახსოვს წერილი რომ მოგწერე ? -ყველა წერილი მახსოვს სან შენ რომელზე მეუბნები? არადა გადასარევად ვიცოდი რომელზეც მეუბნებოდა - ბევრი მიყვარხარ რომ ეწერა ის -ხოო მახსოვს -მერე ? -რა მერე ? -დაიბენი და ვერაფერი გაიგე ხო? -ხოოო -ზუსტად ისე გაიგე და გაიაზრე როგორც მოგწერე , იცოდე არც მეტი არც ნაკლები , მიყვარხარ , ჰო ეს მეგობრობა ,და-ძმობა და იტოკში ეს ჩვენი ამბები ვიცი მარა მივხვდი რომ მაგრად მიყვარხარ და საერთოდ არ ხარ ჩემი და ! -სანდროოო -რა სანდრო ასე რატომ მიყურებ , არასდროს გეტყოდი ალბათ იმიტომ რომ ვერც მივხვდებოდი რომ არ დავეჭირე იმ ნაბო*****ს მაგრამ დამიჭირეს და უშენოდ კინაღამ ჭკუიდან გადავედი. მივხვდი რა არ ხარ შენ ჩემი და და ვსოო. მე კაცი ვარ და შენ ქალი და მიყვარხარ ,მორჩა მანდ , მ ი ყ ვ არ ხ არ , ვინც გინდა რაც გინდა ის თქვას ეგრეა მაგრად ყველაფერი მე შენთან მინდა. მიპასუხე რამე თორე გავგიჟდები ეხლა ნუ მიყურებ ეგრე არ გავგიჟებულვარ მიყვარხარ -იცი მონასტერში რატომ წავედი? იმ წერილის გამო. ვერ ვარჩევდი როგორ მიყვარდი და-ძმურად თუ ისე როგორც შენ . -მერე ? გაარჩიე? -ჰოოო გავარჩიე მიყურებდა თვალებში და თვალებს კი არა კითხვისნიშნებს ვხედავდი , ელოდებოდია როდის ვუპასუხებდი და ღმერთო როგორ მიჭირდა პასუხის გაცემა იმიტომ რომ იგივეს ვგრძნობდი რასაც ის და მეშინოდა თქმა, როგორ უნდა მეთქვა არ ვიცოდი , მეხამუშებოდა იმდენი ხანი ვეძახდი ძმას რომ ვერ ვეუბნებოდი , მეგონა ვცოდავდი და ვაშავებდი -რისი გეშინია მარი, ვიცნობ ამ გამომეტყველება ს, გეშინია ვხედავ რომ გეშინია , ჩემი როდის მერე გეშინია ნუ გადამრევ -არ ვიცი სანდრო მეშინია -რისი გოგო რისი გეშინია მე არ დამკარგავ რაც გინდა მიპასუხო მაგისი თუ გეშინია არ დამკარგავ არასდროს სულ შენი სანდრო ვიქნები ვიცი რომ გიყვარვარ მაგრამ ჩემ კითხვას სხვანაირი მიყვარხარ უნდა ისეთი არა როგორიც აქამდ ეიყო -ზუსტად მაგისი მეშინია სანდრო ამდენი ხანი ვამბობდი ეგეთ მიყვარხარს და ეხლა სხვანაირი რომ გითხრა სამყარო მაპატიებს ? -გინდა რომ მითხრა ? -ჰოო მინდა მაგრამ ვერ გეტყვი არ შემიძლია ! მართლა არაფრის თქმა შემეძლო, მარტო ღმერთმა იცოდა როგორ მინდოდა მეთქვა და როგორ ვერ ვეუბნებოდი. ადვილი არაა ასე ერთბაშად შეცვალო ყველაფერი , გუშინ სხვანაირად იყო და დღეს სხვანაირად ვერ იქნებოდა. არც ისეთი მარტივი ადამიანი ვარ რომ წამდაუწუმ ვცვალო ჩემი ცხოვრება და ერთი ხელის მოსმით გადავეწყო ახალ ტალღაზე. კი მიყვარდა მაშინ მივხვდი ზუსტად მონასტრიდან მიმავალ გზაზე მანქანით რომ დამხვდა. რომ გადმოვიდა , ჩემსკენ წამოვიდა და ჩამეხუტა , მისმა შეხებამ შემაჟრჟოლა, ისეთი არ იყო როგორიც ადრე, ადრე ასე არ მაღელვებდა მისი შეხება. არასდროს შემხებია სხვა მამაკაცი და ვერ ვადარებდი ვერაფერს , უბრალოდ მივხვდი რომ ეს ის აღარ იყო რაც ადრე . მაშინ მივხვდი რომ სანდრიკა უბრალოდ სანდრიკა არ იყო, ჩემი სისხლის მწოველი , წურბელასავით იყო ადრე , ჭკუიდან გაადავყავდი, სისხლს მიშრობდა , მაგრამ ეხლა მაღელვებდა, მაჟრჟოლებდა, მაწითლებდა კიდეც . ჩემდაუნებურად ვეპრანჭებოდი, რომ შემომხედავდა ისეთი თვალები მიხდებოდა , თვითონაც კი ვგრძნობდი , რომ სხვანაირი ვხდებოდი, რა შეიცვალა ამ თვეების განმავლობაში ასეთი , რა და მისი წერილი და მისი სიტყვები , სულ თავში მიტრიალებდა . იმიტომ გამოვიქეცი მონასტერში , იმიტომ დავეძებდი სულიერ სიმშვიდეს, რომელიც არასდროს მაკლდა. ამხელა კაცი , კაცი იყო უკვე აბა რა იყო, ამდენი ჰქონდა გამოვლილი 25 წლის ასაკში, რომელსაც დარწმუნებული ვარ ციხე არასდროს აშინებდა , იმიტომ ცხოვრობდა ეგეთი ცხოვრებით რომ არაფრად მიაჩნდა ის ოთხი კედელი, სულ იცოდა რომ ერთხელაც იქნებოდა ეგ დღეც დაუდგებოდა , პანიკაში იყო , გიჟივით ჩქარობდა გამოსვლას, ვერ ვძლებ უშენოდო იმეორებდა წერილში , კვდებოდა , ჩემი გულისთვის კვდბეოდა. მაშინ ჩამეღვარა გულში რაღაც,მისი ტკივილით ამტკივდა . ოთხკედელში არ ვიყავი , თავისუფლად შემეძლო მესუნთქა მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავდა , მეც ისევე ვიგუდბეოდი როგორც ის . ციხეში ვიყავი ზუსტად ისე როგორც ის. იჯდა და მიყურებდა, მერე თავი ჩაღუნა დაბლა და იჯდა ასე ხმას არ იღბდა. -არ გიყვარვარ , რომ გიყვარდე მეტყოდი. არადა სულ სხვანაირად ჩანს შენი თვალები აქედან . რომ არ გიცნობდე ვერ მივხვდებოდი მაგრამ გიცნობ მარი.! ისიც ვიცი რომ არ ხარ ისეთი სხვას ფიქრობდე და სხვას აკეთებდე, ასე დაგაბნიე ? ასე აგრიე? ისევ ისე იჯდა . ფიქრობდა რა ექნა აშკარად ვერ ხვდებოდა რა ეთქვა ან რა გაეკეთებინა , იცოდა რომ არ უნდა ვეწამებინე მაგრამ რა იცოდა რომ უკვე მაწამებდა, და ვერაფერს იზამდა ისეთს რაც გამომიყვანდა ამ მდგომარეობიდან. -სულ უცხო რომ იყო არ გამიჭირდებოდა პასუხი სანდრო მაგრამ შენ ხარ ! სანდრო ხარ. ასეთი ადვილი არაა ყველაფრის შეცვლა , ეს ცხოვრებაა გესმის? ჩვენს ცხოვრებას ეხება, უცბად ვერ დავატრიალებთ პირიქით. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ცხოვრებას. -მე თუ არ მინდა უშენოდ ეს ცხოვრება? -უჩემოდ არასდროს იქნები , მაგაზე თუ დარდობ რომც მოვკვდე მაინც ვერ ვიქნები უშენოდ .... -მაშინ რა ხდება? თუ ერთნაირ აზრზე ვართ და ერთნაირად ვგრძნობთ? ვიჯექი და ხმას არ ვიღებდი , მიმიხვდა ჩემი სანდრიკა, როგორ მიჭირდა ნებისმიერი სიტყვის , წინადადების თქმა როგორ მიძნელდებოდა , -კაი იყოს ესე . დაიკიდე შენ იყო კარგად დანარჩენის დედაც*******ნ. იყოს ესე. წავიდეთ? წავედით. -ხვალ რუსეთში უნდა გავფრინდე. რომ ჩამოვალ გნახავ დაგირეკავ მანადე იქიდან . მიდი ეხლა შეცუნცულდი სახლში -რუსეთში რატო? -საქმეები მაქვს -ეხლაღა გამოხვედი ცოტა მაინც მოგიწყინოთ -ასეა საჭირო ასე ჯობია , მალე ჩამოვალ დიდიხანს ვერ გავძლებ -მალე რამდენ ხანში? -მალე მალეა ზუსტად არ ვიცი , ჰა მალე ანა გელოდება გამწარებული. შევედი სახლში და მეორე დილით დაიწყო ეს მალეც! ყველა დღე მალე იყო , მირეკავდა ისევ ისე მელაპარაკებოდა როგორც ადრე მაგრამ მაინც არ ჩამოდიოდა. -დეეე რას შვრები? -აუ დეე სამსახურის დაწყება მინდა რაა . -რატო გაკლია რამე? -არა დე ფულში გამო იმდენად არა დრო რომ ამქვს თავისუფალი ეგ არის მთავარი მიზეზი -სანდრო რას შვრება? -რავი მირეკავს თითქმის ყოველდღე -მარიაამ რომ არ ვიღებთ ხმას არ ნიშნავს რომ ვერ ვხვდებით -რას ნათი ? -სულ გვეგონა ორივე ოჯახს რომ შენ და სანდრო ერთად იქნებოდით -რაო ნათია? ეგ რაღაც ახალია? -არა დედა , განა ვერ ვატყობდით რომ უყვარხარ. დიდი ხანია უკვე ეტყობა , ჩვენც ვიყავით თქვენი ასაკის და ჩვენც სიყვარულით გავთხოვდით და დავქორწინდით ,ვიცით რა ხილია -მოიცა თქვენ დიდი ხანია მაგაზე ლაპარაკობთ? ქორწილიც ხო არ დაგეგმეთ უკვე ? ნათი ნუ მელაპარაკები ეგრე რაა, რა შერყვარებულობანა აგიტყდათ , ერთად გავიზარდეთ. - არ ხართ ნათესავები თქვენ დედა , არც და-ძმა ხართ.ერთად გაიზრადეთ მაგრამ ერთმანეთზე უკეთესები ხართ ორივე და იზიდავთ ერთმანეთს, ეგ არავის გაუკვირდება. არაფერს შეცოდავთ მაგით. -ნათიააა -რა ნათია მარი , არაა მთლად სასიძოდ მოსაწონი, შეიძლება მთელი ცხოვრება მაგისმა ციხეებმა და ჩხუბებმა დაგტანჯოს, ვიცი ეგ ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და სულ სხვანაირი მინდოდა შენთვის მაგრამ რასაც მე ვხედავ სხვანაირად ვერ იქნება გარდაუვალია. -აუუუუუ წავედი მე დედა. ნათი გაამახსენე ერთი როდის გვიჭორავია მე და შენ ჩემს ბიჭებზე? ან სიყვარულებზე ან რამე მსგავსზე? მე გაგახსენებ არასდროს. -ხოო სანდროს ელაპარაკები მააგაზე -აუუ ნათიაააააა -თუ არ დაურეკავ და ეტყვი ჩამოდიო არ ჩამოვა იცოდე -კარგად დეე გკოცნი -მოდი გოგო ჭამე მაინც სად გარბიხარ ახლა მოხვედი. აღარც ვუპასუხე ისე გავიხურე რკინის კარი და უმისამართოდ წავედი. არც კი ვიცოდი დედაჩემს ჩემთან სიყვარულზე