შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი შეცვლის მიზეზი


24-09-2017, 19:08
ავტორი Avianna
ნანახია 1 161

50 წელი გავიდა მას შემდეგ რაც მე ეს ანგელოზი გავიცანი. უკვე ორმოცდამეათე წელია მისი სიყვარულით ვიტანჯები, ახლაც, ორმოცდაათი წლის შემდეგაც მე ისევ ისე ძალიან მიყვარს ჩემი ერინი, მისი სიყვარულის ცეცხლში ვიწვი, მისგან ბიბლიაღა დამრჩენია, ჩემი ერთადერთი შვება. ყველგან ერინია.. გეფიცებით, სადაც არ უნდა გავიხედო ყველგან მის ულამაზეს ღიმილსა და ზღვასავით ლურჯ თვალებს ვხედავ, ყველგან ჩემი ანგელოზი მელანდება. უკვე 68 წლის ვარ, სარკეში ვიხედები, მიუხედავად იმისა რომ დავბერდი, წაბლისფერი თმა თეთრმა შევცალა და სხეულშიც ძალას ვეღარ ვგრძნობ, ჩემი თვალები ისევ ისე ახალგაზრდულად გამოიყურება, თითქოს ჩემი ანგელოზების დაბრუნდების იმედით. ახლაც, 50 წლის შემდეგაც, ხშირად მივდივარ ჩვენს საყვარელ ადგილას, ნელა, ყავარჯენზე დაყრდნობით, მაგრამ მაინც. ხის ქვეშ ვჯდები, ჩემს საყვარელ ბიბლიას ვიღებ ხელში და მომღიმარი სახით ვიწყებ კითხვას. გეფიცებით, ჩემი ანგელოზი ისევ ისე ძალიან მიყვარს, შეიძლება უფრო მეტადაც, არ ვიცი რატომ, მაგრამ ვგრძნობ რომ მასაც ვუყვარვარ. ერინი რომ ეკლესიაში დავინახე თითქოს ისევ ის 18 წლის ბიჭი ვიყავი, სიცოცხლით სავსე, ჩემი ჩაშავებული ცხოვრება ერინმა ისევ ისე გაანათა როგორც 50 წლის წინ. დიახ, ერინი ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი იყო, არის და მუდამ იქნება.. არ ვიცი ახლა სად არის, როგორ არის, იქნებ დაოჯახდა კიდეც, იქნებ აღარც ვუყვარვარ, იქნებ აღარც კი ახსოვს ჩემთან ერთად გატარებული ბედნიერი წუთები, იმედია ბედნიერია იქ სადაც არის, ჩემთან ერთად თუ ჩემ გარეშე. და აი ახლა, ორმოცდაათი წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც მე ჩემი ანგელოზისთვის მიცემული პირობა დავარღვიე, მას შემდეგ რაც გული ვატკინე და ოცნებები დავუნგრიე, მიუხედავად იმისა, ერინი ამას წაიკითხავს თუ არა, მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ჩემს ანგელოზს ვუთხრა ის, რისი თქმაც დიდი ხნის წინ ვერ გავბედე, რასაც უკვე ორმოცდამეათე წელია გულის პატარა, მაგრამ ერთადერთ ნათელ კუთხეში ვინახავ..
ჩემო ანგელოზო.. ჩემო ცხოვრებავ.. ჩემო ერინ.. მაპატიებ?


~ მოგესალმებით. დღეს აქ ყოფნის პირველი დღეა. გადავწყვიტე ჩემი ერთადერთი დამთავრებული ეპილოგი დამეწერა. ზოგი ბევრს ვერაფერს გაიგებს, ზოგისთვის კი ყველაფერი გასაგები იქნება. მიუხედავად იმისა რომ ეს მხოლოდ დეტალია წიგნისა, გულმოდგინედ ველი თქვენს აზრს. თუკი საერთოდ გაგიჩნდათ რაიმე აზრი კითხვის პერიოდში.
განსაკუთრებული არაფერია, თუმცა შემთვის განსაკუთრებულია.
ხომ, მართლა. წიგნის სახელია 'ჩემი შეცვლის მიზეზი'



№1  offline წევრი modemodka

Kargia , mommwons !!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent