შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში მაღალ ქუსლებზე ( ნაწილი ცამეტი )


24-09-2017, 17:52
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 219

კაბინეტთან ახლოს რომ ჩაგევლოთ, გაიგებდით ნერსე ამაღლობელის ბილწი სიტყვების კორიანტელს. მაგრამ თუ გაბედავდით კარების შეხსნას, მგლის ხახაში ჩავარდნას ინატრებდით.
ალექსანდრე, სავარძელში იჯდა და მოთმინებით იტანდა ძმაკაცის გამოხტომებს.
- ვიცი.. გეუბნები ვიცი რომ იმ ჭინკა გოგოს ნამოქმედარია. - თვალებიდან ცეხლის ნაპერწკლებს ყრიდა. - სამაგიერო გადამიხადა დილისთვის. - კბილებში გამოსცრა.
- დაწყნარდი ტოო, ტვინი მომიტყანი უკვე.
- დავწყნარდეე ?! - კიდევ დასჭექა. - რა სიამოვნებაა ხომ სკამზე მიწებებული რომ ხარ თ. - კალამი აიღო და გაუქანა.
- საყურებლად კი კარგია.. - ხმამაღლა გადაიხარხარა.
კარებზე კაკუნი გაისმა და გაბრაზებულმა გასძახა შემოსულიყო.
- ბატონო ნერსე, მოგიტანეთ ყველაფერი. - სახეს ძლივს იმორჩილებდა რომ არ გასცინებოდა ალექსანდრეს მიმიკებზე.
- მეგონა მანქანამ გაგჭყლიტა ბაყაყივით. სად ეგდე ამდენი ხანი ?! - ბავშვივით შეუღრინა.
- მე უბრალოდ.. - დაბნეული ადამიანის სახე მიიღო. გულში კი ხარხარებდა.
- მომიტანე და გაეთრიე აქედან.. - თუ დააკვირდებოდით შეამჩნევდით ყურებიდან ბოლის გამოსვლას.
- თუ რამე დაგჭირდებათ კაბინეტში ვიქნები.. წარმატებები.. - ირონიული სიფათი აიკრა და კურტუმის ქნევით გავიდა.
- მოვკლავ, გეფიცები, შემომაკვდება..
- უმადური ხარ რა.. - სიცილს მაინც ვერ იკავებდა. - როგორ აპირებ ადგომას?
- ასწიე და მოაჯვი აქ, სიცილისთვის კი ყბებს ჩაგიმტვრევ.
- ახლა მე წავალ და რაც გინდა ის გიქნია. - კარისკენ შეტრიალდა.
- ალექსანდრეეეეეეე ! მოაჯვი აქ-თქო, თორემ ძმობას გეფიცები აგკუწავ.
- უკვე მიყვარს ის გოგო.. - ჩუმად ჩაილაპარაკა და მისკენ წავიდა.
- აჰა, მაკრატელი და შარვალის გაჭრა დაიწყე დაბლიდან..
- კარგი.. - გამოართვა და გაჭრა დაიწყო. - ისე ტო, სულ შემთხვევით ....ც რომ მოგაჭრა, რა მოხდება ? - ხელი ნიკაპთან მიიტანა და ფიქრის იმიტაცია გაათამაშა.
- ახლა უკვე მართლა ტვინს მიტყნავ და დროზეეთქო..
- კარგი, ჰოო.. რა ჯუჯღუნა ხარ ტოო. - შარვალი ისე დაჭრა რომ ადგომა შეძლებოდა.
- ძლივს ტო, მეტკინა ჯდომისგან.. - ფეხზე წამოდგა და გაიზმორა. - აბა ვნახო რა მომიტანა იმ ჩერჩეტმა გოგომ. - ტანსაცმელი მაგიდაზე ამოალაგა. - მთლად ბატის ტვინა არ ყოფილა.
- წავედი მე რაღაც საქმეები მაქვს. სახლში მალე რომ წავიდე. მომენატრნენ ჩემი ანგელოზები. - სიყვარულით უციმციმებდა თვალები.
