ამბიციების მსხვერპლი (თავი 1)
პირველად მისი სურათი გაზეთში რომ ვნახე დამამთავრებელ კლასში ვიყავი. ფურცლის კუთხეში ვრცელი სტატიის მარჯვნივ, სადაც ბევრი უაზრო რამ ეწერა, რომ ცნობილი ბიზმესმენი, ქველმოქმედი და ყველასთვის პატივსაცემი პიროვნება, სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლს სკანდალურად გაშორდა, უსიმპათიურესი მამაკაცის გამოსახულებამ მომჭრა თვალი, ღვინისფერი ტუჩები, შავი კუპრივით შავი თვალები და ძალიან მამაკაცური, მკაცრი ნაკვთები...ეს იყო გიორგი არაბული....და სუსტად იმ დღიდან იგი იქცა ჩემ აკვიატებად, ჩემ შეუზღუდავ შესაზლებლობად...მასში ვხედავდი პერსპექტივას, ის იყო ის, ვისაც შეეძლო ჩემთვისის მოეცა რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი... მერე ყველაფერი აირია, ღამეებს ვათევდი რომ უფრო მეტი გამეგო, მის წარსულზე, ცოლზე,მიზეზებზე რის გამოც განქორწინდა, ვაგროვებდი მასალებს, ინფორმაციას. საკუთარ თავში ჩავიკეტე, ვხვდებოდი ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, მაგრამ გაჩერება არ შემეძლო, თანდათან გიჟს ვემსგავსებოდი, მხეცს რომელიც მიზნის მისაღწევად არაფერზე დაიხევს უკან. ბავშვობიდან ამბიციური ვიყავი, არასდროს მაკმაყოფილებდა ის რაც მქონდა, ჩემი ბუნებრივი მოთხოვნილება იყო გამეკეთებინა ბევრად მეტი და იშვიათად, თითქმის არასდროს ვიყავი საკუთარი თავით კმაყოფილი... ელა, როგორც ყოველთვის თავიდან მშვიდად შეხვდა ჩემს მორიგ ახირებას,მაგრამ როცა მიხვდა რომ უკვე საკმაო დრო გავიდა მე კი ისევ შეუპოვრად მივიწევდი დასახული მიზნისკენ, შეეცადა დავერწმუნებინე რომ ეს აბსურდი იყო, რომ ამას ვერ შევძლებდი, მაგრამ ჩემთვის სიტყვა შეუძლებელი არ არსებობდა... თავიდან ვთვლიდი რომ მის სამყაროში შეღწევა ურთულესი ამოცანა იყო,ასეც აღმოჩნდა, მაგრამ მერე დიდი გარჯისა და უამრავი მცდელობის შემდეგ სრულიად „შემთხვევით“ ანდრო გავიცანი, იგი გიორგის ფირმაში მუშაობდა...რა დამთხვევაა არა?! მოკლედ, ანდრო ჩვეულებრივი ხელქვეითი იყო ფირმაში, მაგრამ მისი წყალობით დღითიდღე უფრო მეტს ვგებულობდი არაბულის შესახებ. მოკლედ ასე იყო თუ ისე, სამი წლის თავზე, როცა მეორე კურს ვხურავდი, თითქმის ყველაფერი ვიცოდი რაც არაბულს, ჩემს სამიზნეს შეეხებოდა, ან იმ დროისთვის მეგონა რომ ასე იყო.... **** გაზაფხული ბოლო დღეებს ითვლიდა, ცოტაც და ზაფხული შემოდგამდა ფეხს...როგორ არ მიყვარს ზაფხული, არაფერი, თითქმის არაფერი მახარებს ამ დროს, გაუთავებელი, აუტანელი სიცხეები.... იმ დღეს წვიმდა, კოკისპირულად და მე ყველაზე ბედნიერი ვიყავი, წვიმას ჩემთვის ბედნიერება მოჰქონდა, წვიმის წვეთები მაცნეები იყვნენ, რაღაც ახლის, არც შევმცდარვარ... უკვე ბინდდებოდა მობილური რომ აწკრილდა, გაოცებისგან ლამის ყბა ჩამომვარდა ანდროს ნომერს რომ ვკიდე თვალი. -როგორ ხარ პარტნიორო?-მხიარულად გაიჟღერა მისმა ხმამ -რავი არამიშავს ანდრო,შენ როგორ ხარ? რამ შეგაწუხა ხომ მშვიდობაა? -მომისმინე თაია, „სამიზნე“ ნახევარ საათში დატოვებს ფირმას, თუ თვლი რომ დროა... -დროა?