ლაპარაკლი თუ შეეძლო. არასდოს ვყოფილვართ დაქალები. ვერც ის წარმომედგინა ასე გაგებით თუ მოეკიდებოდა თავისი ერთადერთი შვილის გრძნობას და სანდრონაირი კაცის არსებობას ჩემს ცხოვრებაში, როგორც კაცის და არა როგორც მეგობრის ან ძმის . -ყველა ეხლა გაგიჟდა, ასე მეტყობა რომ მიყვარს ? მამაჩემი ალბათ მზითვს მიმზადებს უკვე . სასწაულია პირდაპირ. პირველი ერთი კვირა უსანდროობას შედარებით მარტივად ვუძლებდი. იმ დროის მერე რაც ციხეში იყო ეს კიდევ უფრო მაგიჟებდა. მეორე კვირა რომ დაიწყო არაადეკვატური გავხდი უკვე. ვერ ვჭამდი, ლუკმა არ გადამდიოდა ყელში, მინდოდა რომ დაბრუნებულიყო, ან რისთვის გავუშვი რა ცხოვრებისუელი ფილოსოფია ამიტყდა ამ ყურებამდე შეყვარებულ გოგოს ! პირველად გული რომ წამივიდა ვეხვეწებოდი ყველას სანდრო რომ დაეკავს არაფერი უთხრათ თორე მართლა მოვკვდბეითქო. ანა ძლივს დავაოკე ,მაგრამ გაჩუმდა. არაფერი მჭირდა უბრალოდ სუსტად ვიყავი , გამოვიფიტე, ერთი რინგერის გადასხმა და სახლში ვიყავი უკვე. მეორედ სანდროს ყურადმეც მიაღწია და რომ დამირეკა უცბად არაც მომაფიქრდა ის ვუთხარი . -არაფერი მჭირს უბრალოდ გონება დავკარგე ქალური ამბებია ნუ ამახსნევინებ ტეხავსთქო და დამანება თავი. ისევ ერთი გადასხმით გამოვძვერი ოღონდ ამჯერად ვიტამინებიც დაუმატეს რინგერს რომ ავმდგარიყავი და აი მესამე გულის წასვლა და გაცეცხლებული ანა ერთი იყო მომაჩეჩა ტელეფონი და მიბრძანა ეხლავე დაურეკე და უთხარი ჩამოვიდეს თორე მე ვეტყვიო. ისეთი სერიოზული იყო ანა ვიცოდი დაურეკავდა, იმდენად მინდოდა ჩამოსულიყო , იმდენად ცუდად იყავი უკვე რომ დავურეკე. -ჰოუ მარუს როგორ ხარ -ისევ გადასხმაზე ვარ მიერთებული -ეეე მეორეა ეგ უკვე რა გჭირს გოგო? - მესამეა მეორე აარა და ჩამოდი რაა -რაა? -ხოო ჩემთან ჩამოდი -შენთან? -ხოო ჩემთან . ჩამოდი და აღარ წახვიდე გეხვეწები არსად არასდროს. -ხო კარგად ხარ მოხდა რამე? -სანდრო ! ჩამოდი , ჩამოდი გეხვეწები. -რაღაც ხდება ხო? მაგიტომ ბლუყუნებს ანა ტელეფონზე შენზე რომ ვეკითხები? -ჩამოდიიიიიიი -სანამ ჩამოვალ გავსკდები რა ხდება მითხარი -ჩამოდიიი, მალე ოღონდ რაც შეიძლება მალე - ვაახ ჩემი !!!!! კარგი , ეხლავე წამოვალ გათიშა ტელეფონი და წამოვიდა მართლა. არ იცოდა ზუსტად რატომ ვთხოვდი მაგრამ მე ვთხოვდი და როგორ არ წამოვიდოდა. ალბათ პირველივე რეისზე გამოფრინდა იმიტომ რომ მალე ჩამოვიდა ძალიან . კლინიკაში მოვიდა მაშინვე და პალატის კარები რომ შემოაღო ექთანს ანიშნა თვალებით რაღაც და ისიც მაშინვე წავიდა. ფანჯარასთან ვიდექი, ახალი ჩამთავებული მქონდა გადასხმა და თავბრუ მეხვეოდა. უკნიდან რომ მომიახლოვდა და ჩემს წინ გაჩერდა მაშინ შევტრიალდი. წინ მედგა და მარტო ისღა დამრჩენოდა მეკოცნა. -ვაკოცე , ლოყაზე კი არა ტუჩებზე. მოწყვეტით ვაკოცე და თვალებში შევხედე. ზუსტად არ მახსოვს რას ვხედავდი მის თვალებში იმიტომ რომ სულ გაბუჟებული ვიყავი სიხარულისგან. ხელებით მმიმწია თავისკენ და მაკოცა. პირევლი იყო სანდრო და უკანასკნელი ჩემთვის. -მიყვარხარ მარი -მეც მიყვარხარ -მართლა? -ხო აბა ტყუილად? -აბა დაიფიცე რომ არ მეღადავები -მომცემ მოკლეეების ჩაცმის უფლებას? -არა -არ დავიფიცებ -ეეეეეეე -კაი ხე შენ სიცოცხლეს გეფიცები აი საერთოდ მთელ სამყაროზე მეტად მიყვარხარ . ერთადერთი, ხარ ! პირველი ხარ და უკენასკნელი! -მჯერა და ცოლად ხო გამომყვები? -ხო აბა რას ვიზამ -ახლავე ? -ახლავე მაგრამ მღვდელი უნდა მაგ საქმეს, ღამეა უკვე -ეს კარები რომ ჩავკეტო ვერავინ ხო ვერ შემოვა ? -ვერა , მაგრამ თავბრუ მეხვევა სუსტად ვარ -ხოდა მოდი ჩემთან.მე მოგაზლიერებ. ჩვენი პირველი ღამე იქნება ეს , პალატაში თან. -სულ გააფრინე სირცხვილია -შენ ხომ ჩემი ცოლი ხარ -ხოოო -ხოდა აბა ვისი სირცხვილია , მინდა და მოგეფერები. -რომანტიულად მინდოდა მე რააა -ამაზე მეტი რომანტიკა რა გინდა ჩემო ლამაზო, სანდრო არანორმალური რომ იყო სულ ვიცოდი , მაგრამ ასეთსაც ვერ წარმოვიდგენდი, ყველაზე ბანალური სიტყვები რაც შეიძლებოდა ეხლა აქ წაგეკითხათ. დილით ანა მოაწვა კარებს და ვერ აღებდა. -ეეე ვინა ასეთ დროს ტოო -სანდრო აეთრიე და გააღე სირცხვილია ექთანი არ იყოს ან მამაჩემი, , თან წამიყვანე აქედან რა აღარ მინდა აქ ყოფნა,. -ვაა სანდრინიო როდის ჩამოხვედი? -წუხელ ანანო , მოდი გაკოცო რაა -რატომ იყო კარი ჩაკეტილი? მოიცა მოიცა თქვენ რაღაცა ვერ ხართ მთლად ნორმალურად რა ხება? -არაფერი გოგო რამ მოგიარა. -თქვენ მე რას გამომაპარებთ? სან გითხრა რომ უყვარხარ ? -ხოოო მითხრა , იცოდი? - რათქმაუნდა ვიცოდი , მე რა არ ვიცი შენ ის თქვი ! აჰა ქორწილი როდისაა? -გვქონდა უკვე , ჩაიცინა სანდრომ -ეეე ავადმყოფო გატყუუებს ანა . სახლში რომ დავილაპარაკოთ არა ? -სან ხო ჩვენთან მოდის? -ხოო ხო გითხარი ჩემი ცოლიათქო. -აუ სანდრი გაგიჟდებიან ჩვენები. იმ დილითვე გამიშვეს სახლში და სანდრომ მართლა თავისთან წამიყვანა. -ქეთი ცოლი მოვიყვანე -რა ქენი? -ცოლი მოვიყვანე -შენ სულ გაგიჟდი? რუსიაო არ მითხრა თორე თავს გაგიჩეჩქვავ გველივით -არა ქეთუშ ქართველია და ნახე რა ანგელოზია. გადმომიყვანა მანქანიდან. ქეთი გაოცებული გვიყურებდა. -მეღადავებით ხო? -ვაა ქეთუშ ჟარგონები და რამე? არა რა გეღადავებით მართლა ჩემი ცოლია და ტუჩებზე მაკოცა . თუ გინდა რუსულადაც გეტყვი ! ეხლა არ მითხრა არ მომწონსო და რამეე მე მიყვარს და უნდა მიიღო რაა !! გაიცინა სანდრომ და ქეთის მიუახლოვდა. -დედაააა თქვენ თუ მიხვედით მაგ დასკვნამდე რაღა მომკლავს .