- წაეთრიე თორემ შენი ცემის სურვილი მკლავს. - თვალი ჩაუკრა.
- რამის მაინც გქონდეს. - მიაძახა და გარეთ გავიდა.
სალომეს შეჰპირდა რომ დღეს მიაკითხვდა ამიტომ წასვლა გადაწყვიტა, საქმეც არაფერი ჰქონდა. კაბინეტიდან ერთ დროულად გამოვიდნენ.
თანანომ დაინახა მაგრამ არაფერი უთქვამს. ქედმაღლური, ამაყი მიაბიჯებდა ლიფტისკენ. ნერსე გონს რომ მოვიდა უკან გაჰყვა და გვერდით ამოუდგა. ამ დროს კარებიც დაიკეტა.
სასიამოვნო იასამნის არომატს გრძნობს, დაიგნორებას ცდილობს მაგრამ ვერ ახერხებს. თითები თავზე გადაიტარა შემდეგ კი ყბაზე გადაიტანა.
ლიფტი ნელა, ზედმეტად ნელა ეშვება ძირს, შემდეგ მოულოდნელად რყევას გრძნობენ და ჩერდება კიდეც.
- ამის , ახლა ამის დრო იყო ?! - ავიწყდება გვერდით რომ თანანო ჰყავს. - იმედია მალე ჩართავენ. - ჯიბეებზე ხელებს იტარებს მაგრამ ხვდება რომ ცარიელია. - შენი ტელეფონი მომეცი.. - გაყუჩულ გოგონას მიმართავს. ხელების ფათურით ძლივს მიაგნო და მიაწოდა. - არ იჭერს! - კბილებში სცრის.
კარზე რამოდენიმე წუთიანი ბრახუნის, კაკუნის, ყვირილის და ჩუმი გინების შემდეგ ნებდება. ,, ესეც შენი დედა მოტყნული დღე, როგორ დაიწყე და როგორ დაამთავრებ გაფიქრებაც არ მინდა’’.
თანანო, მანტოს იხდის და თითებს ყელზე ისვამს. კედელზე მიეყუდა, ფეხზე დგომა და სუნთქვა უჭირს. თმებში აკანკალებულ თითებს იცურებს და პირს ოდნავ აღებს.
- კარგად ხარ ? - აშინებს მისი მოდუნებული სხეული და გადაფითრებული სახე.
- ჰაერი.. კლაუსტროფობია მჭირს.. - ძლივს ამბობს რამოდენიმე სიტყვას. თვალები ეხუჭება, სხეული უდუნდება და მამაკაცის ხელებში ესვენება.
ვაჟბატონ ნერსეს ფერები ეცვალა სახეზე. პირველად იგრძნო მისი დაკარგვისგან გამოწვეული შიში და გული გაუჩერდა.
- თანანოო.. თანანოო.. - სახეზე ნაზად ურტყავდა თითებს, მაგრამ გონს ვერ მოჰყავდა.
ბოლო ხმაზე ღრიალებდა. თან ცდილობდა გონს მოეყვანა როგორმე მაგრამ არაფერი ჭრიდა. მისი ხმა როგორღაც გაიგონა დაცვამ და დასახმარებლად წამოვიდნენ. კარები მალე გაიხსნა. პატარა ოთახი განათდა და ჟანგბადით აივსო. ხელში აიტაცა ფარატინა სხეული და გარეთ გავარდა. ფრთხილად დააწვინა უკანა სავარძელზე. თვითონ კი მოუარა და რულს მიუჯდა.
მთელი სისწრაფით გააქროლა მანქანა. თითქოს მისთვის დრო გაჩერდა, ყველა და ყველაფერი გაქრა თანანოს გარდა. სხეული ზამბარასავით ჰქონდა დაჭიმული. დერეფანში გარბოდა და თან მთელი ხმით ღრიალებდა. საკაცეზე დააწვინა და ექიმებმა წაიყვანეს.
მარტო იჯდა სკამზე. ხელებში ჩაერგო სახე და ღრმად სუნთქავდა. ვერ ისვენებდა, ექიმებიც აგვიანებდნენ. ექიმო ამ წამს რომ არ გამოჩენილიყო შევარდნას და ყველას აწიოკებას აპირებდა.
- გამარჯობათ, თქვენ პაციენტის ახლობელი ხართ ?
- არა, ჩემთან მუშაობს. რა სჭირს როგორ არის ? - სანამ ექიმი პასუხს გასცემდა სუნთქვა შეწყვიტა.
- კარგად არის, უბრალოდ უჰაერობის გამო დაკარგა გონება. შეგიძლიათ მოინახულოთ.
- კარგით, მადლობა.. - ეს რომ გაიგო დამშვიდდა, ტვინმაც ფუნქციონირება დაიწყო და ორგანოები მწყობრში ჩადგნენ.
რამდენიმე წამი პალატის წინ იდგა და ცდილობდა ადამიანური სახე დაებრუნებინა. სულ არ აპირებდა ეჩვენებინა ჭინკა გოგოსთვის რომ მასზე ნერვიულობდა.
- როგორ ხარ ? - სულ წამიერად გაკრთა მის ხმაში და თვალებში მზრუნველობა.
- კარგად მადლობა, ბოდიში რომ შეგაწუხეთ.
- იმდენად ჩერჩეტი გოგო ხარ არ თქვი რომ კლაუსტროფობია გჭირდა, რომ რამე მომემოქმედებინა. მაგრამ შენ ხომ სულელი ხარ, როგორ მოიფიქრებდი ! - ტუჩის კუთხე ირონიულად ჩატეხა. მისი ხმა ისეთი ცივი და არაფრის მთქმელი იყო, თანოს გული შეეკუმშა.
- სხვა დროს ასე ცუდათ არ გავხდარვარ და მეგონა გავუძლებდი, უსაფუძვლო პანიკას ხომ არ ავტეხდი.
- უსაფუძვლო გოგო ?! - თავი ვერ შეიკავა და დაუყვირა. რომ მიხვდა ზედმეტად ამჟღავნებდა ემოციებს თავი მოთოკა. - რამის ხელებში ჩამაკვდი.. ისღა მაკლდა ჩემს კომპანიაში ვინმე მომკვდარიყო.. - უემოციოდ ამოილაპარაკა.
- ნუ ღელავთ არ მოვკვდებოდი და მითუმეტეს თქვენ რა შუაში იქნებოდით.. - ამ დროს თანოს ტელეფონი ამღერდა.
- ,, ჰო, ირაკლი. - სავადმყოფოში ვარ. - ნუ ღელავ არაფერი არ არის სანერვიულო მერე მოგიყვები. - ავერსის კლინიკაში ვარ. - კი, მოდი. - დროებით.
- შეგიძლიათ წახვიდეთ არ ღირს ასე შეწუხება ჩემს გამო.. მადლობა, რომ ასე შეწუხდით. - ირონიულად უთხრა და მიახვედრა რომ წასულიყო.
- იმედია სხვა დროს ჩემი თავის ტკივილი არ გახდები. - შეუღრინა და მთელი ძლით გაიჯახუნა ზურგს უკან კარები.
გაბრაზებულმა გააქროლა მანქანა და სალომეს კორპუსთან გააჩერა. კიბეები აირბინა და კარებზე დააზარუნა.
მამაკაცის დანახვაზე ქალს თვალებში ვარსკვლავები აუცეკვდნენ.
- ნერსეე.. მოხვედი.. - ხელები კისერზე შემოხვია და ტუჩებზე დაეძგერა.
ქალს ბარძაყებზე მოუჭირა ხელები და აიყვანა. კოცნიდა უხეშად და მომთხოვნად. ლოგინზე დააგდო, სამოსი მოაშორა და თვითონაც განთავისუფლდა ზედმეტი მატერიისგან.