-დაეჭვებულმა ვკითხე -ვფიქრობ რომ კი, საკმაოდ ვიცადედ ასე რომ აბა შენ იცი...-გაისმა მისი ჩუმი, ბოხი ბარიტონი და მას რამდენიმე წყვეტილი ხმა მოჰყვა. მართალი იყო ანდრო, უკვე დრო იყო...მოქმედების დრო, ნახევარი საათი მქონდა, უნდა მომესწრო, სწრაფად გადავიცვი უბრალო თეთრი მაისური, ჯინსის შარვალიც ელვის სისწრაფით ამოვიცვი, თმა გავიშალე, დედას წერილი მაგიდაზე დავუტოვე: „დე ელასთან ვარ არ ინერვიულო, მიყვარხარ“ და სწრაფად დავტოვე ბინა. უზარმაზარი შენობის წინ ნერვიულად ვცემდი ბოლთას, თითებს ძლიერად ვუჭერდი ქოლგას, ისევ გადაუღებლად წვიმდა..ვერ ვიჯერებდი, დრო იყო! რამდეჯერ წარმოვიდგინე ეს შეხვედრა, თითქმის ყოველ დღე, ყოველ დღე სამი წლის განმავლობაში ვგეგმავდი ამ დღეს, ყველაფერი გათვლილი მქონდა, ისიც კი რა უნდა ჩამეცვა, სწორედ ეს იყო ჩემი „სისადავის“ მიზეზიც, გონებაში კიდევ რამდენჯერმე გადავავლე გეგმას თვალი და ნერვიულად დავხედე მაჯაზე, შებნეულ საათს, ის რომ გამოვიდა, მეტად სიმპათიური ვიდრე ოდესმე მენახა... შავ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილს თმა ოდნავ დასველებოდა, სირბილით წავიდა მანქანისკენ, მანქანისთვის თვალი არ მომიშორებია არ მინდოდა თვალთახედვიდან დამკარვოდა სამიზნე.ტროტუარზე მდგომს არაბულის მანქანა მიახლოვდებოდა...უნდა გამერისკა დრო იყო! სწრაფად გადავაჭერი შუა ტრასაზე და პირდაპირ გიორგის მანქანის წინ წავიქეცი, მერე გავიგე სწრაფი დამუხრუჭების ხმა,ისევ კოკისპირულად წვიმდა... -კარგად ხართ?-სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან, შეშფოთებული სახით მომჩერებოდა.უცებ შევათვალიერე, მისი ყოველი ნაკვთი, შავი თვალები -მაპატიეთ, ჩემი ბრალია, გადასვლა მინდოდა და წავიქეცი, მგონი ფეხი მოვიტეხე-შევჩივლე აწუწუნებულმა და პირდაპირ ტრასაზე გაგორებულმა ხელით ვითომდა ნაღრძობი ფეხის ზელა დავიწყე, მესმოდა მანქანების გაბმული სიგნალი... -არაუშავს, მაგრამ მგონი აქ წოლა არც თუ ისე კარგი იდეაა- გამიღიმა, თალი ჩამიკრა და ხელი გამომიწოდა-დამეყრდენი.-გამოწვდილ ხელს ჩემი ხელი შევაგებე, მანქანის კარი გამომიღო დაჯდომაში მომეხმარა, კარი ფრთხილად მოხურა, სწრაფად შემოუარა მანქანას და საჭეს მიუჯდა. -ძალიან გტკივა?- ისე შინაურულად მომართა ლამის გამაჟრჟოლა, თან ეს არაოფიციალურობა - არაუშავს გავუძლებ, ძალიან მერიდება თქვენი..-ქვემოდან ავხედე, ოდნავ ჩაეღიმა -მოდი შევთანხმდეთ...-ოდნავ შეყოვნდა, მიმართვის ფორმას არჩევდა ან სახელს -თაია...თაია გელოვანი. -ლამაზი სახელია, მოდი შევთანხმდეთ თაია ეს „თ“ მოვაშოროთ, და კიდევ ნუ გერიდება, ნებისმიერს შეიძლება დაემართოს იგივე, ძალით ხომ არ გინდოდა არა?-გამჭოლი მზერა მესროლა, შემამცივნა, შემაკანკალა, ნუთუ მიმიხვდა? ეჭვები მღრღნიდა,მერე ამაზრზენი ფიქრები უკუვაგდე და თავს ძალა დავატანე გამეღიმა.-ახლა კიმითხარი სად მივდივართ?