მე არ დამისრულებია...(XI თავი)
სახლში ავედით, ნია დასაძინებლად გავამზადე და თავის საწოლში ჩავაწვინე. ზღაპრებს ვუკითხავდი, რომ ჩაეძინა. შუბლზე ვაკოცე, წყალი გადავივლე და მეც დასაძინებლად დავწექი. საწოლში ვწრიალებდი და ვერაფრით ვერ ვიძინებდი, ყოველი თვალის დახუჭვისას გაბრიელი მიდგებოდა თვალწინ ბავშვის ტანსაცმლით ხელში. ღიმილით დავხუჭე თვალები და ყოველგვარი აზრის გარეშე დავიძინე. დილით მაღვიძარამ კი არა მობილურის ზარმა გამაღვიძა, ვინც არ უნდა იყოს ჯანდაბაში გავგზავნი, დამაცადოს ჯერ. ნომრისთვის არც დამიხედავს ისე ვუპასუხე. -გისმენთ._ხმაზევე მეტყობოდა სიბრაზე. -ახლა მგონი მძინარე ვულკანი გავაღვიძე და მალე ლავა დამხრუკავს პომპეის მსგავსად._ჩაიხითხითა გაბრიელმა. -ვულკანი არ ვიცი მაგრამ ახლა ისეთ საშინელ ხასითზე ვარ, რომ ცივ წყალს სიამოვნებით გადაგასხავდი._ისევ ჩაიხითხითა. არა რა ყველაფერი ზებუნებრივი რატომ აქვს ამ ბიჭს? -მიყვარს ცივი წყალი. იცი რატომ დაგირეკე? -ჩემი ხმის გაგონება მოგენატრა? -ეე საიდან მიხვდი?_ისევ ჩაიხითხითა. -აბა დილა უთენია რამ გაგამწარა? -დღეს მოხვალ სამსახურში? -კი. -მაშინ მე გამოგივლი. -ჩემითაც მივაგნებ გაბრიელ!_ვუთხარი ბრაზშეპარული ხმით. -საჭესთან ვერ და არ დაჯდები ამიტომ მე მოგაკითხავ._მითხრა მკაცრი ხმით. -ანუ შეწინააღმდეგებას არ აქვს აზრი? -არა, არანაირი. -მაშინ რატომ გამაღვიძე? -ყავა უნდა გამიკეთო და იმიტომ. -შენ წარმოიდგინე და ვერ მივხვდი. -მიხვდები, როცა მოვალ._გაიცინა და ყურმილი დაკიდა. გაურკვევლობაში მყოფი ისევ ბალიშში ჩავეფალი თავით. არა რა ვიღაც ძაან ვერ მიტანს, ახლა კარზე ზარმა დარეკა. მოკლე შორტით და მოკლე მაისურით გადმოვძვერი საწოლიდან და ბუზღუნით წავედი კარებისკენ. გამოვაღე კარი და რას ხედავს ჩემი თვალები, გაბრიელს, რომელიც ყურებამდე იღიმის. ჩემ დანახვაზე ღიმილი სახეზე შეაშრა და თვალის გუგები გაუფართოვდა. -ნუ მიყურებ._ვუთხარი გაბუტულმა. ნერწყვი ძლივს გადაღლაპა და ჩემკენ დაიძრა, უნებურად უკან დავიხიე. გაეღიმა და სულ რაღაც ერთ წამში მის გულ-მკერდს ვიყავი აკრული. სუნთქვა არეული შევცქეროდი მის შავ, მოგიზგიზე თვალებს და ვგრძნობდი მის გულის ცემას, რომელიც ნორმალურზე ერთი-ორჯერ სწრაფად ფეთქავდა. ხელი თმაში შემიცურა და ნაზად წამეტანა ტუჩებზე, ხელები კისერზე მოვხვიე და ეს, რომ არ გამეკეთებინა ალბათ იქვე დავეცემოდი. ვნებიანად მიკოცნიდა ტუჩებს და მეც იმავეთი ვპასუხობდი. კედელზე ამაკრა, ტუჩედან კოცნით ყელამდე ჩავიდა და კბილები ნაზად მომდო კანზე. უნებურად ამოვიკვნესე, გაეღიმა და ისევ ტუჩებს დაუბრუნდა. -ქეთი