ქალის შიშველი სხეულის შესწავლას შეუდგა. სიამოვნებდა ქალის მიერ კვნესას მოყოლებული თავისი სახელი. თანოზე ფიქრს მაინც ვერ იშორებდა და ნერვები ეშლებოდა.
დაქანცული წვება საწოლზე, არც ქალი არის ნაკლებ მდომარეობაში. გულ-მკერდზე ადებს თავს.
ტელეფონის წრიპინის ხმა ისმის.
შიშველი დგება და ჯინსის ასაღებად იხრება.
- სულ უდროო დროს რატომ რეკავ ? - გაბრაზებულმა ჩასძახა.
- წამოდი ახლავე , დამიანეს შეყვარებულს რომ ვიღაც ჰყავდა გადაკიდებული ხომ გახსოვს ?
- ხო მერე?
- იმასთან წავიდა ის თან მარტო, წამოდი წავიდეთ ჩვენც თორე კატოკივით გააპრტყელებენ იმ ჩემის თვრამეტიანს. - სიცილით ასრულებს.
- მისამართი მომწერე რომ გაარკვევ.. - უთხრა და გაუთიშა.
- აუ, ფისო, არ წახვიდე რაა.. - კნუტის თვალებით მივიდა.
- მე შენ რა გითხარი ?! - მასთან მივიდა და ნიკაპზე თითები მოუჭირა. - ფისო, კნუტო, გოჭო, არ დამიძახოთქო.
- მაპატიე..
- კარგი ამ ერთხელ გაპატიებ.. - ტუჩებზე წაეტანა.
გზაში იცვამს ტანსაცმელს. კიბეები ჩაირბინა, მანქანაში ჩაჯდა და მოსწყვიტა ადგილს. თვითონაც გადარეკა ათას ადგილას რომ გაეგო მისამართი. ბოლოს ისევ ალექსანდრემ მისწერა და იქით წავიდა.
მანქანა დაამუხრუჭა, ნორმალურად გაჩერება არ აცადა ისე გადაფრინდა. გულში მადლობასაც უხდიდა დამიანეს, ახლა ჩხუბი და ბოღმის ამოთხევა ყველაზე ძალიან სჭირდებოდა. ვინ ვის ურტყავდა ვერ გაიგებდი. დამიანე დაბლა იყო გაწოლილი ვიღაც კი ფეხებს ურტყავდა. იქით წავიდა და ერთი დარტყმით მამაკაცი დაბლა დააგდო.
გამეტებით ურტყავდა ხელს თუ წიხლს, თან ირაკლის სახეს წარმოიდგენდა. საცოდავი ბიჭი არადა რაში იყო დამნაშავე.
- გეყოს ბიჭო მოკვდება.. - ძლივს გამოგლიჯეს საცოდავი ხელიდან.
- სულ გამო....ვდი მარტო რომ მიდიოდი ? - ახლა იერიშზე გადავიდა.
- ნუ ატრაკებ რა, მე თვითონ მოვაგვარებდი.. - ხელი აიქნია.
- ჰაჰაჰაჰა, მოაგვარებდა ბიჭი. სახეს მოგიტყნავდნენ სირო. - შეუღრინა მეგობარს. - წავედი მე წაათრიე სახლში, ამის ნერვები არ მაქვს.
- არის სერ. - სიცილით უთხრა. - ბიჭოოო.. - გაიწელა. - რა საყვარლად გაქვს ტუჩი გახეთქილი, მოდი გატოცო და მოგირჩება.
- შენ შიგ ხომ არ გაქვს ?! - დემნემ დაუღრიალა და მოიცილა.
- ორივეს გაქვთ შიგ.. - ნერსემ განაჩენი გამოუტანა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.
სახლში მისულმა პირდაპირ მისაღებისკენ აიღო გეზი.
- რა გჭირს შვილო ? - შეშფოთებულმა იკითხა ნინომ.
- არაფერი დეე, მგელივით მშია. წავალ გამოვიცვლი და ჩამოვალ, რამე დამახვედრე რა.
- კარგი შვილო..