-უკვე კარგად შებინდებულიყო, სახლში ვერ დავბრუნდებოდი, დედამ იცოდა რომ ელასთან ვრჩებოდი, ამიტომ ელას მისამართი ვუკარნახე, გულში ვზეიმობდი, ვზეიმობდი გამარჯვებას,მაგრამ ვერ ვაცნობიერებდი რომ ჯერ ადრე იყო, თანაც ძალიან. სადარბაზოსთად გამიჩერა, დაგეხმარებიო მითხრა, თავი გავიგიჟე უკეთ ვარ მეთქი, მერამდენედ გადავუხადე მადლობა სათვალავი ამერია, მერე ბოდიში და სულ ეს იყო, „არაფრისო“ ცივად მომახალა და ადგილს მოწყდა. ****** -გოგო შენ ნორმალური ხარ? რას ელოდი აბა?-ალმაცერად მომაჩერდა ელა და ისე მადიანად ჩაკბიჩა ვაშლი, კინაღამ ნერწყვი გადამცა, მაგრამ იმდენად ვიყავი გაცოფებული ლუკმა არ გადამივიდოდა ყელში -მე ასე არ ვგეგმავდი-დავიწუწუნე სასოწარკვეთილმა -აბა რას ელოდი? კაცს ლამის მკვლელობა ჩაადენინე. ხომ არ დაუტოვებიხარ გზაზე? არა! უხეშად ხომ არ მოგექცა? არა! აბა რა გინდოდა ეგრევე ცოლობა ეთხოვა?-მობეზრებულად გადაატრიალა თვალები -არ ვიცი- დაბნეულმა ავიჩეჩე მხრები-მართალი ხარ, ამაზე ადრე მხოლოდ ვოცნებობდი, დღეიდან მან ჩემი სახელი იცის ესეც პროგრესია არა? ყველაფერი ახლა იწყება -როგორ ვერ ვიტან ამ ღიმილს-ზიზღით დაბრიცა ტუჩები -რომელ ღიმილს გოგო?! -აი ულამაზესი რომ არის და მის უკან ნამდვილი ბოროტება რომ იმალება-ენა გამომიყო -შენი აზრით ბოროტი ვარ?-ხმა შემეცვალა,ამაზე არასდროს მეფიქრა,მაგრამ რომც ვყოფილიყავი მერე რა? ეს არაფერს ცვლიდა, მე ყოველთვის ვსახავდი გეგმებს და მერე მთელი მონდომებით ვუდგებოდი მათ შესრულებას, ამ თვისების გამო ვიცოდი სამი უცხო ენა, ეს იყო მიზეზი რომ ყველა დაბრკოლების მიუხედავად სტუდენტი მერქვა... არასდროს ვყოფილვარ გოგო რომელიც დინებას მიჰყვებოდა, არასდროს მჯეროდა ბედისწერის, ჩემს ბედს თავად ვქმნიდი. -ბოროტუნა-საყვარლად გამიცინა ელამ საჩვენებელი თითი ცხვირზე დამკრა, ჩამეხუტა და ყურში მიჩურჩულა-მე ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ თაია, შენი ყველა ნაკლით და ღირსებით-ძლიერად მოვხვიე ხელი, გული ამიჩუყა მისმა ქმედებამ. ****** პირველმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა, შეიძლება ვაზვიადებ მაგრამ ის ეფექტი ვერ მოვახდინე რასაც ვგეგმავდი, „იქნებ არ მოვეწონე?“ ამაზე აქამდე არადროს მიფიქრია, არც კი დამიშვია მსგავსი რამ! მე ყველას მოვწონდი, ჩემი ზღვისფერი თალები, სწორი შავი გრძელი თმა, ვარდისფერი გაბუსხული ტუჩები, მწვრილი წელი, გრძელი ფეხები, ამაყად შემართული მკერდი...ყველას ჭკუას აკარგვინებდა, სხვა თუ არაფერი გულგრილს არცერთ მამაკაცს დატოვებდა, რა არ მოეწონა არაბულს ჩემში? ნუთუ შეცდომა დავუშვი როცა უბრალოდ ჩავიცვი და ხაზი არ გავუსვი ჩემს სილამაზეს? ამჯერად არც იმას გამოვრიცხავდი რომ ვერაფრით გავაკვირვებდი „ბატონ გიორგის“ რომ მისნაირ მიმზიდველ და მდიდარ მამაკაცს ნამდვილად არ ექნებოდა ლამაზი ქალების დეფიციტი...და პანიკამ მომიცვა ,არ შეიძლებოდა იმდენი იმისთვის არ მიწვალია, სამი წელი არაბულის აჩრდილად მხოლოდ იმიტომ არ ვქცეულვარ რომ ბოლოს ყველაფერი კრახით დასრულებულიყო, უკან არ დავიხევდი, დასაკარგი არაფერი მქონდა, მაგრამ თუ მიზანს მივაღწევდი ბევრს მოვიგებდი....რა იყო ეს ბევრი: ფული? სახელი? შესაძლებლობა? -ყველაფერი! ყველაფერი იყო რაღაც დოზით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.