გამაჩერე._წამოიძახა ვნებისგან დახშული ხმით. -არ შემიძლია._ამოვიკნავლე და მის მოელვარე თვალებს შევხედე. რა ვქნა მართლა არ შემიძლია, მინდა კიდევ მაკოცოს, კიდევ ბევრი. -ახლა კიდევ, რომ გაკოცო თავს ვეღარ შევიკავებ. მე კი არ მინდა, რომ გაწყენინო._მითხრა სერიოზული ტონით, მაგრამ სუნთქვა ისევ გახშირებული ჰქონდა. -წავალ ჩავიცმევ._ვუთხარი სუნთქვა არეულმა და სხეულის თრთოლვით შევედი ჩემ ოთახში. აკანკალებული ხელები ძლივს დამიმშვიდდა, ახლაც კი ვგრძნობდი მის ტუჩებს და ხელებს ჩემს კანზე. ტანსაცმელი წამებში გამოვიცვალე და ოთახიდან გავედი. მისაღებში იჯდა და თითებს უაზროდ ხლართავდა ერთმანეთში. ქვემოდან სულ სხვანაირი მზერით ამომხედა და გამიღიმა. არ ვიცოდი რა მეთქვა, რა გამეკეთებინა, თავს უხერხულად ვგრძნობდი. მან ხომ გუშინაც მაკოცა? რატომ მაშინ არ მქონდა ასეთი განცდა? ქეთევან რა ჯანდაბა გჭირს?!_მომაძახა ჩემმა შინაგანმა ქალღმერთმა და წარბები აწკიპა. მომწონს, მომწონს, ჩემი უფროსი მომწონს და მისი ყველა შეხება მომწონს და მაგიჟებს. ეს არასწორია, მაგრამ მინდა. ღრმად ამოვისუნთქე და სავარძელში ჩავჯექი. -ქეთი._მითხრა მშვიდი ტონით. -ხო. -არ გეგონოს, რომ შენი საწოლში შეტყუება მინდა და იმიტომ გაკოცე. უბრალოდ არ შემიძლია შენს ნახევრად შიშველ სხეულს მშვიდად ვუყურო. შენი შეხებისას ყველაფერი მიტრიალდება სხეულში, მინდა სულ გეხებოდე და მაგ ნაზ კანს ვგრძნობდე._მითხრა თავისი სასიამოვნო ხმით და სულ გამომაშტერა. -რატომ არ მეხები?_გაკვირვებულმა შემომხედა. -არ მინდა გაწყენინო და უხერხულად ვგრძნობდეთ მერე თავს._რა საყვარელი ხარ საზიზღარო, ჩემ ფიქრებზე გამეღიმა. ფეხზე წამოვდექი და გაბრიელს გვერდით მივუჯექი, ხელი მუცელზე მოვხვიე და თავი მხარზე დავადე. გაეღიმა, ხელი მხარზე მომხვია და შუბლზე მაკოცა. -ეხლა ჩამეძინება._ამოვიკრუსუნე და უფრო მეტად მოვეხვიე. -შეგიძლია დაიძინო, დღეს დაგვიანება მოსული პონტია. -უი დღეს შაბათია._გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. -ჩემთვის ყავა უნდა გაგეკეთებინა._ღიმილით მითხრა. -ისაუზმე უკვე? -არა. -მაშინ რამეს მოვამზადებ და ყავაც დავლიოთ. -კარგი. ფეხზე წამოვდექი მაგრამ გაბრიელმა ხელი დამიჭირა და თავისკენ დამქაჩა. წამოვიყვირე და მოწყვეტით ჩავვარდი მის კალთაში. გაეცინა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია, ისევ მის ტუჩებთან აღმოვჩნდი და ისევ ისე ამიჩქარდა გული. -როგორ მიყვარს ეს რეაქცია._ჩაიჩურჩულა ჩემ ბაგეებთან და ნაზად შემეხო. -ძალიან, ძალიან ცუდად იქცევი._ამოვიჩურჩულე და წამოდგომა ვცადე. -სად გარბიხარ?