კიბეები აირბინა და ოთახში შევიდა. მისი ყურადღება ნამსხვრევებმა მიიპყრო, რომ დააკვირდა და თავისი საყვარელი სუნამოს ბოთლები ამოიცნო გაუკვირდა. ზევით ააყოლა მზერა და სარკეზე წარწერა ,,ზეგზუალურო ანტილოპავ’’ წაიკითხა მუშტები მომუჭა გაბრაზებისგან. ტანსაცმლის ასაღებად როდესაც შევიდა და შეამჩნია გალამაზებული პერანგები, ნერვებმა უმტყუნეს და ღრიალი დაიწყო.
- დედაააააააააააააა! დედააააააააააააააა! დედაააააა! - სახე ჭარხლისფერი გაუხდა, თვალები კი ჩაუწითლდა.
- რა ხდება შვილო ? - შეშინებული შევიდა ოთახში.
- რა არის ეს ნინოო ?! - კბილებში გამოსცრა.
- ვაიმე რა კარგად შეულამაზებია ყველაფერი.. - შვილის სახეზე აკისკისდა.
- ნინო ! - კბილებს აკაწკაწებდა გაბრაზებისგან.
- ძალიან კარგი გოგოა ! ალბათ იმსახურებდი და მიიღე კიდეც სამაგიერო. - თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა.
წინ და უკან დადიოდა გაბრაზებული, არა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი გაცეცხლებული. ყურებიდან ბოლს უშვებდა, თვალები კი ჩასწითლებოდა გაბრაზებისგან. აქამდე არც ერთ ქალს არ გაუბედია ასეთი რამის გაკეთება.
- ,, ესეიგი ომი გამომიცხადე პატარა გნომო ხო ?! კარგი მასე იყოს.. ‘’ - სახე ირონიულმა ღიმილმა მოიცვა.
მადა დაეკარგა, სულ არ ჰქონდა ჭამის სურვილი. ერთი სული ჰქონდა როდის გათენდებოდა და სამაგიეროს მიუზღვავდა.
******
არ იცის რატომ მაგრამ ძალიან ეწყინა მამაკაცისგან ცივად მოპყრობა. არადა დაეფიცება წამიერად მის თვალებში სითბომ გაიელვა. ისიც მხოლოდ წამიერად, თორემ კვლავ ურჩხულ დევკაცად იქცა.
მოემზადა და ირაკლის ეზოში დაელოდა. ბიჭი შეშინებული მიდიოდა მისკენ.
- რა დაგემართა თანო ? - სახე ნერვიულობისგან გაფითრებული ჰქონდა. - ახლა როგორ ხარ ?
- კარგად ირო, თქვენთვის არ მითქვამს რომ ბავშობიდან კლაუსტროფობია, უჰაერობა მჭირს. ლიფტი გაიჭედა, რამოდენიმე წუთში გონება დავკარგე. აქ კი უფროსმა მომიყვანა, ახლა კი ყველაფერი კარგადაა. - გაეღიმა და ესიამოვნა მეგობრის თვალებში დიდი მზრუნველობის დანახვა.
- ჩემი ლამაზ თვალება, როგორ ვინერვიულე. - გულში ჩაიკრა და ლოყები დაუკოცნა.
- ჩემი ცქოვლება ხაარ.. - გაეღრიჭა და გვერდიდან მიუღუტუნა.
სახლში მისული პირადაპირ თავის საძინებელში შევიდა. წყალი გადაივლო და ოთახში დაბრუნდა.
დაღლილობისგან მალე ჩაეძინა.
დილით ტელეფონის წკრიალმა გააღვიძა.
საათს გახედა და რვა საათი იყო.
- გისმენთ.. - თვალებ დახუჭულა უპასუხა.
