მე არ დამისრულებია...(IX თავი)
კორპუსთან მისულს ნიკა და ზურა იქ დამხვდნენ. პროდუქტები ავიღე და ნიკას მივაჩეჩე. -ეე მე რატო?_დაიჭყანა მაშინვე. ამაზე მე და ზურას სიცილი აგვიტყდა. -ზურა უფრო მეტად მიყვარს._ენა გამოვუყავი და ზურას მოვეხვიე. -ჰო, მაგაში დავრწმუნდი უკვე. ეგ ნერვებს არ გიშლის და იმიტომ._თქვა სერიოზული სახით. -ვაიმე ზურა გამოართვი თორემ დღეს თავს მოიკლავს ეს._სიცილით ვთქვი და ზურას მოვშორდი. ნიკამ ერთი პარკი, რომელიც წვენებით იყო სავსე და თან მძიმე ზურიკელას მიაჩეჩა. -ოხ ნიკა რა ბოროტი ხარ._ვთქვი სიცილით და მხარზე ვუჩქმიტე. -რა ხდება, ამდენი წვენი რა ამბავია? -ჩემო ბაჭია, დღეს ბებომ დაგპატიჟათ ხაჭაპურებზე და ხინკალზე. -ოხ ლამარა ბებო, როგორ მიყვარხარ. ახლაგაზრდა, რომ იყოს ცოლად მოვიყვანდი მე ვიყო კუ._ოდესმე დასერიოზულდება? ქუჩა, რომ არა ალბათ სიცილით ძირს დავწვებოდით. ერთ ამბავში ვიყავით ტროტუართან გაბრიელის მანქანა, რომ გაჩერდა, ამას აქ რა უნდა? გავიფიქრე და მისკენ წავედი. საჭესთან თვითონ იჯდა, გრაციოზულად გადმოვიდა და თვალის მომჭრელად გამიღიმა. ჩემი კითხვის ნიშნიანი თვალები, რომ დაინახა უფრო ფართოდ გაეღიმა და ჩემ წინ გაჩერდა. -მაოცებ გაბრიელ._ვუთხარი სიცილით. -მიყვარს ადამიანების გაოცება._მიპასუხა ღიმილით და მანქანისკენ მიბრუნდა. წინა სავარძლიდან ყუთი აიღო და ისევ ჩემკენ მობრუნდა. -ეს თუ შოკოლადია არაფერს არ გეტყვი. -როგორ მიხვდი?_გამიცინა და ყუთი გამომიწოდა, ღიმილით გამოვართვი. -შოკოლადის მოყვარული ვარ და აი შენ აქ რას აკეთებ? -ამ უბანში სიარული მომწონს. -ამაზე ბევრად ლამაზი უბნებიც არსებობს და იქ გაისეირნე, წადი ძველი თბილისი ნახე. -მე ეს ხედი მომწონს. -გავიწევი მაშინ და დატკბი._ვუთხარი ღიმილით და გვერდით გავიწიე. -ასე არ მომწონს. შენც, რომ ხარ უკეთესია._მითხრა გაბუტული სახით. რა ბავშვური და საყვარელია. -ჩემი ნახატი ან საერთოდ ქანდაკება დადგი და უყურე რამდენიც გინდა. -რა იუმორი გაქვს იმენა ჭკუიდან მშლი. -ვიცი ეგ უკვე. ბარემ აქ ხარ და დაგპატიჟებ ბებოსთან, შემოხვალ? -კი, სიამოვნებით._მითხრა გახარებულმა. ბიჭებთან მივედით და შემდეგ ყველა ერთად ბებოსთან ავედით. ბებო ცომს ზელდა, ნია კიდევ სულ მოთხუპნული იყო თავიდან ფეხამდე ფქვილში. -ბებო, ეს ჩემი უფროსია გაბრიელი. ეს კი ჩემი სიყვარული ქალი ლამარაა._ვთქვი სიცილით. -გამარჯობა შვილო._მიესალმა ბებო და თბილად გაუღიმა. -გამარჯობა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო. -ბებო დამიძახე შვილო._გაბრიელს თბილად გაეღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. -ბები, წავალ გამოვიცვლი და ჩამოვირბენ ეხლავე. ამას ხინკლის მოხვევა ასწავლეთ, ხო გინდა სწავლა გაბრიელ?