_მითხრა ხითხითით და უფრო ძლიერად მომიჭირა ხელები. -აუუ, მშია გამიშვი. -მეც მშია, მაგრამ საჭმელი არა._ჩაიცინა და ტუჩებზე გიჟივით დამეტაკა. მთელი ჟინით და ვნებით მიკოცნიდა ტუჩებს. კბენა მიყვარს და რა ვქნა, მისი ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე, ამოიოხრა და სწრაფად მომშორდა ტუჩებიდან. -გეტყობა, რომ ძაან გშია._სიცილით მითხრა. -შენ თავს დააბრალე._მეც სიცილითვე ვუპასუხე და ფეხზე წამოვხტი. სამზარეულოში შევედი, საუზმე და ყავა მოვამზადე. ამ დროში ნიამაც გაიღვიძა, პატარა პრინცესა გამოვპრანჭე და სამივემ ერთად ვისაუზმეთ. გაბრიელი ეთამაშებოდა და აჭმევდა ჩემ პატარა გოგოს. ნია ბებოსთან ჩავიყვანე, მე და გაბრიელი კი სამსახურში წავედით. იქ მისულებს ლექსო გაბრიელის კაბინეტში დაგვხვდა. -რა იყოთ, ერთი დღე არ ვიყავი სამსახურში და მაშინ მოგინდათ ამბები და ამბები?_სიცილით თქვა და ჩემი გაჭრილი ხელი თავისაში მოიქცია. -ამბები და ამბები შენ გარეშე როგორ._სიცილით ვუთხარი. -თქვენ სულ ჩემ გარეშე გაქვთ ამბები._ბოროტულად ჩაიხითხითა და გაბრიელს გადახედა. პასუხად კი ძლიერი მუშტი მიიღო მხარში. მხრები ავიჩეჩე და ვითომც არაფერი ისე გავედი კაბინეტიდან. მთელმა დღემ ისე მშვიდად ჩაიარა, რომ მიკვირდა კიდეც. ბოლო საქმეს ვაგვარებდი გაბრიელის კაბინეტში ის დიზაინერი, რომ გამოჩნდა. ეს მშვიდი დღე აღარ არის, გავიფიქრე და ვაჟბატონის რეაქციებს დავუწყე შესწავლა. დიზაინერი მაგიდაზე ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და გაბრიელს გაუღიმა. მან მე გამომხედა, გამიღიმა და ფეხზე წამოდგა. იმ ქალს რაღაც უთხრა და კაბინეტიდან გავიდა. ისეთი სახე ჰქონდა იმ ქალს, რომ აშკარად არ ესიამოვნა უარი. გაბრიელი ჩემთან შემოვიდა და ისევ მომაჯადოვებლად გამიღიმა. -წავიდეთ? -კი._გავუღიმე, ჩანთა და ქურთუკი ავიღე და უკან გავყევი. ლიფტის კარი დაიხურა თუ არა, წინ ამესვეტა და ტუჩებზე დამაცხრა. ახლა წავიქცევი, გავიფიქრე თუ არა მისი ხელები ზურგზე შემომეხვია და უფრო ძლიერად ამაკრა თავის სხეულს. რამდენიმე წამში მომშორდა და ღრმად ამოისუნთქა, მე ძლივს ვსუნთქავდი. -თავდასხმას ყოველ წამს უნდა ველოდო?_ჩურჩულით ვუთხარი. -კიი._გამიღიმა და ამჯერად შუბლზე მომაკრო ტუჩები. სანამ სახლში მიმიყვანდა ცოტახანი გავისეირნეთ, შემდეგ სახლში მიმიყვანა ხელზე მაკოცა, მანქანიდან გადმოვედი და კორპუსში შევედი. *** ესეც ახალი თავი. ვიცი დავაგვიანე მაგრამ სწავლა დამეწყო და ვეღარ ვახერხებ მალ-მალე დადებას. მიყვარხართ და მიხარია, რომ ასე მოგწონთ და ელოდებით ამ ისტორიას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.