- ახლავე ჩემთან გაჩნდი, დღეს სახლში ვიმუშავებთ. - ნაცნობი ხმის გაგონებისას თვალები ჭყიტა და ლოგინში წამოჯდა.
- ერთ საათში მანდ ვიქნები.. - ჩასძახა და გაუთიშა.
საკუთარი თავის გაუკვირდა ასეთი სითამამე რომ გამოიჩინა.
სააბაზანოში შევიდა და წყალი გადაივლო. დიდი ხანი არ დაჰყო, მალე დაბრუნდა უკან.
ჯინსის მუხლს აცდენილი კაბა და თეთრი საროჩკა მოირგო, ფეხზე წითელი მაღლები ჩაიცვა. თმები დაიხვია და სადა მაკიაჟი გაიკეთა.
ჩანთა, წითელი მანტო და გასაღები აიღო. ქვემოთ ჩავიდა, გააფრთხილა ბებო რომ მიდიოდა და სახლი დატოვა.
თხუთმეტ წუთში ადგილზე იყო, დაცვამ კარები გაუღო. სახლში აპირებდა შესვლას როდესაც ნინო გამოდიოდა.
- გამარჯობა თანანო, როგორ ხარ ? - თბილად გაუღიმა.
- კარგად გმადლობთ, თქვენ ? - ლოყები აუწითლდა, რომ გაახსენდა რაც გააკეთა.
- მადლობა მეც კარგად.. მე გავდივარ და იმედია მოგისწრებ..
- ნახვამდის..
სახლი ლამაზი მელოდიის ხმით იყო გაჯერებული. მისაღებისკენ წავიდა და შეჩერდა.
კუთხეში შავი როალი იდგა, სიდიადით, ბრწყინავდა, თითქოს ოთახში ყველაფერს აკნინებდა და ფასს უკარგავდა. რომელსაც ოთახში შემოპარული რძის ფერი სხივები ეცემოდნენ და მათ ირეკლავდა.
თვით ბატონი ნერსე მისჯდომოდა, წელში გასწორებული, ნელა დაატარებდა თხელ, თლილ თითების რბილ ბალიშებს კლავიშებზე. წყნარ, თბილ, მელოდიას უკრავდა, რომელიც გულში სწვდებოდა თანოს. ერთ ადგილს მიყინული უსმენდა.
მელოდია დასრულდა, მაგრამ აგონიიდან მამაკაცის ჩახველების ხმამ გამოიყვანა.
ირონიული მზერით შესცქეროდა გოგონას. შერცხვა, ლოყები აუწითლდა.
- მობრძანებულხარ.. - ფეხზე წამოდგა და ბარისკენ დაიძრა.
- დიახ.. უბრალოდ ხელი არ შეგიშალეთ.. - დარცხვენილმა ამოილაპარაკა.
- დალევ ? - გოგონას სიმორცხვეზე ეღიმებოდა.
- დიახ.. - ნამდვილად ესაჭიროებოდა სასმელი.
მისკენ დაიძრა და ვისკის სითხეთი სავსე ჭიქა გაუწოდა.
წამიერად შეეხნენ მათი თითები..
ერთი, მინიმალური შეხება რომ მთლიან ტანში ნაწილდებიან ელექტრონები, რომლებიც ერთმანეთისკენ იზიდავენ.
გივლის, გივლის, მთლიად ორგანიზმში, გიტრიალებს და მერე თავის ადგილზე დაბრუნებული ისე ალაგებს ყველაფერს, თითქოს არც არაფერიო.
ნერსე მაქსიმალურად შეეცადა თანოს თოვლივით ფითქინა, ნაზი კანის შეხებისგან გამოწვეული ემოციები სახეზე არ შეტყობოდა. მხოლოდ გამარჯვებული, ირინიულ შეპარული ღიმილი დასთამაშებდა მამაკაცურ ტუჩებზე.
- რას გაუმარჯოს ? - მზერა გაუსწორა დაბნეულ გოგონას.
- ყველაფრის მამოძრავებელ ძალას სიყვარულს ! - ღიმილით წარმოსთქვა და მწარე სითხე მოსვა. ყელი ჩაუწვა, მაგრამ მაინც ესიამოვნა.