_თვალი ჩავუკარი და თბილად გავუღიმე. -კი, სიამოვნებით._მიმიხვდა ჩანაფიქრს. სახლში ავირბინე, დახეული ჯინსი, მოკლე მკლავიანი თეთრი მაისური და კეტები ჩავიცვი. მაკიაჟიც მოვიშორე, მაცივრიდან ნამცხვარი გამოვიღე და ბებოსთან ჩავედი. ბინაში შესულს ისეთი სანახაობა დამხვდა, რომ ბოლო ხმაზე ხარხარი მომინდა. ფქვილში ამოსვრილი ნია, გაბრიელი, ზურა და ნიკა იმდენად სასაცილოდ ახვევდნენ ხინკალს, რომ შეუძლებელი იყო სიცილის შეკავება. გაბრიელს პერანგის მკლავები შეხსნილი და აკეცილი ჰქონდა, საყელოზეც ორი ღილი ჰქონდა გახსნილი და ისეთი სექსუალური იყო ნერწვი ძლივს გადავყლაპე. -ვაიმე ქეთი კიდევ კარგი მოხვედი._შვებით მითხრა ბებომ და გამიღიმა. -კარგი რა ლამარა ბებო, ხომ გაგართეთ._სიცილით თქვა ნიკამ და ერთი მუჭა ფქვილი სახეზე მიაყარა ზურას. -ვაიმე ნიკა, მოშორდით აქედან._სამივე გავაგდე სამზარეულოდან. გაბრიელს სააბაზანო ვაჩვენე, რომ თავი მოეწესრიგებინა. მე ნუცას დავურეკე და რამდენიმე წუთში ისიც მოვიდა. სამივე ერთად შევუდექით საქმეს, ბებომ ხაჭაპურები გამოაცხო, ჩვენ კი ხინკლის მოხვევა დავამთავრეთ. გაბრიელი მე მაკვირდებოდა, ნიკა კი ნუცას. ხო კარგი ნიკა გასაგებია მაგრამ გაბრიელს რაღა უნდა? სუფრა გავაწყვეთ, მაგიდას მივუსხედით, ბებომ ცხელ-ცხელი ხაჭაპურები მოიტანა, შემდეგ კი ხინკალიც მოაყოლა. რამდენი ხანია ასე გემრიელად არ მივახშმია, ბებოს გამომცხვარი ხაჭაპური ხომ სასწაულია. გაბრიელი გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა. -ძალიან გემრიელია._კმაყოფილმა თქვა გაბრიელმა და ხაჭაპურის ჭამა განაგრძო. -შეგერგოს._უთხრა ბებომ და მხარზე მოეფერა. გაბრიელმა თბილად გაუღიმა. ვახშამს, რომ მოვრჩით მისაღებში გადავინაცვლეთ. ნამცხვარი დავჭერი და ყავა მოვადუღე. სანამ მისაღებში საუბრობდნენ მე მაგიდა ავალაგე და ჭურჭელი დავრეცხე. ყველაფერს, რომ მოვრჩი მეც მათ შევუერთდი და საუბარი გავაგრძელეთ. ნიას ჩემ კალთაში ჩაეძინა, გაბრიელს გაეღიმა და ფეხზე წამოდგა. -დაგეხმარები._ღიმილით აიყვანა ნია ხელში და შუბლზე აკოცა. გაკვირვებულ სახეებს მოვავლე თვალი და მხრები ავიჩეჩე. ჩემთან ავედით, გაბრიელმა ნია თავის საწოლში ჩააწვინა, მე გავხადე და საბანი დავაფარე. მისაღებში გავედი, გაბრიელი დივანზე იჯდა და ოთახს ათვალიერებდა. გვერდით მივუჯექი, გაეღიმა და ხელი ლოყაზე ნაზად შემახო. როგორ მომწონს მისი შეხება. სასიამოვნო შეგრძნებამ სხეულში ტალღასავით დაიარა და ერთიანად დამიბუჟა თითები. ცერა თითით ლოყაზე მეფერებოდა თვალებში მიყურებდა. არც ვნება უკრთოდა თვალებში, ეს სულ სხვა რაღაც იყო. ისეთი თბილი მზერით მიყურებდა სულ მოვითენთე და ბოლომდე მის მზერაში ჩავიკარგე. თბილად გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. თავი ვეღარ შევიკავე და სხეულზე მივეხუტე, მხრებზე ხელები მომხვია უფრო მაგრად ჩამიკრა გულში. -რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ახლა სულ სხვა ადამიანი მეხუტება და არა ყველასთვის ცნობილი მექალთანე გაბრიელი._ღიმილით ვთქვი და მისი გულიდან თავი წამოვწიე. -ყოჩაღ შენ შეგრძნებებს. ახლა სხვა ვარ და იმიტომ. მსიამოვნებს ასე ყოფნა. დაიჯერებ, რომ გითხრა აქამდე არავის ჩავხუტებივარ-მეთქი? -ძნელია მაგის დაჯერება. -მაგრამ სიმართლეა, აქამდე ქალებთან მხოლოდ საწოლი მაკავშირებდა. შენ კი არც ჩემი ფული გაინტერესებს და არც საწოლი. შენ ადამიანურ და სულიერ გრძნობებს აფასებ. -როგორც შემისწავლეთ ბატონო გაბრიელ._სიცილით ვუთხარი. -ეს რთული არ იყო, ჩვენი პირველი შეხვედრა ნამდვილი შოკი იყო. მეგონა გამეპრანჭებოდი და, რომ მიმალანძღე მაშინვე მივხვდი სხვანაირი, რომ ხარ._სიცილით თქვა და ისევ ჩამეხუტა. -რახან რაღაც შევცვალე შენს ტვინში კარგია._ისევ გავუცინე და მისი მკლავებიდან თავი დავიძვრინე. -მე წავალ ეხლა კარგი? გვიანია უკვე._გამიღიმა და ფეხზე წამოდგა. -გაგაცილებ. ჯერ ბებოსთან ჩავედით, დაემშვიდობა და ყველამ გარეთ გადავინაცვლეთ. ერთმანეთს დავემშვიდობეთ, გაბრიელი წავიდა მე კი სახლში ავირბინე. წყალი გადავივლე და დასაძინებლად დავწექი. დილით ისეთ საშინელ ხასიათზე გამეღვიძა, რომ მივხვდი რაღაც საშინელება დამატყდებოდა თავს. სამსახურში, რომ მივედი გაბრიელი არ იყო ჯერ მოსული, მისი კაბინეტი კი უკვე მოწყობილი იყო. მისი მაგიდა მივალაგე და ჩემ ოთახში გავედი. ცოტახანში გაბრიელიც მოვიდა, ფანჯარაზე ჩამოფარებული ჟალუზი ავწიე, რომ დამინახა თბილად გამიღიმა და ცერა თითი მაჩვენა „მაგარი ხარო“. მეც გავუღიმე და მაგიდას მივუჯექი. წყალს ვსვამდი კარი, რომ გაიღო. იქით გავიხედე და კარებში „მამაჩემი“, რომ დავინახე მთელი სხეული ზიზღმა მოიცვა. ფეხზე წამოვდექი, აკანკალებული ხელიდან კი ჭიქა გამივარდა და მაგიდაზე ნამსხვრევებად იქცა. -ქეთი._წარმოთქვა და ჩემკენ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი. -გისმენთ._“თ“ არ ესიამოვნა და შუბლი შეჭმუხნა. -შვილო, უნდა დაგელაპარაკო. -შენ შვილი არ გყავს._რაც შეიძლება მშვიდად ვუთხარი. ესეც შენი ყველაზე საშინელი დღე. -ქეთი მომისმინე, მე ხომ მამაშენი ვარ._უფრო გაუმკაცრდა ხმა. მაგიდაზე ხელი მთელი ძალით დავარტყი, ნამსხვრევები ხელში შემერჭო, მაგრამ ახლა სული უფრო მტკიოდა ვიდრე ხელი. -მამაჩემი, ორი წლის წინ დაიღუპა. მე მამა აღარ მყავს._ამ დროს ოთახში გაბრიელი შემოვიდა, ჩემი ხელი, რომ დაინახა მაშინვე მომვარდა და იმის კითხვა დაიწყო მტკიოდა თუ არა. -ქეთა ეს კაცი ვინ არის? -ბატონი მერაბ ბიბილური._გაბრიელს თვალები გაუფართოვდა, მთელი სხეული დაეჭიმა. -ბატონო მერაბ თუ შეიძლება აქედან მიბრძანდით, ახლავე._მისი სიტყვები ისეთი მკაცრი იყო, რომ „მამაჩემი“ უსიტყვოდ მიბრუნდა და წავიდა. მთელი ამ დროის შეკავებული ცრემლები ახლა მოაწვა თვალებს და ერთიანად დაიწყო დენა, მუხლებზე დავეცი და გულზე დავიჭირე ხელი ისე თითქოს ეს რამეს მიშველიდა. გაბრიელი ჩემ წინ ჩაიმუხლა, თავის ხელებში მოიქცია ჩემი სახე და სევდიანად გამიღიმა. -სუნთქვა მიჭირს._ძლივს ამოვიხავლე და გულზე უფრო ძლიერად მივიჭირე ხელი. -მე შენთან ვარ ქეთა და შენ კარგად იქნები._მითხრა და ჩემს ტუჩებთან დაიხარა. ფრთხილად მომიახლოვდა და თავისი ბაგეები ჩემსას შეახო. ამ გრძნობას ვერ აღვწერ, რაღაც სასწაულია. სუნთქვა გამიჩერდა და ცოტა დავმშვიდდი. რამდენიმე წამში გაბრიელი მომშორდა და შუბლი შუბლზე მომადო. -ქეთა შენ საოცრება ხარ და ახლა სუნთქვა შეიკავე._თქვა თვალებ დახუჭულმა და ისევ მაკოცა. *** ბედნიერი ვარ ასეთი კარგი მკითხველები, რომ ყავს მიყვარხართ მე თქვენ და მადლობა, რომ კითხულობთ <3 ახალი თავი, ცეცხლოვანი და თან სევდიანი მომენტით <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.