მოდით. იგივე რეაქცია ჰქონდათ დანარჩენებდაც. -მამააა -სად ხარ შვილო მოვედით კლინიკაში დილით და წაიყვანესო მითხრეს -მამა გავთხოვდი -რა ქენი? -გავთხოვდი - მარი სასაცილო არაფერია სად ხარ გამაგებინე -მისამართს მოგწერ და მოდით მივწერე მისამართი დ ა თავიდან ვერ მიხვდენენ რომ წაიკითხეს აშკარად იმიტომ რომ არ დაურეკავთ. რომ მიმხვდარიყვნენ ან გაეაზრებინათ რა მისამართი მივწერე წივილკივილით დარეკავდნენ. მოვიდნენ და რომ გაიაზრეს რა ხდებოდა , გაოგნებულები შემოვიდნენ. -ეს ახალი ხუმრობაა რამე ? მარი ! ქეთი როგორ ხართ . -მამა გავთხოვდი არ ვხუმრობ როდის მიხუმრია ასე? -აბა რა ხდება ვის გაყევი გია პაპას? გია პაპა მებაღე და დამხმარე იყო სანდროს სახლში, ქეთის ვარდების ბაღს უვლიდა და აწესრიგებდა ეზოს. -მამაა -რა მამა გოგო აბა ამ სახლში სხვა ისეთი არავინაა ვისაც ცოლად გაყვებოდი სანდრო იდგა ჩემს გევრდით და ხმას არ იღებდა, არც ქეთი ამბობდა არაფერს. -მოიცა სანდრო? -ალილუია ! ხოო სანდროს გავყევი ცოლად -რააა? წამოიყვირა დედაჩემმმა - ნათი შენ არ ამბობდი გიყვართ ერთმანეთიიო? ხოოდა მართალი იყავი , შემოხვალთ? -ხოოო შემოვალთ მაგრამ ასე უცბად რამ გაგაგიჟათ? უკვე სახლში გაგრძელდა ჩემების გაკვირვებული სახეები და უამრავი კითხვა . -გვიყვარს რაა ერთმანეთი და დიდი ხანია უკვე არ ვამბობდით , წუხელ ჩამოვედი და დღეს ჩემი ცოლია! აღარ ვუშვებ სახლში. არ დამიწყოთ ეხლა რაღაცები . ჩემი ცოლია და ვსო. -მარი ? ასეა? -ხოო მამა ასეა . ჯვარს დავიწერთ მალევე მაგაზე დავილაპარაკოთ სანდროს მამაც მოვიდა ჩემების მოსვლიდან ნახევარ საათში და გამიკვირდა ფეიერვერკი რომ არ გაუშვა გამიკვირდა ისე გაუხარდა. ამხელა კაცი პატარა ბავშვივით იქცეოდა. არა კი ვიცოდი რომ პერსპექტიული სარძლო ვიყავი, მაგრამ მთლად ასეთიც თუ ვიყავი, ასეთი კარგი ანუ არ მეგონა! -აი იმენა წყვილი ვართ ტოოო -ხოო მაგარი წყვილი ვართ. პალატაში გატარებული პირველი ღამის ამბავი რომ ამათ იცოდნენ ეხლა წარმოიდგინე რა ამბები იქნებოდა აქ! -ეხლა მითხარი ღირდა ლოდინად? ამდენი ხანი რომ გაიძახოდი არ მაცდი პირად ცხოვრებასო! - ჰოოო ღირდა, ასეთი ღამე სხვასთან ვისთან მექნებოდა , კიდევ კაი არ დავთანხმდი -ჰა? რა თქვი ? -ჰო რა იყო -ვის არ დათანხმდი? -ვაიმეე სანდრო გეხუმრე , რა სახე გაქვს ! დედასგეფიცები