- მაშ გაუმარჯოს.. - მამაკაცს მთელი სახე უღიმოდა. - წამოდი კაბინეტში..
ვისკის ბოთლა აიღო და კაბინეტისკენ წავიდა.
თანო უკან მიჰყვებოდა. აკვირდებოდა მის უნაკლო სხულს, თლილ თითებს რომელიც ბოთლს შემოხვევია თეთრი გველივით.
საბუთებით მაგიდა იყო გადავსებული. დანახვისას ღრმად ამოისუნთქა და თვალები გადაატრიალა.
დოკუმენტებს ახარისხებდნენ, დროის მიხედვით. ასწორებდნენ და ახარისხებდნენ.
ამასობაში ორი საათიც გავიდა, საქმეს მორჩნენ, ვისკის ბოთლაც ნახევრამდე ჩაიყვანეს.
- მთვრალი ვარ. - ბავშურად გამოუტყდა და აკისკისდა.
- ნამდვილად.. - გაღიმებული შესცქეროდა, გულში თბილი გრძნობა ფესვებს იდგავდა.
- შენ რატომ არ ხარ მთვრალი ? - ტუჩები დაბრიცა და თითი გულის ფიცარზე მიადო.
- იმიტომ რომ შენსავით გამოუცდელი არ ვარ .. - სიცილი ვერ შეიკავა მის სახეზე. თანანო ამ დროს კი ჩაიფერფლა.
თვალს ვერ აშორებდა ბავშურ თანანოს. ახლა უფრო გულწფელი, ბავშური და ლამაზი ეჩვენებოდა. სიცილის დროს ლოყაზე ფოსო უჩნდებოდა. თვალები კი განსაკუთრებით უბრწყინავდა. ის ისეთი გულწფელი და ბუნებრივი იყო, უნდოდა მისი ყოფილიყო მთელი ცხოვრების განმავლობაში. საკუთარი თავი გამოიჭირა რომ არც ერთი ქალის მიმართ ქონია ასეთი გრძნობები, ვერც ერთმა ქალმა შესძლო ამ შეგრძნებების გაღვიძება მასში.
- ამ დროს როგორ ამბობენ ხოლმე, მთვრალი არ ვარ დალეული ვარო ?! - თვალებ მოჭუტულმა ჰკითხა. - მაგრამ მე ნამდვილად მთვრალი ვარ.. - სასაცილოდ ლუღლუღებდა სიტყვებს. - ჩემი წასვლის დროა.. - კარებისკენ მიდის და ოდნავ აღებს, მაგრამ ნერსე წამებში ჩნდება მასთან და კეტავს.
მამაკაცის სუნთქვა სახეზე ეფრქვევა..
მის სურნელს გრძნობს, გელის, სიგარეტის, ვისკის..
ტუჩებზე რაღაც ფაფუკის შეგრძნებას გრძნობს.
თვალები ელულება.
მამაკაცის ძლიერი ხელი ეხვევა წელზე, თორემ შესაძლებელია დაეცეს..
ხელებს უნებურად კისერზე ხვევს, მისი კანის მხურვალებას შეიგრძნობს..
კოცნაში ჰყვება..
იმდენ რამეს გრძნობს გადმოცემა რთულია..
თვალებს ახელს და ტუჩებზე მიკრულს უყურებს.
თვალები დახუჭული აქვს და თითოეულ მოძრაობას დახშულ სუნთქვას აყოლებს.
დედამიწიდან შორს არიან, თავიაანთ გამოგონილ სამყაროში, სადაც მხოლოდ ორნი არიან.
გონს თანანო მოდის, მამაკაცის ხელებს იშორებს კარებს აღებს. არ მიდის, გარბის რომ მოშორდეს ცეცხლს რომელიც დაწვას უქადის..
ნერსე ერთ ადგილზე მიყინული ვერ ინძრევა.
წავიდაა..
მხოლოდ მისი ტუჩების მწველი შეგრძნება დაუტოვა..