ყველაფრად ღირხარ საერთოდ ყველაფრად ! -ჩემი სიცოცხლე ხარ -ციხეში ხო აღარ მოხვდები? -შევეცდები -სანდროოო ! შენ არ მოეშვები ხო ეგეთ რაღაცებს -ვერ შეგპირდები , ციხეში აღარ მოვხვდები მაგას გპირდები -დანარჩენს შეჩვეული ვარ , ციხეს ვერ შევეჩვევი იცოდე -რუსეთში მინდა რომ წავიდეთ -სადაც გინდა იქ წავიდეთ, უბრალოდ უნივერსიტეტს რა ვუყოთ -ჯერ არდადეგებზე გავიპაროთ , მერე რომ დაამთავრებ იქით გადავიდეთ რაა და გააგრძელე ბარემ , მაგისტრატურა ხო გინდოდა სულ -კიიიი, შენ რა გეგმები დაგიწყვია - გოგო შენს გარეშე არცერთი დღე წარმომიდგენია , ყველა გეგმა გიკავშირდება, ყველაფერი შენს გარშემო ტრიალებს. ის ზაფხული მართლაც რუსეთში გავიპარეთ !. სანდროს საქმეებიი ჰქონდა , არ არის ზაფხულის გასატარებლად იდეალური ადგილი მაგრამ ჩვენ ცოტა არაორდინალური ცოლ-ქმარი ვართ ამიტომ ყველაფერს პირიქით ვაკეთებთ! -სანდროო რაღაც უნდა გითხრა -რა ხდება გადაგიყვარდი? -არა შტერო. -აბა ? კაბა ნახე რამე და გინდა? რა ღირს რამდენი გინდა -აუუუუ არა! არა კაბის ფული კი მინდა მაგრამ ეხლა სხვა რაღაცაც უნდა გითხრა -ეეე თქვი რააა რა ხდება. - გახსოვს ჩემს დაბადებისდღეზე რას შეგპირდი? -მმმმ მოი8ცა გავიხსენო . ხოოო ასე მითხარი ოცნებას აგიხდენო -ხოოოოოო ეგრე გითხარი და უნდა აგიხდინო , ნუ უკვე აგიხდინე ფაქტიურად -ეგ ოცნება კაი ხანია აახდინე , ჩემი ცოლი ხარ -ხოო და კიდევ უნდა აგიხდინო ერთი ოცნება. -ვაიმე მარი ნუ დამტანჯე -სან მამა უნდა გახდე -რააა ? ფეხმძიმედ ხარ ? -ხოოოო სანდრო 2 თვის ვარ . ! დღეს გავიგე -შანსი არა ა ხუმრო ? -არა მართლა შენთავსვფიცავარ -აუუუ მაგრად მიყვარხარ . -მეც მიყვარხარ და დაბადებისდღეს გილოცავ ! 12 ს გადასცდა უკვე . !!!!!! ნახეე მეც აგიხდინე დაბადებისდღეზე ოცნება როგორც შეგპირდი. მე და სანდრო ! მთელი ცხოვრებააა ერთად ვართ და პირდაპირი გაგებით ასეა. გვიყვარს ერთმანეთი და კიდევ უფრო დამიანე ! პატარა სანდროა ! ზუსტად ისეთია როგორიც სანდრო . წარმოუდგენელია ასე რომ გავს , რომ ვუყურებ გაორება მემართება ! ყველაზე მაგარი გრძნობაა საყვარელ კაცს შვილს რომ უჩენ და თან ზუსტად მისნაირს! ვერასოდეს წარმოვიდგენდი სანდრო ჩემი ქმარი თუ იქნებოდა და მე მისი ცოლი. ხშირად დაუგეგმავი და უცბად მომხდარი უფრო ტკბილია ვიდრე დიდი ხნის ნაფიქრი და დაგეგმილი. მართალია არც ისე ცოტა დრო დაგვჭირდა ერთმანეთთან ყოფნისთვის მაგრამ მაინც უცბად დატრიალდა ჩვენი ბედის ბორბალი და ერთმანეთთან გაგვაჩერა! ესააა ცხოვრება! ესაა ბედნიერება! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.