იმედია მოგეწონებათ რადგან მე არ მომწონს:დდ
მგონია რომ რაღაც აკლია:დდ



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმეეეე თბილებიიიი სიყვარულებიიი ♡♡♡

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

Anuki96
ვაიმეეეე თბილებიიიი სიყვარულებიიი ♡♡♡

heart_eyes kissing_heart

 


№3 სტუმარი Guest ბუბუ

კარგიაა მომეწონაა

 


№4  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest ბუბუ
კარგიაა მომეწონაა

მიხარია heart_eyes

 


№5  offline წევრი Firefly

უმაგრესი იყო! მოუთმენლად ველი შემდეგს
--------------------
M.T

 


№6 სტუმარი Guest ლელა

კარგია და უფრო დიდი თავები დადე. ეცადე ყოველი შემთხვევისთვის. აუ გადაიფიქროს რაა თანანომ იმ ბეგლარისთვის საბუთების გადაცემა. ძაან არ აჩხუბო სიმართლე რომ გაირკვევა.

 


№7 სტუმარი Guest Lika

რაღაცნაირად არ ველოდი ლიფტის სიტუაციას ცოტა მოულოდნელი იყო და არც ბოლოს კოცნას , უმაგრესი ხარ მაოცებ , ახალი მალე დადე რა ძაან მაინტერესებს

 


№8  offline წევრი მეამბოხე ^^

Firefly
უმაგრესი იყო! მოუთმენლად ველი შემდეგს

ძალიან მიხარია რომ მოგწონს heart_eyes

Guest ლელა
კარგია და უფრო დიდი თავები დადე. ეცადე ყოველი შემთხვევისთვის. აუ გადაიფიქროს რაა თანანომ იმ ბეგლარისთვის საბუთების გადაცემა. ძაან არ აჩხუბო სიმართლე რომ გაირკვევა.

ვნახოოთ.. ვნახოოთ.. რა იქნება, მეც გავიგებ თქვენთან ერთად kissing_closed_eyes smile

Guest Lika
რაღაცნაირად არ ველოდი ლიფტის სიტუაციას ცოტა მოულოდნელი იყო და არც ბოლოს კოცნას , უმაგრესი ხარ მაოცებ , ახალი მალე დადე რა ძაან მაინტერესებს

ხვალ იქნება სავარაუდოდ kissing_closed_eyes

 


№9 სტუმარი Guest nato

ვამე გადავბჯირდი კნუტო და გოჭო არ დამიძახოო კარგი იყო

 


№10  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest nato
ვამე გადავბჯირდი კნუტო და გოჭო არ დამიძახოო კარგი იყო

heart_eyes kissing_heart მადლობა smile

 


№11  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოო კარგი იყო საყვარელო.ახალი თავი მინდა ცხელ-ცხელი ამბებით და მოქმედებებით smile
--------------------
ლანა

 


№12  offline მოდერი ენემი

კი აკლია, არ ვიცი რატომ მაგრამ ცოტა გრძნობა დამაკლდა (ნუ რა პირდაირი ვარ :დ) ისე კარგი იყო ნამდვილად და ველი ახალ თავს :)

 


№13  offline წევრი მეამბოხე ^^

ენემი
კი აკლია, არ ვიცი რატომ მაგრამ ცოტა გრძნობა დამაკლდა (ნუ რა პირდაირი ვარ :დ) ისე კარგი იყო ნამდვილად და ველი ახალ თავს :)

გრძნობაა? ნამდვილად ვერ დაგეთანხმები. ნერსემ საკმაოდ გამოამჟღავნა გრძნობები:დ აი თანანოს რაც შეეხება არ სჭირდება ჯერ ეგ smile ყველაფერი წინაა kissing_heart

La-Na
ოო კარგი იყო საყვარელო.ახალი თავი მინდა ცხელ-ცხელი ამბებით და მოქმედებებით smile

იქნებაა ყველაფერს თავისი დრო აქვს:დდდდ

 


№14 სტუმარი Guest თაკო

ვაიმეჩემისიცოცხლები

 


№15  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest თაკო
ვაიმეჩემისიცოცხლები

heart_eyes kissing_heart smile laughing

 


№16 სტუმარი Guest Lika

დღეს დადებ?

 


№17  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest Lika
დღეს დადებ?

კი დავდებ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent